შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმართლის ტრიუმფი. თავი 5.


4-03-2024, 22:03
ავტორი zia-maria
ნანახია 677

მზით ადუღებული დღე საღამოს გრილმა ნიავმა შეცვალა, ღრუბლები აიშალნენ და ცაზე უმისამართოდ დაიწყეს გაშლა, თითქოს ნიავმა ისე დაუბერა ღრუბლები განდევნა და დაბლა ხეებს შორის დაიწყო ნარნარი, ნიავის სიმსუბუქემ ხის ძლიერი ტოტებიც კი ააშრიალა, დღე გააცილა ნიავმა და ღამეს შრიალით შეხვდა, ცაზე ვარსკვლავებმაც დაიდო ბინა და დიდი სავსე მთვარემაც დაამშვენა შავი უკუნი ცა. ნელა და მშვიდად მიდიოდა და გარემოს ყურადღებით ათვალიერებდა, ერთ ერთ ბინას ჩაუქროლა და სიბნელეში რაღაც უცნაური მოძრაობა შეამჩნია, შეჩერდა და ღამეში უცნაურ სილუეტებს დააკვირდა.
-მეჩვენება თუ სამნი არიან.ტელეფონი აიღო ხეში და ალექსანდრეს ზარიც დაფიქსირდა.
-გისმენ ალექს.
-სად ხარ, ბაჩო მჭირდები.
-ალექსანდრე ერთ ქუჩაზე გავჩერდი და რაღაც უცნაური ხდება.
-არ გაბედო მარტო მიუახლოვდე, არ იცი ვინ არიან.
-სამნი არიან, ერთი ტელეფონზე ლაპარაკობს, როგორც გავიგე ტელეფონით ღებულობს მითითებებს.
-ხაზზე იყავი, ბიჭებს გამოვაგზავნი. ბაჩომ ტელეფონს ხმა გაუთიშა და ჯიბეში ჩაიდო, მანქანის კარი დიდი სიფრთხილით გააღო და სიბნელეში დაიმალა, შემდეგ ნელა ნელა მიუახლოვდა ღამის უჩვეულო სტუმრებს. ყველაფერს კარგად აკვირდებოდა და რამოდენიმე წუთის შემდეგ სამი უცნობი საერთო ბინიდან მხარზე გადებული მძიმე ტვირთით გამოვიდა და უხმაურო მოძრაობით ტვირთი მანქანაში მოათავსეს, ბაჩომ მანქანის ნომერი შეტყობინებით გადაუგზავნა ალექსანდრეს და თავად მოახერხა სასწრაფოს მანქანას ზემოდან მოექცა. ალექსანდრე აღელდა და შიშმა შეიპყრო დაურეკა საბას და შმაგის აუხსნა ტელეფონით რაც ხდებოდა და თავად ლოკაციას მიყვა სადამდე მიიყვანდა ბაჩოს ტელეფონი. ბაჩომ როგორღაც მოახერხა და ალექსანდრეს დაურეკა, ალექსანდრემ ანერვიულებულმა უპასუხა.
-სად ხარ, არ გაბედო და მარტო არ შეებრძოლო.
-არ ვიცი რა გადააქვთ, მაგრამ ვფიქრობ მიცვალებულია.
-მოვყვები ლოკაციას მარტო არ დაგტოვებთ. მოულოდნელად სასწრაფოს მანქანა გაჩერდა და სამმა უცნობმა ბაჩო სასტიკად სცემა და ასე ნაცემი მიატოვეს გზაში, რამდენიმე წუთში ალექსანდრეც მოვიდა და დაინახა ბაჩო უგონო მდგომარეობაში, შეეშინდა და აკანკალებული მიუახლოვდა.
-ბაჩო, გესმის ბაჩო ჩემი ხმა.
-თავი აქვს დარტყმული.
-ნაცემია, შეამჩნიეს და ცემეს. ბაჩომ თვალი გაჭირვებით გაახილა, თავზე ხელი მოიკიდა და ალექსანდრეს უთხრა.
-გაყევით, აქ ნუ ჩერდებით მიცვალებული ყავთ გახვეული და უნდა გადააგდონ ან სადმე უნდა დაფლან.
-დაწყნარდი, ისინი უკვე შორს არიან წასულები, მაგრამ მივაგნებთ. ბაჩომ წამოდგომას შეეცადა, მაგრამ ალექსანდრემ ნება არ დართო და მალე სასწრაფო დახმარებაც მოვიდა.
-უნდა გადავიყვანოთ, ნაცემია და გადაღება დაჭირდება მუცლის ღრუში.
-თავზე იკიდებს ხელს, თავიც აქვს დარტყმული.
-გადაღებები ჭირდება და ყველაფერს დავადგენთ, ასე ზეპირად ვერაფერს გეტყვით.
-მე ბაჩოს გავყვები, თქვენ კარგად დაათვალიერეთ ეს მიდამო იქნებ ვიპოვოთ რამე. ალექსანდრე ბაჩოს გაყვა და გზიდან ინდირას დაურეკა, რომელიც უკვე საავადმყოფოში ელოდა. დრო გაქვადა, უცნაური გრძნობა ჰქონდა სადღაც იყო და წყლის დაუოკებელი წყურვილს გრძნობდა, შეეცადა გაეგო სად იყო, მაგრამ უკვირდა წყვდიადში რატომ იყო ხელი ასწია და შემდეგ ნელა ნელა შეეცადა თვალები გაეხილა, ბუნდოვნად დაინახა ინდირას ცრემლიანი თვალები, იქვე ალექსანდრეს ჩასძინებოდა და ინდირას ხელზე ხელით შეეხო. ინდირამ შეხედა ბაჩოს და სიხრულისგან ალექსანდრეს დაუძახა.
-ალექს გაიღვიძა, ბაჩომ თვალი გაახილა. ალექსანდრემ შეხედა ბაჩოს და ღიმილით უთხრა.
-მიხარია რომ ისევ ჩვენთან ხარ, როგორ ხარ და თავს როგორ გრძნობ.
-თავი მტკივა, მაგრამ თქვენ ვინ ხართ. ალექსანდრე გაშეშდა და ინდირას შეხედა, ინდირამ დაიხარა და ბაჩოს უთხრა.
-შემომხედე, ბაჩო ინდირა ვარ საყვარელო. ბაჩოს გაეცინა და ინდირას ხელზე ხელი მოუჭირა.
-როგორ შემაშინე, ვიფიქრე მეხსიერება დაკარგე.
-შენ არ ყოფილიყავი აქ გენახა ალექსანდრეს რას დავმართებდი, მაგრამ შენ ვერ გაგიმეტე.
-ასეთ მდგომარეობაში არ იყო მართლა დაგიკარგავდი მეხსიერებას.
-ძაანაც შეგეშინდა. იცინოდა ბაჩო და ალექსანდრეს უყურებდა.
-რა გაცინებს იდიოტო გული ლამის გაიპარა ჩემგან შიშისგან.
-ხუმრობა იქით იყოს და აქ რატომ ვარ ან რამდენი დღეა რომ მძინვს.
-ნეტავ რატომ ხარ, ხომ გითხარი მარტო არ მიუახლოვდე არ იცი ვინ არიანთქო, შვიდ თვიანი ხარ რომ ვერ ჩერდები?
-გაიგეთ ვინ იყვნენ ან რა გადაჰქონდათ?
-შეგამჩნიეს და თავიდან მოგიშორეს, ვერაფერი ვერ გავიგეთ რა მოხდა იმ ღამით.
-ერთი უცხოელი იყო კარგად მახსოვს.
-ასე ვერაფერს ვერ გავარკვევთ......
-მომისმინე, ალექს იმ გზაზე სადაც მე დამტოვეს სადღაც ახლოს რამდენიმე კილომეტრში მათი დასასვენებელი სახლია, ნაწილ ნაწილ მესმოდა მათი საუბარი.
-შენ იწექი სადაც წევხარ, ვერ გამოდექი გმირის როლში და სხვას დააცადე მუშაობა. ალექსანდრე წავიდა და ბაჩო ინდირას მიუბრუნდა.
-შენთან როგორ არის საქმე, დიანასთან იყავი ან გაიგე რამე?
-როგორ წავიდოდი ბაჩო მეოთხე დღეა აქ ვართ მეც და ალექსანდრეც.
-წადი დღეს მე უკეთ ვარ, ნახე დიანა და გაიგე როგორ არის.
-მერე მარტო დაგტოვო?
-კარგად ვარ, თავი მტკივა, მაგრამ ვეტყვი ექთანს. ინდირამ ბაჩოს დაუჯერა და წავიდა დიანასთან.
-მოხვედი, რატომ დაგაგვიანდათ ინდირა.
-ადრე ვერ მოვედი ბაჩო საავადმყოფოშია და ეს დღეები მასთან ვართ.
-რატომ, რა მოუვიდა ბაჩოს და აქ შენ რატომ წამოდი.
-კარგად არის, შედარებით უკეთესად არის დღეს და თავად გამომიშვა.
-ყველა ჩემს მდგომარეობას განიცდის, ჩემი ქმარის გარდა. ინდირა დიანასთან ახლოს მივიდა და უთხრა.
-დიანა ჩვენ ყველაფერზე ვისაუბრეთ, მაგრამ არის რაღაც კითხვები რომლებიც მოსვენებას არ მაძლევს.
-მკითხე ინდირა მე მზად ვარ ყველა შეკითხვაზე გიპასუხო.
-მაინტერესებს რა იყო თქვენი გაუთავებელი ჩხუბის და კამათის მიზეზი და წინააღმდეგი თუ არ იქნები საუბარი უნდა ჩავიწერო.
-თქვენ როგორც გიხერხდებათ, რომელი ერთი გავიხსენო ინდირა ან საიდან დავიწყო, მაგრამ შევეცდები. დაქორწინების შემდეგ რამოდენიმე თვე გავიდა და დამიწყო რომ მე კარგად ვერ ვიყავი, შეიცვალე და არ მომწონხარ ექიმს უნდა ეჩვენო. დამჭირდა იმის მტკიცება, რომ კარგად ვარ და არაფერი არ მჭირს. ერთ დღეს ექიმი მომიყვანა სახლში და ახლა ვფიქრობ შესაძლებელია არც იყო ექიმი ესეც მისი გეგმის ნაწილი იყო და ამ ვითომ ექიმმა რაღაც პრეპარატი გამომიწერა, რომელიც აუცილებლად უნდა მიმეღო.
-არ გახსოვს რა ჰქვიოდა პრეპარატს ან მიიღე?
-არ მახსოვს რა პრეპარატი იყო, მაგრამ მივიღე რამოდენიმეჯერ.
-როგორ გრძნობდი თავს აბების მიღების შემდეგ.
-გამოფიტული, გათიშული, არაფლის მთქმელი მხედველობით, მაგრამ სიმართლე გითხრა ვერც გეტყვი როგორ ვიყავი.
-მაგრამ თავს აშკარად ცუდად გრძნობდი.
-კი ცუდი შეგრძნება მქონდა, მაგრამ ვფიქრობდი რომ უყვარვარ და უნდა რომ კარგად ვიყო, სახლში ექიმიც კი მომიყვანათქო......
-რომ ყვარებოდი ფსიქოლოგიურ ზეწოლას არ მოახდენდა შენზე.
-მეც გვიან დავრწმუნდი რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო, მაგრამ ვერ მივხვდი რის მიღწევას ცდილობდა, რა უნდოდა, რა ჰქონდა ჩაფიქრებული.
-შემდეგ რა მოხდა ან როგორ შეწყვიტე იმ აბების მიღება.
-რამდენიმე დღე ძალა გამოცლილი ვიყავი და სულ ვიწექი, ძილად ვიყავი მიგდებული და დაფიქრდა, რომ ეს აბები ცუდად მოქმედებდა ჩემზე და მითხრა რომ აღარ გამეგრძელებინა მიღება. ინდირა ჩაფიქრდა და რამდენიმე წუთი სიჩუმე იყო, დიანამ შეხედა და ეს სიჩუმე არ მოეწონა.
-ინდირა რაღაც არ მოგწონს და მითხარი რა გაინტერესებს.
-დიანა ვერსია სრულყოფილი უნდა იყოს და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი უნდა მქონდეს, ვფიქრობ რაღაც არის მისი ასეთი ზიზღის მიზეზი. შეუძლებელია ადამიანს ზიზღი არაფლის და არავის გამო ჰქონდეს, მინდა ყველაფერი ვიცოდე, მითხარი თუ რამეს მალავ. მითხარი დაო ვის გამო და რის გამო იტანდი მისგან ასეთ სისასტიკეს, რომ შვილის დაბადების შემდეგაც არ შეიცვალა.
-გოგიტას არანაირი საერთო არ აქვს ჩემს შვილთან.
-როგორ, ვერ გავიგე.
-გაგიკვირდა, მეც გამიკვირდებოდა შენს ადგილზე.
-გოგიტა არ არის ჩემი შვილის მამა.
-გოგიტამ სიმართლე იცის?
-გოგიტამ იცოდა ჩემი ორსულობის შესახებ და ეს ჩემი მდგომარეობა სათავისოდ გამოიყენა, მამასთან მივიდა და დაელაპარაკა ისიც ჩემს დაუკითხავად დასთანხმდა. კარგი მეუღლე იყო, მაგრამ შეიცვალა და მოგვიანებით გავიგე, რომ მამა ყოველ თვეში გარკვეული რაოდენობის თანხას აძლევდა, რომ შვილიშვილს გვარი ჰქონოდა.
-ბავშვი ჯერ პატარაა სიმართლე იცოდეს.
-ჯერ პატარაა, მაგრამ გაიზრდება და სიმართლეს გაიგებს.
-ბავშვის მამა ვინ არის ან სად არის.
-ზვიადის და მე ოთხი წელი გვიყვარდა ერთმანეთი, როცა ბავშვის შესახებ უთხარი სიხარულისგან ატირდა და მითხრა, რომ მამას დაელაპარაკებოდა, მოვიდოდა ოჯახში და ჩემს ხელს ითხოვდა.
-არ მოსულა?
-მოვიდა, დავსიტყვდით და მამამ საჩუქრდ ბინა გვიყიდა, ის ბინა სადაც მე და გოგიტა ვცხოვრობთ, მაგრამ ქორწილამდე ერთი კვირით ადრე გაუჩინარდა, ის აღარ მინახავს.ზვიადი გაქრა ჩემი ცხოვრებიდან ან გააქრეს.....
-ფიქრობ ეს გოგიტამ ჩაიდინა, რომ ზვიადის არ გამოჩენის შემდეგ შენზე დაქორწინებულიყო, მას შანსი ჰქონდა.
-სხვა ახსნას ვერ ვპოულობ და მეც ასე ვფიქრობ, ზვიადის გაქრობა გოგიტას გეგმის ერთ ერთი ბნელი ნაწილია. მამას თანხმობის შემდეგ ქორწილზე მეც დავთანხმდი, დაიბადა ჩემი შვილი და ჩეს ცხოვრებას აზრი მიეცა, ერთი წლის შემდეგ კიდევ დავფეხმძიმდი და გოგიტას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ ერთ საღამოს მისი დაჟინებით მეგობრთან წავედით და იქედან დაბრუნებულებს გზაში უბედური შემთხვევა მოხდა,ორივე საავადმყოფოში მოვხვდით, გოგიტა მსუბუქად იყო დაშავებული მე სამი თვე ვებრძოდი სიკვდილს და გადავრჩი. გადავრჩი, მაგრამ ბავშვი დავკარგეთ და ზიზღიც ასე გაჩნდა, შეზიზღდა ჩემი შვილიც და შევზიზღდი მეც. ამის შემდეგ ვიტავ ამ დამცირებას,სისასტიკეს და მძიმე სასჯელს.
-ყველაფერს გადავიკითხავ, გადავამოწმებ და მოვემზადოთ პროცესისთვის, დიანა სასამართლოში შევხვდებით ერთმანეთს. ინდირამ დაემშვიდობა დიანას და ოფისში მივიდა, ვახომ შეხედა ინდირას და გაოცებულმა უთხრა.
-აქ რას აკეთებ, ბაჩო როგორ არის.
-კარგად არის, ბევრად კარგად.
-თუ აუცილებელი საქმე არ გაქვს წადი და მეუღლის გვერდით იყავი, აქ მე მივხედავ საქმეებს.
-მადლობა ძია ვახო, ნამდვილი მეგობარი ხარ გულწრფელი და მართალი სიტყვებით. ილიამ ვახოს შეხედა და უთხრა.
-ბაჩოს რა დაემართა, რამე სერიოზულია?
-რთული პროფესია აქვს ჩვენს სიძეს და მარცხიც ყოველთვის მის გვერდითაა, მაგრამ კარგი მეგობრების გვერდში დგომით უკვე კარგად არის.
-დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება რაც არ უნდა რთული იყოს მისი პოვნა მაინც ვპოულობთ ბოლოს და სასჯელსაც შესაბამისს მიიღებს.
-უკაცრავად ბ-ნო ილია შეიძლება დაგელაპარაკო? ინდირამ ახალ მოსული აათვალიერა და ვახოს მიუბრუნდა.
-ეს ვინ არის პირველად ვხედავ, აქ რას აკეთებს.
-შენი წასვლის შემდეგ ავიყვანეთ, თორნიკე ტიკარაძე კამერებს აკონტროლებს. ილია კაბინეტში შევიდა და თორნიკეს შეხედა.
-რა მოხდა, რამე გაარკვიე?
-თქვენ მართალი იყავით, იმ დღეს ვიღაც შევიდა თქვენს კომპიუტერში.
-დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ, ეს ჩემი სამუშაო არის.
-გასაგებია, ჩანს ვინ არის?
-არა, არ ჩანს, მაგრამ თავად შეგიძლიათ ნახოთ რა წაიშალა და რა დატოვეს.
-ვინ იყო ჩემს კომპიუტერში ამას ვერ გავიგებთ ვერანაირი გზით.
-ვერ გავიგებთ, ამის გაგება შეუძლებელია. ინდირამ ვახოსთან საუბარი დაასრულა და თავის კაბინეტში შევიდა, მგიდაზე აბდა უბდად დაყრილ ქაღალდებს თვალი გადაავლო და ყველა დაახარისხა, საქმეში ისე გაერთო ბაჩოსთან დარეკვა დაავიწყდა და ტელეფონის ხმამ შეაშინა.
-გისმენ, ბაჩო ოფისში ვარ.
-ნუ მოხვალ ჩემთან, სახლში წადი და დაისვენე.
-სახლში წავიდე და დავიძინო, შენ მარტო დაგტოვო?
-არ მინდა აქ მოხვიდე, მინდა დაისვენო რამდენი დღეა აქ ხარ და დასვენება გჭირდება.
-კარგი არ მოვალ, მაგრამ რაღაც გაქვს ჩაფიქრებული.
-არაფერი არ ჩამიფიქრებია, თავი მტკივა ექთანს წამალს ვეტყვი და ჩამეძინება.
-კარგი თუ ასეა დილით მოვალ, მაგრამ ჯერ კიდევ აქ ვარ.
-საქმეები დაგიგროვდა და ვერც გაიგებ ისე დაგათენდება თავზე, წადი სახლში და დაისვენე თუ შენც რამე არ ჩაგიფიქრებია და არ მეუბნები.ინდირას გაეცინა და ტელეფონი გათიშა, კიდევ რამდენიმე საათი იმუშავა კაბინეტი დაკეტა და წავიდა, სახლში შესულმა პირველად აბაზანაში შევიდა, შემდეგ ბაჩოს დაურეკა ვიდეო თვალით და დარწმუნდა რომ კარგად იყო, მაგრამ რაღაც არ ასვენებდა და ალექსანდრეს დაურეკა.
-ინდირა ისევ ბაჩოსთან ხარ, მოვიდე?
-სახლში ვარ, დღეს ოფისშიც ვიყავი და ახლა ბაჩოსაც ველაპარაე კარგად ვარო, მაგრამ რაღაც მოუსვენრად ვარ.
-რატომ ექიმმა ხომ გითხრა სირთულე დაძლია.
-მაგ მხრივ არ ვნერვიულობ, მაგრამ სასტიკი წინააღმდეგი არის იქ მივიდე და ვფიქრობ რაღაც აქვს ჩაფიქრებული.
-მეც მასე ვფიქრობ, მაგრამ არ ინერვიულო საბა და შმაგი მასთან არიან ისე, რომ მან არაფერი არ იცის.
-ვიყო მშვიდად და არ წავიდე?
-დაისვენე, ბიჭები იქ არიან და მეც იმედიანად ვარ.
-ალექსა რატომ გადაწყვიტე გეთვალთვალა ბაჩოსთვის.
-ვიცნობ ბაჩოს და ვიცი რომ არ მოისვენებს სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანს.
-კარგი გადაწყვეტილება მიიღე, მადლობა მშვიდად დავიძინებ.
-არც შენ დამვიწყებიხარ, შენს სიმშვიდეზეც ვიზრუნე ქალბატონო.
-მზრუნველი მეგობარი ხარ და ამიტომ მიყვარხარ მეც.
-აბა რა, ვერ დავიძინებ ისე როცა ვიცი შენ მშვიდად არ ხარ. ორივეს გაეცინა გულიანად და ინდირამაც უპასუხოდ არ დატოვა.
-ვიცი, ვიცი სანამ შენ მყავხარ მე რა მომკლავს. ტელეფონი გათიშა და დაწვა, ბაჩო მშვიდად იწვა დამჯერი იყო ექთნების მიმართ და ხუმრობაც კი დაიწყო. ბოლო შემოვლა გააკეთა ექთანმა და ტკბილი ძილი უსურვა პაციენტებს, ბაჩო ფხიზლად იყო და როცა ყველა მიწყნარდა გაჭირვებით ჩაიცვა, საავადმყოფოდან გავიდა და ლამპიონებით განათებულ ქუჩას გაუყვა.ქუჩაში მომაბეზრებელი სიჩუმე ძალიან არ მოეწონა და ეს არაფრისმთქმელი დუმილიც ირგვლივ, რომელსაც მარტოობის სევდაც თან ახლდა. გზა ცარიელია, მხოლოდ ლამპიონები ანათებს გარშემო. თავზე ხელი გადაისვა და ღიღინით გაუყვა გზას მტანჯველი სიმარტოვის გასაფანტად, რამოდენიმე ნაბიჯი გაიარა და გაოცებული უყურებდა მისკენ მომავალ გაღიმებულ მეგობრებს.
-აქ რას აკეთებთ, მითვალთვალებთ?
-როგორი დარწმუნებული იყავი, რომ რაც ჩაიფიქრე გამოგივიდა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რა მოუსვენარიც ხარ და აქ გელოდებით, სწორედ იქ სადაც შენ არ გველოდი. ბაჩომ საავადმყოფოსკენ გაიშვირა ხელი და ბიჭებს უთხრა.
-ვერ დამაკავებთ, ძალით იქ ვერ დამაბრუნებთ.
-კარგი დამშვიდდი, გვითხარი სად მიდიხარ და ჩვენც წამოვალთ.
-ალექსანდრემ იცის აქ რომ ხართ, თუმცა რატომ ვკითხულობ ეს მისი მოფიქრებულია, ამიტომ არ არის თავად აქ და მშვიდად არის სახლში. ბიჭებს გაეცინათ და საბამ უთხრა.
-ალექსანდრე შენზე ფიქრობს და არა მარტო შენზე, ის ყველაზე ფიქრობს და კარგად იცი ასეთია ალექსანდრე. თქვი სად მივდივართ და წავიდეთ, თუ არ გინდა ჩვენთან ერთად წამოსვლა და მარტო გინდა რომ წახვიდე ისევ.
-წავიდეთ. ბაჩომ ნაბიჯი გადადგა, მაგრამ შმაგი დაუდგა წინ და უთხრა.
-წავიდეთ, მაგრამ ერთი პირობით.
-რა პირობა გაქვს შმაგი.
-საქმეს მოვილევთ და ისევ აქ დავბრუნდებით.
-კარგი, თანახმა ვარ მხოლოდ გავიგო რა ტვირთი გადაზიდეს იმ ღამით.
-შევთანხმდით და წავედით.
-გახსოვთ სად მიპოვეთ იმ ღამით, იმ ადგილზე მიმიყვანეთ. ნახევარ საათში საბა იმ ადგილზე გაჩერდა, ბაჩომ გზას გახედა გზა მთებისკენ მიდიოდა და საბას უთხრა.
-ამ გზას დავადგეთ, ინტუიციით ვგრძნობ რომ ამ გზაზე უნდა წავიდეთ და თუ კარგად მახსოვს რამდენიმე კილომეტრში ვიპოვით მათ ვილას.
-წავიდეთ და გზა და გზა შევხედავთ რას ან ვის წავაწყდებით. საბამ ბაჩო უკანა სავარძელზე დასვა, სამივე ყურადღებით აკვირდებოდა გზას, ერთი აღმართიც აიარეს და ტყეც დაიწყო.
-ქალაქიდან უკვე შორს ვართ, შეუძლებელია აქ ვინმე ცხოვრობდეს.
-რატომ, დაფიქრდი შავ-ბნელი საქმეების დასაფარად რა შესანიშნავი ადგილია. თქვა საბამ და უეცრად შმაგიმ წამოიყვირა.
-ოპაააა, ბაჩო შენ მართალი ხარ აი მათი ვილაც, მაგრამ აქ სად უნდა დავიმალოთ რომ ვინმემ არ შეგვამჩნიოს.
-ძაღლის ხმაც ისმის, მაგათ დაგეშილი ძაღლები ეყოლება და ფრთხილად უნდა ვიყოთ.
-სისხლის სუნს მისდევს ის ძაღლები......
-გააჩერე, გააჩერე. საბამ მანქანა გააჩერა და ბაჩოს შეხედა.
-რა მოხდა, რა დაინახე.
-უკან დაიხიე და აი იმ ტუპიკში შედი, დამალული ადგილია ბნელი და მანქანა იქ დავტოვოთ. ორი გადავიდეთ და გავიგოთ რა ხდება, ერთი აქ დარჩეს და რომ რამე ამუშავებული მანქანით უცებ გავალთ.
-ბაჩო შენ დარჩი აქ რადგან ჩქარა ვერ ივლი, მანქანის წაყვანას კი შეძლებ.
-საფრთხეს იგრძნობთ და უკან ბრუნდებით, ტელეფონზე ერთი ზარი და მეც მზად ვიქნები. წავიდნენ, ბაჩო ნერვიულობდა, მაგრამ საბამ მანქანა სადაც დააყენა კარგად მოათვალიერა ის ადგილი, რამდენიმე მეტრი გაიარა და ერთი პატარა ხის ქოხიც იპოვა სადაც უამრავი იარაღი ჰქონდათ გადამალული. არავინ არ იდგა ქოხთან და ვიდეო გადაიღო, რომელიც ალექსანდრეს გადაუგზავნა. საბა და შმაგი ვილასთან ახლოს მივიდა, ერთი მცველი შმაგიმ მიაძინა, იქვე ძაღლი ყეფდა გაუჩერებლად და ფეხებით მიწას პოტნიდა.
-ძაღლი დაბმულია და რატომ დააბეს, ნუთუ გვითვალთვალებენ და სამივეს ერთად დაგვხოცავენ?
-აუშვათ ძაღლი და მივყვეთ სად მივა. საბამ ძაღლს მოეფერა და აუშვა, ძაღლმა ორივეს დაუყეფა თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი უთხრა მათ და გაიქცა, ორივე მას მიყვა უკან და სულ მალე მივიდნენ ადგილზე სადაც ძაღლმა ფეხებით მიწის თხრა დაიწყო.
-საბა აქ რაღაც არის, ძაღლმა იცის აქ რაც მოხდა.
-უნდა ვნახოთ და შემდეგ ალექსანდრეს დაურეკოთ. საბა ძაღლს დაეხმარა და მიწა როგორც შეძლო გადაჩიჩქნა, მაგრამ უეცრად ფეხზე წამოხტა და შმაგის შეხედა.
-კარგად გაიგო ბაჩომ აქ მიცვალებულია.
-სახლში შევიდეთ და ვნახოთ იქ რა ხდება, ბაჩოს დაურეკე. საბამ ბაჩოს დაურეკა და უთხრა.
-რა ხდება შენსკენ, შეამჩნიე რამე უცნაური?
-აქ ქოხი ვიპოვე საბა და იარაღი აქვთ უამრავი.
-აქ მიცვალებული ვიპოვეთ, ყარს აქაურობა და სახლში რა ხდება არ ვიცით.
-ალექსანდრეს დაურეკავ და მოვლიან, აქ დიდი საქმე გაიხსნება საბა.
-მიდი დაურეკე და უთხარი უხმოდ მოვიდნენ სირენების გარეშე, ჩუმად უნდა დავადგეთ თავზე.
-რამდენი არის შეძლებ დაითვალო?
-სახლში მოძრაობა შეინიშნება, მაგრამ რამდენი არიან ვერ გეტყვი.
-მათ იარაღი აქვთ, საბა არ გაბედო სახლში შესვლა. ორი საათი დასჭირდა ალექსანდრეს ბაჩოსთან მისულიყო, ბაჩომ პირველად ქოხი აჩვენა და ალექსანდრემ თქვა.
-არ მომწონს ეს სიწყნარე, ასე თავისუფლად რომ მიუახლოვდით ეს საფრთხილოა, სადღაც ხაფანგი აქვთ. ნელა ნელა სახლთან მივიდნენ, სახლთან ახლოს შმაგი და საბაც იპოვა და ყველამ ერთად სახლი ალყაში მოაქცია, შმაგიმ რამდენიმე პოლიციელი იქ მიიყვანა სადაც მიცვალებული იპოვეს, ალექსანდრე რამდენიმე პოლიციელთან ერთად აივანზე ავიდა და კარზე დააკაკუნა, შიგნიდან სიჩუმე დადგა, მაგრამ რამდენიმე წუთში კარი გაიღო და ალექსანდრეს წინ უცხოელი დადგა, პოლიცია სახლში შევიდა და გაოცებული უყურებდა ერთად მწოლიარე ახალგაზრდებს, რომლებიც წამლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
-ყველა აიყვანეთ, ოთახები შეამოწმეთ. გასცა ბრძანება ალექსანდრემ.
-ყველა ავიყვანეთ, მაგრამ სახლი სუფთაა კომისარო.
-სარდაფში ჩადით, მთავარი ვინც არის აქ არ იქნება მან გაგვასწრო საბა.
-ამიტომ შემოვედით თავისუფლად.
-რა თქმა უნდა, სხვა გვარად ეს ადგილი ბრძოლის ველს დაემსგავსებოდა, მაგრამ უნდა გავიგოთ ვინ არის ამ ბუდეში უფროსი, ვისი არის ეს ვილა.
-გავიგებთ, უფროსო ყველაფერს გავიგებთ.
-კომისარო წამობრძანდით ეს უნდა ნახოთ. ალექსანდრემ საბას შეხედა და ბაჩოსთან ერთად გავიდა, სარდაფში რამდენიმე მცირე წლოვანი ბავშვი იყო და რამდენიმე მიცვალებული სადაც საშინელი სუნი იდგა.
-ღმერთო ეს რა უბედურებაა, ბავშვები არიან......
-დაუძლურებულები არიან უჭმელობით კომისარო. ვილასთან რამდენიმე სასწრაფო გაჩერდა და ასევე ტელევიზია, ახალი შემზარავი ამბავი ყველა არხზე გავიდა პირდაპირ ეთერში.
-დაადგინეთ მიცვალებულების ვინაობა, ეს რა სადისტობაა, როგორი არა ადამიანი უნდა იყო ბავშვებს ასე რომ მოექცე. აღშფოთებული იყო ალექსანდრე ნანახით და ნერვებს ვერ იმორჩილებდა, დაძაბული და რთული ღამე იყო ყველასთვის, ბაჩოს შეხედა და უთხრა.
-არ ვიცი გისაყვედურო თუ შეგაქო, მაგრამ მაინც შექებას იმსახურებ, შენით მივაკვლიეთ ამ დიდ საქმეს და გადავარჩინეთ ეს პატარები. ილია ქაღალდებს ამოწმებდა რომ უეცრად ტელევიზორში ნაცნობი გარდაცვლილის ვიდეო აჩვენეს და ტელევიზორს ხმა აუწია.
-მალვინა ლეკიშვილი გარდაცვლილი იპოვეს თავისივე ბინაში, გარდაცვალების მიზეზი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებია, რომლებიც სასიკვდილო აღმოჩნდა. ძიება გრძელდება, იმედი მაქვს გამოძიება სწორ მიმართულებას გაყვება და იმკვლელს იპოვის. ილია ანერვიულდა და კაბინეტიდან გავიდა.
-გავდივარ და ორ საათში დავბრუნდები. ინდირამ გვიან შეხედა მიმავალ ილიას და ქეთასთან შევიდა.
-სად წავიდა, დაბრუნდება?
-თქვა დავბრუნდებიო, მაგრამ ძალიან ანერვიულებული იყო და არ ვიცი დაბრუნდება თუ არა. ინდირა ილიას კაბინეტში შევიდა და შეხედა კომპიუტერი ჩართული დარჩენოდა ილიას რომელიც უცნაურად მოეჩვენა და გადაწყვიტა შეემოწმებინა, ინდირამ მიმოწერებიც შეამოწმა და საინტერესო მიმოწერები ამოიღო, ასევე ვიდეოსაც შეხედა რომელმაც დააფიქრა და ქეთის მიუბრუნდა.
-რასაც ვეძებდით უკვე ხელთ გვაქვს, რამდენ რამეს ინახავს კომპიუტერში ამ ფაქტებს ყველას მის წინააღმდეგ გამოვიყენებ.
-კარგია რომ ხელთ გვაქვს მნიშვნელოვანი ჩანაწერები.
-ქეთა რას ფიქრობ, აქვს ილიას რამე კავშირი ამ მკვლელობასთან?
-ვერაფერს ვიტყვი გარდა იმისა რამდენჯერაც შეხედა ამ ვიდეოს ყოველთვის ანერვიულდა.
-უნდა ვიპოვო ვინ იძიებს ამ მკვლელობას. ილია მანქანით მიდიოდა, რომ პოლიცია აედევნა და შეშინებულმა სვლა შეანელა, პოლიციამ ნიშანი მისცა გვერძე გადაეყენებინა მანქანა და ისიც მიდგა გვერძე.
-რა მოხდა, რამე წესი დავარღვიე?
-შემოწმებაა და ყველას ვამოწმებთ. ილიამ საბუთები მისცა, ერთ ერთმა პოლიციელმა სახეზე დააკვირდა და მკაცრად უთხრა.
-გადმოდი მანქანიდან. ილია შეშინებული უყურებდა და მანქანის კარი გააღო, პოლიციელმა ორივე ხელი გადაუგრიხა და უთხრა.
-იმედია ვცდებით და მკვლელი არ ხარ თავად კანონის დამცველი.
-რა მკვლელი, დიდ შეცდომას უშვებთ. ინდირა ტელეფონით ხელში იჯდა და ზარს ელოდა, როგორც იქნა სასურველი ზარიც დაფიქსირდა.
-დავალება შესრულებულია, ნაცნობი სახე გავაჩერეთ და შეშინებულია, ასევე დაბნეული.
-რაც შეიძლება შეაყოვნეთ, ჩამიგდე ლოკაცია სად ხართ გაჩერებული. ინდირამ ჩანთა აიღო და იქვე მდგარ ვახოს უთხრა.
-გავდივარ და შესაძლებელია დავბრუნდე.
-მიხედე შენს საქმეს და ბაჩო მომიკითხე. ინდირამ ლოკაცია მიიღო და რამდენიმე წუთში მივიდა იმ ადგილზე სადაც ილია ჰყავდათ პოლიციელებს გაჩერებული, მოშორებით დააყენა მანქანა და რამდენიმე წუთი უყურებდა ილიას რომელიც უმტკიცებდა პოლიციელებს რომ ის უდანაშაულო არის.
-ილია რა საცოდავი ხარ, გიყურებ და გული მერევა შენზე.
-უნდა წამობრძანდეთ.
-სად წამოვიდე, უდანაშაულო ვარ.
-მე ნუ მეუბნებით, ადვოკატი დაგჭირდებათ. ილიამ ტელეფონი ამოიღო და ინდირას დაურეკა, ინდირამ ტელეფონი გათიშა და კლინიკაში წავიდა სადაც პირდაპირ ექიმის კაბინეტში შევიდა.
-გისმენთ, რით შემიძლია თქვენი დახმარება.
-დღეს თქვენ უნდა დამიმოწმოთ რომ თქვენი პაციენტი ქ-ნი დიანა შემოვიდა ნაცემი და უგონო მდგომარეობაში, თქვენი დაკვირვების შემდეგ აღმოაჩინეთ რომ პაციენტი არ საჭიროებს ფსიხიატრიულ მკურნალობას შემოყვანის დღიდან დღემდე.
-ამას ვერ გავაკეთებ, ეს შეუძლებელია.
-რატომ?
-თქვენ არ იცნობთ მის მეუღლეს.
-ჩვენ თქვენზე უკეთ ვიცნობთ რა არაკაცი ბრძანდება მისი ქმარი, თქვენ წარმოდგენაც არ გაქვს მის არა ადამიანობაში.
-სწორედ ამიტომ არ შემიძლია არანაირი ხელის მოწერა გავაკეთო.
-ექიმო გგონიათ არ ვიცი ვინ ხართ და რა გაქვთ გაკეთებული ამ კლინიკაში უკანონოდ, ჩემი ერთი ზარი და ყველა ვიდეო ინტერნეტ სივრცეში გავა, იქედან კი დაიწყება გამოძიება თქვენზე და როგორ დასრულდება თქვენი სიცოცხლე, თვითმკვლელობით ან გისოსებს მიღმა ნესტიან კედლებში. ექიმი დაფიქრდა და ინდირას შეხედა.
-დამიცავთ იმ შეშლილისგან?
-დაგიცავთ, პირობას გაძლევთ. ინდირამ მიიღო ექიმისგან რაც უნდოდა და მხიარული სახით დატოვა კლინიკა და ილიას ზარსაც უპასუხა.
-გისმენ ილია.
-ინდირა განყოფილებაში ვარ, ჩემს ადვოკატს აგვიანდება და გთხოვ დამიხსენი აქედან.
-მოვდივარ. განყოფილებაში მისულმა დაინახა ილია კიდევ უფრო დაპატარავებულიყო, ალექსანდრესთან შევიდა და უთხრა.
-ის მართლა მკვლელია?
-არ ვიცით, ამას გამოძიება დაადგენს. ინდირა გინდა მისი დვოკატი იყო და ის დაიცვა?
-არა, ამას არ ვაპირებ, მაგრამ მინდა დაველაპარაკო, ალექს რაღაც ეჭვები მჭამს და შემიშვი მასთან, მინდა პირისპირ დაველაპარაკო.
-ჩვენ ხელთ არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ გვაქვს და არც უფლება გვაქვს დავაკავოთ აქ მთელი ღამით, ის უკვე თავისუფალია. ინდირამ უკვე თავისუფალ ილიას შეხვდა და როცა გარეთ გამოვიდნენ თვალებში ჩახედა და უთხრა.
-რამ შეგაშინა, შენ ამბობ რომ უდანაშაულო ხარ მაგრამ დაიბენი, შეგეშინდა კიდეც და რატომ ილია.
-მე, მე, მე არ შემშინებია, უბრალოდ......
-უბრალოდ იფიქრე რომ უკვე გამოგიჭირეს.
-გამომიჭირეს? ილია სულ დააბნია ინდირას კითხვებმა და მანქანისკენ წავიდა.
-შენ მოკალი?
-მე მოვკალი, ვინ მოვკალი რას ამბობ ინდირა.
-ილია ჩემსავით ვერავინ ვერ გიცნობს, შენ ხარ მკვლელი და ეს უკვე მეორე მკვლელობაა შენგან.
-რას ამბობ მე არავინ მომიკლავს.
-სად იყავი იმ ღამით, დაამტკიცე რომ უდანაშაულო ხარ და მე დაგიცავ.
-შენ არ ხარ ჩემი ადვოკატი, ჩემს ადვოკატს ყველაფერი უთხარი რაც საჭირო იყო.
-შენი საიდუმლოც უთხარი ილია რომელსაც გულში მალავ.
-ინდირა..... მიფრთხილდი......
-მეც მომკლავ ისე როგორც ბესო მოკალი?
-მე არავინ არ მომიკლსვს.
-ქერა, რა დაგიშავა ქერამ.
-არ მომიკლავს არც ქერა და არავინ არ მომიკლავს.
-იცნობდი, არ მითრა რომ არ იცნობდი.
-ვიცნობდი, იმ დღეს მასთან ვიყავი, მაგრამ ღამის 10სთ-ი იყო რომ წამოვედი მისგან, დამიჯერე ინდირა მე ის ცოცხალი დავტოვე, გეფიცები ჩემს ადამიანობას.
-გგონია ადამიანი ხარ, ადამიანობას რომ იფიცებ?
-როგორ დაგიმტკიცო რომ მე არ მომიკლავს.
-კარგი ვთქვათ ქერა არ მოგიკლავს, მაგრამ ბესო, რა დაგიშავა ბესომ ილია.
-რას ბოდავ ინდირა.
-შენ მოკალი ბესო კიკნაძე და მე ყველაფერი ვიცი ილია.
-არაფერიც არ იცი და ვერც დაამტკიცებ.
-მაგასაც ვნახავთ, როცა ერთმანეთს სასამართლოში შევხვდებით მე ფაქტებით ვილაპარაკებ და შენ შენი ფანტაზიებით შეთხზავ მოგონილ ისტორიებს.
-შენ, შენ იყავი ჩემს კომპიუტერში შესული.
-ილია აქ კი სცდები, რადგან მე არ მჭირდება შენი კომპიუტერი, სულ სხვა გზებით დავადგინე რომ შენ და შენი მეგობარი ხართ ბესოს მკვლელი. სულ მალე იქ გნახავ სადაც თქვენი ადგილი არის, საიდანაც ვეღარავის ვერ მიწვდებით რომ ცხოვრება წაართვათ. ინდირას უკან ილიამ ალექსანდრე დაინახა და უხმოდ შებრუნდა, ალექსანდრემ კი ინდირას შეხედა და უთხრა.
-რა იფიქრე ილიას გაუცინებ და სიმართლეს მეტყვისო?
-ისედაც ვიცი სიმართლე, მაგრამ ჯერ არაფერს ვამბობ.
-საით მიდიხარ, მანქანით ხარ?
-შენთან მივდივარ ბავშვები მომენატრა და უნდა ვნახო.
-მერე ცარიელი ხელით უნდა ნახო პატარები ტორტი არ უნდა იყიდო? ინდირამ გულიანად გაიცინა და ალექსანდრეს უთხრა.
-ლილია კარგი, მაგრამ პატარამაც დაიწყო უკვე ტორტის ჭამა?
-შენ იყიდე და მე ვაჭმევ ტორტს, შოკოლადის იყოს. გინდა აგარჩევინო? ალექსანდრემ ინდირასთან ერთად იყიდა ტორტი და ორივე სიცილით შევიდა ნატასთან.
-რა გჭირთ, დალიეთ რამე?
-ტორტი მაყიდინა ბავშვებს უნდაო.
-ბავშვებზე იფიქრა თუ თავად უნდოდა, შენ როგორ მიიცალე არ დაგვიწყებია ჩვენი სახლის გზა.
-ალექსანდრემ მომიყვანა ისე ვერ მოვიდოდი.
-ვიცი, ვიცი როგორ შეეგუე ახალ ცხოვრებას.
-ნატა ბედნიერი ვარ, სად არის ლილე და ბავშვები.
-ლილე უნივერსიტეტში წავიდა დღეს, პატარას ძინავს და ლილიამ მამა დაინახა და ჩვენთვის აღარ სცალია.
-მამიკოს გოგო ჩემთან არ მოხვალ შენი ინირა მოვიდა საყვარელო. ლილიას ხმა არ ისმის, ნატა მშვიდად ზის და მზესუმზირას აკნატუნებს.
-ბავშვის ხმა არ ისმის ნატა....
-აქ ვარ ვერ მხედავ? თქვა ლილიამ და ინდირას შეხედა.
-საყვარელო რატომ ხარ მოწყენილი ან ეს რა კაბა ჩაგიცვამს მონაზონს გავხარ.
-დედამ ჩამაცა, მამა დედა დილიდან ნელვებს მიშლის.
-რას შვება? ინდირამ გაოცებულმა შეხედა ლილიას და შემდეგ ნატას.
-ნუ მიყურებ მე აგერ მამა და აგერ შვილი, საყვედური კი მამას ეკუთნის ასეთი ენა გრძელი რომ არის სულ მისი ბრალია.
-რა არის ჩემი ბრალი. ლილიამ ალექსანდრეს შეხედა და თვალები აუცრემლიანდა, ნატას კი გაბრაზებულმა შეხედა.
-ჩემი მამიკო მოიდა.
-არ დაგეკარგოს შენი მამიკო არსად. უთხრა ინდირამ და ალექსანდრეს შეხედა, შემდეგ კი ნატას მიუბრუნდა.
-ამ კაცზე რატომ დაქორწინდი, გაიძულა და იძულებით ხარ ქორწინებაში?
-ქოწინება ლა ალის? ნატამ ლილიას ხელი მოკიდა და უთხრა.
-შენი საქმე არ არის დიდების საუბრის მოსმენა, პატარა ჭორიკანა ხარ.
-მე უკვე გავიზალდე და კველაფერი ვიცი.
-რა იცი, შემთხვევით შენც კომისარი ხომ არ იქნები.
-კომუ, კომუსალი? ინდირამ პირზე აიფარა ხელი და ნატას უთხრა.
-სულ დაიბნა ბავშვი ნატა. ლილია დაბნეული უყურებდა ინდირას და ვერ გაიგო რატომ იცინოდნენ, გაბრაზებულმა შეხედა ნატას და ალექსანდრეს უთხრა.
-ჩენი ქმალი გააშუმე, გესმის?
-ვინ გავაჩუმო? ალექსანდრე გულიანად იცინოდა და ლილია გულში ჩაიკრა.
-მამიკო ცუგოს მიყიდი?
-ცუგო, ძაღლი გინდა რომ გყავდეს?
-მიდა, ძალიან მიდა და კომუსალი რომ ვიქები დაგეხალებით მე და ცუგო.
-დედიკო გესმის ჩვენს გოგოს უნდა კომისარი გახდეს, შენ თანახმა ხარ?
-არა.
-არა, რატომ? იკითხა ალექსანდრემ და ლილიამაც იგივე ითხვა დაუსვა დედას.
-ლატომ, გამოხედე ქაბატონო, ლატომ? ნატას არ უნდოდა ლილიასთვის შეეხედა, რადგან თავს ვერ შეიკავებდა და ალექსანდრეს შეხედა, ალექსანდრემ მიხვდა ნატა თავს იკავებდა რომ არ გასცინებოდა, მაგრამ თვალი ჩაუკრა და იქვე მდგარ ლილიაზე ანიშნა.
-კითხვა დაგისვა შვილმა და პასუხს ელოდება.
-იმიტომ რომ გოგოს საქმე არ არის კომისრობა, შენ ექიმი უნდა გამოხვიდე, საკმარისია ერთი კომისარი სახლში.
-მე ექიმი ვიქები და გაგსიჯავთ, წალალსაც დაგიწერთ.
-შენი გამოწერილი წამალი სიცოცხლეს დამიბრუნებს. უთხრა ალექსანდრემ და ლილია ხელში აიყვანა, შემდეგ კი ნატას მიუბრუნდა.
-ლილე სად არის, ჯერ არ დაბრუნებულა?
-არ დაბრუნებულა, დააგვიანდა. ალექსანდრემ საათს დახედა და თქვა.
-მართლაც რომ დააგვიანდა. ალექსანდრე ანერვიულდა, მაგრამ კარზე ზარის ხმაც გაისმა და ნატამ თქვა.
-მე გავაღებ. ნატა წავიდა კარის გასაღებად, კარი გააღო და კართან შეშინებული, ფერმკრთალი ლილე იდგა.
-რა მოხდა, ლილე კარგად ხარ?
-წყალი, ალექს წყალი მოიტანე ცუდად არის. ინდირამ მოიტანა ჭიქით წყალი ალექსანდრემ ხელში აიყვანა ლილე და დივანზე დასვა, შემდეგ ჭიქით წყალი მიაწოდა და უთხრა.
-მოსვი წყალი და სახეზეც მოისვი სველი ხელი, სული მოითქვი და შემდეგ გვითხარი რა შეგემთხვა. ნატამ ატირებული პატარა აიყვანა ხელში და ლილეს მიუყვანა, ლილემ გულში ჩაიკრა პატარა თითქოს მისმა სურნელმა ძალა მისცა, დამშვიდდა და პატარა ალექსანდრეს შეხედა, მაგრამ ნატამ უთხრა.
-არ გააღვიძო იძინოს, მშვიდად ძინავს.
-ვხვდები ვინც შეგაშინა, მაგრამ უკეთესია შენ თქვა რა მოხდა.
-დავინახე, პირველ კურსელ გოგონასთან ერთად იყო.
-მანაც შეგხედა, შეგამჩნია?
-შემხედა და შეეცადა ჩემთან მოსვლას, მაგრამ დავემალე და უნივერსიტეტის უკანა შესასვლელიდან გამოვედი. ცნობისმოყვარეობამ მძლია და უნივერსიტეტთან მივედი იქ იდგა და მელოდა, დარწმუნებული ვარ მე მელოდა.
-უნივერსიტეტში აღარ წახვალ, სახლში იმეცადინებ და ონლაინით მოუსმენ ლექციას. ინდირა სხვას შენ მიხედე, ჭკუა უნდა ვასწავლოთ იმ ნაბიჭვარს.
-ყველაფერს თავისი დრო აქვს ჩემო ალექს და იცი რა თქვა ცნობილმა ფრანგმა ბრძენმა სტელდელიმ ,,სიყვარული მომაჯადოებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო ის უფრსკულის პირას''......
-სტენდელი ფრანგი იყო, მაგრამ მისი ნამდვილი სახელია ,,ანრი მარი ბელი'' და ძალიან კარგი გამონათქვამები აქვს სიყვარულზე, მაგალითად ,,როცა პირველად ნებდება ქალი ფიქრობს, რომ მან მამაკაცს მთელი სამყარო მისცა, მამაკაცს კი ჰგონია, რომ მიიღო სათამაშო რომელიც მას ძალიან უნდოდა. ქალი კი ფიქრობს, რომ მარადისობა აჩუქა მის სიყვარულს, მამაკაცს კი ჰგონია მიიღო ის წუთი რომელსაც ელოდა''.
-გასაგებია, ის ისევ ეძებს სათამაშოს.....
-მაგრამ არა ლილეს, მან სხვა სათამაშო იპოვა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent