შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამოთხის მინდვრები 3 თავი


12-03-2024, 19:45
ავტორი cuervo blanko
ნანახია 698

3

_ათას ხუთასი გვაკლია, შენი და არ მოგვცემს? მისი ძმიშვილის მომავლისთვის გვჭირდება ბოლო_ბოლო გასართობად ხომ არა?_ მთელი ბავშვობა მძულდა ის პერიოდი, როცა გადასახადის დრო ახლოვდებოდა და ჩემი მშობლები ჩვენთვის კოლოსალური თანხის მოძიებას თავდაუზოგავად ცდილობდნენ. დედა ხშირად ამბობდა, რომ თავად ყველა შესაძლებლობა ამოწურეს და ოდნავადაც კი ვერ მიუახლოვდნენ სტაბილურ ცხოვრებას. და ახლა მთელ იმედს ჩემზე ამყარებდნენ, რადგან მეღა ვიყავი მათი მშვიდი სიბერის გარანტი. სადღაც გაურკვეველი მომავალი ვიყავი და არა რეალური აწმყო. და წინასწარვე მაშინებდა იმ ვერგამართლებული იმედის სიმძიმე, რომელსაც აქიდანვე მკიდებდნენ მხრებზე "მზრუნველი" მშობლები.
_ მომაწოდე ტელეფონი!_ დაღლილი ხმით სთხოვდა მამაჩემი დედაჩემს და გაცრეცილ ყელმოჩაჩულ, თითთან "უმნიშვნელოდ" თვალწასულ წინდას ისწორებდა ფეხზე.
_ იქნებ საჯარო სკოლაში გადმოვიდე დედა?_ ვაპარებდი იმის იმედით, რომ ერთ დღესაც ამ რუტინად ქცეული, შეძლებული ნათესავებისთვის ფული სესხების ხვეწნა_ მუდარით დაიღლებოდნენ და დამთანხმდნიდნენ. მაგრამ მათ რკინის მოთმინება ჰქონდათ.
_ გაჩუმდი და წადი იმეცადინე!_ არც კი მიყურებდა, ისე მპასუხობდა დედა და მოლოდინით და იმედით სავსე თვალებით უსმენდა მამაჩემის მორიგ თავისდამცირებას, ჩემივე ბედნიერი და წარმატებული მომავლის სახელით რომ აწარმოებდა მამა, წლების წინ სარფიანად პატრონსჩაბარებულ, მამიდაჩემთან. ალბათ ოდესღაც მასაც სწორედ ამ სიტყვებით ამშვიდებდნენ, რომ შეძლებული ოჯახის პატრონს მომავალი გარანტირებული ექნებოდა. და სადღაც იმ კეთილდღეობის ნამცეცებს თავადაც მოელოდნენ, რასაც მამიდაჩემის ქმრის ქედმაღალი ოჯახი გამოიმეტებდა მათთვის

მეცხრე კლასში პირველად ვიგრძენი მღელვარება საპირისპირო სქესის მიმართ. ბავშვურად, სუფთა და წრფელი აღტაცებით მიცემდა გული, როცა ის გოგო წინ ჩამივლიდა და გაშლილი წაბლისფერი თმის მარწყვის სურნელს დამიტოვებდა. შენელებულ კადრში ვხდავდი ხოლმე როგორ იცინოდა თავი მეგობრებთან მჯდომი, როგორ იხვევდა თითზე თმას, როგორ ისვამდა ვარდისფერ მარწყვის ტუჩსაცხს, როგორ თამაშობდა ჩოგბურთს. უბრალოდ ვიდექი და შორიდან ვუყურებდი და აზრადაც კი არასდროს გამივლია მისკენ თუნდაც ნაბიჯის მეასედი გადამედგა, სანამ ერთ დღეს მოულოდნელად თავად არ გამიღიმა. გაოცებულმა მიმოვიხედე, ვერ დავიჯერე, რომ ის ღიმილი მართლა მე მეკუთვნოდა. მეორე დღეს მომესალმა და დაბნეულმა პასუხიც ვერ დავუბრუნე.

ერთ დღესაც სკოლის ეზოში დავალების წერის დროს დამადგა თავს.
_ გამარჯობა რატი!_ ავხედე და ვერც მივხვდი მზემ მომჭრა თვალი, თუ მისმა ღიმილმა.
_ შეიძლება დავჯდე? _პასუხს არც დალოდებია ისე მომჯდა გვერდით.
_ რას წერ?_ მკითხა და ანცი ღიმილით გახედა გვერდით მაგიდაზე მსხდარ თავის დაქალებს და ჩემს მჩაგვრელებს. მივხვდი, კვლავ მასხრად მიგდებდნენ, მაგრამ არ მწყენია ისე მსიამოვნებდა მისი სიახლოვე.
_ შეგიძლია დამეხმარო?_ ისე შემომხედა, რომ ჯერაც უცნობმა ჟრუანტელმა დამიარა სხეულში. თავი ისე დავუქნიე, ჯერ ისიც კი არ ვიცოდი დახმარებას რაში მთხოვდა. იმ დღის შემდგ მე ვასრულებდი მის დავალებებს ყველა საგანში და რაც არ უნდა
უცნაური იყოს, ეს მსიამოვნებდა. თავს მნიშვნელოვან და საჭირო პიროვნებად ვგრძნობდი. სანაცვლოდ ხომ მასთან საუბრის და მისი ჩემ გვერდით ნახვის ბედნიერება მქონდა. ასე წამიდან წამზე იზრდებოდა ჩემი სიყვარული მის მიმართ და თქვენ წარმოიდგინეთ, რა მაშტაბებს მიაღწევდა ის სამ წელიწადში. ის მზე იყო და სამყარო მის გარშემო ბრუნავდა. თუმცა გულის სიღრმეში, რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ეს სამოთხე ერთ დღესაც ისევე უეცრად დასრულდებოდა, როგორც დაიწყო და წარმოდგენაც არ მსურდა იმ დღის, როცა ეს მოხდებოდა. თუმცა გარდაუვალი რაცაა იმასთან ბრძოლას აზრი არ აქვს.
და სწორედ იმ ბოლო დღეს სპორტდარბაზში, სადაც ჩვენ ერთმანეთს ვხვდებოდით, მე მივედი იმ იმედით, რომ სასწაულები ხდება. ყველაზე წმინდა და სუფთა რაც მქონდა სულში მინდოდა მითვის ძღვენად მიმერთმია, მაგრამ.... არავის სჭირდებოდა არაფერი არც წმინდა და არც სუფთა.
დარბაზის შუაგულში, სწორედ იქ, სადაც ცენტრია მონიშნული, ჩემი სამყაროს ათვლის წერტილი, ჩემი სამოთხე ჩემსავე ჯოჯოხეთს შერწყმოდა. ვიდექი და ხელში ერთი უეკლო, ლამაზი ვარდი მეკავა და ვგრძნობდი, როგორ მესობოდა ათასი ეკალი სხეულში. გონება დამებინდა. უხმოდ გამოვბრუნდი და მერე ის გავაკეთე, რაც არასოდეს მინანია.
რა არის სკოლა? რა ადგილი უჭირავს იქ გატარებულ წლებს ადამანის ცხოვრებაში? ბავშვობის აკვანი? სილაღე? პირველი წარმატება? პირველი აღიარება? პირველი სიყვარული? სკოლა სამოთხის მიდვრებია ადამიანის ცხოვრებაში. ამოუცნობისკენ სავალი გზები. ბედნიერების, მეგობრობის, ნდობის, ზოგჯერ ტკივილის, მაგრამ მაინც ძიების და განახლების ადგილი. ჩემთვის? ჩემთვის დამცირების, იმედგაცრუების, ტკივილის, ცრემლების, შიშის, ტერორის, უსუსურობის, არასრულფასოვნების ჭაობი და უცეცხლო ჯოჯოხეთი იყო. ხოდა ვის გაუგია ჯოჯოხეთი უცეცხლოდ?!
ღიმილით ვისროლე ანთებული ასანთის ღერი გულის ფორმად დასხმული საწვავისკენ და შენობა დავტოვე. დიდხანს იწვოდა სამოთხის მინდორი, რომელმაც მე სამოთხის ნაცვლად ჯოჯოხეთამდე მიმიყვანა.

გამალებით ვხატავდი. მთელ ემოციას, ვნებას და სურვილს მის ჩემით გაოცებულ თვალებში ვაქსოვდი. თუმცა რატომღაც გაოცების ნაცვლად შიშით მიყურებდნენ. ვშლიდი და თავიდან ვიწყებდი და ყოველ ჯერზე შიში და ტკივილი მიყურებდა ნახატიდან. გაცოფებულმა და დაღლილმა მაგიდას ხელი გადავუსვი და ყველაფერი სახელოსნოს იატაკზე გადმოვყარე. ღმუილით ჩავიკეცე ნახატის ფეხებთან. ვგრძნობდი დამტოვა თავშეკავებამ. დამტოვა უინტერესო და ცარიელმა თავისუფლებამ. და ის სტაბილურობა, რასაც ელიზასთან ვიღებდი ამ პატარა გოგომ თვალიდახამხამებაში გამინადგურა. უცნაური იყო, რომ ვნების და სურვილის გადა სიბრაზეს, სიძულვილს და ტკივილს ვგრძნობდი, სწორედ იმ მივიწყებული ემოციის სიმბიოზს, რასაც მაშინ სკოლის სპორტდარბაზის კარებთან.
თითქოს მსურდა შური აქ და მასზე მეძია. ნახატს ავხედე და ახლაღა გავაცნობიერე, რომ თუთას თვალების ნაცვლად მის თვალებს ვხატავდი. სახე ზიზღით დამეღრიჯა. ტილოს ხელი დავავლე და ნახატს გადავაფარე.
_შეუძლებელია! არ მოგცემ უფლებას კვლავ იქ დამაბრუნო!_ მუქარანარევი ხმით ჩავილაპარაკე და გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ახლა მაინც მე ვყოფილიყავი გამარჯვებული. ახლა მაინც მიმეღო ის, რაც მე მეკუთვნოდა. რა ჩემი ბრალი იყო, თუ წლების წინ ჩანაცრული ხანძარი ისე აბრიალდა ჩემში, თითქოს ვიღაცამ საწვავი გადამასხა და ასანთსაც სინანულის გარეშე გაუკიდა.

_ მოხვედი?_ გაუკვირდა ელიზას, როცა სახლის კარი გავაღე. _ დღეს აღარ გელოდი!
სიხარულის დამალვა არც უფიქრია. წელზე მომეხვია.
_ მომენატრე!_ მითხრა ჩურჩულით. მის სხეულს დავხედე. იქნებ ცოტა ხნით მაინც მოეგვარა ჩემთვის შვება? მის ტუჩებს გახელებული დავწვდი. იქვე ჰოლის კედელთან მდგარ მომცრო კარადაზე ავაკარი მისი აკანკალებული სხეული და იქვე დავეუფლე, სწორედ მაშინ, როცა ტკივილისგან და სიამოვნებისგან დაიკვნესა, აბაზანიდან თუთა გამოვიდა. დაორთქლილ კანზე თეთრი პირსახოცი მოეხვია, თმაც პირსახოცში გახვეული ჩალმასავით ჰქონდა აკეცილი. კანზე ცხელი ოხშივარი ასდიოდა. გრძელი ფეხები უბზინავდა.
ჯერ გაოცებით გამოგვხედა, მერე შეკრთა, პირზე ხელი აიფარა და გაოგნებულმა პირდაპირ თვალებში შემომხდა. ელიზამ ვერც კი დაინახა, თვალდახუჭული ნეტარებდა. უკან გადახრილს ჩახეული კაბიდან შიშველი მკერდი მოუჩანდა. ის რამდენიმე უკანასკნელი წამი, მისი სიმორცხვისგან დახორკლილი კანის დანახვა სრულებით საკმარისი იყო კულმინაციამდეც და დასასრულამდეც, წამით დავხუჭე თვალები და როცა გავახილე თუთა აღარ იყო. ელიზას შევხდე და კმაყოფილება ეფინა თვალდახუჭულ სახეზე. მოვშორდი. ქამარი შევიკარი და სახლი ისევე უსიტყვოდ დავტოვე, როგორც მივედი. გასვლისას ისევ ელიზას გავხედე. ისევ ისე ფეხებგაშლილი იჯდა კარადაზე და მძიმედ სუნთქავდა.
გამეღიმა. დღეს ვერცერთი ჩვენგანი მშვიდად დაძინებას ვერ მოახეხებდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent