შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგზური 9.


28-02-2024, 16:18
ავტორი Euphorymarigold
ნანახია 831

იყო გვემა, თავზარდაცემული მხედარის წამოდგომა და ბრძოლა საყვარელი ქალისთვის,
იყო მისი გულმკვდარი სახე, მერე ზარი
"მარიამი მძიმედაა"
"მარიამი მძიმედაა"
"მარიამი მძიმედაა"
თავში რაღაც ძალიან მაგრად გირტყამს, ცდილობს დაგაგდოს და ფეხზე ვეღარ წამოდგე, ცდილობს, მთელი გულით ცდილობს სხეულიდან და სულიდან ის მოგგლიჯოს რითიც საზრდოობ, ცდილობს მარტო დარჩე,
ცხოვრება მძიმე და მტკივნეულია, სულზე რომ გეხებიან, ხელებს უგზო უკვლოდ დაატარებენ კიდევ უფრო მძიმე, შენ როდესაც ვერაფერს გიშავებენ და შენს საყვარელ ადამიანს ტკენენ,
კიდევ უფრო მძმეა ამას შენთვის ძვირფასი ადამიანები რომ გიკეთებენ და ვერ ხვდებიან რამდენად გაზიანებს მათი საქციელი.
მალევე გაარკვია დემეტრემ საავადმყოფო სადაც მარიამს მიიყვანდნენ, მანქანის გასაღებს ხელი დაავლო და სახლიდან გავიდა, ირაკლისთან მოახერხა როგორღაც დარეკვა, იცოდა ტასოც მასთან რომ იქნებოდა
- ირაკლი
- რა ხმა გაქ ბიჭო მშვიდობაა?
- არა, მარიამი
- რა მოუვიდა მარიამს, დემეტრეე
- აავარია, საავადმყოფოში მივდივარ ახლა, მისამართს მოგწერ
ისეთი სისწრაფით მართავდა დემეტრე მანქანას ვერავინ დაეწეოდა, მალე მიუახლოვდა საავადმყოფოს, ერთი სიკვდილი გაიარა სანამ მანქანის ადგილი ნახა, მერე სანამ მიმღებამდე მივიდა და იკითხა მარიამი.
- მარიამ მიქაუტაძესთან ვარ, სად არის? ან როგორაა?
- დამშვიდდით ბატონო 2 წუთი მომეცით.. - გოგონამ კომპიუტერში ამოძებნა მონაცემები - 2 სართულზეა საოპერაციოში დერეფნის ბოლოს, სხვას ვერაფერს გეტყვით ჯერჯერობით - სწრაფად ავიდა მეორე სართულზე და საოპერაციოსთან დაიწყო ბოლთის ცემა, თავზე ხელს ისმევდა და თავში აზრებს ალაგებდა, ყველაფერი ასე მიეწყო, მათი დაბრუნება სვანეთიდან, დაბრუნებამდე მამამისთან საუბარი, მუხრუჭების გაფუჭება, მანქანა რომელიც გოგონას ზოლში გაჩნდა, და დაშავებული მხოლოდ მარიამი, სწრაფად გაანალიზა დემეტრემ ეს ყველაფერი და მალევე დაინახა მამამისის ზარი ტელეფონზე
- შე ნაბი*ვარო, თუ შენი ნახელავია, არ გაცოცხლებ გესმის?
- დამშვიდდი შვილო, კარგი რაა
- ის მეორე სად გყავს, თქვე ფულის მონებო, დამემალეთ, შეძვერით სოროებში, აწი მადლობა მითხარით თუარ მოგკალით და ლოცვა დაიწყეთ რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს, თორემ, განანებთ, ყველაფერს განანებთ გესმით?! - ღრიალებდა დემეტრე ტელეფონში და მისი შემზარავი ხმა ყველას ესმოდა ამ წამს, მთელ სააავადმყოფოს, ზარის დასრულების თანავე კედელთან ჩაიკეცა, ერთიანად მოიბუზა და დაპატარავდა, საყვარელი ქალის დაკარგვის შიშმა ბევრი განცდა მოუტანა, ჯერ მხოლოდ მარიამის სიცოცხლე იყო მისთვის პრიორიტეტი, იმათ მოგვიანებითაც მიხედავდა, ერთიანად უცახცახებდა სხეული, მარიამის გარეშე დარჩენილს ყველა პრობლემა კისერზე მძიმედ აწვებოდა და თავისუფლების საშუალებას არ აძლევდა,
იბოჭებოდა,
სულ დაეხორკლა სხეული,
წარმოიდგენდა მარიამის დასისხლიანებულ პატარა სხეულს და გული ეკუმშებოდა,
იმ წამს ყველაზე მეტად სურდა იქ თვითონ მოხვედრილიყო და არა მარიამი,
ოღონდაც მარიამი არა,
როგორია ეს წუთისოფელი არა?! იმ ერთს იპოვნი, მთელ გულზე მოგედება მისი სიყვარული და მერე ცხოვრება გართმევს, თუმცა დანებება? ყველაზე სუსტი გადაწყვეტილება იქნებოდა ახლა, მარიამს დემეტრეს გვერდით დგომა ახლა სჭირდებოდა, უნდა ეგრძნო რომ აქ ის ელოდებოდა და სიკვდილთან ბრძოლა არ უნდა წაეგო, უნდა ეგრძნო ეს..
- დემეტრე ძმაო..- ანასტასიას და ირაკლის დემეტრე საშინელ მდგომარეობაში დახვდათ, პირველად ხედავდა ირაკლი ასეთ სუსტ დემეტრეს, არასდროს არ აჩენდა სხვასთან მის ტკივილს მაგრამ მარიამის ცუდად ყოფნამ საბოლოოდ გატეხა სვანი
- კარგად იქნება.. ხომ იცი არა, ძლიერია, გადაიტანს - ამშვიდებდა ირაკლი
- ძლიერია, ჩემი ძლიერი გოგო, ასეთ საფრთხეში როგორ ჩავაგდე, რა ჯანდაბა გავაკეთე
- დემეტრე, შენი ბრალი არაა, დამშვიდდი მას ახლა ძლიერი ჭირდები გვერდით
- ირაკლი, ციცო და ხატია უნდა წამოვიყვანო იქედან, მე მარიამს ვერ დავტოვებ, მოიყვანე რა აქ ორივე, მერე გეგა ჩამოვა და რამეს მოვიფიქრებ
- კაი მოვიყვან ძმაო, რაპრობლემააა.

მარიამის ცუდად ყოფნას დემეტრე მეტად განიცდიდა, ისე იყო თითქოს საყრდენი გამოაცალეს, უსაშველო ტკივილი კლავდა სვანს, ტკივილი რომელიც მარწუხებს ძლიერად უჭერდა ყელზე, არ აძლევდა სუნთქვის საშუალებას,
ან როგორ უნდა ისუნთქო იმ რეალობაში სადაც მამაშენი საყვარელი ქალის სიცოცხლეს საფრთხეში ფულის და ქონების გამო აგდებს?
როგორ უნდა დაიჯერო რომ საკუთარი მშობელი ასე გაგწირავს?
ჭაობში ჩათრევას გავდა ეს ამბავი, ბოროტ, ცივ და მიუსვლელ ჭაობში, თითქოს არ ყოფნიდა თამაზ ნავერიანს ძველი დემეტრეზე მიყენებული ჭრილობა ტკივილის სახით და ახალ ჭრილობებსაც უმატებდა.
საათები გადიოდა უშედეგოდ, რეანიმაციის თავზე გვარი მიქაუტაძე ჯერ კიდევ წითლად იყო რაც იმას მიანიშნებდა რომ მარიამი სიკვდილთან ისევ ბრძოლობდა, ციცო და ხატია დერეფანში ისხდნენ, ახლა დემეტრეს ვერავინ ვერაფერს ეკითხებოდა, იმდენად იყო გამწარებული, ხელებზე დაბერილი ვენები სადაცაა გაუსკდებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ იკავებდა თავს, და არ კარგავდა იმედს იმისას რომ საყვარელ ქალს გულში ისევ ჩაიკრავდა,
და მაინც რა მწარეა საყვარელი ადამიანის დაკარგვა არა? მიწის გამოცლას გავს, გამოგაცლიან მიწას და შენც ვეღარ იმორჩილებ საკუთარ თავს, ეცემი მდორედ მაგრამ მტკივნეულად მიწაზე, და იმის გააზრება უფრო გკლავს რომ, ადამიანი რომელსაც შენი გადარჩენა შეეძლო ახლა ამ ცივ მიწაშია, შენ კი უძლური ხარ.
ოპერაცია დასრულდა 5 საათის შემდეგ, რეანიმაციიდან მთავარი ექიმი გამოდის, დემეტრე მაშინვე ფეხზე დგება და ექიმთან მიდის
- არც კი გაბედოთ და რაიმე ცუდი არ მითხრათ
- დამშვიდდით, ქალბატონი ძალიან ძლიერია, გულთან დაზიანება არ აქვს, მუცლის არე იყო ძირითადად, ახლა ძინავს როდის გაიღვიძებს არ ვიცით
- შესვლა შეიძლება? უნდა ვნახო გთხოვთ
- მისი ვინ ბრძანდებით
- ჩემი საცოლეა - არც დაფიქრებულა დემეტრე ისე წარმოთქვა სიტყვები, ხატია დიდ გაურკვევლობაში იყო, ციცოს კი ეღიმებოდა და თან ცრემლები ცვიოდა, მისთვის ნებისმიერ სიტუაციაში საამაყო იყო დემეტრე.
- კარგით წამომყევით
ჩააცვეს დემეტრეს ლურჯი ხალათი, პირბადე, და ქუდი, ექთანი გაუძღვა და შეიყვანა, დაინახა მარიამის სიფრიფანა სხეული უამრავ მილში ახვეული, სასუნთქი აპარატით,
თვალებში ცრემლები ისე ჩაუდგა ვერც გაანალიზა, ხელებზე ნაკაწრები, შბლზე ნაკაწრი,
თვალებ დახუჭულს ვეღარ უძლებდა დემეტრე, უნდოდა მალე გამოფხიზლებულიყო მარიამი და შეძლებოდა კაცს მისი მომაჯადოვებელი, ზღაპრული ირისების ცქერა, უნდოდა სამუდამოდ ეყურებინა გოგოსთვილს, გულს შუაზე უხლეჩდა მისი ასე ნახვა, ეს გოგო სიცოცხლისთვის იყო დაბადებული, და ასე არ უნდა დასრულებულიყო ყველაფერი, ვერ მივიდა ახლოს დემეტრე, ვერ მიეკარა, მისი ასეთი უსულო სხეული საშნლად არ მოსწონდა, გულზე საცეცებს უჭერრდა და ძალიან ტკენდა, ორმაგად ტკენდა მარიამის ასე ნახვა სვანს, სწრაფი ნაბიჯებით გავიდა უკან, შემოიძარცვა ლურჯი ხალათი და ქუდი, გავიდა თუ არა მაშნვე მუშთები დაუშნა კედელს, ყველა მასთან მივიდა, კედელთან ჩაიკეცა და თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა, დედის სიახლოვე იგრძნო, იგრძნო ციცოს მოხვეული ხელები, თავი მას დაადო და ცოტა ხნით ასე გავიდა ამ სამყაროდან
- დავიღალე დე, დამღალა თამაზის გამოხტომებმა, რა დღეში ჩამიგდო ჩემი მარიამი ხედავ
- დაწყნარდი დე, დაწყნარდი ჩემო ბიჭო, ძალიან ძლიერი გოგოა, კარგად იქნება, მხოლოდ შენ სჭირდები ახლა გვერდით
- დედა ვიცი ახლა მაგას იმიტომ მეუბნები რომ აქედან არ წავიდე და შენი ქმარი ცემით არ მოვკლა, მაგრამ მაგის დროც მოვა...
- მე არაფერს გეუბნები დე, მე შენი ბედნიერება მინდა მარტო.
- მის გარეშე ნახევარი ადამიანიც კი აღარ ვარ დე
- არ დაგტოვებს დედი, თუ უყვარხარ არ დაგტოვებს.

რადგან მარიამის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა ახლა დემეტრეს მოქმედების ჯერი იყო, ბევრი ადამიანი ყავდა სანდო, ბევრისთვის გაუკეთებია კარგი, და სულ კარგი სახელი ქონდა ნავერიანს, ერთ-ერთი განყოფილების უფროსი იყო მისი ახლო მეგობარი ჯაბა ჯაში, ზუსტად მისი იმედი ქონდა ახლა დემეტრეს.
გარეთ გავიდა, ჯაბას ნომერი მოძებნა და დაუფიქრებლად დარეკა.
- გამარჯობა ჯაბა
- დემეტრე ძმაო, როგორ ხარ
- არვიცი ჯაბა, შენი დახმარება მჭირდება
- გისმენ, რაშია საქმე
- **** ამ ადგილას პარკინგის ჩანაწერები მჭირდება, მთელი გუშინდელი დღის
- კი პრობლემა არ არის, მეილზე ჩაგიყრი 2 საათში
- მადლობა ჯაბა
- რა სალაპარაკოა ძმაო
საუბრის დასრულების შემდეგ საავადმყოფოში დაბრუნდა დემეტრე, ირაკლის მიუახლოვდა და გვერდით დაუჯდა
- ამათ არ მოცილდე კაი? უნდა გავიდე და შენზე სანდოს ვერავის ვანდობ მათ თავს, მარიამი თუ ჩემს აქ არყოფნაში გამოფხიზლდა დამირეკე
- სად მიდიხარ დემეტრე
- მამიკო უნდა მოვინახულო
სწრაფი ნაბიჯებით გაშორდა იქაურობას, მისი სახლის გზას არ წაყოლია, ზუსტად იცოდა ახლა სადაც იქნებოდა თამაზი, ნატალია, და ნატალიას მამა, ამიტომ პირდაპირ იმ ბინის გზას დაადგა სადაც აქამდე ნატასთან ერთად ცხოვრობდა, არც შემცდარა, სადარბაზოსთან შავი მინებ დაბურული ჯიპი დალანდა, გაეცინა და ლიფტში სწრაფად შევიდა, ყველა სახლში დახვდა, ნატალიას მამა, დედა, თამაზი, თვითონ ნატაც, დემეტრეს დანახვაზე კი ყველას სახეზე ერთიანად გაოგნება აღიბეჭდა
- კარგით რა, არმითხრათ რომ არ მელოდით - ღიმილით შეაბიჯა დემეტრემ
- დემ...
- ნატალია ბოლო ხარ ვინც აქ ხმას უნდა იღებდეს, თამაზ შენც აქ ხარ? ფულის სუნმა გზა მოგასწავლაა? ოჰო ბატონი სიმამრი, გამოძვერი სოროდან ნაბი*ვარო? - ამის თქმა და დემეტრეს მუშტის მოქნევა ერთი იყო, ზუსტად ამ დროს გაიგო ქალის კივილი, და ნერვების დაწყნარება ცადა, რაც არუნდა იყოს ასე ვერ მოიქცეოდა
- რა გიყოთ ახლა თქვენ? რა ჯანდაბა გავაკეთო ჩემ ცხოვრებას რომ შეეშვათ?
- ნატალიაზე უნდა იყო დაქორწინებული! - დაიყვირა დემეტრეს მამამ
- და შენი მარიონეტი ვიყო ხო? ჩემ ქალს ხელი როგრო დააკარე? ახლა რისი ღირსი ხარ? მითხარი რა ჯანდაბა გავაკეთო, რა დაგმართო ბატონო თამაზ - საყელოში წვდა მამამის, მისი თალებიდან მხოლოდ ბრაზი ცდილობდა გამოღწევას, სხვას ვერაფერს ამოიკითხავდი
- დემეტრე შეეშვი მამაშენს და უბრალოდ გავაგრძელოთ ერთად ცხოვრება
- ხო მედა შენ ერთად ვიცხოვრებთ ნატალია, შენ მერე წახვალ გიორგის ჩაუწვები, მერე მოხვალ დემეტრე მოგინდება, ასე გავატაროთ ჩვენი ბედნიერი ცხოვრება - დემეტრეს ამ სიტყვებმა სრული ფურორი მოახდინა, ვერასდროს იეჭვებდა ნატალია თუ მან რაიმე იცოდა საერთოდ, ზუსტად ამ დროს ახმაურდა კაცის ტელეფონი, ამოიღო და ირაკლი რადგან იყო ვეღარ გათიშა, მალე უპასუხა, თან გაოგნებულ სახეებს უყურებდა რომლებიც სიტუაციის გაანალიზებას ცდილობდნენ
- მალე მითხარი
- გაიღვიძა, შენ გკითხულობს, სხვას არავის იკარებს - გაეღიმა დემეტრეს, მისი არსებობის წყარო დაუბრუნდა,
არ დატოვა, ყველა სხვა ადამიანივით მან არ მიატოვა და ისევ გვერდით ყავს,
წამში მოავლო გაოგნებულ სახეებს მზერა, უთხრა კიდევ აუცილებლად გნახავთ,ამას ასე არ დავტოვებო, მანქანის გასაღებს ხელი დაავლო და საავადმყოფოსკენ წავიდა, სადაც მისი გულის სწორი ელოდებოდა,
მოთმინებით,
სიყვარულით სავსე ირისებთან ერთად.

__
ერთი თავი დარჩა და ვასრულებ, მადლობა ვინც მომყვებით და კითხულობთ!



№1  offline წევრი Ninit nini

აუუ მოუთმენლად ველოდები მომდევნო თავსს <3

 


№2 სტუმარი ნესტან

კარგი თავი იყო მომეწონა ძალიან საინტერესო და საოცარი მადლობა წარმატებები ????????????

 


№3 სტუმარი სტუმარი ლილე

ძალიან მომწონს და ველოდებიი <3

 


№4 სტუმარი სტუმარი გვანცა

მოუთმენლად ველოდები

 


№5  offline წევრი Euphorymarigold

Ninit nini
აუუ მოუთმენლად ველოდები მომდევნო თავსს <3

heart_eyes

ნესტან
კარგი თავი იყო მომეწონა ძალიან საინტერესო და საოცარი მადლობა წარმატებები ????????????

მადლობა თქვენ! heart_eyes

სტუმარი ლილე
ძალიან მომწონს და ველოდებიი <3

დაწერილია, შემოწმებას გაივლის და აისახება გვერდზე heart_eyes

სტუმარი გვანცა
მოუთმენლად ველოდები

heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent