შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამოთხის ჯოჯოხეთს ვუწოდე ცხოვრება


28-08-2018, 16:48
ნანახია 1 453

დამსხვრეულ სარკის წინ გავყურებ ჩემს თავს და
ბავშვობამ რამდენი სიწმინდე მომპარა.
ცრემლებში ტალღისებრ თვალებს, რომ შეასკდა
წარსულის ვარდები ეკლებად მოსჩანდა.

დანამულ თვალებით საკუთარ არსებას
ყდა ამძრალ დამტვერილ ბიბლიას ვადარებ.
დღეს ჩემთვის უცხოა გოგონას ხატება,
წლებნაგროვ ბინძურ სულს ხორცით რომ ატარებს.

სამოთხის ჯოჯოხეთს ვუწოდე ცხოვრება
უსულო თევზივით მივყვები დინებას -
იმ ტბების რომ დგას და დროდადრო იმღვრევა
ახლა კი... როგორ ვთქვა ღმერთი რომ მჭირდება,

როდესაც რწმენისგან ურწმუნოდ მაქციეს
ან იქნებ ოდითგან ვიყავი ასეთი.
ვდგავარ და ეს ყალბი ღიმილიც მაგიჟებს
უსაზღვრო სევდით რომ ჩამდგარა თვალებში.

ვერ ვხვდები ვინ ვარ ან საერთოდ რა მინდა,
არსებას უსულო საგნებსაც ვადარებ.
ცრემლები მახრჩობს და ვეცნობი ახლიდან,
დამსხვრეულ სარკის წინ საკუთარ ანარეკლს .

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline წევრი sweetgirl

Dzalian momewona,bolo swropi gansakutrebit❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი ნორაგამი

ყდაამძვრალი ერთად იწერება.

ისე კი მოგიწონე ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent