შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"სიყვარული თვით რაფლეზია"


29-02-2024, 20:24
ავტორი Foxy meryem
ნანახია 888

/ფიქრთა და ტკივილთა ზღვა...
მე და საოცარი, შთამაგონებელი ბუნება.../
,,როგორც ვხედავთ, ხევსურეთი პერსონაჟისთვის ბედნიერების, სიყვარულის და სითბოს გარემოა, მეორე მხრივ კი- პრობლემებისგან, ტკივილისგან გაქცევის ადგილი.
თუმცა ხომ გაგიათ, ღამით არის წამი, როცა ყველამ ვიცით საკუთარი თავი,
აქაც იხილავთ, ღამით ან საღამოს თავის დარდს აივანიდან როგორ უზიარებს ღამეს,
მთვარეს, ვარკვლავებს, მთებსა და იმედის მომცემ ცას, რომელთაც ყველაზე
კარგად ესმოდათ მისი, უსიტყვოდ, ულაპარაკოდ, წითელ ღვინოსთან ერთად, მას ხევსურეთი უფრო უგებს, ვიდრე ადამიანები.“
,,არის მომენტი, როცა არ იცი ვის ესაუბრო, მიუხედავად დიდი სურვილისა“


საღამოს ხუთი საათი იყო, აივანზე ვიჯექი, წითელი ღვინით ხელში, რომლის თითო ყლუპს სიმშვიდისა და ჰარმონიის განცდაში გადავყავდი, ფიქრების ზღვაში ვცურავდი... აივანზე ხედით ვტკბებოდი, ვუყურებდი თავისუფალ მთებს, ლაჟვარდისფერ, იმედის მომცემ და მრავლისმთმელ ცას , მათ შერწყმასა და ურთიერთობას..
-ოოო, საოცრება, აქამდე რომ არ გიცნობდი?
არსაიდან გაჩნდა, არსაიდან გამოვიდა და გვერდით მომიჯდა, როგორც უჩინმაჩინი...
-რას გულისხმობთ?
-კარგი, არ გვინდა თქვენობით საუბარი...
ხმა არ ამომიღია, ადგომა მინდოდა და გაქცევა იმ წამს....
-რაო, არაფერს იტყვი?
-ჩემი წასვლის დროა...
-გარბიხარ?
-არა, უბრალოდ მეძინება...
-ისევ შევხდებით...
შეხვედრა, შეხვედრა, მუდამ სასწაულები ხდებოდა, მაგრამ ჩემთვის არა, რაღა წელს მოხდა...დავწექი, მაგრამ არ დამძინებია, დილით, ათ საათზე, ავდექი და გავიპარე, სადაც შეიძლებოდა მედიტირება, არ ვიცი რამდენი ხანი ვმედიტირებდი, მაგრამ საოცრად არ მინდოდა სახლში დაბრუნება, ყურსასმენები გავიკეთე და მუსიკის ჰარმონიაში გადავეშვი, თან ვსეირნობდი... საათს რომ დავხედე შუადღის სამი საათი იყო, მობილური ცუდად იჭერდა და მესიჯით მომივიდა გამოტოვებული ზარები სიძისგან და სახლის გზას დავადექი, ჭიშკარი გავაღე თუ არა- დაიწყო...
-ქალბატონო, სად იყავი?
„როჟებს მიკერავდა“ თითქოს რამე დამეშავებინა...
-სამედიტაციოდ გავედი, რა გჭირს?
-ხოო, შენ და შენი მედიტაცია...
-ბავშვები სად არიას?
-აი, აივანზე არიან...
ბავშვებთან მივედი და ავიყოლიე, რომ რაღაც გვეთამაშა და, რა თქმა უნდა,იცოდნენ დეიდას საყვარელი თამაში, რაც იყო...
-მააა, წამოდი, წრეში ბურთი ვითამაშოთ...
წრეში ბურთს ვთამაშობდით, ყველანი და ვცდილობდი მაქსიმალურად გავრთობილიყავი მათთან და მთელი ენერგია დავხარჯე... მერე პიკნიკზე წავედით, იქაც გავერთეთ, ღამის თორმეტი საათი იყო, აივანზე ვიდექი, მოაჯირს მიყრდნობილი და ხედს გავყურებდი, ისევ ფიქრებში, ისევ ამ ჰარმონიის ტკბობაში, ოღონდ უკვე მთვარე და ვარსკვლავები შემოემატა, მხოლოდ მაგათმა იციან ჩემი დარდი, ფიქრები, ბედნიერება, მათ ესმით ჩემი, მაახლოებენ საკუთარი თავის ამოძახილთან...
-ისევ აქ ხარ?
-დიახ...
-დღეს სულ სხვა როლში გნახე...
-ხო, ხდება ხოლმე, ბავშვებთან ესეთი ვარ...
-სამწუხაროდ, მე არც კი მიღიმი...
-ხო, ასეთიც ვარ...
ნაბიჯი გადავდგი, რომ სახლში შევსულიყავი, ხელი მაჯაზე მომკიდა...
-რატომ გამირბიხარ?
-არ გავრბივარ, უბრალოდ დასვენება მინდა...
ხელი გამიშვა და შევედი სახლში, ჩემს დას გავძახე, ვიძინებ-მეთქი და ჩემი ოთახისკენ გავეშურე.
მეორე დილით, ყველანი შევიკრიბეთ საუზმეზე, მერე ეზოში დავსხედით ყველანი...
ჩემს დას ჰკითხეს....
-შენი და გათხოვილი არ არის?...
-არა...
ჩემს სიძეს ვინ გაჩერებს ახლა...
-ასეთი მშვენიერება დღემდე, რომ მარტოა მეც ეგ მიკვირს, ძმებო...
-მარტო?-იკითხა, ვისაც მართლა აინტერესებდა...
-კი, წლების წინ, უყვარდა პირველად და უკანასკნელად...
- სიძევ... -თვალებით ვანიშნე გაჩერებულიყო...
სიამაყით ყველას უთხრა, თავის ცოლის დას როგორი სიყვარული შეეძლო....
-კარგი, რა, ცოლის დაო, რა არის დასამალი, ჩვენ ხო და-ძმანი ვართ,არა ?! თითქმის, მთელი ცხოვრება ვიცნობთ ერთმანეთს, შენგან კი - მხოლოდ ერთი ისტორია მაქვს მონასმენი და ეგაც არ ვთქვა ?!...
-არა, დასამალი არაფერი არის, სიძე, ეს ხომ წლების წინ სტუდენტობის დროს იყო...
-მოყვები, ჩემო მშვენიერო, თუ მე მოვყვე ეს საოცარი ისტორია, მაგრამ შენ მაინც სასწაული და საოცარი მთხრობელი ხარ.... და ასეთ საოცარ ისტორიას მარტო ხევსურეთში თუ მოყვებიან...
-ყველაფერი მაშინ, სტუდენტობის პერიოდში დაიწყო, სრულიად მოულოდნელად, პირველად ერთმანეთი წვიმიან დილას ვნახეთ, წვრილად შხუფლავდა, ჩქარი ნაბიჯით გამოვედი საერთო საცხოვრებლიდან, ამ დროს არსაიდან ვიღაც დამეჯახა, მეც ვუთხარი -რა იყო თვალებში ვერ იყურები-თქო? არაფერი უთქვამს...- რა იყო ენა გადაყლაპე-თქო? დიდი დრო აღარ დამითმიამისთვის, მალე გამოვეცალე და უნივერსიტეტში ლექციაზე შევედი, იმავე საღამოს, ჩემი დაქალის დაჟინებული თხოვნით კლუბში წავყევი, მხოლოდ ლექტორებზე, ლექციებზე, სემინარებზე და სწავლაზე შეყვარებული გოგონა ძალით წამიყვანეს იქ სადაც ჩემი გარემო არასოდეს ყოფილა, ბართან დავჯექი და მხოლოდ ფორთოხლის წვენი შევუკვეთე... ვიღაც კი -მომიჯდა გვერდით მაგრამ ყურადღება არც კი მიმიქცევია, მხოლოდ შემდეგი სიტყვების შემდეგ გავხედე:- ისევ შენ, თურმე რა ლამაზი ყოფილხარ, წვიმის გოგონავ... ოდნავ, შევბრუნდი და ვკითხე:-უკაცრავად, რამე მითხარით?-ისეთი უხეშიც არ ყოფილხარ, როგორიც მეგონე...გაკვირვებული ვუყურებდი...
-ვერ მიცანი? მკითხა, მე კი, ისევ გაკვირვებული ვუყურებდი, -ვერა, ნადვილად ვერ გიცანით...
გავიცანით ერთმანეთი.... -ფორთოხლის წვენი? ხელით მანიშნა...-დაქალმა ძალით წამომიყვანა ალკოჰოლი ჩემი სტილი არ არის... -გასაგებია, არც ცეკვავ?-ცეკვა მუდამ იყო ჩემი სტიქია, მაგრამ აღარაა... საუბარი აღარ გაგვიგრძელებია გვერდი-გვერდ ვიჯექით, თითქოს სიჩუმეშიც ერთმანეთის გვესმოდა... დრო გადიოდა, ყოველდღე ვნახულობდით ერთმანეთს, ლექციების შემდეგ უნივერსიტეტში ეზოში, უბრალო ნაცნობობიდან, მალე წყვილად ვიქეცით, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ადამიანები ვიყავით, ხომ იცით, სასწაულები ხდება, ძალიან მოკლე ხანში ერთმანეთი შეგვიყვარდა...
ის ტრადიციებს ასრულებდა, ყველაფერს როგორც ტრადიციები და ადათ წესები გვეუბნებოდა... ის მუდამ სიურპრიზებით აღსავსე იყო, ყოველთვის მაოცებდა...
გავჩერდი ვეღარ გავაგრძელე, არ შემეძლო...
თითქოს ყელში მიჭერდა რაღაც, გული მეკუმშებოდა და ვერც ბგერებს გამოვთქვამდი, ძლივს თუ დავამთავრებდი სიტყვას... არ ვიცით, იცით თუ არა ეს გრძნობა, ასახსენლად რთულია, მხოლოდ ის გაიგებს, ვისაც განუცდია...
-კარგი, ჩემო მშვენიერო, მერე ყველაფერი ბოროტმა ადამიანებმა გააფუჭა, მათი სიყვარულის ისტორია სადაც დაიწყო, იქ დასრულდა, ჩემს მშვენიერს კი ამის მერე არავინ ყვარებია, არა, იმიტომ რომ არ ენდობა ადამიანებს, არამედ იმიტომ რომ ვერავინ შეიყვარა, ასეთია ჩემი მშვენიერი და საოცარი ცოლის დაა...
ჩემი სიძე მუდამ ჩემს ქებაში იყო, სულ მეუბნებოდა ასეთი სიყვარული, როგორც შენ მის მიმართ გაქვს, რაღაც არარეალურიაო, რაღაც არარსებული, მაგრამ შენ განსაკუთრებული ხარო...
მეორე დილით, ისევ გავიპარე, სამედიტაციოდ... მერე მინდორზე დავწექი და თვალები დავხუჭე და ისევ მუსიკის ჰარმონიაში გადავეშვი....
არასოდეს, არ ვესაუბრები ჩემს პაციენტებს სიყვარულზე, რომელიც მხოლოდ მათი პირადია, მე მხოლოდ რჩევებით შემოვიფარგლები, სხვა დანარჩენი კი მათი საქმეა, ყოველთვის ვცდილობ წლების წინ დაშვებული შეცდომის გამოსწორებას, მაგრამ „ის“ ვეღარ, ან აღარ დაბრუნდება ან ვეღარ ან აღარ დავაბრუნებ... უცნაურია ცხოვრების ის ეტაპი, როდესაც სიყვარული უეცრად შემოიჭრება ჩვენს ცხოვრებაში, იმდენად რომ ვერაფერს და ვერავის ვამჩნევთ, გარშემო...









/უეცარი წასვლა - ჰარმონიის, სიმშვიდის სამყაროდან./
,,ხდება რაღაცები, რაც ჩვენ მიერ უნებურად კეთდება,
როცა საკუთარ თავს შრომას ვაკლებთ და ხდება ისეთებიც,
რაც ჩვენზე დამოკიდებული არაა , შემდეგ კი -ხშირად, გავრბივართ,
არც ვიცით სად, მაგრამ გავრბივართ-იმიტომ რომ
სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ“
,,გამოსავალი მუდამ არსებობს, არ იდარდო იმაზე, რაც ჩვენს ძალებს აღემატება“


გარემოს გავცქეროდი, როცა უკნიდან ხმა გავიგე...
-ისევ გამოიპარე?
გავიხედე, არაფერი მითქვამს, ისევ წინ გამოვიხედე, მოვიდა და გვერდზე მომიჯდა...
-გუშინ, როგორ დამთავრდა შენი პირველი და უკანასკენელი სიყვარულის ისტორიის მოყოლა?
-თუ არ მოგისმენია, მეორედ არ ვყვები ისტორიას...
-რატომ ასეთი უხეშობაა?
-კარგი, წავედი სახლში, უნდა დავბრუნდე...
-მოიცა, სულ რატომ გარბიხარ?
ტონს აუწია...
-ჩემი სიძის ძმაკაცი ხარ და არ დაგავიწყდეს, ასე, რომ ჩემთან ტონს ნუ უწევ...
- მოიცადე.
ხელი ხელზე მომკიდა.
-კარგი, რაა, ხომ შეგიძლია, რომ მომისმინო მაინც...
-გისმენ, აბა?
ახლოს მოვიდა, იმდენად ახლოს, რომ სუნთქვაშემეკრა... ლტოლვა ბიჭის მიმართ ასე არასოდეს მქონია, ყოველთვის ვთოკავდი და ახლაც მინდა, რომ მოვთოკო, მაგრამ მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ ვაკოცო ფრანგულად, ჩემმა ენამ, რომ მის პირში იცეკვოს თუ... ფიქრის დასრულება არ მაცადა, თვითონ მეცაა ტუჩებში და ჩვენმა ენებმა ერთმანეთის პირში გზა გაიკვალა, ასე არასოდეს მქონია კაცის მიმართ ლტოლვა. უკვე მიწაზე ვიწექი, მისი ხელები ჩემს სხეულზე ნელ ვალსს ცეკვავდა, კისერში მკოცნიდა, თითქოს ჩემს გარდასახვასგეგმავდა, მერე ზედა გადამაძრო და ახლა ჩემს მკერდზე მის ენას ასრიალებდა, მე კი კვნესას ვერ ვიკავებდი, საშინლად აღგზნებულივიყავი, ზემოდან მოვთავსდი და ბიძგებს ბიძგებზე ვაძლევდი,კისერში ვკოცნიდი, ამ დროს ყურში ვნებიანად ჩამჩურჩულა...
-საოცარი ხარ, ზუსტად ისეთი, როგორიც მეგონე, არა, უფრო კარგი... მინდა, რომ შენში ღრმად შემოვაღწიო...
ბოლო ფრაზამ გამომაფხიზლა, ძალიან სწრაფად მოვშორდი ზედა ჩავიცვი და გავიქეცი... მეძახდა, მაგრამ უკან არც კი გამიხედია, მივედი სახლამდე და ოთახიდან საღამომდე არ გამოვსულვარ, საღამოს გამოვედი და ჩემს დას გამოვუცხადე, რომ...
-ხვალ დილით თბილისში უნდა დავბრუნდე...
-რაა, სულღა გამოშტერდი ჯერ ახალი ჩამოსულები ვართ, ის საოცრება, რაც აქ ხდება ჯერ არ დაწყებულა, რა გჭირს?
-უნდა წავიდე, არდადეგები დღეს დასრულდა ჩემთვის...
-ვერ ხარ შენ, რაღაც გჭირს და არ ამბობ...
შევეშვი ჩემს დას და ჩემს სიძისკენ წავედი, გამოვიყვანე ოთახში და დავიწყე....
-ახლა არ დაიწყო შენებურები, ხოო, მოკლედ, ხვალ თბილისში უნდა ვიყო საღამოს, ასე, რომ დილით ადრე გავალ და არაფერი მითხრა, გადავწყვიტე უკვე...
-რამე მოხდა?
-არა, უბრალოდ დროა, რომ სამსახურს დავუბრუნდე...
-მოიცა რა სამსახური, ჯერ წესიერად ერთი კვირაც არ გასულა, რაც ჩამოვედით და, როგორც მახსოვს ორთვენახევარი ისვენებ, ხოო?...
-კი, მაგრამ საქმები გამომიჩნდა, მორჩი, წავალ ხვალ, ხომ იცი, არა, რაც უნდა მითხრა....
-მშვენიერო, გიცნობ კარგად, რაღაც მოხდა, ხო?
-არაფერი არ მომხდარა, მართლა, უბრალოდ უნდა წავიდე...
-კარგი, წაგიყვან მე...
-არა, უკვე ტაქსი გამოვიძახე, ხვალ დილით მოვა და წამიყვანს...
-კარგი, მაგრამ რაღაცას მალავ და გავიგებ, იცოდე...
ყურადღებაა აღარ მიმიქცევია, რაც ჩასალაგებელი მქონდა დარჩენილი ჩავალაგე და დასაძინებლად დავწექი, ვერაფრით ვიძინებდი, თავს ვერაფერს ვუხერხებდი... ბოლოს ძილის წამალი დავლიე და სიზმრების სამყაროსკენ წავედი, დილის ექვსის ნახევარი იყო მაღვიძარამ, რომ დარეკა, ავდექი, მოვემზადე და გავედი, სახლიდან ძალიან ჩუმად გავედი არავის გაღვიძება მაწყობდა, ეზოდანაც ფრთხილად გავედი და აი, თბილისის გზასაც დავადექი, ამოვისუნთქე...ვცდილობდი აზრები დამეწყო, ვცდილობდი ხევსურეთის ამბების დავიწყებას, ვცდილობ გავქცეოდი იმ სამყაროს, რომელში კარგი არაფერი მელოდა, ვცდილობ, ვცდილობდი მაგრამ არაფერი გამომდიოდა, ისე ჩავედი თბილისში, გზაში მხოლოდ ის აზრები მიტრიალებდა, რაც იმ დღეს ჩემს ადგილას მოხდა, არ იყო ნორმალური, მე არ ვიყავი, ის მე, არ დავუშვებდი ვინმე ასე მომქცეოდა, მე ხომ ლტოლვის დამორჩილება შემეძლო, ნუთუ, ვერ გაუძლო ჩემმა ჰორმონებმა ცდუნებას, მოზღვავებული ლტოლვის დაოკებას... ხევსურეთიდან წამოსვლის შემდეგ- ერთი კვირა გავიდა, ცენტრში მივედი და დავიწყე პაციენტების მიიღება, ასევე რამდენიმე პრაქტიკა და ტრეინინგი დავნიშნე შევეცადე ყველანაირად სამსახურზე გადავრთულიყავი... ასეც მოვიქეცი, სხვა ფიქრებისთვის დრო ნამდვილად არ მქონია, მხოლოდ სამსახური და საქმე, გვიან შევდიოდი სახლში და ძილს ვაძალებდი თავს...








/ბავშვობის ვარსკვლავის მოწყვეტა.../
,,ეს თავის ტკივილის ზღვას მიემატება, რომელიც ზღვას ოკეანედ აქცევს და ეს ტკივილი, ალბათ, გვირგვინია ყველა ტკივილის, კავშირმა ბავშვობასთან, ბავშვობის მზემ, მთვარემ და ვარსკვლავმა ნამდვილ ცაზე გადაინაცვლა და იქიდან იკაშკაშებს მისთვის, ალბათ, ყოველი შემთვევისთვის, ასე მგონია და ასე სჯერა მასაც...“

თუმცა ყველაფრის მიუხედავად, როგორც ბავშვობის ვარსკვლავი ასწავლიდა :
,,გახსოვდეს ყველაფერი კარგად იქნება თუ ირწმუნებ, გაიღიმე, ცხოვრება გრძელდება“


ყოველი დღე უფრო და უფრო დატვირთული მქონდა, ჩემი შვებულება აღარც კი მახსოვდა, სულ გადამავიწყდა ჩემი დაუოკებელი ლტოლვა.... ახალი პაციენტების, ახალი ადამიანების გაცნობა და მათთან მუშაობა სასწაულ ენერგიას მაძლევდა, როგორც ძველ პაციენტებთან მუშაობა... ერთი წუთიც არ მქონდა საფიქრალად დრო იქამდე, სანამდეც ჩემმა სიძემ, სრულიად მოულოდნელად, დამირეკა, დღის პერიოდში არ მირეკავდნენ ჩემები...
-მშვენიერო, როგორ ხარ?
ასეთი ხმა არასოდეს ჰქონია, ვერაფრით მიხვდი რა ჭირდა...
-რამე მოხდა?
-ცენტრში ხარ, რომ მოვიდე?
-შენ ხევსურეთში არ ხარ?
-არა, ჩამოვედი...
-კარგი, მოდი, გელოდები...
გადავდე სეანსები, მთელი ერთი საათი თავს ვერაფერს ვუხერხებდი, რაღაც ცუდს მიგრძობდა გული, არადა მე მუდამ მშვიდად ვარ, ემოციების გამოხატვა არ ვიცი, მუდამ ვაკონტროლებ ემოციებს, მაგრამ ახლა რაღაც დამემართა, იმაზე მეფიქრებოდა,რომ ხევსურეთიდან კი არ ჩამოვიდნენ, არამედ მხოლოდ ჩემი სიძე ჩამოვიდა... როგორც იქნა ჩემი კაბინეტის კარი შემოაღო, მაგრამ ჩემი მომღიმარი სიძე სადღაც გამქრალიყო, მოღუშული და ნამტირალებს გავდა, ოდნავ ფერშეცვლილი...
-რა მოხდა? რა გჭირს? რა სახე გაქვს?
კითხვები მივაყარე და პასუხი მხოლოდ ის იყო...
-მთელი ბავშვობა...
-რააა?
-ძიძაა...
-რას ამბობ?
-აღარ გყავს...
უკვე ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ თვალებში რაღაც მაწვებოდა, ქუთუთოები მიმძიმდებოდა და ემოციების გაკონტროლება ვერ მოვახერხე, ის დავკარგე,ვინც ჩემთვის ბავშვობის ყველა დეტალით გაჟღენთილი ნავსაყუდელი იყო. ადამიანმა, რომელმაც გაგვზარდა, მე და ჩემი და.
ადამიანი რომელიც ჩემი სიძის საფიცარი იყო, ადამიანი, რომელიც ჩემი დისშვილების ბაბო იყო, ადამიანი, რომელმაც ცხოვრება მასწავლა, ადამიანი რომელიც მისაბაძი იყო ყოველთვის, დავკარგე ის, ვინც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, ის, ვინც ბავშვობას მიღვიძებდა და მისი დანახვისას ისევ ბავშვად ვგრძნობდი თავს, მიყვარდა, მიყვარს, მეამაყება, რომ ის, ადამიანი ადამიანობით,მზრდიდა და მასწავლა ის, რაც ცხოვრებაში მუდამ მადგება და მიმარტივებს რთულ სიტუაციებს, მტკივა მისი წასვლა, არადა როგორ მინდოდა რომ მუდამ ჩემთან ყოფილიყო, ის ჩემი ყველაფერი იყო, რჩევისთვის მუდამ მასთან მივრბოდი, ყველაზე მეტად ახლა მჭირდებოდა მისი ჩახუტება, ასეთია ცხოვრება, მაგრამ როგორც ჩემი ძიძა ამბობდა : ,,გახსოვდეს ყველაფერი კარგად იქნება თუ ირწმუნებ, გაიღიმე, ცხოვრება გრძელდება“, ჩემი სიყვარული ძიძა უცვლელი იქნება მუდამ,არასდროს გაქრება, რჩევა, რომ დამჭირდება მუდამ მის საფლავზე მივალ და დაგელაპარაკები...
თავი ავწიე და ჩემს სიძეს შევხედე, რომელსაც თავი ჩაღუნული ჰქონდა და ვხვდებოდი, რომ ტიროდა...
-ადექი, წავიდეთ ხევსურეთში, ახლა ძლიერები უნდა ვიყოთ, ეს ძიძას არ მოეწონებოდა...
არადა სინამდვილეში ისე სუსტად ვგრძობდი თავს, ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ ჩემი სიძლიერე ყველას გონს მოიყვანდა, ყველა ცუდად იქნებოდა ხევსურეთში, ამიტომ მე ძლიერად არ ვიყავი, თუმცა მაინც უნდა მომეჩვენებინა თავი ყველასთვის, მაგრამ მე ვიცოდი და ჩემმა მემ, როგორც უწინ ვახსენეთ ღამემ, რომ ყველაზე სუსტად ვიყავი.... იმ დღესვე ჩავედით ხევსურეთში, იქაური სურათი იმაზე საშინელი დამხვდა, ვიდრე მეგონა, მამაჩემით დაწყებული ჩემი დისშვილებით დამთავრებული, ყველა სადღაც კუთხეში ტიროდა, ეზოში შესვლისთანავე ჩემი და შემხვდა...
-ის სანუკვარი დავკარგეთ, რომელიც ყველაფერს გვერჩივნა, ის, რომელმაც ყველაფერი გვასწავლა... ხევსურები არ ვართ, მაგრამ როგორც ხევსურულ ქალებს შეჰფერის, ისე გაგვზარდა, საუკეთესო თვისებები შეგვძინა, მაგრამ ახლა აღარაა აქ, იქ სახლში,თავის სახლში, მხოლოდ ცივი სხეულია, მასთან მიკარებას ვერ ვბედავ, ჩემი ხევსურული ქალბატონი სად გაქრა, აღარ ვიცი...
ტიროდა და ჩაიკეცა, ზუსტად ვიცოდი, მთელი ცხოვრება ამ ტკივილით უნდა გვეცოცხლა, ის ჩვენი ყველაფერი იყო, მამაჩემსაც კი არაფრის ძალა ჰქონდა..
-დეეეე, მითხარი რომ ესენი მატყუებენ და ძიძა ისევ თავისი სახლის აივანზე მელოდება...
ვერაფერი მითხრა მხოლოდ ჩამეხუტა... ძალა, უნდა მომეკრიბა, მაგრამ საიდან, როცა არ მქონდა...
მთელი ღამე გავათენეთ, ცრემლი არ შეგვშრობია არავის, ვიხსენებდით ბავშვობას და ვტიროდით, შიგადაშიგ გვეცინებოდა,ხო, სიმწრისგან, ბუნებრივია, მოგონებებისგან, თითქოს ტკბილი, თუმცა სიმწარეში გადასული... საოცარი ბავშვობის ნავსაყუდელი, მალე ხევსურეთის მიწას უნდა მიგვებარებინა... ჩემი დისშვილი მომიჯდა გვერდით...
-დეი, ის აღარ არის?
-პატარა, იცი, ძიძა საოცრად ძლიერი ქალი იყო, მან ბევრი რამ ნახა ამ ცხოვრებაში, ბევრი ტკივილიც გადაიტანა, მაგრამ ძლიერი იყო, ჩვენ ასეთები არ მოვეწონებოდით, იტყოდა არ შეჰფერის ხევსურებს ასეთი გლოვა, იცი, რას მეუბნებოდა ხოლმე, მუდამ იღიმეო, როცა მოგენატრები ვარსკლავებს და მთვარეს გახედე და გაიღიმეო, მე კი- ვიგრძნობ რომ გენატრებიო, აწი, ასე მოვიქცევი სულ, რადგან შუაღამეს ვეღარ დავურეკავ მას....
ამეტირა, ძლიერ მენატრებოდა, ვიცოდი გასვენების დღეს ცრემლი არ მექნებოდა, იმდენს ვტიროდი, ვერ ვჩერდებოდი....
-დეი, ხევსურ ქალს ღიმილი შვენის...
გამეღიმა ზუსტად ასე მეუბნებოდა ძიძაც, როცა ცრემლს დამინახავდა თვალზე...დიახ, ჩვენ მან უამრავი კარგი თვისება და ამავდროულად ფრაზები შეგვმატა...
დადგა ბოლო გზის დღე, გაცილების დღეც, ძიძა ჩემი ძლიერი, ღონიერი ქალბატონი მიწას უნდა მიგვებარებინა, დრო კი არ გაიწელა, პირიქით სწრაფად გავიდა... დასაფლავების შემდეგ ყველანი, ჩვენთან ეზოში შევიკრიბეთ, ისევ, ძიძაზე ვსაუბრობდით ან რაზე უნდა გვესაუბრა...
ძიძას დასაფლავების შემდგე ერთი კვირა გავიდა, ისევ ხევსურეთში ვიყავი, აივანზე ვიჯექი და ყავას ვსვამდი, უკნიდან ხმა რომ მომესმა...
-ნუ ტირი, არ გიხდება...
გამეცინა, მაგრამ მაინც მომდიოდა ცრემლები...
-არ წასულხარ?
-დღეს საღამოს მივდივართ ბიჭები, არ იტირო, მას ხომ ძლიერი ქალები უყვარდა...
-ძიძამ მასწავლა ძლიერი როგორ უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ახლა საერთოდ არ მაქ ძალაა...
-მოდი, გაიღიმე, ოდნავ მაინც გაიღიმე და უფრო იგრძნობ შვებას...
გავიღიმე, მართალი იყო შვება ვიგრძენი...
-მადლობა...
-მოდი, ჩაგეხუტო...
ჩავეხუტე, ასეთი სითბო მამაკაცის მიმართ წლები არ მიგრძვნია...
-კარგი, დამპირდი, რომ აღარ იტირებ...
-ვერ დაგპირდები, სანამ ხევსურეთს დავტოვებ ძიძას საფლავზე უნდა მივიდე...
-კარგი, მაშინ, დამპირდი რომ თბილისში ჩასვლის შედეგ -აღარ იტირებ....
-გპირდები, იქ ძიძას ღიმილით გავიხსენებ...
-კარგი, წავედი, მოვემზადე....
დავემშვიდობეთ ერთმანეთს ის მის გზაზე წავიდა... მერე ჩემს სიძეს ვთხოვე ძიძას საფლავზე წავეყვანე, მეორე დღეს კი- თბილისში დავბრუნდით ყველა...
/ჩვეული, უწინდელი რიტმი ცხოვრებისა...მეტად დარდიანი.../
,,ცხოვრება რთულია, დარდით, ტკივილით სავსეა, თუმცა ყველა განსაცდელის მიუხედავად, ის მაინც არ ცდება მის ციკლს, მის ჯაჭვს.
დგება მომენტი, როცა ხვდები, რომ მაინც ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება, უბრალოდ შენ ხარ მეტად ბედნიერი, გახარებული ან ნაღვლიანი შეიძლება ყველა ერთად, უბრალოდ, მხრებზე გაწევს და ატარებ იქ, სადაც აქამდე იყავი...“
,,ტკივილით თუ ბედნიერებით ცხოვრება მიდის, მედალს ხომ ორი მხარე აქვს ? ცხოვრებაც ასეა, როგორც მედალი, ორი მხარე აქვს,
ბედნიერება იმ შემთხვევაში შეგიძლია თუ ამ ორივე მხარეს მიიღებ“

ყველაფერი ისევ ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა ნელ-ნელა, მაგრამ სისუსტეს მაინც ვგრძნობდი, ძილის წინ -მუდამ ძიძაზე ვფიქრობდი, მაგრამ აღარ ვტიროდი, პირიქით ვიღიმოდი, ვარსკლავებს და მთვარეს ვუყურებდი და ვფიქრობდი....
-ძიძა, ჩემო ხევსურო ქალბატონო, მომენატრე ძლიერ, გულში სიცარიელეს ვგრძნობ უშენოდ, შენ ყველასთვის ყველაფერი იყავი, მაგრამ დაგვტოვე, ჩვენ კი ისევ ისე გვიყვარხარ, გვემაყები და გვტკივა უშენობა, გრძნობ, ალბათ, ხომ, რომ მენატრები, ნახე ვარსკლავებს და მთვარეს ვუყურებ და თან ვიღიმი, მიყვარხარ, ძიძა...
ისევ დავიტვირთე საკუთარი თავი, პრაქტიკები და ტრენინგები დავგეგმე და, რა თქმა უნდა,პაციენტებს ვიღებდი... ყველაფერი ჩვეულ რითმს დაუბრუნდა, გარდა ერთისა,შუაღამეს ვუღიმოდი მთვარეს, ვარსკვლავებს შევცქეროდი და ვეღარ ვრეკავდი იქ, სადაც ჩემი სიმშვიდე იყო, დარეკვა ღიმილმა შეცვალა...
ღამის პირველ საათზე მივედი სახლში, შხაპი მივიღე, საღამურები ჩავიცვი და ამ დროს კარებზე ზარი გაისმა...
-ვინ თუ არა შენ, მოდი...
-გამარჯობა,ფსიქოლოგო...
-გაუფრთხილებლად მოხვედი და, მგონი, სახლში მოსვლა აგიკრძალე...
-მეგონა, რომ ეგ აკრძალვა მოიხსნა...
გამეღიმა და დივანზე დავჯექი...
-თუ რამე გინდა ჩემზე კარგად იცი, სადაც არის შეგიძლია აიღო, დაღლილი ვარ...
გვერდით მომიჯდა, გამიღიმა და დაიწყო...
-როგორ ხარ?
-ბოლოს როგორი დამტოვე...
გამიღიმა...
-ოდნავ, მშვიდად ხარ...
-ვცდილობ...
-არ გინდა ვისაუბროთ...
-ახლა, არა, ძალიან დაღლილი ვარ და მეძინება...
-შეიძლება აქ დავრჩე დღეს?
-კითხულობ კიდეც? დიდი პატივია...
-შეიძლებაა?
-დარჩი...
თავი არ მქონდა შევკამათებოდი, ამიტომაც ვუთხარი დარჩენილიყო, ან ჩემს უარს რა აზრი ჰქონდა, რაფლეზია მაინც მისას გაიტანდა... ისეთი დაღლილი ვიყავი, ბალიშზე თავის დადება და დაძინება ალბათ ერთი იყო... დილით თვალებს სანამ გავახელდი ხმა მომესმა, თან თმაზე მეფერებოდა...
-რატომ მაქ შენს მიმართ სხვანაირი გრძნობა, რატომ მგონია რომ განსაკუთრებული ხარ, ასეც არის შენ განსაკუთრებული ხარ, მაგრამ შენთან ახლოს მოსვლის უფლებას რატომ არ მაძლევ, რატომ არ გინდა მომიყვე რამე შენზე, რატომ?
არ ვიცი, უცებ გაჩერდა, შუბლზე მაკოცა და გავიდა... მეც ავდექი, შხაპი მივიღე მოვწესრიგდი და ქვემოთ სამზარეულოში ჩავედი, იქ დამხვდა.
-დილამშვიდობისა, ფსიქოლოგოო...
-დილამშვიდობისა, ჟღალო...
-გინდა ცენტრში გაგიყვანო?
-კარგი...
არც შევწინააღმდეგებივარ, მანქანა შესამოწმებლად მყავდა სახელოსნოში დატოვებული, ტაქსის გამოძახებას და მოსვლას დრო უნდოდა, ასე რომ წაყვანაზე დავთანხმდი...
პაციენტებთან ახლო ურთიერთობა არასდროს მქონია, ყველასთან მეგობრული განწყობით ვიყავი, ყველას ვეხმარებოდი, რჩევებს ვაძლევდი, ფსიქოთერაპიას ვუტარებდი და ისე ახლოს არავინ მომიშვია, როგორც რაფლეზიით შეპყრობილი, რა მიზიდავდა ამ მამაკაცში არ ვიცოდი, არც ნდობა მქონდა, უბრალოდ რატომღაც მის ვიზიტებს კარგად ვიღებდი და არ იყო ნორმალური, ამიტომაც უნდა მეთქვა, რომ ეს ვიზიტები აღარ უნდა ყოფილიყო ცენტრის გარეთ... ფიქრებში ვალაგებდი აზრებს, ვფიქრობდი სწორედ როგორ გადმომეცა მისთვის აზრი, როცა უცებ რაღაც მკითხა...
-რაზე ფიქრობ?
გავხედე და დავიწყე...
-იმაზე რომ არაპროფესიონალიზმში გადაიზარდა ჩვენი ურთიერთობა, ეს კი ნორმალური არ არის.
-მე კი მგონია, რომ ნორმალურია...
თავით ვანიშნე რომ არ იყო ეს ყველაფერი ნორმალური, ცენტრთან გაჩერა მანქანა...
-მადლობა, რომ მომიყვანე...
-თავისუფალი დრო გაქვს, რომ სეანსი ჩამიტარო?...
საათს დავხედე...
-კი, ნახევარი საათი მაქვს, შემოდი...
მანაქანა დააყენა და შემოვიდა ჩემს კაბინეტში...
-მოდი, დაჯექი, აბა, გისმენ...
-ჩვენ შორის, რატომ არ უშვებ იმ მომენტს რომ შეიძლება რამე მოხდეს?
-,,ჩვენ“ არასოდეს არსებობდა და არც იარსებებს...
-ისეთ რაღაცას ნუ იტყვი, რაც არ იცი...
-კარგი, მოდი, შენს სიყვარულზე დაფიქრდი...
-ხომ, გთხოვე, არა 8 წლის წინანდელი ამბავია, ახლა აღარ მიყვარს...
-არ ვიცი, შენ რას ფიქრობ მაგრამ მე გეტყვი, რომ ის დღემდე გიყვარს და დღემდე გინდა გაიგო მასზე ის, რაც ამ 8 წლის მანძილზე მოხდა მის ცხოვრებაში, ადექი და დაიწყე მოძებნა, იპოვე და გამოასწორე ის შეცდომა,რომელიც დაუშვი, ცხოვრებაში ბევრი შეცდომა მეც დამიშვია, მაგრამ საკუთარ თავს დღემდე არ ვპატიობ იმას, რომ საკუთარი ბედნიერება ვერ დავიცავი, დამიჯერე, ერთხელ მაინც დაანებე შენს არარეალურ პრინციპებს თავი და იპოვე ის, იქნებ ის სუნიც გაქრეს, რომელიც ყოველდღიურად მატულობს და გახსენებს, რომ რაფლეზიით ხარ შეპყრობილი....
-იმასაც ხომ არ მეტყვი, როგორ ვიპოვო გოგო, რომელზეც 8 წელია არაფერი გამიგია...
-ის,ხომ, იცი, რომ თბილისშია, სადღაც ახლოსაა, შეიძლება შენს გვერდითაც, მაგრამ ვერ ცნობ, 8 წელში ადამიანი ძალიან იცლება, დაურეკე ძველ მეგობრებს, მოძებნე რამე ან ვინმე ისეთი,რომელიც ან ვინც გაპოვნინებს მის თავს და მიყევი იმ აზრს, რომ შენ კი არა მან უნდა გაპატიოს...
-ამის დედაც, რატომ გგონია ასე ადვილად ყველაფერი, მე მაგას არ ვიზამ, არა...
-მარტივად თუ არ შეხედავ, მაშინ უყურე ისევ რთულად მაგ ამბავს და ისევ დაბლოკე სიყვარული, რომელიც ბოლოს მოგკლავს...
-წავედი...
მისგან არაფერი გამოვიდოდა, ხომ ვამბობ, მხოლოდ ორგაზმია მისი მამოძრავებელი ძალა...



№1 სტუმარი სტუმარი დათო

ძალიან კარგია წარმატებები ❤

 


№2  offline წევრი Foxy meryem

სტუმარი დათო
ძალიან კარგია წარმატებები ❤



დიდი მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent