შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითლის ეპოქა 5


19-02-2024, 18:12
ავტორი Elizabedi.girl from nowhere
ნანახია 557

მოგედალმებით მეგობრები. სანამ ახალ თავს წაიკითხავდეთ მინდა, რომ ეს წაიკითხოთ. ისტორიას აქვს საკმაოდ ნახვები რის გამოც უზომოდ მადლიერი ვარ. მაგრამ არის ერთი რამ, ის რომ არც ერთი კომენტარი არ აქვს მოტივაციას მთლაიანდ მიმართავს. ასე, რომ ჩემი თხოვნა იქნება არ დაიზაროთ თქვენი აზრის გამოხატვა ნაწარმოებთან დაკავშირებით. ძალიან გამახარებთ თუ გამომეხმაურებით. მადლობა წინასწარ და ისიამოვნეთ.


ისე შემეშინდა.

მე: ღმერთო, არ შეეშვები ჩემს გარშემო ასე მოულოდნელად გამოჩენას?! ჩაახველე ხოლმე მაინც, რა უბედურებაა?!.მოჩვენებასავით დაიარები.

აკაკი: ღმერთი არა საყვარელო, აკაკი ვარ კოტაშვილი, ვერ მიცანი?!

მე:როდის მოხვედი ?

აკაკი:კარგა ხანია უკვე.ყოველ შემთხვევაში, იმისთივს, რომ მენახა, როგორ იღვრები ცრემლებად, მაგარამ ისე იყავი გართული, ვერ გავბედე შენი გამოფხიზლება.

მე:და ნატა სად არის?

აკაკი:ნატამ "სამაროჟნე" დაინახა და იქ გაიქცა.ლევანიც თან გაჰყვა.

მე:გასაგებია ეხლა.ისე, თუ საიდუმლო არაა, მაინცდამაინც აქ როტომ დგახარ?

აკაკი: ა ეგ, უკან ვიდექი თავიდან, მაგრამ რომ დავინახე, ასე მოთქმით ტიროდი, ვიფიქრე შევაჩერებ, თორემ მთელ თბილისს დაგვახროჩობს თქო და მოვედი.

მე:ცინიკოსი იდიოტი .

ხელი მივარტყი და მივტრიალდი.მალევე ნატა და ლევანიც მოვიდნენ.

ნატა: აუ ან, რა მაგარი სიმღერა იყო. ვინანე რომ წვაედი.

მე:ხო.

ნატა: შენ რა გჭირს, რა ხასათზე ხარ?

მე:არაფერი რა მჭირს?!

ნატალია:ანა რა გჭირს? ახლა შენ უნდა იყო ყველაზე გახარებული ,გიჟდები გიტარაზე და რატომ იბღვირები ასე?

მე:უბრალოდ, ვიღაც ვიღაცეებმა ნერვები მომიშალეს და ხასიათი გამიფუჭეს.

ნატა:ე ვინ გაგაბრაზა?

აკაკის გახედა. იმან თვლები აატრიალა.ახალ, სასიმოვნო ჰანგებზე ვკონცენტრირდი.მხარზე თითის შეხება ვიგრძენი.

აკაკი:ანა!.

დავაიგნორე. კიდევ განმეორდა.არც ამჯერად.

ის:ანა,ანიკო ...

შევტრიალდი და ავხედე

მე:გისმენ?!

აკაკი:მე გაგაბრაზე? კაი რა ანიკო, უბრალოდ გეხუმრე, ნუ მებუტები რა?.

მე:ხო რათქმაუნდა, რატომ უნდა გაგებუტო?!.

შევტრიალდი.ვხედავდი თვალებით როგორ ლაპარაკობდნენ. მომიშლა ნერვები. დებილი,ქათამი ,ინდაური.ნარცისი იდიოტი. მერე უცებ სადღაც გავიდა. მუსიკა რომ შეწყდა იქითკენ გავიხედე და რას ვხედავ? აკაკის აუღია ეს მიკროფონი და იკრიჭება.თვალები ვჭყიტე.

აკაკი:მოკლედ ხალხო ბოდიში, რომ შეგაწყვეტინეთ გართობა, მაგარამ ერთი გოგო გამებუტა და აღარ მელაპარაკება, ჰოდა ეხლა აქედან ვეუბნები რომ შემირიგდეს .

თვალები ავატრიალე, ნატას ხელი მოვკიდე და წამოვედით.აკაკი უკან აგვყვა.

აკაკი:კაი რა ანიკო, მაპატიე რა. უბრალოდ გეხუმრე, რატომ გეწყინა?

ერთი მაგარი ვუჩქმიტე და გავუღიმე.

მე:ეხლა არაღ გებუტები ,იცოდე კიდევ რომ გამაბრაზო, აუდიტორიის წინ ბოდიში არ გიშველის.

აკაკი:შევთანხმდით.

გამეცინა, ოთხივე ვიცინოდით.მერე ერთად გავიარეთ ყველამ.დავათვალიერეთ რაღაცეები .იქ რომ მოგვბეზრდა ყოფნა, ქვემოთ სკვერში გადავწყვიტეთ ჩამოსვლა და კოტაშვილებიც წამოგყვნენ.
სკამზე დავსხედით, ნატამ აიტეხა ბაბის ნაყინი ვჭმაოთო და ლევანიც წაჰყვა მოაგტანინებო.არა, მარტო ვერ მოიტანდა თუ ვერ დაძრავდა? .სკამს მივეყუდე და ფეხები გადავაჯვარედინე.ამოვიოხრე.

აკაკი:კიდე მიბრაზდები?

მე:არა, აღარ.

ის:აბა, რა გჭირს.?

მე:რამე მჭირს? უბრალოდ ვზივარ და ვვოხრავ.

აკაკი:ჯიუტი თხა.უხასიათოდ ხარ.ვინ გაგაბრაზა ეგრე ძაან, თუ მე აღარ მიბრაზდები, კიდევ ვინმემ მოგიშალა ნერვები?

მე:და თუ კი, რამე პრობლემაა?

აკაკი:არის. ვინ გაგაბრაზა?

მე:საინტერესომ არავინ. დღეს ჩემპიონობას მაინც ვერავინ წაგართმევს ჩემს ნერვებზე თამაშში.ნუ ღელავ.

წავკბინე. დილიდან უხასიათოდ ვარ, მერე ბაზრობაზე მომიშალეს ნერვები. ესეც მოვიდა და ძაან გამიფუჭეს ყველამ ერთად დღე.

აკაკი:ანა გეკითხები რა გჭირს? ვინ გაგაბრაზა?

მე:აუცილებელია გითხრა? რაში გაინტერესებს?

ის:მაინტერესებს, ვის გამო ხარ ესეთ ცუდ ხასიათზე.

მე:ეხლა შენ მაყენებ ცუდ ხასიათზე და მომეშვი რა ?! თუ თქმა არ მინდა, რატომ მაძალებ?!რა შეიცველბა, თუ გეტყვი, რომ ვინემემ მომიშალა ნერვები და გამაბრაზა?

აკაკი:რა და, ვინც გაგაბრაზა ხელებს დავამტვრევ, რომ ნერვებს გიშლის.

მე:მაშინ შენი ხელებით უნდა დაიწყო.

ავკარი ხეში და წამოვედი.მართლა გაბრაზებული ვარ, მაგრამ აკაკიზე არა. მაგრამ არც ეს არაა ნაკლები. ნერვები მომიშლა. სახლშო მივედი, გაბრაზებული და დავჯექი.მარტო ვიყავი, ყველა ბაზრობაზე იყო და უფრო მომეშლა ნერვები.დაახლოებით ნახევარ საათში სახლში ვიღაც შემოვიდა. ნატა იყო, და უკან ლევანი და აკაკი მოჰყვნენ.ბევრი ცელოფნის "პარკები" ეჭირათ.

ნატა:ისა, ლევან მოდი ესენი დამწყობინე რა.

ორივენი სამზარეულოში გავიდნენ.აკაკი იქვე დასკუპდა. მერე ისიც მიჰყავთ.

აკაკი:ხო მოგიყვანეთ, ახლა წავალ მე და ვინმეს გამოვუშვებ.

ნატამ გამომხედა და თვალები დამიბრიალა.ხო კაი, ზედმეტი მომივიდა .აკაკი რა შუაშია.უკან გავყევი, რომ გავიდა.

მე: აკაკი ერთ წუთს.

გაჩერდა.ვანიშნე დაჯექი თქო და ეზოში მდგარ სკამზე დავსხედით.

მე:ბოდიში რა? შენ არ იმსახურებდი ასე მოქცევას, უბრალოდ დილიდან ცუდ ხასიათზე ვარ და შენ შემრჩი ხელში.არ მინდოდა, არ გეწყინოს რა? შენ არაფერს გერჩი, უბრალოდ ასე გამოვიდა.დარჩი რა, ვიცი რომ ჩემ გამო მიდიხარ.მაპატიე.

აკაკი:არაუშავრს,არც გავბრაზებულვარ და მწყენია, უბრალოდ იმას ვკითხულობ, ვინ გიშლის ნერვებს?.

მე:აკაკი, თავიდან რატომ იწყებ? უბრალოდ ისე მოიქეცი, თითქოს არც იცი, რომ გამაღიზიანეს.წამო ეხლა შევიდეთ იმათთან.

ავდექი, მაგრამ დამქაჩა და დამსვა.

აკაკი:ხომ იცი რომ არ შეგეშვები, სანამ არ მეტყვი, არა? ასე, მგონია რომ რაღაც სერიოზული ხდება შენს თავს.არ მაიძულო, მე თვითონ გავარკვიო.

მე:კი მაგრამ,რატომ მაძალებ, რა არი?

აკაკი: ანა, უბარლოდ მინდა დაგეხმარო, თუ ეს საჭიროა. ამიტომ.

მე:არ არის საჭირო, არაფერია ასე სერიოზულად, რომ შენი ჩარევა იყოს საჭირო . მართლა.

ის:ანიკო, იცოდე სანამ არ მეტყვი რა ხდება, აქ ვისხდებით. სულ ხვალ ღამემდე აქ დაგსვამ იცოდე.თუ მაინც არ მეტყვი, ნატას ვკითხავ, არ დამიმლავს ის.

მე:ჰკითხე, ნატამაც არ იცის.არა, ეჭვი კი აქვს, მაგრამ ზუსტად არ იცის.

აკაკი:ეხლა მართლა აღარ მოგეშვები. რაღაც მართლა ხდება.გისმენ.

მე:ნუ მოკელდ. ცოტა დრო მჭირდება, რომ ეს ვინმეს მოვუყვე, ვითუმეტეს შენ.მიუხედვად იმისა, რომ დიდი ხანი არ არის რაც მიცნობ, მგონია რომ უკვე უნდა იცოდე, რომ არ ვარ, ის ვინც სხვისი ზეგავლენის ქვეშ მარტივად მოექცევა.მაგრამ ადამიანი, რომელიც შენზე ბევრად, ბევრად ადრე გავიცანი და ახლა ჩემს პირად ცხოვრებაში ზედმეტად უხეშად ერევა, თვლის რომ ეს ასე არ არის.

აკაკი:შორიდან ნუ უვლი ანა .

მე:ხო კაი.ნუ მოკელდ, არის ადამიანი, ვინც ჩემს კონტროლს ცდილობს და მგონი ეს ნაწილობრივ გამოსდის კიდეც.არა ისე, როგორც ამას შენ გააკეთებდი, ან ვინმე სხვა. ის რაღაცნაირად ისე აკეთებს ამას, რომ ბრალსაც ვერ დასდებ.შეიძლება აქეთ გაგამტყუვნოს.მაგრამ მე არ ვარ ერთადერთი, ვისაც ამას უკეთებს.ის ბევრი ადამიანს ცხოვრებაში იჭრება და ახლა ჩემსაში აკეთებს ამას.მოკლედ, ცდილობს მაკონტროლოს და დარწმუნებული ვარ, რომ თუ ამაზე პროტესტს გამოვთქვამ, ისე დასრულდება როგორც სხვებთან დასრულდა. ეს კი არ მინდა, მართლა.

აკაკი:რას ნიშნავს ვიღაც გაკნტროლებს ანა?რას გულისხმობს ამაში?

მე:იმას, რომ ცდილობს კონტროლი აიღოს ჩემზე.აკონტროლს რა მეცმება, როგორ მექნება თმა, როდის ჩავალ დასვენებაზე ეზოში, როდის გავალ მაღაზიაში და ყველაფერი.ცდილობს აკონტროლოს .

აკაკი:შეწინააღმდეგება სცადე?

მე:კი რათქმაუნდა, თავიდან ყველა აპროტესტებს ამ ადამიანს, მაგარმ მერე რაღაცნაირად ეჩვევი და შეიძლება, ბოლოს დაუჯერო კიდეც. მაგრამ მე ესე არ შემიძლია.გოგოები, ვისაც ეს აქვთ გამოცდილი, ამით ტრაბახობენ. რომ ვიღაცას ეკუთვნიან, მაგრამ მე არ მინდა ეგეთი რაღაც და ამაში სატრაბახოს ვერაფერს ვხედავ. რატომ უნდა მაკონტროლებდეს. იმიტომ რომ ვაინტერესებ?.ეს რა სისულელეა. მე არ შემიძლია, მათსავით მოვყვე თუ როგორ მაცილებენ სახლში ან როგორ მიკონტროლებენ კაბის სიგრძეს, მხოლოდ იმიტომ ,რომ "ჩემზე ზრუნავენ". მოკლედ ვცდილობ ამას გავექცე და იმედია გამომივა.

აკაკი:ამას რატომ მალავ ანიკო? ვინემს უნდა უთხრა, შენ მართალი ხარ,სხვები შენს ადგილას ქვეყანას მისდებდნენ, რომ "პაკლოვნიკი" ჰყავთ, რომელიც ზრუნავს, ამ გზით, ამაზე, მაგრამ შენ ხო ესეთი არ ხარ, არა?. შენ ეს არ გაინტერესებს და გაწუხებს კიდეც. შენ არვის უნდა მისცე უფლება, რომ გაკონტროლოს გაიგე? შენ დამოუკიდებელი სული ხარ და არავის აქვს ამის უფლება.

მე: ჰო, მართალია. ის ვეღარ გააგრძელებს ამას. მე უნდა ავუხსნა, რომ მისი საკუთრება არ ვარ,არც ვყოფილვარ და არც ვიქნები.მართალი ხარ აკაკი. კაი, შემო ეხლა, თორემ, მერე კი მოგიწევს ჩემს კუბოზე წრეების რტყმა, ნატა თუ მეცა.

აკაკი:კაი, კაი.

გავიცინეთ და შევედით.ბიჭები მალე წავიდნენ

ნატა:აბა, მოგიტევეს ცოდვანი შენი?

სიცილით მკითხა, მეც თავი დავუქნიე.მალე ნატაც წავიდა და ჩემებიც დატვირთულები მოვიდნენ.მივალაგეთ ყველაფერი.მეორე დღით ყველა სკოლაში ვიყავით და გუშინდელზე ლაპარაკობდით.დიდ დასვენებაზე მე და ნატა წარუმატებლად ვცდილობდით, ვახოსგან თავის დახსნას.

მე:კარგი რა ვახო, რა მოხდება, თუ იქ დავსხდებით?.

ის:არაფერი გოგოებო ,უბრალოდ სკამი ცივია, თქვენ შეგცივდებათ. თან ნახე, რამდენი ხალხია გარეთ. კლასში კი სიწყნარეა.

თვალები ავატრიალე.ეს არის, ის კონტროლიორი ვახო.მოსვენებას რომ არ მაძლევს.ყველგან კუდში დამდევს და როგორც ნახეთ, რაღაცეებს ისე მიკრძალავს, თითქოს დედაჩემი იყოს, რომელსაც ჩემთვის კარგი უნდა.ნატას დალიმ დაუძახა და გავიდა.სკამზე ვისხედით.ხალხს ზედამხედველივით ათვალიერებდა.

მე: შეიძლება ვისუაბროთ?

ის:რათქმაუნდა.

მე:მოკლედ, პირდაპირ გეტყვი რა. სხვა მოძებნე.მე არ ვარ, ის ვინც შენ კონტროლს დაემორჩილება.არ მომწონს, როცა ყველაფერში ერევი, რაც მე მეხება.მოკლედ, მე არ ვარ ის გოგო, ვისაც გააკონტროლებ და ამით შენს ზრუნვას გამოხატავ. სხვა მოძებნე და შემეშვი.

ავდექი და გამოვედი.
გაკვეთილებიდან ნერვბ მოშლილი და აბუზღუნებული მოვდიოდი სახლში.ნატა მალე წამოვიდა ,რომ დამიძახეს და გავჩერდი.

აკაკი:ანა ! რას შვრები?

მე: აკაკი აქ ყოფილა, რავი ვარ რა ? შენ რას შვრები?

ის:მეც ეგრე.ანა ელაპარაკე იმ ვიღაცას.?

მე:კი, დღეს და იმედია გაიგებს.

აკაკი:იმეიდები გაგიცრუვდა, ვერაფერი გაიგო, აი მოდის.

მე:რა?

გავიხედე და ვახო მოდიოდა, ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი, მჟავე სახით.

მე:შენ საიდან იცი, რომ ისაა?

აკაკი:კაი რა ანიკო, რას მეკითხები? რა გეგონა, ასე შორიდან ვუყურებდი, ვიღაც ს**ი როგორ გავიწროვრბს.?

ვახო მოვიდა და ამხედ-დამხედა.

ვახო:ანა, აქ რას აკეთებ?

მე: ჩემს ნაცნობს ვესაუბრები ვახო.

ვახო:კაი რა ანა, შენ ხომ კარგი გოგო ხარ. ხომ იცი უცხოებთან ლაპარაკი არ შეილება, წამოდი მოგაცილებ.

მე:ვახო, ჩვენ ხომ ვისაუბრეთ არა? ახლა შენთან ლაპარაკი არ მინდა. არც მიცილებაზე შეიწუხო თავი.

ვახო:კაი რა ანიკო, როგორ იქცევი?!

მე:ვახო ,არ გინდ ახლა ,მე და შენ ხვალ ვილაპარაკოთ.

ვახო:ხვალ რატომ? წამოდი, მოგაცილებ და ვისაუბროთ.

მე:ვახო..

აკაკი:მომისმინე ეხლა კარგად და დაიმახოსვრე, მაგ მაიხნჯ თავში.ადამიანები რომ უარს გეუბნებიან, მიიღე და გაეცალე.

ვახო: შენ ვიღა ხარ ე?! ანა ჩემი..

აკაკი:რა?ანა შენი რა?! რა არის?! კლასელი, უბნელი , სკოლელი სხვა რა??

ვახო:ის ჩემი გ..

მე:ვახო, მე და შენ არაფერი ვართ ერთმანეთისთვის. გარდა იმისა, რაც აკაკიმ თქვა.

ვახო:ანა მე და შენ ხომ?

მე:რა მე და შენ?! რა ვახო, შენ ჩემს კონტროლს ცდილობ, ისევ და ისევ, მაგრამ რით ვერ გაიგე, რომ არ მჭირდება ეს .სხვა გოგო იპოვნე, ვისაც შენი ყურადღება და დაცვა სჭორდება, მე არ ვარ ეგ .

ვახო: გოგო შენ ნორმალური ხარ?! არ გადამრიო ეხლა.რას ნიშნავს არ გჭირდები ანა?! შემაჯანჯღარა.

აკაკი:შეეშვი .

ვახო: შენ არვინ ხარ, რომ ერევი.

ხელები გაკრა და მე მომიბრუნდა.

აკაკი:ანა, სახლში წადი ხო?

მე:აკაკი მაგრამ..

აკაკი:ანიკო, სახლში წადი და მერე გნახავ, კაი? ნუ გეშინია, არაფერს დავუშვებ .

შემომაბრუნა, მეც სახლში წავედი.მთელი საღამო იმაზე ვფიქრობდი, რამე ხომ არ დაუშვა აკაკიმ.იმედია არ სცემს ან უარესი.ეს არ მინდა, რომ ჩემს გამო მოხდეს. მეორე დღით სკოლაში წასვლა, ისე არ მინდოდა .ეხლა იქ ვახო, თან გაბრაზებული .მაგის ნერვები არ მაქვს, მაგრამ სხვა რა გზაა .გზაში ნატას მოვუყევი ამბები და თვითონაც ინერვიულა.კლასში შევდით, რადგანაც ეს ვახტანგი ჩვენ კლასში არ სწავლობს, მშვიდად ჩაიარა.დასვენებაზე დერეფანში გავეიდით მე და ნატა და წინ იდგა ვახო.რომ მივუახლოვდით, ᲛᲝᲒᲕᲔᲡᲐᲚᲛᲐ ᲓᲐ ჩაიარა.შემდეგ არც ეზოში არ ჩამოგყვა და საერთოდ, ვეღარც დავინახე მთელი დღე.უკანა გზაზე ვლაპარაკობდით მე და ნატა. ძირითადად აკაკის ვაქებდით.

ნატა:აუ აკაკის რომ ვნახავ, თუ არ ჩავეხუტო რა.ეს რომ მოგვაცილა თავიდან.

მე:თან დალურჯებების და მოტეხილობების გარეშე.ჩემგან აღიარება აკაკის.

ამ დროს უკნიდან ხმა მოგვესმა.ეს სულ აქ როგორაა.

ნატა:ეე აკაკი მოსულაა.გავიგე შენი გმირობა და აუ მადლობა რა, დღეს ისე დავისვენე, როგორც არასდროს.

მე:ხო აკაკი დიდი მადლობა ,მოგვესალმა და გაიარა.არადა, როგორ ვნერვიულობდი.

ლევანი:ეე, ვინ აბრაზებდათ გოგოშკებს?

აკაკი:მოგიყვები მერე.ერთია რა, ცოტა მისმართი აერია და მოვასწავლე.

ნატა:ისე, აკაკი ძაან მაგარი ვინმე ხარ, აი ძაან.

აკაკი:კაი რა, მადლლბების მოსასმენად არ მოვსულვარ.

ლევანი:ხო, რაღაც საქმე გვაქვს.

მე:ჩვენთან?

აკაკი:კი.წამო სადმე დავსხდეთ რა, ესე დაყუდებული ხო არ ვილაპარაკებთ .

სკვერში დავსხედით, სკოლასთან ახლოს.

ლევანი:მოკლე,სერიოზული არაფერი, მაგრამ ვიფიქრეთ წასვლამდე გნახავდით.

ნატა:ვაა, სად მიდიხართ?

აკაკი: რუსეთში..

მე:სად?

აკაკი:ხო რა, უნდა წავიდეთ.ჩვენ სამნი მივდივართ.მათე უკვე წავიდა და ხვალ ჩვენც გავფრინდებით.

ნატა:სულ ხომ არ მიდიხართ, არა?

ლევანი:არა, რა სულ ნატალი.ახალ წელს აქ ვიქნებით.

მე:კარგია.არც ისე დიდი დროა.

აკაკი:ხო ეგრეა.მალე გავა დრო .ჭკვიანად ხომ? შარში არ გაეხვათ რამეში.

ლევანი:ანა ვიცი, ამის თქმა ჩემგან არ გჭირდება, მაგრამ ნატალიას შენ გაბარებ იცოდე.მოუარე ხო?

მე:აბა რას ვიზამ ლევან, ცოცხალს და სახსალამათს დაგახვედრებ.

აკაკი:ოღონდ, შენც ცოცხალი დაგვხვდი ხო? ფრთხილად იყავით.

ნატა:აბა რას ვიზამთ.

მე:ფრენა ამღამაა?

აკაკი:ხო, ამ ღამ. ორ საათში, უკვე აეროპორტში უნდა წავიდეთ.

მე:გასგებია.მაშინ, აბა მშვიდობით.

ნატა:ხო. მშვიდობით იმგზავრეთ და უკანაც მშვიდობით დაბრუნდით.

ლევანი:ხო აუციელბლად.კაი, ჩვენი წასვლის დროა ახლა.

გარეთ გამოვედით.

ლევანი:აბა გოგოშკებო, თქვენ იცით, ორ თვეში შევხვდებით.

მე:ასეა.მშვიდობიანი მგზავრობა.

ოდნავ გავუღიმე. სამაგიეროდ, ნატა მოეხვია კისერზე ჯერ ერთს, მერე მეორეს.თვალები ავატრიალე.და ნატას ჩავკიდე ხელი რომელსაც, ლამის ეტირა.აკაკიმაც სიცილით გაიმეორა ჩემი ჟესტი და თვითონ ჩამეხუტა.

აკაკი:გულქვა ანიკო, ჩახუტებასაც არ კადრულობს.ნუ მაბარზებ იცოდე.ჭკვიანად და მალრ გნახავ.

გამიღიმა.

მე:კაი გეყოთ ეს სენტიმენტები .აბა კარგად ლევან, აკაკი.

ლევანს ოდნავ ჩავეხუტე და კეთილად გავუღიმე, აკაკის ხელი დავუქნიე.რა? თვითონ ხო ჩამეხუტა უკვე.აკაკიმ თავი დაიქნია და მანქანაში ჩაჯდა.ლევანიც და წავიდნენ.ბოლოს ისეთი სახე ჰქონდა, ცოტა კი ვინანე,რომ არ ჩავეხუტე.

ნატა:კაი რა ანა, რა ცუდად ექცევი აკაკის.

მე:რატო ვითომ?რა დავაშავე?.

ნატა:ნახე, როგორ ეწყინა, რომ არ ჩაეხუტე. ლევანსაც კი ჩაეხუტე მაგარმ მას არა.

მე:ათასჯერ ხომ არ ჩავეხუტები არა?ერთიც ეყოს.

ნატა:მაგრამ ეწყინა ანა .

მე:ერთი ჩახუტება არაფერს ცვლის.

ხშირად ვლაპარაკობდით მე და ნატა კოტაშვილებზე.ის ლევანზე ფიქრობდა.მეც ხანდახან მახსენდებოდა აკაკი. ნეტავ რას აკეთებს იქ?. ხანდახან, უფრო სწორედ, ყოველთვის, როცა აკაკი მახსენდებოდა, ვანანობდი, რომ არ ჩავედუტე.ძაან ვაწყენინე.უკვე 25 დეკემბერი იყო და ნატა სკოლის გზაზე, იმაზე მეწუწუნებოდა, დღეს დასვენების დღე, რატომ არ არისო.მეც ვუხსნიდი, რომ ჩვენი  შობა შვიდ იანვარასაა და ვიყავით ასე .კლასში და სკოლაში ცოტა არეულობა დაგვხვდა ..საერთოდ ამ ბოლო დღეებში ყველა აფორიაქებული მეჩვენბა და ამის მიზეზი ცხადიცაა.სკოლაში შუალედურები სადაცაა დაგვეწყება.ყველა დაძაბულები ვართ.ეს გამოცდები ძალიან მნიშვნელოვანია.ამიტომ, მალე უკვე უნდა გადამეორება დავიწყოთ.ამ მიზეზს მეორეც დაემატა, როცა დღეს გავიგე, ჩვენმა კლასელმა რომ გვახარა,კოტაშვილები მშვიდობით დაბრუნდნენო.ნატას სახე გენახათ გაბრწყინდა.ლამის სიხარულთ ხტუნაობა დაიწყო, ერთი სული ჰქონდა ლევანს როდის ნახავდა.მეც გამიხარდა, რომ მშვიდობით დაბრუნდნენ ბიჭები, მაგრამ მთლად, ფოიერვერკების გაცლა არ დამიწყია.გულის სიღრმეში კი მეც ველოდი მათ ნახვას, განსაკუთრებით კი იმ ერთის, ჩემზე ნაწყენი რომ წავიდა. ნატა მთელი დღე არ გაჩუმებულა .ტიტინებდა და ტიტინებდა.სახლის გზაზეც კი იმდენი ილაპარაკა მთელი წელი რომ ვერ ვილაპარაკებ ამდენს .მეც ᲩᲕᲔᲣᲚᲔᲑᲠᲘᲕᲐᲓ შევახსენე,რომ ზეგიდან ბიბლიოთეკაში უნდა გვევლო.საჯარო ბიბლიოთეკა, არც ისე შორსაა ჩვენი საცხოვრებლიდან,თანაც ბევრი ხალხი არასდროსაა.ნატა უკვე ოცნებობდა ლევანის ნახვაზე, ისინი კი, ჯიუტად არსად ჩანდნენ.ოთხშაბთს პირველად ვიყავით ბიბლიოთეკაში,ბევრი ვიკითხეთ და ვიმეცადინეთ.მეორე დღეს, ქალბატონმა უკვე გადაწყვიტა რომ ეზარმაცა.ძაან დაეზარა და მარტო წავედი.რამოდენიმე ჩემი კლასელი კი იყო იქ, მაგრამ მაინც მარტო ვიყავი.გრძელ,მაღალ თაროებს შორის დავეხეტებოდი და საჭირო წიგნებს ვეძებდი.აქაურობას ძალიან კარგი სუნი აქვს,ზუსტად ისეთი ,როგორიც ძველ წიგნებს, თანაც საოცარი სიწყნარეა.მგონი ეს ადგილი, ჩემი პირადი სამოთხეა.ამ ფიქრებში გართული მივუყვებოდი კარადას,როცა მის ბოლოს ასვეტილი სხეული დავლანდე და ფიქრები გამიკრთა.ბატონს ცალი ხელი კარადაზე დაეყუდებინა და ისეთი სახე მიეღო, თითქოს რამეს ეძებდა.მერე გამომხედა და გაიღიმა.ნელა მივუახლოვდი.

მე:აკაკი აქ რას აკეთებ?

ის:არ ვიცი,აქ რას აკეთებენ ხოლმე?

მე:ვერასდროს წარმოგიდგენდი აქ.

ის:აბა,ვერც მე წარმოვიდგენდი ჩემს თავს აქ ,მაგრამ ხედავ?რა ყოფილა ცხოვრება?აქ ვდგავარ და ჩემ გულქვა ანიკოს ვუყურებ ,რომლიც წესით ახლა უნდა მეკრიჭებოდეს და კისერზე მეხვეოდეს ,იმის ძახილით, რომ მოვენატრე.

თვალები გამიფართოვდა და ვეფხისტყაოსანი, პირდაპირ სახეში ვთხლიშე,რომელიც ცოტა ძველი იყო.ცხვირზე მიიდო ხელი და ხმამაღლა გაეცინა.

აკაკი:შენც მართალი ხარ.მეტს რას ველი გულქვა ანიკოსგან.მოდი მომიყევი რა ხდება,წამო დავსხდეთ.

მე:დავიჯერო საკმარისად ძლიერად ვერ ჩაგარტყი?აქ რა დაგრჩენია.?

აკაკი:კაი რა ანიკო ,ვიფიქრე, ორი თვის უნახავს ვნახავ თქო, შენ კიდევ, როგორ იქცევი.

მე:და შენ მართლა იმას ელოდი, რომ კისერზე ჩამოგეკიდებოდი?

აკაკი: მთლად მაგას თუ არა, ღიმილს მაინც ველოდი.

მე: კეთილი იყოს შენი დაბრუნება საქართველოში აკაკი.ახლა შემეშვი, ბევრი სამეცადინო მაქვს.აქ შენი ადგილი არ არის.

გავცდი და მაგიდასთან დავჯექი, რომელიც საკმაოდ გრძლი და ცარიელი იყო.

აკაკი:ავა სადაა ჩემი ადგილი?

მე:სად და ქუჩაში ლევანთან და მათესთან ერთად.მანქანზე დაყუდებული, ნაცნობ ძმაკაცებს სტვენით რომ ესალმები.რუსეთმა დაგავიწყა შნყწი რუტინა?არაა პრობლმა, მე შეგახსენებ.

აკაკი:ოხ ანიკო, ანიკო.შენი დაჭკვიანების იმედი მართლწ გადამეწურა, ვიფიქრე მოვენატრებოდი და გაუხარდებათქო და შენ?
მე:არ მომნატრებიხარ,დაკმაყოფილდი? ახლა მიბრძანდი, ხელს მიშლი.

ვეფხისტყაოსანში ჩავრგე თავი.წიგნი გამოგლიჯა.

აკაკი:რას კითხულობ?
"ნახეს უცხო მოყმე ვინმე..."
მეც გამოვაცალე ძველი,წითელი წიგნი ხელებიდან.

მე: შენ ეგ, თავის დროზე უნდა წაგეკითხა.

აკაკი:თავის დროზცე წავიკითხე, ნუ ღელავ გაუნათლებელი არ ვარ.

მე: ძალიანაც კარგი.მე რატომ უნდა ვიღელვო.კაი აკაკი წადი რა, მართლა ბევრი მაქვს სამეცადინო.

აკაკი:კაი, კაი ხო,შეხვედრადმდე. შკოლნიკო ანა.

წიგნი მოვუღერე.გაეცინა და ხელები აწია დავნებდიო.იდიოტი.სახლში დაბრუნდი და ნატაც ვნახე. უჟმურად ვუთხარი, აკაკიმ მომიშლა ნერვებითქო.გაუხარდა, ესე იგი ნახეო.თვითონ ჯერ ვერ ნახა, თავისი ლევანი. ეს ორი ბატი ნერვებს მიშლის და მესამე, მთლად სულ ბატი, ხო საერთოდ.მეორე დილით სკოლაში წამობრძანება ინება ქალბატონმა ნატალიამ და სახლისკენ გზაზე დამპირდა, ხვალ აუცილებლად გამოგყვები ბიბლიოთეკაშიო.გზად ბიჭების შეკრება იყო და წრეზე იდგნენ.ნატამ, მათ შორის ლევანი ისე უცებ ამოიცნო, ცოტა შემშურდა კიდეც, მისი მხედველობის.მათკენ წავიდა.ვუთხარი, რომ სხვა დროს ენახა, მაგარმ არ მომისმინა.ბევრები იყვნენ.წრეზე და მის გულში ალბათ კიტაშვილები მოქცეულიყვნენ.ასეც იყო.

ნატა:ეე ბიჭებო ჩამოხვედით?

მაშინვე გამოეყვნენ სამი მათგანი ჯგუფს.

ლევანი:ეე, გიგოწკები, რას შვრებუთ? ხედავთ, დრო რა მალე გავიდა?.

ნატას ჩაეხუტა, მერე მეც მომეხვია.

აკაკი:აბა როგორ ხართ? ნატალია რას შვრები?

ოდნავ მოეხვია.მერე მე გადმომხედა .იგივე გაიმეორა, რაც მე. მხოლოდ ერთ ერთ ჩვენგანს ჩაეხუტა.ცოტა მეწყინა, მაგრამ მერე გამეცინა და მე თვითონ ჩავეხუტე.

მე:აქ ერთადერთი გულქვას ადგილია და ეს მე ვარ.

მერე ლევანსაც ჩავხუტე.აკაკის გაეცინა.

აკაკი:კაი ხო. მართალი ხარ . წამოდით, სადმე დავსხდეთ.

სკვერში დავსხედით.

ლევანი:აბა რა ხდება აქ ახალი,თქვენ რას შვრებით, ხო იყავით ჭკვიანად?

მე:რავი, აქ ყველაფერი კარგადაა რა, მალე ლუკასაც გაგაცნობთ. ისე უხდებიან ჩემი ბარტყები ერთმანეთს.

ნატას გავხედე.

ლევანი:ლუკა ვინაა და ვის უხდება?

მე:უი, შენ არ იცი ახალი ამბები,მოკლედ, ჩვენ კლასიში ერთი ძაან მაგარი ბიჭი გადმოვიდა ლუკა. ხოდა, ეს ბარტყები უხდებიან ერთმანეთს.სულ ჟღურტულებენ ხოლმე, ერთ მერხთან სხედან და...

ლევანი:ჰა?

სიცილი ამიტყდა და ნატაც ამყვა.

მე:კაი რა ლევან, გეხუმრები. ლუკა არა ანზორი კიდევ.რა სახე გაქვს?.

სიცილისგან მუცელი მტკივა.

ლევანი:კაი რა ანა, რა?! მართლა გულქვა ხარ.

მე:ერთი და განუმეორებელი.
აკაკის სიცილისგან კვდებოდა.

ის: ჩაგეთვალა ანიკო.

ნატა:აუ ხო.მაგარი იყო.

ლევანი გაგვებუტა.რაღაც "როჟების კერვით" იჯდა იქ.

აკაკი:კაი გოგოები, წავედით ჩვენ და შეხვედრამდე.

ნატა:კაი, კარგად.

მე:აბა კარგად და ლევან, ლუკაჩო მომიკითხე.

ერთი გამომხედა და თვალები აატრიალა.მე და ნატა სიცილით ჩავბჟირდით სახლამდე.გამიხარდა რომ მშვიდობით ჩამოვიდნენ.აკაკიც მგონი შემოვირიგე.მართლა ცუდად მოვექეცი ვაღიარებ.ამ ბოლო სასწავლო კვირამ, მშვიდობით ჩაიარა და პარასკაევს ჩვენი პირველი სემესტრი დამთავრდა.სკოლაში იანვრის 16ში ვბრუნდებით.მე და ნატალია, ისე ვიყავით აჟიტირებულები ახალი წლით ,ბედობით შობით ყველაფრით.სულ ამაზე ვლაპარაკობდით.ოცდაცხრაში ბაზრობაზე ერთად წავედით, მე დედაჩემს გავყევი, ან ის გამომყვა. ნატას ოჯახიც იყვნენ.რაღაცეებს ვარჩევდით.ხილს, ბოსტნეულს , საახლაწლო სუფრისთვის.ნატას მხარი გავკარი, კოტაშვილების ქალები, რომ დავინახე, ბევრი თეთრი "პარკებით" და უკან ცხვრებივით დამწკრივებული ტრიოთი.ორივეს სიცილი აგვიტყდა და ყურადღებაც მივიქციეთ.ერთი კი გამოგვხედეს, მაგრამ მერე დედებს კუდებივით აჰყვნენ.ჩვენ მთელი დღე მხიარულად ვიყავით.გვიან დავბრუნდით სახლში.პროდუქტები ამოვალაგეთ.ხვალ დიდი სამზადისია მთელი ქალაქში და ჩვენც ვემზადებით, უბრალოდ შესახვედრად.როგორც წესი, ნაძვის ხის დადგმა, მე მხვდა წილად .მეც, წინა წელს შენხულ, მწვანე ხეს, მტვრიანი ცელოფანი მოვაცილე და სული შევუბერე.გავასუფთავე და კარადის თავიდან, მუყაოს ყუთში ჩაწყობილი სათამაშოები გადმოვიღე:სოკოები,გირჩები,ვარსკვლავები და სხვა.გავწმინდე და ნაძვისხეზე დავკიდე.თან ჩემთვის ვღიღინებდი. ოცდაათში, დილიდან ბებომ ადრე ამაყენა, უნდა მოგვეხმაროვო.მეც მიყვარს ეს ორომტრიალი და ღიღინით ჩავიცვი.სამზარეულოში უკვე მოესწროთ ყველაფრის ამობარგება და ვაჩეს ძმაკაცებთან გაშვება.ხელს შეგვიშლიო.მე, ბებიასთან ერთად ნიგოზს ვარჩევდი და ცოტას ვჭამდი კიდეც.დედა კომბოსტოს არჩევდა.ახლა რაც არ უნდა იყოს, ახალ წელს გოჭი თუ არა, ტოლმა როგორ არ უნდა იდოს სუფრაზეო.ამ სამზადისს გადავყევით.დილით ოცდათერთემეტში, ნატამ გამომიძახა, ტანსაცმელი ავარჩიოთო და მერე საღამოს გამოდი, ერთად გავემზადოთო.ჩვენ, მას შემდეგ, რაც ოჯახებში ვხდვებით. მთელ უბანს ვუვლით ხოლმე.ბავშვები განსაკუთრებით."მეკვლის კულტი", ამ უბანში ძალინაა გამჯდარი.მოკლედ, საღამოს ნატასთან იძულებით გავედი.ქალბატონი ხალათში გახვეულიყო და აბაზანიდან ახლად გამოსულს, ლოყები ღაჟღაჟა ვაშლს მიუგავდა.

ნატა:ანა მოდიი.ეხლა გამოვედი აბანოდან.თმას ხომ დამასწორებინებ?დედაჩემმა ვერ მოიცალა.

მე:აბა, რას ვიზამ?!

თმას ორ "ჩაის ტილოში" შორის მოვაქციე და ფრთხიალდ დავუვუთავე.ნატას ახლად დაბანილი და ახლა უკვე, ჩემს მიერ ფრიად დასწორებული თმა საოცრად გამოიყურებოდა.შემდეგ, კაბა ჩაიცვა დედოფალმა და იმ, ცისფერ კაბაში, ძალიან ლამზი იყო.სწორადაა ნათქვამი, ადამიანს რა ფერის თვალებიც აქვს, ის ფერი ყველაზე მეტად უხდებაო.შემდეგ, როგორც დღესასწაულებზე სჩვევია, მშობლების ოთახიდან, უჯრაში შენახული მაკიაჟი გამოიტანა და სახეზე "რუმინაის" სმა დაიწყო.ჩამეცინა.ისე გამომხედა, ზუსტად მივხვდი, მსხვერპლი ვიქნებოდი და ჩავიხვენეშე.მას შემდეგ, რაც თვითონ მორჩა პრანჭვას, მე მომიტრიალდა. იძულების წესით გადამისვა ბლესკი ტუჩებზე და ბოლო შტრიხით კმაყოფილმა, თავი დააქნია.მერე ინება ჩემი სახლში გამოშვება.დედას და ბებოს მოეწონათ, ნატას ნახელავი.მეც კაბა ჩავიცვი.მუქი, სისხლისფერი გრძლი კაბა.თმა ჩამოვიშალე და ტკბილეულის საახლაწლო მაგიდაზე დაწყობას შევუდექი.ვაჩეც მალე მოვიდა და გამოიცვალა.თორმეტზე ყველანი ერთად შევხვდით ახლა წელს.თითო ჭიქა ᲓᲐᲕᲚᲘᲔᲗ, ცოტა მივირთვით და გარეთ გავედით.ყველა გამოსულიყო.მეზობლები ერთმანეთს ულოცავდნენ ახალი წლის შემობრძანებას და ყველაფერს საუკეთესოს უსურვებდნენ.მეც მივედი ნატასთან და გადავეხვიე.ლამაზი, შეფუთული ყუთი მომაწოდა .

ნატა:ხვალ ლამარასთან ეს ჩაიცვი.

ხო ეხლა, მთელი უბანი, პირველში ლამარასთან არ მივალთ, ჩათვალეთ ლამარამ დაგვკარგა.ამიტომ იქ ვიკრიბებით ხოლმე .
______________________________________
მეხუთე თავი????????



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო იმედია მალე დადებთ გაგრძელებას მადლობა წარმატებებიი ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent