შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორე სუნთქვა 4 თავი


21-02-2024, 22:32
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 752

თავისდაუნებურად გაეღიმა გიორგობიანს, რას წარმოიდგენდა ბებოს თუ ექნებოდა შენახული და მაინც, როგორ მოახერხა ისე, რომ არცერთხელ დაცდენია შენი ფოტო და ნახატი მე მაქვსო.
თაბახი რომელიც ოთხად იყო გაკეცილი უდიდეს ემოციებს იტევდა, მასზე შავ-თეთრ ფერებში შესრულებული მამაკაცის პორტრეტი იყო. უყურებდა თავისივე ნამუშევარს და ახსენდებოდა, როგორი გულმოდგინებით ხატავდა, როგორი სიყვარულით. თაბახზე დემეტრე გამსახურდიას პორტრეტი იყო წარმოდგენილი, მეტად სერიოზული სახე ჰქონდა და ისეთი ცოცხალი თვალები გეგონებოდათ ნამდვილ ადამიანს ვუყურებ და არა ნახატსო. კანკალით გადაუსვა ხელი ნახატს და ისე დაეხუჭა თვალები და ისე გააკანკალა თითქოს თავად დემნას შეახო ხელი სახეზე. ცრემლები ჩამოუგორდა
- რა გინდა დემე, ასე როგორ შემაყვარე თავი - ატირდა. გუშინ სრულიად უცხო ხალხის წინ ეჩხუბა, ეუხეშა და სურვილი არ შეუსრულა, მაგრამ დღეს მაინც ენატრება, მაინც უყვარს, მაინც ვერ ბრაზდება და ვეღარ ტკივა ისე გული. ასეა ხოლმე საყვარელ ადამიანს ყველაფერს ვპატიობთ, მიუხედავად იმისა რომ გარკვეულ სიტუაციებზე ვამბობთ ამას ნამდვილად ვერ ვაპატიებ, ფაქტის წინაშე დავდგებით თუ არა სიტყვები სხვა რაღაცას ამბობენ და საქციელები სხვას, ფაქტის წინაშე მდგომები დანაშაულის სიმძიმეს იმდენ ყურადღებას არ ან აღარ ვაქცევთ და იმ წუთშივე თუ არა გარკვეული დროის შემდეგ მაინც ვპატიობთ.
მერე ფოტო ნახა სადაც ერთად იყვნენ, იღიმოდნენ, თვალები ბედნიერებისგან უციმციმებდათ და თითებზე ორივეს ნიშნობის ბეჭედი ეკეთათ, ლუნას მინდვრის ყვავილების თაიგული ეჭირა ხელში და ბედნიერებას ასხივებდა. კიდევ ერთხელ გაეღიმა, მაგრამ ახლა სევდიანს, ის დრო ენატრებოდა, როცა ერთად იყვნენ, თავისი ცხოვრების ყველაზე ნათელი პერიოდი.
- ლუნა - ბებო ეძახდა. იმ წამსვე მოიწმინდა ცრემლები და მეორე ოთახში გავიდა ბებოსთან.
- გისმენ ბე, რა ხდება? - კიდევ ერთხელ მოისვა ღაწვებზე ხელი ჩამოგორებული ცრემლების შესაშრობად.
- ტელეფონზე გირეკავდნენ - ანიშნა იქვე დადებულ მობილურზე.
- მართლა? ხმა არ გამიგა. - ხელში აიღო იფიქრა ნორა ურეკავდა, მაგრამ უცხო ნომრიდან იყო ზარი. თავად დარეკა შესაძლოა, რომელიმე მომხმარებელი ურეკავდა შეკვეთისთვის.
- ალო, თქვენი აზრი იყო შემოსული - პატარა პაუზა გააკეტა.
- დიახ, გირეკვდით. მხატვარ ლუნა გიორგობიანს ვესაუბრები ხომ?
- დიახ, ლუნა ვარ. გისმენთ რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- ნახატის შეკვეთა მინდა თქვენთან, დღეს ვიყავი მოსული და მითხრეს არ მუშაობდით, როდის იქნებით, რომ მოვიდე?
- ოთხაბათს ვიქნები. ორ დღეში.
- კარგით მაშინ ოთხშაბათს მოვალ, შეხვედრამდე.
- დროებით.
დაემშვიდობა და თან ბლოკნოტში ჩაინიშნა შეკვეთის შესახებ მერე, რომ არ დავიწყებოდა.
საათს შეხედა, თერთმეტის ნახევარი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბებოს წამლის დალევის დრო იყო. სამი თავი წამლით და წყლიანი ჭიქით დაბრუნდა სამზარეულოდან.
- ბები წამლების დალევის დროა - მხრებზე შემოხვია ხელი და საწოლზე წამოჯდომაში დაეხმარა. წამლები დაალევინა და ისევ დააწვინა. ჭიქა იქვე ტუმბოზე გადადო და საწოლის კიდეზე ჩამოუჯდა მისი თითები თავისაში მოიქცია და ნაზად ეფერებოდა, რამდენი ტანჯვა და ტკივილი აქვთ ამ ხელებს გადატანილიო ფიქრობდა თავისთვის, ბაბუამაც კი მის ხელებში დალია სული. ფიქრებში წასულს ჩახველების ხმა მოესმა, ბებიას ლაპარაკის წამოწყება უნდოდა და რადგან ლუნა ჩანაფიქრს მიუხვდა თავადვე წამოიწყო.
- უნდა გეთქვა - სახეში შეხედა ბებიას და მცირე პაუზა გააკეთა - ნიშნობის ფოტო და ნახატი. უნდა გეთქვა, რომ შენახული გქონდა.
ბებოს ჩაეღიმა და მითხრა.
- დემეტრეს სახელის გაგონებაც არ გინდოდა და ნიშნობის ფოტო, როგორ მომეცა შენთვის?
- მადლობა, რომ შეინახე - ცრემლი მოიწმინდა.
- წამომაყენე, რადგან ამ საკითხზე დავიწყეთ ლაპარაკი რაღაცის კითხვა მინდა - საწოლის საზურგეს მიეყრდნო და ლაპარაკი დაიწყო - რაღაც მინდა მოგიყვე, მაგრამ არ ვიცი შესაფერისი დრო არის თუ არა.
- რის მოყოლა გინდა? ან რატომ არ არის შესაფერი დრო? - წარბები ოდნავ შეკრა და დაინტერესებულმა შეხედა. - მე და დემეს გვეხება? - ეჭვით შეხედა.
- კი შენ და დემეს გეხებათ. მგონი საკმარისი დრო გავიდა იმ შემთხვევის შემდეგ, რომ ეს პატარა საიდუმლო გაგიმხილო. შვიდი წლის წინ, როცა დემეტრეს დაშორდი და ბეჭედი დაუბრუნე, საზღვარგარეთ გადაწყვიტა წასვლა, მანამდე კი აქ ჩემთან ამოვიდა. როცა ვილაპარაკეთ დავრწმუნდი, რომ მასაც აქვს თავისი სიმართლე და როცა მზად იქნები აუცილებლად დაურეკე და დაელაპარაკე.
- ჩამოვიდა, საქართველოშია - შეაწყევტინა ლაპარაკი.
- დემე ჩამოვიდა ბებო? - ჩაეღიმა. - მაშინ ხვალვე შეხვდი და დაელაპარაკე.
- ბებო გთხოვ არ გინდა, ხომ იცი საშინლად დავასრულეთ და აღარ ვაპირებ თინეიჯერი გოგოსავით კისერზე ჩამოვეკიდო და დავიჯერო, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
- იქნება ბებო, ყველაფერი კარგად იქნება. შენ მაინც იცი, რომ ცხოვრება ომია და თუ ძლიერი არ იქნები დამარცხდები, დემეტრეს სიყვარულში თუ დამარცხდი ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრება დამთავრდა და აღარაფერი იქნება კარგად.
- როგორც იქნა ნამდვილად ბედნიერი ვარ ბებო. აღარ მინდა ვინმეზე დავამყარო იმედი, რადგან მეშინია, რომ ისევ გამიცრუვდება. მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს.
- კარგი, როგორც გინდა, მაგრამ იცოდე ძალიან ცდები. - აღარაფერი უთქვია, ფეხზე წამოდგა და გარეთ გავიდა.
ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გახედა და გაახსენდა, რამდენი ღამე გაუტარებიათ აქ შინდისში, ბებოს ეზოში ვარსკვლავების ცქერასა და ლაპარაკში, რამდენი ულაპარაკიათ თავიანთ მომავალზე, იმაზე თუ როგორი კაბა ეცმებოდა ლუნას ქორწილზე და როგორი სმოკინგი გამსახურიდას, როგორი სახლი ექნებოდათ. ორი შვილი უნდოდა ყოველთვის ლუნას, დემეტრესთვის კი სულ არ ჰქონდა მნიშვნელობა, რამდენი იქნებოდნენ ისე უყვარდა ბავშვები სულ, რომ ათი შვილი ჰყოლოდათ უარს არ იტყოდა, მისთვის მთავარი იყო ლუნასნაირი ქერა ქალბატონი ჰყოლოდა გვერდით, რომლის გაზრდაშიც დიდი სიამოვნებით მიიღებდა მონაწილებას და დაიცავდა, როცა ვინმე შეაწუხებდა, მასთან გაჩნდებოდა და ამგვარად ცოლისა და შვილების სიყვარულში ყველაზე ეგოისტი ადამიანი იქნებოდა.
- როდის უნდა დამავიწყდეს საბოლოოდ ყველაფერი რაც შენ გიკავშირდება? - ჩაილაპარაკა თავისთვის. ქერა თმაზე გადაისვა ხელი ანერვიულებულმა და თავი გააქნია ფიქრების გასაფანტად მერე კი სახლში შებრუნდა და საწოლში ჩაწვა.
- დემე, გთხოვ აქ არ დამტოვო, თუ გიყვარვარ მოდი დემე და წამიყვანე, გევედრები არ დამტოვო - ოფლში გაწურული, კანკალებდა და ტიროდა, ისევ იმ კოშმარს ხედავდა. თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი და შოკისმომგვრელი ტრაგედია ახლა იმაზე უფრო ნათლად დაინახა ვიდრე მაშინ, როცა რელურად მოხდა და იმაზე ასჯერ და ათასჯერ მტკივნეულად შეიგრძნო ვიდრე იმ დღეს. - არა, გთხოვ დემნა თუ გიყვარვარ აქ არ დამტოვო. - ასე რეალური აღარ უნდა გამხდარიყო. წლების წინ, როცა ერთ ფსიქოლოგთან დადიოდა, რომელმაც რამდენიმე სეანსის მერე უთხრა, რომ მისი კოშმარები დამთავრდა და აღარასოდეს განმეორდებოდა, თუმცა როგორც ჩანს შეცდა. ტირილით გამოიღვიძა და ვიდრე დამშვიდდა კანკალმა კიდევ უფრო აიტანა და ტირილიც ქვითინში გადაეზარდა. მუხლებს შემოხვია ხელები და თავი ჩარგო, დილამდე იყო ასე ტიროდა და შიშით ვერ იძინებდა. მაინც ყველაზე საშინელი დრო მისთვის კოშმარის შემდგომი პერიოდი იყო, დრო როცა აკანკალებული, შეშინებული იღვიძებდა და ატირებული კიდევ უფრო უმატებდა ტირილს. ასეთ დროს ეშინოდა და ყველა მხარეს იყურებდა ზოჯერ საათობით უყურებდა ფანჯრებსა და კარს, ვინმე ხომ არ მოდისო, თუმცა ამის შესახებ არავინ იცოდა არც ნორამ, არც თორნიკემ და მით უმეტეს, არც ნანუკამ. ყოველთვის ერიდებოდა ამ თემაზე სხვებთან ლაპარაკს და ფიქრობდა უკეთესი იქნებოდა, თუ ჯერ კიდევ ვერ დავიწყებულ კოშმარებზე არაფერს იტყოდა. მიუხედავად ასეთი რთული ღამეებისა დილით მაინც ცდილობდა ღიმილიანი სახით გასულიყო ოთახიდან და ყველასთვის ბედნიერება და სიხარული ესურვებინა. გაესხივბინა თავისი მშვენიერება და მოჩვენებითი ბედნიერება. ახლაც ასე მოიქცა და თუმცა მთელი ღამე გაათენა ისე იღიმოდა თითქოს არაფერი მომხდარა. სამზარეულოში ყავა გაიმზადა, რამდენიმე წუთში კი ბებოს წამოადგა თავზე ფინჯნით ხელში.
- დილაშვიდობის - ღიმილი არ დავიწყებია. ეს უკანასკნელი საუკეთესო საშუალებაა უხასიათობის ან ცუდად ყოფნის დასაფარად.
- დილამშვიდობის ბებო რა ადრე ამდგარხარ. - გაუღიმა ბებიამ.
- ვისაუზმოთ და წავიდეთ ხომ?
- სხვა გზა მაინც არ მაქვს. - უთხრა ბებიამ და მის ნებას დაჰყვა.
თბილისისკენ მიმავალი გზა ზედმატად მშვიდი იყო, ფიქრობდა და ისე მართავდა მანქანას. ალბათ ფსიქიატრთან კვლავ მოუწევს სეანსებზე სიარული საბოლოოდ უნდა მოიშოროს კოშმარი, რომელიც მის ცხოვრებას ახლავე თუ არა ძალიან მალე გაანადგურებს.
- გისმენთ? - აწკრიალებულ ტელეფონს უპასუხა ზარი უცხო ნომრიდან იყო.
- ქალბატონ ლუნას ვესაუბრები? - მშვიდი გაწონასწორებული ხმა გაისმა მეორე ხაზიდნ, იმდენად საოცარი იყო ეს ხმა იმდენად უცხო გააჟრიალა.
- დიახ მე ვარ. თქვენ ვინ ბრძანდებით? - ზრდიალობიან ტონს ინარჩუნებდა გიორგობიანი.
- თქვენი სახელოსნოს წინ ვარ, შეკვეთა მინდა თქვენთან თუ შეგიძლიათ რომ მოხვიდეთ. დიდ დროს არ წაგართმევთ.
- იცით ახლა დაკავებული ვარ, თან ქალაქშიც არ ვარ. - ცოტა ეუხერხულა ასეთი პასუხი რომ გასცა, მაგრამ რა ექნა ტყუილი ხომ არ უთქვამს?
- კარგით, როდის იქნებით რომ მოვიდე? ცოტა საჩქაროა და მინდოდა მალე შეგხვედროდით.
- დღეს, საღამოს საათებში თუ დრო გექნებათ შევძლებ სახელოსნოში მოსვლას. - ისე უპასუხა იფიქრებდით ახლა რომ უარი ვუთხრა გული საშინლად დაწყდებაო.
- დიახ, შევძლებ.
- კარგით, მაშინ ოთხ საათზე ვიქნები სახელოსნოში და და შეგიძლიათ გამოიაროთ.
- მადლობა. დროებით.
- კარგად იყავით. - თავად გათიშა ზარი და შეხვედრა ჩაინიშნა, რომ არ დავიწყებოდა.
- შეკვეთაზე დაგირეკეს? - შეხედა ბებიამ, რომელიც აღარც კი ახსოდა მანქანაში რომ ჰყავდა.
- კი, სასწრაფო შეკვეთაა და ხვალამდე ვერ მოიცდიოს. ალბათ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის სჭირდებათ სხვა შემთხვევაში ასე საჩქარო არ იქნებოდა. - არ მოსწონდა ხოლმე საჩქარო შეკვეთების აღება, ბევრ ისეთ შემკვეთთან უთანამშროლია ორ საათში, რომ უნდოდა ურთულესი ნახატი და შესაბამისად, არც არასდროს იღებდა ასეთ შეკვეთებს. საშარო საქმეა და არ მიღირსო ამბობდა ხოლმე, ამ შეკვეთასაც არ აიღებდა დიდი ალბათობით, თანაც ხვალისთვის სამი შემკვეთი მოდიოდა და დროში ისედაც გაჭედილი იყო, ახალი თავის ტკივილი აღარ ეჭირვებოდა.
ბებია სახლში მიიყვანა ჯერ კიდევ ძალიან ცუდად იყო, ნორა დატოვა მასთან თავად კი ბარგი ამოალაგა. ბევრი იფიქრა ფოტო და ნახატი წამოეღო თუ არა და საბოლოოდ შინდისის სახლში დატოვება არჩია, ყველაფრის დავიწყება უნდოდა, ამას კი ვერ შეძლებდა თუ ფოტო და ნახატი ახლოს ექნებოდა, ახლა კი ერთი ფოტოსთვის თხუთმეტი კილომეტრის გავლა ძალიან აფსურდულად ეჩვენებოდა, ყოველ შემთხევაში თავად არ იყო ისეთი ქალი სოფელში ფოტოსთვის ჩასულიყო.
- ნორა კესო ბაღშია? - კითხა ბებიასთან მოსაუბრე დედას.
- კი ბაღშია, მე უნდა წავსულიყავი გამოსაყვანად ოპერაციებზეა თოკო ნინიც მუშაობს.
- მე გამოვიყვან თან სახელოსნოში მელოდებიან ოთხზე მაქვს შეხვედრა და გავუვლი.
- კარგი.
როგორც ყოველთვის ახლაც ფეხით გავლა გადაწყვიტა, ოც წუთში სახელოსნოს წინ იდგა და კარს აღებდა.
- გამარჯობა - უკნიდან ნაცნობი, საუცხოო ხმა გაიგონა და წამსვე შებრუნდა ადრესატისკენ.
- გამარჯობა - ისე მიესალმა ეჭვიც არ შეგეპარებოდა, რომ მიხვდა ვინც იყო მის წინ მდგომი მამაკაცი.
- ლუნა ბრძანდებით ხომ? - სახე ოდნავ შეაბრუნა და თვალებ მოჭუტულმა ჰკითხა.
- დიახ მე ვარ. - ოდნავ გაუღიმა.
- მე კონსტანტინე ვარ - ხელი გაუწოდა მასზე ორი თავით მაღალმა სიმპათიურმა კაცმა. - დილით მე გესაუბრეთ.
- დიახ, სასიამოვნოა - კონსტანტინეს გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება და ისე დაუარა ტანში ჟრუანტელმა არ ესიამოვნა და მალევე უკან დააბრუნა ხელი.
კონსტანტინედ წოდებული მაღალი, შავგრემანი და ნაცრისფერთვალება იყო, თხელი ტუჩები და ოდნავ კეხიანი ცხვირი ჰქონდა, რომელსაც ულვაშები ისეთ ლამაზს აჩენდა, ალბათ კოსმეტიკური ოპერაციაც ვერ გაალამაზებს ისე ცხვირს. სახელოსნოში შესული ინტერესით აკვირდებოდა ნახატებს, რაც თითქმის მთელ კედელზე იყო დაკიდებული.
- კარგად ხატავთ - ოდნავ ღიმილით უთხრა ქერა მომხიბვლელ ქალბატონს.
- მადლობა - გაეღიმა ლუნას. - იქნებ გადავიდეთ საქმეზე, ბევრი დრო არ მაქვს და...
- დიახ, რა თქმა უნდა - უკვე დასერიოზულებულმა შეხედა და საქმეზე გადავიდა - ათამდე ნახატი მინდა, რომ დამიხატოთ.
- რამდენ ხანში? საჩქაროა?
- დიახ, სამ დღეში მინდა, რომ მზად იყოს.
- აშკარად არარელურ ვადაში მთხოვთ დახატვას, თან სხვა შეკვეთებიც მაქვს და ვშიშობ ვერ შევძლებ.
- ორჯერ მეტს გადაგიხდით ოღონდ უარით ნუ გამიშვებთ.
- კი, მაგრამ სხვებს რა ვუთხრა? ხვალისთვის სამი ადამიანისთვის მაქვს შეკვეთა გასამზადებელი და მარტო ხვალის დღეც ხომ არაა მთელი კვირა ძალიან დატვირთული მაქვს. ბოდიშს გიხდით, მაგრამ დროში ვერ ჩავეტევი. სამწუხაროდ ვერ ავიღებ. - ცდილობდა ზრდილობიანად ეთქვა უარი, მაგრამ კონსტანტინე ძალიან აწვებოდა.
- იქნებ რამე მომიხერხოთ, ძალიან გთხოვთ. - ისევ იგივეს აგრძელებდა კაცი - ძალიან ბევრი მხატვარი ვნახე, თუმცა ყველა უარს მეუბნება.
- ძალიან პატარა დროში ითხოვთ ამდენი ნახატის შესრულებას და რთულია მეც გამიგეთ ვინც ორი და სამი კვირის წინ მომცა შეკვეთები იმ ხალხს ახლა ხომ ვერ ვეტყვი უარს.
- იქნებ გენახათ ნახატები, რამდენიმე მაინც, რომ შეძლოთ თუ ყველა არა - ტელეფონში აჩვენა ნახატები.
- ამ ნახატებიდან მხოლოდ ერთის დახატვის დრო, თუ მექნება მეტს მართლა ვერ შევძლებ. - იმდენჯერ თხოვა უხერხულად ჩავარდა და ზრდილობის გამო უფრო დათანხმდა ვიდრე დროის ქონის გამო.
- ძალიან კარგი, ერთი იყოს. იქნებ დანარჩენები სხევებს დავახატინო.
შეთანხმდნენ და ერთმანეთს დაემშიდობნენ. ვიდრე წავიდოდა ლუნასკენ შებრუნდა და გაუღიმა. თითქოს ნაცნობი ღიმილი ჰქონდა, მაგრამ ვერ გაიხსენა საიდან შეიძლება სცნობოდა კონსტანტინე, თან მისი ნაცნობებიდან არავის ერქვა ეს სახელი. მერე იფიქრა ალბათ ადრეც ყოფილა აქ და მაგიტომ მეცნობაო თავი დაიმშვიდა თითქოს. როცა კაცი წავიდა შვებით ამოისუნთქა და თქვა:
- ასეთი ჯიუტი და მოუშვებელი მომხმარებელი ჯერ არ მყოლია. - საათს დახედა ხუთი სრულდება უკვე, რაც იმას ნიშნავდა, რომ კესოსთან უნდა წასულიყო, მალევე დაკეტა სახელოსნო და პატარა კესარიას წამოსაყვანად წავიდა.
გზიდან ნინის დაურეკა და უთხრა კესოსთან მე გავივლი, მივდივარ უკვე და არ ინერვიულოო. ორი დღე არ უნახავს ქერა ქალბატონი და უკვე ისე მონატრებოდა გეგონებოდა საუკუნის წინ ნახა ბოლოს და არა ორი დღის უკანო.
- მამიდა - იყვირა კესომ ლუნას დანახვაზე და მისკენ გაიქცა - როგორ მომენატრე - თავისი გაწრიპული მკლავები შემოხვია და გულში ჩაეკრა ქალს.
- მეც მომენატრე ჩემო პატარა, ძალიან მომენატრე - გულში იკრავდა და თან ლოყებს უკოცნიდა პატარა მეტიჩარას.
- წავიდეთ? - კითხა როცა ბავშვმა ხელები შეუშვა.
- კი - მხიარულმა წამოიძახა.
- კარგად - ხელი დაუქნია ბავშვებს და მასწავლებელს. დღეს ნანუკა ისვენებდა ასე, რომ მის ნაცვლად სხვა მასწავლებელი იყო.
- აბა რა ხდებოდა დღეს ბაღში? ყველა ლექსი წაუკითხე მასწავლებელს? - ღიმილით ჰკითხა ბავშვს კარში გამოსვლისას.
- კი ყველა ზეპირად ვიცოდი და ათი ქულა დამიწერა ნანა მასწავლებელმა - გახარებული იყო მაღალი ქულის გამო.
- ჩემი ყოჩაღი გოგო, ძალიან გამახარე, ამიტომაც საჩუქარს იმსახურებ ყველაზე გემრიელ ნაყინს ვჭამთ ახლა მე და შენ ხომ გინდა? - ისე გულწრფელად იღიმოდა უფროსი გიორგობიანი, იმდენად ლაღი იყო ამ წუთებში ბედნიერებას ასხივებდა.
- კი მინდა - აღტაცებულმა წამოიყვირა და სახეში შეხედა მამიდას. მერე კი წინ გაიხედა და ნაცნობი ადამიანისკენ გაიქცა.
- დემე ძია - გულზე შეაფრინდა პატარა მეტიჩარა, კაცსაც აშკარად გაეხარდა ბავშვის ნახვა და თან ასე თბილად, რომ შეხვდა ხელები შემოხვია და გულში ჩაიკრა ღიმილით.
- მომენატრე პატარავ, რა კარგია რომ ისევ შევხვდით. - ლოყები დაუკოცნა სადაც, რამდენიმე წუთის წინ ლუნა კოცნიდა.
- მეც ძალიან მომენატრე - ლოყაზე აკოცა კესომაც და აღარაფრით უშვებდა კისერზე შემოხვეულ ხელს.
- ფეხი მოგირჩა? - კოჭზე დახედა გამსახურდიამ.
- კი, უკვე სირბილიც შემიძლია.
- რა მაგარია.
- იცი ჩვენ ნაყინი უნდა გვეჭამა - ისე უცებ უთხრა, ლუნამ გაჩუმებაც ვერ მოასწრო.
- კეს წავიდეთ სახლში ბიძიას ეჩქარება და ნუ აცდენ. სახლში ბებო გველოდება. - ისე მოიწყინა ბავშვმა წამში მოაშორა დემეტრეს ხელი და მისი მკლავებიდან თავის გათავისუფლება სცადა.
- არა კეს არ მეჩქარება, წამოდი ერთად ვჭამოთ ნაყინი - წამით შეხედა ლუნას ნაწყენი იყო თან ძალიან. ერთ მზერაში მიხვდა ქალი.
- არა დემეტრე, მე და კესო მარტო წავალთ, ახლა შენ გეჩქარებოდა. - თვალები დაუქაჩა ლუნამ და ეცადა მიეხვედრებინა არ მინდა შენთან ერთად სადმე წასვლაო. მაგრამ დემეტრე უბრალო კაცი კი არა გამსახურდია იყო, გამსახურდიას კი თუ უნდოდა შანსი არ იყო გადაეფიქრებინა ის რაც ერთხელ თქვა.
- ლუნა არ მეჩქარება ასე, რომ გაჩუმდი და გამოგვყევი მე და კესოს ყველაზე გემრიელი ნაყინი გვინდა. მაკდონალდსის შოკოლადის ნაყინი გვინდა ხო კეს? - ღიმილით შეხედა ბავშვს.
- კი - თავი დაუქნია და გახარებულმა ისევ შემოხვია ხელი დემეტრეს კისერზე.
- წავედით - უკან შებრუნდა და ვიდრე წავიდოდა ლუნას უთხრა - არ მოდიხარ?

- ღმერთო - გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და უკან გაჰყვა - ამის შემდეგ მამაშენს გამოვაგზავნი ხოლმე შენთან კესო მე არაფერს მიჯერებ. - უთხრა კესოს. - სიარული შეგიძლია ნუ აწუხებ ადამიანს.
- არ მაწუხებ პატარავ ჩემთან იყავი. - გაუღიმა დემეტრემ მერე კი ლუნასკენ გადაიხარა სულ ოდნავ და უთხრა - ასე რამ გაგაბრაზა? ეგრე ვერ მიტან უკვე?
- ძალიან გთხოვ თავიდან არ დაიწყო. - თვალები აატრიალა და გაბრაზებულმა შეხედა.
- ნახე ნამდვილ ოჯახს ვგავართ ასე, მაგრამ რაღაც გვაკლია - ხელი, რომელიც ბავშვისთვის არ ჰქონდა შემოხვეული ლუნას თითებში ახლართა და გაღიმებულმა გახედა გიორგობიანის შოკირებულ სახეს და გაფართოებულ ცისფერ წყლიან თვალებს.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

საუკეთესი ისტორიაა. გთხოვთ მალე დადე გაგრძელება, მოუთმენლად ველოდებით

 


№2  offline მოდერი NiLLoIyA

სტუმარი ნანა
საუკეთესი ისტორიაა. გთხოვთ მალე დადე გაგრძელება, მოუთმენლად ველოდებით
საღამოს ავტვირთავ შემდეგ თავს????
მადლობა შეფასებისთვის????

 


№3 სტუმარი ნია

ძალიან სასიამოვნოდ იკითხება. დიდი მადლობს

 


№4  offline მოდერი NiLLoIyA

ნია
ძალიან სასიამოვნოდ იკითხება. დიდი მადლობს
თქვენ მადლობა რომ კითხულობთ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი გვანცა

კარგი ისტორიაა მაგრამ არ გვყოფნის. ცოტა გაზარდეთ მოცულობა

 


№6  offline მოდერი NiLLoIyA

სტუმარი გვანცა
კარგი ისტორიაა მაგრამ არ გვყოფნის. ცოტა გაზარდეთ მოცულობა

მადლობა, რომ კითხულობთ და მოგწონთ. ვეცდები უფრო დიდი თავები დავწერო

 


№7 სტუმარი სტუმარი ნანა

სიამოვნებით ვკითხულობ????

სიამოვნებით ვკითხულობ????

 


№8  offline მოდერი NiLLoIyA

სტუმარი ნანა
სიამოვნებით ვკითხულობ????

სიამოვნებით ვკითხულობ????
ძალიან მიხარია????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent