შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგზური 4.


17-02-2024, 17:47
ავტორი Euphorymarigold
ნანახია 829

- ტასია? - გაისმა ირაკლის ხმა და ანასტასიასაც შემდეგ გაახსენდა საძინებელში მისი ცხოვრების სიყვარული რომ ყავდა დატოვებული, ამიტომ მისაღებიდან ისევ ოთახში შევიდა სახეგაბრწყინებული.
- რამ გააბედნიერა ასე ჩემი ძვირფასი ტასია? - მოეხვია ირაკლი ქალს და მის გულზე დაადებინა თავი.
- იცი მარო გასაუბრებაზე დაიბარეს ჟურნალ ცნობილებში. - ირაკლის მკლავებში მოქცეულმა უთხრა მას.
- ვაა, რა მაგარია ტოო, მაგაზე მაგარი არც ჟურნალისტი არც მწერალი არ მეგულება, არ შეიძლება მაგ ნიჭის დაუფასებლობა. - უთხრა ირაკლიმ და უფრო მიიკრა ქალი.
- როგორ მმიყვარს იცი, სულ პატარები ვიყავით ერთმანეთი რომ გავიცანით, ორივეს ერთი სადარდებელი გვქონდა, ორივეს გულის ამრევი ოჯახი გვყავდა, მახსოვს 6 წლის ულამაზესი სიფრიფანა გრძელ თმიანი გოგონა, ბაღში იჯდა და ტიროდა, მაშინ მივედი პირველად და გავიცანი, მომიყვა მასზე და მის ოჯახზე, მეც მოვუყევი, მერე სულ ერთად დავდიოდით ყველგან, 10 წლისები ვიყავით მარიამის მამინაცვალმა რომ გაჭედა რაღაცაზე უაზროდ, მანდ შევპირდით ერთმანეთს რომ სულ ვიმეგობრებდით და არასდროს დავივიწყებდით ერთმანეთს, მინდა ბედნიერი იყოს, ყველაზე მეტად იმსახურებს. - ქალს მართლაც განსაკუთრებულად უყვარდა მარიამი, მათი მეგობრობა სულ სხვა იყო, რაღაც უფრო წმინდა, ერთმანეთი ყავდათ და ეს ყველაზე დიდი ძალა იყო მათთვის..
ირაკლი უყურებდა ტასოს და გული უთბებოდა ასეთი საყვარელი რომ იყო, უფრო მოიქცია მკლავებში და ცრემლისგან დასველებული სახე სულ დაუკოცნა.
- დემეტრეს მარიამისთვის მისი ბრძოლის ვიაიპ ბილეთები უჩუქებია. - უთხრა ტასომ ირაკლის, ის კი მაშინვე წამოხტა და საყვარელ ქალს შეხედა.
- რაა? - გაკვირვება, გაოცება ეტყობოდა ირაკლის, აშკარად არ ელოდა ამ ამბავს.
- რამე მოხდა? იმდღეს რომ წაიყვანა მაშინს აჩუქა, მარიამი გიჟდება ისე უყვარს ყურება. - ირაკლის წამში შეეცვალა გამომეტყველება და ყურებამდე გაეღიმა.
- რა ჩაიფიქრე ნავერიანო. - ისევ ქალს მოეხვია და გაეცინა.
- რა ხდება არ მეტყვი?
- დემეტრეს ვიაიპში მხოლოდ მე ვიყავი აქამდე, მისი ბილეთები არ იყიდება, ერთადერთია ქართველ მებრძოლებს შორის ვინც ვიაიპის ბილეთებს არ ყიდის, და ჩემს გარდა იქ არც არავინ ყოფილა, არც მისი ოჯახის რომელიმე წევრი, თუმცა მგონი უკვე კონკურენტი გამომიჩნდა. - ისევ გაეცინა და ესიამოვნა როცა გაიაზრა დემეტრე როგორი ბედნიერი იქნებოდა მარიამთან.
- შენი აზრით მოსწონს მარიამი? - კითხა ანასტასიას.
- მოსწონს თუ არა ჯერ არ ვიცი მაგრამ გულგრილი რომ არ არის და ეს ბილეთიც უმიზეზოდ არ აჩუქა მაგაში დარწმუნებული ვარ.
- ღმერთო რა მაგარი წყვილი გამოვა მაგათგან, წარმოიდგინე. - ანასტასია ძალიან ბედნიერი იყო.
- კოჯორში ავიდეთ დღეს? დემეტრეა იქ. - უთხრა ირაკლიმ ანასტასიას და შუბლზე აკოცა.
- იქნებ დასვენება უნდა ადამიანს, უნდა მივუვარდეთ? - წამოიწია ტასო და გაეცინა.
- ჩემ ძმაკაცთან მინდა მისვლა! - 3 წლის ბავშვივით გამოუვიდა ირაკლის რომელსაც რაღაც უნდოდა და მშობლები უკრძალავდნენ, ტასიას მის საქციელზე გაეცინა.
- კარგი წავიდეთ ჩემო პატარავ. - უთხრა სიცილით ქალმა და ბიჭის წარბშეყრილი მზერაც მიიღო.
- რა პატარავ გოგო, რამე ომახიანი დამიძახე, ლომო ან რავიცი, ერთადერთი პატარა აქ შენხარ და ახლა ამ პატარას ლოყებს მოვაცლი. - მიუახლოვდა და მოკისკისე ანასტასიას მთელი სახე დაუკოცნა, ორი ერთმანეთზე გაგიჟებული ადამიანი, რომლებსაც სიყვარული კიდევ უფრო აგიჟებდათ.

ვერ ვიტყვი რომ ამ დროს მარიამთან სიმშვიდე სუფევდა, მთელი გარდერობი გადმოეყარა და ვერც არჩევდა რა უნდა ჩაეცვა, მისი გონების ნაწილი კი ნავერიანს დაესაკუთრებინა ამიტომ ძლივს ახერხებდა რომ კონცენტრაცია მოეხდინა, მერე კი ისევ ნერვები ეშლებოდა, არც ძალიან გადაპრანჭვა სურდა და არც ძალიან ჩვეულებრივად ყოფნა, ბოლოს შავი კაბა აიღო, არც ძალიან გამომწვევი მაგრამ მარიამის ფორმებს კარგად კვეთდა, ასევე Saint Laurent-ის მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი მოირგო, თმა გაიშალა, მაკიაჟით თავი არ დაუტვირთავს ყოველთვის ბინებრივობას ანიჭებდა უპირატესობას, ტუჩის ბალმი გადაისვა, და როცა უკვე დრო იყო სახლიდან გავიდა.

შენობასთან ზუსტად 5 წუთით ადრე იდგა, გიჟდებოდა პუნქტუალურბაზე, ვერ იტანდა დაგვიანებას და ყოველთვის ამჯობინებდა ადრე მისვლას. თავდაჯერებულმა შეაბიჯა შენობაში, არ უყვარდა ყველასთან ლაპარაკი, მხოლოდ მისი საქმის კეთება და კომფორტულ ადამიანებთან საუბარი, მაგრამ ბოლო წლების მანძილზე მისთვის კომფორტული ადამიანები მხოლოდ ანასტასია და ირაკლი იყვნენ, ახლა კი შეიძლება ითქვას დემეტრეც.
ფიქრების თავიდან მოსაცილებლად თავი გააქნია და მისაღებში დამჯდარ გოგონას მიუახლოვდა, ისეთი გამომეტყველებით შეხედა მარიამს აშკარად რაღაც, ან შური ან ბოღმა ახრჩობდა, მაგრამ მიზეზს ვერ გებულობდა.

- გამარჯობათ, გასაუბრებაზე ვარ. - უთხრა მარიამმა გოგონას და მიახვედრა მისგან მხოლოდ და მხოლოდ უფროსის კაბინეტის გზა რომ ჭირდებოდა.
- ბატონი ზაზა გელოდებათ, ამ დერეფანს გაყევით და მარჯვნივ შავი კარია. - აღარაფერი უთქვამს მარიამს, ზედმეტ სიტყვებს ყოველთვის მოქმედება ერჩივნა და ახლაც ზუსტად გაიარა დერეფანი, მიუახლოვდა შავ კარს წარწერით, "გენერალური დირექტორი ზაზა მებონია", დააკაკუნა კარზე და ოთახიდან თანხმობა როცა მიიღო კარი შეაღო და შევიდა.

ოთახში სადღაც 40 წლამდე კაცი დახვდა 20 წლის გოგოსთან ერთად, რომელსაც ისე ამაზრზენად ეცვა სამუშაო დაწესებულებაში რომ არ ყოფილიყო გული ნამდვილად აერეოდა მარიამს, ზაზა ამ გოგოს დაემშვიდობა და მარიამს დაჯდობა შესთავაზა, ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ.
- მოკლედ მარიამო, შენი სტატია ძალიან კარგია მოგვეწონა ამიტომ გვინდა აქ იმუშავო ხელფასი 1000 + ბონუსები იქნება, ბევრი საქმეა მაგრამ მჯერა გაუმკლავდები. - უთხრა ზაზამ და თვალი ჩაუკრა.
- მადლობა, ჩემი კაბინეტი სად იქნება და როდიდან ვიწყებ? - კითხა მარიამმა და მისი სახელის დამახინჯებული ვერსია დააიგნორა, და გაღიზიანებაც დამალა.
- შენი კაბინეტი ამ ოთახიდან რომ გახვალ მესამეა, დღეიდანვე დაიწყე. კითხვები თუ გაქვს გისმენ თუარადა ჩიტივით თავისუფალი ხარ.
- კითხვები არა ერთადერთი მოთხოვნა მაქვს, კაბინეტში მუშაობის დროს არავინ შემაწუხოს უაზროდ. - ზაზას ხელი ჩამოართა და მაშნვე დაუარა უსიამოვნების შეგრძნებამ.
მთელი დარჩენილი დღე სამსახურში გაატარა, ძალიან ბევრი ნიუანსი იყო შესასწორებელი, ბევრი საქმეც დახვდა, ვერ იტანდა საქმის გადადებას და ბოლო წვეთამდე იმუშავა, სანამ ყველაფერი არ დაასრულა არ მოეშვა, უკვე კარგად დაბნელებულიყო და თითქმის ხალხიც ყველა წასული იყო, ამიტომ მშვიდად განაგრძო მისი საქმე.

ირაკლი და ანასტასია დემეტრესთან და როქსისთან ერთად ატარებდნენ დროს, გაუხარდა დემეტრეს მათი მისვლა მთელი საღამო ბედნიერად გაატარეს, მერე ანასტასიამ დაიიჯინა მარიამს აქაურობა მოეწონებდა და დავურეკავ მოვიდესო, არა უარზე არავინ ყოფილა, პირიქით დემეტრეს თვალები გაუბრწყინდა, მარიამის ხსენებაზე. ტასომაც მობილური მოიმარჯვა და საყვარელ მგობართან დარეკა.
- ჩემო ნატვრის თვალო, როგორ ჩაიარა დღემ? - ეგრევე კითხა ხმის ამოხებაც არ აცადა მარიამს.
- კარგად ტასუ, ახლა ვაპირებდი სახლში წასვლას ძალიან დავიღალე.
- მისმინე მე და ირაკლი კოჯორში ვართ დემეტრესთან და წამო რა შენც, გთხოოოვ, თან ხვალ შაბათია, გთხოოოვვვ.
- აუ ტასო არა რა, ძალიან მეზარება ტაქსით მანდ ამობოდიალება, მინდა მაგრამ ფეხები მწყდება ისეთ დაღლილი ვარ.
- უთხარი მე ამოვიყვან. - გაისმა დემეტრეს ხმა და ტასოსკენ მიმართული სიტყვები.
- მარიამ დემეტრე ამოგიყვანს, მომწერე ზუსტი მისამართი.
- ჯანდაბა ანასტასია შენს თავს, კარგი.
სადღაც 5 წუთში დემეტრე მანქანაში იჯდა და ფიქრობდა რომ მალე ნახავდა სიფრიფანა ლამაზ მარიამს.

გოგომაც საკუთარი ნივთები აიღო და გასასვლელისკენ დაიძრა, როცა კართან მისი უფროსი შენიშნა ორივე ერთად გავიდნენ გარეთ, უსიამოვნო შეგრძნებებმა კიდევ შეახსენეს თავი.
- მიდიხარ მარიამო? - კითხა ზაზამ რომელიც აშკარად არ იყო ფხიზელი.
- დიახ, და მარიამი მქვია. - გვერდის ავლას აპირებდა როცა მკლავზე ძლიერი შეხება იგრძნო და მისკენ ინერციიით წავიდა.
- ხელი გამიშვით! - უთხრა მარიამმა და ზაზამაც მისდა გასაკვირად ხელი გაუშვა.
- მოგეწონა აქაური გარემო? - კითხა ზაზამ.
- დიახ.
- უფროსი არ მოგეწონა? - სიცილით კიდევ ერთი კითხვა დაუსვა. - მარტო მიდიხარ გოგო ასეთი ლამაზი ამ შუა ღამეს? - ის იყო მარიამს პასუხი უნდა გაეცა რომ მისი ყნოსვის რეცეპტორებს ნაცნობი სურნელი ეცა, შემდეგ მუცელზე რომ ძლიერი მკლავის შემოხვევა იგრძნო სულ გაინაბა, იცოდა ვინც იყო, ძალაუნებურად თვალები მიეხუჭა, თავი უკან გადაწია და დემეტრეს დაკუნთულ, ძლიერ სხეულს მიეყრდნო.
- ჩემთან ერთად მოდის რამე პრობლემაა მეგობარო? - ძალიან ბოხი ხმა ქონდა დემეტრეს, მარიამს კი ძალიან სიამოვნებდა, ეს კაცი სიამოვნებდა თვითონ, ერთადერთი მამაკაცი იყო ვის მკლავებშიც თავი დაცულად იგრძნო.
- არაფერი. - უთხრა ზაზამ დემეტრეს და ადგილიდან შეშინებული მოწყდა.
- ქალბატონო, უფრო ფრთხილად ყოფნა შეგშვენით. - მისკენ შეაბრუნა დემეტრემ გოგონა და ლოყაზე ხელით მიეფერა. - კარგად ხარ? ცუდი ხომ არაფერი გითხრა? - მისი მზრუნველობა აგიჟებდა მარიამს, თუმცა ის ნამდვილად არ იცოდა დემეტრე რომ კანონიერად ჯერ კიდევ ქორწინებაში იყო.
- კარგად ვარ, მადლობა. - გაუღიმა მარიამმა, დემეტრესთვის ეს ღიმილი ორ წუთში ნარკოტიკივით იყო.

დემეტრემ და მარიამმა სრულ სიჩუმეში გაიარეს გზა, კოჯორში ასვლისას ისე მოეწონა ქალბატონს აქაურობა რომ ვეღარ ძღებოდა ხედების ყურებით, ძალიან კარგი დრო გაატარეს, ბევრი ისაუბრეს, ძალიან მოეწონათ ერთად ყოფნა, ტასო წუწუნებდა და ირაკლის აგიჟდებდა, მარიამი და დემეტრე კი მათზე ხალისობდნენ, ბოლოს მარიამს დემეტრემ მისი შარვალი და მაისური ათხოვა რომ კომფორტულად დაეძინა, კი ძალიან გააპროტესტა მაგრამ ეს ანასტასიას ნახელავი იყო და ვერაფერს იზამდა.
-მოგკლავ ტასო, - უთხრა მარიამმა მეგობარს ჩუმად და უპწკინა.
-მადლობა მითხარი ალქაჯო. - უპასუხა ანასტასიამ და ლოყაზე აკოცა, შემდეგ ირაკლის და დემეტრეს მიუახლოვდა და მის სიყვარულს მოეხვია.
ირაკლი და ტასო ერთ ოთახში მოთავსდნენ, დემეტრეს ოთახი კი მარიამის გვერდით იყო.

მშვენიერი დღის დასასრული იყო, სრული სიწყნარე,
მაგრამ ვინ იცის, იქნებ სიმშვიდის ყველაზე მეტად უნდა გეშინოდეს?
იქნებ მშვიდად ყოფნის მერე ამოვარდეს ქარიშახლი?



№1 სტუმარი სტუმარი გვანცა

საინტერესო ისტორიაა მაგრამ პატარაა დს არ გვყოფნის

 


№2  offline წევრი Ninit nini

სტუმარი გვანცა
საინტერესო ისტორიაა მაგრამ პატარაა დს არ გვყოფნის

ამაზე დიდი რად გინდათ? მგონი ესეც საკმარისია რამდენიც წერია, ბოლოს და ბოლოს ადამიანია და რამდენიც შეუძლია იმდენს წერს <3



 


№3  offline წევრი Euphorymarigold

სტუმარი გვანცა
საინტერესო ისტორიაა მაგრამ პატარაა დს არ გვყოფნის

ყველანაირად შევეცდები გავზარდო, მადლობა <3

Ninit nini
სტუმარი გვანცა
საინტერესო ისტორიაა მაგრამ პატარაა დს არ გვყოფნის

ამაზე დიდი რად გინდათ? მგონი ესეც საკმარისია რამდენიც წერია, ბოლოს და ბოლოს ადამიანია და რამდენიც შეუძლია იმდენს წერს <3

<3 heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent