შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"სიყვარული თვით რაფლეზია"


24-02-2024, 22:02
ავტორი Foxy meryem
ნანახია 1 282

/რაფლეზიის სინდრომი... /
,,სიყვარული თვით რაფლეზია“, როგორც მომწამლავი სიყვარული. სიყვარული, რომლის მოშორება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ საკუთარი სურვილები, საკუთარი ჟინი, საკუთარი მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინათ.
მაშ, ასე, ,,სიყვარული თვით რაფლეზია“, როგორც ცხოვრებისეული ტკივილი.
ჩვენგან მოშორებით ხარობს „ის“, ინდონეზიაში, ჩვენგან კილომეტრების დაშორებით იზრდება, მის შესახებ მე-19 საუკუნეში გავიგეთ, როდესაც ის მეცნიერებმა აღმოაჩინეს... მის შესახებ გიამბობთ და გაიგებთ რა მძაფრია ეს ყველაფერი.
ოდესმე, დაფიქრებულხართ თუ რას ჰგავს ჩვენი ცხოვრება?!
იმ მშვენიერებას, სანუკვარ სილამაზეს, რომელსაც რაფლეზია ჰქვია, თუმცა მისმა სილამაზემ არ დაგაბრმავოთ, ის მყრალია, როგორც ჩვენი ცხოვრება, ის ისეთივე დამპალი და ლორწოვანია, როგორც ჩვენი ცხოვრება. განსხვავება მხოლოდ ერთია- ის დაახლოებით 10 თვე იზრდება იმ სიდამპლეში, შემდეგ კი- ის კომბოსტოს ფორმას იღებს და იხრწნება, ჩვენი ცხოვრება კი- ყოველდღიურად იხრწნება... ჩვენ ენერგო ვამპირები ვართ, რაფლეზია კი- მწერ ყლაპიაა, რომელიც ყარს, ისე, როგორც ჩვენი დამპლური ცხოვრების ყოველივე შეცდომა.
არ ვაპირებ ყოველ მყრალ ცხოვრებისეულ ამბებზე გესაუბროთ, მაგრამ მე გესაუბრებით ყველაზე მყრალ, ყველაზე ლორწოვან, ყველაზე დამპალ, მთავარ მამოძრავებელ ცხოვრებისეულზე, ეს გახლავთ სიყვარული, რომელსაც ვბლოკავთ, შემდეგ კი- ისე ყარს, რომლის სუნიც მუდამ გცემთ, მაგრამ იმის გააზრება არ გინდათ, რომ ეს ყოველივე მომწამვლელი სუნია.
რაფლეზიაზე მინდა ცოტა ვრცლად გესაუბროთ, ასე თუ ისე იმედგაცრუება ყველა ჩვენგანს ჰქონია, არასდროს მიწუწუნია, პირიქით, ფეხზე სწრაფად ვდგებოდი. წლებია საკუთარი გული მე არ მეკუთვნის...შეცდომები, ხშირად, დამიშვია, მაგრამ ჩემი უგულობა ყველაზე დიდი შეცდომაა!
ამ სიმყრალეში არავის უნდა მისცეთ უფლება, რომ თქვენ სამყაროში ფეხი შემოაბიჯოს, მას უარესად აამყრალებს და დაალპობს.
ხომ გაგიგიათ, სიმყრალე ბოლოს მაინც იქ მიდის, სადაც ფესვები გაიდგა. ხოდა, მაშინ, მოკალათდით თქვენ სავარძლებში ცხელი შოკოლადით და შეიგრძენით დიდი სიმყრალის ეგო ცენტრი.
რაფლეზია ცხოვრების ყველაზე მყრალი, მძაფრი ეტაპია, როცა აცნობიერებთ, ყოველ ნაბიჯზე, როგორ ყარს შენივე ცხოვრება, რომელიც ნელ-ნელა ლპება და სუნი ნელ-ნელა უფრო მეტად მყრალდება...
-რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა?
-პოპულარობა, მის გარეშე არაფერია ჩემი ცხოვრება...
-და რა მოგიტანათ პოპულარობამ?
-ის რასაც საჭიროება ჰქვია, ყველას ვჭირდები და ამიტომაც ვარ ცენტრი... -ცენტრი?
-ანუ, მუდამ ყურადღების ცენტრში ვარ...
- და როგორ მიაღწიეთ ამ ყოველივეს?
-მაქინაციები, მოდი დავარქვათ ამ ყველაფერს ცუდი საქციელები...
-კიდევ რას მეტყვით...
- ხო კიდევ, რაღაც საშინელი სუნს ვგრძნობ ხშირად, აი, როგორ აგიხსნათ მყრალი, ხო მყრალი...
- რაფლეზიის სინდრომი...
- რამე მითხარით?
- არა, არაფერი... გაწუხებთ სინდისი?
- რის გამო?
- აი, ზემოთ რომ ახსენებთ მაქინაციებს?
- ხომ ვთქვი, უბრალოდ ცუდი საქციელები, მაგრამ, ალბათ, კი...
- და ამას ახლა მიხვდით?
- 8 წელი დიდი დროა, არა?
- გააჩნია ვინ როგორ ხედავს და რის დროს ვსაზღვრავთ...
რასაც გეტყვით ისაა, რომ მას რაფლეზიას სინდრომი ჰქონდა...
- სუნს როდიდან გრძნობთ?
- მას შემდეგ, რაც პოპულარობას მივაღწიე...
- რამდენიმე კითხვას დაგისვამთ, მზად ხართ, რომ პასუხები სერიოზული და მკაფიო იყოს ?
- კარგით, გისმენთ !
- ყველაზე მეტად რა გიზიდავთ თქვენ ცხოვრებაში?
- ორგაზმი...
- უკაცრავად?
- ქალებისგან მიღებული სიამოვნება...
- მათ ერთჯერადი მომსახურეობის პაკეტებად თვლით ?
- დიახ, მათთან არასოდეს მძინავს, მაძლევენ იმას, რაც მინდა და მიდიან... - ოდესმე, ვინმესთან ორგაზმის გარეშე დაგიძინიათ?
- კი, წლების წინ...
- ვინ იყო ის თქვენთვის?
- გთხოვთ, 8 წლის წინ იყო, არ მინდა მასზე საუბარი, უბრალო წარსულია... -კარგით, ნება თქვენია. დღევანდელი სეანსი დასრულებულია...
-კარგით, ხვალამდე.
სეანსის მეორე დღე საკმაოდ დატვირთული გამოვიდა, იქედან გამომდინარე რომ... - გუშინ ვიფიქრე და გადავწყვიტე ჩემს მთავარ შეცდომაზე მესაუბრა, რომელიც წლებია მაწუხებს, ვცდილობ ჩემში დავბლოკო ეს ნეგატიურობა, მაგრამ არ გამომდის... - გისმენთ, მე აქ იმიტომ ვარ, რომ თქვენი ნეგატიური თუ დადებითი სურვილები, თუნდაც აზრები და რაც მთავარია შეგრძნებები გამანდოთ და ვნახოთ გზა მოგვარების. - 8 წლის წინ ყველაფერი გართულდა, ვიგრძენი რომ ჩემი ცხოვრება რაღაცით უნდა შემეცვალა, ამიტომ გადავდგი ნაბიჯი, რომელიც ყველაზე რთული იყო და ამავდროულად იმ მომენტში მარტივი, არარსებულად შეილება მოგეჩვენოთ, მაგრამ ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ვაცნობიერებთ, რომ სიყვარული უნდა დავბლოკოთ. - რას მოიაზრებთ სიყვარულის დაბლოკვაში ?!
- გეტყვით, ჩვეულებრივად დაბლოკვდა და მისგან იმდენად შორს წასვლა, რომ მისი დანახვაც ვერ შევძლოთ, ზუსტად ეს გავაკეთე წლების წინ.
-თქვენ იცით, რა შეიძლება გამოიწვიოს სიყვარულის დაბლოკვამ ? რა გამოიწვია თქვენში ?
- რა თქმა უნდა, უფრო მეტი ორგაზმი და ეს ყველაფერი ღალატად არ გეთვლებათ. - ორგაზმს მხოლოდ სიამოვნების გამო განიცდიან, და სიყვარული მათთვის უცხოა და მე თქვენ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ზუსტად ამიტომ გრძნობთ მყრალ სუნს. - რას გულისხმობთ?
- იმას, რომ ნელ-ნელა სიმყრალის სუნი გაძლიერდება, რომელიც თავად ახსენეთ და ერთ დღესაც - თქვენ გაგიჟდებით, ჩემი მიზანი არც თქვენი შეშინებაა და არც რაიმე მსგავსი ქმედებაა, უბრალოდ ეს მოსალოდნელია, თქვენივე სინდისის სუნია ეს, მყრალი აუტანელი სუნი, რომელიც ცხვირის ნესტოებს ისე წვავს, სიკვდილი გინდებათ. - მე ისედაც გიჟი ვარ, - ცინიკურად ჩაიცინა.
- ამ ცხოვრებაში რაღაც დოზით ყველა გიჟები ვართ.
- იცით, როგორ მიყვარდა, მთელი არსებით, ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ჩემს ცხოვრებაში, მისი ჩემს გვერდით ყოფნა მავსებდა, მაგრძნობინებდა, რომ მეც ადამიანი ვიყავი, მიყვარდა... როცა მხოლოდ ჩემთვის იღიმოდა, ვგიჟდებოდი, ის იყო ჩემი დიდი სიყვარულის სიგიჟე...
- რა მოხდა თუ ასე ძალიან გიყვარდათ, რატომ დატოვეთ?
- უბრალოდ, ერთ დღესაც ჩემი ნათქვამი სიტყვა არ გაიგონა და მე ის დავტოვე... - და თქვენ ეს გგონიათ სიყვარული?
- მან ჩემი სიტყვა არაფრად ჩააგდო, გესმით?!
- თქვენ მის სიტყვას აფასებდით ? გარკვეულწილად ეჭვი მეპარება ამაში, თუმცა თქვენ როგორ თვლით ?...
- ვტკენდი კიდეც და ის მუდამ ცდილობდა ახლოს ყოფილიყო, არ ვიცი რატომ, მაგრამ მპატიობდა, უაზრო შეცდომებს, მის გულის ტკენასაც მპატიობდა.
- მას შეეძლო ყვარებოდით ისეთი როგორიც იყავით, მაგრამ თქვენ?
- ხომ გითხარით, არა, სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა.
- გიყვარდათ და არ გიყვართ?
- ახლანდელ დროზე ნუ მესაუბრებით, ჩვენი გზები გაიყარა.
- აბა თქვენ დაუოკებელ სექსუალურ ლტოლვებს დავუბრუნდეთ?
- რა ვქნა, თუ მიზიდავს ორგაზმი და მასში ვპოულობ სიამოვნებას...
- ჩემს პაციენტებს ვეხმარები და ვაჩვენებ გზას- თვალების ასახელად და ახლა კარგად მისმინეთ, რადგან მეორედ არ გავიმეორებ, ორგაზმი დროებითია, მისდამი მისწრაფება გაქრება, როცა ასაკში შეხვალთ, ერთ დღესაც მიხვდებით, რომ თქვენ ასოს ამდენი არ შეუძლია და იფეთქებს, აი, მაშინ კი, როცა ორგაზმიც არ იქნება და როგორც თქვენ ამბობთ, სიამოვნებას ვეღარ იგრძნობთ, მაშინ თქვენთან არავინ იქნება ვისაც ეყვარებით... აი რა არის სიმართლე, დაფიქრდით ამ ყველაფერზე, თქვენ რაფლეზიურ ხასიათს ვერავინ გაუძლებს...
- რაფლეზიურს?
- მხოლოდ ამას დაუკვირდით?
- ერთხელ, მან მითხრა რომ რაფლეზია ვარ...
- რატომ ? ხშირად გეუბნებოდათ, რომ სიმყრალისკენ გქონდათ ლტოლვა? - ერთხელ მითხრა, რომ რაფლეზია ვარ და პოპულარობა თვით სიმყრალეა... -რაფლეზიის სინდრომი გაქვთ... სამწუხაროდ, ის მართალი იყო, რომ პოპულარობა თვით სიმყრალეა და თქვენვე ამ სიმყრალით იტანჯებით...
-ნუთუ, მართალი იყო ის?
-რაც მოვისმინე იმის მიხედვით, ის მართალი იყო...
- იცით, 8 წელი არ მინახავს მისი ღიმილი, მისი სახე, საერთოდ არ მინახავს. საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ის ჩემს გარეშე კარგად იქნებოდა და ყველანაირად დავბლოკე, გესმით...
- მესმის, ძალიან კარგად მესმის თქვენი, მაგრამ დავიჯერო, ახლა არ გაინტერესებთ როგორ არის? სად არის? რას აკეთებს? და ა.შ.
- როცა ბოლოს დავინახე ისეთივე ფარფატა, პოზიტიური, ულამაზესი და მომღიმარი იყო, სამი წლის მერე- გავიკითე რას შვებოდა, მითხრეს, რომ ქვეყანა დატოვა, მეტი არაფერი იცოდნენ ან უბრალოდ დამიმალეს, ალბათ, მან აუკრძალა ყველას რომ ჩემთვის რამე ეთქვათ...
-არ ვამტყუნებ, თუ ასე იყო ის მართალია, რადგან ღირსი არ იყავით ნამდვილად, რომ გაგეგოთ მისი ასავალ-დასავალი...
ამ სეანსის შემდეგ კვირაზე მეტი გავიდა ის კი არ გამოჩენილა, უამრავი პაციენტი მყოლია ორგაზმით შეპყრობილი, ისინი თვლიან, რომ ამ ცხოვრების მთავარი სიამოვნება თვით ორგაზმია, აქამდე კი ნერვოზს მიყავს ეს ადამიანები, ნევროზი კი ნელ-ნელა იმატებს და როდესაც ასაკში შედიან, როგორც ყველას ასაკი მისას აკეთებს და ჩვენს სასქესო ორგანოებს მხოლოდ შარდის გამოყოფის ძალა აქვს...(უარეს შემთხვევაში, ზოგჯერ, შარდსაც დახმარებით გამოყოფენ)

/დაუგეგმავი, გადასხვაფერებული ,,სეანსი“ /
ღამის 3 საათი იყო, პაციენტების მონაცემებს ვახარისხებდი, როდესაც ზარის ხმა გავიგე. ღამის 3 საათზე ჩემს კარზე არცერთი ნორმალური მოვიდოდა, მაგრამ მე ნორმალურებთან საქმე არასდროს მქონია...
- თქვენ?
- დიახ, მაპატიეთ ამ დროს, რომ შეგაწუხებთ, მაგრამ ძალიან მინდოდა საუბარი... - დიახ, შემოდით.
- გმადლობთ.
- რაფლეზიამ, კვლავ, შეგაწუხათ?
- გთხოვთ, ასე ნუ საუბრობთ...
- თქვენ რაფლეზიის სიდრომი გაქვთ, რომლისგანაც, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა იკურნება...
- რამდენი პროცენტია შანსი, რომ განვიკურნო?
- 10%-ზე ნაკლები...
- იქნებ, ვცადოთ?
- ჩემთან ადამიანები იმიტომ მოდიან, რომ განვკურნო, ან რაღაცით მაინც შევუმსუბუქო ის ტკივილები, შეგრძნებები, რასაც განიცდიან...
– ხელცარიელი არ მოვსულვარ...
- საიდან გაიგეთ?
- რას გულისხმობთ?
- ერთადერთი სასმელია, რომელსაც ვსვამ...
- წითელი ღვინო მისთვის ერთადერთი იყო...
- კარგით, აიღეთ თქვენი სასმელი...
- თქვენობით არ გვინდა...
- არაა პრობლემა...
- იცი, 8 წლის მანძილზე ხმამაღლა მასზე არ მისაუბრია, მეშინოდა მისი სახელის წარმოთქმაც კი, მუდამ ვცდილობდი დამეცვა ჩემგან, მაგრამ ჩემი მისდამი ლტოლვა დიდი იყო, ვიცოდი ერთხელ ვერ მოვითმენდი და რამეს დავუშავებდი, ის კი ისეთი უმწიკლო, ჩემი ნათელი წერტილი იყო, ვცდილობდი საკუთარი თავისგან დამეცვა, ვცდილობდი კოცნის დროს რამე არ მეტკინა მისთვის, ცუდად რომ მომხვედროდა ხელი, ბოდიშს ვუხდიდი, ის კი მუდამ მაჩერებდა, როცა მის შარვლისკენ მიმირბოდა ხელი, საკუთარ თავს ვადანაშაულებდი მუდამ, რომ მას რამეს დავუშავებდი, მუდამ გავრბოდი მისგან, მუდამ ვტკენდი, ის კი მუდამ ჩემთან მოდიოდა, ერთი მესიჯი, თუნდაც ზარი მისთვის ნიშანი იყო და ის ჩემთან მოფრინავდა და მეხუტებოდა, მუდამ მე ვკოცნიდი, ზოგჯერ ვეხვეწებოდი კიდეც, რომ ეკოცნა, მწყუროდა მისი კოცნა, ის კიდე პატარა ბავშვივით იყო სულ ეგონა, რომ რაღაცას აშავებდა, მუდამ მეუბნებოდა, რომ არავინ შეეხებოდა მის ბაგეებს და ყოველთვის ელოდა მისი ბაგეები ჩემს სველ კოცნას... - მასზე ახლაც მთელი ემოციით საუბრობ, ასეთი კარგი იყო და შენი ლტოლვების შიშის დაბლოკვა უფრო ჯობდა ვიდრე მისდამი სიყვარულის?...
- ოდესმე გყვარებია?
- კი, მყვარებია...
- და ახლა სადაა შენი სიყვარული, ქალბატონო ფსიქოლოგო? - ირონიულად ჩაიცინა, ღვინო დალია და ტუჩებს ენა გაუსვა, ამას მთელი სერიოზულობით აკეთებდა, ჩემს მოთმინებას ცდიდა...
- ჩემს სიყვარულზე არ ვსაუბრობთ...
- უბრალოდ მაინტერესებს, იქნებ მიპასუხო...
- მე არ დამიბლოკია სიყვარული, მაგრამ ის არავინ იცის სად არის... - მიგატოვა?
- ერთმანეთის არასოდეს ვიყავით...
- ცალმხრივი გრძნობა იყო?
- არა, უბრალოდ ერთმანეთის არ გვესმოდა...
- რაო სექსიც არ ჰქონდათ?
- აჰა გაინტერესებს ორგაზმი მიზიდავს თუ არა სწორად გავიგე?-საუბრის დროს მეცინებოდა.
- დიახ, სწორად გაიგეთ... - ხომ გითხარით მიწვევს-მეთქი...
-თქვენდა სამწუხაროდ, არა...
-იქნებ დღეს აქ დავრჩე?
- შეგიძლია აქ დარჩე, ოღონდ ჩემს სახლში ჩემებური წესები მოქმედებს. - მიყვარს გამოწვევები...- შევამჩნიე, როგორ იწევდა ჩემკენ, უკვე ალკოჰოლიც მოქმედებდა...
-აიღეთ ბალიში და გადასაფარებელი, დივანზე დაიძინებთ... გავუწოდე, მანაც გამომართვა დადო დივანზე, ადგა და მომიახლოვდა, თვალებში მიყურებდა, თითქოს ჩემი შეცდენა ჰქონდა განზრახული, სახე ძალიან ახლოს მოწია, ჩვენი ცხვირები ერთმანეთს ეხებოდა ტუჩებთან ამომილაპარაკა...
-ნუთუ, ცდუნებას გაუძლებ, ქალბატონო ფსიქოლოგო? - მისი ენით ჩემი ბაგები
დაასველა...
- მეორე წესი, პაციენტებთან არ ვწვები, ახლა კი ძილინებისა... - გამოვეცალე და ჩემს ოთახისკენ ავიღე გეზი, როცა სიტყვები გზაში დამაწია...
-ქალბატონო ფსიქოლოგო, ოდესმე, ჩემს მკლავებში შვებას იგრძნობ... - გამეღიმა და ჩემთვის ჩავილაპარაკე... - საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს, ჟღალო... არც, ისე ნორმალური ცხოვრება აქვს ფსიქოლოგებს, როგორც ეს გარედან ჩანს...
/წვიმიანი ამინდი და წვიმისებური განწყობა./
,,წვიმას ზოგი ბუნების დარდსა და გულისტკივილად აღიქამს,
თუმცა, ვგონებ, ეს ის პროცესია, როცა გაურკვეველია რა ხდება,
რა სტკივა, რას დარდობს, წვიმის შემდეგი დღეებიც, ოდნავ ამოუცნობია, ახლად გაღვიძებულ ადამიანს ჰგავს, რომელიც არ იცი რა ბუნება-განწყობილებაზეა. ასე იყო ეს დღეებიც თან წვიმისებური არსით, შემდეგ კი ზუსტად ისეთივე ამოუცნობი და გაურკვეველი.“
სამი დღე გაუჩერებლად წვიმდა, სახლიდან არც გავსულვარ ამ სამი დღის განმავლობაში, პაციენტებსაც არ ვუტარებდი სეანსებს, ვიჯექი ჩემი სახლის აივანზე, ჩემს საყვარელ მელოდიას ვუსმენდი და საყვარელ წითელ ღვინოს შევექცეოდი, ვცდილობდი ნეგატივზე არ მეფიქრა, ვცდილობდი საკუთარი თავის კონცენტრირებას დადებით აურაზე, ვფიქრობდი, როდესაც გამოიდარებდა მე ისევ ჩემს საყვარელ პაციენტებს დავუბრუნდებოდი და მათ ისევ მივცემდი იმედს, რომ ღიმილი და პოზიტიურობა ყველაფრის მკურნალია, ჩავატარებდი უამრავ პრაქტიკებს სხვადასხვა თემაზე, ჩემი ცხოვრება, ხომ, ჩემი პროფესიაა...ვფიქრობდი...
თუმცა...ამ წვიმიან დღეს, რაფლეზიის დამახასიათებელ სუნს ვგრძნობდი, ვერაფრით ვხდებოდი რისი ბრალი იყო... უკვე ღამის 12 საათი იყო, კოკისპირულად წვიმდა, მე კი - პლედში გახვეული ვიწექი დივანზე, ვუცქერდი და ვტკბებოდი ჩემი საყვარელი სერიალით, „მეგობრებით“, როდესაც ზარის ხმა გავიგე, ნელა ავზლოზინდი და კარი გავაღე... ახლა კი- ნამდვილად მივხვდი რაფლეზიის სუნი რატომ მცემდა, თან ასე მძაფრად, წინასწარ ვგრძნობდი ამ ჟღალი, რაფლეზიით შეპყრობილი ადამიანის მოახლოვებას...
სრულიად გაწუწული იდგა ჩემი სახლის შემოსასვლელთან და შემომცქეროდა... -სულ გაწუწულხარ შემოდი...
სახლში, შემოვიდა არც დამლაპარაკებია ისე, შევიდა სააბაზანოში, თითქოს აქ ცხოვრობდეს, თითქოს ჩემი კი არა- მისი სახლი ყოფილიყოს... ველოდებოდი როდის გამოვიდოდა, საათზე მეტი ველოდი, გამოვიდა თუ არა პირსახოც შემოხვეული სამზარეულოში გავიდა, ისე იქცეოდა თითქოს მე ვყოფილიყავი სტუმარი... ყავით ხელში გამოვიდა დივანზე დაჯდა, დამდო პატივი და დაიწყო საუბარი...
-საქართველოშია...
დაეჭვებული ავხედე და ვკითხე....
- ვინ ?
- ის, მე რომ გიყვებოდი...
- როდის ჩამოვიდა?
- წლების წინ...
- ეგ როგორ?
- როგორ და წლების წინ ჩამოვიდა, მხოლოდ ის ვიცი, რომ თბილისში ცხოვრობს, მეტ ინფორმაციას არავინ ფლობს...
ემოციურად, თითქოს გაბრაზებით, ხმასა და ქცევაში, გულჩათრობილ განწყობაში იკითხებოდა, რომ საოცრად ნერვიულობდა....
-და დავიჯერო, თბილისში ვერ ნახე გოგო, რომელიც დღემდე გიყვარს?... - მე შენთვის არ მითქვამს დღემდე მიყვარს-მეთქი...
ტონს აუწია- ყვირილიც კი-გამოვიდა, ჩამეცინა და ვუთხარი...
- მაშინ, კითვას დაგისვამ თუ ასე განიცადე ჩემი კითვა, რატომ გაინტერესებდა სად იყო და საერთოდ აი, ახლა, რატომ დაიწყე საუბარი მისი ჩამოსვლით,ამიხსნი? ჩუმად იყო, თითქოს ისეთი კითხვა დავუსვი, რომელზეც ადრე არც კი უფიქრია ან უბრალოდ აღიარება არ უნდოდა იმის, რაც მისთავს ხდებოდა ახლა და აქამდე... - კარგი, მოდი მე გაგცემ პასუხს, იქნებ მაშინ მაინც გაიაზრო ან უბრალოდ, აღიარო... გიყვარს დღემდე, გიყვარს, მაგრამ საკუთარს თავს ვერ ერევი, გესმის? უაზროდ ხარ რაღაცაზე ჩაციკლული და გამუდმებით საკუთარ თავს უმეორებ, რომ „ჩემი სიტყვა კანონია“, არავის სიტყვა არ არის კანონი, დაიმახსოვრე, კანონებს ჩვენვე ვქმნით ჩვენს ცხოვრებაში, ამ მიდგომით ებრძვი საკუთარ თავს და დაუფიქრდი როგორ უნდა გაიმარჯვო შენს თავზე ? ისევ შენ არ გამოდიხარ დამარცხებული ? მაგრამ ეს შენი შექმნილი კანონი უფსკრულია და ერთხელაც გადაიჩეხები. მერე ვეღარავინ გიშველის, რაფლეზიაც ზუსტად ეს არის, ეგ სუნი, ამყრალებული უფსკრულის სუნი, არავინ იცის მყრალი სუნი სანამდე მიგიყვანს, ამიტომ სანამ დროა საკუთარი თავი გაიცანი და ისწავლე გააზრება ცხოვრების, ცხოვრება მხოლოდ ორგაზმი და მასზე დამოკიდებული სიამოვნება არაა...
კიდევ უმრავი რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ გავჩერდი, ზუსტად ვიცოდი, „ჟღალი“ ამ ყველაფერს ასე ადვილად ვერ გადახარშავდა, კვლავ ბრძოლას დაუწყებდა საკუთარ თავს და ბოლოს, ისევ, ორგაზმში იპოვიდა სიამოვნებას... ჩუმად იჯდა, ხმას არ იღებდა, დიდხანს ხანს ვიჯექით სიჩუმეში, ბოლოს, სიჩუმე მე დავარღვიე...
-და ორგია?
-რა?
-ორგია არ გიცდია?
-ეგ რა შუშია?
-ორგაზმში პოულობ სიამოვნებას, იქნებ ორგიაა შენი საყვარელი...... დასრულებული არ მქონდა სიტყვა, გამაწყვეტინა... მოიწია ახლოს, ისე ახლოს რომ მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი და თან მესმოდა, ყურში ალერსიანად, ოდნავ, აღელვებულად ჩამჩურჩულა...
-გინდა ვცადოთ? - ენით დაისველა ბაგები...
გავუღიმე, სახე შევაბრუნე მისი სახის წინ გავასწორე, ვეცადე მის ბაგებთან ამომელაპარაკა...
–ორგია არ არის ის, რაც მჭირდება...
-აბა, რა გჭირდება, ქალბატონო ფსიქოლოგო?
ხომ ვთქვი, ისევ ორგაზმზე იფიქრებს-მეთქი ერთი სიტყვა და ისევ შეიპყრო ფანტაზიებმა...
-იმაზე, რომ შენნაირი კაცმაცუნებს ცხოვრება ვასწავლო, ახლა პატივს თუ დამდებ და ჩაიცვამ, კარგი იქნებაა....
გამოვეცალე ისე, თვალიც არ დამიხამხამებია, ჩემს ოთახში შევედი.... ოთახიდან დიდი ხანი არ გამოვსულვარ. გამთენიისას გამოვედი წყლის დასალევად, დავინახე ისევ, წელს ზემოთ შიშველი როგორ იდგა აივნის კარებთან, არ მინდოდა დავენახე, სამზარეულოში შევედი წყალი დავლიე და გამოსვლისას შევეჯახე მის მკვრივ და დაკუნთულ სხეულს, მივეკარი თითქოს ის მაგნიტი ყოფილიყოს....
-რაო, ფსიქოლოგო, დაფიქრდი ჩემს შემოთავაზებაზე?
ოდნავ, უკან დავიხიე, თითები მგრძნობიარედ ჩამოვუსვი მის მკვრივ და დაკუნთულ მკერდს...
-იცი, ჟღალო, საოცრად მიზიდავს შენი სხეული....
მერე თითები ტუჩებთან მივუტანე, ვეცადე ალერსიანად და, ოდნავ, უხეშად შევხებოდი მის ბაგებს, ისე, რომ მისი ტუჩები ჩემი თითებისთვის გახსნილიყო და ოდნავ სისველე მეგრძნო თითებში, მან კი არ დააყოვნა და ხელი ხელზე შემახო, ძალიან ნელი მოძრაობით ჩემი საჩვენებელი და შუა თითი თავის პირის ღრუში მოათავსა, თვალებში მიყურებდა გამომწვევად და ვნებიანად, ჩემს თითებს კი ხარბად წოვდა.... მეორე ხელით მის კისერს შევეხე, თითქოს ალერსიანი და მგრძნობიარე ვიყავი, მერე შევეცადე უფრო ახლოს მივსულიყავი თითები პირიდან გამომაღებინა, მისი ბაგები ჩემს ბაგებთან ძალიან ახლოს იყო...
-ახლა იცი რას გაგიკეთებდი, წითუროო? - მითხრა მან
-რას ჟღალო?
-შენთან სექსით დავკავდებოდი.
გავუღიმე ეშმაკურად... მისი ენით ჩემი ტუჩები დაასველა...
-წითურო, გააღე პირი მინდა ჩემი ენით დატკბე...
საჯდომზე მოვუჭირე ხელი და ვუთხარი...
-ჟღალო, ეს ყოველივე შენი ილუზიის ნაწილი იყო....
ისე სწრაფად გამოვეცალე, ვერაფერს მიხვდა....მართლაც საოცარი მამაკაცი იყო, ყველა გოგოს ამიტომაც იზიდავდა, მაგრამ არ იყო ჩემთვის შექმნილი...
დილით ვიგრძენი სველი კოცნა კისერზე, ოდნავი ბიძგი, ვცდილობდი ძილ ბურანიდან გამოსვლას, თვალები რომ გავახილე, ყველაფერი ნათელი გახდა... ჩემზე იწვა და ხარბად მიყურებდა თითქოს ჩემი შეჭმა ჰქონდა განზრახული.
-ჟღალო, პატივი დამდე და ჩემგან გადადი...
-არ ვაპირებ იმ ხიდან ჩამოვარდნას, სადაც ვზივარ...
თან ძალიან ძლიერი ბიძგი ვიგრძენი, ამოვიკვნესე...
-ჟღალო, ბოლოჯერ გაფრთხილებ, ნუ ცდი ჩემს მოთმინებას...
-წითურო, ძალიან მინდიხარ, ხომ იცი, არა?!
-ჟღალო,პაციენტებთან არ ვწვები, ასე რომ გადადი ჩემგან...
-მე კიდევ ზუსტად ვიცი, როგორ დაგიმორჩილო...
თქვა, მან და ხელები ზემოთ დამიჭირა, ტუჩებში მხეცივით მეცა და ძლიერი ბიძგები განახორციელა, ეს ისე სწრაფად მოხდა მთელი სიამოვნების არსი შევიგრძენი... მისი ენა ჩემს პირში ცეცხლოვან ტანგოს ცეკვავდა, როდესაც ჩემმა კბილებმა მისი ენა დააგემოვნა... -ამის დედაც, რას აკეთებ?
-გითხარი ჩემს მოთმინებას ნუ ცდი-მეთქი
ძალიან მშვიდად ვუთხარი და მოვიშორე, ისე კი მხეცის თვალებით მიყურებდა...
-ახლა კი- დამდე პატივი და ჩემი სახლი დატოვე, ცენტრში მობრძანდი, აქ აღარ დაგინახო...
ცენტრშიც აღარ გამოჩენილა, უკვე მეორე თვე იწურებოდა, რაც გაქრა და თითქმის აღარსად ჩანდა... გვიანი იყო, ცენტრიდან გამოვედი და ღია კაფეში დავჯექი, ჩემი საყვარელი ცხელი შოკოლადი შეუკვეთე, სუსხი იყო, უკვე ზამთარი დგებოდა, მე კიდე ეს სულ არ მახარებდა, ჩემთვის, როგორც ფრინველებისთვის თბილ ქვეყნებში გაფრენის მაუწყებელი იყო ზამთრის დადგომა და მეც მუდამ ასე ვიქცეოდი, მივეშურებოდი იქ სადაც სითბო მეგულებოდა, მთელ ზამთარს არა, მაგრამ ნახევარს ჩემს თბილ ადგილას ვატარებდი... ვიჯექი და შევექცეოდი ჩემს ცხელ შოკოლადს, როდესაც ჩემი ტელეფონის ხმა გავიგე...
- გისმენთ?
- პაციენტი გელოდებათ...
- ხო, მაგრამ ჩაწერილი არავინ მყავს...
- ამბობს, რომ გუშინ საღამოს დაგირეკათ...
- კარგი, მოვალ...
არადა, ზუსტად მახსოვდა, რომ გუშინ არცერთ ჩემს პაციენტს დაურეკავს ჩემთვის, ყველას, თითქმის, სამსახურებრივი მივლინება ჰქონდათ...მივედი თუ არა ცენტრში, გეზი ჩემი კაბინეტისკენ ავიღე, კარი შევაღე, ფანჯარასთან იდგა და გარემოს გაყურებდა, ჩემი შესვლა გაიგო და გამომხედა...
- გამარჯობა, ქალბატონო ფსიქოლოგო... თავისი ცინიკური ღიმილი, არასდ გამქრალიყო... - გაგიმარჯოს, რამ შეგაწუხა?
- საუბარი მომინდა და მოვედი...
- სამწუხაროდ, დღეიდან აღარ ვმუშაობ, დასვენების დღეები დამეწყო... - შვებულებას იღებთ, ქალბატონო ფსიქოლოგო?
- დიახ, კარგი, მითხარი რამ შეგაწუხა?
- სადმე მიდიხარ?
- მითხარი საუბარი რაზე გინდა, გისმენ, შემდეგ კი -მთელი ორთვენახევარი დაგემშვიდობები...
- ჩვენზე...
- ვერ გავიგე?
- ჩვენს ქიმიაზე რას ფიქრობ?
გამეცინა, რა ქიმია რის ქიმია ერთადერთი პაციენტი იყო, რომლის ატანაც არ მქონდა... - კარგი, რა ქიმიაზე მესაუბრები?
- ეს ცინიკურობა არ გვინდა...
- კარგი, მომისმინე, კიდევ ერთხელ გაგიმეორებ, პაციენტებთან არ ვწვები და მათთან ფლირტსაც არ ვაბამ, ასე რომ თუ პატივს დამდებ და ამ თემას აღარ შეეხები, კარგი იქნება... მომიახლოვდა, ჩემს წინ ჩაიმუხლა, ჩემს კაბის ქვეშ ხელი შეცურა და ამომხედა... -დავიჯერო, ჩემგან არც გნებავს?
-გინდ დაიჯერე, გინდ არა, მინეტები ჩემს სიამოვნებას არ წარმოადგენს... ხელი კაბიდან გამოაცურა, ახლოს მოწია მისი სახე და როგორც ახასიათებდა მისი ენით ჩემი ბაგები დაასველა...
-არადა, ჩემზე ისე მოქმედებ, როგორც ცეცხლი...
-ვხედავ, უკვე ერექცია გაქვს... -ცინიზმით ვიყავი გაჟღენთილი.
-პირველი ქალი ხარ, რომელიც უარს მეუბნება...
გამეცინა და თავი გავაქნიე....
- არადა, ძალიან მინდა შენში შემოვაღწიო და ამ კედლებს შენი კვნესა გავაგონო... - კარგი,ხომ დააკმაყოფილეთ თქვენი ეგო და ამოთქვით, რაც გინდოდათ, ახლა შეგიძლიათ დამშვიდებულმა დამტოვოთ...
- ქალბატონო ფსიქოლოგო, გპირდებით ჩემს მკლავებში იკვნესებთ... - ნუ იქნებით ასე თავდაჯერებული...
ახლოს ძალიან ახლოს მოვიდა, ვგრძობდი მის ცხელ სუნთქვას, მარწყვივით წითელი ჰქონდა ტუჩები, წინასწარ ვიცოდი, რისი გამკეთებელი იყო, ამიტომაც ქვედა ტუჩს ზედა კბილები დავაჭირე ისე, რომ გამომეწვია უფრო, დიახ, ვთამაშობდი.... საჩვენებელი თითი გადამისვა ტუჩებზე და მეძგერა ისე როგორც მტაცებელი, მეც მოთხოვნით ვკოცნიდი, ბოლოს, ისე ვუკბინე, მისი სისხლით დაისვარა ჩემი ტუჩებიც...
- ამის დედაც, ძალიან შეეჩვიე ხო...
- არასოდეს აკოცო ისეთ ქალს, რომელსაც არ უნდიხარ...
- კარგად მკოცნიდი...
- იმისთვის, რომ ბოლოს მეკბინა ისე, რომ სანამ წასული ვიქნები არ შეგიხორცდეს... - შენ რა, არ გინდა სხვას მივეკარო?
- მე იცი რა მინდა, რომ ჩემი კაბინეტი დატოვო და ორთვენახევარი არ შემაწუხო... ასეც მოიქცა, უსიტყვოდ დამტოვა...
/ბედნიერების სამყაროში /
,,ბუნებრივია, ბედნიერებაც სუბიექტურობით განისაზღვრება, ბედნიერებას ყველა განსხვავებულად აღიქვამს და ბედნიერება ყველასთვის სხვადასხვა რამეა. ყველა ადამიანი განსხვავებულ ქცევასა თუ გარემოში ხედავს ბედნიერებას, თუმცა თქვენ აქ იხილავთ ხევსურეთს, როგორც ბედნიერების სამყაროს , როგორც თავისუფლების, სითბოსა და სიყვარულის ადგილს“
წავედი იქ, სადაც ბედნიერებას ვეწვეოდი, იქ სადაც მუდამ თბილოდა, იქ სადაც ფიქრისთვის არ მეცალა ან უბრალოდ სასიამოვნო ფიქრებისთვის მქონდა დრო მხოლოდ, იქ სადაც მოწყენის საშულებას არაფრის დიდებით არავინ მოგცემდა, იქ სადაც ჩემი ყოფნა ყოველივე იქ მყოფს ახარებდა...სითბოს გავცემდი და ორმაგად მიბრუნდებოდა, ასეთი იყო ჩემი ბავშვობის სახლი, ჩემი მშობლიური სახლი, ,,ჩემი ბედნიერების ზეობა“ ასე ვეძახი, რადგან აქ მუდამ ბედნიერი ვიყავი, ვარ და ვიქნები...ბავშვობის წიაღში მუდამ ბედნიერებას ვგრძნობდი....
ფსიქოლოგებს ხშირად გვჭირდება განტვირთვა, ეს ჩვენ უფრო გვაძლიერებს, უფრო მეტ ენერგიას გვამატებს, საოცარია, როცა ასეთ სასწაულ გარემოში უნდა გავატარო მთელი შვებულება...
საღამოობით, ჩემს საყვარელ ცხელ შოკოლადს შევექცევი და ჩემი დისშვილების ბედნიერებით ვტკბები, ესენი ჩემი საზრუნავი და ბედნიერების სიკაშკაშეები არიან... ჩემს დისშვილებთან ერთად შემეძლო, მეც ისეთივე მხიარული, ბავშვური, ცანცარა, ბედნიერი გავმხდარიყავი, როგორიც ისინი იყვნენ...
ზოგისთვის, ალბათ, ეს ორთვენახევარი მოსაწყენი იქნება შვებულებისთვის, მაგრამ
ჩემთვის ნეტარებაა, ყოველდღე გაიხარო ბავშვებთან ერთად, გიჟობდე ცოტახნით მაინც, დაივიწყო პროფესია, სამსახური და პატარა ბავშვის იმიჯი მოირგო... ხევსურეთი საოცარი ადგილი, რომელიც ჩემთვის სასწაულებთან ასოცირდება... დავადექით იმ გზას სადაც ყოველ შვებულებას სასწაულები ხდებოდა, პირველი სასწაული ჩემი ხევსური სიძე იყო, რომელიც წლები ცდილობდა ჩემი დის გულის მონადირებას, ხევსურია, მაგრამ არანაირად არ აქვს ხევსურული ხასიათი... ორმა გიჟმა ერთმანეთი იქ ნახეს, სადაც არ ელოდნენ... დიახ, ისინი ჩემი პაციენტები იყვნენ...
წლების შემდეგ, სრულიად შემთხვევით მოხვდა ჩემი სიძე ჩემს კაბინეტში, ერთხელ, ჩემი დის სეანსის დრო და ჩემი სიძის სეანსის დრო ამერია და ერთ დღეს, ერთ დროს, დავიბარე...
ჯერ ჩემი სიძე შემოვიდა, რამდენიმე წუთში კი ჩემმა დამ შემოაღო კარი... - შენ აქ რა გინდა?
ჩემი დის პირველ ფრაზაზე გამეცინა...
- ხევსურ-გურულის ნაზავი- სასწაული იქნება...
- დაო, რას გულისხმობ?
გაკვირვებულმა გამომხედა ჩემმა დამ და როგორც ახასიათებდა თვალები გადაატრიალა...
-შენი დაა?
აწ უკვე, ჩემმა გაკვირვებულმა სიძემ იკითხა...
-კი, ის გოგონა, რომელსაც მთელი ბავშვობა დასდევდი და მოსვენებას არ აძლევდი... -არა, დაო, გეშლება, ეს ის ამერიკელი ბიჭია...
-რა ამერიკელი, ხევსური ვარ...
საოცრად მეცინებოდა მათ ბავშვობაზე...
-არ არსებობს, შენ? ასე არ ვუყვარვარ ღმერთს...
სულ, სულ შეიძლება ღმერთს ეწუწუნოს...
ხევსურეთში სასწაულები ხდება, მართლა ხდება... ჩემს სიძეს მთელი ბავშვობა უყვარდა ჩემი და, მუდამ დასდევდა და მოსვენების საშულებას არ აძლევდა, წლების მერე -ჩემი და სასწავლებლად ამერიკაში წავიდა, სრულიად შეცვლილი, დახვეწილი, ნამდვილი ქალი, თურმე ჩემი სიძეც იქ სწავლობდა, იქაც შეხვდნენ ერთმანეთს, ჩემი და ისევ აწვალებდა, ის კი- მოსვენებას არ აძლევდა, ვერანაირად მოიპოვა ჩემი დის გული...
იმ დღეს, როგორ გადავრჩი არ ვიცი, ყოველ სიტყვაზე ეკიდებოდნენ ერთმანეთს, მივხვდი, რომ მათგან წყვილი არ დადგებოდა, მაგრამ ხომ გაგიგიათ სიყვარულს ვერსად გაექცევით, ჰოდა, ერთი წლის შემდეგ- კაბინეტში შემოდიან ხელჩაკიდებულები და პირდაპირ მეუბნებიან, რომ ქორწინდებიან, დიახ, ახლა, ორი ანგელოზი ჰყავთ და მათნაირი იდეალური წყვილი არსად მეგულება, დაქორწინების შემდეგ- ერთხელ მაინც თუ უკამათიათ- არ ვიცი, ისეთი შეხმატკბილებული ურთიერთობა ჰქონდათ და დღემდე აქვთ, ერთი ჭკუისანი არიან და ერთმანეთი, მართლაც, უსასრულოდ უყვართ... როცა ჩემს დისშვილებს ვუყურებ, ასაკი მხოლოდ რიცხვებია ჩემთვის და ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ფილოსოფია- ყოველ ასაკში ბავშვურობა და ი სიგიჟე, რაც მას თან ახლავს, ბუნებრივია ეს ჩემი შექმნილი მიდგომა არ არის...
ხევსურეთი ბავშვობიდან სასწაულად მიყვარდა, თავისი მთებით, სილამაზით, ჰაეროვნებით და თავისუფლებით, არ ვიცი, აქ რაღაც განსხვავებულად ვსუნთქავდი, თან აქ მუდამ საოცარი ისტორიები ხდებოდა.
ყოველ წელს, ხევსურეთში, ყველა და ყველაფეი სიყვარულს ასხივებდა, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს წელიც არ იქნებოდა გამონაკლისი და საოცარი, სასწაული ისტორიებით დატვირთული და სავსე იქნებოდა, რომელიც მეტად გამაღვიძებდა და შემმატებდა მოტივაციას/შემართებას, რაც ჩემს კარიერაში და ცხოვრებაში, როგორც ყველას, ძალიან მჭირდება.
ჩასვლიდან მესამე დღეს, ჩემმა სიძემ გამოგვიცხადა, რომ თავისი საძმაკაცო ჩამოვიდოდა ჩვენს ულამაზეს ხევსურეთში და ისე უნდა დავხვედროდით, როგორც ხევსურებს შეეფერებოდა...
მეც არ დავაყოვნე და წავედი იქ, სადაც მედიტაციას ადვილად შევძლებდი და გავექცეოდი ხალხმრავლობას, ისე გავიპარე არავის შევუმჩნევივარ, მაგრამ, როგორც დასაწყისში ვახსენე, აქ საოცრებები ხდება.
საღამოსკენ, როცა ჩემთვის სახლისკენ მოვსეირნობდი, ვსუნთქავდი თავისუფლად თავისუფლების ჰაერს, მანქანის ხმა მომესმა, რომელმაც შევატყვე, რომ სიჩქარე შეანელა და გამიჩერა, მანქანის მინა ჩამოწია და ის მკითხა, რაც ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, იმ მომენტში, ჩვენი სახლისკენ მიმავალი გზის მისწავლებას მთხოვდნენ, რა თქმა უნდა, მივასწავლე და მე ფეხით გავაგრძელე სეირნობა, 20 წუთში სახლში ვიყავი...ჟრიამული იყო ეზოში, მე კიდევ ჩუმად შევიპარე სახლში, ჩემს ოთახში შევედი, ყურსასმენები გავიკეთე და მუსიკის ჰარმონიაში გადავეშვი, მალე- სიმღერის ხმა მობილურის ზარმა შეიცვალა...
-გისმენ
-სად ხარ, ქალბატონო?
-რა იყო, სიძე?
-სტუმრები მოვიდნენ, მთელი დღე, რომ დაიკარგე, არ გეყო ? მოდი... -ოთახში ვარ, ჩამოვალ...
ჩემი სიძისგან თავის დაძვრენა ასე ადვილი არ იყო, ამიტომაც ჩავედი ქვემოთ...ჩემი სიძე მომვარდა...
- წამოდი საძმაკაცო უნდა გაგაცნო, ჩემო მშვენიერო, ცოლის დაო...
ხელი გადამხვია და ბიჭებს მივუახლოვდით...
-ბიჭებო, გაიცანით ჩემი მშვენიერი ცოლის და...
ხომ გითხარით, სასწაულებით და საოცრებებით არის ხევსურეთი დატვირთული-მეთქი... მალევე ყველანი სუფრას მივუსხედით, ძალიან ვიმხიარულეთ, მხოლოდ ერთის მზერა მიწვავდა ზურგს, თუმცა ეს არ მიქმნიდა დისკომფორტს, თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი...



№1 სტუმარი სტუმარი ლაშა

ამ რომანზე მუშაობა ძალიან საინტერესო გახლდათ, რადგან ერთი მხრივ, თითქოს ორი პერსონაჟის სიყვარული, თუმცა მეორე მხროვ, ნათლად ჩანს დღევანდელი რეალობა, დამოკიდებულება ადამიანების სიყვარულის და ურთიერთობების მიმართ, იკვეთება დღევანდელობის გავრცელებული სენი - არაპროფესიონალიზმიც, ემოციური გადაწვა და ბევრი რამ, თუმცა ბევრი რომ არ გავაგრძელო დანარჩენი მკითხველმა თავად აღმოაჩინოს, თუმცა ვგონებ საინტერესო და ბევრ რამეზე დამაფიქრებელი მოცემულობებია, რაოდენ მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, ეთანხმებოდე ან არ ეთანხმებოდე გარკვეულ მოცემულობებს, ამიტომაც ვფიქრობ, საინტერესო და შემეცნებითი იქნება.

 


№2  offline წევრი Foxy meryem

სტუმარი ლაშა
ამ რომანზე მუშაობა ძალიან საინტერესო გახლდათ, რადგან ერთი მხრივ, თითქოს ორი პერსონაჟის სიყვარული, თუმცა მეორე მხროვ, ნათლად ჩანს დღევანდელი რეალობა, დამოკიდებულება ადამიანების სიყვარულის და ურთიერთობების მიმართ, იკვეთება დღევანდელობის გავრცელებული სენი - არაპროფესიონალიზმიც, ემოციური გადაწვა და ბევრი რამ, თუმცა ბევრი რომ არ გავაგრძელო დანარჩენი მკითხველმა თავად აღმოაჩინოს, თუმცა ვგონებ საინტერესო და ბევრ რამეზე დამაფიქრებელი მოცემულობებია, რაოდენ მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, ეთანხმებოდე ან არ ეთანხმებოდე გარკვეულ მოცემულობებს, ამიტომაც ვფიქრობ, საინტერესო და შემეცნებითი იქნება.



ჩემო რედაქტორო heart_eyes შენთან თანამშრომლობა, მიხარია ძალიან heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიკა

ძალიან საინტერესოა,ველი გაგრძელებას????????

ძალიან საინტერესო რომანია, ველი გაგრძელებას

 


№4  offline წევრი Foxy meryem

სტუმარი ლიკა
ძალიან საინტერესოა,ველი გაგრძელებას????????

ძალიან საინტერესო რომანია, ველი გაგრძელებას




დიდი მადლობა heart_eyes მალე იქნება გაგრძელება heart_eyes

 


№5 სტუმარი iva

კარგი ისტორიაა კარგი სიუჟეტით! ????????????❤️

 


№6  offline წევრი Foxy meryem

iva
კარგი ისტორიაა კარგი სიუჟეტით! ????????????❤️




დიდი მადლობა heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent