მეგზური 2.
შემდეგი დილა დემეტრემ ნორმალურად დაიწყო, ისაუზმა ჩანთა მოამზადა, ნაატალია უკვე სამსახურში წასულიყო, დემეტრემაც არ დააყოვნა, ნივთები აიღო სახლის კარი დაკეტა, 12დან 0 სართულზე პარკინგზე ჩავიდა, სწრაფად მოთავსდა შავ მერსედესში და დარბაზისკენ წავიდა სადაც ბავშვებს ავარჯიშებდა. დარბაზში შესულს გუშნდელი გამარჯვება ყველამ მიულოცა, ბავშვებმაც, ძალიან უყვარდა დემეტრეს მათთან ურთიერთობა, ყველა პრობლემას ავიწყებდა, 3 ჯგუფი ავარჯიშა, ბოლოს თვითონაც შეუდგა საქმეს, ერთი სივრციდან სადაც უშუალოდ ბავშვებს ავარჯიშებდა სპორტ დარბაზში გადაინაცვლა, ყოველთვის ამჩნევდა ქალების თვალებს, გასაკვირი არც იყო, მაღალი შავგრემანი მხარბეჭიანი მამაკაცი, ყველასთვის სასურველი ტიპი იყო. 2 საათი დაჰყო დარბაზში შემდეგ გადაწყვიტა ოჯახი მოენახულებინა, და მამის და დედის სახლში წავიდა სადაც პატარა დაიკოც ელოდებოდა. მივიდა, კარი გაღებული არ ქონდა როცა ხატია, დემეტრეს 17 წლის და კისერზე ჩამოეკიდა, კაცმაც ხელები მოხვია და თავზე აკოცა ხატიას, ამასობაში ციცოც გამოვიდა, დემეტრე სულ ეამაყებოდა, ძალიან თბილი ქალი იყო, რასაც დემეტრეს მამაზე ვერ ვიტყვით, თამაზ ნავერიანი, კაცი რომელიც სულ მკაცრი იყო, ოჯახთანაც კი, არადა არ ტყდებოდა, ზუსტად მის გამო მოიყვანა ცოლად ნატალია დემეტრემ, თამაზი უკვე ასაკს უკაკუნებდა შვილს კი ისე უნამუსოდ გამოუცხადა შენგან რამე ხომ უნდა დამამახსოვრდეს ნატალი ცოლად მოიყვანეო დემეტრე 3 საათ ისტერიულად იცინოდა, თუმცა გაიაზრა რომ მამამისი არ ეხუმრებოდა. თამაზისთვის არაფერი უთქვამს, დედასთან და დასთან ერთად ატარებდა თავისუფალ დროს, უსმენდა ხატიას ისტორიებს, მის თაყვანისმცემლებზე და ძალიან ხალისობდა. - დემეტრე ბიჭების ნახევარი შენი შიშით ვერ მეკარება. - ამოიწუწუნა ხატიამ და ძმას მიეკრო. - ეგრეც უნდა იყოს, ერთი ვინმე მოგიახლოვდეს, ვანახებ სეირს. - გადაიხარხარა დემეტრემ და დაიკოს თავზე აკოცა. - ღმერთო ჩემო, ყოფილიყავი მომღერალი რა უბედურებაა ეს კრივი. - დაიწუწუნა ხატიამ. - მოგხვდება ხატია იცოდე! - გაუცინა სვანმა. - შენი კაპასი ცოლი რას შვება. - ხოო, ხატიას და ნატალის არ ქონდათ კარგი ურთიერთობა, ხატია ვერ ეგუებოდა ძმის ასე ყოფნას, სულ სურდა სიყვარულით მოეყვანა ცოლი და მის რძალთან ძალიან სასიამოვნო ურთიერთობა ქონოდა, თუმცა ნატასთან მაინც ვერ გამონახა საერთო ენა, ნატას ძვირადღირებული ნივთების გარდა არაფერი აინტერესებდა, ხოლო ხატიასგან ეს ძალიან შორს იყო. დიდი ხანი იყო ოჯახთან ერთად, დედასთან და დასთან კარგი დრო გაატარა, სანამ ირაკლის ზარი არ შეუვიდა ტელეფონზე. აივანზე გამოვიდა და ისე უპასუხა. - ჩემპიონს ვესაუბრები? - მოესმა ტელეფონიდან ხმა და ხმამაღლა გაეცინა. - რახდება ირაკლო შენს თავს? - სიცილით კითხა. - უნდა მიშველო რაა, ტასუნა ხოიცი ჩემი? - ჩემს მომავალ რძალზე მესაუბრები? - ხო აბა ვისზე. - ჰო, მერე. - კაროჩე ჩემგამო ერთ ინტერვიუს ვერ გაიღებ? ტასომ მთხოვა, მისი დაქალია ჟურნალისტი, ამერიკიდან ჩამოვიდა ახლახანს და ყველა ჟურნალში დაბრაკეს ცნობილი რომ არ არი მაგ პონტში. და ვერ გავუტეხე, დაეხმარე შენ ძმაკაცს დემეეე - ეწუწუნებოდა ირაკლი ტელეფონიდან. - მითხარი სად მოვიდე. -სიცილს ვეღარ იკავებდა დემეტრე ირაკლის მოსმენისას. - აი ძმააა ხარ რააა, გეფიცები მევასები. - კაი ხო მომშორდი და მისამართი მომწერე. საუბრის დასრულების შემდეგ ციცოს და ხატიას დაემშვიდობა შეპირდა რომ კიდევ მოვიდოდა მალე, თამაზს თვალი მოავლო და სახლი დატოვა. დათქმულ ადგილზე იყო უკვე, კართან იდგა და ზარიც დარეკა. კარი ირაკლიმ გაუღო. - მოდი . - რაშვები? - რავიირა წამო გაგაცნო გოგოები. - მისაღებში გავიდნენ იქ კი ერთი ქერა ლამაზი გოგო დახვდა რომელიც ანასტასია იყო, მის გვერდით კი ყავისფერთმიანი ლამაზ თვალება გოგო დაინახა დემეტრემ ისეთი რაღაც იგრძნო, თითქოს მისმა გულმა დარტყმა გამოტოვა, ზუსტად იცოდა ამ ნახვის შემდეგ მას თავიდან ვეღარ ამოიგდებდა და მის ფიქრებზე გაეღიმა. - დემეტრე ეს ჩემი ტაისიაა, -უთხრა ირაკლიმ - ეს კი მისი მეგობარი მარიამ მიქაუტაძე. გოგონებო თქვენ სავარაუდოდ უკვე იცნობთ, ყველაზე მაგარი მებრძოლი დემეტრე ნავერიანი. - დემეტრეს გაეცინა, მარიამის ინტერესიანი მზერაც დაიჭირა და უფრო მოაწვა სურვილი ეს გოგო დაესაკუთრებინა. - სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ანასტასია ირაკლი შენზე ბევრს მიყვებოდა, მიხარია რომ გაგიცანი. - იმედი მაქვს საშინელებები არ მოგიყვა არა? - გადაიკისკისა ანასტასიამ და ირაკლის მოეხვია. - როგორ გეკადრება, ინტერვიუს აქ ვწერთ? - მარიამმა ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა რომ მის წინ ნამდვილად დემეტრე ნავერიანი იდგა, კაცი რომლის ცალკეული ინტერვიუ არსად იყო, ახლა მასთან იყო და მზად იყო მისი ინტერესი დაეკმაყოფილებინა. - მარიამ? - კიდევ ერთხელ გაისმა დემეტრეს ბოხი ხმა და მარიამიც გონს მოეგო. - დიახ... აქ არა ოთახში ჩავწეროთ იქ მაქვს კითხვები. - კარგი მაშინ შევიდეთ. - კარგი. ოთახში შევიდნენ, დემეტრე სავარძელზე მოკალათდა მარიამი კი მის მოპირდაპირე მაგიდაზე ეძებდა ფურცლებს. როცა იპოვა დემეტრეს წინ დაჯდა. - ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ.. - მარიამ კარგად ხარ? - ღიმილ შეპარული მზერით უცქერდა დემეტრე და გოგოს დაბნეულობაზე კიდევ უფრო მეტად ხალისობდა. - კი, უბრალოდ ვერ ვიჯერებ, არა კი მყავხართ ნანახი რეალურად მაგრამ.. - სადმე ერთმანეთს შევხვედრილვართ მარიამ? - დაიბნა დემეტრე გოგონას სიტყვებზე. მარიამს კი დემეტრესგან დაძახებული მისი სახელი გონებას ურევდა ისე სიამოვნებდა, კაცის სურნელი თავგზას უბნევდა, და კიდევ უფრო ანერვიულებდა. - არა, თქვენს ერთ-ერთ ბრძოლაზე ვიყავი ნიუ-იორკში. - ანუ ჩემს ბრძოლებს უყურებ? - ხუმრობთ ბატონო დემეტრე? ყველა ნანახი მაქვს. - როგორც ჟურნალისტი თუ გაინტერესებს. - მაინტერესებს, თანაც ჟურნალისტი აღარც მქვია უკვე. - სიმწრის სიცილი გამოესახა მარიამ, დემეტრეს ამის დანახვაზე რაღაც უცნაური გრძნობა დაეუფლა, თითქოს არ უსრდა მარიამის ასე ნახვა. - კარგი შეკითხვებზე გადავალ კარგით? - კი გადავიდეთ, ოღონდ მარიამ, შენობით ჰო? - მარიამმაც გაუღიმა და თავი დაუქნია. ერთი საათის შემდეგ ყველაფერი დაასრულეს, მარიამი ძალიან ბედნიერი იყო, ოთახიდან გასულებს ირაკლი და ანასტასია სავარძელზე ჩაძინებული დახვდათ. - მგონი ჯობია წავიდეთ. - უჩურჩულა დემეტრემ მარიამს და ორივე გავიდა ბინიდან, ის იყო მარიამი ტაქსის გამოძახებას აპირებდა, დემეტრემ შეაჩერა. - მე გაგიყვან მარიამ, უარს არ მივიღებ. - ორივე დემეტრეს მანქანაში მოთავსთდა და წავიდნენ. მარიამმა დემეტრეს მისი პატარა ბინის მისამართი უთხრა, გზაში სიჩუმე გამეფებულიყო, უხერხული არა საკმაოდ სასიამოვნო სიჩუმე, არცერთს სურდა ამის დარღვევა ამიტომ წყნარად მგზავრობდნენ. როცა ბინასთან გაჩერდა მანქანა მარიამმა დემეტრეს ღიმილიანი მზერა მიაბყრო. - დიდი მადლობა მოყვანისთვის. - ის იყო კარები უნდა გაეღო და გადასულიყო როცა დემეტრეს ხმა ისევ გაიგო. - მარიამ მოიცადე.. - გისმენ? -თავის ადგილს დაუბრუნდა მარიამი. - ორ კვირაში ისევ ბრძოლა მაქვს, ერთ-ერთ უძლიერეს ქართველ მებრძოლთან, ვფიქრობ ეს მოგეწონება. - დემეტრემ ჯიბიდან ვიაიპ მოსაწვევი ამოიღო და მარიამს გაუწოდა, - ცემს ვიაიპებში მხოლოდ ირაკლია ხოლმე თუ დაგაინტერესებს შეგიძლია შენ და ანასტასიაც მოხვიდეთ. - უთხრა სვანმა და გაუღიმა. - დიდი მადლობა, ისედაც ვაპირებდი მოსვლას, თუმცა პირდაპირ ვიაიპში თუ აღმოვჩნდებოდი არბ მეგონა, შევხვდებით ორ კვირაში. - საბოლოოდ გაუღიმა მარიამმა და მანქანიდან გადავიდა, დემეტრეს მისი ღიმილი ყველაზე მეტად ხიბლავდა. ისე უხდებოდა ქალს ორივე ლოყაზე ფოსოები, გიჟდებოდა რომ აქამდე ვერ გაიცნო... ტელეფონი მოიმარჯვა ნავერიანმა მის ადვოკატთან დარეკა, რომელიც ახლა დემეტრეს ზარს საერთოდ არ ელოდა. - გამარჯობა გია, ნატალიასთან განქორწინების საბუთები მომიმზადე, არავინ და არაფერი მაინტერესებს მათ შორის არც თამაზი. - კარგით ბატონო დემეტრე. დემეტრემ ტელეფონი გაუთიშა, ირაკლის შეატყობინა რომ მარიამი სახლში მიიყვანა და თვითონ კოჯრის აგარაკზე ადიოდა, შემდეგ დედას მიწერა 3 დღით არ ვიქნები ქალაქში და არ ინერვიულოო, მანქანა დაქოქა და კოჯრისკენ გაემართა. გზაში თამაზის ზარიც წამოეწია, ნუთუ ასე მალე შეძლო გიამ მისთვის ყველაფრის მოყოლა? დემეტრეს მის ფიქრებზე გაეცინა და უპასუხა. - საერთოდ ნორმალური თუ ხარ, რას ჩადიხარ ამხელა კაცი! - ტელეფონიდან გაცეცხლებული თამაზ ნავერიანის ხმა გაისმა. - თამაზ წყნარად, 29 წლის ვარ და მამიკოს გარეშე მგონი ვიცი რას გავაკეთებ და რას არა, ეგ შენი გამოხტომები უკან გაიკეთე, ასე ძალიან თუ გევასება ნატა ადექი და იშვილე, მე თავი დამანებე! - ნერვებ მოშლილმა დემეტრემ სწრაფად მიახალა სიტყვები და მობილური საერთოდ გამორთო, წყნარად განაგრძო მანქანის მართვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.