ერკე მიდასი - გოლიათი (თავი 13 ახალი ერა)
-გეფიცებით შვილებო, - დაიწყო მოხუცმა კვლავ შეშინებული კილოთი. იმდენად გაძლიერდნენ ძმები მათთან შედარებით სრულიად დაუძლურდა და ჩვეულებრივ მოხუცს დაემსგავსა. თითქოს სამყარომ ძალა წაართვა და ახლა საიდუმლოების გამოაშკარავების ან ტყუილის საფუძველზე ცდილობს თავის დაძვრენასო. - მამათქვენი უნდა მომკვდარიყო, ის ისეთი არ იყო როგორსაც იცნობდით. სხვა სამყაროც ჰქონდა... -მამაჩემი ხალხს კურნავდა! - დაიღრიალა გუგამ. - და ის... -ვიცი, ვიცი ჩემო საყვარელო... მაგრამ მას ბნელი მხარეც ჰქონდა, როგორც ყველა ჩვენგანს. როგორც მე... ყველა განსაკუთრებული უნარი თავის საზღაურს მოითხოვს და მისი ბნელი მხარე ძალზედ საშიში იყო საზოგადოებისთვის. დამიჯერეთ ბავშვებო. - ბელადმა წამოდგომა სცადა, თუმცა კვლავ დაეცა და მუხლის ჩოქებით ცდილობდა მოშორებოდა ძმებს. მათგან გარბოდა, თუმცა ხოხვით. -მოდი მშვიდად დავილაპარაკოთ. - ჩაერთო ირაკლი საუბარში და გუგამ გამაოგნებლად, თუმცა ბელადმა იმედიანად შეხედა. - ვაცადოთ რა უნდა გვითხრას. აქ ხომ იმისთვის მომიწვიე რომ ყველაფერი გამოვასწორო. მის შესახებ თქვენგან ვერაფერი გავიგე, თავად გვითხრას რაც გვაინტერესებს, თუმცა დავუჯერებთ თუ არა ეს უკვე სხვა საქმეა. -ხო. - მოკლედ უპასუხა გუგამ. -კარგი. - თქვა ბელადმა და წამოდგომას ცდილობდა კვლავ. იმდენად დაუძლურებოდა ფეხზე დგომა უჭირდა ამიტომ ბიჭები დაეხმარნენ ადგომაში. -ბევრი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, გისმენთ. - დანგრეულ სამყაროში, სადაც ჯერ კიდევ არ ჩამქრალიყო ცეცხლი და ბოროტება კვლავ თავის სიმაღლეზე იდგა, სრული სიჩუმე ჩამოწოლილიყო. თითქოს განგებ, ყველა ბელადს უსმენდა. „მე, ვარლამ ქებურია, ჩვეულებრივ ოჯახში დავიბადე.“ - დაიწყო მან, მიუხედავად ძლიერი წინააღმდეგობისა და ზიზღისა არც ერთს არ გაუწყვეტინებია. - დედა ბოშა გვყავდა. მე და ჩემს ძმას, თეოფილე ქებურიას სულ გვიწევდა რომ სასტიკი ცხოვრებისგან დაგვეცვა თავი და ასევე დედაც. მამაჩვენიც ცდილობდა ჩვენზე ზრუნვას, მაგრამ იმდენად უცნაურები ვიყავით ძლივს უმკლავდებოდა ჩვენთან ერთად დროის გატარებას და თამაშს. ჩვენი თამაში ცხელი მდუღარე წყლის ხელზე გადასხმა და სამართებლით სირბილი გვჩვეოდა, რის შედეგადაც ხან რას ვიზიანებდით ხან რას. ერთხელ მთელი ოჯახით დასასვენებლად ქალაქგარეთ გავემგზავრეთ. დედა მუდამ იძახდა ჩვენი სოფელი ძალიან მოგეწონებათ ბავშვებოო, ისე თბილისს არც გავმცდარვართ. ქალაქიდან არც ვიყავით გასულები მთელი ოცი წელიწადი. ოცი წლის შემდეგ ვბრუნდებოდით ჩვენ საყვარელ ქალაქში სოხუმში, სადაც უნდა გაგვეტარებინა დროის უმეტესი ნაწილი, თუმცა... თუმცა ავარია მოხდა. ძლიერი ნათება გვიახლოვდებოდა, მამამ კონტროლი დაკარგა მართვაზე და ძლიერად გადაბრუნდა ავტომობილი. იგი ბრუნვას არ წყვეტდა და ძლიერად დავშავდით. ჩვენ გადავრჩით მხოლოდ, მე და თეოფილე. ძლიერ ტრავმას შეეწირნენ ჩვენი მშობლები.“ -სიცრუე, სიცრუე... და ისევ სიცრუე... - გააწყვეტინა მოყოლა გუგამ. - როგორ ახსნი იმას რომ მე მახსოვს ბაბუა, თეოფილეს, მამაჩემის მამა და შენ საერთოდ არ მახსოვხარ? შენ ცდილობ ჩვენს ოჯახში შემოიპარო დაუკითხავად და ცდილობ გაპატიოთ ის რაც დააშავე... არ გამოგივა თავის მართლება! მეზიზღები და შენ ჯოჯოხეთში დაიწვები. - ზიზღნარევი ემოციებით სავსე ძლივს იკავებდა თავს ძლიერი შელოცვა არ გამოეყენებინა და მთლიანად არ გაექვავებინა მისი სული. -ნამდვილი დედ-მამა გარდაგვეცვალა, ამის შემდეგ ჩვენც ამნეზია გვქონდა, დიდ ხანს არ გვახსოვდა რა მოხდა იქამდე, სანამ აქ აღმოვჩნდებოდით და სხვა ცოლ-ქმარი გვზრდიდა, სათნო ხალხი, კეთილი მკურნალები, რომლებიც სიცილიაში, აქ ვიპოვეთ. უფრო სწორედ მათ გვიპოვეს. -არ მჯერა. -გეყოფა გუგა... -რა იყო ძმაო, ნუთუ ამ კაცს ენდობი რომელმაც შენი სატრფო ლამის სიცოცხლეს გამოასალმა? -მაგრამ არ მოუკლავს. სულ სხვა რამეა. - თბილად ჩაეხუტა ლიკას და შეცბუნებულს ქალს სიმშვიდე უეცრად დაეტყო. - ყველაფერს გავაკეთებ ჩემიანიების დასაცავად. ახლა კი მას ვუსმინოთ და აღარ შეაწყვეტინო. -კარგი... მე ხელები ამიწევია. - დანებების ნიშნად ასწია ხელები გუგამ და სმენად იქცა. -გააგრძელე მოხუცო. მოგვიყევი ზღაპრები რომ კარგად დაგვეძინოს. ლავრენტი ხარ თუ ვარლამი. თუმცა ქებურია მე იმ სამყაროში მყავდა მამა, ვის გვარსაც ვატარებ, გინდა თქვა რომ შენც ქებურია ხარ და ეს დამთხვევაა? -არა ირაკლი. ის მამაშენი არ იყო, ისევე როგორც ჩვენ არ გვზრდიდა ნამდვილი მამა. დარწმუნებული ვარ მამაშენისგან გამოგყვა დიდი შთაგონების ძალა, რითიც შენს თავს შთააგონე რომ ის მამაშენი იყო, თუმცა თეოფილე იყო მამაშენი და ის აქ, ჩემთან ერთად იზრდებოდა... ჩვენც იგივე ბედი გვერგო წილად, რაც თქვენ... ძმები ერთმანეთს უნდა დაშორებოდნენ, რადგან ერთმანეთისთვის იმ დროს დიდ საფრთხეს წარმოვადგენდით. როდესაც საკუთარ ძალებს ვერ ვაკონტროლებდით და როდესაც არ შეგვეძლო იმის ცოდნა რა იქნებოდა ყოველ ცისმარე დღეს. ეს უნარი, რაც გაგვაჩნდა წყევლა უფროა, ვიდრე ნიჭი. ამ ადგილმა მოგვცა, სიცილიამ შთანთქა ჩვენი ინდივიდი და მოგვცა საშუალება თავად აგვერჩია მხარეები, თუმცა მე ბოროტებისკენ მიდრეკილს ვერაფრით შევეწინააღმდეგე, მამათქვენი ეწინააღმდეგებოდა მაინც თუმცა ამაოდ. მე დავნებდი, თეოფილე კი არ ნებდებოდა, მაგრამ მაინც ნახა სიცილიამ გზა მისი გამოჭერის, რასაც თავად ვერა, მაგრამ მე ვხედავდი. რამდენჯერ დამინახავს გონების ძალით, როდესაც მის გონებაში ვაღწევდი რას გიკეთებდა შენ გუგა, რომ ცდილობდა ექსპერიმენტები ჩაეტარებინა ყოველ ღამე და ხან რის გაკეთებას ცდილობდა, ხან რის. ცდილობდა შენს მოკვლასაც, მე რომ არ შემეჩერებინა. თუმცა მხოლოდ შენი მოკვლა არ სურდა. მარტო შენ ვერ მოგკლავდა, რადგან მხოლოდ თქვენი გაერთიანებით შეეძლო თქვენზე ხელი აღემართა. ცალ-ცალკე ვერაფერს გახდებოდა. მეც ამას ველოდი, თქვენს ერთად ყოფნას რომ ორივე მომეკალით... სიცილია მაკონტროლებდა და ახლა როგორც ხედავთ ჩემი ძალები წამართვა და ალბათ სხვას გადასცა. მას ვისაც უფრო მეტად შესწევს ძალა თქვენ წინააღმდეგობა გაგიწიოთ. ყველაფერი მახსოვს რასაც ვაკეთებდი და მაპატიეთ, გთხოვთ, ამ დროს საკუთარ თავს არ ვეკუთვნოდი, ჩემი ხალხი მე კი არა სიცილიას ემორჩილებოდა და მის ძალას. ასეთია, სხეულში გიძვრება, გიმორჩილებს, მთლიანად გიპყრობს, თუ საკმარისი ძალა არ გაქვს მთლიანად გშთანთქავს და შენგან მხოლოდ მარიონეტს დატოვებს და სხვას არაფერს. მეც მარიონეტი ვიყავი შვილებო, არ მინდოდა იმის კეთება, რასაც ვაკეთებდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, მარადიულ სიცოცხლეს და ძალაუფლებას ვეზიარე, თუმცა ესეც სიცრუე აღმოჩნდა. ჩემი ძალაუფლება დასრულდა. წინააღმდეგობის გაწევა, როგორც ჩანს მხოლოდ თქვენ ორს შეგიძლიათ, არც მამათქვენს შეეძლო ბოლომდე შესწინააღმდეგებოდა ამ ბოროტების სავანეს. ჯერ ის მამათქვენის წყალობით ცდილობდა ბოლომდე მოესპეთ, მაგრამ რაც თეოფილე ჩემი ხელით გავანადგურე მან მე ამირია თავგზა მთლიანად დამიპყრო და ჩემი წყალობით დაიწყო ამ სადისტური გეგმის შესრულება, რაც შენს აქ ჩამოსვლას და თქვენს ერთად განადგურებას ისახავდა მიზნად. ყოველდღე მეჩურჩულებოდა გონებაში რომ მომეკალით. მაგრამ ჩემზე ძლიერები აღმოჩნდით მაინც კიდევ კარგი...მადლობა, თქვენ მე გადამარჩინეთ. -და შენ ამის გჯერა? - ჩაეკითხა ძმას გუგამ. -არ ვიცი. მე თეოფილეს სუ არც ვიცნობდი, არც შენ გიცნობდი აქამდე და ჩემთვის სრულიად უცხო ხართ ორივე ამ სამყაროში. ვის უნდა დავუჯერო? -არა, ამ ბოდვის გჯერა, რასაც ეს ამბობს? - კვლავ გაღიზიანებით გაიმეორა გუგამ. -არ ვიცი-მეთქი! - დაიღრიალა ირაკლიმ და თვალები მწვანედ აუკიაფდა. -გეფიცებით. მამათქვენი მტრად მიმიჩნევდა, ასეც იყო, მაგრამ ის საკუთარი თავის მტერიც იყო. რომ გენახათ მისი ნამდვილი სახე როგორ იქცეოდა მონსტრად ყოველ ღამე, სხვანაირი საუბარი გვექნებოდა, თუმცა არ გინახავთ. მე კი მის თვალებში ის სისასტიკე მაქვს ნანახი, რაც თქვენ ჩემსაში ნახეთ. ეს ყოველი სიცილიელის მსხვერპლის ჭირია. -როგორ უნდა გავანადგუროთ ეს ბოროტება? - ჰკითხა გუგამ, თუმც ეს უკვე იცოდა. -როგორ....? აი ამის დახმარებით.. - მოიხსნა ბროლის ბურთი ყელიდან და გუგას გაუწოდა. - ეს ერთადერთი რამ გაკლდათ ალბათ, რაც სიცილიის დაქცევაში დაგეხმარებათ. და მხოლოდ თქვენ ორნი შეძლებთ ამას. ეს არ ვიცი, ხრიკი იყო სიცილიის მიერ მოგონილი რომ ერთად შეეკრიბეთ თუ რა, მაგრამ ნამდვილად ასეა. მხოლოდ თქვენი ძალებით შეძლებთ მის შეჩერებას, ეს ძალები კი ბუნებრივად გაქვთ და სიცილიას არ უჩუქებია თქვენთვის, ანუ თეოფილესგან გადმოგეცათ, რაც ნიშნავს იმას რომ სიცილია მას ვერ წაგართმევთ. -მადლობა მოხუცო, სიმართლისთვის და იმისთვის რომ... ბროლის ბურთი გადმოგვეცი. ახლა საბოლოო გადაწყვეტილების დრო მოვიდა. - თქვა გუგამ შეცვლილი კილოთი. -გუგა რას აკეთებ? - შეხედა ირაკლიმ გაოგნებულმა, როდესაც თვალის ფერი შეეცვალა და მისგან გამომავალი სიკაშკაშე აბრმავებდა მოხუცს. -რა? - ჩაიღრინა ბელადმა... - შენ... ღმერთო... ის შენშია... ეს როგორ... -აი ასე, ლოგიკურად. ლოგიკურობას მუდამ პატივს ვცემდი ყოველთვის. თქვენმა შეკრებამ და ოჯახის გაერთიანებამ უფრო მეტი ძალა მომცა რომ ძმებიდან ერთ-ერთი დამეკავებინა. ახლა კი უფრო მეტად შემიძლია გავნოთ. - გადაიხარხარა გუგამ და ბროლის ბურთი ყელზე ჩამოიკიდა. - ახლა ეს ჩემთან უფრო უსაფრთხოდ იქნება. - ჩაიხითხითა და ძლიერი ელვა ესროლა მოხუცს. ვარლამი იქვე გარდაიცვალა, უკანასკნელად ამოისუნთქა და თვალებში შიში დარჩა მხოლოდ. -ეს რა ქენი?! - შეეცადა ხელი აღემართა ირაკლის, თუმცა გუგამ დაასწრო და კვლავ ძლიერად დაჭრა მკერდის არეში. -შენ სიცილიის ნაწილი ხარ ჩემო ძმაო. და სიცილიის ნაწილადვე მოკვდები. აჰაჰა... - ხარხარით გაეცალა იქაურობას და მკერდში სასოწარკვეთილად დაჭრილი ქებურია ძირს განერთხა. -ლიკა... - ძლივს ამოთქვა. - ლიკა, ჩემო სიყვარულო... -არა! - გონზე რომ მოვიდა ლიკა ემოციურად იღრიალა. - ! - დაუყვირა გუგას. - გარბიხარ არა? შე გამოტვინებულო ქათამო... მოდი აქ! - ქვას დასწვდა ლიკა და გუგას გაუქანა, ირაკლი ამაოდ ეხვეწებოდა არ ექნა ეს, გაეშვა, მაგრამ გოგონა იმდენად იყო გაღიზიანებული არც უშინდებოდა იმ გავარვარებული თვალების რომელმაც ახლახანს ერთი ბერიკაცი გამოასალმა სიცოცხლეს, მეორე კი თითქმის გამოასალმა. ქვა აიცდინა გუგამ. თუმცა სანაცვლოდ არც ის დარჩენია ვალში და ხელის ერთი მოძრაობით ლიკას სუნთქვა გადაეკეტა. -არა, ძმაო, გთხოვ არ გინდა... არ ქნა... ძალიან გთხოვ, ჩემი სიყვარული არ წამართვა. გთხოვ... დაინდე. - ტირილით ევედრებოდა გუგას ირაკლი თუმცა ამაოდ. ისეთი ძალით მოჭიმა მუშტი, რომ ლიკას ერთიანად წასკდა თვალებიდან სისხლი და იქვე უგონოდ განერთხა. -არაა!!!! - ირაკლის ძლიერად აღმოხდა ყვირილი და ძალის დატანების შედეგად თავადაც დაკარგა გონება. *** -ბოლოს მოგიღებ... ბოლოს მოგიღებ ძმაო... აუცილებლად მოგკლავ და საბოლოოდ გავანადგურებ ამ ბოროტებას რომელიც ამ საზიზღარ ადგილას სუფევს. - თვალები გაახილა და მიხვდა რომ ძილში ლაპარაკობდა. ისევ იქ ეგდო, სადაც ბრძოლა მოხდა. კვლავ მარტო და გვერდით ბელადი და ლიკა მკვდრები ეყარნენ. ძლივს წამოდგა ფეხზე და თვალის გასწორება უჭირდა მათთვის. ხელი დაადო ლიკას, იქნებ განვკურნოო, სცადა თუმცა უშედეგოდ. - იმედია ეს სიზმარია, იმედია სიზმარია და რეალური არ ხარ... იმედია ლიკა კვლავ იქ მელოდები სადაც დაგტოვე. გთხოვ, უფალო... ასე არ დაასრულო ჩვენი სიყვარულის ისტორია. ძალიან გთხოვ. თავად აღარ ეტყობოდა ჭრილობა. ისე მალე შეუხორცდა გაუკვირდა. „გუგა ანელებდა განგებ შეხორცებას?“ - გაიფიქრა მან. – „ნუთუ თავიდანვე სიცილიის დამქაში და მონა იყო და სწორედ ამიტომ მომიწვია აქ..“ მის გონებას არ ასვენებდა ფიქრები გუგას შესახებ, უძღები ძის რომელმაც ისე უღალატა თვალიც არ დახამხამებია და საკუთარი ძმის ცოლი მოკლა ხელის აუკანკალებლად. უღონო მდგომარეობაში სიარულისას ერთ პატარა ქოხს მიადგა, სადაც შესვლა და დახმარების თხოვნა დააპირა, გარედან დაუძახა მასპინძელს, თუმცა არავინ გამოხმაურებია. კიდევ ერთხელ ხმამაღლა დაიძახა და კარზეც დააკაკუნა, თუმცა კვლავ არავინ უპასუხა, ამიტომ ღია კარში თავად შევიდა. შიგნით არავინ დახვდა, თუმცა სისუფთავე და სიმყუდროვე სუფევდა. ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა და თბილოდა, მიუხედავად იმისა რომ საკვამურიდან ადენილი კვამლი არ დაუნახავს ცეცხლი ენთო. თავიდან არ გაჰკვირვებია და დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია ამ ფაქტს, ტახტზე რბილად მოთავსდა და დაწვა. ჩაეძინა... და როდესაც გაეღვიძა თავზე უცხო მამაკაცი ედგა, განრისხებული მზერით და ხელში ცულით, რომლის მოქნევასაც აპირებდა. ირაკლიმ მოხერხებით აიცილა მოქნეული ცული და ის ტახტში ჩაიჭედა. გაჭირვებით ცდილობდა მამაკაცი ამოღებას, თუმცა ამაოდ. -ვინ ხარ? აქ რა გინდა? -ბოდიში, მეგობარო, დავიძახე, პასუხი არ იყო და მეც შემოვედი, დახმარება მჭირდებოდა სუსტად ვარ, მშიერი მწყურვალი, და ძილი მჭირდებოდა. მთელი ორი დღეა მოვდივარ. -ვინ ხარ? -მე ირაკლი მქვია, შენ? -არავინ. - თქვა უცხომ და გაღიზიანებით ხელი ჩაიქნია. - საკმარისად არ გენდობი რომ გითხრა რა მქვია. -არავის ენდობი? -არა. -ალბათ მიზეზიც გაქვს, კარგი არ ჩაგეძიები. -აქ როგორ მოხვდი? -სიცილიაში? როგორც ალბათ ყველა უმეტესობა გარედან მოსული. მანქანის ფარები, ავარია. -სიცილია? - ჩაიცინა უცხომ. - სიცილიიდან ხარ? - თითქოს შიშიც შეეპარა. - ეს ადგილი სიცილია არაა. -რა? აბა სად ვარ? -უნაყოფო მიწებზე. სიცილიისგან მოშორებით. აქ ხვდებიან ისინი ვინც სიცილიამ გარიყა, ან გარკვეულწილად განაგდო. შენ გაგაძევეს? -არა. მაგრამ როგორც ბოლოს მახსოვს მომკლეს. -მოგკლეს. - გაიმეორა უცხომ. - მერე გაიღვიძე და გზა გააგრძელე, იარე იარე, იარე... არა? -დიახ, რატომ მეკითხებით? -ჩამოჯექი. - იქვე მდგარ ხის სკამზე მიუთითა მასპინძელმა და თავადაც ხელნაკეთ სავარძელზე დაჯდა. - ახლა მშვიდად შევძლებთ საუბარს. სიცილია... დიდი ხანია ამ ადგილის სახელი არ გამიგია სხვისგან, გარდა ჩემი გონების ყოველწამიერი მცდელობისა, იქ დავბრუნდე და დაშვებული შეცდომები გამოვასწორო. -აჰ, სიცილიაში ნამყოფი ხართ? და რომელ სიცილიას გულისხმობთ? -რა რომელს კაცო? - ჰკითხა გაღიზიანებით მასპინძელმა. -ანუ იტალიის ქალაქ სიცილიას ხო? - ჯერ ისე დაუსვა კითხვა ირაკლიმ თითქოს არც იცოდა მეორე სიცილიის არსებობა. -არა. იტალიის სიცილიას ნამდვილად არა. მანდ რა საშიში მონსტრები, ეკლიქტური ცხოველები და სიცოცხლის მიერ მწოველი ვამპირები ბინადრობენ? ან თავად სატანას, ეშმაკს გაუვლია? სიცილია ეს ჯოჯოხეთური ადგილია, სადაც მოხვედრას სიკვდილი სჯობს. და ვერ დავადგინე მაშინ ის პერიოდი ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი და სიცილიაში სატანჯველად გაგზავნილი. ან ახლა... ცოცხალი ვარ? -ცოცხალი ხართ. გეხებით მეხებით. როგორ იქნებით მკვდარი. - გაოგნდა ირაკლი. -თქვენ წეღან აღნიშნეთ რომ მგონი მოკვდით. მეც საკუთარი ძმის ხელით მოვკვდი და შემდეგ აქ აღმოვჩნდი. უსასრულო უდაბნოში და მალე განვიკურნე, ტკივილი გაქრა და ყველაფერი დალაგდა. მე გზა გავაგრძელე უსასრულოდ, თუმცა შევჩერდი, ქოხი ავაგე და აქ დავსახლდი, მას მერე აქ ვარ. -ისტორია ერთნაირი გვქონია. მეც ძმისგან მივიღე სასიკვდილო დარტყმა. სიცილია საშინელი ადგილია, არავის ნდობა არ შეიძლება. -თუმცა ხვდები ხო, რომ შენ ძმას ეს არ უნდოდა და ამას არ გააკეთებდა? -არ ვიცი, მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გავიცანი, როდესაც აქ ჩამოვედი, ნორმალური ტიპის შთაბეჭდილება დატოვა და მხოლოდ ბოლოს გავიგე რომ ჩემი ძმა ყოფილა. არც ის ვიცოდი ვნდობოდი თუ არა, მაგრამ ჩემნაირ ძალებს ფლობდა და სხვა გზა არ მქონდა ვენდე. მასაც სიცილიის განადგურება სურდა, მაგრამ ბოლოს აურია. აურია, სიცილიის მხარეს გადავიდა და მე დამჭრა გულის არეში. -ეჰ, მეგობარო. სიცილიას ეს კარგად გამოსდის. ადამიანთა ტვინების არევა და მეც გამომიცდია. -მართლა? შეიძლება საღ გონებაზე იყო და უცებ დაგიმორჩილოს? -კი, სისხლში აღწევს იმდენად ძლიერია. - გუგას სიტყვები გაახსენდა ირაკლის. სისხლზე დაკვირვებისას რომ უთხრა, თუმცა საიდან უნდა სცოდნოდა ამ კაცს იმის შესახებ რასაც მისი ძმა იკვლევდა? საოცარია, სამყაროს ჯაჭვში ძლიერ რგოლებს ვაკავშირებთ და მერე ეს რგოლებიც დასუსტებას იწყებენ, თუმცა ერთმანეთს კვლავ ხვდებიან და რაღაცით იზიდავენ, ერთმანეთისკენ მიიწევენ თითქოს ძველი დროება ახალს უკავშირდება და იკვეთებიან ერთ განსაზღვრულ წერტილში. -ეს თქვენ საიდან?! -ექიმი ვიყავი. - ჩაიდუდღუნა მასპინძელმა და უეცრად გაჩუმდა. თითი ასწია და მიაყურადა. ცხენების ფლოქვების ხმა ისმოდა, თითქოს ამ უსულო სამყაროში, სადაც არანაირი სულიერის ჭაჭანება არ იყო ერთი უცნობის გამოჩენიდან მალევე სული შთაებერა. - რა ხდება, მოგყვებოდნენ? - ფანჯრიდან გაიხედა და ცდილობდა დაენახა მომავალი, მაგრამ არავინ ჩანდა. -არა არავინ. გაგიჟდით? აქ ვინ უნდა გამომყოლოდა არავინ ჩანს. -ცხენების ხმა არ გესმის? -არა... -საინტერესოა. სულ უფრო ახლოვდებიან, როგორ არ გესმის?! -არ მესმის. -რა? - სრულ სიცარიელეში გაიხედა და თითქოს კედელს ელაპარაკებაო მასპინძელი ისე მიაყურადა. -არაფერი მითქვამს. -რა მითხარი? არა... არა მეთქი. -ვის ელაპარაკებით? - ჩაეჭრა საუბარში ირაკლი. -აქ შენი ძმაა მოსული. -რა? -ცდილობს გაიგოს აქ ხარ თუ არა. -მერე? -დაიმალე, სწრაფად. -კი, მაგრამ რა იცი რომ ჩემი ძმაა, არ მითქვამს წესიერად მე ვინ ვარ... -თავად სიცილიამ მითხრა შენი ვინაობა. ის განაგებს ყოველივეს, სიცოცხლესაც და სიკვდილსაც და ახლა შენ მის გასაყარზე იბრძვი. უნდა დაბრუნდე. უნდა დაბრუნდე და დაასრულო დაწყებული საქმე. -სად დავბრუნდე საიდანაც წამოვედი? -სიცილიაში. -არა! მე იქ არ დავბრუნდები, სასწრაფოდ ჩემი ძმა უნდა ვიპოვო და მოვკლა! მან გამინადგურა სამყარო, ჩემი სიყვარული მოსპო და ასე არ დავტოვებ ამას. - გაღიზიანებულმა ბრძანა და აქეთ-იქით შეავლო იქაურობას თვალი, თუმცა სიცარიელე იყო და ეს ბერიკაცი ვის ელაპარაკებოდა ვერ ხვდებოდა. -შენი ძმა ხო გუგა ქებურიაა? - იკითხა მან. -კი... საიდან... -მისი ყვრიმალები გაქვს და მივხვდი. დიდ ხანს გეძებდი და არ მეგონა თუ აქ გიპოვიდი, ამ უდაბნოში. -ვის ელაპარაკებოდი? -წავიდნენ... მაგრამ რადგანაც ის გეძებდა მივხვდი ასევე ვინ ხარ... მე დიდ ხანს ვებრძოდი ჩემს ბნელ მხარეს და ჩემს ძმას. დიდ ხანს გეძებდი და მინდოდა ერთად შემეკრიბეთ რომ დამეხოცეთ. მინდოდა, ვაღიარებ ეს ძალიან მინდოდა სანამ მის მორჩილებაში ვიყავი. ჩემმა ძმამ კი გადაგარჩინათ ჩემგან. -რაებს ბოდავთ მოხუცო, ვინ ხართ? -თეოფილე მქვია. და ჩემი ძმა დიდი მრისხანების მომტანი ბელადი ვარლამ ქებურია იყო, თუ ეხლაც სიცილიას შიშს ის ჰგვრის ანუ... -თეოფილე? მამა? - მოკრძალებით ჰკითხა ირაკლიმ და ფეხზე წამოდგა. - მეღადავებით? როგორც ვიცი გუგასგან თორმეტი წლის წინ მოკვდი. -როგორც ვიცი შენც მოკვდი. - მიუგო თეოფილემ და ხელი დაადო მხარზე. - შვილო ჩემო, სიცილია სიურპრიზებით გვანებივრებს ხოლმე და განსაკუთრებული ადგილია, თუმცა მის უარყოფით გავლენას ვერსად გაექცევი. ის მთლიანად გიმორჩილებს და გიპყრობს, ძალას გაძლევს, მაგრამ საშენოდ ვერ იყენებ, სათავისოდ გიყენებს მხოლოდ. -ანუ სიმართლეს ამბობდა? -კი თუ ამის შესახებ მოგიყვათ სიმართლე იქნებოდა. -მოგვიყვა, და შემდეგ გუგამ ის მოკლა. მეც მომკლა კინაღამ და ახლა აქ აღმოვჩნდი მასზე შურისძიების ძალით. -შურისძიება კარგი საქციელი არ იქნება შვილო. დიდ ხანს ვიცხოვრე სამყაროში სადაც მხოლოდ შურისძიების ადგილი იყო, მაგრამ ერთს მივხვდი... შურისძიება კვლავ უფრო მეტ სისასტიკეს შობს და არ სრულდება ეს ბოროტება არასდროს. შურისძიებით კი არა კეთილი ნებით უნდა დავუპირისპირდეთ ბოროტებას რათა გავიმარჯვოთ. რადგანაც მიპოვე და ცხოვრების გაგრძელების საშუალება მომეცა იმედით რომ ყველაფერი კარგად იქნება შენ ძმას ერთად ვიხსნით. წამომყევი შვილო... - მხარზე ხელი უფრო მაგრად დაადო, შუბლზე აკოცა ირაკლის და მთელი ძალით გადაეხვია. ირაკლი ვერ იჯერებდა. სიცილიის მიერ შთაგონებული ჰალუცინაცია ეგონა ან მის მიერვე შთაგონებული, როგორც ესს ბელადმა უთხრა. იმდენად სჯეროდა მშობლების სინამდვილის რომ საკუთარ თავს შთააგონა... იქნებ ახლაც ასე ხდება? იქნებ სიცარიელეს თავად ელაპარაკებოდა და სინამდვილეში არც ამ ქოხში იყო საერთოდ. ან იქნებ მოკვდა კიდეც და ახლა სადღაც გზაგასაყარზე ჩარჩა და მხოლოდ ამიტომ ნახა მამამისი? უამრავი კითხვა ტანჯავდა მაგრამ საკუთარ თავს ვერ უტყდებოდა და ვერც ხმამაღლა ამბობდა. ეშინოდა ამ შიშის რეალობად ქცევის. სხვა რა დარჩენოდა, მიჰყვა იმ მამაკაცს რომელმაც იარაღი აისხა და ჭიშკრიდან გააბიჯა. -ახლა მასტერთან მივდივართ. მან იცის ამ ბოროტების საწყისის აღმოფხვრის საიდუმლო ბროლის ბურთის გარეშეც. -მასტერი? - გაეცინა ირაკლის. -კი, საკუთარ თავს ასე ეძახის. ერთხელ გადავარჩინე და ჩემთან ვალშია. ის დაგეხმარება სიცილიაში დაგვაბრუნებს და შემდეგ ერთად დავუპირისპირდებით ამ ბოროტებას. ჩემი შეცდომა უნდა გამოვასწორო რომ თქვენ მარტო დაგტოვეთ სასტიკ სამყაროში ბიძათქვენის პირისპირ და არც იცოდით როგორ დაპირისპირებოდით მას. მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რადგანაც არც მიცდია თქვენი მოძებნა იქამდე სანამ შენ არ გამოჩნდი ასე მოულოდნელად, თუმცა განგებას თავისი კანონები აქვს. დარწმუნებული ვარ მე რომ მეცადა თქვენი ძებნა კვლავ არაფერი გამომივიდოდა დღემდე. იქამდე ადრე იყო და არ უნდა შევხვედროდით ერთმანეთს და ახლა სწორედ ამის დრო დადგა. - იარაღი შემართა თეოფილემ და რკინის ჭიშკარს მიადგნენ, რომელიც მიწაში იყო ჩატანებული. ძლივს გააღო დაჟანგებული კარი და მასში ჩაუძღვა შვილს. წინ უსასრულოდ გრძელი კიბეები ჩანდა, ჩირაღდნის სინათლე სადამდეც წვდებოდა კიბეები სიბნელეში გრძელდებოდა და დასრულებას არ ჩქარობდა. ერთად მიიწევდნენ წინ და სიბნელე უფრო მეტად იზრდებოდა, ფართოვდებოდა. კლდეებზე შვერილები იზრდებოდა, რამდენიმე ინიციალიც ამოეკაწრათ და ფრჩხილების კვალიც დაეტოვებინათ. ერთი ორ ადგილას ადამიანის თავის ქალაც კი ეგდო, მაგრამ ირაკლი ამას არ შეუშინდა და გზა განაგრძეს. -და სინამდვილეში რა ქვია მასტერს? -არავინ იცის. -ღმერთო ჩემო, აქ როგორ მოდაშია ეს ზედმეტსახელები: ბელადი, მასტერი. ძალზედ საინტერესოა... თავიანთი თავის განდიდება როგორ უყვართ, თითქოსდა ამით რამეს შეცვლიან ადამიანთა წარმოდგენებში და მათზე წინ დააყენებენ თავს. რაც სიცრუეა. -რას იზამ შვილო, ადამიანს ვერ გაუგებ ვერაფერს. ვიჯექი და უსასრულობას გავყურებდი და არც ვიცი რას ველოდი, რაიმე ნიშანს თუნდაც რომ ჩემი ჩართვა აუცილებელი იყო. -უნარი კიდევ გაქვს? - ჰკითხა ირაკლიმ. -აღარ, თუმცა არ ვიცი... დიდი ხანია არ გამომიყენებია. საფეხურების დასრულებისას კიდევ ცოტა გაიარეს ფეხით და მანათობელ ბურთს მიადგნენ. -ეს რა არის? - ირაკლი გააოგნა ამ ბურთმა და ცდილობდა ნელა მიახლოებოდა. -პორტალია... სიცილიაში აღებს კარს, თუმცა სანამ გამოვიყენებთ უნდა გკითხო, მზად ხარ? -კი. - უყოყომანოდ უპასუხა გამომძიებელმა. - ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. -ამის ძებნას წლები შევალიე, მაგრამ გამოყენებას იქამდე არ ვაპირებდი სანამ არ დამჭირდებოდა. - ხელი ბერკეტს დაჰკრა თეოფილემ და მანათობელი ბურთი უფრო კაშკაშა გახდა, მასში ცეცხლის ბურთები თამაშობდნენ და კაშკაშს სულ უფრო უმატებდა. - გამომყევი. ჯერ ცალი ფეხი შედგა თეოფილემ და სხეულის ნახევარი, რითიც რგოლში შევიდა აღარ ჩანდა. ბოლოს მხოლოდ თავი ჩანდა მისი, გაუღიმა ირაკლის და მთლიანად გაქრა. ირაკლიმაც დაუყოვნებლივ შეაბიჯა ბურთში, ოდნავი წვა იგრძნო, გონებაში ყველაფერი აერია თუმცა კიდევ გადადგა ერთი ნაბიჯი და სიცარიელეში გადავარდა. პ.ს. ერთი ისტორია მინდა მოგიყვეთ, რამაც ასევე მეტად მომანდომა დავბრუნებოდი ისტორიას და მეწერა, მწირი დროის მიუხედავად. საწყობში ვმუშაობ თუ არ იცით და ამანათის გასატანად მამაკაცი მოვიდა, როგორც კი გავიგე რომ თურმე ირაკლი ქებურია იყო ეს ადამიანი წამს მეგონა ჩემმა პერსონაჟმა მომაკითხა თქო. რომ გავხედე გარეთ საოცრად გავდა ჩემს წარმოსახვაში მყოფ ირაკლი ქებურიას. მართალია გაცნობის საშუალება არ მომეცა, მაგრამ სასიამოვნო პიროვნება ჩანდა. ორი დღის წინ მომაკითხა, ეტყობა დახმარებისთვის რომ გზა გამეგრძელებინა მისი და მეჩვენებინა თქვენთვის რა მოხდებოდა შემდეგ. იმედი მაქვს მომყვებით ბოლომდე და ელოდებით ხოლმე ამ დიდი პაუზების მიუხედავად. ორ ადგილას რომ ვმუშაობ დრო თითქმის აღარ მაქვს, რას ვიზამთ მამობა რთული ყოფილა :დდ მაგრამ სასიამოვნო... მაგარი ბიჭი მყავს თან.. აპააა გაიცანით შიო მიდასი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.