სამოთხის მინდვრები 4 თავი
სამოთხის მინდვრები 5 ქუჩას სწრაფი ნაბიჯით მივუყვებოდი. მოსასხამის ქუდი თავზე მქონდა წამოფარებული. ციოდა, წვიმა ცრიდა. ჩემი ყურადღება რამდენიმე გოგონამ მიიპყრო, როცა ხმაურიანი კლუბიდან გარეთ გამოვიდნენ და წვიმიანი ამინდი ისე შეიცხადეს, როგორც ქვეყნის აღსასრული. წივილ_კივილით გაცვივდნენ "მამიკოების" ნაყიდი მანქანებისკენ. კაცმა არ იცის რისი გაკეთება უწევდათ, რომ ეს პაწაწუნა ფერადი ბერენდული ჩანთები ეყიდათ, ლოგოები უფრო დიდი რომ ჰქონდათ, ვიდრე ზომა. არ იყო მათში არაფერი წმინდა და თაყვანსაცემი. ვიდექი, ვუყურებდი და მათი აშკარა, გამომწვევი სექსუალურობის მიუხედავად, მიმართ ლტოლვას ვერ ვგრძნობდი. არადა რა განსხვავება იყო ჩემსა და მათ შორის? ამის გაცნობიერებისას, საკუთარი თავი უარესად შემზიზღდა. ისე ვუყურებდი მათ, როგორც საკუთარ ანარეკლს სარკეში. მაშინ ვიფიქრე, რომ თუ ერთგულების ობიექტი არ მყავდა, უბრალოდ საკუთარი თავის ერთგული მაინც უნდა ვყოფილიყავი. მქონოდა გარკვეული წესები, რასაც მივყვებოდი და ასე იმ მორალურ განადგურებას, რომლისკენაც სინათლის სისწრაფით მივქროდი, ოდნავ მაინც შევუშლიდი ხელს. იმ დღის შემდეგ საკუთარი თავისთვის აღარ მიღალატია. ელიზას კი ეს ცვლილება სიყვარული ეგონა. ელიზას ჰქონდა წვდომა იმ საზოგადოებასთან, სადაც ჩემი ნახატები რეალურად ფასობდა. რომ არა მისი კონტაქტები, ალბათ მე დიდ ხანს მომიწევდა ამ სფეროში ბრძოლა საკუთარი თავის დასამკვიდრებლად, მაგრამ მას სინამდვილეში ჩემი წარმატები ჩემზე მეტად სჭირდებოდა. ახალგაზრდა სექსუალური კაცი, წარმატებული დამწყები მხატვარი. თავად კი მისი პატრონი და მფარველი. არც თუ ცუდი სვლა იყო მისი ძლიერი ქალის იმიჯისთვის. ასე რომ, ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ მე ვსარგელობდი იმ პრივილეგიებით, რაც ჩვენს ერთად ყოფნას მოჰქონდა. თუმცა კარგად ვიაზრებდი, რომ არა მე, ვიღაც სხვა იქნებოდა ჩემს ადგილზე და ელიზაც კარგად აცნობიერებდა ამ უცნაურ ფაქტს, რომ არა ის , უბრალოდ სხვას მოვნახავდი. ამიტომ პატივს ვცემდით ერთმანეთის პირად სივრცს და ეთმანეთს შეძლებისდაგვარად ვანიჭებდით თავსუფლებას. ეს მანამ, სანამ ელიზას, როგორც ყველა ქალს სჩვევია, სიყვარულის ავადმყოფობა არ შეეყარა. მცირე ლოდინის შემდეგ თუთამ კარი გააღო. ჩემ დანახვაზე ოდნავ შეცბა. თავი ხელში უცებ აიყვანა, მომესალმა და მისაღებისკენ გატრიალდა. უკან მივყევი. _ როგორ ხარ თუთა?_ ვკითხე, როცა მივხვდი საუბრის დაწყებას არ აპირებდა. _ კარგად, არა მიშავს! ლოყებზე ვარდისფერმა გადაჰკრა. ალბათ მასაც ის მოგონება გაახსენდა, რაც მე. _აბა, როგორ მოგწონს ჩვენთან?_ ვკითხე და ზედმიწევნით შევუდექი მისი სხეულის შესწავლას. სწორედ ისე, როგორც ნატურის მხატვრებმა იციან ხოლმე. იმ დეტალების დამახსოვრებას ვცდილობდი ჩემდაუნებურად , რის დახატვასაც ვაპირებდი. უხერხულად შეიშმუშნა. _ ასე რატომ მიყურებ?_სითამამე სცადა, ვითომ თავის დაცვა შემიძლიაო, მაგრამ დაბნეული მზერა და აწითლებული ღაწვები ისევ მის ნაცვლად საუბრობდნენ. _ ასე როგორ?_გამეცინა და ფეხზე ავდექი. _ ყავას შენც დალევ, თუ?_ვკითხე უდარელად და სამზარეულოს მივაშურე. _ არა, არ მინდა!_ მომაძახა ხმადაბლა. ცოტა ხანში უკან ორი ფინჯანით ხელში დავბრუნდი და ერთი მას დავუდგი წინ. გაოცებით ამომხედა. _ სანამ უარს იტყვი, ჯერ გასინჯე!_ მივუჩოჩე ახლოს. არაფერი უპასუხია, ფინჯანს დახედა. _ხომ გითხარი, რომ არ მინდა!_ ჩაილაპარაკა მშვიდად, მაგრამ მის ხმაში მაინც გაიჟღერეს სიბრაზის ნოტებმა. მხრები ავიჩეჩე, ფინჯანი ავიღე და იქვე ელიზას ნალოლიავებ ფიკუსს მივუსხი ძირში. _ რატომ მოიქეცი მასე? _ მკითხა ნაწყენმა. არაფერი მითქვამს. ჩემი ყავა ავიღე და აივანზე გავედი. ვიცოდი მცირედ სინდისის ქენჯნაზეც უკან გამომყვებოდა და ასეც მოხდა. _ მგონი გაწყენინე, არა? _ არა უშავს!_ ვუპასუხე უკან მოუბრუნებლად. _ არ მინდოდა, უხეშად რომ მეთქვა!_ ოდნავ გამეღიმა. _ შეიძლება დაგხატო?_ ისე უცებ მივახალე გააზრებაც ვერ მოასწრო. _ რაა? _ დაგხატო! მინდა, რომ დაგხატო! _ არ ვიცი, არ მგონია, რომ... რომ ეს კარგი აზრია!_ აივნიდან უკან ოთახში შებრუნება დააპირა. გზა გადავუღობე, _ შენი დახატვა მინდა!_უკან დაიიხია. ისევ სიწითლე შეეპარა ლოყებზე, თვალი ამარიდა. _ ჩემს სიახლივეს თავს უხერხულად გერძნობ?_ ვნებიანი და სექსუალური ბევრი ქალი მინახავს, ისეთიც ცდუნებას რომ ვერ გაუძლებდა კაცი. მაგრამ თუთაში რაღაც სულ სხვა რამ მიზიდავდა. იყო მასში რაღაც უმანკო და ამავდროულად ზღვარდაგასული ვნება. ვნება, რომელსაც ჯერ ისევ ეძინა. და ნეტავ ვის მიანიჭებდა ნირვანას მისი გამოფხიზლება?! იმის წარმდგენა, რომ ეს სათუთი არსება ჩემს მკლავებში გაიღვიძებდა, აი სწორედ ეს მშლიდა ჭკუიდან, როცა მას ვხედავდი. კაცი ყოველთვის გრძნობს, როცა ის პირველია. და ეს პირველიბა აგიჟებს. ეს პირველიბა ჭკუას აკაგვინებს. რაც არ უნდა ამტკიცოს კაცმა, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, არ დაუჯეროთ. ამ პირველობისთვის სასურველ ქალთან, ის ეშმაკსაც მისცემს სულს. ხოდა მეც მზად ვიყავი მის გამო სული გამეყიდა. _ რას გულისხმობ?_ არც ისე მიუხვედრელი იყო, როგორადაც თავს მაჩვენებდა. _ მინდა, რომ ჩემს სახელოსნოში მოხვიდე!_ ნელა მივუახლოვდი. ხელის გულით ლოყაზე მივეფერე. თვალები დახუჭა._ მინდა შენი სახე დავხატო, ეს ლამაზი თვალები. ეს ცხვირი. თითი ჯერ დახუჭულ თვალებზე გადავუსვი, შემდეგ სწორ პატარა ცხვირზე. მის ტუჩებს დავაკვირდი, თითქოს ნაწყენი, უცნაურად ღია ვარდისფერი მსუყე ტუჩები ჰქონდა. _ ეს ტუჩები!_ თითით ახლა ტუჩებზე მოვეფერე. თვალები გაახილა და უცნაური გაოცებით ამომხედა. თითქოს გაუცნობიერებლად ჩემს შემდეგ სვლას ელოდა. ნელა დავიხარე და ტუჩის კუთხეში ვაკოცე. ხელი მკრა და დისტანცირდა. გამეცინა. _ თავხედი ხარ!_ მითხრა ბრაზით. _ და შენ ძალიან მოგწონს ეს თავხედობა! _ თვალი ჩავუკარი და სახლში შევბრუნდი. ისე ჩამიქროლა გაბრაზებულმა, ზედაც არ შემოუხედია. ოთახში შევარდა და კარი მიიჯახუნა. _ რა გეწყინა, ის რომ გაკოცე, თუ რომ არა?_ მივაძახე დამცინავად. ხმა არ გაუცია, მაგრამ ვიცოდი, რომ გაიგონა. დივანზე დავჯექი და ცოლს დაველოდე. მის უნახავად წასვლა არ მსურდა. ტუჩებზე ფრთხილმა შეხებამ გამომაღვიძა, ჯერ ისევ მძინარე გონებამ რალობა სასურველად მიიღო და გაუაზრებლად იფიქრა, რომ თუთას რბილ ტუჩებს ვეხებოდი. ხელები მოვხვიე და სწრაფი მოძაობით ქვეშ მოვიქციე. მან შეჰკივლა და მხიარულად გაიცინა, მივხვდი შემეშალა, ელიზა იყო. ბედნიერად მომღიმარს ზემოდან დავხედე. _ მომენატრე რატი! _ გამიღიმა ვნებიანად. თითები მაისურში შემიცურა და თრთოლვით დაუყვა კუნთებს შარვლუს სათავისკენ. ხელით ქამარი შემიხსნა. სხეულით ჩემკენ მოიზიდა._ მინდა, რომ ამაღამ აქ დარჩე! თუთას ოთახის კარს გავხედე. ელიზა მაშინვე მიხვდა ჩემს ფიქრს. _ ღამის პირველია უკვე, კარგა ხანია სძინავს!_ ოდნავ წამოიწია და ცხელი ტუჩები ყელზე მომაკრო_ მინდიხარ რატი! თვალი რომ გავახილე, კარგად გათენებული იყო, საძინებელი მოვათვალიერე, ელიზა ოთახში არ იყო. როგორც ყოველთვის ადრე გაიღვიძა. ამ ქალს "დილის ძილი", ასეთი ცნება არ ესმოდა. არასდროს იღლებოდა, არასდროს ნებივრობდა საწოლში და ესეც კიდევ ერთი სასიამოვნო დეტალი იყო მისდა სასარგებლოდ. _ რატიი?_ შემოხსნა კარი, _ ყავას დალევ? მე მივდივარ მალე და თუ ადგები, შენც გაგიმზადებ! თავი დავუქნიე. შარვალი ამოვიცვი და სააბაზანოსკენ გავემართე. კარი ჩვეულად დაუკაკუნებლად შევაღე და დილის ხალათში გამოწყობილ თუთას გადავაწყდი. ხელში კბილის ჩოთქით და აქაფებული პირით. სანამ გააპროტესტებდა, კარი დავხურე და ზურგით მივეყუდე. გაოგნებული მომაჩერდა. და თავისდა უნებურად მზერა ნახევრად შიშველი სხეულისკენ გაექცა. _ დაასრულე?_ ვკითხე ორაზროვნად. ისევ გაოცებით და გაბრაზებით შემომხედა. _ დაასრულე? _ხელით ვანიშნე, რომ კბილებს იხეხავდა. სწრაფად მიბრუნდა ონკანისკენ. დაიხარა და პირი დაიბანა. _ გადი აქიდან!_ მიბრძანა გაცოფებულმა, როცა პირი მოიწმინდა. _ რატომ?_ ვკითხე მიამიტად. _ გამატარე!_ ახლა თავად სურდა გაქცევა. _ მითხარი, რომ მოხვალ ჩემს სტუდიაში და გაგატარებ! _მაგარი შანტაჟისტი ხარ! კარგი მოვალ!_მითხრა სერიოზულად. ღიმილით გავიწიე გვერდით. _ მიბრძანდი!_ ვანიშნე კარისკენ. კარი გააღო და გასვლისას ენა გამომიყო ბავშვივით. _ არსადაც არ მოვალ!_ მომაძახა ჩურჩულით. ზუსტად მაშინ, როცა ეგონა სამშვიდობოს იყო , წელზე ხელი მოვხვიე და უკან შემოვითრიე სააბაზანოში. ხმადაბალი კივილის ჩასახშობად პირზე ავაფარე ხელი _ დამცინი არა?_ ჩურჩულით ვკითხე კედელზე აკრულს. _ მე კიდევ მწარე სამაგიეროს გადახდა ვიცი! უსიამოვნების მოლოდინში აფართხალებულს ხალათი მხრებზე გადასძვრა. დავიხარე და მხარზე ჩავასვე კბილები. ეტკინა და შეჰკივლა. _ გამიშვი იდიოტო!_ ცრემლებით აევსო თვალები _ როცა რამეს დამპირდები, პირობა უნდა შეასრულო კიდეც! _ მოვილოკე ტუჩი._ თორემ საკმაოდ გემრიელი ხარ! ხელები მკერდზე მომაჭირა, რომ გამეორება აღარ მეცადა. ხელი გავუშვი და ისიც მაშინვე გასხლტა სააბაზანოდან. როცა სამზარეულოში შევედი, თუთა და ელუზა მაგიდასთან ისხდნენ და მხიარულად ჭორაობდნენ. _ სად ხარ აქამდე? გაცივდა ყავა. მოიცა ახალს მოვხარშავ!_ ფეხზე ადგომა დააპირა ელიზამ. _ არ გინდა, თავად მივხედავ!_ გავუღიმე და შევბრუნდი ქურა ჩავრთე. თუთა იგნორს ისეთი მხიარული სახით მიკეთებდა, თიითქოს სულაც არ ვარსებობდი. თუმცა ჩემთვის ეს იგნორი ბევრად მეტის მთქმელი იყო, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. ასე თუთა საკუთარი მღელვარების დაფარვას ცდილობდა. _დღეს რას აპირებ გოგონი? რა ვქნა, რომ ვერაფრით მოვიცალე? ძალიან მერიდება შენი, მაგრამ გპირდები კვირის ბოლოს სულ შენი ვიქნები! _ ელიზა გულწრფელად სწუხდა, რომ მონატრებული ნათლულისთვის არ ეცალა. _ შენ რას იტყვი საყვარელო? არ წამოხვალ ჩვენთან ერთად ამ შაბათ_კვირას? _ არა მგონია, ერთი ნახატი მაქვს დასამთავრებელი, მაგრამ "ნატურშიცა" ვერ დავითანხმე!_ გადაკრულად ვანიშნე თუთას პირობაზე. არც ამჯერად მოუქცევია ყურადღება, ყავას ისე სვამდა, თითქოს იმის იქით სხვა არაფერი არსებობდა სამყაროში. _ ვინაა ასეთი ჩემს ბიჭს რომ უარს უბედავს?_ გაიხუმრა ელიზამ._ მითხარი და გაკოჭილს მოგართმევ! შენ არ იცი, რა კარგია ის თავის საქმეში!_შემაქო ნათლულთან. _ამ თვის ბოლოს მის გამოფენასაც ნახავ! თუ წასვლას არ გადაიფიქრებ, რა თქმა უნდა! _ საქმე ისე მიდის, რომ ვფიქრობ არათუ დავრჩე, დროზე ადრეც კი მომიწიოს წასვლამ!_ ღიმილით უპასუხა თუთამ. თუმცა ეს პასუხი ჩემთვის იყო განკუთვნილი და არა ელზასთვის _ კარგი, მაგაზეც ვისაუბროთ მერე და დღეს რას აპირებ?_ ისევ მისი დღის გეგმებით დაინტერესდა ელიზა _ გიორგის ნახვას ვაპირებ, გახსოვს გიორგი ახლვლედიანი? _უპასუხა თუთამ და ისეთი ნიშნისმოგებით გაუღიმა ყავის ჭიქას, თითქოს ის წინააღმდეგი იყო მათი შეხვედრის. _ ახვლედიანი?_ ჩაფიქრდა ელიზა._ ოო, მახსოვს! ეგ ბიჭი უშენოდ ვერ ძლებდა! რაო, ხომ არ მოგენატრა? _ ვნახავ და მაგასაც გავარკვევ!_ მხიარულად უპასუხა თუთამ. _ შეგიძლია გამიყოლო? სთხოვა და თანხმობის შემდეგ საძინებლისკენ გაიქცა. _ საიცარი ვინმეა არა, საყვარელ?_ ბედნიერი ღიმილით გააყოლა ელიზამ თვალი საამაყო ნათლულს. მე კი ჩემი ჭიქის კედლებზე შერჩენილ ყავის ნალექს დავყურებდი ინტრესით და მასშიც კი ჩემს წინ მუხლებზე მდგარ ქალს ვხდავდი. ქალს, რომელიც ერთდროულად ჩემი საძულველი წასულიც იყო და სასურველი მომავალიც და მე ორივე მათგანის დაგემოვნება მსურდა, ისე როგორც ადამს სამოთხის აკრძალული ხის ნაყოფის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.