შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სად მიფრინავენ წეროები?!


15-08-2019, 11:55
ავტორი sabah alkhyr
ნანახია 3 381

- წეროები...
- მიფრინავენ...
- სად?...
- შორს...
- რამდენი?...
- 10...
რა არის ბავშვობა?
ბევრისთვის ბავშვობა ცხოვრების საუკეთესო ნაწილია. მიუხედავად მათი მშობლების აზრისა, რომ მათი მომავალი არც ისეთი რბილი და ფაფუკი იქნება, ისინი მაინც თავისუფლად გრძნობენ თავს. აბა წარმოიდგინეთ, რა სჯობია გარეთ სირბილს, ბურთით თამაშს, დაჭერობანას, დახუჭობანას, ნუთუ ახლა არ გაგიჩნდათ სურვილი ,, ეჰ ნეტავ ისევ ბავშვობაში დამაბრუნა, ცოტა ხნით მაინც“?
ბავშვობა ჩვენი ცხოვრების დასაწყისია. დაბადებიდან გაზრდამდე, იქამდე სანამ ჩვენზე არიტყვიან გაიზარდაო. ზოგი ვიზრდებით, მაგრამ ხასიათი ისევ ბავშვური გვირჩება, ეს ცუდია თუ კაი? ვფიქრობ ნეიტრალურად. არც ბევრი ბავშვურობაა კარგი ჩვენს ასაკში და არც ბევრი არაბავშვურობა.ზომიერებაა საჭირო.
ჩემი ბავშვობა თითქმის არ მახსოვს, მაგრამ არის მომენტები, რომელიც არასოდეს ამომეშლება მეხსიერებიდან. წეროების თამაში ძალიან მიყვარდა, ვისაცგამოვიჭერდი თავისუფლად ყველას ყელის გამოწევით ვეხვეწებოდი მეთამაშეთ თქო. არ ვიცი ეს თამაში რატომ მიყვარდა, მაგრამ გონებაში სულ ვკითხულობდი ,, სად მიფრინავენ წეროები“. პასუხი არასოდეს მქონდა და ვერც ვინმესთვის კითხვას ვბედავდი, მეგონა, რომ ჩემსკენ სიცილის და დაცინვების კორანტელი წამოვიდოდა და ჩამითრევდა.
ბავშვობაში ერთი ბიჭი მომწონდა, მერე მიყვარდა, მერე მძულდა, მერე მეზიზღებოდა, მერე ისევ მომწონდა, მერე ისევ მიყვარდა, მერე ისევ მძულდა და ასე შემდეგ დაუსრულებლად, გააჩნდა როგორ მომექცეოდა დროის ამა თუ იმ მონაკვეტში. დაჩი ერქვა. ზუსტად აღარმახსოვს მგონი ჩემზე ერთი წლით დიდი იყო, მაშინ მე ხუთი წლის ვიქნებოდი ალბათ( დედამ ასე მითხრა). მახსოვს იმ ბიჭს წარბები არ ჰქონდა, დედა მეუბნებოდა ცეცხლთან თამაშობდა და შეეტრუსაო და შენც თუ არ შეეშვები ასანთით თამაშს შენც ეგრე მოგივაო. კაი წარბები გასაგებია, მაგრამ თმა, რომ არასოდეს ამოსდიოდა? ეს მიკვირდა...
წეროები ჩვენი დიდი გასართობი იყო, რადგან დაჭერობანა და ბურთით თამაში მალე ღლიდა და მერე დიდი ხანი იჯდა ხოლმე, ამიტომ მუდამ წეროებს ვთამაშობდით.
- წეროები..
- მიფრინავენ...
- საად?..
- შორს...
- რამდენი?..
- 10...
- 1... 2... 3... 4... 5... 6... 7... 8... 9... 10... დაგიჭირეე,- მითხრა სახეგაბადრულმა და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია.
- ხოო მოიგე, ისევ, სულ არ გაინტერესებს რომ გოგო ვარ,- ამოვთქვი ნაწყენმა და ხელი წავართვი.
- არ გეწყინოს რაა, შემდეგზე შენ მოგაგებინებ, გინდა ისევ ვითამაშოთ?-ხელები წინ გამოიშვირა.
- არა, აღარ მინდა... ისე არასდროს გიფიქრიან წეროები სად მიფრინავენ?
- შორს...
- სად შორს?
- იქ სადაც მათი ადგილია,- ხელები ჩამოუშვა, შევატყე, რომ რაღაცამ შეაწუხა,- იქ სადაც ცხოვრებას განაგრძობენ ოჯახთან ერთად.
- ანუ სახლში?
- მგონი კიი.
- ე.ი ჩვენც შეგვიძლია გაფრენა?-ამაზე არაფერი უპასუხია. გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა. ერთმანეთს მალე დავშორდით, იმის პირობით, რომ მომდევნო დღეს ისევ ვნახავდით ერთმანეთს, მაგრამ არც მეორე და არც შემდეგ დღეებში აღარ მინახავს. მერე დედაჩემის ქვითინიანი სიტყვები გავიგე, მამას რომ ეუბნებოდა ,, საწყალი ბავშვი, ის ისეთიპატარა იყო, როგორ უნდა წასულიყო ჩვენგან... ჩვენ შვილს რა ვუთხრათ? ერთმანეთთან მეგობრობდნენ, ეს ბოლო დღეებია მუდამ დაჩის სახელს გაიძახის და ფანჯარაში იყურება, რომ როგორმე თვალი მოკრას და დაუძახოს... ღმერთო შენ დაეხმარე საბრალო დედამისს ამ ტკივილის გადატანაში“.
ბავშვს ამ სიტყვებიდან რა დასკვნა უნდა გამომეტანა, მაგრამ ცრემლები ვეღარ შევაკავე თვალებში და მთელი ხმით ავღრიალდი. მშობლები შეშინებულები გამოცვივდნენ ოთახიდან, ჩემს დამშვიდებას ცდილობდნენ, მეფერებოდნენ, მკოცნიდნენ, მაგრამ მე მხოლოდ ერთს გავიძახოდი ,, დაჩი მოკვდა“, ,, დაჩი მოკვდა“.
იმ დღეებში ჩვენს სადარბაზოში აუარებელი რაოდენობის ყვავილები მოიტანეს, ხალხი შავებში გამოწყობილიყო და მწარე ცრემლით ტიროდა, ცრემლებში დაჩის სახელს აქსოვდა. დედამ არაფრის დიდებით არ გამიშვა სახლიდან, ყველაფერ ამას აივნის პატარა ჭრილიდან ვხედავდი. ამ ჭრილიდანვე დავინახე საწოლში მწოლიარე დაჩი სადარბაზოდან როგორ გაიყვანეს და კორპუსის კუთხეში გაუჩინარდნენ. დედამისს გული რამდენჯერმე წაუვიდა, მერე მოასულიერებდნენ და ისევ მისდიოდა. დაჩის დეიდა მთელი ხმით ყვიროდა, ახლაც არ ამომდის ყურებიდან მისი სასოწარკვეთილი ყვირილი და შეშლილი სახე, ხელებს რომ მაღლა სწევდა და თითქოს ზეცას შველას სთხოვდა. მერე ჩემი მშობლები დავინახე, მამას დედა მხარზე მიეხუტებინა და ორივენი ტიროდნენ, ორივეს შავები ეცვათ. ჩემი საყვარელი მეგობარი სადღაც წავიდა, სადღაც გაფრინდა და გაქრა, იმ წეროსავით გაფრინდა, არავინ რომ არ იცოდა სად მიფრნავდნენ. ჩემი წეროებიც სადღაც გაფრინდნენ და ჩემი ბავშვობა გაიტაცეს...
- წეროები...
- მიფრინავენ...
- სად?..
- შორს...
- რამდენი?..
- 10...
და მაინც სად მიფრინავენ წეროები?!.. - შორს...



---------------------------

8/15/2019



№1  offline წევრი Sadie_fantasy

ამეტირა , ძალიან კარგი იყო. კარგად წერ. ❤️

 


№2  offline მოდერი sabah alkhyr

Likuna _ Lika
ამეტირა , ძალიან კარგი იყო. კარგად წერ. ❤️

მადლობა დიდი ❤️

 


№3  offline წევრი ლეა

სუნთქვა შემეკვრა...არასოდეს არ მიფიქრია თუ სად მიფრინავდნენ წეროები და ახლა ისე ცუდად ვგრძნობ თავს:-(ძალიან სენტიმენტალური და ბევრისმთქმელი ჩანახატია. ყოჩაღ ავტორო heart_eyes

 


№4  offline მოდერი sabah alkhyr

ლეა
სუნთქვა შემეკვრა...არასოდეს არ მიფიქრია თუ სად მიფრინავდნენ წეროები და ახლა ისე ცუდად ვგრძნობ თავს:-(ძალიან სენტიმენტალური და ბევრისმთქმელი ჩანახატია. ყოჩაღ ავტორო heart_eyes

მადლობა ძალიან დიდი❤️❤️დიდი ხანია მაწუხებს ეს კითხვა და მაინც ვერ ვიგებ პასუხს ,, სად მიფრინავენ ბავშვობის წეროები" ნეტავ? ❤️❤️

 


№5 სტუმარი მარი. ელ❤

კარგი რაა მე კიდე ეს მინდოდა?! 15-16 წლიდან დავიწყე ოცნება ისევ ბავშვი ვყოფილიყავი როგორც ყველა ბავშვი მეც მინდოდა მალე გავზრდილიყავი მე კი ეს კითხვა მაქვს რატომ ვდიდობთ ბავშვები? რატომ გვინდა ზრდასრულ ასაკს მალე მივაღწიოთ?? ბევრი კითხვაა პასუხ გაუცემელი ეს თამაში კი გამორჩეულად მიყვარს მეც❤❤❤ დაჩის ამბავმა საოცრად დამამძიმა მის დუმილში და წუხილში ავისმომასწავებელი შედეგი იმალებოდა...... წეროები მიდიან იქ სადაც მათი ადგილია❤

 


№6  offline მოდერი sabah alkhyr

მარი. ელ❤
კარგი რაა მე კიდე ეს მინდოდა?! 15-16 წლიდან დავიწყე ოცნება ისევ ბავშვი ვყოფილიყავი როგორც ყველა ბავშვი მეც მინდოდა მალე გავზრდილიყავი მე კი ეს კითხვა მაქვს რატომ ვდიდობთ ბავშვები? რატომ გვინდა ზრდასრულ ასაკს მალე მივაღწიოთ?? ბევრი კითხვაა პასუხ გაუცემელი ეს თამაში კი გამორჩეულად მიყვარს მეც❤❤❤ დაჩის ამბავმა საოცრად დამამძიმა მის დუმილში და წუხილში ავისმომასწავებელი შედეგი იმალებოდა...... წეროები მიდიან იქ სადაც მათი ადგილია❤

ალბათ იმიტომ, რომ გგვგონია დიდობაში იმ ყველაფერს შევძებთ რაც ბავშვობაში არ შეგვიძლია, შორს წასვლაზე ვოცნებობთ, გაფრენაზე. ჩვენ ხომ არ ვიცით დიდობას რა დაბრკოლებები და ტკივილები მოსდევს თან❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent