შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნენე (19)


13-02-2024, 21:14
ავტორი sati
ნანახია 1 019

ღამე ლაპარაკში ჩაგვეძინა ორივეს. მეორე დილით ნერსე წასული დამხვდა. არ გამაღვიძა. ნინოს ტირილი გავიგე, 9 საათი იყო, ალბათ ნათია არ მოსულა ჯერ. ხალათი შემოვიცვი და მასთან გავედი, ხელში ავიყვანე და მივიხუტე. დილით ძირითადად ნერსე აღვიძებდა ხოლმე და ალბათ უკვე განიცდიდა მის არ ყოფნას. სამზარეულოში ჩავედი, საჭმელი გამოვუღე კარადიდან და მის სკამში ჩავსვი. ამ დროს გასაღების გადატრიალების ხმა გავიგე, ნათია შემოვიდა.
-გაიღვიძა უკვე-ნათია ნინოსკენ გამოიქცა და ჩაეხუტა-ჩემი სითბო და სიყვარული-გააღვიძე ნენე?
-ნათი, აღარ გინდა ხოლმე 9-მდე დარჩენა. 6 ის მერე შეგილია წახვიდე. ხელფასი არ ჩამოგაკლდება.
-კაი რას ბოდავ ნენე, ფეხმძიმედ ხარ დახმარება დაგჭირდება ეხლა უფრო ხშირად.
-არა, ეს რამდენიმე თვე მინდა ჩემთან მყავდეს და მერე რო დამჭირდება 12-მდეც გაგიზრდი საათებს-ორივეს გაგვეცინა. თან ნინოს ვაჭმევდი თან ყავას ვაკეთებდი.
-ეხლა როგორ გრძნობ თავს? ტოქსიკოზმა გაგიარა?
-ჯერჯერობით არაფერი მიჭამია და არ ვიცი, ნებისმიერი საჭმლოის სუნზე ცუდად ვხდები.
-გაგიკეთებ რამეს, უნდა ჭამო დასუსტდები ესე. ისედაც ძალიან გამხდარი ხარ. ჰო, მართლა, ნერსემ დამიბარა ხვალ ანალიზებზე გაყევიო.
-არა, ჩემით წავალ.
-არა, მკაცრად გამაფრთხილა გაყევიო.
-თამარას გავიყოლებ, ნინო ვის ეყოლება, არ მინდა რომ კლინიკაში წამოვიდეს, რამდენი ვირუსიანი დადის იქ.
-კარგი ბატონო, მაგრამ აუცილებლად წადი, თორე თავს მომაჭრის.
ამასობაში ვაჩე ჩამოვიდა, პახმელია ჰქონდა გუშინდელის მერე და დაბარბაცებდა.
-წავიდა ნერსე?-ირგლივ რომ მიმოიხედა და ვერ დაინახა, მიხვდა რომ აქ აღარ იყო. მე და ნათიამ თავი დავუქნიეთ თანხმობის ნიშნად.
-ჩემი პრინცესა-ნინოსთან მივიდა და თავზე აკოცა. დაუჯდა და ჩემს ნაცვლად აჭმევდა. ნინომაც გაუღიმა და სახეზე დაუწყო ხელების ფათური, ხან თვალში ატაკა თითი და ხან ცხვირში. ვაჩე ძალიან უყვარდა-ნათი, დღეს კაი ამინდია, ნინო გარეთ გავიყვანოთ. შენც მოდიხარ-მე გამომხედა. სამხარაულებს ბრძანებების გაცემა გენში აქვთ. ალბათ ჩემი შვილიც 1 წლიდან მათნაირი იქნება.
-მე ვერ მოვდივარ, საქმეები მაქვს-ეჭვის თვალით გადმომხედა.
-რა საქმეები?
-საქმეები, აუცილებელია ყველაფერი შეგითანხმო?
-და როდიდან მიმალავ თორე სადაც გინდა იქ წადი-მხრები აიჩეჩა და ნაწყენმა ზურგი შემაქცია. ნათიამ გადმომხედა და მანიშნა მიდიო ვაჩესთანო. ყავა ავიღა და წინ დავუდგი.
-კაი რაზე მებუტები ეხლა.
-არ მინდა შენი აგრესიული ყავა.
-აგრესიული ყავა?-გამეცინა-ეგ როგორია.
-აი ეგეთი. არ გინდა ჩვენთან ერთად წამოსვლა და წადი შენ საქმეებზე.
-კაი რა ვაჩე-კისერზე შემოვხვიე უკნიდან ხელები და თავი დავადე-მოვრჩები ჩემს საქმეებს და მერე წამოვალ. აი ეხლავე გავალ და 2 საათში მოვალ.
-ვანო ან გიგა გაგიყვანს, მე პახმელია მაქვს.
-არ მინდა ჩემით გავალ.
-ნერსემ დაიბარა, რომ შენით არსად არ გახვალ.
-და რატომ?
-სანამ ანდრონიკაშვილების საქმე ბოლომდე არ მოგვარდება არსად არ წავიდეს მარტოო-ესე იგი საინტერესოა კიდე ვის რა დააბარა? ნათიას ჩემი ანალიზებზე წაყვანა, ვაჩეს ჩემი თვალთვალი, ვანოს და გიგას მძღოლობა. ნინოსთანაც ექნებოდა რამე დავალება. ისეთ საქმეზე მივდიოდი ნამდვილად არ მაწყობდა არც ვანოს და არც გიგას გაყოლა. რამე უნდა მომეფიქრებინა და ჩუმად წავსულიყავი, მაგრამ როგორ? მთელ პერიმეტრს აკონტროლებდნენ. იდეაში ვანოს რომ წაეყვანა ნინო, ვაჩე და ნათია, კი დავრჩებოდი სახლში მარტო და გიგასთან მოვიფიქრებდი რამეს. ბოლო-ბოლო ძალით ხომ არ ჩამტენიდნენ მანქანაში, ნერსე ხელებს დაატეხავდა სათითაოდ-გაიგე?-უცბად მივხვდი, რომ გაშტერებული სახით ვიდექი და ყველა მე მიყურებდა.
-მემგონი გული მერევა-აბაზანაში ავედი, ისევ ტოქსიკოზი მქონდა. ალბათ ყავის სუნმა იმოქმედა. თავბრუ საშინლად მეხვეოდა, ესე სად უნდა წავსულიყავი არ ვიცი. კარზე ნათიამ მომიკაკუნა.
-ნენე, გამიღე ცუდად არ გახდე-ძლივს წამოვდექი და კარი გავუღე-ფერი არ გადევს-წყალი მოუშვა და სახის დაბანაში დამეხმარა-აუცილებლად წადი ხვალ ანალიზებზე.
-კი, კი წავალ. უნდა დავწვე ნათია, ვერ ვდგავარ ფეხზე-დავწექი თუ არამ ალევე ჩამეძინა. ამასობაში ვაჩე, ნათია და ნინო სასეირნოდ წავიდნენ და რომ გამეღვიძა მარტო ვიყავი. ეზოში გადავიხედე და ვანოს მანქანა არ იდგა, ესე იგი მან წწაიყვანა. ნინოს სხვას არავის ანდობდა. ალბათ ფიქრობდა, რომ მე არსად არ წავიდოდი. ჩავიცვი, სანამ ესენი მოასწრებდნენ დაბრუნებას, ჩანთას დავავლე ხელი და მოვიფიქრე რაც უნდა გამეკეთებინა. მეორე სართულზე ვიყავი. პირველ სართულზე ჩასასვლელად კიბე ორად იყოფოდა, ერთი სამზარეულოში გადიოდა, მეორე მისაღებში. მისაღებიდან კი სახლიდან გადიოდი, ყველაზე ახლოს ეს კიბე იყო, ამიტომ ვიცოდი რომ რამე რომ მომხდარიყო მაქედან ამოვიდოდნენ. ხოდა ავიღე დიდი ვაზა,რომელშიც რაღაც უცნაური ყვავილი იდო და მთელი ძალით დავახეთქე და დავიკივლე. მერე ჩქარი ნაბიჯებით ჩავედი და რომ დავრწმუნდი რომ სახლში შემოცვივდნენ უკანა კარიდან გავედი. გიგას შევეჩეხე პირდაპირ.
-რა მოხდა?-დაფეთებულმა შემომხედა, ხელში იარაღი ეკავა-სახლშია ვინმე?
-მემგონი, გეხვეწები შედი ნახე.
-კარგი აქ დამელოდე-გიგა შიგნით შევიდა და სირბილით წავედი კარიბჭისკენ და ეგრევე ტაქსი გავაჩერე. მემგონი დავაღწიე თავი ამ ველურებს. ალბათ გაინტერესებთ ესეთი თავქუდმოგლეჯილი სად მივდივარ არა? სად მივდივარ და აეროპორტში. მაგრამ ჯერ სახლში უნდა გამევლო, ბოლოს რომ წამოვედი ნერსეს სახლიდან ჩემი პასპორტი იქ დავტოვე.
**
-თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ?-ვანოს ღრიალი მთელს ეზოში ისმოდა. ბიჭები მწკრივში ყავდა დაყენებული და გენერალივით დააბიჯებდა აქეთ-იქით და ყვირილისას სახეში აფურთხებდა სათითაოდ-ერთ 25 წლის გოგოს ვერ უნდა მოუაროთ ამხელა ხალხმა? სად მუშაობდით თქვენ? თქვენ სამინისტროში ვინ გამუშავათ? ქათმები ხართ? გიგა!-გიგა მისი მოადგილე იყო ფაქტობრივად და ყველაზე მეტს მისგან მოითხოვდა.
-რაღაცა დაიმტვრა სახლში, საშინელი ბრახუნის ხმა იყო, შესასვლელთან ნენე დამხვდა დაფეთებული და გეხვეწები ნახე, სახლში ვიღაც არისო. შევედი შიგნით და მაგ დროს წავიდა.
-ესე იგი ერთი ვაზის გამო მთელი დანაყოფი შეცვივდით სახლში? იქნება ჭიქა გაუტყდა! ამის გამო უნდა დატოვოთ პერიმეტრი უკონტროლოდ?
-ვანო რა უნდა გვექნა? სულ რომ დამენახა, ძალით ხო არ შევიყვანდი არა სახლში? პატარა გოგო ხომ არ არის. სირცხვილია.
-დიახაც! უნდა დალაპარაკებოდი ისე ტკბილად და რბილად რომ მორიდებოდა ეგრე ბავშვივით მოქცევა და შემობრუნებულიყო უკან, ან შენ წაგეყვანა სადაც უნდოდა. ვერ ხვდები ხო რა დააშავეთ?-ვანო კი ღრიალებდა, მაგრამ სახეზე გამოემტყველება არ ეცვლებოდა-ფეხმძიმე ქალი, სამხარაულის მეუღლე, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეილება ანდრონიკაშვილებმა ხელში ჩაიგდონ, თან უკვე რომ ეტყობა რომ ფეხმძიმედ არის.. გაგექცათ. ეხლა ალექსანდრემ და ბესომ დროულად რო ვერ იპოვონ და არ მოიყვანონ აქ, სათითაოდ გაგაყოლებთ ერიკო ანდრონიკაშვილის გზას.
***
ტაქსიდან სულ სირბილით ავედი სადარბაზომდე, გული მისკდებოდა, მეგონა რომ ჩემს ბინაში უკვე ვინმე დამხვდებოდა და მიხვდებოდნენ რასაც ვაპირებდი. ვიცი დაუფიქრებლად ვიქცეოდი, მაგრამ არ შემეძლო ნერსეს გარეშე ყოფნა. ეს 2 კვირა გავგიჟდებოდი მასზ ნერვიულობით და საბოლოოდ მუცელიც მომეშლებოდა. იქ რომ ვიქნებოდი, უფრო დავმშვიდდებოდი. ის მაინც მეცოდინებოდა, ცოცხალია თუ არა. და მაინც, მიუხედავად ამდენი ტყუილის, ტკივილის და წყენისა, მაინც მასთან მინდოდა. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს ნერსემ ან მისმა ოჯახმა ჯადო გამიკეთეს. არასდროს ასე არავინ მყვარებია. მის დანახვაზე მთელი გონება მებინდებოდა და საღად აზროვნების უნარი მეკარგებოდა. ნერსეთი იწყებოდა ჩემი ცხოვრება და ალბათ ბოლოს ისევ ნერსეთი დამთავრდებოდა. ნერვიულობისგან ხელები მიკანკალებდა, ძლივს შევარჭე გასაღები კარში და შიგნით შევვარდი. პასპორტის ძებნა დავიწყე და კარის ჩაკეტვა სულ დამავიწყდა.
-ნწ, ნწ, ნწ-მძიმე ნაბიჯებით შემოაბიჯეს ალექსანდრემ და ბესომ სახლში-რძალო, როგორ შეგვაშინე ჰა?-ბესო ბედნიერი სახით შემოვიდა მისაღებში და კედელს მიეყრდნო, თითზე მანქანის გასაღები ეკიდა და ატრიალებდა.
-ოპაა-ალექსანდრემ პასპორტი გამომართვა.
-თქვენ რა არ წაყევით?-გული გადამიტრიალდა, მარტო როგორ გაუშვეს.
-არ არის მარტო, გავაყოლეთ ერთი 10 კაცი მაინც. ესე იყო საჭირო-ალექსმა ჩემი პასპორტი ჯიბეში ჩაიდო და საყვედურით გამომხედა-მიდიხარ სადმე?
-დამიბრუნე პასპორტი-მკაცრი გამომეტყველებით ვუთხარი, უკან დახევას არ ვაპირებდი.
-ესე იგი შენ რა ხრიკები გცოდნია, ნამდვილად კარგად ირგებ მაფიოზის ცოლის სტატუსს-ბესო ძალიან ერთობოდა ამ სიტუაციით. მემგონი ნერსეს სამეგობროც კი ძალაუფლებაზე შეყვარებული მანიაკებით იყო სავსე. გიჟდებოდნენ როდესაც ვიღაცის ცხოვრების განკარგვის შესაძლებლობა ეძლეოდათ-რძალო, ეხლა ნურც შენ აიშლი ნერვებს, ნურც ჩვენ და ნერსეს ნუ გაგვანერვიულებ და მშვიდად წყნარად, წავედით სახლში.
-და რო არა?
-რო არა?-ალექსანდრემ ბესოს გახედა, თითქოს ჩემს ნათქვამს იმეორებდ,ა მაგრამ რეალურად ბესოს ეკითხებოდა რა ვქნათო.
-რო არა და დავრჩეთ ერთად ამაღამ აქ. სამივე-ბოლოს გაიღიმა გამომწვევად, საშინელი ხუმრობები ჰქონდა, მაგრამ სპეციალურად აკეთებდა, რომ თავი არაკომფორტულად მეგრძნო და მალე გავყოლოდი დამჯერი ლეკვივით სახლში. მანიპულაციების ფუძემდებლები - სამხარაულები და მათი მეგობრები.
-ბესო-ღრმად ამოვისუნთქე-გამეცალე, დღეს თუ არა ხვალ გავფრინდები. იმ სირებთან როგორ დავტოვო ნერსე მარტო?
-და შენ რას იზამ? რო რამე შენი მუცლით გადაეფარები წინ იმის იმედით რომ ბავშვს არაფერს დაუშავებენ? -ალექსანდრეს ნერვებზე მოქმედებდა ეს სიტუაცია, როცა ბესო უბრალოდ ერთობოდა, იმიტომ რომ დარწმუნებული იყო ბოლოს ყველაფერი ისე იქნებოდა როგორც მას სურდა-ნენე, შენ ეს სერიალი ხომ არ გგონია? ერთი ერიკოს სიკვდილი ნახე და გგონია ყველაფერი იცი რაც ხდება? ძაღლს უფრო მეტი ფასი აქვს მაგათთან ვიდრე ადამიანს და მითუმეტეს ქალს. შიო და ლევანი ეხლა ისეთი გამწარებულები არიან, შენ რომ იქ დაგინახონდ აუფიქრებლად დაიკიდებენ შეთანხმებას და ეგრევე მოგკლავენ. ეხლა დაფიქრდი და მითხარი რომ გიღირს ამ ყველაფრად უბრალოდ იქ ჩასვლა, შეილება ნერსეს ნახვაც კი ვერ მოასწრო-განა ეს ყველაფერი არ ვიცოდი? არ მაინტერესებდა არაფერი, რომ წარმოვიდგენდი რომ ნერსე სადღაც ათიათასობით კილომეტრით შორს იყო ჩემგან გული მეკუმშებოდა. თან ანდრონიკაშვილებთან ერთად. იმ ადამიანებთან, ვისი ოჯახიც ფაქტობრივად მან ამოწყვიტა. რა უშლიდა ხელს შიოს ან ლევანს რომ ადგილზევე ჩაეძაღლებინათ ბიზნესის გადაფორმებისთანავე? არაფერი. დროის ამბავი იყო როდის მოკლავდნენ ნერსეს და რატომ იჯდნენ ასე მშვიდად ალექსანდრე და ბესო ვერ ვხვდებოდი.
-კარგი, არ წავალ, თუ მეტყვით რა გეგმა აქვს ნერსეს-ერთმანეთს გადახედეს და გაეღიმათ, სასაცილოდაც არ ეყოთ სიმართლის თქმის ალტერნატივა.
-ნენე, მესმის რომ ფეხმძიმედ ხარ და ეს მოქმედებს, მაგრამ მართლა პატარა ბავშვივით იქცევი. ვერც მეწინააღმდეგები და ვერ მეუბნები რატომ უნდა წახვიდე, როცა ამხელა საფრთხეში იგდებ თავს.
-არ მაინტერესებს. ეხლა ჩემთვის ნერსეზე მნიშვნელოვანი არავინ არ არის, ან მეტყვით რა ჩაიფიქრა, ან გეფიცებით ამ 2 კვირას ჯოჯოხეთად გიქცევთ-ისევ ერთმანეთს გადახედეს, ცოტაც და მეგონებოდა, რომ ტელეპათიის უნარს ფლობდნენ და ასე საუბრობდნენ.
-აი გითხარით, მერე?-ბესო მომიახლოვდა-რა გარანტია გვაქვს რომ უფრო არ მოგინდება წასვლა? შენ ამ ორ კვირას ისედაც ჯოჯოხეთად გვიქცევ, რაც არ უნდა დაგიმალოთ ან გითხრათ. იქცევი გატუტუცებული ბავშვივით, რომელსაც არ უნდა გაიგოს რომ ნერსე ყოვლისშემძლე არ არის და იქ შენ ვერ დაგიცავს. ამიტო გეყოფა ეხლა ეს პერფორმანსი და შოუები ქმარს შეუნახე და წავედით-ბესომ მკლავში ჩამავლო ხელი მაგრამ ეგრევე უკან დავიხიე.
-არ გაბედო და ხელით მეორედ არ შემეხო.
-ბესო შეეშვი, ჩადი ქვევით ცოტახანი-ალექსანდრე ღიზიანდებოდა ბესოს ხისტ საქციელებზე.
-რო შევეშვა შენ ამას ზეგ წამოიყვან სახლში, რატო ელოლიავები? ნერსემ გარკვევით თქვა რომ სახლს დაცვის გარეშე არაფრით არ გაცდება.
-თუ გაცდება თმით ითრიეთ და ხელები დაატეხეთო არც ეგ არ უთქვამს. ჩადი ქვევით, მოწიე და იქ დაგველოდე. ჩამოვალთ 10 წუთში-ამ დროს კარი ისევ გაიღო და ოთახში ვაჩე შემოვიდა.
-ოხ, ამას ვის ვხედავ, დაგაგვიანდა ძამიკო-ბესომ ირონიულად გახედა ვაჩეს-აგერ ალექსანდრე წამოიყვანს ეხლა 10 წუთში, წამო მოვწიოთ-ბესო ქვევით ჩავიდა.
-ალექს ჩადი შენც-ვაჩემ საკმაოდ მკაცრი გამომეტყველებით გადახედა ალექსანდრეს, ისიც რატომღაც, ჩემთვის გაურკვეველი მიზეზის გამო დაემორჩილა და ქვევით ჩავიდა.
-არსად არ წამოვალ.
-არ წამოხვალ-ნელი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემკენ-აბა სად წახვალ, აეროპორტში წაგიყვანო?
-არა, ჩემით წავალ.
-აჰა, როგორ აპირებ ნერსეს მოძებნას? ან ქალაქი იცი სად არის? ან შტატი? ან რაიმე იცი საერთოდ? თუ პროსტა ამერიკის ნებისმიერ შტატში ჩაფრინდები? იმიტომ რომ არავინ არ გეტყვის სად არის. თუ იმის იმედი გაქვს იქ რომ ჩახვალ უცბად გაიგებს და ჩამოგაკითხავს ცდები. მიდი წადი, ვნახოთ როგორ დამთავრდება შენი დაუგეგმავი მოგზაურობა ამერიკაში-გვერდით გაიწია და კარზე მიმითითა, მაგრამ ახლა ვხვდებოდი რომ სისულელეს ვაკეთებდი. იმპულსს აყოლილი სულელი 16 წლის გოგოსავით ვიქცეოდი-აქამდე ვერ ვამჩნევდი, მაგრამ მემგონი ძალიან ეგოისტი ხარ. საკუთარი თავის გარდა არავიზე არ ფიქრობ.
-შენ არ გესმის. ცუდად ვარ ვაჩე. არ მესმის როგორ შეგიძლიათ ასე გულზეხელდაკრეფილები ისხდეთ ურეაქციოდ და ელოდოთ ნერსეს სიკვდილს. მე არ შემიძლია.
-იმიტო რო არ იცნობ შენს ქმარს.
-ვიცნობ.
-არა არ იცნობ-ტონს აუწია და ხმამაღლა გამიმეორა-მე კიდე ვიცნობ და ვიცი, რო ჩამოვა კი არა, დიდი ალბათობით ანდრონიკაშვილების თავებს შამფურზე ჩამოცმულს ჩამოიტანს სუფრაზე დასადებად.
-მოიცა, აბა გადასაფორმებლად მიდისო?
-რა გადაფორმება უნდა არალეგალურ ბიზნესს ნენე? სულ გამოშტერდი?
-არ.. არ ვიცი, ალბათ მოლაპარაკება ვიღცეებთან რომ ანდრონიკაშვილები ჩაიბარებენ ეხლა ყველაფერს.
-რას ნენე? რა მოლაპარაკება უნდა მაგას? ჩასვლა უნდა?
-ალბათ არ ვიცი.. შენც არ იცი, არასდროს არ ყოფილხარ მაგ საქმეში გარეული.
-არც ვაპირებ, წავედით სახლში.
-არა!
-ანუ მაინც მიდიხარ ხო ამერიკაში?-მომიახლოვდა ისე, რომ უკან დასახევი ადგილი აღარ დამიტოვა-ტოვებ ნინოს, კლავ შენს შვილს და აუბედურებ ნერსეს. აი დამეთანხმე, რომ ამ ყველაფერს აცნობიერებ და მერე წაგიყვან ფსიქიატრიულში, სავარაუდოდ მანია დაგეწყო.
-მითხარი რას აპირებს შენი ძმა-მასაც გაეცინა, ალექსანდრეს და ბესოს მსგავსად. შემოსასვლელში გავიდა, კარი გადაკეტა და სავარძელში ჩაჯდა. ვაჩე არ აპირებდა ნერსესთვის ხელის დაფარებას. ბოლო პერიოდში უფრო ხშირად მიყვებოდა იმას, რაც ნერსეს არ უნდოდა რომ მცოდნოდა.
-რაც გითხარი იმას. ანდრონიკაშვილების ამოწყვეტას, საბოლოოდ. ამ საქმეს კიდე აბარებს ალექსანდრეს და ბესოს.
-ბატონო?
-ხო, ისედაც ხო იცოდი რომ მეწილეები იყვნენ. ეხლა მთლიანად გადაიბარებენ.
-და თამარას ... მოიცადე, ანდრონიკაშვილების ამოწყვეტა რას ნიშნავს? მოკვლას უპირებს?
-კი-წარმოგიდგენიათ უბრალოდ წამით თავი ჩემს ადგილას? ჩათვალეთ დგახართ პატარა ოთახში, წინ თქვენი უახლოესი მეგობარი გიზით და გეუბნებათ, რომ თქვენი ქმარი აპირებს ორი ადამიანის მოკვლას. და ამას ისე გეუბნებათ, გეგონება ამინდზე ლაპარაკობდესო და არა ადამიანების სიცოცხლეზე. რა რეაქცია უნდა მქონოდა? ან საერთოდ ჰქონდა აზრი ჩემს რეაქციას? ნერსე ისევ ისე იქცეოდა როგორც მას სურდა. ორი ადამიანის მკვლელობით უნდოდა დაესრულებინა ის შავი საქმეები რასაც წლების განმავლობაში უძღვებოდა. და ეს იყო გამოსავალი? ასეთი მამის შვილი უნდა გამხდარიყო ჩემი შვილი? ან ასეთი ადამიანისთვის ვაპირებდი ჩემი შვილის და საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდებას?-სავარაუდოდ უკვე აღარც არიან. გუშინვე მოამთავრებდა. რომ ველაპარაკე მითხრა ყველაფერი კარგად მიდისო.
-შენ.. სერიოზულად ავანტყოფი ხარ.
-ალბათ ვარ-დამეთანხმა, უცნაურად გამომხედა და მერე წამოდგა, პერანგი გაისწორა და მანქანის გასაღები აიღო-კიდე გინდა ამერიკაში?-თითქოს სპეციალურად მომიყვა. არ იფიქროთ რომ ჩემი გაჩერება უნდოდა და მაგიტომ მოყვა, არა. სხვა ჩანაფიქრი ჰქონდა. ვაჩე ვერასდროს იტანდა იმ ფაქტს, რომ მე და ნერსე ერთად ვიყავით, ან რომ შვილი უნდა გვყოლოდა. არც ის იფიქროთ, რომ ვუყვარვარ. არა. ამ ადამიანმა არ იცის სიყვარული. სიყვარული რომ შეგეძლოს, ერთ ადამიანს მაინც უნდა ყვარებოდი ცხოვრებაში ისე, რომ მისგან მაინც გესწავლა რას ნიშნავს ეს გრძნობა. ვაჩე არც მშობლებს და არც მის ძმას არ ყვარებია. უნდოდა რომ დავშორებულიყავი, რადგან არ ესმოდა, რას შეიძლებოდა ეიძულებინა ჩემთვის ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა. ამჯერად მიიღებდა სასურველს.
-იცი რა განსხვავებაა შენსა და შენს ძმას შორის?
-ძალიან დიდი-დაუფიქრებლად მიპასუხა ღიმილით.
-არა, ძალიან პატარა სხვათა შორის. ნერსე აღიარებს მაინც რომ სუფთა ნაძირალაა, შენ კიდე ფარისეველი ხარ და მეგობრობას ამოფარებული მიმტკიცებ, რომ ჩემთვის კარგი გინდა და ასე ამიტომ იქცევი. რეალურად კი ამ ეტაპზე მე და ნერსეს ყველაზე დიდი მტერი ანდრონიკაშვილების ნაცვლად შენ ხარ. ეხლა შეგიძლია ჩახვიდე ქვევით, ბიჭებს უთხრა რომ გაა*ვან და შენს ძმას კიდე რომ ვშორდები. ამაღამ ბიძაჩემთან მივდივარ და არ დაგინახოთ არც ერთი მოსული.
-რანაირად მიდიხარ ბიძაშენთან?
-ჭრელად! გაეთრიე ჩემი სახლიდან-ბოლო ხმაზე დავუკივლე, შეხტა.
-ნენე...
-გაეთრიე მეთქი! აბსოლუტურად ყველა ზღვარს გადახვევდი შენი ბოღმით და შურით. სულ ცდილობდი რომ გაგეფუჭებინა ჩვენთვის ურთიერთობა, ხომ მიაღწიე იმას რასაც გინდოდა? ვითომ და სიკეთის სახელით. ზოგჯერ მართლა ვფიქრობ, მგონი ჯობდა ასე იმიტომ მოქცეულიყავი, რომ გიყვარვარ. ბევრად მირჩევნოდა ასე მომხდარიყო, ვიდრე ბოღმითა, ბოროტებით და შურით აღსავსე ყოფილიყავი ჩემს წინ.
-ნენე...
-არ მაინტერესებს. წადი. წადი და იცოდე, ხვალამდე ნერსეს ჩემი გაშორების ამბავი რომ გააგებინო... პრინციპში, რა, რა უნდა გავაკეთო? თქვენ ხომ ველურები ხართ? თუ არ მოგკალით ისე არაფერი არ გაგაჩერებთ. რაც გინდა ის ქენი, მე მაინც არ დავბრუნდები თქვენს ოჯახში.
-არ ვეტყვი არაფერს. იმედი მაქვს ოდესმე მიხვდები, რომ შენთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს.
-საერთოდ რა გარანტია მაქვს რომ არ იტყუები? და ეს ყველაფერი შენ არ მოიფიქრე, რომ ნერსეს დავშორებოდი?
-ასეთი ბოროტი გგონივარ ხო?-ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და ნერსეს ვოთსაფით დაურეკა. პირველ დარეკილზე არ აიღო, მაგრამ მეორეზე ეგრევე გვიპასუხა. სპიკერზე ჩართო.
-ვაჩე, მშვიდობა გაქვთ?
-კი, შენკენ რა ხდება? მორჩი საქმეებს?
-კი, კი - ბედნიერი და მხიარული ხმა ჰქონდა - რა უნდოდა მაგათ ჩაძაღლებას, ის იფიქრე ეხლა როგორ გავაქრო. აქეთ უფრო ჭირს ეგეთები ვიდრე საქართველოში. მაგრამ გადავიხდი და მომაშორებენ. ჩათვალე ანდრონიკაშვილების ერთი შტო მთლიანად ამოწყვეტილია. თქვენკენ რა ხდება? ნენე როგორ არის?
-ნენე-ვაჩემ მე გამომხედა კმაყოფილი სახით-კარგად არის. მოიცა, ნათია მეძახის ცოტახანში გადმოგირეკავ-გაუთიშა, ტელეფონი დივანზე დააგდო და ჩემკენ წამოვიდა ჩასახუტებლად მაგრამ სახეში გავარტყი.
-გაეთრიე ჩემი სახლიდან-თვალები ამიცრემლიანდა. ხმა მიკანკალებდა, მაგრამ კიდევ უფრო ახლოს რომ მოსულიყო, ალბათ მართლა დანას ავიღებდი და სასწაულს დავმართებდი.
-ბიჭებს ვეტყვი,რ ომ საღამოს გამოგივლი, იქამდე მოიფიქრე რას იზამ. თუ რამეში დაგჭირდი იცი გვერდით დაგიდგები. შენც და ბავშვსაც.
-გაა*ვი!
ტელეფონი და მანქანის გასაღები აიღო და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა. მუხლები მომეკვეთა და ჩავიკეცე. მთელი ხმით დავიწყე ტირილი, თან ვირწეოდი აქეთ-იქით, ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი, მაგრამ ვერც ფეხზე ვდგებოდი. მთელი ტანი მიცახცახებდა. მირჩევნოდა მოვმკვდარიყავი, ვიდრე ახლა ეს ყველაფერი გამეგო. ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი, გონება დამებინდა, თვალებში დამიბნელდა და გავითიშე. თვალი რომ გავახილე ოთახში სიბნელე იყო, ფანჯრიდან ეზოში ანთებული ლამპიონის მკრთალი სხივები ანათებდა. როგორც ჩანს დიდი ხანი ვიყავი ასე. ნელა წამოვდექი, ფეხებს ვერ ვგრძნობდი, შუქი ავანთე და ირგვლივ მიმოვიხედე. საბედნიეროდ მარტო ვიყავი. არ ვიცი ვაჩემ რა უთხრა ალექსანდრეს და ბესოს, მაგრამ ფაქტია აღარავინ მოდიოდა ჩემს სახლში წასაყვანად. ნინოს დატოვება ძალიან მენანებოდა, მაგრამ ბავშვს მამისგან ვერ განვაცალკავებდი. არც არავინ გამომატანდა. იმედი მქონდა, რომ მას მაინც გაზრდიდა ნორმალურს, მაგრამ ჩემს შვილთან არასდროს არ მივაკარებდი. თავი ხელში ავიყვანე, საძინებელში შევედი, რაც კი ძველი ტანსაცმელი მქონდა ჩავალაგე, ბილეთი ვიყიდე და პეტრესთან წავედი. ღამის 4 საათი იყო, არც მქონდა იმედი, რომ გაეღვიძებოდა და კარს გააღებდა, მაგრამ ეტყობა ბავშვი გავუღვიძე, ტირილი გავიგე და როგორც იქნა მოვიდა კართან. ნახევრად შიშველი იყო კარი რომ გააღო, შეშინებულმა გამომხედა.
-რა მოხდა? რა გჭირს?-თვალიერება დამიწყო, ეგონა რამე დამემართა.
-არაფერი, დახმაერბა მჭირდება- შიგნით შევედი სამზარეულოში, პეტრეს ცოლი - თიკაც გამოვიდა.
-ნენე, რა მოხდა?-ოდნავ საყვედურით გამომხედა, მაგრამ არ მადარდებდა. ჩემ ბიძაშვილთან მოვედი, არ სიამოვნებდა და გაბრუნებულიყო ოთახიდან სანამ თმებით ვითრიე.
-მოკლედ, ნერსე წავიდა ამერიკაში, ორი კვირით. გაშორება მინდა და კარგად იცი აქ რო დავრჩე არ მომასვენებენ, თან ფეხმძიმედ ვარ. აბორტი ძალიან დაგვიანებულია. მინდა რომ პასპორტი გამაყალბებინო, ან რამენაირად ისე მოახერხოთ რომ საზღვარზე არ დავფიქსირდე და ისე წავიდე. არ მინდა რომ გაიგოს ქვეყანა დავტოვე.
-ნენე, გააფრინე საერთოდ?-პეტრე ჯერ კიდე ვერ ხვდებოდა რას ვეუბნებოდი.
-აუ პეტრე, გეხვეწები მოდი აზრზე ორი წუთი.
-მე მოვიდე აზრზე? შენ გარბიხარ ქვეყნიდან, იმიტომ რომ ქმართან გაშორება გინდა. წამლები დალიე?-სახეზე მომკიდა ხელი და თვალებში ჩამხედა-გამწვავება ხო არ გაქვს?
-კარგი, ტყუილა მოვდიოდი აქ-ხელი დავავლე ჩემოდანს და უკან დავაპირე წასვლა, მაგრამ თიკამ გამაჩერა.
-მოიცადე ორი წუთი, ყავას გავაკეთებ და ყველა დავმშვიდდეთ.
-ელა-პეტრემ ღრმად ამოისუნთქა-სახეზე ფერი არ გადევს, თვალები ისე გაქვს დაქაჩული თითქოს რამდენიმე ღამეა არ გძინებია, მაშინებ. ხვალვე წავალთ შენ ფსიქიატრთან.
-ნამდვილად, მაგაში გეთნამხები ფსიქიატრი მჭირდება, იმიტომ რომ აქამდე თუ ბიპოლარი მჭირდა, ეხლა ტრიპოლარია დამმართეთ შიზოფრენიის ელემენტებით. ნამდვილად გავგიჟდი-ისტერიული სიცილი ამიტყდა-ხან მკვდარი ანდრონიკაშვილის დამანჭული სახე მელანდება, სისხლში გათხვრილი, ნელა-ნელა რომ მიახლოვდება, ზოგჯერ მელაპარაკება კიდეც და ზოგჯერ უბრალოდ მაშტერდება. გადავირიე! ნამდვილად! -პეტრე და თიკა ერთმანეთს უყურებდნენ შეშინებული სახით, ალბათ ფიქრობდნენ რომ გავგიჟდი. და რა არ იყო ასე? ჰალუცინაციები მქონდა, ერიკოს სახე მელანდებოდა ისევ ყველგან. ახლა მას შიო შეუერთდებოდა და ესე ერთად სამივე საღამოობით ვიჭუკჭუკებდით. ძალიან ცუდად ვიყავი. საღად ვერ ვაზროვნებდი და მგონი პეტრე მართალიც იყო. ალბათ გამწვავების პერიოდი მქონდა.
-კარგი, ამაღამ აქ დარჩი. შენი ქმარი ორ ღამეში არ დაბრუნდება უკან, ხვალ მოვიფიქროთ როგორ მოვიქცეთ კარგი?-პეტრე ჩემს დამშვიდებას ეცადა, მაგრამ თვითონ ისეთ დღეში ჰქონდა ნერვები, იქით ჭირდებოდა დაწყნარება. თიკამ ყავა დაგვიდო, მაგრამ გააწევინა არ უნდაო ანიშნა.
-წამოდი-მე და პეტრე სტუმრების საძინებელში შევედით, მისი ზედა მომცა და ბალიშები დაალაგა საწოლზე-ეხლა დაიძინე და ხვალ ვილაპარაკოთ სხვა დანარჩენზე.
-მემგონი მართლა გავაფრინე-თვალები ამიცრემლიანდა. ვიცოდი ახლა ამ ყველაფერს რაც მოყვებოდა. ხვალვე კლინიკაში დამაწვენდა. ბოლო გამწვავებისას ვცადე და ახლა არ გარისკავდნენ ჩემს მარტო დატოვებას. ვიცოდი, რომ მჭირდებოდა და სხვა გამოსავალი არ იყო, მაგრამ მაინც გაქცევისკენ მიმიწევდა გული. ტვინში ათასი აზრი მიტრიალებდა, ხმები ერთმანეთს ერეოდა, მაგრამ ვერ ვარჩევდი რას ამბობდნენ. პეტრემ დამაწვინა და საბანი გადამაფარა და საწოლზე ჩამოჯდა.
-დამშვიდდი, თუ ფსიქიატრმა გვითხრა რომ არ არის საჭირო კლინიკაში დაწვენა, ძალით არავინ დაგტოვებთ მანდ. მოვიფიქრებთ რამეს, ნერსესაც მე დაველაპარაკები როცა ჩამოვა-შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. დილის 7საათი იქნებოდა ალბათ რომ გამეღვიძა, გიას და ლაშას ხმები მომესმა. ჩურჩულს ცდილობდნენ, მაგრამ აშკარად ცხარე კამათი ჰქონდათ გაბმული. ჩუმად წამოვდექი და კართან მივედი. პეტრე, ლაშა და გია ოთახში იდგნენ და საშინლად განრისხებული სახეები ჰქონდათ.
-მამა, რას მეუბნები ეხლა შენ, რომ შენი ძმისშვილის სიცოცხლე გარისკე იმისთვის რომ ნერსე მოგეცილებინა თავიდან?! იმ ავარიაში ელა რომ მომკვდარიყო გიფიქრია მაგაზე?!
-არ მოკვდებოდა! ყველაფერი გათვლილი მქონდა, შეშინება მინდოდა.
-ანუ შენ ჩამოათრიე ის ნაძირალა ანდრონიკაშვილები აქ?-ლაშა გაოგნებული უყურებდა მამამისს.
-კი, აქ ეძებდნენ და ამიტომ ვერ ჩამოდიოდნენ წლების მანძილზე. არანაკლები ნაძირლები არიან, მაგრამ შეასრულეს თავისი პირობა და მომაცილეს.
-რა მოგაცილეს? 2 კვირაში ჩამოვა
-ხოდა სანამ ჩამოვა ნენე აქ აღარ დახვდება. უცხოეთში გავუშვებ,, დოქტორანტურაც დაამთავროს, იქნება გაიცნოს იქ ვინმე ნორმალური.
-შენ ამ მდგომარეობაში გინდა ნენე გაუშვა უცხოეთში?
-ფსიქიატრთან წავალთ, წამლების დოზებს გაუსწორებს და წავა. იქაც არიან ფსიქიატრები. აღარ არის პატარა ბავშვი და მთელი ცხოვრება თქვენ ვერ მოუვლით.
-ვერ ვიჯერებ, რო ესეთი რაღაც.. განა გააკეთე, საერთოდ რო გაბედე მამა!-პეტრემ ვეღარ მოითმინა და დაიყვირა. ოთახის კარი შევაღე, რომ დამინახეს თავისთავად ეგრევე გაჩუმდნენ.
-ნენე გაიღვიძე-გიამ გაღიმებულმა შემომხედა-წამოდი ისაუზმე შვილო და მერე ექიმთან წავიდეთ. ჯერ პეტრეს გადავხედე, შემდეგ ლაშას, ველოდებოდი როდის აღიარებდნენ სიმართლეს. მშვენივრად ხვდებოდნენ რომ ყველაფერი გავიგე. რა აზრი ჰქონდა ჩემს აქ დარჩენას? რა მნიშვნელობა აქვს გაიძვერა და ნაძირალა ბიძაჩემთან დავრჩებოდი, თუ ჩემს მკვლელ ქმართან? ბოლო ბოლო გიაც ჩვეულებრივი მკვლელია. მამაჩემის. საძინებელში შევედი, ჩავიცვი, ჩემოდანს ხელი მოვკიდე და შემოსასვლელში გავედი.
-წავედით-პეტრეს მივუბრუნდი.



№1 სტუმარი სტუმარი ლილე

დიდი იმედი მაქვს, სასიკეთოდ დამთავრდება. უბრალოდ, მინდა რომ რაღაც ღირებულმა გადაწონოს ნერსეს საქციელი და ნენეს თვალში ნდობა დაიბრუნოს. მადლობა თქვენ! ველოდები შემდეგ თავს. <3 <3 <3

 


№2  offline წევრი sati

სტუმარი ლილე
დიდი იმედი მაქვს, სასიკეთოდ დამთავრდება. უბრალოდ, მინდა რომ რაღაც ღირებულმა გადაწონოს ნერსეს საქციელი და ნენეს თვალში ნდობა დაიბრუნოს. მადლობა თქვენ! ველოდები შემდეგ თავს. <3 <3 <3

მადლობა თქვენ რომ კითხულობთ <3 ჩემთვის დიდი მოტივაციაა ასეთი კომენტარები heart_eyes

sati
სტუმარი ლილე
დიდი იმედი მაქვს, სასიკეთოდ დამთავრდება. უბრალოდ, მინდა რომ რაღაც ღირებულმა გადაწონოს ნერსეს საქციელი და ნენეს თვალში ნდობა დაიბრუნოს. მადლობა თქვენ! ველოდები შემდეგ თავს. <3 <3 <3

მადლობა თქვენ რომ კითხულობთ <3 ჩემთვის დიდი მოტივაციაა ასეთი კომენტარები heart_eyes

ახლა გავაგზავნე შემდეგი თავი და ალბათ ხვალ დადასტურდება heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი ლილე

sati
სტუმარი ლილე
დიდი იმედი მაქვს, სასიკეთოდ დამთავრდება. უბრალოდ, მინდა რომ რაღაც ღირებულმა გადაწონოს ნერსეს საქციელი და ნენეს თვალში ნდობა დაიბრუნოს. მადლობა თქვენ! ველოდები შემდეგ თავს. <3 <3 <3

მადლობა თქვენ რომ კითხულობთ <3 ჩემთვის დიდი მოტივაციაა ასეთი კომენტარები heart_eyes

sati
სტუმარი ლილე
დიდი იმედი მაქვს, სასიკეთოდ დამთავრდება. უბრალოდ, მინდა რომ რაღაც ღირებულმა გადაწონოს ნერსეს საქციელი და ნენეს თვალში ნდობა დაიბრუნოს. მადლობა თქვენ! ველოდები შემდეგ თავს. <3 <3 <3

მადლობა თქვენ რომ კითხულობთ <3 ჩემთვის დიდი მოტივაციაა ასეთი კომენტარები heart_eyes

ახლა გავაგზავნე შემდეგი თავი და ალბათ ხვალ დადასტურდება heart_eyes



<3 <3 <3

 


№4 სტუმარი Flor

Howdy! I know this is kinda off topic nevertheless I'd figured I'd ask.
Would you be interested in exchanging links or maybe
guest writing a blog post or vice-versa?

My blog goes over a lot of the same topics as yours and I believe we could greatly
benefit from each other. If you are interested feel free to
shoot me an email. I look forward to hearing from you! Fantastic blog by the way!


my web site; vpn coupon code 2024

 


№5 სტუმარი Ollie

Greetings, I do think your web site could be having internet browser compatibility problems.

Whenever I look at your blog in Safari, it looks fine however when opening in I.E., it's got some overlapping issues.
I simply wanted to provide you with a quick heads up!
Aside from that, excellent website!

Here is my site - vpn 2024

 


№6 სტუმარი სტუმარი Annette

Hey! I'm at work browsing your blog from my new iphone 4!
Just wanted to say I love reading your blog and look forward to all your posts!
Carry on the great work!

Stop by my page what
does vpn stand for

 


№7 სტუმარი German

You've made some good points there. I looked on the
net to learn more about the issue and found most people
will go along with your views on this site.

Here is my web-site: vpn

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent