შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი გემის ნაპირები! (თავი მესამე)


25-02-2024, 19:53
ავტორი TuToo
ნანახია 1 010

-რატომ მიმზერ ყოველთვის ისეთი მზერით თითქოს ჩემგან აუცილებლად რაღაც გატკენს გულს?- თვალებში ჩააშტერდა ელენეს.
-მე...უბრალოდ- განთავისუფლდა კაცისგან.
გული ამოუჯდა ქალს. სუნთქვა გაუძნელდა, თითქოს სიამოვნებდა ეს ყოველივე და ბრაზობდა.
-უბრალოდ რა?- ტუჩის კუთხე ჩატეხა კაცმა და თავი გვერდზე გადააგდო.
-არაფერი, უბრალოდ კაცებს არ ვენდობი!-უცებ მიაყარა ბრაზით და გამოეცალა, გასასვლელს თავადაც მიაგნებდა გველესიანი.
დრო გადიოდა, ქორწილის დღე ახლოვდებოდა, ყველა აჟიტირებული იყო, კატოს გული კი შეშინებული ჩიტივით ფრთხოდა, იკუმშებოდა და გოგონას შიშსა და ბედნიერებას ერთდორულად უგზავნიდა ტვინს. ქორწილის წინა ღამე იდგა, ყველაფერი მზად იყო, ხვალ უკვე ზუკას ცოლი ერქმეოდა გადახედა მათ გავლილ დროს და იქ არანაირი ვნება არიყო, მხოლოდ უბრალო ბავშური სიყვარული იყო. ფანჯარასთან იდგა და უზარმაზარ მთვარეს მის უზარმაზარი ცისფერი თვალებით უმზერდა.
კარი გაიღო, ოთახში ზუკა შემოვიდა, ალკოჰოლის და პიტნის სული შემოიტანა და ფანჯარასთან მდგომს აეკრო ზურგიიდან, ხელები მუცელზე მოხვია და თავი კისერში ჩარგო.
-მეშინია ზუკა!- თვალები აემღვრა და ხმაც გუტყდა.
-რისი?-თავი არ ამოუწევია ისე ჰკითხა.
-მე მთელი ბავშობა,პირველივე წამიდან სიყვარულით გიმზერ, ელენე როგორც და ისე შევიყვარე, შენ? შენ კი ვერ გიყურებდი როგორც ძმას, მე შენ მიყვარდი და მიყვარხარ მაგრამ...-ღრმად ამოიოხრა- მე უბრალოდ ვფიქრობდი და მივხვდი ჩვენში ვნება არარი, განა სიყვარული შეიძლება ვნების გარეშე?
-რას მეუბნები? რომ მიყურებ გული გამალებით არ გიცემს?- ინება თავის ამოწევა და მოშორდა, წინ დაუდგა და წარბებ შეკრულმა ჰკითხა.
-კი!
-ჩემი სურნელი არ გაგიჟებს?- მიუახლოვდა და ყურზე წაეთამაშა კბილებით.
-როცა გეხები სუნთქვა არ გეკვრის და გული არ გიჩქარდება? არ გინდები? ვიცი რომ კი! ვნება არარის ეს ეკატერინე?!- ვერ იტანდა ასე რომ ეძახდნენ, მაგრამ ახლა ყველაზე სასიამოვნო მოსასმენი იყო ეს სახელი ამ კაცისგან.
-სექსი არარის ვნება კატო, სექსი ნებისმიერთან გექნება, ნებისმიერს მოეფერები მაგრამ, ისე ვერავის როგორც საყვარელ ქალს, ისე ვერავინ ვერ ამაფორიაქებს როგორც შენ.-ყელზე მიაწება ტუჩები. ხელი ჩაკიდა და საწოლზე დასვა , მიუჯდა და თვალებში ჩააშტერდა.
-პირველად რომ დაგინახე შენი სახლის კიბეებზე იჯექი, ტიროდი, ხელებიდან სისხლი გდიოდა, იმ წამს რაღაც გამეყინა სხეულში, სისხლი ამიდუღდა. მის მერე სულ დაგდევდი, მაგრამ შენ ვერ მამჩნევდი , არც უნდა შეგემჩნიე. იმ წამს ისეთი ლამაზი იყავი...-სახეზე მოეფერა თითებით, გული შეუტიკდა კატოს.
-ნაწნავები ნახევრად დაგშლოდა და ცრემლებით გგქონდა სახე დასველებული, თვალები მაგრად გგქონდა დახუჭული და ხელებს ყურებზე იფარებდი. იმ წამს ისე მომინდა შენი დაცვა როგორც არავისი, მერე ისეთ სცენას წავაწყდი რომ ვეღარ გავუძელი, მაკას შენი თავი წამოვაყვანინე და სახლში დაგისვი, კატუსია მე ჯერ კიდევ 14წლის ასაკში მოგიყვანე ცოლად უბრალოდ, მხოლოდ ერთად ვცხოვრობდით, ახლა დროა სამუდამოდ ჩემი დაგარქვა.-ტუჩებზე დაეწაფა და როცა კატოს ხელები კისერზე იგრძნო მთელი ტანით ჟრუანტელმა დაუარა, კატოს გული სწრაფად უცემდა და რომ არ მჯდარიყო ალაბთ ჩაიკეცებოდა.
-ხვალ თეთრ კაბას ჩამაცმევენ, შენამდე მომიყვანენ და მე ეს სცენა მილიონჯერ მაქვს წარმოდგენილი, გთხოვ არ მიმატოვო!უშენოდ ვერ ვიარსებებბ თაბუკაშვილო! შენ ხარ ჩემი ბავშობა, ჩემი გადამრჩენელიც შენ ხარ!-ტუჩებს რომ მოსწყდა უთხრა და მაგრად მოხვია ხელები, მთელი არსებით შეიგრძნო მისი არსება.
დილით სხვანაირად ათბობდა მზე დეკემბერს, თითქოს ბუნებაც ზეიმობდა კატოსთან ერთად, ელენე, თამათა, ირინა და კატო ერთ ოთახში იყვნენ, უკვე გამზადებული გოგონები პატარძალს ბოლო შტრიხებს უსწორებდნენ,
ზუკა ბიჭებთან ერთად იცდიდა მისაღებ ოთახში და აქეთ იქეთ ნერვიულად აცეცებდა თვალებს, მოლოდინი ქონდა, მოლოდინი დედოფლისა. მაკა იქვე იყო, ტყუპებს ერთნაირი თეთრი კაბები ეცვათ დედიფლებივით. ზუკა ვეღარ გაჩერდა და კიბეებისკენ დაიძრა.
-ე ე საით სიძე?- მკლავში ხელი დაავლო ნიკოლოზმა და ღიმილით ჰკითხა.
-კატოსთან- დაბნეულად გამოხედა.
-არ შეიძლება დაელოდე!- მკაცრი ტონით უთხრა მაკამ.
-გადაიფიქრა თუ რა ხდება? 12 საათი დაიწყო გვეჩქარება!- ნერვიულად დახედა საათს ზუკამ, არადა ჯვრისწერა პირველ საათზე იყო. სამების ტაძარში უნდა დაეწერათ ჯვარი, მერე ხელი მოეწერათ და რესტორნის გახსნა ქორწილით დაეგვირგივნებინათ.
-რაიყო ამდენი წელი იცდიდი და ეხლა 3საათი აღარ გინდა მოიცადო?- სიცილით უთხრა ჯეკომ და ანას ხელი გადახვია.
-ძან სასაცი....-სიტყვა გაუწყდა როცა კიბის თავზე სითეთრეს მოკრა თვალი.
კიბის თავში იდგა კატო, უზარმაზარი თეთრი კაბა ეცვა, ძალიან, ძალიან ლამაზი იყო. თმა ლამაზად შეეკრათ და შიგ თეთრი ყვავილები ჩემაგრებინათ, ზემოდან ფატა დაემაგრებინათ, ბაგეები ვარდისფრად შეეღებათ, ზედმეტი არაფერი ესვა სახეზე კატოს, ბუნებრივად ქონდა ყველაფერი და არც სჭირდებოდა. ნელა დაიძრა და კიბები ჩამოიარა. ზუკა ერთ ადგილზე მიბეტინებულიყო და თავს ვერ აშორებდა გოგოს. მიუახლოვდა.
-ულამაზესი ხარ!- ჩაახველა და გაუღიმა. ასეთი დაბნეული არასდროს ყოფილა, დაეფიცება რომ ასეთი რამ არასდროს განუცდია.
ეკლესიაში მივიდნენ, კატოს თამთა უმშვენებდა გვერდს, ზუკას კი ჯეკო. მთელი ცერემონია ზუკა კატოს არ აშორებდა თვალს, კატო კი მორცხვად ანიშნებდა გეყოფა ჩემი ყურებაო, ლოყები უწითლებოდა და მამაოსთან ერთად დანარჩენებიც კარგად ხალისობდნენ ამ ყველაფერზე. მერე ხელი მოაწერეს იქაც კატოს უყურებდა, ხელის მოწერის დროსაც კი არ მოუშორებია თვალი ისე მოაწერა ხელი. კატო კი ისევ და ისევ წითლდებოდა და წითლდებოდა.
დადგა რესტორანში წასვლის დროც. მანქანაში იჯდა ზუკასთან ერთად და ელოდა როდის გამოვიდოდა ვინმე რომ რესტორანში შესულიყვნენ. რესტორნის ყველაზე დიდი დარბაში არა მარტო სტუმრები არამედ უცხო ადამიანებსაც მოეყარათ თავი, დარბაში რამდენიმე დაცვის წევრთან ერთად ლაშას ბიჭებიც იყვნენ, ეზოშიც იდგა რამდენიმე მათგანი. თავად ლაშა კი მანქანაში იჯდა და რაღაცას გაშტერებული მისჩერებოდა.
რესტორნის კარიდან ულამაზეს შავ კაბაში გახვეული ელენე ნელა მონარნარებდა რესტორნის ეზოში, ზურგი სულ მთლად მოშიშვლებული ქონდა და ორი ძალიან წვრილი თოკები იჭერდა მკერდს რომელიც კისერთან შეეკრათ, ცალ ფეხზე ჩახსნილი კაბა სიარულის დროს მთელ მისი სიდიადეს მადისაღმძვრელად აჩენდა დრო და დრო.
ლაშასკენ გაიხედა თავი დაუკრა და კაციც უცებ გადმოვიდა მანქანიდან. მასთან ერთად მიუახლოვდა სიძე-აპტარძლის მანქანას.
-ზუკა როგორც კი ჩამოვლენ თამთა და ჯეკო გადმოხვალთ და რესტორანში შემოხვალთ, მუსიკის ფონზე-გაუღიმა ძმას,კატოს თბილად მოხვია ხელები და ლაშასთან ერთად დაიძრა შენობისკენ.
-ძალიან ლამაზი ხარ!- რესტორნის კარი ფართოდ გაუღო და შეატარა.
-მადლობ, შენც კარგად გამოიყურები, დარაჯო!-კეკლუცურად გაუღიმა და დარბაში შეკრებილებს შორის გაუჩინარდა.
თავად ჯეკოს და თამთას მიუახლოვდა.
-გავუშვი ბიჭები უკვე ეზოშიც, შეგიძლიათ ჩახვიდეთ და ამოიყვანოთ ნეფე-პატარძალი!-ჯეკომ მხოლოდ თავი დაუკრა და თამთასთან ერთად გავიდა რესტორნიდან. დრო უცნაური, ძალიან უცნაური, იმდენი ეტეპი გაქვს გასავლელი, ზოგჯერ ისეთი რამე ხდება რასაც არ ელოდები, დასასრულიც მოულოდნელად აქვს. ხან გაცინებს, ხან გატირებს, ხან ბედნიერი ხარ, ხან დარდით სავსე , მაგრამ თუ არ იტირე როგორ გაიგებ რა ფასი აქვს გაცინებას, თუ არ დაეცი, როგორ უნდა ადგე ფეხზე? კატომ კარგად დიცოდა როგორი იყო მოძალადე კაცის შვილობა, მთელი ბავშვობა უძლებდა დედის ყურებას, მაჯაზე აწეული ხელი და ქამარი მასაც იმდენჯერ მოხვედრია, ნეტა იმ დღეს რომ არ წასულიყო სკოლაში, რომ არ დაეჯერებინა დედისთვის და მასთან დარჩენილიყო არ მომხდარიყო ეს ყველაფერი? მაგრამ გადაარჩენდა კი დედას?შეძლებდა კი მის დაცვას! ეგოისტურად კი უხაროდა გულის სადღაც მიკარგულ ნაწილში რომ თავადაც არ შეეწირა ნაძირალა მამას და ახლა იმ კაცის ცოლი იყო უკვე ასე გამეტებით რომ შეიყვარა.
რესტორანში "mendelssohns wedding march" ჩაირთო და კარშიც გამოჩნდნენ უმშვენიერესი სიძე და პატარაძალი,ოციოდე ნაბიჯის მერე მელოდიაა უცებ სრულიად შეუსაბამო მუსიკა
ხატია წერეთლის ჩიქი ჩიქი ცვლის და აკისკისებულ კატოს ცეკვა ცეკვით უახლოვდებიან მეგობრები, ზუკას შეკრულ წარბებს არავინ არ აქცევს ყურადღებას და ასე ცეკვა ცეკვით და კიისკისით აცილებენ მათვის გაკუნთვნილ მაგიდასთან.
-ამას ვიმახსოვრებ ელენიკო!-თითი მუქარით დაუქნია ძმამ და შულზე აკოცა ღიმილით.
-მაქამდე თუ სკლეროზი არ დაგემართა კი ბატონო!- ასევე სიცილით უთხრა და მაკასკენ წავიდა. ქალი მაგიდასთან დამჯდარი წყვილს ცრემლიანი თვალებით უმზერდა.
-დე კაი რა!- მოეხვია ელენე დედას.
-როდის გაიზარდნენ ასე? - ღიმილით მოხვია ხელები ქალიშვილს და ტყუპებისკენ დაიძრნენ.
სამი საათის მერე უკვე ყველას მოედო სასმლის ენერგია, თუნცა არც ისე ჯერ მთელი ღამე წინ იყო, ზუკა ძალიან ცოტას სვამდა და შეწითლებულ კატოს ხელზე ეფერებოდა.
-კატუსი რამ აგაწითლა? ხოარ შეთვრა ჩემი ცოლუკა?- ყურთან ძალიან ახლოს მივიდა და უჩურჩულა.
-არა...და ნუ მაბნევ!-თავი დახარა კატომ.
-გაბნევ?-თავი გვერდზე გადააგდო და ქალს მიმზიდველად შეხედა.
-ნუ მიყურებ ეგრე!-ხელი ლოყაზე მიადო და გაუღიმა.
-ეჰ კატო ახლა ასე ხარ ამაღამ რა მოგივა?-ამის თქმა იყო და კატოს ფერი დაეკარგა, ამაზე არც უფიქრია ისე იყო დღევანდელი დღით სავსე რომ სულ არ გახსენებია რა ხდებოდა ქორწილის ღამეს!
-კატო დამშვიდდი!-დასცინა ცოლს და ხელი დაავლო, საცეკვაო მოედანზე მეგობრებს შეუერთდა და ცეკვას ააყოლეს ტანი.
ლაშა ერთ პატარა მაგიდასთან იჯდა და ელენეს უმზერდა. რაღაც სასწაული სიმშვიდე მოდიოდა ამ ქალისგან, რაღაც რაც ლაშას ძალიან იზიდავდა და სურვილს უჩენდა ხელი მოეხვია და...
ტელეფონის ვიბრაციამ მიიქცია ლაშას ყურადღება. ესემესია. ტექსტი წამებში გადაიკითხა, უცებ წამოდგა და ჩქარი ნაბიჯით გავარდა კარისკენ თუმცა უკვე კარში შემოვარდილი მაღალი, უხეში გარეგნობის ბიჭი რომ შეამჩნია და დაცვის ბიჭებს ანიშნა შეეჩერებინათ. უცებ მიიქცია ყველას ყურადღება ჰაერში აღმართული იარაღიდან გასროლილიმა ტყვიამ რომელმაც დიდი ჭაღის ჩამოვარდნა გამოიწვია და წამში ატყდა კივილი წივილი, ხალხი კარში გარბოდა, ლაშას კაცი გამოეჭირა და იატაკზე ყავდა გაგდებული.
-კატოო!-არაამქვეყნიურად დაიღრიალა ზუკამ და ჭაღის ქვეშ მოხვედრილ ცოლს მივარდა.
-კატო!კატო! გამეცი ხმა გთხოვ!- ელენე ხელებს უსმენდა მეგობარს სახეზე ზუკა კი შეშლილი ათვალიერებდა მის სხეულს როცა თეთრ კაბაზე წითელი წვეთები გამოკრთდნენ.
მაკა და ტყუპები ლაშას ბიჭებმა გაარიდეს ტერიტორიას, დანარჩენები კი კატოს დახვეოდნენ თავს, ჯეკომ და ნიკუშამ ჭაღი ნელა მიაცილეს კატოს ნაზ სხეულს და ზუკამაც წამში აიტაცა ცოლის სხეული ხელებში. მიაპობდა რესტორნის დარბაზს უზარმაზარი ნაბიჯებით და გული შუაზე ეხლიჩებოდა, თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა და გაცეცხლებული უყვიროდა შემხვედრს გზა მომეცითო! მანქანის უკანა სავარძელში ჩამჯდარ დას ჩაუსვენა კატოს გონს წასული სხეული და საჭესთან მოთავსდა. ნიკა, ირინა და დანარჩენები უკან გავყვენენ თავიანთი მანქანებით.
-გაუძელი! გაუძელი პატარავ!- საშინელი სისწრაფით მიქროდა თბილისის ქუჩებში შავი ტოიოტა და თითქოს მთელ ქალაქს აგებინებდა რამხელა ტრაგედია ხდებოდა მისი მეპატრონის თავს. საავადმტოფოში ერთდორულად სამი სხვადასხვა ფირმის მანქანა შევიდა. ზუკა მანქანიდან გადმოფრინდა კატო ხელში აიტაცა და კარისკენ დაიძრა.
-ჩქარა დაგვეხმარეთ!- იღრიალა და აქეთ იქეთ დაიწყო კარში დამდგარმა გუჟივით ყურება.
-აქეთ! აქეთ!- წამსვე აჩიჩქოლდა საავადმყოფოს მიმღები და კატოც საკაცეზე აღმოჩნდა. ელენე მომხდარს უყვებოდა ერთერთ თეთრ ხალათიანს და გოგონაც მაშინვე საოპერაციო ბლოკში შეიყვანეს, ხოლო წუთამდე მიყვებოდა საკაცეს ზუკა და ქალის ხელი მის ტორში მოექცია.
საიოერაციოში აღარ შეუშვეს, გაგიჟებულმა დაიღრიალა და შეკრებილ სამეგობროს გახედა.
-ვინმემ დაინახეთ ვინ იყო ის ნაბი*ვარი!- ჩასუსხლიანებული თვალები მიანათა ბიჭებს.
რათქმაუნდა დაინახეს მაგრამ ვერავინ ვერ იცნო, არავინ იცოდა ვინ იყოს ის ადამიანი კატო რომ ასე გაიმეტა. კედელს ზურგით აეკრო ზუკამ ხელები თავზე შემოიწყო და აქვითინდა, ხმამაღლა აქვითინდა, ნელ-ნნელა მოიხარა მუხლებში და იატაკზე დაჯდა, მთელი სხეული უცახცახებდა ბიჭს, მხოლოდ ელენემ გაბედა მიკარებოდა და ძმას მაგრად მოხვია ხელები, თავადაც სდიოდა ცრემლები, ყველა ტიროდა ფოიეში, ტიროდნენ კატოს გამო, კატოს ბედის გამო, კატოს ტანჯული ცოხვრების გამო, ბედნიერება რომ ვერ პოვა ვერანაირად. რამდენიმე საათი გავიდა სასოწარქვეთასა და უემოციო ლოდინში. ჯეკო და ანა სკამზე ჩახუტებულები ისხდნენ, ატირებულ შეყვარებულს ეფერებოდა ჯეკო, ირინა და ნიკა იქვე იდგნენ ჩახუტებულები, ელენე და ზუკა კი გვერდიგვერდ ისხდნენ იატაკზე. კორიდორში ნაბიჯების ხმა მთელ კედლებს მოედო, იმ სულის წამღებ სიჩუმეში მხოლოდ ნაბიჟების ხმა ისმოდა, წამლის სუნით გაჟღენთილიყო მთელი საავადმყოფო, ლაშა მიუახლოვდა ბავშვებს და დაელოდა თავად როდის კითხავდნენ რამეს.
-მითხარი რომ ის ნაბი*ვარი ახლა გისოსებშია და იქვე ჩალპება!-თავი არ აუწევია ზუკას ისე უთხრა ლაშას, სულის ამწველი ხმა ქონდა , ჩახლეჩვოდა და გაბზარვოდა თითქოს.
-დავკითხეთ და წინასწარ დაკავების საკანში ზის!- თვალი გაშტერებოდს კედელზე ისე უპასუხა.
-ვინ ვარო? რა დედის ტ*ვნა მინდაო- აქამდე ჩუმად მყოფმა ნიკუშამ გამოცრა კბილებში და ლაშას მიაშტერდა თვალებში. ლაშამაც თვალი თვალში გაუყარა და სინანულის სხივების ამოკითხვის მერე, ირინას გახედა, გაფითრებული სახით რომ იჯდა და ცრემლები ისე ჩამოსდიოდა ალაბთ ვერც იაზრებდა.
-მაპატიეთ...-დიდხნიანი დუმილის მერე აღმოხდა სასოწარკვეთილი ხმით ირინას და ბავშვებს დარცხვენილმა მოავლო თვალი!
-ჩემს გამო რამხელა განსაცკდელში ხართ!-ამოიტირა ქალმა და ხელებში მოიქცია სახე. მხრები უცახცახებდა, მთელი ტანით მოიბუზა და სკამიდან ქვემოთ ჩაცოცდა მუხლებით დაეყრდნო საავადმყოფოს ცივი მეტლახს. მთელს ტანზე გადავიდა სიცივე და სული გაუყინა.
სულ ყველა დუმდა ხმას ვერ იღებდა ვერავინ, ზუკა იდგა გახევებული მხოლოდ ერთ ადგილას და მიშტერებოდა კედელს.
-კატო გამოჯამრთელდეს, მერე ჩვენ ვიცით...ერთი თმის ღერიც ვერ ჩამოგივარდებათ ვერცეთს!- კბილებში გამოსცრა ზუკამ და გოგონებს ირინას ჩათვლით მზერა მოავლო. ერთი წამით არ ბრაზობდა ირინაზე, მისი ბრალი არც იყო. მზერაში ქონდა ყველა ის გრძნობა ჩატეული რასაც ახლა განიცდიდა, შინაგანი სამყარო ჩამოშლოდა, კადრებად ხედავდა 14წლის კატოს თავისი კიკინებით და გულში სითბოს ტკივილი ცვლიდა. საოპერაციოს კარები ზალზვნით გაიღო, მაღალი კაცი გამოვიდა თეთრი ხალათით.
-თაბუკაშვილთან ვინ ხართ?-იკითხა თუ არა, მასთან შვიდი კაცი ერთად მივიდა. ექიმმა ყველას თვალი მოავლო და კუთხეში მდგარი ნაცნობი შენიშნა.
-ლაშა?-გაკვირვება დაეტყო სახეზე კაცს.
-ერეკლე!-სცადა გაეღიმა.-ჩემები არიან!- თითქოს ამ ორი სიტყვით უნდოდა ნაცნობი ადამინისთვის ენიშნებინა რომ უცხო არიყო ეს ხალხი მისთვის და არაფერით გაებედა ცუდის თქმა.
-ძალიან ბევრი ნამსხვრევები ამოვიღეთ მისი სხეულიდან. ზოგი ძალიან ღრმად იყო, ზოგიც უნმნიშვნელოდ, გულთან მილიმეტრებით ვართ გადარჩენილი, ის ახლა სტაბილურადაა, თუმცა წინ მძიმე ღამე გველის, ვიმედივნოთ რომ..-მერე აღარ გაუგია ზუკას არცეთი სიტყვა, გული გაუქვავდა, სული დაედუღა, თვალებში ტკივილი და სიბრაზე ქონდა, ელენემ ვერ იცნო ძმა იმ წამს, დაშლილი და დანგრეული იყო კაცი, მის სამყაროში ახლა ქაოსი და შურისძიება სუფევდა. რამდენიმე წუთი დასჭირდა გონზე მოსასვლელად, ერეკლე უკვე გასცლოდათ. ბიჭებს რაღაც ანიშნა და ისინიც უცებ ამოუდგნენ გვერდზე.
-ერთი წამით არ დატოვო გოგოები ლაშა!-თხოვნითთ გახედა დეტექტივს.-თქვენ კი ლაშას გარეშე ნაბიჯი არ გადადგათ!-მიუბრუნდა გოგონებს.
-ზუკა! ამის უფლებას ვერ მოგცემ! კანონი...
-სულ ს*რზე შენი კანონი!-დაიღრიალა გაავებული მხეცივით და ლაშას გახედა წამებში.
-ლაშა, გპირდები დაგირეკავთ!-მიხვდა ლაშა ახლა რომ არ დათანხმებულიყო ზუკა უარეს იზამდა და ციხეში ამოყოფდა თავს. ენდო ბიჭებს და გაუშვა, ასე არასდროს მოქცეულა ყველაფერს ერჩივნა მისი სამსახური მაგრამ ახლა თითქის გული სტკიოდა ამ თითეული ადამიანის გამო, იქნებ ერთის გამორჩეულადაც ტკენდა გულს, ვინ იცის!
დატოვეს საავადმყოფო, სამმა კაცმა, ნიკოსაც უნდოდა ხელების ქავილი დაეკმაყოფილებინა, იმის ფიქრიც აგიჟებდა როგორ ეხებოდა ის ნაბი*ვარი ერთ დროს ირინას. ზუკას კი კატოს სისხლის მოსვრილი საქორწინო კაბა ედგა თვალწინ და სურდა საკუთარი ხელით გაკოეჭრა კაცისთვის ყელი. ჯეკის კი უბრალოდ ამ ორი ძმის ტკივილი სტკიოდა და ესეც საკმარისი იყო, ესეც რომ არა ამით ხო შეიძლებოდა ანასაც დამუქრებოდა საფრთხე. მანქანაში ჩასხდნენ, უკვე კარგად იყო დაღამებული.
ელენემ ბავშვები გაუშვა მე დავრჩები ამაღამ და დრო და დრო შევიცვალოთო, ლაშამ რამდენიმე ბიჭი გააყოლა გოგონებს და თავად ელენესთან დარჩა. იჯდა ეს ორი სხეული გვერდი-გვერდ და ორივე დუმდა. ელენეს ცრემლებისგან დასიებული თვალები და ამღვრეული მზერა გულს უკაწრავდა ბიჭს თუმცა ჯერ არ იცოდა რატომ განიცდიდა ამას ასე გულიანად. მისი და გაახსენდა გველესიანს, როგორ მხეცივით მოექცა 4 არაკაცი და როგორ ცხოველებივით მიაგნეს მდინარის პირას ყელ გამოჭრილი სიფრიფანა გოგონას სხეული,რაღაც ჩასწყდა შიგნით როცა გაიაზრა რამხელა ტკივილს გრძნობდა ახლა თითეული მათგანი და მძიმედ ამოიხვნეშა. ელენე ადგა დერეფნიდან ეზოში გავიდა და ეზოში სკამზე ჩამოჯდა, სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და გაშტერებულმა დაიწყო თუთუნის კვამლში ფილტვების ამოგუდვა, ლაშამაც მიბაძა თუმცა არ დამჯდარა, მის წინ იდგა და უაზროდ ათვალიერედბა გოგოს ყველა მოძრაობას და რაღაც საოცარი სიმშვიდე ეპატრონებოდა მის სულ და გულს.
-კარგად იქნება!-სიგარეტის ჩაქრობის მერე გაბედა ლაშამ ხმის ამოღება.
-სხვა რამის უფლება არც აქვს!- სიმკაცრე, დარდი, სევდა, სიხარული ერთად ყველაფერი იყო ამ სიტყვებში ჩატეული. გული სტკიოდა ელენეს , ზუკას გამო, კატოს გამო, ირინას და ნიკოს გამო. ცრემლები გადმოსცვივდა ისევ და უნებურად მოეხვია ლაშას. არ ელოდა კაცი შეკრთა და პატარა ბავშვივიით აწრიალდა ერთ ადგილას, მერე თავადაც მოხვია დიდი მკლავები და სულ დაფარა ელენეს პატარა სხეული.
-შევიდეთ!- ხელით უბიძგა შესასვლისკენ და ისევ საოპერაციოსთან დაბრუნდნენ. ისევ უსაშველო სიჩუმე ჩამოცვა მათ შორის.

მიქროდა შავი მერსედესი თბილისის ქუჩებში, მცხეთის მიმართულებით და საშინელ შურისძიების სუნს ტოვებდა. ყველა ადამიანთან გადარეკა ნიკომ ვისაც კი შეეძლო სცოდნოდა იგორის შესახებ და მისი ადგილი სამყოფელი დაედგინა, ბევრი ცდის მერე გაიგეს რომ მცხეთის ერთ ერთ დასახლებაში შეიძლებოდა მისი პოვნა, უეცრად გადავიდა მანქანა მთავრი გზიდან ერთ პატარა ქვიშიან გზაზე და ხეებს შორის გაუჩინარდა. 15 წუთში რომ შეამჩნიეს ბიჭებმა ორი მანქანა როგორ მოყვებოდათ უკან, გადახედა სამივე ერთმანეთს იმის დასტურად რომ ეს ლაშას გაკეთებული იყო და ამ გასაჭირში მაინც არ დატოვა ბიჭები მარტო. რათქმაუნდა გააყოლებდა ბიჭებს, შიშველი ხელებით როგორ მოერეოდნენ ამხელა იგორს და მის ხროვას.
ეზოს დიდ შავი კარებს უზარმაზარი ბეტონის კედლები ქონდა შემორტყმული, კართან ორი მაღალი შავებში გამოწყობილი კაცი იდგა და გაყინული სახით ათვალიერებდნენ ტერიტორიას, არ გამორჩენიათ უცხო მანქანის მიახლოვება, რამდენიმე ნაბიჯით წინ წამოიწიეს, ძრავი როგორც კი ჩაქვრა, სამივე სინქრონულად გადმოვიდა მანქანიდან და იგორის ფინიებს მიუახლოვდნენ.
-ირინა!-მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა ნიკოლოზმა, ერთმა გადახედა მეორეს და კარში შევიდა, მალევე გამობრუნდა და ანიშნა შიგნით შემოდითო. აუჩქარებლად მიყვებოდა სამი მამაკაცი ერთერთ ფინიას, დიდი ეზო გაიარეს და ორსართულიანი "მდიდარი კაცის " დიდი სახლის კარს იქეთ გაუჩინარდნენ.
-ასე! ასე! ასე!-ამაზრზენად აათვალიერა სამივე მათგანი, სავარძელში მოკალათებულმა კაცმა. ჩვეუებრივი იყო, საზიზღარი შესახედაობის, სახის მარჯვენა მხარეს უზარმაზარი იარა ქონდა წარბიდან ლოყის ბოლომდე. ჭაღა თმა და ბორიტი შავი თვალები ქონდა, მარცხენა ხელზე ოქროს საათი და უამრავი ბეჭედი ეკეთა,გულზე დიდი ოქროს ჯაჭვით. საშინელი ყვითელი კბილები გამოაჩინა და ვითომ ძალიან გახარებულმა ამოთქვა.
-ჩემი ირინა შენთან გამოიქცა?;- თვალი თვალში გაუყარა ლიქოკელს.
-რა პრობლემა გაქვს?!- შეუღრინა კაცს.
-ვინ მოგდიხართ!-წამოიწია და ტორი მაგიდაზე მთელი ძალით დაცხო, წამით არ შეტკებია არცერთ მათგანს სახის არცეთი ნაწილი.
-მიდიხართ ჩემს ტერიტორიაზე! გგონიათ "ძაღლების" მეშინია?! -კარის მიმართულებით გაიშვირა ხელი და ხმამაღლა გადაიხარხარა.
-იგორ! ჩვენს მოთმინებას ნუ ცდი! მამაჩემს ხომ იცნობ!- ამდენი ხნის დუმილის შემდეგ ამოიღო ხმა ჯეკომ. ნიკოლოზმა და ზუკამ ერთმანეთს გაოცებულებული მზერა გაუცვალეს.
-მამაშენის "ღირსებას" როდის აქეთ იყენებ!-ირონია იგრძნობოდა მის ხმაში. ჯეკო ნამდვილად არასდროს იყენებდა მამის სახელს, არც მასთან კონტაქტი ქონია წლებია.
-იგოოორ! ნუ მაიძულებ იმის გაკეთებას რაც არ მინდა!-კბილებში გამოცრა ჯეკომ და ჯერ კიდევ მაგიდაზე დახრილ კაცს გაუტოლდა, თვალი თვალში გაუყარა, მზერით დაიძაბა იგორი შეკრთა კიდევაც და უკან დაიხია, წელში გასწორდა და სავარძელს დაუბრუნდა.
-ქალი დამიბრუნე ნიკოლოზ და ჩამოგეხსნებით! თქვენთან არც მაქვს პრობლემა!- სამივეს გადახედა, მზერა კი ჯეკოზე შეუჩერდა.
-ირინა ახლა ჩემია! ამის მერეც ჩემი იქნება...-ხროვას გადახედა.
-150 000 დოლარი მოპარა მაგ ბოზ*მა!- დაიღრიალა კაცმა და ფეხე წამოფრინდა!
-სიტყვებს დაუკვირდი შენ ს*რო!- გამწარებული მივარდა კაცს და მუშტი შემოსცხო სახეში, წარბი გაუსკდა იგორს, უკან გადაქანდა , რამდენიმე ხელი აეწია ჰაერში და ნიკოლოზ იარაღები მიემართა.
-გაბედე და ასროლინე რომელიმეს! გაბედე და ირინას ან ხალხს რომელიც ჩემს გარშემოა კიდევ ერთხელ შეეხე! მუშტს აღარ დავჯერდებით!- გადააფურთხა მიგდებული კაცის მიმართულებით და კარში გავიდა ბიჭებთან ერთად.
-ეს ნაბი*ვარი!- უკვე მანქანაში ჩამჯდარმა ამოიყვირა და ხელი დასცხო ტორპეტოს.
-ნიკო! დამშვიდდი მართლა ვეტყვი ზურაბს და მიხედავს ამ ტურას!- მშვიდად უთხრა და მხარზე ხელი დაკრა უკანა სავარძლიდან.
-იფიქრებს რომ ურიგდები..-ყოყმანით უთხრა ზუკამ.
-ერთხელ მაინც.. ერთხელ მაინც ცხოვრებაში გამომადგეს როგორც მამა და რაც უნდა ის იფიქროს-ხმა გაუტყდა ჯეკის. აღარაფერი უთქვამთ თბილისამდე, ზუკას ტელეფონი რომ ამღერდა. თენდებოდა უკვე.
-გისმენ კატო!- ტელეფონს უპასუხა, ხმამაღალ რეჟიმზე ჩართო და იქვე მიამაგრა.
-კრიტიკული საათი გადავლახეთ, კატოს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება!- სამი დაძაბული სხეული უცებ მოდუნდა და ზუკამ მანქანა ეგრევე დაამუხრუჭა, კარი გამოხსნა და მანქანიდან გადმოვიდა, ჰაერი ბლომად შეისუნთქა და ხელები გაშალა!
-ღმერთო! -აღმოხდა გახარებულმა და უკვე მანქანიდან გადმოსულ მეგობრებს მოეხვია.
ცხოვრება ძალიან რთულია, ამიტომ ადამიანს მცირედი ყოფნის გაღიმებისთვის.



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

საინტერესო იყო ცოტა სევდიანი მაგრამ საოცარი...მიხარია კატო რომ გადსრჩა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????????♥️

 


№2 სტუმარი Ana-maria

წარმატებები ❤

 


№3  offline წევრი TuToo

სტუმარი ნესტანი
საინტერესო იყო ცოტა სევდიანი მაგრამ საოცარი...მიხარია კატო რომ გადსრჩა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????????♥️

მადლობა შენ, მიახარია თუ მოგეწონაა

Ana-maria
წარმატებები ❤

მადლობა ,,<3

ბოდიშით მეგობრებო დასასრულში კატოს სახელი წერია ელენეს მაგივრად იმედია არ დაიბნევით

 


№4 სტუმარი სტუმარი მაია

სულ მოუთქმელად ველოდები ახალ თავებს
????????????????????❤️

 


№5  offline წევრი TuToo

სტუმარი მაია
სულ მოუთქმელად ველოდები ახალ თავებს
????????????????????❤️

როგორ მახარეებბთ

 


№6  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან საინტერესო და ემოციებით სავსე ისტორიაა..

 


№7  offline წევრი TuToo

Daldoni Daldoni
ძალიან ძალიან საინტერესო და ემოციებით სავსე ისტორიაა..

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent