შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარდისფერი ქალბატონი (pink lady 3)


19-03-2024, 12:52
ავტორი ეველინა
ნანახია 958

კლასელების შეკრება დღე, რომელიც ჩემთვის დადებით ემოციებას არასდროს აღძრავდა და რატომღაც არც ახლა მომგვარა ბედნიერება. რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის საშუალებით შემატყობინეს რომ ამჯერად ნამდვილად იკრიბებოდნენ. დიდი ხნის შემდეგ კლასელების შეკრებას ორი უკიდეურესობა აქვს; პირველი მათ უნდა დაუმტკიცო რომ ისევ ის ლუზერი არ ხარ რაც სკოლაში იყავი და შეიცვალე და მეორე შეგიძლია ისევ ლუზერად დარჩე და ნება მისცე გააგრძელონ შენი დაჩაგვრა და დამცირება. ვიცი რომ ჭორაობის საგნად ვიქცევი, საშინელებაა.
-ნინო მიშველე იქ წასვლა არ მინდა
-გინდა წამოგყვე ?
-ნიკას მარტო უშვებ , ყველა მეორე ნახევრის ერთად იქნება
-დარწმუნებული ვარ შენსა და ვახოზე იქნება მთელი საღამო საუბარი
-მგლების ხროვაში მიშვებ ?
-მათი ლუკმა გახდები, ვიცი როგორც უნდა აიცილო ვახოზე საუბარი თავიდან
-გული მიგრძნობს რაღაც სისულელეს მეტყვი მაგრამ ამერთხელაც მოგისმენ
-ახალ შეყვარებულთან ერთად უნდა მიხვიდე
-და იქნებ ამიხსნა ერთ ღამეში სად ვნახო შეყვარებული
-მე იდეა მოგაწოდე დანარჩენი შენ თვითონ მოიფიქრე.
-მირა მე შემიძლია დახმარება-არსაიდან გამოჩნდა საბა
-ჩვენს საუბარს უსმედი?-წარბს მაღლა ვწევ
-ჩავიარე კაბინეტთან კარი ღია იყო და შემთხვევით მოვისმინე
-კარგი არაუშავს შეგიძლია წახვიდე
-ჩემს წინადადებაზე რას იტყვი ?
-საბა ბავშვი ხარ,
-23 წლის ვარ
-ეს არაფერს ცვლის
-იოანეს რომ დავურეკო?-აჟღერებს ნინო ხმამაღლა ფიქრებს
-ხომ იცი რომ შეიძლება შემომაკვდეს
-სანამ შეიძლება ურევია მაგ წინადადებაში არაუშავს
-არმინდა
-კარგი რა რამოდენიმე საათი შენი ტყავის გადასარჩენად შენივე ტყავიდან რომ გამოძვრე არ შეგიძლია, თან ცუდი ადამიანი არაა
-მე დაგტოვებთ-საბა წარბშეკრული ტოვებს კაბინეტს საოცარი თაობა მოდის
-კარგი სხვა გზა მაინც არ მაქვს-ვამბობ და საკუთარ თავზე მეცინება. რატომ მაღელვებს რას იტყვიან ჩემზე ან რას საუბრებენ, ეჰ ისევ ბავშვი ვარ არამგონია ოდესე გაზრდა შევძლო.
ნინოს და იოანეს საუბარმა 20 წუთი გასტანა, ამ ბიჭის თავდაჯერებულობა და ეგო იმდენად მაღიზიანებს რომ ლამისაა გადავფიქრო მასთან ერთად წასვლა . ბოლოს როგორ იქნა დაკიდა ყურმილი, მამცნო რომ ხვალ შვიდი საათისათვს გამომივლიდა. ნინო ცირას დასახმარებლად გავიდა და კაბინეტში მარტო დავრჩი, საქმეში ჩაფლულმა ვერც კი შევამჩნიე დრო ისე სწრაფად გავიდა

-საბა რა დაგემართა სისხლი მოგდის-მესმის ცირას ხმამაღალი ხმა. სისხლის გაგონებაზე ერთიანად გავიყინე, ვერ გეტყვით როგორ მოვახერხე გარეთ გასვლა. ათასი საშინელი სცენა წარმოვიდგინე გონებაში.
-არაფერია უბრალო ნაკაწრია-ამბობს და უხერხულად იშმუშნება
-საბა ვინმეს ეჩხუბე?-მზრუნველი დედასავით გამომივიდა შეკითხვის დასმა
-არავისთან მიჩხუბია მირა დეიდა
-უკაცრავად
-მე ხომ ბავშვი ვარ, და თქვენ ზრდასრული ქალბატონი პატივსცემის ნიშნად დეიდათი მოგმართავთ
-მეორე ხელსაც დაიზიანებ ვატყობ, გამომყევი-კაბინეტში ჭრილობას ვამუშავებ
-მადლობა მირა დეიდა
-საბა ვერ ვხვდები შენი ასეთი საქციელის მიზეზს მაგრამ დიდად დამავალებ თუ ისევ მირათი მომმართავ და კოპებს გახსნი, არ მინდა მეორედ ასეთ მდგომარეობაში გნახო-ვამბობ და ხელზე გადამაქვს მზერა
-გასაგებია მირა-მომიგდო ორიოდე სიტყვა და წავიდა, გასაგებია მირა, ვაჯავრებ საბას და ამაზე მეცინება.

******************
რესტორანში წასასვლელად ისე გამოვეწყვე რომ გენახეთ გეგონებოდათ ოსკარის დაჯილდოვებაზე მივდიოდი სადაც უეჭველი ოსკარს მე გადმომცემდნე და მადლობის სათქმელად სცენაზეც ავიდოდი. ისე კი აიღებდა ერთ ოსკარს კაცი, სადაც ლორენს ოლივიეს ოთხზე მეტი აქვს, მე ერთი რატომ არ უნდა მქონდეს. ღმერთო ჩემო რა ამბიციებია. ტანსაცმლის გამოცვლა გადავწყვიტე მაგრამ იოანე დაპირებისამებრ შვიდ საათზე ჩემს კორპუსთან იყო, ჩანთა ავიღე და ქვევით ჩავედი. მანქანისკენ მიმავალი ვხედავ მის გაოცებულ სახეს თვალებს არ მაშორებს და ვხვდები რომ შეუდარებლად გამოვიყურები.
-რას უყურებ?
-შუაღამემდე სახლში უნდა მოგიყვანო თორემ ჯადოქრობა გაქრება
-დიახ მეეტლევ, სანამ თაგვად გადაიქცევი იქნებ მორჩეთ ღლიცის და საქმეს მივხედოთ
-მე პრინცობას ვაპირებ ამაღამ
-ხოდა მხოლოდ ცალი ფეხსაცმელი შეგრჩება ხელში
-ჩემი ცეკვა გმართებს არ დაგავიწყდეს
-არ მეგონა ზღაპრებსაც თუ კითხულობდი
-მეც ბავშვი ვიყავი, პირდაპირ ზრდასრული კი არ დავბადებულვარ
- მოხუცი ბენჟამინივით ხო-ვამბობ და მეცინება
-მოიცა ეგ ფილმი იცი
-მიყვარს ფილმების ყურება
-კიდევ რა გიყვარს
-არაა შენი საქმე
-როგორც შენმა შეყვარებულმა არ ფიქრობ რომ შენზე რაღაცეები უნდა ვიცოდე რომ მკითხონ რამე
-ეგ სტატუსი თავში არ აგივარდეს
-შეგიძლია დროებით შენი ჩემდამი სიძულვილი გვერდით გადადო და ნორმალურად მესაუბრო
-რასთან დაკავშირებით
-სად გავიცანით ერთმანეთი, პირველი ვინ გაამხილა გრძნობები
-ბარში გავიცანით და სიყვარული შენ ამიხსენი
-აბა პირველი შენ ხომ არ ამიხსნიდიი მკლავს ეს სტერეოტიპი
-მე შენი სუნამოს სურნელი მკლავს მაგრამ ვამბობ რამეს
-რას უწუნებ
-არაფერს ზედმეტად მომწოს, მთლად უგემოვნოც არ ყოფილხარ
-ხანდახან სურვილი მაქვს რომ მიგახრჩო
-ეგ სურვინები სხვა დროისთვის შეინახე რესტორანს ვუახლოვდებით, უბედნიერესი კაცის ნიღაბი უნდა მოირგო
-არ მეტყობა ბედნიერი რომ ვარ
-ისეთი სახე გაქვს ვიღაცას ეგონება ჩანთაში იარაღს ვმალავ და ამით გაშინებ
-მართლა მალავ ჩანთაში იარაღს?
-იოანე
-კარგი ხო-მანქანას აჩერებს და ხელებს მაღლა წევს რაზეც ორივეს გვეცინება
რესტორანში შესულებს ყველა ადგილზე გვხვდება, რამდენი გამარჯობა და როგორ ხარ ვთქვი აღარ მახსოვს. იყო გულთბილი მოკითხვები, როგორ შევცვლილვარ და მეორე ნახევარიც როგორ შემიცვლია, როგორ გული წყდებოდათ თურმე რომ ასე მოხდა. ვუყურებდი მაგიდასთან შეკრებილთ და ზოგიერთში ადამიანის ნიღაბს ამოფარებულ გველს ვხედავდი, გველს რომელიც სხვისი უბედურებით იკვებება. ახლაც ცდილობენ შხამი ვინმეზე გადმოანთხიო თორემ შეიძლება თავისისე შხამში ჩაიხრჩონ. „ბოროტება ისე ხმაურობს, ხანდახან ფიქრობ, ქვეყნად მარტო ის არისო. არადა, სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს“.მახსენდება ამირეჯიბის ეს სიტყვები და ბნელ აზრებს ვფანტავ გონებიდან. ნინოს და ნიკას რომ ვხედავ დაძაბულობა მეხსნება. ვიცი რომ ჩემს გამო ყველას გადაუვლიან
-საოცარია შენნაირ ქალს კაცმა როგორ უღალატა მირა-ამბობს მარი
-ხდება ხოლმე,ამისგან დზღვეული არავინაა
-არადა როგორი კარგი წყვილი იყავით, მთელი ქალაქი თქვენზე გიჟდებოდა
- ეტყობა ვიღაცეების „თვალი გვეცა“
-ალბათ როგორ გრცხვენია ამის გამო-აგრძელებს მარი როგორი უსირცხვილოა ნეტა თვითონ არ რცხვენია ასეთ კითხვებს რომ მისვამს
-მირას რატომ უნდა რცხვენოდეს არ მესმის? სამარცხვინო არაფერი გაუკეთებია. ეს მას უნდა რცხვენოდეს ვინც ასეთ ქალს უღალატა, შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ზოგჯერ მახარებს იმ კაცის ასეთი საქციელი, რომ არა ის მე მირას ვერ გავიცნობდი თავისთავად ვერ ვეზიარებოდი გრძნობას, რომელმაც მთლიანად მომიცვა, სიყვარულს-ამბობს იოანე და მისი სიტყვებით აქამდე მისდამი არსებული ყველა ბრაზი იფარება, გულწრფელად ვიღიმი-მინდა სულ ასე მიღიმოდე
-მიხარია რომ ასეთი მამაკაცი იპოვე-მარი
-მეც მიხარია, მან სულ სხვა თვალით დამანახა ყველაფერი-ვამბობ და მორცხვად ვიღიმი, სამსახიობოზე უნდა ჩამებარებინა
-მიხარია რომ იმ არამზადას მანამდე დაშორდი სანამ ღრმად შეტოპავდით-ახლა ლანამ რამ მითხრა რომ ჩემი უბედურება გაუხარდა, ღმერთო ნეტა ამას ვინმე გამხნევებას ეძახის, ან უცებ რატომ გახდა არამზადა, იმიტომ რომ ერთხელ შეეშალა, შეცდომა დაუშვა, როგორ მარტივად შეუძლია ადამიან იარლიყი მიგაკრას, შემდეგ კი დაგცინოს, აი სკოლის მოსწავლეების მსგავსად რომელიც მათ თანატოლს ფარულად სტიკერს აკრავენ და მერე დასცინიან.
-ლანა გახსოვს გიომ ბურთი რომ მოგარტყა შემთხვევით სახეში-მეც გავიხსენე რა
-რა დამავიწყებს გასიებული ტუჩებით დავდიოდი
-და გატეხილი ცხვირით, როგორ ეჩხუბე
-მაშინ არ ვიცოდი ტუჩების დაბერვა ასე თუ გაპოპულარდებოდა თორემ არ ვეჩხბებოდი
-მაგის გამო ლევანი როგორ დაგშორდა დღემდე ვერ ვხვდები, ისე ეგეც კარგი არამზადა იყო, მასთან ბედნიერი ვერ იქნებოდი-ვამბობ დს ვხედავ ლანას როგორ ეცვლება სახე, ათიანში მოვარტყი.
-ვიცეკვოთ?-მეკითხება იოანე და ხელს მიწვდის
-არ მიყვარს ვალში ყოფნა-მის ხელს ჩემსას ვაგებებ
სხეულს მელოდიას ვაყოლებდი და არაფერზე ვფიქრობდი. გამიხარდა რომ შეკრება იმაზე მშვიდად მიმდინარეობდა ვიდრე ველოდებოდი. მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი იდეალურად იყო სიმშვიდეს მაინც ვერ ვგრძნობდი, რაღაც მაკლდა და ეს რაღაც რა იყო ვერაფრით გამეგო. ნიკას და ნინოს სახეებს ვამჩნევ გაოცებული მიყურებენ. არასდროს არავისთან მიცეკვია მამაჩემის გარდა და ალბათ უკვირთ.
საღამომ შესანიშნავად ჩაიარა, იოანემ სახლამდე მიმაცილა. გზად სიტყვა არცერთს არ დაგვცდენია, უსიტყვოდაც ნათელი იყო ყველაფერი. კორპუსთან დათა დამხვდა კი გამიხარდა ჩემი ძმის დანახვა მაგრამ ასეთ დროს მეუცნაურა
-აქ რას აკეთებ ისევ საძმოს არ სცალია
-ეს კაცი ვინ იყო
-მეგობრის ნათესავი
-რატომ გაცილებს მეგობრის ნათესავი სახლში
-დათა ისევ გააგრძელებ მაგ სახით სულელური შეკითხვების დასმას და ვერ გადამირჩები
-კარგი ხო როლში შევიჭერი, დღეს უნდა შემიფარო
-სახლიდან გამოგაგდეს?
-განვერიდე იქაურობა აღარ იყო უსაფრთხო
-ისევ იჩხუბეს?
-კი
-ამჯერად რა საოცრება ჩაიდინა გურამმა
-მამას დაავიწყდა ამ დღეს ერთმანეთი პირველად რომ ნახეს მან და დედამ
-მეც ვეჩხუბებოდი არ ვამტყუნებ
-კარგი რა
- ძამიკო ქალები ასეთ წვრილმანებს ყურადღებას ვაქცევთ. პატარა რჩევა დისგან გამოგადგება სამომავლოდ
-ამწამს შემეცოდე ძმაო-ჩაილაპარაკა თავისვის
-მე მითხარი რამეე?
-არა ჩემთვის ჩავილაპარაკე რაღაც
*************************
-მირა თვალები გაახილე არ მოკვდე-ძილბურანში მყოფს მესმის უცნაურად წვრლი ხმა
-მმმმმ-ყურადღებას არ ვაქცევ ისე ვტრიალდები საწოლის მეორე მხარეს
-მირა ვახო მოვიდა-წამის მეასედში იაზრებს გონება გაგონილ სიტყვბს და მაშინღა ვკადრულობ თვალების გახელას. საოცარი სანახაობის მომსწრე ვხდები ჩემი იდიოტი ძმა რომელსაც დარჩენის უფლება მივეცი საწოლთან დგას და ბოლო ხმაზე იცინის, გვარში ერთი ორი შტერი ყველას გამოერევა, ჩვენთან ეს შტერი ჩემი ძმა აღმოჩნდა. ჯერ არ იცის ვუმალავთ
-იდიოტი რომ იყავი ვიცოდი მაგრამ თუ დაამტკიცებდი არ მეგონა
-უფროს დას დავემსგავსე სულ
-გაეთრიე ჩემი სახლიდან
-მშია იქნებ მაჭამო რამე
-არ მოკვდები უჭმელობით
-წყალი მაინც დამალევინე
-გზად იყიდე
-სახლიდან მაგდებ
-დიახაც
-სტუმართმოყვარეობაც ასეთი უნდა
-გამასწარი სანამ რამე გესროლე
-ჩემი ძმაკაცების მშურს ანგელოზივით დები ყავთ სულო გულო ყველაფერს უსრულებენ, ჩემი და რატომ არის ანაბელი-არა მსახიობური ნიჭი სისხლში გვაქვს ისეთი კარგი პერფორმანსი ქონდა სიცილი ძლივს შევიკავე
-მეტი ეფექტისთვის შეგიძლია სახე ლეხებში ჩარგო და მოწტვეტით დაეცე სავარძელში
-ეგრე ნაწყენიც არ ვარ ანაბელ
-ვინაა ანაბელი?- ვეკითხები და ბალიშს ვისვრი მისი მიმართულებით, ავაცილე
-სარკეში ჩაიხედე დანახავ, მოიცადე მოგიტან-დათას სარკე მოაქვს, შემდეგ კი დემონსტრაციულად ტოვებს ოთახს. სარკეში ვიხედები, ჩვენში დარჩეს და რაღაც სიმართლის მარცვალი კი ერია მის სიტყვებში...
დათა წავიდა. მეც ვიკადრე საწოლიდან ადგომა და თავი მოვიწესრიგე. დილით ვერაფერს ვჭამ ხოლმე ამიტომ ისე რომსამზარეულოშიც კი არ შემივლია სამსახურისკენ გავეშურე.
სამსახურში დღემ იდეალურად ჩაიარა, მომხმარებელთა რაოდენობა იმატებს და ეს ნაწილობრივ საბას ლაივების დამსახურება, შესვენების დროს ყოველთვის ლაივშია და ჩემს კაფეს აპიარებს. ცირას სახეზე საოცარი ღიმილი დასთამაშებს რაც ძალიან მახარეს. მაინტერესებს ამ ღიმილის მიზეზი მაგრამ არფერს ვეკიტზხები, საჭიროდ თუ ჩათვლის თვითონ მოგვიყვება.
სამუშოა საათები თითქმის დასრულებული იყო, ნინოსთან გუშინდელი საღამოს ამბებს განვიხილავდი ვახოს მოსვლის შესახებ ტომ მამცნო ცირამ. გადავწყვიტე ერთხელ და სამუდამოდ მშვიდად მესაუბრა ამ ადამიანთან და გარეთ გავედი
-რას მივაწერო თქვეი აქ ვიზიტი
-შენთან საუბარი მინდა
-კარგი ვისაუბროთ
-აქ არა-ამბობს და ხალხს ავლებს მზერას
-კარგი გარეთ გვიდეთ-ვეუბნები და კაფის წინ მდებარე პატარა სკვერში გავდივართ-აბა რაზე უნდა ვისაუბროთ?
-შეგიძლია ეგ ირონია მოიშორო
-მაგაზე გინდოდა საუბარი?
-მირა მიყვარხარ და ვიცი რომ შენც გაქვს ჩემს მიმართ გრძნობები
-შესწორებას შევიტან მე აღარ მიყვარხარ ვახო, არ გეგონოს რომ ამას ბრაზი მალაპარაკებს ან თუნდაც წყენა. დიდი ხანია აღარ მაქვს შენდამი გრძნობები
-ანუ შანსი აღარ მაქვს
-საოცარი შვილი გყავს, დედამისიც საოცარი ქალია, არ გინდა ახალი ცხოვრება დაიწყო? მათთვის გულის კარი გააღო?
-არ შემიძლია ჩემი გული შენ მოგიძღვენი მთლიანად
-უნდა სცადო, რამდენჯერაც გიახლოვდებიან იმდენჯერვე ხელს კრავ მათ
-მათ გამოამბობ უარს ჩემზე ხომ ასეა?
-ვახო ისინი არაფერ შუაში არიან გაიგე ერთხელ და სამუდამოდ, უბრალოდ ჩემთვის აღარ ხარ ის ადამიანი ვინც იყავი, არანაირი გრძნობა არ მაქვს შენს მიმართ, ცხოვრება ახალი ფურცლიდან დავიწყე შენს გარეშე და შენც იგივეს გირჩევ, ჩვენ ერთად ვერასდროს ვიქნებით, ვერც ახალა და ვერც მომავალში
-ერთი შეცდომის გამო უბრალოდ ადექი და ხელი მკარი, ეს იყო შენი სიყვარული რომელსაც მეფიცებოდი? ერთი შეცდომა ვერ მაპატიე
-შეცდომა? შენ მიღალატე. ადამიანები სიყვარულს ღალატით არ გამოხატავენ, შენ კი ჩვენს სიყვარულს გადააბიჯე, შენიყავი პირველი ვინც ბზარი გააჩინა, ამის შემდეგ ასე უსირცხვილოდ მოდიხარ და დამნაშავედ მე გამოგყავარ
-როგორც ჩამს ისე ძლიერ არასდროს გყვარებივარ როგორც მე მიყვარხარ
-როგორც ჩანს. აღარ მინდა რომ აქ მოხვიდე, არც ის მინდა რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდე იმედია გაიგებ და ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემ, მშვიდობით ვახო- წასვლას ვაპირებდი მკლავებში რომ მწვდა
-ასე ვერ წახვალ ასე ვერ გაგიშვებ
-ვახო მტკივა-ვგრძნობ როგორ ძლიერად მიჭერს ხელებს
-ჩემი უნდა იყო გესმის
-შეშლილი ხარ ხელი გამიშვი-ვცდილობ თავის დაღწევას მისი მარწუხებიდან მაგრამ ჩემზე ძლიერია, თვალებიდან ცრემლები იწყებს დენას, მეტირება
-ხელი გაუშვი-ზურგს უკან მესმის საბას ხმა და ვხვდები რომ გადავრჩი- მეორედ ნუ გამამეორებინებ
-თორემ რა
-გამომცადე-ვახო ხელს მიშვებს მე კი საბას ზურგს უნავ ვექცევი. ისევ სხვის ზურგს ამოვეფარე ისევ ვერ შევძელი საკუთარი თავის დაცვა
-ამით არაფერი დასრულებულა ჩვენ ისევ შევხვდებით
-მოუთმენლად ველოდები შეხვედრას-კბილებიდან ცრის საბა მის ხმაში ბრაზი ერევა. ვახო გვტოვებს
-მადლობა რომ დამეხმარე
-ჩემს ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა ამიტომ არაა მადლობა საჭირო-საკმაოდ ცივი მეჩვენა მისი ხმა, არ მომეწონა ვერ გეტყვით რატომ. 23 წლის ბიჭი ჩემს წინ ზრდასრული მამაკაცივით იდგა, კოპებშეკრული მიყურებდა და მაინც მისგან რაღაც უხილავი სიმშვიდე მოდიოდა, ვგრძნობდი რომ მისი სიბრაზე ჩემკენ არ იყო მომართული, უხერხული სიჩუმე ჩამოწვა
-მე სახლში წავალ, ნინოს უთხარი კაფე დახუროს
-დამელოდე მე გაგიყვან- საბა მიდის და მალევე მოტოციკლით ჩნდება ჩემთან-მოდი
-კარგი-ვეუბნები და ადგილს ვიკავებ
-ჩაფხუტი გავიწყდებათ ქალბატონო-ჩემსკენ ტრიალდება და ჩაფხუტს მახურავს
- მადლობა
-დღეს ბევრი მადლობა მივიღე, კარგად ჩამეჭიდე-მეუბნება და მოტოციკლს ადგილიდან წყვეტს, მის ზურგზე აკრული სიმშვიდეს ვპოულობ, არვიცი რატომ მაგრამ საბასთან ყოველთვის ამოუხსნელი სიმშვიდეა.
-საბა სად მიდიხარ?-ვეკითხები როცა ვამჩნევ რომ ჩემს სახლს გავცდით
-იქ სადაც სიმშიდეა და ფიქრს შეძლებ-ქალაქს გავცდით და სოფლში შევედით, ნელნელა უფრო და უფრო ზევით ავდიოდით და ბოლოდ როგორც იქნა მივაღწიე დანიშნულების ადგილს, ამ ნაწილში არასდროს ვყოფილვარ ადგილი არ მეცო, მაგრამ ძალიან მომეწონა ბათუმის საოცარი ხედი იშლებოდა. იქაურობამ ნანდვილად დამამშვიდა
-მეათე კლასში ვიყავი ვახო რომ გავიცანი-ვიწყებ ამბის მოყოლოს არვიცი რატომ ვერ გეტყვით რა ძალა მიბიძგებს ამისკენ
-მირა თუ გინდა ნურაფერს მომიყვები
-ვახო სხვა სკოლიდან გადმოიყვანეს დამამთავრებელ კლასში, საოცარი ბიჭი იყო, საოცრად სიმპათიური, პირველი დანახვისთანავე მომეწონა. თავიდან მეგობრობით დავიწყეთ ბოლოს გრძნობებში გამომიტყდა, მეც არ ვიყავი გულგრილი მის მიმართ, მიუხედავად იმისა რომ სკოლა დაამთავრა მაინც ყოველდღე მოდიოდა და სახლადე მაცილებდა, ყოველდღე თითო ვარდი მოჰქონდა ჩემთან, ოთახში ვარდების ბაღი მქონდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი, სკოლა რომ დავამთავრე ქორწინება შემომთავაზა მაგრამ დედაჩემს რომ მოვუყევი ლამის მცემა დღემდე მეცინება ამაზე, ვახომ დედაჩემი გაიცნო, დედას ძალიან მოეწონა მაგრამ თქვა რომ ქორწინებაზე მხოლოდ მაშინ განაცხადებდა თანხმობას როცა უნივერსიტეტს დავასრულებდი, თითქოს რაღაცას გრძნობდაო, მახსოვს მაშინ დედაჩემზე გავბრაზდი, მაგრამ ახლა მადლობელი ვარ, უნივერსიტეტი დავამთავრე, ვახო ჩემს გვერდით იყო, ვიცოდი რომ ვუყვარდი და მისი სიყვარული არ შეიცვლებოდა, მეც ძალიან მიყვარდა, რას წარმოვიდგენდი ყველაფერი ასე თუ შეიცვლებოდა. ერთ საღამოს მასთან გაუფრთხილებლად ასვლა გადავწყვიტე გზად სასუსნავები ვიყიდე. მისი სახლის გასაღები მქონდა ამიტომ ტაქსი გამოვიძახე და მასთან წავედი,იქ მისულმა საშინელი სცენა დავინახე, ვიღაც ქალთან ერთად საწოლში ნებივრობდა, დამინახა მიხვდა რომ იქ ვიყავი. ჩემი შეჩერება სცადა, გაქცვა მოვასწარი, მას შედეგ გავრბივარ, ამ ამბიდან ერთი თვის შემდეგ ეს გოგო გამომეცხადა და მითხრა რომ ვახოსგან ორსულად იყო, გავნადგურდი, ნაწილებად დავიშალე, ჩემში რაღაც მოკვდა. გამახსენდა როგორ ვგეგმავდით მომავალს, როგორ მეუბნებოდა რომ მხოლოდ მე ვიქნებოდი მისი შვილების დედა და დიდი ოჯახი გვექნებოდა. საშინელი ტკივილი ვიგრძენი. მას შემდეგ ცოცხალმკვდარი დავდიოდი, ვერ ვაპატიებდი, ჩემი ოცნების სხვისთვის განხორციელებას ვერ ვაპატიებდი. ყველაზე რთული იცი რა იყო, ბავშვით ხელში მათი დანახვა, მან ის ოჯახი შექმნა სადაც მე არ ვიყავი მის გვერდით, მე არ ვიყავ იმ ბავშვის დედა რომელიც სულ რამდენიმე წელში მამას ძახილით გაიქცეოდა მისკენ. ამ კადრმა მისდამი სიყვარული სამუდამოდ ჩაკლა გულში, მას შემდეგ ცხოვრებას ვაგრძელებდი, მის გარეშე ცხოვრება ვისწავლე, მიუხედვად იმისა რომ ჩემს დაბრუნებას ცდილობდა, ყოველ ჯერზე გავრბოდი, ისევე როგორც დღეს გავიქეცი
-ნუ ტირიხარ-მეუბენბა და მეხუტება, მის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო ალბად მოვიშორებდი მაგრამ მისი მკლავებიდან თავის დაღწევა არ მიცდია-ის არამზადა აღარ შეგაწუხებს,გპირდები-არვიცი რატომ მაგრამ მისი სიტყვები დავიჯერე. მის მკლავებში მოქცეულმა რაღაც ამოუცნობი სითბო ვიპოვე
-მის გამო არ ვტირი, ჩემი უსუსურობის გამო ვტირი.მინდა ჯადოსნური საშლელი მქონდეს და ეს ადამიანი უბრალოდ წავშალო ჩემი ცხოვრებიდან, ვიცი რომ ეს შეუძლებელია
-ისევ გიყვარს?-ისევ მის მკლავებშუ მყოფი თავს მაღლა ვწევ და მის ნაცრისფერ სფეროებს ვაწყდები
-არა, მის მიმარ არაფერს ვგრძნობ
-მიხარია-ზემოდან დამყურებს და მიღიმის
-ვფიქრობ ამ ადგილის ხშირი სტუმარი ვიქნები
-იმედი ყოველთვის მე ვიქნები შენს გვერდით
-რა თქმა უნდა, მძღოლი მჭირდება-ვამბობ და ვიცინი
-მძღოლი,.. ცოტახნით ავიტან მაგ სტატუს
საუბარი ნინოს ზარმა შეგვაწყვეტინა, საბას მკლავებიდან თავს ვითავისუფლებ და ნინოს ვპასუხობ
-რა მოხდა? სად წახვედი ? რამე დაგიშავა? გინდა მივიდედა თავი გავუტეხო? ხმიცი შემიძლია....
-ნინო დამშვიდდი კარგად ვარ, ცუდი არაფრი მომხდარა
-სახლში რატომ არ ხარ, არ მითხრა რომ სადმე ბნელ ადგილას მარტო ხარ და ტირი
-დამშვიდდი ეგრე არაა მალე დავბრუნდები დამელოდე
-კარგი- ყურმილს ვკიდებ და საბასკენ მივდივარ
-სასწრაფოდ უნდა დამაბრუნო სახლში
-ნინომ იცის როდის უნდა დარეკოს-ამბობს აშკარად უკმაყოფილო
-ნადვილად ეხერხება დროის შერჩევა
-წავიდეთ
-წავიდეთ

*******************************
ახალი თავი აქ არის
<3 <3 ველოდები თქვენს კომენტარებს <3 <3
სიყვარულით ევაკო



№1 სტუმარი სტუმარი Lika

ძალიან მომეწონა ახალი თავი ძალიან კარგი იყო მაგრამ ძალიან დიდხან მიწევს ლოდინი. ცოტა მალე დადე ხოლმე რაა

 


№2  offline წევრი Daldoni Daldoni

საინტერესო და კარგი ისტორიაა..

 


№3  offline წევრი ეველინა

სტუმარი Lika
ძალიან მომეწონა ახალი თავი ძალიან კარგი იყო მაგრამ ძალიან დიდხან მიწევს ლოდინი. ცოტა მალე დადე ხოლმე რაა

მიხარია რომ მოგწონს <3 შევეცდები მალე დავდო ხოლმე <3

Daldoni Daldoni
საინტერესო და კარგი ისტორიაა..

ძალიან ძალიან მახარებს თქვენი ასეთი შეფასება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent