მეგზური 3.
თავზარს სცემდა მთელ ქალაქს იმ ღამეს თამაზ ნავერიანის ხმა, როგორც კი ეს ამბავი გაიგო მაშინვე კაბინეტში ცოლს უხმო, თამაზი თავშეკავებით არასდროს გამოირჩეოდა, მეტიც სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ამბობდა და ძირითად შემთხვევაში ძალიან უხეშიც იყო, ზუსტად ამიტომ დემეტრეს ბავშვობა არ ყოფილა ყვავილებით მოფენილი, დიდი ბრძოლა ქონდა გაჩაღებული სულ მამასთან, ხატია კი.. ხატია ცოტა რთულად ხვდებოდა მამის სიუხეშეს და აი უკვე 3 თვე კარზე მოადგა რაც მამისთვის არ მოუყოლია სად იყო, რა გააკეთა, რა ქნა მეგობრებთან, მამასაც კი აღარ ეძახდა, არც ეკონტაქტებოდა ყველაზე გამოუვალ სიტუაციაში კი მამას სახელით მიმართავდა ცივად, ხო ვერ ივიწყებდა ხატია როცა მამამ 3 თვის წინ შეყვარებულთან ხელგადახვეული სეირნობის და შემდეგ კამათის გამო რომ სახეში გაარტყა, არც შეეძლო დავიწყება, მისთვის მამა, ძმა, და მეგობარი მხოლოდ დემეტრე იყო. უკვე მოსაღამოვებულიყო როცა თამაზმა ციცოს კაბინეტში უხმო, და ვისკის ბოთლს დაწვდა, ვერ იტანდა დემეტრესგან ასეთ დაუმორჩილებლობას, აღიზიანებდა, თუმცა ვერც იმას იაზრებდა რომ დემეტრე ჩამოყალიბებული მამაკაცი იყო და მის საქმეში ასე უხეშად ჩარევა აღარ შეეძლო. - მეძახდი თამაზ? - ჩვეული ტონით შევიდა ციცო მამაკაცთან და მაგიდის წინ სავარძელზე მოკალათდა. - დემეტრეს ნატასთან განქორწინება უნდა. - დაიწყო თამაზმა საუბარი. - და მერე? ყველამ ვიცოდით რომ ისინი ერთად დიდი ხანი ვერ გაძლებდნენ. - მშვიდი ტონი ქონდა ქალს. - დემეტრე საშინელებებს აკეთებს. - მიახალა პირდაპირ და ქალის გაკვირვებული და გაბრაზებული მზერაც დაიმსახურა. - თამაზ მგონი დროა დემეტრეს შეეშვა, იცის რასაც აკეთებს, ზედმეტად ერ.. - სიტყვა არ ქონდა დასრულებული როცა კაცი ფეხზე წამოიჭრა. - და ვუყურო როგორ დაღუპავს კომპანიას და დაიღუპავს თავს? ვუყურო როგორ გამოეცლება ძალაუფლება ხელიდან? - ყვიროდა გამწარებული თამაზი. - მხოლოდ ეს გადარდებს არა? ჩვენ 29 წლის კაცზე ვსაუბრობთ თამაზ! მგონი დროა შეწყვიტო სულ ფულზე და მატერიალურ საკითხებზე ფიქრი და დემეტრეს ბედნიერად ყოფნის საშუალება მისცე! - როცა შვილს ეხებოდა საქმე ციცოს დედის ინსტიქტები ყველაზე მეტად მჟღავნდებოდა. - და რომ არა მატერიალური მხარე აქ არ ვიცხოვრებდით, რატომ არ გესმის! - განაგრძო უხეში საუბარი თამაზმა. - და მე რას მთხოვ?! ჩემგან რას ითხოვ? მივიდე და ვუთხრა შენს ბედნიერებაზე უარი თქვი და ფული აირჩიეთქო? არასდროს! - მტკიცე იყო ქალის პასუხი, ისეთი მტკიცე რომ ვერაფერი გატეხდა მას. - ჩემი შვილის ბედნიერების გამო შენგან განსხვავებით თამაზ ნავერიანო ყველაფერზე უარს ვიტყვი არაფერი მაინტერესებს, ჯანდაბაშიც წასულა შენი ფული! - მკაცრი ტონით უთხრა ქალმა ქმარს და ოტახიდან ისე სწრაფად გამოვიდა არც აცადა პასუხის გაცემა. მისაღებში დაჯდა ქალი, ვერ იჯერებდა მისი ქმარი ასეთი მატერიალისტი რომ იყო, არ იცოდა რას მოიმოქმედებდა თამაზი მაგრამ უმოქმედოდ რომ არ გაჩერდებოდა დანამდვილებით იცოდა, დემეტრეს შეტყობინება ნახა, გაეღიმა, სიამაყის გრძნობა უჩნდებოდა ასეთი შვილი რომ ყავდა, მარტო დემეტრეთი კიარ ამაყობდა ხატიაზეც გიჟდებოდა, უკვე რამხელა გაიზარდა და ციცო მაინც ბავშვივით ევლებოდა გოგონას თავს, უყვარდა მისი შილები, უყვარდა სიგიჟემდე, ყველაფერზე იყო წამსვლელი მათთვის. შემდეგი დღე მშენივრად დაიწყო დემეტრემ,მარიამს დაებყრო მთელი მისი გონება, ვერც კი შეამჩნია დემეტრემ როგორ გაბატონდა ეს პატარა სიფრიფანა ქალბატონი მის ფიქრებში, თუმცა გუშინდელი მამამისთან დიალოგი სრულიად უფუჭებდა ხასიათს და უგუნებოდ ტოვებდა, დილით ადრე ადგა, გარეთ ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე განათებული, ჩაიცვა და სარბენად გავიდა, ენერგია ბევრი ქონდა, შესაბამისად დიდიხანი დარბოდა, სახლში მოსულმა, შხაპი მიიღო ივარჯიშა და როქსისაც ეთამაშა, როქსი დემეტრეს ძაღლია ჯერ კიდევ პატარა იყო ქუჩაში რომ იპოვა, შემდეგ აღმოჩნდა რომ ქართული ნაგაზი იყო, დემეტრეს განუყრელი მეგობარიც გახდა და ერთმანეთსაც მშვენივრად უგებენ. - როქს, დიდო ბიჭო როგორხარ - ესაუბრებოდა დემეტრე და თან ეფერებოდა, ძალიან მოსწონდა ძაღლს სვანთან დროის გატარება და გვერდიდან არ შორდებოდა. ამასობაში მარიამთან დიდი ამბები ტრიალებდა, დილით გამოაქვეყნა მის ბლოგზე დემეტრე ნავერიანთან ინტერვიუ მაშინვე მოყვა აჟიოტაჟი, როგორ სურდა დემეტრესთვის დაერეკა და მისი სიხარული კაცისთვისაც ეხარებინა, რატომ ჰქონდა ამხელა ლტოლვა და მიზიდულობა ჯერაც ვერ ხვდებოდა, მაგრამ ძალას პოულობდა და არ ურეკავდა, ან როგორ უნდა დაერეკა ნომერიც არ ქონდა, თუმცა ეს დიდ პრობლემას არც წარმოადგენდა, ბოლოს და ბოლოს ჟურნალისტი იყო. 5 წუთში მარიამის მობილურზე ზარი შემოვიდა, ქალმა ტელეფონი მალევე მოძებნა და უპასუხა. - გამარჯობათ, მარიამ მიქაუტაძეს ვესაუბრები? - მოესმა ტელეფონიდან ქალბატონის ხმა. - დიახ, მე ვარ. - გამარჯობათ ქ.მარიამ, მე ჟურნალ "ცნობილები"დან გაწუხებთ, - ეს ჟურნალი მარიამმა კარგად იცოდა ქალაქში პოპულარობით სარგებლობდა. - ჩვენთან გათავისუფლდა ჟურნალისტის თანამდებობა, თქვენი ინტერვიუს შემდეგ კი გადავწყვიტეთ დაგკავშირებოდით, თუ წინააღმდეგი არ ხართ გასაუბრებაზე მობრძანდით. - დიახ, გასაგებია, სად და როდის? - ძალიან გაუხარდა მარიამს მაგრამ ხმა მაინც უცვლელი ტემბრით გააჟღერა. - დღეს საღამოს 5 საათზე, ****** ამ მისამართზე. - კარგით მოვალ. ძალიან ბედნიერი იყო მარიამი, ექნებოდა საშუალება რომ მისი ნიჭი გამოეჩინა, და დაამტკიცებდა რომ ძალიან კარგი ჟურნალისტი იყო, ძალიან უხაროდა და ტასოსთან დარეკვა გადაწყვიტა. - ტასოოოო - ბედნიერებისგან ჩაჰყვირა ტელეფონში საყვარელ მეგობარს. - რა გაყვირებს გოგო - ჩურჩულით ესაუბრებოდა ანასტასია. - მოიცა რატომ ჩურჩულებ? - კითხა და გაიღიმა. - ირაკლის ძინავს და არ მინდა გავაღვიძო, მოიცა იქეთ გავალ არ გათიშო.- მარიამს ანასტასიას პასუხზე სიცილი აუტყდა, ვერასდროს წარმოიდგენდა მის ქაჯ დაქალს სიყვარულის ალში დამწვარს თუ ნახავდა. - ჰო გააგრძელე რატომ ჩამყვბირე ამდილაუთენია აქვარ. - გამოაფხიზლა ტასოს სიტყვებმა. - გასაუბრებაზე დამიბარეს ჟურნალ "ცნობილებში" - ახარა პირდაპირ და ანასტასიას კივილიც გაიგო. - არ არსებობსს, მანდ უნდა იმუშავო? ანუ სთარი ხარ რაა, ვამაყობ შენით მაროოო. - კიოდა ანასტასია. - აჰაა ახლა აღარ ზრუნავ ირაკლის გაღვიძებაზე არა? - გაიცინა მარიამმა. - რადროს ეგაა გოგო, დაფქვი როდის მიდიხარ. - დღეს 5 საათზე უნდა მივიდე. - ნერვიულობ? - არ მიცნობდე მაინც, როდის იყო გასაუბრებაზე ვნერვიულობდი ერთი. - გაეცინა მარიამს - ჰოო, გუშინ შენ და დემეტრე სად გაშპით? - კისკისით კითხა ტასომ - უი ხო, - ძალაუნებურად გაეღიმა მოგონებების გახსენებაზე. - სახლამდე მომაცილა მისი მანქანით, და რა მაჩუქა იცი? ბრძოლაზე რომ მინდოდა წასვლა იმის ვიაიპ ბილეთები, ღმერთო რომ მახსენდება გული გიჟივით მიფეთქვს. შენც უნდა წამოხვიდე იცოდე. - უთხრა მარიამმა მეგობარს აღტაცებით. - ისე არ მოგწონს დემეტრე? - შეპარვით კითხა ანასტასიამ. - ტასო, ვის არ მოსწონს, უბრალოდ არამგონია ჩვენ შორის რამე გამოვიდეს ხომ ხვდები, სულ სხვა სამყაროდანაა, მე მასზე თუ ვიოცნებებ მხოლოდ, თან ცოლი ყავს ამიტომ დაივიწყე. -ღმერთო ნეტა ბატი არ იყო რაა, წავედი ახლა სიყვარული მელოდება მომიყევი გასაუბრება როგორ ჩაივლის. - გკოცნიი. - უთხრა მარიამმა მეგობარს და ტელეფონი გაუთიშა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.