შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული! ( ნაწილი1 ) სრულად


5-03-2024, 22:25
ავტორი მერიემ
ნანახია 10 565

„სამყარო ჩემთვის სამ ნაწილად იყოფოდა: ერთი, სამყარო, სადაც მე, მონა ვცხოვრობდი და იმ კანონებს ვემორჩილებოდი, რომლებსაც, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბოლომდე ვერასდროს დავიცავდი; მეორე, ჩემგან უსასრულოდ შორეული სამყარო, სადაც შენ ცხოვრობდი, განაგებდი, ბრძანებებს გასცემდი, მრისხანებდი, როცა შენი განკარგულებები არ სრულდებოდა; და ბოლოს, მესამე სამყარო, სადაც, მორჩილებისგან თავისუფალნი, ბედნიერად ცხოვრობდნენ.“

***

უზარმაზარი სახლის გალავანთან დაახლოებით 10 მცველი იდგა. ათივეს იარაღი და რაციები ეკავა, გეგონებათ,წამიწამზე ისეთი ქაოსი დაიწყება ორივე დასჭირდებათო.
- პირველი, პირველი, გესმით ჩემი?- გაისმა უცებ რაციაში ხმა
- პირველი ვარ, მესმის, პერიმეტრზე სიწყნარეა-გაისმა პასუხიც
- ყურადღებით- ხმაში აღელვება ეტყობოდა მამაკაცს
- მიღებულია
ასე დასრულდა იმ საღამოს დიალოგი... შემდეგ კი სროლის ხმამ გადაკვეთა არემარე, ერთმანეთის მონაცვლეობით ეცემოდნენ დაჭრილი ბიჭები, მხოლოდ ერთმა მოასწრო რაციაში დაძახება
- მოვიდნენ.
გიგანების სახლს ორი შავი მერსედესი მოადგა, მანქანიდან იარაღიანი,შავებში ჩაცმული მამაკაცები გადმოვიდნენ, კუშტი მზერითა და დაუნდობელი გამომეტყველებით.
-მხოლოდ მე შევალ,-გაისმა მკაცრი ბარიტონი
- მინდა მუხლებზე დამხობილს ვხედავდე-წინ წამოიწია მირხა
- მგონი გასაგებად ვთქვი, მხოლოდ მე შევალ- მამაკაცმა კუშტი მზერა მიაპყრო მეორეს, ვეღარავინ გაბედა შეწინააღმდეგება. ასფალტზე დაცემულ მცველებს გადაუარა, კარები კი სპეციალური კოდით გახსნა
- კოდი საიდანღა იცოდა- გაისმა ისევ ჩუმი ხმა
ჯიბეებში ხელჩაწყობილი, მხრებში გამართული მიაბიჯებდა მამაკაცი. სახლის კარებთან შედგა თუ არა გაკვირვებამ გადაურბინა სახეზე, ღია იყო.
- მობრძანდი მიხეილ, გელოდებოდი, დიადი დღეებისთვის გადანახული ვისკიც კი დაგახვედრე,გეგონა მომეპარებოდი, საწოლში სულს გამაფრთხობინებდი და ასე დასრულდებოდა ჩვენი საუკუნოვანი მტრობა, რომელიც კაცმაც კი არ იცის როდის დაიწყო?- შავებში ჩაცმულს შესვლისთანავე მიმღებში დახვდა თავისივე ასაკის მამაკაცი,ვისკის ჭიქით ხელში და სევდიანი ღიმილით
- ვახტანგ, ყოველთვის ახერხებ ჩემს გაოგნებას
- შემოდი, მიხეილ, რა კარებში დამდგარხარ, შენი ფინია ძმები არ გახლიან თან?-მამაკაცი ღიმილით ათვალიარებდა შემოსასვლელს
- მხოლოდ მე და შენ ვართ,ვახტანგ, ვიცოდი გაგახარებდი ჩემი სტუმრობით და ჩემი ძმების წამოყვანით საერთოდ შეიძლება გული გაგსკდომოდა, ბედნიერებასაც ხო საძღვარი აქვს, არა?-ორივე ცინიკოსობის პიკზე იყო
- რა თქმა უნდა, ისევ მე მიფრთხილდები
- თემი ისტორიის დასრულებას ითხოვს- ვახტანგის წინ სავარძელზე მძიმედ დაეშვა მიხეილიც
- და რაო თემმა? გადაწვით და ამობუგეთ გიგანები ტვილდიანებმაო?-ისევ სევდიანად ჩაეღიმა მამაკაცს
- ვახტანგ, იმედია გახსოვს, წლების წინ, მოლაპარაკების მაგიდასთან ხელშეუხებლობის პირობა დაიდო, გუშინ კი შენმა ბიძაშვილმა ჩემს ძმაზე თავდასხმა განახორციელა, მართალია წარუმატებელი, მაგრამ ამით პირობა დაირღვა. თქვენ დაარღვიეთ ვახტანგ! ჩვენ ხო შევთანხმდით, ჩვენ ხო ვთქვით, რომ არ გვაინტერესებდა ეს საუკუნეების წინ დაწყებული უაზრო ომი და ერთ მაგიდასთანაც კი დავდეთ შეთანხმება. მე და შენ ჩვენი ოჯახების ბედნიერებისთვის არ გავწირეთ ჩვენი ცხოვრება?არ გადავხიზნეთ ჩვენი შვილები აქედან შორს?და ამის მერე თქვენ რა გააკეთეთ ვახტანგ? მიპასუხე რა გააკეთეთ?!- იღრიალა მიხეილმა და ძალით შენარჩუნებული სიწყნარე წამსვე დაენგრა
- კიდე საკითხავია ვინ დაარღვია შეთანხმება, სადავეები ხელთ აღარ გაქვს, შენს ზურგს უკან მოქმედებენ. ჰაერზე საუბარი არ გეკადრება, ტვილდიანო.- სიმშვიდეს ჯერ კიდევ ინარჩუნებდა უფროსი გიგანი
- რას გულისხმობ
- შენმა ძმებმა ომის განახლება მოინდომეს, არ გააჩერათ გამჩენმა, წინაპართ სახელით ბრძოლა ისურვეს.- ისევ გაეცინა ვახტანგს
- შენ კი გადაბრალება არ გეკადრება, გიგანო
- შენ კარგად იცი როგორ არ მაინტერესებს ეს ომი, კარგად იცი როგორ არ ვიყავი მტრობის მომხრე, ჩემი და შენი პოზიციები კი ერთმანეთს ემთხვეოდა, მაგრამ შენი ბიძაშვილების არა. პირველი თავს ისინი დაგვესხნენ, წლების შემდეგ, ჩუმად მოგვეპარნენ და ჩემი საუკეთესო დაცვის წევრები დამიხოცეს. მე და ჩემი ოჯახი გადავრჩით. ვიცოდი, შენი ხელი არ ერია და შენზე არც მინდოდა შურისძიება, მაგრამ ისიც ვიცოდი, სიმართლეს არ გეტყოდნენ. მათეს არ ასვენებს გამჩენი. ქალი თავიდან ჩემზე დანიშნეთ და მე უნდა ჩამბარდესო ყვირის მთელ სოფელში. ახლა ყველაფერი შეიცვალა მიხეილ, ისინი პასუხს აგებენ დაუმორჩილებლობისთვის და შენ ამაში ხელს ვერ შემიშლი- ვახტნგმა ისევ მოსვა ვისკი და სავარძლიდან წამოდგა-ისინი პასუხს აგებენ, მიხეილ, ჩემი გვარი არ გაჩერდება და ამ შეტევას არ გაპატიებთ- მკაცრი იყო მისი ხმა
- როგორ ვერ მივხვდი,რომ შენ არ დაიწყებდი. ჩემებმა გუშინ შემახსენეს ზავის უმთავრესი პირობა. უნდა მივმხვდარიყავი, რომ ასე წყნარად არ გაჩერდებოდნენ. მშვიდობისთვის ბოლო წერტილი მაშინ უნდა დაგვესვა, როცა მარიამი 18-ის გახდებოდა, არა? კიდე დიდხანს გაჩერდნენ. ნუღა ვწელავთ დროს- განერვიულდა მიხეილი და ვახტანგის შეთავაზებული ვისკი მოსვა- ანუ თავიდან იწყება?
- შენმა ძმებმა დაიწყეს მიხეილ, დროა ბავშვები დავაბრუნოთ- დანანებით ჩაილაპარაკა გიგანმა. ფაქტი იყო, ეს არც მას სურდა.
ცოტახანს მთლიანად სახლი სიჩუმეს მოეცვა. გიგანის კაბინეტში ორი თავჩახრილი სხეული ხმას არ იღებდა.
ორივე ფიქრებით სადღაც შორს წასულიყო, იქ სადაც მხოლოდ ამ ორს შეეძლო შეღწევა. სიჩუმე რამდენიმე წუთს, შეიძლება საათსაც კი გაგრძელდა. მერე კი მიხეილი წამოდგა და უხმოდ კარისკენ წავიდა.
- საით ტვილდიანო, საით გაგიწევია. რას ეტყვი შენს ძმებს რატო არ მოვკალი გიგანიო-მკრთალად გაეღიმა ვახტანგს
- ეს ომი არასდროს ყოფილა ჩემსა და შენს შორის,მაგრამ რატომღაც მე და შენ, მეტად დავზარალდით. მგონი დროა შვილები სამშობლოში დავაბრუნოთ.შეეშვი ამ ბრძოლას.შეეშვი, თორემ ყველაზე მეტი დასაკარგი ჩვენ გვაქვს,ჩვენი ოჯახის სახით,ვახო-უცებ შეკრთა გიგანი,რამდენი წელი იყო გასული იმის მერე რაც ტვილდიანს მისთვის ამ სახელით არ მიუმართავს.
- შენ ჩემი თხოვნის გარეშე, თავად მიხვდი რომ მათე გააუბედურებდა ჩემს შვილს და შენი საკუთარი შვილი მომივლინე მაშველად. კარგი კაცი მაინც გაზარდე, მიხო? დაიცავს ჩემს შვილს?!- ხმა გასტყდომოდა კაცს
- კარგი კაცია ალექსანდრე- განსაკუთრებული სიამაყით თქვა ტვილდიანმა.
თბილად გაეღიმა გიგანს...

***
"გტკივა და იღიმი, არ იმჩნევ არაფერს,უძლებ.გარედან გავხარ ადამიანს, შიგნიდან კი ვინ დარჩი თვითონაც არ იცი"

* * *

1980 წელი , სვანეთი.

- ნუ გეშინია ქეთევან, ცოტაც მოითმინე, სულ ცოტაც
- მტკივა, ძალიან მტკივა, მთელი 9 თვე მუცლიდან მელაპარაკებოდა, ყველაზე მოუსვენარი იყო, ახლაც რატომ მაწვალებს
- თავიდანვე ეტყობა მამას ვაჟკაცს, რომ მალევე გამაჭაღარავებს- ეცინებოდა ვახტანგს, მაგრამ ქეთევანის შეწუხებულ სახეს რომ ხედავდა ისევ სერიოზულდებოდა
- ხო კარგად იქნება ვახო, ექიმს დაუძახე, რატომ არ ჩანს, ხო არაფერს მიმალავთ ვახტანგ, ბავშვი ხო კარგადაა?
- მეორეს მაინც არ ელოდებოდე,ქეთო, ნუ იქცევი გამოუცდელი მშობელივით,კარგი რა, უბრალოდ ონავარამ ცოტა კიდევ მელოდონო და იგვიანებს- ამხნევებდა ვახტანგი მთელი შემართებით, ნუ რაც შეეძლო
- ვაიმე დამეწყო, ვახტაანგ, დამეწყო

1980 წლის 24 აპრილის სუსხიანი დილა იდგა… გაზაფხულს თამამად შემოეღო კარები, ბინაც კი დაედო სვანეთის ყველა კუნჭულში. თებდებოდა კიდე ერთი დღე და იბადებოდა კიდევ ერთი ახალი სიცოცხლე…
ვახტანგ გიგანი იარაღ მომარჯვებული იდგა თავისი უზარმაზარი სახლის აივანზე… ელოდებოდა თავისი მეორე ვაჟკაცის დაბადებას, რომ გაესწროლა და გაეგო მთელს მოსახლეობას მემკვიდრის მოვლენა.
- უკვე 4 საათია წვალობს ქეთევანი- ბოლთას სცემდა ნერვიულად მეორე გზის მომავალი მამა და ცოლ- შვილზე ნერვიულობას არ წყვეტდა
- ძლიერი ქალია, ვაჟკაცის გაჩენა ასეთი მარტივი როდია- იცინოდა ნუგზარი
- სხვა ბებია ქალი ხო არ მოვიყვანოთ?- კითხვების დასმას არ წყვეტდა ვახტანგი სანამ ბავშვის ტირილის ხმა არ გაიგო. ის- ის იყო ბედნიერებისგან იარაღი უნდა აეღო ხელში ბებია ქალი შეშლილი სახით რომ გამოვარდა ოთახიდან.
- არ გაისროლო, გოგოა!- საბედისწერო სიტყვებმა მოქუფრა გაზაფხულის ლამაზი დილა
- როგორ თუ გოგოა- ღიმილი შეჰყინვიდა გიგანს.
- გოგოა, შეეშალა გამომთვლელს- მომასწავლებელმა საფრთხემ ხმა ჩაუხლიჩა ქალს.
- ღმერთო კი გვიშველე, რას ამბობს ეს ქალი, მარიამ- დაიყვირა დის სახელი კაცმა და ერთ დაძახებაზე რომ არ გასცა ხმა მეორეს მესამე მიაყოლა. მანამდე ყვიროდა სანამ მისმა ბოლო იმედმა არ გააღო კარი და ბავშვთან ერთად არ გამოვიდა
- გოგოა- მარიამის ცრემლიანმა თვალებმა და აკანკალებულმა ხელებმა თავისი თქვეს…
24 აპრილის დილას არ გაუსვრია გიგანების სახლიდან იარაღს, ეს უკვე იყო რაღაც ცუდის ნიშანი…
თქვენი მობრძანება როგორ აღნიშნეს თქვენს ოჯახში?! თქვენი დაბადებაც, ჩუმი, უსიტყვო და თავიდანვე საბედისწერო იყო?! თუ კი, ვწუხვარ…
იარაღი იქვე მოაჯირთან მიაყუდა, ობლად ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა და თავისი გოგო სიფრთხილით გამოართვა დას…
- ანუ გოგო ხარ მამი, ანუ დაბადების წამებიდან ვიწყებთ ბრძოლას. მარტო არ დაგტოვებთ, მამი. მარტო არ დაგტოვებს შენი მამა.- უკვე დაუკითხავად სცვიოდა ცრემლები უფროს გიგანს…
რას დასტიროდა?! იქნებ თავის ბედს?! იქნებ, თავისი ახალ შეძენილი ჩვილის უკვე გადაწყვეტილ მომავალს?!
გიგანებს გოგო ეყოლათო სისხამ დილით ხმამ გაიელვა თითქოს ყველა ოჯახის კართან… გოგოაო… საწყალიო… არგაახარებენ ტვილდიანებიო… ლატავრას ბედის გოგოაო… ეს რა დღე დაუდგა დემეტრესო. ხმა არ ჩერდებოდა, პირიქით ყველა ოჯახის კართან მიაღწია… არც ტვილდიანების კარი დატოვა ისე.
- გოგოა- ხმადაბლა გაიმეორა მიხეილმა, თითქოს ამით დამალავდა ამ ამბავს და თითქოს ამით დაიცავდა ვახტანგს.
გიგანებს ვეღარ გაეგოთ რა ექნათ, ვახტანგმა გამოაცხადა,მორჩეს ტირილი და როგორც წესია ისე შევხვდეთ ჩემს გოგოსო. არავის დაანახა გვარის მეთაურმა ის შიში, რომელიც მანამდე არასოდეს ეგრძნო…
მალევე შემოვარდა ოთახში უფროსი გიგანი.
- მითხრეს დაიკოაო, მართალია მამა?
- კი, ჩემო ვაჟკაცო, ჩვენს საგიჟეთს ფერია შემოემატა
- რა დავარქვათ მამი?- მოსვენებას კარგავდა თორნიკე
- მარიამი, მარიამი დავარქვათ. არა, ქეთევან?!
- ჩემს ლამაზ მულს ძალიან გაეხარდება- ეღიმებოდა ქალსაც. ზუსტად ამ დროს დაურეკეს ვახტანგს, გოგონა დედას მიუყვანა და ზარს უპასუხა
- გისმენთ
- გოგონა შეგძენია, გილოცავთ ვახტანგ... დარწმუნებული ვარ ჯერ ვერც გაიაზრე ეს რას ნიშნავს, მაგრამ ამისთვის კიდე ბევრი წელი გექნება წინ- ამაზრზენი იყო კაცის ტონი
- გაბედე და ბედნიერ წუთებში დამირეკე,ესეიგი თავი მოგბეზრებია, ასჯერ გითხარი გაქრი და მოშორდი ჩემს ოჯახსთქო, მაგრამ ეგეც ვერ გაგაგებინე. ცოტახანში მოგხედავ, დამელოდე. დამელოდე, მირხა ტვილდიანო- კბილები სიმწრისგან ერთმანეთს დააჭირა უფროსმა გიგანმა.
უზარმაზარი სახლი ლამაზად მოერთო უფროს მარიამ გიგანს. აშკარად, ეტყბოდა ძმისშვილის დასახვედრად ძალები არ დაუზოგავს. თორნიკე კი ჩვეული მოუსვენრობით ელოდა დაიკოს. მარიამს უკვირდა, რატომ გააძლიერა ვახომ დაცვა სახლის გარშემო, მაგრამ ძმა ზედმეტი კითხვებით არ შეაწუხა.
მოკლედ, მიიღეს პატარა გიგანი დიდი ემოციებითა და ცერემონიებით, მხოლოდ ვახტანგს დატყობოდა სევდა თვალებში, თითქოს რაღაცას ელისო.
- ვახტანგ, რაღაც მოხდა და არ გვეუბნები- ქეთევანმა მულთან ერთად დაიმარტოხელა მეუღლე
- მალე თემის შეკრებაა და საბოლოო განაჩენს გავიგებთ- ძლივს წარმოთქვა მამაკაცმა. აღარცერთს იმ დღეს ამ თემაზე ხმა აღარ ამოუღიათ.
მეორე დღეს, ჯერ კიდევ ბინდი გადაკვროდა სვანეთს, ორი საგვარეულო სრული შემადგენლობით რომ ისხდნენ ბერდიას წინ.
- რამდენიმე წლის წინ, ჩვენ ვთქვით რომ როცა ვახტანგს ეყოლებოდა ქალიშვილი მაშინ თავიდან შევიკრიბებოდით უკვე საბოლოო განაჩენით. ვახტანგს რამდენიმე დღის წინ შეეძინა მარიამი. გიგანების გვარის მეთაურის ქალიშვილი უნდა მისთხოვდეს ტვილდიანების ვაჟიშვილს. ვინაიდან, მიხეილი და მირხა გვარს ერთად მართავენ და მირხას ასაკით უფროსი ვაჟი ჰყავს, მათეზე დავნიშნოთ
- ძალიან კარგი, მათე ნამდვილი ვაჟკაცი იზრდება და დამიჯერე, ღირსეული ქმარი იქნება შენი შვილისთვის- მირხას ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე
კარგად ახსოვდა ვახტანგს, მიხეილს და იქ მყოფ ყველას, წლების წინ მირხას დადებული პრირობა, რომ გაანადგურებდა გიგანების გვარის მატარებელ ყველა ქალს.
ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა ვახტანგმა, მის მზერაში არსებულ სასოწარკვეთას მხოლოდ მიხეილი თუ დაინახავდა.
- ალექსანდრე მოიყვანს ვახტანგის გოგოს ცოლად, როცა ამის დრო დადგება- მიხეილის სიტყვებმა ყველას გაოცება გამოიწვია
- რას ქვია ალექსანდრე მოიყვანს- არ მოეწონა მირხას ახალი იდეა
- ის რომ მათე დიდია, ვერ უარჰყოფს ფაქტს, რომ გვარის კანონიერი მეთაური მე ვარ და ჩემი შვილი მიიყვანს საქმეს ბოლომდე- შეუვალი იყო კაცი.
- მათე 10 წლისაა, დაბადებიდან იზრდება იმ მენტალობით, რაც საჭიროა რომ ჰქონდეს განაჩენის აღმსრულებელს და ორ გვარს შორის მშვიდობის მომტანს. ალექსანდრე ვერ შეძლებს, მიხეილ- არანაკლებ შეუვალი იყო მირხა.
- რას ვერ შეძლებს, მირხა. რა ასწავლე და ჩაუნერგე შენ ასეთი მათეს. რა ვერ უნდა შეძლოს ალექსანდრემ, ქმრობა?- ზუსტად იცოდა მიხეილმა თუ რას გულისხმობდა მისი ძმა. საკმაოდ კარგად იცნობდა მის ზრახვებს. იცოდა, არ გაახარებდა არც ის და არც მისი შვილი ქალ გიგანს.
ვახტანგი სხეულით მაგიდასთან, ფიქრებით კი მის ჩვილთან იყო. მისი მომავალი წყდებოდა. ბავშვის, რომლის ბედსაც გარდაუვალი ტკივილი ელოდა. რა მამა იყო ის?! რა კაცი იყო ან რა მეთაური?! შვილს ვერ იცავდა!!! იცოდა სხვა გზა არ ჰქონდა, მეტ მსხვერპლს ვეღარ ანახებდა თემს…
- ალექსანდრეზე დავნიშნოთ- ხმა ძლივს ამოიღო კაცმა
- ბერდია, ეს არაა სწორი- არ ცხრებოდა მირხა
- ვაცხადებ და საბოლოოა განაჩენი. აღარანაირი იარაღი, აღარანაირი მსხვერპლი ან არ შესრულება ახლა თქმულის! დანიშნეთ ალექსანდრე და მარიამი- ხელი მკაცრად დაარტყა მაგიდას და ოთახი დატოვა ბერდიამ.
- გგონია ასე გადაარჩინე?- სამარისებრი სიჩუმე მირხას ყვირილმა დაარღვია.
- არავინ გაიჭაჭანოს და არც კი გაიფიქროს განაჩენის არ შესრულება. ხელი არ დაედოს არცერთ გიგანს და ასევე პირიქით. როცა მარიამი გახდება 18 წლის შედგება ქორწილი.- მიხეილმა თითქოს წერტილი დასვაო
- ლატავრას რომ სჭირდებოდი სად იყავი მიხეილ?!- როგორც ყოველთვის მაშინაც შეუფერებელ დროს ახსენა მისი და
- ნეტა ლატავრა მართლა გადარდებდეს, მირხა.- აღმოხდა ვახტანგს.
მალევე დაიცალა ოთახი, მაგიდასთან მხოლოდ ორი ძველი მეგობარი იჯდა თავჩახრილი.
- მადლობა, მიხეილ- ტკივილი ამოაყოლა ხმას ვახტანგმა
- ვერ გავიმეტე მარიამი მათესთვის- არანაკლებ სევდიანი ჰქონდა ხმა
- შენ? შენ აღზრდი კარგ ვაჟკაცს ჩემი შვილისთვის, მიხო?- მუდარას უგავდა სიტყვები
-აღვზრდი და იმედია ერთ დღეს არ მისაყვედურებს იმ მახვერპლისთვის რის გაღებასაც მისგან მოვითხოვ.
- მარიამს აქ ვერ გავაჩერებ, არმისცემენ მოსვენებას. მირხა აუცილებლად გამიუბედურებს შვილს. უნდა გავუშვა საზღვარგარეთ. ისწავლის, იქ აღიზრდება სასახელო ქალი.- იმედის ნაპერწკლები გაჩნდა კაცის თვალებში
- საზღვარგარეთ ნამყოფს უფრო გაუჭირდება ამ რეალობაში ცხოვრება, კარგად დაფიქრდი, ვახტანგ.- არ მოეწონა მისი იდეა
- აქ შიშში ცხოვრებას სჯობს რეალობა ცოტახანს არც იცოდეს. მადლობა, მიხეილ. - ფეხზე წამოდგა და თავის დაკვრით დაემშვიდობა ერთ დროს ყველაზე ახლო ადამიანს.

"ნეტავ შეიძლებოდეს, ერთ დღეს გავიღვიძოთ და ყველაფერი რაც ცუდი მოხდა აღარ გვახსოვდეს"

* * *
18 წელი გასულიყო თემის საბოლოო შეკრებიდან. 18 საშინელი წელი გვარის მეთაურებისთვის… ხელშეუხებლობის პირობას არავინ არღვევდა. ელოდნენ როდის დაარღვევდა ვახტანგი შეთანხმებას, რომ საწადელი და სანატრელი დაპირისპირება განახლებულიყო.
სამშობლოსგან, ნათესავებისგან თითქმის მოწყვეტილებმა ამ საშინელი გადაწყვეტილებით იცხოვრეს. ყველაფერი ისე მიდიოდა როგორც დაგეგმეს. მარიამი თავის მამიდასთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობდა, რომელთაც ხშირად აკითხავდათ ოჯახი. მარიამი წარმატებული მოსწავლე,პერსპექტიული, მხიარული და უზომოდ ლამაზი გოგო გახლდათ. მამიდაზე ამოსდიოდა მზე და მთვარე, მშობლებს და ძმასაც ხშირად ნახულობდა, რამდენჯერმე ეწვია კიდეც სამშობლოს, მაგრამ ვერასდროს ხვდებოდა რატო ხდებოდა ეს ნათესავებისგან მალულად, ვიზიტების დროსაც კი სახლში იჯდა და ნორმალურად სამშობლოს მონატრებას ვერც იკლავდა.ვერც იმას იგებდა რად უნდოდა საფრანგეთში დაცვის თანხლებით სიარული, მაგრამ მის შეკითხვებს არავინ პასუხობდა, ყველა ეუბნებოდა რომ როცა ამის დრო მოვიდოდა გაიგებდა...
თაყვანისმცემლები არ აკლდა,მისი ღიმილი თითქოს გაჯადოებდა, ირგვლივ გულგრილს არავის ტოვებდა. მარიამის გული კი მხოლოდ ერთს, მის კლასელს ეკუთვნოდა. გიორგი მისთვის, ამ მკაცრი ცხოვრებისგან მიღებული თავშესაფარივით იყო.მამიდა მის აღზრდაში მთავარ როლს ასრულებდა, სწორედ ამიტომაც აღმერთებდა მას, მაგრამ არაფერი იცოდა გიორგის შესახებ, იმიტომ რომ ამ თემას ყოველთვის მკაცრად უდგებოდა და ეუბნებოდა, რომ გიორგი მისი ცხოვრების დროებითი მეგზური იყო. თორნიკესთანაც საოცარი ურთიერთობა ჰქონდა, ხშირად სტუმრობდა ბიჭი და მამიდასაც ერთად აგიჟებდნენ, მაგრამ მარიამი რაც უფრო იზრდებოდა მით უფრო მეტი კითხვა უჩნდებოდა და რაც უფრო იზრდებოდნენ მით უფრო მცირდებოდა თორნიკეს ვიზიტების რაოდენოდა...მამის საქმეებს იბარებდა და ყველაფერში ერკვეოდა.
რაც შეეხებათ ტვილდიანებს, სწორედ ისეთი აღზარდა ნანუკამ ბიჭი, როგორიც მათ ოჯახს შეეფერებოდა. ალექსანდრე ძალიან ჭკვიანი, ტიპური სვანი იყო. მასზე ამყარებდა მიხეილი ყველა იმედს. ქალთა მმუსვრელს ეძახდა პატარა დაიკო,ლიზა.მისი მკაცრი ნაკვთების მნახველი გოგონების ურიცხვი არმია მუდამ აქტუალური იყო ოჯახში სასაცილო თემად. რაც ბიჭს არ მოსწონდა და ამ დროს ნამდვილ სვანს ემსგავსბოდა.

* * *
იტალია, მილანი. 20 მარტი
- დედა და მამა დიდიხანს შემორჩნენ სამშბლოში, არა, სანდრო?- საყვარელ პიჟამოებში გამოეცხადა ლიზა ძამიკოს საძინებელში
- მამამ ხო თქვა, შეიძლება საქმეები გამიგრძელდესო- ჩვეულ სიმშვიდეს არ კარგავდა ალექსანდრეც
- ბოლოს დედას კარგი ხმა არ ჰქონდა, სან, ვნერვიულობ მათზე- კვლავ მოუსვენრად იყო ლიზა
- უბრალოდ ისევ ემოციურ ნოტაზე ხარ, დაიკო- ეცინებოდა სანდროს დის რეაქციებზე
- აი სანდრო, მამა რეკავსს- სასწრაფოდ ტელეფონს მივარდა გოგონა
- მამა, როგორ ხართ, რამდენი ხანია არ დაგირეკიათ, დედა როგორაა- მიაყარა ანერვიულებულმა გოგომ
- სანდრო მალაპარაკე, ლიზა-უჩვეულოდ აღელვებული იყო მამაკაცი
- მამა მშვიდობაა?
- სანდრო დამალაპარაკე,ლიზიკო-
სახეწაშლილმა ლიზიმ აკანკალებული ხელით მიაწოდა ძმას ტელეფონი
- გისმენთ- უპასუხა გაკვირვებულმა სანდრომ
- ჩემო ბიჭო, მოკიდე შენს დას ხელი და სასწრაფოდ დაბრუნდით საქართველოში
- მამა, რა ხდება?- აღელდა სანდროც
- სანდრო, დროა შვილო. უკვე დროა- საკმარისი აღმოჩნდა მამის სიტყვები, რომ მიმხვდარიყო რას ეხებოდა საქმე.ტელეფონი გათიშა
- ჩაალაგე, მოემზადე, ლიზა, სამშობლოში ვბრუნდებით


* * *
საფრანგეთი, პარიზი. 18 მარტი

- უკვე გვიანია, სახლში უნდა დავბრუნდე, გიორგი- ღიმილით შესციცინა მარიამმა ბიჭს
- იქნებ ცოტახანს კიდევ ვიყოთ- ვერ წყდებოდა ბიჭი მათ წინ გადაშლილ ხედს და საოცარ ჰარმონიას
- მამიდა მელოდება, ხო იცი ინერვიულებს- გოგონას ისევ ეცინებოდა გიორგის რეაქციებზე
- და საერთოდ მარიამ როდის უნდა დაელაპარაკო მამიდაშენს ჩვენზე ,მერე კი შენს ოჯახს- ისევ წყენით შეეხო ბიჭი მათ ხშირად საკმათო თემას
- მალე გიორგი, ძალიან მალე- ისევ აკოცა გოგონამ განაწყენებულ ბიჭს
- კარგი წავიდეთ- ისიც მალევე მოლბა
- ხვალ გნახავ?- საჭესთან მოთავსებულმა მეორე ხელი გოგონას მოკიდა
- ყველანაირად ვეცდები. ამ ბოლო დროს მამიდა ცოტა აღელვებულია. რაღაც აწუხებს და არ მეუბნება.- გოგონა ისევ ფიქრებს მიეცა
- მარიამ, მოვედით უკვე. დაგეხმარო თუ აძვრები თვითონ გალავანზე- ეცინებოდა ბიჭს გოგოს ოინებზე
- თვითონ, გეთაყვა. პირველია, მეორე თუ მეექვსე- ეცინებოდა მასაც.
- ფია მომიკითხე და მადლობა გადაეცი, მაჭანკლობა დაუფასდება- ორივე ერთ ხმაში იცინოდა.
მარიამი ჩუმად გადაძვრა დაქალის სახლის გალავანზე, შემდეგ მის სახლში შეიპარა.
- როგორც იქნა მოხვედი, ძალიან ვინერვიულე. მამიდაშენმა დარეკა და აბაზანაშიათქო ვუთხარი
- კარგი, მადლობა და გიორგიმ დაგიფასდებაო- ეცინებოდა ბიჭის დანაბარებზე და ცოტახანში წინა კარიდან ისე გავიდა ვითომც არაფერიო
- აბა წავედით ბიჭებო?- დაცვას შემოუძახა და ჩვეული სიმშვიდით სახლისკენ გასწია.
გზაში გული აფორიაქებული ჰქონდა, რაღაც მოსვენებას არ აძლევდა. უამრავმა ფიქრმა გაუელვა თავში.
- მაიკლ, მამიდას როდის ესაუბრე ბოლოს?- უკვე მესამე უპასუხო ზარის შემდეგ ვეღარ მოისვენა მარიამმა
- 2 საათის წინ.-დაეჭვდა მაიკლიიც მარიამის დაეჭვებულ კითხვაზე და დაცვის სახლში მყოფ წევრებს დაურეკა.არცერთმა არ უპასუხა. მოსვენებას მაიკლიც კარგავდა. სახლს მალევე მიუახლოვდნენ.
- კარი ღიაა, მაიკლ. მამიდაა- იყვირა გოგონამ და სწრაფად სახლისკენ გაიქცა
- მარიამ, გაჩერდი. ჯერ მე შევალ- დაედევნა მაიკლიც
- მამიდა- ყვიროდა გოგონა როცა შესასვლელთან დაგდებული ორი დაცვის წევრი დაინახა
- ღმერთო, მამიდა, სად ხარ. მამიდა- ყვიროდა ისევ გოგონა და გაგიჟებულმა მისი ძებნა მეორეე სართულზე დაიწყო
- ჯეიმს სასწრაფოს გამოუძახე, ჩქარა- ყვიროდა მაიკლი სამზარეეულოდან. მარიამს წამსვე მოეკეცა მუხლები, მაგრამ სირბილით დაეშვა კიბეებზე
- დაჭრილია, პულსი სუსტად უცემს, სისხლი სდის, სასწრაფოს გამოუძახეთ. ყვიროდა ბიჭი და პირველად დახმარებას უტარებდა სამზარეულოში წაქცეულ ქალს. პულსი თანდათან სუსტდებოდა, ალბათ გულიც წყვედტა მუშაობას... ალბათ...

"გრიგალს თავს რომ დააღწევ, ისევ ის აღარ იქნები. აი, რა არის ქარიშხლის აზრი"

***
თბილისი. 23 მარტი

სვანეთის აეროპორტში სპეც რეისი დაეშვა. გარშემო უამრავი ადამიანი შეკრებილიყო, ყველა შავებში შემოსილი. მარიამ გიგანი გამოვიდა პირველი, უკან დაცვის წევრები მოყვებოდნენ. ხარბად შეისუნთქა სამშობლოს ჰაერი, თვალი მოავლო მკაცრ მთებს, რომელთაც ჯერ კიდევ თეთრი სამოსი შემოკვროდათ, შემდეგ კი თვალი მის წინ შეკრებილ ნათესავებს მოავლო, რომელთა უმეტესობას არც კი იცნობდა. ვახტანგი ადამიანსაც კი არ გავდა.
მარიამი კიბეებთან შედგა და მანამ არ გადაკვეთა ბარიერი სანამ მამიდის უსულო სხეულს ყველა საჭირო პროცედურა არ ჩაუტარდა. ცდილობდა გული არ წასვლოდა, ცდილობდა ძლიერად მდგარიყო...
- აქედან ერთად წავედით, მარო,ახლა ერთად დავბრუნდეთ-ჩაჩურჩულა გოგონამ უსულო სხეულს და ოჯახის წევრებისკენ წავიდა
- მარიამ, შვილო- ამოიტირა ქალმა
- ეს რისი გადატანა მოგიწია, მოგიკვდეს ბიცოლა- ამოიტირა ლექსოს ცოლმაც. ვახტანგს კი თითქოს სიტყვები გამოელიაო, თითქოს სამყარო გაჩერდაო , თითქოს სიზმარიაო... ხან დის ცხედარს უყურებდა ხან კი თავის ერთადერთ ქალიშვილს. ეს მის თავს არ ხდებოდა, არ შეიძლებოდა ვახტანგს ეს დამართნოდა. ვახტანგს, რომელმაც თითქმის ყველაფერი გათვალა. ვახტანგს , რომელმაც ბოლომდე იბრძოლა ოჯახის გადასარჩენად. ეს მის თავს ხდებოდა? განა დაიმასახურა ასეთი სასჯელი? განა ასე შეიძლებოდა ტკენოდა? მათი უსაფრთხოებისთვის არ გადახვეწა ისინი საფრანგეთში? ნუთუ ეს განშორებაც ამაო იყო?!ვახტანგს მარო აღარ ჰყავდა,თავისი მარო... და კი ჰქონდა ახლა რაიმეს ფერი?!
მარიამის ცრემლები თავად იკვლევდნენ გზას. ყველას მექანიკურად მოეხვია. მხოლოდ თორნიკეს მიეკრო დიდხანს, მხოლოდ თორნიკე ეიმედებოდა ამ დროს. თორნიკესთან ეძებდა ნუგეშს და პასუხებს. ძმა ეგულებოდა თავშესაფრად
- წავიდეთ, ყველა პროცედურა დასრულდა, სახლში წავიდეთ-ძლივს ამოთქვა სიტყვები ვახტანგმა.
სახლი? სად იყო მარიამის სახლი? მისთვის ეს უბრალოდ ადგილი იყო, რომელსაც ჩუმად სტუმრებოდა ხოლმე. სახლი ისაა, სადაც სულ გელიან, სადაც სულ ყოფნა გინდა. სახლი ის ადგილია, სადაც შენი კუთხე გაქ, ამოჩემებული ადგილი, რომელსაც თავს აფარებ. სახლი, ის ადგილია სადაც ბედნიერი ხარ. და ახლა სად არის მარიამის სახლი? სად არის მარიამის სიმართლე. მარიამის პასუხები, რომელთაც სულ ითხოვდა. ქაოსი იყო გოგონას თავში. ქაოსი და უდიდესი ტკივილი გულის არეში.
- დასაფლავების ამბებს ჩვენ მივხედავთ,ვახტანგ- მზარზე ხელი დაადო ბიძაშვილმა მამაკაცს
- ბევრი საქმე გვაქვს მოსაგვარებელი, ძმაო- აუბა ლექსოს მხარი მლიქვნელურად ძმამ
- ახლა არაფერზე არ შემიძლია ფიქრი-ძალაგამოცლილმა მამაკაცმა თორნიკეს გვერდით დაიკავა ადგილი, მარიამი ხმის ამოუღებლად მიყვებოდა მათ
- მარიამ, ჩაჯექი- მანქანის კარი გაუღო ძმამ. ისიც მექანიკურად დაემორჩილა.
- დედი, როგორ ხარ?- ქეთევანმა ხელი ხელზე დაადო ქალიშვილს.
მარიამმა პასუხიც ვერ გასცა, მისი ფიქრები, გონება საფრანგეთში იყო, სამზარეულოში მოფუსფუსე მამიდასთან. ვერ იაზრებდა რა ხდებოდა მის თავს. ნუთუ მართლა აღარ ეყოლებოდა გვერდით ის ადამიანი ვინც გაზარდა, ვინც მთელი ცხოვრება მას შესწირა?
- რომ გითხრა კარგად ვართქო, დამიჯერებთ?-წყენანარევი იყო გოგონას პასუხი
- შვილო უბრალოდ გვითხარი რამე
- საფრანგეთის პოლიციამ თქვა, რომ ეს განზრახ მკვლელობა იყო. ფოტორობოტი აქვთ დამნაშავის. ყველაფერი ჩემს ჩანთაში დევს და ნახეთ. საფრანგეთმა საქმის ყველა მასალა საქართველოს გადმოსცა. ვარაუდობენ, რომ ამ საქმეს საქართველო უფრო კარგად გამოიძიებს, რადგან შეძლებენ დაადგინონ ვინმე მტერი ხო არ ჰყავდა ოჯახს- თვალი ერთმანეთის მიყოლებით მდგარი კოშკებისთვის არც მოუშორებია ისე დაასრულა თხრობა, მკაცრი იყო გოგონას ტონი
- ჩვენ მტრები არ გვყავს- მკაცრი იყო ვახტანგის ტონიც
- ვახტანგ, გთხოვ დაწყნარდი-ანერვიულდა ქეთევანი
- მკვლელს ვიპოვი, აუცილებლად ვიპოვი, მარიამ-ნაღვლიანი თვალები მიანათა ძმამ
სახლთან მალევე მივიდნენ,რომელსაც უამრავი ადამიანი იცავდა, ყველა შეიარაღებული იყო. კიდე უფრო უამრავი ადამიანი ეზოში ელოდა მარიამების "ჩამოსვლას".
ყველაფერი ტრადიციისამებრ წარიმართა. მარიამმა კი ამ ტრადიციებზე გადმოცემით იცოდა. შავებში შემოსილი სამძიმარს და კომპლიმენტებს იღებდა. არ ესმოდა როგორ შეეძლოთ ამ დროს მის ნათესავებს იმაზე ფიქრი, როგორი გაზრდილი და შეცვლილი იყო ან იმაზე ლაპარაკი ნახეთ როგორ ყვარებია მამიდაო...
- მარიამ, იქნებ ჭამო რამე- ქეთევანი შვილზე ნერვიულობას არ წყვეტდა და აღარ იცოდა როგორ ეშველა გოგონასთვის, რომელსაც უკვე 4 დღე იყო წესიერად არ ეჭამა და არ უძინია. ხმასაც კი არავის სცემდა, ხალხი კი გაუთავებლად მასზე ლაპარაკობდა...
- რა ეშველებათ ახლა, ალბათ ყველაფერი თავიდან დაიწყება და გიგანები სისხლს აიღებენ- მოესმა მარიამს ქალების დიალოგი, როცა სამზარეულოში გადიოდა
- ომი განახლდება თუ ის არ მოხდება რა შეთანხმებაც 18 წლის წინ დადეს- მეორემაც არ დააყოვნა პასუხი
- ერთმანეთს ამოჟლიტავენ. საწყალი მარიამი, არადა თითქოს უსაფრთხოებისთვის გააგზავნეს ასე შორსო-ისევ არ წყვეტდა გაუთავებელ ტიტინს პირველი ქალი
- ანგელოზივით ქალის სიცოცხლე წაიღეს, ვახტანგი ამას არ აპატიებს მათ.
წამით თაბრუ დაეხვა, თავში ყველა სიტყვა ერთად უტრიალებდა. ომი? გაქცევა? უსაფრთხოება?სისხლის აღება? შეთანხმება? რა ჯანდაბა ხდებოდა მის თავს.
- მარიამ, რამე ხო არ გინდა, დედი- უკვე მერამდენედ ეკითხებოდა ქეთევანი შვილს დათვლაც კი შეუძლებელია
- როდესაც მამიდას დავემშვიდობებით, მთელი ოჯახი ყველა ჩემს შეკითხვას უპასუხებთ.-სასახლისთვის თვალი არ მოუშორებია გოგონას
- რაა მოხდა,შვილო?
- ახლა არმინდა ამაზე საუბარი
- რამე მითხარი, დედი. დარდს გულში ნუ იკლავ. რამე მითხარი იქნებ შენი წილი ტკივილი მიწილადო. თავს ნუ იტანჯავ- ტიროდა ქალი მოთქმით
- ამ ტკივილს, რომელიც ახლა სხეულში მაქვს გამეფებული, ვერავინ და ვერაფერი შეამსუბუქებს. ერთადერთი ვისაც ჩემი ტკივილის თავის თავზე აღება შეეძლო აი აქ წევს, ჩვენს წინ გაურკვეველი მიზეზით- მარიამის პასუხმა ქეთევანს გული მოუკლა, ვეღარაფერი უპასუხა შვილს, რომელსაც თითქმის არც იცნობდა. შვილს, რომელსაც ვერაფრით ეხმარებოდა. რანაირი დედა იყო ის? წამოდგა, თავბრუ დაეხვა და იქვე სკამს დაეყრდნო, მაგრამ მაინც გავიდა ოთახიდან.
ყველა ადამიანს თავისი სიმართლე აქვს, ყველა ადამიანს თავისი სატარებელი ჯვარი, თავისი ტკივილი, განცდები, ემოციები... ყველას თავისი ბედისწერა აქვს...მაგრამ ქეთევანი თითქოს სადღაც დაკარგულიყო. ღირდა კი ეს ყველაფერი შვილის დაკარგვად? მაგრამ იქნებ ამაზე ფიქრიც კი გვიანი იყო...
დღეში რამდენჯერმე ხედავდა განცალკევებულ კაცებს, რაღაც აშკარა სადაოზე და მნიშვნელოვანზე ჩაფიქრებულებს. ოთახის კარებს გაიკეტავდნენ და არცერთ ქალს არ აძლევდნენ შესვლის უფლებას. მარიამისთვის თავიდანვე ნათელი იყო მაგრამ პირველად ასეთი რეალური. იქ მის სახლად წოდებულში სიტყვის თქმის უფლებაც კი არ ჰქონდა ქალს. კაცი წყვეტდა და აგვარებდა ყველაფერს.
- ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, მათე ძალიან კარგადაა დამალული. ახლა მარიამს ჩაუდგება კვალში და მასაც რამეს დაუშავებს. ბერდიამ თქვა რომ მიხეილი და ალექსანდრეც ეძებენ და როგორც კი იპოვიან გადმოგვცემენ- ლექსომ მშვიდად დაიწყო სიახლეების ვახტანგისთვის მოყოლა
- ალბათ კარგად ხვდებიან რომ მარიამს იქამდე არ გავატანთ სანამ ანგარიშს არ გავასწორებთ- გელამ ძმას დაასწრო პასუხი
- ვახტანგ, ნელ-ნელა უნდა შევემზადოთ და ბავშვს ყველაფერი ვუთხრათ.- ისევ დუმილით უპასუხა კაცმა. უკვე მერამდენე დღე იყო მის ბაგეს ნორმალურად ვერ წყდებოდა სიტყვები…
- როგორ,გელა? რანაირად ვუთხრა ვუთხრა იმ გვარის ბიჭს მითხოვდი, რომლის გვარისამაც მოგიკლა შენი დედობილითქო. ეს რა ხდება ჩემს თავს.
მარიამს უკანასკნელ გზაზე მიაცილებდნენ, ყველა დუმდა. სასახლეს ფეხდაფეხ მიყვებოდა უმცროსი მარიამი, დედასთან და ოჯახთან ერთად. ფეხზე ძლივს იდგა, გვერდით ვინმე რომ არ სდგომოდა აუცილებლად მუხლები მოეკვეთებოდა. ეგონა, ამინდი, მთები, ღრუბლები, კოშკები, სახლები,ნასახლარები, მკაცრი მწვერვალები... ეგონა, ყველა სულიერს და უსულოს უჭირდა ულამაზესი, ახალგაზრდა ქალის სამუდამო სასუფეველში გაცილება. ეგონა, ყველა და ყველაფერი ტიროდა მასთან ერთად.
უკვე სასახლეს დებდნენ მიწაში როცა გოგონა დაუსხლტა ოჯახის წევრებს და გულმოსაკლავი ტირილი დაიწყო
- არ გაუშვათ, გთხოვთ არ გაუშვათ- ეხუტებოდა სასახლეს და ბოლო ხმაზე ტიროდა. ქეთევანს გული წაუვიდა და ქალები მას ასულიერებდნენ
-გთხოვ, არ დამტოვო მარტო ამ ქაოსში, უშენოდ როგორ ვიცხოვრო. ხო მითხარი არ მიგატოვებო. ხო მითხარი მე და შენ განუყრელები ვართო. განდეგილები ვართო. უშენოდ ვერ ვიცხოვრებ.ვერ ვიარსებებ. ყველაფერი მასწავლე ამ ცხოვრებაში, მაგრამ უშენოდ როგორ უნდა მეცხოვრა ეგ არ გისწავლებია...არ დამტოვო მამიდა, არ დამტოვო გთხოვ.-გოგონა ძლივს მოაშორა ძმამ სასახლეს...მოთქმით ტიროდა ახალგაზრდა ქალი...მისი მოთქმა ექოდ ედებოდა არემარეს.. უფროსი მარიამი მიწას მიაბარეს...
იმ დღეს მარიამს ეწოდა ობოლი.
კაცმა არ იცის უღირდა კი ბუნებას ეს ანგელოზივით ქალი მსხვერპლად? პირველი მსხვერპლი იყო თუ უკანასკნელი? რეალობა ერთი იყო, ერთი სული ჰქონდათ როდის მიაბარებდნენ მარიამს მიწას და ყველას თავისი მიეზღვებოდა...
მაღალი სხეული შორიდან უყურებდა ამ ტრაგიკულ მომენტს, ცრემლები დაუკითავად სცვიოდა ღაწვებზე. ისიც აცილებდა მისთვის დედასავით ძვირფასს, ისიც აცილებდა მის საყრდენს და იმედს… მხოლოდ შორიდან, ახლოს მისვლის უფლებას ვერც თავი აძლევდა და არც გარემოება…
სახლში დაბრუნებულებს აღარაფრის ძალა აღარ ჰქონდათ, ქეთევანმა ძალაგამოცლილი ქალიშვილი საძინებელში შეიყვანა რამდენიმე ნათესავ გოგოსთან ერთად.უკან დაბრუნებულს მამაკაცები უკვე შეკრებილნი დახვდნენ.
-ტვილდიანების ოჯახს საკადრისად დავარტყამთ, ისე რომ შოკიდან კარგა ხანს ვერ გამოვიდნენ.- შემზარავი იყო ახალგაზრდა ბიჭის ხმა. ქეთევანი რამდენიმე წამი გაშეშებული უყურებდა თავის შვილს,სრულიად შეცვლილს. სრულიად სახე შეცვლილს. ნუთუ ამ ომს ყველაფრის განადგურების საშუალება თავისი უმოქმედობით მისცა...
-რას იტყვი ვახტანგ, რომელ ტვილდიანს დავარტყათ?- თვალები ბედნიერებისგან უციმციმებდა გელა გიგანს
-საფრანგეთის პოლიციამ ფოტორობოტი გამოგვიგზავნა. სურაფზე ბიჭი მათეა. იპოვეთ ეგ და ცოცხალი მომიყვანეთ
-კარგი, დავიწყოთ მათედან, მოემზადეთ ამ დღეებში უკვე საქმე დასრულებული უნდა იყოს. თორნიკე დაგირეკავ და მზად იყავი. ეს საქმე შენ უნდა დაასრულო-ისევ არ შორდებოდა ბოროტი ღიმილი გელას.
სახლი მალე დაცარიელდა,მხოლოდ მამა- შვილი ისხდნენ ოთახში.
- მაპატიე რომ ამის გაკეთება გიწევს, შვილო.- დუმილი დაარღვია კაცმა
- მარიამის გათხოვება მაინც მოგვიწევს?- თითქოს არგაუგიაო მამის მონანიება
- მოგვიწევს. მარიამის სისხლისთვის ვაზღვევინებთ მირხას და მათეს. ჩვენები ეძებენ, მაგრამ კარგად ჰყავს დამალული. მერე ეს გარდაუვალი ამბავი მაინც მოაღწევს ჩვენამდე
- როგორ ვუთხრათ, მამა.
- უნდა გაგვიგოს
- აქამდე უნდა გვეთქვა
- შეეშინდებოდა- თითქოს თავს იმართლდება კაცი
- ახლა უფრო არ შეეშინდება?!- პასუხს არც დალოდებია ისე დატოვა ოთახი.
იცოდა ოდესმე მოუწევდა ამ წასუხისმგებლობის აღება, მაგრამ ახლა არც კი იცოდა იყო თუ არა მზად.
-მათ მარიამი მოკლეს, მათ მამიდა მოგიკლეს. ახალგაზრდა ქალი საკუთარ სახლში მოკლეს. მარიამს საყრდენი წაართვეს. მოკალი თორემ მოგკლავენ, ყველას მოგიკლავენ...-ესმოდა საკუთარი ეგო...როგორ სჭირდებოდა ახლა გვერდით მისი სანატრელი, მისი ბედნიერების საზომი… მისი კესარია…
უკვე ბნელდებოდა მარიამს რომ გაეღვიძა.საკუთარ ოთახში თავი უცხოდ იგრძნო. თვალები რამდენჯერმე ძლიერად დახუჭა, როგორ უნდოდა ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო, როგორ უნდოდა ეს მისი ტვირთი არ ყოფილიყო. საერთოდ სად იყო? რას აკეთებდა, როგორ აგრძელებდა ცხოვრებას და არსებობას ეგეც კი უკვირდა იმ წამს. ოთახიდან გასვლას აჭიანურებდა, მაგრამ მამიდის ხშირად ნათქვამი სიტყვები ესმოდა განუწყვეტლივ, "ღმერთი არასდროს მოგივლენს ისეთ განსაცდელს, რომელსაც ვერ გაუმკლავდები. შენ გიგანი ხარ, მარიამ გიგანი, ყველაზე ძლიერი ქალი"... უკვე ენატრებოდა მამიდა, მისი გმირი მამიდა, რომელმაც ცხოვრება მას მიუძღვნა... ადგომა საბოლოოდ გადაწყვიტა, დრო იყო ოჯახთან ნორმალურად ელაპარაკა..
-მარიამ, გაიღვიძე დედი?-სამზარეულოში შესულ მარიამს დედა ფრთხილად მიუახლოვდა
-გავიღვიძე-გოგონა თავს იდანაშაულებდა დედის ასე დაფრთხობის გამო... ისედაც ნატკენ გულს ისიც ტკენდა, რომ მათი ტკივილი არ გაითვალისწინა
-მოდი, დაჯექი, რამე ჭამე,დედი.-ხელი მოკიდა და მაგიდისკენ წაიყვანა
-დედა-დაუძახა მოულოდნელად. ქეთევანს ეუცხოა ეს ტონი
-ხო, დედი
-მაპატიე.გთხოვ, მაპატიე-ატირდა მარიამი და ძლიერად ჩაეხუტა ქალს. ორი შავებით შემოსილი სხეული ერთმანეთს ძლიერად მიეკრო. გოგონას ეგონა, რომ თითქოს ტვირთის ზიდვა მარტო აღარ უწევდა...
-ჩემო გოგო, მე მაპატიე... შენი ასე შორს ყოფნა მაპატიე-აქვითინდა ქალიც.
სამზარეულოში ჩამოსულ თორნიკეს ერთმანეთს ჩაფსკვნილი დედა-შვილი, რომ დახვდა უცებ ბაგე ღიმილმა გაუპო... რამდენ ხანს ელოდა ოჯახის ერთად ყოფნას... ნუთუ ამისთვის ამხელა მსხვერპლი იყო საჭირო.
ერთია მოწყვიტო საკუთარი შვილი ოჯახისგან და სამშობლოსგან, აცხოვრო ტყუილში და მეორეა მიდიოდე მასთან და აიძულებდე მისი მთელი ცხოვრების შეცვლას… რა მნიშვნელობა აქვს რატო და რისთვის?


* * *
ტვილდიანების ოჯახი სრულ ქაოსს მოეცვა. მიხეილმა აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. პირველ რიგში დაცვა გააძლიერა, მისმა ძმებმაც. მირხა ტვილდიანმა კარგად იცოდა, რომ ვახტანგი მიხეილს ხელს არ ახლებდა ამიტომ ის და მალხაზი განსაკუთრებულ მზადყოფნაში იყვნენ. მათე კარგად გადაემალათ.
მარიამის სხეული ახალი მიბარებული იყო მიწას მირხა მიხეილს რომ ეწვია.
-აბა, ემზადები ომისთვის, ძმაო?-სასტიკი ღიმილი დათამაშებდა სახეზე კაცს
-ეს რა გააკეთე, ეს რა გააკეთე-ყვირილით მივარდა მიხო მომცინარ მამაკაცს
-ის, რაც შენ უნდა გაგეკეთებინნა ჩვენი წინაპრების გამო
-შე არაკაცო, ქალს როგორ შეეხე. ქალი როგორ გარიე- ისევ ყვიროდა მიხეილი და ძლიერად ურტყავდა იატაკზე დაგდებულ კაცს
-ისევ ისეთი გულჩვილი ხარ მიხო, არ შეწუხდეთ მათემ მოაგვარა ყველაფერი, ქალის სისხლი ქალის სისხლის სანაცვლოდ. მე მათ პირობა მივეცი რომ არცერთ ქალ გიგანს არ გავახარებდი.
-შე არააადამიანო, მარიამი როგორ მოკალი. იმ უდანაშაულო ქალთან რა გინდოდა. მარიამს როგორ შეეეხე. სადისტო, ეს იყო შენი მიზანი?- ცრემლი ერეოდა კაცს და ალბათ სიკვდილამდეც კი სცემდა მის სისხლსა და ხორცს, რომ არა ალექსანდრე
-მამა, თავი დაანებე- ზიზღით უყურებდა ბიძას ბიჭიც, მაგრამ მამას მისი მოკვლის საშუალებას არ მისცემდა
-გაგვაუბედურა,შვილო, ყველა გაგვწირა. თავისი ოჯახიც და ამას ვერც კი ხვდება. პირველრიგში უდანაშაულო ქალი იმსხვერპლა.ეს როგორ გააკეთე, შე სადისტო-მიხეილს გული ნაწილებად ეშლებოდა. ცდილობდა ცრემლის შეკავებას,მაგრამ არ გამოსდიოდა. ვახტანგის ტკივილი ტკიოდა. ვახტანგის ტკივილს გრძნობდა
-რამეს მოვიფიქრებთ, აუცილებლად მოვიფიქრებთ, მამა- ალექსანდრე სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა
-ისევ ჩვენი ოჯახის ხარჯზე, ალექსანდრე. იცის ისევ ჩვენს კისერზე უნდა გადაიაროს ყველაფერმა- ბრაზი უფრო და უფრო ერეოდა მამაკაცს.
-ეს თემის მოთხოვნა იყო. ეს თემმა ბრძანა, იმიტომ რომ შენ და ვახტანგმა დაარღვიეთ დანათესავების შეთანხმება. ახლა პატარა მარიამ გიგანის ჯერია…- ისევ დიდგულობდა მირხა.
-არ გაბედოთ- უყვირა მოულოდნელად ალექსანდრემ- მარიამს ხელი რომელიმემ რომ დააკაროთ, გეფიცები, მირხა, გეფიცები ვეღარავინ გადაგარჩენთ. ვიცი, მათე კარგად დამალე, მაგრამ იცოდე ვიპოვი, მის თავს გადავცემ გიგანებს და მარიამი ჩემი ცოლი გახდება. არავინ გაბედოს მისი სახელის ხსნებაც კი.- ძლივს შენარჩუნებულკონტროლს კარგავდა ბიჭი.
- ხო არ გიყვარს გიგანი ძმისშვილო? საბედისწერო ქალია არა? ან საიდან იცნობ ასე რომ იცავ?- ისევ ცინიკურად იცინოდა
- გაეთრიე,მირხა. ახლა რატომაც ცოცხალს გტოვებ ისაა რომ იქნებ ნამუსი გეყოს და მათე ჩაგვაბარო. გაეთრიე ჩვენი ტერიტორიიდან. როგორ შეეხეთ მარიამს. როგორ მოკალით ანგელოზივით ქალი. თქვე სადისტებო- ახლა თავად გაარტყა ბიძამისს ხელი
- გიგანების გამო, ძმისშვილო? ლატავრა მაგათ გამო აღარ არის ჩვენთან. რატო იცავ ასე მაგათ ქალებს- ისევ არ წყნარდებოდა კაცი
- გაეთრიე მეთქი თორემ იმაზე ადრე გაგისტუმრებ ვიდრე გიგანები მოვლენ შენამდე- მწარედ გაეღიმა ბიჭს
მირხამ სახლი უსიტყვოდ დატოვა. მიხვდა, ალექსანდრე მყარად იდგა თავის პოზიციაზე და ომში არ ჩაერთვებოდა. იმასაც მიხვდა, რომ ვახტანგი აუცილებლად იპოვიდა და შურს იძიებდა,მაგრამ არც ეს ადარდება.
მირხა დიდიხნის წინ გაჩენილ სურვილს იკლავდა, ომი უნდოდა და არ აინტერესებდა დანაკარგი.
“როდესაც აღარაფერი აქვთ დასაკარგი პრინციპებს კარგავენ”
- მამა, გთხოვ ნუ ნერვიულობ. მთელი ძალებით ვეძებთ მათეს. ღმერთო, არ მჯერა, საკუთარმა სისხლმა და ხორცმა ეს რა გააკეთა. მარიამი ისეთი კარგი იყო…- ალექსანდრე ისევ მარიამთან იყო ფიქრებით, ქალთან რომელიც დედასავით ჰყაბდა…
- იცნობდი? ადრეც შევამჩნიე რომ იცავდი… იცნობდი, ალექსანდრე?- თითქოს ახლა გამოერკვაო მიხეილი
- ვიცნობდი…
- როდის? სად? როგორ გაიცანი- გაკვირვებას ვერ მალავდა კაცი
- წლების წინ…. საუკეთესო ურთიერთობა გვქონდა. მარიამიც გამაცნო- თავი დახარა. ვერ წარმოედგინა ამ სიტუაციაში მარიამთან შეხვედრა
- მარიამი გაგაცნო? კი მაგრამ როგორ? აქამდე რატო არ მითხარი შვილო. ვნერვიულობდი, დღე-დღეზე უცხო გოგოს შერთვას რომ გთხოვდი… რატო დამიმალე? - წყენას და გაოცებას ვერ მალავდა კაცი
- იმიტომ რომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არც ახლა აქვს და არც მაშინ ჰქონდა. ხო ხედავ?! თვითონვე თქვი… უცხოც უნდა მომეყვანა და ნაცნობიც… გადაწყვეტილება მაინც ერთია
- ბოდიში, შვილო- ისევ მწუხარება შეერია ხმაში
- გამოსავალზე ვიფიქროთ, ახლა დედას და ლიზას უსაფრთხოება ყველაზე მთავარია- მოკლედ მოუჭრა ბიჭმა და კაბინეტი დატოვა

* * *
გიგანები მისაღებში ისხდნენ, ვახტანგი ისევ ხმისამოუღებლად იჯდა. არ ლაპარაკობდნენ,მაგრამ ყველა საშინელ ქაოსს მოეცვა
- ომი იწყება?- უცებ იკითხა მარიამმა და ყველას უეცარი ხველა აუვარდა
- რას ამბობ,შვილო?- ქეთევანმა ორი ჭიქა წყლის შემდეგ ძლივს ამოისუნთქა
- სისხლის აღება რას ნიშნავს?-ისევ არ წყვეტდა გამაოგნებელ კითხვებს გოგონა
- ღმერთო, შენ გვიშველე- 3-ს აშკარად გადააჭარბა ქეთევანის პირჯვრის გადაწერამ
- მარიამ, შენ ეს კითხვები... ანუ...-თორნიკე სიტყვებს ვერ აბავდა ერთმანეთს
- სიმართლის ცოდნა მინდა, მგონი ამას ვიმსახურებ
- ახლა ამის დრო არ არის-მკაცრი იყო ვახტანგის ტონი
- 18 წლის წინ სამშობლოს მომაშორეთ, თქვენგან შორს გამიშვით. მამიდასთან ერთად მარტოს მომიწია ახალ ქვეყანასთან შეგუება, ყველაფრის თავიდან დაწყება. მარტოს მომიწია საფრანგეთის რიტმისთვის ფეხის აწყობა,მეგობრების გაჩენა, თინეიჯერობა... და პირველი სიყვარული
- სიყვარული?- სწრაფად წამოდგა ვახტანგი თან ისე გოგონამ გაოგნებისგან ვეღარც გააგრძელა
- დაჯექი მამა, ახლა ჩემი მოსმენის დროა- მკაცრი იყო მარიამიც
- ხო, სიყვარული. თქვენ რომ ჩემს გვერდით ყოფილიყავით გეცოდინებოდათ. ძალიან ბევრ რამეში გადანაშაულებთ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად აქ ვზივარ. 5 დღის წინ მამიდა ჩამოვასვენე, ქვეყნიდან სადაც მითხრეს რომ პასუხი საქართველოში იქნებოდა. მიჭირს წყნარად ემოციების გარეშე საუბარი,მაგრამ მაინც აქ ვზივარ და ასევე სრული სიმშვიდით ვითხოვ პასუხს, რომელსაც ნამდვილად ვიმსახურებ, ასე არაა მამა?-ამდენი ხნის მანძილზე პირველად მიმართა მამას
- არასდროს მინდოდა შენი ამ საქმეში გასვრა- ვახტანგს გული ნაწილებად ეშლებოდა. სიმართლის დრო იყო და მარიამის რეაქციის ეშინოდა
- მაგრამ მამიდას სისხლით დასვრილ ხელებს რა ვუყო, მამა? მაინც გავისვარე, თქვენი დუმილით რომ უარესი გამიკეთეთ ვერც კი ხვდებით.ნუ აჭიანურებ- მკაცრი იყო მისი ტონი...
- ვახტანგ, დროა- ქეთევანმაც მხარი აუბა შვილს

1970 წელი, სვანეთი

- სახლში დამაბრუნე, სანამ ჩემებმა გაიგეს, ტიტე- მკაცრი იყო ქალის ხმა
- მოგიტაცე, უკვე ჩემი ცოლი გქვია. მიყვარხარ, ლატავრა. ამდენი წელია უგონოდ მიყვარხარ- თბილი გახდომოდა ტიტეს ხმა
- მე არ მიყვარხარ, ტიტე. ამდენი წელია რომ გიყვარვარ, მეც ხო ამდენივე წელია გპასუხობ რომ სხვა მიყვარს. რატო არ გესმოდა არასდროს. გთხოვ, სახლში დამაბრუნე, სასწრაფოდ- ბოლო იმედს ებღაუჭებოდა ქალი
- ასე გათხოვდნენ ჩვენი მშობლები, ჩვენი მეზობლები, უსიყვარულოდ და მერე შეუყვარდათ. შენც შეგიყვარდები, ლატავრა. თუ არ შეგიყვარდები, ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფა, გპირდები, სამყაროში უბედნიერესი ქალი იქნები- სევდა ჩასდგომოდა კაცს თვალებში
- ჩემი აზრი?! ჩემი გრძნობები სად არის, ტიტე?! მე რა ნივთი ვარ?! რას ქვია შემიყვარდები?! ძალით უნდა გამაჩეროთ?! არ მინდა ისე ცხოვრება ჩვენი მშობლები და მეზობლები რომ ცხოვრობდნენ. არ მინდა შენი  სიყვარული გვეყოს- ცრემლებს ვეღარ იკავებდა
- ტვილდიანენი მოდიან. ვუთხარით რომ ქალი უკვე შენია, მაგრამ მაინც მოდიან- აქოშინებული გელა შევარდა ოთახში
- რას ქვია ქალი მისია? რა უთხარით გელა?
- რაც საჭირო იყო, ლატავრა. მოტაცებული ხარ, უკან ვინღა დაგიბრუნებს. ის უკვე შენი ქმარია- არ ცხრებოდა გელა.
         ხმა გავარდა გიგანებმა ქალი მოსტაცეს ტვილდიანებსო. უყვარდა ტიტე გიგანს ლატავრა და რა ექნაო?!  იარაღი მოიმარჯვეს ტვილდიანებმა და ქვას ქვაზე არ დატოვებენო... ლატავრას ირაკლი უყვარდა ჩანქსელიანიო...
     ტვილდიანების მისვლამდე გაისმა გასროლა ტიტეს სახლში და უპოვია კიდეც ტყვიას მსხვერპლი... 18 წლის, მზესავით ლამაზი მსხვერპლი... ვერ გაუგია ტიტეს რა ხდებოდა მის თავს და როდის ააცალა ქალმა იარაღი.  უკვე გვიანი იყო, ხელებში ესვენა სანატრელი, საყვარეი ქალის სხეული.
- რა გავუკეთე?!- დაიჩურჩულა მის სახესთან
- რა გაგიკეთე? - იმეორებდა განიწყვეტლივ და თვალს ვერ წყვეტდა მკვდარსაც კი უღმერთოდ ლამაზს...
გლოვა არ აცადეს, საყვარელი ქალის დატირებისას დააკლეს ლატავრას სხეულს ტვილდიანებმაო... არ დაიჯერეს რომ თავი მოიკლა. არ დაიჯერეს რომ უყვარდა და იმიტომ ჰყავდა იქ. არ დაიჯერეს რომ სადაო მიწის გამო არ დასაჯა ტვილდიანები...  ან კი რა იცოდნენ, არცერთ მიწად რომ არ უღირდა ტიტეს მისი საფიცარი!
სროლა ორმხრივი ატყდა გიგანების სახლში, მანამ ისმოდა იარაღის გამაყრუებელი ზუზუნი, სანამ მახვშის, ბერდიას სილუეტი არ გამოჩნდა ეზოში.
- შეწყვიტეთ- იჭექა იარაღზე არანაკლებმა მკაცრმა ბარიტონმა
მსხვერპლი დიდი იყო, თითქმის ჩახოცა ორმა გვარმა ერთმანეთი. გადარჩენილი, სახეწაშლილი ვახტანგ გიგანი და მიხეილ ტვილდიანი თავის ძმებთან ერთად ისხდნენ ბერდიას პირისპირ და მომხდარის გააზრებას ცდილობდნენ
- დაიწყეთ და ამიხსენით ვინ გაისროლა პირველმა
- მიწის გამო და მომტაცეს- მირხა ტვილდიანმა ჩამწყდარი ხმით დაიწყო- ეს არ იკმარეს და 18 წლის გოგო მოგვიკლეს
- რა მიწის გამო, უყვარდა შე რეგვენო- წამოენთო ვახტანგი
- მაგ ზღაპარს ვინ დაგიჯერებთ, ვახტანგ- მალხაზიც უწევდა ხმას
- უყვარდა, ბერდია. შენ მაინც ხო იცი, უყვარდა სიცოცხლეზე მეტად და არც აინტერესებდა არასოდეს ეს ბრძოლა და მიწები. შენც კი გთხოვა რამდენიმე დღის წინ მიშუამდგომლე ტვილდიანებთანო, ხო გახსოვს, ბერდია?!- ჯიქურ ცდილობდა გარდაცვლილი ბიძაშვილის გახსენებაზე ცრემლის შეკავებას მალხაზი
- უყვარდა- თავი დახარა ბერდიამაც, იგრძნო მისი წილი პასუხისმგებლობა.
- ტყუილია, მოიტაცა და მოკლეს. გაგვიუბედურეს ახალგაზრდა გოგო
- და თქვენ ისე რომ სიმართლე არ გაარკვიეთ ვაჟი მოუკალით, იარაღს ამდენი მსხვერპლი აპოვნინეთ და მაინც არ გაჩერდით, ერთმანეთი ლამის ჩახოცეთ- იქუხა ისევ ბერდიამ.
- - პასუხი უნდა აგონ ლატავრას გამო, ყველა გიგანმა უნდა აგოს პასუხი ლატავრას სიკვდილის გამო- არანაკლებ შეუვალი იყო მირხა.
- არ მოგცემთ უფლებას ერთმანეთი ამოხოცოთ. ისიც ზედმეტია რაც მოხდა. საბოლოოდ ვიმეორებ, ტიტეს უყვარდა ლატავრა, მიწები არ აინტერესებდა თქვენი. ლატავრამ თავი მოიკლა, ტიტე თქვენ მოკალით და ამ ჭიდაობაში მიიყოლეთ კიდევ 15 თქვენი გვარისშვილი. საკმარისია, თემს, სოფელს ვერ აგარევინებთ. აქვე დასრულდეს- მაგიდაზე ხელი დაარტყა ბერდიამ
ცოტახანს ყველა დუმდა, ყველა თავის მიცვალებულთან წასულიყო ფიქრებით. მაგიდასთან მსხდომებიც თითქოს ნაღმზე იდგნენო.
- თქვენ არ დაიცავთ პირობას, თვალებში გეტყობათ.- დაფიქრდა ბერდია
- დანათესავდით- ამოილაპარაკა ფიქრის შემდეგ
- რას ქვია დავნათესავდეთ- წამოხტა ფეხზე მირხა
- ვახტანგის ცოლი ქეთევანი ფეხძიმედაა, თუ ვახტანგს ეყოლება გოგო რომელიმე ტვილდიანზე უნდა დავნიშნოთ
- ასე არ გამოვა, ბერდია. ასე არ იქნება სწორი- ნერვიულად საუბრობდა ვახტანგი
- არ გავახარებ, ბერდია. თვითონაც ხო იცი, რძლად თუ მეყოლება ლატავრას მთელ ჯავრს მასზე ვიყრი. არ გავახარებ არცერთ ქალ გიგანს
- არც კი გაბედო, მირხა.
- განაჩენი საბოლოაა, წაიყვანეთ თქვენი მიცვალებულები. მიაბარეთ მიწას. გააჩინოს ქეთევანმა და თუ ბიჭი იყო მეორეც გელას ან ზურას გოგოს მივათხოვეთ.- წამოდგა ბერდია და დატოვა ისევ ქაოსში ორი მტერი გვარი.
***

- ღმერთო, რა სადიზმია. რა სისასტიკეა. მოკვდნენ? ორივე? ორივე მკვდარია?- ვერ იკავებდა ემოციებს გაგონილის გამო, მიუხედავად იმისა რომ ბოლო ნაწილის გარდა ყველაფერი მოუყვნენ
- არავის გამოუძიებია რეალურად რა მოხდა,მარიამ, შენ სხვა ქვეყანაში გაიზარდე, ჩვენი ქვეყნის ადათებს გიყვებოდით, მაგრამ საქართველოს საერთო ადათ-წესისგან განსხვავებული, მარტო სვანეთისთვის სახასიათო წესები გვაქვს.აქაურობის სამართალს განაგებდა თემი, ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ყველა მხარეს უსმენდა და ისე იღებდა გადაწყვეტილებას. თემის დაუმორჩილებლობა დაუშვებელია. თემის სიტყვა კანონია.
- თემის ყველა კანონი ვიცი, მამა. ის რომ შორს გავიზარდე არ ნიშნავს რომ არაფერი ვიცი.
- მართლა? როგორ?- გააოგნა მარიამისპასუხმა თორნიკე
- მამიდა მიყვებოდა, მაგრამ თან ალამაზებდა რომ არ შემშინებოდა და ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ოდესღაც მეც მომიწევდა ამ რეალობაში ცხოვრება. მაგრამ ბევრი ქართველი მეგობარი მყავდა, ბევრსაც გუგლში ვკითხულობდი და ასე თუ ისე გარკვეული ვარ.- მარიამმა ძალიან ჩვულებრივად ახსნა, რომ იცოდა ადათ-წესები, მაგრამ თორნიკეს,ქეთევანს და ვახტანგს ხმაც კი ჩაუვარდათ.
- მარიამი კიდე რას გიყვებოდა,დედი- ვახტანგის რეაქციიდან გამომდინარე ქეთევანმა დაუსვა კითხვა შვილს
- ასე კონკრეტულად არ მახსენდება ჯერ. გააგრძელე მომიყევი,მამა. ვინ იყვნენ ამ გვარის წარმომადგენლები. ეს ისტორია ჩვენ გვეხება?- პატარა ონავარ ბავშვს ემსგავსებოდა მარიამი, ცქმუტავდა ინტერესისგან. უცებ ისე გადაერთო სხვა რეალობაში, თავისი დაავიწყდა.ვახტანგმა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. ახლა მთავარზე გადადიოდა...
- ეს ისტორია ჩვენს გვარზეა,შვილო. ჩვენზე და კიდევ ერთ გვარზე.ჩვენ ვართ ამ ომის მონაწილე ერთ-ერთი გვარი, რომელთაც ვალად გვაქვს ძველი, მკაცრი კანონების აღსრულება. ჩვენ ვიმკით ჩვენი წინაპრების შეცდომებს და ზოგჯერ ეს სასტიკ ტკივილად გვიჯდებოდა და ახლაც გვიჯდება- ვახტანხს გულის არეში ტკივილმა შეახსენა თავი და თხრობა შეწყვიტა. გოგონა ცოტახანს გაუნძრევლად, ურეაქციოდ იჯდა.
- მამა, თუ ცუდად ხარ მერე განაგრძე მოყოლა- თორნიკემ წყალი მიუტანა კაცს
- არა, სჯობს დავასრულო
- თორნიკე, შენ? შენც იცოდი?- გაუკვირდა გოგონას, მაგრამ მალევე ის გაუკვირდა თუ რა იყო ამაში გასაკვირი. ის აქ ცხოვრობდა, ის ამას თვითონ უყურებდა.რა თქმა უნდა, ეცოდინებოდა.
- პატარაობიდანვე მე და ჩვენს ბიძაშვილებს, ნიკას და გიორგის, ყველას პაპატარაობიდანვე გვინერგავდნენ ზიზღს, სისხლის სუნს, თემის წესის აღსრულების აუცილებლობას. თავიდანვე გვეუბნებოდნენ რომ ამ მტრობის და შუღლის სათავეში მალე აღმოვჩნდებოდით. უფრო მე, რადგან უფროსი ვიყავი. ყველაზე მეტადაც კი მიფრთხილდებოდნენ, რადგან გვარს უნდა ჩავდგომოდი სათავეში და ომი მემართა, მაგრამ ეს არასდროს მდომებია. არასდროს მინდოდა ვინმეს მოკვლა,იმიტომ რომ ვიღაცას ასე სურდა. დიდ პატივს ვცემდი თემს, ძალიან დიდს, მაგრამ არ შემეძლო დამეხოცა ხალხი, რომელთაც...- აღარ დაასრულა კაცმა
- რომელთაც რა?- არ აცადა შეყოვნება კაცს გოგონამ
- ეს კიდე ცალკე ისტორიაა,შვილო.- გახსენება არ სურდა ვახტანგს
- კარგი, შემდეგ?
- ომს მამაჩემი და მეორე გვარის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. ორივე მხარეს დიდი დანაკარგი გვქონდა. ყველაფერი აფსურდს ემსგავსებოდა, ან არ ემსგავსებოდა და ისედაც იყო. ვიღებდით იარაღს და ვისროდით, ისე რომ მიმართულებას აღარ ვუყურებდით. მთავარი იყო გასროლა და მოწინააღმდეგის დაცემა.არავის უკითხავს ჩემთვის მინდოდა თუ არა ეს. არავის უკითხავს იქნებ მინდოდა თავისუფლად ტყეში ცხენით ჯირითი,მეგობრების ყოლა, უნივერსიტეტში სწავლა. არავის არაფერი უკითხავს. ამ გაწამაწიის დროს შემიყვარდა ქეთევანი, მზის სხივი ამ უსინათლო გვირაბში, იმედი ამ უიმედო ყოფაში. დაიბარდა თორნიკე, გარეთ ისევ ქაოსი იყო, მაგრამ გიცავდით. ნებისმიერ დროს გავხდებოდი ყველას ფარი და იმედიანად ვიყავი. მერე მამა გარდაიცვალა და თემმა სადავეების ხელში ასაღებად დრო მომცა. მერე შენ დაიბადე.-ეღიმებოდა კაცს წარსულის ამ ნაწილზე
- ხო, მამიდაც მიყვებოდა, ზოგჯერ თუ ვიცელქებდი , ზემოთ აშკარად ბოლო წამს გადაიფიქრეს და ბიჭი უნდა ყოფილიყავიო მეუბნებოდა- გაეღიმა გოგონასაც
- მოკლედ, შენი დაბადებიდან მალევე დაგვიბარა თემმა. ვხედავდი, ხალხს აღარ უნდოდა ომი, უკვე ყველა დაღლილიყო. მეც, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი ძმები არ ჩერდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ერთად გავიზარდეთ,ყოველთვის განსხვავებნული პოზიცია ეჭირათ და ომის შეწყვეტას არც განიხილავდნენ. ზუსტად მაშინ შეიცვალა მეორე გვარის უფროსი მეთაური მიხეილიც და ჩვენი ინტერესები დაემთხვა. არც მას სურდა ომი
- მამა, ამას დღემდე ვერ ვხვდები, ასე როგორ დაემთხვა რომ შენ და მიხეილი სულ ერთნაირ პოზიციაზე იყავით და დღემდე ხართ- ჩაეძია თორნიკე ამდენი ხნის მანძლზე პირველად
- ვმეგობრობდით… წარმოუდგენლად ჟღერს, არა?! ორი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული გვარის მომავალი მეთაურები ვმეგობრობდით… ლატავრას ამბის შემდეგ უბრალოდ ვეღარ გაგრძელდებოდა ჩვენი მეგობრობა
- და რატო?- ვერ ცხრებოდა თორნიკე, პირველად ესმოდა მამამისის ტვილდიანთან მეგობრობის ამბავი. მიუხედავად იმისა იცოდა მიხეილი და ალექსანდრე მათ მტრებდად არასოდეს მოიაზრებოდნენ
- გავაგრძელო?- მკაცრად იკითხა კაცმა
- ჯანდაბას- დანებდა ბიჭიც
- თემის შეკრებამდე მუქარის წერილები მომდიოდა, ამიტომ შეკრება დავაჩქარე და ორივე გვარი სრული შემადგენლობით წარვსდექით. მე და მიხეილს შეწყვეტა გვინდოდა, თემსაც, მაგრამ არც მიხეილის ძმებს სურდათ ზავი და არც ჩემს ძმებს. თემმა გამოსავალი ნახა და ზავი მაინც შედგა. ზავი, რომელსაც ვადა ამ ბოლო კვირებში გაუვიდა და ომი აღდგა.- დაასრულა მოყოლა კაცმა და თორნიკეს და ქეთევანის სახე ისევ გაკვირვებამ მოიცვა. ვახტანგმა მარიამს სიმართლე ბოლომდე არ უთხრა.ზავის მთავარი პირობა არ უთხრა
- რა შეთანხმება იყო ასეთი, რას გაუვიდა ვადა?- დაინტერესებული გოგონა ადგილს ვეღარ პოულობდა
- ეს წარსულს ჩაბარდა- ისევ არიდებდა კითხვას თავს კაცი.
- მამა, რა იყო ის რამაც ომი გააჩერა- გაგიჟებას იყო მარიამი
- ისეთი არაფერი, დედი. ახლა სიმართლე იცი და იმედია გვაპატიებ დუმილს- ჩაერია ქეთევანი
- მამიდა ამ ომის გამო მოკლეს?- უცებ გამოერკვა გოგონა და სწრაფად წამოხტა ფეხზე.- მამიდა იმათმა მოკლეს?- უკვე ყვიროდა
- მარიამ, დაწყნარდი. ყველა პასუხს აგებს. ამაზე მევიზრუნებ- გოგონას დასაწყნარებლად უახლოვდებოდა თორნიკე
- იზრუნებ? ანუ მოკლავ? ეს რა სამართლიანობააა? შენი ხელებიც სისხლში გაისვრება? ჯერ ხო 24ის ხარ. ჯერ ყველაფერი წინ გაქვს. მამა, შენ მას ამის უფლებას აძლევ?
- ეს ჩვენი ტვირთია, ეს მარიამის გამო უნდა გავაკეთოთ. აქ სამართალი ჩვენებურად წყდება. შვილო, არ ვიცი რა გითხრა, ფაქტია, საფრანგეთშიც ვერ დაგმალეთ. ახლა არვიცი რა ვიღონო.როგორ დაგიცვათ
- არავის დაცვა არ მჭირდება.ღმერთო, თავში ქაოსი მაქ, მიპასუხეთ. რამ გააჩერა ომი- კატეგორიული იყო მისი კითხვა
- ჩვენი გვარის გოგო დანიშნეს იმათ გვარის ბიჭზე და ომი გაჩერდა- მოულოდნელად ტყუილი ამოილაპარაკა ქეთევანმა
- რა? რას ქვია დანიშნეს. ასე გოგო მისცეს ძღვენად და ომი გაჩერდა? ეს რა ადგილია საერთოდ? არ მჯეროდა ის მითები გუგლში რაც ეწერა აქაურობაზე. ანუ მსხვერპლად მისცეს ქალი… - ვერ მალავდა ემოციებს, ძალიან უჭირდა იმ რეალობის მიღება რისგანაც რადიკალურად შორს იყო.
- სად არის ახლა ეს გოგო? ბედნიერია? უყვარს?- დაინტერესდა შეწირულის ბედით
- ქალია, რომელმაც კარგად გაიზრა რომ თუ ამ ნაბიჯს არ გადადგამდა ბევრი ადამიანი დაიხოცებოდა… ოდესმე შენც თუ დაგჭირდა შენხ ასე უნდა მოიქცე… შენი ხალხისთვის- შეპარებას ჰგავდა ვახტანგის ეს სიტყვები.
- ქალი, როგორც მსხვერპლი… ადათებს, წესებს, დოგმებს, დამახინჯებულ მენტალობას შეწირული ქალები, აი ეს არის ჩვენი ქვეყნის რეალობა დღეს, 21-ე საუკუნეშიც.- ვერ იშორებდა მათზე ფიქრებს, ქალებზე, რომელთაც თავისუფლება უნდოდათ. რომელთაც ჰქონდათ ოცნებები… აი რატო ამჯობინა ლატავრამ სიკვდილი დამახინჯებულ სიცოცხლეს…
- ეს ჩვენი ადათია- ხმას აუწია ვახტანგმა
- ჯანდაბას თქვენი ადათები, რომლებიც მსხვერპლად თავისუფლებას ითხოვენ- ოთახიდან გავარდა და კარი ხმაურით გაიძახუნა… კიდევ ბევრი კითხვა ჰქონდა, მაგრამ ჯერ ძველის გადახარშვას ცდილობდა.
- ბოლომდე რატო არ უთხარი,ვახტანგ-ისევ ტირილს იწყებდა ქეთევანი
- ვერ შევძელი, ხო ნახე რა რეაქცია ჰქონდა- დამნაშავესავით ჩაილაპარაკა კაცმა

* * *
-ანუ ყველაფერი გაიგო?
-არა, შეთანხმების მთავარი პირობის შესახებ არ მოუყოლია ვახტანგს
-ანუ არ იცის რომ აკვნიდან დანიშნულია
-არა, ეგ არ იცის. რაღაცები მოუყვნენ და ძალიან გაბრაზებულია. თავის ოთახში ავიდა
-ცუდადაა?ხო არაფერია? არ დამიმალო-ანერვიულდა ყურმილს იქეთ მეორე ხმა
-ვფიქრობ,ემოციური ფაქტორია.
-კარგი, როცა რამე სიახლე გეცოდინება დამირეკე

* * *


* * *
სიმართლის ძიების გზა მტკივნეულია. მიდიხარ მიზნისკენ, არ ნებდები, არ უშინდები დაპრკოლებებს,გტკივა, ეცემი,დგები,ისევ ეცემი, ისევ დგები, ისევ ეცემი და ასე გრძელდება განუწყვეტლივ... ყველაფერს უძლებ, პასუხებს ეძებ, გინდა იცოდე სინამდვილე, იცოდე შენი რეალობა, გინდა დასრულდეს ზღაპარი...იგებ სიმართლეს და მერე უფიქრდები, იქნებ სჯობდა ეს ზღაპარი. იქნებ, ამ რეალობას სჯობდა ეს შენი ზღაპარი, მაგრამ უკვე გვიანია. რაც არ უნდა ხშირად ისრისო თვალები, რაც არ უნდა ხშირად მიეხეთქოს ფიქრები და სიახლეები შენს თავს, რაც არ უნდა ხშირად ჩაიკეცო ტკივილისგან, შენ ზღაპარში ვეღარ დაბრუნდები. შენ იპოვე სიმართლე ანუ ეს შენი საზიდი ტვირთია, გამოსავალი შეგუება და მასთან ბრძოლაა.ბრძოლა და თანაცხოვრება.


* * *
დილით გოგონამ თავი მძიმედ ასწია, ისევ მოავლო ოთახს თვალი, იმ იმედით რომ სიზმარი იქნებოდა, ამ ბოლო დროს ხშირად იღვიძებდა ამ გრძნობით,მაგრამ სულ ტყუილად. წამოდგა, ფანჯრიდან გაიხედა და ეზოს დააკვირდა. ისევ ისეთი ბაღი ჰქონია ქეთევანს. ბილიკი ჰქონდა გაკეთებული, გვერდით კი ულამაზესი დიდი შადრევანი. ეზოს გარეთ კი კიდევ უფრო საოცარი ხედი იშლებოდა. ხედი, რომლის დაპყრობის სურვილი ყოველი სტუმრობისას უჩნდებოდა მარიამს. უნდოდა, ჯებირებს იქეთ თავისუფლად ესეირნა და ცხენით ეჯირითა. უნდოდა, ისე ექნა რომ არავისგან დამალულიყო, თორემ ამ ყველაფერს ოჯახისგან მალულად მაინც აკეთებდა. სადღაც 13 წლის იქნებოდა, როცა სამშობლოში ერთ-ერთი ვიზიტი ჰქონდა, სახლში გამოკეტილს აღარ იცოდა რა ექნა და ჯებირებს იქეთ გადახტომის სურვილი კლავდა. ასეც მოიქცა, შუადღისას, როცა ყველა თავის საქმეს აკეთებდა და გოგონა ოთახში ეგონათ, უკანა ეზოს ბაღიდან ტყეში გაიპარა.დიდხანს იარა, უამრავი ყვავილი დაკრიფა და როცა როგორც იქნა ზღაპრულ გარემოს თვალი მოწყვიტა, მიხვდა, რომ დაიკარგა.
-ჯანდაბა მარიამ, როდის იყო სწორი ორიენტაციის უნარი გქონდა, რამ წამოგიყვანა ასე შორს- ეჩხუბებოდა თავის თავს და ყველაფერს აკვირდებოდა იქნებ რამე მეცნოსო.
-ხო არ დაიკარგე-უცებ, ზემოდან მოესმა რაღაც ხმა, შეშინებულმა ჯერ ენა ჩაყლაპა და მერე ძლივს აიხედა მაღლა
-ადამიანი ვარ. ხო არ გეგონა ღმერთი მეძახისო- სიცილით ტოტიდან ტოტს გადაახტა ონავარი გოგონა და მერე დაბლა ჩამოხტა
-გამარჯობა, მე კესანე ვარ და არა ზეციერი ხმა- ვაშლს საოცარი ხხმით კბეჩდა გოგონა და მარიამს ამ ხმის გაგონებაზე ლამის გული მისდიოდა
- რა ენა ჩაგივარდა, დაიკარგე? ან რას დაპრინცესობ, საიდან ხარ?- განუწყვეტლივ სვამდა კითხვებს და არ ჩუმდებოდა.
-დიახ, დავიკარგე. მე მარიამი მქვია- ძლივს ამოთქვა
-აქ პირველად ხარ?
-გარეთ კი- პასუხობდა დაბნეული
-რას ნიშნავს გარეთ კი. ციხეში იჯექი?- თავისივე ხუმრობაზე ხმამაღლა გაეცინა გოგონას
-დაახლოებით. გთხოვ, სახლის გზა გამაგნებინე.- შეევედრა გოგონა
- მე რა ვიცი სად ცხოვრობ, გეთაყვა. კომპასს ვგავარ?- ისევ იცინოდა და ვაშლის გამაღიზიანებელ კბეჩას აგრძელებდა. მარიამმა მოიწყინა და შეგროვებული ყვავილები იქვე დაყარა.
- რა გვარისა ხარ ის მაინც მითხარი, იქნებ დაგეხმარო- შეწყვიტა ცელქობა ,მიხვდა, გოგონა მართლა ნერვიულობდა
-მე მარიამ გიგანი ვარ- თითქოს საიდან უნდა იცოდე ტონით წარმოთქვა
- აჰაჰაჰჰა, კი, როგორ არა. შენ მარიამ გიგანი ხარ და მე მამიდამისი მარიამი. როგორ არა- აუტყდა გოგონას ხმამაღალი სიცილი
-რა გაცინებს, ამაში დაუჯერებელი რა არის-გაოგნდა მარიამი
-გადავიფიქრე, მე ჰერცოგინია კესანე ვარ- ისევ იცინოდა
-იქნებ შეწყვიტო. გეფიცები, სახლში დამაბრუნე და დიდ პრიზს გადმოგცემ-უცებ რაც მოაფიქრდა ის წამოაყრანტალა
-ვაშლის ხეს მაჩუქებ?- მარიამს თანდათან ნერვები ეშლებოდა გოგონას დაუდევარ საქციელზე
-როგორ დაგაჯერო, რომ შემდეგ დამეხმარო
-ანუ არ ნებდები და მაინც ამტკიცებ, რომ მარიამ გიგანი ხარ? ის გოგო რომელზეც ყველა ლაპარაკობს და თვალით არავის უნახავს?
-რა? ჩემზე რატო ლაპარაკობენ
-სვანეთში თუ იცი ასეთი ტრადიცია გვაქ. ხატზე დაფიცება. თუ ტყუილზე დაიფიცეებ ცუდი რაღაც დაგატყდება თავს. აბა ახლა დაიფიცებ ხატზე?- ცალი თვალი მოჭუტა კესანემ იმის იმედით, იქნებ შეეშინდეს და გატყდესო.
-დავიფიცებ- ამაყად წამოდგა გოგონა
-ღმერთო-ამოილუღლუღა კესანემ და ლამის ის ვაშლი გადასცდა ისეთი ხველა აუტყდა
-რა დაგემართა კარგად ხარ?- წამოხტა მარიამი და ბეჭებში რტყმა დაუწყო
-რა მარიამ გიგანი.ღმერთო,მგონი მართლა მარიამ გიგანია-შემოიცხო უცებ ხელები თავში
-დიახ, ჰერცოგინია კესანე, მიცნობთ?- ეღიმებოდა მარიამს გოგონას რეაქციაზე
-შემიძლია სახლში წაგიყვანო, ვიცი სადაც ცხოვრობ-სწრაფად მიაყარა
-გთხოვ, დამეხმარე და აუცილებლად გაჩუქებ ვაშლის ხეს
-არ მინდა, მადლობა, არ შეწუხდეთ- სწრაფად მოლბა კესოც.
მარიამი სახლის უკანა ეზომდე მიაცილა, ჩუმად ააძვრინა ჯებირზე.
- შენ პირველი ადამიანი ხარ ჩემი ბიძაშვილების შემდეგ ვინც აქ გავიცანი. გინდა ვიმეგობროთ?- ბავშვური მეამიტობით შესციცინა თვალებში კესანეს
- მინდა
-ხოდა ხვალ შუადღისას, 2 საათზე ისევ აქ დამელოდე და ტყეში ვისეირნოთ...
ასე დამეგობრდნენ საოცრად ცელქი კესანე ქალდანი და მარიამ გიგანი. შუადღისას იპარებოდნენ და კესოს მოფიქრებულ ათას სიგიჟეს აკეთებდნენ ერთად. მარიამმა კესოს თორნიკეც კი გააცნო და ეს სამი მუშკეტერი პირნათლად ასრულებდა მისიას სახელად "გავიპაროთ, გავერთოთ და ვიმეგობროთ ჩუმად". მისია ბოლო ვიზიტებისას ბოლო ნაწილის გამოკლებით დარჩათ, იმიტომ რომ ვახტანგმა წაიჭირა ონავრები და სამივე დასჯილი ბავშვი ქალდანების და გიგანების სრული დასწრებით გასამართლდა. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობით. ვახტანგის მთავარი პირობა იყო კესო მოსულიყო მათთან როცა უნდოდა და ბავშვები არ გასულიყვნენ გარეთ. რასაც სიმართლე რომ გითხრათ მოჩვენებითად ასრულდებდნენ.
ყველაზე სევდიანი მარიამის გაცილების მომენტი იყო ხოლმე, ზაფხულის მიწურულს...
ასე გადიოდა წლები, გოგონები ურთიერთობას ტერიტორიული სიშორის გამოც კი არ წყვეტდნენ, და მას შემდეგ მითუმეტეს როცა ცივილიზაციამ ააღწია სვანეთში...
მარიამი ბავშვობის მოგონებებიდან კარზე კაკუნმა გამოიყვანა.
-გაიღვიძე?-ფრხილად შეაღო ოთახის კარი თორნიკემ
-გავიღვიძე- ხედიდან თვალის მოუშორებლად უპასუხა დამ
-სადილზე არ ჩამოხვალ?-თორნიკე ხვდებოდა რომ მარიამი მასზე გაბრაზებული იქნებოდა და ცდილობდა ზედმეტად მისთვის თავი არ მოებეზრებინა და ფიქრის საშუალება მიეცა
-რამდენ ხანს აპირებდი ყველაფრის დამალვას?- ნაწყენი ტონი ჰქონდა გოგონას
-მარიამ, გეფიცები ყველაფერს აგიხსნი
-მაინც და მაინც ვინმე უნდა მომკვდარიყო, რომ სიმართლე გამეგო?
-მთელი ცხოვრება ტანჯვას ასე არ სჯობდა? დამერწმუნე, იმ ტყვიებს საკუთარი სხეულით დავუდგებოდი წინ ოღონდ ჩვენ ახლა მაგ ტკივილს არ ვგრძნობდეთ. იმდენად გიფქრთხილდებოდი, არ მინდოდა შენც ჩემსავით ყოველ ღამე შიშში დაგეძინა და დილით ბალიშის ქვეშ იარაღით გაგეღვიძა. საერთოდ არ ვნანობ რომ აქამდე სიმართლე არ იცოდი და ისე ცხოვრობდი,როგორვ ჩვეულებრივი ადამიანი.
-რატო არავის გესმით? თორნიკე, შენც რატო დაემსგავსე მათ? რატო ფიქრობ რომ სიმართლეს ყალბი ცხოვრება სჯობს. ახლა შენი აზრით, უარესი არაა რაც ჩემს თავს ხდება?
-წინაზე თქვი რომ ზღაპრიდან უცებ რეალობას შევეჯახეო, სანამ დამადანაშაულებ იმაში მაინც დაფიქრდი რომ შენს ძმას ეგ ზღაპარიც კი არასდროს ქონია- აწყლიანებული თვალები მიანათა ბიჭმა დას.
მარიამი ცოტახანს დუმდა, ვეღარ გაეგო რა ექნა,იმასაც მიხვდა,რომ ბიჭს მისთვის კარგი უნდოდა. ვეღარ გაეგო რა ექნა,სად ეპოვა ხსნა...
-კიდე რა არის ისეთი რაც უნდა ვიცოდე-თავისივე ხმა თვითონაც ეუცხოვა
-გპირდები, ყველაფერს მომავალ რამდენიმე დღეში მოგიყვები, როცა ყველაფერს საბოლოოდ მოვაგვარებ
-ანუ მოსაყოლი კიდევაა,ღმერთო, თავი ესპანურ სერიალში მგონია-სიმწრისგან გაეღიმა
-გთხოვ, ვისადილოთ-ისევ შეაპარა ბიჭმა
-აღარ ვიცი გაგიბრაზდე თუ ჩაგეხუტო. აღარ ვიცი ამ სადიზმისგან დაცვისთვის მადლობა გადაგიხადო თუ რეალობას მოწყვეტვისთვის გეჩხუბო, ვერ გავიგე რა გავაკეთო,თორნიკე. შენ ჩემი ძმა ხარ, ჩემი სისხლი და ხორცი.ადამიანი, რომელიც ყოველთვის მისმენს და გვერდით მიდგას. არ ვიცი რა ვქნა...-ცრემლები დაუკითხავად ჩამოუგორდნენ ლოყებზე, თავში არსებულ ქაოსს თავს ვერ აღწევდა. ერთადერთს რასაც ნათლად ხედავდა,მისი მასზე არანაკლებ განადგურებული ძმა იყო.
-კესო?- უცებ მოიწმინდა ცრემლი და ძმას იმედიანი მზერით შეხედა
-რა კესო, მარიამ?
-კესომ სიმართლე იცის?
-ის თვითონ დაგელაპარაკება, მარიამ
-ანუ იცოდა... თავისთავად ეცოდინებოდა-თავი დახარა,კიდევ გაიკვლია დაუკითხავად ცრემლმა გზა, უკვე მერამდენედ დათვლაც კი ერეოდა
- კესარია აქედან ამ ამბის გამო წავიდა, არა?!
- არ ვიცი რატო წავიდა კესო,მარიამ- თითქოს მივიწყებულმა სახელმა ისევ ააფორიაქა ბიჭის გული
- როგორ არ იცი? არ კითხე? მე კარგი არაფერი ვიცოდი და ვერც მივხვდი როგორ მატყუებდით ყველა… შენ? როგორ არ იცი რატო წავიდა? ერთმანეთი გიყვარდათ, თორნიკე.
- ნუ აზვიადებ- უკვე გაუთავებელ ბოლთას სცემდა ოთახში
- არასოდეს შემიმჩნევია თქვენთან, მაგრამ მარტივი მისახვედრი იყო… თავს ნუ იტყუებ
- წასვლა უნდოდა და წავიდა, არც ახსნა მოუცია ჩემთვის და არც განმარტება. მისი გადაწყვეტილება იყო.წამოდი, ვისადილოთ- თორნიკემ ხელი ჩაკიდა და ოთახიდან გაიყვანა, აღარ უნდოდა იმ თემის გაგრძელება, რომელიც ისედაც დიდიხანი აწუხებდა მის გონებას.
მისაღებში სუფრა გაეშალათ, ვახტანგი როგორც ყოველთვის სუფრის თავში ხმის ამოუღებლად იჯდა. ქეთევანს მაშინვე სახე გაუბრწყინდა შვილები რომ დაინახა.
-მარიამ, როგორ ხარ?- დამნაძშავესავით იჯდა ვახტანგი
-ამასთან შედარებით უკეთ მაინც ვიქნები ყველაფერს ბოლომდე რომ გავიგებ- თეფს თვალს არ აშორებდა გოგონა
-გთხოვ, რამე ჭამე შვილო-ნერვიულობდა ქეთევანი
-რა გვარია მეორე მხარე?- იკითხა ისევ მოულოდნელად გოგონამ
-რა მნიშვნელობა აქვს- გაუკვირდა ვახტანგს
-ტვილდიანი- მამის მაგივრად უპასუხა თორნიკემ.
მარიამს ფერი მალევე ეცვალა, ჟრუალტელმა დაუარა და ფეხზე წამოხტა
-ხო არაფერი გეშლება თორნიკე?- უკვე კანკალებდა
-მარიამ, რა მოხდა?- წამოდგნენ სხვებიც
-რომელიმე ტვილდიანს იცნობ?რომელიმე ხო არ გაგეკარა შვილო?-ხმას აუწია ვახტანგმა.
მარიამს კი კადრებმა მონაცვლეობით ჩაუარა წინ...ახლა თავში მხოლოდ ერთი რამ ესმოდა... ტვილდიანი...ტვილდიანი...
- ალექსანდრე ტვილდიანი არის ჩვენი მტრების წარმომადგენელი, მამა?- ხმა უკანკალებდა, სიტყვებს ძლივს აბამდა ერთმანეთს
- ალექსანდრეს იცნობ, მარიამ?- ფეხზე წამოდგა დემეტრე
- ალექსანდრე ტვილდიანი მონაწილეობს ამ დავაში, მამა?- უკვე ხმას აუწია გოგონამ
- კი, შვილო! ალექსანდრე ტვილდიანი…- დასრულება არ აცადა კაცს ისე წამოხტა ფეხზე და ოთახიდან გავარდა.
შეუძლებელია ის ყოფილიყო, შეუძლებელია მას ამასთან შეხება ჰქონოდა. ნამდვილად გააგიჟებდა ეს სიტუაცია.
* * *
-ანუ გვარი გაიგო...- აშკარად შეკითხვას არ გავდა მისი პასუხი
-კი,გაიგო და ისევ თავის ოთახში გაიქცა-უპასუხა ქალმაც
-რა რეაქცია ჰქონდა? თქვა საიდან ეცნობოდა გვარი?-დეტალებს არ ტოვებდა
- არა
-გასაგებია, მისი არცერთი ნაბიჯი არ გამოგრჩეს. მადლობა დახმარებისთვის.
ყურმილის მეორე მხარეს მდგომი ცოტა ააღელვა ახალმა ინფორმაციამ, როგორ უნდოდა სცოდნოდა რატო არ თქვა საიდან ეცნობოდა ეს გვარი...
***
მარიამმა სწრაფად გამოგლიჯა ოთახის კარი, აივანზე გავარდა, ჰაერი სასიამოვნოდ მოედო მის სხეულს.
* * *
საფრანგეთი,2015 წელი

შოპინგისგან დაღლილი სახლში ბრუნდებოდა, ერთადერთი რაც უნდოდა სიცხისგან თავის დაღწევა იყო. დროც ძალიან გაეპარა და უკვე მზეც ძალიან მწველი იყო. ბოლო მაღაზიიდან გამოსულს და სახე წაშლილს მხოლოდ მაიკლის რეაქციაზე გაეცინა, კაცს რომ უთხრა წავედით დავიღალეო და მანაც შვებით ამოისუნთქა, არანაკლებ დაღლილმა.
სახლთან მისულებს ეზოში უცხო მანქანა დახვდათ. გოგონას გაუკვირდა, ასე გაუფრთხილებლად სტუმრები არ ყავდათ ხოლმე, თანაც მანქანა არ ეცნო. ნაბიჯებს აუჩქარა და კარი სწრაფად შეაღო. მარიამი სამზარეულოში გულიანად იცინოდა. პარკებით ხელში პირდაპირ სამზარეულოსკენ წავიდა. მაგიდასთან ახალგაზრდა ბიჭი დახვდა, გემრიელად შეექცეოდა მარიამის ნამცხვარს.
-მამიდა?- გაუკვირდა გოგონას
-მარიამ, მოხვედი?- გაეღიმა ქალს გოგონას დანახვისთანავე და ბიჭს გახედა
-მოვედი-უპასუხა ისევ დაბნეულმა
-მოდი, გაიცანი,ჩვენი ოჯახის ძველი მეგობრის შვილი. გაიცანი ალექსანდრე- ხელით მიანიშნა შავგრემან ბიჭზე. ისიც წამოდგა და გოგოს თავისი ყავისფერები მიანათა
-გამარჯობა, სასიამოვნოა- გაუწოდა ხელი
-ჩემთვისაც- ჯერ კიდევ გაოგნებული უყურებდა
-რას დადექი, დააწყვე ეგენი ოთახში და მოდი შემოგვიერთდი
-ხო, ახლავე-უკვირდა მამიდას ასეთი გამხიარულება, უჩვეულო ხასიათზე იყო. და ეს ალექსანდრე... როგორ ეცნობოდა მისი ნაკვთები...
-რას საქმიანობ, ალექსანდრე?- ზუსტად იმწამს კითხა მარიამმა ძმისშვილიც რომ მაგიდასთან დაინახა.
-ბიზნესზე ვსწავლობ.მამას კომპანიას რამდენიმე წელში სათავეში უნდა ჩავუდგე. ხო, იცნობთ მიხეილს,ძალიან ჩქარობს- უპასუხა ბიჭმაცც მშვიდად, თან ისე მარიამისკენ აპარებდა თაფლისფერებს.
-ისევ იტალიაში ცხვოვრობთ?-კითხვას კითხვაზე უსვამდა მარიამი.
-კი, ჯერჯერობით.შენ რას საქმიანობ, მარიამ?- ისევ დაჟინებით დააკვირდა გოგოს
-მე, მალე სკოლას დავასრულებ-უპასუხა მზერით შეწუხებულმა
-მარიამს ფსიქოლოგობა უნდა- ამაყად წარმოთქვა მამიდამ
-ხოო?
-კი
-რატო?
-მიყვარს ადამიანების თავში ქექვა, მათი ქცევების შესწავლა, დაკვირვება. მიყვარს ისეთი რაღაცების აღმოჩენა, რისი დანახვა და გაგებაც სხვა ადამიანებს არ შეუძლიათ
-არ გადაიფიქრო,აშკარა პოტენციალი ჩანს შენში- გაეღიმა ბიჭს გოგონას აღტაცებულ საუბარზე
-ნწ, არ გადავიფიქრებ- გაეღიმა მასაც
-ხშირად უსვანდები ფრანგებს?- წამოცდა მარიამის ციმციმა თვალებით მონუსხულს
-მაიკლის და ბიჭების ფონზე ჩემი გაბრაზება აღარ ხდება ხოლმე საჭირო.როგორც კი რამე არ მოსწონთ ეგრევე ერთვებიან და სიტყვასაც ვერ ვამბობ- დანანებით აოლაპარაკა
-გოგოების უმეტესობა ოცნებობს მაგაზე და შენ რა ჩხუბი გენატრება?-გაეღიმა ისევ
-იმდენი რამ მენატრება ჩხუბი კიდე ლაითი საწუწუნოა-ვერ ჩუმდებოდა მარიამიც, თვითონაც უკვირდა ასე მარტივად როგორ აყვა დიალოგში სრულიად უცხოს
-მაინც რა გენატრება,მარიამ. იქნებ შევძლოთ საფრანგეთში სურვილის ასრულება-ალექსანდრეს მოსვენებას აკარგინებდა გოგოს თვალებში ათამაშებული ჭინკები.
-რაღაც სასწაულს იტყვის ზუსტად ვიცი-ეცინებოდა უფროს მარიამს
-ჰოო?- სიცილსაც ვერ იკავებდა ალექსი
-სვანეთის მთებში ჯირითი, ეზოსთან მდგარი ვაშლის ხის ჩრდილში კესანესთან გაბმული ჭორაობები. ნორმალური ცხოვრება მენატრება,თავისუფალი. საფრანგეთში ნამდვილად არ იშოვება- ნაღვლიანად ჩაილაპარაკა
- თუმცა არც შეუძლებელია...
- შენზე რას მეტყვი? საიდან ხარ?გვარი რომ არ გითქვამს?-ისევ აუციმციმდა ინტერესით თვალები
- მეც სვანი ვარ, ტვილდიანი და მეც საოცრად მენატრება ცხენზე ჯირითი და თავისუფლება,მაგრამ ახლა ჩემი წასვლის დროა- წამოდგა მალევე, როცა მიხვდა რომ გოგონას ძალიან შესამჩნევად აკვირდებოდა
- მადლობა მასპინძლობისთვის. სასიამოვნო იყო- გაუღიმა მამიდა-ძმისშვილს
- ფრთხილად იყავი, ალექსანდრე-კარებთან მისული ბიჭი ქალის სევდანარევმა სიტყვებმა მოაბრუნა
- თქვენც. განსაკუთრებული სიფრთხილე მომავალი რამდენიმე წელი გვმართებს- დაღონებით წარმოთქვა ბიჭმა. უკვე კარებში გადიოდა, უცებ მოიხედა, მარიამს გაუღიმა და ისევ მიანათა თავისი თაფლისფერები
- მალე შევხვდებით,ყველა ოცნება ასრულებადია თუ გულით გწამს... თავს გაუფრთხილდი
მარიამმა ვეღარაფერი თქვა, ცოტახანს გაჩუმდა და ისევ დახურულ კარს უყურებდა. გონზე მამიდის ფუსფუსმა მოიყვანა, რომელიც ჭურჭელს რეცხავდა.
-მალე შევხვდებით? ვინ იყო მამიდა ეს ბიჭი?-თავს დააცხრა ქალს
-ხო გითხარი, ძველი მეგობრის შვილი- მშვიდად უპასუხა მანაც
-მისი თვალები ისეთი ნაცნობი იყო, აქამდე შევხვედრილვართ?-გოგონას მოსვენება ჰქონდა დაკარგული
-არა მარიამ- მოკლედ პასუხობდა ფიქრებში წასული ქალიც
-მამიდა, რაღაც უცნაურად იქცევი და არაფერს მეუბნები
-კარგი რა, ნუ აზვიადებ. მომიყევი აბა, როგორი დღე გქონდა?
მარიამიც მიხვდა,რომ საუბარს აზრი აღარ ჰქონდა და მალევე დაივიწყა ეს უცნაური ვიზიტი, მაგრამ მაინც ვერ იშორებდა აზრს, რომ ეს ბიჭი სადღაც ჰყავდა ნანახი.

***

ალექსანდრე ტვილდიანს იცნობდა! იმ გვარის წარმომადგენელს იცნობდა, რომელთაც მამიდა მოუკლეს. თვითონ მარიამმა გააცნო... რა ჯანდაბა ხდებოდა მის თავს. ქაოსს ვერ იშორებდა. მალე ალბათ თავი გაუსკდებოდა.
-დამშვიდდი, მარიამ. ეს უბრალოდ დამთხვევაა, არ შეიძლება ეს ის იყოს-ელაპარაკებოდა გოგონა თავის თავს და ოთახში ბოლთას სცემდა.
უცებ ტელეფონის ეკრანი განათდა და კესოს მომღიმარი ფოტო გამოჩნდა ეკრანზე.
-ჩემო ფერია-აცრემლებული თვალებით შესციცინებდა გოგონა მარიამს
-ჩემო ჰერცოგინია-სევდანარევი ღიმილით მიმართა მარიამმა ბავშვობაში შერქმეული სახელით მეგობარს
-ვაშლის ხესთან გელოდები-ღიმილით გათიშა ზარი კესომ და მარიამიც წამსვე მოეგო გონს.კესო ჩამოვიდა.
სწრაფად მოიცვა მოსაცმელი, სწრაფად ჩაირბინა კიბეები, სწრაფადვე გავიდა სახლის უკანა მხარეს და ჩუმად, ისე როგორც ბავშვობაში,გადაძვრა გალავანზე.კი არ მიდიოდა მირბოდა,თითქოს ქაოსისგან ხსნას იპოვიდა ამით. კესო, თავის საყვარელ ვაშლის ხესთან ელოდა.
-კესანე- დაუძახა უკვე მიახლოვებულს ხმამაღლა
-მარო-დაუბრუნა პასუხი გოგონამაც და ძლიერად ჩაეხუტნენ ერთმანეთს.
რამდენიმე წელი იყო გასული რაც გოგონებს ერთმანეთი არ უნახავთ. კესანეც წასული იყო სასწავლებლად საზღვარგარეთ. ყველანაირად ეცადა მალე ჩამოსულიყო და მარიამს გვერდით ყოფილიყო. კესანემ, ისე როგორც ყველა სხვამ კარგად იცოდა ისტორიის გაგრძელება, ამიტომ უნდოდა მეგობარი მარტო არ დაეტოვებინა.
ვიცი, ელოდებით როდის დავიწყებ იმ ნაწილის მოყოლას, იცოდა თუ არა კესომ ყველაფერი და როგორ შეძლო ამ ყველაფრის საუკეთესო დაქალისგან დამალვა. მარტივი არაა ის თქვა, რასაც ყველა ასე პირნათლად წლებია მალავს. მარტივი არც კესოსთვის ყოფილა ამდენი წელი ჩუმად ყოფნა და რეალობას მოწყვეტა. ვიცი, თქვენც იცით, ყველამ ვიცით, მარიამი არავის აპატიემდა ამ დუმილს... მაგრამ კესო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო ამ უსამართლო გარემოების.
დიდხანს იკრავდა კესარია გულში მონატრებულ, ამდენ ტკივილ გადატანილ მეგობარს. უსიტყვოდ ანუგეშებდა.უსიტყვოდ ექცა საყრდენად,რომელიც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა.უსიტყვოდ ებოდიშებოდა...
-ვიცი რომ იცოდი-ასწია თავი მარიამმა გოგონას მხრებიდან
-ვწუხვარ, ვერ დაგიცავი. ვწუხვარ რომ დაგიმალე.ბოდიში, რომ ახლა მეც ყველასნაირი გგონივარ-ტირილისგან გულს ვერ იჯერებდა
-არ ვიცი რა ვთქვა, მხოლოდ ტკივილს ვგრძნობ. ისეთ ტკივილს, ოდნავადაც რომ არ ყუჩდება...ყოველდღე ახალ საიდუმლოს ვიგებ. დავიღალე...მამიდა წესიერად ვერ გამოვიგლოვე,როცა საიდუმლომ მისი სიცრუეში დადანაშაულება მაიძულა. დავიკარგე...
-ვიზიარებ, მესმისთქო რომ გითხრა ალბათ არ დამიჯერებ. ეს ჯოჯოხეთი ყველას შეგვეხო.ყველას გვატკინა. ყველას დიდ ტრავმებს გვიტოვებს, მაგრამ მარიამ, შენ ყველაზე დიდი მსხვერპლი აღმოჩნდი.-ლოყაზე ჩამოგერობული ცრელები მოუწმინდა და ისე ძლიერად მოეხვია მეგობარს, თითქოს მის ტკივილს გაიყოფდა.
-ვიცოდი, აქ იქნებოდით-ნელ-ნელა უახლოვდებოდათ ჯიბეებში ხელჩაწყობილი თორნიკე
-სხვაგან სად ვიქნებოდით-ცრელები ისევ შეიმშრალა მარიამმა და ფეხზე წამოდგა.კესანე გაყინული იჯდა.გაქვავებული უყურებდა ბიჭს
-გვიკადრე და ჩამობრძანდი ჰერცოგინია კესარია?-ნაღვლიანი თვალები მიანათა ბიჭმა სასწაულად მონატრებულ გოგოს
-ჩამოვედი...- მოკლე იყო მისი პასუხი,რომელიც ძლივს წარმოთქვა
-ერთმანეთს ასე რატო უყურებთ?რატო არ ეხვევით-გაოცდა მარიამი
-ჰერცოგინია არამგონია მკადრულობდეს-მწარე იყო ბიჭის პასუხი
-მეც მომენატრე,თორნიკე-ცრელებს გასაქანს არ აძლევდა, თავს ძალას ძლივს ატანდა არ ეტირა, არ მოხვეოდა და არ ეთქვა როგორ უჭირდა მის გარეშე ყოფნა...
-ჰო, მჯერა-ცინიკურად გაეცინა ბიჭს
-ახლა შენი ცინიზმის დრო ნამდვილად არაა-გაბრაზდა კესოც
-ბევრი რამის დრო არ იყო და არც არის, მაგრამ...
-რა ხდება? რამე გამომრჩა? რა გჭირთ? როდის გაუცხოვდით და როდიდან ელაპარაკებით ერთმანეთს ასე-მარიამი ვერ ხვდებოდა რას უნდა გამოეწვია მათი ასეთი დამოკიდებულება ერთმანეთისადმი.
-თუ მეტყვით რომ ეს წყეული ომია მიზეზი, გეფიცებით გავგიჟდები-ბრაზს ვერ იტევდა მარიამი...
რა ეპასუხა კესანეს? რა იყო ამ გაუცხოების მიზეზი? ღირდა კი ამაზე საუბარი??? ღირდა ჭრილობების განახლება?
-აქ ძალიან ცივა, სახლში წავიდეთ- თემას გვერდი აუარა თორნიკემ
-კესანე, წამოდი რა. მარტო არ დამტოვო-არც მარიამმა შეაწუხა ზედმეტი კითხვებით. აუცილებლად მოუყვებდონენ, როცა მზად იქნებოდნენ. კესოს ნუკრის თვალებით გახედა და მანაც წინააღმდეგობა არ გაუწია...
სახლში შესულებს მისაღებში ხალხმრავლობა დახვდათ. ბიძები და მთელი სანათესაო იყო შეკრებილი.
-მამა, რა ხდება?-თორნიკე წინ წავიდა
-მოულოდნელი სტუმარი გვყავს-ცოტა დაბნეულმა თვალით ანიშნა მისაღებში მჯდარ ბიჭზე
-გიორგი-მოულოდნელად, ნანახით გაოცებულმა წამოიძახა მარიამმა
-მარიამ
-ღმერთო, შენ აქ ხარ-მოეხვივნენ ერთმანეთს.
-ღმერთო, გადაგვარჩინე-ჩაიჩურჩულა ქეთევანმა და შიშისგან ჟრუანტელმა დაუარა
- აქ რა ჯანდაბა ხდება- გაოგნებულ ოჯახის წევრებს დაასწრო რეაგირება ლექსომ.
მარიამს ალბათ ბიძამისის სიტყვები არ გაუგია. მარიამს ალბათ დაავიწყდა კიდეც სად იყო. მარიამი თავის მონატრებულ სიყვარულს ეხუტებდა და აღარც კი ახსოვდა თუ დედამიწაზე მის გარშემო რაიმე პრობლემა არსებობდა. მონატრებულ გოგოს გულში იკრავდა გიორგიც, რომელსაც სვანეთში ჩამოსვლისთანავე როგორც კი თქვა ვისთან მიდიოდა, ამალა აეკიდა და იარაღ მოუშორებელად მიიყვანეს გიგანების სახლამდე. ორი მონატრეული სხეული ეკვროდა ერთმანეთს, ორი მონატრებული სული.
ნანახით გაოცებისგან ხმას ვერავინ იღებდა, არ იცოდნენ რა ეთქვათ. ისევ მარიამი გამოერკვა და სიტუაციის ახსნა დაიწყო
- ძვირფასო ოჯახო, გაიცანით ჩემი შეყვარებული, გიორგი- წარმოთქვა ღიმილით გოგონამ.
- შეუძლებელია-აღმოხდა ბიცოლას
- არ ვიცი რა რეაქციას ველი თქვენგან. ვფიქრობ, არ გაქვთ უფლება ვინმე წინააღმდეგი იყოთ, რომ მიყვარდეს და ვუყვარდე. არც ის მესმის ასეთი გაოცებული სახეები რატო გაქვთ. მინდა გიორგი კარგად გაიცნოთ, მიიღოთ როგორც ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი
- შეყვარებული თუ გყავდა რატო არ გვითხარი, მარიამ- ლექსო მოსვენებას კარგავდა
- ბიძია, როდის მეთქვა?! მამიდა რომ ჩამოვასვენე მაშინ? იქნებ დასაფლავების დღეს?! ან იქნებ მაშინ რაღაც უაზრო ომზე რო გავიგე?!-ვერ ხვდებოდა მარიამი ამ გაურკვეველი რეაქციების მიზეზს.
- მარიამ, დაწყნარდი. მე და შენები ვისაუბრებთ. არამგონია საერთო ენა ვერ გამოვნახოთ-თბილად გაუღიმა გიორგიმ გოგოს
- საერთო ენის გამონახვა აშკარად დაგვჭირდება- დაბნეული იყო თორნიკე
- მარიამისთვის ძალიან ძვირფასები ხართ და ჩემთვისაც მნიშვნელოვანია თქვენთან კარგი ურთიერთობის წარმართვა. უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი. მე გიორგი ტიკარაძე ვარ-ისევ წრფელად იღიმოდა ბიჭი
ვახტანგი ამდენი ხნის განმავლობაში ჩუმად იდგა, ხმა არ ამოუღია. ამდენი ხნის განმავლობაში პირველად ხედავდა გაღიმებულ მარიამს. სიტყვაც კი არ დაუძრავსს, ან კი რა უნდა ეთქვა?!
- მამა, დედა, იქნებ მითხრათ რაიმე
- მე არ ვიცი რა ვთქვა-ქეთევანმა ძლივს დამალა ხელების კანკალი.
- რას ნიშნავს არ იცი,ქეთევან?-წამოენთო ბიცოლა
- რას ნიშნავს შეყვარებულია?! და ჩვენ? მარიამს თუ ეს ბიჭი ეყვარება სად იქნება ამდროს ჩვენი უსაფრთხოების გარანტია?ვინმემ რამე გვკითხეთ ისე შექმენით ბედნიერი, წარმოსახვითი გარემო?-აგრძელებდა ლია.
- რა გარანტია?-მარიამი ვერ იგებდა რას გულისხმობდა ბიცოლა
- ლია, გთხოვ მაგაზე მერე ვისაუბროთ-წამოდგა ქეთევანი
- მერე? მერე როდის?! ჩემს შვილს რომ მოკლავენ თუ შენსას?! იქნებ მაშინ ჩვენი ქმრები სახლებში რომ აღარ დაბრუნდებიან-არ ცხრებოდა ქალი
- ლია, ქეთევანმა რაც გითხრა ისე მოიქეცი- დუმილი დაარღვია ვახტანგმა
- სალაპარაკო გვაქვს ,ვახტანგ,თან სასწრაფოდ-ხმის ტონს აუწია ლექსომ
- რას გულისხმობს ბიცოლა,მამა?
- იქნებ საბოლოოდ წერტილი დაუსვათ ამ გაურკვევლობას და გოგოს სიმართლე უთხრათ- დიდხნიანი დუმილი დაარღვია კესარია
- შენი საქმე არაა, კესო-შეუტია თორნიკემ
- აბა ვისი საქმეა? შენი?არ მოგბეზრდათ ამდენი ტყუილი? აბა როდის ეტყვით?
- გაჩუმდითქო-წამოხტა თორნიკე
- ახლავე ორივე თქვენს ადგილს დაუბრუნდით და ნუ ყვირით. უკვე მომბეზრდა ყველას გამოხტომები, ეს გაუთავებელი საიდუმლოებები. თქვენ რაღა გაჩხუბებთ-ხმა აუკანკალდა მარიამს
- მარიამ, არ ინერვიულო, მოდი ჰაერზე გავისეირნოთ-მომხდარით გაკვირვებულმა გიორგიმ სცადა სიტუაციის განმუხტვა
- ისევ რაღაცას მიმალავთ, ისევ დუმთ და ეს ყველაზე მეტად მაღიზიანებს. ამოიღეთ ხმა ერთხელ და სამუდამოდ-იყვირა გოგომ
- მარიამ- ხმას ჩაუწყდა ქეთევანს
- ახლავე უთხარით სიმართლე- აყვირდა ისევ კესო
- სხვას ცოლად ვერ გაყვები, შენ ალექსანდრე ტვილდიანის საცოლე ხარ! აკვნიდან დანიშნული. ჩვენი უსაფრთხოების გარანტი, რომ ომი არ დაიწყება და აღარავინ მოკვდება!- ხმამაღლა და გარკვევით წარმოთქვა ბოლო სიტყვები ლიამ
სასწრაფოდ გაუშვა გოგონამ ხელი გიორგის. მოსმენილის გააზრებას ცდილობდა. შეუძლებელია სიმართლე ყოფილიყო. გვერდით საყვარელი კაცი ედგა, რა სხვისი საცოლე?! ეს ძალიან, ძალიან ცუდ სიზმარს ჰგავდა
- რა აკვნიდან დანიშნული? რატო გაჩუმდით ყველა. საქმრო მყავს? ალექსანდრე ტვლიდიანი? ხმა ამოიღეთ მეთქი- სახე ადამიანისას აღარ უგავდა მარიამს, აღარც ხმა
- მაშინ დავა ზავით დასრულდა, ეს ზავი ჩვენი დანათესავება იყო. ის გოგო გუშინ მამა რომ გიყვებოდა შენ ხარ- თითქოს დაიჩურჩულაო თორნიკემ
- თქვენ რა ხალხი ხართ? თქვენ რა ოჯახი ხართ? მე დამიცავით არა?! იმიტომ გამიშვით რომ მე დაგეცავით არა?! თქვენ რა ხალხი ხართ?! ღმერთო- შეურაცხადი ხდებოდა მარიამი
- დაწყნარდი, შვილო, ყველაფერს აგიხსნით.
- რას ამიხსნით? ეს იხსნება?! ეს როგორ უნდა გაამართლოთ. როდის აპირებდით თქმას?! ქორწილის წინა დღეს?! იქნებ ჩემი ძმა რომ მოკვდებოდა მერე?! როდის ამოიღებდით ხმას?- ყვიროდა უკვე ბოლო ხმაზე
- მარიამ, რაღაც შეცდომა იქნება. დაწყნარდი, გთხოვ- გიორგიმ გაბედა მხოლოდ გოგოსთან მიახლოვება.
- დავწყანრდე? შენც გაიგე რა თქვეს? სხვისი საცოლე ვარ!თან მკვლელის ოჯახის წევრის! ხომ გაიგე რა თქვეს, აკვნიდან დანიშნული. სხედან ეს დღეებია და მაპარებენ სიმართლეს. როდის აპირებდით ჩემს მსხვერპლად გადაცემას-უკანკალებდა უკვე მხრებიც.
- თქვენ გამომიგზავნეთ ალექსანდრე?- იყვირა ისევ უცებ გამორკვეულმა
- სად გამოგიგზავნეთ შვილო?- გაუკვირდა კაცს
- თავს ნუღარ ისულელებთ- ზიზღით შეხედა მამას
- ალექსანდრეს იცნობ?- თორნიკემ ძლის ამოიღო ხმა
- ვიცნობ!!! დიახ ვიცნობ! მარიამმა გამაცნო! მარიამმა იცოდა და ჰო, მარიამმაც იცოდა- ნელ-ნელა იაზრებდა თითქოს მისი ტვინი ყველა ფაქტს.
- ჩვენ არ გამოგვიგზავნია, არც კი ვიცოდით თუ იცნობდი
- მძულხართ! ყველა მძულხართ
- სხვა ვერ გეყვარება, სხვა ვერ იქნება შენი ქმარი. ვწუხვარ, მარიამ. ეს ბიჭი დაბრუნდეს საიდანაც მოვიდა- სიკვდილი ერჩივნა ვახტანგს მისი შვილის ჩამქრალ თვალებს
- ვერ გამათხოვებთ, ძალით ვერ გამაყოლებთ! მე რა შესაწირი ვარ? თქვენი პაიკი ვარ? რომელი საუკუნეა?- პანიკური სიცილი ანაცვლებდა ტირილს
- არსად დავბრუნდები- გიორგის მშვიდი ხმა თითქოს არც ისმოდაო გიგანების შექმნილ აურზაურში
- კი, დაბრუნდები- მოთმინებას კარგავდა ვახტანგი
- თუარ გავყვები მოგკლავენ?- ვერ იაზრებდა სიტუაციას
- თუარ გაყვები ომი განახლდება- უპასუხა ლექსომ და ხმაშიც ეტყობოდა, აღარ უნდოდა ეს სისხლიანი სანახაობა. ახალგაზრდული ომის ჟინი ჯანდაბაში მოესროლა
- ანუ ყველას მოგვკლავენ, თქვენც მოკლავთ. სადაა ამ დროს პოლიცია, სამართალი-ვერ ჯდებოდა და ნერვიულად დადიოდა ოთახში. გიორგი ერთ ადგილს მიყინვოდა
- გიორგი არ უნდა დაინახონ მეზობლებმა და მითუმეტეს ტვილდიანებმა, ეს არ იქნება სწორი ტონი ჩვენგან. ისედაც ყველაფერი არეულია.- ლექსო მიუბრუნდა ვახტანგს
- არაფერი დაუშავოთ თორემ- ხმა უკანკალებდა უკვე გოგოს
- უნდა წავიდეს, მარიამ. მათე ისედაც გაშმაგებული დადის და ვერც კი ვპოულობთ, ყურადღებას ამ ბიჭის საკითხზე ვერ გადავიტანთ- გაუმერა ვახტანგმა
- ამ ბიჭის საკითხი ჩემი პირადი ცხოვრებაა, რაზეც არასოდეს არცერთს გიფიქრიათ. თქვენ რა ოჯახი ხართ? - ყვიროდა ისევ
- წაიყვანეთ, გააცილეთ სტუმარი- მოქმედების დრო იყო, ვერ დაუშვებდა ახლა გიორგის არსებობსას მათ ცხოვრებაში.
3 დაცვის ბიჭს უკვე ძალით გაჰყავდათ გიორგი.
- რას აკეთებთ? ხელი გაუშვით.- ყვიროდა მარიამი და რა ჯანდაბა ხდებოდა მის თავს ვერ იაზრებდა. გაშმაგებულმა გოგომ იქვე მაგიდაზე დადებული ლარნაკი ესროლა უზარმაზარ ფანჯრებს, გამაყრუებელი ხმაურით ჩამოიფშვნა მთელი მინა. მოულოდნელმა ხმაურმა ყველა შეაშინა.
გარეთ გავარდა გიორგის მოსაძებნად,თორნიკემაც არ დააყოვნა და გაჰყვა დას, მისი მარტო გაშვება სადმე დაუშვებელი იყო.
- მარიამ, ახლავე სახლში დაბრუნდი- მისდევდა თორნიკე
- დაბრუნდითქო- ყვიროდა მის სახელს მანამდე
სანამ გასროლის ხმამ არ გადაკვეთა არემარე...გასროლის ხმამ გააჩერა წამი, წუთი, საათი... ამ საშინელმა ხმამ გააშეშა მარიამი,რომელსაც მოხედვისას საზარელი კადრი დახვდა ...თორნიკე უკვე მუხლებზე ეცემოდა... იარაღს უპოვია თავის სამიზნე... იარაღს უპოვია მსხვერპლი..მერამდენე?! მერადენე მსხვერპლი?!
ძლივს გაიაზრა მისმა გონებამ მომხდარი, ნათლად ხედავდა მსროლელის თვალებს, მის ღია ცისფერ თვალებს. იცნო. საფრანგეთის პოლიციაში შემდგარი ფოტორობოტი წარმოუდგა თვალწინ. მამიდამისის მკვლელმა ესროლა თორნიკეს. ერთ ტყვიას მეორე მოაყოლა, უკვე ჰაერშიც ისროდა, მერე კი ხედავდა როგორ გარბოდა.ვერაფერი გააკეთა…
გიჟივით აჭერდა მის ძმას ჭრილობაზე ხელს.
- არ მოკვდე გესმის? არმოკვდე! შენ მაინც არ მოკვდე. მიშველეთ- ყვიროდა ბოლო ხმაზე
-ეს რა ხმა იყო იყო, ლექსო?-ფეხზე წამოხტა ნამსხვრევებთან ჩამუხლული ვახტანგი
-ისროლეს- ლექსომ იარაღი აიღო და ყველა გარეთ გავარდა
-ისუნთქე. გთხოვ, ისუნთქე- ყვიროდა მარიამი
-თორნიკეე-ჩურჩულს უფრო გავდა ვახტანგის ხმა
-თორნიკეე, ისუნთქე. არ მიგვატოვო.ხმა გამეცი- კესოს ყვირილს გადაეკვეთა არემარე, იხუტებდა ბიჭის სხეულს, თითქმის უსულო სხეულს.
-გაეკიდეთ! - ხელით ანიშნა ბიჭებს გაქცეული კაცისკენ. ლექსომ იმ მითითებების გაცემა დაიწყო რისი თავიც ვახტანგს არ ჰქონდა.
უკვე მეორე საყვარელი ადამიანის სისხლით ჰქონდა ხელები შეღებილი. უკვე მეორე მისთვის ძვირფასს კარგავდა. აღარ იყო მასში ის ბრაზი ცოტახნის წინ მთელი ფანჯარა რომ ჩაამტვრევინა. მხოლოდ ერთი ფრაზა იყო მის გონებაში “ ის მაინც გადარჩეს”.
მისი ძმა უკვე სასწრაფო დახმარების მანქანაში იყო, იდგა თვითონ გაშეშებული
-მანქანით გავყვეთ- ლექსომ ძლივს მოიყვანა გონს ვახტანგი და ქეთევანი.
მარიამი გაუნძრევლად იდგა, მხოლოდ გზას უყურებდა...
მას ეს უკვე გამოცდილი ჰქონდა...მან ეს ტკივილი უკვე გადაიტანა... ვეღარ შეძლებდა... თორნიკეს ვერ დაკარგავდა...
მიდიოდნენ გიგანები მანქანებით, მიჰყვებოდა მათი კოლონა სასწრაფოს მანქანას... მიჰყვებოდა მათი იმედის მანქანას...ყველას საერთო საფიქრალი ჰქონდა... თორნიკე გადარჩენილიყო...მეტ მსხვერპლს ვერ გაუძლებდნენ... მეტს ვეღარ გადაიტანდნენ... ეს ხო თორნიკე იყო... მათი მზურნველი თორნიკე...
ეყოლებოდა ამ ომს კიდე ერთი უდანაშაულო მსხვერპლი? ნუთუ აღარასდროს დასრულდებოდა...
ბიჭი უკვე საოპერაციოში ჰყავდათ შეყვანილი.ჰოლში უამრავი ადამიანი შეკრებილიყო...ყველა ნაცნობი თუ ნათესავი...დუმდნენ, მხოლოდ ქალების ტირილი არღვევდა სიჩუმეს...განაჩენივით ელოდნენ ექიმის გამოსვლას...
-მამიდას მკვლელმა ესროლა-მოულოდნელად ამოილაპარაკა
მარიამმა
-ვიცით, მამამისი ვიპოვეთ, თვითონ ისევ დამალულია. ყველაფერს გავაკეთებთ რომ აღარ მოგიახლოვდეთ-ლექსო ცდილობდა სიტუაციის დამშვიდებას
-მოსაგვარებელი აქამდე მოგვარდებოდა,მითხარით, გამოსავალი მართლა ჩემი გათხოვებაა?!-ყველაფრის გონებაში დალაგებას ცდილობდა
- აქამდე უნდა გვეთქვა…-თავი დახარა ვახტანგმა
- ასე უმოქედოდ ვისხდებით და დაველოდებით რომელი ვიქნებით შემდეგი?-ცინიკურმა ხმამ ჩაანაცვლა მარიამის სევდა
- ბიჭებმა უკვე იპოვეს მირხა. ლუკამ აიღო სისხლი. მირხა მკვდარია- ახალი ინფორმაცია გააჟღერა გელამ
- ჯანდაბას თქვენი სამართალი, ლუკაც მკვლელი გახადეთ.-გულწრფელად შეეცოდა მისი 17 წლის ბიძაშვილი
- რა მიქენით? რაუქენით ჩემს ცხოვრებას?რა გვიქენით ჩვენ, ბავშვებს რომელთაც მშვიდად უნდა გვეცხოვრა, გვესწავლა, გვემუშავა და ცხოვრებაში ბევრი მოგონებები შეგვექმნა. ლუკამ აიღო სისხლიო, ბიძია, ისე თქვი თითქოს 17 წლის შვილს ვინმე სხვამ გაასვრევინა ხელები სისხლში- ამოიჩურჩულა მარიამმა. საერთოდ აღარ ჰგავდა მის თავს…
- ვერ დავუშვებთ რომ კიდე მეტი მახვერპლი ვნახოთ? გესმის? ვერ დავუშვებთ!! თუარ მოკლავდა ლუკა მირხას, ის ისე მოგვკლავდა თვალს არ დაახამხამებდა.- ხმას აუწია ლექსომ
სამარისებრი სიჩუმე დერეფანში რამდენიმე ათეულმა ნაბიჯმა დაარღვია.
შეიძლება ისტორიული კადრიც კი იყო, ბერდია მოუძღვებოდა მიხეილ და ალექსანდრე ტვილდიანს წინ, როცა გიგანებმა დაინახეს, სასწრაფოდ ფეხზე წამოდგნენ, იარაღის ამოღება ვეღარავინ გაბედა.
წამით მარიამის და ალექსანდრეს თვალებმაც იპოვეს ერთმანეთი. ამდენი ხნის შემდეგ, თავიანთ რეალობაში, თითქოს პირველი იყო მათი შეხვედრა.
- მხოლოდ იმიტომ არმოგთხოვთ პასუხს რომ საკმაოდ ბევრი მსხვერპლი ნახეთ და ახალგზარდა ბიჭი ამ წამსაც კი სიცოცხლეს ებრძვის- გამარჯობის გარეშე დაიწყო ბერდიამ საუბარი
- მიხეილი და ალექსანდრე აქ არიან, ახლავე ამწამს მოიყვანეთ მარიამი და გაატანეთ თან. აღასრულეთ თქმული. დროზე- ჯოხი ხისტად დაარტყა იატაკს.
- თქვენ მე ვინ გგონივართ? რას ქვია გააყოლეთ? იმ ოთახში ჩემი ძმა კვდება! თქვენ ვინ ხართ? მობრძანდით ალექსანდრე? ახლა სიმართლით თუ ისევ ტყუილებით- ბერდიადან განრისხებული თვალები ბიჭზე გადაიტანა.
- წესიერად ილაპარაკე და გააკეთეთ რასაც ბერდია ამბობს- უკვე ბრაზდებოდა ალექსანდრე გოგოს თავნებობაზე
- კიდე? კიდე რას გვიბრძანებთ?ჩემი ძმა კვდებათქო, ვერ გამაყოლებთ სანამ არ გავიგებ რომ გადარჩა. და ილოცეთ მთელმა საგვარეულომ რომ გადარჩეს, თორემ მტყუან მართალს არ ვიკითხავ ისე ჩაგხოცავთ სულ ყველას- ცინიკურ ღიმილს შეეცვალა გოგოს ნამტირალევი სახე. ყველა გააოცა მისმა სიტყვებმა. ყველა კი არა თვითონაც უკვირდა ასეთი ცუდი ფიქრები როდის გამეფდა მის თავში… ისიც ჩაითრიეს.
- მარიამ, ცოტახანს დაწყნარდი. გვაცადე ვისაუბროთ- ვახტანგმა ოდნავ უბიძგა გოგონას უკან წასულიყო
- მიხეილ, მირხა მკვდარია. მათე გადმომეცით და წაიყვანეთ მარიამი, რომ დაწყნარდეს ყველაფერი და აღარ გვყავდეს მსხვერპლი- ტყვიის გავარდნას გავდა მარიამისთვის მამის სიტყვები
- შემომხედე, მარიამ. შემომხედე და მომისმინე. ვიცი, ბევრს ვითხოვ. ვიცი არასწორი ვიყავი და ახლაც შენთან როგორც შვილთან არასწორი ვარ, მაგრამ მინდა იცოდე ახლა ისე ვმოქმედებ როგორც გვარის უფროსი. მაპატიე ყველა არასწორი ნაბიჯი და ის ტყუილი რაშიც აქამდე გაცხოვრე. ვიცი, ეს შენთვის უდიდესი მსხვერპლია, მაგრამ უნდა გახსოვდეს, ამაზე ბევრი ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული. მარიამი ახლა მკვდარი იმიტომაა რომ ვერ დაგიცავით, თემთან პირობის შესრულება დავაგვიანე, შენი ძმა ახლა სიცოცხლეს იმიტომ ებრძვის რომ შენ ვერ გაგიმეტე და აქაც დავაგვიანე. უნდა გაჰყვე ალექსანდრეს ცოლად. - თან ებოდიშებოდა, თან იმას ეუბნებოდა რაც მანამდე წლებით ადრე უნდა ეთქვა. გოგონას კი მზერა გაჰყინვოდა.
- შენ აქმადეც ისე მოქმედებდი, როგორც გვარის უფროსი და არა მამა. ყოფილი მეგობრის შვილზე მათხოვებ და მშვიდად ხარ? იქნებ ისიც მოძალადე და მკვლელია როგორც მისი ბიძაშვილი? რა გარანტია გაქვს რომ მეც სიკვდილის გზას არ გამიყენებენ? ენდობი? იცნობ? თუ გვარის მეთაური, რომ ხარ და შვილს წირავ არ გაინტერესებს მისი ბედი… იქნებ მასაც ლატავრას სისხლის აღება უნდა, იქნებ უნდა მეც ბედი მაწყევლინოს - წყენით შეხედა მამას. კაცს, რომლისთვისაც აქამდე არასოდეს უთქვამს ზედმეტი ხმამაღალი სიტყვა
- მე მკვლელი და მოძალადე ვარ, მარიამ?- ხმა პირველად ამოიღო ბიჭმა და ზურგით მდგარი გოგონას მზერაც დაიმსახურა
- შენ მატყუარა კაცი ხარ, რომელსაც აქამდე უამრავჯერ შეეძლო სიმართლე ეთქვა. - წყენას და ბრაზს ვერ მალავდა გოგოს ხმა
- რადგან თორნიკე სიცოხხლეს ებრძვის არიქნება სწორი დღეს თუ გაგატანთ, დავთქვათ ახლავე ქორწილის დღე და აღსრულდეს- ლექსო ჩაერია,ფრთხილად წარმოსთქვამდა ბერდიას მიმართულებით სიტყვებს
- ისედაც ბევრი დავიცადეთ, ქორწილი იქნება ორ დღეში. არ გაბედოთ გადადება. იმედია თორნიკეც არ შეიწირა თქვენმა უპასუხისმგებლო საქციელმა- ბრაზით საუბრობდა ბერდია.
მარიამს სხვა გზა აღარ ჰქონდა. მისი ჯიუტობის დრო აღარ იყო, კარგად ხვდებოდა რაც მოხდებოდა თუ უარს იტყოდა. არც არავინ გაითვალისწინებდა მის აზრს. ქალის აზრს, რომელსაც ისე გადაუწყვიტეს იმ წამს მისი ბედი, ხმის ამოღების უფლებაც არ მისცეს.
უყურებდა ალექსანდრეს, ერთ დროს მისთვის ძვირფასს, მისთვის მისაბაძს. უყურებდა ბიჭს, რომელსაც მამიდამისი თვალდახუჭულსაც კი ენდობოდა. როგორ უნდოდა ახლა მასთან საუბარი, კითხვებზე პასუხების მისგან მოსმენა. თითქოს ყველა მოატყუებდა მის გარდა, არადა გონება ახსენებდა რამდენჯერ ჰქონდა ბიჭს სიმართლის თქმის შანსი.
რამდენიმე წლის წინ მის მიმართ გრძნობა რომ გაუჩნდა, სწრაფადვე გააქრო, მხოლოდ მეგობარია და უნდა დავივიწყოო. დღეს რა ხდებოდა მის თავს? მარიამი აღარ ჰყავდა, თორნიკე სიკვდილს ებრძოდა, გიორგი უყვარდა, ალექსანდრეს საცოლე იყო, აკვნიდან დანიშნული. რაღამდენი რამ უნდა გაეღო მსხვერპლად…
- მარტო მინდა მარიამთან საუბარი- ბრაზი სადღაც გამქრალიყო ალექსანდრეს ხმაში
- ახლა ამის დრო არ არის- ლექსო ისევ ცდილობდა ვახტანგის ნაცვლად სიტუაციის მართვას
- ვახტანგ, მიეცი ბავშვებს უფლება ისაუბრონ- მიხეილმა იმ საღამოს პირველად ამოიღო ხმა
- არ მჭირდება ნებართვა, გავიდეთ- წყენანარევი სახით გახედა ბიჭს.
საავადმყოფოს ეზოში უამრავ ხალხს მოეყარა თავი, ორივე გვარის ბიჭებს. ალექსანდრემ თავით ანიშნა ყველას რაღაც და ეს საკმარისი იყო ეზოში წყვილისთვის თავისუფალი სკამი გამოჩენილიყო.
- გვარის მომავალი მეთაური, ძვირფასი ქმარი თუ რა დაგიძახო.- ისევ უხეშობდა მარიამი
- ყველაზე ნაკლებად უნდა მთხოვდე პასუხს იმაზე რომ აქამდე არაფერი იცოდი- უხეშადვე უპასუხა ბიჭმა
- იქნებ იმაზეც არ უნდა გთხოვდე პასუხს სხვა რომ მიყვარს და ჩემს ოჯახს სახლში ჰყავთ ახლა გამოკეტილი- თან სიმართლე მიახალა და თან მისი რეაქცია შეამოწმა
- აბა გაბედე და კიდევ შეხვდი, არ მაიძულო გავაქრო აქედან.- ღიმილით უპასუხა ბიჭმა
- ბოლოს მაკოცე და გაქრი, შენი აზრით ეგ გამხდიდა ერთგულს და განუსაზღვრელი ვადით დაგელოდებოდი?
- ნუ მცდი
- გრძნობებზე საუბრის დრო არ არის. არ მინდა შენი ცოლობა- ხმა დაუსევდიანდა გოგოს
- აბა ვისი ცოლობა გინდა, იმ გიორგი ტიკარაძის?- კიდე გაეღიმა ბიჭს
- საიდან იცი- გაკვირვებულმა ამოხედა
- მე შენზე ყოველთვის ყველაფერი ვიცოდი, შენ რომ გეგონა ვერ გხედავდი, მაშინაც შენთან ვიყავი. - სევდიანი გახდომოდა ხმა
- რატო არ მოდიოდი?- ეწყინაო თითქოს ბიჭის აღიარება
- და რა მეთქვა? მარიამ,შენი საქმრო ვარ აკვნიდან და აქაც იმიტომ გამოგეცხადე უნდა დაგიცვათქო? შენები არაფერს გეუბნებოდნენ მე რა მეთქვა
- შენ უნდა გეთქვა. მამიდა იცი როგორ გენდობოდა? მეც გენდობოდი. უნდა მოსულიყავი და გეთქვა. მძულს უკვე ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ ამხელა მსხვერპლს თუ ამ გარდაუვალი ქორწილით ავიცილებდით, უნდა მოსულიყავი და გეთქვა. შენი ბიძაშვილი რომ გიჟივით მოსაკლავად დაგვსდევს ეგ ხო იცოდი?! ხო ყველამ იცოდით? პარიზიდან ტყვიების წვიმაში ამომაყოფინეთ თავი თან ისე შავები არ გამიხდია… ვერ გეტყოდიო… ახლა ხომ მეუბნები, შენი აზრით ახლა ვარ მზად ამის მოსასმენად?!- აშკარა იყო, ყველაზე მეტად პასუხს ბიჭს სთხოვდა. ასე სიმართლის დამალვა არავისგან სწყენია.
- დრო მჭირდებოდა, მეც მჭირდებოდა სიტუაციის გააზრება. 18 წლის არ იყავი, მარიამს ვერ გადავაბიჯებდი. მომისმინე და გაითვალისწინე რასაც გეტყვი, იგივეს მამაშენსაც ვეტყვი, ვიღაცამ თქვენმა ნაცნობმა და ახლო ადამიანმა იცოდა რომ დაცვის უმეტესო ნაწილი შენთან იყო წამოსული და მარიამს რამდენიმე ბიჭი იცავდა. ვიღაცამ ინფორმაცია გასცა- ხმა საგრძნობლად დაუსერიოზულდა ბიჭს
- რას ამბობ? როგორ? ვინ- სწრაფად წამოდგა ფეხზე მოსმენილით განცვიფრებული
- არცერთი დაცვის ბიჭი არიყო, ვინც თან გახლდა ყველას ვიცნობდი და მათ ვენდობი
- მანიაკო, ჩემს დაცვის ბიჭებს იცნობდი და მე არც მიახლოვდებოდი- ისევ ეწყინა
- ვერ გავიგე პასუხს რაზე მთხოვ რომ არ გიახლოვდებოდი თუ სიმართლეს რომ არ გეუბნებოდი- ოდნავ თითქოს გაეღიმა ბიჭს
- თემა ნუ გადაქავს
- დაფიქრდი კარგად, გაიხსენე კიდე ვინ იცოდა რომ სახლში არ იყავი
- არ ვიცი, ჩემს დაქალთან ვიყავი და ის არ იზამდა მაგას. იქნებ ის მანიაკი უბრალოდ გვითვალთვალებდა- გონება ბევრ ფაქტს უბლოკავდა
- არავის ენდო და ფრთხილად იყავი, ორ დღეში წამოგიყვან, იმედია მანამდე მათესაც ვიპოვით- ხმა დაუთბა ბიჭს
- რა მარტივად საუბრობ. მეც ვხვდები რომ სხვა გზა არ მაქვს. რამდენიმე თვის მერე როცა ყველას ყველაფერი მიავიწყდება შემეძლება წასვლა?- იმედმა გაიჟღერა მის ნოტებში
- მარიამ, ხვდები რას მეკითხები?- ეწყინა ალექსანდრეს
- ახლა გამოგყვები და მერე გამიშვებ რომ თავისუფლად გავაგრძელო ცხოვრებათქო?- კითხვა გაუმეორა
- შედი შიგნით და ეგ კითხვა არავისთან გააჟღერო, ისედაც ბერდია და მთელი თემი გაბრაზებულია ჩვენი საქციელის გამო. იმედია თორნიკე კარგად იქნება და ჩვენს უაზრო შეცდომას მეტი მსხვერპლი აღარ ეყოლება- ნერვიულად აარიდა გოგოს კითხვას თავი და სიგარეტის ბოლი გადაუშვა ფილტვებში.
- შენ რა გადარდებს? იზეიმებს შენი გვარი- უხეში გაუხდა ისევ ტონი
- მე და მამაჩემს არ გვინდოდა ეს ომი, იმიტომ ვართ ახლაც აქ და იმიტომ ვიყავი სულ შენს გვერდით საფრანგეთშიც. ბავშვივით ნუ იქცევი. მესმის, ერთბაშად ბევრი ინფორმაციის მიღება მოგიწია, მაგრამ ახლა ყველაფერი მალევე უნდა გაიაზრო. თამაშის და უაზრო ბრაზის დრო არ არის. ორ დღეში ქორწილი გვაქ. მოაშორე ის შენი ვითომ სათამაშო სიყვარული აქედან. არ მინდა ჩავერიო ამიტომ მოაგვარე და გაუშვი სასწრაფოდ.-მკაცრი იყო ალექსანდრე და ნაწყენიც კი მარიამის ასეთ დამოკიდებულებით
- როგორ ავუხსნა ან მას ან ჩემს თავს.- გიორგი რამდენიმე წუთით მივიწყებოდა მის გონებას და თითქოს ახლა გაახსენდაო
- შენც კარგად იცი რომ არ გიყვარს- ბრაზი აწვებოდა ისევ
- შენ რა იცი მე რას ვგრძნობ საერთოდ. თუ რომმეტყვი არ გიყვარსო აღარ მეყვარება, ან თუ მეტყვი ყველაფერი კარგადააო კარგად იქნება. ჩემს ძმასთან დავბრუნდები. დანარჩენზე მერე ვისაუბროთ- ისევ სევდა ჩაუდგა თვალებში.
ყველაზე ნაკლებად უნდოდა ალექსანდრეს მარიამის ასეთ მდგომარეობაში ყურება. ყველაზე ნაკლებად კი არა რას არ გაიღებდა მისთვის. იქნებ თვითონაც დააგვიანა, იქნებ მართალი იყო მარიამი და მას უნდა ეთქვა ყველაფერი როცა ამის საშუალება ბევრჯერ ჰქონდა. იქნებ აღარ გარდაცვლილიყო მისი ბიძაშვილის ხელით უფროსი მარიამი… რამდენი იქნებ იყო მის ცხოვრებაში…
4 საათიანი ოპერაციის შემდეგ ექიმის სანატრელი სიტყვები გაისმა...თორნიკე ძლიერი აღმოჩნდა, იბრძოლა მისმა სხეულმა და მოერია ამ ბოროტების მიზანს... თორნიკე მოერია ამ ტყვიას...არავინ იცოდა გონს როდის მოვიდოდა, მარტივი ოპერაცია არ იყო და ახლა გადარჩენა პირველი გამარჯვება იყო...თორნიკე გადარჩა...
ზეიმი იყო ჰოლში, ალბათ ამ გვარს ასეთი საერთო ბედნიერება დიდიხანია არ წვევია...ვახტანგს ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს თავიდან დაებადა ბიჭი...მარიამი ბედნიერების ცრემლებს ვერ იკავებდა... ყველა ერთმანეთს ეხვეოდა, მარიამი არც კი მიჰკარებია დედ-მამას. ადამიანებს, რომელთაც გამოხედვითაც კი ადანაშაულებდა. ფიქრები ისევ თავის პრობლემებზე ეფანტებოდა, სანამ არ დაინახა კუთხეში ოთხად მოკეცილი კესანე...
- ჰერცოგინია, კარგადააო, გადარჩაო. აღარ იტირო რა- ეფერებოდა დაქალს
- რომ ვერ გადარჩენილიყო. ისე უნდა მომკვდარიყო რომ არ მეთქვა სიმართლე?-უფრო ატირდა გოგონა
- ეტყვი, ყველაფერს აუცილებლად ეტყვი, კესო. მასაც და მეც. რას მალავ ასეთს რომ გტანჯავს და ვერ ამბობ. ნუთუ შენამდეც მოვიდნენ-გულში ძლიერად იკრავდა გოგოს.
ტვილდიანები არსად წასულიყვნენ, სანამ არ გაიგეს თორნიკეს გადარჩენის ამბავი არდაუტოვებიათ საავადმყოფოს ეზო.
საღამოს კი ექიმმა ყველა სახლში გაუშვა. ლექსოს თქმით სჯობდა ყველა ერთად ყოფილიყვნენ და საცხოვრებლად მათ საკუთრებაშივე მყოფ უშგულის სახლში წასვლა შესთავაზა
- მე არსად არ მოვდივარ. აქამდე ჩემს სიტყვას არავინ უსმენდით. მე არ მოვდივარ. ჩემს სახლში ვრჩები, გიორგის შემახვედრეთ უნდა დაველაპარაკო და ყველაფერი ავუხსნა
- საშიშია ბიძი, ცალცალკე თუ ვიქნებით მოგვერევიან
- ისედაც მოგვერევიან. მარტივია იმ ადამიანების დამარცხება რომელთაც შიგნით აქვთ პრობლემები, არა, მამა?
- მარიამ, გთხოვ- ძალა აღარ ჰქონდა ვახტანგს
- მაიძულეთ,ამიტომ კატეგორიული ვიქნები. ჩემს სახლში ვრჩები
- კარგი, ჩვენც მარიამთან ერთად წავიდეთ ვახტანგ
-კარგი-დაეთანხმა კაციც
მანქანაში ხმა არცერთს ამოუღია, შესასვლელთან მისულს კადრივით წარმოუდგა გასროლა და თორნიკეს დაცემა...
ერთხელ განცდილი ტკივილი არასდროს დაგავიწყდება,არასდროს მოგცემს საშუალებას გადავიწყდეს... მოუშუშებელ იარას გავს, რომელიც დროთა განმავლობაში გახსენებს თავს...ყველაზე ცუდი ამ დროს იცით როგორი შეგრძნებაა?! აი ისეთი ეს ყველაფერი შენთვის არახალი რომაა და დეჟავუს გრძნობასავით რომ გეტაკება. ამ დროს რა კითხვა დაგებადებოდათ? ალბათ... რ ო დ ე მ დ ე?!

* * *
7 წლის წინ. სვანეთი
- ხო გითხარი არ წამოიღო დაკარგავთქო- უკვე შეწუხებულიყო კესო თორნიკესთან ერთად ბოდიალით, რომლებიც ზუსტად ერთი და იგივე ადგილას მეშვიდედ მიდიოდნენ
- შენი ბრალია, ყურადღება გამაფანტინე და სადღაც დავდე- არ ცხრებოდა გაბრაზებული ბიჭი
- რამ წამოგაღებინა მამაშენის კოლექციის მოოქროვილი დანა- თან ეცინებოდა ბიჭის ანერვიულებულ სახეზე
- გავერთობითქო, რა მეგონა შუა ტყეში თუ დავკარგავდი- ფოთლებს ფეხით ანცალკევებდა და ერთი და იგივე ადგილას კრუგების რტყმითაც დაღლილიყო.
- კი არ დაკარგე სადღაც მიაბოდიალე ჰქვია მაგას, როგორი უყურადღებო ხარ. მამაშენი მოგკლავს- თან ეცინებოდა მომავალი რამდენიმე დღე დასჯილ თორნიკეს რომ წარმოიდგენდა
- ამის მპოვნელი ჩვენ აღარ ვართ, ყველგან ვეძებეთ ან ვეძებე, შენ პირი არ გაგიჩერებია კომენტარებით. ეძებე მაინც? აღიარე- კესოზე გადაჰქონდა ბრაზი
- კარგი რა, მაქსიმუმ 5 დღე დაგსაჯონ, გიგანების საყვარელ ბიჭს მეტხანს არ გაგიბრაზდებიან- ეცინებოდა ბიჭის სახეზე
- კესო, არავისთან დაგცდეს რომ ეგ კოლექციის დანა დავკარგე თორემ თუ დამსაჯეს მიგიყოლებ თან- ემუქრებოდა გოგოს და დიდი იმედიც არ ჰქონდა რომ არავის ეტყოდა
- სანაცვლოდ რას მივიღებ?- ისევ გამწარებული ჭამდა უკვე მეოთხე ვაშლს
- რა ქრთამისტი ხარ, გოგო. უბრალოდ რომ არ თქვა არ შეგიძლია?
- არა, ხო მიცნობ. თუ სანაცვლოდ რამე არ მივიღე რაც გამახსენებს რომ უნდა გავჩუმდე, შეიძლება უცებ მეთქმევინოს
- დიდი გოგო ხარ, კესო.- ბრაზდებოდა უკვე მის აგდებულ დამოკიდებულაზე დანის მიმართ
- კარგი, თქვი რა გინდა სანაცვლოდ- დანებდა მაინც
- სწორი კითხვაა, სხვათაშორის მთელი გზა ვფიქრობდი. ვიცოდი, ვერ ვიპოვიდით. მოკლედ, აი თქვენს გალავანთან რომ ვაშლის ხეა ეგ მაჩუქე- ამოთქვა თითქოს ფიქრისგან დაღლილმა
- ხუმრობ გოგო? რა ჯანდაბად გინდა ვაშლის ხე? ან ხე როგორ გაჩუქო- გააოგნა გოგოს პასუხმა
- ხო იცი ეგ ვაშლი ძალიან მიყვარს, დედა მეუბნება ამდენს ნუ წყვეტ სირცხვილიაო. ხოდა, დაწერე წერილობით, მოაწეროს ვახტანგი ბიძიამაც ხელი და მაჩუქე, რომ დედამ აღარ დამტუქსოს ხოლმე- ამოილაპარაკა ერთი ამოსუნთქვით
- ნორმალური ფიქრები და სურვილები რატო არ გიტრიალებს მაგ თავში, ან რამ გადაგრია ამ ვაშლზე ასე- თან ეცინებოდა ამ ონავარი გოგოს საუბარზე
- დაწერ თუ დავფიქრდე როდის წამომცდეს რამდენიმე ათასიანი დანის დაკარგვის ამბავი?- გამჭოლი მზერით მიაჩერდა ბიჭს
- შენ რომ ვინმეს შეუჩნდები და შენს ყბაში რომ ვინმე ჩავარდება- ჩაიქნია ხელი და კესოს სახლისკენ გზა გააგრძელა
- მამას დაველაპარაკები და გაჩუქებ იმ ხეს, წამოდი ახლა ჯერ შენ მიგაცილო
- კარგი, იცოდე გარკვევით ეწეროს ვინ, ვის ჩუქნის და რას, გაიგე?- მართლა შეჩენილივით არ ასვენებდა და ტექსტს კიდე, მეასედ უმეორებდა ბიჭს.
უკვე საღამოვდებოდა თორნიკე რომ მამის კაბინეტს მიუახლოვდა, თან ცდილობდა სწორად დაელაგებინა კესოს დანაბარები ტექსტი და არაფერი დავიწყებოდა, მართლა რამ ჩააგდო მის ყბაში
- მამა, შეიძლება შემოვიდე?- კარებზე ფრთხილად დააკაკუნა
- შემოდი, მამი. აბა რაო როგორ გაერთეთ ბავშვები მოედანზე?- შვილს ჩვეული სიყვარულით შეეგება კაცი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქკნდა რომ მისი შვილი მთელი დღე მისივე დანას ეძებდა ტყეში
- მამა, შენთან სათხოვარი მაქვს- ფრთხილად დაიწყო საუბარი
- გისმენ, აბა რამ შეგაწუხა.- თან ხმა დაუსერიოზულდა კაცს, ვაითუ ტვილდიანები გადაყროდნენ და სახეირო არაფერი ექნათ
- ვაშლის ხე ხო იცი, აი ის გალავანთან რომ გვაქვს, მწვანე ვაშლის ხე- დეტალურად ცდილობდა ახსნას, ამოისუნთქა კაცმამ
- ხო, კესო რომ ახლაპუნებს ხოლმე- გაეცინა
- ხოდა ეგ ხე, კესოს მინდა ვაჩუქოთ- ამოთქვა ძლივს
- რა უნდა აჩუქო შვილო? ვაშლის ხე? რატო კიმარა ან როგორ- ეცინებოდა თან უკვირდა შვილის ინიციატივა
- კესოს უყვარს მამა ეგ ვაშლი და მინდა გავახარო. დავწეროთ წერილი და მოაწერე ხელი რომ უფლებას ვაძლევთ სრულიად კონტროლი ჰქონდეს მაგ ხეზე- თან ცდილობდა კესოს ნაკარნახები რამე არ გამორჩენოდა
- მამი, ეს შენ მოიფიქრე?- დაეჭვდა კაცი და სიცილსაც ვერ იკავებდა
- მამა, რა გაცინებს. დავწეროთ რა- შეეხვეწა კაცს
უკვე ბინდდებოდა თორნიკე გიგანი დიდ ფურცელზე დაწერილი ტექსტით რომ გარბოდა ქალდანებთან, ძალიან მოინდომა და იჩქარა, ვაიდა კესოს არ წამოსცდეს სახლშიო
- გამარჯობა, ზურა ბიძია, კესო სახლშია?- სირბილისგან გული ამოვარდნას ჰქონდა
- თორნიკე, რატო ირბინე ამდენი. მოდი დაჯექი. კესო- გასძახა შვილს და სკამი გამოუწია შვილის თანატოლს დასაჯდომად
- გამარჯობა, ჯეკი ჩანო- მხარზე ხელი დაუპარტყუნა ბიჭს ახალმა შესულმა კესომ
- კესო, მე და მამამ ჩვენთან რომ ვაშლის ხეა ის გაჩუქეთ- დიდი გრანდიოზულობით გამოაცხადა თორნიკემ
- რა ვაშლის ხე აჩუქეთ, შვილო?- გაუკვირდა კაცს
- აი მწვანე ვაშლის ხე რომ გვაქვს, კესოს რომ უყვარს- ისევ დაიწყო ახსნა თორნიკემ
- აი, ზურა ბიძია, მამამაც მოაწერა ხელი და როცა მოუნდება კესოს მაშინ შეუძლია დაკრიფოს- როგორც დააბარა გოგომ ისე იმეორებდა
- ვაიმე, მადლობა თორნიკე, როგორ შეწუხდით. მამა, ნახე რა კეთილები არიან. დიდი მადლობა- ჩვეული სიკეკლუცით მიიღო საჩუქარი და ფურცელზე დიდი ასოებით დაწერილი ძღვენი
- მადლობა გადაეცი ვახტანგს- სიტყვებს ვერ პოულობდა კაცი, გაკვირვება გადარბენ- გადმოურბენდა ხოლმე სახეზე
- კარგით, მე წავალ. მშვიდობიანი ღამე- წამოდგა და ხელი ჩამოართვა კაცს
- კარგი შვილო, მადლობა- კარამდე მიაცილა მამა- შვილმა გიგანი
- კესო, შენს ოინებს გავს და რა ჩაიდინე- მოუბრუნდა შვილს და ძლივს იკავებდა სიცილს
- არაფერი მამა, მაჩუქა ხე უბრალოდ- თავი იმართლა და ჩუმად ჯიბით რომ ატარებდა ის მწვანე ვაშლი ახლა უკვე გაბედულად ამოიღო ჯიბიდან.
წლების მერე მარიამის გარეშეც არ წყდებოდა მათი ურთიერთობა, ვახტანგს მოედანზე რომ ეგონა ხოლმე თავისი შვილი, ის კესოსთან ერთად ვაშლის ხის ქვეშ იჯდა და ათას წიგნს კითხულობდნენ… არ ჰგავდა ეს მეგობრობას, არც სიყვარულს და არც სხვა რამეს… ერთმანეთის ყველაფერი ხდებოდნენ ბავშვები… რაც შეუმჩნეველი არ რჩებოდა სოფელს. ერთ დღეს უფროსმა გიგანმა დაიბარა უფროსი ქალდანი
- უყვარდება, ზურა. შენც ხო იცი იზრდებიან და დაოჯახება გარდაუვალი იქნება. სანამ ადათს არ აღვასრულებ თორნიკეს შვილები ვერ ეყოლება, გამიუბედურებენ შვილისშვილებს… გთხოვ, ზურა, ცოტახნით კესო წაიყვანე უცხოეთში, ეს არ იქნება სამუდამოდ. ისინი ჯერ ვერ ხვდებიან რა მოჰყვება აქაურ გაურკვევლობას, ნელ-ნელა თავდასხმები დაიწყეს. ცოდოა კესოც, თორნიკე უნდა კონცერტრირდეს თავის აღსასრულებელზე. გთხოვ, მე დავუფინანსებ მას სწავლას საზღვარგარეთ- მკაცრი ტონი შეცვლოდა გიგანს და მუდარას უგავდა ხმა
- აქაურობას როგორ მოვაშორო, ვახტანგ. აქაა მისი სახლი, მთებშია მისი სული, იქ იმ ვაშლის ხესთან. როგორ ავუხსნა რატო ვუშვებ, რანაირად ვუთხრა არ უნდა გიყვარდესთქო- ხმა გაებზარა ზურას
- უნდა უყვარდეთ, მაგას არ ვამბობ. უბრალოდ ჯერ ამის დრო არ არის, ზურა. ყველა ნაღმზე ვდგავართ, ცოდოა კესოც
- დაველაპარაკები ჩემს ცოლს, ვახტანგ. დაველაპარაკები კესოსაც. ავუხსნი საფრთხეებს- თითქოს მასაც შეეშინდა მოახლოვებული საფრთხისო.
- თორნიკემ არ უნდა გაიგოს. ძალიან გაბრაზდება და ვერ მიხვდება ამას რატო ვაკეთებ.
- იქნებ არცაა სწორი, ვახტანგ. იქნებ ერთად უფრო დაეძლიათ ის რაც გარდაუვალია
- თორნიკე გვარს სჭირდება, ზურა. სიყვარულის დრო ვერ ექნება- აზრის შეცვლას არ აპირებდა კაცი.
- კარგი, ვახტანგ- წამოდგა კაცი მძიმედ, ეგონა 50 კილო ტვირთი მაინც ეკიდა ბეჭებზე ისე გაუჭირდა ადგომა. შვილისთვის სათქმელს დაუმძიმებია მისი სხეული.
- რას ამბობ თუ იაზრებთ? არსად არ წავალ- ყვიროდა უკვე მერამდენეთ თვლა აგერეოდათ
- ასე აჯობებს, შენც იცი აქ მალე რა დატრიალდება. უკვე დაწყებულია, იარაღით დარბიან ლუკა, თორნიკე და ყველა გიგანი. უსაფრთხოდ არ ხარ, ცოტახნით წახვალ და მალე დაბრუნდები. განათლებული, შემდგარი ქალი იქნები, მამი.- ზურას გული ეწურებოდა შვილის ცრემლებს რომ ხედავდა
- ვერ დავტოვებ თორნიკეს - უცებ წამოცდა- მარიამსაც როცა ჩამოიყვანენ გასათხოვებლად- დაამატა მალევე
- კესო, უნდა წახვიდე, დედი- პირველად ამოიღო ციცომ ხმა
- ერთადერთი მყავხარ, არ მინდა ყველა სახლიდან გასვლის წინ შენზე ვნერვიულობდე, დე. არ მინდა იმიტომ რომ თორნიკე გიგანისთვის მნიშვნელოვანი ქალი ხარ ტვილდიანები შენამდე მოვიდნენ- პირველად დასცდა ციცოს ბაგეებს ხმამაღლა ეს სიტყვები
- რას ამბობ დედა- სახეზე ფერი დაკარგა გოგომ
- მთელმა სოფელმა იცის რომ ერთმანეთის მიმართ გულგრილები არხართ, არ ანერვიულო შენი ასაკიანი დედა, შვილო.- შეევედრა ქალი.
არ უნდოდა წასვლა! წასვლა კი არა თორნიკეს გარეშე ერთ წამსაც ვერ წარმოიდგენდა თავის ცხოვრებას. სულ ფიქრობდა ამ დავამ და სიახლიანმა დაპირისპირებამ რა უქნა მთელ სოფელს, ახლა კი ეს მასაც ეხებოდა. დედას ვერ ანერვიულებდა… როგორ უნდა დაეტოვებინა თორნიკე მარტო?!
- რას ქვია მიდიხარ? ხუმრობ?- ვაშლის ხესთან მჯდარი ბიჭი გაავებული ეცა მხრებში გოგოს
- უნდა წავიდე, უნდა ვისწავლო- დედის შიშებს ვერ უმხელდა ბიჭს
- როდის იყო აქედან სადმე წასვლაზე ფიქრობდი? რატო არ მითხარი- ბრაზს ვერ მალავდა
- მალე დავბრუნდები, მართლა.- ცდილობდა ღიმილი არ გაჰქრობოდა სახიდან
- მარტო როგორ მტოვებ? ამ დროს როგორ მიდიხარ- ბიჭის ასეთ მდგომარეობას ვეღარ უყურებდა კესო
- დავბრუნდები- გადმოუვარდა დაუკითხავად ძლივს შეკავებული ცრემლები
- აღარ დაბრუნდე, კესო. აღარასდროს- გაბრაზებულმა, ობლად ჩამოგორებული ცრემლი თითქოს შეუმჩნევლად მოიწმინდა
- ამ ხეს გაბარებ, გთხოვ ნაყოფი არ გაუფუჭო, მოკრიფე და ხალხს დაურიგე ხოლმე- ჩააბარა მისთვის ყველაზე ძვირფასი
- ამ ხეს მოვჭრი და აღარ დაგხვდება, კესარია ქალდანო- კიდევ ჩამოუგირდა ცრემლი. აქცია ზურგი მის საყრდენს, მის საყვარელ ქალს და გაუყვა გზას სახლისკენ მარტო.
ატირებული კესარია ისე გავარდა თავისი საყვარელი ადგილიდან წესიერადაც ვერ დაემშვიდობა ბიჭს.
უკვე მერამდენე მსხვერპლია ხედავ, მკითხველო?! ხედავ, ასე უბრალოდ, დრო და ადამიანის ვითომ დაკვირვებული ნაბიჯი როგორ ისხლეტს გრძნობებს და ანგრევს გზად ყველაფერს?! ხედავ,რამდენი რამ გვაქვს ცხოვრებაში, მთელ სამყაროს და მთელ ქონებას რომ გვირჩევია და მოვა ერთ დღეს ვიღაც და ისე გაგიქრობს თითქოს შენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ჰაერივით საჭირო არ ყოფილიყოს.
“ რა სასტიკიც არ უნდა იყოს შენი რეალობა და ამ ყველაფრისთვის ფეხის აწყობა შეუძლებელი გეგონოს, ცხოვრების მკაცრი კანონია ასეთი, სვლა უნდა განაგრძო” .


გამარჯობა, მეგობრებო. “ აკრძალულის” წერა სამი წლის წინ დავიწყე. 3 წელი დამჭირდა თქვენამდე მოსასვლელად და ისტორიის შესაკრავად, რადგან ისტორიაში არსებული თითქმის ყველა ნაწილი რეალურია. ვისესხე, ვითხოვე და თქვენამდე მოვიტანე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის მეჩვენებინა ამ ისტორიის ადამიანები რომლებიც დღემდე არიან ჩვენს გარშემო თავიანთი ყველა თვისებით და ამბით. 2024 წელსაც კი მრავლად გვყავს გარშემო მოძალადე, მანიპულატორი, მსხვერპლი, მდუმარებაში მყოფი მშობლები…
როგორც უკვე გითხარით ისტორია ნამდვილია… ველი თქვენს შეფასებებს. ისტორიას სულ ორი ნაწილი აქვს, მეორე უკვე ფინალური იქნება და გამახარებთ თუ გამიზიარებთ შთაბეჭდილებას…



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

ხოო არ ვიცი რა გითხრა ,ემოცია გამეყინა ,საკმაოდ საინტერესო,თუმცა მძიმე თემას შეეხე ,მთის ცივი და სასტიკი კანონები, დრომოჭმული ადათები ,წესჩვეულებები და ტრადიციად ქცეული უსამართლო მემკვიდრეობა,რომელმაც არაერთი უდანაშაულო ადამიანის ბედი დაამახინჯა და სიცოცხლე შეიწირა.თუმცა ალბათ სხვათა სიცოცხლე გადაარჩინა...საინტერესო იქნება ისტორიად ქცეული მკაცრი რეალობა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და შეძლებენ თუ არა ალექსანდრე და მარიამი ამ ციკლის დასრულებას ,რასაც სიკვდილ-სიცოცხლის ხაზი ჰქვია.. მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას ,მეგობრობის- მტრობის, სიყვარულის -სიძულვილის, სიკეთის და ბოროტების ჭიდილია ეს ისტორია მთის დაუწერელი კანონების ფონზე..

 


№2  offline წევრი tatuli)

მახსოვს ეს ისტორია ვეძებდი კოდეც მაგრამ ვეღარ ვნახე… ძალიან საინტერესოა და ემოციურია… მეორე ნაწილს როდის დადებთ?

 


№3 სტუმარი სტუმარი სალომე

ძალიანნნ ძალიააან კარგიააააააა, აიიი არ ვიციიი, მეორე ნაწილსს ველიი მოუთმენლადდდ

 


№4 სტუმარი მარიამკ

ახლა მოვრვი კითხვას, ისეთი შეგრძნება დამრჩა თითქოს მალე დასრულდა, არვიცი რა,მაგრამ რაღაც აკლია, კარგი იქნება მეორე ნაწილი უფრო სავსე და თანმიმდევრული თუ იქნება.

 


№5 სტუმარი სტუმარი გვანცა

უმაგრესი ისტორიაა. მეორე ნაწილს როდის დადებთ

 


№6  offline წევრი Aeni

ვაიმეეე გთხოვვვ მალე დადეეე ახალითავიიი

 


№7 სტუმარი ნანამია

ადრე მქონდა წაკითხული ნაწილ ნაწილ,არც ველოდი თუ გააგრძელებდი... გარეთ 21 საუკუნეა , ნუთუ ეს წესი კანონები ისევ მოქმედებს, შვილები როგორ უნდა გაიმეტო ასეთი სისასტიკისთვის... უფალმა გაუნათლოს ყველას გონება...წაკითხვით ძალიან საინტერესოდ იკითხება, მხოლოდ მიკვირს - ნუთუ ეს ყველაფერი შეიძლება რეალობაში ხდებოდეს.??? დიდი მადლობა...

 


№8 სტუმარი სტუმარი მაკა

გამარჯობა. ესენი თუ მართლა ხდება ოცდამეერთე საუკუნეში არ მეგონა ისე ისტორია კარგია შემეცოდა ყველა არ მომწონს ეს სისხლის აღების რიტუალია თუ რაცაა მზარავს ველოდები 2ნაწილს❤️

 


№9  offline წევრი მერიემ

გამარჯობა, მეგობრებო. ძალიან დიდი მადლობა რომ წიკითხეთ და გამიზიარეთ შთაბეჭდილებები. სვანეთში სისხლის აღების წესი ახლა არის თუ არა არ ვიცი. ეს ამბავი ძველია და უბრალოდ ახნა ნახა “ მზის შუქი”. რაც შეეხება მარიამს მისი ყველა განცდით და “ბედით” დღემდე გვყავს ქალები გარშემო. უფრო კარგად მეორე ნაწილში ვნახავთ. მშობლები, გარემო, ბიცოლა ლია და მრავალი კიდე ის პერსონაჟები არიან რომლებიც დღემდე გვერდით გვყავს ყველას, თავიანთი ქცევებით, სიტყვებით და როლებით. მეორე ნაწილი მაქსიმუმ ერთ კვირაში იქნება, შეიძლება უფრო ადრეც. კიდე ერთხელ, მადლობა.

Daldoni Daldoni
ხოო არ ვიცი რა გითხრა ,ემოცია გამეყინა ,საკმაოდ საინტერესო,თუმცა მძიმე თემას შეეხე ,მთის ცივი და სასტიკი კანონები, დრომოჭმული ადათები ,წესჩვეულებები და ტრადიციად ქცეული უსამართლო მემკვიდრეობა,რომელმაც არაერთი უდანაშაულო ადამიანის ბედი დაამახინჯა და სიცოცხლე შეიწირა.თუმცა ალბათ სხვათა სიცოცხლე გადაარჩინა...საინტერესო იქნება ისტორიად ქცეული მკაცრი რეალობა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და შეძლებენ თუ არა ალექსანდრე და მარიამი ამ ციკლის დასრულებას ,რასაც სიკვდილ-სიცოცხლის ხაზი ჰქვია.. მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას ,მეგობრობის- მტრობის, სიყვარულის -სიძულვილის, სიკეთის და ბოროტების ჭიდილია ეს ისტორია მთის დაუწერელი კანონების ფონზე..

უდიდესი მადლობა ამ სიტყვებისთვის. ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. მიხარია, რომ ისე მიიღეთ როგორც ჩაფიქრებული მქონდა და სწორი კითხვები დაგიტოვათ. მადლობა, რომ კითხულობთ

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინო

დიდი ინტერესით წავიკითხე და ერთი სული მაქვს ფინალური ნაწილის წაკითხვის. გთხოვ არ დააგვიანო. მე ეს ისტორია არ მახსოვს და ძალიან დამაინტერესა.
მე არ ვიცი ეს ისტორია სინამდვილეში როგორ დამთავრდა, ვიმედოვნებ ალექსანდრეს და მარიამის სიყვარული მტრობაზე და უაზრო სისხლისღვრაზე გაიმარჯვებს....

 


№11 სტუმარი სტუმარი ნანა

საოცარი ისტორიაა. დიდი მადლობა თქვენ. ველით მეორე ნაწილს

 


№12 სტუმარი სტუმარი ირა

ძალიან კარგია, მაგრამ მოვლენები ძალიან მალე ვითარდება.

 


№13 სტუმარი სტუმარი ნინო

საინტერესოა და უფრო საინტერესოს ხდის ის ) რომ რეალურია..იმედია არ დააგვიანებთ მეორე თავს.წარმატებები

 


№14 სტუმარი სტუმარი Nata

როდის დაიდება მეორე ნაწილი? ძალიან საწყენია თუ სიმართლეა და არა ავტორის წარმოსახვა. დაუჯერებელია 21 საუკუნეში მსგავსი რამ ხდებოდეს.

 


№15  offline წევრი Annia

კარგი იყო, ველოდები შემდეგსაც

 


№16 სტუმარი Ana-maria

მართლაც დიდი ხანია,რაც ამ ისტორიის გაგრძელებას ველოდები. გამიხარდა რომ გრძელდება. მძიმე ისტორიაა,რომელსაც სიყვარული აფერადებს.
წარმატებები და დაველოდები ახალ თავს

 


№17 სტუმარი სტუმარი თათია

მადლობა ავტორს ასეთი კარგი და გამართული ისტორიისთვის. მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას… :)

 


№18 სტუმარი anna

მოუთმენლად ველი მეორე ნაწილს ყოველ დღე ვამოწმებ იქნებ რამე სიახლე ხომ არისსს.ვგიჟდები ამ ისტორიაზე და კიდევ უფრო მოქმედებს ის როცა ვიაზრებ რომ ეს ისტორია ვინმეს რეალურად გადახდა თავს.????

 


№19 სტუმარი Gvanca

ძალიან გამეხარდა ამ ისტორიის ნახვა ადრე მქონდა წაკითხული თავებად მეორე ნაწილს როდის ვიხილავთ?ძალიან კარგად წერ აბა წარმატებები❤️❤️❤️❤️

 


№20  offline წევრი მერიემ

მადლობა რომ წაიკითხეთ, კვირას, საღამოს იქნება მეორე ნაწილი

 


№21 სტუმარი მანი

ანუ ხვალ დაიდება???ძალიან მომეწონა

 


№22  offline წევრი მერიემ

მანი
ანუ ხვალ დაიდება???ძალიან მომეწონა

მადლობა, დაიდო

 


№23 სტუმარი სტუმარი ნინი

ჯერ არ წამიკითხია და ეს ისტორია ალექსანდრეზე და მარიამზეა?

ჯერ არ მინახავს და ეს ისტორია ალექსანდრეზე და მარიამზეა?

 


№24  offline წევრი მერიემ

სტუმარი ნინი
ჯერ არ წამიკითხია და ეს ისტორია ალექსანდრეზე და მარიამზეა?

ჯერ არ მინახავს და ეს ისტორია ალექსანდრეზე და მარიამზეა?

დიახ

 


№25 სტუმარი Nini

ანუ იმ მარიამზე და ალექსანდრეზეა საუბარი ტიკტოკი ტო გადაიკლო?

ანუ იმ ალექსანდრეზე და მარიზეა ლაპარაკი ტიკტოკი რო აიკლო?

 


№26  offline წევრი მერიემ

Nini
ანუ იმ მარიამზე და ალექსანდრეზეა საუბარი ტიკტოკი ტო გადაიკლო?

ანუ იმ ალექსანდრეზე და მარიზეა ლაპარაკი ტიკტოკი რო აიკლო?

არაა, ეგ ნამდვილად არაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent