სამოთხის მინდვრები 2 თავი
თავი 2 _ რაო მახინჯო, სუნი არ მოგწონს?_ თავსზემოთ ხარხარის ხმა და კისერში წაჭერილი უხეში ხელი. ხანდახან ისეთი სიცხადით ვიხსენებდი ამ მომენტს უნებურად კისერზე ხელს მოვისვამდი ხოლმე, იმაში დასარწმუნებლად, რომ ვიღაც პატარა არამზადა, ბობოლა მშობლების, შვილი ისევ უნიტაზში არ მაყოფინებდა აცრემლებულ სახეს. "იბრძოლე, ან დანებდი!" მიელავდა გონებაში დედაჩემის უყურადღებო, დაღლილი ხმა და მეც ვნებდებოდი დროებით. იქამდე, სანამ უსამართლო ცხოვრება სამაგიეროს გადახდის შანსს არ მომცემდა. ლოდინი კი საკმაოდ დიდ ხანს დამჭირდა. ძალიან დიდ ხანსაც კი. თუმცა როცა ცეცხლწაკიდებული შენობიდან ნახევრად დამწვარი სახით გამოიყვანეს ჩემი მტანჯველი, სწორედ იმ წამს, ჩემმა ყველაზე ღრმა იარამაც შეიკრა პირი. ჩემი გონება არანაკლებ მშვენიერი, ვიდრე სხეული, ცდილობდა ჩემში თავმოყვარეობის გაღვიძებას, მაგრამ რატომღაც მის ნაცვლად მხოლოდ პატივმოყვარეობამ გამოიღვიძა. მშობლების სახლიდან წასვლის შემდეგ, დიდხანს ვიცვლიდი პარტნიორს და საცხოვრებელს, სანამ ელიზას შევხვდებოდი. და ამ ძებნაში საკუთარი თავი არასოდეს მიძებნია. ელიზასთან კი თავი მშვიდად ვიგრძენი. თითქოს ეს სწორედ ის იყო, რაც მჭირდებოდა. გამგებიანი, ჩემთვის კომფორტული ქალი იყო. თავს არ მაბეზრებდა. არც იმაზე მეტის ამბიცია ჰქონდა, ვიდრე ჩემი მოთმინება მისგან აიტანდა. ვღალატობდი თუ არა ელიზას? არა, არ ვღალატობდი. რადგან ღალატით მხოლოდ მას შეიძლება უღალატო, ვინც გიყვარს. ჩვენ ერთამანეთს ვავსებდით და საჭიროებისამებრ ვიყენებდით. თუმცა ერთ დღესაც ჩემთვის ფარულად გადაღებული სურათები მის მობილურში სრულებით შემთხვევით ვიპოვნე და მივხვდი, რომ ეს აღარ იყო მხოლოდ ორმხრივად სარგებლიანი ურთიერთობა. რატომ არიან ქალები ასე ძლიერ კი მიდრეკილნი სიყვარულისკენ?! რომ არა ელიზას ეს გაუთვალისწინებელი, არაფრისმაქნისი, ჩემთვის უსიამო ეიფორია, რაც ალბათ უფრო მისი ასაკის ბრალი იყო, საცხოვრებლად სახელოსნოში არ გადავიდოდი. თქვენ იტყვით, რომ საძაგლობაა ეფერებოდე იმ სხეულს, რომელიც არ გიყვარს და მე დაგეთანხმებოდით ამაში, ამას რომ რამე მნიშვნელობა ჰქონოდა ჩემთვის. მაგრამ მე ეს არ მაწუხებდა, რადგან ის ემოცია, რასაც ხატვისას განვიცდიდი ხანდახან სადღაც ვიღაცასთან რომ არ დახარჯულიყო, ალბათ შევიშლებოდი. თანაც ხომ გითხარით, ელიზა საკმაოდ კმფორტული ქალი იყო, თანაც საკმაოდ მომხიბლავი. მისი გამოცდილება უსიყვარულობას აბალანსებსა. ურთიერთობაში გავლებულ ზღვარს და თავისუფალი სივრცის არსებობას აღიარებდა. მაგრამ მაინც ისე გამოვიდა, რომ ჩემს მიმართ გულგრილი ვერ დარჩა. თავიდან არ ადარდებდა ჩემი გულცივობა მისი პირადი ცხოვრებისადმი. ვინ იცის, იქნებ სათავისოდაც არაერთხელ გამოიყენა ეს სულერთია მომენტები. არც ის ანაღვლებდა, რომ არაფერს ვეკითხებოდი, თუმცა თუ თავად სურდა, ყოველთვის შემეძლო ჭიქა ღვინით ხელში მჯდარს მისი მონაყოლი მომესმინა, მეგობრული რჩევა მიმეცა და მისი მხარე დამეჭირა, თუ, რა თქმა უნდა, ის ჩემგან ამას მოითხოვდა. ვინ ვიყავი მე ელიზას ცხოვრებაში? ალბათ ლამაზი სათამაშო, მეგობრებთან და ნაცნობებთან თავისმოსაწონებლად. თავისი ასაკის ქალებში შურის და ბოღმის გამოსაწვევი ძვიფასი ნივთი. არაფრით მეტი, ვიდრე მისაღებში გამოფენილ ძვირფასი მოდერნისტული, აზრს და ექსპრესიას მოკლებული და გაუგებარი ნახატები. ეს მანამ, სანამ ერთ დღესაც არ მივხვდი, რომ მისი გულგრილობა მხოლოდ ცხოველი ვნების და ცალმხრივი სიყვარულის შესანიღბი მშვენიერი საშუალება იყო. _ როგორ არის ნათლია?_ მიკითხა გაოგნებისგან გაყინულს და უზარმაზარი ჩემოდანი გამოაგორა. არც კი უფიქრია, რომ დახმარება ეთხოვა. ჩემოდანს ხელი წავატანე და როგორც იქნა მეც გავუღიმე. _ მოგეხმარები , თუ შეიძლება._ უდარდელად მხრები აიჩეჩა და ჩემოდანს ხელი უშვა. _ მიხარია, რომ დამხვდი რატი! შენი გაცნობა ძალიან მინდოდა, ნათლია ბევრს მიყვებოდა შენზე!_ არ მესიამოვნა, რომ ელიზა მას ჩემზე უამბობდა. ინტერესით მაკვირდებოდა. _ მართლა, ძალიან..._ არ დაასრულა აზრი. დაბნეულმა შემომხედა , სათანადო სიტყვებს ეძებდა. _ რა ძალიან?_ ვკითხე ღიმილით და მანქანის კარი გამოვაღე. დაბნეული ღიმილით დაჯდა და უნებურად თვალი მისი თეთრი მუხლებისკენ გამექცა. ჩემი მზერა დაიჭირა და ჩანთა უხეხულად დაიდო კალთაში. მანქანას მოვუარე და გვერდით მივუჯექი. _არ გშია?_ ვკითხე მცირე ყოყმანის შემდეგ. _ სახლში მივიდეთ ჯერ!_ ისე მიპასუხა, არ შემოუხედავს. არადა ისე მსურდა მისი თვალების დანახვა, თუთას ვიმახსოვრებდი, რათა იმ ჩემი სიზმრისეული ქალისთვის საბოლოო სახე დამეხატა. მისი პროფილიც კი აღმაგზნებდა იმ წამს. გულში ვფიქრობდი, რომ აქვე და ამ მანქანაში მსურდა მისი სურვლის მოკვლა. ისეთ სცენებზე ვფიქრობდი, წესით რომ ჯობდა საკესთან არ მეფიქრა. _ ლიზა საღამომდე ვერ მოვა, მე კი მზარეულობით ვერ დავიკვეხნი._ ვუთხარი მე. თავი დამიქნია და გამიღიმა. _მოდი, დღეს მე ვიქნები მზარეული!_ რატომღაც უცხოობის და მორიდების გრძნობა არ მქონდა და აშკარა იყო თავადაც იგივეს გრძნობდა. თითქოს მანამდეც ვიცნობდი, არადა იმდენად არ დავინტერესებულვარ აქამდე თუთათი, რომ ყურადღებით მის სურთსაც კი არ დავკვირვებივარ, როცა ელიზა მასზე მიყვებოდა ხოლმე. ახლა რომ ვფიქრობ, ვხვდები, რაც იყო სინამდვილეში. ჩემდა უნებურად ქვეცნობიერში ჩალექილი მისი სახე ჩემს სიზმრებში ცოცხლდებოდა, მეხსიერების ზედაპირზე ამოღწევას ცდილობდა, მე კი ვერაფრით ვიხსენებდი მას, სანამ რეალურად არ შევხვდი. ამის გაფიქრებამ მახსოვს მაშინაც შემაკრთო. ანუ გამოდიოდა, რომ სინამდვილეშიც მას ვხატავდი. სახლში მივედით თუ არა, არც კი დაუსვენია, ენერგიული და მხიარული, უცებ მოედო მთელ სახლს. ვიჯექი და უხმოდ ვაკვირდებოდი. მისმა არსებამ სახლიც ისევე უცებ და დაუბრკოლებლად ამოავსო, როგორც ჩემი შინაგანი სამყარო. წინააღმდეგობის გაწევა არც მიფიქრია. იმდენად მომწონდა და მსიამოვნებდა ეს ყველაფერი. რაღაცას მიყვებოდა თავისი ინგლისური ამბებიდან და სუფთა ჰაერივით დაქროდა სამზარეულოდან მისაღებამდე. _ შენ სულ მასეთი უხმო ხარ?_ შემომცინა და ლოყა ჩაეჩუტა. _ სულ არაფერი გითქვამს, თავი ხომ არ მოგაბეზრე ლაქლაქით? _მომწონს შენი ხმა, სიამოვნებით გისმენ._ მხრები ავიჩეჩე მე. _ ვიცი, რომ მხატვარი ხარ!_ ოთახში გამოფენილი სურათები მოათვალიერა, თან ტომატით დასვრილი ხელის ზურგი ლოყაზე გაისვა. წვრილი წითელი ზოლი დაეტყო, თავად ვერც მიხვდა. _ აბა აქიდან რომელია შენი ნახატი? _ არცერთი, სახლში არ მაქვს ნახატები ._ რიმ დავფიქრდი, თუთას ნახვა ჩემს სახელოსნოში ძალიან მომინდა. _ თუ გაინტერესებს, ერთ დღეს იქ შემომიარე. _თავი დამიქნია და ისევ სამზარეულოში გაუჩინარდა. თვალები დავხუჭე და თავი საზურგს მივაყრდენი. ისევ ის მუხლებზე მდგარი ქალი წარმოვიდგინე. რძისფერი კანით, იდუმალი და გამომწვევი ჩრდილებით, ურცხვი სიშიშვლით და მოულოდნელად ნახატმა თუთას თვალებით ამომხედა. გამაჟრჟოლა. სიმშვიდე და სტაბილურობა, რომელსაც სულ მიველტვოდი და რომლითაც ჩემი სიბნელის გაკონტროლებას ასე თუ ისე ვახერხებდი თვალსა და ხელს შუა მემსხვრეოდა. ჯერ სულ რაღაც რამდენიმე საათი იყო ამ ქალს ვიცნობდი და უკვე მასში ვგრძნობდი ჩემი სხეულის ფეთქვას. რა იქნებოდა რამდენიმე ხნის შემდეგ? თვალები გავახილე და მისი დანახვის სურვილს სამზარეულოში მორჩილად გავყევი. ფანჯრიდან შემოსული სინათლის შუქში გახვეული რძისფერი ქალი დავინახე, ისეთი კადრი ყველა მხატვრის ოცნება რომაა. ხელში ალესილი ვერცხლისფერი დანით და მწვანილის მწვანე ხასხასა კონით, იმდენად იდეალური ხატება იყო, რომ უკვე ნახატს ჰგავდა. მხოლოდ ეს ზედმეტი წითელი ხაზი ლოყასთან, თითქოს მისი უმანკოების და სისრულის მთელ ესთეთიკას აუფერულებდა, როგორც მომავალი, ჯერაც არჩადენილი, ცოდვის ლაქა. ისე, რომ არც მიფიქრია, სრულიად ინსტიქტურად მივუახლოვდი და თითით ლოყიდან მოვაშორე ის ზედმეტი ფერი. სწორედ ისე, როგორც საკუთარ ნახატს. გაოცებულმა და შემცბარმა ამომხედა. ღია თაფლისფერ თვალებში წამით აერეკლა მისთვის ჯერაც უცნობი ხარბი ინტერესი და ისე, როგორც ყველა ქალი ხვდება ხოლმე კაცის უთქმელ სურვილს, ისიც მიხვდა, რომ იმ წამს მისი სხეული თავშეუკავებლად მსურდა. _ სალამი ბავშვებო! სიურპრიზიიი, მეც მოვედი!_ მოისმა მოულოდნელად მისაღებიდან ელიზას მხიარული ხმა და წამში შეიცვალა მისი წამიერი ინტერესი გულწრფელი მხიარულებით. _ ლიზიი!_ დაიძახა, დანა დააგდო და ხელიდან დამისხლტა. გამეღიმა. სრულებით აშკარა იყო, ჩვენს შორის ხანგრძლივი თამაში დაიწყო. დრო კი, დრო სწორედ ის იყო, რაც ახლა უამრავი მქონდა. მივხვდი, რომ არსად მეჩქარებოდა, იქნებ სულაც პირიქით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.