შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაკეტილი სივრცე 13 თავი


24-02-2024, 03:41
ავტორი ნეაკო
ნანახია 1 184

-ნანობ?
-რას?-ვერ მივუხვდი სათქმელს
-გამბედაობა რომ არ გეყო გეგასთან და დედაშენთან დასაპირისპირებლად?
-იცი? ზოგი ადამიანი იმიტომ იბადება რომ უბედური იყოს!- საპასუხოდ მხოლოდ ეს ვუთხარი და მაშინვე მზერა ავარიდე მის ნაცრისფერ ჩამქრალ თვალებს.
-ნინი, იქნებ ეს ყველაფერი შენს მიერ მიღებულმა არასწორმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია?- მკაცრი ტონით მკითხა და კიდევ უფრო მეტად მომიახლოვდა. ნიკაპზე ხელი ნაზად მომკიდა და თავი ამაწევინა. წამიერად ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა
-უსუსური ქალის და მოძალადე კაცის შვილობა ჩემი არჩევანი არ ყოფილა! ისინი მე არ ამირჩევია მშობლებად!- ბრაზნარევი ტონით ვუპასუხე და ოდნავ უკან დავიხიე
-შენი მესმის
-არა არ გესმის! ჩემი არავის ესმის!
-ნინი!
-ჩემი ცხოვრება მე არასდროს მეკითვნოდა-უეცრად ცხვირი ამეწვა და ცრემლები მომეძალა- თავიდან მას მამაჩემი კაონტროლებდა- უმისამართოდ ვთქვი და კარგა ხნის სიჩუმის მერე ზიზღით დავამატე- მთელი 20 წელი!
ქორწინების შემდეგ კი გეგა! მაგრამ რეალურად- ამ დროს მწარედ გამეცინა- ყოველთვის დედაჩემი აკონტროლებდა ჩემს ცხოვრებას! ფიქრებს... ოცნებებს... ჩაცმის სტილსაც კი... თუმცა- თვალები ისევ ცრემლებით ამევსო- ჩვენ ისე გვიჭირდა რომ ყოველთვის ვიღაცის ნაჩუქარი ან ნაყიდი ტანსაცმელი მეცვა ხოლმე, რომელიც არ მომწონდა. როცა პატარა ვიყავი, ასე 9-10 წლის სახლში ვთქვი ტელეწამყვანი უნდა გამოვიდე-მეთქი, იცი დედამ რა მითხრა? შენ არ ხარ ნიჭიერი! ვერ შეძლებ ,,ნათია ლაზაშვილივით" ტექსტები დაიზეპირო და კამერის წინ ილაპარაკოვო, მაშინ არ ვიცოდით რომ ,,კურიერის" წამყვანები სუფლიორს იყენებდნენ და ტექსტებს არ იზეპირებდნენ-გამეცინა- მაგრამ ეს სიტყვები საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ ოცნება შემეწყვიტა.
სისულელეა ვიცი, მაგრამ ამის გამო გული დღემდე ძალიან მტკივა. ჩემს მაგივრად
გადაწყვეტილებებს ყოველთვის დედაჩემი იღებდა. ის ფიქრობდა რომ მან უკეთ იცოდა მე რა მინდოდა და მჭიდებოდა. მან გადაწყვიტა რომ მე უნივესიტეტში სწავლას ვერ შევძლებდი, ამიტომ საბუთები კოლეჯში შემატანინა ექთნის თანაშემწის სპეციალობაზე. არადა კლასში ყველაზე კარგად მე ვსწავლობდი-უნებურად ცრემლები გადმომცვივდა-მაგრამ ამ ყველაფერის მიუხედავად მასწავლებელებს და კლასელებს მაინც არ მოვწონდი. ვერცერთი მათგანის კეთილგანწყობა ვერ დავიმსახურე იმის მიუხედავად რომ პატივისცემით მექცეოდნენ... თუმცა რა გასაკვირია- ხმა ამიკანკალდა- ძველმანებში გამოწყობილი ბავშვები ხომ არავის მოწონს.
როცა მესამე კლასში ვიყავი ქართულ ცეკვაზე მიმიყვანეს მშობლებმა, ალბათ გიკვირს ასეთი გაჭირვებულები თუ ვიყავით ცეკვაზე როგორ მიმიყვანეს არა?- გამეღიმა- 7 ლარს ვიხდიდით თვეში... ასეთი ფასი იყო მაშინ, სოფლის სკოლაში- უნებურად ხელები ამიკანკალდა-მაგრამ მალევე უკან გამომიყვანეს, რადგან ფორმისთვის ფული არ გვქონდა... 60 ლარი- ამ დროს ხმა ჩამიწყდა-მაგრამ გული არ დამწყვეტია- უეცრად სანდროსკენ შევტრიალდი- იცი რა მითხრა ცეკვის მასწავლებელმა ერთერთი მეცადინეობის დროს? სრულიად უმიზეზოდ? ნინო შენ დაგრეხილი ფეხები გაქვს, შეხედე მარიანას რა სწორი ფეხები აქვს. დღემდე ვერ ვხვდები ეს რატომ მითხრა, რა მიზეზით... იმ დღის მერე მოკლე კაბა აღარასოდეს ჩამიცვამს... რადგან სახლში მისვლისთანავე სარკეში ჩავიხედე და მივხვდი რომ მან, მე სიმართლე მითხრა! ბევრი ასეთი მტკივნეული მომენტია აღბეჭდილი ჩემს გონებაში! დავიწყებას ვცდილობ მაგრამ არაფერი გამომდის.
არასდროს არავის მოვწონდი ჩემი მძიმე ხასიათის და ჩაცმულობის გამო, არც მეზობლებს, არც კლასელებს, არც ჯგუფელებს, არც ნათესავებს... საერთოდ არავის. თუმცა რა გასაკვირია- ცინიკურად გამეღიმა- მე ხომ საკუთარ მშობლებსაც არ მოვწონდი!
-შენი აზრით რატომ ვერ დაიმსახურე გარშემომყოფების მოწონება და სიყვარული?
-არ ვიცი-მხრები ავიჩეჩე და ისევ ზურგი ვაქციე
-ჩაცმის სტილის გამო? მხოლოდ ამიტომ?- არ მომეშვა სანდრო
-მხოლოდ ამიტომ არა!-აგრესიული ტონით ვუპასუხე და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად განვაგრძე საუბარი-კოლეჯში სწავლა რომ დავიწყე ძალიან დაბნეული და შეშინებული ვიყავი, რადგან ჩემთვის ყველა და ყველაფერი უცხო იყო ამ ქალაქში. წელიწადში 2-ჯერ ან 3-ჯერ თუ ჩემოვიდოდით ხოლმე თბილოსში სტუმრად დეიდასთან ან მამიდასთან, ისიც რამდენიმე დღით
-შენი ოცნების ქალაქში-გამომწვევი ტონით მითხრა სანდრომ, მაგრამ მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე და ლაპარაკი მშვიდად განვაგრძე
- კოლეჯში სწავლის დაწყებამდე მარტო არასდროს მიმგზავრია საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ამიტომ არაფერი გამეგებოდა არც მეტროსი, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტის და არც თბილისის ხმაურიანი ქუჩების.
-სამწუხაროა
-აღმოჩნდა რომ ჩვენს ჯგუფში ძალიან ბევრი გოგონა იყო რაიონიდან ჩამოსული თბილისში სასწავლებლად.
-საერთოდ არ მიკვირს- იმედენად გამაღიზიანებელი ტონით მითხრა მითხრა რომ თავი ვეღარ შევიკავე და მისკენ მივტრიალდი- განაგრძე- მზერა გამისწორა- ყურადღებით გისმენ- ტონი შეარბილა. არვიცი რატომ მაგრამ მის სურვილს დავემორჩილე.
-რამდენიმე მათგანმა ჩემნაირი ხასიათი გამოავლინა
-მაინც როგორი?-დაინტერესდა
-ძალიან ბუნებრივები და უბრალოები იყვნენ, რაც მთავარია ყველა მათგანი კარგად სწავლობდა. მათთან დამეგობრება ვცადე, მაგრამ სამწუხაროდ ვერცერთი მათგანის კეთილგანწყობა ვერ დავიმსახურე.
-ყველაფერი სწორედ ისე იყო როგორც სკოლაში
-იმ განსხვავებით რომ კოლეჯში ლექტორების სიყვარული დავიმსახურე! პატივისცემას ჯგუფელი გოგონებისგანაც ვგრძნობდი, რადგან კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ჩემი უბრალოების გამო მათ მაინც არ მოვწონდი- უეცრად ხმა ჩამიწყდა- დიდი სხვაობა იყო ჩვენ შორის და ამას აშკარად მაგრძნობინებდნენ.
-რას გულისხმობ?- თვალები დააწვრილა
-ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე მუდამ დათრგუნული და დაძაბული ვიყავი, მათ კი ეს არ მოწონდათ.
-ამ ყველაფერს ალბათ ფინანსური პრობლემებიც ემატებოდა
-კვირა საღამოს ჩამოვდიოდი ხოლმე თბილისში დეიდასთან. დედა 30 ლარს მატანდა ხოლმე რომელიც მთელი კვირა არა მხოლოდ გზის ფულად, არამედ ყველა გაუთვალისწინებელ ხარჯში უნდა მყოფნოდა. აუცილებელი საჭიროების გარეშე ფულს არასდროს ვხარჯავდი რადგან დედა მენანებოდა. ვიცოდი რა შრომის და წვალების ფასად მიგროვედა ხოლმე მთელი კვირის მანძილზე ამ ფულს... მამაჩემს ეკი*და. აი ასეთი ლაღი, ბედნიერი და მხიარული ბავშვობა მქონდა- ძალდატანებული სიმშვიდით ვუთხარი დაბნეულ სანდროს და კიდევ უფრო მეტად მივუახლოვდი- თუ გინდა შემიძლია წავიდე ალბათ ჩემი მოსმენით დაიღალე
-საიდან მოიტანე?-გაბრაზდა
-უკვე ხუთი საათია-კედლის საათს გავხედე
-გაფუჭებულია
-ისევ?-გამეცინა, არაფერი მიპასუხა კიდევ უფრო მეტად მომიახლოვდა და თვალებში ჩამაცქერდა
-არ მინდა რომ წახვიდე-გამომწვევი ტონით მითხრა და წამიერად თმაზე შემახო თლილი თითები. დავიბენი ვერ მივხვდი ამას გულწრფელი ემოციით მეუბნებოდა თუ უბრალოდ მეთამაშებოდა მაგრამ სახეზე არაფერი შევიმჩნიე
-ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი წუთები...
-მომიყევი! ყველაფერი მომიყევი რაც გინდა- სიტყვა გამაწყვეტინა-რაც სულს გიწამლავს, შინაგანად განგრევს და განადგურებს- თანაგრძნობით მითხრა და ამჯერად სახეზე შემახო თლილი თითები. უეცრად გონება დამებინდა და წამიერად მოძრაობის, აზროვნების, მხედველობის და მეტყველების უნარი ერთდროულად დავკარგე-ნინი- სანდროს ხმამ გონს მომიყვანა- მომიყევი!- მაქსიმალურად მშვიდო ტონით მითხრა და სევდიანად გამიღიმა. დაბნეული მივაჩერდი აციმციმებულ თვალებში. ვერ მივხვდი რეალურად რას გრძნობდა და განიცდიდა. თუმცა ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდა, რადგან ზუსტად ვიცოდი რომ ამ ყველაფერს სიბრალურის გამო აკეთებდა. რამდენიმე ნაბიჯი
უკან გადავდგი, შევტრიალდი და მის საწერ მაგიდას მივუახლოვდი. ფრთხილად შევახე აკანკალებული თითების უხეშ ზედაპირს და ნელა გავაყოლე.
-18 წლის ვიყავი გეგა რომ გავიცანი
ახლობლის დაბადების დღეზე ,,შემთხვევით"
-შემთხვევით?!
-სანამ პირადად გავიცნობდი ახლობელი ადამიანებისგან უკვე ვიცოდი მისი სახელი და გვარი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილის არაზუსტი მისამართი, განათლებოს დონე, სამუშაო ადგილი, მანქანის მარკა ფერი და მოდელი-ირონია გამერია ხმაში- ოჯახური მდგომარეობა, მოკლედ ყველაფერი!
-წლების განმავლობაში გონებას გიწამლავდნენ-სადღაც შორიდან ჩამესმა მისი ჩავარდნილი ხმა
-მეუბნებოდნენ რომ კარგი ოჯახის შვილია, განათლებული, მშრომელი, წესიერი, პატიოსანი ბიჭი
-ქალაქელი, ბინიანი, მანქანიანი!-ზიზღით დაამატა სანდრომ
-როგორც ხდება ხოლმე-დანანებით ვუთხარი და მისკენ შევტრიალდი-როგორც ხვდები ზუსტად ასე იყო იმფორმირებული იყო გეგა ჩემზე, შესაბამისად გაცნობიდან ძალიან მალევე დაქორწინება შემომთავაზა და მეც დავთანხმდი... აი ასე მარტივად- ზიზღით ვქვი და მზერა გავუსწორე-ალბათ ფიქრობ რომ სულელი ვარ
-არა! ასე არ ვფიქრობ-დაუფიქრებლად მიპასუხა და დივანზე ჩემს გვერდით დაჯდა
-საშინელი შეცდომა დავუშვი! ცოლად არუნდა გავყოლოდი
-თავს ნუ იდანაშაულებ!
-ჩემი მშობლები-აღმომხდა ხმა აკანკალებულს-ჩემსავით აღფრთოვანებულები იყვნენ გეგათი. რამდენიმე დღე მართლა ბედნიერი ვიყავი მის გვერდით- უეცრად ცხვირი ამეწვა და ცრემლები მომეძალა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent