შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

GAMA- ბრძოლა შიშველი ხელებით. 5


14-08-2023, 23:16
ავტორი მირცა
ნანახია 1 525

წამები საუკუნედ გადაიქცა, ეს კოცნა არ იყო ეს იყო ენით ამოუხსნელი საოცრება. ამ ბიჭს მგონი ყველაფერი იდეალურად გამოსდის და ჩემს გაბრუებასაც სასწაულებრივად ახერხებს. შუბლით შუბლზე დამეყრდნო და ღრმად სუნთქვა დაიწყო. ვეცადე მისი ხელები მომეშორებინა მაგრამ უფრო ძლიერად გამაკავა
-გთხოვ არ გავაფჭოთ ეს წამი.- ჩემს ტუჩებთან დაიჩურჩულა, შემდეგ მონაცვლეობით ორივე ლოყაზე მაკოცა
-აკაკი, მე უნდა წავიდე... გთხოვ.- თვალს ვერ ვუსწორებდი, საშინლად მრცხვენოდა. სიამოვნებისგან მთელი სხეული დამეჭიმა და გული ამოხტომას მქონდა.
- ახლა წადი,მაგრამ ჩემგან არასდროს წახვიდე თი ნი.- თმის ბოლოზე თითებით გამეთამაშა
-აკაკი ძალიან მაბნევ.- ძლივს ავხედე თვალებში
-შენც ძალიან მაბნევ, ახლა კი სანამ გადავიფიქრე წადი.
ვეღარაფერი ვერ ვთქვი, ჩქარი ნაბიჯით დავტოვე გასახდელი და საპირფარეშოსკენ წავედი, ახლა ცივი წყალი თუ მომიყვანდა გონს. კართან ათასი თვალი და ყური დამხვდე, ყველას ინტერესი ეხატა სახეზე. მათ შორის ბესოც იყო, ეგ არის და აქ დამთავრდა ყველაფერი-მეთქი, გვერდი რომ ამიარა და აკაკისთან შევიდა. ღმერთო ახლა არაფერი მოხდებოდეს და კოცნის გამო სამსახურს არ დავკარგავდე. ონკანიდან ცივი წყალი მოვუშვი და სახეზე შევისხი. რამდენიმე წამი თვალები დავხუჭე და ისევ კოცნა გავიხსენე, სიზმართან შედარებით ასიათასჯერ სასიამოვნო და არომატული ტუჩები ჰქონია ჯაშს. მალევე დავბრუნდი დარბაზში, ჩემდა გასაკვირად წეღანდელი ინტერესიანი თვალები გაქრა და ყველა ისე იქცეოდა თითქოს არაფერი მომხდარა. აკაკი და ბესო მოვძებნე, დიდიხანი არ დამჭირვებია ნინიმ მითხრა რომ ბესო და აკაკი გარეთ გავიდნენ. აი ახლა კი ყველაფერი დასრულდა. საღამო უაზროდ გაიწელა, ნერვიულობით თითებს ვიმტვრევდი და შემოსასველეს თვალს ვერ ვაშორებდი. ბესოს გამოჩენა და ჩემი მასთან მირბენა ერთი იყო
-ბესო, ყველაფერს აგიხსნი.- ვცდილობდი მისი თვალებიდა ამომეკითხრა რას ფიქრობდა
-ასახსნელი არაფერია, შენი პირადი შენი პირადია.- გამიღიმა, ღმერთო ახლა რაღა მოხდა
-უბრალოდ ძალიან მჭირდება ეს სამსახური.- ისევ ახსნა დავიწყე
-თინი დღეს არაფერი მომხდარა, კარგი?- ხელი მხარზე მეგობრულად მომითათუნა და ხალხში გაუჩინარდა. აჰა ანუ დღეს არაფერი მომხდარა, არაფერი მომხდარა გონებაში რამდენჯერმე გავიმეორე. აკაკი არსად ჩანდა, ცოტა არ იყოს მენერვიულებოდა. უაზროდ ვიჭამდი ტუჩებს, რომლებზეც ისევ იგრძნობოდა აკაკის ბაგეების არომატი. ღმერთო მომაჯადოვა ამ ადამიანმა, ასე არასდროს არავის მოუპარავს ჩემი ყურადღება და ხმამაღლა შემეძლო მეთქვა რომ ასე ჯერ არავინ მდომებია.
გზაში მესიჯებით ყველაფერი მოვახსენე თამთას მისგან მხოლოდ გაოცების ემოციებს ვიღებდი პასუხად, ბოლოს აკაკის ნომერი ვთხოვე მინდოდა გამეგო სად გაქრა და რა მოხდა ბესოსთან. რამდენიმე ზარის მერე მიპასუხა და ცოტა გულზეც მომეშვა
-აკაკი მე ვარ, როგორ ხარ? ვინერვიულე შენზე.- ვთქვი თუ არა ტუჩზე ვიკბინე, ჰო მიდი თინათინ ბარემ სიყვარულიც აუხსენი
-მე კარგად ვარ და ჩემზე ნერვიულობა თუ უკვე დაიწყე ეს ძალიან მომწონს.- ანუ დამცინის კიდეც
-კარგია, ანუ კარგად ხარ, ღამემშვიდობის.
-არ გამითიშო, მოიცადე. არ მინდოდა გენერვიულა უბრალოდ მინდა იცოდე ,რომ ამის მერე ბესოს და სამსახურის დაკარგვის შიში არ გქონდეს.
-მადლობა და ეს ყველაფერი როგორ მოხდა?
-როგორ და ვუთხარი რომ ძალიან მაცდური ქალი ხარ და შემიტყუე, მეც დაგნებდი.- არა ეს ნამდვილად ჩემი დაცინვის ხასიათზე
-აკაკი, გთხოვ ნუ დამცინი თორემ ჩემს მაცდურობას მართლა გამოცდი.
-კარგი მაცდურების პრინცესავ. ისიც მითხარი ყავაზე რომ დაგპატიჟო რა აზრის ხარ?
-გაგიკვირდება და ძალიან კარგი აზრის ვარ, ახლა კი ღამემშვიდობის, ყავაზე ბესოსთან საუბრის დეტალებს განვიხილავთ.
-მე უფრო სხვა გეგმა მაქვს, ღამეშვიდობის თი ნი.- ზარი გათიშა. უაზროდ დავცქეროდი გათიშულ მობილურს და მეცინებოდა. მგონი რაღაც ახალი და წარმოუდგენლად კარგი იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში.
მთელი დღე ბედნიერი დავდიოდი ოთახიდან ოთახში, აკაკი ნამდვილად კარგად მოქმედებდა ჩემზე, ყველაფერს ახალისებდა თითქოს. სულ რამდენჯერმე შევხვდი, მაგრამ ვიცოდი მისგან რა მსურდა. ის ხომ გაგიგიათ ადამიანი ადამიანისთვის მზე რომ არის ? ზუსტად მზედ გადაიქცეოდა მალე ჩემთვის. მისი შეხება მსუბუქი ალკოჰოლივით იყო ჩემთვის, ძალიან სასიამოვნო და ცოტათი გამაბრუებელი.
საღამოს გამომიარა და ერთ-ერთ მყუდრო კაფეში დავსხედით. ჩხუბის კვალი ემჩნევოდა მყვრიმალზე , მიუხედავად ამისა უზომოდ სიმპატიური იყო. კაფეში ყოფნის პერიოდი სასიამოვნოდ გავატარეთ, მალ-მალე ჩემი თმა სახესთან ახლოს მიჰქონდა და მთელი მონდომებით ისრუტავდა სუნს. ძალიან მინდოდა მეც რამე მსგავსი გამეკეთებინა, მაგრამ არც ხელები და არც ფეხები არ მემორჩიებოდნენ ღიმილის მეტი არაფერი შემეძლო. არ გამკვირვებია ჩემი თმის სამაგრი ისევ ხელზე რომ ეკეთა მაგრამ მიზეზი მაინც ვკითხე
-ჩემი თმის სამაგრი ისევ ხელზე გიკეთია ?
-კი, შენი თმის სუნი აქვს.- ისევ თმაზე გამეთამაშა
-სულ ასე უნდა ატარო?- სასიამოვნო მოსასმენი იყო ნამვილად
-სანამ შენც ჩემთან არ წაგიყვან.- აი ახლა კი დამეთანხმებით და მართლა სასწაულად სასიამოვნო მომენტია საყვარელი ადამიანისგან ამისი მოსმენა
-აკაკი, რა ურთიერთობა გვაქვს?- არ მინდოდა რამე დამეჩქარებინა და მითუმეტეს დამეფრთხო მაგრამ რაღაც უნდა დამერქმია ამ ურთიერთობისთვის
-ჯერ არ ვიცი, თუმცა უფრო მეტი მინდა ვიდრე ახლა არის და რაღაცეები ცოტათი მაბნევს.- ვერ მივხვდი რა იგულისხმა
-მაინც რა?
-მაგალითად ის ბიჭი შენს გვერდით.- ლექსოს გულისხმობდა
-და შენ თუ ფიქრობ რომ ის ბიჭი ჩემთვის მნიშვნელოვანი რატომ მაკოცე აკაკი? ან რატომ ვართ ახლა აქ?
- და არის მნიშვნელოვანი?- ძლივს გასაგონად მითხრა და დაბნეულმა გამომხედა
- რა თქმა უნდა, არის აკაკი რადგან ჩემი ძმაა.- თითქოს ლოდები მოხსნეს მხრებიდან ერთიანად გასწორდა სავარძელზე და თვალებ გაბრწყინებულმა ამომხედა
-ე.ი ძმა ხომ ?
-კი ჩემი ძმაა.- ისეთი საყვარელი იყო ახლა.
საკმაოდ დიდი ხანი გაგრძელდა ჩვენი "ყავის პაემანი", თითქმის ყველაფერზე ვისაუბრეთ, ბესოზეც გამოვკითხე ყველაფერი და პასუხად მივიღე რომ მისი შიში არ უნდა მქონდეს და რომ სამსახურს არ დავკარგავდი.



№1 სტუმარი სტუმარი Kkk

Male dade axali tavi ineresit vkvdebi dzalian magariaaa

 


№2 სტუმარი სტუმარი Kkk

P.s cota didi tavit gagvaxare pataraa isedac ise male ikitxeba

 


№3  offline წევრი მირცა

სტუმარი Kkk
Male dade axali tavi ineresit vkvdebi dzalian magariaaa

წუხელ ავტვირთე ახალი თავი, ჯერ არ არის საიტზე დადებული

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent