შენი ფანჯრიდან I
I “შენი ოთახის ფანჯრიდან მზე სულ სხვანაირი ჩანს” ღამის თორმეტ საათზე 100-ჯერ შემოწმებული ბარგი კიდევ ერთხელ შეამოწმა და სახლი დატოვა. ტაქსი გააჩერა და აეროპორტამდე მიყვანა სთხოვა. მძღოლს საუბრით თავი არ შეუწყენია, მხოლოდ რამოდენიმეჯერ თქვა, გული მიგრძნობს საღამოს ცუდი ამინდი იქნებაო. ჩაფიქრებულ მაოს სასაცილოდ არ ეყო კაცის საკუთარ გრძნობებში დარწმუნებით წარმოთქმული სიტყვები. აეროპორტში საბუთები წარმოადგინა, როდესაც პერსონალმა უთხრა, რომ ცუდი ამინდის გამო ფრენა 2 საათით გადაიდო. უცებ გაახსენდა ტაქსის მძღოლის სიტყვები, უბრალოდ ჩაეცინა და მოსაცდელ სკამზე დაჯდა. გულის სიღრმეში გაუხარდა რეისის გადადება და საკუთარ ქვეყანაში თუნდაც 2 საათით მეტის გატარება. გერმანიაში მთელი ზაფხულით მიდიოდა. უნივერსიტეტში გაიგო, რომ შეეძლო სამუშაოდ წასულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ადგილები შეზღუდული იყო, როგორც წარჩინებულ სტუდენტს ბევრი შრომა არ დასჭირდა მცირე რიცხვში მოსახვედრად. ეს საუკეთესო გზად მიაჩნდა ოჯახის ფინანსურად დახმარებისთვის. მას არავინ არაფერს აგრძნობინებდა, თუმცა ხვდებოდა, რომ არ იყო მისი მშობლებისთვის მარტივი 2 შვილის რჩენა, ამიტომ გადაწყვიტა თვითონ ეშოვა საკუთარი სარჩენი ფული. მშობლები თავიდან სკეპტიკურად უყურებდნენ ამ თემას, თუმცა მალევე შეიცვალეს აზრი. ეჯავრებოდა სხვა ქვეყანაში წასვლა თუნდაც მცირე დროით. ლექტორები სთხოვდნენ ბედი გაცვლით პროგრამებშიც ეცადა, თუმცა იცოდა დიდხანს ვერ გაჩერდებოდა სხვა ქვეყანაში. დედამ დაურეკა, მოიკითხა, თვალცრემლიანმა ერთხელ ისევ სთხოვა შვილს გადაფიქრება, თუმცა მაოს კატეგორიული უარის შემდეგ შეწყვიტა ამაზე საუბარი. დედასთან სატელეფონო კავშირი რომ დაასრულა ყველაფერზე იფიქრა. საკუთარ ოჯახზე, წარსულზე, მომავალზე ფიქრებიდან მისი რეისის გამოცხადებამ გამოარკვია. დაბნეული სკამიდან უცებ წამოდგა და წინ ზურგჩანთით მიმავალ ბიჭს დაეჯახა. რომ არა ბიჭის სწრაფი მოძრაობა მთელი აეროპორტის წინაშე შერცხვებოდა, თუმცა სირცხვილის გრძნობამ მაინც გაუწითლა ლოყები როცა წელზე მოხვეული ხელი იგრძნო. -ფრთხილად.-თქვა და მაოს სიწითლის შემჩნევისას ჩაიცინა, გოგონაც უცებ მოშორდა. -ბოდიში, შემთხვევით.-თავი იმართლა, ბარგს ხელი მოკიდა, რეგისტრაცია გაიარა და თვითმფრინავისკენ დაიძრა. თავისი ადგილი იპოვნა და როცა ბარგის შენახვას აპირებდა ხელიდან აართვეს. ჩაბთაზე მოხვეულ ხელს თვალი გააყოლა და რამოდენიმე წუთის წინ მომხდარი ინციდენტის მეორე მოქმედ პირს წააწყდა, რომელმაც მისთვის მძიმე ჩანთა ბუმბულივით აწია. -თვითონაც შევძლებდი. -მადლიერებას უცნაურად გამოხატავ.-აღარფერი უთქვამს, უბრალოდ საკუთარ ადგილას დაჯდა, როცა მის გვერდით ადგილი ბიჭმა დაიკავა გაკვირვებულმა გადახედა. -უბრალოდ არ დაგხმარებივარ, მალე დაჯდომა მინდოდა.-იცრუა და ოდნავ გაიღიმა. -ესეიგი არც მადლობის გადახდა იყო საჭირო.- უთხრა და მისი გაბრაზებული მზერა დააიგნორა. პირველად მგზავრობდა თვითმფრინავით და გვერდით მჯდომისგან განსხვავებით ცოტა დაძაბული იყო, თუმცა არაფერი შეუმჩნევია. თვითმფრინავის დაჯდომისთანავე წამოდგა, ბარგი აიღო და აეროპორტი დატოვა. ენის კარგად ცოდნის გამო არ გასჭირვებია ბინის პოვნა, რომელშიც უფასოდ იცხოვრებდა. ქართველმა სტუდენტებმა წინასწარ იპოვეს დასარჩენი ადგილები. ერთმანეთთან ახლოს რომ ყოფილიყვნენ და გამარტივებოდათ გარემოსთან შეჩვევა. ძირითადად რამდენიმე სტუდენტი ერთად ქირაობდა ბინას, თუმცა იცოდა თვითონ გაუჭირდებოდა სხვასთან ერთად ცხოვრება, ამიტომ გადაწყვიტა ცალკე, პატარა ბინა ექირავა. ბინა 1 საძინებლისა და მისაღებისგან შედგებოდა, რომელშიც სამზარეულო იყო. პატარა აივანიც ჰქონდა, რომელიც სკვერს დაჰყურებდა. სკვერში მყოფი ბავშვების გამო მთელი დღის განმავლობაში ხმაური იყო, რის გამოც იაფი ღირდა ბინა, თუმცა ეს არ აწუხებდა მაოს. დღის დიდ ნაწილს კაფეში ატარებდა საღამოს კი ბავშვები მაინც სახლში მიდიოდნენ ამიტომ ხმაურიც არ იყო. ბინა ნათელი იყო, რაც შესვლითანავე თვალში მოხვდა და ესიამოვნა. მეორე დღესვე დაიწყო მუშაობა ერთ-ერთ ლამაზ კაფეში. ქართველ 2 გოგოსთან და 2 ბიჭთან ერთად მიმტანი იყო. არც ისე რთული სამუშაო ჰქონდა ამიტომ დიდად არც იღლებოდა. მალევე შეეჩვია აწ უკვე თანამშრომლებს. კარგი ადამიანები ჩანდნენ. მარიამი და ნია მეგობრები იყვნენ, ასევე სანდრო და გუგაც, მხოლოდ მაო იყო მარტო, თუმცა ოთხივეს უცებ დაუახლოვდა. გუგასგან რამოდენიმეჯერ შენიშნა რომ უბრალოდ მეგობრად არ უყურებდა, თუმცა არ იმჩნევდა. მუშაობის დაწყებიდან მე-6 დღეს გასართობად წასვლა გადაწყვიტეს. მაო წასვლას არ აპირებდა, თუმცა ნიამ და მარიამმა მანამ არ დატოვეს მარტო სანამ არ ჩაიცვა და მათ არ გაჰყვა. 2 საათი როგორღაც გაჩერდა კლუბში, თუმცა უკვე აღარ შეეძლო, დაღლილობას ხმამაღალი მუსიკაც დაემატა და თავი ძალიან ასტკივდა. მეგობრებს რომ უთხრა მე დაგტოვებთო მაშინვე ყველა წამოიშალა, თუმცა ყველა უკან დააბრუნა, მათ შორის გაცილების იდეით მოხიბლული გუგაც. სახლიდან შორს არ იყო, ამიტომ მალევე მივიდა. კარს გასაღები მოარგო, თუმცა უკვე ღია იყო, იფიქრა ალბათ სიჩქარეში ჩაკეტვა დამავიწყდაო და პირდაპირ შევიდა. პირზე ხელი ააფარეს ხმამაც არ დააყოვნა. -მშვიდად, მშვიდად. არაფერს დაგიშავებ, უბრალოდ არ იყვირო.-პირიდან ხელი ნელ-ნელა მოაშორა და გოგოც უცებ შებრუნდა, გაოცდა, როცა თვითმფრინავში მის გვერდით მჯდომი ბიჭი დაინახა. -შენ? აქ რა გინდა. -1 ღამით აქ უნდა ვიყო. შენ გარდა აქ არავის ვიცნობ, ამიტომ ვარ შენთან. -მე მიცნობ? -სხვასთან შედარებით კი.-უხერხულად გაიღიმა. -ჩემთან როგორ უნდა დაგტოვო, შენი არც სახელი ვიცი, არც ის ვიცი ვინ ხარ. იქნებ სერიული მკვლელი ხარ. -მკვლელი არ ვარ, შეგიძლია მშვიდად იყო.- თქვა და აივნიდან სკვერს გადახედა. -ქურდი ხარ და ვინმეს ემალები? -არა, პირიქით. -პირიქით? -პირიქით, ქურდი მემალება. - მაოს სახეზე ისევ გაურკვევლობა იყო.-დათა მეტრეველი, გამომძიებელი. სასიამოვნოა.- მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა, თუმცა საპასუხო რეაქცია რომ ვერ მიიღო უკან დააბრუნა.-აქ დარჩენის საშუალებას თუ არ მომცემ გამოძიებას ხელს შეუშლი. არამგონია ქურდული კლანის თანამონაწილეობის ბრალდება მოგეწონოს. მაოს ეჭვები საბოლოოდ ოფიციალური საბუთის ჩვენებით გაფანტა მეტრეველმა და დარჩენის უფლებაც დაიმსახურა. ღამით წყურვილმა გააღვიძა. ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვიდა წყალი დალია და უკან დაბრუნებას აპირებდა მძინარე მეტრევლისკენ რომ გაექცა თვალი. ნელა მიუახლოვდა და მის წინ, სკამზე დაჯდა. უყურებდა და ყველა ნაკვთს სწავლობდა. დაბალი თმა, ოდნავ კეხიანი ცხვირი, საშუალო ზომის ტუჩები, დიდი, შავი თვალები. მოდუნებული ათვალიერებდა, როცა ბიჭმა სკამს ხელი გამოსდო და მისკენ ახლოს მისწია. გოგოს სუნთქვა შეეკრა. -დიდხანს აპირებდი ჩუმად ყურებას?-ირონიულად ჩაიცინა. -არ გიყურებდი, უბრალოდ დავჯექი და ჩავფიქრდი. -კარგი.-თავი გააქნია და გოგონას შეხედა.-საჭმელი გაქვს? -გშია? -დილიდან არაფერი მიჭამია. მაო წამოდგა და დათაც აყვა. გოგოს წელზე ხელი მოხვია და მისკენ შემოტრიალა. რამდენიმე წამი უყურებდა, თითქოს ფიქრობდა ღირდა თუ არა ამის გაკეთება. უცებ გამომეტყველება შეეცვალა და მაოს ტუჩებზე დააცხრა. გოგომ მხარზე ხელი მიადო და დათა უკან გაწია. -გშიოდა მგონი.-ყველაზე ნაკლებად ამის თქმა უნდოდა იმ მომენტში, თუმცა ყველაზე სწორად ეს ჟღერდა. -ხო, მშიოდა.-ძლივს მოშორდა საჭმლის გასაკეთებლად რომ გაეშვა. -დამელოდე.-20 წუთში რაც შეძლო ყველაფერი გაამზადა. მაცივრიდან წვენი რომ გამოიღო დათა უკვე მაგიდასთან იჯდა და კერძებს აგემოვნებდა. -შენ არ შეჭამ?- გამოხედა გოგოს და ჭიქა გაუწოდა წვენისთვის. -რამეს თუ დამიტოვებ, დიდი სიამოვნებით. დაახლოებით ნახევარ საათში დივანზე ისხდნენ და ხმას არცერთი იღებდა. -რა მოიპარა შენმა ქურდმა?- საუბარი მაომ წამოიწყო. -ძალიან ბევრი რამე. -მაინც რამდენად ბევრი რამე შეიძლება მოიპაროს ერთმა ადამიანმა. -ერთ ადამიანს არ მოუპარავს, კლანია. თუ მას დავიჭერთ დანარჩენებამდე მიგვიყვანს. მისი დაჭერა მარტივია, მაგრამ წინასწარ არაფერი უნდა იეჭვოს, თორემ ყველაფერს ჩაშლის. -ქართველია? -საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არა ქართველი. -კიდევ კარგი.-შვებით ამოისუნთქა გოგომ. -არც ქართველები განვიცდით მსგავსი ხალხის ნაკლებობას დამიჯერე. 3საათი საუბარში გაატარეს. დაღლილ მაოს უკვე დათას მხარზე ჩასძინებოდა. ტელეფონი ზარმა გაანათა, მაო ფრთხილად გადააწვინა და აივანზე გავიდა. -დავიჭირეთ დათა. დილით ზურგის ტკივილმა გამოაღვიძა. დივანზე მოუხერხებლად იწვა და პლედი ეფარა. მიმოიხედა, თვალებით დათას ეძებდა. მაგიდაზე ფურცელი რომ შენიშნა. “სიზმარი არ ყოფილა, ნუ ინერვიულებ. არც-ერთი წამის დავიწყება არ გაბედო. ისევ შევხვდებით.-შენი დათა მეტრეველი.” მოგესალმებით! ჩემი პირველი ისტორიაა და ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. ყველანაირ შენიშვნას მივიღებ და შევეცდები გამოვასწორო შემდეგ თავებში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.