შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყალბის თეორია (10)


14-02-2016, 21:37
ავტორი N7
ნანახია 2 529

X.
ნელ-ნელა მოაშორა ტკბილ ბაგეებს თავისი ტუჩები კოსტამ და გვერდზე გაწია თავი. არ უნდოდა შეეხედა ქალისთვის, რომელსაც თვალები დაეხუჭა და ტკივილისგან ცხელი ცრემლებით ტიროდა. აკანკალებდა და ხედავდა, გრძნობდა კაცი ამას. ალბათ, არც გაუშვებდა, მაგრამ უნდა შეშვებოდა, მდგომარეობა არ უნდა გამოეყენებინა.
- მაპატიე, - ამოიჩურჩულა და წელზე ძლიერად მოჰკიდა ხელები, რათა არ წაქცეულიყო ნასვამი და ლამის ჩამომდნარი ქალი.
ლინამ ვეღარაფერი თქვა, მხოლოდ იგრძნო სიმძიმე თავზე, თითქოს რაღაც ძალიან დიდი სხეული ჩაარტყესო და მიილია.
ნომერში აიყვანა კოსტამ. სულ ხელით ატარა და, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამხდარი და ფურფუტი იყო ქალი, მაინც ლამის ხელები მოსტყდა. თუმცა მიაჩნდა, რომ ეს ყველაფერი მის გამო ხდებოდა და მოვალე იყო გაეკეთებინა. დააწვინა, საბანი გადააფარა და გამოვიდა. ყელში ბოღმა აწვებოდა, უჭერდა. ამხელა კაცს ტირილი უნდოდა.
არის მომენტი, როცა არ იცი რა გააკეთო; როცა ზიხარ, ძალიან გინდა გაბრუვდე, მაგრამ იცი, რა შედეგიც მოჰყვება და თავს იკავებ. დილემის წინაშე დგახარ, ვარიანტები გაქვს და თან არ იცი რა გააკეთო. იქნებ ყველაფერი ისევ ისე დარჩენილიყო, როგორც იყო, რომ არ აეხირებინა და არ ჩაეთრია ლინა კოსტას? იქნებ არც არაფერი მომხდარიყო? ასე არ ტკენოდა ქალს, იქნებ? იცოდა, იცოდა რაც ჩაიდინა და ეს კიდევ ერთ საბაბად მიემატებოდა, თავის სიძულვილის. რა ჩაიდინა? - ისარგებლა ქალის მდგომარეობით. ჰო, მართალია, არ გამოიყენა, მაგრამ გული რომ სტკივა ახლა ქალს, მისი ბრალია! რატომ ესაუბრებოდა ამდენს, მისი სიტყვები ხომ თავგზას უბნევდნენ ქალს?
ტელეფონზე აეროპორტის ნომერი აკრიფა და ბილეთი დაჯავშნა. აღარ შეეძლო, მეტ იმედგაცრუებას ვერც თავისას გადაიტანდა და ვერც ქალისას. დაუყონებლივ უნდა წასულიყო.
***
ლინას თავთან ტელეფონი აზმუვლდა და მანაც ინსტიქტურად ამოიზმუვლა. როგორ არ უნდოდა ახლა გაღვიძება, პასუხის გაცემა. ხელი მარჯვნივ გააცოცა და ცივი სხეულის შეხებისას გააჟრიალა. ახლაღა მიხვდა, რომ ყველა ძვალი სტკიოდა და უხურდა. არავინ ურეკავდა, მაღვიძარა წრიალებდა მხოლოდ და თერთმეტის ნახევარს აჩვენებდა. წამოჯდა. გაახსენდა წინა ღამე, ნაწილობრივ. ახსოვდა ხიდზე რომ იჯდა და სვამდა, მერე რა მოხდა, აქ როგორ აღმოჩნდა, მაღვიძარა როდის დააყენა, - წაშლილიყო მეხსიერებიდან. გაახსენდა, რომ ნახევარ საათში უნდა შეხვედროდა ანინეს.
სწრაფად წამოდგა და სააბაზანოში შევიდა. სულ რამდენიმე წუთი იდგა და შხაპს იღებდა. რამდენიმე წუთიც კი საუკუნოდ გაიწელა ფიქრებში. ღმერთო, როგორ დაეძაბა ცხოვრება... ვის დააბრალოს? ვერც დაჩის აბრალებს და ვერც კოსტას, ისევ თავის თავს. ო, როგორი სუსტია!
ჩაიცვა. თერთმეტს რამდენიმე წუთი აკლდა, ნომრის კარი რომ მიიხურა და სასტუმროს დიდ ჰოლში ჩამოვიდა. უამრავ ადამიანში ადვილად მიაკვლია ანინეს მყვირალა ფერის, აბურდულ თმებს. მარტო იდგა და ტელეფონს ჩასჩერებოდა, თან დროდადრო ქუსლიან ფეხსაცმელს აკაკუნებდა. ბრაზისგან გახევებული სახე ჰქონდა. გაუკვირდა ლინას, რომ ცინიკოსი კოსტა არ უმშვენებდა ქალს გვერდს და ახლა მისულს ორივე არ დასცინებდა, ირიბი ირონიით.
- გამარჯობა, - ნერვიულად მიესალმა ქალს, როგორც კი მიუახლოვდა.
- მობრძანდი? სად ხარ აქამდე? - წარბები ზემოთ აზიდა და ისეთი სახით მიაჩერდა, თითქოს დიდი ვალი ჰქონდა ლინას მისი; და თითქოს რამეს წარმოადგენდა, ერთი, ჩვეულებრივი გიდი იყო.
- ბატონი კოსტანტინე სადაა? - ნერვიულობა ვერა და ვერ მოიშორა.
ანინე კი უტიფრად მისჩერებოდა თვალებში და ბურღავდა.
- წავიდა, - კბილებში გამოსცრა. თითქოს იცოდა მომხდარი და ობიექტურად ადანაშაულებდა ქალს.
- წავიდა?! - აღმოხდა კითხვა გაკვირვებულს. თავის ტკივილმა ისე შემოუტია, ქუთუთოები მძიმედ დააჭირა ერთმანეთს და საფეთქლებზე თითები მიიჭირა.
- რამე პრობლემაა? - ყვავივით ედგა და თავზე დაჩხაოდა.
- შეიძლება დაბრუნება? - ჰკითხა რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ, ნაწყვეტ-ნაწყვეტად, როცა თვალებშიც სინათლე გამოჩნდა და თავში ტკივილი ჩაცხრა.
- თუ არ აპირებდით გაჩერებას, რას თანხმდებოდით შემოთავაზებას? - შეუღრინა.
- შეიძლება დაბრუნება? - გაუმეორა კითხვა.
- თქვენი ნებაა! - მხრები აიჩეჩა და ჩაიღიმა. როგორც ჩანს, გაუხარდა ის ფაქტი, რომ მალე ლინაც დატოვებდა აქაურობას.
- კარგი, მაშინ მე ნომერში დავბრუნდები და საქართველოში გადავრეკავ! - კმაყოფილმა ამოიჩურჩულა და ლიფტისკენ დაიძრა.
***
შესვლისთანავე, პირველი, რაც აიღო, წამალი იყო. ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი. მერე კლინიკის საინფორმაციოს ნომერი აკრიფა და უფროსთან დაკავშირება ითხოვა.
- გამარჯობა, ქალბატონო ეკა! - უცერემონიოდ ჩაილაპარაკა.
- ლინა? - გაოცება ეტყობოდა ხმაზე ქალს.
- დიახ, მე ვარ... ვბრუნდები.
- რას ნიშნავს ბრუნდებით? პირი შეკარით თქვენ და ბატონმა კოსტამ? - უკმაყოფილოდ წამოიძახა.
ტუმბოზე მიდებული ბოთლიდან წყალი ჩამოისხა და დალია, პირი საშინლად უშრებოდა. ამის შემდეგ კი პასუხი დაუბრუნა.
- მაპატიეთ, ოჯახში პრობლემები შემექმნა და დაუყონებლივ მესაჭიროება ქვეყანაში დაბრუნება... - ჩურჩულებდა, რადგან ხმა გაუქრა.
- კეთილი, თქვენი ნებაა! მაგრამ იცოდეთ, მსგავს შანსს აღარ მოგცემთ კლინიკა, - დააყოლა და კავშირი გაწყვიტა. არა, მაინც რა ეწყინა?
ბილეთის დასაჯავშნად აეროპორტში წასვლა არ დასჭირდა, მიმღებში გაიგო ნომერი და დაჯავშნა. დღის უკანასკნელი რეისის უკანასკნელ ბილეთს მიუსწრო. ახლა ბარგის ჩალაგება და იმაზე ლოცვაღა დარჩენოდა, რომ კოსტასთან ერთად მგზავრობა არ მოხდომოდა.
ერთი საათით ადრე გააჩერა ტაქსი და წავიდა. აეროპორტის კაფეში დაჯდა და ნოუთბუქი გახსნა. მადლობა ღმერთს, ამ ქვეყანაში მაინც ჰქონდათ ყველასთვის ხელმისაწვდომი და კარგი ინტერნეტი აეროპორტში! უნდოდა სიურპრიზი მოეწყო შვილისთვის, მაგრამ უკვე ვერ ძლებდა და სკაიპში დაურეკა. საბედნიეროდ, მათ სახლში მუდმივად ჩართული იყო კომპიუტერი.
- დეე! - წამოიძახა გახარებულმა, როგორც უპასუხა ზარს და მშობელს შეხედა ეკრანზე. - მომენატრე! - დაამატა და ‘პეპსი’ ბოთლიდან მოსვა.
- ეგ რა არის? - წამოიძახა გაბრაზებულმა და ოფიციანტს ძლივს გააგებინა, რომ ყავა სურდა, ძლიერი და უშაქრო.
ბავშვმა როგორც დედის მკაცრი მზერა დააფიქსირა, მომენტალურად გაიხსენა მისი დამოკიდებულა მსგავსი სასმელების მიმართ და ბოთლი ზურგს უკან გააპარა.
- ნუ მიმალავ! წაიღე და გადაღვარე! - ჯერაც უბრიალებდა თვალებს ბავშვს, თან ცდილობდა მის ცრემლჩამდგარ თვალებზე არ მომლბალიყო.
- მამიკომ მიყიდა! - წამოიძახა ლილემ, პროტესტის ნიშნად.
- შენმა მამიკომ ვერ შეიგნო, რომ მსგავსი განებივრებებით შენ გაყენებს ზიანს! - დაბალხმაზე ჩაილაპარაკა და ყავის ჭიქა ლამის ხელიდან გამოგლიჯა შეუგნებელ ოფიციანტს. - მიდი, გადაღვარე, თორემ მეწყინება და კიდევ დიდი ხნით არ ჩამოვალ! - ღიმილით დაემუქრა.
ბავშვი უკმაყოფილო სახით შეტრიალდა და ხელ-ფეხის უაზრო ქნევით წავიდა.
- ხომ ვამბობდი, არ იყო დაჩი სანდო! - საუბრობდა თავისთვის ლინა. - გადამირია ბავშვი.
- როგორ ხარ? - სკამი გამოსწია და ჩამოჯდა კომპიუტერის წინ დაჩი.
გული აუფრიალდა. საშინელი გრძნობა მოაწვა ყელში და ანაზდად მოუნდა ლეპტოპის დახურვა. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მამაკაცი მიუხვდებოდა, რომ აეროპორტში იყო და არ დაზარდებოდა გამომჟღავნებას, ეს კი მის საიდუმლოს მზის შუქზე გამოიტანდა, რაც არ სურდა. თანაც უჭირდა თვალებში შეეხედა მამაკაცისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ წინა ღამეს, კინაღამ თავისი ნებით უღალატა.
***
ძალიან გამახარეთ წინა თავზე აქტიურობით, დიდი მადლობა <3.
იმედია ესეც მოგეწონებათ და ალბათ რამდენიმე თავში დაგასვენებთ კიდეც.. :დ დავალაგებ სიტუაციას ^^
მიყვარხართ!



№1  offline მოდერი Eleniko13

ღამით წავიკითხავ,
ჯერ ხელს და თვალს არ ვახლებ :დდდ
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№2 სტუმარი darina

Martla veraferi gavige am qals ra unda, tvitonac ar icis am cxovrebisgan ra unda, yvelafers dacis abralebs, me ver vamtyuneb dachis, mdzuls zogadad mogalate xalxi, kostas tavi rom.ar sheekavebina ugalatebda.ragacnairad es personaji chems gulamde ver mivida, imedia tavis shecdomebs gaiazrebs, miuxedavad yvelafrisa ar minda, rom dashorden.

 


№3  offline წევრი N7

Eleniko13
ღამით წავიკითხავ,
ჯერ ხელს და თვალს არ ვახლებ :დდდ

ოქეი, ტკბილო love

darina
Martla veraferi gavige am qals ra unda, tvitonac ar icis am cxovrebisgan ra unda, yvelafers dacis abralebs, me ver vamtyuneb dachis, mdzuls zogadad mogalate xalxi, kostas tavi rom.ar sheekavebina ugalatebda.ragacnairad es personaji chems gulamde ver mivida, imedia tavis shecdomebs gaiazrebs, miuxedavad yvelafrisa ar minda, rom dashorden.

მეც მაგის იმედი მაქვს wink
არადა, კოსტას პერსონაჟი მიყვარს crying
გმადლობ, რომ კითხულობ love ძალიან მახარებ!
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№4  offline წევრი milangirl

მართლაც ცუდად მოიქცა ლინა, უნდა დაფიქრებულიყო მის საქციელზე. რაც შეეხება დაჩის ძალიან რთულია მსგავს ტიპის ქმარი აიტანო, როცა ვერ აცნობიერებს თავის მოვალეობებს და ოჯახს ამდენ ტკივილს აყენებს ტავისი საქციელით. იმედია ორივე გაიაზრებს თავიანთ შეცდომებს და ეშველებათ რამე

 


№5  offline წევრი N7

milangirl
მართლაც ცუდად მოიქცა ლინა, უნდა დაფიქრებულიყო მის საქციელზე. რაც შეეხება დაჩის ძალიან რთულია მსგავს ტიპის ქმარი აიტანო, როცა ვერ აცნობიერებს თავის მოვალეობებს და ოჯახს ამდენ ტკივილს აყენებს ტავისი საქციელით. იმედია ორივე გაიაზრებს თავიანთ შეცდომებს და ეშველებათ რამე

ჩვენც მაგის იმედი გვაქვს wink
გმადლობ, რომ კითხულობ love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№6  offline წევრი Elenii Gavasheli

Rogori dabneulia lina,chemi azrit kiar galatobs dachis,mxolod sakutari tavis povnas cdilobs.rogori dzlieric arunda ikos kali sakvareli mamakaci koveltvis schirdeba.❤️Carmatebebi shen dzalian magari gogo xar!

 


№7  offline წევრი N7

Elenii Gavasheli
Rogori dabneulia lina,chemi azrit kiar galatobs dachis,mxolod sakutari tavis povnas cdilobs.rogori dzlieric arunda ikos kali sakvareli mamakaci koveltvis schirdeba.❤️Carmatebebi shen dzalian magari gogo xar!

უუღრმესი მადლობა! love
რაღა დაგიმალო, გეთანხმები.. feel
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent