შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"სიყვარული თვით რაფლეზია"


12-03-2024, 22:19
ავტორი Foxy meryem
ნანახია 654

/ბავშვობის მოწყვეტა...მძიმე გრძნობა/
,,უკვე, მეორე ბავშვობის ვარსკვლავმა გადაინაცვლა რეალურ ცაზე, დაუჯერებელია, თუმცა ნუთუ ყველამ იქედან გადაწყვიტა მისი თანადგომა. მას უმძიმს, რადგან ეუფლება გრძნობა, თითქოს ბავშვობა ქრება, ჰიპნოზს ჰგავს, რომელიც ბავშობას გავიწყებს, თითქოს არც გქონია, თითქოს პირდაპირ დიდი დაიბადე,
აღარ გყავს ის/ისინი, ვინც გაბრუნებს შენი ბავშვობის სამყაროში...“
,,ეგრეა, ცხოვრებას ორი მხარე აქვს, როგორდ მედალს, უბედურებისა და ბედნიერების, მას კი უბედურების მხარე ამოუვიდა-ისევ“

დრო გადიოდა, რაფლეზია იშვითად დადიოდა, უკვე ძიძას გარდაცვალების შემდეგ წელიწადი გავიდა, ისევ ჩემი ტკივილით ვცხოვრობდი, ჩემი ქალბატონის გარეშე, მაგრამ როგორც ჩემმა ბავშვობის ვარკსვლავმა მასწავლა, ვიღიმი და ცხოვრების გაზს მივყვები... ამ წელიწადნახევარში საინტერესო არაფერი მომხდარა, რაფლეზიაც ისევ რაფლეზიურ ხასიათზე იყო...
28 ნოემბერი იყო, დილის საათებში ცენტრში ვიყავი, პაციენტების საბუთებს ვახარისხებდი, კაბინეტის კარი მამაჩემმა, რომ შემოაღო, მამაჩემი ჩემთან სამსახურში, გამიკვირდა, რადგან სამსახურში არასოდეს მოსულა...
-მაა, აქ რა გინდა?
-როგორ ხარ?
-კარგად, შენ?
-არამიშავს...
-რამე მოხდაა?
-ისეთი რაღაც, რასაც ვერავინ წარმოვიდგენდით, სანამ შენთან მოვიდოდი, ბევრჯერ გადავამოწმე, ძალიან ბევრჯერ სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა ეს ყველაფერი, ჰოდა, სიმართლეს შეესაბამება, შეესაბამება კი არა- სიმართლეა, მააა, სამწუხარო ამბავი მაქვს შენთვის...
-გისმენ, მაა...
-ამი...
სახე წამეშალა, მისი სახელი ორი წელია არ გამიგია, ჩემი ბავშვობის მეგობარი, ჩემს თავს რა ხდება, ნუთუ, ჩემი ბავშვობის ყველა მოგონება, სადღაც ქრებოდა.... -იმ სამყაროში გადაინაცვალა მან...
სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს...
-რა, როგორ, რანაირად?
-ავარიამ იმსხვერპლა...
ეს რაღაც არარეალური იყო, მეორე ადამიანია, რომელიც ბავშვობის მოგონებების სკივრი იყო, ისიც უნდა მივაბარო მიწას, არა, ეს უკვე ზედმეტი იყო, რაღაც საშინელება... მისი ღიმილი სამყაროს აღარ გააბედნიერებს? მისი ნაკვალევი აღარ იქნება ამ სამყაროში? ხომ, მე ახლაც ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, ჩემი ბავშვობის მეგობარს, რომელსაც ძმას ვეძახდი, ჩემს თვალ წინ დააყრიდნენ მიწას და მე არაფერს, თუმცა ვერაფერს გავაკეთებდი... ორი წელი სადღაც გადაკარგული იყო, არ ვკონტაქტობდით,უბრალოდ გაქრა და მეც აღარ მიცდია დაკავშირება, ასეთი იყო, რაც საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა, იკარგებოდა და მერე ისევ გამოჩნდებოდა, მოვიდოდა ხოლმე ჩემს სახლის
ჭიშკართან და მეძახდა, ასეთი იყო, დაკარგვები ახასიათებდა, მეც მის რიტმს შეჩვეული ვიყავი, ამიტომაც არ მომიძებნია, მაგრამ ახლა ვნანობ, იქნებ ჩავხუტებოდი, მეთქვა რომ მჭირდებოდა, მეთქვა, რომ მიყვარდა....
მამამ სახლში წამიყვანა, ჩემს დას დავურეკე და ჩემთან ვთხოვე მოსვლა... -შემოდი...
-გაიგე, არა?
-კი, მამამ მითხრა, ცენტრში რომ გამომეცხადა, გამიკვირდა მამა ჩემთან არასოდეს მოდიოდა...
-მოდი, ჩაგეხუტო, შენ მუდამ განსხვავებულად გიყვარდა, ამი...
-მე, ის მუდამ მეყვარება, მაგრამ ჩემი ბავშვობის სკივრიდან უკვე მეორე ადამიანი გამომეცალა, ისე რომ აზრზე ვერ მოვდივარ...
-ვიცი, ესეც შენთვის ტკივილით აღსავსე იქნება, ჯერ ძიძა, ახლა ამი... -დაკრძალვაზე, უნდა წავიდე, ვიცი, დედაც წამოვა, მაგრამ მეშინია, იქნებ ისევ მიმტყუნოს ემოციებმა, მეც ადამიანი ვარ, ხომ იცი ემოციების კონტროლზე რამდენს ვმუშაობდი, სანამ ფსიქოლოგიას უამრავ პრაქტიკებს გავდიოდი ემოციების კონტროლსაც ვსწავლობდი, ყველაზე რთული იყო, მაგრამ შევძელი, ახლა კი- მეშინია, რომ ემოციებს იქ ვერ გავაკონტროლებ...
-დედა აუცილებლად წამოვა, ყველაფერი კარგად იქნება...
-არ მჯერა, რომ ბოლოჯერ დავინახავ მას, ის ხომ ყველაფერი იყო, მისი ხმა, მისი ღიმილი, მისი ლაპარაკი, საოცარი ადამიანი იყო, როგორ უნდა გავუმკლავდე ამ ყველაფერს, როგორ გავაცნობიერო, რომ გარკვეული დროის შემდეგ აღარ მოვა და ისევ პოზიტივს არ შემოიტანს მისი ენერგიულობით...
სახლში ვიჯექი, უძრავად ერთ წერტილზე გაშტერებული ვიყურებოდი, მერე ჩემს საამოს დავხედე, შავი ერთიანი კაბა, ის დღეც ხომ შავი იყო, რადგან ჩემს ბავშვობის იმ დიდ ნაწილს მიწას დააყრიდნენ, რასაც ყველაზე მეტად განვიცდიდი... მალე, კარზე ზარი გაისმა, გავაღე...
-დეე, მოდი...
-არა, წამო, გავიდეთ უკვე...
მალე მივედით, ამის სახლში, კუთხეში ვიდექი გაუნძრევლად და ვერ ვხვდებოდი სამოსახლოში ვინ ესვენა, არა, ის ჩემი ძმა არ იყო, არა, ის ჩემი ბავშვობის მეგობარი არ იყო, არა, ის ვიღაც სხვა იყო, ნუთუ, შეიძლება ადამიანი ორ წელიწადში ასე შეიცვლოს, საოცრად შეცვლილი იყო, მისი თმები სად იყო, ნუთუ ბოლო პერიოდში თმა ნულზე დაიყვანა, ვერც შევეხე, არ მჯეროდა ის, რომ ამი იყო... სასაფლაოზე გავედით, ვიდექი მარტო ჩემთვის და ვხედავდი მიწას როგორ აყრიდნენ, ვერაფერს ვაკეთებდი, ერთ წერტილში ვიხედებოდი, ამის სახე და საერთოდ ამი- ისე იყო შეცვილი ვერ ვიჯერებდი... ვერ ვტიროდი, ცრემლები არ მოდიოდა, მაგრამ გული საშინლად დამძიმებული მქონდა, მეგონა, რომ გამისკდებოდა, ამი, ბიჭი, რომელიც ყველაზე მეტად მიგებდა ბავშვობაში, აღარ იყო, ახლა კი- ჩემ წინ მიწას აყრიდნენ, მე კი არაფერი შემეძლო ან რას შევძლებდი, ეს სამყარო კანონზომიერებითაა და ამის შეცვლა არავის შეუძლია, არავის ძალუძს, ცივ მიწაში, სრულიად მარტო, ყველაფერი იქ დამთავრდა- ამის საფლავზე... არ ვიცი, რა ვთქვა, ისეთი სასწაული და საოცარი ბავშვობა გვქონდა, ახლა კი- ყველაფერი სადღაც ქრებოდა კადრებად მახსენდებოდა ბავშვობა... მთელი სამი კვირა გონს ვერ მოვედი სახლიდან, ვერ გავდიოდი, ალბომები გამოვიღე და დათვალიერება დავიწყე, ისევ ვერ ვიჯერებდი ამი, რომ აღარ იყო... ამ სამი კვირის მანძილზე- ყველას ვთხოვე, რომ მარტო დავეტოვებინე,
გონს უნდა მოვსულიყავი, მალე უნდა გამეაზრებინა რეალობა, მალე უნდა შევჩვეოდი იმას, რომ ამი აღარ იყო, მაგრამ როგორ, როცა ჯერ ამდენი ხნის მანძილზე ძიძას წასვლა ვერ გავიაზრე...
/მოულოდნელი განტვირთვა/
გავედი სამსახურში, ისევ პრაქტიკებით, პაციენტებით, ტრენინგებით დავტვირთე საკუთარი თავი.... ადამიანები როგორ ვეჩვევით ყველაფერს, ასეთია ადამიანის ბუნება, დროის გასვლასთან ერთად ვეჩვევით ყველაფერს...
უკვე სამ თვეზე მეტი გავიდა, მე მაინც ვერ შევეჩვიე რეალობას ჯერ... ცენტრში ვიყავი და რაფლეზიით შეპყრობილს ველოდი, იმედი მქონდა, რომ რაღაც ახალს მეტყოდა, მეტყოდა რომ რაღაც მაინც აღმოაჩინა...
-როგორ ხარ, ჟღალო?
-ფსიქოლოგო, დავიწყე მისი მოძებნა, მაგრამ არაფერია...
-ნუთუ, თბილისში ამ ხნის მანძილზე ვერ მოძებნე...
-ყველა ჩვენი ძველი მეგობარი ვნახე ვისთანაც ადრე ვქონდა კონტაქტი, მაგრამ ყველასთან გაწყვეტილი აქ კონტაქტი, უკვე წლებია...
-ვინ არის პროფესიით იცი?
-მასზე არაფერი ვიცი, არაა...
-სახელი და გვარი, ხომ იცი, გაქვს წლების წინანდელი ფოტო, დაიქირავე ვინმე კერძო დეტექტივი და მოძებნის, მგონი, ამ საუკუნეში არ ცხოვრობ და მხოლოდ ორგაზმის პოზებზე ფლობ ინფორმაციას, გაახილე ეგ თვალები...
არაფერი უთქვამს, გავარდა კაბინეტიდან... რაფლეზიის იმ ფაზაში იყო, როცა ბრაზის გაკონტროლება უჭირდა, როცა სუნი ახრჩობდა, სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა... გვიან წავედი სახლში ძალიან დაღლილი ვიყავი, შხაპი მივიღე საღამური ჩავიცვი და როცა საწოლში ვწვებოდი, მობილური აწკრიალდა...
-მშვენიერო, ხვალინდელი საქმები გააუქმე, ხევსურეთში ვიქენდზე მიმყავხარ... -რომ შეგედავო აზრი არ აქვს, ხო?...
-არა, არავითარი...
დავთანხმდი, ჩემს ასისტენტს მივწერე ყველა ვიზიტი გაეუქმებინა... დილის 6 საათზე დამადგა თავზე, მზად ვიყავი, რა თქმა უნდა...მანქანაში ჩავჯექი...
-აბა, ვინები ვიქნებით, ჩემი ტკბილები სად არიან?
-მშვენიერო, ჩემი ძმაკაცები იქნებიან, ხოლო შენი ტკბილები ბებოსთან ერთად გურიაში... -მამამ გაიხსენა, ალბათ, გურული რომ არის...
-ხომ, გუშინ დამირეკა და ბავშვებიც საღამოს წავიდნენ ბებოსთან და ბაბუსთან... -ანუ გიჟური ვიქენდი გველის...
ზაფხული იყო და აბა რას ველოდი მეც, აუზი გაივსებოდა, სპეციალურად ქვემოთ სახლის ქვემოთ, ანუ მიწის ქვეშ აუზი ჰქონდა ჩემს სიძეს გაკეთებული... ბევრი ალკოჰოლი და გართობა, დილამდე მუდამ ასე გვქონდა, გასაოცრად გიჟური ვიქენდები... ვფიქრობდი და ვერაფრით ვხვდებოდი, აქამდე როგორ მივედი, როდის დავიწყე
ალკოჰოლის მიღება, მე ხომ კლუბშიც „ფორთოხლის წვენით“ ვიყავი... როდის მივეცი „მას“ უფლება მოახლოების, საკუთარ თავს ვერ ვცნობდი... იცით რა ყველაფერი ვიცი მეთქი ვერ გეტყვით, მაგრამ ფსიქოლოგიამ ბევრი მასწავლა, რაც მთავარი იყო საკუთარი თავი აღმოვაჩინე... ფსიქოლოგი უკვე წლებია ვარ, ალბათ, თავისუფალად მას შემდეგ ვცხოვრობ, რაც ფსიქოლოგიას დავეწაფე...
ვეხმარები ადამიანებს და ეს მაბედნიერებს, მაგრამ საკუთარი თავისთვის დრო ზოგჯერ არც მრჩება... ხევსურეთი კი- ჩემი საოცარი ადგილია, სადაც თავისუფლად ვგრძნობ თავს...

/ქაოსი საკუთარ თავში/

საღამო იყო, მარტო ვიჯექი აუზთან, ფეხები წყალში მქონდა, ზურგთან რომ სასიამოვნო შეხება ვიგრძენი, ყურსასმენები მოვიხსენი და უკან მივიხედე...
-ისევ გაიქცევი?
-თუ ვისკს მომიტან, არა...
გავუღიმე და ცარიელი ჭიქა მივაწოდე...
-აი, აიღე...
გამოვართვი, დავლიე და ზედა კბილებით გამომწვევად ვუკბინე ქვედა ტუჩს... ახლოს მოიწია შიშველ ფეხებზე, ისევ სასიამოვნოდ დამისვა მისი გრძელი თითები, ეკლებმა დამაყარა...
-რას აკეთებ?
-იქნებ, ისევ გინდივარ...
„გინდივარ“ ცხოვრებაში ასე მამაკაცი არასოდეს მიზიდავდა, კი ძალიან მინდია, მასთან მინდოდა... მეც არ დავაყოვნე და ვაკოცე, ხელი წელზე მომხვია და ორივე წყალში აღმოვჩნდით, რაღაც უნდა მეთქვა და ტუჩებზე საჩვენებელი თითი ფრთხილად დამადო... მოთხოვნით ვკოცნიდით, მარჯვენა ხელით საჯდომზე მიჭერდა, მარცხენა ხელს კი ჩემს კისერზე დაასრიალებდა... კისერზე რომ მკოცნიდა, საოცრად მომინდა ახლოს მივსულიყავი, ასეც მოვიქეცი ოდნავ მივუახლოვდი, მისი ერექცია ვიგრძენი, პირველი ბიძგი თვითონ განახორციელა და პირველი ბიძგის შემდეგ, მეორე, მესამე და ასე გაგრძელდა.
-დროა ამოვიდეთ აუზიდან...
-მოიცა...
ხელი მომკიდა მისკენ შემატრიალა და ისევ მაკოცა...
ღამე იყო, გარეთ ვიჯექი და წლების წინანდელზე ვფიქრობდი, რამ გამახსენა, რატო ამომიტივტივდა, ნადვილად არ ვიცი, ფაქტი იყო, რომ ვფიქრობდი, ახლა სრულიად მოულოდნელად გამახსენდა, არადა წლებია წარსულს ჩავაბარე ეს მოგონება, ის კადრი დამიდგა წინ მე და „ის“ რომ ერთ საწოლში, ჩაფუთნულებს,ჩახუტებულებს გვეძინა, თბილად გვეცვა, ღამე რომ არ შეგვციებოდა, ექსკურსიით გუდაურში ვიყავით... უცებ გონს მოვედი...
-აქ ხარ?
-კი...
-ლუდი მოგიტანე...
გამოვართვი და ლუდის დალევა დავიწყე...
-იცი, ცხოვრებაში ასე არასოდეს მიზიდავდა ქალი, ისე, როგორც შენ, მაგიჟებ თითქოს ჩემს სულში შემოძვრომას ცდილობდე, რატომ არ მაძლევ უფლებას იმის, რაც შენც ასე ძალიან გინდა?
-ორგაზმი არ არის ჩემი მამოძრავებელი ძალა...
-ხომ, მაგრამ...
-არავითარი მაგრამ არაფერი მინდა შენგან...
ავდექი, ტაქსი გამოვიძახე და თბილისის გზას დავადექი, არა, ეს არ უნდა გამეკეთებია, საკუთარი თავისთვის ნება არ უნდა მიმეცა, მისი სათამაშო გავმხდარიყავი...

/მოზღვავებული ჟინი, საბოლოოდ საშინელი გრძნობით, თან ნაცნობი და თან უცხო.../
ორშაბათიდან ისევ შევუდექი მუშაობას, ვცდილობდი ყურადღება გადამეტანა... დგება მომენტი, როცა აცნობიერებთ, რომ ვეღარ უძლებთ იმ მოზღვავებულ ჟინს, რომელიც აქამდე თითქოს არ არსებობდა, არ ვიცი როდის მივედი იქამდე, როცა ჩემი მოზღვავებული ჰორმონების მართვა გადამავიწყდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ სექსი ისე მინდოდა, როგორც ადამიანს ჰაერი და თევზს წყალი... ს არასოდეს მივმართავდი, არადა ბევრი პაციენტი მყოლია მასტურბაციით შეპყრობილი, ისინი მისით იკმაყოფილებდნენ თავს და ამით დიდ სიამოვნებასაც პოულობდნენ... არ ვიცი, რატომ, მაგრამ მასტურბაციის არცერთი მეთოდის გამოყენება არასოდეს მიცდია, ახლაც არ ვაპირებ, ამიტომაც ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, ჩემი სიამოვნებისთვის ის გამეკეთებია, რასაც ამ მომენტში მე თავს კომფორტულად მაგრძნობინებდა.... ოდესმე გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა, როცა ქალიშვილობას დაკარგავდით, ჩემთვის ეს უკვე დაგვიანებულია, მაგრამ დიახ, ამ მომენტში ზუსტად იმას ვფიქრობ, როგორ ვიქნები სექსის შემდეგ ან მივიღებ თუ არა სიამოვნებას...
დილით ადრე გავიღვიძე, სააბაზანოში შევედი, წყალი გადავივლე და მოწესრიგებას შევუდექი, დღეს ბევრი პაციენტები არ მყავდა უფროსწორად ერთის მეტი და ამიტომაც არ ვჩქარობდი ცენტრში მისვლას, სახლიდან გამოსულმა იქვე ღია კაფეში ყავა და ჩემი საყვარელი შოკოლადის ტორტი შევუკვეთე, მანამდე ნიუსების კითხვაში გავერთე, აი როგორც იქნა ჩემი შეკვეთაც მოვიდა, გემრიელად შევექცეოდი, როდესაც ჩემმა ტელეფონმა დარეკა, დავხედე ეკრანს, ის ამოვიკითხე, რაც აქამდე ყველაზე მეტად მინდოდა, დიახ, ამას ველოდი იმ დღის შემდეგ, რაც დავფიქრდი, რომ ძალიან მინდოდა ჩემი ჟინის დაკმაყოფილება(სექსი)...
-გისმენ
-სად ხარ?
-ჩემს სახლთან კაფეში...
-მანდ რომ მოვიდე ?...
-კარგი მოდი...
უცებ დავთანხმდი, ვიცოდი გაუკვირდებოდა, ზუსტად ვიცოდი, მაგრამ ეგრევე გავუთიშე
ტელეფონი და ისიც 15 წუთში გაჩნდა ადგილზე...
-რას შვები?
-რავი, ყავა დავლიე და ვაპირებდი ცენტრში წასვლას...
-შეიძლება ვისაუბროთ?
-კი, როგორ არა, გისმენ?
-აქ?
-კარგი, წამო ჩემთან სახლში...
მივედით სახლში, კარი დავკეტე თუ არა ჩემს წინ აისვეტა... ხელი სახეზე მომკიდა და თავისი მწვანე, ჭაობის ფერის თვალებით მიცქერდა სახეზე, ვერაფრით მივხვდი ასე გამიზნულად რატომ მიყურებდა...
-რამე მოხდა?
-კი...
-რა?
-მომენატრე...
ისე მიყურებდა, თითქოს აქამდე ნანახი არ ვყავდი, სახის ყოველ ნაკვეთს აკვირდებოდა და ხელს ჩემს სახეზე ასრიალებდა, ცეცხლი მედებოდა მთელ სხეულში... ჯერ საჩვენებელი თითი ტუჩებზე გადამისვა, მერე ახლოს მოწია სახე და მისი ენით დამისველა ტუჩები, თვალები დავხუჭე, ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე და თვალები გავახილე... არ ჩერდებოდა, ისევ ჩემს ჭკუიდან გადაყვანას ცდილობდა... მაისური გადამიწია და ლავიწზე მაკოცა, სველი კოცნა დამიტოვა, კოცნით კისრამდე ამოვიდა, მერე ყურის ბიბილოსთან ბაგები გახსნა და ენის მოძრაობით შეეცადა ყურის ბიბილოს მოფერებდა... ტუჩებში მაკოცა მომთხოვნად და მთელ ტანზე ეკლებმა დამაყარა, მისი სიახლოვე მთელ სხეულში სასიამოვნო შეგრძნებას მიჩენდა...
-მაგიჟებს შენი უკარება ხასიათი, არადა ზუსტად ვიცი, რომ ჩემს მკლავებში გინდა, ზუსტად ვიცი, რომ საოცარი ღამის ან თუნდაც დღის გატარება გინდა ჩემთან, მოდი ისე მომექეცი, როგორც სინამდვილეში, მიეცი შენს პროფესიონალიზმს უფლება, რომ ისე მომექცე, როგორც იუნგი მოექცა მის შიზოფრენიკ პაციენტს, შენ ხომ ფროდის თეორიები მოგწონს, იქნებ ზუსტად ისე მიმკურნალო, როგორც ფროიდი ქადაგებდა... -მე ხომ იუნგი არ ვარ და არც ფროიდი, მე უბრალოდ ფროიდიზმის თეორიები მომწონს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ...
სიტყვის დამთარება არ მაცადა, მის ტუჩებში მოიქცია ჩემი ტუჩები, მკოცნიდა გიჟივით, ვიღაცის კოცნას ძალიან მახსენებდა, მაგრამ ვისი, უცებ ზიზღის გრძნობა გამიჩნდა და ხელი ვკარი, საშინელი გრძნობა იყო, ამის ახსნაც კი მიჭირს....
-რა დაგემართა?
-შემეშვი, წადი აქედან...-ვუყვირე, ვერაფრით მიხვდა ასე უცებ რა დამემართა, ის კი არა, მეც ვერ მივხვდი, რა ვიგრძენი...

/მოულოდნელი, ახალი პაციენტი/
სახლში ვიყავი, ვცდილობდი გამეაზრებინა რა მოხდა იმ დღეს, რატომ გამოიწვია ასეთი გრძნობა ჩემში და ისეთი რაღაცები გამახსენდა, რის დავიწყებასაც ვცდილობდი, ფიქრებში გადაკარგულს კარზე კაკუნმა გამომაფხიზლა... კარი ისე გავაღე არც კი შემიმოწმებია ვინ იდგა კარს მიღმა... კარის გაღების შემდეგ ყველაფერმა აზრი დაკარგა.... -აქ რა გინდა?
-თერაპია...
-თერაპია?
-კი...
-მამა, წლებია ფსიქოლოგი ვარ და შენ ცხოვრებაში პირველად მოხვედი ჩემთან თერაპიისთვის....მშვიდობაა?
-არვიცი, მამა, უბრალოდ სულ გამოვითიშე...
-კარგი, შემოდი, დალევ რამეს?
-მხოლოდ ჩაის...
-კარგი, დაჯექი და მე ჩაის მოვიტან....
მამაჩემი, ჩემთან მოვიდა თერაპიისთვის, კაცი რომელსაც ჩემი არსებობა, როგორც ფსიქოლოგის, არასოდეს აღუნიშნავს.... რომელსაც მხოლოდ ჩემი მეორე პროფესია მოსწონდა და ფსიქოლოგიას უბრალოდ არ აფასებდა, ახლა კი- პაციენტის სკამზე უნდა დაჯდეს და თერაპიისთვის მოემზადოს....არ ვიცი, რა მოუვიდა, რა გადახარშა მისმა გონებამ, მაგრამ ახლა ჩემ წინ პაციენტის როლში მამაჩემია, ეს მისგან დასაფასებელია...
-მაა, აბა, მითხარი რამ მოგიყვანა ჩემთან? როგორც ვიცი გურიაში იყავი.... -კი, გურიაში ვიყავი... მაა, ყველაფერი ამერია თავში გესმის, ვერაფერს ვაკოტროლებ უკვე, შენ იცი,რომ ჩვენი ოჯახი იმის მიუხედავად, რომ ჩვენ, შენი მშობლები, დაშორებულები ვიყავით, ამის მიუხედავად ჩვენი სითბო არცერთ თქვენგანს მოჰკლებია, არასოდეს გვილაპარაკია თემაზე, რომელზეც მინდა გელაპარაკო, არასოდეს მიკითხავს რჩევა შენზე, რომელსაც ნახევარი საქართველო გეკითხება, მინდა იმ წარსულზე და თან ახლანდელ დროზე გელაპარაკო...
-გისმენ, რაც გინდა თქვი ამ კედლების იქეთ არ გავა ჩვენი საუბარი,ეს ხომ იცი, არა? -კი,მაა, ვიცი....
გამახსენდა პირველად როგორ მივედი ფსიქოლოგთან და როგორ დავიცალე პირველივე სეანსზე.... მაგრამ თავიდან მიჭირდა, მერე კი იმდენად ემოციურად მოვუყევი ყველაფერი, მეც კი გამიკვირდა ამხელა ემოცია საიდან მქონდა... ახლა კი მამაჩემზე უნდა მომესმინა,კაცზე, რომელიც ფსიქოლოგების ცნებას და თეორიას სისულელეს უწოდებდა... -პატარა იყავი, როცა მე და დედამ მივიღეთ გადაწყვეტილება ერთმანეთს დავშორებოდით, მაგრამ ეს შენთვის უფრო მძაფრი იყო,ვიდრე შენი დისთვის, შენ ხომ ჩვენთან ცხოვრობდი და თითქმის ყველა ჩვენი ჩხუბის თანამონაწილე იყავი, ვიცი,რომ დიდი დრო დაგჭირდა იმ სტრესიდან გამოსასვლელად, ამის მიუხედავად, მაინც ერთად ვცხოვრობდით მთელი ოჯახი, სახლიდან იმიტომ არ წავედი,რომ შენ უფრო გიფრთხილდებოდით, შენი და არ იყო ისეთი ემოციური, როგორც შენ. ახლა მინდა პირველად ვილაპარკოთ ჩემი და დედას ურთიერთობაზე...სანამ ცოლად მოვიყვანდი მყავდა უამრავი ქალი, ერთ-ერთთან
რამდენიმე წლის წინ დავამთავრე ურთიერთობა და ეს შენც იცი, იმ ქალის გამო დასრულდა დედას და ჩემი ცოლ-ქმრული ურთიერთობა.......
ვიჯექი და ვუცქერდი მამაჩემს, რომელიც ასეთი გულწრფელი პირველად ვნახე, თითქოს მის წარმოთქმულ ყველა სიტყვას ნანობდა, რომ იმდენად კარგი მამა არ იყო, როგორიც მე მინდოდა, ქმარი კი მუდამ ცუდი იყო და ეს თვითონაც იცოდა.... ვცდილობდი გამეგო ახლა რა პრობლემა იყო, ჩემთან რომ მოვიდა და ამ საკითხზე თერაპიის ჩატარება ითხოვა....
-რატომ ახლა, აქამდე რატომ არ მოხვედი?
-პრობლემა ისაა, რომ მეგონა წარსულში დავტოვე, მეგონა იმ ქალის კლანჭებიდან თავი დავაღწიე...
-ახლა რაღა უნდა?
-ადრეც გეუბნებოდი, მამა, არსებობს ქალების კატეგორია, რომლებიც ცბიერები არიან, რომლებიც გაშტერებენ და ეს სიყვარული გვგონია, სინამდვილეში კი- მისი კლანჭების მსხვერპლი ვიყავი, მის გამო დავანგრიე ოჯახი, შეიძლება ამის გამო არ დამკარგე, მაგრამ ხომ გეშინოდა ჩემი, იმის ხომ გეშინოდა,რომ შენც ისეთივე თვალებით შემოგხედავდი,როგორც დედას ვუყურებდი, გარშემო იმ ქალის მეტს არავის ვხედავდი, მაპატიე ამისთვის,რომ არ ვიყავი ისეთი მამა, როგორიც შენ გინდოდა ვყოფილიყავი.... -მაა, მე მყავდი შენ და მნიშვნელობა არ ჰქონდა როგორი იყავი, მიყვარდი და ჩემთან იყავი მაშინ, როცა მჭირდებოდა, სხვაზე არიფიქრო. ახლა რა მოხდა ის მითხარი? -გურიაში ვიყავით, უკვე ბინდდებოდა, ბუხრის წინ ვისხედით და ვტკბებოდით შვილიშვილებით, როდესაც ჩემი ტელეფონი აწკრიალდა, უცხო ნომერი იყო, ხშირად მირეკავს უცხო ნომერი ჩემი ბიზნესების გამო, ამიტომაც არ გამკვირვებია, ვუპასუხე და ყურმილის იქედან ხმა, რომელიც ასე ძალიან არ მინდოდა ყოფილიყო,ის იყო, სახე შემეცვალა, დედა ხომ იცი, როგორიც გყავს, ჩემს ყოველ მიმიკას იცნობს, მიხვდა,რომ რაღაც დამემართა, შემომხედა,ზუსტად ისე,როცა იმ ქალთან წავედი, რაღაც ძალიან, ძალიან მეტკინა გული....
-რა გითხრა იმ ქალმა, რა მინდაო?
-არაფერი, მომიკითხა. არ მესიამოვნა, რადგან მისი გამოჩენა არ მომეწონა, მეგონა ისევ შევცდებოდი, ისევ დავტოვებდი ოჯახს, შემეშინდა ტელეფონი გავთიშე სიტყვა არ მითქვამს მისთვის ისე... აი, დედაშენმა, დედამ კი კითხვების მაგივრად ისევ იმ თვალებით შემომხედა, ორი დღე წესიერად არ მელაპარაკებოდა....მერე თბილისში მომიწია წამოსვლა, ოფისში ვიჯექი, ასისტენტი შემოვიდა და მითხრა, რომ ჩემი ნახვა უნდოდათ, არავის ველოდებოდი,მაგრამ მაინც ვუთხარი შემოეშვა... კარი გაიღო და ის ქალი იყო, რომელიც ყველაზე მეტად მძულდა, იმ წამს შიშმა ამიტანა, ვკითხე რაგინდა მეთქი,მან კი მიპასუხა,რომ მოვენატრე, სიტყვის თქმა არ ვაცადე ვუთხარი რომ წასულიყო, მაგრამ გაუნძრევლად იდგა და მიყურებდა, წამის მეასედში ჩემს წინ აისვეტა, მიყურებდა თვალს არ მაშორებდა, მერე უცებ მომეხვია და ყურში ჩამჩურჩულა, რომ ისევ დამიბრუნებდა. წამიერი გაშტერების შემდეგ გონს მოვედი, მაჯაზე ხელი მოვკიდე და კაბინეტიდან გავაგდე... მეშინია, ისევ იგივე არ გამიკეთოს, შეიძლება თვლი რომ სუსტი ვარ მაგრამ, მე მის გამო ოჯახი დავთმე...
-მაა, სუსტი არ ხარ,უბრალოდ კაცების იმ კატეგორიას მიეკუთვნები,საყვარლები რომ ურჩევნიათ ცოლებს.ეს იცი რატომ? იმიტომ რომ საყვარლებს, ცოლზე მეტს უბედავენ და
მის სექსუალურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებენ... შეიძლება ამ თემაზე არ უნდა ვილაპარაკოთ, რადგან მამა-შვილი ვართ, მაგრამ ამ შემთხვევაში შენ წინ ფსიქოლოგი ზის, ისეთ თემებზე არის სალაპარაკო,რაც შენ გაწუხებს, ამიტომ ერთი მინდა გითხრა, არ მისცე მაგ ქალს უფლება ის სიმყუდროვე დაგინგრიოს,რაც ახლა გაქვს, ბაბუა ხარ უკვე და გაქვს შვილიშვილების წინაშე ვალდებულებები, რაც ჩვენ, შენს შვილებს დააკელი აუნაზღაურე მათ, არ მისცე ჰორმონებს უფლება ისევ იმ ფსკერზე აღმოგაჩინოს,სადაც წლების წინ მოხვდი, იბრძოლე იმისთვის, რომ შენმა შვილიშვილებმა იამაყონ შენით.... სექსის მონა აღარ გახდე, ეს მდგომარეობა, ოჯახის სიყვარული შეინარჩუნე....
-მრცხვენია, რომ ჩემი შიშის ამბები გაგიმხილე... იცი,იმ ქალთან ყოფნისას რაღაც საშინელ სუნს ვგრძნობდი ხოლმე,აი ისეთს ცხვირის ნესტოებში, რომ გიძვრება... მეცინებოდა, ნუთუ ყველა იმ ადამიანს, ვისაც სექსუალური ფანტაზიები იპყრობს და სექსი მათი მამოძრავებელი ძალაა, ყველა რაფლეზიის სიდრომით არის დაავადებული.... მამაჩემიც კი რაფლეზიის სიპტომებზე მესაუბრება...
-მაა,ეს რაფლეზიის სინდრომია...
-რა არის?
-ყვავილი რაფლეზია, ის ისეთი ლამაზია,ენით აღუწერელი, მაგრამ თუ დაყნოსავ, მას მომწამლავი სუნი აქვს, იმასაც კი ამბობენ, რომ შეიძლება ადგილზე მოგკლას მისმა სუნმა... -ანუ შეიძლება მისგან განკურნება?
-ისევ გრძნობ სუნს?
-წლებია არ მიგრძვნია, მაგრამ ის ქალი, რომ დავინახე,უცებ ცხვირის ნესტოები ზუსტად ისე ამეწვა და ისეთივე სუნი ვიგრძენი....
-თუ მოერევი შენს სექსუალურ ფანტაზიებს, თუ ისევ სექსის მონა არ იქნები და იმ ქალის გავლენის მსხვერპლი არ გახდები,განკურნებაც შესაძლებელია, შენივე არასასურველი სურვილების დაბლოკვით...
-დაბლოკვით?
-მაა,გახსოვს, მას რომ დავშორდი, მაშინ ვისწავლე იმ ყველაფრის დაბლოკვა, რაც შინაგანად მანადგურებდა, შენ იცი, მე რა გამოვიარე, მაგრამ დღეს ძლიერი და მოტივირებული ვარ ჩემი საქმის, ოდესმე გიკითხია როგორ მივედი აქამდე? არა, გეტყვი,მე ჩემი არასასურველი სურვილები დავბლოკე, უარვყავი, რომელიც ჩემთვის საზიანო იყო და ის სასურველი სურვილები ავისრულე,დღის სინათლე ვაჩვენე, რომელიც ჩემთვის სასურველი იყო, მე დღეს ის ქალი ვარ,ვისიც სწამთ და სჯერათ, რადგან ბევრი გამოვიყვანე იმ მდგომარებიდან,რაც მათთვის არასასურველი იყო, მინდა დაგეხმარო, მაგრამ შენ გინდა დააღწიო იმ ქალისგან თავი, ზუსტად იცი, რომ გინდა ჩემი დახმარება? -რა თქმა უნდა, კი,მინდა მისგან დაღწევა....
-პირველ რიგში, ვიმუშავოთ იმაზე,თუ როგორ უნდა დავბლოკოთ ის არასასურველი სურვილები, რომლებიც არაფერში გჭირდება.... პრაქტიკებსა და თერაპიებზე უნდა იარო და ჩვენ ერთად იმ წარსულს გავანადგურებთ, რომელიც ასე ძალიან გვინდა, რომ არარსებობდეს ისევ....
-კარგი, როცა იტყვი შენთან გავჩნდები...
-მაა,უნდა ირწმუნო ფსიქოლოგიური თეორიების, ისე არაფერი გამოვა... -მე შენი მჯერა და მწამს,მაა....
მამაჩემი მე ამ სიტყვებს მეუბნებოდა, ადამიანი, რომელთანაც რაც ფსიქოლოგი გავხდი
წესიერად არ გვილაპარაკია....საოცარია, არა, როდესაც მამა პაციენტის როლშია, ჩემთვის ეს გამოცდა იქნება. მე მას დავეხმარები, მისი ცხოვრებიდან იმ ქალის ჩრდილსაც გავაქრობ...
მამას მოულოდნელად გამოცხადების შემდეგ, რამდენიმე დღემაც განვლო, მე ვიჯექი, ცენტრში და ვფიქრობდი, იქნება სულაც დავიღალე და დრო იყო შესვენება ამეღო და ჩემს მასწავლებლის სახლის გზას დავდგომოდი, იქნებ დრო იყო ყველაფრის შემდეგ დავფიქრებულიყავი და გადაწყვეტილებები ჩემს ცხოვრებაში უფრო მკაფიო და რეალური გამეხადა... უკვე ჩემი ასაკიც სახუმარო არ იყო, თითქმის იმ ასაკამდე მივედი, როცა შეიძლებოდა ჩემი პირადი საერთოდ დამევიწყებინა, თითქოს უკვე ოჯახზე არც მეფიქრა, ანდა უბრალოდაც სექსი ის ჟინიც გამქრალიყო, რაც მქონდა, თუ ისიც გაქრა უკვე? აღარ ვიცი, ასე დაბნეული სტუდენტობის შემდეგ არ ვყოფილვარ... მაინც იმ არასასურველ გრძნობაზე ვფიქრობდი, რომელიც კოცნის დროს გამიჩნდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent