შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაცემა და ტრიუმფი თავი III


17-03-2024, 05:21
ავტორი Yamal27
ნანახია 1 198

- შეიძლება სიგიჟის ზღვარზე მივიდე, არ ვიცი აქ რატომ ვარ არც ის ვიცი საით მივდივარ. თქვა ნუცამ და შუახნის კაცს თვალებში მიაშტერდა.
- ფიქრობთ, რომ ფსიქოლოგის დახმარება გჭირდებათ?
- ვფიქრობ, რომ არავინ მყავს გვერდით ვინ ადეკვატურ რჩევას მომცემს, როგორ მოვიქცე ალბათ სწორედ ამიტომ მოვედი აქ.
- რასთან დაკავშირებით გჭირდება დახმარება? კაცი ოფიციალური მიმართვიდან შენობითზე გადავიდა.
- რამოდენიმე წლის წინ ჩემს გამო ჩემი ძმა მოკლეს.
- რას გულისხმობთ როცა ამბობთ ჩემს გამო?
- მე ჩემი ძმის საუკეთესო მეგობართან მქონდა რომანი, როგორც ამბობენ როცა ეს ჩემმა ძმამ გაიგო ძალიან გაბრაზდა რასაც შელაპარაკება მოყვა და მისმა საუკეთესო მეგობარმა, რომელთანაც ურთიერთობა მქონდა ის მო... გოგონამ წინადადების დასრულება ვერ შეძლო.
- მთელი ეს წლები იმაზე ფიქრში გაატარე, რომ ეს შენს გამო მოხდა.
- დიახ.
- რთული არ იყო მთელი ეს დრო ამ ტვირთით ცხოვრება.
- დიახ.
- არ ხარ ვალდებული სხვა ადამიანის საქციელის გამო შენ აგო პასუხი.
- რომ არა ეს რაღაც ბავშური სიყვარული შესაძლოა ახლა ლევანი აქ ყოფილიყო...
- ჩვენ არ შეგვიძლია ვაკონტროლოთ ბედისწერა, რომ არა ეს ბავშვური სიყვარული შეიძლება ამ ყველაფრის მიზეზი სხვა რამე გამხდარიყო...
- მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, არსებობს ვიდეო სადაც ჩანს, რომ მკვლელობის ადგილიდან ბიჭი გარბის, რომელიც არც ტანსაცმლით და არც ვიზუალურად მკვლელს არ ემთხვევა.
- ანუ შესაძლოა მკვლელი სხვა იყოს?
- მე ამის არ მჯერა.
- თუ არ გსურს დაჯერება?
- რა? რა სისულელეა?
- იმიტომ, რომ გეშინია აღარ გეყოლება ობიექტი, რომლისკენაც მთელს შენს სიძულვილს მიმართავ, როგორც ახლა აკეთებ, გეშინია, რომ მიზეზს ვერ იპოვი თუ რატომ დაკარგე ძმა. ახლა ის მაინც იცი, რომ რაღაც მიზეზი არსებობდა და ეს მიზეზი შენი იმ ბიჭის მიმართ სიყვარულია. ცარიელი ხელებით დარჩენა კი ადამიანებს ყველაზე მეტად აშინებთ.
- მე წლები გავატარე ტანჯვაში, რომ ეს ყველაფერი ჩემს გამო მოხდა ახლა კი ისიც დამემატა, რომ შესაძლოა უდანაშაულო ადამიანი ციხეში გავუშვი.
- წეღან თქვი, რომ არ გჯეროდა.
- არ მჯერა, მაგრამ მაინც მაწუხებს ეს ფიქრი.
- რას გრძნობთ მის მიმართ? იკითხა კაცმა და ნუცას თვალებში დაჟინებით მიაშტერდა. გოგონამ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
- არ ვიცი, რამოდენიმე დღის წინ ვნახე და უცნაური გრძნობა იყო, თითქოს შემეცოდა, მაგრამ ამას არ იმსახურებს.
- სხვა? მის მიმართ რაიმე სახის ლტოლვა გაგიჩნდა? მაგალითად, როგორც ადრე? ამ კითხვაზე გოგონა დაიბნა არ იცოდა სწორი იქნებოდა თუ არა იმის თქმა რაც იმ ოთახში მოხდა.
- თუ გინდა, რომ დაგეხმარო სიმართლე უნდა მითხრა.
- მან, მან მაკოცა.
- და რა იყო შენი რეაქცია? რა იგრძენი?
- გავბრაზდი, ეს არ მინდოდა, მაგრამ მაინც გავაკეთე მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ყველა გრძნობა ნამდვილად გაქრა.
- დარწმუნდი?
- კი ეს იგივე არ იყო რასაც ლუკას მიმართ განვიცდი როცა მასთან ვარ.
- ლუკა?
- ჩემი შეყვარებული.
- უფრო ზუსტად რას განიცდი ლუკას მიმართ?
- არ ვიცი როცა ლუკასთან ვარ ცოცხლად ვგრძნობ თავს. მასთან თითქოს ისეთი უბედური აღარ ვარ და ცხოვრების სტიმულს მაძლევს.
- ეს სიყვარული არ არის ეს დამოკიდებულებაა ადამიანზე თქვენ ფიქრობთ, რომ თუ ლუკა არ იქნება თქვენი ცხოვრება ფერებს დაკარგავს.
- სხვა არაფერია სიყვარული თუ არა ეს.
- ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ლუკამ და თქვენმა ყოფილმა შეყვარებულმა ადგილები გაცვალეს, როგორ მოიქცეოდით?
- ლუკა ასეთ რამეს არასდროს ჩაიდენდა და მათთვის ადგილების გაცვლაც წარმოუდგენელია.
- თქვენ თქვენი ცხოვრება გიყვართ ლუკასთან და არა თავად ლუკა.
- მგონი აქ ტყუილად მოვედი. თქვა გოგონამ და ფეხზე წამოხტა.
ძველი თბილისური სახლიდან ნუცა გაბრაზებული გამოვიდა თან გულში ფიქრობდა ოცი წუთის გაცნობილმა ადამიანმა, როგორ შეიძლება იცოდეს რას განიცდის ლუკას მიმართ, ეს ყველაფერი სრული სიცრუეა, ნუცას ლუკა უყვარს და თანაც ძალიან. ისედაც დაბნეული ამ კაცთან ვიზიტმა კიდევ უფრო დააბნია აქ იმის საკითხავად მოვიდა, როგორ მოქცეულიყო დათას შემთხვევაში და არა პირად ცხოვრებაზე სალაპარაკოდ, თითქოს კაცის სიტყვებმა მასზე იმოქმედა.
- ლუკა, როგორ ხარ? მაპატიე, რომ ვერ აქამდე წესივრად ვერ დაგელაპარაკე, მაგრამ ხომ გესმის? არც ისე კარგად ვარ.
- ცუდი იდეა იყო ნუცა შენი მანდ წასვლა და მთელი ამ სისულელის წამოწყება. ხომ ხედავ ამას კარგი არაფერი მოუტანია და არც მოიტანს ამიტომ, გთხოვ შეეშვი და უკან დაბრუნდი. დამიჯერე ეს ჩვენს ცხოვრებას დაანგრევს.
- მაპატიე, გუშინ უხეშად გელაპარაკე ისიც მაპატიე, რომ ახლა ასეთი ურთიერთობა გვიწევს, მაგრამ ცოტახანიც და ყველაფერი დალაგდება მკვლელი დაისჯება და ჩვენ ისევ ჩვენს ძველებურ ცხოვრებას გავაგრძელებთ.
- არ მგონია ეს მოხერხდეს ნუცა.
- რას გულისხმობ?
- ან ახლავე დაბრუნდები ლონდონში ან სჯობს დავშორდეთ. გოგონა ამ სიტყვებზე დადუმდა არ იცოდა რა უნდა ეთქვა.
- ხვდები რას მეუბნები? ან ხვდები არჩევანს რის შორის მაკეთებინებ? ნუცა ყვირილზე გადადიოდა.
- არანაირი არჩევანი არ არსებობს ნუცა მკვლელი ციხეშია და ისჯება.
- თუ მკვლელია მაშინ იქიდან არ უნდა გამოვიდეს და თუ არ არის მაშინ დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს.
- და რა იქნება თუ ... ბიჭმა წინადადება არ დაამთავრა.
- მგონი ჯობია ჩამოხვიდე და აქ ვილაპარაკოთ თან შენი გვერდით დგომა ახლა ყველაზე მეტად მჭირდება.
- ვერ შევძლებ გამოცდები მაქვს. თქვა ლუკამ და ტელეფონი გათიშა. ეს საქციელი ნუცასთვის ყველაფერს ამბობდა ლუკას დაშორება ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა გოგონა ფიქრობდა, რომ პირისპირ ლაპარაკი ამ ყველაფერს მარტივად მოაგვარებდა.
თბილისში დაფრენის წამიდან ნუცა თავს ცუდად გრძნობდა, აეროპორტში რამდენჯერმე ლამის გონება დაკარგა უკვე მესამე დღეა არაფერი უჭამია, როგორც კი ჭამას დააპირებს მაშინვე გული ერევა ალბათ სტრესის ბრალია გაიფიქრა გოგონამ. ბოლო დიალოგის შემდეგ ლუკა არ გამოჩენილა რაც ნუცას აბრაზებდა ამიტომ შეყვარებულთან დარეკვა თავად გადაწყვიტა.
- ნუთუ ერთხელაც არ დაინტერესდი, როგორ ვიყავი რას ვაკეთებდი. თქვა გოგონამ ნაწყენი ტონით.
- სად ხარ?
- არ იცი სადაც ვარ?
- კონკრეტულად სად ხარ?
- რას გულისხმობ ლუკა?
- შენი მისამართი მითხარი ახლა სადაც ხარ.
- რათ გინდა?
- თბილისში ვარ, რამოდენიმე წამის წინ ჩამოვფრინდი. გოგონას ამ სიტყვებზე გული აუჩქარდა ის ნაცნობი გრძნობა დაუბრუნდა მხოლოდ მაშინ, რომ იჩენდა თავს როცა ლუკას გვერდით იყო.
ერთ საათიანი ლოდინის შემდეგ სასტუმრო ოთახის კარი ლუკამ შემოაღო ნუცა ისე შემოეხვია თითქოს წლებია არ უნახავსო. ბიჭი უფრო თავშეკავებით გამოირჩეოდა გოგონას საპასუხოდ მხოლოდ ხელი შემოხვია. ნუცამ ეს სიცივე მაშინვე იგრძნო და უკან დაიხია.
- ვიცი, გაბრაზებული ხარ. არ გაგაფრთხილე და ისე წამოვედი, მაგრამ შენ ჩემს ადგილას, როგორ მოიქცეოდი?
- ამ სისულელეს შევეშვებოდი.
- კიდევ ერთხელ იტყვი სისულელეს და ჩემი ხელით დაგახრჩობ. ნუცას თვალებში ნაცნობი სიძულვილი დაბრუნდა.
- სისულელეა და აბა რა ვთქვა?
- ჩემი ძმის მკვლელობაზე ვლაპარაკობთ... შენ იცი ეს ჩემთვის რასაც ნიშნავს და გთხოვ ის წითელი ხაზები არ გადაკვეთო, რომელიც კონტროლს დამაკარგვინებს.
- რა გინდა ? რას ეძებ? რა არ გაკმაყოფილებს? ან ეს გამოძიება და შენი ძმა გადარდებს ნამდვილად თუ უბრალოდ ყოფილი შეყვარებული მოგენატრა და ეს ისტორია გამოიგონე? თქვა ბიჭმა დაუფიქრებლად რასაც ნუცას წყობილებიდან გამოსვლა მოყვა ლუკას ჯერ მთელი ძალით შემოარტყა შემდეგ კი ოთახში ყველაფერი დაამსხვრია.
- თუ საჭირო გახდება საკუთარი ხელით მოვკლავ ვინც არ უნდა იყოს ის ვინც ეს გაგვიკეთა მე და ჩემს ოჯახს გასაგებია? თქვა გოგონამ და ოთახის კარები გაიჯახუნა.
სასტუმროდან გამოსული ნუცა აქეთ-იქით დადიოდა ძველი თბილისის უბნებში არ იცოდა სად წასულიყო ან ვისთან? მხოლოდ ერთი ადგილი ახსენდებოდა სადაც მოუსმენდნენ, მაგრამ იქ არასდროს მიდიოდა იქ მისვლა აღიარება იქნებოდა საკუთარი დაცემის. იქნებ სწოედ ახლა დაეცა ნუცა, რადგან იმ ადგილისკენ წავიდა სადაც 5 წლის წინ ლევანი დატოვა სამუდამოდ.

გოგონა საფლავთან გაჩერდა საიდანაც ახალგაზრდა ბიჭი ღიმილიანი სახით უცქერდა ჯერ გული შეეკუმშა, მერე სუნთქვა გაუჭირდა ხელებს მთელი ძალით იჭერდა ყელზე თითქოს ვიღაც აზრჩობდა ბოლოს ფეხებში ძალა დაკარგა და მუხლებზე დაეცა.
- მაპატიე, გთხოვ მაპატიე. გოგონა ერთი და იგივეს იმეორებდა და თან ხმამაღლა ტიროდა
- მაპატიე, რომ აქამდე არ მოვედი, მაგრამ ვერ შევძელი ვერ შევძელი, შენი გაშვება. მაპატიე, რომ მე გავხდი შენი აქ ყოფნის მიზეზი. ყველაფერი მაპატიე. შენი და მამას გარეშე რთულია ცხოვრება. ზოგჯერ თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, რომ ერთად ვართ ძველებურად ვჩხუბობთ, როცა შენ ჩემი თეფშიდან საჭმელს იღებ, პულტს მართმევ და სერიალიდან კალათბურთის მატჩზე რთავ, საღამოს გარეთ გასვლას მიკრძალავ მე კი ამას მამასთან ვაპროტესტებ, მაგრამ საღამოს ყველა ერთად ვართ და მამა სიყვარულს გვიხსნის რაზეც მე და შენ უხერხულობისგან ვწითლდებით და გაჩერებას ვთხოვთ. შენ ჩემთვის ამ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ და ეს არასდროს შეიცვლება.
მზე უკვე ჩასვლას იწყებდა ნუცა კი საფლავზე იყო ჩამომჯდარი და ხან იცინოდა ხანაც ტიროდა რაც 5 წლის განმავლობაში მოხდა ყველაფერს დეტალურად ყვებოდა შორიდან, რომ ვინმეს დაენახა იფიქრებდა გიჟიაო.
- ნუცა. გოგონას უკნიდან ნაცნობი ხმა მოესმა.
- აქ რა გინდა? ან რა იცოდი აქ რომ ვიქნებოდი?
- დედაშენს დავურეკე და მითხრა, რომ მასთან არ მისულხარ სხვაგან კი შენ არ მიხვიდოდი.
- რა გინდა?
- ბოდიში უნდა მოგიხადო წეღანდელისთვის რაღაც უაზრობები გითხარი. არც მე ვარ კარგად და კონტროლი დავკარგე.
- რატომ არ გინდა, რომ სიმართლე გაირკვეს? ასე ხომ ორივე შევძლებთ ნორმალურ ცხოვრებას ვიდრე მუდამ ეჭვში ყოფნას.
- არ მინდა, რომ დაგკარგო ეს ხომ იცი? ისიც ხომ იცი, რომ ძალიან მიყვარხარ?
- ვიცი ლუკა და შენც უნდა იცოდე, რომ მეც ზუსტად იგივეს ვგრძნობ. მოდი აქ დაჯექი ჩემს გვერდით ლევანის გაგაცნობ. ამ სიტყვებზე ბიჭი შეცბა თითქოს ცხელი წყალი გადაასხესო უარის ნიშნად თავი გააქნია.
- აქ დავრჩები ჯობია.
- კარგი.
- წავიდეთ მალე დაღამდება.
მთელი ღამის განმავლობაში არც ნუცას და არც ლუკას თვალი არ მოუხუჭავთ ორივეს გონება სადღაც სხვაგან დაქროდა.
- ნუცა გძინავს?
- არა. თქვა ნუცამ და ლუკასკენ გადმობრუნდა.
- ხვალ ჩემს მშობლებთან წავიდეთ. ეწყინებათ, რომ გაიგონ ჩამოვედით და მათთან არ მივედით.
- კარგი. თქვა გოგონამ და ლუკას მოეხვია.
ლუკას მშობლებთან ვახშამმა კარგად ჩაიარა, თითქოს მისმა ჩამოსვლამ ყველაფერი დაალაგა და დაამშვიდა მხოლოდ ნუცას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა, მაგრამ ამის შესახებ არავის ეუბნებოდა.
- ნუცა გავარკვიე ლევანის საქმის დეტექტივის მისამართი, ახლა პენსიაზეა გასული და მცხეთაში ცხოვრობს. გოგონამ შეტყობინება მაკასგან მიიღი და მაშინვე იმ მისამართისკენ წავიდა.

გოგონა ორ სართულიანი კერძო თეთრი სახლის წინ გაჩერდა სახლი იმდენად მდიდრულად გამოიყურებოდა ნუცამ ისიც კი გაიფიქრა დეტექტივის ხელფასით ეს როგორ შეძლოო.
- გამარჯობა, მე ნუცა ნოზაძე ვარ დეტექტივ შოთა პაპავას ვეძებ. თავაზიანათ მიმართა გოგონამ სასიამოვნო გარეგნობის შუა ხნის ქალბატონს.
- მგონი სწორ მისამართზე ვარ ხომ?
- დიახ, მაგრამ შოთა სახლში არ არის.
- დღეს არ დაბრუნდება? იკითხა მორიდებით გოგონამ.
- კი დღეს დაბრუნდება. დავურეკავდი, მაგრამ ტელეფონი სახლში დარჩა.
- თუ წინააღმდეგი არ იქნებით ჩემს მანქანაში დაველოდები.
- რას ამბობ ასეთ ამინდში მანქანაში რატომ უნდა იყო შემოდი სახლში დაელოდე თან კარგი ჩაი მაქვს ნამდვილი ინგლისური, ჩემმა მულის შვილმა გამომიგზავნა ლონდონიდან.
- მართლა? მეც ახლახან დავბრუნდი ლონდონიდან და სიმართლე გითხრათ ინგლისური ჩაიც ძალიან მიყვარს.
ქალმა ნუცა სახლში შეიპატიჟა საკმაოდ სასიამოვნო ქალი აღმოჩნდა, თუმცა იმდენს ლაპარაკობდა აშკარად ეტყობოდა, რომ მთელი დღის მარტო გატარება უწევდა.
- ქალბატონო, ლილი ცოტა უტაქტო კითხვა უნდა დაგისვათ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს. ამ სახლში მარტო ცხოვრობთ თქვენ და ბატონი შოთა?
- დიახ. ახლა ასე გვიწევს.
- შვილები არ გყავთ?
- კი დაჩი ჩემი ბიჭი ბერლინში ცხოვრობს, რამოდენიმე წლის წინ რაღაც გაუგებრობა შეემთხვა და იქ გადავიდა საცხოვრებლად ისე მენატრება სულ ვეხვეწები ჩამოდითქო, მაგრამ აქეთ გამოხედვა არ უნდა.
- ასე იცის უცხოეთმა.
- ხო, მაგრამ ისეთი სიმპათიური და კარგი ბიჭია მინდა, რომ სულ ვუყურებდე, თუმცა არ მაძლევს ამის საშუალებას სადღაც არის გადახვეწილი. ამის თქმა იყო და ქალი ფეხზე წამოდგა მისაღებ ოთახში მდგარ მაგიდის უჯრიდან, რაღაც წიგნივით ამოიღო და ნუცას გვერდით მოკალათდა.
- ჩემს დაჩის განახებ. შენ ისეთი კარგი გოგო ხარ იქნებ რძალიც კი გახდე ჩემი. ამ სიტყვებზე ორივემ გულიანად გადაიხარხარეს და ფოტოების თვალიერებას შეუდგნენ. თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა, პატარა ბავშვის, ახალგაზრდა წყვილის ქორწინების აღსანიშნავი ფოტოები. მანამ სანამ ნუცას ყურადღება ერთმა ოჯახურმა ფოტომ არ მიიქცია სადაც გამომძიებელ შოთა პაპავასთან და მის შვილთან დაჩისთან ერთად ლუკაც იყო გამოსახული. გოგონამ ფერი დაკარგა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ხელის კანკალით ლუკას ფოტოს დაადო თითი.
- ეს ბიჭი? ეს ბიჭი ვინ არის?
- აა, ეს ლუკაა, ჩემი მულის შვილი წეღან, რომ გითხარი ინგლისური ჩაი მაქვსთქო სწორედ მან გამომიგზავნა.
- ბატონი შოთასი ვინ არის ეს ბიჭი? იკითხა ნუცამ.
- შოთას დის შვილია ლუკა ბერიძე. ისეთი კარგი ბავშვია ლონდონში სწავლობს. ქალი ლაპარაკს განაგრძობდა, მაგრამ ნუცას ყურები დაებინდა. ფეხზე წამოდაგა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა და დივანს ხელი მაგრად მოუჭირა, რომ არ წაქცეულიყო.
- კარგად ხარ?
- წ..წ...ყ..ალი. წლივს ამოილუღლუღა გოგონამ. ქალი მაშინვე გაიქცა და წყალი მოიტანა.
- ჩემი ბრალი ხომ არ არის? მე იმდენი გელაპრაკე. მაპატიე ფსიქოლოგიური პრობლემები მაქვს ყველასთან ასე ვიქცევი, მაგრამ არ მეგონა ცუდად თუ გახდებოდი.
- უნდა წავიდე თქვა ნუცამ და გარეთ გამოვარდა.
გოგონა მანქანაში ჩაჯდა და მთელი სისწრაფით თბილისისკენ დაიძრა. სასტუმროს ოთახის კარი მთელი ძალით შეაღო უფრო შეამტვრია.
- რა გჭირს? ნუცას საქციელით ლუკა გაკვირვებული იყო.
- ჩემი ძმის მკვლელობასთან რა კავშირი გაქვს? იკითხა თვალებში ჩამდგარი სიძულვილით გოგონამ



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

აღარ აგრძელებთ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent