შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნენე (დასასრული)


9-03-2024, 02:35
ავტორი sati
ნანახია 2 202

-არ უნდა ამდენი ადამიანი, მივხედავ მე. რატი არ დალიო და გაიყვანე რა მერე ნენე სახლში თუ გიგა აქ არ დგას-რატი და სალომე გადაკოცნა, მე ცივად გამომეშვიდობა და წავიდა. მე დებილს კიდე მეგონა, რომ მე და ვაჩე ჩვეულებრივად გავაგრძელებდით მეგობრობას. გული ამიჩუყდა და თვალები ამიცრემლიანდა. აბაზანაში გავედი და კარი მივიხურე. ჰორმონების გამო თავი ვერ შევიკავე და ამეტირა. შეილება ვაბუქებდი, მაგრამ ისე მარტოსულად ვიგრძენი თავი ვაჩე რომ წავიდა, რომ ენით ვერ აგიღწერთ. სალომეს და რატის ვუთხარი, რომ თავბრუ მესხმოდა, ცუდად ვიყავი, გიგა მელოდება ქვევით და წავალ თქო. გიგასთვის არც დამირეკავს, მარტო მინდოდა ცოტახნით გასეირნება. სული მეხუთებოდა, ყველა მხრიდან დაცვა რომ დამსდევდა. მგონი უბრალოდ უმადური ადამიანი ვიყავი. როგორც იქნა ნერსემ შეძლო და ნარკოტიკების ბიზნესს თავი დააღწია, ანდრონიკაშვილები აღარ დაგვსდევნდნენ მოსაკლავად, ჩვენი შვილი ჯანმრთელი იყო, მაგრამ მაინც სულ რაღაცაზე უნდა მეწუწუნა. მაგრამ თავს ვერ ვშველი. ვაჩე ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია და მის გარეშე არ წარმომიდგენია არსებობა. ასე ცივად არასდროს დამლაპარაკებია როგორც დღეს. ამ დროს ტელეფონზე ნერსემ დამირეკა.
-სად ხარ? გიგას რატო არ დაურეკე, მარტო მოდიხარ?
-ხო, მოვალ მალე.
-სად მოხვალ ფეხით ამოხვალ ბაგებში? მომწერე სად ხარ და გამოვალ ეხლა-გაღიზიანებული ხმა ჰქონდა.
-ტაქსით ამოვალ.
-მე მოვალ, სად ხარ?-არ მომეშვა და მივწერე მისამართი. იქვე პარკში ჩამოვჯექი და დაველოდე. ზუსტად 4 წთში ჩემს წინ იდგა, მანქანიდან გადმოვიდა და ჩქარი ნაბიჯებით საკმაოდ გაბრაზებული წამოვიდა ჩემსკენ-ნორმალური ხარ? საათს შეხედე საერთოდ მარტო რომ დაბოდიალობ?-არაფერი ვუპასუხე, არ ვიყვაი მასთან ჩხუბის ხასიათზე-ცუდად ხარ?
-არა, წავიდეთ-თვალებზე შემატყო, რომ ნამტირალევი ვიყავი, თან მაკანკალებდა სიცივისგან. მანქანაში ჩავჯექით მაგრამ არ დაუძრავს.
-იტირე?
-არა-თავი გავატრიალე ფანჯრისკენ. აღარ ჩამეძია, მანქანა დაძრა და სახლამდე არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. სახლში აღარავინ დაგვხვდა, ალბათ წავიდნენ ალექსანდრე და თამარა. ნათიას სტუმრების ოთახში ეძინა, ნინოსთვის დარჩა, მეც რომ არ ვიყავი სახლში. ნერსე სამზარეულოში შევიდა და ჩაის კეთება დაიწყო. მერე უცბად მოტრიალდა, რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ტუჩზე იკბინა და გაჩერდა.
-ნენე-ღრმად ამოისუნთქა-აღარ ვიცი უკვე რა გავაკეთო, რომ რამით გასიამოვნო.
-შენ არაფერ შუაში ხარ-სამზარეულოში შევედი და ბარის სკამზე დავჯექი-უბრალოდ ჰორმონები მაგიჟებს.
-ვაჩემ გითხრა რამე? ან რამე გააკეთა? ან რამე გაწყენინა?
-არა, ელენე ვერ არის კარგადო და დედაშენთან წავიდნენ.
-ვიცი, დამირეკა ლიამ. მეც ვიყავი, უკეთ არის. შენ რატო არ წაყევი?
-არ წამიყვანა. არ უნდა ამდენი ხალხიო.
-ხალხიო არა?-გაღიზიანდა-მისმინე-თუმცა, ისევ შეარბილა ტონი-ვაჩეზე თუ დარდობ, გადაუვლის. ეხლა ეგ ჩემს ჯინაზე გექცევა ეგრე.
-რა გადაუვლის ნერსე?-მართლა მაინტერესებდა თავს თუ იდებილებდა, რას უნდა გადაევლო, სიყვარულს?
-ბავშვობიდან სულ ის უნდოდა რაც მე მაქვს, დღემდე ეგრეა. მიხვდება, რომ არ უყვარხარ ისე როგორც ფიქრობს და გადაუვლის. მოიყვანს ანის ცოლად მალე.
-არ უყვარს ეგ ანი.
-და შენ რა დარწმუნებული ხარ?
-იმიტო რო სწერვა და უაზროა, ცარიელი ადამიანის შთაბეჭდილებას მიტოვებს.
-ზუსტად ეგეთები მოსწონს ჩემს ძმას, დამიჯერე. ოდნავაც რო არ მოსწონდეს, წამით არ გაიჩერებდა. კი თავიდან ელენემ გაურიგა, მაგრამ კარგახანია აღარ აძალებს მაგ გოგოსთან ყოფნას, არც თვითონ არ მოსწონს. ვხვდები დღეს ალბათ გეუხეშა, ცივად მოგექცა. გადაუვლის მალე. რთული ხასიათი აქვს, შენ არ იდარდო მაგაზე-ახლოს მოვიდა, თმა გადამიწია სახიდან და ჩამეხუტა-საერთოდ არაფერზე არ ინერვიულო.
-ბოდიში..-ძლივს ამოვღერღე-ვიცი ცოტა რთული ასატანი ვარ, ალბათ მთლად ჰორმონების ბრალიც არ არის. უმადური ვარ და კიდე კარგად მიძლებ.
-არაფერზე არ მომიხადო ბოდიში-გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა-წამოდი ეხლა დავიძინოთ და ხვალ გავიდეთ ელენე ვნახოთ როგორ არის. დარწმუნებული ვარ მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და ბოდიშსაც მოგიხდის.
-რა გინდა რომ საბოლოოდ შენმა მთელმა ოჯახმა შემიძულოს?
-არც ერთს არ ძულხარ და მთავარია მე მიყვარხარ-შუბლზე მაკოცა და დასაძინებლად წავედით-საძინებელში ავედით და დავწექით დასაძინებლად. ნერსეს მალევე ჩაეძინა, მე კიდე რატომღაც ვერ ვიძინებდი. ხელები ჰქონდა შემოხვეული წელზე და ჩახუტებული ვყავდი. მაგრამ თავს უსაფრთხოდ მაინც არ ვგრძნობდი. უცბად კუთხეში რაღაც ჩრდილი შევნიშნე, თვალები დავხუჭე ვიფიქრე მომეჩვენა თქო, მაგრამ ფაჩუნის ხმა გავიგე. ისევ გავახილე და თვალების წინ ერიკოს სახე დავინახე და შიშისაგან წამოვხტი. ნერსეს ღრმად ეძინა და რეაქცია არ ჰქონია. აბაზანაში გავედი, შუქი ავანთე, ირგვლივ შეშინებულმა მიმოვიხედე, მაგრამ არავინ არ იყო. ეს უკვე ზედმეტი იყო, ნამდვილად ჭკუიდან ვიშლებოდი. ამას არც ტრავმა ერქვა და არც სტრესი. ჰალუცინაციები მქონდა. ვერაფერს ვიზამდი, ფეხმძიმობისას არ მინდოდა არანარი ზედმეტი მედიკამენტის მიღება, ფსიქიატრთან სიარულის აზრს ვერ ვხედავდი, უბრალოდ უნდა მეცადა რომ არ მიმექცია ყურადღება. გავბრუნდი საძინებელში და ისევ დავწექი. ცოტახანში ყურში ხმა ჩამესმა ,,ადექი, გადი’’. მეტი არაფერი. ეს ორი სიტყვა. სად გავიდე? ყურებზე ავიფარე ხელები და ასე დავიძინე. დილით რომ გავიღვიძე ნერსე ნახევრად ზემოდან მეწვა.
-ნერსე-ხელები გავაწევინე-რანაირად გძინავს -ოთახიდნა ნინოს ხმა მომესმა, მამას ეძახდა. მასთან შევედი და ხელში ავიყვანე. ლოყაზე მაკოცა და ჩემი თმით თამაში დაიწყო-წავიდეთ მამასთან?-ნერსესთან გავედით საძინებელში. საწოლზე დავსვი ნინო. ნერსეს სახეზე ხელებს უტყაპუნებდა გასაღვიძებლად, თან ბოლო ხმაზე უყვიროდა ,,მამას’’.
-ვაიმე, როგორ მოგხვდება ნინო-ამოიბურტყუნა, ნინო უცბად ხელში აიტაცა და ისე დაიწვინა, რომ ვერ გარყეულიყო ბავშვი. მან კი ტირილი მორთო.
-კაი რატო აშინებ ბავშვს-გამორთმევა ვცადე, მაგრმა ჩახუტებული ჰყავდა.
-რა გინდა შენ, ვეხუტები-ხელი გაუშვა და ნინომ ისე სახეზე დაუწყო ტყაპუნი. თავის ჭკუით ალბათ ეფერებოდა-აი ესეთი დილა მინდა ყოველდღე თენდებოდეს.
-ნუ ხარ ბანალური.
-შენ კიდე ნუ ხარ საშინელი პესიმისტი-წამოიწია, საწოლის საზურგეს მიეყუდა და ნინო მუხლებზე დაისვა-რატო გეძინა ღამე ცუდად?
-ერთი ორჯერ გამეღვიძა, ცუდად არ მძინებია.
-შენ ფსიქიატრთან წავიდეთ ხვალ. მგონი გამწვავება გაქვს.
-აი შენ რა იცი?
-რა ვიცი და არ გძინავს კარგად.
-მძინავს.
-იძახე ეხლა თუთიყუშივით.
-მამა!-ნინო გაუბრაზდა, ყურადღებას ითხოვდა.
-რა მამა, რა გინდა-ნერსეს გაეცინა და მისკენ მიატრიალა-აბა?
-მამა!-მეტს რას ეტყოდა, ეს ერთი სიტყვა იცოდა ჯერ.
-გშია შენ ეტყობა. ეხლა შემდეგი სიტყვა უნდა ისწავლო მშია. თქვი, მშია?
-მამა!-ორივეს გაგვეცინა. რისი მსწავლელი იყო ჯერ.
-ორი თუთიყუში მყავს-ნინოს თვალებზე ხელი ააფარა და მაკოცა-ეხლა ვისაუზმოთ, მერე ნათიაც მოვა და შენ თუ სადმე გინდა გასვლა გადი.
-არა, ჯერ არ მაქვს გეგმები. ნინოსთან ერთად ვიქნები, ნათიას მივწერე უკვე საღამომდე არ მოხვიდე თქო. კარგი ამინდია და ეზოში ვითამაშებთ.
-არ შეილება შენთვის მძიმეს აწევა და ნინოს ხელში ვერ აიყვან-ნერსემ მკაცრად მითხრა.
-ვანოს ან გიგას დავიხმარ თუ ხელში აყვანა დამჭირდება.
-იცოდე არ აიყვანო.
-გავიგეეე-ისევ ავაფარე ნინოს ხელი სახეზე და ვაკოცე, ამასობაში გაბრაზდა და ხელში ჩამარტყა.
-მა, როგორ შეილება ეგრე-ნერსემ მკაცრად უთხრა და ნინომ ეგრევე ტირილი დაიწყო. არ იყო მიჩვეული ნერსესგან სიმკაცრეს.
-კაი რატო აატირე ბავშვი?-დამშვიდება ვცადე, მაგრამ ხელში აიყვანა.
-აქედანვე უნდა იცოდეს რომ ჩარტყმა არ შეიძლება, აბა გეყოს ეხლა-მაისური ჩამოუწია და საწოლიდან წამოდგა.
-ნერსე ბავშვია, არ ესმის ეხლა ისედაც. ნუ ატრამვირებ.
-არ მჭირდება ეხლა ეს ფსიქოლოგიური ზახოდები.
-ვაიმე შენ ესეთი მკაცრი მამა უნდა იყო?
-ქმარიც-ისევ გამეცინა. სულ როგორ ცანცარებდა-აბა, დღეს გიბარებ რომ დაისვენო და არ დაიღალო. მეტი არ მინდა არ შეგისრულებია.
-ნწ, ეხლა მე რო მკაცრი და შარიანი ცოლი გამოვდგე სად მიდიხარ.
-გაგიმართლა რო ოთახში ნინოა, თორე ვერ გადამირჩებოდი-გამომწვევად გამომხედა და ნინო ძირს დასვა. ჩემკენ წამოვიდა.
-ნერსე ხო არ გაგიჟდი, ბავშვია ოთახში-ოთახიდან გავედი და სამზარეულოში ჩავედი საუზმის გასაკეთებლად. მალევე ჩამოვიდნენ ნერსე და ნინოც.
-ძლივს ვუპოვე ბავშვს სუფთა ტანსაცმელი, რას აკეთებს ნათია აქ მთელი დღე.
-მე გავურეცხავ ეხლა.
-რატო იქაჩები საქმის საკეთებლად?-ნინო თავის სკამში ჩასვა და გაღიზიანებულმა გამომხედა-არ შეილება შენთვის დაღლა.
-ვაიმე, ნერსე სუნთქვა შეილება? კიდე 5 თვე ესე უსაქმოდ ვერ ვიჯდები.
-ნწ, დილაობით რა ცუდი ხასიათი გაქვს.
-შენ კიდე.. დილიდან ცანცარებ.
-გააჩნია რას ეძახი ცანცარს-ჩემთან მოვიდა და წელზე ხელი შემომხვია-ჩემი ცოლი რომ მიყვარს და სულ მინდა რომ ვეხებოდე-ნიკაპი ამიწია და თვალებში ჩამხედა-და ვუყურებდე, ამიტომ ვცანცარებ?-და უცბად მოწყვეტით მაკოცა. ერთ ადგილზე გავშეშდი. სახეზე სულ გავწითლდი .მერე უცბად დაიხია უკან და ყავის კეთება დაიწყო. დამპალი.
-საშინელი ადამიანი ხარ-ჩავიჩურჩულე, მაგრამ რა თქმა უნდა გაიგო.
-ეხლა ვინ ცანცარებს?-ბედნიერმა ჩაიხითხითა-მა, დედაშენი დილიდან მე მაბრალებს ცანცარს, მაგრამ აი..
-რეებს ეუბნები ბავშვს!-პირზე ხელი ავაფარე, მაგრამ მიკბინა-ავანტყოფო-გამოვეცალე. მერე დავაფიქსირე რომ ნინოს დედა მიწოდა-ნერსე... ესე დაიბნევა ნინო. დედამისს რომ მეძახი.
-დედა ხარ. მოვუყვები ეკაზეც, მაგრამ ეხლა მაინც ვერ გაიგებს. და შენ უფრო დედა ხარ, ვიდრე ის იყო მისთვის.
-კაი , გთხოვ ნუ ამბობ ეგრე. არ გვინდა მაგაზე-ნინოს საჭმელი გავხსენი, მისი საყვარელი ჰუმანას ფაფა იყო და ბედნიერი მიირთმევდა.
-დღეს საღამოს მინდა ელენე და ვაჩე მოვიდნენ ვახშამზე. ანიც.
-შენ ჩალიჩობ რომ მუცელი მომეშალოს ჰომ?-გაბრაზებულმა ვუთხარი, მაგრამ ვეცადე არ შემემჩნია ნინოსთან, რადგან სენსიტიური ბავშვი იყო და მასზე მოქმედებდა ჩვენი ჩხუბი.
-არა, ზუსტადაც რომ პირიქით. არ მინდა, რომ ასეთი ურთიერთობები გვქონდეს ოჯახში. ყველამ უნდა მიიღოს ის ფაქტი ერთხელ და სამუდამოდ, რომ ჩემი ცოლი ხარ.
-არ გვჭირდება არავის მიღება. ისედაც ვარ.
-არა, მე ნამდვილად არ მჭირდება. მაგრამ შენ ვიცი რომ გჭირდება და განიცდი ამ ამბავს. ვაჩეს მე დაველაპარაკები, ზუსტად ვიცი რაშიც არის პრობლემა. მე გამოვასწორებ. ხვალ პეტრე და ლაშა მოვლენ. გიას მოყვანას ნუ მომთხოვ.
-არ მინდა გიას მოყვანა. პეტრე და ლაშა კიდე არ მოვლენ.
-აი აგერ ნახავ. მე დაველაპარაკები-ნინოს საჭმელი დავდე და მისკენ გავტრიალდი.
-ყოვლისშემძლე გგონია ხომ თავი?-ხელები გადავაჯვარედინე და ჯიუტად გავხედე.
-რა ტრაგიკულია რომ ცოლს საკუთარი ქმრის იმედი არ აქვს.
-ეგ რა შუაშია-ისევ ნინოს მივუტრიალდი და კოვზი მივუტანე სახესთან , მაგრამ დაიჭყანა და არ ჭამა-აი უკვე ნინოც დაიძაბა.
-იმიტომ, რომ შენ დაიძაბე-ნინოს წინ დაჯდა და მისი მიწოდებული ეგრევე ჭამა-როდის მითქვამს მოვაგვარებ მეთქი რამეს და არ მომიგვარებია?-გაღიმებულმა გამომხედა, ეამაყებოდა, რომ ნარკოტიკებს როგორც იქნა თავი დააღწია-ჰოდა ეხლაც ყველაფერს მოვაგვარებ-ზოგჯერ გული მწყდებოდა ჩემს დაუნახაობაზე. იმ მომენტში ვერასდროს ვხვდებოდი, თუ როგორ ვტკენდი გულს ნერსეს ჩემი უმადურობით. მართლა რამდენი რამე მოუგვარებია. ჩემს ქორწილში გია, პეტრე და ლაშა მან მოიყვანა. დედაჩემიც მან ჩამოიყვანა. ახლა ვაჩესთან ურთიერთობებსაც კი თვითონ აგვარებდა, ჩემს ნაცვლად. მე კიდევ არც ერთხელ მისთვის მადლობა არ მითქვამს.
-კარგი, მართალი ხარ. ბოდიში-ნინოს თვალებზე ავაფარე ხელი და ვაკოცე.
-ნენე, მე ვიღადავე ხელი რო ავაფარე და ნუ დამიბრმავე ბავშვი. არაფერია ცუდი იმაში, რომ ბედნიერ დედას და მამას ხედავდეს-სახეზე გავწითლდი, მეგონა მართლა უმალავდა ნინოს.
-ოო, რა ვიცი. მამა შენ ხარ.
-შენ კიდე დედა. მოირგე ეს როლი საბოლოოდ. კარგი, ეხლა უცბად უნდა გავიქეც სამსახურში, ნათია მაინც ადრე მოვა. ასე მშვიდად ვიქნები უფრო. შენ თუ სადმე დააპირე წასვლა, აი ნინოს თავს გაფიცებ, გემუდარები, ვანო გაიყოლე, ან გიგა.
-კარგი-მაკოცა და გარეთ გავიდა. ვანოს ელაპარაკებოდა და მერე წავიდა. ვანო შიგნით შემოვიდა, ნინოს გადაუსვა თავზე ხელი და მე მომესალმა.
-აბა დღეს რა გეგმები გაქვს?
-ჯერჯერობით არანაირი, შუადღით შეიძლება გავიდე ცოტახნით თამარასთან.
-გაგიყვან მე.
-შენ გცალია? გიგას ვეტყვი თუ გინდა.
-არა, მე წაგიყვან. ნინოც მიგვყავს?
-ისე.. თუ შენ ამაყვანინებ თამარასთან რატომაც არა. ნერსე გადამეკიდა ხელში არ აიყვანოო.
-სწორია, არ შეიძლება მძიმეს აწევა შენთვის. კარგი, როცა მზად იქნები მითხარი და წაგიყვანთ.
-მადლობა ვანო-ვანო წავიდა და მე და ნინო დავრჩით მარტო. დილა მშვენივრად გავატარეთ. ვაჭამე თუ არა საბანაოდ შევიყვანე, ცოტა ვითამაშეთ და ამასობაში ნათიაც მოვიდა. ჯერ ძილი უწევდა და გადავიფიქრე მისი წაყვანა თამარასთან. გამზადება დავიწყე, რომ თამარა თვითონ ამოვიდა საძინებელში. დაგენიძლავებით, რომ ნერსემ დაურეკა. ბოდიში მქონდა მოსახდელი იცოდა.
-თეთრი დროშით მოვედი-თამარა თავს უხერხულად გრძნობდა, საძინებლის კართან იდგა და მომჩერებოდა.
-თამარა-მიჭირდა იმის აღიარება რომ რაღაც შემეშალა. საერთოდ არ ვიცი რატომ არ შემილია იმის აღიარება, რომ რაღაც მეც დავაშავე-მაშინ რაც გითხარი, ძალიან გაღიზიანებული ვიყავი.
-კაი დაიკიდე, არაუშავს-გამაწყვეტინა.
-არა, დამამთავრებინე. შეიძლება არასწორი ფორმით გითხარი, მაგრამ ჩემი აზრი უცვლელია. უზარმაზარ შეცდომას დაუშვებ თუ ალექსანდრეს ცოლად გაყვები. თამარა, მე.. არ დაგიმალავ და მინდა, რომ ნერსემ მაქსიმალურად შეამციროს კონტაქტი ბესოსთანაც და ალექსანდრესთანაც, მათი საქმიანობიდან გამომდინარე. არ მინდა ისევ უკან ჩაითრიონ. შენ თუ ალექსანდრეს ცოლად გაყვები...
-რა, მე და შენ აღარ ვიმეგობრებთ?
-არ ვიცი რანაირად გამოვა თუ ნერსე არ ნახავს ალექსანდრეს...
-და იმაზე არ გიფიქრია, რომ ეს ნერსემ თავად გადაწყვიტოს?-მაკონტროლირებელი ცოლი გამომიყვანა.
-არა, ამას ჩვენ ერთად გადავწყვეტთ. როგორც ცოლ-ქმარი.
-კი და მე ცოლად გავყვები თუ არა და ოჯახს შევქმნი თუ არა ალექსანდრესთან, ამასაც ჩვენ გადავწყვეტთ. გავიგე შენი აზრი, მაგრამ არ ვეთანხმები. მე მზად ვარ ამ ყველაფრისთვის. შენ არ იყავი მზად, სუსტი ხარ. აი ეს განსხვავებაა ჩვენს შორის.
-სუსტი? სისუსტეს ეძახი იმას, რომ ადამიანების მკვლელობას არ შემიძლია ვუყურო?
-და რა ადამიანების ნენე? რომლებიც სხვებს კლავენ?
-და ვინც მაგ ნარკოტიკს მოიხმარს?!-ბოლო ხმაზე დავუღრიალე-წამით წარმოიდგინე, რომ შენი შვილი იპარავს ნარკოტიკს რომელიმე თქვენი საწყობიდან და კვდება. ვის დააბრალებ? შენს შვილს თუ შენს ქმარს? ვაჩე შენი აზრით როგორ გახდა დამოკიდებული ნარკოტიკებზე? საიდან იპარავდა? იგივე ბედი ელის შენს შვილს.
-აზრი არ აქვს შენთან ლაპარაკს.
-ნამდვილად, არ აქვს განა იმიტომ, რომ მე ვარ არასწორი. აზრი არ აქვს, იმიტომ რომ შენ არ ხარ მზად სიმართლის მოსასმ..-უნდა დამემთავრებინა წინადადება, რომ საშინლად ამტკივდა მუცელი. საწოლზე ჩამოვჯექი.
-წამით გიფიქრია თუ რა დონის ეგოისტი ხარ? აბსოლუტურაად ყველა შენ ირგვლივ მხოლოდ შენზე ფიქრობს. როგორ არ გაწყენინონ, როგორ გაგრზნობინონ თავი მაქსიმალურად კომფორტულად. ჩემი ქმარიც კი, პირველი იმას ფიქრობს, როგორ არ გაწყენინოს შენ და მერე უკვე მე. ისიც კი მითრა, თუ გინდა დროებით გადავდოთ ქორწილიო. რატომ უნდა იყო შენ ყველაზე პრიორიტეტული ჩვენს ცხოვრებაში, როცა ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ შენთვის? ეს ნენეს სამყაროა, სადაც ნენემ ყველაფერი იცის და სადაც ნენე მუდმივად რაღაცის მსხვერპლია-მუცელი კიდევ უფრო ამტკივდა. მოვიკრუნჩხე საწოლზე, ვერ ვდგებოდი.
-რა გჭირს?-თამარა მომიახლოვდა-მუცელი გტკივა? ნენე, ექიმთან წავიდეთ.
-არა, არაფერია გადამივლის-მაგრამ ტკივილი უარესდებოდა. უცბად დავინახე ნერსეს მანქანა შემოვიდა ეზოში. მთელი ამბავი ატყდა, საშინელი ხმაური იყო. ყველა რაღაცას ყვიროდა. ნერსე მორბოდა სახლში და უკან უამრავი ადამინაი მოსდევდა. ჩვენს დაცვას სხვები შეერივნენ და დაიწყო საშინელი ჩხუბი.
-რა ხდება?-თამარა შეშინებული მიყურებდა.
-მოიცადე-ნერსეს უჯრა გამოვაღე და იარაღი ამოვიღე-ჩემს უკან დადექი-თამარა ჩემს უკან დადგა, სანამ მე იარაღს ვტენიდი. გულს ბაგაბუგი გაუდიოდა. კარი გაიღო და ნერსე შემოვიდა.
-დამშვიდდი მე ვარ-მასაც იარაღი ეკავა, უცბად უკნიდან ვიღაც მოეპარა და იარაღი ჩაარტყა კეფაში. შემდეგ ჩვენ დაგვიმიზნა, თამარამ საშინლად დაიკივლა, რადგან პირველი ტყვია სწორედაც რომ მას მოხვდა. თვალები დავხუჭე და გავისროლე. რომ გავახილე წინ აღარავინ მედგა. ის კაცი ნერსეს გვერდით ეგდო სისხლის გუბეში ამოთხვრილი. ტყვია გულში მოხვდა. ამის დანახვაზე გული წამივიდა.
თამარამ და ვანომ საავადმყოფოში წამიყვანეს, მაგრამ ექიმმა ეხო გადაიღო და თქვა, რომ არაფერი საგანგაშო არ იყო. დამამშვიდებელი გამიკეთა.
მკვლელი გავხდი. ოთახში სიბნელე იყო. ფარდები ჩამოფარებული იყო. კუთხეს ვუყურებდი, მიხაროდა, რომ ერიკოს სახეს არ ვხედავდი. მაგრამ ნაადრევად. ნელ-ნელა გაჩნდა ისევ ის ჩრდილი კუთხეში. მაგრამ ამჯერად ჩრდილი უფრო მაღალი და გამხდარი იყო. რამდენიმე წამი გაჩერებული იყო. ოთახში სინათლე არ ანათებდა და ფიზიკურად ეს ჩრდილი ვერსაიდან გაჩნდებოდა. ვხვდებოდი, რომ ისევ ჰალუცინაცია მქონდა, მაგრამ ვერ ვარჩევდი რას ვხედავდი. ჩრდილმა ნელა-ნელა ადამიანის სახე მიიღო. შიოს სახე. ის ჩემსკენ მოდიოდა. თვალები დავხუჭე მაგრა და ყურებზე ხელი ავიფარე, რომ მისი ხმა არ გამეგო. რამდენიმე წუთი ასე ვიყავი, სანამ თვალები არ გავახილე და უცბად ერიკოს სახეც არ დავინახე. მარცხნიდან ერიკო მედგა, მარჯვნიდან კი შიო. ოთახში მესამე ჩრდილიც იყო, რომლის სახე არაფრით არ ჩნდებოდა. ალბათ ლევანის. სამივე ერთხმად ჩურჩულებდა და რაღაცას მეუბნებოდა. ცოტა მაკლდა, რომ კივილი არ დამეწყო ,მაგრამ არ მინდოდა ექიმები შემოსულიყვნენ და კიდევ წამლებით გავეჭყიპე. აწი მე აღარაფერი არ მიშველიდა. ჭკუიდან შევიშალე. მკვდრებს ვხედავდი. ისღა მაკლდა გარდაცვლილი მამაჩემი გამომცხადებოდა.
ჩემს თავს ვუმეორებდი, რომ ეს ყველაფერი მელანდებოდა, მაგრამ ხმები უფრო ხმამაღალი ხდებოდა. სამივე ერთხმად იძახდა ,,შენი ბრალია’’. საწოლიდან წამოვდექი, მეგონა თუ ავდგებოდი, სიარულს დავიწყებდი და ყურადღებას სხვა რამეზე გადვიტანდი, გაქრებოდნენ. მაგრამ არა. თან მომყვებოდნენ. ფანჯარასთან ვიდექი. გვერდებზე დამიდგნენ და ყურში ჩამჩურჩულებდნენ. ,,შენი ბრალია’’. დ ა მართლაც, მე რომ ნერსესთვის არ მომეთხოვა ამ საქმიდან გამოსვლა, მას არ მოუწევდა არავის მოკვლა და სისხლში ხელების გასვრა. ჩემი ბრალია. ერიკო წინიდან მოვიდა, ახლა მისი სახე ისევ სისხლში იყო ამოთხვრილი და ისევ იმანჭებოდა ტკივილისგან. ნატყვიარებზე მიმითითებდა და სათითაოდ მაჩვენებდა. ხელი მომკიდა და ნატყვიარზე დამადებინა. რეალურად ვგრძნობდი შეხებისგან მისი სხეულის ტემპერატურას, ის გაყინული იყო. შიოს შუბლზე ეტყობოდა ერთი ნატყვიარი. მაგრამ ეს ალბათ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო. მე ხომ არ ვიცოდი როგორ მოკლეს შიო და ლევანი. მთელი ტანით ვცახცახებდი. სამივე ანდრონიკაშვილი.. გარდაცვლილები, ჩემს წინაშე იდგნენ და ფანჯრისკენ მიმითითებდნენ. ვიგრძენი როგორ დამეხმარა ერიკო ფანჯრის რაფაზე ასვლაში და როგორ მიბიძგებდნენ ლევანი და შიო კიდისაკენ. ერთი ნაბიჯი და ყველაფერი დასრულდებოდა. ჩემს შვილს არ მოუწევდა მკვლელი მამის ხელში გაზრდა, მე კი მთელი ცხოვრება ამ დანაშაულის შეგრძნებით ცხოვრება. უკვე ვეღარ ვარჩევდი ჩემი ფიქრები მართლა მე მეკუთვნოდა, თუ ერიკოს, შიოს და ლევანის ნაკარნახევი იყო. არ ვიცი რამდენი ხნის განმავლობაში ვიდექი ასე. მაგრამ შევამჩნიე, რომ ოთახში ახლა უკვე მარტო ვიყავი. ფანჯრიდან არ ჩამოვსულვარ. ისევ ისე ვიდექი. ძირს ვიყურებოდი. მესამე სართულზე ვიყავი. გადარჩენის შანსები ცოტა იყო თუ გადავხტებოდი. სიმართლე გითხრათ დიდად არ მჯერა სამოთხის და ჯოჯოხეთის. მგონია, რომ გარდაცვლილი ადამიანების სულები დაძრწიან სამყაროში და მხოლოდ ძლიერი ემოციური კავშირის შემთხვევაში ენახებიან ცოცხლებს. ამიტომაც ზოგჯერ მგონია, რომ მე არ მეჩვენება და მართლა ვხედავ ერიკოს.
რა მოხდება რომ გადავდგა ერთი ნაბიჯი და ასე ადვილად დავასრულო ყველაფერი? ამდენი ადამიანის ცხოვრება გავანადგურე. რითი დავიმსახურე ბედნიერი დასასრული? ახლა შეძლებდა ელენე ცხოვრებას ვაჟას გარეშე? ან ვაჩე? რომელიც სამუდამოდ დავაშორე ალბათ საკუთარ ძმას. ან პეტრე და ლაშა, რომლებიც მამას ვეღარ იტანდნენ. მე რომ არა, გია არასდროს არ დაიქირავებდა ანდრონიკაშვილებს ნერსეზე შურის საძიებლად. მე რომ ნერსეს ცოლად არ გავყოლოდი, ვაჩე არასდროს გახდებოდა ნარკოტიკებზე დამოკიდებული და ძმას არ გადაეკიდებოდა. მე რომ ნერსეს ცოლად არ გავყოლოდი, ალექსანდრე და თამარა ერთმანეთს ვერასდროს შეხვდებოდნენ. და მე რომ ნერსეს ცოლად არ გავყოლოდი, ერიკო ახლაც ცოცხალი იქნებოდა. ოდესმე გიფიქრიათ როგორ გაუადვილებდით სხვა ადამიანებს არსებობას თქვენ რომ არ ყოფილიყავით მათ ცხოვრებაში? მე ბევრჯერ მიფიქრია. ფსიქიკურად შეშლილი მე, რომ არ ვყოფილიყავი, დედა ალბათ უფრო ბედნიერი იქნებოდა. გიაც, პეტრეც და ლაშაც. მამაც ალბათ ასე ფიქრობდა, სანამ თავს მოიკლავდა.
დავიღალე. უბრალოდ მინდა რომ ეს ხმები გაჩუმდეს. მინდა რომ ერიკო, შიო და ლევანი მომშორდნენ. მინდა, რომ ყველაფერს ჩემს თავს არ ვაბრალებდე. მინდა რომ ხან ეგოისტი და ხან მსხვერპლი არ გამომყავდეს ჩემი თავი საკუთარ ფიქრებში. მინდა რომ ვიღაცამ მითხრას, რომ ნორმალური ადამიანი ვარ, თავისი განცდებით და ფიქრებით. რომ მე რაც ახლა მჭირს ნორმალურია და გამივლის. მაგრამ ამას ვერავინ მეტყვის. ვერც ერთი ფსიქიატრი და ექიმი, ვერც ნერსე. მე სამუდამოდ ასეთი ვიქნები. ალბათ ჩემი შვილიც ასეთი იქნება. თამარას ხმა ჩამესმოდა. ,,წამით თუ გიფიქრია რა დონის ეგოისტი ხარ?’’. მას თან ერთვოდა ელენეს ყვირილი ,,შენ რომ არ გადაგეწყვიტა ამ გოგოს ცოლად მოყვანა, ის საზიზღარი კაცი ანდრონიკაშვილებს არ შეეკვრებოდა! ყველაფერი აი ამ გომბიოს ბრალია’’. ელენეც მართალი იყო. ელენესაც ჰქონდა თავისი სიმართლე. ვაჟა ჩემი წინდაუხედაობის და სისულელის გამო მოკვდა. სადღაც შორიდან გიას ხმაც ჩამესმოდა. ,,არა როგორ გამიბედე ეს მე გია ვარდოსანიძეს!!! მამაშენის სულის გრცხვენოდეს! ეს როგორ გაუკეთე შენს ოჯახს. ამ მკვლელთან და ნაბიჭვართან როგორ უნდა იცხოვრო?!’’ და მართლაც. გამიმართლა, რომ არ არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი. მამაჩემს როგორ შევხედავდი თვალებში იმის შემდეგ რა ცხოვრებაც გამოვიარე. გიასნაირ მკვლელთან ერთად ვცხოვრობდი ამდენი ხნის განმავლობაში.
ნერსემ დათმო ოჯახური ბიზნესი, მაგრამ მან უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ამისათვის. მე კიდევ ამას შევეგუე, თვალი დავხუჭე, არაფერი მოვიმოქმედე. და ახლა.. მეც ისეთივე მკვლელად ვიქეცი, როგორიც ჩემი ქმარია. ვიღაცის ძმა, შვილი თუ მამა მოკვდა, იმიტომ რომ მე მას ვესროლე. ალბათ მეტყვით, რომ თავს ვიცავდი და ამ დროს კანონიც კი ამართლებს დანაშაულს, მაგრამ არა. ნორმალურ ადამიანებს სახლში იარაღი არ აქვთ. ნორმალურ ადამიანებს მოსაკლავად არ დასდევენ. და ჩვენ არ ვართ ღმერთები, რომ განვსაჯოთ ვინ იცხოვრებს და ვინ მოკვდება. დღეს მე ნამდვილ სამხარაულად ვიქეცი. ჩემი პირველი მსხვერპლი უცნობი ადამიანი გახდა, რომელიც შეემატა ოთახში ანდრონიკაშვილების ჩრდილებს.
უცბად ფეხზე დავიხედე და დავინახე, როგორ მომდიოდა სისხლი. მუცელი მომეშალა. ბავშვიც დავკარგე. ახლა ნამდვილად აღარაფერი არ მაჩერებდა. კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი უსასრულობაში... მშვიდობით.
ოთახის კარი გაიღო, განწირული ხმით დაიკივლა ნერსემ. ნენემ ინსინქტურად გაიხედა უკან სანამ მეორე ნაბიჯსაც გადადგამდა და... ნერსე მკლავში წვდა, სწრაფად შემოაბრუნა მისკენ და ხელში აიტაცა. ფანჯარას იდაყვი კრა და დაკეტა. ნენე საწოლზე დააწვინა და გვერდით მიუწვდა, ის ეწინააღმდეგებოდა, ტიროდა და ადგომას ცდილობდა. ნერსე მთელი ძალით ეხუტებოდა და შუბლზე კოცნიდა, ემუდარებოდა, რომ დამშვიდებულიყო. იმ ღამით ნენე სასწაულებრივად გადარჩა.
იმ ღამით სასწაულებრივად გადავრჩი. ნერსე ჩემს ექიმებს ელაპარაკა. ყველა ოპტიმისტურად არის განწყობილი. მე კიდევ არ ვიცი რამდენი ღამე შევძლებ ანდრონიკაშვილების ყურებას. ჩემი ამბავი არ მომიყოლია იმისთვის, რომ ნერსესნაირი ადამიანების შეცვლას ეცადოთ, ან რომ დაგანახოთ, რომ მათი შეცვლა შესაძლებელია. არა. მინდა ამით დაინახოთ თუ როგორ აბრმავებს სიყვარული ადამიანს და აიძულებს ყველაფერზე დახუჭოს თვალი. ნერსესნაირი ადამიანის სიყვარული სასიკვდილო განაჩენია. ახლა ვხვდები რას გრძნობდა ეკა, როდესაც იმ წერილს უწერდა ნერსეს. აქედან წასვლა უადვილესია, დარჩენაა რთული. თქვენ გგონიათ მე ცოცხალი ვარ? მეც ისეთივე ჩრდილი ვარ, როგორიც ერიკოა. დიდი ხნის წინ მომკვდარი. ფიზიკურ სიკვდილზე უარესი, სულიერი სიკვდილია. ახლა თქვენ განსაზღვრეთ რამდენად მნიშვნელოვანია მე და ნერსე ერთად ვიცხოვრებთ, ცალ-ცალკე, თუ საერთოდ არ ვიარსებებთ. ერთი რამ ზუსტად ვიცი. ბედნიერი ვერც ერთი ვეღარასოდეს ვერ ვიქნებით.

***
ბოდიშს გიხდით, ვიცი საუკუნოდ გავწელე ისტორია, უბრალოდ დასასრულზე ვყოყმანობდი დიდი ხნის განმავლობაში. თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ამ ამბავს ბედნიერი დასასრული არ ექნებოდა, თუმცა მომენტებში მეცოდებოდნენ ნენე და ნერსე და ვერ ვიმეტებდი ასეთი უბედურებისთვის. არარეალურია, რომ მსგავსი ცხოვრების შემდეგ ნერსეს ბედნიერება ეპოვა. სამწუხაროდ ასე არ არის მოწყობილი სამყარო. ძალიან მაინტერესებს თქვენ როგორ ხედავდით ამ ისტორიის დასასრულს, რამდენად სამართლიანი მიგაჩნიათ ეს ყველაფერი. მოკლედ ველი ჯანსაღ კრიტიკასაც კომენტარებში და თქვენ მოსაზრებებსაც. მადლობა ერთგულ მკითხველებს.



№1 სტუმარი ვიკა

ანუ ხო არსებობს ან ბედნიერი ან უბედური დასასრული, ეს რომელია ვერ ვხვდები???? ნენე ცოცხალი დარჩა მაგრამ ვაი ასეთ სიცოცხლეს? განადგურებულია, ჰალუცინაციები აქვს, ბავშვი დაკარგა, არც ერთი ოჯახის წევრი არ ელაპარაკება. მეგობრებიც დაკარგა. ბიძამ მოსაკლავად გაიმეტა ლამის. ასეთ დასასრულს არ ველოდი. მეგონა ან ერთად დარჩებოდნენ ან უბრალოდ გაშორდებოდნენ. ბრავო ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

ძლივს არ დამთავრდა? გადაიჭიმა უაზროდ

 


№3  offline წევრი sati

სტუმარი ნანა
ძლივს არ დამთავრდა? გადაიჭიმა უაზროდ

მადლობა რომ მიუხედავად ,,უაზრო გადაჭიმვისა" მაინც კითხულობდით <3

ვიკა
ანუ ხო არსებობს ან ბედნიერი ან უბედური დასასრული, ეს რომელია ვერ ვხვდები???? ნენე ცოცხალი დარჩა მაგრამ ვაი ასეთ სიცოცხლეს? განადგურებულია, ჰალუცინაციები აქვს, ბავშვი დაკარგა, არც ერთი ოჯახის წევრი არ ელაპარაკება. მეგობრებიც დაკარგა. ბიძამ მოსაკლავად გაიმეტა ლამის. ასეთ დასასრულს არ ველოდი. მეგონა ან ერთად დარჩებოდნენ ან უბრალოდ გაშორდებოდნენ. ბრავო ❤️

მადლობა რომ ასე სიღრმისეულად კითხულობდი ამ ისტორიას. კი მეც დიდხანს ვფიქრობდი დასასრულზე, მხოლოდ ის ვიცოდი რომ ბედნიერი არ იქნებოდა. რაღაცნაირად გული კი მწყდება, რომ ვერ ვაღირსე ნენეს და ნერსეს დალაგებული ცხოვრება, მაგრამ რას ვიზამთ disappointed ❤️ მალე დავბრუნდები ახალი ისტორიით, ოღონდ ალბათ
სრულად დავდებ.

 


№4 სტუმარი ნანამია

ძალიან კარგად მესმის ავტორის, რატომ ვერ დასრულდა ისტორია ამდენ ხანს... ადამიანებს მოგვწონს ბედნიერი დასასრული,ამ შემთხვევაში ,,არა კაც ჰკვლა,-ს საპირისპირო სიტუაციაში მყოფი ადამიანები არ იმსახურებენ ბედნიერებას...თუმცა დედებს გვაქვს თმენის ვალდებულება შვილების გამო... მესმის რომ ნენესთვის სამყარო მართლა რომ სასტიკი იყო, თუმცა მისთვის დაქორწინენამდეც არ იყო ყველაფერი წესრიგში,მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ვგულისხმობ...ასეა თუ ისე თუ ნენეს შვილს შეუნარჩუნებდი ვფიქრობ იმსახურებდა... თუმცა ყველაფერი მაინც ავტორის გადასაწყვეტია... მადლობა და შემდეგში მართლა აჯობებს თუ სრულად დადებ ისტორიებს..
. წარმატებები...

 


№5 სტუმარი სტუმარი ნანა

თავიდან მი დავიწყე თქვენი ისტორიის წამითხვა მავრამ ორი თავის მეტე ვეღარ გავქაჩე, გაიწელა ძალიან

 


№6  offline წევრი sati

ნანამია
ძალიან კარგად მესმის ავტორის, რატომ ვერ დასრულდა ისტორია ამდენ ხანს... ადამიანებს მოგვწონს ბედნიერი დასასრული,ამ შემთხვევაში ,,არა კაც ჰკვლა,-ს საპირისპირო სიტუაციაში მყოფი ადამიანები არ იმსახურებენ ბედნიერებას...თუმცა დედებს გვაქვს თმენის ვალდებულება შვილების გამო... მესმის რომ ნენესთვის სამყარო მართლა რომ სასტიკი იყო, თუმცა მისთვის დაქორწინენამდეც არ იყო ყველაფერი წესრიგში,მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ვგულისხმობ...ასეა თუ ისე თუ ნენეს შვილს შეუნარჩუნებდი ვფიქრობ იმსახურებდა... თუმცა ყველაფერი მაინც ავტორის გადასაწყვეტია... მადლობა და შემდეგში მართლა აჯობებს თუ სრულად დადებ ისტორიებს..
. წარმატებები...

კი ნენეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა თავიდანვე არ იყო წესრიგში და ესეც გამიზნულად იყო, მაგრამ ვფიქრობ თამარასნაირი ადამიანიც ვერ გაქაჩავს დიდხანს ალექსანდრესთან. ნენეს შემთხვევაში მისი ფსიქიკური მდგომარეობა უფრო მალე განაგდურდა ასეთი ცხოვრების ფონზე. ბავშვს ნენე ვერ შეინარჩუნებდა, ამას ნერსე არ იმსახურებდა. ნერსემ რომელმაც კაცმა იცის რამდენი ადამიანის შვილი მოკლა, ბედნიერება ვერ დაიმსახურა. დიდი მადლობა რომ ასე ერთგულად კითხულობდით. კი აწი აუცილებლად სრულად დავდებ, რადგან ვხვდები რომ მკითხველი წვალდება ასე და ავიწყდება წინა თავში რა მოხდა heart_eyes

სტუმარი ნანა
თავიდან მი დავიწყე თქვენი ისტორიის წამითხვა მავრამ ორი თავის მეტე ვეღარ გავქაჩე, გაიწელა ძალიან

მესმის თქვენი, რთულია მითუმეტეს როცა დიდი შუალედები იყო თავებს შორის. თუმცა ჩემი ყველა ისტორია დიდია, მოკლედ არ შემიძლია წერა. შემდეგს რა თქმა უნდა სრულად დავწერ და ისე დავდებ, მაგრამ თუ მაინც და მაინც გრძელი ისტორიების კითხვა არ გიყვართ, ალბათ შემდეგიც არ მოგეწონებათ.

 


№7 სტუმარი ნესტან

მე მგონი ნენეს არაფელი დაუშავებია ისეთი ისიც ადამნი არის და უბრალოდ შეუყვარდა წარსულში ვიცი ცუდი რაღაცეებუ ხდებოდა ნერსეც და ნენეც მსხვერპლია.მე ასე ვფიქრობ თუ გინდათ გამკიცხეთ. ნენეს ბავშვი უნდა შერჩენოდა ნინოც ხომ ცოდოა მაგ ბავშმაც რა დააშავა ვაჩე სუსტი ადამიანია თუ ნენე უყვარდა ნერსემდე თვითონ არ იყო ნენეს ცხოვრებაში ელენე საერთოდ არ მომეწონა ვერ ვხვდები როგორი დასასრული იყო გადარჩნენ მაგრამ ცოცხალ მკვდრები არიან ესეთ გადარჩენას რა მადლი აქვს ორივე მომკვდარ იყვნენ დაუსვენებდნენ

 


№8  offline წევრი sati

ნესტან
მე მგონი ნენეს არაფელი დაუშავებია ისეთი ისიც ადამნი არის და უბრალოდ შეუყვარდა წარსულში ვიცი ცუდი რაღაცეებუ ხდებოდა ნერსეც და ნენეც მსხვერპლია.მე ასე ვფიქრობ თუ გინდათ გამკიცხეთ. ნენეს ბავშვი უნდა შერჩენოდა ნინოც ხომ ცოდოა მაგ ბავშმაც რა დააშავა ვაჩე სუსტი ადამიანია თუ ნენე უყვარდა ნერსემდე თვითონ არ იყო ნენეს ცხოვრებაში ელენე საერთოდ არ მომეწონა ვერ ვხვდები როგორი დასასრული იყო გადარჩნენ მაგრამ ცოცხალ მკვდრები არიან ესეთ გადარჩენას რა მადლი აქვს ორივე მომკვდარ იყვნენ დაუსვენებდნენ

პირველ რიგში მადლობა რომ ასე სიღრმისეულად კითხულობდი <3 დასასრული უკვე მკითხველის ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული. თუმცა რეალურად ბედნიერი დასასრული ნამდვილად არ იყო. სიკვდილი ზედმეტად ბანალური დასასრული იქნებოდა ამ ისტორიისთვის. ნერსესთვის ასეთი სიცოცხლე სასჯელია, უბედური და ფსიქიკურად განადგურებული ცოლი, რომლის მოვლაც მთელი ცხოვრების მანძილზე მოუწევს, რომ თავს რამე არ დაუშავოს. ნენე მსხვერპლიც არ არის ამ ყველაფრის, ძალიან ბევრჯერ მიეცა შანსი გაშორებოდა ნერსეს და გაეგრძელებინა მშვიდად ცხოვრება. ბოლოს იმდენად მიჩვეული იყო იარაღს და მკვლელობას, რომ დაუფიქრებლად წამებში მოკლა მის წინ მდგომი ადამიანი. ასე რომ ვერ ვიტყოდი, რომ ნენე უდანაშაულოა. უამრავ რამეზე დახუჭა თვალი.კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კომენტარისთვისაც და იმისთვისაც, რომ ასე ერთგულად და სიღრმისეულად კითხულობდი heart_eyes

 


№9  offline წევრი Nane123

რა ვქნა რომ ვერ ვეგუები მათ ესეთ დასასრულს ????????

 


№10  offline წევრი sati

Nane123
რა ვქნა რომ ვერ ვეგუები მათ ესეთ დასასრულს ????????

შენ კი არა მეც ვერ ვეგუები ასეთ დასასრულს და ამიტომ გავწელე, ძალიან გამიჭირდა ასეთი დასასრულისთვის გამეტება ამ ისედაც გაუბედურებული წყვილის. მადლობა რომ ასე ერთგულად კითხულობდი heart_eyes

 


№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

sati
ნესტან
მე მგონი ნენეს არაფელი დაუშავებია ისეთი ისიც ადამნი არის და უბრალოდ შეუყვარდა წარსულში ვიცი ცუდი რაღაცეებუ ხდებოდა ნერსეც და ნენეც მსხვერპლია.მე ასე ვფიქრობ თუ გინდათ გამკიცხეთ. ნენეს ბავშვი უნდა შერჩენოდა ნინოც ხომ ცოდოა მაგ ბავშმაც რა დააშავა ვაჩე სუსტი ადამიანია თუ ნენე უყვარდა ნერსემდე თვითონ არ იყო ნენეს ცხოვრებაში ელენე საერთოდ არ მომეწონა ვერ ვხვდები როგორი დასასრული იყო გადარჩნენ მაგრამ ცოცხალ მკვდრები არიან ესეთ გადარჩენას რა მადლი აქვს ორივე მომკვდარ იყვნენ დაუსვენებდნენ

პირველ რიგში მადლობა რომ ასე სიღრმისეულად კითხულობდი <3 დასასრული უკვე მკითხველის ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული. თუმცა რეალურად ბედნიერი დასასრული ნამდვილად არ იყო. სიკვდილი ზედმეტად ბანალური დასასრული იქნებოდა ამ ისტორიისთვის. ნერსესთვის ასეთი სიცოცხლე სასჯელია, უბედური და ფსიქიკურად განადგურებული ცოლი, რომლის მოვლაც მთელი ცხოვრების მანძილზე მოუწევს, რომ თავს რამე არ დაუშავოს. ნენე მსხვერპლიც არ არის ამ ყველაფრის, ძალიან ბევრჯერ მიეცა შანსი გაშორებოდა ნერსეს და გაეგრძელებინა მშვიდად ცხოვრება. ბოლოს იმდენად მიჩვეული იყო იარაღს და მკვლელობას, რომ დაუფიქრებლად წამებში მოკლა მის წინ მდგომი ადამიანი. ასე რომ ვერ ვიტყოდი, რომ ნენე უდანაშაულოა. უამრავ რამეზე დახუჭა თვალი.კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კომენტარისთვისაც და იმისთვისაც, რომ ასე ერთგულად და სიღრმისეულად კითხულობდი heart_eyes

......მართალი ხართ დიდი მადლობა წარმატებები მინდა ახალი ნაწარმოები წავიკითხო თქვენი კარგი დასასრულით ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ♥️❤️♥️❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი ნინა

ასეთ დებილურ დასასრულს არ ველოდი, უზომოდ გაწელილიც იყო

 


№13  offline წევრი sati

სტუმარი ნინა
ასეთ დებილურ დასასრულს არ ველოდი, უზომოდ გაწელილიც იყო

ვწუხვარ რომ იმედები გაგიცრუეთ. მადლობა რომ ასეთი უზომოდ გაწელილი მაინც ბოლომდე წაიკითხეთ heart_eyes

 


№14 სტუმარი სტუმარი Nutsa

არა არა და არა ესე არ უნდა დამთავრებულიყო რა disappointed რამდენი რამე გადაიტანეს, რამდენი რამე შეცვალა ნერსემ ნენეს გამო. ბავშვიც ერთადერთი ნათელი წერტილი იყო მათ ცხოვრებაში და ისიც მოუკლეს. სიყვარულისთვის ყველა დაკარგეს და ყველაფერი გააკეთეს მაგრამ მაინც უბედურები დანრჩნენ ბოლოს

 


№15  offline წევრი sati

სტუმარი Nutsa
არა არა და არა ესე არ უნდა დამთავრებულიყო რა disappointed რამდენი რამე გადაიტანეს, რამდენი რამე შეცვალა ნერსემ ნენეს გამო. ბავშვიც ერთადერთი ნათელი წერტილი იყო მათ ცხოვრებაში და ისიც მოუკლეს. სიყვარულისთვის ყველა დაკარგეს და ყველაფერი გააკეთეს მაგრამ მაინც უბედურები დანრჩნენ ბოლოს

კი ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ რომ დავუფიქრდეთ რა მოიაზრება ამ ყველაფერში? ნერსემ მთელი ოჯახი ამოწყვიტა მისი და ნენეს ბედნიერების გამო. და როგორ ფიქრობთ ამის შემდეგ შესაძლოა ბედნიერები ყოფილიყვნენ სხვისი უბედურების ხარჯზე? მათ ისტორიას რეალურ ცხოვრებაშიც კი არ ექნებოდა ბედნიერი დასასრული, რადგანაც ადამიანს უკან უბრუნდება ყოველივე რასაც აკეთებს, ცუდი თუ კარგი. ზოგი ამას კარმას ეძახის, ზოგი განგებას, ბედს, ღმერთის ნებას, რაც არ უნდა ერქვას, სამწუხაროდ ბუნების კანონია. მადლობა რომ ასე ერთგულად კითხულობდით heart_eyes

 


№16 სტუმარი სტუმარი ანნა

შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, აღფრთოვანებულივარ, ერთია როგორი ფინალი მენდომებოდა მე და მეორე როგორია სინამდვილეში, დილიდან ვკითცულობ ალბათ და ვერც კი შევჩერდი ალბათ 2 სამი საათი. ყველა ემოციას განვიცდიდი პერსონაჟებთან ერთად მართლა ესე, ნენესთან ერთად განვიცადე ნერსეს სიყვარულიც, მისგან მიყენებული ტკივილიც, მესაკუთრეობაც, ტყვეობაც , დამცირებაც, ზრუნვა. ვიფიქრე ნერსესაც ეღირსებოდა აფამიანური ფინალი რაღაც მომენტში და იმსახურებდა ბედნიერებას, ალბათ იმსახურებდა მაგრამ... არა ნენეს

კომწნტარებიც წავიკითხე და ერთს ვიტყვი რო გია რო არააა. გია რო შეგუებულიყო ნენეს გათხოვებას და დაფიქრებულიყო იმაზე რა მოყვებოდა არც ნერსეს მოუწევდა ადამიანის მოკვლა და საერთოდ მშვიდად გაფრინდებოდნენ რო არა გია და გიას შური ბოღმა და ეგოიზმი მაგ კაცმა დაუნგრია გოგოს ბავშვობიდან ცხოვრება ჯერ მამა მერე ქმარი ეს ყველაფერი იყო გიასგან გამოწვეული

ყველაფრის თავი გია არის და არა ნერსე, ნერსემ ყველაფერი ცადა ნენესთვის და ნენემაც იცოდა ვის მიყვებოდა ცოლად უბრალოდ ყველაზე დიდი მანიპულატორები გია და ვაჩე იყვნენ რომლებიც ძალიან კარგად და ზუსტად სარგებლობდნენ ნენეს ფსიქოლოგიური მდგომარეობით ასევე ბიძაშბილებიც, ერთი წუწუთითაც არ მდგარა არცერთი ნენესკენ რო დახმარებოდნენ

ხო და ავტორს მინდა ცუთხრა რო საერთოდ არ იყო გაწელილი კიდე რო ქონოდა გაგრძელება იმ გაგრძელებასაც სიამოვნებით წავიკითხავდი, ზოგადად ადამიანი რასაც კითხულობს იმის ნაწილი უნდა გახდეს და ამას თუ ვერ ახერხწბს ყველაფერი გაწელილი ეგონება

 


№17 სტუმარი სტუმარი ნატო

მართალია ნერსეს ბევრი ცუდი გაუკეთებია მათი ცხოვრების სტილი ასეთი არის,მაგრამ ხომ შეიცვვალა,სრულ ბედნიერებას თუ არა ცოტა ბედნიერებას იმსახურებდა ორივე რომ სხვა ცუდი ადამიანების კარგი მაგსლითი ყოფილიყო

 


№18  offline წევრი sati

სტუმარი ანნა
შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, აღფრთოვანებულივარ, ერთია როგორი ფინალი მენდომებოდა მე და მეორე როგორია სინამდვილეში, დილიდან ვკითცულობ ალბათ და ვერც კი შევჩერდი ალბათ 2 სამი საათი. ყველა ემოციას განვიცდიდი პერსონაჟებთან ერთად მართლა ესე, ნენესთან ერთად განვიცადე ნერსეს სიყვარულიც, მისგან მიყენებული ტკივილიც, მესაკუთრეობაც, ტყვეობაც , დამცირებაც, ზრუნვა. ვიფიქრე ნერსესაც ეღირსებოდა აფამიანური ფინალი რაღაც მომენტში და იმსახურებდა ბედნიერებას, ალბათ იმსახურებდა მაგრამ... არა ნენეს

კომწნტარებიც წავიკითხე და ერთს ვიტყვი რო გია რო არააა. გია რო შეგუებულიყო ნენეს გათხოვებას და დაფიქრებულიყო იმაზე რა მოყვებოდა არც ნერსეს მოუწევდა ადამიანის მოკვლა და საერთოდ მშვიდად გაფრინდებოდნენ რო არა გია და გიას შური ბოღმა და ეგოიზმი მაგ კაცმა დაუნგრია გოგოს ბავშვობიდან ცხოვრება ჯერ მამა მერე ქმარი ეს ყველაფერი იყო გიასგან გამოწვეული

ყველაფრის თავი გია არის და არა ნერსე, ნერსემ ყველაფერი ცადა ნენესთვის და ნენემაც იცოდა ვის მიყვებოდა ცოლად უბრალოდ ყველაზე დიდი მანიპულატორები გია და ვაჩე იყვნენ რომლებიც ძალიან კარგად და ზუსტად სარგებლობდნენ ნენეს ფსიქოლოგიური მდგომარეობით ასევე ბიძაშბილებიც, ერთი წუწუთითაც არ მდგარა არცერთი ნენესკენ რო დახმარებოდნენ

ხო და ავტორს მინდა ცუთხრა რო საერთოდ არ იყო გაწელილი კიდე რო ქონოდა გაგრძელება იმ გაგრძელებასაც სიამოვნებით წავიკითხავდი, ზოგადად ადამიანი რასაც კითხულობს იმის ნაწილი უნდა გახდეს და ამას თუ ვერ ახერხწბს ყველაფერი გაწელილი ეგონება

ახლა მე ვარ აღფრთოვანებული შენი კომენტარით. ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე ასე სიღრმისეულად რომ წაიკითხე.მძაფრი ემოციური ისტორიების წერის მეშინია, რადგან ძირითადად საიტზე მსუბუქი სტილის, კომედიური ჟანრის მოთხრობებს უფრო კითხულობენ და ეძებენ ხოლმე. ნენე ჩემი პირველი ნაშრომია, სადაც თავიდან ბოლომდე მთელი ისტორია მძაფრად მიმდინარეობს. გეთანხმები, რომ გიამ, ბიძაშვილებმა და ვაჩემ დაუნგრიეს ნენეს ცხოვრებაც და ფსიქიკაც. აი რაც შეეხება ბედნიერებას, რომ დავუფიქრდეთ, როგორ შეიძლება ნერსესნაირ ადამიანს ჰქონდეს მომავალი? რამდენი ადამიანის შვილი შეიწირა ამ ოჯახმა. ბოლოს იმდენი ქნეს ნენეც მათნაირი გახადეს. მესმის მკითხველის სურვილი, რომ ბედნიერი დასასრული ნახონ, თუმცა არ ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში ეს რეალური იქნებოდა. რაც შეეხება იმას რომ ასე სიღრმეებში ჩახვედი და გმირების ემოციები იგრძენი, ესეც უსაზღვროდ მახარებს, რადგან პირველ პირში ზუსტად ამ მიზნით ვწერდი, რომ ნენეს ფიქრები, აზრები და განცდები გადმომეცა თქვენთვის. გაგრძელებაც მინდოდა მაგრამ გადავღალე მკითხველი და ახლა ნენე და ნერსე უბრალოდ ჩემს გონებაშიღა თუ ჰპოვებენ ბედნიერ დასასრულს ოდესმე... მადლობა შენ heart_eyes

სტუმარი ნატო
მართალია ნერსეს ბევრი ცუდი გაუკეთებია მათი ცხოვრების სტილი ასეთი არის,მაგრამ ხომ შეიცვვალა,სრულ ბედნიერებას თუ არა ცოტა ბედნიერებას იმსახურებდა ორივე რომ სხვა ცუდი ადამიანების კარგი მაგსლითი ყოფილიყო

სალამი, პირველ რიგში მადლობა რომ ბოლომდე წაიკითხე. თავისთავად ეს ფიქციაა, თუმცა არ მიყვარს რეალობას აცდენილი ისტორიები. შესაბამისად, ვერ წარმოვიდგენ ისეთ რეალობას სადაც მკვლელი ადამიანი ჰპოვებს ბედნიერებას, რა გასამართლებელი მიზეზიც არ უნდა ჰქონდეს. წარმოიდგინეთ ნენე როგორ განიცდიდა ასეთი ადამაინის გვერდით ყოფნას და ახლა წარმოიდგინეთ ნერსე როდესაც იცვლის ცხოვრების სტილს, არასდროს შეაწუხებს ამდენი მოკლული ადამიანი? ნენეს ფსიქიკა ჩათვალეთ განადგურდა, ნერსესაც იგივე ელოდა და მათ შვილზე ალბათ ლაპარაკიც ზედმეტია. მეც ძალიან მინდოდა მათი ბედნიერი დასასრული, მაგრამ არ წარმომიდგენია რეალურ ცხოვრებაში ვინმეს ამდენი ცოდვა ან ,,ცუდი'' საქციელი უკან არ მოუბრუნდეს. მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent