შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი გემის ნაპირები (თავი მეხუთე) +18


8-03-2024, 01:58
ავტორი TuToo
ნანახია 1 552

ახლაც ამ დაძაბულ სიტუაციაშიც კი ბედნიერად გრძნობდნენ თავს ყველა იმ სახლში მყოფი.
ძალიან ლამაზი იყო სვანეთი, ლამაზი იყო მისი ყველა დეტალით, თეთრი კაბა ჩაეცვა, მთების კალთებზე ლამაზად დაეფინა და კოშკებიც ამაყად იდგა თითქოს, იცოდნენ ამ ქვებმა და კლდეებმა რომ ეს მხარე იყო სასწაულებრივად დალოცვილი ღვთისაგან.
ყველაფრის დალაგების და ერთმანეთისთვის სითბოს გაზიარების შემდეგ ყველა მისთვის განკუთვლისი ოათახისკენ წყვილ-წყვილად დაიძრნენ, კატო დარჩა დივანზე მოწოლილი და ჩასძინებოდა, ზუკა კი მის წინ იყო ჩამიხლული და თმაზე ნაზად ეფერებოდა, ცოტახნის მერე აიყვანა გოგონას სხეული, ხელებში მოიქცია და ოთახისკენ დაიძრა. კატო ძალიან განსხვავებული იყო, არ გავდა იმ ფილმის, იმ წიგნის პერსონაჟებს სულ რომ თვალში ხვდება ხალხს, სრულიად უბრალო გოგონა იყო, მწვანე თვალები ქონდა, ქერა გრძელი თმა, სიმაღლეც არ ქონდა შესაშური, აღზრდაც არ ქონდა და არც საშუალება მაიას როგორ უნდა გაეზარდა ქალიშვილი, მისებურად ზრდიდა ,რაც იცოდაა რაც შეეძლო. 1.65 არც იქნებოდა ალაბთ, მაგრამ ლამაზი ტანი ქონდა, გიტარასავით ვიწრო წელი და ფართე ბარძაყები, შარვალს როცა იცმევდა მოწყეით დახედავდა მის "მსუქან" ფეხებს , ელენე კი სულ ამშვიდევდა ძალიანაც კარგი ხარ, არ ხარ მსუქანიო, მსუქანი ნამდვილად არ იყო, მკერდიც კარგი ქონდა ზომიერი არც დიდი არც პატარა, მაგრამ რატომღაც, არასდროს ქონდა თვითშეფასება მის სიმაღლეზე მაღალი, ზუკა სულ სხვანაირი იყო, დიდი შავი თვალები ქონდა, თმას სულ დაბალზე ატარებდა და წვერიც არასდროს მოეშვა, თუ იმ დღეებს არ ჩავთვლით კატო რომ სიკვდილს ებრძოდა. მაღალი იყო კატოზე სამი თავით მაინც. ლოგინზე მიაწვინა და ხელი როგორც კი შეუშვა კატო მოეჭიდა მკლავზე.
-ზუკა არ წახვიდე!- თვალები არ გაუხელია, ძილში ამოთქვა ხმადაბლა.
-არ მივდივარ პატარავ!- მიიწია მასთან და კატომაც გაახილა მწავნე თვალები.
-გამოვიცვლი და მოვალ- გაუღიმა და თითი დაკრა ცხვირზე, ლოყები შეუფერიანდა, თვალი აარიდა ზუკას და ლოგინში კომფორტულად მოთავსდა.
-რას იმორცხვებ გოგო- ყველაფერი რომ გაიძრო იქვე ოთახში და მხოლოდ შორტი ამოიცვა კატო ეგრევე ჩაიმალა საბანში.
-მმმ-ხმით გაეცინა ზუკას ამ ამოზმუვლებაზე და საბანი აწია, მასთან მიიწია და გულზე მიიკრა. თითები ნიკაპზე შემსდო და სახე ააწევინა.
-რამე ხოარ გტკივა?- თვალებაში ჩააშტრდა.
-არ-ა- ჩავარდნოდა ხმა კატოს.
-ვნება არ არისო ხო? მაშ ეს რა არის კატო?- თითი ტუჩებზე გადაატარა და გოგონამაც უნებურად გახსნა მიწებებული ალუბლები.
-ზუკა...-თვალები დახუჭა.
-მითხარი!-   ნელ ნელა მიიწევდა კატოს ტუჩებისკენ, საშინელი ქარიშხალი ამოვარდა კატოს გულში და სულში, მუცელში რაღაც ცხელი მოაწვა და მთელი სხეულით დაიძაბა,კოცნის მოლოდინში, ეს უკანასკნელი კი არა და არ კოცნიდა.
-მა..მაკოცე!- ამოთქვა მოუთმენლად და წამსვე იგრძნო სანატრელი, საყვარელი ტუჩები მის ტუჩებზე, ცრემლი ჩამოუგორდა თვალზე გოგოს.
-კატო?-დენდარტყმულივით მოსცილდა როცა იგრძნო ცრემლები კაცმა.
-რამე გატკინე? კატო? გამეცი ხმა?- გოგონა თვალებს არ აშორებდა მის ღამისფერებს და ცრემლები სდიოდა.
-არ-ა-, მე ბოდიში! შენ ჩემი.. ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ ზუკა?- ჯერ ქათმები შეკრა კაცმა მერე კი იმხელაზე გადაიხარხარა კატო ლამის ლოგინიდან გადავარდა.
-რა გაცინებს იდიოტო?- ხელები დაუშინა.
-კატო რა სულელი ხარ ! გული გამისკდა !- დასერიოზულდა წამსვე. გულში ჩაიკრა და ფერება დაუწყო, ეფერებოდა და ეფერებოდა, მანამ სანამ გოგონას არ ჩაეძინა. შუბლზე მიაკრო ტუჩები, კარგად მოხვია ხელები და თავადაც გაუდგა გზას სიზმრების სამყაროში.
რა უცნაურია ცხოვრება, როგორ უეცრად მოგაყრის ბედნიერებასაც და დარდსაც ერთდორულად , აზრზე ვერ მოხვალ, ვერ მოასწრებ ვერცეთის შეგრძნებას და გააზრებას. იმ ღამეს ყველას მშვიდად ეძინა, მარტო ელენემ ვერ პოვა მოსვენება, ტვინში შემოძვრენოდა ფიქრი რომ გვერდით საძინებელში კაცს ეძინა რომელსაც ბოლო რამდენიმე თვეა გაგიჟებით ხატავდა და მხოლოდ მას, არ შეეძლო სხვა რამე დაეხატა. ბევრი იწრიალა, ბოლოს ადგა და სამზარეულოში ჩავიდა. შავი ზედა და თეთრი პეპლებიანი შარვალი ეცვა. ფორთოხლის წვენი დაისხა ჭიქაში და მისაღებში გავიდა, სინთლის ამთებას აპირებდა.
-არ აანთო!- შეკივლა და ადგილზე შეხტა.
სიბნელეში დაჟინებით დააკვირდა გამოსახულებას, დივანზე იჯდა.
-ლაშა. გული გამიხეთქე- ჯანდაბა, ესღა აკლდა, ოთახში არ იყო და ვერ მოისვენა და ახლა აქაც დახვდა.
-ვერ დავიძინე, არ მინდოდა შენი შეშინება.- სიბნელის მიუხედავად მაინც იგრძნო რომ იღიმოდა კაცი.
-ხო, მეც ვერ დავიძინე- ფეხმორთხმით დაჯდა კრესლოში და მაგიდაზე დადებული პატარა სანათი ჩართო. გამოჩნდა ლაშას ჩამოცლილი სახე.
დიდხანს იჯდა ორივე, ორივე დუმდა, თითქოს ერთმანეთისგან ელოდნენ ნიშანს რომ საუბარი წამოეწყოთ.
-რა არ გაძინებს?- წამოიწყო გველესიანმა.
-არ ვიცი. უბრალოდ ვერ დავიძინე- წვენი მოსვა. თითქოს ამ ბიჭთან ღელვას იწყებდა.
-შენ?-ჭიქა მაგიდაზე დადგაბდა სახეში შეხედა კაცს.
-ვფიქრობდი ხვალ როგორ დამეწყო საუბარი შენთან..-გაკვირვება გამოესახა ელენეს სახეზე, განა რა უნდა ეთქვა ასეთი, დაიძაბა, ცუდის მოლოდინი ქონდა რატომღაც.
-რასთან დაკავშირებით?
-ვისთან... ლევან გაბუნია.-მთელი ტანი დაეხორკლა ელენეს, სახე წაეშალა, თვალები აემღვრა და ძალა გამოეცალა.
-ცოცხალია...- დუმილის მერე მიახალა და ახლოს მიუჯდა.
-გადი! შენ რაიცი? შენ რაიცი რომ ეგ... მე რაში მაინტერესებს? რას ცდილობ?- დაბნეული, გაბრაზებული და გულ გაგლეჯილი წამოვარდა ფეხზე და თითის ქნევით დაუწყო ყვირილი ლაშას.
-ჩუმად! ძინავთ !- თითი მიიდო ტუჩებზე.
-ჩემი პროფესია ნუ გავიწყდება მაინტერესებდა და გავიგე, სანამ წამოვიდოდით მე და ზუკამ შემთხვევით შენს სამხატვრო ოთახში ჩემი და გაბუნიას პორტრეტები ვიპოვეთ, კარგად ვერ დაგიმალავს.- გაუღიმა გოგონას ცალყბად.
-მერე რა?!- არ გატყდა, უფრო უნდოდა რომ არ გამტყდარიყო მაგრამ, მერწმუნეთ არ გამოუვიდა.
-არ-ა- ფერი, კაცი რომელიც დღემდე გიყვარს, ერთი დიდი მატყუარააა და ახლა მშვიდად ცხოვრობს მის ოჯახთან ერთად!- გაბრაზებულმა მიაყარა და ფეხზე წამოიჭრა
- მერე შენ რა ?? შეენ რააა?- აყვირდა ისევ ელენე.
-რა ხდება აქ?- მეორე სართულის კიბეებზე ჩამორბოდა ზუკა, თან მაისურს იცმევდა.
-ხალხს ძინავს ელენე! რატომ ყვირით! უთხარი უკვე?- ვითომც არაფერია ისე მიუხედა ლაშას.
-არ მაცდი გიჟივით ყვირის.-ხელი აიქნია გველესიანმა, ზუკას გახედა, მზერით უთხრა შენ გააგრძელეო და გარეთ გავიდა სიგარეტის მოსაწევად. რაღაც საშინლად ჩასწყდა როცა მიხვდა ელენეს აშკარად ისევ ქონდა გრძნობები გაბუნიას მიმართ, მაგრამ მერე მას რა?
ზუკამ და დივანზე ჩამოსვა, გვერდით მიუჯდა და აუხსნა რომ საჭირო იყო ამის ცოდნა მისთვის , ხვალისთვის შეინახეო ელენემ ამცნო და ოთახში გაუჩინარდა. განთენისას ჩაეძინა ელენე. ლაშას თვალიც არ მოუხუჭავს. ზუკა კატოს ეფერებოდა და მერე ისევ ძილს მისცა თავი. ხვალ სასწაული დღე დადგებოდა, არავინ იცოდა რა მოხდა სინამდვილეში, გაბუნია ხომ კვდებოდა? ხომ გამოუტყდა გოგოს რომ ვერ დატანჯავდა? მაშინ რატომ იგებს წლების მერე რომ თურმე არ მომკვდარა და ოაჯხიც ყოლია? ხვალ გაიგებდა ელენე სიმართლეს  და იქნებოდა კი ეს სიმართლე?
დილით ყველამ დაასწრო ელენეს გაღვიძება, კარგად ხანს ელოდა ზუკა დას მაგრამ როცა არა და არ გამოჩნდა თავად გადაწყვიტა ოთახში სტუმრებოდა.
-რამე აწუხებს? აქამდე არ იცოდა ამ დრომდე ძილი!- კატომ გადახედა სასტუმრო ოთახში შეკრებილ ადამიანებს, ყველა იქიყო, ლაშა და ერეკლე არ ჩანდა მხოლოდ.
-გაბუანია ხო გახსოვთ?- სიგარეტი ამოიღი ნიკოლომ და გაუკიდა. თვალები დაქაჩა ამ გვარის გაგონებაზე კატომ, თამთამაც მას მიბაძა და ანამაც,  ირინა უბრალოდ დუმდა არაფერი იცოდა ამბის შესახებ.
-ახალი ამბები მოხდა და ელენემ უნდა იცოდეს,- ჯეკომ გახედა ნიკოლოზს.
-რა ხდება ეგეთი? - ჯერ ერთს გადახედა და მეორე მეორეს ანა.
-ცოცხალია და ცოლ-შვილი ყავს- სახე დამანჭა ბრაზისგან ჯეკოს.
-რაააა?-ერთმანეთს გადახედეს ამბის მცოდნე გოგოებმა, გაკვირვებულ ირინასაც გააცნეს ისტორია.
-ღმერთო ჩემო! ტიპი რა ნაგავია!- აღმოხდა განცვიფრებულს.
-დავლეწავ ძვლებში, თავიდანვე ვიცოდი რაც იყო!- ბრაზი ცეცხლად წაეკიდა სახეზე კატოს და დივანზე მიეხეთქა.


-პუპსიკ გძინავს?- თავი შეყო ზუკამ ოთახში და მერე მთელი ტანით შევიდა.
-არა- ოდნავ წამოიწია და ლოგინის თავს მიეყრდნო ზურგით.
-ელენე უნდა ვისაუბროთ..- ლოგინზე ჩამოჯდა და შეხედა დარდით სავსე თვალებში.
-არ მინდა, არ მაინტერესებს, ბედნიერი იყო მის ოჯახთან ერთად, აღარ მიყვარს მე ეგ კაცი დავივიწყე უკვე..- ამხელა ტყუილის თქმა ცოტა სასაცილოც კი იყო ელენესგან.
-არ მინდა სადმე ნახო და არაფერი იცოდე, ეგ არც ცოლს მოერიდება ისევ გულს გატკენს- ბრაზის დამალვა ვერ მოახერხე ზუკამ.
-ასეთი ცუდია? რაში დასჭირდა ამხელა ფარსი?-თვალები აემღვრა და ხმა გაებზარა.
-დაავადება მართლაც ქონდა, თუმცა ისეთი არა რომ მომკვდარიყო, 6 თვით წავედი საზღვაოში, როგორც გაირკვა გემი რომელზეც მე მიწევდა კაპიტნობა, მისი იყო და უკანონოდ გადმოქონდა ნარკოტიკი, შენით თამაში უნდოდა, დნობა მოიპოვა ჩემიც და შენც, შენ გიყვარდა მე კი ვეძმაკაცებოდი, ეჭვი არ შეგვეპარებოდა მის ბინძურ თამაშებში, იგორის ერთ ერთი საქმის მოწმე და თანამძრახველია, მის მიერ იყო ირინა მოტაცებული და ასე გავიგეთ გაბუნიაზე, ცოლი რუსეთში მოიყვანა და შვილიც რუსეთში შეეძინა, როგორც გაირკვა იგორთან დანათესავების გამო მისი ძმისშვილი შეირთო ცოლად, ვარლამი 2წლის გარდაცვლილია, ბავშვი კი 4წლისაა, გამოდის რომ ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო და მაშინდელ გეგმაში ვიყავით როცა ჯერ კიდევ ახალი წასული იყო რუსეთში, ანუ შენი დაბადების დღის მეორე დღიდან.- ელენეს ყველაფერი აერია გონებაში, ყველა კადრი გაუცოცხლდა და ჩაუკვდა ერთდროულად, თითქოს პეპლები მოკვდნენ მუცელში.იგრძნო როგორ მწარედ გააკეთეს ბოლო გაფარფატება, საშინელი ტკივილი და დარდი დაეუფლა, მიხვდა ეს ბოლო განაჩენი იყო და ისინი აღარ გაცოცხლდებოდნენ, რამდენიმე წუთში სისხლად ამოანთხია მიმკვდარი პეპლები და მანდ მიხვდა რომ სიყვარული მხოლოდ დროის ფუჭი კარგვააა, როგორ არ უნდოდა ეს სიტყვები დაეჯერებინა, ალბათ მოვა დრო ამ სიტყვებს ისევ აღარ  დაეთანხმება მაგრამ ახლა დრო და დრო გრძნობდა როგორ წამში დაიხოცა ყველა მათგანი, პეპელა მხოლოს სამი დღით ცოცხლობს ახლა კი მათ  5 წელი გაატარეს ცოცხლებმა, თუმცა დღე და წელი არაფერს ცვლიდა მათთვის, ისინი სიყვარულით დაფარფატებდნენ, ალბათ არც ერთი წუთი არ ენდომებიდათ უსიყვარულოდ ხოდა ზუსტად ამ მიზეზით ყველა ჩაკვდა მუცელში.
დრო არაფერს კურნავს, უბრალოდ გვაჩვევს, და როცა ამ შეჩვევას კარგავ მერე შენც კვდები, ბევრი რამეა ქვეყანაზე რასაც ეჩვევი ამიტომ ადამიანი მეტხანს ცოცხლობს ვიდრე პეპელა, რადგან როგორც ვთვქი პეპელა მხოლოდ სიყვარულს ეჩვევა. ზუკა კარგად ხსნის გასული იყო ოთახიდან, მას კი უკვე რამდენი ხანია ერთ ადგილას გაშტერებოდა თვალი და გონება გასცარიელებოდა, დამტვრეული სხეული ძლივს დაძრა საწოლიდან და გაბიდნული მზერით დაიძრა სააბაზანოსკენ, იქაც ბევრი დრო გაატარა. სარკესთან შეათვალიერა მისი თავი.
-ახალ წელს ვიწყვებთ, ახალი ფურცლიდან! ჯანდაბაშიც წასულხარ მატყუარა ნაბი*ვარო!- ხმადაბლა გაუმხილა საკუთარ თავს რასაც აპირებდა და მოწესრიგების მერე ჩავიდა მეგობრებთან, ლაღი და ბედნიერი სახით.
დიდი ბრძოლად უღირდა ეს სახე მაგრამ უნდა დაემარცხებინა დაუმსახურებელი სიყვარული და მისი ბედნიერებისთვის, მის გარშემო საყვარელი ხალხის ბედნიერებით უნდა დამტკბარიყო, მისაღებში შესულს მაშინვე თვალი მოკრა თამთას მზერას რაღაცამაირად რომ უმზერდა დანიელს, ბიჭი ფანჯარასთან იდგა და ტელეფონზე საუბრობდა ხმადაბლა.
-გაიღვიძე ელე?!- კატომ თბილი მზერა მიაგება მეგობარს და თან აწ უკვე მულს, ხელით ანიშნა ჩვენთან ჩამოჯექიო.
-სადარიან?- კატოს მიუჯდა.
-ზუკა და ბიჭები საახალწლო რაღაცეებს საყიდლად გავიდნენ, ზეგ თოთხმეტია უკვე, დეტექტივი და ექიმი კი დილიდან არ ჩანან, ზუკა ელაპარაკა დილით და ეგ იყო მეტი არ ვიცი...- უდარდელად აიჩეჩა მხრები და ერთ ადგილას მოყინულ თამთას გახედა კატომ, ირინა მორიდებით იჯდა გოგონებთან ერთად ოთახში, დანიელმა ეზოში გავალო თუ რამე დამიძახეო ელენეს უთხრა და კარში გაუჩინარდა. საშინელი სიჩუმე ჩამოწვა, უხერხულად გაუღიმეს ერთამეთს, მხოლოდ თამთა იყო კუპრივით დახურული.
-ირინა, მოიხსენი დაძაბულობა! თამთა გეყოფა !- მეგობარს ანიშნა ნუ იბღვირებიო და ხელით ანიშნა მისულიყო.
-თამთა მე..- შეიშმუშნა უხერხულად ირინა- შენი ძმა რომ არა...- ვერ გაეგო როგორ აეხსნა პატარა გოგოსთვის მისი ძმისადმი გრძნობები.
-ზუკამ ყველაფერი უამბო, რომ ყოფილა შენი ბრალი, მაგრამ ის ავარია ვერ მოინელა, თურმე შენს გარეშეც მაგარ შარში ვეხვეოდით და თურმე კარგიც ყოფილა შენი გამოჩენა დროზე ადრე გავიგეთ რაღაცეები.- ელენემ განავრცო თამთას მაგივრად და გოგოს თვალები დაუქაჩა.
-ხო, მართალია ელენე, ცუდად გამომივიდა უბრალოდ ნიკო ვერ ავიტანე ასეთი..- არ შეუხედავს ქალისთვის ისე ამოილაპარაკა.
-მესმის შენი, როცა მამაჩემის სხეული მოასვენეს...-ხმა გაებზარა ირინას, ცისფერი თვალები შეემღვრა.
-თუ არ გინდა არ თქვა- გაუღიმა კატომ და ქალთან გადაჯდა.
-არ-ა- ვიტყვი, როდემდე ვიყო ასე შორს თქვენგან, ნიკოს ისე სტკივა და უყვარს თითეული თქვენგანი. მოკლედ...

სექტემბრის საშინელ ქარს სისხლის სუნი მოქონდა თბილისის ქუჩებში და გია ჟღენტის სახლის კარში შეეხეთქებინა, ოთხმა მხეცმა დაგლეჯილი დაასვენა მისაღების იატაკზე, კაცის  სხეული და სახლი ისე დატოვა თითქოს არაფერი განსაკუთრებულიო, იდგა 10 წლის ირინა და უყურებდა მამის დასახიჩრებულ სხეულს, დედის კივილი, ბებიის გულის წამსვლელი ტირილი მის ყურებამდე და სულამდე აღწევდა, შუბლში დაგროვდა სისხლი ერთიანდ და მერე გასკდა, მთელს სხეულში ნიაღვრად ჩაიღვარა, მერე სიბნელე და ბუნდოვანი ყვირილი იყო. თავლები რომ გაახილა  საკუთარი საძინებლის ჭერი იცნო. ისევ მიაღწია ნესტოებმდე ნაცნობმა სისხლის სუნმა და გიჟივით ჩავარდა პირველ სართულზე.
მაცივარში მოეთავსებინათ გია ჟღენტის მკვდარი სხეული.
-მამაა!- ყვირილი არ გამოუვიდა, ახლოს მივიდა და ზედ დაემხო, დიდხანს იტირა ხმამაღლა, იყვირა, იწივლა. ვერ გააგონა, მისი გმირი ხმას  არ სცემდა. კადრები ცვლიდა ერთამნეთს, მამამისი მისთვის ყველაზე კარგი იყო, ღმერთი იყო, გმირი იყო, ერთადერთ ქალიშვლს არასდროს აკლებდა არც სიყვარულს, არც სითბოს და არც მამობას, როგორი გადაღლილი და გადატვირთულიც არ უნდა ყოფილიყო, როგორი ძალაგამოცლილიც არ უნდა მოსულიყო სახლში, პატარა ინას კარრს მაინც შეაღებდა თუ მძინარე დახვდებოდა, მეფერებოდა შუბლზე აკოცებდა და გავიდოდა, ფხიზელი როცა უხდებოდა ინა მუხლზე დაისვამდა, მთელი მისი დღის ამბებს ბოლომდე გამოკითხავდა და რჩევას და დარიგებას მისცემდა, დასაძინებლად წაიყვანდა და მანამ არ გავიდოდა სანამ არ დაიგულებდა შვილს მშვიდად მძინარეს.
-მამაა...-ამოიხავლა, მოსცილდა ოდნავ- გია მე რა ვქნა ეხლა?- ისევ ატირდა ისევ დაეუფლა საშინელი სიცივე და ტკივილი ისევ გაიყინა, რაღაც საშინელი იგრძნო რაღაც სასტიკი, გულს რომ უჩერებდა და სუნთქვას არ ავიწყებდა.
იმ ღამით გაისროლა იგორმა ტყვია რომელიც ჯეკის მამას ეკუთვნოდა, რომელმაც მეგობარს გაუხვრიტა გულის ფიცარი და გული გაუფლითა, რომელმაც დატოვა ამ სასტიკ სამყაროში ინა უმამოდ.
ვერცეთი იღებდა ხმას, თამთას სინანული უგლიჯავდა გულს,ბიჭებბიც მოსულიყვნენ და ოთახში განაწილებულები ისმენდნენ ამტირალებული ირინას ნაამბობს.
-10 წლისამ ვიგრძენი პირველი უდიდესი ტკივილი, ახლა 30წლის ვარ და ნიკოლოზის დაკარგვას ვერ გადავიტანდი იმ ღამით ალაბთ- ცრემლები მოიწმინდა აკანკალებული ხელებით, ნიკა მიუახლოვდა გულში ჩაიკრა ქალი, კატო ტიროდა ელენეზე აკრილიყო.
-ვინარის ასეთი... მე მაგი..- იღრინებოდა ხმადაბლა ჯეკო, ტელეფონის ზარი გაისმა.
-გისმენ მამა- უპასუხა ჯეკომ და ყველამ მისკენ მიიხედა.
-......
-კარგი, გამაგებინე!- ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და დაინტერესებულ ხალხს გამოხედა.
-გაბუანიას გემი დაიძრა ბათუმისკენ, კარგად ხანს მოგვიწევს სვანეთით ტკბობა..- მთელი დღე უხასიათით აკეთებდნე დღის საქმეებს, უგემურად ჭამეს, თითქმის საღამომდე ჩამოსტიროდა სახე ყველას. საღამოს 7საათი იქებოდა, ირინა რომ შემოვდა ნარნარით, წითელი ტყავის შარვალი და შავი გრძელი ზედა ეცვა, მხარზე ძველებული " მაგნიტაფონი" გაედო და გაკვირვებულ ხალხს გვერდი ისე აუარა ვითომც არაფერი არ ხდებოდა განსაკუთრებული, ნიკოლო თავს ძლივს იკავებდა არ მივარდნოდა ამ ქალღმერთს და იქვე არ დაეხრჩი კოცნით. ლაშა და ერეკლეც მოსულიყვნენ.
- აბა მოწყენილი საახებიი დღეეს არ იქნებააა....- შემოკრა ტაში, სამზარეულოდან უამრავი ჭიქა და ალკოჰოლი გამოიტანა, მერე წვენები მერე სასუსნავები, ჯერ კიდევ ვერ იძროდა ვერცეერთი ადგილიდან, ვერ გაეგოთ რა ხდებოდა, რას აკეთებდა ირინა. თითი რომელიღაც ჩავარდნილ "კნოპკას" დააჭირა და ეს უკანასკნელიც ახმაურდა.
ლელა წურწუმიას  "ღამის სიჩუმე" და ახარხარებული ადამიანები. ირინამ ყველა შეიტყუა საცეკვაოდ სულელბივით სიცილით ცეკვავდნენ, მხოლოდ თამთა იდგა ჯერ კიდევ უხერხულად.
-გაატოკე ცოტა თეძოო- ირინამ ყურში უხურჩულა.
-თამთა დაიკიდე და გავერთოთ რა, მე ძაან მომწონხარ!- ისევ უჩურჩულა და საცეკვაოდ შეაგდო გამხიარებულ ადამიანთა ხროვაში. ბევრი იცინეს, ბევრი იცეკვეს,დალიეს.
რა უცნაურია, ყველაზე მეტად ვისაც ტკივა, ყველაზე მეტად ვისაც უმძიმს სული, ისარის ბედნიერების ყველაზე დიდი წყარო სხვებისთვის, ასხივებს და ანაწილებს ბედნიერებას რომ თავსაც უშველოს და სხვებიც გამოკვებოს, რომ არ დაიღალოს , რომ არ დაბინძურდეს დედამიწა უბედურებით, უბრალოდ ამით ცდილობს რაც არ უგრძვნია მას სხვებამდე მიიტანოს და აგრძნობინოს მათ და  თავს მისცეს  უფლება შეიგრძნოს ის დამპალი გრძნობა ასე  ძალიან რომ ითხოვს მთელი არსება-ბედნიერებას. ბედნიერება წვრილმანებშია.
ალბათ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერებაა , საყვარელ ადამიანთან ერთად მომავალზე ფიქრი.
მასთან ერთად ცხოვრება , დიდი  ,  ბედნიერი ოჯახის შექმნა ...
მასთან ერთად ერთ ოთახში ყოფნა , ერთ საწოლში ძილი , ერთი კარადა და ერთი სივრცე.
იმაზე ფიქრი , რომ სულ შენი იქნება.
იმაზე ფიქრი , რომ  ყოველი კამათის შემდეგ  მისი დაკარვის შიში არ გექნება...
იმაზე ფიქრი , რომ სახლში დაღლილს მოსულს მთელი გულით ჩაეხუტები და ის დაღლაც  გადაუვლის.
მასთან ერთად დაგეგმავ ხვალინდელ დღეს ,
მისი მაისური შენი მაისურიც  გახდება.
და... საოცარი გრძნობაა ის , რომ ეს დღეებიც უკვე დადგა, ვერასდროს იფიქრებდა ამ კაცის ცოლობას, მისი სუნით გაჟღენთილ ოთახში ჩასუნთქვის მერე ამოსუნთქვა რომ ავიწყდებოდა. სააბაზანოდან გამოვიდა ზუკა, მხოლოდ სპორტული შარვალი ეცვა, კატო ლოგინზე იჯდა და წიგნს ჩაჰყურებდა მხოლოდ, ფიქრებს გაეტაცა სადღაც.
-როგორ გრძნობ თავს?- მასთან ჩამოჯდა და წიგნი აართვა, დახურა და ლოგინთან მდგარ ტუმბოზე ჩამოდო.
-კარგად, ჭრილობებიც აღარ მაწუხებს, ერეკლემ გახსნა არცეთს ემუქრებაო, მაგრამ მაინც ნუ დაიტვირთავ თავსო- გაუღიმა და მორცხვად შეხედა.
-ანუ ჩვენი ღამე კიდევ დაგაიდო...- უფრო მისთვის ჩაილაპარაკა და აჭარხსლებულ გოგოს მიაშტერდა. ისეთი სუფთა და ლამაზი იყო კატო, მისი ყველა გრძნობით და ემოციით.
-კატო კარგი რა- ფეხები გააშლევინა და მათ შორის მოექცა კაცი.
-როდემდე უნდა იმორცხვო? ცოლ-ქმარი ვართ უკვე! ცოლ- ქმა-რი!- დამარცვლა და ვნება მორეული დაეწაფა საყვარელ ტუჩებს.
-ზუ-კა!- მოიცილა, აშკარად ნერვიულობდა და საშინლად რცხვენოდა.
-არაფერს დაგაძალებ! არასდროს!- გვერდით გადაწვა მკერდზე მიიხუტა და თმაზე დაუწყო ფერება. კატოს საშინლად აუჩქარდა გული, მისი შეხებები საოცარ გრძნობებს და აქამდე უცნობ სიგნალებს უგზავნიდა ტვინს, სიამოვნებდა მისი სიახლოვე, უნდოდა მასთან, უნდოდა ეს კაცი, მაგრამ გამოუცდელობის შიში ვერ აბედინებდა.
კაცმა თითქოს იგრძნო კატოს ფორიაქიო სახე ააწევინა და თვალებში ჩახედა.
-არ მინდა რომ რამე გავნო, არასდროს გატკენ ხომ იცი ეს?- კატომ მხოლოდ თავი დაუქნია და თავად მიაწება ტუჩები ზუკას ალუბლებს. თავადაც არ იცოდა როგორ შეძლო, სურვილმა აჯობა შიშსა და სიმორცხვეს.
-კატო დარწმუნებული ხარ? შენი ჭრილობები?..- თვალებში ჩააშტერდა. გოგონამ მზერა აარიდა ერთ წამს.
-ხომ გითხარი უბრალოდ..- როგორ აეხსნა არ იცოდა, რა სიტყვა ეთქვა როგორ მიეხვედრებინა.
-მენდობი?- ყურთან მიაწება ტუჩები, მერე ლოყაზე, მერე ყელში, ლავიწზე რომ შეეხო ზუკას ცხელი ბაგეები ხმა ვერ დაიმორჩილა და უცნაურად ამოიფრუტუნა.
-ძალიან..-ძლივს ამოთქვა ერთადერთი სიტყვა და გაიტრუნა. ზუკას უკვე მაისური გაეძრო კატოსთვის, მკერდზე მიაწება ტუჩები, მთელი სხეული უთრთოდა კატოს, მკერდი მძიმედ აუდ-ჩაუდიოდა გახშირებული სუნთქვისგან, თითქოს ძალიან ბევრი ჰაერი მიეწოდებოდა და თან არც ყოფნიდა.
კოცნით ჩაუყვა მუცელს, მთელი ტანი დაუკოცნა. ნელ ნელა მოჰპარა კატოს ლამაზ ფეხებს შარვალი და ტრუსიც ურცხვად გააყოლა. წამით მოავლო კატოს წითელ ლოყებს თვალი და ვნებიანად გაუღიმა. სიმხურვალეს გრძნობდა ფეხებშირის კატო, რაღაცა ძალიან ცხელი და მწველი უდუღდა მუცელში. ზემოდან მოექცა წამებში ქალს და ფეხები გააშლევინა, ერთი ხელით ლოგინს დაეყრდნო, თან ეხებოდა კატოს ტანით თან არა, მეორე ხელის თითებით აუყვა ბარძაყს და ისევ დაუოკებელი ბგერები ამოიძახა ქალმა. ნელა მოეფერა კატოს ყველაზე დიდი მგრძობელობის შემცველ ადგილს და კიდევ ერთი ამოკვნესა რომ მოაწვა ყურთასმენას, ტუჩებზე დააცხრა, აყვა ქალიც, თითქოს ამას ელოდაო უცებ ჩაიწია შარვალი და ამჯერად ამოიკივლა კატომ როცა ფეხებშორის რაღაც მკვრივი და ცხელის შეხება იგრძნო.
-მიყურე!- სახეშიი მიაშტერდა-მიყურე!- გაუმეორა ისევ და თავად მოატრიალებინა სახე.
-ზუკა გთხოვ..!- ხმა წართმეოდა და აკანკალებულმა  ძლივს ამოთქვა ორიოდე სიტყვა.
-მიყურე, მინდა ვიცოდე ემოცია რომ არაფერი გატკინო- თბილად გაიღიმა, ვნებისგან ხმა ჩახლეწვიდა კაცსაც და სუნთქვაც აჩქარებოდა. ნელი მოძრაობით შეაღწია მასში, კატომაც წამოიკივლა, ტკივილი და სიამოვნება შეერთდა მის სახეზე. რამდენიმე ნელი ბიძგის მერე სრულიად სიამოვნება მოეფინა სახეზე და ზუკამაც წამსვე დაუკოცნა აე
წითლებული სახე.
-მიყვარხარ- ტუჩებთან უჩურჩულა და ზედ დააცხრა გაგიჟებული.
ადამიანის სიყვარული მტანჯველიცაა და სასიამოვნოც, იმ ღამით მიხვდა კატო როგორ შეიძლებოდა ტკივილი სასიამოვნო ყოფილიყო, ზუკას თითეული შეხება და სიფაქიზე ჩაუჯდა მთელს ტანსა და გონებაში.


მაღალი მთის წვეროებიდან გამოჩნდა პირმომცინარი და სხივები გამოაჩინა, თოვლი აბრჭყვიალდა და მიეგება ახალ გაღვიძებულ დედოფალს რომელიც იმდენად ვეღარ წვავდა გადახრილ დედამიწას. სვანური კოშკები თითქოს სიმკაცრით იდგნენ და დარაჯობდნენ ამ სილამაზეს. მეორე სართულის დიდი აივანზე იდგა გველესიანი და სიგარეტს ეწეოდა. მოაჯირს ჩამოყრდომოდა იდაყვებით და მოხრილიყო, თბილი სპორტული შარვალი და ჩვეულებრივი მაისური ეცვა მოკლე სახლება, დაკუნთულ მკავებზე ძარღვები სიცივისგან ამოყრილიყო და ლურჯად დაუყვებოდნენ მთელს სიგრძეზე ხელებს. ჰორიზონტს გაჰყურებდა. ბოლო ნაპასი ამოარტყა და იქვე დადებულ საფერფლეში ჩააქრო ჩამწვარი ღერი, წელში გასწორდა ხელები განზე გასწია და ტელეფონის ხმაც გაისმა. ჯიბიდან ამოაძვრინა და არც დაუხედავს ისე უპასუხა.
-გისმენ!- აშკარად იცოდა რასაც ეტყოდნენ ყურმილს იქეთ და უემოციოდ მიუგო.
-დროზე ადრე ჩამოვიდა!- გაუთიშა. ყბა დაეძაბა, კბილები ისეთი ძალით დააჭირა ერთმანეთს ღრძილების ჭრიალი და ტკივილი ჟრუანტელად დაერია მის სხეულს. ოთახში შებრუნდა და ოთახიდან სამზარეულოში ჩავიდა. ყველას ეძინა, ზუკას მისწერა ტელეფონზე.

"ჩამოდი თუ გღვიძავს, საქმე მაქვს".
რამდენიმე წუთის მერე გამოჩნდა ზუკა და მისაღებში მჯდომ ჩაფუქრებულ ლაშას მხარზე ხელი დაჰკრა, მზერით ჰკითხა რა ხდებაო.
-ჩამოვიდა!-ზუკამ ერთი ამოიხვნეშა და მის გევრდით ჩაეხეთქა.
-ბიჭებს გავაღვიძებ, გავიდეთ მესტიაში!- გოგოებთან ერეკლე და დანიელი დატოვეს.
-ერრე?-თვალების ფახულით ახედა ელენემ და ისეთი სახე მიიღო აშკარად თხოვნას აპირებდა.
-რა?- მობეზრებუალდ აატრიალა თვალები.
-აქვე მეორე სახლში, ილონა დეიდასთან გადავიდეთ რა?
-მიზეზი?- ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და დივანზე მჯდარს ზემოდან დახედა.
-მაიკო წამოვიყვანოთ, ჯეკის მამიდაშვილია.- გაუღიმა ელენემ, თავი დაუქნია ბიჭმა და გოგოებს დაუბარა არაფერი გაბედოთ ჩვენს მოსვლამდეო.
კატო და ირინა მისაღებში იჯდნენ. თამთა და ანა კი სამზარეულოში ყავას ამზადებდნენ.
კატო აშკარად ისევ წუხანდელი გრძნობების გარემოცვაში იყო და საერთოდ არ იმყოფებოდა გონებით ამ სამყაროში, უნებური ღიმილი ჰქონდა სახეზე და თვალებში ციცინათელები უნათებდნენ.
-კატო!-ხელი შეახო ირინამ და ეშმაკურად გაუღიმა, უეცრად გამოფხიზლებულ გოგოს. ირინას მზერაზე ლოყები აუწითლდა და სირცხვილისგან თითქოს გაქრაო.
-სახეზე გაწერია ყველაფერი!- ჩაიხითხითა ირინამ და მის გვერდით უცებ გადამჯდარმა მხარი მხარზე გაკრა.
-აუუუ!-ამოიხრიალა და ხელები აიფარა სახეზე.
-ვაიმეე ვიღაცამ გაიგო ათუხთიხებული გრძნობების დასაოკეებელი საშუალება რაც არიიის- ანა შემოვიდა ორი  ყავის ჭიქით ხელში და მას თამთა მოჰყვა უკან სიცილით და მასაც ორი ჭიქა ყავა მოჰქონდა.
-აუუ გეყოფათ ახლააა!- ხელებიდან არ მოუწევია თავი ისე ამოზლუქუნა შორიდან და  აკისკისებულ გოგოებს თითებ შორის  გაბუტულმა გამოხედა.
-შენ გეყოფა სასირცხვილო არაფერია, თამთასთან ბოდიიში მაგრამ ნიკო დღემდე დამცინის ჩვენი პირველი ურთიერთობა რომ ახსენდება!- ბედნიერად გაუღიმა კატოს, უკვე მოდშორებინა ხელები და თითო თითოდ აკვირდებოდა ყველას.
-მე და ჯეკოც ეგრე ვიყავით თავიდან !- მორცხვად შეიშმუშნა ანაც.
-რაა? მე ჯერ არც კი მოკიცნია!- სამი ადამიანის გაშტერებული მზერა რომ იგრძნო თამთამ, გულუბრყვილოდ ამოიძახა და ვითომც არაფერი ისეთიო ყავა მოსვა ხმაურიანად. გოგოებმა კი ხმაურიანად გადაიკისკისეს.
-ყველა წავიდა, ელენე და ერეკლე მაიკოს მოსაყვანად არიან და დანიელი საადა?- სახლს მოავლო მზერა ანამ.
-არ ვიცი ალაბთ სძინავს- ისევ ყავა მოსვა თამთამ. დანიელი ნამდვილად ოთახში იყო და ზუსტადაც რომ ეძინა.
ერთი საათის მერე კარები გიჟივით შემოხსნა მაიკომ და მისაღებაში შევარდა ელენეც მას მოსდევდა უკან, ერეკლე კი ბურტყუნით ავარდა მეორე სართულზე და კარი ისე ძლიერად მოუჯახუნა ლამის მოინგრა მეორე სართული.
-დეგენერატი! უზრდელი! გაუნათლებელი! სუფთა ხიხოოო!!- გაცოფებული აქეთ იქეთ მოყვა სიარულს მაიკო, ელენე კი ჩუმად ფხუკუნებდა გოგოებს გადახედა მრავლის მეტყველი მზერით და მათაც გადაუარა ღიმილის ტალღამ.
-რა მოხდა?- ანა წამოდგა და მაიკოს მიუახლოვდა.

ნახევარი საათი დასჭირდათ მაიკოს სახლამდე დიდი თოვლის გამო. ელენემ მისწერა ქვემოთ ვართ და ჩამოდიო. მაიკომაც თითქმის მზად ვარო და კიდევ ნახევარი საათი გაიწელა მისი გამოჩენა.
-ეს სულ ესეთი ნელია? დავიღალე ვერ ვიტან ლოდინს!- აჯუჯღუნდა ერეკლე.
-ალაგებს ალაბთ, აქ მარტოა და ჩვენთან მოდის.-მხრები აიჩეჩა ელენემ.
ცოტახანში გამოჩნდა უზარმაზარი ზურგჩანთით ქალბატონი მაიკო, ლამაზი იყო, შავი ელასტიკი და ამავე ფერის დიდი თბილი სპორტული მოსაცმელი ეცვა , შავი თმა გაეშალა და დიდი ნაცრისფერი თვალები უკაშკაშებდნენ. მანქანიდან გადმოვიდა ერეკლე და საბარგული გახსნა. რაღაც უცნაური მუხტით დაიმიხტა ერეკლე მაიკოს დანახვისას და საშინლად მოუნდა მისი გამწარება, ვაღიზიანება, წყობიდან გამოყვანა, თითქოს სურდა ეს ქალი გამწარებული შეეცნო!
-ამდენ ხანს ველოდი მეგონა დედოფალი გამოვიდოდა სახლიდან, შენ კიდე...-ფეხებიდან თმის ღერამდე შეათვალიერა და იმედგაცრუაბულად გაატკაცუნა პირი.
-რეგვენო ! როგორ ბედავ? არც კი მიცნობ!- ეს როგორ აკადრეს? ეს ხომ თავად მაიკო არაბული იყო? თბილისში ერთერთი წარმატებული სამოდელო სააგენტოს ყველაზე წარმატებული მოდელი! როგორ გაბედა ვიღაცა შავ ბუჩქიანმა ექიმმა მისი სილამაზის ასე შეფასება. ისედაც დიდი  თვალები უფრო გაუფართოვდა და ბრაზი ჩირაღდნებივით აენთო თვალებში.
-სიმართლე მწარეა!- წარბი ასწია ერეკლემ და უადარდელად ჩაჯდაა მანქანაში. გახევებული იდგა ერთ ადგილას მაიკო და ბოლს უშვება ნესტოებიდან და ყურებიდან.
-მაიკო დაჯექი!- ფანჯრიდან თავი გამოყო ელენემ და ხელით ანიშნა უკანა კარისკენ. უდეშად გამოხსნა და ჩაჯდა მანქანაში კარი ისეთი სიძლერით მოუჯახუნა ლამის მხოლოდ ბორბლები დარჩა მანქანა.
-ნელა შენ ალქაჯო!!- უკვე ერეკლეც აენთო ბრაზისგან და ელენემ იგრძნო კარგი გართობა ელოდა წინ.
-ვის უბედავ! კრეტინო!- შეუბღვირა ერეკლეს და მუშტი მოუღერა, ჯერ კიდევ ვერ მოინელა მისი სილამაზის ასე გადათელვა. ეს კაცი პირველი პირის გაღების თანაცებშეიძულა და გადაწყვიტა არცეთ სეპასიხებას, შეურაწყოფას და სიველურეს არ შევრჩენო!
-ეს მანქანა შენზე მეტად მოვლილი ყავა მის პატრონს და თუ არ გინდა ფეხით წამოხვიდე ფაქიზად მოექეცი!-კბილებში გამოცრა ერეკლემ და მანქანა დაძრა.
-უსინათლო! ეტყობა ჯართი სილამაზე გგონია!- ავის მომასწავებლად გაუღიმა და ხელები გულზე დაიწყო. ელენემ ორივეს გამოხედა და მერე მაიკოს გაუბა საუაბრი.
-ნებისმიერი ჯართი გჯობია შენ!- მანქანიდან გადმოსულიყვნენ, სახლისკენ მიმავალს მიაძახა  ქალს.
მთელი სახე აეწვა ბრაზისგან მაიკოს. მოტრიალდა და ხელის გარტყმისთვის აწეული ხელი ჰაერში გაუკავა ერეკლემ. მისივე წელზე შემოადებინა და მისკენ მიიზიდა.
-სიტყვები და მოქმედებები აკონტროლე!- თითი ცხვირთან დაუქნია და ხელი უშვა. გიჟივით შევარდა სახლის კარში და ელენეც მას მოყვა.

-ღმერთოო რა ცეცხლი ინთებაა!მალე ყველა დავიწვებით!- სიცილით ამოიძახა ირინამ და კატოს გადახედა. ელენემ რომ შეხედა აწითლებულ რძალს ჩაიფხუკუნა.
-რა ახლაგაზრდა მამიდა ვიქნებიიი..- ღირინით ჩამოჯდა კატოს გვერდით და დამარცხებული მიიხუტა გულზე.
ნელ ნელა დაწყნარდა სიტუაცია, საუბარს შეყვნენ, მოყვნენ ამბებს,გაიცინეს ერთმანეთი ვინც არ იცოდა მაიკო  და ნაცნობებმა ისტორიები გაცვალეს ერთამნეთში. ერეკლე კი ოთახში ბორგავდა და ღერს ღერზე ეწეოდა როგორ თუ მის ოცნების მანქანას ჯართი უწოდეს, თავში ავარდნილი ალქაჯი გოგო!
ნახევარ საათში მისაღები გადაჭედილიყო, 12 ადამიანი იჯდა და დუმდა. ხვალ ღამით 14 ხდებოდა. სამზადისი კი დაეწყოთ რომ აღენიშნათ ძველით ახალი წელი მაგრამ ასე არაფერი გამოვიდოდა.
გოგოები დივანზე და კრესლოზე გადანაწილებულიყვნენ. ბიჭები კი ზოგი ფანჯარასთან იდგა და ზოგიც ბუხართან პატარა პუფზე ჩამომჯდარიყო.
-ასეთი უჟმური ხასიათებით აპირებთ შეხვდეთ ძველით ახალ წელს?- ამოთქვა კატომ და მეგობრებ-ნაცნობებს თვალი მეოვალო. დანიელი და თამთა ჩუმად ხიშპობდნენ ერთამეთში მზერით, მაიკო და ერეკლეც ასევე. ელენეც და ლაშაც რააცანაირად თითქოს მტრულ მზერას ცვლიდნენ ერთამნეთაში. აი დამრჩენების რა გითხრათ, მათთან ვნება, სიყვარული და სითბო იყო.
-ყველაფერი მზადაა, ცივი კერძები დამთავრებულია, ხვალ ცხელებს მოვაგვარებთ, საღამოს სუფრას გავშლით და მე და კატომ როგორც დავგეგმეთ ისე იქნებააა.- ჩამოარაკრაკა ელენემ და გადახედა მეგობრებს.
ცოტახნის მერე ფილმის ყურება შესთავაზა მეგობრებს კატომ და ყველას თანხმობის მერე მისაღები ჩამოაბნელეს. დიდი თეთრი ნაჭერი ჩამოკიდეს მისაღების დიდ კედელზე, სასუსნავებიც მზად ქონდათ. ფილმი არჩიეს და ადგილები დაიკავებს. ზუკამ კატო კალთაში ჩაისვა და კრესლოში მოთავსდა. ჯეკომ ანა ჩაისკუპა, ნიკომ ირინა და დივანზე მოკალათდნენ, დივნის წინ ბალიშების გროვა დაალაგეს და დანარჩენები ზედ დასხდნენ.
დრო და დრო სიცილის და ღიმილის ტალღა გადაუვლიდათ. ათასჯერ მაინც ნანახი  "ჭირვეულის მორჯულება" ქონდათ ჩართული.
სიმშვიდე იყო, ჯერ ჯერობით კარგად და მშვიდად მიდიოდა სიტუაცია, თუმცა თითქოს ყველა მათგანი ხვდებოდა რომ ასე უბრალოდ ვერაფერი ჩაივლიდა, აუცილებლად რაღაც დაიძაბებოდა და ცუდის მოლოდინში ყველა ცდილობდა შეენარჩუნებინათ განწყობა და კარგი ხასიათი. ხომ ვამბობ არა?! ბედნიერება წრილმანებშია და ეს ადამიანებიც ზუსტად იყენებდნენ ამ წვრილმანებს, რომ ის წყეული მომავალი ცუდი ამბები, რომელიც უნდა გადაეტანათ, ადვილად გადასატანი ყოფილიყო. საკმარისია თავი დაცულად იგრძო, საკმარისია გეგულებოდეს გვერდით ადამიანი ან ადამიანები, რომ ყველა ცუდს, ყველა ბოროტებას, წინ აღუდგები და იმდენს იბრძოლებ რომ აუცილებლად! აუცილებლად გაიმარჯვო! ვინმეს ჯინაზე კი არა იმიტომ რომ თავად ყოფილიყვნენ  ბედნიერნი.



№1 სტუმარი სტუმარი Ana Mamuladze

კომენტარებს არ ვწერ დიდად მაგრამ…გეტყვი რომ გააგრძელოო დამწყებისთვის უკარგესია????????

 


№2  offline წევრი TuToo

სტუმარი Ana Mamuladze
კომენტარებს არ ვწერ დიდად მაგრამ…გეტყვი რომ გააგრძელოო დამწყებისთვის უკარგესია????????

მადლობა ვეცდები მალე დავდო შემდეგი თავი, პრობლემებში გამო ვერ ვახერხებ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent