შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა ციტრუსის ბაღიდან (სულ)


28-03-2024, 21:13
ავტორი ვე რა
ნანახია 10 050

გოგონა ციტრუსის ბაღიდან

მე რომ მდომებოდა ბედნიერების პოვნა, დედამიწაზე არ დავუწყებდი მას ძებნას. უფრო სწორად ხალხში არ მოვძებნდი, რადგან ბედნიერებას იქ ვერ იპოვნი, სადაც მისი არსებობა აღარც კი ახსოვთ.

თუმცა მე ბედნიერება არც მიძებნია, ის ერთ დღეს თვითონ მოვიდა. ჯერ ქუჩაში შემთხვევით გადამეყარა, წამით შემომხედა თავისი ღამესავით ბნელი თვალებით და მე ამ თვალებში ოკეანე, ცა და მიწა ერთად დავინახე. თუმცა იმდენად წამით მოხდა ეს, რომ ვიფიქრე მომეჩვენა. შემდეგ კი
მანაც და მეც ჩვენ ჩვენი გზა გავაგრძელეთ.

ქალაქის ხმაურში გადავივიწყეთ ერთმანეთი და ჭეშმარიტების ის ერთი ნამცეცა წამი, რომელსაც შეეძლო ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ შეეცვალა.

_ მაღაზიის გახსნის დროა სიუ!_ გაბუშტული თავი მოვფხანე სიუს და კარზე ჩამოკიდული მისასალმებელი აბრა ქუჩისკენ შევატრიალე.
შემდეგ ფანჯარაზე ჩამოფარებული დარაბა გადავწიე და მზის სხივები შემოვუშვი ყვავილებით გამოტენილ ოთახში.
დედაჩემის პატარა ყვავილების მაღაზია, რომელიც მემკვიდრეობით მერგო მას შემდეგ, რაც დედა იმ საზარელმა მხეცმა, ფილტვის კიბომ, წამართვა, ჩემთვის სიმშვიდის და ოცნებების ნავსაყუდელად იქცა. ყველა ჩემს ვერახდენილ ოცნებას თავი ერთად მოვუყარე და ამ მაღაზიაში შემოვხიზნე დროებით, იმ დრომდე სანამ მათი ახდენის წამი არ დამიდგებოდა. ასე გავიდა რვა წელი. და წინასწარ გეტყვით, რომ ოცნებების ახდენის ნანატრი წამი მაინც მოუხელთებელი დამრჩა.

ყვავილებს გადავხდე, წყალი დავუსხი, დამტვერილი ფოთლები გავუპრიალე და ის იყო შეკვეთების გასამზადებლად მივბრუნდი, რომ კარზე ჩამოკიდულმა ქარის საკრავმა საამოდ დაიწკარუნა.

აღმოსავლეთდან ამგორებულმა მზემ თვალი მომჭრა და მის აბრჭყვიალებულ სხივებში ბნელ სილუეტად შემოაბიჯა უცნობმა. ინსტიქტურად მოვჭუტე თვალები.

_ გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს პატარა მაღაზიაში!_ მივესალმე პირველ კლიენტს. დედაჩემისგან ვიცოდი, რომ როგორ აურასაც პირველი ადამიანი დატოვებს, მთელი დღეც სწორედ ისე წარიმართებაო და არ ვიცი, ამიტომ თუ იმიტომ რომ უბრალოდ ჩემი შინაგანი მზე მის თბილ აურას დაემთხვა, ღიმილად დავიღვარე.

_ უცნაური სახელია ყვავილების მაღაზიისთვის!_ სალმის გარეშე მიპასუხა უცნობმა. მზისგან დაბრმავებული თვალები რამდნჯერმე დავახამხამე.

_ ადრე ციტრუსის ბაღი მართლა გვქონდა! მე არ მახსოვს, მაგრამ დედა მიყვებოდა ხოლმე! ამიტომ იმ წასული ოცნების მოსაგონრად მაღაზიას ასე დავარქვით! "გოგონა ციტრუსის ბაღიდან" _ ღიმილით ავუხსენი მას.

_ აბა რით გემსახუროთ?_ ვკითხე თან. ის კი ინტერესით მიმოდიოდა ყვავილებს შორის და სათითაოდ ყნოსავდა მათ.

_ დღეს საღამოსთვის შეკვეთა მინდა დიდი ლამაზი თაიგულის! ხელი უნდა ვთხოვო საყვარელ ქალს! და მინდა ეს ყვავილები წინასწარ მიიტანოთ დათქმულ ადგილას!_ ათი ყვითელი ვარდი ამოარჩია, და გამომიწოდა.

_ დარწმუნებული ხართ?_ ვკითზე შემცბარმა.

_ რაში?_ მკითხა გაკვირვებით.

_ ყვითელ ვარდებში!_ ვუპასუხე ხმადაბლა. რაღაცნაირად, დამაბნია მისმა ხმის უცნაურმა ტემბრმა.

_ რას ერჩი ყვითელ ვარდებს?_ ირონიულად ჩაეცინა მას.

_ ყვითელი ვარდი ეჭვიანობის და დაშორების სიმბოლოა!_ ვუპასუხე მშვიდად.
ახლოს მოვიდა და თვალებში ჩამაცქერდა. სუნთქვა შემეკრა. ცა ჩანდა მის თვალებში, ოკეანის ვრცელი ტალღები და შორეული ნაპირები მის მიღმა. დამაკვირდა და ჩაეღიმა.

_არ მჯერა სიმბოლიების! არც მას სხვათაშორის!_ ათი ყვითელი ყვავილი ჯიუტად გამომიწოდა. სამი ამოვაკელი და გვერდზე გადავდე. გასაფორმებელი ყვავილები დავუმატე, მაგრამ შემაჩერა.

_ მე ათი მინდა! ჩვენი ნაცნობობის ათი თვის სიმბოლოდ!

_ ათი გაურკვეველი და ჩამუყალიბებელი, თუმცა კი ძლიერი გრძნობის სიმბოლოა!_ თავი არ ამიწევია ისე ავუხსენი.

_ და შვიდი, აშკარად რაღაც კარგია არა?_ ისევ ირონია მესმოდა მის სიტყვებს შორის.

_ შვიდ ყვავილს ქალს ნიშნობის სიმბოლოდ ჩუქნიან!_ ცოტა ხანს ინტერესით მიყურა. მერე ის სამი ვარდი თაიგულში ჩამიდო.

_ გააკეთე რასაც გეუბნებიან. ფულს ხომ ამაში გიხდი, არა?_ რატომღაც მეწყინა მისგან ეს უხეშად ნათქვამი სიტყვები. ცრემლები მომადგა. თავი არ ამიწევია ისე დავუქნიე თანხმობის ნიშნად. მისამართი დამიწერა. ფული გადამიხადა და ისე წავიდა, უკან არც მოუხედავს. ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მთხოვა და დათქმულ დროს თაიგული თავად წავიღე მითითებულ მისამართზე.

ყველაზე ცნობილ და მოთხოვნად რესტორანში ჰქონდა მაგიდა შეკვეთილი.
ყვავილები ათი წუთით ადრე მივიტანე და საპირფარეშოს მივაშურე. ზაფხული იყო ცხელოდა და სახეზე წყლის შესხმა მსურდა, ცოტა გონს მოსვლა. ოთახში ორი ლამაზი ელეგანტური და მოდურად ჩაცმული გოგონა საუბრობდა. ყურადღება არ მიმიქცევია. ონკანი მოვუშვი. ხელები დავისველე.

_ რაო მაო დადგა ნანატრი დღე არა?_ ჰკითხა ერთმა მეორეს._ მაინც გააბი? მერე რეზიკოს რას უშვები? არადა ამბობდი, მიყვარსო!

_ რა პრობლემაა? სიყვარული სულ სხვაა ჩემო კარგო, გათხოვება კი სულ სხვა! და ერთი მეორეს ხელს არ უშლის! რეზიკო გარეთ, თომა სახლში!_ ერთმანეთს შეხედეს და ამაზრზენად აკისკისდნენ. სახე ავარიდე მათ. "რა საძაგელი შეიძლება იყოს ადამიანი!" გავიფიქრე. ყვავილები ავიღე და ოთახი დავტოვე. დანიშნულ დროს დარბაზში შევედი. დავინახე, როგორ წამოდგა ფეხზე ჩემი დილანდელი კლიენტი, ჯიბიდან პატარა ზარდახშა ამოიღო და არც მეტი არც ნაკლები, სწორედ იმ გოგონას წინ დაოჩოქა ცოტა ხნის წინ საპირფარეშოში ოჯახსა და სიყვარულს შორის არჩევანს რომ არ აკეთებდა. დარბაზში ტაშისცემა ატყდა. გოგონამ, ვითომ გაოცებულმა, როგორც ქალებმა ამ მომენტში იციან ხოლმე, პირზე ხელები აიფარა. მაგრამ თვალებში აშკარად გაუკრთა სიხარულის ბოროტი ნაპერწკალი.

ჩემმა კლიენტმა გამომხედა და მანიშნა დროაო, მაგრამ ნაბიჯი ვერ გადავდგი წინ. ვერ ვაიძულე ჩემი თავი, რომ ამ ფარსში მონაწილეობა მიმეღო. რამდენჯერმე გამომხედა. მერე რაღაც უთხრა საცოლეს და ჩემკენ წამოვიდა. ზურგი ვაქციე, დარბაზის დატოვება ვცადე. დამეწია და მკლავში ხელი მაგრად ჩამავლო.

_ რის უფლებას აძლევ საკუთარ თავს გოგო?!_ ჩახლეჩილი ხმით ჩამსისინა ყურში._ მომენტს მიფუჭებ?!

_ მე უბრალოდ .... მე.._ მეტკინა და ისევ იმ უცნაურმა წყენის თუ რაღაც იმედგაცრუების გრძნობამ ცრემლებით ამივსო თვალები.

_ თავხედო გოგო, ბედავ და ყველაფერს აფუჭებ? _ თვალებს ბრაზით აბრიალებდა და ოდნავ მაჯანჯღარებდა.

_ მას არ უყვარხარ!_ წამომცდა ცრემლიანი ხმით.

_ რაო? შენს თავხედობას საზღვარი არ აქვს!
ახლავე ბოდიში მოიხადე, თორემ...
_ მას რეზიკო უყვარს!_ მივაძახე უკვე ატირებულმა. ცოტათი მისი დასჯის სურვილით ატანილმა. ამ სახელის ხსენებამ იმოქმედა. დაიხარა და თვალებში ჩამხედა.

_ რა თქვი?_ მკითხა ხრინწგარეული ხმით.
ავდექი და ყველაფერი ვუთხარი, რაც მოვისმინე. დარბაზს გახედა, სადაც მისი საცოლე დაქალებთან იწონებდა თავს თითზე წამოცმული ძვირფასი ბეჭდით.

_ ოხ, შე ძუკნა!_ გაახრჭიალა კბილები. ყვავილები ზიზღით მომაჩეჩა და დაბაზისკენ წავიდა სწრაფი ნაბიჯით. გაწეწილ თაიგულს დავხედე საიდანაც ათი ლამაზი ყვითელი ვარდი შემომცქეროდა ნიშნისმოგებით. თითქოს აჰა, ხომ ავასრულეთ ჩვენზე დაკისრებული იდუმალი მისიაო. ამოვიოხრე და რესტორანი დავტოვე.

_არ უნდა ჩაერიო სხვის ამბავში ლეილა!_ ვუსაყვედურე საკუთარ თავს._ არამკითხე მოყვარე ყველაზე მეტად ისჯება ბოლოს!

...

რამდენიმე დღის მანძილზე ბევრს ვფიქრობდი იმ შემთხვევაზე და ხშირად მახსენდებოდა იმ შავთვალა კაცის უხეშობა, ვბრაზობდი და საკუთარ თავს ვსაყვედურობდი, რომ სხვის საქმეში ასე უხეშად ჩავერიე. მიმეტანა ის ოხერი ვარდები და წამოვსულიყავი უკან. რა მრჯიდა?! რა ჩემი საქმ იყო?! მაგრამ უხეშ კაცებზე მეტად, იმ გოგონას მსგავსი უთავმოყვარეო ქალები არ მიყვარს ცხოვრებაში და ალბათ თავსაც ამიტომ ვერ მოვერიე.

_ სიუ სულელი ვარ არა?_ ჩავეხუტე ჩემს შავ_ თეთრ ფუმფულა მეგობარს. კნავილით დამიდასტურა:_კიო!

უკვე მაღაზიის დაკეტვას ვაპირებდი, რომ კარი შემოაღო და შემოვიდა. შევკრთი. თითქოს ჩემს ფიქრებს გაიგებდა.
ისეთი მეგობრული ღიმილით შემომხედა, გეგონება სკლეროზი მქონდა და არ მახსოვდა იმ საღამოს პრონწიალით რომ გამომიყვანა დარბაზიდან და თავხედი რომ მეძახა, თუმცა კი ღირსი ნამდვილად ვიყავი.

_ საღამო მშვიდობისა!_ დაიხარა და გულზე დამაგრებულ მზესუმზირის ყვავილის ფორმის ბეიჯზე დამაკვირდა_ ლეილა!

_ გამარჯობა!_ მივესალმე, რაც შემეძლო უგულოდ და ცივად. ალბათ არ ელოდა ასეთ დახვედრას. ტუჩი მოიკვნიტა და ქვეშ_ქვეშ შემფასებლურად გამომხედა.

_ მადლობის სათქმელად მოვედი!_ მითხრა ოდნავი ღიმილით, თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი და მისგანვე დასჯილს შესარიგებლად კამფეტს მიწვდიდა.

_ არაფერია სამადლობელი, არ უნდა ჩავრეულიყავი, ნამდვილად არ იყო ჩემი საქმე!_ მივახალე უხეშად.

_ არა, სწორედაც რომ უნდა ჩარეულიყავი და გადაგერჩინე!_ ჩემს წინ დახლზე დაეყრდნო და წითელი ციკლამენის მოზრდილი ქოთანი თითით გვერდზე გასწია.

_ არ მგონია, გადასარჩენი გჭირდა რამე!_ მის ჯინაზე უზარმაზარი კაკტუსი ავიღე და მის წინ მძიმედ დავდგი, როგორც ბარიერი. გაეცინა.

_ მისმინე, მადლობის სათქმელად ყავაზე რომ დაგპატიჟო, შეიძლება?_ თვალები ისე ამიჟუჟუნა კინაღამ არ დავთანხმდი?! სუიმ გამომაფხიზლა. წელში აზნექილმა გაიარა ჩვენს შორის, გაიფხორა და კუდი ისე შემოსცხო სახეში, თითქოს სილა გააწნა.

_ ფუუ, კატა!_ უნებურად გაამჟღავნა ზიზღი, რაც სავარაუდოდ სიუს მიმართ კი არა მთელი საკატეთის მიმართ ჰქონდა.

_ ფუ შენ თვითონ ხარ! ეს სიუა! ახლა კი მიბრძანდი აქიდან და ორთქლის გამოსაშვებად ფიტნეს კლუბს მიაკითხე!_ კატა გულში ჩავიხუტე და თითით კარისკენ მივუთითე.

_ უზრდელი გოგო!_ შეეცვალა წამის წინ ღიმილიანი სახე.

_ თავად უზრდელო და უტაქტო!_ არ დავაკელი მეც.

_ დაგიმახსოვრებ ამ სიტყვებს ქალბატონო ლეილა!_ მუქარით დამიქნია თითი და მაღაზიიდან სწრაფად გავიდა.

_ საძაგელი!_ თავზე მოვეფერე აკრუტუნებულ სიუს და დახლზე დავსვი.

_არადა როგორ მომეწონა იცი თავიდან?_ ვკითხე სიუს სევდიანად.

რაღაცნაირად გულუბრყვილო ვარ და ადამიანებში ადვილად ვტყუვდები ხოლმე. კარგი ვინც მგონია_ ცუდია და პირიქით. ამიტომ ვცდილობ სულ ცივი და დისტანციური ვიყო საპირისპირო სქესთან მაინც. სულაც არ მინდა, ოდესმე ასეთი ბედოვლათის გამო სატირლად გავიხადო საქმე. ამიტომ მეგობრებმა "მჟავე" შემარქვეს, სუფთა მჟავე ლიმონი ხარო. მაგრამ არ ვარ გესმით ასეთი? უბრალოდ ვცდილობ თავი დავიცვა, როგორც კაკტუსმა. სულ ესაა და ეს.

მაღაზია დავკეტე და სასეირნოდ გამოვედი. თან უბნის მაღაზიაში უნდა შემევლო. სახლს ავხედე. სიუ უკვე ფანჯრის რაფაზე იჯდა და ქუჩას ზვერავდა.

თქვენთვის არ მითქვამს, რომ ყვავილების მაღაზია ჩემივე სახლის პირველ სართულზე არის, არა? როცა დედამ თავის მშობლიურ სოფელში ციტრუსის ბაღი გაყიდა და ქალაქში ჩამოვიდა, ეს სახლი იყიდა. მერე მორჩენილი ფულით ყვავილების მაღაზია გახსნა და სულ მალე მამაც გაიცნო. ხშირად მიამბობდა ციტრუსის ბაღებზე და მეც ბავშვობიდან მქონდა ოცნება. ის ათასჯერ ნახსენები და ლამის ბაბილონის კიდული ბაღებივით ლეგენდარული ციტრუსის პლანტაციები ახლოდან მენახა.
დედა ყვებოდა, რომ საოცარი სურნელი იდგა იმ ბაღში. რომ არაფერი სჯობდა ფორთოხლის ხეებს შორის გაშლილ პლედზე წამოწოლას და ოცნებას. რომ სულ სხვანაირი გემო ჰქონდა იმ ბაღის ლიმნის ჩაის. რომ დათოვლილ ხეებზე შერჩენილი მანდარინები იყვნენ სწორედ იმ ნამდვილი ნარინჯისფერის დიდი მხატვრები რომ ხატავდნენ ოდესღაც ტილოებზე. და ასე ნელ_ნელა ჩემს გონებაში შემოვიდა და ჩასახლდა ოცნება ციტრუსის ბაღზე. მის შუაგულში ჩადგმულ თეთრ სახლზე, ყვავილებში ჩაფლულ ღია ვერანდაზე და ხატვაზე. აი ასეთი მარტივი და ლამაზი იყო ჩემი ოცნება. მაგრამ რატომღაც ყველა მარტივი ოცნების მსგავსად, არაფრით სრულდებოდა. ყვავილების მაღაზია კარგად მუშაობდა, საწუწუნო არაფერი მქონდა, მაგრამ მაინც ვერ ყოფნიდა ჩემს ოცნებას ციტრუსის პლანტაციაზე.

ქუჩის ბოლოს მარკეტში შევედი. პროდუქტის საყიდლად, ურიკა გავაგორე და დახლებს დავუყევი. ყველაფერი ავიღე და სალაროსკენ გავემართე.

_ვააა მჟავეე! სად დაიკარგე გოგო?_ ყელზე ჩამომეკიდა ჩემი ბავშვობის დაქალი კესო.

_ სად მომნახე და არ ვიყავი? მაღაზიას არ გავცილებივარ მთელი კვირაა. ნაზი დეიდა შვებულებაშია და გამყიდველიც მე ვარ, კურიერიც და ყველაფერიც! თან ხომ იცი, ჩემი ასთმა პერიოდულად მიტევს და ... მაგრამ მოსულიყავი ჩაის დაგალევინებდი!_ გავუღიმე აფერისტულად კესოს.

_ჩაი არა პაი! ჩაი სკოლიდანვე მეზიზღება! არ იცი ვითომ?! შინაბერა ქალივით ხარ ამ ბოლოს, მთლად გამოყრუებული. წამო ამ შაბათ_ კვირას ტბაზე მივდივართ ბიძაშვილის სახლში! დეპრესია აქვს და ხასიათზე მოსასვლელად გვეპატიჟება ბავშვებს. შენ ჩემი პირადი სტუმარი იქნები!

_ დეპრესია რატომ აქვს?_ დავინტერესდი. როგორც ვიცოდი მისი ბიძაშვილი ერთი თავქარიანი ვინმე იყო. გოგოებს ხელთათმანებივით იცვლიდა და საკმაოდ მხიარულ ადამიანადაც იცნობდნენ თავის წრეში. საინტერესო იყოასეთ ადამიანს, რა მიზეზი ქონდა დეპრესიისთვის.

_ ქორწილი ჩაეშალა გოგო, მაგრამ მერე მოგიყვები მაგას! ახლა მეჩქარება. გამოგივლი ამ შაბათს. არაფერი მოუვა შენს ყვავილებს ორი დღე. სიუ კი წამოიყვანე, მაგასაც არ აწყენს სოფლელ კატებთან გულიანი განავარდება!_ კიდევ ჩამეხუტა კესო დამშვიდობებისას და მაღაზიიდან გაიქცა.

რომ დავფიქრდი მომეწონა კიდეც ეს იდეა. დასვენება და გართობა არ მაწყენდა. მართალია ცურვა არ ვიცოდი და ტბაში ფეხსაც არ შევადგამდი, მაგრამ სამაგიეროდ ტბის პირას წამოვწვებოდი და რაიმე წიგნს წავიკითხავდი. მესიამოვნა ამ მომენტის წარმოდგენა. ისედაც ხომ გითხარით, მიყვარდა სოფელი და ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი.

რამდენიმე ხელი უბრალო თავისუფალი ტანსაცმელ გავამზადე. ნაქსოვი კარდიგანიც ჩავიგდე ჩანთაში. აი ბიკინები არც გამხსენებია. ბანაობას ხომ მაინც არ ვაპირებდი და არც დამჭირდებოდა. საკვები მოვუმარაგე სიუს, ჩანთა გავუმზადე და გულაფანცქალებული დაველოდე შაბათის მოსვლას.

ერთი სიტყვით ის ნანატრი დღეც დადგა. დილით მანქანის სიგნალი რომ გაისმა, მივხვდი კესო იყო. გამოვედი და სულ სხვა უცხო მანქანა დამხვდა. მხრები ავიჩეჩე. მისი მშობლები ერთადერთ ქალიშვილს ისე ანებივრებდნენ, რომ ლამის ყოველ კვირას იცვლიდა მანქანას. ახლაც ალბათ რაღაც ახალი იყიდამეთქი გავიფიქრე. მაგრამ კესომ მძღოლის გვერდითა ფანჯრიდან გამოყო თავი.

_უკან დაჯექი მჟავე!_ დამიძახა ღიმილით.
მეც გამოვხსენი კარი და წესივრად დამჯდარი არ ვიყავი, რომ მანქანა ადგილს მოსწყდა. შიშით შევკივლე და გვერდით მჯდომმაც უცბად მომხვია წელზე ხელი. სწრაფად გადმოიწია და მეორე ხელით მოფრიალებული კარი მოაჯახუნა გაქანებულ მანქანაზე.

_ პაატა, გააფრინე ბიჭო?_ უყვირა ჩემს შეშინებულ კივილზე და უხერხულობაზე ახარხარებულ მძღოლს.

_ რეხვიაშვილო, შე გველო! ისევ ისეთი საზიზღარი ხარ არა?_ ახლაღა ვიცანი ჩემი და კესოს საერთო კლასელი პაატა რეხვიაშვილი. კლასის ყველაზე ანცი და ცელქი ბიჭი. სწორედ მან მომნათლა წლების წინ "მჟავედ."

_ რა გინდა მჟავე, ხომ გიშველა გმირმა!_ გამომხედა და თვალი ჩამიკრა პაატამ.
მადლობის სათქმელად შევბრუნდი გვერდით მჯდომისკენ და გულითადი ღიმილი სახეზე შემახმა. ჩემს წინ ირონიულად მომღიმარი თომა იჯდა.

_ გააჩერე მანქანა პაატა!_ ვუთხარი ნერვებმოშლილმა პაატას._ გააჩერე, აღარ მოვდივარ!

ახლა თომასაც შეაცივდა საძაგელი ღიმილი სახეზე.

_ რა მოხდა გოგო?_ მოტრიალდა გაოცებული კესო.

_ ჩემი დანახვა არ ესიამოვნა ქალბატონს!_ ცივად უპასუხა თომამ ბიძაშვილს. ღმერთო! ანუ კესოს ბიძაშვილი ეს თავხედი, უხეში კაცი იყო?! გამეცინა კესოს სიტყვების გახსენებისას.

_ დეპრესია ამას აქვს ანუ?_ თითით მასზე ვანიშნე.

_ ხოო ქორწილი ჩაუშალეს და ...

_ გაიცანი ბიძაშვილო! ქალბატონი ქორწილების გამანადგურებელი !_ დამასწრო და თეატრალურად წარმადგინა მან.

_ არაა, ამასთან ერთად არსად არ წამოვალ!_ გავასავსავე ხელები.

_ რატომ? დანაშაულის გრძნობა გაწუხებს?_ ისევ დამცინოდა.

_ ფერი ფერსაო თქვენზე იყო ნათქვამი, იქნებ შერიგდეთ როგორმე და ის რეზიკო მეჯვარედ წაიყვანოთ!_ ენას არ ვაჩუმებდი გაგულისებული.

_ გავუმდი თავხედო გოგო!_ეგრევე აიჯაგრა რეზიკოს ხსენებაზე.

_ რა ჯანდაბა ხდება აქ, ამიხსნის ვიღაც?_ ისე მოულოდნელად იყვირა კესომ ორივე ერთდროულად გავჩუმდით.

_ საიდან იცნობთ ერთმანეთს?_ რატომღაც მე მომაჩერდა თვალმოჭუტული.

_ ყვავილები შემიკვეთა! საქორწილოდ ათი ყვითელი ვარდი! არა, ვინ უკვეთავს ნიშნობაზე ყვითელ ვარდებს? _ გავიოცე მე.

_ ვერ ვიტან ჭორიკანა ქალებს!_ რატომღაც ეს სიტყვა ისე მეწყინა, სული შემეხუთა თითქოს. მადლობის მაგიერი იყო არა? ანუ ერჩივნა არაფერი სცოდნოდა და ტყუილში ეცხოვრა? ოხ, არამკითხე ჩემო თავო! საკუთარ თავზე გავცოფდი. ისე გავცოფდი უჰაერობის სპაზმი დამეწყო. ჰაერი არ მყოფნიდა. ვიგუდებოდი.

_ რა სჭირს ამას?_ თვალები შიშით გაუფართოვდა თომას._ ვაიმე მგონი კვდება, კესო მიშველე, გალურჯდა!

მესმოდა მათი არეული ხმები, მაგრამ ასთმის შეტევა ამოსუნთქვაის საშუალებას არ მაძლევდა .

_ ინჰალატორი დროზე! _ კიოდა კესო. თან უკან სანახევროდ გადმოკიდული ჩემს ჩანთაში იქექებოდა. ისევ თომამ იმარჯვა. ინჰალატორს ხელი დაავლო და შემასუნთქა. ერთი ჩასუნთქვა, ორი, სამი და გაიხსნა ჩაკეტილი სასუნთქი სისტემა.

_ ღმერთო ჩემო! მგონი გადარჩა!_ ამოისუნთქა კესომ და ისე ჩაეხეთქა სავარძელში, აშკარად ვერ იყო კარგად.

_ ვერა ხართ კარგად ხომ? ასთმიანი მეყვავილე ვის გაუგია?_ ისე მიყურებდა თომა, თითქოს რაღაც ამოუცნობი ობიექტი ვიყავი._ თან კატაც რომ ჰყავს დიდის ამბით!

_ ხოო ასეთია მჟავე! ყველაფერს ეჯიუტება და ცდილობს ცხოვრებას თავი არ დააჩაგვრინოს!_ნერვიულად ჩაიცინა პაატამ.

საუბრის თავი აღარ მქონდა. ფანჯარასთან მივიყუჟე, რაც შეიძლება შორს მისგან და ინჰალატორი მაგრად ჩავბღუჯე. კაცმა არ იცის როდის გამომიყვანდა კიდევ წყობიდან და კიდევ როდის დამჭირდებოდა.

.....

ფანჯრიდან ვრცელ მინდვრებს გავცქეროდი, რომელებზეც სოფლის ნახირი იყო გაშლილი. რომელიღაც მხატვრის ნახატს ჰგავდა ჩემს წინ გადაშლილი ხედი.
შემდეგ მანქანა რაღაც ფერმის ტიპის სახლს მიუახლოვდა. რომელიც არცთუ პატარა ტბის პირას აეშენებინათ. ლამაზად მორთული ეზო და ტბისპირი, ასევე ხის ვერანდა და საქანელა სკამები. ღობეების ნაცვლად გამწვანებები. უცნაურად მყუდრო მშვიდი და ლამაზი იყო იქაურობა. მანქანიდან გადმოვედი და ეზო მოვათვალიერე. გამახსენდა, რომ სიუს ძაღლების ეშინოდა.

_ავი ძაღლები არიან აქ?_ ვკითხე კესოს.

_ უძაღლო ფერმა გინახავს სადმე??_ ირონიულად მკითხა თომამ და გვერდი ამიარა. ხმა არ გამიცია, მთავარი ქოფაკი ხომ თავად იყო. სიუს ჩანთა მოვიხსენი ზურგიდან. უცებ სახლიდან პატარა ტანის წითური სპანიელი გამოვარდა ყეფით. ფუმფულა ყურებს სასაცილოდ მოაფართხუნებდა. ამას თუ გულისხმობდა ძაღლში თომა, მაშინ დარდი არაფრისა უნდა მქონოდა,, ამნაირს სამს ერთად მოინელებდა ჩემი ფოცხვერივით კატა.

_ ეს ის შემთხვევაა, როცა პატრონი ძაღლზე ავი და საშიშია!_ წამომცდა ჩემდაუნებურად
თომამ ისე გამომხედა, ალბათ სიამოვნებით გამგლიჯავდა შუაზე.

_ კოკიი!_ გაუხარდა ძაღლის დანახვა კესოს. ისიც მოჭრილი კუდის ქიცინით გამოიქცა და ყეფა მხიარული წკმუტუნით შეცვალა.
მე, კესო და პაატა ერთად გავყევით სახლისკენ მიმავალ თომას. რომლის ძახილზეც ვერანდაზე ჯერაც ლამაზი, თუმცა ასაკოვანი ქალი გამოგვეგება.

_ ბავშვები ჩამოვიდნენ კლარის! ემზოოო! ბავშვები მოვიდნენ!_ გასძახა სახლში მყოფებს მხიარულად.

_ მამიდას ვახლავარ!_ არარსებული ულვაში ხუმრობით გადაიგრიხა თომამ. მერე ქალს გულიანად გადაეხვია. უცნაური რამაა პირველი განწყობა. თუ ადამიანის მიმართ ნეგატიურად განეწყვე, რაც არ უნდა გააკეთოს შემდეგ, ყველაფერს ასეთ კონტექსტში ხედავ. რატომღაც ამ ირონიულ_ თავხედურ პერსონას ულვაშის კუდაბზიკური გადაგრეხვა უფრო შეეფერებოდა ჩემს წარმოსახვაში, ვიდრე მამიდის გულიანი ალერსი.

_ კესოო, როგორ ხარ მამიდულა!_ ახლა კესო ჩაბუბნა ქალმა. სწორედაც რომ, თორემ ჩახუტება არ ერქვა ამ მისალმებას. გულში გავიფიქრე, "რა კარგია, ასეთი ადამიანი რომ გეგულება დედამიწის რომელიღაც წერტილში, რომელსაც შენი ჩახუტება ასე გაუხარდებამეთქი." რადგანაც მე მარტო სიუ მყავდა და მხოლოდ მისი გამოხატული სიხარული უნდა მეკმარა ბედნიერებისთვის.

_ პაატა, შვილო როგორ ხარ?_ ეტყობა პაატაც არ იყო უცხო ამ საყვარელი ქალისთვის.

_როგორ ბრძანდებით ქალბატონო რუსუდან?_ ღიმილით მოიკითხა პაატამაც.

_ უი, ეს ლამაზი გოგო ვისიაო?_ თვალი მომკრა თუ არა კესოს მამიდამ, მაშინვე დაინტერესდა ჩემით. თან ცერად გახედა ჯერ თომას, მერე პაატას.

_მამიდ, გაიცანი ეს ჩვენი ლეილაა!_ ისე მოულოდნელად გადამხვია ხელი თომამ. სათანადო რეაქციაც კი ვერ მოვასწარი მის ამ უცნაურ საქციელზე. ლამის პირდაღებული ავაჩერდი ჩემზე საკმაოდ მაღალს.

_ ჩვენი?_ ეჭვით ჩაილაპარაკა ქალმა. მერე ისევ გაიღიმა_ კეთილი იყოს შვილო შენი მობრძანება!
მომესალმა და ის იყო საპასუხო სალამი უნდა დამებრუნებინა, სახლიდან ჩალის ქუდიანი მაღალი გამხდარი ქალი და პუტკუნა, საყვარელი სახის კაცი გამოვიდნენ.

_ დედაა!_ ქალისკენ წავიდა თომა და მეც თან გამიყოლა ამ არანორმალურმა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მძიმედ მოხვეული მკლავისგან თავის დახსნას ამაოდ ვცდილობდი.

_ დეე, ნახე ვინ მოვიყვანე!_ მხიარულ ხმაზე შესძახა თომამ და ისეთი რამ დააბრეხვა, სირცხვილით მოვკვდი და აღარ დავრჩი.

_ გაიცანით, ჩემი ქორწილის ჩამშლელი და გამანადგურებელი, თქვენი კერპი და სალოცავი, ქალბატონი ლეილა! ახლა შეგიძლიათ მას პირადად გადაუხადოთ მადლობა, ჩემი ქორწილის გაუქმებისთვის!_ სამივე, მამიდამისიც და მისი მშობლებიც, ისე მომაჩერდნენ, თითქოს მწვანე უცხოპლანეტელი ვიყავი.

_ რას აკეთებ? რას ამბობ?_ გაოგნებისგან კითხვას ძლივს მოვაბი თავი და საშველად კესოს გავხედე.

_ გაუშვი ხელი !_ მოეჭრა მაშინვე ბიძაშვილს.

_ შენი ქორწილი კი არ გაანადგურა, იმ საზიზღარი ქალისგან გადაგარჩინა და წესით მადლობას აქეთ უნდა უხდიდე!_ასე გაბრაზებული და ნაწყენი კესო ალბათ არასდროს მენახა აქამდე. _ ჩემს სტუმარს თმის ღერი თუ ჩამოუვარდება, პასუხს შენ მოგთხოვ იცოდე!_ იმ წამს აშკარად ამეტებდა კესარია.

_ ოჰ, მადლობას არა? გადასარჩენი მჭირდა რამე?!_ ისე ჩამომხედა თომამ, გეგონება კესომ კი არა მე მოვთხოვე მადლობის თქმა.

_ არ მჭირდება შენი მადლობა, ოღონდ ხელი გამიშვი!_ ვუთხარი და ისევ დავეჯაჯგურე მის მკლავს.

_ რა ხდება აქ შვილო?_ ინტერესით იკითხა მამამისმა. თვალებში უცნაური კეთილი ღიმილი რომ უელავდა.

_ რა ხდება და ერთ არსებას ძალიან გრძელი ცხვირი აქვს და სხვის საქმეში უყვარს მისი ჩაყოფა!_ ავი ნოტები გაისმა თომას ხმაში. ხელი ისევე მოულოდნელად გამიშვა, როგორც მომხვია და მისგან თავისდაღწევის მცდელობაში გართული პირდაპირ მათ ვერანდაზე გავიშხლართე. მეტკინა? არა მეწყინა? არა, არც მეწყინა. გავცოფდი. ისე გავცოფდი, თავი ვეღარც ამ უცხო ხალხის წინ შევიკავე.

_ მე რას მაბრალი არანორმალურო?_ წამოვხტი ფეხზე მაშინვე._ შენ რომ რქებს გადგამდნენ ჩემი ბრალია, არა?

თომა ჯერ ადგილზე გაიყინა. მერე მძიმედ მოტრიალდა უკან.

_ გაიმეორე რა თქვი?!_ ისე მკითხა, გამეორების შემთხვევაში აშკარად არ მელოდა კარგი დღე. მაგრამ საღი აზრი სიბრაზისგან მქონდა დაკარგული.

_ ჰოო, რა არაა მართალი? ჯიღა ირემივით რქები გედგა და შენს გარდა ყველა ამჩნევდა! ნეტავ მათი სიმძიმე მაინც არ გაწუხებდა? ან იქნება გსიამოვნებდა კიდეც? _ არ ვაჩერებდი ენას.

_შემომაკვდება ახლა ეს საწყალი!_ დაიღრინა და ნაბიჯი ჩემსკენ გადმოდგა.

_ ნწ, არავინ შეაშინო შენი ქორბუდა რქებით._ ჩემდა საჭირბოროტოდ თავზე მივიდე გაფარჩხულთითებიანი ხელები და ირემივით თუ ვერა, ატეხილი ხარივით კი დავიბღავლე. თვალები ჩაუსისხლიანდა რასაც ჰქვია და ისე წამოვიდა ჩემკენ, როგორც ჯალათი ეშაფოტზე ასული მსხვერპლისკენ.

_ ახლა ჯობია გაიქცე!_ დამკივლა კესომ და მეც ადგილს მოვწყდი.
მთელი სისწრაფით გავიქეცი იმ გზისკენ, რომლითაც ფერმაში მივედით. კაცმა რომ თქვას სირბილში არამიშავს, მაგრამ დიდად სასარგებლო არ არის ჩემს მდგომარეობაში. უკან არც მიმიხედავს ისე გავრბოდი მტვრიან გზაზე, სანამ არ ვიგრძენი, რომ თქვენთვის ნაცნობი სპაზმური შეტევა მეწყებოდა. ერთ დღეში უკვე მეორედ! გავჩერდი და ვცადე ღრმად მესუნთქა, მაგრამ აჩქარებული სუნთქვის და მტვრის კომბინაციამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ჰაერი ისევ მიუწვდომელი გახდა ჩემთვის. გაქცევას აზრი აღარ ჰქონდა, გინდა უჰაერობას მოვეკალი და გინდა ჩემს ჯალათს.

_ აქ მოდი ქალბატონო!_ ჩამძახა ყურში ჩემმა მდევარმა, მკლავში ხელი ჩამავლო, მაგრამ სახეზე რომ შემხედა, მაშინვე მიხვდა, ვერ იყო ჩემს თავს კარგი ამბავი. სახე მაშინვე შეეცვალა.

_ ისევ ასთმა?_ მკითხა შეშფოთებულმა. თავი დავუქნიე და ვიგრძენი, როგორ მეცლებოდა ძალა უჰაერობისგან. იმედდაკარგულმა ფერმას გავხედე. საკმაოდ შორს იყო და იქამდე მისვლას, სულ რომ ზურგით ვეტარებინე, ვერ მოვასწრებდი. თვალები ცრემლებით ამევსო. "აჰა", გავიფიქრე წამიერად. "დადგა ლეილა შენი აღსასრული!" მაგრამ ამ უცნაურ კაცს, როგორც სჩანს სახელოში მუდმივად ჰქონდა კოზირი დამალული.

_ ნუ გეშინია!_ სწრაფად ჩაჯდა მიწაზე და გულში ჩამიხუტა. ჯიბიდან ჩემი ინჰალატორი ამოიღო და ისევ ისე სწრაფად მასუნთქა, როგორც მანქანაში. უკვე მეორედ გადამარჩინა, თუმცა ორივეჯერ თავად იყო ჩემი ცუდად გახდომის მიზეზი.

_ აბა, როგორ ხარ?_ მკითხა, როცა სუნთქვა შევძელი და სცადა ჩემთვის თვალებში შემოეხედა.

_ კარგად ვარ! გამიშვი ხელი, თუ შეიძლება!_ უხეშად მოვიშორე მისი ხელები და ადგომა ვცადე.

_ კარგი! დამშვიდდი!_ მითხრა ღიმილით და ხელი გამიშვა.

_მომეცი!_ ვუთხარი ცივად და ხელი გავუწოდე. მიწაზე იჯდა და უცნაურად მიყურებდა. ვერ მივხვდი, უხაროდა საერთოდ რომ გადავრჩი, თუ ერჩივნა იქვე გამეჭიმა ფეხები.

_ ეს ერთი გაქვს მარტო?_ მკითხა და ინჰალატორი კუბოკრული წითელი პერანგის ჯიბეში მშვიდად ჩაიდო. _ ჯობია მე მქონდეს! ვინ იცის, კიდევ როდის გამიხდები გადასარჩენი!

მერე ადგა, შარვალი გაიბერტყა და ზურგი შემაქცია. ისეთი მშვიდი ნაბიჯით გაუყვა ფერმის გზას, თითქოს სულ ცოტა ხნის წინ მოსაკლავად არ მომდევდა.

_ არ მოდიხარ?_ გამომძახა მხარს უკან.

_ არა! _ ვუპასუხე მე. რადგან იქ დაბრუნბა მართლა აღარ მსურდა.

_ აბა შენს კატას მძევლად მიტოვებ?_ მკითხა ირონიულად. ჯანდაბა! სიუ იქ იყო და ალბათ ჯერ ისევ ჩანთაში იჯდა. ნერვები უარესად მომეშალა, მაგრამ რაღას ვიზამდი? უსიხარულოდ ავედევნე უკან.

ფერმაში ისე დავბრუნდით ერთმანეთისთვის ხმა აღარ გაგვიცია. ხმა გამიცია კი არადა, ვცდილობდი მისი არსებობა სულაც არ შემემჩნია. ვიფიქრე, ზრდილობის გამო ცოტა ხნით დავრჩებოდი და მერე პაატას ქალაქში დაბრუნებას ვთხოვდი. ჩვენ რომ მივედით სუფრას შლიდნენ ქალები. რაღაცას ჩურჩულებდნენ და თვალს ჩემსკენ აპარებდნენ. ალბათ რას აღარ ფიქრობდნენ ჩემზე. კესოს თვალით ვანიშნე და ვერანდაზე გამოვედი.

_ კეს მაპატიე, მაგრამ აქ ვეღარ დავრჩები! პაატას ვთხოვ ქალაქში დამაბრუნოს._ ვუთხარი და კესომ მაშინვე შეიკარა კოპები.

_ ჯერ ერთი, ანზო არ გაგიშვებს ასე! და მეორეც, მამიდაჩემი გაგიჟდება ახლა რომ წახვიდე!

_ მამიდაშენი რატომ გაგიჟდება?_ მართლა გამიკვირდა.

_ იმიტომ რომ იმ ქალბატონს ვერ იტანდა ვერასდროს და ახლა მართლა ისე გიყურებს, როგორც მისი საყვარელი ძმიშვილის გადამრჩენელ ღვთაებას! უფლებას თუ მისცემ, შენს კერპს დადგამს ფერმის შუაგულში და ყველას გვაიძულებს მასზე ლოცვას!_ გაეცინა კესოს.

_ ღმერთო ჩემო! მე რა შუაში ვარ? ახლა მით უფრო, უნდა წავიდე! შენებმა ყველაფერი არასწორად გაიგეს!_ ვუთხარი ჩურჩულით.

_ მისმინე, დღეს დარჩი და ხვალ მე თვითონ წაგიყვან კარგი? ჩემი ხათრით! თომას კი, თუ გინდა, სულ ნუ გასცემ ხმას!_ ყელი გამომიწია კესომ ორი თითით. სხვა რა გზა მქონდა? ხელი ჩავიქნიე. ისედაც ბინდდებოდა უკვე და ერთი საღამო რას მიზამდა? თავდაყირა დაკიდული გავძლებდი სულაც. კარგიმეთქი! დავთანხმდი კესოს და იქვე ვერანდაზე დავრჩი ცოტა ხნით. შიგნით თავს უხერხულად ვგრძნობდი.
ის კი უკან შებრუნდა სახლში.

ვერანდის მოაჯირზე სიუ იჯდა და ინტერესით აკვირდებოდა ნაქსოვ საქანელაში მჯდარ კოკის.
ისეთი სიმშვიდე იყო გარშემო. მზეც ისე ლამაზად ბრწყინავდა ტბის ზედაპირზე. უკვე ამ სილამაზისგან შემეკრა სუნთქვა.

_ რა ლამაზია სიუ აქაურობა არა?_ ვკითხე ჩემს ერთგულ მსმენელს. _ ოდესმე, როცა ციტრუსის ბაღს გავაშენებთ, ჩვენც ასეთი ვერანდა გავაკეთოთ და ლიმნის ჩაი ასეთი ჩამავალი მზის ფონზე დავლიოთ ხოლმე, რას იტყვი?

_ რაო, სოფელი მოსწონს მჟავე პრინცესას?_ მომესმა ნაცნობი ირონიული ხმა. სახე დამეღრიჯა და ნეტარმა გრძნობებმა წამში დამტოვეს. მაშინვე ვცადე გავცლოდი და გავრიდებოდი.

_ საუბარსაც აღარ კადრულობ?_ შეეცვალა ხმა.

_ თავი შორს დაიჭირე ჩემგან! ეს ერთი საღამოც ამიტანე და ხვალ დაგასვენებ!_ ვუთხარი, რაც შეძლო ცივად.

_ თუ მოგწონს აქაურობა რატომ მიდიხარ?_ ისე მკითხა, გამაოცა კიდეც. ასე რთული იყო იმის მიხვედრა, რომ სწორედ მის გამო ვამბობდი მშვიდად დასვენებაზე უარს?!

_ იმ ადამიანის გვედით ყოფნას, რომელსაც ვძულვარ და ვეზიზღები, მარტოობა მირჩევნია, რომ იცოდე!_ ვუპასუხე ლამის დამარცვლით და ზურგი ვაქციე. კიდევ ერთხელ ვინანე, რომ იმ დღეს ენას კბილი არ დავაჭირე და მართლაც იმ საქმეში ჩავერიე, რაც სავსებით არ მეხებოდა.

....

_ მე არც მძულხარ და არც მეზიზღები! უბრალოდ გეხუმრები!_ გულწრფელად ჟღერდა მისი ხმა. რომ არა ჩემი მშვენიერი მეხსიერება, იქნებ დამეჯერებინა კიდეც, მაგრამ კარგად მახსოვდა მადლობის ნაცვლად რა სიტყვებით შემამკო რესტორანში. და რომ არა ასთმის შეტევა, ვინ იცის, რას დამმართებდა იმ გზაზე რომ დამწეოდა? ან გინდაც მაღაზიაში რომ დამემუქრა. არა! მისი ნდობა არ შეიძლებოდა. ვფიქრობდი და მასზე გაელვებული ყოველი ნეგატიური აზრი აშკარად სახეზე მეწერა.

_ ახლა ეტყობა ვის ვინ სძულს სინამდვილეში!_ შეეცვალა სახე. _ ისე მიყურებ, თითქოს შენს კატას გადავუარე მანქანით!
აი ეს კი აშკარად ფარული მუქარა იყო! გულზე ცეცხლი წამეკიდა. არა! ჩემს სიუს რაღას ერჩოდა?!

_ კარგად მომისმინე ახლა!_ ცხვირწინ გავეჭიმე და თითი მუქარით მოვუღერე. სიუს გამო მას კი არა მურა დათვსაც არ შევუშინდებოდი._ სიუს რამე მოუვა და პასუხს შენ აგებ! გასაგებია შენთვის?
წარბი მაღლა ასწია გაოცებულმა. მაჯაში ხელი ჩამკიდა და ახლოს მოიწია.

_ უყურე შენ, რა უშიშარი ყოფილხარ!_ აშკარად დამცინოდა ეს ამპარტავანი და აუტანელი. კიდევ რაღაც მუქარის თქმას ვაპირებდი, რომ კართან უხერხული ჩახველება მომესმა. უცბად შევბრუნდი ხმის მიმართულებით და ხელში მამიდამისი შემრჩა.

_ უკაცრავად მაპატიეთ, მგონი ხელი შეგიშალეთ!_ ჩაიფხუკუნა და უკან შებრუნდა ისე, რომ ვერაფრის თქმა ვეღარ მოვასწარი. ხელი გავინთავისუფლე და სწრაფად გავდექი განზე. ესღა მაკლდა, რომ მამიდამისს ან ვინმეს რამე არასწორი ეფიქრა ჩვენზე. ამის გაფიქრებისას უსიამოვნოდ გამაკანკალა.

_ ანუ ამდენად ვერ მიტან?_ გამომაფხიზლა თომას ხმამ. რაღაცნაირად გაოცებული მიყურებდა. თავიდან ფეხებამდე გულიანად მათვალიერებდა. ისე, თითქოს პირველად მხედავდა.

_ ნუ მომჩერებიხარ მასე ხამივით!_ შევუღრინე და სახლისკენ წავედი.

_ მოგჩერებივარ თორემ მოჩერებად ღირხარ!_ მომაძახა უკან. ტუჩები სიძულვილით დამემანჭა.

_ნამდვილი, თავხედი ვირი!_ ჩავილაპარაკე და ვერანდის კარი მივიხურე.

_მაგ ლოგიკით, ვირი მე გამოვდივარ შვილო, ეგ კი ჯერ მხოლოდ ჩოჩორია!_ ჩაეცინა სავარძელში მჯდარ მამამისს. სიმწრით თვალები დავხუჭე, რაღა აქ იჯდა მაინცდამაინც, ან რამდნი ხანია რაც აქ იჯდა? გამოდის ყველაფერი დეტალურად ესმოდა.

_ უკაცრავად მაპატიეთ ბატონო ანზორ!_ მოვუბოდიშე კეთილად მომღიმარ კაცს._ ამას არ ვგულისხმობდი!
მას გაეცინა და ფეხზე წამოდგა.

_ შენ მართალი ხარ, თომა მართლაც ჯიუტი ვირია, ხოდა ხომ გაგიგია შვილო, ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო!_ ხელკავი გამომდო ამ საყვარელმა კაცმა და სამზარეულოსკენ გამიყოლა. ასეთ თბილ ზრდილობიან და ხუმარა კაცს ასეთი ... ასეთი... "ჩოჩირი" მართლა რანაირად ჰყავდა?!

მშვენიერი სუფრა გაეშალათ ამასობაში. უკანა ეზოში მოზრდილი მაგიდა გაეტანათ და თეთრი ქათქათა სუფრა გადაეფარებინათ. ხეებზე ოქროსფრად მოციმციმე მსხვილი გარე განათება ეკიდა. სამზარეულოს გარეთ გამავალ საფეხურებზე ნემსიწვერას ფერადი უზარმაზარი ქოთნები იდგა და ხეებზეც ქოთნის ფერადი პეტუნიების მრგვალ_მრგვალი ბუჩქები ეკიდა.
კესო მოწნულ ჰამაკში გაშხლართულიყო და მამაიდამისს ეჭორავებოდა უდარდელად. კლარისი, ანუ თომას დედა მაგიდას დაფუსფუსებდა ზედ.

_ უკარავად , ხომ არ დაგეხმაროთ?_ ვკითხე დიასახლისს. უსაქმოდ თავი უხერხულად ვიგრძენი.

_ აბა იმ ზარმაცებს კი არ მოუვათ თავში დახმარების სურვილი. პაატა და შენ შვილო, ისევ სტუმრები თუ დამეხმარებით. _ გამიღიმა ქალმა და სამზარეულოდან პურის კალათის გამოტანა დამავალა. ისეთი საოცარი შინაურული და მყუდრო გარემო სუფევდა. მხოლოდ ციტრუსის ხეებიღა აკლდა იქაურობას და ჩემი ოცნებაც მზად იყო.
ამ საოცარი განწყობით ავირბინე ოთახში და ის იყო პურის კალათს მოვკიდე ხელი, რომ ის უცხვირპირო თომაც შემოვიდა. ახლაღა გამახსენდა, რომ ჩემს ოცნებაში კი არა, მის რეალობაში ვიყავი და ხასიათი ისევ გამიფუჭდა. არაფერი უთქვამს, უემოციო მზერა მესროლა და გარეთ ოჯახის წევრებთან გავიდა.

_ მოხვედი დედიკო?_ ისე ჰკითხა კლარისმა თითქოს პირველად დაინახა._ და ლეილა სადაა? სამზარეულოსკენ გამოიხედა ქალმა.

ვიდექი ხელში პურის კალათით და დიდი ფანჯრიდან გადაშლილ ხედს გავცქეროდი. ასეც ხდება ცხოვრებაში, ერთს ყველაფერი აქვს, ნანატრი ურთიერთობები, თბილი მეგობრული ოჯახი, ლამაზი ოცნების სახლი, მოკლედ ყველაფერი, აი მეორეს კი საერთოდ არაფერი არ გააჩნია, რადგან არც სახლი, არც სამსახური და სულ ყველა სიკეთე ერთად არაფრად ღირს, თუ მისი გაზიარება საყვარელ ხალხთან არ შეგიძლია. კალათს დავაცქერდი, ახალგამომცხვარი დაჭრილი პური ლამაზად ეწყო შიგნით, ამ პურს პურის კი არა ოჯახის სურნელი ჰქონდა. დედ_მამის, ახლობელი ადამიანების, სახლს უკან გაშლილი ლამაზი სუფრის, ციტრუსის მოშრიალე ხეებისაც კი. ლოყიდან რომ პურის ნაჭერს დაეცა მსხვილი ბრჭყვიალა ცრემლი, მერეღა გავიაზრე, რომ ვტიროდი. ცრემლები სწრაფად ამოვიწმინდე და ის იყო კარისკენ ნაბიჯი გადავდგი, რომ მის უცნაურ ინტერესიან მზერას შევეჩეხე. ლოყაზე შერჩენილი ცრემლი მალულად მოვიშორე და სწრაფი ნაბიჯით ავუარე გვერდი. ეზოში ისევ ღიმილით გავაბიჯე.

მთელი საღამო მხიარულად და სიცილში გავატარეთ, ბატონ ანზორს არაჩვეულებრივი იუმორი ჰქონდა. თავისი დაც არ იყო იუმორთან მწყრალად. როგორც აღმოჩნდა მთელი ოჯახი უკრავდა და საოცრად მღეროდა. ყველა გარდა მათი უჟმური შვილისა. ვახშამს მალევე მორჩა, ჰამაკში გადაინაცვლა და მობილურში ჩაძვრა. "აი რატომ არ მიკვირს!'" ვფიქრობდი გულში "არ აფასებს ამ საოცარ საღამოს." მალე სულაც გადამავიწყდა მისი არსებობა.

_ რას მირჩევ ლეილა, რა დავრგოთ ამ პარმაღთან? _ მკითხა კლარისმა. როცა საუბარი ყვავილებზე ჩამოვარდა.

_ იცით, აქ ტბისპირია და ალბათ კოღოებიც ბევრია ხოლმე, ამიტომ გირჩევდით როზმარინი დაგერგოთ, არ უყვართ კოღოებს როზმარინი. თან მარადმწვანეა, თან ფორმირებას ექვემდებარება._ მთელი გულით მივეცი რჩევა. მესიამოვნა ყვავილებით მისი დაინტერესება. სასიამოვნოა, როცა ადამიანი შენი ინტერესის სფეროთი მართლა გულით ინტერესდება.

_ ხოო აქ როზმარინს გააშენებდა, უკან კი ლიმონის, მანდარინს და ფორთოხალის ბაღს და თავად ამ ციტრუსის ჯუნგლების მჟავე პრინცესა იქნებოდა! _ იმენად მოულოდნელი იყო თომას სიტყვები. ღიმილი პირზე შემეყინა. ნერწყვი გაჭირვებით გადავყლაპე.

_ აქ არ ხარობენ ციტრუსები!_ ამოვილაპარაკე ცრემლმორეულმა.

ვინმეს თქვენი გულის სანუკვარი ოცნება მასხრად აუგდია? არა? მაშინ ვერ გამიგებთ. ყელში მომიჭირა მისდამი სიძულვილმა. ვცადე ღრმად მესუნთქა. ერთ დღეში მესამე შეტევა უკვე მეტისმეტი იქნებოდა. ღრმად დავიწყე სუნთქვა თან ინსტიქტურად კარდიგანის ჯიბეში ინჰალატორს დავუწყე ძებნა. გამახსენდა, მას რომ ჰქონდა. რა დროს მომპარა მანქანაში, ვერც კი გავიგე.

_ ცუდად ხარ შვილო?_ მკითხა შეშფოთებულმა კლარისმა. ძალით გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი. არ მინდოდა, ჩემი სისუსტე ყველას დაენახა.

_არა, გავივლი ცოტას!_ ძლივს ვთქვი და სამზარეულოს გავლით ვერანდისკენ გავედი. იქვე ჩავჯექი, სიუ რომ იჯდა, იმ საქანელაში და სუნთქვითი ვარჯიშები დავიწყე.

_ არა, შენ სულ ასეთი ფიმფამფო ხარ, თუ ჩემზე გაქვს ალერგია?_ ფეხებში მომყვა თომა. ინჰალატორი ამოიღო ჯიბიდან და სწრაფად გამომიწოდა. წავართვი და სწრაფად ჩავისუნთქე.

_ ახლა რაღა მოხდა? რამ გაგაგიჟა? შეტევა აშკარად ემოციურ ფონზე გეწყება. მე უბრალოდ გეხუმრე!_ მომიბოდიშასავით.

_ ხოდა აღარ მეხუმრო გაიგე? არაფერი აღარ მითხრა! ახლოსაც არ მოხვიდე! რომ გხედავ, მაშინაც ნერვები მეშლება!_ ფეხზე ავდექი და ვიგრძენი, რომ სახლმა ტრიალი დაიწყო.

_ აშკარად ვერ ხარ კარგად! ვერც ფიზიკურად, ვერც სულიერად!_ თავისას არ იშლიდა ეს საძაგელი._ წამო ოთახში გაგიყვან! პასუხსაც არ დალოდებია. ლამის ხელში აყვანილი წამათრია ერთ_ერთ საძინებელში. სავარაუდოდ კესოს ოთახში.

_ თუ რამე იყოს დამიძახე! შენზე კი არ ვღელავ, უბრალოდ არ მინდა, აქ დალიო სული მაინცდამაინც!_ ერთხელ კიდევ შემათვალიერა საწოლზე მოკუნტული. მერე მეორე საწოლიდან სქელი პლედი აიღო და გაშალა. ჩემს გაოცებულ მზერაზე გაჩერდა. მერე უბრალოდ მომიგდო და ჩაიბურტყუნა.
_ ღამით აქ საკმაოდ ცივა ხოლმე!_ და ოთახიდან გავიდა.

_ ერთი ღამეც! ეს ერთი ღამეც და წახვალ ლეილა!_ გავამხნევე საკუთარი თავი. პლედში გავეხვიე და დაღლილმა თვალები დავხუჭე.

ცოტა ხანში, როცა კესოს უკვე ღრმა ძილით ეძინა მეზობელ საწოლში. ხოლო სიუ ჩემს ფეხებთან მოკუნტულიყო, გიტარის ხმა და ხმადაბალი სიმღერა მომესმა. თავი წამოვწიე და მივაყურადე. სასიამოვნო ხმა ჰქონდა მომღერალს, ოდნავ ჩახლეჩილი, მაგრამ მაინც საოცრად საამური. მერეღა მივხვდი, რომ ეს არც ემზარი იყო და არც პაატა. აშკარად ის აუტანელი თომა მღეროდა. ჩემდაუნებურად გამეღიმა. მერე თავი ბრაზით გადავაქნიე.

_ რას იცინი სულელო!_ შევუტიე საკუთარ თავს და პლედში ისე ჩავძვერი, რომ ყურებზე არ დამფარებოდა. მეტისმეტად სასიამოვნოდ მღეროდა და დაძინებაც უფრო სასიამოვნო იყო მისი სიმღერის ხმაში.

" მინდა ვიყოთ ერთად
სოფელში და წვიმდეს.
შემოჩვეულ სევდას
წვიმის კვალი შლიდეს
მთელი ღამე მშვიდი,
თბილი წვიმით წვიმდეს,
და შენ ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს..."
(შოთა ნიშნიანიძე)

მღეროდა თავისთვის ის აუტანელი და ყოვლად გაუსაძლისი კაცი, რადგან ალბათ ეგონა, რომ არავის ესმოდა მისი. ან იქნებ ისევ თავის დაკარგულ ფურ_ირემს მისტიროდა ვინ იცის......

......

გათენება სოფელში... ამაზე საოცარი განცდა მგონი არც არსებობს სამყაროში. აქ რატომღაც მზე სულ სხვანაირად ანათებს ოთახს. ზოგჯერ, თუმცა ძალიან იშვიათად, ქალაქშიც თენდება ამ ფერად. მაგრამ მგონი ეს უფრო განცდილ გრძნობათა ანარეკლია და არა ის რეალური სოფლის ლიმონისფერი განთიადი. კამკამა და მაცოცხლებელი ჰაერის და მზის ერთობლივი გამჭვირვალე ციალი ფანჯარაზე დაკიდული, არშიებიანი, თეთრი ფარდის ნაკეცებს შორის გამომკრთალი და კედელთან მიდგმული სარკის ზედაპირზე ასხლეტილი ჯადოსნური სინათლის სვეტი და ამ სინათლის სვეტში მტვრის უმცირესი ნაწილაკების ჯადოსნური რიალი. თვალს რომ გაახელ, მაშინვე გრძნობ ამ საოცარი ენერგიის მოზღვავებას და ღია ფანჯრიდან აფრიალებულ ფარდას შემოყოლილ ბალახის საოცარ სურნელს. და მაშინ ვეღარ გიტევს თითქოს საწოლი, ვეღარც ოთხი კედელი, ვეღარც სახურავი და მიჰყვები განწყობას, რომელიც კი არ გეუფლება, არამედ თამამად გჩემულობს.

ფეხშველი გამოვედი ოთახიდან. მსიამოვნებდა იატაკის სიგრილე. ვერანდაზე გავედი და ფეხებში კნავილით სიუ გამებლანდა.

_ კარგია არა?_ ვკითხე კატას. საღამურზე მოცმული მოჩაჩული კარდიგანი შევისწორე და მწვანე მინდორზე გადავაბიჯე. ბალახი ჯერ კიდევ ნესტიანი, ხოლო მიწა ნოტიო იყო. ტბისკენ დავუყვი ბილიკს. საოცრად მსიამოვნება მიწასთან სიახლოვე. თითქოს სხეულში თუ გონებაში დაგროვილი ნეგატივი თანდათან მტოვებდა და ჩემში მხოლოდ ჰარმონია სუნთქავდა თავისუფლად. თეთრად შეღებილ ღობესთან მივედი და ხელებით დავეყრდენი. ფეხის წვერებზე ავიწიე და ტბის მოლივლივე ზედაპირს გავხედე. მართლაც სარკესავით ირეკლავდა წყალი მზის სხივებს და უცნაურად ელავდა. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. თუმცა ნეტარება დიდხანს არ დამცალდა.

_ ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გაიარე, რაა მამული არა?_ ჩვეულად ირონიულ განწყობაზე ბრძანდებოდა ბატონი თომა.

_რა უნდა იყოს ამ დილაუთენია შენს დანახვაზე სასიამოვნო?!_ ჩვეული პირდაპირობით მოვიგერიე მისი ირონია. ზურგი ვაქციე და სწრაფი ნაბიჯით გავბრუნდი სახლისკენ.

_ მჟავე!_ მომაძახა საძაგელმა. არაფერი მიპასუხია. ისე შევედი ოთახში და ჩანთის ჩალაგება დავიწყე.

_ რას დარახუნობ ლეილ ასე ადრიანად?_ თვალები ზანტად გაახილა კესომ.

_ ხომ დამპირდი, რომ დღეს დაგაბრუნებ ქალაქშიო?_ მასზე ვიყარე ჯავრი.

_ რა იყო მოასწარით უკვე ჩხუბი?_ მიმიხვდა მაშინვე. საწოლზე წამოჯდა და სასაცილოდ აჩეჩილი თმა კბილებიანი თმისსამაგრით აიკეცა.

_ რა უცნაურია, ხვდები?

_ რა არის უცნაური?_ გავხედე ინტერესით.

_ რა და მგონი თომას მოსწონხარ!_ ჩაეღიმა ეშმაკურად. _ არა მგონი კი არა, მოსწონხარ. რუსოც მაგ აზრზეა.

_ ვინ მეე?_ თითი გულზე დავიდე და წამის შემდეგ ისტერიული სიცილი ამიტყდა.

_ ხოო გიჟდება ჩემზე! პირდაპირ სულს აპნევს!_ ძლივს მოვითქვი სული.

_ არ გჯერა არა? აი ადრე ბავშვობაში ერთი გოგო მოსწონდა და როგორ გამოხატავდა იცი? გამუდმებით აწვალებდა, ბოლოს რა უქნა არ გაინტერესებს? წელამდე გრძელი ნაწნავი ზედ კისერზე მიაჭრა. _ გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა.

_ რა უქნა?_ ვკითხე გაოგნებულმა.

_ ხოო, მოუვარდა დედამისი და ისე გამოთათხა საწყალი თომა!_ წარსულის გახსენებამ გაამხიარულა კესო.

_ ხოდა ეს გაიხსენა გუშინ მამიდამ. ზუსტად იმ გოგოსავით გექცევა შენც!

ჩემი გრძელი ნაწნავი ხელში მოვიქციე და გულში ჩავიხუტე. მთლად წელამდე არა, მაგრამ უკვე ოთხი წელი იყო რუდუნებით ვიზრდიდი და კიდევაც გავგიჟდებიოდი ვინმეს რომ სიყვარულის სახელით მოეჭრა ჩემთვის.

_ არ ვიცი, მაგრამ სანამ დროა ჯობია გავასწრო აქიდან! თორემ შემომაკვდება ნამდვილად!_ ჩავილაპარაკე და უფრო სწრაფად ჩავყარე ტანსაცმელი ჩანთაში. კესომაც გადაიცვა და ფეხზე ადგა.
ოთახიდან ერთად გამოვედით.

_ დილა მშვიდობისა ბავშვებო!_ მისაღებში შეგვეჩეხა კლარისი. ხელში რძით სავსე უზარმაზარი სათლით.

_ რა ხდება?_ ეჭვით შეათვალიერა ჩემი ჩანთა.

_ აიკვიატა უნდა წავიდეო და ვერაფრით გადავათქმევინე!_ ტუჩები ბავშვივით გაბუსხა კესომ.

_ არ მგონია წასვლა მოახერხოთ!_ მშვიდად შემოაბიჯა ოთახში თომამ. რომელსაც უკან სახემოღუშული პაატა მოსდევდა ხელში გრძელი სახრახნისით.

_ რატომ?_ მაშინვე დავინტერესდი მე.

_ პაატას რაშს საბურავი აქვს დაშვებული!_ ისე უდარდელად მიპასუხა თომამ, თითქოს სულ არ ადადება ჩემი წასვლა_ დარჩენა.

_ ცოტა ადრე მაინც გეთქვათ ბავშვებო!_ გაეღიმა კლარისს და სათლი ხელში მოინაცვლა._ ეს წუთია ანზომ რძე წაიღო ჩასაბარებლად და შუადღემდე არ დაბრუნდება. ეს თქვა და სამზარეულოში გავიდა. მე კი პაატას მოქუფრულმა სახემ გამაოცა. რაღაც ანიშნა თომას გაცოფებულმა. მან კი უბრალოდ მხრები აიჩეჩა და ხელები პირდაპირ შარვალზე გაიწმინდა. რაღას ვიზამდი. უკან ოთახში შევიტანე ჩანთა და სამზარეულოსკენ წავედი, რადგან მისაღებში ბატონი აუტანლობა იყო გამოჭიმული და თავის შავ თვალებს დამცინავად აკვარკვალებდა. რომ ვხედავდი ერთი გაუსაძლისი სურვილი მიტანდა, რომ ყელში წამეჭირა მისთვის ხელები და იქვე მიმეხრჩო.

_ კლარის რად გინდათ ამდენი რძე?_ ვკითხე ქურასთან მოფუსფუსე ქალს და მის წინ ჩამოვჯექი.

_ ნაწილით ყველს ამოვიყვან, ნაწილს მაწვნად შევაყენებ და თან კაკაოს მოგიხარშავთ, ბავშვებს!_ გამიღიმა მან. ეს "ბავშვებს" ისეთი სიფაქიზით თქვა, რომ აუტანლად მომინდა მეც მისი ბავშვი ვყოფილიყავი.

_ ყველს ამოიყვანთ? შეიძლება მეც ვცადო?_ სულ მაინტერესებდა ეს პროცესი. თუმცა არასდროს მქონია საშუალება ახლოდან დავკვირვებოდი.

_ რატომაც არა?_ მითხრა მან. _ ახლოს მოდი!
დიდი ხის კოვზი აიღო და შედედებული ყველი მოჭრა. შემდეგ ხელები თბილ რძეში ჩაყო, სადაც ჯერაც შეუკრავი მასა თიფთიფებდა.

_ მართლა გინდა სცადო?_ გამომხედა თვალმოჭუტულმა.

_ იმედია არ გავაფუჭებ!_გამიხარდა ბავშვივით. ხელები გადავიბანე და გვერდით ამოვუდექი. სასიამოვნო იყო ხელზე რბილი ცხელი ჩვილი ყველის შეხება.

_ ერთად მოაგროვე! შეეცადე ერთ კუთხეში მიიმწყვდიო, თავისთავად შეიკვრება! აი ასე!_ მითითებებს მაძლევდა კლარისი.

_ თომას ბავშვობაში სულ უყვარდა ახალი ყველის ჭამა. ხომ ასეა დედა? _ მის კითვაზე კარს გავხედე. დირეზე მიყრდნობილი იდგა ის საძაგელი და ისეთი ინტერესით მაკვირდებოდა, თითქოს პირველად ხედავდა ყველის ამოყვანის პოროცესს.

_ ახლაც კი მიყვარს!_ ისე სერიოზულად თქვა, თითქოს ჭამას უშლიდა ვინმე.

_ მოდი და გაჭმევს ლეილა!_ ხელი დაუქნია დედამისმა.

" ლეილა გაჭმევსოო?!" აქ კი დამცხა. სულაც არ ვაპირებდი მისთვის რამის გაკეთებას, მაგრამ კლარისის მომერიდა. ვერც ის გავიმეტე, რომ უკვე მოგროვილი ყველისთვის ხელი გამეშვა. ერთი იმედიღა მქონდა, რომ არც თავად სურდა ჩემი ხელიდან ჭამა და თავად იტყოდა უარს, მაგრამ ნურას უკაცრავად. თავხედურად მოიტუზა და მართლა პატარა ბავშვივით გააღო პირი. სხვა რა გზა მქონდა? ავდექი, ყველის პატარა ნაწილი გავწურე და პირში ჩავუდე.

_ გემრიელია!_ გამოაცხადა და ბედნიერად გაიცინა._ კიდე მინდა!

_ კიდე გინდა და თავად ჭამე!_ დავუბრიალე თვალები.

_ აბა, აბა! ეგ ჭუჭყიანი ხელები არ ჩამიყო ქვაბში!_ დაუცაცხანა დედამისმა, როცა მართლა წამოიღო ხელი.

_მჟავე, ძუნწი და უჟმური ხარ!_ თვალი ჩამიკრა და ბედნიერი სახით გავიდა ეზოში პაატასთან.

დილის სიგრილე, შუადღის მცხუნვარე მზემ შეცვალა. პაატამ აიჩემა ტბაზე ჩავიდეთ საბანაოდო. კესომ იცოდა, რომ გრამი ცურვა არ ვიცოდი. ამიტომ სულაც არ გაკვირვებია საცურაო კოსტუმის ნაცვლად მაისურით, შორტებით და კეტებით რომ გავედი გარეთ. სამაგიეროდ ისინი იყვნენ სრულ საბანაო მზადყოფნაში. სიცილ_სიცილით დაეშვნენ თავდაღმართში. სირბილით გავიდნენ ტბაში ჩადგმულ პატარა ფიცარნაგზე და დგაფუნით გადაეშვნენ წყალში. მათი ხალისი გადმომედო. მეც მომინდა ცურვა მცოდნოდა, მაგრამ მხოლოდ ისღა დამრჩენოდა შორიდან მედევნებინა მათთვის თვალი.

_ გამასწრებ არა?_ დასცინოდა პაატა კესოს. _ მოდი ვცადოთ!
_ წაგებული რას კისრულობს?
_ წაგებული კინოს ბილეთებს იყიდის ყველასთვის შემდეგ კვირას!_ გამოაცხადა კესომ.

წამის შემდეგ ორივე ერთმანეთის მხარდამხარ მიაპობდა წყალს. სულ ცოტაც და კესო გაასწრებდა.

_ კესოოო! მიდი კესოოო!_ ვამხნევებდი მე ნაპირიდან.

_ რაო პრინცესას ტბაში ცურვა არ ეკადრება?_უკან მივიხედე და თომა ფიცარნაგის თავში იდგა.

_ მე ცურვა არ ვიცი!_ ავიჩეჩე მხრები.

_კიი, დაგიჯერე!_ მიპასუხა და ჯიუტად წამოვიდა ჩემსკენ.

_ შეწყვიტე თომა! გაჩერდი! _ გული გადამიქანდა, რადგან მივხვდი, რასაც აპირებდა._ მართლა არ ვიცი ცურვა! არ გესმის?
გაქცევა მინდოდა, მაგრამ სად გავიქცეოდი? მან კი ხელი დამავლო და ღრმა წყალში მომისროლა. წამსვე საშინელმა პანიკამ მომიცვა, როცა ფეხით ფსკერს ვერ მივწვდი, ინსტიქტურად დავიწყე ხელების ქნევა. წყალი მეყლაპებოდა, ცხვირი მეწვოდა და ყურებიც დამიგუბდა.

_ მიშველეთ!_ ვკიოდი განწირული. ჯერ იცინოდა თომა, მაგრამ როცა გაიაზრა, რომ არ ვხუმრობდი სახე შეეცვალა. გამოიქცა და წყალში გადმოეშვა. ეს იყო ბოლო, რაც დავინახე და ფსკერისკენ წავედი.

გონზე რომ მოვედი, საშინელი წვა ვიგრძენი ყელში, თან რატომღაც მკერდი მტკიოდა გულის მხარეს.

_ კარგად ხარ? შემომხედე!_ თომას შეშინებული და შეშლილი სახე მედგა თვალწინ.

_ გაგიჟდი ბიჭოო? სულ გაგიჟდი?_ მოეჭრა გაცოფებული კესო. _ რა გინდა, მართლა უნდა მოკლა? თავი დაანებე ახლავე!
ხელი კრა და მიწაზე წააქცია ჩემს წინ მუხლებზე მდგარი. თავად კი ჩემსკენ დაიხარა შეწუხებული სახით.

_ კარგად ხარ ლეი? ადე, სახლში წამოდი!_ ისეთი შოკი მქონდა, აზროვნება მიჭირდა. წამის წინ აშკარად სიკვდილს ჩავხედე თვალებში. უსიტყვოდ ავდექი და კესოს ისე გავყევი მისთვის ზედაც არ შემიხედავს.

_ რა ჯანდაბას აკეთებ მართლა?_ ახლა პაატას გაბრაზებული ხმა მომესმა უკნიდან.

_ მე რა ვიცოდი, რომ ცურვა მართლა არ იცოდა!_ ისევ თავს იმართლებდა ის. კლარისისთვის და რუსუდანისთვის არაფერი გვითქვამს. ტყულად რომ არ ენერვიულათ. ანზორიც დაბრუნებული იყო ქალაქიდან. ხელმარჯვე კაცმა უცებ შეცვალა პაატას მანქანის საბურავი. მეც მეტი აღარ მიყოყმანია. ფაქტი იყო დროზე თუ არ გავასწრებდი ამ არანორმალურს წირვას გამომიყვანდა. სიუ დავიჭურე და ჩანთაში ძალით ჩავტენე ნერვებმოშლილმა. აშკარად არ სურდა სახლში დაბრუნება. დიასახლისებს გულითადად დავემშვიდობე, ორივემ ისევ დამპატიჟა. გულში ვფიქრობდი: ოღონდ ახლა წამიყვანა აქიდან და ჩემი ფეხი არ იქნება აქ მეთქი. პაატა არ წამოგვყოლია, მანქანა კესოს ათხოვა. თომა არ დამმშვიდობებია. ის კი არადა, ჩემი დახრჩობის მცდელობის მერე თვალიც კი არ მომეკრა მისთვის. ცოტა არ იყოს, მეწყინა კიდეც. ზრდილობის გულისთვის მაინც მოეხადა ბოდიში. ფანჯრიდან გავყურებდი იმ გზას, რომლითაც ფერმაში მივედით.

_ ის არანორმალური ნახე რა სად არის!_ მითხრა მოულოდნელად კესომ და თვალით დამრეცი ფერდობის თავზე მანიშნა.

_ არაა, ამის დაჭკვიანება არ იქნება!_ თავი უიმედოდ გადააქნია თან. ვუყურებდი როგორ მიაჭენებდა ცხენს ზედ ფერდობის ნაპირზე, კარგა მანძილით უსწრებდა მანქანას. ისე მიქროდა, როგორც მშვილდიდან გასროლილი ისარი და საფრთხეს არაფრად აგდებდა. თვალი მოვარიდე, რადგან ვიგრძენი გულმა უცნაურად მომიჭირა. არ მსურდა დამენახა, რომ შესაძლოა რამე ხიფათი მოსვლოდა
და მაინც მიელავდა უცნაური აზრი. რა საერთო იყო ამ თავზეხელაღებულ მოჯირითესა და იმ ქალაქელ დენდს შორის, რომელიც პირველად გავიცანი. საერთო ალბათ ის უცნაური, ღრმა და დამცინავი შავი თვალები იყო, რომლიდანაც ხან ერთი მათგანი მიმზერდა და ხან მეორე.

....

ყოველდღიური რუტინა ადამიანს ზოგჯერ ყველაფერს ავიწყებს. რაც უფრო დამღლელია დღე, მით უფრო ნაკლები დრო გრჩება ფიქრისთვის. რამდენიმე დღემ მართლაც სრულ სიჩუმეში ჩაიარა. მე და სიუ, ან მე, ნაზი დეიდა და სიუ და კიდევ უამრავი ფერადი ლამაზი ყვავილი. სანამ ერთ დღესაც ნაცნობი შეკვეთა არ შემოვიდა.

_ შვილო ათი ყვითელი ვარდი უნდათ ამ მისამართზე, საღამოს შვიდზე! შეკვეთა შენ წაიღე, მაღაზიას მე დავკეტავ._მითხრა ნაზი დეიდამ. დავთანხმდი. თან თაიგულს ვაწყობდი და თან იმაზე ვფიქრობდი, კიდევ ვის ჩაუმწარებდა ეს ახირებული თაიგული დაგეგმილ სიურპრიზს. რა საინტერესოა, რატომ არ ინტერესდებიან ადამიანები, თუ რას ნიშნავს მათ მიერ შერჩეული ყვავილები სინამდვილეში?! როცა დასრულებულ თაიგულს დავხედე, მივხვდი, რომ ინსტიქტურად წინა თაიგულის იდენტური დამემზადებინა.

_ რაც არ უნდა მოხდეს, ჩარევა არ გაბედო ლეილა!_ ვუბრძანე საკუთარ თავს და მითითებულ მისამართზე წავედი. ერთი მყუდრო უბანში არსებული ბინის მისამართი იყო. სწრაფად ავიარე კიბეები და ზარის ღილაკს ხელი დავაჭირე.

_ ღიაა, შემოდი!_ გამომძახა შიგნიდან მამაკაცის ხმამ.

_უკაცრავად!_ ოდნავ შევაღე კარი და თავი შევყავი. შესვლას, რა თქმა უნდა არ ვაპირებდი. ალბათ მასპინძელს მის სტუმარში ავერიე.

_ თქვენი შეკვეთა მოვიტანე და თუ შეიძლება გამომხედეთ!_ დავუძახე და კიდევ ერთხელ მივაკაკუნე უკვე ღია კარზე.

_ ვიცი! შემოდით თუ შეიძლება, ხელები დაკავებული მაქვს!_ამ უცნაურ პასუხზე დავიბენი.

_ არაუშავს დაგიცდით!_ ვუპასუხე ზრდილობიანად და კარი მივხურე. რამდენიმე წუთის მერე უკვე ნერვები მომეშალა, მე რა უსაქმური ვიყავი?!
კარი ისევ შვაღე და ისევ დავიძახე, მაგრამ აღარ გამაგონა. უცებ ვიფიქრე, იქნებ ადამიანს რამე უჭირდა? იქნებ დახმარება სჭირდებოდა? ბევრი აღარ მიფიქრია, კარი გავაღე და სახლში შვაბიჯე. მისაღებში პატარა მაგიდა იყო გაშლილი, ტკბილეული, სასმელი, სანთლები. ალბათ ჩემს კლიენტს რომანტიული ვახშამი ჰქონდა დაგეგმილი.

_ უკაცრავად!_ გავძახე ამ უცნაური სიჩუმით დაეჭვებულმა. მოულოდნელად კარების დახურვის ხმა მომესმა და შეშინებული ერთ ადგილას შვხტი.

_ რა ჯანდაბაა?!_ ჩავილაპარაკე და როცა უკან კარისკენ შევტრიალდი გაოცებისგან გავშრი. ჩემს წინ საძაგელი თომა იდგა და მხიარულად იღიმოდა.

_ რა ხდება?_ ვკითხე გაბრაზებულმა. რა თქმა უნდა შემთხვევითობა არ იყო, აქ რომ აღმოვჩნდი.

_ ისეთი არაფერი, პაემანზე გეპატიჟები!_ მხრები აიჩეჩა მან.

_ აბა როგორ მოგწონს ჩემი არჩეული თაიგული?_ თვალით ვარდებზე მანიშნა, ჯერ ისევ ხელში რომ მეკავა.

_ რას აკეთებ ახლა ვითომ?_ ვკითხე წარბშეკრულმა და ყვავილები მაგიდაზე დავდე.

_უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა!_ დასერიოზულდა უცებ.

_ მერე ეს ცირკი რა საჭიროა? არ იცი სად ვმუშაობ?

_ მოდი დაჯექი, ხომ მაინც აქ ხარ! ვილაპარაკოთ?_ ხელით დივანზე მანიშნა და პირველი თავად დაჯდა.

_ რაზე უნდა ვილაპარაკოთ? რა გინდა თომა? _ ისე ვკითხე, დაჯდომა არც მიფიქრია. მაკვირდებოდა და რაღაცას ფიქრობდა. პასუხის გაცემას არ ჩქარობდა.

_ მგონი მე და შენ ცუდად დავიწყეთ, არადა შეიძლებოდა უფრო უკეთესი ურთიერთობა გვქონოდა!_ მითხრა ნელა და სერიოზულად. თითქოს ხაზგასმას ცდილობდა, რომ არ ხუმრობდა.

_ უკეთესში ამას გულისხმობ?_ თითით ალკოჰოლზე მივანიშნე. _ და რა მერე? გგონია შენთან ერთად დავლევ და მერე კალთაში ჩაგიხტები?

_ არც მაგაზე ვიტყოდი უარს, მაგრამ არა! მაგას არ ვფიქრობ, უფრო სწორედ ახლა არ ვფიქრობ! სამომავლოდ ვინ იცი? ხომ გაგიგია: არასდროს თქვა, არასდროსო!_ ისევ მხიარულად გაეცინა.

_ ახლა დამცინი არა? რა გინდა, უნდა გამაგიჟო სულ? რა მოხდა, ასე უცებ გამოიგლოვე შენი ჩაშლილი ქორწილი? თუ შენი მოკლე ჭკუით ჩემზე შურისძიებას ცდილობ? ააა!_ გამინათდა გონება უცებ._ გგონია თავს მომაწონებ და მერე დამშორდები? სამაგიეროს მიხდი არა?

_ თუ შევძელი და თავი მოგაწონე, პირობას გაძლევ არასდროს დაგშორდები!_ სერიოზული ხმა ჰქონდა, მაგრამ მის თვალებში სიყვარულის და მოწონების ნაცვლად უცნაურ გრძნობას ვხედავდი, უფრო ბრაზს, თუ სიძულვილს. არა ეს მოწონებას არაფრით ჰგავდა. თავი უარის ნიშნად გადავაქნიე.

_ მისმინე კესოს და შენების ხათრით, ჩავთვლი, რომ ეს სულელური ოცი წუთი მომეჩვენა! ახლა წავალ და გაფრთხილებ..._ ფეხზე ადგა და მუჭებშეკრული წამოვიდა ჩემკენ.

_ რას მაფრთხილებ?_ მკითხა და თვალებში ჩამაჩერდა ავად. მისი გამოუცნობი და მოულოდნელი ქცევები შიშის და სიბრაზის ერთდროულ ნაზავს იწვევდა ჩემში. რადგან ვერ ვხვდებოდი, რას ფიქრობდა, ერთს აკეთებდა და მეორეს ამბობდა.

_ გაფრთხილებ, ახლოს არ გამეკარო!_ ვუპასუხე ზიზღით.

_ ეგ მანამდე უნდა გეთქვა სანამ გაკოცებდი!_ გაოგნებისგან ხმა ვერ ამოვიღე. რას ვიზამდიო?!

_ რაა? მე შენთვის არასდროს მიკოცნია!_ ჩავილაპარაკე დაბნეულმა. გაეღიმა.

_ ვიცი, შენ არ გიკოცნია, მაგრამ მე... ტბიდან რომ ამოგიყვანე, მაგ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი!

_ ოოო, როგორ ვერ გიტააან! მაგრამ არც იოცნებო, ეგ კოცნა არ იყო! ეგ უბრალოდ გამოუვალი სიტუაცია იყო! თანაც არ მახსოვს არაფერი! გასაგებია? საერთოდ არაფერი არ მახსოვს!_ ისე ვიყავი გაბრაზებული, კონტროლს ვკარგავდი საკუთარ ემოციებზე. რანაირად ახერხებდა ჩემს წყობიდან გამოყვანას, ვერაფრით ვიგებდი.

_ და არ გინდა ყველაფერი გაგახსენო?_ სახიფათოდ ახლოს მოვიდა. იმდენად, რომ უკვე მის თვალებში ვჩანდი. თვალი ავარიდე მის გამჭოლ თვალებს.

_ თვალებში მიყურე და ისე მითხარი, რომ გძულვარ! რომ ჩემზე საერთოდ არ გიფიქრია! მიდი ქალბატონო ლიმონო! თვალებში მიყურე!

_ მე შენს თვალებში არაფერი დამიკარგავს და არც არაფერს ვეძებ! _ ზურგი ვაქციე და წამოსვლა ვცადე.

_ კიდევ კარგი, რომ იმ დღეს ყველაფერი მითხარი! ცოლის მოყვანის მერე რომ შემხვედროდი გეფიცები, ოჯახი დამენგრეოდა! _ მომაძახა მხდალივით გამოქცეულს და ხარხარი აუტყდა.

ხომ ვიცოდი, რომ სამაგიეროს მიხდიდა, ხომ ვიცოდი, რომ დასანახად ვერ მიტანდა, მაგრამ მაინც უცნაურად მოქმედებდა მისი სიახლოვე. მაინც ახერხებდა და ამ ირონიით გულს მტკენდა. კარებთან გავჩერდი და უკან მივიხედე. ისევ ისე იდგა და გულიანად იცინოდა.

_ხშირად გაიცინე ხოლმე, რადგან სიცილი გიხდება რქიანო!_ მივაძახე მეც და კარი გამოვიჯახუნე.

მანამდე თუ რუტინა მშველოდა ამ დღის შემდეგ კინაღამ გავგიჟდი. ჩემს ფაქტობრივად ყვითელი ფერის მაღაზიაში, ყველაფერი იმ წყეულ ყვითელ ვარდებს და მის თავს მახსნებდა. სიბრაზე კი არაფრით ცხრებოდა. პირიქით ყოველ დღე სულ უფრო მეტად მძულდა. კვირას დილით კი კესომ დარეკა.

_ აბა გამზადდი, პაატა წაგებულ ბილეთებს კისრულობს. ამ საღამოს კინოში მივდივართ!_ რომ წარმოვიდგინე მას უნდა შევხვედროდი, გეფიცებით მუცელში ჭვალივით გამიარა სიბრაზემ. მის მსგავს სიმპატიურ კაცზე ფიქრისას წესით პეპლების ფარა უნდა აფრთხიალებულიყო, მაგრამ არა! ჩემში ტკივილის სპაზმებს იწვევდა მხოლოდ.

_არა! მე არ მოვდივარ!_ გამოვუცხადე ჯიუტად კესოს.

_ რატომ რა ხდება?_ მკითხა მან შემპარავად.

_ იმ შენი ძვირფასი ბიძაშვილის ნახვა არ მინდა და ამიტომ!

_ მას რომ უნდა შენი ნახვა?_ ხმა დაიტკბო კესომ.

_ კეს! ძალიან გთხოვ! ყველა ჩვენი შეხვედრა ომით მთავრდება, აღარ მინდა ამდენი ჩხუბი!

_ ყველა თქვენი შეხვედრა?_ სიტყვა დაიჭირა და გამოეკიდა.

_კარგი! დაურეკე და უთხარი მოგიყვეს, რა გააკეთა! თავხედია! არა საძაგელია! არა კიდევ უფრო უარესია!_ გამოვთათხე გაბრაზებულ გულზე.

_ არ ფიქრობ, რომ ზედმეტები მოგდის?_ გაისმა უცებ მისი ხმა და ენა მუცელში ჩამივარდა.

_ შეენც ბრუტუს?_ ვკითხე კესოს და რატომღაც გამეღიმა.

_ სანამ გეტყოდი, შენი ესმისმეთქი, გამოლანძღე და რა ჩემი ბრალია?!_ გაეცინა კესოსაც.

_ ხოდა არ მოვდივარ!

_შენ გგონია, მე მინდა შენი ნახვა?! იქნებ მართლა დაიჯერე, რომ მომწონხარ?_ სიცილი სახეზე შემახმა მისი გესლიანი სიტყვების გაგონებისას.

_ ძალიანაც კარგი! თომა რჩება ლეილა მოდის!_ გაეცინა კესოს. შეხვედრა კინოთეატრში დამითქვა და გამითიშა.
კაცმა რომ თქვას, თუ ის საზიზღარი არ იქნებოდა მშვენიერი საღამო მელოდა წინ. მთელი დღე ვფიქრობდი, თუ რა ჩამეცვა. ბოლოს გადავწყვიტე ერთი საღამო საკუთარი თავისთვის დამეთმო. მეგობართან ერთად დრო მხიარულად გამეტარებინა. ამიტომ საგულდაგულოდ მოვემზადე. ლამაზი შავი სარაფანი გადმოვიღე, ყვითელი ლაიმებით გაფორმებული, თეთრი სანდლები, ლამაზი ჩანთა , მუდამ შეკრული თმა მხრებზე ტალღებად ჩამოვიშალე, სულ ცეკვა _ცეკვით გამოვედი სახლიდან.
კარგა ხანი იყო თავი ასე მოხდენილად და ქალურად არ მეგრძნო. საღამოც ძალიან სასიამოვნო და მშვიდი იდგა. კინოს შენობაშიც მშვენიერ ხასიათზე შევაბიჯე. მაგრამ რამხელა იყო ჩემი გაოცება და იმედგაცრუება უნდა გენახათ, როცა კინოს ფოიეში უკანასკნელ მოდაზე გამოპრანჭული თომა დამხვდა. ხელში ერთი ცალი, აბა თუ მიხვდებით? დიახ ბატონო! ერთი ცალი ყვითელი ვარდით.

_ შეუძლებელია!_ ჩავილაპარაკე წაბშეკრულმა. _ კესომ მომატყუა?

_ ასეც არ შეიძლება იცი?_ წრე დარმატყა თომამ._ არადა ასეთი ლამაზიც არ ჩანდი! თვალს ვერ გაშორებ ისეთი მშვენიერი ხარ!
ისევ ეს უაზრო ირონია, თუ ხუმრობები.

_ მე მივდივარ!_ ზურგი ვაქციე და გამოვბრუნდი.
_ არა! არსად არ მიდიხარ!_ მაშინვე წინ გადამიდგა._ მისმინე, მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ! ერთი შანსი მომეცი რა!

_ შანსი რისთვის? რომ ისევ დამცინო? მასხრად ამიგდო? დამაჯერო არარსებული და მერე ..._ ვერ ვთქვი მერე მიმატოვო მეთქი. რადგან ამით თითქოს თანახმა ვიყავი.

_ დაგცინო? ანუ გგონია მე დაგცინი? უბრალოდ ვცდილობ საკუთარი გრძნობები შევნიღბო ასე! სულაც არ მინდა შენს თვალში სასაცილოდ გამოვჩნდე! არ მინდა იფიქრო, რომ თავქარიანი ვინმე ვარ!

_ მე შენზე სწორედ მასე ვფიქრობ! თავქარიანი და მექალთანე ხარ! შენ არ იყავი ცოტა ხნის უკან ცოლი რომ მოგყავდა? შენ არ იყავი სიმართლის გულისთვის თავხედი რომ მეძახე? შენ არ დამემუქრე, რომ სამაგიეროს გადამიხდიდი ქორწილის ჩაშლისთვის? _ ავდექი და პირდაპირ ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი.

_ ხოო?ასე იყო, მაგრამ ისიც მე ვიყავი თავიდან რომ ვერ ამოგიგდე და მაღაზიაში მოგაკითხე, მერე სოფელში დაგპატიჟე, რომ როგორმე ახლოს გამეცანი, მერე პაატას მანქანაც კი გავაფუჭე, რომ ცოტა ხნით ახლოს მყოლოდი! რაც შეეხება იმ ქორწილს, არ მინდა შენთან ამაზე ლაპარაკი! უბრალოდ ერთი შანსი მინდა! ვერ ხედავ, რომ... ვერ ხედავ, როგორ მომწონხარ?_ ვუყურებდი, და ვამჩნევდი საკუთარ თავს რომ ამ ყველაფრის დაჯერება ძალიან მინდოდა, მაგრამ მის თვალებში მაინც ვერ ვხედავდი სიყვარულს.

_ არ მჯერა შენი!_ ვუთხარი ბოლოს გამტყდარმა.

_ ხოდა შანსი მომეცი, რომ დაგაჯერო!_ მითხრა მან და ხელი გამომიწოდა. მის გამოწვდილ ხელისგულს დავყურებდი და საკუთარ გონიერ მეს ვებრძოდი.

_ წინათგრძნობა მეუბნება, რომ ვინანებ ამ გადაწყვეტილებას!_ ჩავილაპარაკე დანებებულმა და მის ხელს ხელი ჩავჭიდე. გაიცინა და ორივე ხელით მომეხვია.

_ გპირდები, არ ინანებ!_ საკოცნელად დაიხარა და სახე ავარიდე. ლოყაზე მაკოცა.

_ არაუშავს, ახლა ესეც სრულიად საკმარისია!_ ჩაიცინა და ჩაბნელებული დარბაზისკენ წამიყოლა.

სიმშვიდეს ვერ ვგრძნობდი და ჩემს ნაჩქარევ გადაწყვეტილებაზე გული მეთანაღრებოდა. მაგრამ თან მიხაროდა კიდევაც, რადგან როგორც აღმოჩნდა, ის მძაფრი გრძნობა, რასაც მისდამი ვგრძნობდი მთლად სიძულვილიც არ ყოფილა. მეორე დღესვე მოვარდა კესო მაღაზიაში ბედნიერი და აღტაცებული.

_მართლა გადაწყვიტე, რომ თომას შეყვარებული იყო?_ მომახალა გახარებულმა.
_ შეყვარებული? ეგ თომამ გითხრა? შეყვარებული არა! უბრალოდ ვცდები ახლოს გავიცნო. მეტი არაფერი!_ ვუპასუხე მე.

_ ოღონდ გთხოვ გუშინდელის მსგავსი სიურპრიზები აღარ გინდა რა? ჯერაც ნაწყენი ვარ შენზე!
_ წყენა გაგივლის!_ უდარდელად აიქნია ხელი კესომ._ უნდა ნახო რუსო და კლარისი რა გახარებულები არიან.
_ ხომ არ გაგიჟდი შენ!_ შვიცხადე მაშინვე._ მათაც გააგებინე?
_ მე რა შუაში ვარ, თომამ მანამდე უთხრა მათ ყველაფერი, სანამ სოფლიდან წამოვიდიდა.

_ მანამდე რა უთხრა, ნუ გამაგიჟე, რა იცოდა რას ვუპასუხებდი?_ მართლა გამაოცა მისმა სიტყვებმა.
_ არ ვიცი მე რა იცოდა, მაგრამ ჩვენ რომ წამოვედით იმ დღეს უთქვია, ლეილა ჩემი შეყვარებული გახდებაო._ გაეცინა კესოს._ თომა ასეთია, გაჯიუტდება და სანამ სურვილს არ აისრულებს, არ მოისვენებს.

_ ანუ რა გინდა რომ მითხრა, რომ მეც ერთ_ერთი მისი რიგითი აკვიატება ვარ?_ მგონი სწორედ ასე იყო. აი ამიტომ ვერ ვხედავდი მის თვალებში სიყვარულს.

_ მე ეგ გითხარი ახლა?_ ეწყინა კესოს.
_ არა ეგ არ გითქვამს, უბრალოდ მე გავიაზრე ახლა, რომ ეგაა ერთადერთი სიმართლე!
_ არ გამაგიჟო ახლა იცოდე! თორემ ნახავ რა ავი მული ვიქნები!_ კესოს ყურადღება არ მიუქცევია და არც სერიოზულად მოკიდებია საკუთარ სიტყვებს. მაგრამ სამაგიეროდ მე შემეპარა ეჭვი. და მგონი ამ ყველაფრის საფუძველი მისი უდარდელობა იყო წინა ურთიერთობის დანგრევის შემდეგ. თუ ათ თვიან სიყვარულს ასე ადვილად ივიწყებდა, რა გაუხდებოდა სამ კვირიანი ნაცნობობის გულიდან ამოგდება.

კესო მალე წავიდა.
პაატა უნდა ვნახოო გამომიცხადა და ჩემს შენიშვნას, რომ თქვენ რაღაც საეჭვოდ ხშირად ხვდებით ერთმანეთსმეთქი, უბრალოდ მოუყრუა.

თომამ კი საერთოდ შეიცვალა ჩემდამი დამოკიდებულება. სადღაც გაქრა ის ირონიული და უხეში კაცი, რომელსაც ვიცნობდი. მისი ადგილი მხიარულმა, ყურადღებიანმა და მზრუნველმა ბიჭმა დაიკავა. რომელსაც უცნაური აკვიატება სჭირდა, რომ ყველასთვის, ვისაც იცნობდა, თუ არ იცნობდა, ეთქვა, რომ ჩემი შეყვარებული იყო. დროც კი არ მომცა, რომ ეს გრძნობა გადამეხარშა და სახელიც თავად დამერქმია. ქარიშხალივით იყო. სულ ჩემს გარშემო ბრუნავდა და სამყაროს ცვლიდა. მალე, ძალიან მალე დავიჯერე, რომ სწორედ ის იყო ჩემი სულის ადამიანი. რომ მისი უწინდელი დამოკიდებულება, ჩემივე ნეგატიური წინასწარი განწყობა იყო და მეტი არაფერი.

_ ისეთი დაღლილი ვარ, _ მითხრა ერთ საღამოს, როცა მაღაზიაში მოვიდა ჩემს სანახავად._ თან მშია მგელივით. წამოდი სადმე გავიდეთ. აირბინე უცებ მოწესრიგდი და მე აქ დაგელოდები! ვაა, სიუუ!

ყურში მოქაჩა კატას. სიუც ჩვეულად აეფხორა, რატომღაც არაფრით მოსწონდა თომა.

_ პატრონივით მჟავე კატაა!_ აიბზუა ცხვირი თომამ. გამეცინა.. ხანდახან ბავშვივით სასაცილო იყო მისი მიმიკები.

_ ლეიი! _მომაძახა კიბეზე ასულს._ ის ლამაზი კაბა ჩაიცვი რა, ლიმონებიანი!
უარი არ მითქვამს. მითუმეტეს რომ მეც მიყვარდა ის კაბა.

ჩემდა გასაკვირად სწორედ იმ რესტორანთან გააჩერა მანქანა, სადაც მაშინ ის უიღბლო ნიშნობა ჰქონდა.
მანქანს მოუარა და კარი გამომიღო. მიხვდა გადასვლას რომ არ ვაპირებდი.

_ჩემო ციტრუსის პრინცესა, წამოდი რაღას უცდი?_ ხელი გამომიწოდა. შევეცადე არაფერი შემმჩნეოდა სახეზე, ვითომ სულაც არ მახსოვდა რა ადგილი იყო ეს.
დარბაზში შევედით და ერთ_ერთი არც თუ მყუდრო მაგიდისკენ წამიყვანა. უცნაური აღელვება შევამჩნიე, როცა შეკვეთას ვუცდიდით. იქვე ახლო მაგიდასთან გოგოები ისხდნენ. დავინახე, რომ თვალს ჩვენსკენ აპარებდნენ ხშირ_ხშირად.
უცებ ყველაფერი ნათელი გახდა. დარბაზში ნაცნობმა სახემ შემოაბიჯა. როცა მისი მზერა თომას მზერას გადააწყდა გაიყინა თითქოს. უკან ლამაზად გაფორმებული ურიკით მოყვებოდა მიმტანი გოგონა და ურიკაზე უზარმაზარი სანთლებანთებული ტორტი იდო.

_თომა? _ ხმა აერია გოგონას. ჯერ მას შეხედა მერე მე.
_ გამარჯობა თომა!_ მიესალმა და მოგვიახლოვდა.
_ გამარჯობა მაო!_ ისე დაუბრუნა სალამი თომამ, ნაკვთიც არ შერხევია.
_ როგორ ხარ?_ ჰკითხა ყოფილმა საცოლემ და ინტერესიანი მზერა ისევ ჩემზე გაუშტერდა.
_ გაიცანი ჩემი საცოლეა, ლეილა!_ ამაყად წარუდგინა ჩემი თავი ყოფილს.
_ სასიამოვნოა!_ ხელი გამომიწოდა მან. საოცრად ცივი, გაყინული თითები ჰქონდა.
_ დღეს თორმეტი აგვისტოა არა? სულ აღარ მახსოვდა, დაბადების დღეს გილოცავ მაო!_ სწორედ მაშინ მიულოცა თომამ ყოფილს და მოღალატეს დაბადების დღე, როცა მას ჩემი ხელი ჯერ ისევ ხელში ეჭირა. გოგონამ ზრდილობის გულისთვის გაუღიმა და ნელი ნაბიჯებით წავიდა მეგობრების მაგიდისკენ. აშკარად დავინახე, რომ მალულად სცადა ცრემლის მოწმენდვა.

ყელში რაღაც მქონდა გაჩხერილი და ლუკმა არ გადამივიდა. ვიჯექი და გაოცებული ვაკვირდებიდი, რა ბედნიერი სახე ჰქონდა მას. თითქოს ტვირთი მოეხსნა მხრებიდან.
მივხვდი, მეტს ვეღარ გავუძლებდი ამ ერთი ადამიანის გასამწარებლად დადგმულ თეატრს, რომელში მონაწილეობაზეც არავის უკითხავს ჩემთვის აზრი.

_ მე მივდივარ!_ ვუთხარი მშვიდად. ავდექი და ისე რომ არ დავლოდებივარ, დარბაზი დავტოვე.

_ რა ხდება? რატომ წამოვედით? _ უცბადვე დამეწია.
_მაგას მართლა მეკითხები ახლა?_ მოვიშორე მისი ხელი.
_ კარგი, აქ ნუ ვიჩხუბებთ!_ მითხრა მან და მანქანის კარი გამოაღო.
_ ანუ აქ ნუ ვიჩხუბებთ, მანქანაში ვიჩხუბოთ, რომ შენმა ყოფილმა არ დაინახოს? და სპექტაკლი არ ჩაგეშალოს? ანუ ეს იყო შენი მიზანი?_ თავის შეკავება არც მიცდია. სულ არ მადარდებდა ის მოღალატე რას დაინახავდა და არას არა და არც ამ რქიანის წყენინება მედარდებოდა.

_ დაჯექი ლეილა!_ ხმა შეეცვალა და სახეც ძველებურად მკაცრი და ირონიული გაუხდა. გამეცინა.

_ ოჰ, როგორც იქნა! მენატრებოდი კიდეც! მოიხსენი ნიღაბი ბატონო თომა?_ ვუთხარი დამცინავად.
_ შენ არ გესმის! და არც ვაპირებ ახლა რამის ახსნას შენთვის! ახლა დაჯდები, თუ ძალით ჩაგსვა?_ მუქარასავით გაიჟღერა მისმა ხმამ.

_ შემეხები და გეფიცები ქვეყანას დაგცემ მაგ გასიებულ თავზე!_ ისე მოულოდნელად დამეწყო პანიკა ვერც კი გავიაზრე. სუნთქვა ამიჩქარდა. საკუთარ თავზე ვბრაზობდი, როგორ მივეცი მოტყუების უფლება და როგორ არ ვენდე საკუთარ წინათგრძნობას.

_ შენ ცუდად ხარ! მოდი დაჯექი, თორემ შეტევა დაგეწყება!_ მაშინვე დაითბო ხმა. _სადაა შენი ინჰალატორი!
ჩანთა გამომართვა და მანქანაში ძალით ჩამსვა. შემდეგ მოუარა გვერდით მომიჯდა და ჩანთა ამოქექა.

_ აი, ისუნთქე და დამშვიდდი! ყველაფერს აგიხსნი! ოღონდ დამშვიდდი!_ მელაპარაკებოდა და თან მანქანას აბრუნებდა.
სახლთან ისე მივედით არაფერი მიკითხავს და მასაც არაფერი უთქვამს.
მხოლოდ როცა გააჩერა მთელი სხეულით მობრუნდა ჩემსკენ.

_ ლეილა! ეს ის არ არის, რაც შენ გგონია! უბრალოდ მინდოდა საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ მის მიმართ ბრაზსს აღარ განვიცდი! რომ აღარაფერს აღარ ვგრძნობ! გესმის რის თქმას ვცდილობ?_ თვალებში მიყურებდა და მთელი ძალით ცდილობდა, რომ მისი სიტყვები დამეჯერებინა. ისევ გამეცინა.

_ კარგი, არა უშავს, გამიგონია რთულია მიტოვებულის როლში ყოფნა,თანაც ქორბუდა რქების სიმძიმით როცა ხარ წელში მოხრილი! ხომ დაიამე შენი კაცური თავმოყვარეობა? ამ ცირკის გაგრძელების ვერანაირ მიზეზს ვეღარ ვხედავ! ასე რომ კარგად ბრძანდებოდე და აღარ მინდა მეტად შენი სახის ხილვა!_ ვუთხარი და მანქანის კარის გაღება დავაპირე. მან კი უცბად დაქოქა მანქანა. გაზს ფეხი დააჭირა და გიჟივით მოსწყდა ადგილს.
შეშინებულმა ვიკივლე.

_ რას აკეთებ? რას აკეთებ შე არამორმალურო!
_ ჰოო! რა ხანია აღარ მომისმენია შენგან ეგ სიტყვა!_ ჩაიცინა უცნაურად ბოროტულად.
_ გააჩერე მანქანა!_ ვუყვირე გაცოფებულმა.
_ გავაჩერებ!_ შემომიღრინა მან.

ქალაქს გასცდა და სადღაც მიყრუებულში გადააყენა მანქანა გზიდან.

_ მიდი!_ მითხრა ისე, რომ არ მოუხედია ჩემკენ.
_ რა მიდი?_ ვერ მივხვდი მე.
_ მეჩხუბე, გამლანძღე და ჯავრი იყარე! მერე დამშვიდდი და დაწყნარდი!
_ არ ვაპირებ არ ჩხუბს და არც დაწყნარებას! უბრალოდ გშორდები!
_ ხოო? დარწმუნებული ხარ?
_ დარწმუნებული ვარ!_ ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა. ტუჩები მოილოკა და ცოტა ხნით დადუმდა.

_ უბრალოდ მაპატიე! _ ისევ არ მიყურებდა და პატიების თხოვნაც უჭირდა.
_ ეს არ უნდა მექნა!
_ კი, არ უნდა გექნა, მაგრამ ქენი! ახლა სახლში წამიყვანე, თორემ გეფიცები ფეხით წავალ!
_ ლეილა!_ პირველად შემომხედა და აშკარად ნერვიულობდა. მაგრამ უკვე ეჭვი მეპარებოდა, რომ მომხდარს სწუხდა. მას უბრალოდ არ უნდოდა მეორედაც მიეტოვებინათ. ამ ფიქრებში ვიყავი, რომ ისევ შეძლო ჩემი გაოცება.

_ მიყვარხარ!_ ისე მოულოდნელი იყო მისგან სიყვარულის აღიარება, ისე უადგილო და ისე უხერხული.
_ მე არ მიყვარხარ სამაგიეროდ!_ ვუთხარი ხმის კანკალით.
_ მე არ ვაპირებ შენთან დაშორებას! ახლა სახლში წაგიყვან, მაგრამ იცოდე დაშორებაზე ხმა არ ამოიღო!_ არაფერი მითქვამს.

იმ საღამოს დიდხანს ვფიქრობდი თომაზე. და მივხვდი, რომ მეც მიყვარდა. რომ არ მყვარებოდა ასე ძალიან არ მეტკინებოდა. თუმცა მან არამარტო გამომიყენა, არამედ შურისძიების იარაღადაც მაქცია. ალბათ ჯერაც ის ქალი უყვარდა, თორემ თუ სულერთი იყო, ასეთ სისულელეს არ გააკეთებდა. მან თავისი თავმოყვარეობა ჩემზე წინ დააყენა, ვინ მომცემდა პირობას, რომ იგივე არ განმეორდებოდა? მაგრამ ახლა ამ უცნაური აკვიატების გამო, და იმ კომპლექსის გამოც, რაც სტანჯავდა ალბათ არც ჩემზე იტყოდა უარს. მე კი არ მსურდა ტოქსიკურ ურთიერთობაში ყოფნა მასთან, ვინც ასე ძალიან მიყვარდა. რადგან სიყვარული მომავალში ყველაფერს უფრო მეტად გაართულებდა.

არც მის ზარებს ვპასუხობდი, არც მესიჯებს. და როცა კარზე ბრახუნი ატყდა, მივხვდი სწორედ ის იყო. აუჩქარებლად გავაღე კარი და ისე გავიხირე, რომ მივანიშნე, არ მსურდა შემოსულიყო.

_ ანუ არ შემომიშვებ?_ ნერვიულად გაეცინა.
_ რა გინდა?_ ვკითხე უინტერესოდ.
_ შენ მინდიხარ!_ ისევ ის თავხედი ბიჭი იყო.
_ რატომ ყოფილმა უარი გითხრა?
_ ეტყობოდა, რომ უარის თქმა სურდა? მაგრამ მე შენ მინდიხარ!_ კარზე მოჭიდებულ თითებზე მომკიდა ხელი.
_ არ შემომიშვებ?_ მკითხა შემპარავად.
_ წადი თომა! არ მინდა შენი ნახვა!_ უცნაურ დაღლილობას ვგრძნობდი.
_დედაჩემს რომ ვუთხრა, ჩემთან დაშორება ჩემივე მიზეზით გინდა, სახლიდან გამომაგდებს!_ისეთი საწყალი სახე მიიღო მოულოდნელად, მართლა გამეცინა.

_ რა კარგი მანიპულატორი ხარ თომა! მაგრამ შენდა სამწუხაროდ, ძალიან კარგად გხედავ!_ მისი ხელი მოვიშორე და კარების დახურვა ვცადე.

_არა! ასე არ გამოვა!_ ჩაილაპარაკა მან და თავისუფლად გამწია ღია კარიდან. ისე შემოვიდა ვითომ აქ არაფერი.

_ მაშინებს უკვე შენი საქციელი თომა! არ მინდა, აქ რომ იყო!
_ შენ გგონია მე მომწონს რაც ხდება? მაგრამ ასე მგონია, ახლა რომ წავიდე, დაგკარგავ!_ ხელი წელზე მომხვია და მკლავზე მომეფერა.

_ მაპატიე! მარტო ამ ერთხელ! ნუ შეაჭმევინებ იმ გველეშაპ რუსუდანს ჩემს თავს! _ისევ ხუმრობდა და ისევ ახერხებდა ჩემს გაღიმებას.

_ ნახავ, როგორი დამჯერე და ჭკვიანი ბიჭი ვიქნები! _ ჩამჩურჩულებდა ყურში და ამ უბრალო სიტყვებისგან განსხვავებით ვნებიანი და შემპარავი ხმა ჰქონდა. როცა მიხვდა წინააღმდეგობას არ ვუწევდი თმა ყურზე გადამიწია და ლოყაზე ნაზად მაკოცა.

_ ასეთ მჟავე გოგოს ასეთი ტკბილი გემო რატომ გაქვს?_მკითხა ჩურჩულით და ლოყიდან ყელში გადაინაცვლა. ძალიან კარგად ვიცოდი, ახლა თუ არ ვაიძულებდი წასვლას, ახლა თუ დავუთმობდი, ის გაიმარჯვებდა, მაგრამ რატომღაც არ მსურდა გაჩერებულიყო. ცხოვრებაში პირველად ხდებოდა, რომ ჩემი სურვილები მამარცხებდნენ. როცა მიხვდა, რომ ჩემს სიჯიუტეზე გაიმარჯვა სიამოვნებით გაეღიმა.

_ არასდროს მიფიქრია, თუ ლიმონი შემიყვარდებოდა!_ მითხრა და ისე მაკოცა, სუნთქვაც კი დამავიწყდა.

....

ოცნებისკენ სულ ნაბიჯ_ნაბიჯ მივდიოდი და მთელი ცხოვრება ვიცოდი, რაც მსურდა. მაგრამ თომასთან ურთიერთობამ საკუთარ ოცნებაში დამაეჭვა. ნუთუ მართლა ეს მსურდა? იქნებ რაღაც შეიცვალა ჩემში? იქნებ ახლა იმაზე სულაც აღარ ვოცნებობდი, რაზეც აქამდე? ამ ორჭოფობამ ყველა მანამდე მშვიდად მთვლემარე ფიქრი თავდაყირა დააყენა. დედაჩემის სურათს ვუყურებდი ჩემს მობილურში და ცოცხალივით ველაპარაკებოდი.

_ დედა იქნებ სინამდვილეში ეს ჩემი კი არა, შენი ოცნება იყო და მე უბრალოდ იმდენჯერ მოვისმინე, რომ საკუთარივით დავიჯერე? _ თვალები დავხუჭე და საკუთარ ფიქრებში მილიონჯერ წარმოდგენილი ციტრუსის ბაღი კიდევ ერთხელ წარმოვიდგინე. კვალში დარგულ ლიმონის ხეებს შორის მივაბიჯებდი და საოცარი გრილი არომატით ვტკბებოდი. სული სასიამოვნო განწყობამ ამივსო. თითქოს სახლში ვიყავი, თითქოს სწორედ ის იყო ჩემი საბოლოო დანიშნულების ადგილი. თითქოს ვიღაც მელოდა იქ, იმ ოცნებაში, ვიღაც, ვისთვისაც ოცნება ნამდვილად ღირდა... კარის წკრიალმა გამომაფხიზლა და იდუმალი განწყობა გამიფანტა. ამოვიოხრე და თავაზიანი ღიმილით შევბრუნდი უკან.

_ გამარჯობა!_ ისე მომესალმა თომას ყოფილი საცოლე, თითქოს მისი ახლო მეგობარი ვიყავი. რატომღაც ამ ქალის გვერდით თავს უხერხულად ვგრძნობდი. სწორედ ისე, როგორც იმ ადამიანს უნდა ეგრძნო, ვის გამოც დაგეგმილი ქორწილი ჩაიშლა. თითქოს ამ გაუგებრობის მიზეზი მართლაც მე ვიყავი და არა მისი ღალატი.

_ გამარჯობა!_ მივესალმე მეც.
_ ანუ აქ მუშაობ!_ინტერესით მოათვალიერა ჩემი პატარა მაღაზია. ამ " აქ"_ის კონტექსტს ვერ ჩავწვდი. სახეზე არანაირი ემოცია არ ეტობოდა ინტერესის გარდა.

_არ მკითხავ რატომ მოვედი?_ მომიბრუნდა როცა ინტერესი დაიკმაყოფილა. მხრები ავიჩეჩე, არაფერი მიპასუხია. ჯერ ვუსმენდი. ბარემ გამეგო თავად რისი თქმა სურდა.

_ მაინტერესებდა ვის გამო მიმატოვა ჩემმა ბიჭმა! სიმართლე გითხრა, გაოცებილი უფრო ვარ, ვიდრე გაბრაზებული!_ ჩაიღიმა დამცინავად. აჰაა, ანუ ჩემს გასამასხარავებლად და დასამცირებლად იყო მოსული. თავისი უპირატესობის დემონსტრირებას ფიქრობდა და ეგონა გულს მომიკლავდა.
_ მე არ მგონია რომ "შენმა ბიჭმა" ჩემ გამო მიგატოვა, ჩემო კარგო!_ ვუპასუხე მშვიდად._ ალბათ უფრო რეზიკოს გულისთვის! შენ როგორ ფიქრობ, არა?
თვალები გაუფართოვდა და კინაღამ შაბიაბნისფერი მაქციის ლინზები გადმოსცვივდა.

_ არ უთქვამს? ალბათ დაავიწყდა ეთქვა!_ გავაგრძელე მშვიდად. _ ასე რომ თუ დამნაშავეს ეძებ, ჯერ საკუთარ თავს მოჰკითხე!

_ შენ საიდან იცი?_ არც კი უცდია უარი ეთქვა. ან იმდენად გაუკვირდა, რომ თავდაცვა არც გახსენებია.

_ ნიშნობის თაიგული რომ მოგიტანეთ, მაშინ გავიგონე!_ აი ამის გაგონებისას კი გაყარა თვალებიდან ავი ნაპერწკლები.

_ ბედავ და ამას ხმამაღლა მეუბნები?_ჩაისისინა და ოდნავ წინ გადმოიხარა მუქარის პოზაში.

_ შენ რომ აქ ჩემს დასაცინად და დასამცირებლად არ მოსულიყავი, ამის თქმა აზრად არც კი მომივიდოდა, მაგრამ რადგან მთხოვ, მეც საკადრის პასუხს გიბრუნებ! ახლა კი მიბრძანდი, ძალიან არ ვარ შენს ხასიათზე!_ კარისკენ მივანიშნე.

_ ხვდები ხომ, რომ ამას ასე არ დავტოვებ და სამაგიეროს გადაგიხდი?_ გამიღიმა ბოროტად. უხდებოდა კიდეც ასეთი ღიმილი.

_ ხვდები ხომ, რომ შენი უაზრო მუქარების არ მეშინია?_ გავუღიმე მეც უდარდელად.იმ საღამოს როცა თომა მობრძანდა, არ დამიმალავს მისმა ყოფილმა საცოლემ რომ დამდო პატივი და მომინახულა.

_ რაო მერე მომენატრე თომაო?_ ვითომ უდარდელად მკითხა. ისე გავხედე მაშინვე ინანა კითხვის დასმა._ კარგი რა იყო, ვიხუმრე!

_ ვფიქრობ ჯობია, ერთმანეთს შეხვდეთ და ადამიანურად დაასრულოთ! თორემ ამ უაზრო ბანალური გამოხტომების ნერვები არ მაქვს!_ ჩასახუტებლად გამოწვდილი მისი ხელები დავაიგნორე და მის ნაცვლად სიუს ჩავეხუტე.

_ შენ რა ბრაზობ ჩემზე?_ მკითხა სერიოზულად.

_ ჩემი ყოფილი რომ მოვიდეს შენთან და დაგემუქროს, არ გაბრაზდები?_ შევუბრუნე კითხვა.

_ ნეტავ კი მოვიდოდეს, რა ხანია ხელები მექავება!_ ჩემს ნაწნავზე თითქოს მუქარით ჩაასრიალა თითები.

_ ისე ვინაა შენი ყოფილი, არ გამაცნობ?_ მკითხა და ორი თითით მაკრატლის იმიტაცია გააკეთა და ვითომ ნაწნავი შემაჭრა.

_ არც იოცნებო!_ შევიბღვირე და თმა ხელიდან წავართვი.

_ ხოდა არ გამაბრაზო, თორემ ამ ლამაზ თმას და შენი ყოფილის კბილებს სამახსოვროდ დავიტოვებ!_ ჩამეხუტა და ჩემი ხელები ძალით მოიხვია ყელზე.

_ ცემა მორევაზეა ჩემო კარგო!_ გამეცინა მის ბავშვურ მუქარაზე.

_ აქამდე რატომ არ გიცნობდი?_ მკითხა ღიმილით.

_ იმიტომ რომ აქამდე ღმერთს ვუყვარდი! ახლა კი ეტყობა მომიძულა!_ დავეჯღანე მე.

_ წამოდი არ გინდა სოფელში გავიპაროთ დღეს?_ მას შემდეგ, რაც შეხვედრები დავიწყეთ მისი მშობლების სახლს თავს ვარიდებდი. უცნაურ უხერხულობას ვგრძნობდი ხოლმე. ისე უხაროდათ ჩემი დანახვა, მეც მიყვარდა იქაურობა, მაგრამ თან მერიდებოდა.

_ კარგი რაა! ხომ იცი.._ მინდოდა უარი მეთქვა, მაგრამ არ დამაცადა.

_ მინდა, რომ ცურვა გასწავლო!_ რომ წარმოვიდგინე, როგორ მასწავლიდა ცურვას და თან სოფლის სიმშვიდე გამახსენდა, ძალიან მომინდა დავთანხმებილიყავი მის მაცდურ წინადადებას.

_ აბა, რაო? რას ფიქრობ ამდენს?_ მკითხა ცნობისმოყვარედ.

_ თომა, მითხარი რატომ ხარ ჩემთან?_ ვკითხე სერიოზულად.

_ იმიტომ რომ ძალიან კარგი ხარ!_ მიპასუხა ღიმილით.

_ ეგ რანაირი პასუხია?_ მივხვდი უბრალოდ კითხვა აირიდა.

_ რანაირი კითხვაცაა, ისეთი პასუხია!_ თვალი ცუღლუტად ჩამიკრა. აქაოდა ხომ მიმიხვდიო. მაგრამ ვერაფერსაც ვერ მივუხვდი. თომა უცნაურად არასტაბილური ხასიათის კაცი იყო, თანაც ვერაფრით ამოვხსენი და ეს მაბრკოლებდა. თითქოს მაინც იყო ჩვენს შორის რაღაც პასუხგაუცემელი. ვერაფრით ვაიძულე ჩემი თავი ის გრძნობები თამამად გამომეხატა, რასაც სინამდვილეში განვიცდიდი.

_ რას ფიქრობ? ან რატომ ფიქრობ ამდენს?_ ინტერესით მიყურებდა და თვალები უციმციმებდა._ არ მენდობი ბოლომდე, ვიცი და ეს მწყინს. თან უნდობლობის მიზეზს ვერ ვხვდები.

_ მიზეზი თავად ხარ ბატონო თავქარიანო! _ ვუთხარი და ზურგი შევაქციე. ის კი ზურგიდან ჩამეხუტა და კეფაზე მაკოცა.

_ ცუდი გოგო ხარ! მაგრამ არაუშავს დრო მოვა და მომეჩვევი! და ეგ შენი მჟავე ხასიათიც დატკბება. _ მითხრა და ჯერ ლოყაზე მაკოცა, მერე ყელში მერე მხარზე და რომ მივხვდი თანდათან აზარტში შედიოდა. თავიდან სწრაფად მოვიშორე.

_ უჟმურო! გაემზადე და გამოგივლი ერთ საათში._ უცნაურად მალე დამნებდა. დამეჯღანა და დაუმშვიდობებლად წავიდა.
კლარისისთვის შეპირებული როზმარინები გავამზადე. სიუც ასევე ჩავაბრძანე ჩანთაში და როცა გარედან ნაცნობი სიგნალის ხმა შემომესმა მაღაზია გამოვხურე.

_ მეგონა კესოს და პატასაც დაპატიჟებდი!_ შევაპარე გზაში. არც ახლა იყო გვიანი . მაგრამ ეშმაკურად ჩაეცინა.

_ ახლა მაგათთვის სულ არ მცალია!_ გამოაცხადა თვალმოჭუტულმა.

_ რა საქმე გაქვს ასეთი?_ მართლა გამიკვირდა. თომას უყვარდა ხალხმრავლობა. მისთვის ახლობლები ზედმეტი არასდროს იყვნენ. გამომხედა და ისევ თვალი ჩამიკრა. მხრები ავიჩეჩე. აი ხომ გითხარით, არ მესმოდა მისი ამოუცნობი და მოულოდნელი აზრების და გადაწყვეტილებების. და მაინც მასთან თავს კარგად ვგრხძნობდი. მომწონდა მისი ყურება. მისი სასაცილო მანერები. მისი ჩვევები, მიმიკები. და რაც მთავარია ის მუდმივობა, რაც ჩემთან დროის გასატარებლად თავადაც არ ჰყოფნიდა. საშუალებას არ მაძლევდა, რომ მომნატრებოდა. ტკიპასავით მომეწება და საკუთარი არსებობის მახეში გამხვია. მე კი, მარტოობამობეზრებულ ადამიანს, ეს ძალიან მსიამოვნებდა.

_ აუუუ, რა კარგია აქ!_ ჩაწეული ფანჯრიდან ჰაერსშემოყოლი სურნელს ვისუნთქავდი და ბედნიერი განწყობა მეუფლებოდა.

_ გინდა სულ აქ დავრჩეთ?_ ისე მოულოდნელად მკითხა, ვერც მივხვდი მართლა ეს მკითხა, თუ მომეჩვენა.

_ჰო რატომ მიყურებ მასე? მომწონხარ, შენც ასევე, მიყვარხარ და შენც უნდა გიყვარდე წესით. აუცილებელია დროში გამოვცადოთ გრძნობები? ისე არ ენდობი საკუთარ თავს?_ ამას მეკითხებოდა კაცი, რომელსაც ერთი თვის წინ საცოლე ჰყავდა.

_ თომა ხომ არ გავიწყდება, როგორ გავიცანით ერთმანეთი?_ ვკითხე გაბრაზებულმა.

_ დამავიწყდებოდა კიდეც, მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევ._ რატომღაც ისიც აიღრინა.

_ თომა არ მესმის რატომ ჩქარობ ასე? მართლა არ მსმის, და თან რატომ გწყინს?

_ იმიტომ რომ სერიოზულად არ მიყურებ მგონი! თითქოს ჩემგან გასაქცევ გზას თავისუფალს იტოვებ! _ გამეცინა აშკარად კარგად ხვდებოდა ჩემს განწყობას.

_საშიში და უცნაური კაცი ხარ! კარგად ვიცი მაგ ღიმილის და ციმციმა თვალების უკან რომ საკუთარ დემონებს მალავ! აი ამიტომ ვიტოვებ მაგ გზას თავისუფალს! კაცმა არ იცის როდის გამომადგება!_ არ ვხუმრობდი. სერიოზულად ვამბობდი და იმ ქარაფს ავყურებდი სადაც მაშინ ცხენს გიჟივით მიაჭენებდა.

_ თომა იმ დღეს ცუდად რომ არ გავმხადრიყავი და დამწეოდი, რას აპირებდი?_ ამაზეც ხშირად ვფიქრობდი ხოლმე იმ დღის მერე.

_ დააკვირდი გზა რა მიყრუებული და ცარიელია, ხან მთელი დღე ისე გავა ამ გზაზე მანქანა არ ჩამოივლის! _ თითქოს სულ სხვა რამეს ამბობდა, მაგრამ მივხვდი სწორედ რომ კითხვაზე მცემდა პასუხს.

_ მერე მაგით რისი თქმა გინდა?_ მთელი ტანით მივუბრუნდი. შემომხედა და არც უცდია საკუთარი სურვილების დაფარვა.

_ ისე ვიზამდი, რომ ჩემგან წასვლა აღარ მოგინდებოდა! პრინციპში ახლაც ამ გზაზე ვართ!_ გაოცებისგან ვერაფერი ვერ ვუთხარი. თავი დავიჯერე, რომ უბრალოდ ხუმრობდა, წამის შემდეგ თავადაც ხარხარი აუტყდა. ჩემი ხელი აიღო და თითებზე მაკოცა.

_ შენ გგონია არ ვიცი, რომ სინამდვილეში მშიშარა ქალი ხარ?_ მკითხა ირონიული ღიმილით.

_ მშიშარა არ ვარ და მით უფრო შენი არ მეშინია! და ისე ნუ იზამ, რომ საერთოდაც სახლში წავიდე! _ ცალყბად გაეღიმა.

_ კარგი, ნუ დამჟავდები ახლა!

მანქანა სახლთან მიაყენა და პირველად იმან გამაოცა, რომ კოკი არსად ჩანდა. სიუ ჩანთიდან ამოვსვი და ვერანდისკენ წავედი. თომა ნერგებს იღებდა მანქანიდან. კარი გავაღე და სახლში შევედი. არავინ იყო.

_ რაო? ვის ეძებ?_ მოულოდნელად მომესმა ზურგს უკან თომას უცნაური ხმა და შევკრთი.

_ სად არიან შენები?_ მოვუბრუნდი გაკვირვებული.

_ სამი დღით კახეთში წავიდნენ ნათესავის ქორწილში._ აშკარა იყო რაღაც საძაგელი გეგმა ჰქონდა იმ თავქარიან თავში. ამაზე მეტყველებდა მისი დაუფარავი ირონიაც.

_ ამიტომ არ წამოიყვანე კესო?_ ვკითხე ბრაზით.

_ ხო!

_ რა ხო? რა უნდა ვაკეთოთ აქ სამი დღე მარტოებმა?_ გაცოფებამდე წამები მაკლდა ერთობოდა თავისი ტყუილით და ჩემი სიბრაზით.

_ ცურვა უნდა გასწავლო!_ ფანჯრიდან მოელვარე ტბას გავხედე და გამაკანკალა. ახლა აღარ მომეჩვენა ეს იდეა უსაფრთხოდ მე, ის და ტბა, სრულ მატოობაში თან სამი დღით. აშკარა იყო სიმშვიდეს უნდა დავმშვიდობებოდი.

_ რაო, რატომ დაიძაბე პატარავ?_ მკითხა და ხელები მომხვია.

_ იცი რას ვფიქრობ ახლა?

_ რას?_ მკითხა და ტუჩებზე ხარბად დამაჩერდა.

_ რომ სწორედ ამ დღეს გეგმავდი მთელი თვის მანძილზე!_ გაეღიმა, მერე გაეცინა უცნაური კმაყოფილებით. მერე კი უცებ დაიხარა და ტუჩებში მაკოცა. ყურადღებაც არ მიუქცევია, რომ მე მისი კოცნის არიდება ვცადე.


....

_ ხელი გამიშვი არანორმალურო!_ მკერდზე ხელი ძლიერად ვკარი და ოდნავ მოვიშორე._ მასე გაუფრთხილებლად, ველურივით კიდევ მებრდღვნები და გეფიცები ფეხით წავალ სახლში!

_ ოჰ, შემეშინდა შენი პაწაწუნა თითის! სულ იმუქრები წავალ წავალ, მაგრამ აი, აქ ხარ ახლაც!_ უდარდელად გაეცინა მას და ჩემს გამაფრთხილებლად აღმართულ საჩვენებელი თითის წვერზე მაკოცა.

_ რა აუტანელი ხარ თომა! გადაბმულად რამდნიმე საათს ვერ გიტან და შენ კიდე სულ აქ დარჩენას მთავაზობ?_ ზურგი შევაქციე და ეზოში გავედი. თავს არ ვუტყდებოდი, რომ თომა მსურდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემი გონება და სხეული ერთმანეთს ებრძოდა, გული კი სეირებს შორიდან უყურებდა და ორივეს მასხრად იგდებდა.

ჯერ როზმარინების დარგვაში მომხმრა, მერე მითხრა, რომ მოშივდა და რამე მუბუქი საჭმელის გაკეთება მთხოვა. თომა არ იყო ის კაცი, რომელიც სამზარეულოში იტრიალებდა, არა იმიტომ რომ ვერ შესძლებდა ამას, არა, უბრალოდ მელოდრამებში ასახულ მსგავს სცენებზეც კი გულიანად იცინოდა ხოლმე. მიუხედავად იდეალური გარეგნობისა, დახვეწილი, მამაკაცური ჩვევებისა, რაც ასე ძალიან ხიბლავთ ქალებს, დათაფლული ენისა და ასე თუ ისე სტაბილური შემოსავლისა, არაჩვეულებრივი ოჯახისა, ამ კაცს მაინც ძალიან ბევრი ფარული და ღია ნაკლი ჰქონდა. და რაც ყველაზე მთავარი იყო, სულ თავისუფლად შეეძლო მისით მონუსხული ქალისთვის ვარდისფერი სათვალის მორგება. იმის დაჯერება, რომ მართლაც იდეალური იყო. არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ იმ გოგომ უღალატა. ალბათ მანიპულატორის მანიპულატორებიც არსებობენ.
სამზარეულოს ფანჯარასთან ვიდექი, სალათს ვჭრიდი და ვუყურებდი, როგორ ეთამაშებოდა თომა სიუს ეზოში ნაპოვნი რაღაც თეთრი ბუმბულით. ჰამაკის ჭრილიდან როგორი მოთმინებით იწვევდა თვალმინაბულ კატას სათამაშოდ და აშკარად კატაზე მეტი მოთმინება ისევ თავად ჰქონდა. მაულოდნელად უცნაური შეგრძნება დამეუფლა. თითქოს ეს უცნაურად მშვენიერი კაცი, კაცი კი არა სინამდვილეში მტაცებელი, ჩემი მონადირების აზარტული თამაშით ერთობოდა. გული მეტკინა ამის გაფიქრებისას. რა მოხდებოდა, როცა დასახულ მიზანს აისრულებდა? მერე უბრალოდ ახალ სათამაშოს მონახავდა? ალბათ ამ კაცთან არც მყუდროება და არც სტაბილურობა არ მეღირსებოდა. სულ მომართულს და გასაქცვად მზად მყოფს უნდა მეცხოვრა და მაინც უჩვეულოდ მსიამოვნებდა ამ "სრულყოფილი მხეცის" ყურება, ბავშვური და სასაცილო იყო იმ წამს, ჰამაკის ჭუჭრუტანაში სახით ჩაკიდული, ხელში თეთრი ბუმბულით, ისეთი ლამაზი, როგორც აფრიკის სავანეში მცხოვრები ძლიერი, ზოლიანი, იდეალური, მიუწვდომელი, მოუხელთებელი და სახიფათო მტაცებელი. იმ წამს მზად ვიყავი საკუთარი ხელით მომერგო ის ოხერი ვადისფერი სათვალე, ყურადღება მომედუნებინა და უბრალოდ წამიერად მაინც ბედნიერი ვყოფილიყავი მისი სიახლოვით. გამომხედა და გამიღიმა. ბუმბულიანი ხელი მაღლა ასწია და დამიქნია.

_ აქ მოდი მჟავე!_რატომღაც სულ მეცინებოდა ასე რომ მეძახდა._ ნახე მე და შენი საძაგელი კატა დავძმაკაცდით!

_ საძაგელი შენ ხარ!_ გავძახე პასუხად და სალათა და დაჭრილი პური გარეთ გაშლილი მაგიდისკენ წავიღე.
_ ადექი, აკი მშიაო?_თვალმოჭუტული მიყურებდა.

_ ვერ ვდგები, მახესავითაა ჩაზნექილი ეს ჰამაკი!_ გულუბრყვილოდ გაეცინა მას. ხელი გამომიწოდა და როცა დასახმარებლად მოვეჭიდე ადგომის მაგიერ თავად აღმოვჩნდი მის კალთაში.

_ რა ლამაზი სანახავია იცი, შენი ფუსფუსი ჩემს სახლში?_ მითხრა უცნაური ღიმილით და ხელი ჩემი წელისკენ ჩააცურა.

_ გამიშვი და ადექი! ხომ გშია?_ ვუთხარი ცივად. ისევ გაეღიმა.

_ მშია!_ თავი დამიქნია_ შენი ტუჩები მშია!
თავი უკან გადავწიე და სახე ავარიდე. ისევ გაეღიმა. ყელზე დამაკრო ცხელი ტუჩები. გამაკანკალა, აშკარა იყო, ჩემი მოღალატე სხეული გონებაზე იმარჯვებდა და გულს კი ეს გამარჯვება აგიჟებდა. თავი გულზე დამადო.

_ გესმის, როგორ გაგიჟდა შენი პატარა გული?_ მითხრა ჩურჩულით_ მაგრამ მე ეს არ მყოფნის, მინდა ისე გაგიჟდეს, რომ საღი აზრი დაგიკარგოს, ეჭვები გაგიფანტოს და გაქცევა აღარ გინდოდეს. მინდა შენი სამყარო ვიყო! სამყარო, რომელსაც არასდროს უღალატებ და არ მიატოვებ!

მწყინდა მისი სიტყვები. მწყინდა და მტკიოდა. ისევ მას მადრიდა და ისევ ჰქონდა განცდილი ტკივილის განმეორების შიში. ამ შიშის გამო ის მე ვერ მხედავდა. ის მხოლოდ უნდობლობას გრძნობდა. თუმცა სწორედ იგივეს ვგრძნობდი მეც.
ასადგომად წამოვიწიე და ორივე ხელი ძლიერად მომხვია. სხეულზე მიმიკრო.

_ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ერთ დღეს გამექცევი! მაგრამ იცოდე, უკან გამოგყვები და გიპოვნი! სადაც არ უნდა იყო, მოგნახავ და აქ დაგაბრუნებ. რაც არ უნდა დაგიშავო, რაც არ უნდა გაწყენინო მომავალში, შენ მაინც ჩემი იქნები გოგონავ ციტრუსის ბაღიდან, დაიმახსოვრე, არასდროს დაგთმობ!_ მხურვალე ტუჩებით ჩემს ყელთან ჩურჩულებდა. სწორედ ეს იყო უგონო ფიცი, ფიცი რომელიც ჯობდა არავის არასდროს დაედო, რადგან ის სიყვარულს საერთოდ არ ჰგავდა.

_ გამიშვი!_ ვცადე მისი ძლიერი მკლავების მოშორება. ამოიოხრა და ხელები გამიშვა. გაბრაზებულმა მისი კალთიდან ჩამოძრომა ვცადე. მან კი ფეხები მიწას დაჰკრა და ჰამაკი ძლიერად გააქანა. შეშინებულმა, გადმოვარდნის შიშით, შევკივლე და მკლავებზე მოვეჭიდე. სიცილი დაიწყო. მკლავებგადაშლილი გადაწვა ჰამაკში. ზემოდან დავყურებდი მის ეშმაკურ თვალებს. თითქოს ყველაფერი ასი ნაბიჯით წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და არაფერი, საერთოდ არაფერი იყო სპონტანური მის ამ ერთი შეხედვით სპონტანურ საქციელში.

_ და ეს სიყვარულია?_ ვკითხე გაოცებულმა.

_ სიყვარული? _ამომხედა მან ირონიული ღიმილით._ რა არის სიყვარული ამასთან? ეს სიგიჟეა! შენით გადარევაა!

და მოულოდნელად, სრულებით უადგილოდ და უკონტექსტოდ წაიმღერა:

" ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა,
ჭაღარა გულის ზმანება ავი.
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია.
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!"
( ჩემი გალა ????)

რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, მით უფრო მერეოდა ფიქრები. ვერ ვიგებდი სად იყო მისი სიმართლე და სად ტყუილი.

_ ძალიან ცხელა არა?_ მითხრა, როცა ჭამა დავასრულეთ.

_არა! სულაც არა!_ ვუპასუხე ისე, რომ მისთვის არ შემიხედავს.

_ სასაცილო გოგო! მიდი გაემზადე! ცურვის პირველი გაკვეთილის დროც დადგა!_ ჩანგალი თეფშზე დადო და სერიოზულად დაამატა._ კლარისის სალათი უფრო გემრიელია, ეს შენსავით მჟავე იყო ჩემო ლიმონო!

_ ხოდა ჭამე კლარისის საჭმელები! ვინ დაგაძალა ამის ჭამა?_ ავიჩეჩე მხრები. მეც კი ვიცოდი, მისი რომ სჯობდა ჩემსას.

_ მე იმის თქმა მინდოდა, რომ თუ მაინც მჟავე უნდა ვჭამო, სალათის ჭამას არ ჯობია შენ ჩაგახრამუნო?_ გამომხედა ეშმაკურად.

_ ფრთხილად იყავი, ყელზე არ დაგადგე!_ ავიბზუე ტუჩი და მაგიდის ალაგება დავიწყე.

_ ისე რა გამზადება გინდა? რომ გიყურებ, უკვე მზად ხარ!_ მითხრა მოულოდნელად, ხელი დამავლო, მხარზე მომიკიდა და სირბილით დაუყვა ტბისკენ ჩამავალ ბილიკს.

_ გაჩერდი, გაჩერდი!_ ვიცინოდი და ვყვიროდი მე, მაგრამ თომა ბედნიერი ხარხარით ფეხშველა გარბოდა წყლისკენ. გული გამალებით მიცემდა, მეგონა წინასავით დაუფიქრებლად გადამაგდებდა წყალში, მაგრამ შევცდი. ფიცარნაგზე არ გასულა. ტბის ნაპირთან ჩამომიხსნა მხრიდან.

_ რა საძაგელი ხარ! გული გამისკდა!_ მან ირბინა და მაინც მე ვქოშინებდი დაღლილივით.

_ შენ კიდე რა სულელი!

_ მეგონა , რომ ისევ...

_ ხოდა ტყუილად გეგონა!_ გამაწყვეტინა მან._ გაიხდი, თუ მასე შემოხვალ?
მკითხა მაისური სწრაფად გადაიძრო თავიდან.

_ გავიხდი?_ თვალი ავარიდე მის სხეულს.
_ ხოო, გაიხდი თუ შორტებით შემოხვალ?
_ საერთოდ არ მინდა შემოსვლა!_ ვიუარე სასწრაფოდ.
_ ნუ გეშინია, გპირდები, თუ დაიხრჩობი, მეც აქვე დავიხრჩობ თავს!_ გაოგნებულმა ავხედე. პირდაპირ დამამშვიდა ამ სიტყვებით.

_ დიდი ვერაფერი შეღავათი იქნება ეგ ჩემთვის!_ გამეცინა მის სერიოზულ სახეზე.

_ მოდი ჩემთან!_ მითხრა და ხელი გამომიწოდა. ხელი ჩავჭიდე. არ ვენდობოდიმეთქი, მაგრამ ახლა რომ ვფირობ, რამდენად უნდა ენდობოდე ადამინს, რომ ცურვა არ იცოდე და მაინც ტბაში საცურაოდ გჰყვე? წყალი გრილი და თბილი იყო ერთდროულად. ხელები კისერზე მოვხვიე თომას და თვალები დავხუჭე.

_ გეშინია?_ თავი დავუქნიე.

_ მე კიდე მინდიხარ!_როგორც კი მისი მოშორება ვცადე, ხელები წელზე მომხვია.

_ რისი უფრო გეშინია? ჩემი, თუ დახრჩობის?_ გაეცინა და ნიკაპზე მაკოცა.ნაპირს გავხედე. საკმაოდ შორს იყო.

_ ჩემთვის ცურვის სწავლას არც აპირებ არა?_ ვკითხე გაბრაზებულმა. თავი უარის ნიშნად გააქნია.

_ ნუ მეთამაშები თომა!

_ არ თქვა, რომ ეს არ გსიამოვნებს!_ სახეზე მიკრული თმა მომაშორა. ისე შემაბრუნა, რომ მზემ პირდაპირ სახეში მომანათა და სინათლემ თვალები დამახუჭინა.

_ შენ ისეთი ბუნებრივი ხარ, ისეთი ლამაზი, უბრალოდ სრულყოფილება!_ ტუჩებში მაკოცა და მივხვდი, რომ ჩემი თავშეკავება უბრალოდ აღარ არსებობდა. ჩემი ხელები თავისით მოეხვივნენ ყელზე.

საღამო ისე მოვიდა, ვერც გავიგე. რატომღაც, ასე ხდება, რომ როცა ბედნიერებასთან ახლოს ხარ დრო სწრაფდება. დიახ, რაც უფრო ახლოს ხარ ბედნიერებასთან, დრო მით უფრო სწრაფად ილევა. საათები წუთების ხელა ხდებიან, წუთები წამებივით წამში იწვიან და ამიტომ ყოველთვის უკმარისობის გრძნობა გრჩება. არ გყოფნის განცდილი სიახლოვე და არც განუცდელი გინდა დაგრჩეს რამე და ეს ყველაფერი საბოლოოდ თვბრუსდამხვევი სიჩქარით გაახლოვებს უცილობელ განსაცდელთან. მაგრამ იმ მომენტში ამაზე უბრალოდ არ დარდობ. აი ასე!

_ რას იტყვი, ამ მზის ჩასვლას ჭიქა წითელი არ მოუხდება?_ თვალი ჩამიკრა თომამ, როცა საღამოს ტბის პირას პლედი გავშალეთ და მზის ჩასვლის სანახავად დავსხედით.

_ შენ გინდა დამათრო და მერე ჩემი სიმთვრალით ისარგებლო არა?_ ხუმრობის ხასიათზე ვიყავი.

_ სიმართლე გითხრა შენს საცდუნებლად ღვინის დახმარება არ მჭირდება!_ კორპსაძრობი ჩაახრახნა ბოთლს.

_ კარგი ერთი! ზედმეტი თავდაჯერებაც არ ვარგა, მაწყინარია!_ დავეჯღანე კორპთან ბრძოლაში გართულს.

_ შეიძლება, მასეცაა, მაგრამ სინამდვილეში, როცა ეგ მოხდება, სულაც არ მინდა მთვრალი იყო და მეორე დღეს არაფერი გახსოვდეს!_ ისე მიპასუხა ბოთლისთვის თვალი არ მოუშორებია.

_ რას გულისხმობ?_ ვკითხე გაოცებულმა. როგორც იქნა საცობი მის მცდელობას დაჰყვა და ბოთლიდან ნელა ამოცოცდა.

_ რას და მინდა ყველა წამი დაიმახსოვრო, ყველა შეხება ისე გაგიჯდეს მეხსიერებაში, რომ ვერასდროს დამივიწყო._ ნელა ჩამოასხა ჭიქაში ბროწეულისფერი ღვინო.

_ ყველა წამი, ყველა ალერსი, ტკივილიც კი ისე ცხდად დაიმახსოვრო, რომ ყოველ ჩემს გახსნებაზე თავიდან განიცადო ყველაფერი! ასე რომ! სულაც არ ვაპირებ შენს დათრობას და მერე შენი სიმთვარალით სარგებლობას, ჩემო ლამაზო! პირიქით სრულებით ფხიზელი მჭირდები!_ მაცდურად გამიღიმა და ღვინით სავსე ჭიქა გამომიწოდა.

ორი დღე სათქმელად მხოლოდ ორი დღეა, სულ რაღაც 48 საათი, ბევრი ალბათ არაა, მაგრამ როდესაც ამ დროის ყოველ წამს ისეთი თავქარიანი და მჩქეფარე კაცი ავსებს, როგორიც თომა იყო, შესაძლოა ეს ორი დღე ცხოვრების ყველაზე ლამაზი ორი დღე გახდეს. თუმცა დასასრული ნამდვილად ყველა ზღაპარს აქვს და არც ის დღეები იყო გამონკლისი და მაინც შეუძლებელი იქნება ოდესმე დავივიწყო, როგორ დააჭენებდა ცხენს ის გადარეული ჩამავალი მზის ნარინჯისფერ სხივებში გახვეული. როგორ წყვიტავდა გაქანებული ცხენიდან სახიფათოდ გადმოხრილი მინდვრის ყვითელ ყვავილებს და როგორ მიყრიდა კალთაში მინდორში მჯდარს და მის ცქერაში გართულს.
და თუ ოდნავ მაინც ხინჯი ჰქონდა ჩემს სიყვარულს, თუ ოდნავ მაინც ეჭვი, ყოყმანი და ფორიაქი ახლდა თან, ყველა იმ ორ დღეში გამიქარწყლდა. უკვე ეჭვიც აღარ მეპარებოდა, რომ თომა მიყვარდა, ისე როგორი სიყვარულიც შემეძლო, ან ამაზე მეტადაც კი.

მაღაზიის წინ გამიჩერა მანქანა, გადმოიხარა და სერიოზული სახით მითხრა:

_უკვე მენატრები! დღეს არაფერი არ დაგეგმო, საღამოს რომანტიულ ვახშამზე უნდა დაგპატიჟო! აი ისეთზე, შენ სასაცილო კინოებში რომ არის ხოლმე!

შევთანხმდით, რომ იმ საღამოს ერთად ვივახშმებდით მის სახლში. მთელი დღე ბედნიერი ღიმილი არ მომშორებია სახიდან, გეგონება მთელი ორი დღე ერთად არ გავატარეთ. ვფიქრობდი რა წამეღო მისთვის და ფანჯარასთან მდგარ, ჩემი ხელით დარგულ ლიმონს მოვკარი თვალი. პაწაწუნა მზისფერი ნაყოფი რომ უხვად ესხა. ვიფიქრე, რომ ამაზე უკეთეს, თანაც სიმბოლურ საჩუქარს ვერაფერს წავუღებდი, შეხედავდა და მაშინვე მე გამიხსენებდა. ბევრი არ მიფიქრია. ქოთანი შესაფუთ ქაღალდში ლამაზად შევფუთე, სქელი ბაწრით შევკარი და ბედნიერად წავაცუნცულე მისი სახლისკენ. რამდენიმე ძალიან მწიფე და დამძიმებული ნაყოფი მოსწყდა. დამენანა, ამიტომ ავკრიფე და ხელში დავიჭირე. ლიფტით ავედი, რადგან ქოთნის სიმძიმით მკლავი დამეღალა. გამიკვირდა კარი შეღებული რომ დამხვდა. ოდნავ მივაწექი, შევაღე და დაუძახებლად შევაბიჯე. მერე კი... გაოგნებისგან ადგილს მივეყინე. ვიგრძენი, როგორ გამიბუჟდა ხელები. მკლავში ძალა გამომეცალა და ლიმონის ხე თავის ქოთნიანად ხმაურით დაასკდა მისაღების იატაკს.
დივანზე ისხდნენ, უფრო სწორედ თომა იჯდა და მისი ყოფილი მუხლებზე ეჯდა. ისე გახელებით ჰკოცნიდნენ ერთმანეთს, რომ არა ქოთნის დაცემის ხმა, ალბათ კიდევ დიდხანს ვერ მოვიდოდნენ გონს. რომ დამინახა თომას სახე შეეცვალა, შეცბა, წამოიწია. მაგრამ იმ გოგოს გამარჯვების შეგრძნებით და სიამოვნებით გაბრწყინებული სახე, მგონი ეს უფრო მეტკინა, ვიდრე ჩემი დანახვით გამოწვეული, თომას სახეზე აღბეჭდილი შიშის და ტკივილის ნაზავი. ჩემდა მოულოდნელად გამეცინა.

_ რატომ არ მიკვირს ნეტავ?_ ვკითხე სიცილით თომას. წამით თვალებში ჩავხედე, მერე ზურგი ვაქციე და სანამ ჯერ ისევ შემეძლო იმ წყეული სახლიდან ღირსეულად წამოსვლა კიბეებზე დავეშვი, ხელში შერჩენილი რამდენიმე პაწაწუნა ლიმონით.

სადარბაზდან გამოსულს დამეწია თომა.
_ ლეილა! ლეილა მოიცადე!_ წინ გადამიდგა. ხელი ჩემკენ გამოწია და უკან დავიხიე.

_ არ მომეკარო, თორემ გული ამერევა!_ ვუთხარი ზიზღით. ხელი ჰაერში გაუშეშდა.

_ მისმინე, ისე..

_ ჰოო? ისე არაა მე რომ მგონია არა?_ ისევ გამეცინა. გაოცებით შემომხდა. ვერ იგებდა, რა მიხაროდა.

_ ჰოო, სწორედ..._ ისევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მოულოდნელად სიგიჟემ შემომიტია. ასთმის შეტევამ კი არა, სრულმა სიგიჟემ დამრია ხელი.

_ სიტყვა არ გაბედო რქიანო! ერთი სიტყვაც არ გაბედო!_ ვუყვირე და ერთი ლიმონი შიგ სახეში ვესროლე.

_ თავიდან მომწყდი! წაეთრიე!_ მეორე ლიმონიც ვესროლე. სახეზე ხელი აიფარა.

_ უთავმოყვარეო, რქიანო, საზიზღარო!_ ვკიოდი და ხელში შერჩენლ ნაყოფს გამეტებით ვსვრიდი. მერე, როცა ოდნავ დავმშვიდდი, ზურგი ვაქციე და გავიქეცი. უკან არ მიმიხედია, მაგრამ ვიცოდი, ისევ იქ იდგა და მიყურებდა.

იმ დღესაც, შემდეგ დღესაც და მგონი მთელი ერთი კვირა მაღაზია არ გამიღია. არ გამიღია კი არადა, დაბლა არც ჩამოვსულვარ. საწოლში ვიწექი და ბავშვივით ვტიროდი. ტელეფონზე კი მორიგეობით რეკავდნენ კესო, პაატა და თავად მისი ბრწყინვალება_ რქიანი თომა. კარზე აბრახუნებდნენ, მეძახდნენ, მაგრამ მე თითქოს ყრუ ვიყავი და არაფერი არ მესმოდა. ბოლოს ამ ყველაფერმაც დამღალა და თავი მომაბეზრა. მე რატომ ვიმალებოდი?

თავს ძალა დავატანე და დაბლა ჩამოვედი. მაგიდასთან უაზროდ დავჯექი. პირველი თვალში ის ცარიელი ადგილი მომხვდა ფანჯარასთან, სადაც ჩემი პატარა ლიმონი იდგა ხოლმე. თვალსმომდგარი ცრემლები გადავყლაპე და მაგიდას დავაჩერდი. თვალში იმ დღეს მოსული გაუხსნელი წერილი მომხვდა. ზუსტად თომსთან წასვლის წინ რომ მომიტანა კურიერმა. მაშინ ყურადღება არ მიმიქცვია, მაგრამ ახლა დამაინტერესა. მახსოვს გავიფიქრე, ამ ციფრულ საუკუნეში ვინღა წერს წერილს ქაღალდზემეთქი და კონვერტი გავხსენი.

წერილი ინტერესით წავიკითხე და ვიგრძენი, როგორ თანდათან დამტოვა ტკივილმა და მწუხარებამ. არა სულ კი არ წასულა ჩემგან, მხოლოდ ოდნავი შვება ვიგრძენი და სუნთქვა გამიადვილდა.

"გამარჯობა ლეილა. მე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ახლა შენთვის ამის გაგება, შენი ალალი დეიდა ვარ. ნანი მქვია და ერთი სული მაქვს გაგიცნო. იქნებ ამ წერილმა სულაც დაგაფრთხოს და შეგაშინოს. ალბათ დედა ჩემზე არაფერს მოგიყვებოდა. ალბათ მკითხავ, სად ვიყავი აქამდე. აქამდე უბრალოდ არაფერი ვიცოდი შენს არსებობაზე. ერთი სიტყვით ჩემს ნომერს და მისამართს გწერ. გინდა დამირეკე, გინდაც ადექი და პირდაპირ მესტუმრე. არჩევანს შენ მოგანდობ. თუ არ მიპასუხებ და ჩემთან ურთიერთობას არ ისურვებ, ამ არჩევანსაც პატივს ვცემ, მაგრამ იცოდე, რომ მოუთმენლად ველი ჩვენს შეხვედრას. მოსაყოლი კი საკმაოდ ბევრი მაქვს."

_დეიდა?_ ჩავილაპარაკე გაოცებულმა. დედას არასდროს უხსნებია თავისი და. რატომ არ საუბრობდა მასზე? ალბათ ჰქონდა რაღაც მიზეზი. თუმცა დედა ერთ რამეში ცდებოდა. თავად თუ ჰქონდა გაუგბრობა ნათესავებთან ეს მისი პირადი ამბავი იყო, აი მე კი ახლა სასწაულივით მჭირდებოდა ვინმე ჩემიანი, ვინც უპირობოდ ჩემს მხარეს დაიჭერდა და ვინ მოახერხებდა ამას დეიდაზე უკეთესად?! თუნდაც ეს დეიდა თვალით არასდროს მყოლოდა ნანახი. ამიტომ და ალბათ თქვენც მიხვდებით უფრო რატომაც, მასთან წასვლა გადავწყვიტე. სწორედ იმ სოფელში, საიდანაც დედა წლების წინ წამოვიდა.


....

დაკეტილი მაღაზიის წინ ვიდექი და მოწყენილი ვუყურებდი წინ გამოფენილ ნაირფერ ყვავილებს. შუაში მოზრდილი აბრით: "ყველაფერი უფასოდ!" სახლს ავხედე, მართლა არ ვიცოდი, როდის დავბრუნდებოდი უკან.

_ დარწმუნებული ხარ, რომ სწორად იქცევი?_ დაბნეული და მოწყენილი მიყურებდა კესო._ იქნება გელაპარაკათ მაინც, ერთი შანსი მიეცი! არადა ყველაფერი რა კარგად იყო?!

_დარწმუნებული ვარ!_ დავუქნიე თავი.

_ და არ მეტყვი სად მიდიხარ?_ ქვეშ_ქვეშ გამომხედა კესომ. გამეცინა მის ეშმაკობაზე.

_ ხოო, რომ მაშინვე გაიქცე და იმ უხსენებელს ჩაუკაკლო არა? თომას ნახვა არ შეიძლება ჩემთვის, ხომ იცი რა მანიპულატორია! დარწმუნებული ვარ, იმასაც კი დამაჯერებს, რომ მომელანდა, რაც დავინახე!

_ არ მენდობი?_ ვითომ თავი შემაბრალა.

_ არა, უბრალოდ თავს ვიზღვევ!_ სიყვარულით გადავეხვიე კესოს. დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი "ჩემივე საკეთილდღეოდ" არ გამყიდდა თავის ბიძაშვილზე, რა თქმა უნდა, არაფერს დავუმალავდი, მაგრამ ახლა დუმილი ჯობდა ჩემივე სულის სიმშვიდისთვის. თორემ რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, რომ თომას ვეღარ ვნახავდი, მით უფრო უკან მრჩებოდა ფეხები.

_ თომამ თქვა, რომ ყველაფერი არასწორად გაიგე!_ ჩაიბუტბუტა კესომ.

_ კიდევ კარგი ის რა თქვა, რომ ყველაფერი მომეჩვენა და მაგას რაღა უჭირს! კარგი არ გვინდა თომაზე საუბარი! უკვე ჩემი წასვლის დროა!_ სიუს ჩანთა მხარზე მოვიკიდე. პატარა ჩემოდანი ტაქსიში ჩავდე და კესოს დასამშვიდობებლად ვაკოცე.

_ არ მოიწყინო! ჩავალ თუ არა დაგირეკავ!_ ვუთხარი და მანქანაც დაიძრა. ზუსტად ქუჩის კუთხს რომ გავცდით, გიჟივით შემოვარდა თომას მანქანა.
"აჰა! რას ვამბობდი! მაინც მოიხმო იმ მოღალატემ". თუმცა მან წუთით დააგვიანა
საზურგეს მივეყრდენი და რომ არ მეტირა თვალები მთელი ძალით დავხუჭე. გაქცევა? კი ნამდვილად, ჩემი გაქცევა თავისგადასარჩენად გადადგმული ნაბჯი იყო. თუ ბედი მართლაც არსებობდა და თუ ჩვენ ერთად ყოფნა გვეწერა, აუცილებლად ისევ გადავეკვეთებოდით ერთმანეთს. თუ არა და უბრალოდ იმის მიღებაღა დამრჩენოდა, რომ ერთი მშიშარა გოგო ვიყავი და ჩემი საყვარელი კაცი ვიღაც საძაგელ ქალს სრულიად უბრძოლველად დავუთმე.

ფიქრებში გართულს, როდის დამეძინა არ გამიგია, მაგრამ როცა თვალი გავახილე გაოცებისგან სუნთქვა შემეკრა, გზას ერთ მხარეს სიმწვანით დაფარული მაღალი კლდეები მიუყვებოდა, მეორე მხარეს კი სადღაც ღრუბლებს მიღმა სამყარო გადაშლილიყო. ნისლები მძიმედ იწვნენ ხევებზე. მანქანა კი სულ ზევით და ზევით მიუყვებოდა დაკლაკნილ გზას. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სადაც იყო რაიმე მოლივლივე პორტალს გვივლიდით და სადმე ზღაპრულ მხრეში ამოვყოფდით თავს.
შემდეგ ერთ გიჟმაჟ, მყეფარე მდინარეს ავედევნეთ. რკინის მომცრო ხიდი გადავიარეთ და დანიშნულების ადგილზეც მივედით. გზად მთის დამრეც ფერდებზე შეფენილი სიმინდის ყანები მხვდებოდა თვალში და გულწრფელი გაოცებით მიკვირდა, როგორ მოჰყავდათ იმ ფერდობებზე მოსავალი. ერთმანეთისგან
საკმაო მანძილზე დაცილებული, ვრცელი და ამწვანებულ ეზოებს ვხედავდი, რომელთა ჭიშკრებზეც ინტერესიანი მაპინძელივით იყო გადმოწილილი მსხლის ხეები და გლიცინიის ლურჯი მტევნები.
ეზოების სიღრმიდან კი ფერადი ვარდები, კანები და მიჯრით დარგული სხვა ყვავილბიც იწონებდნენ თავს.

_ სამოთხეში ვარ მგონი?!_ დამცდა გაოცებული ჩურჩული. მანქანა მწვანედ
შეღებილი ქონგურებიანი ჭიშკარის წინ გაჩერდა. მასპინძლისთვის არ დამიძახია, ვიდექი და ეზოს ყურადღებით ვათვალიერებდი. ვრცელი და მწვანე ბალახით გამშვენებული ეზო იყო. მარცხენა მხარეს კედელში ჩატანებულ ღია ონაკაში ცივი წყლის ნაკადის ქვეშ ჩაციებული ორი უზრამაზარი საზამთრო იდო. ონკანის პირდაპირ კი ეზოს დამრეცი ფერდის ნაპირას მსხლისა და ვაშლი ხის შუაში ჭრელი ჰამაკი ეკიდა. იქვე ფერად ყვავილების ქოთნებთან ხის ორი მოგრძო სკამი და მათ შორის პატარა მწვანე მაგიდა იდგა, მაგიდაზე რამდენიმე ცარიელი ყავის ფინჯანი მიეტოვებინათ, გეგონება სწორედ რამდენიმე წამით ადრე სწორედ აქ ისხდნენ. სახლს გავხდე, ორ სართულიანი სახლი იყო წინიდან მაღლა ამავალი გნიერი მოკირწყლული კიბეებით, მეორე სართული მთლიანად ხის იყო. ვიდექი ამ უცხო სახლის წინ და დაძახებას ვერ ვბედავდი, ან კი რა უნდა დამეძახა? დეიდა? ნანი? ქალბატონო ნანი?

_ ნანიათან ხარ შვილო?_ მომესმა ზურგსუკან. მოვიხედე და თხელი თავსაფრით თავწაკრული ქალი ამომდგომოდა მხარში და ზუსტად ჩემნაირი ინტერესით ათვალიერებდა ეზოს, თითქოს ისიც პირველად ხდავდა იქაურობას. პასუხს არ დალოდებია, ისე დაჰკივლა მასპინძელს.

_ ნანიი, ჰაიიი ნანიი! ამ დროს უკან არიან მაგენი შვილო, ხმამაღლა თუ არ დეიძახე ვერც გეიგონებენ!_ მკვეთრი კუთხური აქცენტი ჰქონდა და სულაც არ ცდილობდა ლიტერატურილი ქართულით საუბარს. მაგრამ ამ ადგილს სხვანაირი საუბარი არც მოუხდებოდა ალბათ.

უცებ სახლისუკნიდან ჩალისქუდიანი დედაჩემის ასლი გამოვიდა, მაღალი გამხდრი ქალი, მაღალყელიანი ჯინსის შარვალი და რეზინის ბოტები ეცვა. ვუყურებდი და ლამის მუხლები ამიკნკალდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ დედა გაცოცხლდა. როცა ახლოს მოვიდა მათ შორის განსხვავებაც დავინახე, მაგრამ მაინც ძალიან ჰგავდა დეიდაჩემი დედაჩემს. დამინახა და თბილად გაიღიმა. ღიმილის დროს თვალებთან წვრილი ნაოჭები გუჩნდა. მაშინვე მიცნო.

_ ლეილა!_ ისე თქვა ჩემი სახელი, თითქოს ჩემი იქ ყოფნა დაადასტურა. ჭიშკარი ფართოდ გამოაღო და ხელები გაშალა. ისე მომინდა მასთან ჩახხუტება, როგორც დედასთან. ინსტიქტურად წავიწიე მისკენ და წელზე ხელები მოვხვიე.

_ კეთილი იყოს შენი სახლში დაბრუნება ლეილა!_ ისე მითხრა, თითქოს ოდესმე მაინც ვიყავი იქ ნამყოფი. მაშინ აღმოვაჩინე ერთი ჭეშმარიტება, რაც არ უნდა უცნაურდ ჟღერდეს, ჩემს ახლად აღმოჩენილ დეიდას მართლაც დედაჩემის სურნელი ჰქონდა.

_ შემოდი იზო, ყავა დავლიოთ! თან ჩემს ლეილას გაგაცნობ!_ შემოიპატიჟა დაინტერესებული მეზობელი. მაგრამ მან თავი გადააქნია. ახლა არა, მეჩქარება, სხვა დროს იყოსო და თვის გზაზე წავიდა.

_ როგორ მიხარია, რომ ჩამოხვედი!_მითხრა ნანიმ და მის სიტყვებში ეჭვიც არ შემპარვია._ წამოდი, ჩვენები უკან არიან!
"ჩვენები" ამ სიტყვაზე გამაჟრჟოლა. ვინ იყვნენ "ჩვენები"? ჩემს მარტოობაში აღმოჩნდა, რომ ჩემიანებიც მყავდნენ სადღაც აქვე? დედაჩემზე გავბრაზდი. რატომ არ მითხრა, რატომ არაფერი მითხრა?
ჩემი ჩემოდანი იქვე სახლის წინ მიაყუდა. მაჯაში ხელი ჩამავლო და სახლის უკან გამიყოლა. ხის ღობის კარი შეაღო და ჩემს წინ ახდნილი ოცნებასავით გადაიშალა ციტრუსის ბაღი. სული შემიგუბდა. ნაბიჯი ვერ წავდგი.

_ მოდი!_ ხელი დამიქნია დეიდაჩემმა და დამრეც ფერდობს ჩაუყვა გვერდულად._ მოდი ლეილა!
მის ხმას მივყევი და პირდაპირ საკუთარ, ერთ დროს აუხდენელ, ოცნებაში გადავაბიჯე. საოცარი სურნელი იდგა, ენით აღუწერელი. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ალისა საოცრებათა ქვეყანაში. უცებ საიდანღაც საათიანი თეთრი კურდღელიც რომ გამომხტარიყო, იმ წამს ალბათ ესეც კი არ გამაოცებდა.

_ კობააა! თეონააა! არჩილ!_ ხმამაღლა გასძახა ნანიმ ჯადოსნურ ბაღს და დაძახილზე სათითაოდ გამოვიდნენ "ჩვენები" კობა მაღალი, გამხდარი ლამაზთვალება კაცი იყო, ხელში ტოტების საკრეჭი მაკრატლით. სტუმრთმოყვრედ მიღიმოდა. თეონა ქერათმიანი, ჯინისის კომბინიზონში გამოწყობილი, ჩემი იერის გოგონა და არჩილი ასევე მუქი ჩალისფერთმინი, ალბათ ჩემზე უფროსი, ბიჭი დაკუნთული ნავარჯიშები სხეულით.

_ ხალხო, ჩვენი ლეილა ჩამოვიდა!_ ისეთი პატივით წარმადგინა დეიდამ, თითქოს სამეფო სისხლის პრინცესა ვიყავი და არა ერთი უბრალო, მარტსოული და გულგატეხილი სევდინი მეყვავილე.

_ რა მოხდა? რატომ ტირი?_ შეცბა უცებ ნანი. მე კი დარცხვენილმა, ცრემლებით სველ ლოყებზე ხელის მტევანი გადავისვი.

_ უბრალოდ ძალიან მიხარია თქვენი არსებობა!_ ჩავილაპრაკე ხმადაბლა. რა მატირებდა? რას იფიქრებდნენ ჩემზე? პირველი თეონა გამოფხიზლდა. მოვიდა და ჩამეხუტა, კობამ მაკრატელი დადო, დასვრილი ხელი გაიწმინდა და შემდეგ ღიმილით გამომოწიდა. არჩილი კი ინტერესით მათვლიერებდა.

_ანუ შენ ხარ ჩემი ცნობილი დეიდშვილი?_ მკითხა და თვალებში ღიმილი გაუკრთა.

_ ცნობილი?_ ვერ მივხვდი, რას გულიხმობდა.

_ ეს რამდენიმე კვირაა, დედაჩვენი მხოლოდ შენზე ლპარაკობს!_ დედას გადახედა, მერე მოვიდა, ხელში ამიტაცა და ჰერში დამაბზრიალა.

_ კეთილი იყოს შენი მობრძნება დაიკო! იმედია შენც მასავით აუტანელი არ იქნები!_ მითხრა ბედნიერი ხმით და თვალით დაჯღნულ თეონაზე მანიშნა.

იმ საღამოს ციტრუსის ბაღში დიდხანს ვსეირნობდი და ვცდილობდი დამეჯერებინა, რომ ეს ყველაფერი არ მესიზმრებოდა.

_ აბა, მოგწონს აქაურობა?_ მხარში ამომიდგა ნანი.
_ მომწონს რომელია? აღფრთოვანებული ვარ! აქ მოხვედრაზე ვოცნებობდი! დედა სულ მიყვებოდა ამ ბაღებზე.

_ ბაღებზე გიყვებოდა, მაგრამ ჩვენზე სიტყვაც არ დასცდენია არა?_ ამოიოხრა ნანიმ.

_ არა, ოდნავადაც კი არასდროს უხსენებია, რომ ნათესავები ჰყავდა! არადა სულ მარტოსულად ვგრძნობდი თავს, მუდამ ვოცნებობდი თქვენზე! _ მინდოდა მეკითხა, რატომ მოიქცა დედა ასე, მაგრამ მერიდებოდა. ვხვდებოდი, რომ დედასაც თავისი სიმართლე ჰქონდა.

_ ყველაფერი, კობას გამო მოხდა!_ სევდიანმა გამომხედა დეიდაჩემმა.

_ რაა?_ ყურებს ვერ დავუჯერე მე.

_ხოო, ისე მოხდა, რომ დებს ერთი ბიჭი შეგვიყვარდა! წარმოგიდგენია რა საშინელება იყო, როცა ეს სიმართლე აღმოვაჩინეთ? მაშინ ახალგაზრდები ვიყავით, შეცდომებს ვუშვებდით და მათ გამოსწორებას არ ვჩქარობდით. ჩვენი ქორწილიდან ერთ კვირაში წავიდა დედაშენი. თავისი ყველაფერი ჩვენვე მოგვყიდა და ისე მიგვატოვა, რომ მის კვალსაც ვერ მივაგენით. მხოლოდ ის თქვა, რომ საქართველოდან მიდიოდა. რომ ჩვენს სიახლოვეს სუნთქვაც კი არ შეეძლო. თავს ჩემგან ნაღალატებად გრძნობდა.

_ რატომ ფიქრობდა ასე?_ მინდოდა ყველაფერი მცოდნოდა.

_იმიტომ რომ მან არჩევანის წინაშე დამაყენა და მე მის გამო სიყვარულზე უარი ვერ ვთქვი!_ დავფიქრდი. ანუ დედა აკრძლულ სიყვარულს გაექცა საკუთარი ოცნებიდან. რადგან ძალიან კარგად ვიცოდი როგორ ენატრებოდა აქაურობა. იქნებ სინამდვილეში თავის ოჯახზე უფრო დარდობდა, ვიდრე ამ ბაღებზე. მაგრამ საკუთარ თავს ვერ აიძულა საყვარელი ადამიანის სხვის გვერდით დანახვა, თანაც ეს სხვა ხომ მისივე სისხლი და ხორცი იყო. მე ის ვერ ავიტანე, რომ თომა ჩვეულბრივი რიგითი მოღალატე აღმოჩნდა და დედა როგორ გაუძლებდა იმ რეალობას, რომლის წინაშეც იდგა.

_ როგორც ჩანს მე და დედას მსგავსი ბედი გვქონია!_ფორთოხლის დახუნძლული ხის ქვეშ მდგარ ხის სკამზე ჩამოვჯექი.

_ რა მოხდა? შენც სიყვარულს გამოექეცი?_ მკითხა ნანიმ ღიმილით.

_ ეგრე გამოვიდა!_ ვუპასუხე და ისე მომენატრა თომა, თვალები ცრემლებით ამევსო.

_ თუ გინდა იტირე, ტირილი ხანდახან შველის!_ მხარზე ხელი მომიჭირა ნანიმ. თავი კალთაში ჩავუდე.

_ მართლა შეიძლება, რომ ახლა ვიტირო?_ ვკითხე და გამეღიმა.

_ შეიძლება! მე კიდევ ვეცდები დაგამშვიდო!_ მასაც გაეღიმა_ მერე კი, როცა დამშვიდდები, ყველაფერი მიამბე და ნახავ თავს ბევრად უკეთესად იგრძნობ!

_ რაოო? ყოფილ და თანაც მოღალატე საცოლესთან გიღალატა? თან იმ რომანტიულ ვახშამზე სადაც თავადვე დაგპატიჟა? ეგ მართლა ლოსი ეგა!_ გაოგნებისგან თვალები დაუმრგვალდა თეონას.

_ და შენ თმითაც კი არ ითრიე ის ალქაჯი?_ გარეგნულად ერთმანეთს ვგავდით, მაგრამ ხასიათით აშკარად არა. თეონა ჩემსავით დაბალი ღობე ნამდვილად არ იყო.

_ რატომ იქ არ ვიყავი!_ ოცნებით მოჭუტა თვალები და ხელით ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს თომას საცოლეს თმით აფორთხიალებდა მიწაზე. და ამ წარმოსახვისგან აშკარად უზარმაზარ სიამოვნებას იღებდა და მე იმ ამბის შემდეგ პირველად გამეცინა თავიუფლად.

_ ახლა მეც ვნანობ, რომ ასე უბრალოდ წამოვედი!

_ და რა, ახლაც არაა გვიანი! _ სრულიად სერიოზულად ამბობდა ის.

_ ვის ჭორავთ ქალებო?_ არჩილმა შემოაბიჯა ეზოში.

_ ყოფილ სასიძოს!_ მაშინვე მიახალა თეონამ. თავი უხერხულად ვიგრძენი. არჩილის რატომღაც მერიდებოდა.

_ ყოფილი სასიძოც მყავს?_ გაეღიმა არჩილს._ შანსი საერთოდ არ აქვს?

_ ააქვს?_ გამომხედა ინტერესით თეონამ. მე უარის ნიშნად გავაქნიე თავი, მაგრამ ეტყობა ძალიან დამაჯერებლადაც ვერა.

_ შენ რა ისევ გიყვარს ეგ ლოსი?_ ისე შეიცხადა თეონამ, თითქოს სასიკვდილო ცოდვა მჭირდა რამე.

_ შენ რა იცი გოგო სიყვარულის?_ თმაში მოქაჩა ძმამ._ ცხენების და ჩხუბის გარდა ვინმე ან რამე გიყვარს და გაინტერესებს?

_ თომასაც უყვარს ცხენები!_ მოულოდნელად წამომცდა და ორივე ჩემკენ მოტრიალდა.

_ თომა ჰქვია?_ დაინტერესდა არჩილი.

_ მართლა უყვარს ცხენები?_ თვალები მოჭუტა თეონამაც._ უყურე შენ!

_ ხოო, სულ შავი ცხენი ჰყავს და ისე დააჭენებს, როცა ვხედავ არ მჯერა, რომ ნამდვილია!_ ისე ცხადად წარმომიდგა თომა ცხენზე ამხედრებული იმ ქარაფის თავზე. გული მომეწურა.
_ ჰოოო, აშკარად გენატრება!_ თავის ქნევით დაადასტურა საკუთარი სიტყვები თეონამ.

_ არა! არ უნდა მენატრებოდეს!_ გავაქნიე თავი ჯიუტად._ჯობია თუ მასზე არ ვისაუბრებ!

_ სულაც პირიქით დაიკო! რაც უფრო ბევრს და ღიად ილაპარაკებ, მით უფრო ჩვეულებრივი ამბავი გახდება და ერთ დღესაც მისი სახელის გაგონებისას აღარ შეკრთები!_ ისე უბრალოდ მიპასუხა არჩილმა, თითქოს თავად უკვე გამოცდილი ჰქონდა ის, რასაც მე მეუბნებოდა. ფეხებში გახლართული სიუ აიყვანა ხელში.

_ გაქცევა, კი ეს ნამდვილად გეხერხებათ ქალებს! არაფერს ისმენთ, არაფრის გჯერათ! არადა ხანდახან ყველაფერი მართლაც არაა ისე, როგორც ერთი შეხედვით სჩანს!_ სახე შემეცვალა. ზუსტად იმ სიტყვებს ამბობდა, რასაც თომა და თითქოს მართლა შეიძლებოდა ისე მომხდარიყო, რომ ის, რაც საკუთარი თვლით დავინახე არ ყოფილიყო სიმართლე.

_ ბავშვებოო მოდით!_ გამოგვძახა სახლიდან ნანიმ. საუბარი გაგვაწყვეტინა. არჩილმა სიუ განიერ მხარზე დაისვა და სახლისკენ წავიდა.

_ მაგას არ მოუსმინო! ეგეც კაცია! კაცებს კი მგონი ტყუილი სისხლში აქვთ!_ თითი გამაფრთხილებლად დამიქნია თეომ._ წამო ახლა სახლში, თორემ მგელივით მშია.
ავდექი და უკან გავყევი. თან არჩილის სიტყვები ამეკვიატა:
" შეიძლება მართლაც არაა ისე, როგორც ერთი შეხედვით სჩანს!"

ძილის წინ კესოს მივწერე. მოვუყევი, რომ ნათესავები ვიპოვნე და რომ კარგად ვიყავი. მან კი ორაზროვნად მიპასუხა.
"შენ ნათესავები იპოვნე და ბედნიერი ხარ, არ დაგავიწყდეს, რომ ისიც ჩემი ნათესავია და მინდა, რომ ბედნიერი იყოს. გიჟივით გეძებს. გაცოფებულია და არ მელაპარაკება, ჰგონია, რომ ვიცი სადაც ხარ და ვუმალავ. ისეა შენი გაქცევის გამო გაბრაზებული, მგონი შენთვისვე ჯობია, თუ ვერ გიპოვნის!"
თომას გამოტოვებულ ზარებს გადვხედე, მერე ტელეფონი გამოვრთე და გვერდზე გადავდე.

_მეძებს და მეძებოს!_ ვუთხარი საკუთარ თავს და შევეცადე ის სიხარული, რაც ამ სიტყვებმა მომიტანა არც კი მეღიარებინა საკუთარი თავის წინაშე.


....

სულ მალე ჩემს ახალ ოჯახს ისე შევეჩვიე, ვერც კი წარმომედგინა, რომ ციტა ხნის წინ მათ არსებობაზე წარმოდგენაც კი არ მქონდა. თეონა და არჩილი მოწყენის და დარდის საშუალებას არ მაძლევდნენ. დღისით დრო სწრაფად და მხიარულად გადიოდა. მართლა უკვირდათ ჩემი ასეთი აღტაცება და აღფრთოვანება ციტრუსის ბაღით. არაფრით ესმოდათ, რომ მე ოცნებას ვეძახდი მათ ყოველდღიურ რუტინას. თავიდან ნანიმ სცადა ხელი შეეშალა და ბაღში სამუშაოდ არ წავეყვანე, მაგრამ ბოლოს მიხვდა, ამას მხოლოდ ზრდილობის გამო არ ვაკეთებდი. იქაურობა გულში გაჩენილ სიცარიელეს მივსებდა. მაინც რა უცნაური შეგრძნება ყოფილა ასრულებული ოცნება?!

კობა დაუზარლად მასწავლიდა და მიხსნიდა ყველაფერს, მასაც შევამჩნიე იმ ნარინჯის ხეების უცნაური და ნაცნობი სიყვარული, რასაც მუდმივად ვხედავდი დედაჩემში. ალბათ ამ საერთომ დაახლოვა ისინი წლების უკან და სწორედ ეს გახდა დედაჩემის საკუთარი ოცნებიდან გაქცევის ერთადერთი მიზეზი. არ ვიცი, რამხელა სიყვარული უნდა ჰქონოდა დედას გულში და რამხელა წყენა, რომ ერთადერთ დაზე უარი ეთქვა.

მაგრამ სიყვარულს რა გაუგებ? შესაძლოა ადამიანი შენი მსგავსი იყოს, შენი სულისფერიც, საერთო ოცნებაც გაკავშირებდეთ და საქმის სიყვარულიც გქონდეთ, მაგრამ მაინც ვერ შეგიყვაროს. ანდაც პირიქით, ადამიანი სრულებით განსხვავდებოდეს შენგან, დღე და ღამესავით იყოთ, არ გქონდეთ არაფერი საერთო, ერთი და იგივე სიმღერაც კი არ მოგწონდეთ, სულ ჩხუბობდეთ, იბრძოდეთ და ამ ომში სწორედ ის იყოს შენი გამარჯვების საზომი. გიყვარდეს ყველაფრის მიუხედავად, გიყვარდეს ნაკლით, გიყვარდეს თავისი ვნებებით. აი ესაა ნამდვილი სიყვარული.
როგორ და რანაირად ირჩევს შენი გული თავის სწორფერს?! ამაზე პასუხი არ მქონდა.

რაც უფრო დრო გადიოდა, გარეგნულად დარდს ნაკლბად ვიმჩნევდი. მაგრამ რაც უფრო ხშირად ვიღიმოდი, მით უფრო იცლებოდა ღამე სიმშვიდისგან და სიზმრებისგან. ვერ ვისვენებდი, ვბორგავდი, ვცდილობდი მასზე ფიქრები გონებაში არ შემეშვა, ვცდილობდი მის დავიწყებას და რაც უფრო ვცდილობდი, მით უფრო მენატრებოდა.
არ მასვენებდა პასუხგაუცემელი ფიქრები, რატომ? რატომ? რატომ?
და ბოლოს ისე მოხდა, რომ ამ კითხვაზე პასუხის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის. ახლა იმ ჩიტს ვგავდი, ღობეზე რომ ზის და ასაფრენად ხელის აქნევას ელის და ამ გაუსაძლის მონატრებას დაემთხვა ისიც, რომ კესო დადუმდა. მე სიჯიუტის გამო არაფერს ვეკითხებოდი მასზე, ის კი აუტანლად დუმდა.

_ალბათ უბრალოდ დამივიწყა და კესოს სათქმელიც აღარაფერი აქვს!_ შევჩივლე ერთ საღამოს თეონას.

_ შენ ისევ გიყვარს ეგ კაცი! და ვერ გამიგია ასე რატომ იქცევი? მე რომ მიყვარდეს ვინმე, მის თავს არავის დავუთმობდი!_ ხმა გაუმკაცრდა თეოს. ის მართლაც ნამდვილი ამორძალი იყო თავისი შეუპოვარი ხასიათით.

_შენ ამბობ, რომ ქალმა უნდა იბრძოლოს კაცისთვის? თანაც მოღალატე კაცისთვის?_ გამიკვირდა მე.

_ თუ მის გარეშე ყოფნა ამდენად რთულია, რა მნიშვნელობა აქვს გულს უმისობა გატკენს, თუ პრობლემასთან პირისპირ დადგომა?_გაეღიმა თეონას.

_ არა! საქმე მხოლოდ მაგაში არაა, უბრალოდ მგონია, რომ მომატყუა! გულისგადასაყოლებლად გამომიყენა და მე მასში ის თვისება დავინახე, რაც რეალურად არ გააჩნია!_ თავი გავაქნიე მე ჯიუტად.

_ ჩვენი დედების სიჯიუტე გენეტიკაში გაქვს!_ საწოლზე წამოწვა თეონა._ ერთხელ ცხოვრობ ლეილა და ბედნიერი უნდა იყო, ნანის შეხედე! გინდაც შენმა ბედნიერებამ ქვეყნიერების აღსასრული გამოიწვიოს! რა ვიცი, "ლეკვი ლომისა სწორიაო" და საქმე საქმეზე რომ მიდგება, ქალს სიყვარულისთვის ბრძოლა არ შეჰფერის თურმე! ისე რა გიჟი ქალი იყო ნესტანი!_ თვალები მოჭუტა თეომ.

_ ნესტანი ვინღაა გოგო?_ ვერ მივხვდი უცებ.

_ ვინა და ტარიელის ნესტან_დარეჯანი! კაცის სურვილის გამო ვერ გააჭიმინა საქმროს ფეხები და ვერ გადაჰკიდა ორი სახელმწიფო ერთმანეთს! აბა იმას თუ ეშინოდა რამის! თან იმ ეპოქაში! და ახლა შენ აქ ოცდამეერთე საუკუნეში დამიწყე, "ქალს არ შეჰფერის! " სუსტ ქალს არ შეჰფერის, თორემ ძლიერს? მიზანი საშუალებას ყველაზე მეტად სიყვარულისთვის ამართლებს ჩემო გოგო!_ ვერაფერი ვუთხარი, საკუთარი თავი დავიჭირე იმაში, რომ მისი სიტყვები მსიამოვნებდა.
თეომ დაიძინა, მე კი კიდევ კარგა ხანს ვფიქრობდი მის სიტყვებზე და იმდენ ხანს ვატრიალე თავში, რომ ბოლოს დავიჯერე კიდეც. მობილური ამოვიღე ჩავრთე და კესოს მივწერე.
_ კეეს როგორ ხარ?_ მაშინვე მიპასუხა, თითქოს ჩემს მესიჯს ელოდა.

_ კარგად დაკარგულო, შეენ?

_ უშენოდ მოვიწყინე!

_ მეგონა აღარ აღიარებდი!

_ კეეს ჩამოხვალ ჩემთან? ისეთი რაღაც უნდა გაჩვენო, გაგიჟდები!

_მართლა?_ მაშინვე აჟიტირდა._ პაატაც შეიძლება წამოვიყვანო?

_ სანდოა მერე ეგ შენი პაატა? არ მინდა, რომ ვინმემ გაიგოს სად ვარ!

_ ვინმემ, თუ თომამ?_ მაშინვე პირდაპირ მომახალა.

_ ხოო თომამ._ ცოტა ხანს დუმდა. ალბათ იაზრებდა, რასაც ვეუბნებოდი.

_ ლეი, არასწორად იქცევი და მეშინია, რომ ბოლოს ინანებ!

_ მის გაცნობას უკვე ისედაც ვნანობ! ასე რომ! თუ დამპირდები, რომ მას არაფერს ეტყვი ...

_ გპირდები!_ მაშინმე მიპასუხა. ავდექი და სოფლის სახელი ვუთხარი.

ჯერ კესო უნდა მენახა. შემდეგ გამბედაობა მომეკრიბა და თომასთვისაც გამესწორებინა თვალი. რადგან კარგად ვხვდებოდი, რომ მის გამოჩენას მუდმივად ველოდი. იმედი მქონდა, რომ მიპოვნიდა. მომძებნიდა და დამაჯერებდა, რომ მე შევცდი. თან გავრბოდი და თან უკან ვიხედებოდი ჩემი მდევარი ხომ არ ჩამომრჩა, ან გზა ხომ არ აერიამეთქი. რაღა უნდა ყოფილიყო ამაზე სასაცილო?! სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ თომა აუცილებლად მენახა.

რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი იყო, კესომ პირობა არ შეასრულა და მეორე დღის საღამოსვე მოადგა ნაცნობი მანქანა დეიდაჩემის ჭიშკარს. ყავას ვსვამდით და ვისვენებდით.

_ სტუმარია არჩილ, გახედე შვილო!_ გასძახა ნანიმ ჰამაკში ნებიერად გაშხლართულ ჩემს დეიდაშვილს. ფეხზე ავდექი, მაგრამ ნაბიჯი ვერ გადავდგი წინ. არჩილმა ჯერ მე შემომხედა, მერე ჭიშკარს გახედა. თვალები მოჭუტა და " ის ბედოვლათია?" მხოლოდ ეს მკითხა. უსიტყვოდ დავუქნიე თავი.

_გინდა მისი ნახვა?_ ისევ მკითხა. ამასობაში თომა ჭიშკარს მოადგა და თვალი გამისწორა. მანაც გაიგონა არჩილის ხმამაღლა და მოურიდებლად ნათქვამი.

_ მგონი აუცილებელიცაა!_ გვერდში ამომიდგა თეონა.

_ გამარჯობა!_ თომა არჩილს მიესალმა, მაგრამ მე არ მომცილა თვალი.

_ გაგიმარჯოს!_ არ შემოუპატიჟებია. გამოღებულ ჭიშკარს დაეყრდნო არჩილი და ნიკაპი მკლავზე ჩამოიყრდნო. თომამ თვალი ძლივს მომაშორა და ისეთი სახით შეხედა ჩემს გამხიარულებულ დეიდაშვილს თითქოს ეუბნებოდა : " კარგი რა, ხომ ხედავ ისედაც არ ვარ კარგადო!" აჩის ირონიულად გაეღიმა და კარი ბოლომდე გააღო.

_ მობრძანდი ყოფილო სასიძოვ!_ აშკარად მის ნერვებზე თამაშობდა და მის მოთმინებას ცდიდა. საკმარისი იყო ერთი შეცდომა და ისე გააბუნძულებდა თომას მგონი ცხოვრებაში ვეღარ მეხსენებინა მისი სახელი.

_ ეგ ჯერ კიდევ საკითხავია!_ ირონიაზე ირონიით უპასუხა თომამ და თამამად შემოაბიჯა. აუჩქარებელი ნაბიჯებით წამოვიდა ჩვენსკენ, და ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე, ხომ არ გავქცეულიყავი. სრულებით მოულოდნდლად უცნაური პანიკა დამეწყო. ისეთი სახით მიყურებდა, რომ არა ჩემი ნათესავები, ალბათ იქვე ამაორთქლებდა. ვეღარ ვიგებდი მიხაროდა, თუ ვნანობდი მის გამოჩენას. ნაცნობი უჰაერობის შეგრძნება დამეუფლა და ინსტიქტურად ჯიბეები მოვიქექე. რაც იქ ვიყავი შეტევა აღარ მომსვლია, ასთმა აღარც კი მახსოვდა. ამიტომ ყურადღება მოვადუნე და ინჰალატორს თან აღარ დავატარებდი. თან რომ არ ენერვიულათ, არც კი მომიყოლია, რომ ასეთი რამ მჭირდა.

_ რა დაგემართა ლეი?_ მკლავში მეცა თეონა. ის ყველაზე ახლოს იდგა და მაშინვე შეამჩნია, რომ სუნთქვა მიჭირდა.

_ კარგი რაა, მართლა?_ თავი უკმაყოფილოდ გადააქნია თომამ. ჯიბეში ხელი ჩაიყო და ინჰალატორი ამოიღო. წამში დაფარა ჩემამდე მანძილი და ზუსტად სულზე მომისწრო.

_ ასე გაგიხარდა ჩემი დანახვა?_ ჩამჩურჩულა ყურში, როცა გულში ჩახუტებულს ინჰალატორს მასუნთქებდა.

_ რა გჭირს ლეილა, რა ხდება შვილო?_ ფერი აღარ ედო ნანის. დანარჩენებიც გაოგნებულები გვაკვირდებოდნენ.

_ ლეილას ასთმა აქვს!_ ჩემს ნაცვლად აუხსნა სიტუაცია თომამ ჩემებს _ როგორც ვატყობ, არაფერი უთქვამს! ნეტავ რატომ არ მიკვირს?

_ და შენ ჯიბით დაატარებ მაგ წამალს?_ აღფრთოვანებით ჰკითხა თეონამ, ეტყობა ინჰალატორი ვერ გაიხსენა.

_ რომ მხედავს სიხარულისგან ასე ემართება!_ თვალი ჩაუკრა თომამ._ და სხვა გზა არ მაქვს!

_ გამიშვი ხელი!_ სული მოვითქვი თუ არა მაშინვე გამახსენდა, რატომაც ვიყავი იმ მდგომარეობაში.

_ გაგიშვი!_ მითხრა ბრაზით და ინჰალატორიანი ხელი მაღლა ასწია._ კარგად ხარ? ნუ მიბღვერ იცოდე მასე!
მიხვდა მის წარდგენას არ ვაპირებდი, ამიტომ თავხედმა თავად გააცნო საკუთარი თავი დეიდაჩემს.

_ მე თომა ვარ, ლეილას საქმრო!

_ ხოო , საქმრო აბა, ცოტაღა გიკლია!_ დამეჯღანა სახე.

_ აბა რა ვარ?_ მომიბრუნდა მთელი ტანით.

_ ყოფილი ხარ! ყოფილი შეყვარებული!

_ ეგ შენ თავად მოიფიქრე, თუ დაგეხმარნენ მაგაში?_ რატომღაც ავად გახედა არჩილს. მანაც არ დააყოვნა და ხელი გადამხვია

_ აბა ყოფილო, რამ ჩამოგიყვანა ჩვენთან?_ არჩილს თვალი აარიდა და ისევ მე მომიბრუნდა.

_ წამოდი, ვილაპარაკოთ! თუ აქვე გინდა გავარჩიოთ ჩვენი პატარა პრობლემა?

_ პრობლემა?_ ვიფეთქე მისი თავხედობით ნერვებმოშლილმა._ ყოფილი საცოლე რომ საყვარლად დაისვი ეგ პატარა პრობლემაა?

_ მრავალფეროვნება გყვარებია ყოფილო!_ აშკარად დასცინოდა არჩილი. მუჭებშეკრული თომა კი მთელი ნებისყოფის მოკრებით ცდილობდა თავის შეკავებას.

_ პატივი დამდე და წამოდი!_ თვალით მანქანისკენ მანიშნა.

_ არსად არ წამოვალ შენთან ერთად! მაგდენი ჭკუა კი ვისწავლე!

_ აბა რა ვქნათ? აქ ვილაპარაკოთ?_ ამოიოხრა თომამ და ინჰალატორი ისევ ჯინსის ჯიბეში ჩაიჩურთა.

_ მიდი! გაყევი!_ მიბიძგა თეონამ. აშკარა იყო მისი გულის მოგება მალევე მოახერხა ამ საძაგელმა.

_ არა! ამის ნდობა არ შეიძლება!_ ვუთხარი მთელი სერიოზულობით თეოს და სიბრაზისგან კინაღამ თვალები გადმოსცვივდა თომას.

_ აქეთ წამოდი!_ ბაღისკენ გავტრიალდი. თომა უხმოდ მომყვა უკან.

_ თუ რამეა დაიძახე დაიკო! და ამ შენს ყოფილს ყოფილების უკან მოუსვლელ გზას გავუყენებ!_ სიცილს ძლივს იკავებდა არჩილი. თომა კი მამისმკვლელივით უბღვერდა მას.
ბაღის კარი შევაღე და შვაბიჯე.

_ ოჰოოო! შენ აღარ ხუმრობ მჟავე! აი თურმე სად მემალები!_ გაოცება ვერ დამალა თომამ.

_ რა მაგარი ადგილია! ზუსტად ისეთი, შენ რომ ყვებოდი!

ცოტა ხანს უხმოდ ვიარე და იმ ჩემ საყვარელ ხის სკამზე ჩამოვჯექი. მოვიდა და გვერდით მომიჯდა. ხელი გადამხვია. მოშორება ვცადე, მაგრამ ყურიც არ შეიბერტყა. უფრო მაგრად ჩამეხუტა.

_ რაც შენ ნახე, შეცდომა იყო!_ პირდაპირ საქმეზე გადავიდა.

_ წამიერი თავდავიწყება და სისულელე! მაგას არაფერი ჰქონდა საერთო ღალატთან ან სიყვარულთან! უბრალოდ გაუგებრობა იყო და მეტი არაფერი!_მწარედ გამეცინა.

_ კიი ძალიან ახლართული გაუგებრობა იყო აშკარად.

_ და მაგიტომ ასე უნდა გამქრალიყავი და ამდენი ხნით? ეს ნორმალურია?

_ ისე ნუ ლაპარაკობ, თითქოს ისევ ერთად ვართ!_ აშკარად აზრადაც არ მოსდიოდა, რომ შეიძლებოდა აღარ მდომოდა მასთან ყოფნა.

_ ნერვებს მიშლი! თან ძალიან! _ თავხედი იყო. იმაზე ბევრად თავხედი, ვიდრე მე წარმომედგინა. და მაინც რატომ მსურდა მისგან ბოდიშის მოსმენა აზრზე არ ვიყავი. რას შეცვლიდა ეს ერთი არაფრის მაქნისი სიტყვა?

_ანუ?

_ ანუ ტყუილად შეწუხდი!

_ ნუ მაგიჟებ!

_ ხოდა ნუ გიჟდები! მე რომ იგივე გავაკეთო? შენთვის მოწყობილ რომანტიულ ვახშამზე ყოფილს რომ ჩავუჯდე კალთაში და მის კუჭის წვენს ვაგმოვნებდე შენ რას იზამ? გამიგებ?_ მივახალე უკვე მართლა გაცოფებულმა.

_ შენ ხომ არ გაგიჟდი გოგო?_ წარბები შუბლზე აუვიდნენ.

_ აბა რა განსხვავებაა? არ დამიწყო ახლა მე კაცი ვარ და შენ ქალიო, თორემ გეფიცები არ ვიცი რას გიზამ!

_ ლეილა, მისმინე! მე შენ მიყვარხარ..

_ ეგ სიყვარული არაა თომა!_ გავაწყვეტინე მაშინვე.

_ აბა რა არის? რომ მენატრები რა არის? რომ გიჟივით გეძებ ეს რაღაა?

_ეგ მიტოვებულის კომპლექსია!

_იმდენს ნუ იზამ მართლა ძალით წაგიყვანო აქიდან!

_ კიი, სინჯე მიდი!_ მართლა გულიანად გამეცინა.

_ რა დიდ გულზეა უყურეთ ერთი! იმის იმედი გაქვს?_თავი სახლისკენ გაიქნა, აშკარად არჩილს გულისხმბდა.

_ სწორედაც!_ ნიშნისმოგებით ვუთხარი მე.

_ ანუ არ მომყვები და არც მირიგდები არა მჟავე? კარგი! _ თავი მუქარით დაიქნია ._ იქნებ აღარც გიყვარვარ, ჰა?

პასუხი რომ არ გავეცი. ადგა და მკლავში ხელი მომკიდა.

_ ადექი და მითხარი: აღარ მიყვარხარ თომა!_ ავდექი და თვალი გავუსწორე. ვაი, რომ სიგიჟემდე მიყვარდა. ძალა მოვიკრიბე და მშვიდად ვუთხარი:

_ აღარ მიყვარხარ თო..._ თქმა არ დამაცადა, ისე ძლიერად მაკოცა, ტკივილი უფრო ვიგრძენი, ვიდრე სიამოვნებით მოგვრილი ჟრუანტელი. თვალებში ჩამხედა და გამიღიმა.

_ ისევ ისეთი მაცოცხლებლად მჟავე ხარ!_ ტუჩი მოილოკა_ კარგი, გასაგებია აღარ გიყვარვარ! მაგრამ რა ვქნათ, რომ მე მიყვარხარ! ავდგები და მოგიტაცებ, როგორც ძველ დროში აკეთებდნენ უარყოფილი კაცები ისე! ნაბადში გაგახვევ და სადმე მთებში გაგიტაცებ, მანამდე სანამ არ მეტყვი, რომ ჩემი ხარ და არავინ გინდა ჩემს მეტი! და მერე არ გეწყინოს და არ იტირო კარგი?
ღიმილით კი ლაპარაკობდა, მაგრამ თვალებში ცეცხლი უელავდა.

_ არ ხარ ნორმალური არა?_ ვკითხე ჯერ ისევ მის მკლავებში გამომწყვდეულმა.

_ და რა არის მაგაში ცუდი, თუ არ ვარ ნორმალური? _ დაიხარა და კიდევ ერთხელ მაკოცა. _ სულ მალე დაგატკბობ ჩემო ლიმონო! მელოდე! სახლიდან არ გამოხვიდე იცოდე!

ხელი გამიშვა, თვალი ჩამიკრა და ისე წავიდა ერთხელაც არ მოუხედია უკან.

_ რაო, რა ილაპარაკეთ? _ ბაღში სკამზე მჯდომი მიპოვნეს თეონამ და არჩილმა.

_ არაფერი! დამპირდა მოგიტაცებო!_ უცნაურად დაძაბულს გამეცინა მე.

_ რაო?_ ხმა შეეცვალა არჩილს.

_ რაო და ნაბადში გაგახვევ და მთაში გაგიტაცებო!_ ავიჩეჩე მხრები.

_ ჰოოო! ეგ ისეთი თავზეხელაღებული სჩანს, აშკარად არის მაგის გამკეთებელი!_ ჩაფიქრებით ჩაილაპარაკა არჩილმა._ ამ წამიდან ფეხი არ გაადგათ უჩემოდ სახლიდან! ხომ გასაგებია თქვენთვის?!

დაგვიქაჩა თვალები და სწრაფი ნაბიჯით გაემართა სახლისკენ.

_ ეეე, მე რაღა შუაში ვარ?_ მიაძახა მიმავალს ტუჩებგაბუსხულმა თეონამ.

_ ისე, სიმპატიური კია, რას ერჩი , თან ცხენები უყვარს!_ ჩაილაპარაკა ანცი ღიმილით და ისევ გვერდით მომიჯდა. კალთაში რამდენიმე ჯერ ისევ მომწვანო
ლიმონი ჩამიყარა._რა დაგიძახა? მჟავე? რა ზუსტად შეგეფერება ეგ სახელი, არა?



....

_ იმ შენს ბედოვლათს იზოსთან უქირავებია ოთახი!_ ჰამაკში გვერდით მომიჯდა თეონა და გამჭოლი მზერა მომატარა სახეზე._ ნათიეს გოგოები ჭორაობდნენ მსახიობს გავს ის ქალაქელი ბიჭიო!

_ ნუ მიყურებ დაზვერვასავით თუ ღმერთი გწამს!_ ხელი ავუქნიე და იმის წარმოდგენამ, რომ ჩემთვის ყველაზე სასურველი ადამიანი რამდენიმე სახლს იქით ცხოვრობდა, ამაღელვა._ ხომ გითხარი, მანიაკურად ჯიუტია! არსად არ წავა აქიდან, სანამ თავისას არ გაიტანს!
ფეხი მიწას გავკარი და ჰამაკი გავაქანე.

_ და რატომ არ მოუსმინე, იქნებ რას გეუბნებოდა?

_ მისმინე პატარა დაიკო! შენ არ ამბობდი, მაგათი ნდობა არ შეიძლებაო? საერთოდ კაცებს და მით უფრო მაგ კაცს, ისეთი ენა აქვთ პირდაპირ გამაბრუებელი თაფლი სდით პირიდან! ახლოს თუ მოუშვი და უფლება თუ მიეცი ისე გაგხვევს თავისი ტკბილი ტყუილის ქსელში, რომ აზრზე მოსვლას ვერ მოასწრებ!
თავი კარგი გამოცდილი ფსიქოლოგივით დავუქნიე საკუთარი სიტყვების დასტურად.

_ და მერე მასე გაბრუებულს ტკბილად გაკოცებს არა?_ მშვიდი ხმით შემომაპარა ამ პატარა ეშმაკმა.

_ ჰოო, ეგეც თუ მოახერხა, ჩათვალე მთლად მუჭში ყავხარ და წასულია შენი საქმე!_ გამეცინა მე.

_ ანუ შენ მუჭში ყავხარ?_ თვალი ჩამიკრა და ლოყა ჩაეჩუტა გახარებულს

_ მე რატომ?_ გავიოცე ყასიდად
_ დაგინახე იმ დღეს ფორთოხლებში!
_ რა დაინახე?
_ რა და როგორ ნაბავდი თვალებს!_ ხელი წავატანე რომ კარგად წამეჩქმიტა, მაგრამ მოხერხებულად დამისხლტა ხელიდან და ჰამაკიდან გადახტა.

_ ლეილას პლიუს თომა უდრის შეყვარებულებს!_ აკისკისდა ბავშვივით და ბაღისკენ მოუსვა.

_ ჩამივარდები ხელში დეზდემონა!_ მივაძახე მოღალატეს და ფხები ჰამაკში ავიკეცე. ასე რწევა რწევაში მშვიდად ჩამთვლიმა.
უცნაურმა ისეთმა გრძნობამ გამომაფხიზლა, რომ მარტო არ ვიყავი. თვალები გავახილე და გაოცებისგან კინაღამ შევკივლე. ჩემს გვერდით გაშხლართულმა თომამ სწრაფად დამაფარა პირზე ხელი.

_ არ იყვირო, თორემ მოვა ის მურმანის ეკალი!_ აშკარად აჩის გულისხმობდა.

_ აქ რა ჯანდაბას აკეთებ? რას დაიარები თავხედურად სხვის ეზიში? _ ავჩურჩულდი შეთქმულივით.

_ რას ვაკეთებ და დედის დანაბარებს ვასრულებ!

_ რაო კლარისმა?_ გამეღიმა კლარისის გახსენებაზე.

_ რაო და ან მჟავე დააბრუნე, ან რძლად არავის მივიღებ სხვასო და ნუ დამიტოვებ დედაჩემს ურძლოდ, რა იქნება?_ მის მსახიობობაზე მეღიმებოდა. ლამაზ თვალებს ისე მიფახულებდა, თითქოს მართლაც არაფრის გამო მივატოვე და გამოვექეცი. უცებ ის საძაგელი კადრი ამომიტივტივდა გონებაში და სახე მაშინვე შემეცვალა.

_ აჰა, გაახსენდა ისევ!_ ჩაილაპარაკა თომამ მოღუშულმა და ხელები მომხვია, რათა ჩემი გაქცევის მცდელობა დროულად შეეჩერებინა.

_ გამიშვი!
_ მე მისთვის არ მიკოცნია!_ მითხრა გაბრაზებულმა.
_ არააა, შენ არ იყავი, ეს მე ვუტურტურებდი პირში ენას გამწარებული!_ ხელზე დავეჯაჯგურე ბრაზმორეული.

_ რა საშინელი ფანტაზია გაქვს, დაუკარგავ ადამიანს მთელ ხალისს! _ თავი სინანულით გააქნია თომამ.

_ სამაგიეროდ შენ ხარ ფართო გაქანების ჯიშიანი ულაყი!_ ვერ ვაჩერებდი ენას.

_ ნერვებს მიშლი უკვე!
_ ხოდა მოშორდი აქიდან!
_ იცოდე, ეს იყო უკანასკნელი მცდელობა ჩვენს შორის ზავის დადების! გაიგონე შენ?_ თითი მუქარით დამიქნია.

_ გული არ გამიხეთქო! წადი ბაღი ბოლოზე ცივი გუბაზეული მოდის და გაგიგრილებს გახურებულ გულსაც და ტვინსაც!_ ისევ ვცადე მისი მკლავბიდან თავის დაძვრენა.

_ერთი წამით გაჩერდი, ნუ იკლაკნები გველხოკერასავით! _ კომპლიმენტების ნამდვილი საბადო იყო._ ერთს გაკოცებ და წავალ!

_ კიდევ რა გნებავს?_ ავიბზუე ტუჩი.

_ ჩემი დროც მოვა და ნახავ შენ, როგორ სამაგიეროს გადაგიხდი!_ ნიკაპში ხელი წამავლო და რამდენჯემე მაგრად მაკოცა.

_ არ გინდოდა დაზავება და მორჩა! იცოდე, აწი ყველაფერს ჩემ ჭკუაზე გავაკეთებ!_ თითის ქნევით მომშორდა და მხრებში გამართულმა გააბიჯა ჭიშკარში.

_ საღამო მშვიდობისა ცოლიძმავ!_ ისე უდარდელად მიესალმა შემომავალ არჩილს, თითქოს ეს მათი ყოველდღიურობა იყო.

_ ამ თავხედს რა ჯანდაბა უნდოდა?_ ახლა აჩი მომიჯდა გვერდით._ რას იტყვი ერთი გვარიანი გალამაზება ხომ არ გამოვუწერო წამალივით?

_გალამაზება?_ ჯერ ისევ თომას სურნელში გახვეული უცებ ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. არჩილმა მუჭებით
კრივის ილეთი დამანახა.

_ხომ არ გაგიჟდი შენ?_ შევიცხადე სერიოზულად.

_ ოჰ, როგორ გამწარდა?! ეტყობა ჯერ ისევ გიყვარს!_ გაეცინა არჩილს.

_ სიყვარული რა შუაშია?_ მხრები ავიჩეჩე._ უბრალოდ ერთი სახე აქვს ლამაზი მაგ უბედურს და ცოდოა მაგასაც თუ დაუმახინჯებ!

_ რომანტიული ქალების გამოსწორება არ იქნება, არა!_ უიმედოდ ჩაიქნია ხელი. წამოდგა და სახლისკენ წავიდა.
მე ისევ ჰამაკში ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ სწორედაც უიმედოდ რომანტიული ქალი ვიყავი და საკუთარი თავის შესაცვლელად ბრძოლას აზრი საერთოდ არ ჰქონდა. მივხვდი სიგიჟემდე მინდოდა თომას პატიება, მაგრამ ჩემი თავმოყვარეობა არ მიშვებდა. რაც არ უნდა ეთქვა მას, კარგად ვიცოდი, რაც დავინახე. ახლა თუ ამაზე თვალებს დავხუჭავდი, ალბათ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდ შეცდომას დავუშვებდი. ამოვიოხრე.

_მაინც რა ჯანდაბამ მოაფიქრა და მოანდომა ჩვენს ვახშამზე მისთვის კოცნა?_ ახლა ამაზე დავფიქრდი გაბრაზებული. მართლაც რა არალოგიკური სიტუაცია იყო. მე მელოდა, ყველაფერი მოამზადა, იცოდა წუთი წუთზე მივიდოდი და სხვას აკოცა? არა, არც ამდნად სულელი კაცი იყო თომა და თვითკონტროლიც მშვენივრად ეხერხებოდა, როცა საქმეს სჭირდებოდა.
ვთქვათ წამიერი ცდუნება იყო? არც ეს ჰგავდა თომას საქციელს. აშკარად ვგრძნობდი იმ მიზიდულობას, რაც ჩვენს შორის იყო და მეეჭვებოდა ერთდროულად რამდენიმე ადამიანთან ეთამაშა გრძნობებით. აბა რა ჯანდაბა მოხდა იმ დღეს? მობილური ამოვიღე და კესოს ნომერი ავკრიფე.

_ გისმენ!_ რაღაცნაირად შიშნარევი, დამფრთხალი ხმით მიპასუხა მან.

_რაო მოღალატევ, რატომ დაიკარგე? საკუთარმა სინდისმა ხომ არ მოგიღო ბოლო?_ ვკითხე მკაცრი ხმით.

_ ისევ ბრაზობ ლეილ?_ამოიხვნეშა მოწყენილმა.
_ რა აზრი აქვს შენზე გაბრაზებას? ჭკუას მაინც ვერ ისწავლი! იგივე რომ განმეორდეს, ისევ მიმყიდი შენს მექალთანე ბიძაშვილს!_ ხმა მოვისაწ*ლე მე.

_ არ თქვა, რომ არ გაგიხარდა თომას ჩამოსვლა!_ გათამამდა უეცრად კესო.

_ რატომ უნდა გამხარებოდა? აქ მაგისთანა მაჩოები კონა ორ ლარად არიან!_ გამეცინა მე.

_ არაა თომა მასეთი და ნუ აბრალი რაღაცეებს!_ ისევ დაიცვა თავისი კუდი.

_ შენ არ ყვებოდი ხოლმე, ხან ერთი უყვარს, ხან მეორეო? თანაც შენ არ დაგინახავს ის, რაც მე ვნახე!

_ მისმინე, რადგან არ გჯერა მტკიცებულებას გიპოვნი და იცოდე მერე ბოდიშს მოუხდი თომას!_ ლამის ავხარხარდი. რა მტკიცებულება უნდა ეპოვნა ამ სულელს.

_ კარგი!_ ისე დავუქნიე თავი, თითქოს მხედავდა.

_ დაიფიცე! გულზე ხელი დაიდე და დაიფიცე!
წამოვდექი გულზე ხელი დავიდე და დავჭექე:
_ვდებ სახალხო ფიცს, რომ თუ კესარია მტკიცებულებას წარმოადგენს, მის ველირ ულაყთა ბელად ბიძაშვილს ბოდიშს ყველას თვალწინ მოვუხდი!

_ მასხარა!_ ჩაიცინა კესომ და ტელეფონი გათიშა.

თომა ორი დღე არ გამოჩენილა. არადა მანამდე დღეში ასჯერ მაინც გააჯირითებდა ხოლმე იზოს ბიჭის შავრას ჩვენი სახლის წინ და ზუსტად ჭიშკრის პირისპირ. ლამის გაზეპირებულივით ველოდი ხოლმე მის გამოჩენას და მისი თუნდაც შორიდან დანახვა საშინლად მსიამოვნებდა.

იმ დილით ამინდი უაზროდ იყო მოქუფრული. ხასიათიც ამინდის შესაბამისად მქონდა დამძიმებული. არ მინდოდა საკუთარ თავს გამოვტყდომოდი, რომ თომას უნახაობა მოქმედებდა ასე.
ფანჯრიდან გავყურებდი ატალახებულ ეზოს.
მეზობლის ბიჭის ქორწილი იყო. ბევრი მეხვეწა დეიდაჩემმა: წამოდიო, მაგრამ ამინდის თუ თომას გამო არ მეხალისებოდა. სახლში დარჩენა გადავწყვიტე. სახლიდან გასვლისას არჩილიმა გამომხედა და უხალისოდ მითხრა.

_ რაღაც გული მეთანაღრება დაიკო მარტო რომ რჩები, დაფიქრდი, იქნება წამოსვლა გერჩივნოს, რა უნდა აკეთო სახლში მარტომ?

_ რა ვიცი, წავიკითხავ, ინტერნეტს მოვქექავ. შენ არ ინაღვლო მე და სიუ მარტოობას მიჩვეულები ვართ!_ გავუღიმე წამახალისებლად. _ თქვენ წადით და გაერთეთ! მე არამიშავს.

როცა კარი გაიხურეს ის იმხელა სახლი უჩვეულოდ ჩაჩუმდა. სიჩუმეც არ იყო ჩემთვის უცხო ხილი, მაგრამ ახლა რატომღაც ვეღარ ვიგუე. პატარა ვერანდაზე გამოვედი და სკამზე ნიჟარასავით მოკლაკნილ სიუს მივუჯექი.

_ რაო სიუ? კაია არა სუფთა ჰაერი და წვიმის ხმა?_ ვკითხე და თითები რბილ ბეწვში შევუცურე. აკრუტუნდა და კუდი გააქნია.
უცებ ჭიშკარი გაიღო და თომამ შემოაბიჯა უცნაური ღიმილით და ხელში შავი ხალიჩასავით გადახვეული ნივთით.

_ საღამო მშვდობისა გულისსწორო!_ მომესალმა შორიდანვე_ მოვიდა შენი გულმხურვალე მიჯნური!

_ თომა რას აკეთებ აქ?_ გავმკაცრე ხმა.

_ ოოო, რომ იცოდე, აქ რას ვაკეთებ..._ გაეღიმა შემპარავად და ის რაღაც, ხელში რომ ეკავა, კედელზე ააყუდა.

_ თომა, ახლა საერთოდ არ ვარ შენს ხასიათზე!

_ რა უცნაურია მჟავე, აი მე კი სულ ლიმონი მინდება ბოლო ხანია! გადავუჭამე ჩემს კეთილ მასპინძელს ბაღი. უკვე ეჭვის თვალით მაკვირდება მუცელზე!_ ხუმრობის ხასიათზე იყო.

_ აბა, კიდევ ერთხელ და უკანასკნელად გეკითხები: გამომყვები ცოლად?_ მის კითხვაზე დავიბენი. ვიფიქრე ხუმრობდა.

_ ჰე, ახლა მიპასუხე, მეჩქარება!_ საათს დახედა ინტერესით

_ ჰე, ახლა გეჩქარება? _ რადგან ცალ წარბს ვერაფრით ვწევდი მაღლა, ორივე ერთად ავწკიპე.

_ ხოო, შენს პასუხზეა დამოკიდებული ჩემი გეგმის შემდეგი განვითარება.

_ არა, ჩემო ძვირფასო! მე ცოლად არ გამოგყვები და ეგ შენი გეგმებიც სულ არ მადარდებს. ახლა კი წადი ჩემი სახლიდან!_ თითქოს თანხმობაზე უფრო მეტად ამ სიტყვებს ელოდა ისეთი სიხარულით აენთო თვალები. მივიდა და ის ნივთი გადაშალა. თითქოს მეცნო კიდეც.

_ ეგ რაღა ჯანდაბაა?_ ვკიხე ინტერესით და წამოვდექი.

_ეს ჩემო ლიმონო, დაპირებისამებრ ნაბადია!_ შემომხედა და თვალი ჩამიკრა. ახლა კი გამინათდა გონება. რამდენმე ნაბიჯით უკან დავიხიე.

_ არ გაბედო იცოდე! რა დრო გგონია შენ? გონს მოდი თომა!_ საჩვენებელი თითით დავემუქრე.

_ ოჰ, როგორ ვგიჟდები შენს სიბრაზეზე!_ გაეღიმა მას ვნებიანად._ იყვირე ჩემო ლამაზო, იყვირე და მაშველს მოუხმე, სანამ დრო გაქვს! უი, არავინაა სახლში?!_ გულიანად გაეცინა, უცებ სწრაფად მოვარდა. გაშლილი ნაბადი გარშემო შემომახვია და მხარზე გადამიკიდა აკივლებული და აფართხალებული.

_ რა გითხარი მე?_ ეზო გადაირა სწრაფი ნაბიჯით. ჩემს ყვირილს და მუქარას ყურადღებას არ აქცევდა._ ნებითა შენითა, თუ ძალითა ჩემითამეთქი არ გკითხე?
მანქანის კარი გააღო და ფრთხილად შემსვა ისე ტოლმასავით მჭიდროდ გადახვეული.

_ ბოდიში ახლა მთლად ცხენით ვერ მიმყავხარ, მაგრამ არა უშავს, მანქანაც ივარგებს. მართლაც ძველი დრო კი არაა ამ ტალახში ცხენით გაგიტაცო?!_ ახარხარდა და გვერდით მომიჯდა. მძღოლს გახედა.

_ აბა წავედით სანამ ბრაზიანი მდევარი დაბრუნებულა!

წამით სახლს გავხედე. სიუ გამოგვკიდებოდა და სახლის წინ დაბნეული კნაოდა წვიმაში. რატომღაც მხოლოდ ის გავიფიქრე, რომ ჩემი კატა დაიკარგებოდა ან მანქანა გაიტანდა და იმის ნაცვლად "მიშველეთ!" მეკივლა. ბავშვივით ავღრიალდი:

_ სიუ გარეთაა, დამეკრგება!_ თომა ჯერ გაოცდა. მერე გაეცინა.

_მოიცა ძმაო! გერი მრჩება უპატრონოდ!_ კარი გააღო, კატას მოუხმო. ისიც მაშინვე დამჯერედ შემოხტა მანქანაში და მანქანაც ადგილს მთელი სისწრაფით მოსწყდა.

....

_ ანუ ხმას არ მცემ?_ მკითხა თომამ და ნაბადის მოშორებაში დამეხმარა, მხოლოდ მას შემდგ რაც კარგად გავცდით სოფელს და დაუსრულებელ აღმართს შვუდექით.

_ თომა, გთხოვ რა! სირცხვილია უკვე ეს! ბავშვები ხომ არ ვართ!_ ვიფიქრე მასთან თხოვნა უფრო გაჭრიდა, მაგრამ ისეთი აჟიტირებული და ბედნიერი იყო ეჭვი შემეპარა, რომ საერთოდ ესმოდა ჩემი.

_ გოგო, ნახე რა რომანტიულია ეს ამბავი! რატომ ხარ ასეთი უცხვიმპირო? ნაბადით მოგიტაცე, ისე ბანალურად კი არა!_ კალთაში სიუ ეჯდა და მხიარულად აწვალებდა. ისიც ბეჯითად იგერიებდა თომას თითებს და მის დაკაწვრას მთელი მონდომებით ცდილობდა.

_ ასე შენსავით ფხუკიანი კატა სად იპოვნე?_ იცინოდა თომა.

_ კარგ ხასიათზე ხარ არა?
_ შესანიშნავზე! ენითაღუწერელზე!
_ თომა, მაინც არ გამოგყვები ცოლად!
_ გოგოოო, იცი რა ადგილზე მივდივართ? ინჰალატორს რომ დაგავიწყებს!
_ მეხსიერებასაც წამიშლის?
_ ოოოო, დაუწყე ისევ არა?_ უკმაყოფილების ჩრდილმა გადაუარა სახეზე.

_ არ მიკოცნია მისთვის, უცბად დამახტა და თავად მაკოცა!_ მართლა თავხედობის პიკი იყო, როგორც ყოველთვის.

_საწყალო, შეგბოჭა კიდეც არა? ვალში ხარ ჩემთან, სულზე მოგისწარი და გადაგარჩინე, თორემ ძალადობის მსხვერპლის სტატუსი არ აგცდებოდა!_ დავცინე მე.

_ სხვათა შორის ყველა შენნაირი ცივი და უგულო კი არაა! ქალები კარგად ამჩნევენ რა სიმპათიურიც ვარ! და თუ ფხიზლად არ იქნები მოგტაცებენ ჩემს თავს!_ გაიკრიჭა საკუთარი თავით სრულებით კმაყოფილი.

_ ღმერთო მიშველე, ეს ვის გადავეყარე!_ თავი მსუბუქად მივარტყი სკამის საზურგეს.

_ გაჩერდი, თავის დარტყმა აღარ გინდა შენ!_ ხელი გადამხვია და ჩამიხუტა_ უმაგისოდაც შერეკილი ხარ!
_ თავხედო!_ ვცადე მისგან თავის დახსნა.
_ მჟავე!_ უფრო უარესად მომეხუტა.

მთა მათაზე და კიდევ მეტი მთა, მაღალ ნაძვნარში ჩაფლული, მწვანე ველები და წვიმის შემდეგ ზეციდან ნისლებად ჩამოღვრილი რძისფერი ღრუბლები. პატარა ხის სახლები მთელ ფერდობზე ქაოტურად გაბნეულნი. შიგადაშიგ მობალახე ცხენები. და უსასრულოდ ვრცელი ნათელი ცა. აი ასეთი იყო ბახმარო იმ დღეს. ჰაერი იყო საოცრად კრიალა, იმდენად სუფთა, რომ ფილტვებს კაწრავდა. ყურები დამიგუბდა წნევის უეცარი ცვალებადობით. ვსუნთქავდი და თითქოს არ მყოფნიდა ცარიელა სუფთა ჟანგბადი. ვსუნთქავდი და კიდევ და კიდევ მინდოდა ბროლივით ჰაერი. თითქოს ფილტვები მტკიოდა ამ ანკარა ჟანგბადით. მწყურვალი მთის ნაკადულს თუ დაწაფებიხართ, მაშინ მიხვდებით, რასაც ვამბობ, წყალს უცნაური მოტკბო გემო რომ აქვს, რომ სვამ და არ გყოფნის. რომ სვამ და პირველ ჯერზე წყურვილს ვერ გიკლავს. თითქოს წყალი კი არა, რაღაც სხვა ჯადოსნური სითხეა, მიუჩვეველი და უცხო თვისების. აი სწორედ იგივე შეგრძნება მქონდა ბახმაროს ჟანგბადით მდიდარ ჰაერზე.

_ ბახმარო კარგია ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ძალების აღსადგენად! ხოდა ჩვენი ნაავადმყოფარი სიყვარული აქ იმიტომ ამოვიყვანე, იქნება განიკურნოს ჩემი თავქარიანობის და შენი მუდმივი უნდობლობისგან, გესმის მჟავე?_ თომას გავხედე, ანთებული თვალებით ათვალიერებდა იქაურობას.

_ დოღი უნდა იყოსო მალე, იცოდი?_ გამომხედა მხიარულად.
_ მერე?
_ რა მერე? მეც მინდა მონაწილეობის მიღება!_ განაცხადა მტკიცედ.
_ შენს თავქარიანობას ვშიშობ ბახმარო ვერაფერს დააკლებს!_ უიმედოდ გადავაქნიე თავი.
_ დოღს არა უშავს,სამაგიეროდ შენ ხომ მყავხარ აქ!_ ხელში ამიტაცა და დამაბზრიალა.

_ შეხედე, რა ცაა! -
ეს არის, რაცაა!

შეხედე, ამ მხარეს! -
ზღვით დილა გვახარებს!

შეხედე, რა ზღვაა!
ო, ეს ზღვა სულ სხვაა:

გულია, მიწაა!...
რაცაა, რაცაა

(გალა????)

_მგონი შენ ჩემზე კი არა გალაკტიონზე ხარ უგონოდ შეყვარებული!_ გამეცინა მხიარულად. თომამ თავი დამიქნია.

_ არც უმაგისობაა,ხოდა გიხაროდეს, რომანტიკოსი ქმარი გყავს გოგოოო!

ასე სიმღერით წამიყვანა დაქირავებული, ხის პაწაწუნა კოტეჯისკენ. მგონი მთელ პერიმეტრზე ამაზე პაწაწა სხვა სახლი არც იდგა. მისი სიხარული გადამედო. რაც არ უნდა მომეჩვენებინა თავი, მიხაროდა მასთან ყოფნა. მიხაროდა მისი არსებობა, მისი სიგიჟე და იქნება მისი თავქარიანობაც. უბრალოდ ზედმეტად კარგი მახსოვრობა მქონდა და ამას ვერაფერს ვუხერხებდი.

კოტეჯში პაწაწა სამზარეულო, პაწაწა აბაზანა და ზუსტად საწოლის ხელა საძინებელი იყო. ინტერესით მოვათვალიერე ეს ჰობიტის სახლივით ვიწრო ქიხი და თომას სერიოზულად მივუბრუნდი.

_ და შენ სად იძინებ?_ ვკითხე გულხელდაკრეფილმა.

_ იქ!_ თვალით მიმანიშნა საწოლზე.
_ კი აბა! იოცნებე!

_ რატომაც არა ვიოცნებებ, თან გინდა ახლავე ავიხდენ ოცნებას? _ მოვიდა და წინ დამიდგა.
_ ახლავე ვბრუნდები უკან!_ შევუბღვირე გაბრაზებულმა. ცოტა ხანს სერიოზულად მიყურა.
_ ვინღა მიგიღებს მერე უკან მთელი დღის განატაცებ ქალს?!_ ისეთი სერიოზულობით მკითხა ვერაფრით შევიკავე სიცილი.

_ არანორმალური რომ ხარ, მითქვამს ეს შენთვის?_ ვკითხე სული რომ მოვითქვი.
_ ახლა მითხარი, არაა პრობლემა!_ ხელები წელზე მომხვია.
_ აბა მეზობელი ჭორიკანა იზოების და ბოღმიანი ცისანების ჯინაზე დარჩები ჩემთან? სულელი უნდა იყო, ეს ყველაფერი რომ ვერ დააფასო!_ ხელით საკუთარი სხეული შემოხაზა. ხომ ვთქვი, ჭკვიანი კაცი იყო ბატონი თომა, ჭკვიანი და კარგი მანიპულატორი. იმას რასაც ვერ მიაღწევდა ჩხუბით და ძალით სულ ნაბიჯ_ნაბიჯ და მოთმინებით იღებდა იუმორის ხარჯზე.

_ კაცი კი არა ნამდვილი სატანა ხარ!
_ შენ კიდე ჩემი ანგელოზი, ოღონდ ეჭვიანი, ბუზღუნა და მჟავე! მიყვარხარ ლეილა! იცი, პირველად რომ დაგინახე რა გავიფიქრე?_ უარის ნიშნად თავი გავაქნიე.

_ გავიფიქრე, რომ გაივლიდი, გზას გააგრძელებდი და მე ვეღარასდროს გნახავდი! გული ძალიან დამწყდა!

_ ვერ მივხვდი, სად გავივლიდი._ მეგონა მას არ ახსოვდა ის ჩვენი პირველი წამიერი გადაკვეთა. მეგონა კი არა, დარწმუნებული ვიყავი ამაში და თავად არასდროს მითქვამს, იმიტომ რომ მეგონა დამცინებდა.

_ პირველად ქუჩაში დაგინახე, ალბათ შენ არც კი გახსოვს! გვერდით რომ ჩამიარე, გავჩერდი და კარგა ხანს გიყურებდი ჩემგან მიმავალს. საკუთარ თავს ვუთხარი: თუ შემობრუნდება და შემომხედავს, არასდროს გავუშვებმეთქი! მაგრამ არ მოიხედე! არადა ერთხელ მაინც რომ მოგეხედა, ჩემს ცხოვრებას მთლიანად შეცვლიდი!_ თმა თითებით ჩამომივარცხნა._ მაგრამ მერე როცა იქ მაღაზიაში დაგინახე, გული გამიჩედა. მივხვდი, რომ ცუდი ამბავი მოხდებოდა ჩემს თავს, თუ არ გაგეცლებოდი. უკვე ნიშნობა მქონდა და ვეღარ მოგიახლოვდი. ახლა ვხვდები ყველაფერი ზუსტად ასე უნდა მომხდარიყო, როგორც მოხდა! შენ უნდა მოსულიყავი და ყველაფერი შეგეცვალა! და რა გინდა მითხრა, რომ ახლა ხელს გაგიშვებ? მე საკმაოდ ეგოისტი ვარ საიმისოდ, რომ შენ გაგიშვა! ხომ გითხარი, რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს შორის, სადაც არ უნდა სცადო დამალვა, ვიპოვნი და სახლში წაგიყვანმეთქი! ზეგ გველოდებიან ჩვენები!

და ისევ "ჩვენები", ისევ ეს ჯადოსნური სიტყვა. უკვე მართლა აღარ მჯეროდა, რომ ასეთი რამ რეალურად ხდებოდა. იქნებ მესიზმრებოდა ეს ყველაფერი? იქნებ ეს ოცნების ახდენა კი არა ერთი ხანგრძლივი სიზმარი იყო.

_ რა მოხდა? რატომ მოიწყინე?_ მკითხა და ლამის თვალებში შემომიძვრა. _ტირი კიდეც?

_ თომა, ასე მგონია, რომ გავიქეცი აქეთ მომავალი ავარიაში მოვყევი და ახლა ღრმა კომაში ვარ._ ვუთხარი აცრემლებულმა.

_ სულ გაგიჟდი შენ?_ ნერვიულად გაეცინა მას._ რა სულელური აზრებია?

_ აბა რანაირად მოხდა, რომ ამხელა ბედნიერებაა ჩემს გარშემო? როგორ მოხდა, რომ თითქმის აუსრულებელი სურვილი ასე თავისით ამიხდა? და შენ? შენ საერთოდ რეალური ხარ? იქნებ იმ დღეს ჩემმა ქვეცნობიერმა დაგიმახსოვრა და ახლა ამიტომ მესიზმრები?

_ ანუ შენც გახსოვს ჩვენი შეხვედრა?_ცრემლები თითებით მომწმინდა. თავი დავუქნიე. დაიხარა და მაკოცა. ხანგრძლივი და ჯადოსნური იყო ის კოცნა. არ ჰგავდა იმ მოპარულ და ნაუცბადევ კოცნებს მას რომ სჩვეოდა.

_აბა, ჰგავდა ახლა ეს სიზმარს?! კი არსად არ გაგიშვებ, მაგრამ მაინც გეკითხები: დარჩები ჩემთან?_ კითხვის უცნაურ ფორმულირებაზე გამეცინა. ეს ყველაფერი მხოლოდ თომასებური იყო. მხოლოდ მას შეეძლო ყოფილიყო ერთდროულად ასეთი სერიოზულიც და არასერიოზულიც.

ფანჯარას გავხედე, ბინდდებოდა და ცას მაინც უცნაური მწიფე ატმისფერი ერია. ნისლებს მიღმა მძიმე ოქროსფერ სხივებს აცეცებდა დაღლილი მზე. გარეთ სახლების წინ პატარა კოცონები ენთო აქა_იქ და შორეული გიტარის ხმაც მოისმოდა.
გარეთ სიცოცხლე ფხოზლობდა, იმის მიუხედავად რომ ბინდი წვებოდა მთებზე.

მაგიდას გავხედე და ღვინოს მოვკარი თვალი.
_ არ გახსნი?_ ვკითხე მაგიდასთან მოფუსფუსე თომას. არადა მეგონა ის არ იყო იმ ტიპის კაცი, ვახშამს რომ უმზადებენ საყვარელ ქალებს. უარის ნიშნად თავი გააქნია და ეშმაკური მზერით გამომხედა.
_ ხომ გითხარი, ამ ღამეს მე შენ ფხიზელი მჭირდები ჩემო მჟავე პრინცესა!

მეორე დღესვე ამოქანდა არჩილი მანქანით და როგორც მოსალოდნელი იყო მთელი ოჯახობაც თან ამოჰყვა. მარტო თეონას უნათებდა ღიმილი სახეს.

_ ცოლიძმას სალამი!_ ნიშნისმოგება გამოსჭვიოდა თომას ხმაში. მისკენ მუქარით გაიწია არჩილმა, მაგრამ კობამ გადაუდგა.

_ ვის გაუბედე შენ ბიჭო, ჰა?_ მუშტი მოუღერა არჩილმა.
_ ლეი წამოდი სახლში და ამას რაც მოუვა, საკუთარ თავს დააბრალოს!_ არჩილს აშკარად ეგონა, რომ იქ ნების საწინააღმდეგოდ მაჩერებდა ვინმე.

_ დეი როგორ ხარ?_ ნანი შეწუხებული სახით ეძებდა ჩემს თვალებში უმცირეს მინიშნებას და მზად იყო თომას მოგრძო ქოჩორი დაეხვია მკლავზე.

_ ვერ ხედავთ, რომ კარგადაა? ძლივს არ უციმციმებს თვალები!_ გვერდით ამომიდგა თეონა.
_ მართალია ჩემი ძვირფასი ცოლიდა, ორიოდ დღეში ჩვენს ქორწილში გეპატიჟებით!_ ხელი გადახვია თომამ თეონას.

_ ლეილა?_ გამომხედა ინტერესით არჩილმა.
_ხოო , ასე გამოვიდა!_ ავიჩეჩე მხრები. მიყურა მიყურა არჩილმა და ბოლოს მასაც გაეცინა.

_ერთს მაინც მოვდებ რა ყბაში, ვინ იცის კიდევ მომეცემა თუ არა ამის შანსი!_ მუჭი მოუღერა თომას.
_ ორი დღე მაცალე ძმაო, არ მინდა საქორწილო სურათებში თვალდალურჯებული ვიყო და მერე მირტყი რამდენიც გინდა, არ დავიმსახურე თუ?!_ ხმაზე ეტყობოდა, კი არ ნანობდა თავის საქციელს, ამაყობდა კიდეც.

_ შენთვის სიურპრიზი მაქვს! როცა ამას ვაკეთებდი, ვერ წარმოვიდგენდი სად იყავი, ალბათ ახლა ეს ყველაფერი დიდად აღარ გაგაკვირვებს, მაგრამ მაინც, ძალიან მინდოდა ჩვენი სახლი შენს ოცნებას ცოტათი მაინც დამსგავსებოდა!_ თომამ ხელი ჩამკიდა და სახლში ერთად შევედით. ყველა იქ იყო, ყველა ჩვენიანი. ყველა, ვინც ძვირფასი იყო ჩემთვის. ჩემს ხანგრძლივ სიმარტოვეში ერთდროულად და უეცრად ამდენი "ჩემიანის" გამოჩენა, აი ეს იყო ნამდვილი ოცნების ახდენა. დაუჯერებელი და დასაფასებელი.

_ მაშ, გოგო ნაბდით მოიტაცე შე არანორმალურო?_ ბედნიერად იცინოდა ანზორი.
_ მარტო გოგო?_ მხარს უბამდა კობაც._ კატაც კი მოგვტაცა თქვენმა გადარეულმა ვაჟმა.

_ მოდი აქ რძალო!_ უკნიდან მომეპარა კესო. _რაღაც უნდა განახო!
მობილური გამომიწოდა.
_ჩართე და მოუსმინე!
სენსორს თითი დავკარი და ჩაბნელებული ვიდეო ჩაირთო.

_ შენ ვინ გეკითხება? რატომ ერევი სხვის საქმეში? _ქალის ნაცნობი ხმა გაისმა.
_ ხომ არ გავიწყდება, შენ უღალატე თომას ზედ ქორწილის წინ! _ ახლა კესო საუბრობდა.
_ და რას მიბრძანებ? ასე უბრალოდ შევარჩინო იმ სულელ გოგოს ჩემი ქორწილის ჩაშლა?
_ შენ თომას არ უყვარხარ, გესმის?
_ ვიცი! გასაგებად მითხრა იმ დღეს! უფრო მეტიც კი! უბრალოდ ის სულელი რომ დავინახე, სულმა წამძლია სამაგიერო გადამეხადა!_ დამცინავად აკისკისდა ჩემი ყოფილი მეტოქე.

თომას გავხედე, პაატასთან ერთად ღვინოს ანაწილებდა გამჭვირვალე სურებში. ბედნიერად იცინოდა და საკუთარი არჩევანით სრულებით კმაყოფილი ჩანდა. გამომხედა. მიხვდა რაღაც მოხდა და ჩემკენ წამოვიდა.
_ რა სახე გაქვს, ახლა არ მითხრა, რომ გადაიფიქრე!_ ისეთი შეშფოთებით მკითხა, სიცილი ამიტყდა.

_ წამოდი!_ მხრებში ხელი მომკიდა და წინ მიბიძგა. უკანა ეზოში გამიყვანა. იქ კი თურმე ნამდვილი სასწაული მელოდა. ტერასის კიბეზე ჩემი ჯუჯა ლიმონი იწონებდა თავს ახალ, მუცელგაბერილ, თიხის ქოთანში. ტბისკენ მიმავალი ბილიკის თავში უზარმაზარ ქოთნებში მსხმოიარე ყვითელი და ნარინჯისფერი ციტრუსის ხეები იდგნენ ჯარისკაცებივით. არ ვიცი, ორმოცდაათი? იქნებ მეტიც. მათ შორის გაბმული მსხვილი ნათურების ქვეშ იდგა გრძელი ხის მაგიდა და ზედ ლიმნებმოხატული თეთრი სუფრა ფრიალებდა. მაგიდაზე ვაზებში ის მახდინარი ყვეთელი ვარდები ეწყო. ჰამაკში გიტარა თვლემდა. ლიმნის ხეებს მიღმა ჩამავალ მზეზე ტბა ოცნებისფრად ელვარებდა.

_ ბოდიში თომა!_ ჩავილაპარაკე ჩურჩულით.
_ რას მეუბნები?_ ვერ გაიგონა და გამეორება მთხოვა. კიდევ ერთხელ მოვავლე იქაურობას თვალი. "არა, ახალი ცხოვრება არ შეიძლება ადამიანმა ბოდიშით დაიწყო." გავიფიქრე გულში. ''ახალ ცხოვრებს ახალი, ჯერაც უთქმელი და მშვენიერი სიტყვები სჭირდება! ისეთი, როგორიცაა:"

_ მიყვარხარ თომა!_ გულში ჩავეხუტე. რაღაცნაირად შვებით ამოისუნთქა.

_ მეც, ჩემო გოგონავ ციტრუსის ბაღიდან!

დასასრული

ვე რა



№1 სტუმარი Ana-maria

ძალიან მომეწონა მჟავეს და მავნეს სიყვარულის ისტორია. წარმატებები

 


№2  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Ana-maria
ძალიან მომეწონა მჟავეს და მავნეს სიყვარულის ისტორია. წარმატებები

მიხარია <3 )))))

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკა

სახალისო და თან სასიამოვნო წასაკითხი იყო მადლობა ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი რუსკა

საყვარელი ისტორია იყო.როგორც ყოველთვის იმედებს არ მიცრუებთ,ვერა.

 


№5 სტუმარი სტუმარი ეკატერინე

ძალიან კარგი იყო,როგორც ყოველთვის იგრძნობა,რომ თქვენ "თქვენ" ხართ,საოცრად აღწერთ "წვრილმანებს" და დიდი მადლობა თქვენ და მარტო იმიტომ არა,რომ ასე კარგად წერთ,ასევე მკითხველის სიყვარულისთვის,იმისთვის რომ ახერხებთ და საკმაოდ ხშირად გვანებივრებთ ახალი ისტორიებით...
მომავალ ისტორიამდე....

 


№6 სტუმარი ზამირა,

სასწაული გოგო ხარ ვერა,შენ რომ იცოდე რამხელა სიამოვნებას მანიჭებს შენი ისტორიების კითხვა❤️❤️❤️❤️მადლობა ამ სიამოვნებისთვის,❤️❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი სოფი

საყვარელი გოგო ხარ შენი ისტორიებით, ყველა მათგანში ჩანს შენი ფაქიზი სული

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინო

სასწაულად წერ და შენი ისტორიით სიამოვნებას მანიჭებ. მიყვარხარ ვერა შენ და შენი ისტორიები. ხშირად წერე რა.

 


№9  offline ახალბედა მწერალი ვე რა

მადლობა ყველას ერთად, რომ მიზიარებთ თქვენს თბილ ემოციებს.)))))

 


№10  offline წევრი Ni ni t

ძუძუები >

 


№11  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Ni ni t
ძუძუები >

თან ორი.

 


№12 სტუმარი სტუმარი მარი

ოქრო გოგო ხარ შენ!

 


№13 სტუმარი ნია

საოცარად წერთ. გთხოვთ ასე გააგრძელეთ. არ შეწყვითოთ წერა. ველით ახალ ისტორიას, წღმატებებს გისურვებთ.

საოცარი წერის სტილი და წარმოსახვის და ფანტაზიის უნარი გაქვთ

 


№14 სტუმარი სტუმარი გვანცა

ძალიან ვისიამოვნეთ. საოცარი ისტორიაა. გთხოვთ ერთი ასეთი ისტორია კიდევ დადეთ

 


№15  offline წევრი ელენე.ელე

აი არ ვიცი.გული არაფრით მიბრუნდება ამ ბიჭისკენ.არ იმსახურებდა ლეილას.

 


№16  offline წევრი GMG

ყოვლთვის დიდი მოლოდინით და სიამოვნებით გელით. გული მითბება თქვენი ისტორიების კითხვისას. მადლობა თქვენ,რომ ხართ და გვანებივრებთ❤️

 


№17  offline წევრი მარიამ. ნ

რა ძალიან კარგი იყო ♥️

 


№18  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ელენე.ელე
აი არ ვიცი.გული არაფრით მიბრუნდება ამ ბიჭისკენ.არ იმსახურებდა ლეილას.

რატომ რა დააშავა ასეთი? )))

GMG
ყოვლთვის დიდი მოლოდინით და სიამოვნებით გელით. გული მითბება თქვენი ისტორიების კითხვისას. მადლობა თქვენ,რომ ხართ და გვანებივრებთ❤️

მადლობა დიდიიი)))) სულ მალე კიდევ შემოგთავაზებთ ახალს.

 


№19 სტუმარი სტუმარი გვანცა

ამ ისტორიაზე უკეთესი შემოგვთავაზეთ

გელით მოუთმენლად. თქვენს ისტორიებს.

 


№20 სტუმარი სტუმარი თეო

როგორც ყოველთვის სახალისო და საინტერესო ისტორია იყო ,წარმატებები თქვენ ❤️❤️

 


№21  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან კარგია.სასიამოვნო და ლამაზი ისტორიაა..

 


№22  offline წევრი შარზენ

რა კაი იყო...მადლობააა

 


№23 სტუმარი ეკა 5

ვაიმეეე რა კარგი იყო ❤️ მიყვარს ორივეე ❤️

 


№24  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ეკა 5
ვაიმეეე რა კარგი იყო ❤️ მიყვარს ორივეე ❤️

მადლობაა )))))

 


№25 სტუმარი სტუმარი თამრიკო

უღმესი მადლობა ამ სიამოვნებისთვის,ძალიან მომეწონა და ვიხალისე ლეილას და თომას ჩხუბზე და სასიყვარულო ისტორიაზე კარგი იყო გაიხარეთ წარმატებები..♥️♥️????????

 


№26  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი თამრიკო
უღმესი მადლობა ამ სიამოვნებისთვის,ძალიან მომეწონა და ვიხალისე ლეილას და თომას ჩხუბზე და სასიყვარულო ისტორიაზე კარგი იყო გაიხარეთ წარმატებები..♥️♥️????????

მადლობა თქვენ, რომ ემოცია გამიზიარეთ.

 


№27 სტუმარი ეკა 5

რამდენჯერაც წავიკითხავ, უკეთესი მეჩვენება, ისეთი თბილია❤️ ძალიან მიყვარს თქვენი ისტირიები

 


№28  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ეკა 5
რამდენჯერაც წავიკითხავ, უკეთესი მეჩვენება, ისეთი თბილია❤️ ძალიან მიყვარს თქვენი ისტირიები

მიხარია და მადლობა))))

 


№29 სტუმარი სტუმარი teko❤️❤️❤️

რა კარგი იყო კიდევ მინდოდა????❤️❤️ წარმატებები❤️

 


№30  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი teko❤️❤️❤️
რა კარგი იყო კიდევ მინდოდა????❤️❤️ წარმატებები❤️

მადლობა ))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent