შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამოთხის მინდვრები 4 თავი


14-03-2024, 20:36
ავტორი cuervo blanko
ნანახია 552

სამოთხის მინდვრები 4

იმ დღის შედეგ რაღაც დამემართა. ეს მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე, როცა სახელოსნოში მივედი და ნახატს გადაფარებული ნაჭერი მოვაშორე. აი, ის კვლავ ჩემს წინ იდგა მუხლებზე. ოდნავ შეხსნილი ტუჩებით, შემკრთალი თვალებით და დავიწყებული წარსულიდან ერთი მოგონების გამოწვევას ჯიუტად ლამობდა.ხელი ისე ავწიე, თითქოს მართლა შემეძლო მას შევხებოდი. ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე. ვიგრძენი ახლა გაგიჟებამდე მსურდა და იმ წამს სახლში რომ ვყოფილიყავი, მცოდნოდა რომ მას გვერდით ოთახში მშვიდად ეძინა, თავის შეკავებას უბრალოდ ვერ მოვახერხებდი. რა იყო ეს? მხოლოდ ვნება? მხოლოდ მისი სხეულის სურვილი? მიკვირდა რატომ აქამდე არავის მიმართ არ განმიცდია მსგავსი მძაფრი ემოცია?! თუმცა არა, ვტყუი, იყო ერთხელ, როცა პირველად და უკანასკნელად, დამამარცხა ამ დაუძლეველმა სურვილმა. მაგრამ ახლა რა შეიცვალა? რატომ ის? ვიდექი ნახატის წინ და თავში უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა მიტრიალებდა. ნახატის ნაცვლად ვხედავდი როგორ მიუყვებოდნენ წყლის წვეთები მის ოხშივარავარდნილ მკლავს თითებიკენ და როგორ წვეთავდნენ იატაკზე. ვხედავდი მის შიშველ ტერფებს, მარგალიტისფრად შეღებილ ფრჩხილებს. უმაკიაჟო, სპილოსძვლისფერ სახეს, თითქოს გამჭვირვალეს და ყელზე აღელვებისგან მფეთქავ არტერიას და ვხვდებოდი ახლა თუთა ჩემს სხეულში ფეთქავდა.

_ ეს შენ გააკეთე არა?_სახლისკენ მიმავალს ერთ ყრუ შესახვევში წინ გადამიდგა.
_ რა გავაკეთე?_ ვკითხე უემოციოდ.
_ ცეცხლი შენ გააჩინე! დაგინახე, რომ გვიყურებდი! რაო ხომ არ იტირე კიდეც? მოგეწონა რაც დაინახე? _ დამცინავად გამიღიმა. ჩემი არ ეშინოდა. ისევ არაფრად მაგდებდა, თუმცა კი სიმართლე იცოდა. აქამდე მეგონა, რომ მიყვარდა, რომ რაც ჩავიდინე მისი სიყვარულით ჩავიდინე, ახლა კი ვიგრძენი მძულდა. მინდოდა სტკენოდა, მინდოდა ეტირა. პატიება ეთხოვნა. მინდოდა ჩემი დამცირების გამო სამუდამოდ დამახსოვრებოდა ჩემგან მიყენებული ტკივილი. გრშემო მიმოვიხედე, არავინ იყო, უკვე ბნელოდა.
_შემომხედე რატი,_ყურთან მიჩურჩულა ვნებიანი ხმით,_ მართლა გეგონა, რომ მე ოდესმე თუნდაც თითის დაკარების უფლებას მოგცემდი? შენნაირებს ისღა დარჩენიათ სხვებს შორიდან უყურონ, ნერწყვი ყლაპონ და დორბლი მოიწმინდონ! გაიგონე პატარა რატი? მითხარი შენი თავი არ წარმოიდგინე მის ადგილას?
თვალები უელავდა, ისე მიყურებდა როგორც მსხვერპლს მტაცებელი ნადირი. გამიკვირდა მანამდე რატომ ვხედავდი მის თვალებს მსოფლიოში ყველაზე წმინდა და ლამაზ თვალებად?! უცებ ისე რომ ვერც კი გავიაზრე, რას ვაკეთებდი ხელი ვკარი და კედელს ზურგით მივანარცხე. ეტკინა მაგრამ მაინც გაიცინა. თვალები ავად მოწკურა.
_ სულ ეს ხარ პატარა რატი?_ჩაისისინა გველივით და ტუჩი ავხორცად მოილოკა. არადა პატარა გოგო იყო, სულ რამდენიმე დღის წინ რომ დაასრულა სკოლა. ჯერ ისევ ვარდისფერი მოკლე კაბა ეცვა და თავზე სასაცილო ბავშვური თმისსამაგრი ეკეთა. მაშინ გავიფიქრე, იქნებ ესეც ხაფანგი იყო?
გონება გადამეკეტა, იმის მეტზე ვერაფეზე ვფიქრობდი, რომ ის ჩემი უნდა ყოფილიყო. ისედაც ზომაზე მეოკლე კაბა ნელა აიწია მაღლა, ბავშვურ საცვალს ჩამოსდო ცერა თითები, თითქოს მცდიდა. თითქოს დარწმუნებული იყო, რომ მე ეს არ შემეძლო, რომ ვერ გავბედავდი. თუმცა ის შეცდა, თან იმაზე მეტად შეცდა, ვიდრე ამის ატანა და გაძლება თავად შეეძლო.
მსიამოვნებდა მისთვის ტკივილის მიყენება, მისი კვნესა კი, რომელიც სულაც არ იყო სიამოვნების შედეგი, ჭკუიდან მშლიდა. მთელი ჩემი ბრაზი, სიძულვილი და ტკივილი ავიღე და მის სხეულში გადავიტანე, კისერზე მხარზე, ლოყაზე ღრმა ნაკბილარები ეტყობოდა, მაჯებზე სილურჯეები. როცა აბრეშუმივით თმაში ხელი გავუშვი მუხლებზე დაჩოქილს და ზემოდან დავხედე, მასთან ერთად საკუთარი თავიც შემზიზღდა.
სახლში მისული სარკის წინ ვიდექი და საკუთარ ანარეკლს დიდხანს ვუყურებდი, მაგრამ სარკიდან გულუბრყვილო სუსტი და ჩაგრული ფრიადოსანის ნაცვლად რაღაც ახალი არსება არ მაცილებდა თვალს. არა ხანძრის ღამეს, არამედ სწორედ იმ ჩიხში დაიბადა ის მონსტრი ჩემში. მონსტრი, რომელმაც ძალადობით გამოწვეული ძალუფლება იგემა და ახლა პირსისხლიანი ილოკვდა ტუჩებს, ისე როგორც მგელმა რომელმაც პირველად გაუგო გემო ადამიანის სისხლს.

ჩემი ტფანსფორმაცია თანდათან ჩემს სხეულზეც აისახა. მაშინაც კი როცა ცემას და ათასგვარ ძალადობას სიტყვისუთქმელად ვიტანდი, არასდროს მიფიქრია, რომ თავის დასაცავად რაიმე საბრძოლო ხელოვნებაზე მევლო, რადგან არ მეგონა, რომ თუნდაც ამ გზით თავის დაცვას შევძლებდი. ახლა კი სწორედ ჩემი შინაგანი მონსტრი მიბიძგებდა საკუთარი თავის სრულყოფისკენ, რადგან რამდენადაც მე მძულდა მისი ძლიერება და ძალაუფლება, მასაც ეზიზღებოდა ჩემი სისუსტე და უღონობა და ასე ერათმანეთის სიძულვილში გართულებმა ერთ დღეს აღმოვაჩინეთ, რომ საერთოც გვქონდა რაღაც, სულ მცირედი, მაგრამ მაინც საერთო. ეს ქალის მიმართ გაუნელებელი სურვილი და ამავდროულოად დაუძლეველი ზიზღი იყო.
პირველ რიგში დედაჩემის გაძლება აღარ შემეძლო, ამიტომ ცხრამეტი წლისამ, როგორც კი პირველი სამუშაო ვიპოვნე ბენზინგასამართ სადგურზე, სახლი დავტოვე და იმავე სადგურზე გადავედი საცხოვრებლად. სწავლა, სპორტდარბაზი და მუშაობა. რომ არა ჩემი ახლად შეძენილი მეგობარი, ინსომნია ალბათ ამ ყველაფერს თავს უბრალოდ ვერ გავართმევდი და მაინც ეს არ იყო ცხოვრება, ეს მხოლოდ არსებობა იყო.
იმას კი, ჩემს შიგნით ჩაბუდებულს, თავი სამყაროს ცენტრად მიაჩნდა და იმ ცხოვრებისთვის, რომელსაც ეძიებდა არაფრად უღირდა ჩემი ღირსების ფეხქვეშ გათელვა.
პირველად ღამის ორ საათზე შემომთავაზა ვიღაც დედისტოლა ქალმა გასართობად წაყოლა, სწორედ მაშინ როცა ავზის გასავსებად შემთხვევით ჩემს სადგურზე გაჩედა.
_ უარი არც გაბედო!_ შემომიძახა სხეულს მიღმა საფარში გაყუჟულმა მონსტრმა და მეც მის ნებას დავყევი და ვფიქრობ ის ქალი არასდროს აღარ გარისკავდა იმ ღამის შემდეგ უცხო ლმაზი ბიჭისთვის საკუთარი სახლის კარის გაღებას. მგონი აღარ არის საჭირო იმაზე გიამბოთ, როგორ და სად გავიცანი ელიზა. თუმცა მე წლებთან ერთად კარგად გავიაზრე, რაც უფრო უნაკლო და რომანტიკული იმიჯი მექნებოდა ნიღბად აფარებული, მით უფრო მალე მივაღწევდი იმ ნანატრ სტაბილურობას.
მერე კი, ელიზასთან თანაცხოვრების მეორე წლისთავზე კიდევ ერთი უცნაურობა აღმოვაჩინე. ჩემს საძულველ მონსტრს ჩემში მშვიდად ეძინა და წლების შემდეგ პირველად მაშინ გაიზმორა, როცა მე იმ წყეული სურათის ხატვა დავიწყე. გაიზმორა და აეროპორტში მისი უმანკო თვალების ხილვისას საბოლოოდ გამოიღვიძა.
ხოლო იმ ღამეს, როცა თუთას მკლავზე ჩამოცოცებულ წყლის წვეთს ვუყურებდით, თან ელიზას კვნესა ჩემი სხეულის ბიძგს რიტმულად ერთვოდა, მონსტრი ჩემი ჩრდილიდან საბოლოოდ გამოვიდა. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მე ეს არ მსურდა.

კიბეები სტვენით ავიარე და კარზე ზარი გაბმით დავრეკე. საკეტის ხმა საამოდ ჩამესმა, საათს დავხედე, ოთხს აკლდა ათი წუთი. ელიზას მოსვლამდე კიდევ ოთხი საათი იყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent