შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წუხელ დაგხატე ...


14-08-2017, 21:52
ნანახია 1 752

მე ვერ შევძელი დამეხატა შენი პორტრეტი,
ისე როგორც სხვა დაგხატავს და გრძნობით შეგამკობს.
დღეს მე ამ ლექსით გავბედე და შენთან მოვედი,
შენ ალბათ ისევ შემხედავ და ვერას შემატყობ.

წუხელ დაგხატე ბევრი ცდის და წვალების შემდეგ,
მწვანე თვალებში სხივებგამთბარ გრძნობის ჩრდილებით.
როცა ცხოვრების მძიმე ჯვარი უმანკო ლექსს სდევს,
ზღაპრად ჩათვლიან ყველა 'ბოდვას' რომ მე მჭირდები.

მჭირდები ვფიცავ ... შენი სუნთქვა ჩემი ხატია,
შენი თვალები ჩემი სულის წმინდა ტაძარი.
დღეს რაც ფურცლებზე ამ კალამმა გრძნობა დატია
ვეძებ და ვერსად ვერ ვიპოვე მისი სადარი.

გროშიც არ ღირხარ, მაგრამ მაინც ძლიერ მომხიბლე,
ერთ დღეს ჩემს ლექსებს წარსულიდან ბოდვად ჩათვლიან.
მე შეიძლება ვერ გავძლო და ისე მოგიკვდე,
რომ ვერც გაიგო ჩემი შეცვლა შენი ბრალია.

შენ ახლაც ჩუმად მიყურებ და ვერაფერს ამჩნევ,
შენმა თვალებმა ჩემი გრძნობის არა იციან.
მე ... მე არ ვიცი კვლავ შევძლებ და გავუძლებ რამდენს,
მაშინ როდესაც ვერ კითხულობ მზერის ბიბლიას.

თურმე ხანდახან ღრიალი სჯობს მომწამვლელ დუმილს,
ახლაც ჯიუტად დაგიჩემა ურჩმა თვალებმა.
მთელი ქვეყანა გადაუდგა ჩემს მცირე სურვილს
და ამ სურვილმა აიტანა ბევრი წვალება.

მე შენი რწმენის საუფლოდან ვეშვები მიწად,
ბრზარი გაუჩნდა სულის ტაძარს _ დაინგრეს ლამის.
ჩემი ცხოვრება შენს გაცნობად ნამდვილად ღირდა,
მტკივა და ვცდილობ არ შემეტყოს ... ვიღიმი მაინც!

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

მე შენი რწმენის საუფლოდან ვეშვები მიწად,
ბრზარი გაუჩნდა სულის ტაძარს _ დაინგრეს ლამის.
ჩემი ცხოვრება შენს გაცნობად ნამდვილად ღირდა,
მტკივა და ვცდილობ არ შემეტყოს ... ვიღიმი მაინც!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent