მერე რა ( სრულად )
- უკვე გადიხარ? -კართან დახვდა კოტე, ხელში საქაღალდეები ეჭირა, დაღლილი სახე ჰქონდა და უძილობისგან ჩაწითლებული თვალები. - გავდივარ და ჯობია შენც თუ გახვალ, ცოტა დაისვენე თორემ გადაიწვები. - რა დროს დასვენებაა, რაღაცები მაქვს შესასწორებელი, ეს პროექტი თუ მოეწონათ და დაგვიმტკიცეს ხომ წარმოგიდგენია როგორ წავიწევთ წინ. - გოგა სად არის? - არაბებთან იყო შეხვედრაზე და საღამოს სადღაც კლუბში მიდის მათთან ერთად, ამტკიცებს ხვალ შეთანხმებაზე ხელს უპრობლემოდ მოვაწერინებო, დაიბარა ტატო აღნიშვნისთვის მოემზადოსო. იცოდა ტატომ რასაც ნიშნავდა აღნიშვნა გოგას ენაზე, ბარი, დალევა და ქალები, მიუხედავად იმისა რომ ცოლშვილი ჰყავდა მაინც არ იშლიდა თავისას. - კარგი ძმაო, წავედი, ხვალ დილით ადრე მოვალ და გავაგრძელოთ, -მხარზე დაკრა ხელი კოტეს და ლიფტისკენ წავიდა, ათი წლის წინ ორ მეგობართან ერთად ჩამოაყალიბა სამშენებლო ფირმა და ახლა ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს და უძლიერეს კომპანიას წარმოადგენდნენ, გარეთ გამოსულმა უზარმაზარ შენობას ახედა და გაეღიმა როცა გაახსენდა თუ როგორ დაიწყეს ყველაფერი, მხოლოდ ერთი პატარა ნაქირავები ოფისი ჰქონდათ და უამრავი ვალი სხვადასხვა ბანკში, დღე ად ღამე მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, უამრავი სიძნელე გადალახეს რომ აქამდე მოეღწიათ, ისეთი დროც იყო როცა ფიქრობდნენ რომ სჯობდა დანებებულიყვნენ თუმცა ყველაფერს გაუძლეს, ყველაფერი გადაიტანეს... ლიფტის უკანა კედელზე დატანებულ სარკეში შეათვალიერა საკუთარი თავი, საშუალოზე მაღალი იყო, სპორტული აღნაგობის მქონე, შავი, საფეთქლებთან ოდნავ შეჭაღარავებული თმით, მუქი შოკოლადისფერი თვალებით, სახის დახვეწილი ნაკვთებით და მოკლედ შეჭრილი წვერით, ნიკაპზე ჩამოისვა, გრძელი მოქნილი თითები და საკუთარ ანარეკლს გაუღიმა, არ მოეწონა როცა სარკეში ნაძალადევად აპრეხილი ტუჩის კუთხეები და უმეტყველო მზერა დაინახა... - მარიკო სახლში ხარ? მოვედი, -საშინლად დაღლილმა შეაბიჯა ტატომ მისაღებში და სახე გაუბრწყინდა დაბალ მაგიდასთან ხალიჩაზე ფეხმორთხმით მჯდარი, წიგნებში და რვეულებში თავჩარგული თექვსმეტიოდე წლის გამხდარი, გრძელთმიანი, ულამაზესი გოგონა რიომ დაინახა. - მამიკო მოხვედი? -ფეხზე წამოხტა გოგონა, სირბილით წამოვიდა მისკენ და ჩაეხუტა, გული გაუთბა, მოდუნდა, თითქოს მთელი დღის დაღლილობა და დაძაბულობა სადღაც გაქრა, მისი სახე ხელებში მოიქცია და საყვარლად აწითლებული ლოყები დაუკოცნა. - ისევ მეცადინეობ პატარავ? მგონი ძალიან იტვირთები ამ ბოლო დროს თათი, არ გინდა სადმე ერთად წავიდეთ რამდენიმე დღით, დავისვენოთ. - მე და შენ? -თვალები გაუბრწყინდა თათიას. - მე შენ და დედა. - დედაც? -წამში სადღაც გაქრა ცოტახნის წინანდელი სიხარული, რაღაცნაირად ეტკინა ტატოს, ან იქნებ ეწყინა მისი ასეთი დამოკიდებულება. - ისევ იჩხუბეთ? ახლა რაღა მოხდა? სად არის? -იკითხა თუმცა უკვე წინასწარ იცოდა პასუხი. - არაფერი არ მომხდარა, როგორც ყოველთვის, ცოტა ვიკამათეთ და მერე თავის დაქალებთან ერთად წავიდა გასართობად, გვიან მოვალო დაგიბარა, -თვალები აუწყლიანდა თათიას და ზურგი შეაქცია მამას, ისევ გაკვეთილებს მიუბრუნდა, დაჯდა, წიგნებში ჩარგო თავი, არ გამოპარვია ტატოს მისი მოცახცახე მხრები და აკანკალებული თითები რომლებითაც ამაოდ ცდილობდა კალმის სწორად დაჭერას, მიუახლოვდა, მის გვერდით ჩაიმუხლა, ხელი მოხვია და მაგრად მიიხუტა მკერდზე. - მომიყევი რა მოხდა, ასე რატომ ნერვიულობ, ასეთი რა გააკეთა. - მე და საბა დაგვინახა ერთად, სახლამდე მომაცილა სკოლის შემდეგ და აქვე პარკში ვისხედით, ნაყინს ვჭამდით, ვსაუბრობდით. - საბა? შენი კლასელი? - ჰო. - კარგი ბიჭია. - მართლა ასე ფიქრობ? -მამის მკლავებიდან თავი დააღწია და გაბრწყინებული თვალებით ახედა ქვემოდან, -საბა მართლა მოგწონს? გაეღიმა ტატოს, ისეთი საყვარელი იყო თათია, ისეთი ლამაზი, ისეთი ჭკვიანი, ისეთი გულწრფელი და მიამიტი, ღმერთს მუდამ მადლობას სწირავდა რომ ასეთი შვილი ჰყავდა. - თვალები ზუსტად ისე გიბრწყინავს საბას ხსენებისას როგორც მას უბრწყინავს როცა შენ გხედავს ხოლმე, -ცხვირზე ფრთხილად დაკრა თითი და მისი სირცხვილისგან აწითლებული ღაწვების დანახვაზე გულიანად გაეცინა, -რაო, რა უნდოდა დედაშენს. - არ მინდა ამაზე ლაპარაკი, -ჯიუტად გააქნია თავი, იცოტა ტატომ თათია დედამისის უფრო მეტად გაბრაზებას ერიდებოდა, ეს თითისტოლა გოგო ცდილობდა მისთვის ხასიათის შეწყობას როცა მარიკო საერთოდ არაფერს აკეთებდა ქმართან და სვილთან ურთიერთობის დასალაგებლად. - მომიყევი, ხომ იცი მას არაფერს ვეტყვი, უბრალოდ მინდა ვიცოდე რა მოხდა. - მართლა არ ეტყვი? - როდისმე ვინმესთვის მითქვამს ჩვენი რომელიმე საიდუმლო? თავი გააქნია თათიამ უარის ნიშნად, მართლა ასე იყო, ყოველთვის ყველაფერს უყვებოდა მამას და ისიც პირნათლად უნახავდა ყოველ საიდუმლოს, მძიმედ ამოიოხრა, ეტყობოდა როგორ უჭირდა საუბრის დაწყება. - რომ დაგვინახა მიყვირა მადენ ხანს სად ხარ და ქუჩაში რატომ ზიხარო, ძალით წამომიყვანა სახლში მერე კი მითხრა არ გაბედო და ჩემი მეგობრის შვილთან არ იმეგობროო, მეორედ საბასთან ერთად არ დაგინახო თორემ ცოცხალი ვერ გადამირჩები, ჩემს მეგობრებთან ნუ მარცხვენო, რა უნდა მამა, რას მერჩის, მე რა შუაში ვარ იმასთან რომ ის და საბას დედა დაქალები არიან ან რატომ არ უნდა ვიმეგობრო მასთან, არავისთან ურთიერთობის საშუალებას არ მაძლევს, სულ მეჩხუბება, მლანძღავს, მამცირებს, შენი ბრალია მე და მამაშენს რომ ურთიერთობა გაგვიფუჭდაო ასე მითხრა... - ასე თქვა? -კბილი კბილს დააჭირა ტატომ და მუშტები შეკრა გაბრაზებულმა. - ჰო ასე თქვა, არ ვუყვარვარ მამა, რატომ არ ვუყვარვარ, ასეთი რა დავუშავე, ყოველთვის ვცდილობ რომ კარგად მოვიქცე და არ შევარცხვინო, ახლა კი უნდა რომ საბასაც დამაშოროს, მითხარი ხომ არ მისცემ ამის უფლებას? შემპირდი რომ საბასთან ურთიერთობას არ დამიშლის, შემპირდი. - გპირდები პატარავ, გპირდები რომ ყველაფერს მოვაგვარებ, -შეპირდა თუმცა არ იცოდა ამას როგორ მოახერხებდა, წინასწარ იცოდა რომ დიდი ომის გადატანა მოუწევდა, მარიკოსთან ჩხუბი და კამათი კი უკვე ყელში ჰქონდა ამოსული. - ასე იმიტომ მექცევა ასე რომ თქვენი ნამდვილი შვილი არ ვარ? -დაუფიქრებლად წამოსცდა თათიას და ამ რამდენიმე სიტყვას ისეთი ტკივილი ამოაყოლა ტატო მთლიანად შეძრა. - ეს მეორედ აღარ თქვა, -ზედმეტად ხმამაღლა გამოუვიდა და თათია რომ შეხტა მაშინღა მიხვდა ამას, თავზე გადაუსვა ხელი და ნაზად მიეფერა ლოყაზე, -მეორედ აღარ თქვა რომ ჩვენი შვილი არ ხარ, შენ ჩემი პატარა ხარ, ჩემი ერთადერთი სიხარული, რა მნიშვნელობა აქვს ვინ გაგაჩინა, ჩვენ გაგზარდეთ გესმის? გვიყვარხარ, მარიკოსაც უყვარხარ უბრალოდ ამას ვერ გამოხატავს, შეუძლებელია შენნაირი საოცარი ბავშვი ვინმეს არ უყვარდეს. - მაპატიე მა, -მკერდში ჩაეკრა და ასლუკუნდა, მაპატიე, შენი წყენინება არ მინდოდა, უბრალოდ დედამ მითხრა იძულებული რომ არ ვყოფილიყავი არ გიშვილებდითო, რატომ იყავით იძულებულები, ეს რას ნიშნავს? ასე რატომ მითხრა? თვალები დახუჭა ტატომ, უკვე ოცდათოთხმეტი წლის იყო და ახლაც გუშინდელივით ახსოვდა ის დღე როცა ის და მარიკო ბავშვთა სახლში მივიდნენ პატარის წამოსაყვანად, მას შემდეგ თორმეტი წელი გავიდა, თათია უკვე თექვსმეტი წლის ხდებოდა, დრო იყო ისე დალაპარაკებოდა როგორც ზრდასრულს, დარწმუნებული იყო ყველაფრის გაგებას შეძლებდა. - ყველაფერს მოგიყვები თუ მომისმენ, -მის მკლავებში მობუზულს დახედა ზემოდან და თბილად გაუღიმა, თანხმობის მიღების შემდეგ კი უფრო მოხერხებულად მოეწყო... მე და მარიკო ძალიან ახალგაზრდები ვიყავით როცა დავქორწინდით, მე ოცის ის თვრამეტის იყო, შეიძლება ახლა ოცი წლის ადამიანი ძალიან დიდად გეჩვენება მაგრამ ასე არ არის, მაშინ არცერთი არ ვიყავით მზად ოჯახის შესაქმნელად, ბევრ რამეს ვერ ვიაზრებდით, ერთად ყოფნა გვინდოდა თუმცა მომავალ სიძნელეებზე და ოჯახურ ტვირთზე არცერთს არ გვიფიქრია, ერთ სკოლაში ვსწავლობდით, მეათე კლასში ვიყავი ჩვენთან რომ გადმოვიდა სასწავლებლად, მალევე გავიცანი და დავახლოვდით, სკოლა რომ დაამთავრა ხელი ვთხოვე, დამთანხმდა, ჩვენი მშობლები წინააღმდეგები იყვნენ თუმცა არავის არ ვათხოვეთ ყური, ამ ასაკში ხომ გგონია თითქოს ყველაფერი მხოლოდ შენ იცი სწორად და მთელი სამყარო შენს წინააღმდეგ არის ამხედრებული, ჩვენი გავიტანეთ და მათ უჩუმრად დავქორწინდით. - შენ რომ გამოგყვა ცოლად იმის გამო ვეღარ გააგრძელა სწავლა დედამ? -შეაწყვეტინა თათიამ. - ეს საიდან მოიტანე? - გავიგონე ერთხელ როგორ გითხრა შენი ბრალია პროფესია რომ არ მაქვსო, ისედაც სულ შენ გაბრალებს ყველაფერს. - ჰოო, ზოგადად ადამიანებს გვჩვევია ყველაფრის სხვისთვის გადაბრალება, -მწარედ გაეღიმა ტატოს, -მე არასდროს არაფერი დამიშლია მისთვის, ყოველთვის ყველაფერში მხარს ვუჭერდი, ჩვენი ქორწინების პირველ წელს თვითონ გადაწყვიტა რომ უნივერსიტეტში ჩაბარება ცოტა ხნით უნდა გადაედო, ვეუბნებოდი მერე გაგრძელება გაგიჭირდებათქო მაგრამ არ დამიჯერა, უნდა დავისვენო და ცხოვრებით დავტკბეო ამბობდა, მე ვმუშაობდი და თან ვსწავლობდი... - დედა რას აკეთებდა? - დიასახლისობდა, მეგობრებთან ერთად ერთობოდა, დროდადრო წვეულებებს მართავდა, როგორც თვითონ ამბობდა ცხოვრებით ტკბებოდა. - შენ როგორ ახერხებდი თან სწავლას და თან მუშაობას? - სხვა გზა არ მქონდა, მასზე დაქორწინებით პასუხისმგებლობა ავიღე, უკვე ოჯახი მყავდა, მომავალზე უნდა მეფიქრა, დასაკარგი დრო ნამდვილად არ მქონდა, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ჩემმა და მისმა მშობლებმა იმაზე დაიწყეს საუბარი რომ შვილი არ გვიჩნდებოდა არადა უკვე დრო იყო. - რას ნიშნავს უკვე დრო იყო? - მათი აზრით სხვა რისთვის ქორწინდება ადამიანი თუ არა შვილის გასაჩენად, არადა შვილის გაჩენა სულაც არ არის ვალდებულება, არც სხვისთვის რამის დამტკიცება, არც ისაა ტრაგედია თუ საერთოდ არ გეყოლება არადა მარიკო ძალიან განიცდიდა მათ თითქმის ყოველდღიურ შემოტევებს, ნერვიული გახდა, მთელი დღეები იჯდა სახლში გამოკეტილი და ტიროდა, გამოკვლევებზე ერთად წავედით, მკურნალობა დავიწყეთ თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ექიმმა გამოგვიცხადა რომ მას ერთი პროცენტიც კი არ ჰქონდა შანსი შვილის ყოლის. - ალბათ ძალიან ინერვიულა, -დამრგვალებული თვალებით ამოხედა ტატოს თათიამ, მის სახეზე გულწრფელი ღელვა და მწუხარება ჩანდა. - უფრო მეტად იმაზე ნერვიულობდა თუ რას იტყოდნენ სხვები, მთელი კვირა ტიროდა დედაჩემი და დედაშენი რას იტყვიან თუ გაიგებენ რომ უშვილო ვარო, ამიტომაც შევთანხმდით იმაზე რომ ყველას ეტყოდა თითქოს მე ვიყავი უშვილო, ამის შემდეგ ცოტა დაწყნარდა. - და შენზე რა თქვეს? - ვინ? - თქვენმა მშობლებმა? - მაგას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს, მთავარია რომ მარიკო იყო მშვიდად. - მე როგორ მიშვილეთ? - უკვე ოცდაოთხი წლის ვიყავი როცა ერთხელ სახლში მოსულს მარიკომ გამომიცხადა სერიოზული საქმე მაქვს შენთანო, მითხრა იქნებ ბავშვი აგვეყვანაო, ძალიან გამიხარდა, თქმას ვერ ვუბედავდი თორემ უკვე დიდი ხანია მინდოდა ამის გაკეთება, ბავშვთა სახლში მივედით, შენობის შესასვლელთან დაგვხვდა დირექტორი, მარიკო მას ესაუბრებოდა, ეზოს მოვავლე თვალი და იქვე ქვიშაში მოთამაშე ბავშვებს შორის დაგინახე, თავიდან ფეხებამდე ქვიშაში და ტალახში იყავი ამოსვრილი, პლასტმასის ნიჩაბს გამეტებით ურტყამდი შენზე ორი თავით მაღალ ბიჭს და ისე საყვარლად აბრიალებდი დიდ ლურჯ თვალებს... - ასეთი რამ არ მახსოვს, -თვალები დააწვრილა თათიამ და გახსენება სცადა თუმცა ვერაფრით იხსენებდა ვერცერთ წუთს ბავშვთა სახლში გატარებულს, მისთვის იმ წუთიდან იწყებოდა ცხოვრება როცა ტატომ პირველად ჩაიხუტა გულში, მის მხარზე თავმიდებულს ჩამოეძინა და ახალ სახლში, ახალ საძინებელში გაახილა თვალები, ფუმფულა საწოლში იწვა, საძინებელს ვარდისფერი კედლები ჰქონდა და უამრავი სათამაშო ეწყო იატაკზე... - გასაკვირი არ არის რომ არ გახსოვს, ოთხი წლის იყავი, -თავზე ნაზად აკოცა ტატომ. - ჩემი საძინებელი მახსოვს, ბუნდოვნად მაგრამ მახსოვს როგორ მომეწონა როცა გავიღვიძე და ვარდისფერი კედლები დავინახე, რაღაც უნდა გკითხო და არ გეწყინოს მა, მე რატომ წამომიყვანეთ? - ეს რა კითხვაა? - ყოველთვის პატარა ბავშვები მიყავთ ხოლმე მე კი ოთხი წლის ვიყავი. - რა მნიშვნელობა აქვს რამდენის იყავი, ისე გჭირდებოდა მზრუნველობა როგორც დანარჩენებს, დაგინახე თუ არა მაშინვე მივხვდი რომ ჩემი პატარა გოგო შენ უნდა ყოფილიყავი. - დედასაც დანახვისთანავე მოვეწონე? -იმედიანი ხმით ჰკითხა თუმცა თვალები ეჭვებით ჰქონდა სავსე, გაახსენდა ტატოს რამხელა ბრძოლის გადატანა მოუხდა იმისთვის რომ მარიკო თათიას წამოყვანაზე დათანხმებოდა, ჩემები რას იტყვიანო მთელი ხმით ყვიროდა, ისედაც სხვისი ბავშვი უნდა ვზარდო და ეს რატომ უნდა წავიყვანო ვერ ხედავ რას ჰგავსო. - რათქმაუნდა მოეწონე, -ღიმილით დახედა ულამაზეს გედად ქცეულ მახინჯ იხვის ჭუკს... ჩაბნელებულ ღია ვერანდაზე მოწნულ სავარძელში იჯდა ტატო, გვერდით მაგიდაზე სასმლით სავსე ჭიქა ედგა, თუმცა არ სვამდა, იშვიათად თუ მოუნდებოდა დალევა და ეს დღე აშკარად არ იყო იმ იშვიათ დღეებს შორის, ფეხშიშველი იყო, სიამოვნებდა შიშველ ფეხისგულებზე გრილი ფილაქანის შეხება, თხელი სპორტული შარვალი და მოკლემკლავიანი გულმოღეღილი მაისური ეცვა, ტელეფონს დახედავდა ხოლმე მალიმალ თუმცა არ დაურეკავს, უკვე კარგა ხანი იყო რაც აღარ ურეკავდა ხოლმე მარიკოს როცა ქალბატონი გვიანობამდე არ მოდიოდა სახლში, ახლაც თორმეტი ხდებოდა... ამოიოხრა და უკან გადააგდო თავი, ცა მოწმენდილი და უჩვეულოდ ლამაზი იყო, ვარსკვლავებით მოჭედილი, სავსე მთვარე დაჰყურებდა თავზე, ის დრო გაახსენდა ის და მარიკო უჩუმრად რომ იპარებოდნენ ხოლმე სკოლის სახურავზე და პირდაპირ ბეტონზე გაშლილ პლედებზე წამოწოლილები აჰყურებდნენ ცას, რამდენ რამეზე ოცნებობდნენ მაშინ, მომავლის გეგმებს აწყობდნენ, ათას რამეს წარმოიდგენდნენ ხოლმე, დაადებდა მკერდზე თავს მარიკო, ნაზად მოხვევდა მკლავებს და ეჩურჩულებოდა უამრავ სასიამოვნო სიტყვას... - მაინც ვერ მოიშალე ჩემი ლოდინი, როცა ვაგვიანებ არ მირეკავ მაგრამ ყოველთვის მელოდები, უჩემოდ არ იძინებ, მომწონს ასე რომ იქცევი, -სიგარეტის წევისგან ხრინწგარეულმა ხმამ გამოარკვია წარსულის მოგონებებიდან, უსიამოვნოდ შეჭმუხნა წარბები როცა სასმლის სუნი იგრძნო, წამოიწია და უემოციოდ აათვალიერა ერთ ადგილზე მობარბაცე სხეული, მაღალქუსლიანები ეცვა, ვიწრო, მოკლე შავი კაბა, ქერა თმა გაშლილი ჰქონდა როგორც ყოველთვის, წითელი ტუჩსაცხი ოდნავ ჰქონდა გადღაბნილი მარცხენა ტუჩის კუთხეში, უაზროდ აცეცებდა სასმლისგან ამღვრეულ ნაცრისფერ თვალებს. - წამოდი დავიძინოთ, -წამოდგა და ხელი ჩასჭიდა მაჯაში თუმცა მარიკომ არ დაანება. - არ მკითხავ სად ვიყავი? - არ გკითხავ, ახლა დასვენება და გამოძინება გჭირდება, ხვალ დილით ვისაუბროთ. - ადრე მეკითხებოდი ხოლმე, მირეკავდი, გაინტერესებდა სად ვიყავი და რას ვაკეთებდი, ახლა საერთოდ აღარ მაქცევ ყურადღებას, აღარ გიყვარვარ? იმიტომ გადამიყვარე რომ შვილი ვერ გაგიჩინე? - გეყოფა, სისულელეებს ნუ ბოდავ, -კბილებში გამოსცრა ტატომ და ძალით წაიყვანა შესასვლელისკენ, -შვილი გვყავს და აქეთ-იქით სიარულს და შუაღამემდე სმას ჯობია მას მიაქციო ყურადღება. - კიდევ ენა მოგიტანა მაგ ლაწირაკმა? -მთელი ხმით იკივლა და უკან დახეული ზურგით მიეჯახა მოჩუქურთმებულ კარადას, ტკივილისგან ამოიკვნესა, -ის ჩემი შვილი არ არის, სწორედ მის გამოა რომ შენი ყურადღება მომაკლდა. - გაჩუმდი თორემ გაიღვიძებს, -პირზე ააფარა ტატომ ხელი გველივით ასხმარტალებულს, -გინდა გაიგოს რასაც ამბობ? ასე ძალიან გინდა რომ შეგიძულოს? - გამიშვი, ხელი მომაშორე, მშვენივრად იცი რომ არ მაინტერესებს რას იფიქრებს, დედაჩემს და დედაშენს რომ არ დაეჟინათ ბავშვი აიყვანე თორემ ტატო გაგეყრებაო იმ ბავშვთა სახლში არასდროს მივიდოდი. - რას ამბობ მარი, -უღონოდ ჩამოუცვივდა მკლავები ტატოს და ერთ ადგილზე გაშეშდა, პირველად ესმოდა ასეთი რამ, რატომღაც ყოველთვის ეგონა რომ მარიკოსაც უნდოდა ბავშვის აყვანა, მისი საქციელის და თათიას მიმართ სიცივის მიუხედავად არ უნდოდა დაჯერება რომ გოგონა არ უყვარდა, ყოველთვის ცდილობდა მისი საქციელისთვის გამართლება მოეძებნა. ეტყობოდა მარიკოს რომ საერთოდ არ ან აღარ ადარდებდა ტატოს გრძნობები და განცდები, ერთადერთი იმაზე ფიქრობდა ერთბაშად მიეხალა მისთვის პირში ის ყველაფერი რაც ამდენი ხანი ასე აწუხებდა და ამძიმებდა, ყოველთვის ასე იყო, მოსწონდა როცა სხვებს ადანაშაულებდა იმაში რომ ვერა და ვერ იპოვა კუთვნილი ბედნიერება, ამშვიდებდა ის რომ სხვაში პოულობდა საკუთარი ჩამქრალი ცხოვრების მიზესს, არადა იქნებ სულ ოდნავი ხელის განძრევა, თვალის უკეთ გახელა და თბილი გულწრფელი ღიმილი იყო იმისთვის საჭირო რომ საყვარელ მამაკაცთან ერთად ბედნიერად ეცხოვრა, იქნებ თვითონაც უნდა დაეთმო რაღაც, თვითონაც ეცადა სხვისი გაგება, იქნებ როგორმე გაეთავისებინა ის რომ სამყარო მის გარშემო არ ბრუნავდა და სხვებსაც გააჩნდათ გრძნობები, სურვილები, ოცნებები... - საკმარისია, გთხოვ წამომყევი, წამოდი დავიძინოთ, -კიდევ ერთხელ მოერია საკუთარ თავს, კიდევ ერთხელ ჩათვალა რომ ამ ყველაფერს ჭარბად მიღებული სასმელი ალაპარაკებდა და სინამდვილეში სულაც არ იყო ასეთი გულცივი და უგრძნობი, სადღაც გულის კუთხეში მბჟუტავ იმედს რომ ერთხელაც ყველაფრის გამოსწორებას და დალაგებას შეძლებდა ვერაფერს უხერხებდა, თუმცა ახლა ისეთი საშინელი იყო მარიკოს მზერა, ცივი, ბოღმით, სიძულვილით და კიდევ რაღაც გაურკვეველი გრძნობების ნაზავით სავსე... - არ წამოვალ, არსად არ წამოვალ სანამ ყველაფერს არ გეტყვი, -ჰაერში შემართა თითი და სცადა ერთ ადგილზე გასწორებულიყო, -შენ არაფერი არ იცი, არადა უნდა იცოდე, უნდა იცოდე როგორ ვიტანჯებოდი შენს გამო, დედაჩემი ყოველთვის ტვინს მიბურღავდა უშვილო ხარ და ნახე თუ არ დაგშორდესო, მერე დედაშენიც დაემატა, დრო მოვა და ჩემი შვილი ისეთ ქალს იპოვის ვინც ბავშვს გაუჩენსო, ვიფიქრე თუ პატარა ბიჭს ავიყვანდით ყველაფერი გამოსწორდებოდა, მირჩიეს მიდი დაელაპარაკე, უთხარი რომ ბავშვის აყვანა გინდაო, მეც გითხარი, ვერც წარმომედგინა თუ ასე ძალიან გაგიხარდებოდა, მერე ბავშვთა სახლში წავედით და შენ მაიცდამაინც ის მახინჯი აარჩიე რომელმაც მთელი ცხოვრება მომიწამლა, იძულებული გავხდი შენი ყურადღება და სიყვარული მასთან გამენაწილებინა, ღმერთო, ვერ წარმოიდგენ რა ცუდად ვიგრძენი თავი როცა პირველად დამიძახა დედა, მოდიოდა, მეხუტებოდა, მაიძულებდა მის მიმართ ყურადღება გამომეჩინა, იძულებული ვიყავი ჩემი და შენი ოჯახის წევრების დამცინავი გამოხედვა და გადალაპარაკებები ამეტანა მის შესახებ, იცი რა ცუდად ვიყავი როცა ჩემი დაქალები თავიანთ შვილებზე საუბრობდნენ და მე ვერაფერს ვამბობდი, რა მექნა იმ არსებაზე მესაუბრა რომელსაც ერთი წვეთი სისხლიც კი არ აქვს ჩემი? ვიტანდი, ვუძლებდი და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ რომ შენ შემენარჩუნებინე, ამდენი წელი ვითმენდი მის არსებობას ჩვენს ცხოვრებაში თუმცა ახლა ვხვდები რომ მაინც დაგკარგე, არაფერს არ ჰქონდა აზრი... გაშეშებული, გაფითრებული ტატოსთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე წაბარბაცდა სამზარეულოსკენ, ხმაურით შეაღო კარი, თავი ასწია ტატომ და მეორე სართულზე ამავალი კიბის თავზე მდგარ ვარდისფერ საღამურებში გამოწყობილ თმააჩეჩილ თათიაზე გაუშეშდა მზერა რომელსაც ლოყებზე ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები... - - აღვნიშნოთ? -გოგამ თაროდან ვისკის ჭიქები გადმოიღო და მაგიდაზე დაალაგა, სასმელი დაასხა და მოპირდაპირედ მსხდომ ტატოს და კოტეს გადააწოდა, ამჯერად საერთოდ არ დაფიქრებულა ტატო ისე გამოცალა ჭიქა და ისევ გაუწოდა. - დაასხი. წარბი ასწია გოგამ გაკვირვების ნიშნად, დაუსხა და კოტეს ანიშნა თვალით რა ხდებაო, მხრები აიჩეჩა კოტემ და უკვე ცარიელ ჭიქას გააყოლა თვალი. - კარგად ხარ? მგონი ძალიან გადაიღალე, -გოგას ანიშნა მეტი აღარ დაუსხაო და წამოდგა, -უკვე ათი საათია ხომ არ ჯობია სახლში წავიდეთ, დასვენება არ გვაწყენდა, შენ მითუმეტეს, მთელი კვირაა თავაუღებლად მუშაობ წადი კარგად გამოიძინე ხვალ საერთოდ ნუ მოხვალ, ჩვენ მივხედავთ ყველაფერს. - მართლა არ მაწყენდა რამდენიმე დღით დასვენება, -კეფაზე შემოიჭდო თითები ტატომ და ნაძალადევად გაიღიმა, -რაკი ეს პროექტი დავასრულეთ და ყველაფერი კარგად არის, მგონი მართლა ვიმსახურებთ ცოტა მოდუნებას, ალბათ აგარაკზე ავალ ორი დღით. - ცოლ შვილთან ერთად? - არა, მარტო წავალ, მარიკო დედამისთან ერთად პარიზშია დასასვენებლად, თათია ორი დღის წინ ნათლიამისთან გავუშვი კახეთში, რამდენიმე დღე იქ დარჩება. - მარტო ხომ არ იქნები, მე და კოტეც წამოვალთ, გოგოებსაც ამოვიყვანთ, -თავისი ახალი იდეით აღფრთოვანებულ გივიკოს თვალები უბრწყინავდა. - ხომ იცი არ მიყვარს ასეთი რაღაცები, -უარის ნიშნად თავი გააქნია ტატომ. - არ გიყვარს და მე და კოტე გავერთობით, შენ ისევ წმინდანივით გააგრძელე ცხოვრება რა პრობლემაა, ისე ძმაო შენნაირი კაცის მნახველი არ ვარ, როგორ შეგიძლია ასეთ გართობაზე უარის თქმა. - შეეშვი ვერ ხედავ რომ დასვენება სჭირდება? -კოტემ თავში წამოარტყა გალექსილ გოგას, -შენ კიდევ ჯობია დაანებე თავი იმ გოგოებს და ცოლშვილს მიხედე, იცოდე გაიგებს ნატა ყველაფერს და არ გაპატიებს, დაჯექი მერე და იტირე და იწუწუნე. - კარგად ბიჭებო, -ხელის აწევით დაემშვიდობა ორივეს ტატო და უხმაუროდ გამოიხურა ოფისის კარი, სახლში მისვლა არც უფიქრია, აგარაკზე ყველაფერი ჰქონდა, მხოლოდ საჭმლის საყიდლად მოუწევდა მაღაზიაში შევლა, სულ რაღაც ერთი საათის შემდეგ ტყეში გაჭრილ ვიწრო, მიხვეულ მოხვეულ გზას მიუყვებოდა, ფანჯრები ღია ჰქონდა და ღამის გრილი ნიავი ელამუნებოდა სახეზე, სასიამოვნო მუსიკა იღვრებოდა სალონში, კარგა ხანი იყო რაც თავი ასე მშვიდად და კარგად არ ეგრძნო, თითქოს ყველასა და ყველაფრისგან თავისუფალი იყო, ყველა პრობლემა სადღაც შორს იყო დარჩენილი... - ეს რა ჯანდაბაა, ამის დედაც, -ხმამაღლა შეიგინა როცა მოულოდნელად გადმოუხტა წინ ვიღაც, ძლივს მოასწრო დამუხრუჭება, დროზე გაჩერდა, გაცოფებული გადავიდა და ზუსტად ავტომობილის წინ რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით ასფალტზე მჯდარ, პატარა, გამხდარ, შიშისგან მოცახცახე სხეულს მიუახლოვდა, გოგონა იყო ალბათ ოცი ოცდაორი წლის თუ იქნებოდა, ფარების შუქზე უბზინავდა მხრებამდე ჩამოშლილი მუქი თმა ფერადი ბოლოებით, თეთრი თხელი სარაფანი ეცვა და დაბალძირიანი სპორტული ფეხსაცმელი, მისი აკანკალებული ხელები და ნიკაპი რომ შეამჩნია მაშინვე სადღაც გაქრა სურვილი მოეკლა და რაღაც უცნაური თანაგრძნობისმაგვარი გრძნობა გაუჩნდა. - კარგად ხარ? -ჰკითხა და მანაც მაშინვე ამოხედა ქვემოდან აცრემლიანებული დიდი ლურჯი თვალებით, გაშრა ტატო, ადგილზე გაშეშდა, ვეღარაფერი თქვა, გული ისე აუჩქარდა ეგონა ცოტაც და გაუსკდებოდა, არ იცოდა ამ გრძნობისთვის რა დაერქვა, ასეთი რამ არასდროს განუცდია... მისი დანახვისას სატირლად მოებრიცა ტუჩები გოგონას, გადაყვლეფილ მუხლს დახედა და წამოდგომა სცადა, ინსტიქტურად შეაშველა ხელი ტატომ, წამოაყენა და შებარბაცებული გულზე მიიხუტა. - მაპატიეთ, მე... უბრალოდ თავბრუ დამეხვა, -მაშინვე გაითავისუფლა მისი მკლავებიდან თავი გოგონამ, ტატოს იასამნის გრილი, სასიამოვნო სურნელი შეატოვა და ავტომობილს დაეყრდნო, გარემოს მოავლო თვალი ტატომ, ირგვლივ უკაცრიელი ტყეების მეტი არაფერი ჩანდა, კაციშვილი ჭაჭანებაც კი არ იყო. - აქ როგორ მოხვდი? რა შეგემთხვა? -გამომცდელად აათვალიერა საცოდავად აწურული, ისეთი სახით შეხედა გოგონამ აშკარად ეტყობოდა რომ ძალიან იყო შეშინებული და ახლა უჭირდა მისი ნდობა. - მე... მე უბრალოდ დახმარება მჭირდება, აქვე ახლოს მივდიოდი და... - მოდი დაჯექი და ისე ვისაუბროთ, თანაც იქ მიგიყვან სადაც მიდიოდი კარგი? ნუ გეშინია შენთვის რამის დაშავებას არ ვაპირებ, -ღიმილით დაამატა როცა შეამჩნია როგორ შეშინებულმა მიმოიხედა ირგვლივ. როგორც კი ორივე მოთავსდნენ, გათბობა ჩართო და ძრავი აამუშავა, უჯრა გამოაღო და სველი ხელსახოცი გადააწოდა. - სისხლი მოიწმინდე, -გადაყვლეფილ მუხლზე ანიშნა, -გამოართვა, მადლობის ნიშნად გაუღიმა და თხელი გრძელი თითები გაუწოდა. - მე ელა ვარ. - ტატო, -მაშინვე შეაგება ხელი და ოდნავ მოუჭირა, -მითხარი სად მიგიყვანო. მისამართის გაგების შემდეგ ავტომობილი დაძრა, არც თუ ისე შორს იყო მისი აგარაკიდან მიიყვანდა და მერე მობრუნდებოდა უკან. - მაინც არ მეუბნები აქ ამ უღრან ტყეში ასე მარტო როგორ მოხვდი, -ცნობისმოყვარეობას ვერ მოერია, ტუჩი მოიკვნიტა ელამ და ამოიოხრა. - ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე მივდიოდი, თავის აგარაკზე მართავს წვეულებას, თბილისიდან ტაქსით წამოვედი, მძღოლი შუახნის მამაკაცი იყო და საკმაოდ ნასვამი, ხელების ფათური დამიწყო, რომ შევეწინააღმდეგე შუა გზაზე ჩამომაგდო, ტელეფონი და ჩანთაც კი არ ამიღია, ძალიან შემეშინდა, თქვენ რომ არა... -ტირილი გაურია ხმაში და თავი შეაბრუნა რომ ცრემლები ტატოსთვის არ დაენახვებინა... - დარწმუნებული ხარ რომ მისამართი არ გეშლება? -ტატო დაეჭვებული უყურებდა სრულ სიბნელეში მდგარ, ფანჯრებჩაშავებულ სახლს. - კი ნამდვილად ეს არის, არ მეშლება, აქ ადრეც ვარ ნამყოფი, -ელასაც ეტყობოდა რომ არ ელოდა რასაც ხედავდა, ავტომობილიდან გადავიდა და ჭიშკარს მიუახლოვდა, დაკეტილი დახვდა, გამეტებით დააბრახუნა თუმცა პასუხი ვერ მიიღო, სახლში აშკარად არ იყო არავინ, ისევ უკან გამობრუნდა და გვერდით მიუჯდა ტატოს, გაბრაზებულმა ხმაურით მიხურა კარი. - მშვიდად, ეტყობა რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი, დაურეკე და კითხე სად არიან, იქნებ გეგმები შეეცვალათ, -მის დამშვიდებას ცდილობდა, თვითონაც ნერვიულობდა ასე ანერვიულებულს შეშინებულს და აფორიაქებულს რომ ხედავდა. - აქ უნდა ყოფილიყვნენ, შეთანხმებულები ვიყავით, არ ვიცი რა მოხდა, როგორ დავურეკო ხომ გითხარი ტელეფონი რომ ტაქსში დამრჩა, -ანერვიულებული თავისდაუნებურად გადავიდა მიმართვის შენობით ფორმაზე, ერთმანეთში გადახლართულ თითებს აწვალებდა და ნერვიულად იკვნეტდა ქვედა ტუჩს, ულამაზესი იყო, ასეთ მდგომარეობაშიც კი, ცრემლიანი თვალებით და გაფითრებული სახით, ისეთი მშვენიერი იყო ტატო თვალს ვერ აშორებდა, თავს ვერაფერს უხერხებდა, სულსა და სხეულს მოდებულ უადგილო სურვილთან ცდილობდა გამკლავებას, მუხლს საკმაოდ აცილებულ სარაფანს მზერა მოარიდა, საჭეს მთელი ძალით მოუჭირა თითები და ჩაბნელებულ მიდამოს მოავლო მზერა. - აიღე და დარეკე, -ისე გაუწოდა ტელეფონი მისკენ არ შებრუნებულა, ჩამოართვა ელამ და ნომერი აკრიბა, რამდენიმე ზარის მერე უპასუხეს, ერთი სიტყვაც კი არ გაუგია ტატოს მისი საუბრიდან ისე იყო ფიქრებში ჩაძირული. - გეგმები ისე შეუცვლიათ არც გამაფრთხილეს, დღეს დილით მშობლებთან უჩხუბია და უარი უთქვამთ აგარაკზე ვერ გადაიხდიო ჰოდა ისიც თურმე ერთ-ერთი ჩვენი მეგობრის ბარში აღნიშნავს. - დილის აქეთ როგორ ვერ მოახერხეს და გაგაფრთხილეს, -ტატო უნებურად ისე გაბრაზდა მის მეგობრებზე ხელში რომ მოჰყოლოდა რომელიმე ცოცხალი ვერ გადაურჩებოდა. - ლელასთვის უთქვამთ, ყველამ იცოდა რომ მას უნდა გავეფრთხილებინე მან კი დარწმუნებული ვარ სპეციალურად არ გამაფრთხილა, ჰგონია რომ მისი შეყვარებული მომწონს არადა მე და ნიკუშა ბავშვობიდან ვმეგობრობთ, ძმასავით მიყვარს, დაიცა ჩავალ თბილისში და ვაჩვენებ როგორ უნდა ჩემი ამ ტყეღრეში გამოგზავნა... გაუჩერებლად ტიტინებდა, წარბები შეწმუხნილი ჰქონდა, მკლავები მკერდთან გადაჯვარედინებული, საყვარლად ბრეცდა ტუჩებს, ერთი ფეხების დაბაკუნებაღა აკლდა და ნამდვილად პატარა ჯიუტ ბავშვს დაემსგავსებოდა, საოცრება იყო ერთ ადამიანში ასე ჰარმონიულად შერწყმული ქალურობა და ბავშვურობა, წარმოუდგენლად მიმზიდველი იყო... - გესმით? უკაცრავად, -ცხვირწინ რომ გაუქნია თითები გოგონამ მაშინღა გამოფხიზლდა და შეეცადა გონს მოსულიყო, საკუთარ თავზე გაეღიმა, ასე პატარა ბიჭივით რომ იყო დაბნეული. - მე მითხარი რამე? -გულზე მიიდო თითი. - იცით რა, ძალიან მერიდება მაგრამ, იქნებ თბილისში ჩამიყვანოთ, არა მგონია ახლა ტაქსის შოვნა მოვახერხო არადა აქაც ვერ დავრჩები. - ახლა ისეთი დაღლილი ვარ ლამის საჭესთან დამეძინოს, ახლა უკან ვერ წავალ, -მოკლედ მოუჭრა ტატომ და ძრავი ჩართო. - აბა რა ვქნა? -სახეზე შეშფოთება დაეტყო ელას. - ჩემთან დარჩი, აქვე ახლოს ვცხოვრობ, ღამეს გაათევ და ხვალ დილით წაგიყვან თბილისში, -იქვე იმწუთას მოუვიდა ტატოს იდეა და არც უნანია, ის კი არადა საკუთარ საწოლში მწოლი მძინარე გოგონაც კი წარმოიდგინა და სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა სხეულში. - თქვენთან? -ელას ხმაში მერყეობის ნოტები დაიჭირა ტატომ, -მარტო ცხოვრობთ? - ზოგადად არა მაგრამ აგარაკზე მარტო ვარ, ნუ გეშინია შენთვის არაფრის დაშავებას არ ვაპირებ, მართლა ვერ იშოვი ტაქსს და ღამე გარეთ ხომ არ დარჩები. - კარგი, მგონი სხვა გზა არც მაქვს, მადლობა შემოთავაზებისთვის, დავრჩები და იმედია ძალიან არ შეგაწუხებთ, -მალევე მიიღო ელამ გადაწყვეტილება, მართლა არ ჰქონდა სხვა გზა, ფეხით ხომ არ ჩავიდოდა თბილისამდე თანაც ეს კაციც არ ჰგავდა მანიაკს რომელსაც მისთვის რამის დაშავება ჰქონდა გადაწყვეტილი, მანიაკი კი არა ისეთი სიმპათიური იყო თვალი ზედ რჩებოდა, შეუმჩნევლად შეათვალიერა ტატოს ფიგურა, ზუსტად ისეთი იყო როგორთან ყოფნასაც ისურვებდა და როგორი მამაკაციც ჯერ არ შეხვედროდა ცხოვრების გზაზე, ალბათ ამიტომ იყო რომ აქამდე შეყვარებულიც კი არ ჰყოლია, ტატო კი ზუსტად მის სურვილებს და ოცნებებს შეესაბამებოდა, მომხიბვლელი, მამაკაცური, ქარიზმატული, მარტო მისი თითები ღირდა ერთ რამედ, გრძელი, თხელი, მოუსვენარი თითები, არ გაჭირვებია იმის წარმოდგენა თუ როგორ დასრიალებდნენ ეს თითები მის შიშველ სხეულზე, თვალები დახუჭა რომ უკეთ წარმოედგინა, თავი უკან გადასწია, პირი გაუშრა, მკერდი გაუმკვრივდა, მუცლის კუნთები შეეკუმშა, ფეხები მჭიდროდ მიატყუპა ერთმანეთს... აგარაკის წინ გაჩერებულ ავტომობილში მჯდარი ტატო მონუსხული შეჰყურებდა ელას რომელსაც ოდნავ შეეხსნა ლამაზი ბაგეები და თვალდახუჭული ღრმად სუნთქავდა, მისკენ გადაიხარა და ისე რომ თითქმის ლოყაზე ეხებოდა ჩასჩურჩულა. - გამოფხიზლდი, მოვედით. დაფეთებულმა გაახილა თვალები ელამ და უკან დაიწია, ღვედი შეიხსნა და კარი გამოაღო, ესიამოვნა გახურებულ სხეულზე გრილი ჰაერი, ჭიშკართან მდგარ ტატოს მიუახლოვდა დარცხვენილი. - მაპატიეთ ფიქრებში ვიყავი გართული და ვერ გავიგე როდის მოვედით. - საინტერესოა ასეთზე რაზე ფიქრობდი, -ჩაიცინა ტატომ და კარი შეაღო, -გთხოვთ ქალბატონო, -თეატრალურად დაუკრა თავი. - რამეს დალევ? -მისაღებში შესულმა ტატომ სავარძელზე მიუთითა დაჯექიო და თვითონ პაკეტები წაიღო სამზარეულოსკენ, -იქნებ გშია, საჭმელი ხომ არ გავაკეთო, რას შეჭამ? - მეც დაგეხმარებით, სიმართლე რომ გითხრათ ძალიან მშია, მთელი დღეა არაფერი მიჭამია, -ელა უკან აედევნა. - ოღონდ ერთ რამეზე შევთანხმდეთ, -ტატომ პაკეტები მაგიდაზე დააწყო და მაცივრის კარი გამოაღო, -შენობით ვისაუბროთ კარგი? - კარგი, -უხერხულად აიჩეჩა მხრები ელამ, -აბა რას ვაკეთებთ, კარტოფილი ხომ არ შევწვათ. - კარგი აზრია, სალათაც დავჭრათ და ყველიც, ღვინოც გვაქვს თუ რათქმაუნდა გინდა დალევა, -წითელი ღვინის ბოთლი გადმოიღო თაროდან ტატომ. - ერთ ჭიქას დავლევ. - მხოლოდ ერთს? - ერთს. - იყოს ერთი ოღონდ ჯერ მითხარი რამდენი წლის ხარ, -ტატომ ეშმაკური ღიმილით შეხედა და ელასაც რომ გაეღიმა თამამად გადადგა ნაბიჯი მისკენ. - გაინტერესებს სრულწლოვანი ვარ თუ არა? -უკან არ დაუხევია, ქვემოდან ახედა მისკენ დახრილს და ქვედა ტუჩის კუთხე კბილებს შორის მოიქცია, -შეგიძლია მშვიდად იყო, ახლახანს გავხდი ცხრამეტი წლის. - პატარა ხარ, ძალიან პატარა, -უცნაური ყოყმანი დაიჭირა მის ხმაში ელამ. - მე ასე არ ვფიქრობ, -ამჯერად უკან დაიხია და იქაურობა მოათვალიერა, -ღვინის ჭიქებს სად ინახავ? ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, საჭმელს გემრიელად შეექცეოდნენ მოშიებულები, დროდადრო თუ გადაულაპარაკებდნენ ორიოდე სიტყვას ერთმანეთს. - შენი მხოლოდ სახელი ვიცი, იქნებ უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი, -მის ჭიქას საკუთარი მიუჭახუნა ელამ და მერე ბოლომდე გამოცალა. - მგონი საკმარისად დალიე, მეტს ნუღარ დალევ, -ტატომ ხელიდან გამოაცალა ბოთლი და გვერდზე გადადო, ჯობია უბრალოდ ვისაუბროთ და მერე დავიძინოთ. - კარგი, თუ ასეა შენზე მომიყევი რამე, ვინ ხარ, რამდენი წლის? ცოლი თუ გყავს ან შვილი. - ეს ყველაფერი რატომ გაინტერესებს? - ისე უბრალოდ ბოლოსდაბოლოს ღამე ერთად უნდა გავატაროთ და... ტატოს გაოცებულ და ღიმილშეპარულ სახეს რომ შეხედა მაშინღა მიხვდა რაც თქვა, მიხვდა და სახე წამში გაუხურდა სირცხვილისგან, საყვარლად აუწითლდა ღაწვები. - ამის თქმა არ მინდოდა, მე... მე უბრალოდ... არასწორად გაიგე. - დამშვიდდი, დაწყნარდი, მშვენივრად მივხვდი რისი თქმაც გინდოდა, გეტყვი რაც გაინტერესებს, -ტატო ძლივს იკავებდა სიცილს ელას ასე დაბნეულს და შერცხვენილს რომ ხედავდა, -ოცდათოთხმეტი წლის ვარ, ცოლი მყავს, შვილიც... - ცოლი გყავს? -ელას თითქოს გულში რაღაც ჩასწყდა, წამსვე დაკარგა ფლირტის ხალისი და დაუკითხავად შემოჩენილ ანც ფიქრებს და სურვილებს, გონების ყველაზე ბნელ კუთხეში მიუჩინა ადგილი, მის წინ მჯდარი ეს უზომოდ სიმპათიური მამაკაცი რომელსაც ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა ვნებიან ბაგეებზე მოსწონდა ისე ძალიან რომ ახლა ამწუთას შეეძლო ყველა პრინციპი დაევიწყებინა ბოლოს და ბოლოს გაებედა, ერთხელ მაინც დაევიწყებინა ყველაფერი და მასთან ერთღამიან ურთიერთობაზეც არ ეთქვა უარი თუმცა ცოლი? არაა პრობლემები ნამდვილად არ სჭირდებოდა, რა გეგონა სულელო ასეთი მამაკაცი მარტო როგორ იქნებოდაო, გაიფიქრა გულში და მერე სევდიანად გაეღიმა. -კარგია ოჯახი, აი მე არავინ არ მყავს, მამა პატარა ვიყავი რომ დაიღუპა, დედა გასულ წელს დავკარგე, სხვა არავინ მყავს. - ვწუხვარ, -ტატო მართლა გულწრფელად შეძრა მისმა სევდიანმა თვალებმა, -მარტო ცხოვრობ? - რაც დედა დაიღუპა მის მერე მარტო ვარ, ვსწავლობ, ვმუშაობ. - შეყვარებული? - არ მყავს, არასოდეს მყოლია და ასეთი სახით ნუ მიყურებ, სულაც არ ვარ უბედური, მარტოც მშვენივრად ვგრძნობ თავს. - კარგი, შენ თუ ასე ამბობ ესე იგი ასეა, -დანებების ნიშნად ხელები მაღლა ასწია ტატომ, თუმცა აშკარა იყო ნაკლებად სჯეროდა ელას ბედნიერი და უდარდელი ცხოვრების, -უკვე გვიანია, თუ გინდა საძინებელს გაჩვენებ. - კარგი იქნება, უნდა ვაღიარო რომ ძალიან მეძინება, -უნებურად დაამთქნარა და ამღვრეული თვალებით შეხედა ტატოს, -მგონი სასმლის ბრალია მაგრამ ახლა უკვე ლაპარაკიც კი მიჭირს, ერთი სული მაქვს საწოლში ჩავწვე და დავიძინო. - წამოდი, -წამოდგა ტატო და ხელი გაუწოდა, ასალაგებელ სუფრას გადახედა ელამ. - მე მივხედავ, შენ დაიძინე, ავალაგებ და მერე დავწვები, -მაშინვე მიუხვდა ტატო, ხელი ჩაჰკიდა და მეორე სართულზე ამავალი კიბისკენ წაიყვანა... - ეს ოთახია, შეგიძლია აქ დაიძინო, მყუდრო ნათელ ფერებში მოწყობილ საძინებელში შეუძღვა ნახევრად მძინარ გოგონას, საწოლთან მიიყვანა, დასვა და კარადისკენ შებრუნდა, პირსახოცები გამოიღო, აბაზანის ხალათიც. - შეგიძლია აბაზანაში შეხვიდე და მერე... სიტყვა პირზე შეეყინა როცა გადასაფარებელზე ზემოდან მიწოლილი საცოდავად მოკუნტული ელა დაინახა, გვერდულად იწვა, მარჯვენა ხელი ლოყის ქვეშ ჰქონდა ამოდებული, მშვიდად, თანაბრად სუნთქავდა, გაუკვირდა ასე უცბად როგორ შეძლო დაძინებაო, მიუახლოვდა, საწოლთან ჩაიჩოქა, სითბოთი სავსე მზერა მოავლო სასმლისგან აწითლებულ სახეზე, მისთვის მეტად უცნაურ და უჩვეულო სიტუაციაში იყო, აქამდე არასდროს უღალატია მარიკოსთვის, აზრადაც კი არ გაუვლია... - ღალატი? -უნებურად ხმამაღლა წამოსცდა ის სიტყვა რომელიც ყველაზე მეტად ეზიზღებოდა, ეთვლებოდა კი ღალატში ის რომ ახლა ამ პატარა გოგოს სურვილი კლავდა, რომ ერთი სული ჰქონდა დაესაკუთრებინა, თავისად ეგრძნო, მის ფერებაში გაელია ღამეები, მისი სითბოთი და ალერსით გათანგულს დაეძინა და საბოლოოდ ეპოვა ის სიმშვიდე რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდა და ვერა და ვერ ეპოვნა, ეთვლებოდა ღალატში ასეთი საქციელი? ეთვლებოდა რადგან მხოლოდ შეხება, მხოლოდ შეგრძნება არ არის ღალატი, ფიქრიც და სურვილიც ღალატია, ღალატზე ფიქრიც თავისთავად ღალატია... - რას ვაკეთებ, რას ვაკეთებ, ჯანდაბა რა მჭირს, -კეფაზე შემოიჭდო თითები და ამოიოხრა, ის იყო ასადგომად წამოიწია რომ შეხება იგრძნო მკლავზე, უღონოდ ეჭიდებოდა ელას თითები. - არ წახვიდე გთხოვ, არ დამტოვო, -ნახევრად ძილღვიძილში მყოფი ჩურჩულებდა და უაზროდ აცეცებდა ამღვრეულ თვალებს, -ამაღამ ჩემთან ერთად დაიძინე, მარტო ყოფნა არ მინდა გთხოვ. მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი ტატომ, ეცადა, მართლა ეცადა მაგრამ ვერაფრით მოერია მასთან ახლოს ყოფნის სურვილს რომელიც მთელ სხეულში ისე ჰქონდა გამჯდარი ციებიანივით ცახცახებდა, გადასაფარებელი გადასწია, ფრთხილად შეაწვინა მის ქვეშ ელა და თვითონაც გვერდით მიუწვა, მკლავზე დაადებინა თავი, მკერდზე მიიხუტა და თავისად დაიგულა თუ არა მთლიანად ჩაიძირა მის სითბოსა და სურნელში. - ხომ არ წახვალ? -ძლივსგასაგონი ჩურჩული მოესმა. - აქ ვარ შენს გვერდით, დამშვიდდი და დაიძინე, -თმაში შეუცურა თითები და ნაზად აამოძრავა, მალევე ჩაეძინა ელას, გათენებამდე არ მოჰკიდებია რული ტატოს, მის სუნთქვას უსმენდა განაბული, როდის როდი ჩაეძინა ტუჩებზე ღიმილშერჩენილს... - - რა გჭირს გამოფხიზლდი, ნახევარ საათში შეხვედრა გვაქვს და შენ ისეთი სახე გაქვს თითქოს ერთი კვირაა არ გიძინია, ალბათ ერთი სიტყვაც ვერ გაიგე რაც ნადარეიშვილთან დაკავშირებით გითხარი, -კოტე შეფიქრიანებული უყურებდა მეგობარს, მართლა აწუხებდა მისი ბოლოდროინდელი მდგომარეობა. - შენ წარმოიდგინე და მართლა ერთი კვირაა რაც ნორმალურად არ მძინებია, მას მერე ასე ვარ რაც აგარაკიდან ჩამოვედი. - სულ იმ გოგოს ბრალია ასეთ დღეში რომ ხარ, ვერ იპოვე? - ყველაფერი გადავატრიალე, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ ვერ გავიგე, ვერც იმას ვხვდები ასე რატომ გაიქცა, სულაც არ ჩანდა ასეთი მორცხვი და მორიდებული, ვერ წარმოიდგენ რა დამემართა დილით რომ გავიღვიძე და ვერ ვიპოვე, ასე უბრალოდ გაქრა, თითქოს არც არსებულა. - ჰმ, საინტერესოა, -სახელის მეტი არაფერი იცი? არანაირი ინფორმაცია არ გაქვს? - მეტი არაფერი ვიცი, ვინ იცის იქნებ საერთოდ არ ჰქვია ელა. - რატომ ეძებ? გაკვირვებულმა შეხედა ტატომ მეგობარს თითქოსდა რას მეკითხებაო, მერე რომ გაიაზრა პასუხი არ ჰქონდა ხმამაღლა გაეცინა საკუთარ თავზე, მართლაცდა რატომ ეძებდა ისე გამწარებული თითქოსდა მის პოვნაზე ყოფილიყო დამოკიდებული ტატოს მომავალი და ბედნიერება, ან იქნებ იყო კიდეც... - არ ვიცი, -თვალი გაუსწორა მეგობარს და მწარედ ჩაეცინა, -გეფიცები მართლა არ ვიცი რატომ ვეძებ, ერთადერთი რამ ვიცი თუ არ ვიპოვი, ისევ თუ არ ვიგრძნობ მის სურნელს, ისევ თუ არ დავინახავ მის ღიმილს შეიძლება გავგიჟდე, ასეთი გრძნობა არასდროს მქონია, რა ჯანდაბა მჭირს. - მეც მიკვირს ასეთს რომ გხედავ, მიუხედავად იმისა რომ შენ და მარიკოს ხშირად გქონდათ პრობლემები არასდროს გაგიხედავს სხვისკენ... - ასე მგონია არამარტო მას, საკუთარ თავსაც ვუღალატე, -მაგრად დახუჭა თვალები ტატომ და ხელი მთელი ძალით მოუჭირა სავარძლის საზურგეს. - როგორ თუ უღალატე? -გაოცებულმა კოტემ ისე იყვირა არ იყო გამორიცხული სხვებსაც გაეგოთ, -შენ ხომ თქვი ჩვენს შორის არაფერი მომხდარაო. - მაინცდამაინც სექსი უნდა მქონოდა რომ ღალატად ჩათვლილიყო? -გაცოფებულმა გამოსცრა კბილებში, წამოდგა, მინის კედელთან მივიდა და თავსხმა წვიმისგან დასველებულ ეზოს გადახედა, -მთავარია რომ ამის სურვილი მქონდა და ეს სურვილი ჯერ კიდევ არსად გამქრალა. - ანუ მხოლოდ მასთან დაწოლა გინდა? თვალები დახუჭა ტატომ, მოგონებები გააცოცხლა, მისი ულამაზესი ღიმილი, ფერადი თმა, პატარა ცუღლუტი ბავშვივით აციმციმებული თვალები... - მე ის მთლიანად მინდა, მინდა რომ თავით ფეხამდე ჩემი იყოს, სულით და სხეულით, მე უნდა მეკუთვნოდეს, მხოლოდ მე, აუცილებლად უნდა ვიპოვო. - მერე მარიკო? - მარიკო? მარიკო... ჩემი და მარიკოს ურთიერთობა დიდი ხანია დასრულდა უბრალოდ ამის აღიარება არ მინდოდა, ბევრი ვეცადე კოტე, შენც ხომ იცი როგორ ვცდილობდი ჩვენი ოჯახის გადარჩენას მაგრამ დავიღალე, ისე დავიღალე რომ არაფრის სურვილი აღარ მაქვს, ერთადერთი იმაზე ვფიქრობ თათია როგორ მიიღებს ჩვენს ამბავს. - უკვე დიდი გოგოა, დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერს გაიგებს, -კოტე მიუახლოვდა და მხარზე დაჰკრა ხელი, -წამოდი სათათბირო დარბაზში შევიდეთ თორემ დაგვაგვიანდება, უკვე მოვლენ. - შეხვედრაზე ვინ იქნებიან? - ვახტანგ ნადარეიშვილი საკუთარ პარტნიორთან გიორგი ჯიბუტთან ერთად უნდა მოსულიყო მაგრამ გუშინ ავტასაგზაო შემთხვევის გამო საავადმყოფოში მომხვდარა ჯიბუტი ამიტომაც ჯიბუტის თანაშემწესთან ერთად მოვიდა, იმ გოგომ ყველაფერი იცის რაც საქმეს შეეხება, მგონი დღეს ყველაფერზე შევთანხმდებით და ხელშეკრულებასაც მოვაწერთ ხელს... - - ერთად შევიდნენ დარბაზში სადაც უკვე ელოდნენ მომავალი პარტნიორები, ვახტანგის გვერდით მდგარი მორცხვად მომღიმარი ელა რომ დაინახა სუნთქვა შეეკრა ტატოს, ძლივს მოახერხა იმ სიხარულის და ბედნიერების დამალვა რაც მისი დანახვისას იგრძნო, აშკარა იყო ელამაც იცნო, უხერხულად აწრიალდა ერთ ადგილზე, ღაწვები აუწითლდა. - ის არის, როგორც იქნა ვიპოვე, -აღელვებულმა გადაულაპარაკა მის გვერდით მომავალ კოტეს. - ვერაფერი გავიგე, ვინ იპოვე? -ქაღალდებიდან თავი არ ამოუწევია კოტეს. - ის გოგო ირაკლი ნადარეიშვილის გვერდით რომ დგას ისაა ვისაც ვეძებდი, ჩემი ელაა. - შენი ელა? -კოტემ ახლაღა შეხედა ირაკლის გვერდით მდგარ ელას და გაეღიმა იმის დანახვისას თუ როგორ უყურებდა ის ტატოს. - ნამდვილი საოცრებაა, -ტატო აშკარად ვეღარ ფიქრობდა საქმეზე, ვერ ხვდებოდა რას მართებდა ეს პატარა ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული და მისთვის მთელ სამყაროზე მეტად ღირებული და საინტერესო გოგო, თავს ძლივს იკავებდა რომ მასთან არ მისულიყო და გულში არ ჩაეკრა, შეაჟრჟოლა როცა წარმოიდგინა როგორ ეხება იმ ულამაზეს ტუჩებზე ახლა ასე გამეტებით რომ იკვნეტდა ელა, თითქოს მისი სითბო და იასამნის გრილი და სასიამოვნო სურნელიც კი იგრძნო... - იცოდე ეს შეთანხმება იმიტომ რომ ჩაიშალოს შენ რომ თავგზა გაქვს არეული და ნორმალურად ვეღარ აზროვნებ, ვერ გადამირჩები, -კოტემ შეუმჩნევლად გაკრა მუჯლუგუნი ტატოს და მომავალ პარტნიორს მიესალმა. წარმატებულ შეთანხმებას აღნიშნავდნენ რესტორანში, ტატოს ჯერ კიდევ ვერ მოეხერხებინა ელასთან განმარტოება და გამოლაპარაკება, გიჟს ჰგავდა, ფართო, მარმარილოთი მოპირკეთებულ აივანზე იდგა, ცალი ხელით მოაჯირს ეყრდნობოდა, მეორეში სასმლით სავსე ჭიქა ეჭირა. - იმედია წარმატებული წელი გვექნება, -ირაკლი ამოუდგა გვერდით, ღიმილით ახედა ტატომ ჭაღარაშერეულ მუდამ სერიოზულ და მშვიდ მამაკაცს. - მეც ამას ვიმედოვნებ ბატონო ირაკლი, თქვეთან პარტნიორობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, -გულწრფელად ჟღერდა მისი თითოეული სიტყვა, ირაკლი კი თუ რამეს აფასებდა ადამიანში ეს პირველ რიგში გულწრფელობა იყო. - ელას მამა ჩემი მეგობარი იყო, -ისე უცბად და პირდაპირ დაიწყო ირაკლიმ თითქოს ეუბნებოდა მის მიმართ შენი მზერა არ გამომრჩენიაო, ტატომაც ზუსტად ისე გაიგო ყველაფერი როგორც ირაკლის სურდა რომ გაეგო, უხერხულად ჩაახველა. - ალბათ გაინტერესებთ საიდან ვიცნობთ ერთმანეთს. - ვერ ვიტყვი რომ არ მაინტერესებს მაგრამ მანამდე ერთი რამ უნდა გითხრა, შორიდან გიცნობ და ვიცი რომ კარგი ადამიანი ხარ, შრომისმოყვარე, პატიოსანი, ნამდვილი ვაჟკაცი, ერთი სიცუდეც კი არ გამიგია შენი, მერწმუნე შენში რამე არასწორი რომ დამენახა არანაირი გამორჩენის მიზნით თქვენთან პარტნიორობას არ დავთანხმებოდი, მოკლედ გეტყვი, შევამჩნიე ელას როგორ უყურებდი... - ბატონო ირაკლი მე... - დამასრულებინე გთხოვ, ელა საკუთარი შვილივით მიყვარს, კარგი გოგოა, ჭკვიანი, შრომისმოყვარე, სულ მარტო ცხოვრობს და ცდილობს ამ ცხოვრების სიძნელეებს შეეჭიდოს, დახმარებას არავისგან იღებს, იმაზეც ძლივს დავითანხმე რომ ჩვენს კომპანიაში დაეწყო მუშაობა, ჯერ პატარაა, ცხოვრებაში არაფერი უნახავს, უნდა გაიზარდოს, ისწავლოს, ტვინს ნუ აურევ. - ისეთს არაფერს გავაკეთებ რომ გული ეტკინოს, -მტკიცედ ჟღერდა ტატოს ხმა, მშვენივრად ესმოდა რის ახსნასაც ცდილობდა ირაკლი, იმასაც თავიდანვე მიხვდა რომ ელა არ იყო ჩვეულებრივი გოგო, თუმცა ისედაც არ გაივლებდა გულში მისთვის რამის დაშავებას. - გენდობი, იმედს ნუ გამიცრუებ, -მხარზე მსუბუქად დაჰკრა ხელი ირაკლიმ და დარბაზში შესასვლელი კარისკენ წავიდა, მზერა გააყოლა ტატომ, კარს იქით, მსუბუქ განათება მოფენილ დარბაზში მათ ერთ-ერთ თანამშრომელთან ცეკვავდა ელა, სასიამოვნო ჰანგები იღვრებოდა ირგვლივ, გაეღიმა როცა მისი უხერხული მძრაობები და შეწუხებული სახე დაინახა, აშკარა იყო რომ პარტნიორის სიახლოვე არ სიამოვნებდა, ნელი ნაბიჯით დაიძრა მისკენ... ყველანაირად ცდილობდა ელა დისტანციის დაჭერას თუმცა არაფერი გამოსდიოდა, წელზე უხეშად შემოჭდობილი თითები, მამაკაცის აჩქარებული სუნთქვა და ამღვრეული თვალები საშინელ უხერხულობას აგრძნობინებდა, ბოჭავდა, ერთი სული ჰქონდა მუსიკა როდის დამთავრდებოდა. - მოდუნდი პრინცესა, -მისკენ გადმოიხარა კაცი და სასმლის სუნი შეაფრქვია სახეში, -ძალიან მომწონხარ, რას იტყვი აქედან რომ გავიპაროთ? - გავიპაროთ? შენი სახელიც კი არ ვიცი, -ელამ უკან გადასწია თავი რომ თავისუფლად ჩაესუნთქა ჰაერი თუმცა გულისრევის შეგრძნებას ვერაფერს უხერხებდა. - ხომ გაგეცანი, უკვე დაგავიწყდა? გიორგი მქვია, აქამდეც მყავხარ შემჩნეული ჯიბუტთან ერთად, ყოველთვის მომწონდი, იქნებ უფრო ახლოს გაგვეცნო ერთმანეთი. - შეიძლება? -ზურგს უკნიდან ნაცნობი ხმა რომ მოესმა შვებით ამოისუნთქა, მართალია მთელი დღეა გაურბოდა ამ ხმის პატრონს მაგრამ ახლა მშველელივით მოევლინა, პირგამეხებულმა გიორგიმ თავისი ხელით გადააბარა პარტნიორი ტატოს, მისი თითები რომ შემოეჭდო წელზე უნებურად თვალები დახუჭა და გაეღიმა, ნაზად დაადო მხარზე ხელი, მისკენ მიიწია, გიორგისგან თუ გაქცევას ცდილობდა ტატოსთან სიახლოვეს თავად სთხოვდა თავისივე სხეული. - მომენატრე, -ყურთან სულ ახლოს ჩაესმა მისი ხმა და მთელი სხეული დაეხორკლა, მისი რეაქცია არ გამოპარვია მამაკაცს, დაიხარა და ნაზად შეახო ტუჩები ლოყაზე, -მართლა ძალიან მომენატრე, გეძებდი, ყველგან გეძებდი მაგრამ ვერ გიპოვნე. - რატომ მეძებდი ჩვენ ხომ თითქმის არ ვიცნობთ ერთმანეთს, -მხარზე დაადო თავი და პასუხის მოლოდინში გაყუჩდა, საპასუხოდ არაფერი უთქვამს ტატოს, იცოდა ახლა უკვე ვერსად გაექცეოდა, ვეღარ დაემალებოდა, არც მას და არც საკუთარ თავს უფლებას აღარ მისცემდა დრო დაეკარგათ. - მაპატიე იმ დღეს ასე რომ წავედი, - მაინც ვერ მოითმინა ელამ, არ იცოდა რატომ მაგრამ ძალიან უნდოდა აეხსნა თავისი იმდილანდელი გაუჩინარება, -დილით მეგობარმა დამირეკა, ჩემი დახმარება სჭირდებოდა, სასწრაფო იყო, მართლა არ... - ჩუუ მაცადე შენი სიახლოვით დავტკბე, -უფრო მაგრად მოხვია წელზე ხელები და თვალდახუჭულმა შეისუნთქა მისი სურნელი. გაღიმებული მართავდა საჭეს, ჯერ კიდევ მისი სურნელი და სითბო ჰქონდა შერჩენილი სხეულზე, სახლში ირაკლიმ წაიყვანა ელა თუმცა ის დროც მოვიდოდა როცა... - ნახე რა სახე აქვს, -უკან მჯდარმა გოგამ სიცილით ანიშნა კოტეს ტატოზე რომელსაც სულ არ ესმოდა მათი ლაპარაკი. - გეფიცები ძმაო ის პატარა გოგო ნამდვილი სასწაულმოქმედია, -კოტემ გაოცებულმა გაშალა ხელები და მერე ხმამაღლა იყვირა. - გააჩერე ბიჭო, გავცდით. ისე სწრაფად დაამუხრუჭა ტატომ კოტეს უსაფრთხოების ღვედი რომ არ ჰკეთებოდა შუბლით სეასკდებოდა საქარე მინას. - რას გავცდით? - ჩემს სახლს, ჩამო ბიჭო, დღეს მაინც არ შეგიშვებს შენი ცოლი სახლში და ჩემთან დარჩი, -სავარძელზე მიწოლილ გოგას გადახედა. - კიდევ იჩხუბეთ? -ისე გაიკვირვა ტატომ ვითომ ახალი ამბავი ყოფილიყოს. - აუჩემებია საყვარელი გყავსო, -ხელი ჩაიქნია გოგამ. - არ გყავს თუ? - კარგი რა ნუ მიწყობთ ლექციას, თქვენღა მაკლდით, -ბუზღუნით გადავიდა, კოტეც მას მიჰყვა, თვალები დახუჭა ტატომ და ამოიოხრა, ესიკვდილებოდა ახლა სახლში მისვლა და მარიკოსთან საუბარი არადა როდისმე ხომ უნდა დაესრულებინა ის რაც ისედაც დასრულებული იყო უბრალოდ ხმამაღლა გაცხადება სჭირდებოდა... - - როგორც იქნა მოხვედი, გაგახსენდა რომ სახლი გაქვს? -სამზარეულოს მაღალ სკამზე იჯდა მარიკო, ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული, შეხსნილი ხალათიდან შავი მაქმანებიანი სექსუალური საცვლები უჩანდა, ხელში წითელი ღვინით სავსე ჭიქა ეჭირა, მაცდურად უბზინავდა ღვინით სველი ტუჩები, მხრებზე ტალღებად ჰქონდა დაფენილი გრძელი თმა, ულამაზესი იყო თუმცა ცარიელი, იმდენად ცარიელი რომ კარგა ხანია ვეღარანაირ გრძნობას ვეღარ აღძრავდა, აღარ იზიდავდა ტატოს ეს ცარიელი სილამაზე და ყალბი გულისხმიერი ღიმილი, მშვენივრად იცოდა რაც იმალებოდა ამ ღიმილის და უზადო გარეგნობის მიღმა. - უნდა ვილაპარაკოთ მარი, -პერანგი შეიხსნა და მის წინ ჩამოჯდა, წიქას წაავლო ხელი, ღვინო დაასხა და მოსვა, არ ესიამოვნა. - რათქმაუნდა უნდა ვილაპარაკოთ, -ცივად ჟღერდა მარიკოს ხმა, -ეს გოგო ვინ არის? ვინმე გყავს ტატო? ამიტომ არ შემომთავაზე რომ დღეს წვეულებაზე წამოვსულიყავი? -ტატოს ტელეფონი გაუწოდა, ჩამოართვა ტატომ დახედა, ფოტოზე ის და ელა იყვნენ გამოსახულები ცეკვის დროს, მის წელზე მოხვეულ საკუთარ თითებს დახედა, მის მხარზე მისვენებულ ელას ფერადთმიან თავს და გაეღიმა, ისე გულიანად გაეღიმა როგორც უკვე კარგა ხანია აღარ იღიმოდა... - ვინ არის ეს გოგო, -ხმას აუწია მარიკომ, ბრაზით ჰქონდა ანთებული თვალები, როგორ უნდოდა ტატოს რომ ამ თვალებში ცოტაოდენი სიყვარული მაინც დაენახა ან ეგრძნო რომ ეჭვიანობდა მაგრამ არა, მარიკო მხოლოდ ბრაზობდა იმის გამო რომ ტატოს ის შეიძლებოდა ვინმე სხვაში გაეცვალა. - ჩუმად, ნუ ყვირი, თათიას გააღვიძებ, -კბილებში გამოსცრა და იქვე მიაგდო ტელეფონი. - ახლა მოხვედი, რა იცი რომ სძინავს, -მარიკომ კიდევ ერთხელ შეივსო ჭიქა. - მე ყოველთვის ყველაფერი ვიცი რაც მას ეხება, ცოტა ხნის წინ ვესაუბრე, გზიდან დავურეკე... - ოჰ, როგორი საოცარი მამა შვილობა გაქვთ, -უცნაური ზიზღით დაბრეცილი ტუჩებით წარმოსთქვა და სასმელი მოსვა, -მასზე ყველაფერი იცი მე კი საერთოდ აღარ გაინტერესებ. - საკუთარ შვილზე ეჭვიანობ? - ის ჩემი შვილი არ არის, რით ვერ შეიგნე, -მთელი ხმით იყვირა გაცოფებულმა, -რატომ მაიძულებ რომ შვილად აღვიქვა, რატომ? - საკმარისია, -გაავებულმა იღრიალა ტატომ და მთელი ძალით დასცხო ხელი მაგიდას, -საკმარისია, ყელში ამომივიდა, დიდი ხანია შენს გამოხტომებს, სიცივეს, თათიას მიმართ უსულგულო მოქცევას ვიტან მაგრამ ეს ბოლოა, უფლებას აღარ მოგცემ გული ატკინო, განქორწინება მინდა. წკრიალით დაიფშვნა ღვინით სავსე ჭიქა კრემისფერზოლებიან ფილაქანზე, სისხლის წვეთებივით გაიშალა გარშემო სისხლისფერი ღვინო... - მშორდები? -ცივად, ავისმომასწავებლად გაისმა მარიკოს ხმა უცაბედად ჩამოვარდნილ ავბედით სიჩუმეში, გამშრალი, გაშეშებული იჯდა, თითები უცახცახებდა, გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა ტატოს, ქვედა ტუჩი გვერდზე ჰქონდა მოქცეული, შოკში იყო, აშკარად არ ელოდა ასეთ რამეს, რატომღაც ყოველთვის ფიქრობდა რომ მის გარდა სხვა გზა და სხვა ხსნა არ გააჩნდა ტატოს. - ორივესთვის ასე უკეთესი იქნება, ერთმანეთი დავღალეთ მარი, აღარ გიყვარვარ, არც მე მიყვარხარ, ჩვენს ოჯახს ოჯახი არ ჰქვია, თათიასთვისაც უკეთესი იქნება თუ ნაკლებად კომფლიქტურ გარემოში იცხოვრებს, იმედია გამიგებ... -მაქსიმალურად არჩევდა სიტყვებს, ცდილობდა ყველაფერი გასაგებად აეხსნა, რაც არ უნდა ყოფილიყო ამდენი ხანია ცოლ ქმარი იყვნენ და მისთვის ერთ დროს ძვირფასი და საყვარელი იყო ეს ქალი ახლა ასე უცხოდ და შორეულად რომ ეჩვენებოდა. - იმ პატარა კახპის გამო მშორდები? -სასოწარკვეთილის ხავილს ჰგავდა მარიკოს ხმა, -მასთან ერთად ხარ და გინდა მიმატოვო? ასეთი ვინ არის, ასეთი რა გაგიკეთა. - ყველას ადანაშაულებ საკუთარი თვის გარდა, -მწარედ ჩაეცინა ტატოს, არავინ არაფერ შუაში არ არის ჩვენს გარდა, ჩვენი ბრალია რომ ურთიერთობა ვერ შევინარჩუნეთ, ჩემი და შენი. - მისი ბრალია, ყველაფერი მისი ბრალია, -დაჰიპნოზებულივით იმეორებდა მარიკო, -ვინ არის, ახლავე მითხარი ვინ არის, -სკამიდან წამოხტა, გიჟს გავდა, თვალები ჩაუწითლდა, მაგიდიდან ერთიმეორის მიყოლებით ყრიდა ნივთებს ძირს, ტატო არაფერს აკეთებდა, მშვიდად იჯდა და ელოდა როდის გადაუვლიდა სიშლეგე, ერთიანად რომ მოიღვენთა მარიკო და იატაკზე რომ ჩაიმუხლა მაშინღა მივიდა მასთან, ხელში აიყვანა მისაღებში გავიდა და დივანზე დასვა. - დამშვიდდი? გავაგრძელოთ საუბარი თუ ხვალისთვის გადავდოთ. - სულ აღარ გიყვარვარ? ცოტათი მაინც? -ქვემოდან ამოხედა მარიკომ ცრემლიანი თვალებით, მაჯაზე ჩაეჭიდა წვრილი თითებით, -ვერ დამშორდები გესმის? უშენოდ ვერ ვიცხოვრებ, უშენოდ მოვკვდები. - ეს ახლა გგონია ასე, -ტატომ მის წინ ჩაიმუხლა და ფრთხილად გაუსწორა სახეზე უწესრიგოდ ჩამოყრილი თმა, -უჩემოდ ძალიან კარგად იქნები. - არ ვიქნები, -პატარა ჯიუტი ბავშვივით გაბუსხა ტუჩები. - ჩემზე საერთოდ არ ფიქრობ? ასეთი ეგოისტი როგორ ხარ, მხოლოდ ის გადარდებს რომ შენ იქნები ცუდად, ჩემთვის როდისმე გიკითხავს როგორ ვარ, რა მინდა, ან ბედნიერი ვარ თუ არა, მხოლოდ შენი თავისთვის ცხოვრობ, ყველაფერს შენთვის ითხოვ, შენთვის აკეთებ... - აქედან თუ წავალ თათიაც ჩემთან ერთად წამოვა, -სიტყვა შეაწყვეტინა და გამარჯვებულის მზერით გადმოხედა, -მე დედამისი ვარ და მოუწევს ჩემთან ერთად წამოსვლა. უნებურად გაეცინა ტატოს, მართლა გულიანად გაეცინა, სიკვდილმისჯილის უკანასკნელ გაფართხალებას ჰგავდა მარიკოს საქციელი ისევ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა, ისევ მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებდა, სხვა არავინ და არაფერი. - არ მითქვამს რომ აქედან უნდა წახვიდე, -სრულიად მშვიდად, თბილი ხმით და ღიმილით უთხრა, -აქედან მე და თათია წავალთ, ქალაქგარეთ, იმ სახლში გადავალთ შენ რომ არასდროს მოგწონდა მხოლოდ იმიტომ რომ თბილისის ცენტრში არ იყო, აა ჰო ისიც არ მოგწონდა ფეხი რომ გესვრებოდა ხოლმე სანამ ჭიშკრიდან სახლამდე მიხვიდოდი. - დამცინი? -თვალები კიდევ უფრო მეტად გაუფართოვდა მარიკოს. - შენი აზრით? -ტატომ ღიმილით გაშალა ხელები, დაღლილი სახე ჰქონდა, დაღლილი თვალები, მთელი მისი სხეული საოცარ დაღლილობას გამოხატავდა. - მგონი ვერ გაიგე რა გითხარი, -მარიკო ცდილობდა მის ხმას სიმტკიცე არ დაეკარგა, -თუ დამშორდები თათია ჩემთან დარჩება მე დედამისი... - შეწყვიტე, -ხმას აუწია ტატომ, -ახლა გახდი დედამისი? - თუ დაშორდებით მე მამასთან ერთად წავალ, -დაბალმა ათრთოლებულმა ხმამ შეაწყვეტინათ კამათი, ერთდროულად შებრუნდნენ მისკენ, მისაღების ღია კარში თათია იდგა, თმააბურდული, ცრემლიანი თვალებით, კურდღლებით მოხატულ საღამურში გამოწყობილი... - მართლა შორდებით? მე და შენ სხვაგან ვიცხოვრებთ? -თათიას საერთოდ არ ეტყობოდა წუხილი ამ ამბის გამო, პირიქით რაღაცნაირად ბედნიერიც კი ჩანდა, გული მოეწურა ტატოს, ეწყინა, ეტკინა, ვერ ხვდებოდა მარიკომ როგორ მოახერხა და ბავშვს ასე შეაძულა თავი, ნაძალადევად გაიღიმა და თხელი ვარდისფერი საბანი გაუსწორა თვალებმილულულ გოგონას. - დაიძინე, ხვალ უკეთ აგიხსნი ყველაფერს. - იცოდე აქ არ დავრჩები. - დამშვიდდი, მშვენივრად იცი რომ შენს გარეშე ერთი დღეც კი ვერ გავძლებ, ერთად გადავალთ ქალაქგარეთ და ბოლოს და ბოლოს შენს ოცნებასაც ავახდენთ. - რას გულისხმობ? -თვალები ჭყიტა თათიამ, ოცნების გაგონებისას წამსვე გამოფხიზლდა, გახარებული წამოჯდა საწოლში, -ძაღლს მიყიდი? - არ გიყიდი, ერთად წავალთ თავშესაფარში და წამოვიყვანთ, უზარმაზარი ეზო გვაქვს და იქ თავისუფლად ირბენს, თუ გინდა პატარა ფისოც ვიყოლიოთ. - მიყვარხარ მამიკო, ვგიჟდები შენზე, -კისერზე შემოხვია წვრილი მკლავები და მთელი ძალით ჩაეხუტა, გულში სითბო ჩაეღვარა ტატოს, ნაზად დაუკოცნა ლოყები, იცოდა ასე აღელვებული მთელი ღამე ვეღარ დაიძინებდა. - დროა დაიძინო, ხვალ ადრე ხარ ასადგომი, -წამოდგა და მუქარით დაუქნია თითი. - რაღაც უნდა გითხრა მა, ჯერ არ წახვიდე, არ მინდოდა მეთქვა მაგრამ საბამ მითხრა თუ არ ეტყვი გაბრაზდებაო. - ასეთი რა უნდა მითხრა. - არ გაბრაზდები? -ისე საყვარლად კითხა სიცილი ძლივს შეიკავა ტატომ. - ჯერ მითხარი რა ხდება და მაგას მერე გადავწყვეტ. მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი თათიამ არ იცოდა როგორ უნდა დაეწყო, არ უნდოდა გული ეტკინა მისთვის, მის გარდა ხომ არავინ ჰყავდა. - მინდა რომ ჩემი ბიოლოგიური მშობლები მოძებნო, შეიძლება და ან ძმაც მყავს, საბა მეხმარება მოძებნაში, უკვე მივაგენით კვალს , -ძლივსგასაგონად ისმოდა მისი ხმა, თავს მაღლა ვერ წევდა რომ მამისთვის თვალებში შეეხედა. - გეგონა ამის გამო გაგიბრაზდებოდი? -ჩვეული სითბო რომ შეამჩნია ტატოს ხმაში შვებით ამოისუნთქა. - მეგონა გეწყინებოდა. - არ მწყინს, კარგია რომ მითხარი, თუმცა ეს ისეთი საქმეა რასაც შენ და საბა მარტო არ უნდა შეეჭიდოთ, მე დაგეხმარები რომ ნამდვილი მშობლები იპოვო. - შენ ხარ ჩემი ნამდვილი მშობელი, ჩემი ნამდვილი მამა შენ ხარ, ისინი... ისინი უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო მინდა მათი მოძებნა, -ხმა გაებზარა თათიას და თვალები აუცრემლიანდა, -მინდა გავიგო რატომ მიმატოვეს. - ყველაფერი მესმის ჩემო პატარავ, ვიცოდი რომ ერთ დღესაც მათი ნახვა, გაცნობა, კითხვებზე პასუხის მიღება მოგინდებოდა, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, გეფიცები არ მწყინს, ყველანაირად დაგეხმარები, ერთად ვიპოვით მათ, ახლა კი მოდი, ჩამეხუტე, -მკლავები ფართოდ გაშალა და თბილად გაუღიმა... - მაღალსართულიანი შენობის წინ იდგნენ თათია და საბა, შესასვლელს თვალს არ აშორებდნენ და დროდადრო შეთქმულებივით უყურებდნენ ერთმანეთს. - წესით ეს ყველაფერი მამაშენისთვის უნდა გვეთქვა, -საბამ უხერხულად მოიქექა მოზრდილი შავი თმა, -ხომ გითხრა მამაშენმა დაგეხმარები მათ მოძებნაშიო. - ჰო მაგრამ ჯერ უნდა დავრწმუნდე რომ ნამდვილად ის არის, მერე ყველაფერს ვეტყვი და გავაცნობ კიდეც, წარმოგიდგენია რა მაგარია, უფროსი და მყავს. - ნეტავ როგორია, ან როგორი რეაქცია ექნება როცა ეტყვი რომ მისი და ხარ. - იმედია ვიღაც უჟმური არ აღმოჩნდება, -გადაიკისკისა თათიამ და შენობიდან გამომავალი გოგო რომ დაინახა საბას მკლავზე დაქაჩა. - ის არის, როგორც იქნა გამოვიდა, წამოდი, სწრაფად თორემ წავა და მერე სადღა უნდა ვდიო, -სირბილით გადაჭრეს ქუჩა ხელჩაკიდებულებმა... - ასე მგონია უკან დამდევ და მითვალთვალებ, ყოველთვის იქ ჩნდები სადაც მე ვარ ხოლმე, შემთხვევით მანიაკი ხომ არ ხარ? -ტატო ღიმილით შესცქეროდა მოკლე ცისფერ სარაფანში გამოწყობილ თმაგაშლილ ელას, რომელიც ინტერესით ათვალიერებდა მის საბურავდაშვებულ ავტომობილს და ცდილობდა სერიოზული გამომეტყველება შეენარჩუნებინა. - რას მაბრალებ, მადლობის მაგიერია? შენი გულისთვის შუა გზაში ჩამოვხტი ტაქსიდან, დაგინახე და... - მართლა ჩემს გამო გაჩერდი? - აბა ამ უკაცრიელ ადგილას რას უნდა ვაკეთებდე შენი აზრით? -ხელები გაშალა და ირგვლივ მიმოიხედა, მართლაც არავინ ჩანდა გარშემო, ავტომობილს მიუახლოვდა, დაშვებულ საბურავს ფეხი წაჰკრა და მერე ახდილ საბარგულში ჩაიჭყიტა, -სათადარიგო საბურავი არ გაქვს? - რად გინდა, შეცვლაში უნდა დამეხმარო? -ირონიული ღიმილი გაუკრთა ტატოს ბაგეებზე როცა წარმოიდგინა ელა თანაც ასეთ ფორმაში გამოწყობილი როგორ ცვლიდა საბურავს. - და რა არის ამაში გასაოცარი? უკან დაიხიე და მაცადე, -მხარიღლივ გადაკიდებული ჩანთა მოიხსნა და იქვე მიაგდო, მაჯიდან თმისსამაგრი მოიძრო და თმა კეფაზე დაიხვია, -მონუსხული შეჰყურებდა ტატო მის მაღალ ყელს და ჩამოქნილ თითებს რომლებსაც თმებში დაასრიალებდა... მას მერე რაც გაარკვია რომ ელა მის პარტნიორებთან მუშაობდა რამდენჯერმე სცადა მასთან შეხვედრა თუმცა გოგონა ყოველთვის ცივად იშორებდა თავიდან, მისი ასეთი საქციელი კი უფრო და უფრო უმძაფრებდა მის მიმართ ინტერესს ტატოს, იმასაც კარგად ხვდებოდა რომ ის რასაც ელას მიმართ განიცდიდა მხოლოდ ინტერესი არ იყო, მთელი გულით, სხეულით, გონებით სურდა ის, მუდამ თან სდევდა მისი გულწრფელი თბილი ღიმილი, ულამაზესი ლურჯი თვალები, სულშიჩამწვდომი ხმა, ხვდებოდა რომ ელაც არ იყო მის მიმართ გულგრილი... უყურებდა და არ სჯეროდა ახლა რასაც ხედავდა, არ სჯეროდა რომ ახლა მის წინ იყო ასე ახლოს და რაც არ უნდა სასაცილო და უცნაური ყოფილიყო მისი ავტომობილის საბურავის გამოცვლას აპირებდა, მაშინღა გამოფხიზლდა როცა ელამ საბარგულიდან საბურავის ამოღება სცადა. - მოიცადე, რას აკეთებ, -ხელებში ეცა და გააჩერა, -შენ რა, მართლა აპირებ რომ საბურავი შეცვალო? - ჰო აბა როდემდე უნდა იდგე აქ და ევაკუატორს ელოდო, გაგიმართლა რომ დაგინახე, გაიწიე და მაცადე გამოვცვალო, -ამაყად აპრიხა ცხვირი და ზურგი შეაქცია, ღიმილი ძლივს შეიკავა ტატომ, აღარ შეწინააღმდეგებია, საოცრად სიამოვნებდა მისი ასეთის ყურება, მართლაც პროფესიონალი ხელოსანივით იქცეოდა ელა, აშკარად ეტყობოდა რომ ერკვეოდა ასეთ რამეებში, გარეგნულად პატარა, სიფრიფანა და ნაზი, სულაც არ იყო ისეთი როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა, ნეტავ კიდევ რას მალავდა... რამდენიმე წუთში ავტომობილს ახალი საბურავი ჰქონდა. - და და და დააამ, -ელამ ღიმილით გაშალა დასვრილი ხელები, -მზად არის, რა საჭირო იყო ამისთვის დახმარების გამოძახება, შენ თვითონაც შეგეძლო გამოგეცვალა, რა მოხდა, შეგეშინდა რომ ეგ ლამაზი თითები დაგესვრებოდა? - მოგწონს ჩემი თითები? -ეშმაკურად გაიღიმა და მისკენ დაიძრა, აღელდა ელა, გვიან გააცნობიერა რაც წამოსცდა, წამსვე მოეღუშა სახე და უკან დაიხია. - მე... მე უბრალოდ ვთქვი რომ... - აქ რაღაც გაქვს, მოიცადე მოგაშორებ, -ტატო მიუახლოვდა, ფრთხილად ასწია ხელი და ტუჩის კუთხესთან ნაზად მოსწმინდა შავი ლაქა, უნებურად მინაბა თვალები ელამ... - წამოდი სახლში წაგიყვან, -კარი გამოუღო ტატომ და მისი უკმაყოფილო სახის დანახვისას გაეღიმა, მიხვდა უფრო მეტს ელოდა გოგო მისგან ვიდრე ასეთი უცოდველი შეხება იყო სახეზე და ამის გააზრებამ გააბედნიერა, სიტყვის უთქმელად ჩაჯდა ელა და ღვედი გადაიჭირა, მისამართი უკარნახა ტატოს, მერე კარგად მოკალათდა და ჩაბნელებულ ქუჩას გაუშტერა მზერა... - - გაიღვიძე, მოვედით, -ნაცნობი ხმა ჩაესმოდა ელას, სასიამოვნო სურნელს და სახეზე თბილ სუნთქვას გრძნობდა და ამ ზმანებიდან გამორკვევა არ უნდოდა, ძლივსძლივობით გაახილა თვალები და მისკენ დახრილი ტატო რომ დაინახა თავისთავად გადაეფინა სახეზე ღიმილი, ინსტიქტურად გაიწოდა ხელები და კისერზე შემოხვია, ტატო არ დაბნეულა, ფრთხილად გადაიყვანა ავტომობილიდან ნახევრად მძინარე გოგონა და გულზე აიხუტა, ასე ხელში აყვანილს გაატარა ეზო, სახლში რომ შეიყვანა და მისაღებში დივანზე ფრთხილად მიაწვინა მაშინღა გამოფხიზლდა ელა, წამოჯდა და უცხო ოთახი დაკვირვებით მოათვალიერა. - სად ვარ, -გაფართოებული თვალები მიაპყრო მის მოპირდაპირედ მჯდარ მომღიმარ ტატოს რომელსაც თვალებში ისეთი ცეცხლი ენთო გაგიჭირდებოდა თვალი გაგესწორებინა. - სახლში ხარ, -მშვიდად მიუგო ტატომ და საზურგეზე გადაწვა. - ვერ მივხვდი, შენ ხომ მითხარი სახლში წავიდეთო. - ჰოდა მოვედით კიდეც, ეს ჩემი სახლია, შეგიძლია თავი ისე იგრძნო როგორც საკუთარში, რას დალევ? ჩაი, ყავა თუ რამე ალკოჰოლური? ალბათ გშია კიდეც, -წამოდგა და ელას შეკრული წარბებისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე წავიდა სამზარეულოსკენ, უკან ადევნებული ფეხის ხმა რომ მოესმა გაეღიმა, ასეც იცოდა, ელა სხვებს არ ჰგავდა, სხვა გოგო მის ადგილზე პანიკაში ჩავარდებოდა და ისეთ სცენებს მოაწყობდა თავბედს აწყევლინებდა, ელა კი... ტატო ფიქრობდა რომ ელას მისი უსიტყვოდ ესმოდა, მისი ფიქრების და გრძნობების გაგება შეეძლო. ცოტა ხანში ერთად ამზადებდნენ ვახშამს, უფრო სწორად ტატო ამზადებდა ელა კი სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა და გაფაციცებული ადევნებდა თვალს მის გრაციოზულ მოძრაობებს, აშკარა იყო რომ სამზარეულოში უცხოდ არ გრძნობდა თავს ტატო, საშინლად უხდებოდა მკლავებზე აკაპიწებული პერანგი, წინსაფარი და მრავლისმთქმელი ეშმაკური ღიმილი, გრძელ თლილ თითებში ისე ოსტატურად ათამაშებდა დანას ძნელი იყო თვალი მოგეწყვიტა. - შეგიძლია კარადიდან თეფშები გამოიღო? -კარადაზე ანიშნა და ელაც მაშინვე წამოდგა ფეხზე, თეფშები და დანა ჩანგალი დააწყო, ჭიქებიც მიუწყო გვერდით. - სხვა ვერაფრით დაგეხმარები? - დაჯექი, უკვე ყველაფერი მზად არის, -გამზადებული კერძები მაგიდაზე დაალაგა, წითელი ღვინოც გახსნა და დაასხა, წინსაფარი მოიძრო და თვითონაც მიუჯდა მაგიდას, უხმოდ მიირთმევდნენ, ყველაფერი უგემრიელესი იყო, დიდი ხანია რაც ასე კარგად არ ეგრძნო ელას თავი, მშვიდად, თბილად, შინაურულად... - ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო მადლობა, -გაუღიმა და დაცლილი ჭიქა გაუწოდა, -კიდევ დამისხი. - როგორც მახსოვს სასმელს ვერ იტან, -ამღვრეულ თვალებში შეხედა ტატომ ღიმილით თუმცა მაინც შეუვსო ჭიქა, ულამაზესი იყო ელა, ღაწვები აწითლებული ჰქონდა და უმიზეზოდ იღიმოდა, ერთად მიალაგეს სამზარეულო და ჭიქებით ხელში გავიდნენ მისაღებში. - აქ მარტო ცხოვრობ? მეგონა ცოლი გყავდა, -ინტერესით ათვალიერებდა გარემოს. - ცოლი მყავდა მაგრამ დაშორება გადავწყვიტეთ, დედამისთან გადავიდა საცხოვრებლად, მაინც არ მოსწონდა აქაურობა, ახლა აქ მე და ჩემი გოგო თათია ვცხოვრობთ. - შენთან ცხოვრობს? დედას არ გაჰყვა? -ალბათ ზედმეტად მიღებული სასმელი თუ ალაპარაკებდა ელას თორემ ისე ნამდვილად არ უყვარდა სხვის საქმეში ჩარევა. - ასე არჩია, თათია უკვე საკმაოდ დიდია საიმისოდ რომ თვითონ გადაწყვიტოს რა არის სწორი და რა არასწორი, -ტატო ისეთი სიყვარულით საუბრობდა მის შესახებ რაღაცნაირად ესიამოვნა ელას შვილის მიმართ მისი ასეთი დამოკიდებულება. - ახლა სახლშია? -ისეთი სახით მიმოიხედა ირგვლივ ტატომ სიცილი ძლივს შეიკავა. - დღეს მეგობართან რჩება. - გასაგებია, უკვე გვიანია, სახლში წამიყვან? -დაცლილი ჭიქა იქვე კომოდზე დადო და ქვემოდან ახედა თვალებში უკვე ზედმეტად მოახლოვებულ მამაკაცს, სისხლს უდუღებდა მისი სიახლოვე, გონებას ურევდა, ყველასა და ყველაფერს ავიწყებდა, წაყვანას სთხოვდა თუმცა მისი მზერა და ათრთოლებული სხეული საწინააღმდეგოს უმტკიცებდა ტატოს... - სახლში ხარ, -ჩასჩურჩულა, დაიხარა და ნაზად შეახო ტუჩები მოშიშვლებულ ყელზე, ციებიანივით გააკანკალა ელას, უკან გადახარა თავი, ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და გამეტებით იკბინა რომ როგორმე კვნესა შეეკავებინა. - წასვლა მინდა, -თვითონაც არ იცოდა რატომ თქვა ეს და იგრძნო როგორ გაეღიმა ტატოს. - დარწმუნებული ხარ? -ხრინწი ჰქონდა გარეული ხმაში, მისი ცხელი ტუჩები ელას ყელში მხრებზე და სახეზე თარეშს არ სწყვეტდნენ, თითები მოუსვენრად დაცოცავდნენ მის წელზე... - არ ვიცი, -აღმოხდა და მთელი ძალით მოეხვია, თავად იპოვნა მისი ტუჩები... გვიანობამდე ეღვიძათ და ერთმანეთის ალერსით ტკბებოდნენ, როდის როდის ჩაეძინა ელას ტატოს მკერდზე პატარა კნუტივით მიკრულს, დაჰყურებდა ტატო, დამშვიდებულს, დამცხრალს, საყვარლად განაბულს, უღმერთოდ მშვენიერს და საკუთარი ბედნიერების არ სჯეროდა... - - ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება, ხომ იცი ყოველთვის შენს გვერდით ვარ საყვარელო, -ტატო გულში იკრავდა ანერვიულებულ თათიას და დროდადრო თავზე კოცნიდა. - თავიდან საბა მეუბნებოდა შეიძლება შენი და არ აღმოჩნდესო მაგრამ მერე მის ძმას ვთხოვეთ დახმარება, ხომ იცი სადაც მუშაობს და ყველაფერი გაგვირკვია, ნამდვილად ჩემი დაა ოღონდ სხვადასხვა მამა გვყავს, დედა და მამა შემთხვევით შეხვედრიან ერთმანეთს და ერთმანეთი შეყვარებიათ, ორი წელი ხვდებოდნენ თურმე, ჩემზე ყოფილა ორსულად როცა მამაჩემის მშობლებს მის შესახებ გაუგიათ რათქმაუნდა შვილიანი რძალი არ უნდოდათ, ამიტომაც როცა მე დავიბადე დედას მოატყუეს რომ დავიღუპე და ბავშვთა სახლში ჩამაბარეს, ამ ამბიდან ორი თვის თავზე კი მამა დაღუპულა ავტოავარიაში... - პატარავ, მაპატიე რომ საქმეებს გადავყევი და მარტო მოგიხდა ამ ყველაფრის გარკვევა, -ტატომ მისი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლიან თვალებში ჩახედა, -ხომ მაპატიებ. - კარგი რა მა, სულაც არ გაგვჭირვებია მე და საბას. - ნამეტანი ხშირად ახსენებ მაგ ბიჭს, -მოჩვენებითი მუქარით გადააქნია თავი. - იმიტომ ვახსენებ რომ სულ ჩემს გვერდითაა, ჩემი მეგობარია... მოიცა მგონი უკვე მოვიდა ჩემი და, ტელეფონზე მოსულ შეტყობინებას დახედა და მერე ისევ ტატოს მიუბრუნდა, -მამიკო ძალიან გთხოვ ეცადე თბილად მოექცე, იცი რა საყვარელი გოგოა, მაშინვე დამიჯერა როცა ვუთხარი ვინც ვიყავი, იტირა კიდეც, ჩამეხუტა და ისე ტიროდა, შეხედე ის არის. კაფის შემოსასვლელისკენ გაიშვირა თითი, მის თითს გააყოლა თვალი ტატომ... - რა კარგია რომ თურმე ერთმანეთს იცნობთ, ასე უფრო გაგვიადვილდება ყველაფერი, მინდა რომ კარგი ურთიერთობა გქონდეთ, -თათია აღფრთოვანებული შეჰყურებდა უფროს დას რომელსაც ფერი აღარ ედო სახეზე, ვერც მამის ამღვრეულ თვალებს და დაძაბულ სხეულს ამჩნევდა. - როგორი დამთხვევაა არა? სად გაიცანით ერთმანეთი, როგორ გაიცანით, -ეტყობოდა რომ სანამ დეტალებში არ გაიგებდა ყველაფერს მანამდე არ გაჩერდებოდა, მძიმედ ამოიოხრა ტატომ და ელას გადახედა რომელმაც თვალი აარიდა, თითქოს შიგნით რაღაც ჩასწყდა როცა გაიაზრა რომ შეიძლებოდა ელა დაეკარგა, ამას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა. - შემთხვევით გავიცანით პატარავ, სრულიად შემთხვევით, ყველაფერს მოგიყვები ოღონდ ცოტა მოგვიანებით, ახლა ჯობია მოვრჩეთ საუბარს და წავიდეთ უამრავი საქმე მაქვს, -მხარზე მოხვია ხელი საყვარელ ქალიშვილს, დაიხარა და ორივე ლოყა დაუკოცნა, თათიამ გაღიმებულმა ახედა ქვემოდან. - ელა ხომ მოგწონს, კარგი გოგოა არა? როცა მე და საბამ ვუთხარით რომ მისი და ვიყავი მაშინვე დამიჯერა, ისე გაუხარდა, ჩამეხუტა და ატირდა, ხომ შეიძლება ხშირად გესტუმროს ხოლმე ან ჩვენთან რომ გადმოვიდეს... - ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა საყვარელო, ნუ ჩქარობ, -ელა გადმოიხარა და თათიას ხელი ხელში მოიქცია ნაზად მოუჭირა, ხმა უთრთოდა, ნაძალადევად იღიმოდა, თუმცა ყველანაირად ცდილობდა თავის შეკავებას. - აუ კარგი რა, ხომ მაინც მარტო ცხოვრობ, გადმოდი ჩვენთან, მამიკო უთხარი რომ არ ხარ წინააღმდეგი, უთხარი რა, -თათია ვერ ისვენებდა, ერთ ადგილზე ცმუკავდა, აღფრთოვანებული იყო იმ იდეით რომ თუ ელას დაიყოლიებდა მათთან გადმოსვლაზე სულ გვერდით ეყოლებოდა და დიდ დროს გაატარებდა მასთან, მისგან იმ სითბოს გრძნობდა რომელიც ასე ძალიან აკლდა. - თათია გთხოვ, ეს საკითხი ასე აქ სასაუბრო ნამდვილად არ არის, გთხოვ მერე ვილაპარაკოთ, -ელა ღელავდა, უკვე იმდენად ღელავდა რომ ცოტაც და იფეთქებდა, ტატოსთან და მის შვილთან ერთად ცხოვრება? შვილთან რომელიც მისი და იყო, აქამდე ეგონა რომ ასეთი რამ მხოლოდ ინდურ ან თურქულ სერიალებში თუ შეიძლებოდა მომხდარიყო, თვალები მაგრად დახუჭა და თავი გამეტებით გადააქნია რომ როგორმე გონებიდან ტატოზე ფიქრები განედევნა, ვერ მოახერხა, ასე ადვილი არ იყო მისი სითბოს და სურნელის დავიწყება, ტატო უკვე იმდენად ბევრი იყო მასში, იმდენად ღრმად ჰქონდა ფესვები გამდგარი მის გულში... - მა ნახე როგორ მგავს, ზუსტად ჩემნაირი თვალები აქვს, -ვერ ისვენებდა თათია. - მართალი ხარ, ულამაზესი თვალები აქვს ელას, -ნაძალადევად გაიღიმა და თვალი გაუსწორა გოგონას რომელიც გამეტებით იკვნეტდა ქვედა ტუჩს და ეტყობოდა რომ ძლივს იკავებდა ცრემლებს, სიგიჟემდე მოუნდა მისი ჩახუტება, მოფერება, მისი სხეულის შეგრძნება, წუხელ მკლავებში ჰყავდა მოქცეული, ვნებისგან გათანგული, აწითლებული ღაწვებით და მიბნედილი მზერით ახლა კი... ახლა... - მა საბამ მომწერა, -თათიას ხმამ გამოარკვია, -აქ გამომივლის და ერთად წავალთ ინგლისურის გაკვეთილზე ხომ შეიძლება? - შეიძლება, -გაუღიმა და ნაზად აკოცა შუბლზე, -იცოდე სახლში არ დაიგვიანო. გახარებული წამოხტა თათია, ორივეს დაემშვიდობა, უკანმოუხედავად გაიქცა და ერთმანეთს შეატოვა დადუმებულები. - - სად მიდიხარ? -ტატოს უნებურად გაეღიმა როცა დაინახა როგორ უჩუმრად ადგა ელა და იქაურობის დატოვება დააპირა, თავჩაღუნული თვალს ვერ უსწორებდა. - მე... მე... ჯობია წავიდე. - სად აპირებ წასვლას? - სახლში. - არ ფიქრობ რომ სალაპარაკო გვაქვს? - ახლა არა ტატო გთხოვ, -ცრემლნარევი ხმა ჰქონდა, აწყლიანებული თვალები, თხელ თითებს გამეტებით უჭერდა ჩანთის სახელურს, მშვენივრად ხვდებოდა ტატო რაც ხდებოდა ახლა მის გონებაში, არავითარ შემთხვევაში არ აპირებდა წასვლის და მარტო დარჩენის საშუალება მიეცა, არ დაუშვებდა რომ ათას სისულელეზე ეფიქრა და ათასი უაზრო რამ წარმოედგინა, წამოდგა, მიუახლოვდა და ხელი ჩასჭიდა. - აქედან ერთად წავალთ და აუცილებლად ვისაუბრებთ ამ ყველაფერზე, -მტკიცე ხმა ჰქონდა, თავის გადაწყვეტილებაში ასი პროცენტით იყო დარწმუნებული, ელას აღარაფერი უთქვამს, ნელი ნაბიჯით წავიდა გასასვლელისკენ. - ელას ბინაში იყვნენ, მის საძინებელში, სიმყუდროვე და სიჩუმე იყო გამეფებული ირგვლივ, ქარიშხალი უკვე გადავლილი იყო და ახლა თავიდან ცდილობდნენ ძალების მოკრებას ახალი ცხოვრების დასაწყებად, ტატო ტანსაცმლიანი იწვა საწოლზე, მის მკერდზე ედო ელას თავი და ჯერ კიდევ უთრთოდა მხრები, ნაზად დაატარებდა დაუდევრად აბურდულ თმებში ტატო თითებს მის დამშვიდებას ცდილობდა. - შემეშინდა, ძალიან შემეშინდა, -დაიჩურჩულა ელამ და ისე მაგრად ჩაბღუჯა მისი პერანგი გეგონებოდათ ტატო სადმე აპირებს გაქცევასო. - რისი შეგეშინდა? - იმის რომ ჩემთან დაშორებას მოისურვებდი, უშენოდ როგორ უნდა ვიცხოვრო არ ვიცი, შენი დაკარგვა არ მინდა, მიყვარხარ... უნებურად გაეცინა ტატოს, ვერ ხვდებოდა იმ უზარმაზარი ბედნიერებისთვის მის შიგნით რომ ბობოქრობდა რა უნდა მოეხერხებინა, ელას უყვარდა, უყვარდა და მასთან დაშორება აზრადაც კი არ გაუვლია, სიცილი ისტერიულ ხარხარში გადაეზარდა, გაოცებული წამოჯდა ელა. - რა გჭირს, კარგად ხარ? - ჩამეხუტე, -ხელები გაშალა ტატომ, -რაც შეიძლება მაგრად ჩამეხუტე რომ გიგრძნო თორემ სადაცაა ამხელა ბედნიერებისგან გული გამისკდება. - როგორ ფიქრობ, თათია შეძლებს რომ გაგვიგოს, -უკვე დამშვიდებულს კითხა ელამ. - შეძლებს, ჩემი პატარა ჭკვიანი ბავშვია და ყველაფრის გაგებას შეძლებს, -ტატოს ეჭვიც კი არ ეპარებოდა რომ ყველაფერი მართლა ასე იქნებოდა. - და სხვები? შენი ოჯახის წევრები, ნათესავები... - დიდი ხანია ის პატარა ბიჭი აღარ ვარ ელა ხანდახან მაინც რომ ფიქრობდა იმაზე თუ რას იტყვის ხალხი, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენ გვეხება და არავის მივცემ უფლებას ჩვენს საქმეში ჩაერიოს, არაფერი გვჭირს ვინმესგან მოსარიდებელი, სასირცხვილოს არაფერს ვაკეთებთ, არ მინდა თავი ისე იგრძნო თითქოს რამე დანაშაულს ჩადიხარ ჩემთან ურთიერთობით, არ მინდა მოღუშულს და მოწყენილს გხედავდე, შენგან შორს ყოფნაც არ მინდა, მგონი თათია მართალი იყო, იქნებ ჩემთან გადმოსულიყავი... არც დაფიქრებულა ისე შესთავაზა თუმცა ერთი წამითაც კი არ უნანია, იმის გაფიქრებამ რომ შეიძლებოდა ელას მის სახლში ეცხოვრა და ყოველ დილით მასთან ჩახუტებულს გაეღვიძა პირთამდე აავსო ბედნიერების შეგრძნებით. - გაგიჟდი? -ელამ წამოიწია და იდაყვზე დაყრდნობილმა გაოგნებისგან გაფართოებული თვალებით დახედა ზემოდან, ჯერ კიდევ ეტყობოდა ცოტა ხნის წინანდელი ტირილის კვალი თუმცა მაინც უსაშველოდ ლამაზი იყო. - არ გავგიჟებულვარ, -გაეღიმა ტატოს და ნაზად გადაუწია მხარზე თმა, -ცოლად გამომყევი. - რომანტიკის გაგებაში არ ხარ, -სიტყვებს ღრმა ამოსუნთქვა ამოაყოლა ელამ, არ გაკვირვებია ტატოს წინადადება ელოდა კიდეც, მართალია სხვაგვარად ჰქონდა წარმოდგენილი მაგრამ ახლა რა მნიშვნელობა ჰქონდა, წამით თვალები დახუჭა და ერთი შეხედვით აბსურდული სიტუაციის მიუხედავად მაინც სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა სხეულში მათი მომავალი ოჯახური ურთიერთობა რომ წარმოიდგინა. - თათიას დღეს დაელაპარაკები? იქნებ მოგვეცადა და... - პასუხი არ გაგიცია, შენი რეაქცია როგორ გავიგო თანახმა ხარ? -მოუთმენლობა გამოსჭვიოდა ტატოს ხმაში. - თანახმა ვარ, -მისი პასუხი როგორც კი მოესმა ტატოს გახარებულმა მოხვია ხელები, საწოლზე გადააწვინა და ზემოდან მოექცა. - სჯობს თათიას დღესვე და ახლავე მე ავუხსნა ყველაფერი ვიდრე სხვისგან გაიგოს, ცოტა ხნით დაგტოვებ, სახლში წავალ და დაველაპარაკები, შენ კი მშვიდად იყავი, ყველაფერი კარგად იქნება გპირდები. - უცნაურია რაც ხდება და ერთი შეხედვით წარმოუდგენელი, ასეთი დამთხვევების არასდროს მჯეროდა, -როგორც იქნა თავს ღიმილის უფლება მისცა ელამ, მისკენ დახრილ ტატოს ბაგეები შეაგება და თვალები მილულა მოსალოდნელი სიამოვნების მოლოდინში... ჩაფიქრებულმა, გონებაარეულმა შეაღო სახლის კარი, ახლა ერთადერთი რაც ნამდვილად იცოდა იყო ის რომ ელას არავითარ შემთხვევაში არ დათმობდა, ნეტავ რა რეაქცია ექნებოდა თათიას, როგორ უნდა აეხსნა მისთვის ეს ყველაფერი, რომ ვერ გაეგო? სახლში შესვლისთანავე უჩვეულო სიჩუმე შემოეფეთა, რატომღაც წარმოიდგინა როგორ მოდის სამსახურიდან დაღლილი და როგორ ხვდება ელა ღიმილით როგორ ეხვევა მუხლებზე მათი პატარა... - ნეტავ შენი თავისთვის შეგახედა, როგორი ბედნიერი სახე გაქვს, დარწმუნებული ვარ იმ ლაწირაკზე ფიქრობ, საინტერესოა ასე როგორ მოახერხა შენი გაგიჟება? მისაღებში იჯდა მარიკო, ფეხი ფეხზე გადადებული, მოკლე, გულამოღებულ კაბაში გამოწყობილი, ტატო დაინახა თუ არა მაშინვე წამოდგა და თეძოების რხევით მიუახლოვდა, მის წინ შედგა, ვნებით ანთებული თვალები შეანათა, მისი სახისკენ წაიღო გრძელფრჩხილებიანი თითები, ინსტიქტურად უკან დაიხია ტატომ, მიუხედავად იმისა რომ მის თვალებში აშკარა სურვილს ხედავდა ერთი წამითაც არ უფიქრია შეხებოდა. - აქ რას აკეთებ? -ცივი იყო მისი ხმა, არაფრისმთქმელი. - არ მითხრა რომ ამ სახლში მოსვლა მეკრძალება, -ირონიულად გაიცინა მარიკომ, -ნუ გეშინია დასარჩენად არ მოვსულვარ, იმისთვის მოვედი რომ შენს საყვარელ ქალიშვილს დავლაპარაკებოდი და მისთვის ამეხსნა ვინ არის სინამდვილეში მამამისი, რომ სულაც არ არის ანგელოზი როგორც თვითონ ჰგონია. მოქუფრული უსმენდა ტატო, რაღაც ცუდის მოლოდინმა შეიპყრო, წესით თათია ახლა სახლში არ უნდა ყოფილიყო, კაცმა არ იცის რა უთხრა ამ არანორმალურმა ქალმა. - სად არის? -ცივად გამოსცრა კბილებში. - იმას არ მეკითხები რა ვუთხარი? არ გაინტერესებს შენზე და მის უფროს დაიკოზე როგორი საინტერესო ამბები მოვუყევი? გეგონა ასე უბრალოდ შეგრჩებოდა რომ იმ კახპის გულისთვის მიმატოვე, თანაც ვინ ყოფილა თურმე, თათიას და, ეს უბრალო დამთხვევა გგონია თუ თავს ისულელებ, ვერც ხვდები რომ გატყუებს და გიყენებს, ალბათ გაიგო მისი დის შესახებ, ნახა როგორ ოჯახშიც იზრდებოდა და მერე შენი გამოყენება გადაწყვიტა, ჯერ იყო და თათიას გამო გაგვიფუჭდა ურთიერთობა ახლა კი მისი კახპა დის გამო... გაცოფებული უსმენდა ტატო, ვერ ხვდებოდა როგორ შეეძლო ქალს რომელიც ამდენი წელი მის გვერდით ცხოვრობდა ასე მოქცეულიყო, ვერ ხვდებოდა როდის შეიცვალა ასე, ან იქნებ სულ ასეთი იყო... - მითხარი სად არის თათია, -კიდევ ერთხელ სცადა მშვიდად ეკითხა. - საიდან უნდა ვიცოდე, -უდარდელად აიჩეჩა მხრები მარიკომ, -ყველაფერი ვუთხარი თქვენზე, ატირებული გაიქცა სახლიდან, ალბათ დაიკოსთან წავიდა რომ პასუხი მოსთხოვოს საყვარელი მამიკოს წართმევის გამო. ალბათ თვითონ მარიკოც კი არ ელოდა ტატოსგან ასეთ საქციელს, თვალები გაოგნებისგან გაუფართოვდა როცა ყოფილი მეუღლე ყელში სწვდა და კედელზე მიანარცხა. - შენ რა ადამიანი ხარ, როგორ შეგიძლია ასეთი მონსტრი იყო, -მთელი ხმით ღრიალებდა და უფრო და უფრო უჭერდა თითებს ყელზე შიშისგან და მოულოდნელობისგან გაფითრებულ ქალს, -ახლავე წადი აქედან და აღარასოდეს გამოჩნდე ჩვენს სიახლოვეს, იცოდე თათიას კიდევ ერთხელ რომ მიუახლოვდე ცოცხალი ვერ გადამირჩები. თავგზაარეული გამოვარდა სახლიდან და საჭეს მიუჯდა, თათია მის ზარს არ პასუხობდა, რამდენიმე ამაო მცდელობის შემდეგ გაახსენდა საბა, ნომერი აკრიფა. - არ ინერვიულო ჩემთან არის, -უპასუხა თუ არა საბამ ეს სიტყვები რომ უთხრა როგორც იქნა შვებით ამოისუნთქა ტატომ. - როგორ არის? - ცუდად მაგრამ მე მივხედავ. - დამალაპარაკე. - ახლა არავისთან საუბარი არ უნდა. - სად ხართ? - ჩემთან ვართ სახლში, ჩემები აგარაკზე არიან და მარტო ვართ. - ახლავე მოვალ. - გთხოვ ახლა არ მოხვიდე, -მუდარა შეერია საბას ხმას, -თათიამ ყველაფერი მომიყვა, ძალიან ცუდად იყო, ახლა ცოტა დამშვიდდა, შენ რომ აქ დაგინახოს ისევ ანერვიულდება, ნება მომეცი დავამშვიდო და მივხედო, ვეტყვი რომ დაურეკე და მასზე ნერვიულობ, იმასაც ვეცდები ავუხსნა რომ ის რაც შენსა და მის დას შორის ხდება სულაც არ არის კატასტროფა, ცოტა ხნით დარჩეს ჩემთან, საღამოს თავად მოვიყვან სახლში, ხომ იცი ჩემს გვერდით არაფერი გაუჭირდება. უსმენდა ტატო და ამ სიტუაციის მიუხედავად მაინც ვერ იკავებდა ღიმილს, მოსწონდა ეს ბიჭი, იცოდა რომ შეეძლო მისი ნდობა, თათიას ჩუმად რამდენჯერმე შეხვდა კიდეც, ისაუბრეს, ჭკვიანი ბიჭი ჩანდა, სწორად მოაზროვნე, ერთგული მეგობარი... ტელეფონი გათიშა, იქვე სავარძელზე მიაგდო და შუბლით დაეყრდნო საჭეს, იცოდა დღეიდან უამრავი წინააღმდეგობის დაძლევა მოუხდებოდა, უამრავი ჭორ მართლის და გადაკრული სიტყვის თუ მზერის ატანა თუმცა ეს ამად ღირდა, არავის მისცემდა უფლებას მის პატარა, ლამაზ ოჯახში ცხვირი ჩაეყო და ყველაფერი თავდაყირა დაეყენებინა. - ვერანდაზე იჯდა და ყვავილებიან სარაფანში გამოწყობილ ელას უყურებდა რომელიც ბალახებში ჩამჯდარი ეთამაშებოდა უზარმაზარ ქოფაკს, უკვე შესამჩნევად ეტყობოდა წამოზრდილი მუცელი, ულამაზესი იყო, აწითლებული ლოყებით და აციმციმებული თვალებით მზესავით ანათებდა. - მამიკო ნახე მე და თათიმ რა ვიყიდეთ, -წკრიალა ხმა რომ მოესმა მაშინღა გამოერკვა, მისაღებიდან გამოსასვლელი კარისკენ მიიხედა გაღიმებულმა, მისკენ ექვსიოდე წლის ულამაზესი ლურჯთვალა გოგონა მორბოდა უკან კი თათია მოყვებოდა ხელში ტკბილეულობით სავსე პაკეტებით. - ლამის მთელი მაღაზია მაყიდინა ამ ცუღლუტმა, -ტატოს მუხლებზე მოკალათებულ ბავშვს თავზე გადაუსვა ხელი და იქვე ახლოს მდგარ სავარძელზე ჩამოჯდა, პატარა მამიკოს მუხლებიდან ჩამოხტა, პაკეტს ხელი დაავლო და დედიკოსკენ გაიქცა, თათიამ ღიმილით გააყოლა თვალი, ათრთოლებული თითებით გადაიწია თმა ყურზე, თვალს ვერ უსწორებდა, მაშინვე მიხვდა ტატო, რაღაც ისეთი ჰქონდა სათქმელი რის თქმასაც ვერ ბედავდა და რაც დიდი ალბათობით ძალიან არ მოეწონებოდა. - მამიკო რაღაც უნდა გითხრა, -როგორც იქნა გაბედა, ტატოს გულიანად გაეცინა. - მამიკოს მაშინ მეძახი როცა რაღაც ძალიან სერიოზული ხდება. - ჰოდა ხდება კიდეც, -გაეღიმა თათიას, -დღეს საღამოს საბა მოვა ჩვენთან, შენთან სერიოზული საქმე აქვს, უნდა დაგელაპარაკოს. მძიმედ ჩაისუნთქა ჰაერი ტატომ და თვალები მაგრად დახუჭა, რატომ ეგონა რომ ეს დღე არასოდეს დადგებოდა, მისი გოგონა აღარ იყო პატარა, ახლა მის წინ მომხიბვლელი ახალგაზრდა ქალი იჯდა, რომელსაც მალე საკუთარი ცხოვრება ექნებოდა, საკუთარი პატარა ოჯახი, უნდოდა თუ არა მაინც მოუწევდა ამასთან შეგუება, ვერც კი მიხვდა როგორ ჩამოეღვარა ლოყაზე ცრემლი, ფრთხილი შეხება რომ იგრძნო სახეზე მაშინღა გაახილა თვალები. - შენ რა ტირი? -თვითონაც თვალებაწყლიანებული უყურებდა თათია, ხელი მოხვია ტატომ, კალთაში ჩაისვა და მთელი ძალით ჩაიხუტა. - ჩემი პატარა გოგო, ჩემი პრინცესა, რომ იცოდე როგორ მიყვარხარ. - ვიცი მამიკო, ვიცი, -ტირილნარევი ხმით ჩაილაპარაკა თათიამ და მერე გაეცინა, -იცი რა გამახსენდა? გახსოვს როგორ ვეჭვიანობდი შენზე და ელაზე? მეგონა რომ თუ ერთად იქნებოდით და ერთმანეთი გეყვარებოდათ მე დამივიწყებდით და მიმატოვებდით, ახლა კი მე მივდივარ თქვენგან, თუმცა ძალიან შორს არა, საბამ აქვე ახლოს იყიდა სახლი. - უკვე ყველაფერი გადაგიწყვეტიათ, -სახე მოეღუშა ტატოს, თუმცა ვერანდაზე ამომავალი ელა რომ დაინახა ღიმილი ვერ შეიკავა. - ანუ დღეს წვეულება გვაქვს? -ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა ელას სახეზე. - შენც იცოდი რომ ის ვაჟბატონი აპირებდა მოსვლას? - მამა კარგი რა, -თათიამ უკმაყოფილოდ გაბუსხა ტუჩები და ფეხზე წამოხტა. - რათქმაუნდა ვიცოდი და გთხოვ რომ მოვა ცოტა რბილად მოექეცი თორემ ძალიან ნერვიულობს, -დას თვალი ჩაუკრა, დაიხარა და ტატოს ხმაურით აკოცა ლოყაზე, მისმა სითბომ და სიახლოვემ მთლიანად გაათბო ტატო, პირთამდე აივსო ბედნიერების შეგრძნებით, ეს იყო ის რასაც მთელი ცხოვრება ეძებდა და ნატრობდა, მერე რა თუ უამრავი რამ გადაიტანეს აქამდე მოსასვლელად, მერე რა თუ არავის სჯეროდა მათი სიყვარულის, მერე რა თუ ბევრს შურდა მათი ბედნიერების და ბევრსაც არასწორად მიაჩნდა მათი ერთობა, მერე რა... - - დ ა ს ა ს რ უ ლ ი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.