შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხოჩა ლეეთუ ჯაარ (თავი 3)


29-02-2024, 16:02
ავტორი მუშვანი
ნანახია 697

- აქ რა ჯანდაბას აკეთებ?_ ვიგრძენი როგორ გადაფარა ბრაზმა ჩემი ხმა
- -სახლი ჩამეკეტა_ მიპასუხა ცინიზმით. ეს იყო სრულად განსხვავებული ადამიანი იმისგან ვინც მე სვანეთში გავიცანი. ცისფერი პერანგი უწესრიგოდ ქონდა ჯინსში ჩატნეული, სახე დაღლილი თუმცა თვალები მაინც უკამკამებდა._ არ შემომიშვებ?
- არა_ ვუთხარი მკაცრად და თან ინსტიქტტურად კარი ოდნავ მივხურე
- კაი რა სალემ, რა მოხდა, ამდენი დღე ერთად ვიყავით, ბოლოს და ბოლოს შენ საიდუმლოს ვინახავდი სიგარეტზე. ცოდო ვარ სახლში ვერ შევდივარ _ საწყლად მოხარა წარბები
- ჩანთები სად გაქვს სახლში თუ ვერ შედიხარ
- გამომიჭირე_ სიცილით დახარა თავი
- შემოდი, სველი ვდგავარ
ლუკა მისაღებში დავტოვე და ოთახში გავედი. ჩაცმის დროს ვფიქრობდი, მინდოდა თუ არა მასთან ლაპარაკი, იმასაც კი ვერ ვხვდებოდი რა მქონდა სალაპარაკო, ვიცოდი რომ კითხვები ქონდა. როცა ადამიანის მძიმე წარსულს ისმენ ყოველთვის ჩნდება კითხვები, მაგრამ არ ვიყვავი დარწმუნებული რომ მე მქონდა პასუხები.
სამზარეულოში გასულს მოულოდნელი კადრი დამხვდა, ლუკას ღვინის სახსნელი და ჭიქები წინ ელაგა, გამაღიზიანა ამდენად მოურიდებლად რომ გადაწყვიტა ჩემს სამზარეულოში ქექიალი. თუმცა ჭიქაში ჩამოსხმული წითელი ღვინის დანახვაზე მიხვხდი რამდენად მჭირდებოდა გრძელი დღეების და გზის შემდეგ ცოტა მოდუნება. კარადაში გადამალული ორი ღერი და საფერფლე მაგიდაზე დავდე და სავარძელზე ფეხმოკეცილი მივუჯექი გვერდით. ველოდებოდი, სანამ პირველ სიტყვას იტყოდა.
-ჩვენს სვანურ ვოიაჟს გაუმარჯოს
-არ უხდება სვანეთი და ვოიაჟი ერთმანეთს
-მერე რა მაინც გაუმარჯოს_ წინ გადაიხარა და ჭიქა მომაწოდა. პირველი ყლუპის შემდეგ თითქოს ყველანაირი დაღლილობა, სტრესი, განცდები, ემოციები ერთდოულად დამაწვა მხრებზე. ის რაც წლების წინ მოხდა, ის რაც ამ დღეებში მოხდა და თითქოს ის ყველაფერიც, რაც მომავალში მოხდებოდა ჩემს გარშემო, თუმცა ეს ყველაფერი ჯერ არ ვიცოდი.
-პირველად იყავი სვანეთში?_ ვცადე უხერხულობის დარღვევა როგორც მასპინძელმა
-არ გინდა საზოგადო კითხვები სალომე, უბრალოდ დავლიოთ
-ძმაკაცები არ გყავს? მაინცდამაინც დიდად სმა არ მიყვარს
-მიზეზებს არკვევ გოგონი რატომ მოვედი?_ გამომხედა გამომცდელად და ისე მოსვა ღვინო ჭიქიდან, ჩემი რომ ყოფილიყო რაღაც საოცრებას ჩავიდენდი.
- არა, უბრალოდ ვცდილობ აღვიქვა რა ხდება
-არაფერი განასკუთრებული არ ხდება. მე და შენ სვანეთში დავმეგობრდით, თან აღმოჩნდა რომ ჩემთან ძალიან ახლოს ცხოვრობ, ამიტომ არ მინდოდა შანსი გამომეტოვებინა საინტერესო მეგობრის შეძენის.
- ესეიგი მეგობრები ვართ?!
- ნუ მთლად ბოლომდე არა, თუმცა შანსი გვაქვს, არ ფიქრობ?_ ნახევრად დაცლილი ჭიქა ღვინით შემივსო.
-არ ვიცი, მე ბევრი მეგობრები არ მყავს
- ერთით მეტი მეგობარი ბევრი არაა. კარგი მოვხსნათ დაძაბულობა და თანახმა ვარ უაზრო კითხვებით ვიურთიერთოთ, თეკლა როდის მიდის გერმანიაში?
-ზეგ დილას მიფრინავს_ ვუპასუხე ზუსტად ისე უინტერესოდ როგორც მკითხა.
-ესეიგი ზეგ დილას აეროპორტში ვიკრიბებით
-ქუთაისიდან მიფრინავს
პასუხად მხოლოდ სიცილი მივიღე. მივხვდი რამდენად უაზრო პასუხი გავეცი.
რაღაცნაირად უცნაური ბიჭი იყო ლუკა. თითქოს მშვიდი, წყნარი მაგრამ თუ კარგად დაუკვირდებოდი ადამიანი, მიხვდებოდი რამდენად ქაოტური და ხმამაღალი იყო შინაგანად. უბრალოდ როგორც ყველა, ისე ლუკაც, გარემოების მსხვერპლი აღმოჩნდა და მისი რეალური პერსონაჟი გულის სიღრმეში ჩამარხა. უაზრო კითხვებში მთელი ბოთლი ჩავცალეთ, ამასობაში ჩემი თმაც კი გაშრა. გამახსენდა რომ აბაზანაში წყალი ჯერ კიდევ ჩაგუბებული მქონდა, ლუკას ბოდიში მოვუხადე და რამდენიმე წუთითთ გავქრი. სანამ მე აბაზანას ვცლიდი ლუკა სახლიდან გამეპარა. უკან დაბრუნებულს მხოლოდ მისი სუნამოს სუნი და სიგარეტის ნამწვავები დამრჩა ოთახში. იქვე დივანზე მოვიკეცე და ჭიქაში დარჩენილი რამდენიმე წვეთი ღვინო მოვსვი. დაღლილობამ და ღვინომ თავისი ქნა და იქვე ჩამეძინა.
-პლედი არ გაქვს?- ძლიბურანიდან კაცის ხმამ გამომაფხიზლა
-ნიკა_ წამოვხტი შეშინებული_ შენ რა გინდა აქ
-შენთან მოვედი, მე ხომ დაგპირდი სულ შენთან ვიქნებოდი და არასდროს მიგატოვებ მეთქი.
-ნიკა, წლები გავიდა

-ვიცი ჩემო პატარა, გაყინული ხარ_ შიშველ ტერფებზე მისი უზარმაზარი ხელები შემომხვია_ ცუდად რატომ ხარ?
- მეშინია ნიკა, ყველაფრის მეშინია
-საშიში არაფერია სალემ, ახლა იმაზე კარგად იქნები ვიდრე ოდესმე, ჩემი ხომ გჯერა
-მაგრამ შენ წახვედი და დამტოვე, როგორ შეიძლება შენი მჯეროდეს
- მე ყოველთვის შენთან ვარ, აი აქ და აი აქ _ გულზე და საფეთქელზე ხელები ერთდროულად მომადო_ აქედან ხომ არასოდეს გავქრები._ როგორც კი ტერფებზე ხელი გამიშვა, საშინელი სიცივე ვიგრძენი და გამომეღვიძა. თავზე ნიკა მედგა, მორიგი ღვინის ბოთლით
-პლედი არ გაქვს?_ რამდენიმე წუთი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ნიკა მხოლოდ მირაჟი იყო, ისე როგორც სხვა დროს, წლების მანძილზე. ლუკა კი ნამდვილი იყო , რომელმაც სულ რაღაც 15 წუთით დამტოვა რადგან მეორე ბოთლი ღვინო მოეტანა.
-სად იყავი _ ვკითხე გაბზარული ხმით_ ჯერ კიდევ ნიკას ვეძებდი, ჯერ კიდევ მჯეროდა რომ გამოჩნდებოდა
-ღვინო მოვიტანე_ მიპასუხა გაოცებით
მოულოდნელად შინაგანაგ გავტყდი და ისტერიკული ტირილი ამივარდა. თავი მუხლებში ჩავრგე და ბოლო ხმაზე ავღრიალდი. ლუკამ ღვინის ბოთლი მაგიდაზე მიაგდო და მომეხვია უსიტყვოდ, მაცადა სანამ ბოლომდე არ დავიცალე და არ გამოვიგლოვე ჩემი სიზმარი.
-ნიკა აქ იყო_ ავხედე ჩასისხლიანებული თვალებით, ისე თითქოს შეეძლო ყველაფერს მიმხვდარიყო და უსიტყვოდ გაეგო
-ვინ იყო ნიკა სალომე, ,მელაპარაკე, ნიკა ვინაა
-ნატას ძმა.
მე დავინახე როგორ გაუქვავდა წამიერად ლუკას თვალები ამ სახელის ხსენებაზე. შემოხვეული ხელები მომაცილა და უკან დაიხია
-ნატას ძმა? ნიკა.. ნატას ძმა, ღმერთო როგორი იდიოტი ვარ, როგორ ვერ მივხვდი
- შენ .. რას ლაპარაკობ_ ძლივს ავამოძრავე ენა დაბნეულობისგან
-ვაჟიკომ ახსენა ერთხელ, ნატას ძმა ყავდა და უბედურ შემთხვევას ემსხვერპლაო.
-ნიკა ჩვენი მეგობარი იყო, ნატას ძმა, მაგრამ უფრო ჩვენი მეგობარი. წლები გავიდა იმის შემდეგ რაც დაგვტოვა, მაგრამ დღემდე ვერ ვუძლებ იმ ფაქტს, რომ აღარ არის. ჩვენ ყველა ერთად ვიზრდებოდით, ერთ სახლში, ერთ გარემოცვაში, თუმცა ჩემთვის ნიკა მაინც ყოველთვის განსაკუთრებული იყო. მაშინ, როდესაც ყველას და ყველაფრის გარეშე დავრჩი, ის იყო ერთადერთი ადამიანი ვისთანაც ვლაპარაკობდი, შემეძლო ყველაფერზე მეფიქრა ხმამაღლა და მის კალთაში მეტირა. იმდენი ტკბილი დღე გვქონდა ერთად, მაგრამ აღარცერთი მახსოვს. რაც დრო გადის მისი სახის გახსენებასაც ვეღარ ვახერხებ, მხოლოდ სახელი და ხმა ტრიალებს ჩემს გონებაში. როდესაც სვანეთში კედელზე მისი ფოტო დავინახე თითქოს წლები ერთდროულად დაბრუნდნენ, ყველაფერი ერთმანეთში აირია, ჩემი ოჯახი, ბავშვობა და ნიკა. ის რის დავიწყებასაც წლების განმავლობაში ვცდილობდი , რაც მეგონა რომ ძალიან ღრმად მქონდა დამარხული გულში , ერთად ამოცვივდა ზედაპირზე და გონებაში ძალიან ღრმად გამიჯდა. მხოლოდ ხანდახან, სიზმარში ვხედავდი როგორ მოდიოდა ჩემთან ზუსტად ისე როგორც ადრე, ისევ ისე იღმოდა და მეხმარებოდა. წლებთან ერთად ესეც შეწყდა, ბევრჯერ ვცდილობდი მასზე ფიქრით დამეძინა, რომ იქნებ ერთი წამით მაინც მოსულიყო, თუმცა დღეევანდელ დღემდე არ გამოჩენილა. ახლა კი ისევ თავიდან დაიწყო ყვეელაფერი, ისეთივე ახალი გახდა როგორც წლების წინ,როცა ის დავკარგეთ. _ ლუკას გავხედე, გაყინული მისმენდა და ვხედავდი თვალებში სივი სითხე როგორ ედგა. ვგრძნობდი რამდენად იკავებდა თავს, რომ არ დამენახა რამხელა სიბრალულს განიცდიდა ჩემსს მიმართ. სწორედ ეს მანგრევდა ყველაზე მეტად, სხვების თვალებში დანახული სიბრალული.
-მერე?_ მკითხა დიდი პაუზის და ღვინის მთლიანი ჭიქის გამოცლის შემდეგ
-მერე არაფერი, წლებთან ერთად თითქოს შევეგუე იმ ფაქტს, რომ ისინი აღარ დაბრუნდებიან. არც ჩემი ოჯახი, არც ჩემი ბავშვობა და არც ნიკა. ჩემი მშობლებისთვის საფლავები არ გაგვიკეთებია, არავინ დაგვიკრძალავს. მათი განსასვენებელი ჩვენი სახლი იყო. ყოველთვის, როდესაც სოფელში ჩავდიოდი, დღეების მანძილზე ვიჯექი ჩემი სახლის ნანგრევებში, ვცდილობდი გამეხსენებინა ჩემი ბავშვობა და ის ბედნიერი წლები რაც ერთად გავატაერთ. შემდეგ როდესაც ტირილით ღონემიხდილს იქვე მიმეძინებოდა, ნიკა მოდიოდა, საათობით იჯდა ჩემს გვერდით და გაღვიძებას ელოდებოდა. როცა გაღვიძებულს ის მხვდებოდა, რაღაცნაირად ახალ ძალას ვგრძნობდი, ვლაპარაკობდით უამრავ რამეზე, ვგეგმავდით ეერთმანეთის მომავალს, ვიხსენებდით წარსულს. ის იყო ერთადერთი ადამიანი ვისთანაც მომხდარზე სალაპარაკოდ მზად ვიყავი. _ გავჩერდი. ვგრძნობდი რომ ლაპარაკის გაგრძელება მთლიანად დამფერფლავდა და გამანადგურებდა. გაანადგურებდა იმას, რის შექმნასაც წლები ვცდილობდი, იმ ძლიერი და წელში გამართული გოგოს სახეს, რომელსაც უამრავი ტრაგედიის შემდეგ ყოველ დღე პატარა კენჭებით ვაშენებდი, თუმცა ეს ყველაფერი იმდენად არამყარად იყო ნაშენები, რომ ერთი პატარა ბიძგი, ერთი ქვის გამოცლა საკმარისი იქნებოდა სამუდამოდ დასანგრევად. და მე უბრალოდ გავჩუმდი...
..
ოდესმე კაკტუსის ათასობის ეკლები ხელის გულში შეგრჭობიათ? ან თუ გიგრძვნიათ ჭინჭრის ბუსუსების მწარე დასუსხვა. ახლა წამოიდგინეთ ამ ყვეელაფერს ასჯერ მწარედ და ყოველ წამს რომ გრძნობდეს. ჩემი მთელი სხეული ამაზე მწარე ტკივილით იყო სავსე. უამრავი მსუსხავი წერტილი ერთმანეთზე მტკივნეულად დადიოდა ჩემს ორგანიზმში და მოუთმენლად ელოდა ჩემი თვალებიდან სითხის წამოსვლას. თუმცა მთელი პრობლემა იმაში იყო, რომ ჩემი მთელი ორგანიზმი დაცლილი იყო, არცერთი წვეთი ცრემლი აღარ მქონდა სხეულში ჩემი დანგრეული ცხოვრების გამოსატირებლად. მე უბრალოდ ვსუნთაქვდი ჩემი ცარიელი სხეულით. ფილტვებს ღრმად ვივსებდი ჭუჭყიანი ჰაერით და შემდეგ დიდი გულმოდგინებით ვცლიდი მას. მინდოდა რამე მომხდარიყო რაც ძალიან , მთელი გულით მეტკინებოდა და ამატირებდა, თუმცა დარჩენილი აღარაფერი იყო. მხოლოდ ცარიელი და მშრალი მოგონებები. მეგონა ლუკასთან ლაპარაკის შემდეგ რამეს ვიგრძნობდი, ემოცია გაიღვიძებდა ჩემში, რაიმე მაინც აღძრავდა ტკივილს, თუმცა ლოგინზე მწოლიარე მხოლოდ ალკოჰოლისგან მიღებულ გაბუჟებას ვგრძნობდი.
...
იმ საღამოს შემდეგ ლუკა აღარ მინახავს, თეკლა გერმანიაში გავაცილეთ და სამსახურს დავუბრუნდი. მანიაკივით გადავეშვი დაგროვებულ საქმეებში, თითქოს მინდოდა ჩემი შვებულების ყველა მოგონება გამეფანტა და დავიწყებისთვის მიმეცა. ჩემი ცხოვრება ჩვეულ რუტინას დაუბრუნდა, დილას ადრე მივდიოდი სამსახურში, ვცდილობდი რაც შეიძლება ბევრი საქმე მეკეთებინა და გვიანობამდე ვყოფილიყავი. სახლში მისული კი მაშინათვე ვითიშებოდი. შიგადაშიგ ნატასთან ერთად დასალევად გავდიოდი, უბრალოდ უხმოდ ვისხედით, მხოლოდ ერთი ორ ზოგად საკითხზე გავცვლიდით სიტყვას და შემდეგ ყველაფერი ისევ ისე გრძელდებოდა.
ერთ მსგავს დღეს ოფისის კარი თანამშრომელმა შემომიღო
-ქალბატონო სალომე, თქვენთან არიან
-მიღებაზე არავინ მყავს დღეს_ ლეპტოპიდან თავაუწევლად ვუპასუხე
-ლუკა გელაშვილი, მითხრა იცის რომ უნდა მოვსულიყავიო_ მომენტალურად თითები კლავიატურაზე გამიშეშდა _შემოუშვი_ მხოლოდ ახლა გავიაზრე, რომ არც ლუკას გვარი ვიცოდი და არც ის მახსოვდა მეთქვა სად ვმუშაობ
-შეიძლება?_ საფირმო იდიოტური ღიმილით შემოაღო კარი
-არ მახსოვს შეხვედრაზე დამებარებინე_ ავქაჩე წარბები ყალბი სიმკაცრით
-რა ვქნა სხვა საკონტააქტო ინფორმაცია არ მაქვს და სახლში ხომ არ დაგაგდებოდი
-და გადაწყვიტე სამსახურში მოსულიყავი
-აქედან ვერ გამაგდებდი
-სახლიდან როდის გაგაგდე_ შევედი სწრაფ დიალოგში და თან ვცდილობდი, რომ ხმაში გაბრაზება გამომეხატა
-მომენატრე_ მომაძახა და წამიერად ვიგრძენი რამდენად უპასუხოდ დავრჩი
-არ მაქვს დრო ლუკა, რა ხდება?_ შევეცადე მაქსიმალური თავდაჯერებით და სიხისტით მეპასუხა.
-არაფერი არ ხდება, უბრალოდ შენი ნახვა და დაპატიჟება მინდოდა.
-სად და რატომ
-საქართველოში რაც გადმოვედი ჯერ არ აღმინიშნავს ოფიციალურად, თან საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ აქ დავრჩე ამიტომ მინდა ჩემი ახლად შეძენილი სახლი, სამსახური და მეგობრები აღვნიშნო_ ორმა გრძნობამ გამიარა გონებაში, თან გამიხარდა რომ პაემანზე არ მეპატიჟებოდა მაგრამ თან მინდოდა მეგობრებთან მრავლობით ფორმაში არ ვეხსენებინე.
- ჯერ არ ვიცი მთელი კვირა დაკავებული მაქვს_ დავიფასე თავი 16 წლის გოგოსავით
-კაარგი რაა_ მთელი ტანით ჩამოეყრდნო ჩემს მაგიდას_ არ გინდა ახლა ასეთი ლაპარაკი_ ერთი საათი გამომიყავი_ ორი თითით ლოყაზე მიჩქმიტა და წამში გაუჩინარდა.

...
-დღეს ჩემთან ამოდი რა თუ გცალია_ სასწრაფოდ დავურეკე ნატას
-ოპაა, რა ხდება?_ ტელეფონის მიღმა დავინახე ნატას გაოცებული სახე
- არაფერი არ ხდება, უბრალოდ ამოდი, რააღაც პატარა საქმე მაქვს.
..
-აბა დაიწყე
-გამარჯობა_ დავაწიე ოთახში შემოვარდნილ ნატას და კარი მივხურე
-ხო ხო გამარჯობა, რა ხდება აბა, შენ საქმეები არ გაქვს ხოლმე
-არ გშია? პასტა გავაკეთე, ახლა მოვედი მეც სამსახურიდან
-ვაიმეეეეე_ გააბა კივილი და თვალები გადამიტრიალა ნატამ_ რა დროს პასტაა ქალოო, დროზე დაჯდა და მოყვა რა ხდება
-კაი კაააი ღრმად ჩაისუნთქე, მოკლედ ორსულად ვარ
-ბატონოო? _ მთელმა სოლოლაკმა გაიგო ნატას კივილი
-დაწყნარდი?! ამის მერე წესით მეტი დრამატული ემოცია არ გექნება_ სიცილით გავტრიალდი სამზარეულოსკენ და ყავის მადუღარა ჩავრთე
-შენ გოგო დეგენერატი ხარ?_ ძლივს ავიცილე ჩემსკენ მომართული ბალიში_ რა აღარ ვიფიქრე
-მოკლედ ლუკა..
-რა ლუკა, რა ლუკა, რა ლუკა ვაიმეე მოყევი თორემ გული გამისკდება ახლა.
-ვაიმე დაწყნარდი, თორე არაფერს აღარ მოვყვები_ უსიტყვოდ აიფარა ორივე ხელი პირზე და მოსასმენად მოემზადა_ აღსანიშნავად დამპატიჟა შეკრებაზდე
- ბატონო? რას აღნიშნავს
-მოიცა, არ იცი არაფერი? საქართველოში დარჩენას აღვნიშნავო
-რა სისულელეა, ჯერ ერთი ლუკა.. კაი მოიცა მერე
-რა ჯერ ერთი
-არაფერი თქვი ბოლომდე
-სვანეთიდან რომ ჩამოვედით იმ დღეს სახლში დამადგა, ცოტა დავლიეთ, ვილაპარაკეთ, მერე დღეს ოფისში მომაკითხა და დამპატიჟა
-ამ, ვინ, ლუკამ?
- ხო ლუკამ, მეც მეუცნაურა ეს ყველაფერი მაგრამ, მოიცა ორი წამი, რატო არ იცი არაფერი
-სალი, მომისმინე დედი, ლუკა არასდროს არაფერს აღნიშნავს, მითუმეტეს გრანდიოზულად და არც ცალცალკე არავის ეპატიჟება, აი რა..
-ანუ ცოტა ვერ მივხვდი
-რას ვერ მიხვდი გოგო, დებილი ხარ? რად უნდა მაგას ორი აზრი, მოწონხარ
-ნუ გჩვევია შენ ყველაფრის გადამეტება
-რა შუაშია გადამეტება, ტიპი იელში გვერდიდან არ გცილდებოდა, ჩამოსულები არ იყავით სახლში მოგაკითხა, სამსახურში მოვიდა, არ არსებულ შეკრებაზე გეპატიჟება ან გეკაიფება ან მოსწონხარ და დამიჯერე ლუკას ვიცნობ იმ დონეზე, რომ მივხვდე გეკაიფეება თუ მოსწონხარ
-და პირდაპირ პაემანს ვერ დამინიშნავდა რომ მოვწონდე?
-ლუკა პაემანს არ დაგინიშნავდა.
მთელი საღამო მე და ნატა იმაზე კამათს მოვუნდით პაემანი იყო თუ არა ლუკასთან შეხვედრა. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი ნიშანი ნატას სასარგებლოდ იყო, საკუთარ თავს მაინც არ ვუტყდებოდი, რომ ლუკას ინტერესი გაუჩნდა.
ნატა გავაცილე და სამზარეულოში შევბრუნდი მორიგი ყავისთვის, წამიერად იქვე მიგდებულმა ტელეფონმა გაიწკარუნა, უცხო ნომერი იყო
„ხვალ, 7 საათზე, შენი სახლიდან მესამე ეზო, ლურჯი კარი“
...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent