ნენე(22)
დილით საშინელმა მუცლის ტკივილმა გამაღვიძა, მგონი შიმშილისგან. ნერსეს ჯერ კიდევ ეძინა, ხელი ჰქონდა გადახვეული საკმაოდ ძლიერად და ძლივს ვმოძრაობდი. მოშორება ვცადე, მაგრამ 10 კილოიანი გირის სიმძიმე იყო. ამასობაში გამოეღვიძა კიდეც. -სად მიბრძანდები?-ნამძინარევი ხმით ჩაიბურდღუნა, თვალები ჯერ კიდევ დახუჭული ჰქონდა. -მშია-როგორც იქნა გაახილა და გაკვირვებულმა გამომხედა. -მართლა?-დამცინავად გამიღიმა-როგორც იქნა მოგივიდათ მადა? ხო ხარ ღირსი გაშიმშილო, როგორც შენ აშიმშილე ჩემი შვილი ეს 2 თვე. -აუ მართლა ძაან მშია-დავიწუწუნე და ხელის მოცილება ვცადე. -2 წუთში ავდგები და გაგიკეთებ რამეს. -ჩემით გავიკეთებ. -ნწ, შენ ლოგინში იწვები და მე გაგიკეთებ საუზმეს. -რა იყო საწოლში უნდა მომართვა საუზმე?-გამეცინა, ნერსე საერთოდ არ ჰგავდა იმ ტიპის ქმრებს, საწოლში რომ დილით საუზმით და ყავით აღვიძებენ. -ეხლა ბევრს თუ იხითხითებ დარჩები მშიერი, ან მიიღებ გახუხულ პურს და ყველს. -მეტი რამის კეთება იცი?-გადავბჟირდი, სხვა რა უნდა გაეკეთებინა. ოდნავ წამოიწია და გაბრაზებულმა შემომხედა. -დილიდან შეილება ადამიანს ასე უშლიდე ნერვებს? ჰმ?- მერე ისევ გაეღიმა, შუბლზე მაკოცა და წამოდგა-ვჭამოთ და სახლში გაგიყვან, მერე საქმეები მაქვს. -რა საქმეები? -დამშვიდდი, დაგავიწყდა კიდევ ორი ბიზნესი რომ მაქვს. და არც ერთში ვაჩე რო არ მეხმარება. -დაგეხმარება, რომ მიხვიდე და თხოვო. -მე შენ გითხარი აღარ ვაპირებ მე ვაჩესთან ლაპარაკს თქო. -მაგრამ.. -არანაირი მაგრამ, პატივს დამდებ თუ აღარ წამოჭრი ამ თემას-სამზარეულოში გავიდა და საუზმის კეთება დაიწყო. ისღა მაკლდა საკუთარ ძმასთან ჩემს გამო გაფუჭებოდა ურთიერთობა. კარგი, არ მინდა დილიდანვე ასეთი ფიქრები, ძლივს ნორმალური ცოლ-ქმარივით ვიქცევით და მკვლელობაზე და ნარკოტიკებზე აღარ ვლაპარაკობთ. ხო შეილება 1 საათით მაინც ვგავდეთ ნორმალურ ოჯახს. ვერ მოვითმინე ძალიან მაინტერესებდა რას აკეთებდა და სამზარეულოში გავედი. -არა რა, შენ რო ესეთი მოუსვენარი ხარ, ბავშვი რა იქნება-საყვედურით გადმომხედა-თან ფეხშიშველა!-შემოსასვლელში გაიქცა და ჩუსტები მომიტანა. -რას აკეთებ?-ტაფაზე დავიხედე, ყიყლიყოებს წვავდა. -ფრანგულ ტოსტს-გავსკდი სიცილით. -ყიყლიყოს ანუ? -თქვენ სოფელში ამას რას ეძახით არ ვიცი და ჩვენ ფრანგულ ტოსტს ვეძახით. -რა სოფელში ნერსე, მეც თბილისში ვარ დაბადებული და აქაც ყიყლიყო ჰქვია. -ჩვენს ოჯახში, აბა გაიმეორე, სამხარაულების ოჯახში ამას რა ქვია?-პატარა ბავშვივით მელაპარაკებოდა. -ყიყლი.. კარგი, ფრანგული ტოსტები-შემეცოდა, ამის გარდა ალბათ არც არაფრის კეთება იცოდა, მაგრამ ნეტავ მე რა მალაპარაკებდა, კარტოფილის შეწვის იქით არც მე ვიცოდი არაფერი. მერე კიტრი-პამიდვრის სალათის დაჭრა დაიწყო, ხახვიც მიაყოლა და მწვანილიც. ყველი და კარაქი გამომიღო, წიწიბურაც მოხარშა და მაგიდა გააწყო. ჰო, უკვე აღარ ხუმრობდა. ვაშლი და ფორთოხალიც დაჭრა, წვენიც დამისხა და ბედნიერი სახით დადგა მაგიდის გვერდით. -ჰა ეხლა, ვის ყავს შენნაირი ქმარი?-გაბადრული იდგა და სუფრას აშტერდებოდა. -ყავა გამოგრჩა-მეც ჩემი ჭკუით შეცდომა ვუპოვე. -არ გამომრჩა, ფეხმძიმობისას ყავას არ სვამენ. -ნუ მეღადავები ეგრე, იცი რო ვერ გავძლებ ყავის გარეშე. -მოგიწევს-მაგიდასთან დამსვა და ჭამა დაიწყო. კარგი ამაზე სხვა დროს ვიჩხუბებთ-ნენე, ესე 1 კვირაში არ გინდა წავიდეთ სადმე. წესიერი თაფლობის თვე არ გვქონია. სანამ ბავშვი გაჩნდება ვიმოგზაუროთ. -მერე საქმეები? -გადავაბარებ დროებით მოადგილეებს. არ იქნება ეგ პრობლემა. -და დედაშენს როგორ დატოვებ? ჯერ მამაშენის 40 იც არ ყოფილა, რა დროს თაფლობის თვეა. -მაქამდე ჩამოვალთ. -უხერხულია. -არ არის. და კიდევ, რომ მივალთ ალბათ ელენე იქნება სახლში ნინოსთან. -ჰო, იყოს მერე-უცნაური იყო, რატომ მაფრთხილებდა ელენეს ყოფნაზე. -არ მინახავს რაც ჩამოვედი და მგონი საჩხუბრად არის მოსული. ისედაც გაღიზიანებულია და არ მიაქციო ყურადღება, განიცდის მამას ამბავს-მამას ამბავს? ასე აღიქვამს მამას სიკვდილს? უბრალოდ ამბად? -ნერსე, მე სახლში ჯდომით გავრეკავ ეს 1 კვირა სანამ წავალთ. კლიენტებს მივიღებ ისევ-დაფიქრდა, აშკარად შეწინააღმდეგება უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა. -თუ გიგა მოგიყვანს ხოლმე აქ როცა კლიენტი გეყოლება, კარგი. -მშვენიერი-როგორც იქნა მივაღწიეთ შეთანხმებას. -მაგრამ ძალიანაც ნუ გადაიღლი თავს. არ შეილება შენთვის. ჭამე ეხლა-თეფშზე გადმომიდო თითქმის ყველაფერი და ბედნიერი სახით მელოდებოდა სანამ ბოლომდე დავამთავრებდი. სამზარეულო ავალაგეთ და სახლში წავედით. ნინო, ნათია და ელენე მისაღებში იჯდნენ. ნათია და ელენე ნინოს ეთამაშებოდნენ, სიარულში ეხმარებოდნენ. -მამას დიდი გოგო დადის უკვე?-ნერსე ბავშვთან მივიდა და ეგრევე ჰაერში აიტაცა. -მა-მა-ნინომ ლაპარაკი დაიწყო. გული ამიჩუყდა, რომ ვერ მოვისმინე მისი პირველი სიტყვები ჩემი დებილური სიჯიუტის გამო. -მამას ცხოვრება-ნერსემ ბავშვი ჩაკოცნა და ჩახუტებისგან ლამის დაახრჩო-რა გამხდარია ნათია ბავშვი რა არი ეს? არ აჭმევდით? -ეს დღეები არც შენ რო არ იყავი და არც ნენე ჭირვეულობდა. ნერსემ ბავშვი მომიყვანა, ნინომ ეგრევე ჩემკენ გამოიშვირა ხელები და ჩამეხუტა. -ჩემი სიცოცხლე-ნინოს სუნზე ვგიჟდებოდი, ზოგჯერ მჯეროდა, რომ მართლა ჩემი შვილი იყო. სიგიჟემდე მიყვარდა. -ნათია წაიყვანე ბავშვი დააძინე-ელენე არც ერთს არ მოგვესალმა. ეტყობოდა, რომ ცუდ ხასიათზე იყო. ნათიამ ნინო გამოგვართვა და ზევით წაიყვანა. -რა ხდება დედა? -ნერსემ მკაცრი გამომეტყველებით გახედა. -შენი ცოლი გავიდეს და გეტყვი რაც ხდება. -ბატონო?-ნერსე ოდნავ მიუახლოვდა, ხმაზე ეტყობოდა რომ გაღიზიანდა. -გავიმეორო?-ელენემაც არ დაიხია უკან და წამოდგა. -კარგი, რა საჭიროა ამხელა კამათი. ნათიას დავეხმარები ნინოს დაძინებაში. კიბეზე დავაპირე ასვლა, მაგრამ ნერსემ ხელი აწია და მანიშნა გაჩერდიო. -რისი თქმაც გინდა, შეგილია ჩემი ცოლის თანდასწრებით თქვა. -და თუ ეს შენს ცოლსაც ეხება?!-ელენემ ტონს აუწია. -მითუმეტეს, იტყვი ორივეს წინ. გისმენ. -მისმენ ხომ?-ელენე ზიზღით მომაჩერდა-ამ გოგომ!-თითი გამოიშვირა ჩემსკენ-ცხოვრება დაგინგრია. ახლა უნდა ვიგებდე რომ მთელი ბიზნესი ალექსანდრეს და იმ შენ ყეყეჩ ძმაკაც ბესოს გადააბარე?! ან რომ შენი ძმა ჩამოაშორე ჩვენ მეორე ბიზნესს? რას აკეთებ? ან ვის ნათქვამზე აკეთებ? რის გამო დაეტაკე ანდრონიკაშვილებს? ამ გოგოს გამო არა? ამ გოგოს ბიძის გამო! -დედა-ნერსემ კბილებს შორის გამოსცრა-ან სიტყვები აკონტროლე, ან შეგილია სახლში წახვიდე და სანამ არ დამშვიდდები აღარ მოხვიდე. -აღარ მოვიდე? სულ რომ მეხვეწო აღარ მოვალ. მაგრამ სათქმელს მაინც ვიტყვი. ვაჩესთან ურთიერთობა გაგიფუჭა! საკუთარ ძმას აღარ ელაპარაკები, ერთმანეთი დასანახად გძულთ. მამაშენი აი ამის გამო მოკვდა!-ისევ ჩემსკენ გამოიშვირა თითი-შენ რომ არ გადაგეწყვიტა ამ გოგოს ცოლად მოყვანა, ის საზიზღარი კაცი ანდრონიკაშვილებს არ შეეკვრებოდა! ყველაფერი აი ამ გომბიოს და...-ელენე ხელების ქნევით მომიახლოვდა, მაგრამ ნერსემ ხელი დაუკავა და ჩემგან გაწია. -ნუ მაიძულებ, რომ უხეშად მოგექცე-შედარებით მშვიდად უთხრა და თვალებში ჩახედა-წადი სახლში, ახლა გლოვობ. რომ დამშვიდდები და აზრზე მოხვალ მერე ვილაპარაკებთ-ელენემ სახეში გაარტყა. -აზრზე მოვალ! აზრზე მოვალ?! აზრზე შენ უნდა მოხვიდე. გაშორდი. -დედა-სახეზე სულ გაწითლდა. -მე ხომ გითხარი შენ კონტრაცეპტივები მიიღე თქო?! მე ხომ გეუბნებოდი, რომ ჯერ ადრე იყო შვილი? სპეციალურად გააკეთე ხომ? კარგად რომ შეტენოდი ჩემს შვილს სანამ შენს რეალურ სახეს დაინახავდა. -რა უთხარი?-ნერსემ მისკენ შეატრიალა და გაცოფებულმა გახედა-გაიმეორე! -რაც გაიგე! ხო არ მინდოდა რომ დაფეხმძიებულიყო! ახლა როგორც გინდა დაელაპარაკე ალექსანდრეს და ბესოს და ყველაფერი დაიბრუნე. ბავშვი გააჩინოს, ჩვენ გავზრდით და თვითონ ჯანდაბაშიც გზა ჰქონია. არასოდეს მეგონა, თუ ჩემი შვილი ასეთი დებილი გამოდგებოდა და ქალის ჭკუაზე გაივლიდა. -და ახლა რატომ უნდა გავიარო შენს ჭკუაზე? -იმიტომ რომ დედაშენი ვარ! -უბრალოდ არ ვაპირებ აი ამ აბსურდული დიალოგის გაგრძელებას. წავედით, ვანო წაგიყვანს სახლში. -ამას იცავ ხო? დედაშენს ასე ექცევი და ამას იცავ ხო?! ბოლოს მოგიღებს! აი ნახავ, არ გაჩერდება სანამ ბოლომდე ისეთად არ გაქცევს,როგორიც მას უნდიხარ. ფუმფულა და კეთილი, ცოლის ჩმორი კაცები რომ არიან ისეთი გახდები! ჯერ იარაღის ტარებას აგიკრძალავს, მერე ჩხუბს, მერე ხმის აწევას სახლში და ბოლოს ყველაფერს გაგაკეთებინებს რაც უნდა! მე ასეთად არ გამიზრდიხარ. მე შენ ლიდერად გაგზარდე, ნამდვილ კაცად. შენ კი არ უნდა უსმენდე მას! ნენე უნდა გემორჩილებოდეს-ნერსემ აღარ დააცადა გაგრძელება, ხელი ჩაავლო და გარეთ სულ ძალით გაიყვანა. ვანოს და იაკობს წააყვანინა სახლში. უკან გაფითრებული სახით შემოვიდა. -როდის მოგცა კონტრაცეპტივები დასალევად? ჰმ? -მაგას ეხლა რა მნიშვნელობა აქვს. -აქვს!-დაიღრიალა-ბოდიში-ეგრევე დაიბრუნა მშვიდი ტონი-უბრალოდ მითხარი. -ქორწილამდე. იმედი ჰქონდა, რომ მოასწრებდა მოქმედებას. -გასაგებია. დედაჩემის ნაცვლად გიხდი ბოდიშს. არ უსმინო. გლოვობს. -რას არ ვუსმინო?-გამეცინა-რა თქვა ტყუილი? თქვენი ოჯახური ბიზნესი ჩემს გამო სხვების ხელშია, შენ სრულიად შეიცვალე, აღარ ხარ ისეთი როგორიც სამხარაულებს შეეფერება, შენს ძმასთან ურთიერთობა გაწყვიტე. -და შენ? რა შენ ამდენივე მსხვერპლი არ გაიღე ჩემს გამო? ვაჩე დაკარგე. შენი ბიძაშვილები ზედ არ გიყურებენ და აღარ გელაპარაკებიან, ბიძაშენი ლამის არის მოსაკლავად დაგსდევს. ზუსტად იმდენივე რამ დათმე შენ, რაც მე. უბრალოდ დედაჩემი ამას ვერ ხვდება. არავის არ დაუძალებია ჩემთვის შენი ცოლად მოყვანა. ამიტომ მეორედ არ გავიგო შენ თავს რამე დააბრალო-ახლოს მოვიდა და ჩამეხუტა. -სამსახურში არ გაგვიანდება?-თვალები აცრემლიანებული მქონდა, მეტირებოდა და არ მინდოდა ასე ვენახე. -აღარ. მერე წავალ-ნერსეც ხედავდა, რომ განერვიულებული ვიყავი და აღარ უნდოდა წასვლა-აი ნახავ, ცოტახანში შენი ბიძაშვილებიც შეგირიგდებიან ისე მოვაგვარებ ყველაფერს. -რანაირად?-თავი ავწიე და გაკვირვებულმა შევხედე. -ეგ მე ვიცი-თავზე ხელი დამადო და ისევ მიმიხუტა. ამ დროს გიგა შემოვიდა. -ნერსე, მიიყვანეს უკვე ელენე სახლში და უკან ბრუნდებიან. მარტო არ არის, მოახლეებიც არიან. ვაჩეც ეხლა მივიდა. -გასაგებია. -წავიდეთ კომპანიაში? -არა, ეხლა აღარ მივდივარ. ალექსანდრეს და ბესოს უთხარი აქ გამოვიდნენ-გიგამ წამით შემომხედა ნაწყენი სახით და გავიდა. -მაგათ რა უნდათ აქ? -პარტნიორები არიან. -ნერსე, ვითომ შენ კი გადააბარე ალექსანდრეს და ბესოს ის ბიზნესი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ არ მატყუებ და ამით უბრალოდ თვალების ახვევას არ ცდილობ. რომ გავიგო ერთი სიტყვაც, რომ რამეს გიყვებიან ან რამეში დახმარებას გთხოვენ, უკანმოუხედავად გაგშორდები და ბავშვს არასდროს არ განახებ. -მოდი ნუ მემუქრები-ოდნავ გაღიზიანებულმა შემომხედა-დაგპირდი უკვე და აღარ გადავალ ჩემს სიტყვას. აქ ვიმუშავებ იმიტომ რომ არ მინდა მარტო დაგტოვო ასე განერვიულებული როცა ხარ. ალექსანდრე ალბათ თამარასაც წამოიყვანს და ცოტა ილაპარაკეთ თქვენ. -არ მინდა, ძველ კლიენტებს შევეხმიანები და ონლაინ მაინც ჩავატარებ დღეს სესიას. -კაი, დღეს დაისვენე და ხვალიდან დაიწყე. მეც მალე მოვრჩები საქმეს და მერე ყველა საღამოს ერთად ჩავუჯდეთ რამე ფილმს ან ისე ვილაპარაკოთ. -ვნახოთ. -რა ჯიუტი ხარ-ამ დროს ალექსანდრე და ბესო შემოვიდნენ. ესე მალე რანაირად მოახერხეს მოსვლა ნეტა. -რახან თქვენ შერიგებას მოვესწარით-ორივემ სათითაოდ გადამკოცნეს ჯერ მე და მერე ნერსე. -ნათია, ნინომ თუ დაიძინა ყავა გაგვიკეთე რა. -და მე ყავის კეთება არ ვიცი?-სამივემ გაკვირვებულებმა გამომხედეს-ჰო რა იყო. ადით და ამოგიტანთ-ნერსეს ესიამოვნა, გაეღიმა და ბიჭები ზევით ოფისში აიყვანა. ყავა გავაკეთე, მაცივარში ჩიზქეიქებიც ვიპოვე და ზევით ავიტანე ფოდნოსით. -დაგეძახებინა რძალო დაგეხმარებოდით-ალექსანდრე ადგა და მომეხმარა, მაგიდაზე გადააწყო ყავები და ნამცხვრები. -ხედავ? როგორ უცბად აუწყო ფეხი ცოლობას-ნერსემ ამაყი მშობელივით გადმომხედა-მიდი ეხლა ნათიაც გაჭმევს რამე გემრიელობას და დაისვენე ცოტახანი. -ნენე, ხო არ იძინებ? თამარაც მოვა ეხლა. -არა, თქვენ ყველგან ერთად დადიხართ? -კი აწი უკვე ცოლია და, ქორწილის გადახდა დიდად არ გვინდა და ისე მეგობრების წრეში ავღნიშნავთ ამ დღეებში. -ბატონო?-გაოცებულმა გავხედე-2 თვეც არ არის რომ იცნობ. -ნენე, შენს ქორწილში გავიცანი. კაი 5 თვე კი არის გასული. შენ რამდენი ხანი იცნობდი ნერსეს?-ნერსეს არ ესიამოვნა ალექსანდრეს ლაპარაკი და თვალებით ანიშნა გაჩერდიო. -წლები სხვათაშორის. რამდენიმე წლის მერე მივიღე ეგ გადაწყვეტილება. იცის საერთოდ რას საქმიანობ? მე რომ არ ვიცოდი იმიტომ კინაღამ ჩამომენგრა თავზე მთელი ოჯახი. -იცის-თავზარი დამეცა. -იცის? და რეაქცია არ აქვს? -ნუ, ჰქონდა, მაგრამ ვუყვარვარ. ვერ გეტყვი, რომ დიდად განიცადა. -აშკარად იმიტომ, რომ ის არ აქვს ნანახი რაც მე ვნახე. აი მოიცადე, სანამ შეესწრება იმ სცენას, როგორ გესვრიან შენ და მერე შენ როგორ კლავ ადამიანს. -ნენე გეყოფა-ნერსე წამოდგა და ჩვენს შორის ჩადგა-მაგას თამარა და ალექსანდრე გადაწყვეტენ უკვე. -რატო რომ ჩემი მეგობარი გააუბედუროს? -და შენ უბედური ხარ?-ნერსემ გაკვირვებულმა გამომხედა. -კარგი, ჩემი საქმე არ არის. აზრს მაინც არ მეკითხებით არც შენ და არც თამარა. ბედნიერებას გისურვებთ ორივეს-მაინც მოახერხეს რომ დამაგლიჯეს ნერვები. ჯერ ელენემ და მერე ალექსანდრემ. თამარასთან ლაპარაკი არ მინდოდა, როგორც ჩანს უკვე დიდიხანია რაც ბევრ რამეს მიმალავდა. სავარაუდოდ ალექსანდრეს დარიგეგებით. ოთახში შევედი, კარი გადავკეტე და ლოგინში დავწექი. ამასობაში სალომემ დამირეკა. უცნაურია, კარგახანია აღარ გვქონია ურთიერთობა. -ჰო სალომე? -რას შვები ნენე? -რავი, სახლში ვარ. ისეთს არც არაფერს. ხდება რამე? -აუ კიი, მე და რატის მოგვენატრე ძაან. გუშინ წინ ვაჩესთან ვერ დაგელაპარაკეთ წესიერად და არ გინდა გამოხვიდე ჩვენთან? თუ გინდა ნერსეც წამოიყვანე. -არა, ნერსეს არ ცალია-რომ დავუფიქრდი რატომ უნდა ვმჯდარიყავი სახლში და დავლოდებოდი სანამ მუშაობას მორჩებოდა, რა ვალდებული ვიყავი 24 სთ მასთან გამეტარებინა და მის მეგობრებთან. მეც მყავდა ჩემი მეგობრები-მე გამოვალ. ვაჩე იქნება? -ალბათ, თქვენ აღარ ლაპარაკობთ? -არა, როგორ არა. კარგი, ჩავიცმევ და გამოვალ მალე. -ოუქეი, გელოდებით. ვაჩეს ნახვა ცოტა მადარდებდა, მაგრამ მასთან ურთიერთობის გაწყვეტა არ მინდოდა. თუ ის შეძლებდა თავის გაკონტროლებას, იქნებ გაგვეგრძელებინა ჩეულებრივ მეგობრობა. კარადა გამოვაღე და ტანსაცმლის ძებნა დავიწყე. თითქმის აღარაფერში ვეტეოდი. ასე მალე რანაირად მოვიმატე ვერ ვხვდები. ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა. -ნენე გღვიძავს?-თამარა იყო. გავუღე და ოთახში შემოვუშვი. -მიდიხარ სადმე?-საწოლზე ტანსაცმელები დაინახა. -კი, ჩემმა კურსელებმა დამირეკეს და მაგათთან გავდივარ. არ ვიცოდი, რომ მოდიოდი. ალექსაც ხო აქ არის. -კი, აქ არის. არაა პრობლემა ჰო. ნენე, მოგიყვა ყველაფერი?-უხერხულად გრძნობდა თავს, ლუღლუღებდა. -მომიყვა არ ერქვა, გაკვრით მითხრა რაღაცეები. -აუ ნენე გეფიცები მინდოდა მეთქვა, მაგრამ მითხრა ინერვიულებს და არ შეიძლება მაგისთვის ფეხმძიმობისას ამდენი ნერვიულობაო. -რა მნიშვნელობა აქვს ეხლა მაგას, ფაქტია რომ იცი ყველაფერი და მე არ მითხარი. -ეგრე შენც არ გითქვამს. -მე მქონდა ჩემი მიზეზები, რომ არ მინდოდა გაუბედურებულიყავი ზუსტად მაგიტომაც დაგიმალე. ამიტომაც არ მომწონდა მასთან ერთად რომ იყავი. -რომც მოგეყოლა მაინც თავიდანვე ისე მომეწონა, ალბათ არ ექნებოდა მნიშვნელობა. -ხო იმიტო რო ალბათ თავში ტვინი არ გაქვს. -ჰა?-თამარას ყბა ჩამოუვარდა- მოიცა შენ რა არ იცოდი ნერსე ვინ იყო? -ვიცოდი, მაგრამ ნერსემ დაანება ამ ყველაფერს თავი და თავიდანვე დამპირდა, რომ ასე იქნებოდა. შენ ალექსანდრეს მიყვები ისე, რომ არც გადარდებს რა საქმეშია გარეული. რომ შესაძლოა ადამიანების მოკვლა მოუწიოს, ზოგჯერ შენს თვალწინაც კი. მერე ასეთი ადამიანისგან შვილი უნდა გყავდეს, რომელიც სულ საფრთხეში იქნება. -მე ასე არ ვფიქრობ. -არა, შენ საერთოდ არ ფიქრობ. მგონია, რომ 16 წლის თინეიჯერის ტვინი გაქვს და ცოტა ძაან მოგწონს ეს ცუდი ბიჭის ცოლობა, მაფია, ჟიზნ ვარამ და ქურდული სამყარო. -ნენე, რანაირად მელაპარაკები-ნერვულად გაეცინა-ხო გაქ მშვიდობა. -და რანაირად გინდა რო დაგელაპარაკო? გაღიზიანებული ვარ, იმიტომ რომ ალექსანდრესგან ვიგებ რომ ჩემი დაქალი თხოვდება. -ხოდა ამოვაძრობ ენას, ეგრე არ უნდა ეთქვა. -არ უნდა ეთქვა კი არა ეგრე არ უნდა გექნათ. ყველასგან დამალვით და ჩუმად. ან მე მიმალავდით ალბათ მარტო. -ნენე, არ იყო ეგრე და რატო აპრობლემატურებ? -არ ვაპრობლემტ..-ენა დამება-მოკლედ იყავი ბედნიერი. უბრალოდ ჩემთან აღარ მოხვიდე, მე გაგაფრთხილე. -ისე როგორც ვაჩემ გაგაფრთხილა და დაუჯერე ხო?-ძალიან გავღიზიანდი. -ბატონო?!-ვაჩეს ხსენებაზე წითელი ამენთო. რატომ იყენებდა ჩემს მტკივნეულ წერტილებს ვერ ვხვდებოდი. ამ ხმაურზე ნერსე და ალექსანდრე შემოვიდნენ ოთახში. -თამარა წამოდი ორი წუთი საქმე მაქვს-ალექსანდრემ ხელი მოკიდა და ოთახიდან გაიყვანა. -რა ხდება?-ნერსე შემოსასვლელში იდგა, კარზე იყო მიყუდებული-რატო ეჩხუბები დაუსრულებლად ორივეს? -არ ვეჩხუბო? გინდა რომ ჩვენნაირად დაემართოთ? -და რატომ უნდა დაემართოთ ჩვენნაირად? თამარამ იცის ყველაფერი და არ აქვს პრობლემა. -აჰა, ანუ მე გიჟი ვარ, რომ ადამიანების მკვლელობები, ნარკოტიკები და მაფია ჩემთვის მოსაწონი არ არის? -ნენე, ყველა შენნაირად არ ფიქრობს და ეს არ ნიშნავს, რომ გიჟი ხარ. ეხლა რა გინდა, ჩხუბი გინდა თამარასთან, ჩემთან, ალექსანდრესთან და კიდე ვისთან?-ეტყობოდა, რომ ნელ-ნელა ღიზიანდებოდა. -არავისთან, გაღიზიანებული ვარ. ჰორმონების ბრალი იქნება-ტანსაცმელების არჩევას მივუბრუნდი. -მიდიხარ სადმე?-შეარბილა ტონი, მიხვდა, რომ ასეთ ტონალობაში არ დაველაპარაკებოდი და არც იმას ვეტყოდი სად მივდიოდი. -ჰო-ცივად ვუპასუხე. -სად? -სალომე და რატისთან. დამირეკეს. -სალომე? რამდენი ხანია აღარ გიკონტაქტიათ. -ხო, ნუ გუშინ წინ მნახეს ვაჩესთან. -ვაჩეც იქნება? -კი-სახეზე შევატყვე რომ არ ესიამოვნა. -კარგი, გიგა წაგიყვანს-ეწყინა, უცნაურად მიპასუხა. ეწყინა, მაგრამ რა მაინც ვერ მივხვდი. თვითონ მითხრა, რომ ვაჩესთან შემეძლო ჩვეულებრივად გამეგრძელებინა ურთიერთობა. მისი ძმა იყო ბოლო-ბოლო, ჩემი შვილის ბიძა და ჩემი უახლოესი მეგობარი, რომელსაც თამარასგან განსხვავებით ცხოვრებაში არაფერი დაუმალავს ჩემგან. ძლივს ჩავეტიე ერთ კაბაში, მოსაცმელი მოვიცვი და ქვევით ჩავედი. ალექსანდრე ბესო და თამარა სამზარეულოში იყვნენ რაღაცას ამზადებდნენ. ნერსე გიგას ელაპარაკებოდა. გიგა გარეთ გავიდა და მანქანა დაქოქა. -გაბრაზდი?-არ მინდოდა ასე დამეტოვებინა. -არა, წადი. -კაი თუ გაბრაზდი მითხარი. -და რა რო გითხრა გავბრაზდი თქო აღარ წახვალ? -შენც წამოდი. მითხრა სალომემ. -და ეს ხალხი ესე დავტოვო? თუ გავაგდო. -მაშინ წავალ მე. -ჰოდა წადი. -არ გინდა შენ რომ ვაჩე ვნახო? -ნენე, წადი და როგორც გინდა ისე მოიქეცი-ალბათ არ უნდა წავსულიყავი, მაგრამ იმ მომენტში არ მიფიქრია რომ ნერსეს შეიძლებოდა წყენოდა. ვიცი, ეგოისტურად მოვიქეცი. სულ მე ვეჩხუბებოდი ნერსეს და დამავიწყდა, რომ შესაძლოა, ისიც გაბრაზებულიყო ჩემზე ან მეც დამეშავებინა რამე. რატომღაც თავი ანგელოზად აღვიქვი. ნერსესთან შედარებით თავი მართლა ყოვლად უდანაშაულო მიმაჩნდა. სალომესთან რომ მივედი ვაჩე უკვე იქ დამხვდა, ანიც იქ იყო. თავი ცოტა უხერხულად ვიგრძენი ანისთან. რა თქმა უნდა პირველი იმიტომ, რომ შუა სექსში შევუსწარი და მეორეც იმიტომ რომ მის საქმროს ვუყვარდი. -ნენე, როგორ ხარ-რატის ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა, მოვიდა და ჩამეხუტა, ეგრევე მუცელს დახედა-შენ რა ფეხმძიმედ ხარ გოგო? -ჰაა?-სალომეს ყბა ჩამოუვარდა. -გილოცავთ-სალომე და რატი ჭკუაზე არ იყვნენ-ნათლია მე ვიქნები ხო?-სალომემ მუცელზე დამადო ხელი. -ვნახოთ, ჯერ არ ვიცი-ვაჩე და ანიც გადავკოცნე და მათთან დავჯექი. -როგორ გრძნობ თავს?-ანი გვერდით უფრო ახლოს დამიჯდა-გტკივა უკვე წელი? -არა, ჯერ მაგხელა მუცელი არ მაქვს. თქვენ რას შვებით-ვაჩეს გავხედე ინსტინქტურად. -რავი, აი ვგეგმავთ უკვე ქორწილს. ვაჩეს ვეღადავებოდი ორმაგი ქორწილი გავაკეთოთ თქო, მე შენ და ალექსანდრე და თამარა თქო-ამათმა ჩემზე ადრე რაღატო იცოდნენ ალექსანდრეს და თამარას ამბავი. -თქვენც იცით?-ვაჩეს გავხედე გაკვირვებულმა. -კი, დიდი ხანია. შენ არ იცოდი?-ანიმ უცნაურად გამომხედა, თითქოს სპეციალურად მკითხა და პასუხიც წინასწარ იცოდა. -აუ ან მოდი რა მომეხმარე დავჭრა ტორტი-ანი სალომესთან გავიდა დასახმარებლად. -რატო არ მითხარი?-საყვედურით შევხედე. -რამდენჯერ რამეს გიყვები, მერე ვჩხუბობთ-ცივად მიპასუხა. -გაბრაზებული ხარ ჩემზე? -ნენე, შეილება შენთვის ადვილია ეხლა ყველაფრის დავიწყება და ისე მოქცევა თითქოს არაფერი მომხდარა, მაგრამ მე ასე არ შემილია. ჩემი ძმა მომიკითხე-ისიც სამზარეულოში გავიდა და მარტო დავრჩი რატისთან. -მომიყევი აბა, როგორია სამხარულების ოჯახის რძლობა-ძალაუნებურად გამეცინა. რა უნდა მომეყოლა ნეტა. ჩემი თაფლობის თვის პირველ ღამეს როგორ ვუყურე ადამიანის მკვლელობას და ჩემი ქმრის დაჭრას? -არც ისეთი ადვილი, როგორიც ჩანს. -აი ანის მიეცი რჩევები ეხლა, იქნება და გადაიფიქროს-ხმამაღლა თქვა ანის გასაგონად. -კაი რეებს ეუბნები-სალომე შემოვიდა ტორტით ხელში. ვაჩე და ანი ისევ სამზარეულოში იდგნენ ხმადაბლა საუბრობდნენ რაღაცაზე. წამით ანიმ გამომხედა, მაგრამ ვაჩემ ხელი მოკიდა მკლავზე და მისკენ მიატრიალა. -აუ სალ, ბოდიში რა, ელენე ვერ არის კარგად და უნდა გავიდეთ, ვაჩეს მიწერა მოახლემ. -რა ჭირს?-რატიმ იკითხა. -წნევა აქვს მაღალი, ალბათ განიცდის ძალიან ვაჟას ამბავს. -მეც ხო არ წამოვიდე? ნერსეს დავურეკავ-ტელეფონს დავავლე ხელი, მაგრამ ვაჩემ გამაჩერა. -არ უნდა ამდენი ადამიანი, მივხედავ მე. რატი არ დალიო და გაიყვანე რა მერე ნენე სახლში თუ გიგა აქ არ დგას-რატი და სალომე გადაკოცნა, მე ცივად გამომეშვიდობა და წავიდა. მე დებილს კიდე მეგონა, რომ მე და ვაჩე ჩვეულებრივად გავაგრძელებდით მეგობრობას. გული ამიჩუყდა და თვალები ამიცრემლიანდა. აბაზანაში გავედი და კარი მივიხურე. ჰორმონების გამო თავი ვერ შევიკავე და ამეტირა. შეილება ვაბუქებდი, მაგრამ ისე მარტოსულად ვიგრძენი თავი ვაჩე რომ წავიდა, რომ ენით ვერ აგიღწერთ. სალომეს და რატის ვუთხარი, რომ თავბრუ მესხმოდა, ცუდად ვიყავი, გიგა მელოდება ქვევით და წავალ თქო. გიგასთვის არც დამირეკავს, მარტო მინდოდა ცოტახნით გასეირნება. სული მეხუთებოდა, ყველა მხრიდან დაცვა რომ დამსდევდა. მგონი უბრალოდ უმადური ადამიანი ვიყავი. როგორც იქნა ნერსემ შეძლო და ნარკოტიკების ბიზნესს თავი დააღწია, ანდრონიკაშვილები აღარ დაგვსდევნდნენ მოსაკლავად, ჩვენი შვილი ჯანმრთელი იყო, მაგრამ მაინც სულ რაღაცაზე უნდა მეწუწუნა. მაგრამ თავს ვერ ვშველი. ვაჩე ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია და მის გარეშე არ წარმომიდგენია არსებობა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.