ნენე (20)
-წავედით-პეტრეს მივუბრუნდი. -ჯერ გეჭამა რამე, დავილაპარაკოთ-გია არ მოეშვა-ან ეს ჩემოდანი რათ გინდა. -კლინიკაში მინდა დავრჩე ცოტახნით, პეტრე წამიყვან ეხლა თუ რა ვქნა, თოკი გამოვიბა კისერზე რომ დროზე გაინძრე-პეტრემ ჩემოდანი გამომართვა და ქვევით ჩავედით. რატომღაც არ მიკვირდა გიასგან ეს საქციელი. მაგრამ აღარაფრის თავი არ მქონდა. არც ემოციების გამოხატვის, არც ჩხუბის. აღარც იმედგაცრუებას არ ვგრძნობდი. საერთოდ არაფერს. ახლა კლინიკა ჩემთვის სამოთხე იქნებოდა. ფსიქიატრს ერთი საათი ველაპარაკე, მაგრამ ყველაფერი ვერ ვუთხარი, რადგანაც კანონი ავალდებულებდა მოეყოლა ყველაფერი სამართალდამცავებისთვის. -ნენე-ჩემი ფსიქიატრი ახალგაზრდა ქალი იყო, საკმაოდ ჭკვიანი , სალომე ერქვა-მომისმინე, ვატყობ ძალიან დიდი სტრესი გაქვს გადატანილი, მაგრამ ახლა დოზებსაც ვერ შეგიცვლი, ფეხმძიმედ ხარ და ისედაც ნაყოფზე არ მოქმედებს კარგად, აქამდე გეთქვა ნეტა და შეგიმცირებდი დროებით. გამწვავებასაც არ ჰგავს ეს ყველაფერი, ადეკვატური რეაქციაა სტრესზე, გათხოვებაზე, ორსულობაზე, ოჯახურ პრობლემებზე. ადრეც გითხარი, შენს ბიძაშვილებთან ერთად რომ მოხვედი. ნებისმიერი მძიმე ემოციური ფონი გამწვავება არ არის. დაისვენე რამდენიმე დღე, წადი სადმე მეუღლესთან ერთად. -ვერ წავალ, აქ მინდა. -ნენე, ესე უსაფუძვლოდ ვერ დაგაწვენ აქ. შენი თავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენ. -ეხლა, რომ ის ჭიქა გავტეხო და ვენა გადავიჭრა დამტოვებთ?-მის გვერდით პატარა მაგიდა იდგა და ზემოდან წყლის ჭიქა იდო. თითით მივუთითე და მანაც ნელა გახედა. -ნენე-ოდნავ აღელვებულმა შემომხედა-მესმის, რომ პრობლემებმა დაგღალა, მაგრამ ამისთვის კლინიკაში არავინ არ წვება. დასვენება და გამოძინება გჭირდება. ჩემი რჩევა ეს არის, წადი სახლში, კარგად გამოიძინე -არ წავალ, მინდა რომ დამაწვინოთ. კერძო კლინიკაა, ფულს ვიხდი. -კარგი, დაუძახე პეტრეს შემოვიდეს. -არ ჭირდება, კართან აქვს ყური მოდებული ისედაც, პეტრე!-ხმამაღლა დავიძახე და მალევე შემოვიდა. -პეტრე-სალომე წამოდგა და მასთან ახლოს მივიდა-დარჩენას მთხოვს, მე არ ვიძლევი ამ რეკომენდაციას. შეგილია სახლში წაიყვანო, უბრალოდ დასვენება ჭირდება. -და თუ უნდა რომ დარჩეს?-პეტრესაც არ უნდოდა ჩემი სახლში წაყვანა, განა იმიტომ რომ ეშინოდა ჩემს თავს რამეს დავუშავებდი, არა. არ უნდოდა ნერსე დაბრუნებულიყო, ჩემთვის გაბრაზებას გადაევლო და ისევ შევრიგებულიყავით. ნერსეზე მეტად მგონი არავინ სძულდათ ამ ქვეყანაზე. არც მე მინდოდა სახლში წასვლა და გიას დანახვა. მისგან უკვე აღარაფერი მიკვირდა. აღარავის დანახვა არ მინდოდა, არავის არ ვენდობოდი, უბრალოდ მინდოდა საგიჟეთში გამოვეკეტე და აღარასდროს გამოვეშვი. იქნება და ეს ყველაფერი უბრალოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო და მე არც მეგობრები მყავდა უნივერსიტეტში, არც ნერსე და ვაჩე არ გამიცვნია და ასე ვიმრავალფეროვნებდი ცხოვრებას? არა. კი, მაგრამ ამდენი ხალხი ხომ ხედავდა ნერსეს და იცნობდნენ, თუ ისეთი გაფრენილი მაქვს, რომ მელანდება ვინ რას მეუბნება ისიც? -კარგი, ნენე რამდენიმე დღით დაგტოვებ, უბრალოდ დღეში ერთი საათი გვექნება შეხვედრა, სხვა მხრივ, თავისუფალი ხარ. მიდი ეხლა რეგისტრატურაში, ჩააბარე ნივთები, ტელეფონიც, თასმები.. ნუ მოკლედ გახსოვს რა როგორ-როგორ არ მემახსოვრება. აქ პირველად არ ვარ. -სალომე ერთი თხოვნა მაქვს, არავინ არ შემოუშვათ ჩემს სანახავად. ჩემი მეუღლე შეიძლება მოვიდეს, ან მისი ძმა და უთხარი რომ არ გაქვთ უფლება, რომ არ ვიცი.. ზედმეტად აგრესიული ვარ ან იზოლატორში გყავართ მოთავსებული. ეტყვი? -კი, არ ინერვიულო-პეტრეს დავემშვიდობე და ბედნიერი სახით გავეშურე ჩემი ძველი ოთახისკენ. არ გეგონოთ, რომ ეს ტრადიციული საგიჟეთია, სადაც რამდენიმე ადამიანთან ერთად ხარ გამოკეტილი თეთრ სტერილურ ოთახში და აქეთ-იქით გიჟები დარბიან. კერძო კლინიკაა, რომელშიც ფულს იხდი, გაქვს შენი ოთახი. დაწესებულებაში აუზიც კი არის, უბრალოდ გააჩნია რა დონის ფსიქიკური აშლილობა გაქვს, რადგან შეიძლება არ შეგიშვან. ამას წინათ ვიღაცამ თავი დაიხრჩო, მიუხედავად იმისა რომ მეთვალყურეობის ქვეშ იყო. თითოეულ ოთახს ფანჯარა ჰქონდა, მაგრამ რა თქმა უნდა გისოსებში ჩასმული. აბაზანა მხოლოდ ორ ადამიანს ჰქონდა საერთო, მაგრამ კარი არ იკეტებოდა, თავისთვის რამე რომ არ მოგვეწია. თუცმა ამ ეტაპზე, სულ რომ იზოლატორში გამოვეკეტე, არ მადარდებდა, რადგან აღარავის დანახვა არ მსურდა. დილით ყველაზე ხმაურიანი პერიოდი იყო. ჰოლში აქეთ-იქით დადიოდნენ ექთნები და ხან ვის დასდევდნენ ხან ვის წამლებით ხელში. თუმცა, მე ნაკლებად მძიმე პაციენტების განყოფილებაში ვიყავი, მსუბუქი ბიპოლარული აშლილობა, კლინიკური დეპრესია და უბრალოდ მწვავე სტრესი. შიზოფრენია და ბიპოლარის რთული ქეისები მარჯვენა განყოფილებაში იყვნენ და იქით შეხედვაც არ მინდოდა. უკან ეზოც იყო, თუმცა ერთი ექთანი მაინც მუდმივად უნდა ყოფილიყო გარეთ როდესაც პაციენტები იმყოფებოდნენ. ეზოში გავედი, კარგი ამინდი იყო და ოთახში ჯდომა არ მინდოდა. საოცარი თავისუფლების შეგრძნება დამეუფლა. ალბათ მართლა გიჟი ვარ. ახლა არც გიას, არც ნერსეს, არც ვაჩეს, არც პეტრეს და ლაშას და არც დედაჩემის წინაშე არაფრით არ ვიყავი ვალდებული. შემეძლო მშვიდად ამეღო ფროიდი და წამეკითხა ჩემი საყვარელი ნაშრომი ,,ტოტემი და ტაბუ’’. ვერ წარმოიდგენთ რამდენად გასართობია. პირველ ნაწილში ძველი ტომების წეს-ჩვეულებებზე ყვება და აანალიზებს საიდან წარმოიშვა ტაბუ. ისეთი სასაცილო წესები ჰქონდათ ამ ტომებს, რომ კითხვისას სულ ვხარხარებ. აი მაგალითად.. კარგი ხო, ამით აღარ მოგაწყენთ თავს. უბრალოდ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ამასობაში მზეს უზარმაზარი სილუეტი გადაეფარა და ერთი ჩემი ნაცნობი მომიახლოვდა. ადრე ბავშვობაში ზუსტად აქ შევხვდით ერთმანეთს. -ელა?-საბა ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა, სახეზე ღიმილი დასთამაშებდა და ეტყობოდა, რომ ბედნიერი იყო ჩემი ნახვით-ეხლა არ მითხრა, რომ შემოგაბრუნეს და ბოლო რამდენიმე წელია აქ ხარ-რა თქმა უნდა ხუმრობდა, ცოტა უცნაური იუმორი ჰქონდა. -ცოტა მაკლდა, მაგრამ არა-წამოვდექი და ჩავეხუტე. უცნაური იყო ამდენი წლის შემდეგ მისი დანახვა. საბას კლინიკური დეპრესია ჰქონდა, რომელიც ხშირად უმწვავდებოდა. -რამდენიმე დღეა მოვედი, ზეგ ვაპირებ გაწერას, უამრავი საქმე მაქვს. შენ რატო? -მე რატო-გამეცინა, რა უნდა მომეფიქრებინა-მეც დაახლოებით, ვისვენებ. -აჰა-ხელებზე შემომხედა, აქ მოსვლის მიზეზი დასვენება არასდროს არავისთვის არ იყო. იფიქრა, რომ ვცადე. ჯერ ხელებზე და მერე ყელზე შემომხედა. -მოკლედ გრძელი ისტორიაა, რამდენიმე თვის წინ ოჯახი შევქმენი და ცოტა გამიჭირდა შეგუება ახალ ყოველდღიურობასთან, ჰოდა გამიმწვავდა-მაინც არ დაიჯერა, მაგრამ აქ არ ჰქონდა მნიშვნელობა რისთვის იყავი, მთავარი ის იყო, რომ ცოცხალი იყავი. -რა დამთხვევაა მეც-გაეცინა და თითს დახედა, უნდოდა ბეჭედი ეჩვენებინა, მაგრამ დაავიწყდა, რომ აქ გვართმევდნენ სამკაულებს და ისევ ჩაწია ხელი. -მართლა? ბავშვები? -კი, ეხლა ფეხმძიმედ არის ჩემი მეუღლე და ვცდილობ რომ ცოტა აზრზე მოვიდე და სხვანაირად მივხედო. დღეს იყო მოსული სხვათაშორის. შენი მეუღლეც აქ ხო არ არის? -არა, არც მოვა ალბათ. ვთხოვე სალომეს, რომ არავინ შემოეშვა, დასვენება მინდა ცოტა ყველაფრისგან. მე და საბამ რამდენიმე საათი გავატარეთ ეზოში, სანამ არ დაბნელდა და ექთნებმა არ გვთხოვეს რომ შევსულიყავით. მერეც საერთო ოთახში ვიჯექით და ათას რამეზე ვლაპარაკობდით. მის ცხოვრებაზე მიყვებოდა, მის პროფესიაზე და საქმიანობაზე. სხვათაშორის საბა გინეკოლოგი იყო პროფესიით, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს კაცისთვის. დრო ისე გავიდა ვერც შევამჩნიე. ბოლოს ასე კარგად და მშვიდად დრო როდის გავატარე არ მახსოვდა. -ოჰ, გიპოვიათ ერთმანეთი - სალომე მოგვადგა ამასობაში-ექთნები მეჩხუბებიან გვეძინება და ეს ორი არ მიდიან დასაძინებლადო. -ო კაი რა სალო-საბამ დაიწუწუნა. -ჰე ეხლა რისთვის სვამ იმ წამლებს თუ ძილს არ ირეგულირებ, წუწუნებ არ მძინავსო და რას დაიძინებ-საბამ გაუღიმა, წამოდგა ლოყაზე გადაკოცნა, მეც დამემშვიდობა და დასაძინებლად გავიდა. -ნენე-წინ დამიჯდა-შენთან იყვნენ მოსულები. -ვინ? -ვაჩედ გამეცნო. მეორეს სახელი არ ვიცი, კატეგორიული უარი ვუთხარი შემოსვლაზე. -მერე? -არ ვიცი გაეცინა და მითხრა, რომ ჩამოვა ნერსე გადაბუგავს ამ კლინიკას და მაინც გნახავსო. -და როდის ჩამოვა არ უთქვამს? -არა, არ მეცალა პაციენტი მყავდა, მერე დაცვას დავუძახე და გავაყვანინე. არ მიდიოდა, უთხარით ვინც მოვიდა და შემომიშვებსო. -ხო, მადლობა სალომე. წავალ დავწვები მეც. -მოიცა, ხვალ გაგიყვან ეხოზე არ გინდა? რომ ამოწმო პარალელურად ბავშვიც კარგად არის თუ არა. ხომ აპირებდი. -აუ არა, არ მინდა ჯერ გასვლა. ყველაფერი ნორმალურად მიდის, ტკივილებიც არ მაქვს, ტოქსიკოზმაც გადამიარა. რამდენიმე დღეში რომ გავალ მერე. -ნუ ბოლო-ბოლო საბაა გინეკოლოგი ისე და რავი, თუ არ იგრძნობ თავს კარგად, გაგსინჯავს. -არა, მადლობა-გამეცინა, ეხლა ერთია კლინიკაში გინეკოლოგმა გაგსინჯოს, მეორე კიდე ძველმა მეგობარმა. თან ნერსეს ეს რომ გაეგო ალბათ საბას ერიკოს მიუწვენდა გვერდით. დასაძინებლად წავედი, მაგრამ ძილი არ მეკარებოდა. წარამარა მელანდებოდა ნერსეს უზარმაზარი ჯიპის მანქანის ხმა. მეგონა, რომ წუთიწუთზე მოვიდოდა და მთელ საავადმყოფოს თავზე დამაფარებდა. რომელი დაცვა დააკავებდა? პრინციპში ამერიკიდან გადმოფრენას კაი დიდი დრო ჭირდებოდა, ჯერჯერობით ვერ ჩამოვიდოდა კიდევ რამდენიმე საათი, ამიტომ შემეძლო მშვიდად დამეძინა. თუ არასდროს მოხვედრილხართ ასეთ კლინიკაში, მინდა გითხრათ, რომ ამაზე უკეთ ვერსად ვერ დაიძინებთ. ნუ რა თქმა უნდა კერძოს ვგულისხმობ. საოცარი სიმშვიდეა, ოღონდ იმ განყოფილებაში, სადაც მე ვარ. აი მძიმეში კიდე... ოო. ოთახში ბნელოდა, მაგრამ ფარდა არ მქონდა ბოლომდე გადაწეული და ლამპიონის განათების პატარა სხივს შემოეღწია და კუთხეს ანათებდა. თუ სიბნელეში დიდი ხნის განმავლობაში ერთ წერტილს მიჩერებიხართ, ალბათ თქვენც დაგინახავთ პატარ პატარა ლურჯი რგოლები, ამ დროს თვალი ღიზიანდება. ეს რგოლები შეერთდა და სახედ გარდაიქმნა. ერიკოს სახედ. ადრე ერიკო ნელა მიახლოვდებოდა, ან უბრალოდ მიყურებდა, ახლა კი იცინოდა. საზიზღარი სიცილი ჰქონდა, წამიერად ჩემთან გაჩნდა და დავიკივლე. ოთახში ექთანი შემოვარდა და სინათლე აანთო. -რა დაგემართა?-გაკავებას აპირებდა, მაგრამ რომ დაინახა რომ არაფერს ვუშავებდი საკუთარ თავს გაჩერდა და სახეზე დამაკვირდა-ელა? -არაფერი, რაღაც მომელანდა. -რა მოგელანდა?-დამავიწყდა, რომ აქ მოლანდება საკმაოდ მნიშვნელოვანია და ნეტა ენაზე კბილი დამეჭირა. -არაფერი-ისევ კუთხეში გავიხედე, ერიკო იდგა. -მიდი უთხარი-ხმა ჩამესმა და შევკრთი. აქამდე არასდროს დამლაპარაკებია, მემგონი ჭკუიდან ვიშლებოდი, ამჯერად იმ დონეზე, რომ მეც მძიმე აშლილობების განყოფილებაში გადავიდოდი შიზოფრენიის დიაგნოზით. -ელა?-ექთანმაც ინსტინქტურად კუთხისკენ გაიხედა-რას უყურებ?-ოთახიდან გავიდა და დამამშვიდებლით დაბრუნდა-დაწექი, წამალს გაგიკეთებ და დაგეძინება. -არა, არ მინდა. ფეხმძიმედ ვარ-გავაწევინე დამამშვიდებელი და უკან დავწექი-მანაც წაიღო წამალი და გავიდა. ხვალ ალბათ ამ ყველაფერს სალომეს მოუყვებოდა და წინ კარგი არაფერი არ მელოდებოდა. როგორ ავუხსნიდი სალომეს რატომ ვხედავდი ერიკოს? ან საერთოდ ვინ იყო, მაგას როგორ ვეტყოდი? ახლა ჩემი ადგილი აქაც არ იყო. თვალები დავხუჭე და დაძინება ვცადე, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ის ოთახში იყო ჩემთან ერთად. ლოცვა დავიწყე, მეგონა, რომ ბოროტი მეთამაშებოდა. იშვიათად ვლოცულობდი, არ ვიცი რატომ. მაგრამ ჩემდა გასაკვირად მალევე ჩამეძინა. დილით 11ისკენ გამეღვიძა და სასაუზმოდ წავედი კაფეტერიაში. სალომე დავინახე საბას ელაპარაკებოდა, სწრაფად ავიყე ჩაი და ვაშლი და გასასვლელისკენ გავედი, მაგრამ უცბად წინ გადამეღობა. -აბა როგორ გეძინა?-ფოდნოსს დახედა-ფეხმძიმე ქალმა მხოლოდ ვაშლი უნდა ჭამოს დილით? წამოდი აბა-ისევ მიმაბრუნა მზარეულთან და საჭმელი გამივსო სალათებით, ხილით და ბოსტნეულით. ამდენს როგორ შევჭამდი არ ვიცი. ერთად დავჯექით მაგიდასთან-ექთანმა მითხრა ცუდად ეძინაო. რაღაც მოელანდაო. -ჰო, მაგრამ ალბათ გადაღლილობისგან. -კი, შეიძლება, მაგრამ იცი რომ შენს შემთხვევაში ეს უბრალოდ გადაღლილობის გამო არ ხდება. პრეპარატს იცი ვერ გიზრდი, ფეხმძიმედ ხარ და ამდენი წამალი ისედაც არ შეილება, ამიტომ უბრალოდ მოგიწევს ამიხსნა რას ხედავ და ვეცდები დაგეხმარო. -ვერ გეტყვი. -რატომ? -იმიტომ, რომ რაღაც ისეთთან არის დაკავშირებული, რისი მოყოლაც მერე შენ გაიძულებს ჩემი კონფიდენციალობის უფლება დაარღვიო-შეკრთა და წინ გადმოიწია. -რამე დააშავე?-დაიჩურჩულა. -მე არა. მაგრამ ვინც დააშავა, იმას ვერ გავამხელ. -შენ დაგიშავეს?-ისვე ჩურჩულით საუბრობდა-კარგი, წამოდი ჩემთან კაბინეტში და იქ ვილაპარაკოთ-საჭმელი წავიღე და მასთან შევედი. -ელა, ვინმემ რამე დაგიშავა? შენმა მეუღლემ?-კარი ჩაკეტა და განერვიულებული სახით შემომხედა. -არა. ჩემთვის არაფერი დაუშავებიათ. -ელა-ახლოს მოვიდა-ყველამ კარგად იცის სამხარაულების ოჯახის შესახებ და რას წარმოადგენენ. რამე ისეთი დაინახე რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე და ვერ მეუბნები? -დაახლოებით. -მაშინ, ჰიპოთეტურად, სავსებით ნორმალურია ეგ შენი.. უხეშად რომ ვთქვათ ჰალუცინაციები ტრავმული მოვლენებით იყოს გამოწვეული. რას ხედავ? -ადამიანს, რომელიც წესით უკვე მკვდარია და ვერანაირად იქნება ოთახში. მიყურებს, გუშინ დამელაპარაკა, სალომე მემგონი ჭკუიდან ვიშლები-სახეზე ავიფარე ხელები და სავარძელში ჩავჯექი. თვალების გახელის მეშინოდა, მეგონა რომ ისევ ერიკოს დავინახავდი. -ეხლაც ხედავ? -არა. ძირითადად ღამე. -და რას აკეთებს როცა ხედავ? -არაფერს, ხან მიყურებს, ხან იცინის, ხან ... ტკივილისგან იმანჭება. -ელა, შენ თუ შეესწარი მაგ ადამიანის სიკვდილს, ეს წარმოუდეგნლად დიდი ტრავმაა, რომელიც აუცილებლად დასამუშავებელია, თუ არ გინდა რომ მართლა ჰალუცინაციებში გადაგეზარდოს. ეხლა მე გადავხედავ მედიკამენტებს, რა შეიძლება ისეთი მოგცე, რომ დაუშვად ნაყოფზე არ იმოქმედოს და მერე დავილაპარაკოთ. -სალომე, ეს რმო ვინმემ გაიგოს... -არავინ არ გაიგებს. -არ შეიძლება! ვერ შეხვალთ!-ჰოლში დიდი ხმაური და აურზაური იყო, ექთნები დავინახე, რომლებიც ვანოს და გიგას ეჭიდავებოდნენ. ამ დროს კლინიკის დირექტორი მივიდა მათთან გააჩერა და ვიღაცას გზა დაუთმო. მოულოდნელად კარი გაიღო და ოთახში ნერსე შემოვიდა. -სალომე-უკან დირექტორი შემოყვა-გამოდი, დავუთმოთ ახალგაზრდებს ოთახი-სალომე ეგრევე წამოდგა და დირექტორს გაყვა უკან, გასვლამდე ნერსეს შეხედა, ანერვიულებულმა შემდეგ მე გადმომხედა და ჩქარი ნაბიჯებით დატოვა ოთახი. -რა გჭირს?-ნერსე აღელვებული იყო, ჯიბეში ჰქონდა ხელები ჩაწყობილი და ერთ ადგილას ცქმუტავდა, ფეხი უთამაშებდა-რა გინდა აქ გამაგებინე-ხმას ვერ ვიღებდი, ჩემს წინ ჩვეულებრივი მატყუარა და მკვლელი ადამიანი იდგა. თითქოს პირველად მივხვდი რეალურად ვინ იდგა ჩემს წინ. დაუნდობელი და ცივსისხლიანი ადამიანი. შემეშინდა. პირველად ამდენი ხნის მანძილზე, ნერსესი შემეშინდა და ხმა ვერ ამოვიღე-მიპასუხებ ეხლა? რა გჭირს ნენე? რატომ ხარ აქ? რატომ არ უშვებ ვაჩეს და ალექსანდრეს?-ახლოს მოსვლა სცადა, მაგრამ უკან დავიხიე-ექიმს ველაპარაკე და მითხრა, რომ შენი ნებით მოხვედი. ცუდად ხარ? თუ ცუდად ხარ მიპასუხე და გაგიგებ, სახლში წავალთ, მე მოგივლი იქ. ჰმ?-ტონი შეარბილა. -ჰო, ცუდად ვარ-ძლივს ამოვილუღლუღე პატარა დასჯილი ბავშვივით-მაგრამ, აქ მინდა ყოფნა. -ნენე, აქ არაფერს ისეთს არ გაგიკეთებენ, რასაც სახლში ვერ ... -არ მინდა წამოსვლა-ახლა უფრო მტკიცედ ვუთხარი-ცუდად ვარ. -რა გჭირს მაშინ ამიხსენი-სავარძელში ჩამოჯდა. -როგორ ჩამოხვედი ასე მალე? -მალე მოვაგვარე საქმეები-ხელები დააწყო სავარძლის სახელურებზე და უკან გადაიხარა, ახლა უკვე აღარ ღელავდა ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო. თითქოს ამით სიამაყეს და ძალაუფლებას გამოხატავდა. მოგებული იყო და შესაბამისად თავაწეული დაიარებოდა. -საქმეები-ჩუმად გავიმეორე, მეგონა ვერ გაიგებდა. -ნენე, რა გჭირს?-ჩემსკენ გადმოიწია და თვალი თვალში გამიყარა-რა მოხდა? მითხარი და გაგიგებ, დაგეხმარები. რას ნიშნავდა სახლიდან გაქცევა? ვის უპროტესტებდი ჩემს წასვლას, ვაჩეს და ნათიას? ან მშორდები? თუ მშორდები ეგ მაინც მითხარი. ვიცი, რომ ჩემი წასვლის წინააღმდეგი იყავი, მაგრამ ხომ ჩამოვედი? აქ ვარ ნენე. ეხლა რაშია პრობლემა? -არაფერში. ცუდად ვარ და აქ მინდა ყოფნა. -ვაა-მოთმინება ამოეწურა და წამოხტა. ჩემკენ წამოვიდა, უკან დავიხიე, მაგრმა არ გაჩერდა სანამ კედელს არ მიმაბჯინა და უკან დასახევი აღარ დამიტოვა-მშორდები? -ჰო-შეშინებულმა ვუპასუხე. -და რის გამო? -ყველაფრის. აღარ შემიძლია ამდენის ატანა. -ნენე, ეხლა შენ გაღიზიანებული ხარ, ორსულობისას ჰორმონები მთლიანად გირევს განწყობას და მაგიტომ ხარ ასე. პირველი ბავშვია და ვერ ვხვდები, მაგრამ ეს ყველაფერი რასაც შენ გრძნობ ნორმლაურია. ვიცი ჩემზე გაბრაზებული ხარ და კი დავიმსახურე, მაგრამ გთხოვ, წავიდეთ სახლში, ყველაფერს აგიხსნი და მერე გადაწყვიტე მშორდები თუ არა. -ცუდად ვარ. ერიკოს ვხედავ. ერიკო მელაპარაკება! ყველგან ერიკოა! მემგონი სერიოოზულად ჭკუიდან ვიშლები. -ახლა აღელვებული ხარ, სტრესში ხარ. რასაც შენ შეესწარი არ არის ადვილად გადასახარში. ნენე, ჭკუიდან ნამდვილად არ იშლები. -ვიშლები! შენს გვერდით ვიშლები! როდესაც ჩემს გვერდით ხარ ყველაფერი მავიწყდება, მავიწყდება როგორ მოკლეს ერიკო ჩემს თვალწინ. მავიწყდება როგორი გარეწარი და ნაძირალა ხარ! როგორ შეგიძლია ერთი ხელის მოსმით მოკლა ორი ადამიანი. -ნენე, ეხლა ამის გარჩევას აქ არ ვაპირებ. წავიდეთ სახლში და იქ ვილაპარაკოთ-ხელი ვკარი და უკან დავახევინე. -არსად არ მოვდივარ. აღარ შემიძლია, საკუთარ თავს ვკარგავ. -ნენე-ღრმად ამოიოხრა და ისეთი სახე მიიღო, ზუსტად მივხვდი რასაც აპირებდა. -ეხლა აქედან ძალით რომ წამიყვანო, ბავშვს გეფიცები ცხოვრებაში არ შერიგდები, რაც არ უნდა ერთ სახლში ვცხოვრობდეთ. გაიგე?-თითი დავუქნიე და ახლა მე წავედი მისკენ, არ ვიცი საიდან ამდენი გამბედაობა. ბოლო-ბოლო ადამიანებს კლავდა ისე ადვილად, რომ ჩემი უბრალოდ ძალით სახლში წაყვანა მისთვის გასეირნებასავით არის. -აბა აქ დაგტოვო? ნენე, არაფერი გჭირს იმისთვის რომ აქ იყო. ნუ გადაგყავარ ჭკუიდან. -გადადი! -ნენე-ოთახში საბა შემოვიდა-ხო მშვიდობა გაქვს? ეს ადამიანი გაწუხებს?-ესღა მაკლდა. საბა მე შენ მიყვარდი. აბა შეხვედრამდე საიქიოში. -ეს ვინ არის?-ნერსეს გაეცინა და საბასკენ გაიშვირა თითი-ნენე? -ვინ უნდა იყოს ნერსე? ჩემი ქმარი შენ ხარ და ეს ვინ იქნება? პაციენტი. -კაი ერთი. გავიგე, რომ პაციენტი, მაგრამ შენს ოთახში რა უნდა? -ა, თქვენ ნენეს მეუღლე ხართ. მე საბა მქვია-ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად, მაგრამ ნერსემ ამრეზით გახედა და მე მომიტრიალდა, მანიშნა უთხარი გავიდესო. -საბა, კარგად ვარ, მერე აგიხსნი ყველაფერს. -რა უნდა აუხსნა?-ნერსე იღიმოდა, მაგრამ სახეზე ეტყობოდა, რომ მოთმიანების ფიალა ევსებოდა-აი ამას რატო უნდა აუხსნა რამე? შენი ქმარი ვარ და მოვედი შენს სანახავად. -საბა, გთხოვ გადი-მუდარით შევხედე, ცოტა ყოყმანობდა და მე მაკვირდებოდა. ამ დროს გიგა შემოვიდა ოთახში. -გიგა გაათრიე ეხლა ეს სანამ საბოლოოდ გადამეკეტა. -რა გაათრიოს-საბასკენ წავედი, მაგრამ ნერსე გადამეღობა წინ. -ეხლა ხელით შეეხები და ბავშვს ეხლა მე ვფიცავარ შენ აგებ პასუხს რაც დაემართება იმაზე. გიგამ ეგრევე ჩაავლო ხელი მხარში და ძალით გაიყვანა ოთახიდან. -აი.. ამაზე მაქვს ლაპარაკი ხვდები?! ნერსე, არ შემიძლია ასე ცხოვრება. -არა, ნენე, შენ ამაზე არ გაქვს ლაპარაკი. შენ იმ ფაქტს ვერ ეგუები, რომ მე დაგტოვე. ვერ მპატიობ ერიკოს ამბავს და ნინოს დედის სიკვდილის დამალვას. -გააგრძელე, ჩამონათვალი უსასრულო იქნება. -ნენე, ვერ გცნობ. ასე მგონია, რომ აქ რაღაც მედიკამენტებით გაგჭყიპეს და გონება დაგიბინდეს. როგორც იქნა ყველაფერი მოვაგვარე, აღარასდროს არ მომიწევს იმ საქმის კეთება, რომელიც ასე ძალიან გძულდა. -საქმეც მაგაშია, რომ მე მძულდა და შენ არ გაწუხებდა. -ნენე რა გინდა?! ერთ დღეში შევიცვალო? მთელი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დავაყენე და მაინც უკმაყოფილო ხარ. თუ გაშორება გინდა პირდაპირ მითხარი და ნურაფერს ნუ იმიზეზებ. მაგრამ იცოდე, სანამ მიზეზს არ გავიგებ, სიმართლეს ნენე, რატომაც გინდა გაშორება, აქედან არსად არ წავალ. -ნუ წახვალ. მთელი ცხოვრება ვიჯდეთ ორივე აქ. მაგრამ მაინც გაგშორდები. და აქ ბევრი მსურველი იქნება ვინც დამეხმარება ბავშვის მოვლაში-სახე მოეღრიცა. -იმ საბაზე ამბობ?-ტუჩზე იკბინა სიბრაზისგან-ნენე-კისერი ამოიგდო ლამის ისე დაატრიალა თავი-ეხლა ჩემს ნერვებზე სათამაშო დრო არ არის, თუ კიდე ვერ გამიცანი, ბოლოჯერ გაფრთხილებ. ბოლომდე შენ აგებ პასუხს რაც დაემართება იმაზე. -ნერსე დავიღალე, გეხვეწები წადი. -არ წავალ სანამ არ მეტყვი რა მოხდა და რატომ წამოხვედი აქ. -დრო მჭირდება. ცოტა დრო მომეცი, რომ დავფიქრდე. დამანახე, რომ შეგიძლია მოთმინება გამოიჩინო. აქედან გამოვალ, იმ პირობით, რომ მაცდი დაფიქრებას, არ ეცდები ჩემს სახლში წაყვანას ძალით. -და ეს რას შეცვლის? -ასე უფრო დიდი შანსი გექნება, რომ შეგირიგდე, ვიდრე ახლა რომ სახლში წამათრიო მხარზე მოკიდებული კარტოფილის მეშოკივით. -კარგი, 3 დღეს გაძლევ. -არა, რამდენიც დამჭირდება იმდენ დღეს მომცემ. -და ეს დრო საერთოდ არ უნდა გნახო? -თუ სადმე გადავიკვეთებით შეგილია მნახო, საერთო მეგობრები გვყავს ბოლო-ბოლო. -კარგი, მაშინ სახლში გაგიყვან. -კარგი. ასე დროს მაინც მოვიგებდი. არც მექსიკაში მომიწევდა გაქცევა ამისგან და იქამდე მოვიფიქრებდი რა მომემოქმედებინა. ახლა რომ მას გაეგო ვაჩემ რაც მითხრა, კაცმა არ იცის რა ბედი ეწეოდა მის ძმას. მაინც და მაინც უთბილესი ურთიერთობები არ ჰქონდათ, არ ვიცი რამდენად მოკლავდა, მაგრამ არც იმისთვის მემეტებოდა რასაც დამართებდა. ბავშვზეც უნდა მეფიქრა, როგორი იქნებოდა მისთვის უმამოდ გაზრდა, როდესაც ჩემთვის ამხელა ტკივილი იყო მამის დაკარგვა. ჩემთან სახლში მიმიყვანა, ვთხოვე არ ამოსულიყო, არ ესიამოვნა, მაგრამ აღარ შემეწინააღმდეგა. სახეზე ეტყობოდა, როგორი გაღიზიანებული იყო, რომ პირველად ცხოვრებაში სიტუაციას ვერ აკონტროლებდა. სამზარეულოში გავედი ყავას ვიდუღებდი, მაგიდაზე პატარა წერილი რომ დავინახე. ვაჩესგან იყო. ,,ნენე საერთოდ არ ვიცი წერილების წერა და არც არასდროს დამიწერია, პირველად ვწერ. არ მაძლევ საშუალებას, რომ ეს ყველაფერი პირადად გითხრა, ამიტომ ასე გეტყვი. მიყვარხარ. კი ზუსტად ისე, როგორც ახლა გაიფიქრე. პირველივე დღიდან ასე მიყვარდი, მაგრამ შენ არასდროს მპასუხობდი იგივეთი. რა არ გავაკეთე, რომ შენი ყურადღება მიმექცია, არ ეჭვიანობდი, საერთოდ არც მოგწონდი, ზედაც არ მიყურებდი. ჩემთვის არასდროს არ შემოგიხედავს ისე, როგორც ნერსეს უყურებ. რაღაც მომენტში გადავწყვიტე უბრალოდ დავნებებულიყავი და ალბათ ნერსე რომ არა, მე და შენ მეგობრობასაც აღარ გავაგრძელებდით. ახლა კი იძულებული ვარ ყოველდღე გიყურო ჩემი ძმის გვერდით. ბედნიერი რომ იყო, კიდევ შევეგუებოდი ამ ყველაფერს. დღითიდღე კიდევ და კიდევ უფრო იტანჯები ნერსეს გვერდით, უბრალოდ მინდა რომ ბედნიერი იყო. თუ ეს ბედნიერება შენთვის ჩემს გარეშე ცხოვრებაა, არც ამაზე შეგეწინააღმდეგები. წავალ და არასდროს აღარ შეგაწუხებ. ვიცი, ვეგოისტობ, რომ ამ ყველაფერს ახლა გეუბნები. იმდენად მეშინია შენი რეაქციის, რომ პირადად ვერც გეუბნები. თუმცა, ალბათ იმის მერე რაც გავაკეთე, ალბათ აღარც მნახავ. მინდა იცოდე, რომ უზომოდ მიყვარხარ და რაც არ უნდა გადაწყვიტო, ყველაფერს შევეგუები. უბრალოდ მინდა, რომ ბედნიერი იყო, თუ შენთვის ბედნიერება ჩემი ნაძირალა ძმის გვერდით ყოფნაა, დაე იყოს ასე. შეიძლება ვეღარასდროს გნახო, ამიტომ გწერ ამ წერილსაც. ბოდიში იმ ყველა წყენისთვის და გულის ტკენისთვის, რაც ჩემი მოკლე ჭკუით, შენი ბედნიერებისთვის გავაკეთე. მიყვარხარ -ვაჩე’’ *** აბა რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის ვაჩეს სიყვარულში გამოტყდომა? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.