შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული ფარაფრას ოაზისამდე წიგნი2


30-03-2024, 13:51
ავტორი Elizabedi.girl from nowhere
ნანახია 712

ელი

ახლა ჩემს თავს სრული საოცრება ხდება. ამდენი ემოციებისგან სულ ამებნა თავგზა. მე ახლა ავტომობილში ალ ქარიმთან ერთად ვზივარ და ჩემს წინ არსებულ საცობს ისეთი სახით გავცქერი, თითქოს საოცარი მირაჟი გადამშლოდეს წინ. ისეთი დაბნეული ვარ, მართლა არ ვიცი რა ხდება, რატომ ხდება და ხდება თუ არა რეალობაში. ჩემი ძაფის გორგალივით აბურდული ფიქრებიდან ჩემი ძმის ხმა მაფხიზლებს.

ის: სად მივდივართ ელე?

მე: არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. მოდი ჩვენ მისი სასტუმროს წინ ჩამოგვსვი. მერე მოვიფიქრებ რა ვქნა.

ის: ანუ ჩვენთან არ რჩება? გადაწყვიტე შენ დარჩე?

მე: არა, არც ის რჩება ჩვენთან და არც მე მასთან. უბრალოდ ჯავშნის აღდგენა მოუწევს.

ის: ელე ჩვენ ხომ გვაქვს თავისუფალი ოთახი, თუ ერთად დარჩენას არ აპირებთ, იქ დაბინავდეს, ცოტა ხნით მაინც. ამდენი ხარჯი რა საჭიროა.

მე: არვიცი.

დაბნეულობისგან ამოვიოხრე და თავი სავარძელზე დავასვენე. არადა თითქოს მხოლოდ ბედნიერება უნდა ყოფილიყო, მხოლოდ დადებითი ემოციები, მაგრამ ახლა ჩემს თავში იმდენი კითხვა ტრიალებს. გეგონება ვიღაცას ფეხბურთის თამაში გადაუწყვეტია, ჩემი ფიქრებისგან დიდი ბურთი გაუკეთებია და ახლა ხან ერთ ხვეულზე შემეჯახება და ხან მეორეზე. კითხვები, უამრავი კითხვები ჩაბუდდნენ ჩემს თავში და იმდენად მავიწროვებენ მიჭირს ჩემი ბედნიერების შესისიხლხორცება. სარკიდან მწველი მზერა დავლანდე და კითხვაც გაისმა.

ჩემი ძმა: დაიღალე ელე?

მე: ძალიან. დღეს ემოციებით დახუნძლული დღე მაქვს.

თითქოს ალ ქარიმს გაეგო რაც ვთქვი და მაჯაზე ჩამკიდა ხელი. უცებ, ყველა ფიქრი გაქრა და მხოლოდ მისი სიახლოვე დარჩა. ტუჩები ღიმილმა გამიპო და ჩემი თითები მისაში ავხლართე. თვითონაც ღიმილით გამისწორა მზერა და ხელის ზურგზე მაკოცა, ძალიან ფრთხილად. მალევე მივაღწიეთ ჩვენს დანიშნულებას და ჩემი ძმა ღიმილით ჩამოგვცილდა. მისი ამჟამინდელი სამყოფლის წინ ვიდექით.

მე: ჯავშნის განახლება მოგიწევს. იქნებ გირჩევნია სხვა რამე მოვძებნოთ?

ის: აქ ძალიან კომფორტულად ვარ, საჭირო არაა. აქედან ყოველ დღე გადევნებდი თვალს. როგორ დაფარფატებდი ჩემი აივნის ქვეშ და მე ვერ გიახლოვდებოდი. ცუდი გრძნობა იყო.

გამეღიმა და ხელი ჩავკიდე. თითქოს შეხტაო, თუ უბრალოდ არ ელოდა. ცოტა დამაბნია მისმა რეაქციამ, მაგრამ შემდეგ თვითონაც მჭიდროდ ახლართა მისი გრძელი, თხელი თითები ჩემსაში.

მე: არაუშავრს, სამაგიეროდ ახლა ხარ ჩემს წინ.

ის: მართალია. ეს ძალიან მაბედნიერებს.

მე: მეც ალ ქარიმ, თანაც ძალიან.

სასტუმროში ჯავშანი განაახლა და მისი ჩემოდნებიც ოთახში დააბინავა. დამაინტერესა სად ცხოვრობდა ეს დრო და გადავწყვიტე ავყოლოდი. მშვენიერი, ნათელი, მყუდრო ოთახი გამოდგა. პატარა, კუსკუსა აივნით. მალევე ჩამოვედით მზით განებივრებული ქუჩაში და გზას უმისამართოდ გავუყევით. მე დილიდან მშიერი ვიყავი და ყავა მინდოდა, თვითონაც ალბათ დიაღალა, ადრე ადგებოდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ ერთ ძალიან მყუდრო კაფეში დავმსხდარიყავით. ფუმფულა დივანზე გვერდი- გვერდ დავიკავეთ ადგილი და ნაცნობი კაფე ღიმილით შევათვალიერე. ყავა და მწირი სუაზმე შევუკვეთე და მოლოდინის სიჩუმის გადასაფარად საუბრის თემა ავარჩიე.

მე: აბა, როგორ მოგწონს საქართველო? მომიყვები შენს შთაბეჭდილებებზე?

ის: აეროპორტიდან რომ გამოვედი, აქაურობა ისეთი ლამაზი იყო. შუადღე იქნებოდა. ცა ელი ისეთი ლამაზი იყო, ბევრი თეთრი ღრუბელით. საჰარაში ღრუბელი მხოლოდ წვიმის მანიშნებლეია, აქ კი, თქვენთან ცას ლამაზად გადაჰფარებია. ყველაზე მეტად მგონი ეს მომეწონა. ტრადიციული კერძები არ დამიგემოვნებია ძირითადად, რაც ჩამომითვალეს ყველას ხორცი ან ღვინო აქვს.

მე: გამოუცდელ პერსონალს შეხვედრილხარ. ვინ თქვა, რომ ქართველებს ხორცის და ღვინის იქით ტრადიციები არ გვაქვს? ცხადია ეს ისეთი დასაფასებელია, მაგრამ საქართველო როგორც ღვინის ისე ცომეულის სამშობლოცაა. ჯერ მარტო იცი რამდენ ნაირი ხაჭაპური გვაქვს?

ის: ეგ რა არის?

მე: ამას ახლავე გაიგებ. სხვა დროს სხვა სახეობასაც გაგასინჯებ.

შეკვეთა მოგვიტანეს. ახალგაზრდა მიმტანმა, რომელიც ამ კაფეში ხშირად გვემსახურება ხოლმე, ინგლისურად გამოლაპარაკება გადაწყვიტა.

ის: გამარჯობა. გემრიელად მიირთვით. დიდი ხანია აღარ გამოჩენილხართ. მეგობრულად გირჩევთ, თქვენს ტურისტ მეგობარს ხინკალი და მწვადიც გაასინჯოთ. აღფრთოვანებული დარჩება.

მე: მადლობა რჩევისთვის. - ვუპასუხე მეც ინგლისურად.- ის ხორცს არ ჭამს. ასე, რომ ჩვენს დანარჩენ გასტრონომიას გავაცნობ.

ის: უი ბოდიში, არ მინდოდა. მაპატიეთ და გემრიელად მიირთვით.

ის: როგორც ჩანს აქ ხშირი სტუმარი ხარ, მიმტანიც კი გცნობს.

მე: ხო ნამდვილად. ეს ჩემი საყვარელი კაფეა. ძალიან მყუდრო და ნოსტალგიური. აბა, როგორ მოგწონს?

ის: ძალიან გემრიელია მართლა. ასეთი არაფერი გამისინჯავს.

მე: ჯერ სად ხარ წინ იმდენი გაოცება გელის. საქართველო სურპრიზებით სავსე ქვეყანაა.

ის: გეთანხმები, როგორც კი მისი სტუმარი გავხდი, სურპრიზად შენი თავი შემახვედრა.

მე: აი კიდევ ერთი დასტური.

ამ დროს ტელეფონი აწკრიალდა, მალევე დავასრულე ნინისთან საუბარი და ღიმილიც ვერ შევიკავე.

მე: ნინიმ დამირეკა, აუცილებლად მოდიო.

სახე რომ მოექუფრა უნებლიედ გამეცინა.

მე: ნუ დანაღვლიანდი ვუთხარი, რომ მოგვიანებით ვნახავ.

ყურებამდე გაეღიმა და მეც გადმომდო. ცოტა ხნის შემდეგ თვალი კედელს გაუშტერა, თითქოს რაღაც უცნაურს ხედავსო.

მე: ყველაფერი რიგზეა?

თითქოს ფიქრებიდან გამოვაფხიზლე, უცებ გამისწორა მზერა. შემდეგ ჩემი ხელები თავისაში მოიქცია და ამით ყურადღების დაძაბვა სცადა. თითქოს სიტყვებს არჩევსო.

ის: ელი... ახლა რა იქნება?

მე: რას გულისხმობ?

ის: ანუ.. ჩვენ ახლა როგორ უნდა გავაგრძელოთ?

მე: ხო..ნუ ჯერ არ ვიცი ზუსტად როგორ უნდა მოვიქცეთ. ვერც კი წარმოიდგენ თავში რამდენი კითხვა მიტრიალებს ალ ქარიმ. ყველა ერთად. უბრალოდ დინებას მივყვეთ კარგი? ეს ყოველივე ორი წლის შემდეგ იმდენად მოულოდნელი იყო, არც კი წარმომედგინა და ახლა ასე უცებ არ შემიძლია რამის დანამდვილებით თქმა. ძალიან დაბნეული ვარ. ძალიან.

ის: ნუ დარდობ, ყველაფერი კარგად იქნება. შენ არ იღელვო.

გავუღიმე და მომინდა ჩავხუტებოდი, მაგრამ ცოტა დავიბენი. ვერ მივხვდი უნდა მოვქცეულიყავი ასე, თუ არა.

ის: ასე რატომ მიყურებ? თოთქოს რამის თქმა გინდა.

მე: შეიძლება ჩაგეხუტო?

გაეცინა და ხელები მჭიდროდ შემომხვია, მეც მას მივბაძე. თავზე დამაკონა ტუჩები და იქვე ამოილაპარაკა.

ის: ამას კითხვა არ სჭირდება ელი, როცა გინდა მაშინ ჩამეხუტე. მესმის შენი, ცოტა დავიბენი ხელი რომ ჩამკიდე. უბრალოდ ხომ გესმის, ამას მიჩვეული არ ვარ. ამან არ შეგაშფოთოს კარგი?

მე: კარგი, შევთანხმდით.

თავი მის სხეულს მივადე და ღრმად ჩავისუნთქე ბედნიერებით გაჟღენთილი ჰაერი.

მე: ძალიან მომენატრე ალ ქარიმ.

ის: მეც ჩემო ფერია. ძალიან მომენატრე, როცა დაგინახე მეგონა ფრთები შემესხა. შენ უბრალოდ ვერ მხედავდი და ეს უფრო მასევდიანებდა.

მე: ასე ფიქრობ? მე გზას ყოველ დღე ნახევარი საათით ვიგრძელებდი მხოლოდ იმისთვის, რომ სასტუმროს აივანზე მდგარი ალ ქარიმის ლანდს დილით გავეცილებინე და საღამოს ჩემთვის დაჟინებით ეცქირა.

ოდნავ მომშორდა.

ის: მართლა?

მე: რათქმაუნდა. მე ტყუილების თქმა არ მიყვარს. არ გინდა გავისეირნოთ? თბილისს დაგათვალიერებინებ.

ის: წავედით.

ბევრი ადგილი მოვინახულეთ, მაგრამ მას განსაკუთრებით მთაწმინდა მოეწონა. მეც ძალიან მიყვარს ეს ადგილი, დგახარ და თბილისი ხელის გულივით ჩანს. დიდხანს დავსეირნობდით, შემდეგ უკვე მოსაღამოვებულს საჭმელად დავსხედით. გემრიელად მივირთვით, შემდეგ ჩემი სახლი ვაჩვენე, ნუ ჯერ გარედან, მაგრამ მაინც. შემდეგ ისევ სასტუმროსკენ დავიძარით. არც ისე შორი მანძილია ჩემიდან ამ სასტუმრომდე. კართან გავჩერდით. გავუღიმე და კარისკენ ვანიშნე.

მე: შეხვედრამდე და ტკბილი ძილი. დღეს ძალიან კარგი დღე იყო. შენი წყალობით ალ ქარიმ.

ის: ელი ჯერ ნუ წახვალ. ცოტა ხნით დარჩი. თუ გინდა კიდევ გავისეირნოთ ან ყავა დავლიოთ?

მე: ჭამისთვის გვიანია ალ ქარიმ, სეირნობისთვისაც, ლამის ერთ დღეში გაჩვენე მილიონიანი ქალაქი. რაიმე სანახავი ხვალისთვისაც ხომ უნდა დავიტოვით.

ის: ანუ ხვალაც მნახავ?

მე: რათქმაუნდა ხვალ მამალივით დილაუთენია გაგაღვიძებ.

ის: კარგია, მომწონს ეგ აზრი. რა ჯობია თუ დილით შენ დაგინახავ.

მე: ჰოდა შევთანხმდით.

ის: შეგიძლია ცოტა ხნით დარჩე? სულ ცოტა ხნით?

მე: ნუ ღელავ ალ ქარიმ ხვალ დილამდე არც ისე ბევრი დარჩა. სადაც ორი წელი ვერ მხედავდი, ერთ ღამესაც გაძლებ უჩემოდ.

ის: მაგრამ ჩემო ფერია, ახლა ისე ახლოს ხარ, მგონია რომ თუ დავიძინებ ეს ყოველივე სიზმარი იქნება.

მე: ნუ გეშინია, შენ ქვეყანა საქართველო არასდროს გაგიგონია აქამდე. შენი გონება კი მას ვერ გამოიგონებდა.

ის: კარგი, მართალი ხარ. როგორც ჩანს ვერ დაგიყოლიე, მაშინ ხვალამდე ელი.

მე: რატომ გაქვს ისეთი სახე თითქოს იცი ,რომ მომავალი ორი წელი ვერ მნახავ. ხვალამდე სულ რაღაც ერთი ღამეა.

ის: მართალი ხარ, უბრალოდ მგონია რომ ეს ღამე საუკუნედ იქცევა.

მე: კარგი, დროს ტყუილ უბრალოდ წელავ. აბა ხვალამდე.

ის: მოიცა, გინდა გაგაცილო?

გამეცინა. რა საყვარელია.

მე: არ არის საჭირო, დაისვენე.

ის: გვიანი რომაა, არ გეშინია?

მე: არა. ხშირად ვყოფილვარ ქუჩაში ამ დროს. თერთმეტ საათზე.

ჩუმად ჩამეცინა. აშკარად მიმიხვდა.

ის: მე რომ ვღელავ?

მე: ჰოდა სანერვიულო არაფერია. მშვიდობით ვივლი. შენს ჯელტმენიბაში ეჭვი ისედაც არ მეპარება.

ის: კარგი ფრთხილად იყავი.

მე: ხვალამდე.

სანამ რამეს მეტყოდა გამოვბრუნდი, რადგან ვგრძნობდი კიდევ ერთი თხოვნაც და დამიყოლიებდა. მასთან ერთად დარჩენის არ მეშინია, არც მარტო ყოფნის და საერთოდაც, საკუთარ თავზე მეტად მას ვენდობი. უბრალოდ მეშინია, რომ ისე მივეჩვევი, პატარა განშორებაც კი მატკენს. ეს არ უნდა დავუშვა. უცებ შევბრუნდი და ისიც გაჩერდა. მივედი და ჩავეხუტე. მალევე მოვშორდი და გზა გავაგრძელე. გავიგე როგორც გაეცინა და თვითონაც სასტუმროში შევიდა. სახლში მივედი, ჩემს ძმასთან ცოტა ვისაუბრე და დასაძინებლად წავედი. მგონი მისი შიშები მეც გადმომდო. საერთოდ ვერ ვიძინებ მგონია, რომ თუ დამეძინება ალ ქარიმი გაქრება. ამ ფიქრებში ბევრი ვიწრიალე და ტელეფონი რომ აწკრიალდა მაშინევ გადავუსვი ხელი. რა კარგი ვქენი ჩემი ნომერი რომ ჩავაწერინე. შემომჩივლა ვერ ვიძინებო. მეც გავუმხილე იგივე სიმპტომი. დიდხანს ვლაპარაკობდით, ძირითადად არ მახსოვს რაზე, რადგან მისი ხმა ისე დამამშვიდებლად მოქმედებდა, ჩემდა უნებურად თვალები მეხუჭებოდა. შევჩივლე, რომ მეძინებოდა. ის კი ენთუზიაზმით აგრძელებდა რაღაცის მოყოლას. კომფორტულად მოვკალათდი და ტელეფონი სპიკერზე ჩავრთე. მალევე გამომეხმაურა.

ის: ელი აქ ხარ?

მე: კი გისმენ.

ის: ისე ჩუმად ხარ, მგონია რომ ჩემს თავს ველაპარაკები. კამერა მაინც ჩართე.

მე: კარგი

ტელეფონი სანათს მივაყუდე და მივაჩერდი. მალე ისე ჩამეძინა, ვერც კი გავიგე.

დილით ადრიანად გამეღვიძა და ადგომა დავაპირე. თავში უეცრად გამიელვა, რომ ტელეფონი არ გამითიშია და წამოვფრინდი. ზარი ისევ ჩართული იყო. ჯანდაბა რა სულელი ვარ. კი მაგრამ თვითონ რატომ არ გათიშა? ზარის დასრულებას ვაპირებდი, რომ შევამჩნიე თვითონაც ტელეფონი რაღაცაზე მიედგა და ტკბილად ეძინა. რა საყვარელია. ორ წუთიანი თვალდაუხამხამებელი ყურების შემდეგ საბოლოოდ გავთიშე ზარი. ცხრის ნახევარი იყო და გავემზადე. კარგია, რომ დღეს გრაფიკით უსაქმურობის დღე მაქვს. მოვწესრიგდი, ჩემი ძმა გავაღვიძე და სასტუმროსკენ სეირნობით დავუყევი გზას. მალევე მივედი და მთავარ ოთახში ჩამოვჯექი. იმედია გაიღვიძა უკვე. ამ მოლოდინში თხუთმეტი წუთი რომ გავიდა, მივხვდი მისი გაღვიძების პატივი მე რომ მხვდა წილად და დავურეკე. პირველზე არა, მაგრამ მეორე ზარზე აიღო ტელეფონი. აშკარად ტკბილად ეძინა, ხმაზე შევატყე. მალევე გამოჩნდა მოწესრიგებული და თვალებ ჩაშავებული. მომესალმა და ჩამეხუტა. მეც გავუღიმე და სალმით ვუპასუხე. სასტუმრო დავტოვეთ და გარეთ გამოვედით. კარგი ამინდი იყო, არც ძალიან ცხელი, არც ძალიან ცივი. მოკლედ მაისის ტრადიციული ამინდია.

მე: ბოდიში, რომ ჩამეძინა. უბრალოდ მოვითენთე.

ის: არაუშავრს, ისე ტკბილად გეძინა.

მე: სამაგიეროდ მგონი შენ არ გეძინა ტკბილად. თვალებზე რა გჭირს?

ის: ხო, ვერ მოვისვენე.

მე: უი ისე რატომ არ გათიშე?

ის: ისეთი საყვარელი იყავი, ვერ გავთიშე.

მე: შენ რა მთელი ღამე ჩემი ძილის ყურებაში გაატარე?

ის: ნუ მთლად მთელი ღამე არა, მეც ჩამეძინა.

მე: კარგი. წამოდი ყავა დავლიოთ, მე ვერ მოვასწარი, შენ კიდევ გჭირდება. სადმე არ ჩამოგეძინოს.

სიცილით ვუთხარი. თვითონაც ღიმილმა გაუპო ტუჩები. ერთ- ერთ კაფეში დავსხედით და ყავა შევუკვეთეთ. ერთმანეთის გვერდით ვისხედით. აქ ძალიან გემრიელი ყავა აქვთ. მისი თბილი თითები მაჯაზე რომ შემომეხვია, გამეღიმა. ასე რატომ აკეთებს? ერიდება?

მე: ყოველთვის ასე რატომ მკიდებ ხელს, შემთხვევით თავს უხერხულად ხომ არ გრძნობ? ან იქნებ ჩემი თითები არ მოგწონს? მგონი არც ისე ცუდი ხელები მაქვს.

გაეღიმა და ცერა თითი ხელებზე გადამატარა. მერე ტუჩებთან მიიტანა და მაკოცა. თავი უცებ ზღაპრის პრინცესა მეგონა და გამეცინა.

ის: შენ ძალიან ლამაზი თოთები გაქვს, საერთოდაც ძალიან ლამაზი ხარ. მე უბრალოდ მომწონს შენი პულსი მოსმენა. მამშვიდებს შენს გულის ფრთქვას რომ ვგრძნობ.

მე: სერიოზულად? ძალიან საყვარელი ხარ, ძალიან.

ახლა გავწითლდები, რანაირ სიტყვებს ამბობს.

ის: იცი, მაშინ ორი წლის წინ, როცა ცუდად იყავი და გეძინა ხელს მაჯაზე გკიდებდი და ეს მამშვიდებდა. ვხვდებოდი კარაგდ იყავი და მეც ვმშვიდდებოდი.

მე: მართლა? არასდროს შემიმჩნევია.

ყავას მივირთმევდით და სიმშვიდით ვტკბებოდით, როდესაც ეს უკანასკნელი ჩემი ტელეფონის წკრიალმა დაარღვია. ნინი მირეკავდა, გუშინაც ვერ ვნახე. დამტუქსა და მითხრა სადაც ხარ მოვალო. ეს კარგი იდეაა, მგონი. სანამ მისამართს მივწერდი, გადავწყვიტე მისთვის მეკითხა.

მე: წინააღმდეგი ხომ არ ხარ ჩემი მეგობარი რომ მოვიდეს? თან გაიცნობდი.

ის: რათქმაუნდა არ ვარ.

რამოდენიმე წუთში ნინი შემოვიდა კაფეში და კარიდანვე დაიწყო ლაპარაკი ისე, რომ არც კი შემოუხედავს.

ნინი: შენ ქალბატონო მომეკვლევინები. გუშინ ვიღაც ბიჭთან ერთად დაგინახე და თან ურცხვად მატყუებ, საქმე მაქვსო. გადაწყვიტე ხო ბრმა პაემანზე წასვლა .

მე: გამარჯობა ნინი, როგორ ხარ?

ნინი: უი ხო. გამარჯობა. ეს ის ბიჭია ვისთანაც დაგინახე. სასწაული მოხდა და ვიღაც ერთი ნახვით ისე მოგეწონა, რომ უკვე მე მაცნობ? უი უცხოელი ყოფილა. ქართული ესმის?

მე: ხო ქართველი არაა. ნინი გაიცანი ეს ალ ქარიმია.

ნინი: ვინ? ელე მითხარი, რომ მუსლიმურ სამყაროში ეს სახელი გავრცელებულია. თუ ეს ის არის ვინც მე მგონია?

მე: ეს ის ალ ქარიმია, ვინც შენ გგონია.

ნინი: მოიცა შენ ხომ ის არ გახსოვდა, ან საერთოდ აქ საიდან მოხვდა?

მე: რატომ აიკვიატეთ ყველამ, რომ არ მახსოვდა. რადგან არ ვახსენებდი იმას კი არ ნიშნავდა, რომ დამავიწყდა. მაგ სულელური აზრის გამო, კინაღამ სამუდამოდ დავკარგე.

ნინი: ახლავე დაფქვი რა მოხდა.

მე: შეძლებ ინგლისურად მოისმინო?

ნინი: კი.

ამის შემდეგ ინგლისურად განვაგრძე ამბის თხრობა.

მე: კარგი მაშინ. ალ ქარიმ გაიცანი ეს ნინია, ჩემი საუკეთესო მეგობარი. ნი ეს ალ ქარიმია, ნუ ხო იცი ვინც არის.

ის: სასიამოვნოა.

ნინი: ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა. ეხლა კიდე მომიყევი, საიდან აღმოჩნდით ერთად.

მე: მოკლედ გეტყვი, ალ ქარიმმა გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსულიყო. მშობლებმა აჩუქეს ბილეთი. შემდეგ სრულიად შემთხვევით დამინახა და ჩემმა ᲫᲛᲐᲛ შეაჩერა, რომ არ ვენახე. იმ დღეს, როცა წასვლას აპირებდა გავიგე, რომ ᲐᲥ ᲘᲧᲝ ᲓᲐ შევაჩერე. სულ ეს არის.

ნინი: გასაგებია. როგორ მოგწონთ საქართველო?

ის: ძალიან მომწონს, თან აქ ელი ცხოვრობს.

ხელი მაჯაზე ჩამჭიდა. ახლა რამდენჯერაც ასე იზავს მისი სიტყვები უნდა გამახსენდეს და გული ამიფრიალდეს?

ნინი: ელე- მითხრა ქართულად- ასე უცნაურად რატომ გკიდებს ხელს, გეგონება გიჭერს, რომ არსად გაექცე.

მე: დღეს ვკითხე ამის შესახებ- ვუპასუხე მეც ქართულად- მან თქვა, რომ ჩემი პულსი მოსმენა მოსწონს.

ნინი: ეხლა გავაფრენ რა სისაყვარლეა.

მე: ჰო ძალიან. უი ხო შენ რა საქმე გქონდა?

ნინი: არაფერი, ვიფიქრე ბლინდ დეითზე წახვრდი და მე მიმალავდი.

მე: გაგაბრმაპაემანებ მე შენ!

ის: ბრმა პაემანი?

მე: ჰო. ბოლო წლის მანძილზე ყველა ჩემი დაქალი ცდილობს ვინემ გამირიგოს. ოღონდ წარუმატებლად.

ის: რატომ?

ნინი: რატომ და დადიოდა მარტო, ეს არ ერთობოდა და არაფერი. ჰოდა ვიფიქრეთ, რომ ვინმე კარგ ბიჭს გავაცნობდით, მაგრამ ის ჯიუტად აცხადებდა უარს.

მე: აბა რას ვიზამდი, არა რას ელოდით რო?

ის: ანუ არც ერთ პაემანზე არ წახვედი? საწყალი შენი მეგობრები.

მე: შენ ამის მხარეს ხარ თუ მე მეჩვენება? ხო იქნებოდი ღირსი ეხლა მე აქ შეყვარებულთან ერთად რომ დაგენახე?

ის: მე არავის მხარეს არ ვარ. ნუ სულელობ კარგია, რომ ასე არ მოხდა.

მე: ნამდვილად.

ნინი: კარგით მე წავალ ახლა და სხვა დროს გნახავ. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ალ ქარიმ.

ის: ჩემთვისაც.

მე: უკვე რატომ მიდიხარ?

ნინი: რავიცი სადღაც ვარ გასასვლელი და წავალ. აბა გნახავ მერე.

მე: კარგი როგორც გინდა.

კაფე დატოვა და გზას დაადგა.

ის: ძალიან კარგი მეგობარი გყავს.

მე: მართალია. ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს.

ის: აშკარაა თვითონაც ძალიან უყვარხარ.

მე: ჰო ᲐᲚᲑᲐᲗ... არ წავიდეთ? საათზე მეტია აქ ვართ.

ის: სად წავიდეთ?

მე: რავიცი, გინდა ძველ თბილისში გავისეირნოთ? შეგვიძლია ცენტრშიც ჩავიდეთ, ან კიდევ კინოში წავიდეთ.

ის: წინ მთელი დღე გვაქვს, მოდი ყველაფერი გავაკეთოთ.

მე: სიამოვნებით.

______________________
მოგესალმებით. როგორცნ იქნა ვაიძულე ჩემს თავს დაბრუნება. ვეცდები ყველაფერი მოკლედ გითხრათ, რომ ტავი არ მოგაბეზროთ. წითლის ეპოქის ახალი თავები არ დაიდება, რადგან ვფიქრობ, რომ მან მოწონება არ დაიმსახურა. სამაგიეროდ გიბრუნდებით ჩემი პირველი ნაწარმოების მეორე ნაწილით, რომელიც წერის პროცესშია, მაგრამ მოტივაციის ნაკლებობის გამო ვეღარ ვაგრძელებ. ვიფიქრე, რომ თუ იგი დაიმსახურებს ინტერესს, მეც შევძლებ წერის გაგრძელებას. თქვენი აზრი გამიზიარეთ კომენტარების სახით. მადლობა.
გთხოვთ გამიზიარეთ თქვენი აზრი.



№1 სტუმარი მირანდს

როგორ ველოდი და გამახარეᲗ წარმატებები ველი Შემდეგს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent