წითლის ეპოქა 6
იმ ღამეს ტკბილად მეძინა.მეორე დღით ბებომ მე და ვაჩეს გოზინაყი გვაჭმა და "ასე ტკბილად დამიბერდით ბებივო" გვითხრა.ჩემი საყავრელი ირმა ბებო.მერე ყველა გამოვიპრანჭეთ.მე ნატას ნაჩუქარი, ულამაზესი, მწვანე კაბა ჩავიცვი და საყურეები დავიკიდე.ყველანი მივედით, მთრლი უბანი ბავშვები, დიდები, იქ ვიყავთ.ნატა ისეთი ლამაზი იყო, სიტყვები არ მაქვს მის აღსაწერად.დავსხედით, ერთად ვისუაბროთ დავილოცეთ. ნატა:ლამარა დეიდა, მეკვლე ვინ გყავდათ? ლამარა:ჯერ არავინ საყვარელო. წუთი წუთზე მოვა მეკვლეც. მეზობელი: ვინ მოვა? ჩვენ არ ვიცნობთ?რამაზის თანამშრომელია ალბათ ხო? ლამარა:არა უფრო მაგარი.კოტაშვილები. დედა:ვაა, ძაან მაგარია. კართან მანქანები გაჩერდა. ლამარა: აი, მოვიდნენ კიდეც, სტუმრები. ვიწრო მისაღებში, ტრიო და მათი მამები შემოვიდნენ.შემდეგ, დედებიც მოჰყვნენ.ყველა გარს მოეხვია, ულოცავდნენ.მალევე, სუფრასთან დავსხედით და დიდხანს გაეწელათ სმა-ჭამა.მე და ნატამ მოვიწყინეთ, გარეთ გამოვედით. მე:რა მაგარია არა? ახალი წელი, ხვალ ბედობა, მერე შობა. ნატა:ხო.აუ, მცივა. ძაან ცივა გარეთ. მე:ჰო, ძაან ცივა. ცოტა ხანსაც ვიყოთ და შევიდეთ. მალე რაღაცეების ძახილით აკაკი და ლევანი გამოვიდნენ.ხალხი კუდიში დასდევთ.ძლივს გამოეღწივნენ და მოაჯირს მიეყუდნენ. ლევანი:გოგოები, გილოცავთ მრავალს დაესწარით. მე: თქვენც გილოცავთ ლევან,აკაკი. სულ ბედნეირები იყავით . ნატა:მეც გილოცავთ ყველას .აუ ცივა ხო? წავიდეთ რა. მე:ხო წამო, მეც მცივა. ლევანი: იმათი სადღეგრძელოების მოსმენა არ გეზარებათ? იყავით. ნატა:აუ კი, მაგრამ, მე აქ გაყინვა უფრო მეზარება. მე: ჩემთვის, ეხლა ორივე ერთნაირად რთული ასატანია, მაგარმ სადაც ნატა იქაც მე. აკაკი: ერთგულების მუზა ხარ, რა. მე:ჰა, ჰა, ჰა.გამეცინა აკაკი. შიგნით შევედით, ისინიც მალე მოვიდნენ.არ დიაჯერებთ და შუადღის 11ზე შესულები, ძლივსღა გამოვეღწიეთ საღამოს ცხრაზე.ჩემები იქ დარჩნენ კიდევ.ნატაც წამოვიდა.ბიჭებმა გაგაცილებთო, აბა ჩემი ძმა, კი ვერ ავაყენე და..ნატას ლევანი გაჰყვა, მე აკაკი ამეტუნტულა. მე:კაი რა, აკაკი სად მაცილებ.ორ ნაბიჯში ვარ. აკაკი:ნუ ბუზღუნებ ყველაფერზე, რა. მე:ხოდა, შენც ნი ისმენ ჩემ ბუზღუნს.ვინ გაძალებს?. აკაკი:ოხ ანიკო, ანიკო. გულქვა ანიკო. მე:რაც მართალია, მართალია.კაი წავედი მეზ აჰა მივედით.დამშვიდდი.? აკაკი:მე ისედაც, ძაან მშვიდად ვიყავი. მე:აბა ნახვამდის და გილოცავ კიდევ ერთხელ. აკაკი:დაიცა, რაღაც უნდა გითხრა. მე:ეხლა? გისმენ. აკაკი:მოკლედ, ამის ხვალ ან სხვა დროს მოცემას ვაპირებდი, მაგრამ რადგან აქ ვარ...მოკლედ, იმედია მოგეწონება. მომცრო ყუთი მომაწოდა. მე:კაი რა აკაკი, რა საჩუქრი?!. რატო იყიდე ჰა? ხო იცი, რომ არ მიყვარს ესეთი რაღაცეები არა, უხერხულში მაგდებ ეხლა. აკაკი:აი, ახლა რომ გახსნა და ცარიელი იყოს, ხომ გამოვა, რომ ტყუილად ილაპარაკე არა?!.ანა რომ მაწუხებდეს მაგის ყიდვა ან ძალით იყოს, როგორ გგონია, მოგიტანდი?. მე:მართალი ხარ .კაი აბა ვნახოთ. საყურეები იყო, ძაან ლამაზი, მწვანე თვლებით. მე:ვაიმე, რა სილამაზეა. მადლობა დიდი. ძაან ლამაზია. მომწონს, მადლობა. ყურებიდან ჩემი მოვიხსენი და ესენი გავიკეთე. მე:აბა, მიხდება.? აკაკი:კი, ძაან გიხდება.შენ, რა არ გიხდება. მე:მადლობა ძაან მომწონს. აკაკი:კაი რა ანა, არ გბეზრდება მძიმე წერტილივით მადლობების ხდა?. მე:მე, ამით ვამბობ რომ მადლობელი ვარ და ვაფასებ ყველაფერს.აბა მადლობაც არ გადაგიხადო? აკაკი:ხანდახან გადამიხადე ან სხვა რამე მოიფიქრე. მე:სხვა ?კაი. ხელი ჩამოვართვი. მე:აბა, ამაზე რას ფიქრობ? აკაკი: ჩახუტებით რომ შეცვალო, არ გინდა? მე: შენ მარსზე გაფრენა, არ გინდა? გაეცინა .მეც გამეცინა. მე:კაი წავედი მე, ახლა.გილოცავ. აკაკი:კაი. ოღონდ, მანამდე.. თვითონ ჩამეხუტა. აკაკი:გულქვა ანიკო ხარ შენ.თან ბუზღუნა. მაგრამ მაინც ჩემი ანიკო ხარ.შეხვედრამდე. გამიღიმა და წავიდა.ვიდექი დადებილებული.შემდეგ მოვტვინე და შევედი.გაყინული ვიყავი და ძლივს გავთბი.მეორე დღით, რადგან კვირა იყო და ბედობა, ტაძარში იმდენი ხალხი იყო და ისეთი უჰაერობა, კოტაშვილებისთვისაც არავის სცხელოდა.ჰოდა, ამ ადამიანებმა, ცხოვრებაში ალბათ პირველად, მშვიდად მოუსმინეს წირავს.გარეთ გამოვედით უკვე დასრულებულს.უკან ჩემები, ნატას ოჯახი და კიდევ უკან კოტაშვილები მიგვყვებოდნენ.მე ნატას გაცხარებით ველაოპარაკებოდი და გაოცების ნიშნად, ხელებს ვაფრიალებდი ჰაერში.ისიც თვალების ჭყეტით მისმენდა და იცინოდა.ამ ამბავში, სულ ვერ მივხვდი, ისე დავიწყე გზის გადაკვეთა და დედაჩემის განწირული კივილი რომ გავიგე,მაშინღა დავინახე მანქანა, მაგრამ სულ წამებში, აკაკი გაჩნდა და გამქაჩა იქითკენ. აკაკი:კაი რა ანიკო, ამ ბკიეოდბა დღეს, რა შარი მოინდომე. მე:ამ ბეოდბა დღეს, შემ რომ მებედები, თორემ ამ შრას რას ერჩი? თავი გაქნია.ნატა მომეხვია და გამკიცხა,დედასმაც არ დაეზარა ლექციების წაკითხვა. აკაკი:მოკელდ, შენი შეცვლს იმედი, არ მქონდეს ხო? მე:ა, შენ ჯერ კიდევ გაქვს მაგის იმედი? ნურას უკაცრავად . ნატა:ვაი, რა მეშვეეაბა ამის ხელში. ლევანი:შენ მაგის ხელში ხარ ესე. ანა გაბალანსებს შენ. მე:ხო, ერთმანეთს ვაბალანსებთ ჩვენ. მე რომ ვარ უჟმური და უხასიათო, ეს არის მეტიჩარა და მხიარული . აკაკი:ეგ ხასიათები უნდა გადაინაწილოთ თქვენ, რა. მე:აბა, ეგრე არ გამოვა თორე, კი.კაი ჰა, წავედით ნატა, წამო. ნატა:კაი, კაი, ჰო. სახლში მივედით.მოკლედ, რომ ვთქვა, ამ ახალმა წლებმა, შობამ, ბედობამ, ნათლისღებამ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.გავერთეთ, ვიცინეთ და თექსვმეტში, კარგად დამუხტულები, დასვენებულები დავბრუნდით სკოლაში.მაგრამ, არ შემიძლია არ მოგიყვეთ გუშინდელი ტაძრის ამბები.მოკლედ, ყველაფერი ჩვეულებრივ იყო,იმ განსხვავბით, რომ იყო უამრავი ადამიანი.წესიერად ვერავის ვხედავდი.წირვა, რომ დამთავრდა,კარში ლევანი იდგა, ფერი არ ედო სახეზე და გამარჯობა პირზე შემახმა, ისე რომ ჩაგვიარა.აკაკის დაავლო ხელი და ისიც წაიყვანა.იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ მას შემდეგ, რაც ლევანმა აკაკის რაღაც უთხა, აკაკის სახე შეეცვალა, კარგი არაფერი მოხდება.მდუმარედ გაუჩინარდნენ.მეორე სემესტრის პირველი კვირა დატვირთული იყო.გახსენება და ვეღარ მოვიცალეთ წესიერად.მაგრამ მთელი ორი კვირა კოტაშვილები,რომ არ გამოჩნდნენ, ნამდვილად გამიკვირდა. არც ერთი კოტაშვილი, არც სკოლასთან,არც უბანში, არც ტაძარში, რაღაც ხდება.მე და ნატა ამას განვიხილავდით მათემატიკის გაკვეთილამდე. მე:მართლა უცნაურად გაქრნენ ეგენი, თან ბოლოს რაც მოხდა. ნატა:ჰო, უცნაურია მართლა. დალი:მოიცა,თქვენ არ იცით რატომ არ ჩანან? მე:შენ რამე იცი? დალი:დასხედით მოგიყვებით. გაგიკვირდებათ. მე:ჰე, დაიწყე. დალი:მოკლედ, ეს ამბავი იმიტომ არ გახმაურდა, რომ კოტაშვილებმა ჩაფარცხეს, რა. მე ჩემი ნათესავისგან გავიგე, მაგათი ადვოკატია.მოკლედ, ამას თქვენ გეუბნებით მარტო. იმიტომ, რომ ვიცი მეგობრობთ ბიჭებთან.მოკლედ აკაკი ციხეშია ,დაიჭირეს. ხველება დამეწყო.ნატამ ამოიკივლა. მე:რას ამბობ თუ ხვდები?რისთვის დაიჭირეს?. დალი:ერთ ბიჭს მუცელი გამოფატრა? ნატა:რა? ზუსტად იცი? დალი:კი, ვიცი. მთელი დღე გაჩუმებულები ვიყავით ამის გამო. სახლის გზაზე მე და ნატა ვლაპარაკობდით. მე:აი, თურმე რა? ნატა:შოკში ვარ.ლევანიც რომ არ ჩანს, თან. მე:აუ, რა ვქნა, არ მჯერა. აი, რას ქვია მუცელი გამოფატრა. აკაკის ეგ არამგონია ექნა. ნატა:ხო, მეც ეგრე ვფიქრობ.ლევანი უნდა ვნახოთ.ის მოგვიყვება სიმართლეს. მე:მართალია. აუცილებლად უნდა ვნახოთ. ნატა:მაგრამ, როგორ ვქნათ ეგ. არსად არ ჩნდება. მე:უი, მე ვიცი ვისაც ეცოდინება და ვნახავთ. მოკლედ, გამოკითხვის შემდეგ, გავიგეთ ლევანი სადაც დადიოდა ხოლმე.ერთი პარკში იქ არის ხოლმე თურმე ხშირად.ჩვენც იქ მივედით და სამიზნე მალე გამოჩნდა,რომ დაგვინახა გაუკვირდა. ლევანი:ვაა, გოგოები რას შვრებით? ნატა:ჩვენ კარგად ვართ ლევან, შენ რას შვრები, მარტო ხარ? ლევანი:მეც ვარ რა, კი მარტო ვარ. მე:სად დაიკარგეთ? ლევანი:რავი, საქმეები გვქონდა ეს კვირები რა. მე:დაჯექი ლევან, ყველაფერი ვიცით. მოგვიყევი რა, რა მოხდა? ნატა:ხო იცი, რომ იმ სისულელის არ გვჯერა, არა? ლევანი:საიდან გაიგეთ ტო.?!კაი წამოდით სადმე წყნარად დავსხდეთ. ერთ პარკში დავსხედით, მარტო ჩვენ ვიყავით. ლევანი:მოკლედ, ყველაფერი ჩემს გამოა, რა...იმ დღეს, აკაკი ტაძრიდან რომ წავიყვანე, რაღაც დიდი გარჩევა იყო,სერიოზული. გასაშველებლად მივედით.იარაღები ჰქონდათ და ამ აურზაურში, შემთხვევით ვიღაცას დანა გაუყარა აკაკიმ.მართლა შემთხვებვით. მე:ხომ ვამბობდი ტყუილია თქო? ნატა:არც მე მჯეროდა, რომ აკაკი ამას იზამდა.ადვოკატი რას ამბობს, ან ოჯახი.რა იქნება? ლევანი:ჰო რავი, კარგად დავმალეთ ეს ამბავი,ნუ ესე გვეგონა და ვცდილობთ, რომ რამე გავაკეთოთ რა. მე:აკაკი რას ამბობს? ლევანი:აკაკი არ მინახავს. არავის არ გვიანახია ,ყოველდღე იქ ვართ და არ გამოდის ჩვენ სანახავად.ძაან განიცდის ამ ამბავს.მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევით იყო. ნატა:მოიცა, ის ადამიანი ხო გარდარჩა? ლევანი:კი,კი . მე:რას ნიშნავს, არავის ნახვა არ უნდა?ასე რას გააკეთებთ, იქიდან თუ არ შეგიწყოთ ხელი?.ის დაჭრილი რას ამბობს? ლევანი:ჩვენებები ჯერ არ მიუციათ.აკაკის თანხმობაა საჭირო, რომ სასამარღთლო დაიწყოს . ნატა:არაა თანახმა? ლევანი:არა ნატალი, არა.ეგაა მთავარი პრობლემა, თორემ ხო იცი არა, ყველაფერს გავაკეთებდით.მაგრამ ვერ დავითანხმეთ ან როგორ დავითანხმებთ, არავის არ გვნახულობს. მე:ასე არ შეიძლება .ერთხელ მაინც, რომ გამოიტყუვოთ და დაითანხმოთ, ყველაფერი გამოვა. ლევანი:ხო, მაგრამ რა ვქნათ, არ ვიცი. მე:ერთად წავიდეთ.მეც წამოვალ.იქნებ დავიყოლიოთ როგორმე. ნატა:ხო, ეგ კაი აზრია.რაც მეტი ვიქნებით დავიყოლიებთ. ლევანი:აუ, არა გოგებ. თქვენ ციხეში რა გინდათ?! აკაკი მომკლავს იქ, რომ მიგიყვანიოთ. მე:ჰოდა შენ მოსაკლავად ხო მაინც გამოვა არა? ეგაა მთავარი. ლევანი:ოხ,აკაკის რა ვუთხარი რა!სხვა გზას არ მიტოვებს.კაი, მაშინ ხვალ შევხვდეთ და წავიდეთ ხო. მე:კი, ხვალ იყოს.რაც მალე უკეთესი. ლევანი:აუ, მადლობა გოგოებო რა?! იმედია იმ იდიოტსაც დავითანხმებთ. მე:დავითანხმებთ, სხვა გზა არ აქვს. სახლში მოვედით.მთელი ღამე ვერ დავიძინე.იმის ფიქრში, რომ ის იდიოტი უნდა დავიყოლიოთ როგორმე. თავს რისთვის იდანაშაულებს.მოვკლავ მაგას მე.მეორე დღით, ზუსტად შუადღით, სამივენი შევხვდით და წავედით. ნატა:აუ, იცი რა ვიფიქრე? იქნებ, ჯერ მარტო შეხვიდე და მერე ჩვენ შემოვალთ.რომ გაიგებს ყველანი აქ ვართ, არ გამოვა. მე:ხო, მგონი ესე ჯობია. ლევანი:კაი მაშინ. ჯერ მე შევედი და დაველოდე.მართლაც ამან გაამართლა და მალევე გამოჩნდა.გაბრაზებული მეჩვენა, სახე სულ წაშლილი ჰქონდა, თვალები უძილობისგან ჩაშავებული და თმა მოუწესრიგებელი. თხლად წვერი ამოსვლოდა,რომელიც იერს უცვლიდა.თითქოს ვერ ვიცანი, ეს ის აკაკი არ არის. ის:შენ აქ რა გინდა? მე:იქნებ, ჯერ მომესალმო აკაკი, მოდი დაჯექი. ჩამოჯდა. აკაკი:გამარჯობა, შენ აქ რა გინდა? მე:მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი საკმაოდ კარგად დაფარეთ, მაინც გავიგე და მოვედი. აკაკი:გაიგე? მაინც, რა გაიგე? მე:ის, რომ აკაკი კოტაშვილი ციხეში, კაცის მუცლის გაფატვრისთვის ზის.ეს ხომ სიმართლე არაა, არა? აკაკი:რა ვიცი, შენ როგორ გგონია? მე:რათქმუნდა მგონია,უფროსწორედ დარწმუნებული ვარ, რომ ტყუილია.მე ეს არ დამჯერებია .ზუსტად ვიცი, რომ ამას არ გააკეთებდი აკაკი. შემდეგ ძლივს ვიპოვე ლევანი.ისიც ძალიან ცუდადაა მართლა.შენ კი, არც ნახულობ.ვათქმევინე ყველაფერი და მოვედი.აკაკი იცი, როგორ ცდილობს დაგეხმაროს?,ისიც, მთელი შენი ოჯახის წევრები. აკაკი:მე აქ უნდა ვიჯდე ანა, მე გავაკეთე ეს .მე გავფატრე ის კაცი და სწორედ გაიგე. მე:ახლა უკვე იტყუები.ხედავ, ციხემ ტყუილს მიგაჩვია.მართლა ფიქრობ, რომ ამას დამაჯერებ?! ვხედავ, ჯერ კიდევ ვერ მიცნობ კარგად ,მაგრამ ეგ არაფერი, დრო კიდევ ბევრია.ეს სიმართლე არაა აკაკი და შენზე კარგად ეს სხვამ არავინ იცის. აკაკი:დამნაშავე ვარ ანა, რას ვერ იგებ? წადი . მე:არ ხარ აკაკი, არა.რატომ იჩემებ?ის ადამიანი გადარჩა.არაფერი ისეთი არ სჭირს, რომ სისიხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს.ხო იცი არა? უბრალოდ იკვიატებ და ეს არ გიხდება. აკაკი:კაი რა ანა? ფაქტია, რომ ჩემს გამო დაიჭრა. მე:ფაქტი ის არის, რომ ის ადამიანი ''გარჩევაში'' მონაწილეობდა და როცა, იქ მივიდა ელოდა ამ საფრთხეს.ფაქტი ისეც არის, რომ შენ იქ გასაშველებლად იყავი. აკაკი:ანა წადი თქო. მე:ჯერ უნდა მომისმინო და მელაპარაკო.არ ვაპირებ წასვლას.იცი, აკაკი ეს ადამიანი შენ საერთოდ არ გიხდება, სულ სხვა ადამიანია.ის აკაკი არაა, ჩვენ რომ ვიცნობთ. აკაკი:აბა ვინაა? მე:ის ,ის მგონი ცოტა დეპრესიულია.მშიშრაა და საკუთარი თავის არ სჯერა.ის აქ გამოკეტვით ცდილობს, პრობლემებს აერიდოს, ეს ხო შენ არ ხარ, არაა?ეს, აკაკი კოტაშვილი არ არის.ეს მისი ლანდია, რომელიც მომენტით სარგებლობს და შენ უნდა მოერიო მას, ხო? აკაკი:და ნამდვილი აკაკი კოტაშვილი ვინაა ანა? მე:ოო... აი, ნამდვილი აკაკი კოტაშვილი, დიდი ცინიკოსი ვინმეა, მაგრამ ვაღიაროთ, ეს უხდება.ნამდვილ აკაკის თავდაჯერება არ აკლია.ნამდვილ აკაკის ჩემი წვალება უყვარს და მერე ბოდიშის მოხდა.ახლა, ნამდვილი აკაკი შიგნითაა და მის სუსუტ მხრაეს დაუთმო ადგილი .დროა, ნამდვილი აკაკი დააბრუნო, რომელიც გულქვა ანიკოს მეძახის და ჩემს ნერვებზე ნამდვილად ოსტატურად ხტუნაობს. (გადღიმა.) აკაკი:მგონი, ამ აკაკისაც მოსწონს შენი ლაპარაკი . მე:შეიძლება,მაგრამ მე ის აკაკი უფრო მომწონს, ხოდა უნდა დაბრუნდეს, თორემ გავებუტები. აკაკი:ვნახოთ, იქნებ დაბრუნდეს კიდეც. მე:ველოდები მოუთმენლად.აკაკი იცი, აქ მარტო არ ვარ. აკაკი:ლევანია ხო აქ, კიდევ ვინ, ნატა? მე:ოო, ეს აკაკი გულთმისანიც ყოფილა. შემოვლენ ხო?. აკაკი:კაი შემოვიდნენ . ისინიც მოვიდნენ და დასხდნენ. ლევანი:ხედავ რა დონეზე მიმიყვანე, რომ წინ ტროას ცხენი შემოვუშვი და უკან, მე მოვყევი? რატომ არ გვნახულობდი ბიჭო, ჰა? აკაკი:ამაზე ლაპარაკი არ მინდა, როგორ ხართ? ლევანი:მართლა მეკითხები? ცუდად ვართ.ყველანი: დედაშენი, მამაშენი, მე, მათე, შენი ტყუპი დები. ცუდად ვართ ყველა.შენნაირი იდიოტის გამო, მზად ვართ ვითაღლითოთ, მოვიტუოთ, მოვკლათ კიდეც და შენ, უბრალოდ ჯიუტობ და 13 წლის თინეიჯერივით იქცევი .დათანხმდი აკაკი სასამართლოს. აკაკი:არ მინდა. მე:აკაკი სასამრთლოზე გაგამართლებენ.ამაზე, ორი აზრი არ არსებობს.და სუფთა სინდისით გამოხვალ აქედან, კაი? ხალხის თვალში რეპუტაციას კი არ დაკარგავ, თუ ეგ გადარდებს, პირიქით მაღლა აწევ.ხოდა დათანხმდი რა? ნუ გვაბრაზებ ამდენ ხალხს. ნატა:ისინი მართლები არიან აკაკი. ყველა ვნერვიულობთ, ისე ნუ იქცევი თითქოს ვინმე განზრახ აგეკუწოს.ის კაცი კარგადაა და თანაც, ყველაფერი შემთხვევით მოხდა.ეს ხო ყველა ჩვენგანზე უკეთესად, შენ იცი. აკაკი:კარგით ხო, თანახმა ვარ .აქ ამდენი ხალხი მომიგზავნე ლევან, რომ დაგეყოლიებინე, არა?მაგარია, ამდენი ხალხი მე რომ მიყოლიებთ. მე:აი, ძველი აკაკი დაბრუნდა.დიდხანს გვალოდინა, არა? ლევანი:ძაან დიდხანს. ლამის დავიჯერე, რომ აღარ მოდიოდა ჩევნთან და შემრჩა დეპრესიული ძმა. მე:ხოო .კარგით, მე და ნატა გავალთ. ისაუბრეთ ცოტა ხო?.გარეთ ვიქნებით . დავტოვეთ, მიხარია, რომ დავიყოლიეთ, ძალიან.ახლა ყველაფერი კარგად იქნება.გამოუშვებენ ციხიდან და ყველაფერი რიტმს დაუბრუნდება.ლევანი მალე გამოვიდა, იღიმოდა. მე:აბა წავედით? ლევანი:ჯერ არა, აკაკი გეძახის. მე:კაი. შევედი.. მე:აბა, რატომ მიბარებს ბრალდებული და სულ მალე გასანთავისუფლებელი ვაჟბატონი? გაეცინა აკაკი:მადლობის სათქმელად გიბარებ ანიკო.შენ რომ არა, ამაში ვერ დამარწმუნებდნენ, კიდევ დიდხანს.შენ დამანახე, რომ ეს ვიღაც მე არ ვარ და ჩემი ნამდვილი მე დამანახე.მადლობა შენ ამისთვის.აქამდე, სულ შენ იყავი მადლიერი, მაგრამ ახლა მეც ვარ .მალე ამ ჯურღმულის გარეთ შევხვდებით .ისევ იმ ცინიკოსი აკაკითი დავბრუნდები, ვინც გულქვა ანიკოს გეძახის, გპირდები. მე:ხოდა ძაან კარგი.ახლა მე ნერვებს მოვიმზადებ, ხომ უდნა გაგიძლო, რომ გამოხვალ და ერთიანად შეიშლები.და აინაზღაურებ დაკარგულ დროს. აკაკი:ხო .მოემზადე, რადგან მთელი ცხოვრება მოუწევთ შენს ნერვებს ჩემი გაძლება. ბადრაგს გაჰყვა.მეც გამოვედი და სახლში აჟიტირებული წავედით.ყველა კარგ ხასიათზე ვიყავით. ლევანმა მოგვაცილა. ლევანი:მადლობა გოგოშკები. რომ გამოვა აღვნიშნოთ.ანა, შენ დღეიდან, ტროას ანა ხარ. ტიტული შენ ჩემგან. მე:მაქვს პატივი . გავიცინეთ და დავიშალწეთ.მთელ კვირაში აქტიურად ვიღებდი ინფორმაციას. რა ხდებოდა. სასამართლო გაიმართა და გამოუშვეს კიდეც. იმ დღით სკოლაშიც კარგი დღე მქონდა .ნატასთან ეთად მოვდიოდი როგორც წესი, მანქანაზე აყუდებული აკაკი რომ დავინახე და ყურებამდე გაღიმებული.ხელი აგვიწიეს მაგან და ლევანმა. ნატა:ეე,გილოცავ აკაკი განთავისუფლებას.როგორ გამახარე. აკაკის გადაეხვია.იმასაც გაეღიმა.მეც გავუღიმე. აკაკი:პირობა, პირობაა.დაბრუნდა ცინიკოსი და იმედია ნერვები მზად გაქვს. მე:სრულებით. გავუღიმე და ჩავეხუტე. აკაკი:წესით, მე უნდა გეხუტებოდე და გულქვას გეძახდე, მაგარმ ჩემი გულქვა ანიკოს გული, მგონი ცოტა გალღა, ხო? მე:არც იოცნებო. მაქსიმუმ ერთი წვეთით. სიცილით თავი გააქნია.ამის მერე, რუტინა ისევ მწყობრში ჩადგა.ყოველ კვირა დღეს აკაკის და კოტაშვილების ნახვა: სკოლასთან, გზასთან, პარკში, ყველაგან მათ ვხედავდი.მე არასდროს ვუშვებდი შანსს აკაკისთვის წამეკბინა,ის კი არ იშურებდა ჩემთვის გულქვა ანიკოს ძახილს. ისე, ეს სახელი მგონი მიხდება, არა? ლევანი და ნატა ჩვენი შემყურე მშვენივრად ერთობოდნენ.თებერვალიც ილეოდა უკვე.საოცრად ციოდა და ჩვენც აბაბანებულები მივდიოდით სახლისკენ.წინ ლევანმა რომ გაგვიჩერა მანქანა. ლევანი:ვაა გოგები,ცივა ხო? მე:კი ძაან, დღეს მარტო ხარ? ლევანი:ტყუილად აილესე შენ დღეს ენა. აკაკი არ იქნება.მწეც მთელი დღეა დავრბივარ. ნატა:რატო რა ხდება.? ლევანი:რა და, მთელი დღეა თბილისს ვურტყამ კრუგებს.ხვალ, ვაჟბატონი აკაკი 20 ის ხდება და დიდ წვეულებას აწყობს ქალაქ გარეთ.ხოდა ხალხს ვპატიჟებ.მარტო ახალაზრდები არიან დაპატიჟებული და ხო, რათქმაუნდა თქვენც გეპატიჟებით.აუცილებლად უნდა მოხვიდეთ. ნატა:ეე, რა მაგარია.მოვალთ აბა რა. ლევანი:ხოდა ძანა კარგი.ხვალ თორმეტზე გამოგივლით და წაგიყვანთ. მე:კაი. ლევანი:ნატა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ანას შენ გაბარაებ და არა პირიქით. აბა შენ იცი, გამოპრანჭე და ისე დამახვედერე. თვალი ჩამიკრა და წავიდა.იდიოტი. ნატა:ხო გაიგე, არა? დღეს და ხვალ დილით ჩემი ხარ. მე:მარტო დილით? ნატა:ჯერ ჯერობით კი და თუ აკაკის ძაან მოეწონე, მერე დავუთმობ შენ თავს. მე:სულელო. ნატა ჩემთან შევიდა და დედაჩემს ორი დღით "ესესხა "ჩემს თავს.იმანაც წაიყვანე, მაგრამ წასვლამდე დამენახეთო.ნატალიასთან მივედით, ორივემ თმა დავიბანეთ.იმ ქალბატონმა გადაწყვიტა, რომ ხვალლ ხუჭუჭი დალალები უნდა მქონდეს და თმა წვრილად დამიწნა.თვითონ, საგულდაგულოდ დაისწორა ჩემი დახმარებით.მეორე დღით, შვიდზე გამაღვიძა და დაიწყო ჩემი ჯოჯოხეთი.მხოლოდ ერთი საათი, კაბების არჩევას მოუნდა.მე ამაში მონაწილეობა არ მიმღია, აზრს მაინც არავინ მეკითხებოდა.ბოლოს აარჩია.თვითონ შინდისფერი, ბრდღვიალა კაბა ჩაიცვა. მე კი მუქი მწვანე გამომიწოდა, შენი თვალების ფერიაო.ამის შემდეგ დაიწყო უჯრებში ქექვა და წინ ყუთები დააწყო.ზოგი პუდრა, ზოგიც პომადა და რა აღარ ეწყო.თორმეტ საათზე ქალბატონი, მაკიაჟისგან და კმაყოფილებისგან ბრწყინავდა.ლევანიც პუნქტუალური აღმოჩნდა. ლევანი:ვაა გოგოებიიი,ამ საღამოს რას აკეთებთ? ვაღიარებ ნატი,შენ რომ ანგელოზი იქნებოდი, მაგაში ეჭვი არ მეპარებოდა და ჩვენი გულქვა ანაც ძაან გაგილამაზებია. ნატა:მართალია, ანა დღეს ძაან ლამაზია. მემგონი აკაკი დაიტოვებს. მე:აუ მოკეტეთ რა. მალე მივალთ? ლევანი:კი, სადღაც თხუთმეტ წუთში .სტუმრებიც პირველზე მოვლენ. მე:ჯერ პირველი ახლა დაიწყო და ადრე არაა?. ლევანი:კი ,მაგრამ რაღაც საქმეა.ბატონმა აკაკიმ გადაწყვიტა, ყველაფერი ჩვენით გაკეთება მინდაო და ტრიო დღს ვფუსფუსებთ.აბა თუ გამიცნობ, რა მოხდა,სწორია ვერ მოვაბით თავი და თქვენ დამხმარეებად მიმყავხართ. ნატა:გასაგებია ახლა. მივედით.კარში რომ შევედით, სასცილო სცენა დაავხვდა.მათეს ერთ ხელში თეფშები ეჭირა მეორეთი ამოყირავებულ სუფრას ასწორებდა. ლევანი:მათე გაუძელი, დამხმარე ძალა მოვიდა.გიგობო აბა ქურთუები მომეცით. მივედით და ლევანმა თეფშები გამოართვა. მე:ნატა მოდი იქიდან მოკიდე ამას ხელი. მე და ნატამ სუფრა გავასწორეთ. ლევანი:აი იუბილარი მოვიდა. ნატა:ეე აკაკი გილოცავ, მრავალს დაესწარი. გადაკოცნა. მე:ნატა მაგას გირჩევნია ეს გამასწორებინო. მაგიდაზე მივუთითე. ნატა:რაა მანდ გასასწორებელი. მე:ვერ ხედავ,უი აკაკი გილოცავ . გავეკრიჭე და ოდნავ ჩავეხუტე თან ნატას ველაპარაკებოდი.მოციელბა რომ დავაპირე აღარ გამიშვა.წელზე მომხვია ხელები და მიმიხუტა.ამას მოვკლვ მე.რომ აღარ გამიშვა ,ოდნავ ლოყაზე ვაკოცე,დრო ვიხელთე და ხელებიდან გამოვუძვერი.მერე იკადრა და მომცილდა. ამათვალიერა . აკაკი:ლამაზი ხარ ანიკო. მე:მალდობა დიდი.ნატა მოდი ჰე. გავშალეთ სუფრა.მაგრამ აკაკი გვიშლიდა ხელს. ხან რას გააფჭებს, ხან რას.ამჯერად თეფში დააგდო. ნატა:კაი რა აკაკი, რა გჭირს? რა ყველაფერს ამტვრევ დღეს?! ლევანი:მოეშვი შეეშვი მაგას და გადი, წყალი შეისხი, თორე დაშტერდი ხო ხედავ. აკაკიმ შეუბღვირა და გავიდა.ვერაფერი გავიგე,მაგრამ კაი.მალევე ხალხი მოვიდა.იმდენი ვინმე იყო, თან ბევრი ნაცნობი.ყველა დავსხედით.აკაკის სადღგრძელო დავლიეთ.მერე კარავში გავერთეთ.ბიჭები ცოტა რომ შეთვრნენ, აბა ახლა უნდა ვიცეკვოთო და რადიო ჩართეს.რომელშიც დღეს სიმღერები კოტაშვილების შეკვეთით გადიოდა .ადგნენ და ხან იმღერს, იცეკვეს.რა არ ქნეს. მოკელდ, მე ნატას ველაპარაკებოდი.ამათმა ეს ჩვენი დინჯი აწ უკვე ბებერი აკაკი აიყოლიეს და ახლა მთელი საზოგადოება, მის გარშემო ცეკვავს.ამაზე გულიანად გამეცინა.მერე წყნარი სიმღერა ჩაირთო. ლევანი:აუ ნატა წამო მეცეკვე, რა. ნატაც კისკისით გაჰყავ.მაგიდას შევხედე და მე–ღა ვიჯექი.დარბაზისკენ შევტრიალდი და სიცილით ვადევნებდი თვალყურს ლევანს და ნატას.აქა იქ აკაკი გამოჩნდებოდა ხოლმე.თავიდან წინააღმდეგი ვიყავი, ნატას და ლევანის საერთოდ შეხვედრისაც კი.იმიტომ რომ ტრიოს შორის, მასზე ყველაზე ცუდი ამბები დადიოდა და მეშინოდა.მაგრამ როცა ყველანი ახლოდან გავიცანი, სულაც არ არიან ისეთი ცუდები.პირიქით ძაან საყვარლები არიან. ლევანიც, მათეც, თვით აკაკი კოტაშვილიც კი საყვარელია.თან, მემგონი ლევანს მოსწონს ნატა და რატომაც არა.ამ ფიქრებში გავერთე და აკაკიას თავზე დადგომა ვერც შევნიშნე.სახესთან ხელი რომ ამიფრიალა მაშინღა მოვეგე გონს. მე:ჰო, რა ხდება? აკაკი:სად დაფრინავ ანიკო? წამო მეცეკვე. მე:კაი რა, აკაკი. იქ გოგო დაილია?მეზარება. აკაკი:მე შენთან მინდა, თირემ რომ არ დაილია მეც ვიცი.იუბილარს სურვილი უნდა შეუსრულო, ხო იცი. მე:კაი ჰო, კაი.წამო. ჩვენც შევუერთდით ხალხს.ვალსის სტილში ვცეკვავდით.ხელები წელზე მომხვია და ტანი აამოძრავა. მე:საიდუმლოს გეტყვი, ცეკვა რ ვიცი. აკაკი:მაშინ, მეც გეტყვი ერთ საიდუმლოს . მე:რა, შენც არ იცი?( გამეცინა) ის:როგირ არა, ცეკვა ვიცი. სხვა საიდუმლოს. მე:აბა? ის:დღეს მართლა ძაან ლამაზი ხარ. ყურთან მიჩურჩულა. მე:მადლობა. ის:ხო, ცეკვის დროს შენი ხელები მეორე ადამიანს უნდა მოხვიო ხოლმე. ჩემი ხელები კისერზე მოიხვია.გამეცინა. ასე ვცეკვავდით, მერე ისევ დავსხედით.კიდევ ბევრი დალიეს.იუბილარიც კი დაათვრეს.ერთი ლევანი არ სვამდა, რომ სახლში უდნა წავეყვანეთ.ისინი გადავიდნენ ტრადიციული ქართველი კაცის სხეულში და სუფრას არ სცილდებიდნენ. სამაგიეროდ, ისინი ვინც არ ვსვამდით, მშვენივრად ვერთობოდით.ვიცეკვეთ კიდეც.მე და ნატა სიცილით ვკვდებოდით თან მხიარულ მუსიკაზს ვხტუნაობდით, აბა იმას ცეკვა არ ჰქვია, რასც ჩვენ ვაკეთებდით.უცებ არსაიდან, ნიკოლოზი რომ გამოჩნდა და ორივს გადაგვეხვია. ნიკა:ყველას ველოდი აქ მაგრამ, თქვენ არა .რას შვრებით?. მე:ეე ნიკა მოსულა , შენ აქ საიდან? ნიკა:რავი მეც აღმოვჩნდი აქ. ნატა:აქამდე არ დამინახიხარ, მაგრამ შენც კაი მთვარალი ხარ. შენც იმათთან მიდი. ნიკა:სულ ცოტა ხნის წინ იქ ვიყავი და თქვენ რომ დაგინახეთ მოვედი.ან წამო ვიცეკვოთ რა. მე:კაი წამო. ნატა:მე წავალ მაშინ და მოდით თქვნც მერე . მე და ნიკოლოზი ვცეკვავდით.შეიძლება ითქვას კარგადაც კი.მაგრამ მისი ხელები სულ არ მომწონდა ჩემს სხეულზე რომ მოძრაობდა თან უხეშად. მე:ნიკა ხელი გამიშვი,ზედმეტი მოგდის მთვრალი ხარ. ნიკა:კაი რა ანა, ბავშვივით ნუ იქცევი. უბრალოდ ვცეკვავთ. ხელები უფრო მომხვია და ზედ მიმიკრა. მე:ეს უბრალო ცეკვა არაა. გამიშვი. ნიკა:არ მინდა.სადაც კოტაშვილები გიფათურებენ ხელებს, იქაც მე. ამის გაგებაზე ძაან გავბრაზდი და გავარტყი.გაიცინა და უფრო მომეხვია. მე:გამიშვი ნიკოლოზ .გამიშვი. ნიკა:არა და მორჩა წამო მე და შენ წავიდეთ. ესენი იყვნენ აქ . ჩვენ უფრო უკეთ გავერთობით. გპირდები. ხელებზე დამექაჩა. მე: შენ სულ გაუბერე?გამიშვი ხელი. ამ დროს ლევანი მოვიდა და ნიკა გამაშორა. ლევანი:კარგად ხარ ანა? მე:მგონი კი . ნიკა:აჰა. გითხარი მთელი კიტაშვილები შენ გიფათურებენ ხელებს თქო. ჯერ აკაკი, ეხლა ეს. მერე ალბათ მათე. ბოლოს ალექსზეც გადახვალ. ლევანი:რას ბოდავ! შენ სულ გაგიჟდი?. უღრიალა.ამ ხმაურზე ნატა და აკაკიც მოვიდნენ.ის იდიოტი ზედ მეხვეოდა, მექაჩებოდა და სისულელეებს ყვიროდა. აკაკი:აქ რა ხდება? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.