შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - გოლიათი (თავი 11)


10-02-2024, 00:05
ავტორი ერკე
ნანახია 646

-ეს მართალია? - გადაღლილმა ირაკლიმ ზურგი კედელს მიაყრდნო და ჩამოჯდა.
-კი, მართალია. - მორცხვად აღიარა გუგამ.
-როდის უნდა გეთქვა?
-არ ვიცი. მართლა არ ვიცი. ასე არა ყოველშემთხვევაში, ასე არ ვგეგმავდი.
-აქედან გაღწევის რამე შანსი გვაქვს?
-კი.
-რა მჭირს ეგეც გეცოდინება, რატომ ვიწვოდი?
-ჩვენ დაწყევლილები ვართ, ან დალოცვილები, როგორც გინდა ისე აღიქვი. მე განკურნების ნიჭით შენ კი განადგურების, ერთად კი სასწაული რამეების კეთება შეგვეძლო, არ გახსოვს არა?
-არა. - თავი გადააქნია იკამ და გონებაში თვალწინ დაუდგა სცენა როგორ ერთობოდნენ ის და მისი ძმა, როგორ ცდილობდნენ ძალების გამოვლინებას.
-მამაჩვენსაც და ბაბუაჩვენსაც შეეძლოთ ამ უნარის გამოყენება, ადამიანები განეკურნათ. ადრე როგორც ვიცი სიცილია რომ ბედნიერთა ქალაქი იყო და სიმშვიდე სუფევდა ბაბუაჩვენი მთავარი ექიმი ყველას დახმარებისთვის განმსჭვალული ქალაქის მაცხოვრებლებს ეხმარებოდა. ბავშვი ხიდან ჩამოვარდებოდა მაშინვე ბაბუაჩემთან მიჰყავდათ, არც აკვირვებდათ უმალვე ხელის შეხებით კურნავდა. რამეს იტკენდა ვინმე კურნავდა, ხელოსანი დაიზიანებდა სხეულს, კურნავდა, შეშის მჭრელი უეცრად ხელს მოიჭრიდა, უმთელებდა. ყველაფერი ჩვენმა დაბადებამ შეცვალა.
ირაკლის ძალზე აკვირვებდა ის ფაქტი, რომ არ გაჰკვირვებია ახალი ამბავი. არც გაბრაზება გამოუხატავს, რადგან დაინახა ამას რა მოჰყვებოდა, არც გაოგნება. თავადაც თითქოს გულის სიღრმეში რაღაცას ეჭვობდა, მოგონებები, სიზმრები ახსენდებოდა გარესამყაროში ნანახი, თუმცა ეს აბდაუბდა მხოლოდ კოშმარი რომ ეგონა ახლა იძენდა რეალურ აზრს და შინაარსს.
-რა მოხდა ჩვენი დაბადებისას?
-პირველი შენ გაჩნდი, თითქოს ესეც კი საკუთარი თვალით ნანახი მახსოვს, როგორ გაგიყვანეს და გაგაცალეს ჩემგან და მე ჩემს ჯერს ველოდი. როდესაც მეც ტირილი დავიწყე ბებიაქალმა ცალკე გაგვიყვანა განწმენდის რიტუალის ჩასატარებლად. ეს უკვე გადმოცემით ვიცი, - გაეღიმა. - როცა გაიგეს რომ შენში დიდძალი ცეცხლი მძვინვარებდა მამაჩვენს შენი მოშორება დაავალეს, რაზეც უარზე იდგა. თუმცა სულ ძალით მოსტაცეს შენი თავი. ჯერ წინასწარმეტყველი მოიყვანეს და დაინახა რას იზამდი აქ რომ დარჩენილიყავი. მართალია ცოტა ხანი შანსი მოგცეს, ექვსი წელი ჩვენთან გაატარე, იქამდე სანამ ეს ძალა იჩენდა შენში, მერე წაგიყვანეს ჩვენგან ძალიან შორს. მას მერე გეძებ.
-და რატომ მომძებნე? მე ხომ ასეთი საშიში ვარ... თან ისე ეშინოდათ ჩემი გამაგდეს.
-რადგანაც დავასკვენი რომ შენ არ იყავი ის მიზეზი, რაც წინასწარმეტყველმა დაინახა შენს მომავალში. მან არასწორად აღიქვა მოვლენები და ბელადის მოსვლა, ეს ყველაფერი რაც აქ ხდება, შენ ძალას მიაწერა. თითქმის დარწმუნებული ვარ რომ შენ დაუსვამ წერტილს ამ ყოველივეს, ხოლო იმ ქალმა რაღაცები არასწორად გაანალიზა და შეცდომის ფონზე მიიღო გადაწყვეტილება. მე მის გამოსასწორებლად მოგძებნე და გოლიათის ისტორია, მისი სიკვდილის ამბავი ავიღე რომ გამომეტყუებინე და აქ მომეყვანე.
-კი, მაგრამ რა იცოდი რომ ჩემი „ბელადი“ მე გამომგზავნიდა?
-მხოლოდ საუკეთესოს გამოგზავნა ვთხოვე და ვიცოდი რომ ეს შენ იყავი. ვიცოდი რომც დასალიერში ყოფილიყავი მაინც მოგიხმობდა და შენ გამოგიშვებდა.
-ახლა გავწითლდები... თუმცა მაინც ცოტათი ვბრაზობ, რომ აქამდე ბაიყუშივით ვიყავი აქ, ვცდილობდი სიტუაციაში გარკვევას, თქვენს დახმარებას, მაგრამ სიმართლეს მიმალავდნენ. მოსაწონი არაა თქვენი მხრიდან, მაგრამ იმასაც ვაღიარებ, რომ ნამდვილად არ ვიცი რა რეაქცია მექნებოდა თავიდანვე რომ გამეგო ეს ამბავი. ვფიქრობ ახლა ყველაფრისთვის მზად ვიყავი და ამიტომ არ გამკვირვებია ამდენად. ის გრაგნილები... რომ ვკითხულობდი მსგავსი დეჟავუს შეგრძნება მიჩნდებოდა, ფრესკებს რომ ვუყურებდი ასევე იგივე.
-ჩვენი ბავშვობა გახსოვს? - ჩაეკითხა გუგა და დაჟინებით დააცქერდა.
-თითქოს.
-როგორ ვთამაშობდით ამ ტაძარში, ამ ფრესკების ყურებაში რამდენი ხანი გვაქვს გატარებული. შენ ცეცხლი გიყვარდა. მე კი ის სიყვარული, რაც ადამიანთა თვალებში ჩანდა, მაგრამ ბოროტება ყველაფერს აფუჭებდა. ეს წინასწარმეტყველება იყო რაც ბელადმა მოიტანა.
-კი, მაგრამ... და მოვა კაცი იგი... ვფიქრობ ის ადამიანია სიცილიაში ფრესკაზე შორიდან რომ უყურებს ცეცხლმოკიდებული თვალებით. ჩემს თავს რომ შევხედე საკუთარი თავი მეგონა... ნუთუ ეს ჩემზეა წინასწარმეტყველება... მოვედი რათა გადაგარჩინოთ თუ დაგღუპოთ? არ ვიცი გუგა, არაფერი ვიცი... იმ მდგომარეობაში თითქოს ცეცხლი მმართავდა და საკუთარ თავს არ ვეკუთნოდი. შემეშინდა.
-ისწავლი, ყველაფერს აითვისებ და გააკონტროლებ. მთავარი ჩვენ ვართ, ცეცხლი კი შენ ხარ მაგრამ ჯაჭვურ რგოლში მას მე განვასახიერებ. ჰაერს წარმოადგენ და ბროლის ბურთია საჭირო, რომელიც ბელადს კისერზე დავუნახე. ეს ყველაფერი გასაღებთან ერთად შორეულ წმინდა მიწებზე გვჭირდება და იქ კარი უნდა გამოისახოს, რასაც გასაღებით გავაღებთ და ბელადს სამუდამოდ ჩავკეტავთ. მას შემდეგ სამყარო შეიცვლება. ამის მჯერა.
-რა აბდაუბდას ამბობ ვერაფერი გავიგე.
-არაუშავს. ნელ-ნელა მიხვდები. ახლა შენი ძალა გვინდა.
-არა, ვერ გავაკონტროლებ და ამ ვიწრო სივრცეში შენც ამოგწვამ, ვერ გავრისკავ.
-მაშინ დავრჩით აქ და ეგაა. - მხრები აიჩეჩა გუგამ და გვერდზე გახედა უსასრულობას.
-მაპატიე.
მალე თავად დაიწყო მოძრაობა და ზემოთ ასვლა გალიამ.
-ჰმ. ლიფტია რა. - ჩაილაპარაკა ირაკლიმ.
-რა?
-არაფერი, ვერ გაიგებ. - სანაცვლოდ თვალი ჩაუკრა და დაელოდა როდის ავიდოდნენ ზევით. გალია გაჩერდა და გაიხსნა ნაწილობრივ, მხოლოდ პატარა სარკმელივით გაიღო.
-მოგენატრეთ? - ბელადის შავი კბილები გამოჩნდა.
-ძალიან. - ირაკლიმ შეუბღვირა და თვალებში კვლავ აენთო ცეცხლი.
-ნუ ჩქარობ ჩემო მზეჭაბუკო. ნუ ჩქარობ. ყველაფერს თავისი დრო აქვს.
-დროზე გადადექი შე გატყავებულო პითონო!
-აჰაჰა, რაო? როგორ მაცინებ ჩემო ბიჭო. ნუთუ შეგიძლია რამე დამიშავო?
-შენ თვალებში ვხედავდი ჩემი როგორ გეშინოდა.
-რადგანაც არ ვიცოდი ვინ იყავი რეალურად, ახლა კი მივხვდი. ჭკვიანად იყავით მანდ წინააღმდეგ შემთხვევაში საბედისწერო რამ დატრიალდება. დამიჯერეთ. თქვენი ძვირფასი ლიდერები ჩემს ხელში არიან და ასევე ერთი ადამიანი მყავს, ვიღაცამ შენი ძებნა გადაწყვიტა იკა. - გაეღიმა ბელადს და გვერდით გაიხედა. - მომგვარეთ.
როგორც კი ბრძანება გასცა მაშინვე მოიყვანეს ქალი, რომელსაც სახეზე ტომარა ჰქონდა ჩამოცმული. ბელადმა კარგად დაიჭირა რომ არ გაქცეოდა და თმებში სწვდა ქალს. მეორე ხელით ტომარა მოხსნა და ირაკლის სახე გაეყინა.
-ლიკა? - მუხლი მოეკვეთა კაცს. - იცოდე... მას თუ რამე მოუვა, დედას..! გეფიცები... ყველაფერს გაზღვევინებ... ლიკა აქ რა გინდა?
ბელადმა პირიდან გამოუღო ნაჭერი. თვალები ტირილისგან დასიებოდა, ცრემლები შეატყო იკამ.
-გეძებდი! დიდ ხანს გეძებდი! ყველგან... რამდენი ხანი არ იყავი! მეგონა დამტოვე იკა!!
-რამდენი ხანი? მაქსიმუმ ერთი თვე და საქმეზე ვიქნებოდი გითხარი.
-მერე და აქ? - ამოიზლუქუნა ქალმა. - რა ერთი თვე... სამი წელია შენზე არავის არაფერი სმენოდა. ამიტომ დავიწყე შენი მოძებნა, ყველანი გიჟს ვგავდით, ისიც ვიფიქრე... ვიფი.. ვიფიქრე რომ... აღარ იყავი... ღმერთო შენ აქ ხარ, მადლობა ღმერთს... ვლოცულობდი შენზე.
-ასეთ ყოფნას არ გავკარი?
-აბა მორჩით? - ბელადმა გააწყვეტინა საუბარი.
-დედას გიტირებ იცოდე. - კვლავ ღრენით მიუტრიალდა მას. - კარგად ნახე რაც შემიძლია და დედას გიტირებ!
-ო, სიყვარულო სიყვარულო. - გაეცინა ბელადს.
-ე, ლავრენტ. მოეშვი ფილოსოფოსობას და გამომიშვი-მეთქი! არაფერს დაგიშავებ გპირდები.
-და შენ პირობას უნდა ვენდო?
-კი, თუ ამას სიყვარულის პირობით გაძლევ.
-ღმერთო ჩემო... არაფრით შეცვლილხართ. ისევ ისეთები ხართ ორივე, როგორც ბავშვობაში იყავით. ძალიან მიკვირს თქვენი ერთიანობა, რადგან მე და ჩემი ძმა სამკვდროდ შევეჭიდეთ ერთმანეთს და ის ახლა ცოცხალი აღარაა. შენი შემყურე ირაკლი, გამიხარდა მემკვიდრე გამომიჩნდა-თქო, მაგრამ მგონი ვცდებოდი... არასწორ მხარეს ხარ.
-გამომიშვი და მხარეების გარჩევით დაგაცლი კბილებს. მალე გამომიშვი! - ირაკლი გახურდა, გაცეცხლდა და მთელი სიმხურვალე ოქროს კედლებისკენ მიმართა.
-მიდი ირაკლი! უფრო ძლიერად. ჩემს ძალასაც დაგახმარ! მიდი... - უკნიდან ექიმი უყვიროდა. მან ხელი დაადო ირაკლის ისე რომ არც შეშინებია დაწვის და ჰოი საოცრებავ, მათი შერწყმა უფრო აძლიერებდა ირაკლის და მეტად მხურვალეს ხდიდა. გუგას კი თვითგანკურნებაც შეეძლო, ამიტომ არაფერი მოსდიოდა. ბელადს აღელვება დაეტყო და კვლავ დაანახა სატრფო იკას.
-შენს ლიკაზე, ლიკუნაზე იფიქრე. ხომ არ გინდა რამე დაემართოს? დაშოშმინდი!
-შენ... განადგურდები! გაგანადგურებ! - იღრიალა ირაკლიმ და ლიკასაც შეეტყო თვალებში შიში.
-იკა, ეს შენ ხარ? რა გაგიკეთეს? - ხელებით თვალები დაიფარა და ჩაიმუხლა.
ბელადმა კი იგრძნო ვერაფერს გააწყობდა და საბოლოოდ გახსნა უკანასკნელი კარტიც, რაც ხელთ ეპყრა.
-ნუთუ... ნუთუ ბიძათქვენს მოუღებთ ბოლოს? - ჰკითხა ბიჭებს და შეშინებული თვალებით უყურებდა. - ნუთუ, ჩემი ძმიშვილები რამეს დამიშავებენ?
გუგა და ირაკლი ერთიანად გახევდნენ.
-სტყუი!
-არა გეფიცებით.
-მამაჩემს ძმა არ ჰყავდა, გამორიცხულია და ის შენ მოკალი!
-მიზეზი მქონდა, გთხოვთ... გეხვეწებით არაფერი დამიშავოთ. - შესაბრალისად იკუნტებოდა ბერიკაცი და კვერთხიც ხელიდან გაუვარდა.
-შენ ის მოკალი! და ახლა შენ მოკვდები, თუმცა ასე ბოროტება რაც შენშია არ შეჩერდება. შენ უნდა გაგგზავნოთ სამარადისო ტანჯვაში! არ მაინტერესებს ვინ ხარ. - თვალები დაუბრიალა გუგამ, ირაკლიმ მეტად მოიხმო საკუთარი ძალები და გალიაც ერთიანად დაიშალა.










პ.ს.
აბა დამაყარეთ კრიტიკა.



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

უჩვეულო და საინტერესოდ წასაკითხი ისტორიაა..

 


№2  offline წევრი EllaTriss

კრიტიკა კი არა, ის გოგო რა იქნა, გუგას სატრფო? :დ
თუ გაპატიო, ეგრე უბრალოდ რომ გააუჩინარო. თან იმანაც თუ ხმა ამოიღო ამდენი ხანი რას აკეთებდა იქ. მოკლედ რა.
ირაკლიზე ალბათ ძალიან გამიგრძელდება. თავიდანვე მჯეროდა და ახლაც იმავე აზრზე ვარ.
საერთოდ, გული ძლიერია როცა გრძნობს და იცის. რა თქმა უნდა, არა მარტო ამის გამო, მაგრამ მაინც.
გუგა მომწონს, ყველანაირად, მაგრამ მაინც არ ვარ დარწმუნებული, რომ ისევე კარგად შეძლებდა ყველაფრის უბრალოდ მოყოლას, ვიდრე მოხდა. საერთოდ ადამიანის ფარულ უნარს, შემთხვევითობაზე კარგად არაფერი ამჟღავნებს. ალბათ უმჯობესიც იყო ასე მომხდარიყო.
ზოგადად, მხოლოდ სიცილიას კი არა, მე მგონია, ირაკლისაც სჭირდებოდა სიცილია. რაც გსურს ის რომ შეგემთხვას ეგ სხვაა და რაც სასარგებლოა ის, ეგ კიდევ სხვა.

ლიკას მანდ მოხვედრაზე საერთოდ რა კომენტარი გავაკეთო, არ ვიცი :დ
ეგ, აი, ცალკე რაღაც დიდ თეორიებს ექვემდებარება კიდევ.
რომ ვთქვა, რომ თავზე ხელი რამ ააღებინა მეთქი, არ ვიტყვი, გასაგებია რამაც ააღებინა. თანაც, იმაშიც არ მეპარებოდა ეჭვი ბევრად მეტი დრო რომ იყო გასული ,,იქ."
ჯერ ისე ხომ შეუძლებელი არაფერია და უკვე იმხელა ერთიანობის წრეა, ახლა კიდევ, მით უმეტეს.

ბელადის ბიძიობას რაც შეეხება, უძლური კაცი გულწრფელი არ იქნება. ეს, ისედაც და ასედაც ასეა.
ალოგიკურობის თემა, გასაგებია, მაგრამ მთლადაც არაფერია კონტექსტიდან ამოვარდნილი.
ასე რომ.

გუდ ლაქ.

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

EllaTriss
კრიტიკა კი არა, ის გოგო რა იქნა, გუგას სატრფო? :დ
თუ გაპატიო, ეგრე უბრალოდ რომ გააუჩინარო. თან იმანაც თუ ხმა ამოიღო ამდენი ხანი რას აკეთებდა იქ. მოკლედ რა.
ირაკლიზე ალბათ ძალიან გამიგრძელდება. თავიდანვე მჯეროდა და ახლაც იმავე აზრზე ვარ.
საერთოდ, გული ძლიერია როცა გრძნობს და იცის. რა თქმა უნდა, არა მარტო ამის გამო, მაგრამ მაინც.
გუგა მომწონს, ყველანაირად, მაგრამ მაინც არ ვარ დარწმუნებული, რომ ისევე კარგად შეძლებდა ყველაფრის უბრალოდ მოყოლას, ვიდრე მოხდა. საერთოდ ადამიანის ფარულ უნარს, შემთხვევითობაზე კარგად არაფერი ამჟღავნებს. ალბათ უმჯობესიც იყო ასე მომხდარიყო.
ზოგადად, მხოლოდ სიცილიას კი არა, მე მგონია, ირაკლისაც სჭირდებოდა სიცილია. რაც გსურს ის რომ შეგემთხვას ეგ სხვაა და რაც სასარგებლოა ის, ეგ კიდევ სხვა.

ლიკას მანდ მოხვედრაზე საერთოდ რა კომენტარი გავაკეთო, არ ვიცი :დ
ეგ, აი, ცალკე რაღაც დიდ თეორიებს ექვემდებარება კიდევ.
რომ ვთქვა, რომ თავზე ხელი რამ ააღებინა მეთქი, არ ვიტყვი, გასაგებია რამაც ააღებინა. თანაც, იმაშიც არ მეპარებოდა ეჭვი ბევრად მეტი დრო რომ იყო გასული ,,იქ."
ჯერ ისე ხომ შეუძლებელი არაფერია და უკვე იმხელა ერთიანობის წრეა, ახლა კიდევ, მით უმეტეს.

ბელადის ბიძიობას რაც შეეხება, უძლური კაცი გულწრფელი არ იქნება. ეს, ისედაც და ასედაც ასეა.
ალოგიკურობის თემა, გასაგებია, მაგრამ მთლადაც არაფერია კონტექსტიდან ამოვარდნილი.
ასე რომ.

გუდ ლაქ.

აჰაჰა ვის ხმის ამოღებაზე საუბრობ ლიკაზე? ვერ ვხვდები მაგრამ არაუშავს :დდ
გუგას სატრფოს რატო ეძახი არ ვიცი :დ ეგ ცალკე თემაა და ჯერ არ ვიცით რა მოხდა იქ... გუგამ კი ძალზე გვიან გაიღვიძა მაგრამ ვაპირებ მოყოლას რაც მოხდა.. ან გუგას მონათხრობით ან ისე :დ თუ არ დამეზარა ან სიტუაციამ თუ არ ჩამიყლაპა უცებ :დდ თორრ მე ვიცი რაც მოხდა ბუჰეჰეჰე :დდ
შენი მსუყრ კომენტარები მიყვარს. თეორიებს მყისვე რო გამოაჭენებ. მე ვერ დაგასპოილერებთ ბოლოში შოკი იქნება თქო ვფიქრობდი ბელადის გაბიძიებასთან :დდ
დანარჩენი დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
ორ სამსახურში ვარ და კვირაში 1 დღე მცალია მაგ დღეს ვწერ მაქსიმუმ მარტო მადლობა ლოდინისთვის <3

Daldoni Daldoni
უჩვეულო და საინტერესოდ წასაკითხი ისტორიაა..

მადლობა რომ კითხულობ :<3 ხო აქაურ მწერლებს არ ვგავარ ალბათ :დ მეც სხვა სამყაროდან ვარ... მაგრამ ამას რომ დავასრულებ ვაპირებ ჩვეულებრივი თუმცა მაინც ჩემებურად გამაოგნებელი ისტორია შემოგთავაზოთ თავსა და ბოლოს რო ვერ გაიგებთ :დდ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent