შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო! ( ნაწილი 1)


5-04-2024, 01:05
ავტორი ანნა ანუკი
ნანახია 5 547

გამარჯობა ეს ისტორიაა, რომელიც დადებული იყო, თუმცა მისი თავები 1 დან 12 მდე გაქრა და აორთქლდა, მისი ჩანაწერები არ მქონია ამიტომ აღდგენა მომიწია, საბოლოოდ ისევ შეიქმნა სრულად და მინდოდა დამედო, რადგან ძალიან ბევრმა ვერ შეძლო წაკითხვა, სრულად ვერანაირად ავტვირთე, რადგან არ იდებოდა ამიტომ გადავწყვიტე ორ ნაწილად დამედო, მიუხედავად იმისა, რომ შედევრი არაა, დროის გასაყვანად ვფიქრობ გამოდგება???????? ამავდროულად თითქოს ვგრძნობ რომ ეს ჩემი ბოლო ისტორიაა და ისიც ძალიან გამეხარდება თუ რაღაც ემოციას ყველა გამოხატავთ, თუ შემდეგი ისტორიისთვის არა ცხოვრებაში აუცილებლად გამოვიყენებ, ამასთანავე იმასაც ვიტყვი, რომ ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი დავამატებდი და მეტად შევცვლიდი, მაგრამ ისე ვერ შევძლებდი, რომ სეულად არ წამეშალა და ხელთავიდან დამეწერა, ამ წყვილებზე ისტორია, ამიტომ სულ მცირედ შესწორებულია, გამიხარდება თუთოეულის რჩევა და გამოხატული ემოცია????
......
- რომელი საათია?
ჩურჩულით ჩამოწიკა ბიჭმა თმა მის წინ მჯდომ გოგონას, რომელმაც მშვიდა გახედა და მის სიტყვებზე მარცხენა ხელზე გადაჭერილ ვარდისფერი საათის ისრებს ინტერესით დახედა
- რვა წუთში გამოვა
ასევე ჩურჩულით უთხრა მშვიდად შეხედა კიდევ ხომ არაფერი უნდოდა და მერხისკენ შეტრიალდა, ბიჭმაც ამოტირებით ჩარგო თავი მერხზე ჩამოდებულ ხელებში და უკვე ესიკვდილებოდა ზარამდე დარჩენილი ის რვა წუთიც კი, მე-7 გაკვეთილი ზედმეტად გაიწელა ყველასთვის და უკვე დაღლილი, მობეზრებული თვალებით შესცქეროდნენ მოლაპარაკე მასწავლებელს, ზოგს მერხზეც ჩამოედო თავი და ერთი სული ჰქონდათ, როდის გაიგებდნენ, ბედნიერების მომასწავლებელ ზარს, რომელიც სახლში წასვლისა და დასვენების მომასწავლებელი იყო, მასწავლებელიც დაუზარებლად ასრულებდა საქმეს, სწრაფად ცდილობდა მოესწრო შემდეგი გაკვეთილის ახსნა და ზარმაც არ დააყოვნა, მაშინვე აწრიალება, ახმაურება და ჩანთაში ნივთების ჩაყრა, რომ დაიწყეს ბავშვებმა სწრაფად წამოიძახა შემდეგი გაკვეთილისთვის დავალებები, სანამ რომელიმე კლასს დატოვებდა გახსენებული სიახლისთვის, სწრაფად გააჩერა ბავშვები და ყველას ყურადღებაზე ხმამაღლა წარმოთქვა სიტყვები
- ხვალ 11 კლასში ადიხართ ერთად გექნებათ მერვეებსა და მეთერთმეტეებს, სოციალური მუშაკები მოდიან, გთხოვთ ნუ დააგვიანებთ....
სწრაფად წამოიძახა და უკვე უინტერესოდვე გაცვივდნენ ბიჭები კლასიდან პირველივეები.....
მშვიდად მიუყვებოდნენ დაქალები სკოლიდან გამომავალ ბილიკს ხმამაღალი ლაპარაკით, დიდი სკოლის გასასვლელამდე აღარაფერი დარჩენოდა ხმამაღალ ყვირილზე მოულოდნელად გახედა ვარდისფერი საათით გოგომ ბიჭს, რომელმაც მისი სახელი შორიდანვე მაღალზე შემდგარმა წამოიყვირა...
- მაშოოო.... გაიქეცი რამიზიმ გაიგო,
სწრაფად გახედა სკოლის კარებიდან გამოვარდნილ ბიჭს და მაშოს მაგივრად შეკრთა,
- ჩქარა...
კიდევ ერთხელ ანიშნა და მაშომაც კლასელს შეხედა დაძაბული მზერით ჩანთა მოიხსნა თუ არა მეგობარსვე გაუწოდა უცებ და გამოჩენილი წარბებშეკრული ბიჭი, რომ სწრაფად გამოჩნდა, გაყინული მზერით გახედა შორს მყოფს, რომელიც წამით გაჩერდა სწრაფად რომ მოეთვალიერებინა ფანჯრიდან დანახული მაშო, რომელიც სკოლიდან გადიოდა და უკვე მიზანში ამოღებულისკენ სწრაფად დაიძრა, მაშოც მოსწყდა შეშინებული ადგილს და კარებში გავარდა სადაც მომავალი ბიჭები ერთდროულად შემოსულიყვნენ მათ შორის სწრაფად გაძვრა ძლივ ძლივობით და ხმაურიანი სირბილით დაუყვა მშვიდ უბანს, კორპუსები რომ ჩამწკრივებულიყო და მზის მანათობელ თბილ სხივებს აკავებდა, გზის გასაყოფზე გასულს აღარც კი გაუხედავს უკან სწრაფად ამოეფარა გზას და ერთადერთ პატარა საცხობში შევარდნილი კარებთანვე მოიკეცა სწრაფად, შიშისგან მთელი სხეულით კანკალებდა და ახლაღა ნანობდა საქციელს, რის გამოც ხვდებოდა რომ დასჯა და ბულინგი არ ასცდებოდა, ეს ჩაშვება იყო, ჩაშვების გამო უდუღდა რამიზის ნერვები და არც აპირებდა შეერჩინა მაშოსთვის, ეს უკანასკნელიც მშიშარა იყო, ყოველთვის დამთმობი და არც არასდროს შეეძლო საკუთარი თავის დაცვა თითქოს პატარა იყო იმისთვის რომ საკუთარი თავის დაცვა შესძლებოდა, ჩაკუზულს ხელები რომ მოეხვია მუხლებზე სწრაფად გახედა გამყიდველმა,
- რას აკეთებ მანდ?
უხეშად იკითხა და მაშოსაც გული ამოჯდომოდა ქალის ხმაზე მოულოდნელობისგან შეხტა და შიშით 'გაიჭყიტა' კარებიდან, რამიზი უკვე გზად გამოსულიყო ადგილზე შემდგარი იყურებოდა იქით-აქეთ მაშო, რომ დაეკარგა და დაბნეული მოიწევდა საცხობისკენ,
- დასამალი ადგილი მაააქვს?! მოშორდი აქედან,
უხეშად გახედა ქალმა ბავშვს, რომელიც დამალობანას მოთამაშე ეგონა და სიუხეშე ვერ დაემალა ისე გამოძვრა სალაროდან, მის ხმამაღალ ხმაზე უკვე ხვდებოდა მაშო რომ ვერანაირად გამოძვრებოდა მარტივად მიხვდებოდა, რამიზიც სად იმალებოდა მაშო და ტუჩებ დაბრეცილმა სწრაფად აიფარა თვალებზე ხელი კარებში შემოვარდნილი სინათლე ჩრდილმა ჩაანაცვლა და მალევე დინჯი ნაბიჯით შემოვიდა საცხობში სხეული,
- ჭიტა! გიპოვეე,
ბიჭის მშვიდ ხმაზე დაიძაბა მაშო უცებ არ ჩამოუხსნია ხელები,
- გვაპატიეთ, აღარ განმეორდება,
აშკარად მშვიდ სხვანაირ ხმაზე ნელ-ნელა ჩამოიშორა მაშომ ერთი ხელი და ნელ-ნელა ააყოლა თვალი უცხო მაგრამ ამავდროულად ნაცნობ სხეულს თვალი,
- ადექი წავიდეთ,
მშვიდად გაუწოდა მაშოს ხელი ბიჭმა, რომელიც ისევე წყნარი იყო, როგორც სკოლაში, ისევე გაწონასწორებული და სიმპათიურიც, მაშინვე იცნო მაშომ ბიჭი, რომელიც მის სკოლაში არა მხოლოდ გამორჩეული სიმპათიურობა და სიმშვიდისგამო გამოირჩეოდა არამედ მისი ნიჭიერებაც მთელ სკოლაში ცნობილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ წიგნებს გადაყოლილი არ ყოფილა, მასწავლებლებისგანაც ბევრი გაეგო მაშოს უკვე ცნობილ რატიზე და უკვირდა კიდეც ახლა მის წინ რომ დამდგარიყო და მისთვის ხელი გაეწოდებინა, წამით ფიქრებში გადაქროლებული დაბნეული, რომ დაჰყურებდა ხელს ნაზად გაათამაშა რატიმ უხეში ლამაზი სწორი თითები მის გამოსაფხიზლებლად და მანაც დაბნეულმა შეაგება ცივი თითები თბილ ხელს ისევე წამოდგა მშვიდად,
- უკაცრავად შემოჭრისთვის,
ქალს გახედა რატიმ ისევ და ცალი თავისუფალი ხელით ჩვეულად შემოჭერილი მწვანე ბენდენიანი ხელი გადაისვა თმაზე, აღარაფერი უთქვამს ქალისთვის გარეთ გასულმა გაიყოლა მაშო და ისევ იქვე მდგარი რამიზის დანახვისას მთელი სხეულით დაიჭიმა, ისე გაშეშდა ადგილზევე და არც ბიჭი მორიდებია, სწრაფად ეცვალა თვალები ისევ და მასთან უმალ მისულმა ჩაავლო საყელოში ხელები,
- შპიონო ბავშვო!
მასზე ოდნავ მაღალმა გამოუცრა კბილებში და რატიმაც მშვიდად შეანათა მწვანე მზერა მაშოს მივარდნილს ისე შეისწორა გზად მოკიდებული მაშოს ჩანთაც და ფრთხილად უშვა მაშოს ხელი,
- მახარებს თუ ხვდები, რომ ბავშვია,
წყნარ ხმაზე უნებურად გახედა რამიზიმ უკვე მას უკან მდგარ ბიჭს ინტერესით,
- მეგონა სკოლაში ასწავლიდნენ გოგოს პატივისცემას და ისევ შევცდი,
მშვიდად ამოაცურა კოლოფიდან სიგარეტის ერთი ღერი და ტუჩებს შორის აუნთებლად მოიქცია, უნებურად უშვა რამიზიმ მაშოს ხელი და მანაც უზარმაზარი იმედიანი დაძაბულობის ნერწყვი გადააგორა ყელში,
- კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს მშობლებისგან ისწავლება,
დაასრულა და მანამ ხელახლად განაგრძობდა საუბარს მანამ აწია ხელი რამიზიმ მის გასაჩერებლად,
- მშობლებზე არ ვიყოთ,
- მშობლება რა დააშავეს თუ შვილი უტვინოა? და რას აპირებ უნდა ცემო?... მართალი ხარ პრინციპში სუსტი სქესის ცემა მარტივია, ვერანაირი წინააღმდეგობა და თან მოერევი,
მშვიდად ჩაიცინა და მაშოსკენ ნელი, ნაბიჯებით დაიძრა,
- იამაყებს დედა შენით,
ღიმილი შეწყვიტა ისე ჩააჩერდა მკაცრი და მიმნიშნებელი თვალებით ბიჭს და მაშოს ჩანთა მოიხსნა მხრიდან, მშვიდად ინაცვლა მისმა მზერამ ჯერ ისევ შეშინებული მაშოსკენ და წყნარად მიაწოდა ჩანთა, აღარ შეუხედავს ბიჭისთვის ბოლოჯერ მოავლო მაშოს თვალი და მშვიდად მოტრიალდა....
- მუშტი არ ააცილო....
ბოლოჯერ მიაწვდინა ხმა შეუტრიალებლად დიდი ნაბიჯებით წასულმა გაატარა მანქანა წინ და აღარც მობრუნებულა...
მკაცრი და ზიზღით სავსე მზერა ესროლა მაშოს რამიზიმ და ნამუსზე აგდებული საერთოდ ვერაფერს აკეთებდა, სიტყვაც კი ვერაფერი მოიფიქრა, რომ მისთვის ეთქვა, მაშო კი ჯერ ისევ დაბნეულ, შეშინებულ მზერას ანათებდა მასზე ოდნავ მაღალს და ელოდა კიდეც დამცირებებს,
- არ დამენახო!
საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ბოლოს და შეტრიალებასთან ერთადვე სირბილით დაუყვა სკოლის მხარეს, წამით ისევ იგივე მზერით უყურებდა მაშო და სიმშვიდე, რომ იგრძნო ღრმად ამოიხვნეშა, ფრთხილად მოიკიდა ჩანთა გაკვირვებულმა გახედა გზას სადაც რატი დაუყვა ცოტახნის წინ და გაკვირვებული, რომ ცხოვრებაში პირველად ბულინგს აცდა პატარა ნაბიჯებით მარტომ განაგრძო სახლისკენ მიმავალი გზა.....
დილას უკმაყოფილო მზერით მიუყვებოდა სკოლისკენ მიმავალ გზას, ორივე მხარზე ჩამოეკიდებინა ჩანთის რბილი ქამრები და უკმაყოფილო მზერით სწრაფად მიაბიჯებდა, სკოლის კარში შესული არ იყო ხმამაღალ ნაცნობ ხმაზე უკმაყოფილოდ მიიხედა ხმისკენ აუჩქარებლად და მალევე ამომდგარ კლასელს მიაპყრო უიმედო მზერა....
- რა ქენი გუშინ? ...... მეგონა არ მოხვიდოდი
ცალ მხარზე ჩამოეკიდა მოსვლის თანავე და არეულ აჩქარებულს სუნთქვასთან ერთად ამოილაპარაკა,
- არაფერი! უბრალოდ ჩანთას შენგან ველოდი,
უკმაყოფილოდ გახედა გზას და არც უცდია მისთვის აეწყო ფეხი მეტად მოუმატა, რადგან სკოლის ეზოშიც ყრუდ გაისმა ზარის რამდენიმე წამიანი რეკვა,
- რა ცუდ ხასიათზე ხარ
თვალი გააყოლა მშვიდად წინ გაქცეულს და სწრაფი ნაბიჯებით ეცადა დაწევას
- დღეს მეოთხეზე ავდივართ ხომ გახსოვს?....
სწრაფად დააწია სიტყვები სკოლის კარებში შესულს, დარაჯს მოავლო წამით თვალი და სწრაფად შევარდა ისიც.....
კლასში შესვლა მოასწრო მაშოს კლასელმა და ადგილზევე შეეყინა გავსებულ ოთახს რომ მოავლო თვალი, ახალი შესული იყო უცხო ქალბატონი ოთახში და ღიმილით ავლებდა თვალს ბავშვებს, რომლებიც ცდილობდნენ სადმე ადგილი ენახათ, ზოგი ერთ სკამზე მოთავსებულიყო მრავლად, კალთაშიც ჩაჯდომოდნენ ერთმანეთს, ღიმილით შეავლო კლასელებს თვალი გოგონამ და მალევე კლასელის მინიშნებაზე ღიმილით ჩამოჯდა მისი სკამის ნაპირზე....
- იქნებ სადმე მონახოო?
ღიმილით, ნაზი სასიამოვნო ხმით დახედა ქალმა ფეხზე მდგარ მაშოს და მანაც კიდევ ერთხელ მოავლო კლასს თვალი, უკან მჯდომ ნაცნობ უცნობს შეანათა წამით დაბნეული მზერა და უხერხულად გადადგა უმისამართოდ ნაბიჯი, რატის მზერა, რომ ახლა თავად იგრძნო ხელთავიდან შეხედა მორცხვად და მის გვერდით ცარიელ მერხს შეხედა, რომელსაც სკამი არ ჰქონდა, უკან უპატრონოდ ეგდო სკამის რკინით მოხაზულობა, ვიღაცას მისთვის დასაჯდომი ხის ნატეხი აეძრო და დაშლილი მიეტოვებინა, მაშინვე ანიშნა რატიმ თვალებით მისკენ მისულიყო და ეს უკანასკნელიც უნებურად წავიდა მისკენ, რადგან ახმაურებულ კლასს მალე გააჩუმებდნენ და გაცნობით დაწყებულ გაკვეთილს განაგრძობდნენ, სწრაფად წამოდგა რატი, ფანჯრის რაფიდან სკამის ნატეხი გადმოაცურა მისი რკინის მოხაზულობა მიაჩოჩა თავისკენ, მისი სკამი გვერდითა მერხისკენ ჩააცურა, ისე აიგო თავისთვის სკამი და ფრთხილად ჩამოჯდა, უხერხულად ჩამოჯდა მის გვერდით მაშო და წამით მოავლო მზერა
- მადლობა
იმდენად ჩუმად ამოთქვა საკუთარი ხმა თავად ძლივს გაიგო,
- ბავშვი,
მხოლოდ თავის გასაგებად ამოიჩურჩულა რატიმ და კედელს მშვიდად მიეყრდნო...
მოსაბეზრებელი გახდა 10 წუთშივე ბავშვებისთვის ერთიდაიმავე თემაზე საუბარი, გონება გაფანტულები ისხდნენ, ზოგი რაზე ფიქრობდა, ზოგი კი თავის საინტერესო საკითხზე საუბრობდა ამხანაგთან, რატის მშვიდად დაედო თავი მერხზე, უკაბელო ყურსასმენის ცალი მხარე მოეთავსებინა და ტელეფონში გახსნილ ვიდეოს ინტერესით ათვალიერებდა, მაშოც ხშირად გახედავდა ხოლმე მისთვის საინტერესო მანქანებს და ხშირად ამოიხვნეშებდა ხოლმე მობეზრებულად,
- გინდა?
დაბალხმაზე ამოლაპარაკებით გახედა რატიმ გვერდზე მჯდომს და თავისუფალ ცალ ყურსასმენზე ანიშნა, დაბნეულმა აიჩეჩა მაშომ მხრები და უკვე რატის გაწოდებული ყურსასმენი თამამად გამოართვა.....
მას მერე შეიცვალა 'პატარა გოგოს' ცხოვრება, დღის რუტინა, ხასიათი და საერთოდ ყველაფერი, თავდაჯერებული გახდა, ბედნიერება შეიგრძნო, უხაროდა ყოველი დღე, რომელსაც მარტო არ იწყებდა, მარტო არაფრის კეთება უწევდა, მეგობრებიც მეტი შეიძინა, უკვე საყვარელი ისტორიაც და ამასთანავე საყვარელი ცეკვაც კი ჰქონდა, ეს "ზოროს ტანგო" იყო, რომელსაც რატისთან ერთად შეუდარებლად ასრულებდა, ხშირად ცეკვავდა ლამბადასაც მხოლოდ მასთან ერთად, იმედებით სავსე იყო, მარტოობას დაუქნია ხელი რატისთან ერთად, ისევე როგორც, ბულინგს, დეპრესიასა და მხოლოდ სახლში ყოფნას......
- არ წახვიდეე!
ხმა ჩახლეჩილმა ამოიქირქილა მაშომ და ყელში მომდგარი ბურთის, მთელი ენერგიით შეკავებას ცდილობდა
- გევედრები რატი.....არ დამტოვო,
კიდევ ერთხელ ამოილაპარაკა, შეკავებული ცრემლების გამო დადაბლებული ხმით და ხელებს ერთმანეთს ძლიერად უჭერდა, აეროპორტში იდგა რატის წინ ჩამომდგარიყო, ირგვლივ ხალხი მშვიდად, ღიმილით ემშვიდობებოდა ერთმანეთს, მხოლოდ მაშო იდგა ფერ წასული სახით, გულის ცემას თითებში გრძნობდა, სხეული სრულად უცახცახებდა მოსალოდნელი ცხოვრების გააზრებისას რატის გარეშე და არც წარმოედგინა რა მოხდებოდა შემდეგ,
- მაშაა....... ჩემო პატარაა...
მის ცრემლებზე სწრაფად ეცვალა რატის თვალები, თბილი ხელებით მოიქცია მისი სახე ხელებში და მისკენ ნელა დაიწია,
- არ იტირო, სამუდამოდ ხომ არ მივდივარ,
- ნუ დამტოვებ რაა....
ამღვრეული, გამჭვირვალე სითხით ამოვსებული თვალებით ახედა მისკენ დახრილს და მისი მრავალფეროვანი მთხოვნელი თვალებით ცდილობდა რატისთვის წასვლის გადაფიქრებას,
- არ იტირო მაშა, მოგწერ ხოლმე.... ვეცდები მალე მოვაგვარო, კიდევ გნახავ გპირდები....
ნაზად უსვამდა თითებს აცახცახებულ მაშოს, ხმამაღლა ტირილს, რომ ძლივს იკავებდა და მის სხეულშიც სრული აურზაური იყო, სიკვდილამდე ერთულებოდა განშორება, გაყრა და ამავდროულად იმის არ ცოდნა რა მოხდებოდა შემდეგ, შეძლებდა თუ არა კიდევ ჩამოსვლას ახლო მომავალში, მაშოს გულში ჩაკვრას, მისი ღიმილის ყურებას, მასთან მარტო მრავალფეროვან გართობას... არაფერი იცოდა,
- რატი!.. დროზე ბიჭო, გაფრინდა უჩვენოდ!
ხმამაღალ ყვირილზე მაშომ გახედა შორს მდგომ უცნობ ბიჭს სწრაფად და კიდევ მეტად აემღვრა თვალები, ტუჩები დაებრიცა ხელახლად,
- მოვდივარ მაცადე,
მკაცრად გადაძახა რატიმ ძმაკაცს, რომელთან ერთადაც აპირებდა გამგზავრებას და ტუჩებ დაბრეცილს დახედა,
- არ იტირო..., გარეთ ბევრი არ იბოდიალო, ყველაფერი მეცოდინება....
გაფრთხილებებთან ერთად დაუსვა ნაზად თავზე ხელი და ფრთხილად მიაკრო ტუჩები შუბლზე
- არ წახვიდე რა, რა მოხდებაა?
- შენთან ერთად ვცადე ხომ გახსოვს, არ შემიძლია მაშა ჩემზე არ არი დამოკიდებული,
- ღმერთო!
ხმამაღლა ამოიტირა უკვე მაშომ და გამაფრთხილებელი კომპიუტერული ხმოვანების შემდეგ ეცადა მის ჟაკეტზე თლილი პატარა მუჭებით ჩაბღაუჭებული მაშოს თითები მოეშორებინა,
- მოგწერ ხოლმე წავედი....
- აუ გევედრები....
- მაპატიე!.. კიდევ გნახავ პირობას გაძლევ,
პატარ-პატარა ნაბიჯებით ცდილობდა მანძილის გადიდებას მათ შორის და მაშოს ჩაბღაუჭებული თითებიც თანდათან შორდებოდა,
- გევედრები რატი,
ისევ ამოიტირა, მანძილის გადიდება შეწყვიტა რატიმ, მაქსიმალურად ერთ ნაბიჯშივე შეამცირე მანძილი და მთელ სხეულზე ძლიერად აიკრო მაშო, ძლიერად მოხვია წელზე მაშომაც ხელები, მის ჟაკეტში ჩარგული თავით ცდილობდა ხმამაღალი ტირილი დაეხშო,
- ჩემი პატარა მაშა ხარ!
- რატიი..
- მიყვარხარ მაშა!..
და შემდეგ ძლივს ჩამოიშორა რატიმ ატირებული, დამძიმებული ნაბიჯებით მიაბიჯებდა, სძულდა სამყარო ასე, რომ მოექცა და მასაც თითქოს სულ მცირედიღა სჭირდებოდა ცხარე ცრემლები, რომ გადმოეყარა,
მას შემდეგ რამდენი დღით მშვიდი მიმოწერა იყო, თუმცა იშვიათი, დაგვიანებული პასუხებით, მალევე იცვლებოდა საგრძნობლად, მალე ისე დაპატარავდა, ისე შემცირდა, რთულიც კი იყო მაშოსთვის..

" რატი რატომ ქრები?".....
.......
" ყველაფერი უარესადაა მაშა მაპატიე...."
.......
" რატი მეშინია..."
......
" არასდროს არაფრის შეგეშინდეს! უდიდესი ძალა გაქვს! უბრალოდ არ იცი, როგორ გამოიყენო, ისწავლი! თავდაჯერებული იყავი,... უკან არასდროს დაიხიო...."
.......
" რატი მომენატრე...."
.......
" რატი დედა თანდათან ცუდად ხდება, ვცდილობ არ შემეშინდეს "
.....
" რატი! აღარ შემიძლია!..."
.....
" თუ ყველაფერი გამომივა, თუ ცოცხალი ვიქნები, გპირდები ჩემს გვერდით იქნები მაშა....
.....
" ნუ ქრები რატი!"
.....
" მიყვარხარ ჩემო პატარა"......
შემდეგ არცერთი მესიჯი, არცერთი ზარი, არც საიტზე შემოსვლა, ყველაფერი გაქრა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა თითქოს, იმ დღიდან კიდევ ხელთავიდან შეიცვალა ყველაფერი. მაშომ საკუთარ თავზე მალევე დაიწყო ფსიქოლოგიური მიდგომები... გამოიარა კიდევ ერთი სიმწარე, ორი საუკეთესო ადამიანი დაკარგა სამყაროზე, იმ ორმა ადამიანმა მიატოვა ერთდროულად, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა დადგომოდა გვერდში ერთის წასვლის დროს, ერთი რომ ჩამოშორდა მეორეს უნდა გაეგრძელებინა მაშოსთვის ახალი ნაბიჯები ესწავლებინა, თუმცა გაქრა ორივე, დედამაც მიატოვა რატისთან ერთად და სრულიად მარტო დატოვეს მიუწვდენელ ჰორიზონტზე, სადაც მოულოდნელად გაჩნდებოდა ხიფათი... დაკარგა 'თავისუფლება' ბედნიერება, უშიშრობა, სილაღეც და ის ყოველი ახლ-ახალი ბედნიერი დღე რასაც რატისთან ერთად აკეთებდა, ძველ დროზე უარესი გახდა ცხოვრება 16 წლის მაშოსთვის, სამი წელი სრულიად საკმარისი იყო, რატის მის ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი, რომ დაეკავებინა, ყველაზე მეტად შეეყვარებინა მისთვის თავი, მისი გზამკვლევი ყოფილიყო, ახალი ნაბიჯების მასწავლებელი და უბრალოდ სანდო პიროვნება, რომელშიც ეჭვი არასდროს შეეპარებოდა....... დაიწყო ახალი დრო მაშოს ცხოვრებაში, განადგურება, ცოცხალმკვდარი, უხალისო ცხოვრებით.... მანამ სანამ საკუთარი თავის შეცვლა არ დაიწყო, დავიწყება, გარდაქმნა და მხოლოდ "ახლით" ცხოვრება.......
........
6 წლის შემდეგ

დიდი ოვალური ფორმის სარკის წინ ჩამომდგარიყო საოცრად შეცვლილი, მომღიმარი სახით, ცალ მხარეს გადმოეყარა გრძელი დატალღული თმა, ფრთხილად შეაგროვა მუჭში და სწრაფადვე გადაიყარა მხრებზე, მუქი ყავისფერი თმაც მძიმედ დაცვივდა დაბლა და საჯდომიც სრულად გადაფარა, ღია თაფლისფერ ულამაზეს თვალებში მხოლოდ მხიარული და სითბოთი სავსე მზერა იკითხებოდა, სწორი და ულამაზესი თვალის ფორმა, გრძელი, ლამაზად აპრეხილი მუქი წამწამები ამშვენებდა, მხოლოდ მისი გაბრაზება იყო საჭირო, იმდენად მომთხოვნი და მომაკვდინებლად საოცარი ფორმებით იხვეწებოდა, გამორჩეულად საუცხოო ნაკვთები ამშვენებდა ქალს, პატარა, არც ზედმეტად აპრეხილი და არც სწორი ცხვირი, საშვალო ზომის ლამაზი მუქი ვარდისფერი ტუჩები ჰქონდა მუდამ, არც ზედმეტად მაღალი, ულამაზესი სხეულის ფორმებით დაჯილდოვებული იყო, 'ლამაზად' გამხდარი, წვრილი წელი, სწორი გრძელი ფეხები, სრულიად გარდაქმნილი იყო მაშო, ძველის აღარაფერი უგავდა მაშინ თუ თითქოს ახლად წამოსული ვარდის კვირტი იყო, გაუშლელი ჯერ რომ არც ჩანდა, ახლა უკვე სრულად 'გაფურჩქვნილი' ვარდი იყო, ძველ უბანში რომ ჩაევლო, აზრადაც არავის მოუვიდოდა, რომ ეს ის პატარა მაშო იყო, სრულიად შეცვლილი, იმდენად ლამაზი, რომ არ არსებობდა ადამიანი, რომელსაც უკმაყოფილოს დატოვებდა, ალბათ მისი სილამაზის ყველაზე დიდი ელექს მიმწოდებელი მისი სულიერი სინაზე და სიკოხტავე იყო....
- ბებიაააა....
ხმამაღლა დაიძახა ნაზი, წკრიალა, ხმით და ასევე ღიმილით მაშინვე შემოყო თავი მის ოთახში ასაკში შესულმა ქალმა, თითქოს ჰგავდა კიდეც მაშო მას, ადვილად შესამჩნევი იყო, ქალის ლამაზი ნაკვთები, რომელიც მაშოს გამოჰყოლოდა,
- აგერ ვარ ბებო,
ღიმილით შესციცინა ქალმა თვალებში მაშოს და მაშოც სწრაფად ჩამოჯდა საწოლზე,
- შენ რომ იცი ისე ჩამიწენი რაა
თხოვნის ხმით ამოიჩურჩულა, მორიდებულად და ქალმაც კმაყოფილმა მოითავსა სქელი თმა ხელებში,
- მიყვარს ეს ბარაქიანი,
თან ამოილაპარაკა და ნაზად დაიწყო ვარცხნა, მოსწონდა მაშოს გრძელი თმა, დიდი შრომა რომ ჩაედო მასაც, ისე უვლიდა ისე უფრთხილდებოდა, საკუთარი თავისთვისაც კი არ მოუვლია იმდენი რასაც მაშოს და მაშოს თმას უვლიდა, მას შემდეგ რაც მაშოს აღზრდა საკუთარ თავზე აიღო, უბრალოდ საუკეთესო გახდა, ყველაფერს აკეთებდა, რომ მაშო ბედნიერი ყოფილიყო, ღიღინით ჩაუწნა თმა ლამაზი თმის რეზინა მოახვია ბოლოს და გრძელი ნაწნავი წინ გადაუგდო,
- სად მიიჩქარი?
- საად ნეტაა
ნიშნის მოგებით ახედა ბებიას და სწრაფად წამოხტა მცირედ გაიკეთა უმნიშვნელო მაკიაჟი და კარზე ზარისას, ხტუნვით წავიდა გასასვლელში
- ბებო წავედი თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე,
სწრაფად ჩააცურა ფეხსაცმელებში ფეხი, პატარა ჩანთა დაიკიდა მხარზე და ბებიის პასუხის მოსმენის შემდეგ გამოაღო კარი, ღიმილით ჩამომდგარ ბიჭს, მოწყვეტით აკოცა ბაგეებზე და პატარა კიბეების ჩარბენისთანავე ღიმილით დაიწყეს ყოველდღიურად მომასპინძლე კაფისკენ სვლა.....
კაფეში მშვიდად ისხდნენ წამით დადუმებულიყვნენ და დაბალხმაზე აჟღერებულ მუსიკას უსმენდნენ, გემრიელად მიირთმევდა მაშო დიდ ჩამოსასხმელ ვანილის ნაყინს და სიცხისგან მოგიზგიზე ყელს იგრილებდა,
- გვიანობამდე მუშაობ დღესაც?
უცებ მოიფიქრა ახალი სალაპარაკო თემა მაშოს წინ ჩამომჯდარმა ლაშამ და მაშომაც სწრაფად აწკიპა წარბები, ნიშნად რომ უსმენდა,
- კი, როგორც ყოველთვის ახალი ბიჯაკი მაქვს მოსახაზი და დიდ დროს წაიღებს ალბათ,
ღიმილით დაასრულა სიტყვები და წამით გვერდზე რომ გაიხედა, ხელთავიდან მიაბყრო მზერა ნაცნობ სხეულს, უკვე კოპებ შეკრულმა, რომ შეაღო კაფის კარი და თვალში მოხვდა თუ არა წყვილი, შენარჩუნებული სიმშვიდით დაიძრა მათკენ,
- გვრიტებს სალამი,
სარკაზმით ამოილაპარაკა ისე დახედა მაშოს მამაკაცმა და მაშომაც, ბოროტი მზერით შეათვალიერა, სპორტულებში გამოწყობილი ახოვანი სხეული, ბოლოს გაეყინა მამაკაცის მუქ ყავისფერ თვალებში მზერა და ანიშნებდა, რომ ზედმეტი არაფერი ეთქვა, მშვიდად ჩამოჯდა მაშოს გვერდით და ისევ და ისევ გამაფრთხილებელი მზერით ჩააჩერდა თვალებში,
- ვაა თეოდორ
სიტუაციის გასანეიტრალებლად ჩაიცინა მაშომ ისე შეხედა ლაშას და სკამზე შესწორდა,
- რადროს კაფეა, საქმე გამოგელიათ?
მკაცრად გადახედა მაშოს და მაშომაც ლაშას შეუმჩნევლად დაუბრიალა თვალები,
- რუტინა შევიცვალეთ ახლა დილაობით მე გავაცილებ ხოლმე,
ღიმილით გადაიწია მაგიდისკენ ლაშა და ღია ცისფერი თვალები შეანათა მაშოს, თითქმის ორი კვირა იყო, მაშო და ლაშა ერთად იყვნენ, ურთიერთობაც იდეალური ჰქონდათ, თუმცა თავიდანვე უარზე იყო თეოდორე, მაშოს დაისვამდა ყოველ მეორე დღეს და ლექციებს უკითხავდა, თუმცა როგორც ყოველთვის მაშომ თავისი არჩევანი გააკეთა, აუხსნა კიდეც თეოდორეს, რომ ცუდს ვერაფერს ხედავდა იმაში, რომ ერთად იყვნენ, მას შემდეგ კი ყოველთვის შორს იჭერდა თავს თეოდრე მაშოსგან, ამის მიუხედავად კიდევ სცადა მისთვის რამე შეეგნებინა, როცა კიდევ მეტად რწმუნდებოდა საკუთარი გაფრთხილების სისწორეში,
- რაღა გვიჭირს,
ბოროტულად ჩაიცინა თეოდორემ ისე აათამაშა მაგიდის ქვემოთ თითები და თავ ჩახრილმა ქვევიდან ახედა მაშოს, მის ბედზე ამღერდა ლაშას ტელეფონი, ისიც თითქოს მზად იყოვო უცებ ამოაცურა ტელეფონი ჯიბიდან, სწრაფად წამოდგა ბოდიშის მოხდით და კაფის გარეთ გასული კარებთანვე საუბარით ჩამოდგა, მაშინვე სწრაფად გადაიწია თეოდორე მაშოსკენ და ისიც მობეზრებული მზერით მოემზადა კამათისთვის,
- რატო ვირობ?
კბილებში გამოუცრა მაშოს სიტყვები და მაშომაც ნერვულად მოისვა თმაზე ხელი,
- გეყოფა თეოდორე რა, რადგან არ მოგწონს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდ რამეებს აკეთებს ან რავიცი რაში დებ ბრალს, რა დაგიშავა?
- შეიგნე გოგო ბოლო ბოლო! სიყვარულს და გატაცებას ვეღარ არჩევ ერთმანეთისგან?!
- და რა ჯანდაბა ვუთხრა? გადამინდა შენთან ყოფნა აღარ მინდათქო? არა იქნენ ის ვუთხრა სხვა შემიყვრდათქო? ან იქნებ ის თეოდორემ მითხრა არ შეგეფერებაო? რომელი ვუთხრა?
კბილებში უცრიდა ისიც ჩურჩულით
მისკენ გადაწეული და ხშირად აპარებდა თვალს შემოსასვლელისკენ, რომ არ შემოესწრო,
- მერე ჩემთან არ მოხვიდე მაშო!..
მკაცრად ამოილაპარაკა ხელი დაარტყა მაგიდაზე ისე წამოხტა კოპებ შეკრული და სწრაფად დატოვა კაფე, ღრმად ამოხვნეშით მოისვა მაშომ შუბლზე ხელი და მაგიდაზე ჩამოდო თავი, ვერ გაეგო ზუსტად რა უნდოდა თეოდორეს ლაშასგან, თუმცა ის კი იცოდა, რომ თეოდორეს არ შეეძლო მარტივად "დაეთმო" მაშო ვინმესთვის, ისე რომ მისი ყველანაირი საქმე, ცხოვრება და პიროვნება არ შეესწავლა, მას შემდეგ ყველანაირად არიდებდა თავს მაშოს, გვერდს ისე აუვლიდა თითქოს არ იცნობდა, კაფეში რომ ერთად მოხვედროდნენ იქიდანაც უმალ ქრებოდა თეოდორე, საშუალებას არ აძლევდა მაშოს დალაპარაკებოდა....
.......
- თედოოორეეე...
ხმამაღალ ყვირილზე ადგილზევე შედგა თეოდორე და ნაცნობ ხმაზე არც გაუხედავს, მეტად შეამცირა ნაბიჯები ისე დაიწყო სვლა, მაშოც ხმაურიანი სირბილით დაეწია ისე ჩამოეკიდა ცალ მხარზე რომ გაეჩერებინა,
- თედოოო,
საყვარლად, მომთაფვლელი ღიმილით აუციმციმა თვალები მაშომ, თუმცა მან ისევ ცივი მზერა მიაბყრო,
- როდემდე აპირებ გაიქცეე?
- მანამ სანამ ეგ ჩათლახი არ მოგშორდება
- თეოდორე გეყოფა გთხოვ, ხო იცი რომ უშენოდ ვერაფერს ვერ ვიზამ, შენ კიდე იმის მაგივრად, რომ გვერდში დამიდგეე გამირბიხარ,
წუწუნითვე, მაშინვე აუწყლიანდა თვალები თეოდორეს ცივ მზერაზე და მის მაისურს ჩაავლო სუსტი, გრძელი, თლილი თითები
- დავიღალე მაშო! ერთიდაიგივეთი დავიღალე, წარმოდგენა არ გაქ, როგორ სათითაოდ ვიშლები შენი თვალებიდან, რომ ცრემლები ცვივა? თან გაფრთხილებ ეს უპატრონო! როდესმე არ გამიფრთხილებიხარ?!
მკაცრად დახედა ისე ჩაავლო მხრებში ხელები და აიძულა თვალებ დაბლა დახრილს მისთვის შეეხედა,
- ვიციი, ყოველთვის მსგავსად ხდება, მაფრთხილებ არ გიჯერებ, მაგრამ ხომ იცი რომ შენს მეტი გზა არ მაქვს? რეალურად როცა მაფრთხილებ გონება ხარშავს კიდეც ამ ყველაფერს და მერე მეტად მარტივია გადატანა, ახლა ვერ შევძლებ, ძალიან ცუდად გამომივა, ურთიერთობა მაინც უნდა დავძაბო, რომ მიზეზი იყოს,
- რაღა მიზეზი მაშოოო?! დაინტერესებულხარ შენ რომ გნახავს მერე სად მიდის? თუ მართლა გგონია მუშაობით იკლავს თავს და კომპანიაში ზის დღე-ღამე?! გაყოლაც კი არ გჭირდება მაშო ისეთ დეგენერატობაზე გამოიჭერ!
ხმამაღლა გამოცრა კბილებში და საკუთარ თავს ლანძღავდა საბოლოოდ მაინც, რომ თქვა ის რაც ძალიან არ უნდოდა, რომ ეთქვა, უხმოდ გადმოუვარდა მაშოს ცრემლები და მანაც მაშოს ცრემლებს გააყოლა დამნაშავე მზერა,
- ვიცი, რომ თითოეული შენი სიტყვა მართალია, დაივიწყე ბოლო ბოლო, ვიცი ისევ შენთან მოვალ წუწუნით და ტირილით მარაა.....
- ჩჩჩჩჩჩ.... შემეშვი!
ტუჩებზე მიაჭირა საჩვენებელი თითი, მკაცრად დახედა ისე აქცია ზურგი და მძიმე ნაბიჯებით სვლა დაიწყო, თავის სიჯიუტეზეც ნერვები ეშლებოდა და ამავდროულად მაშოს შეუგნებლობაზე,
- თეოდორეეე....
ნაწყენი ხმით დაუძახა ადგილზე შეყინულმა წინ წასულს და ყურიც რომ არ ათხოვა თეოდორემ, ბრაზნარევი ხმით დაუღრინა შესწორებული სახელი
- თევდორე!...
მაგრამ ისევ ამაოდ, რამდენიმე წამი გაუშტერა წინ წასულს მაშომ თვალი და სლუტუნით აქცია მანაც ზურგი,
- დედასთან მინდა...
დაბალხმაზე ამოილაპარაკა და ყურ ჩამოყრილი მიაბიჯებდა კუს ნაბიჯებით, სამაგიეროდ თეოდორე შედგა ადგილზე, თითქოს ცეცხლი წაეკიდა მაშოს სიტყვებზე და სწრაფად გახედა მოფრატუნეს,
- მაშო!
დაიგრგვინა უცებ და მაშოსაც შეეყინა ნაბიჯები ადგილზე, არ გაუხედავს იცოდა თეოდორეს რეაქცია მის სიტყვებზე გამოცდილებიდან გამომდინარე და ისიც იცოდა, რომ ახლა ან დაიტუკსებოდა ან დაისჯებოდა, არ შეტრიალებულა ისევ პატარა ნაბიჯებით განაგრძო სვლა
- მაშო-მეთქი!
გაიმეორა ისევ და მაშომაც კნუტის თვალებით გახედა, აწყლიანებული თვალებით,
- მოდი აქ!
კოპებ შეკრულმა დაიძახა გამაფრთხილებელი მზერით და მაშომაც დაიწყო მისი სიტყვების ასრულება, მის წინ ჩამოდგა მალევე და ინტერესიანი მზერით ახედა
- აფერისტი ხარ!
- ოდნავ,
ცრემლები მოიწმინდა უცებ და დამნაშავედ დახარა თვალები
- როგორ ვერ გიტან მაშოო...
საკუთარ თავზე გაბრაზებულმა ამოიგმინა, რადგან მაშოსთან ყოველ ჯიუტობის დროს წაგებული რჩებოდა, სამაგიეროდ კი მაშო მოხვდა მის სიტყვებს და თამამად მიეხუტა ჩასახუტებლად მზად მყოფს,
- მეც, თან ზედმეტაად
თამამად ამოილაპარაკა და კომფორტულად მყოფი გაინაბა თბილ მკლავებში.....
......
დილით მზის სხივებს დაასწრო მაშომ 'გამონათება' მიუხედავად შუა ივნისისა სუსხიანი იყო დილა სასიამოვნოდ ჩხვლეტდა მაშოს დილის გრილი ჰაერი, ჟაკეტი მოიხვია და რადგან არ დაეძინა ჩუმად დატოვა სახლი, სრული სიმშვიდე იყო უბანში, ქვით ნაშენებ ყორეზე ლამაზად გადმოფენილიყო როდოდენდრონის ვარდისფერი საოცრად მომაჯადოვებელი ხშირი ყვავილები, ცალ მხარეს "ღობის ვარდი" ამშვენებდა გარემოს და სუფთა სასიამოვნო გრილ ჰაერს საოცარ არომატს მატებდა, პირველივე მზის სხივები მაშოს დაეცა, მშვიდად დახუჭა თვალები ადგილზე გაჩერებულმა და სასიამოვნო არომატით გაჟღენთილი სუფთა ჰაერით შეივსო ფილტვები... მარტო ყოფნითა და მშვიდი გარემოთი თითქოს წარსულს ჩააბარა ყველანაირი უსიამოვნება და განტვირთული დაბრუნდა სახლში.... უსაქმურად არ გაუტარებია დრო, ჩვეულად გადმოიღო თაბახის ფურცელი და ახალი მოდელის შექმნა დაიწყო....
.....
დიდი დრო იყო გასული მას შემდეგ მაშო, დაბალხმაზე უსმენდა მუსიკებს ფანქარით მოეხვია თმა და კარგა ხანი იყო ფიქრობდა, როგორ გაეგრძელებინა ახალი კომბინიზონის ფორმა, კარზე კაკუნისთანავე წამოიწია უცებ და ბრძანების შემდეგ, რომ შესულიყვნენ დაელოდა კარების უკან მდგომს, თეოდორემ შემოაღო კარი ფრთხილად თვალებ დახუჭულმა და მაშინვე გაუნათდა თვალები მაშოს
- გაცვია?
- მოდი მოდი
ღიმილით გადადო ფურცელი და დაფა რაზეც ფურცელი მყარად დაედო ხატვის გასაუმჯობესებლად და დაელოდა როდის ჩამოუჯდებოდა თეოდორე, არც დაუგვიანია წყნარად ჩამოჯდა საწოლზე და სწრაფი მოძრაობით ააცალა ფანქარი თმიდან, დალალებიც სწრაფად დაეყარა მხრებზე ლამაზად და მამაკაცის სრული ყურადღებაც მან მიიპყრო, უზომოდ უყვარდა თეოდორეს მაშოს ყავისფერი ტალღოვანი და სრიალა დალალები, თავისუფლად, რომ დაცურავდა თითებს შორის,
- გეძინა წესიერად?
პირველივე კითხვაზე ჩაეცინა მაშოს ისე გაიცინა თავისი ჰოლივუდის ღიმილით და მასზე დაკვირვებულსაც უცებ გაეხსნა ბაგეები მაშოს საოცარ ღიმილზე,
- კი,
მოკლედ გასცა პასუხი და მისკენ, რომ გადაიწია თეოდორე მიხვედრილმა ღიმილით მიუშვირა ლოყა, თეოდორემაც ხმაურიანად აკოცა და მოშორებისას ნაზად ჩამოკრა თითი ცხვირის წვერზე, ღიმილით აკვირდებოდა კარებში მდგარი ბებია და კმაყოფილი შესცქეროდა ხან ერთს ხან მეორეს,
- დღეს საღამოს წვეულებაზე არ მივდივართ ცუნცულ?
- ოოო დღეესს? რა წვეულებაა?
ინტერესით იკითხა სწრაფად შეამოწმა საათი და თეოდორეს სიტყვებზე გადაიტანა სრული ყურადღება
- ვაჟა ხო იტალიელთან ერთად აწყობდა ყველაფერს, იმის ქარხანა და კომპანიებიც აქ არის, ხოდა საქართველოში ჩამოდის საქმეების გამო და ბარემ აპირებს ჩემ ძმას გადმოულოცოს
ჩაცინება ვერ დამალა როცა მისი ძმის მიღწევები და ხრიკებით შექმნილი წინ სვლა გაანალიზა,
- ვააა ვაჟაა ნახეთ,
კმაყოფილმა ამოილაპარაკა და საწოლიდან წამოხტა,
- ხოდა ჩემთან ერთად მოდიხარ ცხადია, მამენტ წავედით ახლა საქმეები გვაქ,
ერთმანეთზე შემოარტყა ხელები ისე წამოდგა და მაშო წამით, რო დადუმდა ინტერესით გახედა,
- ახლა? ლაშა მოდის ერთად გავდივართ ხო იცი,
უხერხულად იკბინა ლოყის შიგნიდან ლოყაზე და თეოდორეს მოსალოდნელ საქციელზე ააფახურა წამწამები,
- აა ლაშოჩკა, ხარაშო...
მხოლოდ ეს თქვა და ოთახიდან გასვლა დაიწყო,
- ოოო თეოდორე გეყოფა ახლა,
სწრაფად მიაძახა მაშომ და საწოლის გასწორებას შეეშვა
- ბედნიერი გართობა ლაშოჩკასთან,
უკმეხად მიაძახა გასულმა ნაზის ჩაუკრა თვალი შორიდანვე, კარებთან მისულიც არ იყო ზარის ხმამ მოიცვა ოთახი, უხეშად გამოაღო კარი და მომღიმარ ლაშას გაკრა მხარი უსიტყვოდ წარბებ შეხრილმა ჩაუარა და ლაშასაც პირზევე შეახმა დაწყებული სალამი
- გამ....
სახლის ცოტა მოშორებით დაყენებული მანქანისკენ გულში გინებით დაუყვა და ლაშამაც უკმაყოფილოდ აატრიალა ცისფერი თვალები, კარებს მანამ შეუბრუნდებოდა მანამ გამოვარდა მაშო, გიჟივით დაიკიდა ცალ მხარეს ჩანთა,
- სალამიი,
სწრაფად წამოიძახა სწრაფად გაუღიმა და სწრაფად ჩაუქროლა,
- საღამოს გნახავ,
სწრაფად მიაძახა და თეოდორეს გახედა მანქანაში მძღოლის ადგილი, რომ დაიკავა, უკმაყოფილოდ გაიკეთა ღვედი და მანქანას ძრავა ჩაურთო თუ არა მაშინ ჩახტა მაშოც მის გვერდით,
- ვჰუჰ!
ამოაყოლა აქოშინებულმა მაშომ და საქმიანად მოირგო ღვედი,
- ვსო წავედით,
თავის დაკვრით გასცა ბრძანება და ადგილზე შესწორდა, კმაყოფილმა გადახედა თეოდორემ, უკანა ხედვის სარკეში გახედა ჯერ ისევ კარებთან შეყინულ მამაკაცს, სიტყვები, რომ პირზე შეხმოდა და დაუმალავი ღიმილით მოწყვიტა მანქანა ადგილს....
....
- მაშო
ხმადაბლა დაიძახა თეოდორემ და მაშომაც სწრაფად გახედა,
- ეს?
თვალებით ანიშნა შავ გრძელ კაბაზე თეოდორემ და მაშოც სწრაფად მიუახლოვდა, მისი არჩეული კაბა გადმოიღო და სრულად შეათვალიერა,
- გადავიფიქრე...დადე,
კარგად დაკვირვების მერე განაცხადა უეცრად და მაშომაც გაკვირვებულმა ახედა, არადა მოეწონა კიდეც ამდენი ხნის მერე ძლივს რაღაც, უკვე მერამდენე ფილიალი შემოიარეს და ერთიდაიმავე აზრზე ვერ შეთანხმდნენ ერთს სხვა მოსწონდა მეორეს სხვა, დროც ისე უცებ გადიოდა ვერც კი გრძნობდნენ
- რატო?
- ზედმეტად გამომწვევია,
რეალური აზრი გამოთქვა და ადგილზე დააბრუნებინა კაბა,
- ისედაც ბავშვობიდან შემიკალი არ მინდა იტალიელის დახვედრის წვეულებაზე ვინმე გადავდგა,
ცინიკურად თქვა და მაშოც სიცილით უსმენდა, მის ხუმრობას რომელშიც სიმართლე თავისთავად გარეული იყო
- ოჰ ჩემო ბავშვობის დროინდელო ჰირო,
თქვენი იმედი მაქ მხოლოდ
- აბა ვისი უნდა გქონდეს? ბოლოს ვინ გამოგგლიჯა ხელიდან მოტაცებას
- მეზობელს რო არ ეკივლა ვერც გაიგებდი,
სიცილით გამოუდო ხელკავი მშვიდად მოსიარულეს და სიცილით განაგრძო ამბის გავრცობა,
- მე ხო არ დამესიზმრებოდა, რომელი ვანგა მე მნახე? მარა ხო იცი მაინც აქ იდგებოდი ახლა,
- ეჭვი არ მეპარება,
გაეკრიჭა და მის ნაბიჯებს ფეხი აუწყო
- ცოტა პატარა ნაბიჯებით იარე ადამიანო,
ნაბიჯებს დახედა როცა ხვდებოდა, რომ ზედმეტად დიდი ნაბიჯებით ცდილობდა სიარულს და თეოდორემაც სიცილით დახედა....
- ეს?
- არაა...
.....
- თედო ეს?
- ნწ
.......
- მაშო ეს ნახე
- ძააან გაფუთნულია...
.....
- ეს?......
....
- ძაან მოკლეა!......
.....
- არ მომწონს!......
.....
- ძაან ღია ფერია!
....
- მაგას ტრუსიკით წასვლა ჯობია!
......
- არა!...
.....
- არა....
.....
- არა....
......
- ღმერთო ჩემო! არა და არაა.......
......
- მაშოო
დაბალხმაზე მშვიდად დაუძახა თეოდორემ მაშოს კონსულტანტს, რომ ესაუბრებოდა, მთელი თბილისის მაღაზიები დაიარეს და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მაშოს კაბის გამო ხდებოდა, სწრაფად გახედა მაშომ, ეზარებოდა უკვე ყველაფერი წასვლაც აღარ უნდოდა საღამოს დიდებულ დახვედრაზე, თეოდორე ათვალიერებდა ისევ და ისევ და უშედეგოც არ ყოფილა
- მოდი ჩემთან,
ხმადაბლა დაუძახა ისევ მოშორებით მყოფს, ღიმილით დაუკრა თავი მაშომ კონსულტანტს და თეოდორესთან მიირბინა,
- გისმენ,
- ამას შეხედე...
კმაყოფილმა ამოილაპარაკა და უცნაური მიმართულებით გაიხედა, მაშომ დაკიდებულ კაბებს შეხედა და ვერ ხვდებოდა, რომელზე ესაუბრებოდა,
- მაგათ არა მაშო, ეს ნახე...
მხრებში ჩაავლო ხელი მის წინ დააყენა და უკვე თვალწინ ედგა მაშოს "მანიკენზე" ჩამოცმული მუქი ლურჯი ფერის კაბა, თითქოს მხოლოდ მისთვის იყო, თითქოს ხოლოდ მას ელოდებოდა, ისეთი ლამაზი იყო, არც არასდროს ენახა მაშოს მსგავსი, გრძელი იყო, მაგრამ არა "გაფუთნული" ჩახსნილი იყო, მაგრამ არა "გახდილი" ტანზე გამოყვანილი, მაგრამ თავისუფალი, მუქი ლურჯი იყო ისეთი ვერ გაარჩევდი გიშრის ფერი უფრო იყო თუ ლურჯი, რომ არა მბზინვარე ნაჭერი, ფერის ამოცნობა რთული იქნებოდა, მაშოს სხეულისთვის იყო შექმნილი, უბრალოდ იდეალური სხეულისთვის,
- საად შეამჩნიეე?
სასოწარკვეთა უცებ ეცვალა, გაკვირვებულ ბედნიერ გამოხედვაში და აღფრთოვანებას ვერ მალავდა,
- ვინც ეძებს ის პოულობს
ღიმილით მიაკრო შუბლზე ტუჩები თეოდორემ და მასთან ერთად გახედა კაბას
- დამალული აქვთ მგონი,
- შენთვის შეკერილია,
- ძაან ლამაზია უდავოოოდ,
უცებ აუბრჭყვიალდა სხეულში უცნაური არსებები, ხტუნაობით შეუტრიალდა თეოდორეს და აციმციმებული თვალები შეანათა....
დიდხანს არ გაუწელავთ, ერთადერთი ზომა იყო მხოლოდ, კაბაც ის ერთადერთი იყო მხოლოდ, იტალიიდან ჩამოტანილი , ადგილზე ვერ ჩერდებოდა მაშო სწრაფად შევიდა გასახდელში, კაბის მოსასინჯად, თეოდორეს მიაბარა ჩანთა და აუჩქარებლად დაიწყო გამოცვლა, ჩაცმის დროსვე ვერ მალავდა ემოციას....
- ეს გამომართვი,
სწრაფად შეყო დაკავებული ხელი თეოდორემ ფარდის შიგნით და მაშომაც დენდარტყმულივით დახედა ხელში დაჭერილ, მსგავსი ფერის მაღალ ქუსლიანებს, ლამაზი წვრილი თვლები ჰქონდა,
- თუ დიდი გექნება მითხარი
დამცინავად ამოილაპარა თეოდორემ და მაშომაც მაშინვე დაუღრინა ფარდის უკნიდან, პატარა კონკიასავით ლამაზი ფეხები ჰქონდა მაშოს და მის მაღლებზე ცალკე გამოძიება მიდიოდა აღმოჩენისათვის ყოველთვის, რადგან მისი ზომის პატარა "კუკლას" ფეხსაცმელი რთულად საპოვნელი იყო, ...
უხმოდ ათვალიერებდა საკუთარ თავს მაშო, ადგილზე გაყინული იდგა და კივილს ძლივს იკავებდა, უზომოდ მოსწონდა, ფერიც, სტილიც, ფეხსაცმელებიც და საკუთარი სხეულიც კი ძალიან მოეწონა,
- რაშვები?
- ფარდას ვწევ,
შეხსენებაზე სახეზე ჩამოისვა მაშომ ხელები და მოემზადა მძიმე ფარდის გადასაწევად
- მოიცა,
სწრაფად წამოძახებულმა ხმამ გააჩერა მაშო და ფარდიდანვე დაუგდო ყური
- შენ მოგწონს?
- უზოოომოოოდდ, ყოველთვის მომწონდა შენი გემოვნება,
- ანუ ჯამურად კარგია, ტუფლებიც?
- კიიი, ერთმანეთისთვის შექმნილები არიან,
- ანუ ყიდულობ?
- მინდაა,
- ხოდა გამოიცვალე,
საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა თქვა თეოდორემ დადაბლებული ხმით და ამავდროულად ინტერესი კლავდა,
- არ გაჩვენო?
- საღამომდე მოვითმენ,
ისევ საკუთარ თავში დარწმუნებულმა თქვა, რადგან სრულიად მზადი მაშო საოცარ კაბაში იშვიათი სილამაზისა და საოცრების სანახაობას წარმოქმნიდა, რაც თეოდორესთვის კიდევ მეტად ორმაგდებოდა, მაშოს მიმართ უზომო სიყვარულის გამო
- მაშ კარგი,
სარკეში გაეკრიჭა საკუთარ თავს და ესიკვდილებოდა კიდეც გამოცვლა იმდენად მოსწონდა.....
- აუ რაა ლამაზობებიააა რაა,
მის მკლავზე ნახევრად ჩამოკიდებული მიაბიჯებდა მაშო და კმაყოფილებას და ემოციას ახვევდა ყველას,
- ჩანთა ან მაგის შესაფერისი სამკაულია თუ რაც არი გააქ?
ინტერესით დახედა, მანამ შენობას დატოვებდნენ, სადაც არ უნდა გაეხედათ, სამკაულებით მობრჭყვიალე მანათობელ შუშის კარადა მოჩანდა,
- ჩანთა მაქვს არ მინდა,
- ყელსაბამი საყურეები?
- ამმმ რავი არ მინდა, რათ მინდა,
მხრები აიჩეჩა უცებ ისე გახედა სამკაულებს და თეოდორემაც მობეზრებულად აატრიალა თვალები,
- წამო გოგო რა არ გინდა,
მაჯაში ჩაავლო ხელი და წინ წასულმა თან გაიყოლა, მშვიდად უარეს წრეები რამდენიმე სხვადასხვა კოლექციას და ძლივს ამოარჩიეს შესაფერისი საყურე, მართალია ძალიან არ მოსწონდა მაშოს, თუმცა არც იწუნებდა ძლივს რაღაც ამოარჩია, ღიმილით ანიშნა 'ნათელში' მჯდარ მოლარე-კონსულტანტს და მანაც უმალ შეასრულა მაშოს მითითება,
- სხვათაშორის ძალიან კომფორტულია, მძიმე არ არის, მარტივად გასაკეთებელია და ლურჯი ფერი ძალიან მდიდრული ფერია ცხადია,
მოვალეობისამებრ, განავრცო და ადიდა, გოგონამ საყურე და მაშოს მიაწოდა, რომ მოესინჯა, მაშომ წამით გახედა თეოდორეს, ისევ ინტერესით, რომ დადიოდა საყურეების გარშემო და საყურე მოირგო,
- სარკე თუ შეიძლება,
ღიმილით გახედა სარკეს მაშომ და გოგონამაც უეცრად მიაწოდა, ინტერესით ჩახედა მაშომ სარკეს და სახეზე უკმაყოფილებისკან ეცვალა ნაკვთები, თითქოს ისე უფრო ლამაზი იყო ვიდრე ყურზე, ხმა არ ამოუღია ზედმეტ სიარულს ერჩივნა ეყიდა, მშვიდად აკვირდებოდა თეოდორე, მის პასუხს ელოდა და ამავდროულად უკვე მზად ჰქონდა ისევ და ისევ იდეალური საყურე შერჩეული, მართალია პატარა არ იყო, თუმცა კაბის შესაფერისი ნამდვილად იყო,
- ლამაზია,
ხმადაბლა ამოილაპარაკა ფრთხილად მოიხსნა ყურიდან და მაშინ დახედა დანანებით საყურეებს,
- მაშო,
ისევ და ისევ კარგის მომასწავლებელი მშვიდი ხმა და მაშომაც სწრაფად გახედა მოშორებით თეოდორეს,
- დადე ეგ და მოდი,
კმაყოფილმა ამოილაპარაკა და უნებურად ჩაეცინა მაშოსაც, ღიმილით დაუბრუნა მოლარეს საყურეები და დიდი ნაბიჯებით მიუახლოვდა თეოდორეს,
- აქედან შეარჩეევ?
კითხვა დასვა მხოლოდ და მაშომაც მაშინვე ჩახედა აბრჭყვიალებულ შუშას, პირველი ხაზიდანვე დაიწყო თვალიერება,
- ეს ლამაზია,
აღნიშნა ერთ ერთზე მეორე ხაზში გადმოსულმა და სწრაფად დაუყვა შემდეგ ხაზში ჩამწკრივებულ სამკაულებს, მეოთხე ხაზს დაუყვა თუ არა არცერთი მოწონებული საყურე აღარ გახსენებია,
- ეს ხო?
ღიმილით ახედა თეოდორეს სწრაფად და საყურეზე ანიშნა, რომელიც არა მხოლოდ მოეწონა არამედ ფერებში და სტილში უყოყმანოდ ჩასვა,
- რა თქმა უნდა,
- საიდან ამჩნევ ხოლმე?
- ნუ ჯერდები იმას რაც არ მოგწონს!
გამაფრთხილებლად ჩამოკრა თითი ცხვირზე და მომღიმარ მოლარეს ანიშნა საყურე მიეწოდებინა, მოსინჯვის თანავე ხელები აწია მაშომ დანებების ნიშნად და სწრაფად მოიხსნა მარტივად გასაკეთებელი საყურე,
- შენ რო არ მყავდე მეშველებოდა რამე?
ღიმილით ამოუდგა მაშო გვერდით მამაკაცს და სწრაფად გაახსენდა, რომ უკვე ყველაფრის ყიდვას მორჩა, არც კი დალოდებია თეოდორეს პასუხს ისე გადაუდგა წინ,
- ვაჟკაც, სად მიდიხარ შენ გააქვს, რამე?
ინტერესით დაუსვა კითხვა და დაკვირვებით აათვალიერა, რომ არ გამოპარვოდა ატყუებდა, თუ არა
- როგორ არა,
ყოყმანით ამოილაპარაკა და მაშომაც სწრაფად ააბაკუნა ცალი ფეხი, თითქოს მის დასჯას აპირებდა,
- ხოდა წავედით კარგიი შარვალ-კოსტუმი შევამჩნიე
სწრაფად დაავლო მკლავში ორივე ხელი და წინ წასულმა ეცადა გაეყოლებინა,
- ე გოგო მააქ, რაა აღარ მინდა მეტი,
- რა გაქ? ბოლოს ბანკეტზე რო გეცვა? ცხრა წლის წინ?
ადგილზე შემდგარმა გახედა მკაცრად,
- წამო წამო....
ისევ წავიდა წინ კრეჭვით
- ოოო მაშოოოო
ხმამაღალი წუწუნით მიყვებოდა და უზომოდ ესიკვდილებოდა, ვერ იტანდა 'შოპინგს' მსგავსი წვეულებების კოსტუმების არჩევის გამო, თუმცა იძულებული კი იყო,
- ნუ წუწუნებ, რამე ახალი გჭირდება, როცა შენი ძმის ახალ მაღალ საფეხურს ავღნიშნავთ და ამავდროულადდ მე რომ მიდგები გვერდით შეუდარებელი უნდა იყო კოსტუმშიც......
......
- ბებიაა სად ხარ?
სახლში შესვლისთანავე დივანზე დაეშვა მაშო და ხმამაღლა ამოიხვნეშა,
- რამდენი ვიარეთ ფეხზე სამი წუთითაც რო ვდგები ვიღლები,
ამოიწუწუნა და თეოდორეს დაწყობილ პარკებს შეხედა,
- ბებიაა!
კიდევ ერთხელ დაკივლა სახლში და ნაზიც სწრაფად გამოჩნდა ოთახში გასველებული ხელებით, წინსაფარი ჩამოეკიდებინა კისერზე და წელის ზომაზე გაეკრა უკან მისი ძეწკვები,
- მოხვედით ბებო, რა ქენით რა იყიდეთ,
ღიმილით მოავლო ორივეს თვალი და სველი ხელები თეძოებზე გაისვა შესამშრალებლად,
- უჰ ბევრი რამე,
შუბლზე მოისვა მაშომ ხელი დაღლილობის გამოსახატავად და ფეხზე წამოხტა,
- მოდი გენაცვალე მოდი,
ბებიას დაავლო დანაოჭებულ ისევ ლამაზ გრძელ თითებში ხელები და ნელა წაიყვანა დივნისკენ,
- მე შემიძლია წარმოგიდგინოთ , თვით თედოსს აღმოჩენილი კაბა და საერთოდ მან შეარჩია ყველაფერი და ყველაფერი უზომოდ მომწონს, აი ყველაფერი!
ახტუნავდა ისე მოეხვია ბებოს და თეოდორეს გაეკრიჭა,
- ასეთი რა აღმოაჩინეთ
ღიმილნარევი, ინტერესიანი მზერით შეხედა თეოდორეს და ქაღალდის პარკში ფრთხილად ჩააცურა ხელი
- მოდი იცი რაა,
უცებ ამოაცურა ხელი და დივანზე ჩამომჯდარმა სწრაფად ახედა მომლოდინე მაშოს,
- საღამოს შენ ტანზე ვნახავ
- ბებიაააა
უკმაყოფილოდ გაწელა ხმამაღლა სიტყვები და მომლოდინე მზერა და მცქმუტავი სხეული ერთიანად ჩამოეშალა ნაცნობ სიტყვებზე,
- შენ მაინც ნახე, რა გჭირთ
თეოდორეს გახედა უკმაყოფილომ, რომელიც იცინოდა და გასველებული ტუჩები საოცრად უბზინავდა,
- ვენდობი თეოდორეს გემოვნებას, მოულოდნელი ნახვა უფრო ეფექტურია,
-ნაჭერი მაინც ნახეეე ასეთი უინტერესოები როგორ ხართ?
გაკვირვებას ვერ მალავდა ასე მარტივად რო ამბობდნენ უარს, რადგან მათ ადგილას თავად ვერანაირად მოითმენდა,
სიტყვებზე უცებ გამოაცურა ქაღალდიდან ნაჭერი ნაზიმ და ცალი ფეხსაცმელიც მოულოდნელად გადმოყვა სწრაფად დაეცა იატაკზე, უკმაყოფილოდ დახედა ნაზიმ, მისი ფიქრები არ გაამჟღავნა, რომ დაძაბულობის მომტანი იყო ახალი ნაყიდი ფეხსაცმლის ძირს დავარდნა და სწრაფად დააბრუნა პარკში
- ძალიან ლამაზია ჩემო კარგო, ტანზე ვნახოთ,
ღიმილით წამოდგა ნელ-ნელა გაზზე შემომდგარი საჭმლისთვის რომ დაეხედა და ღიმილით მოავლო ახლგაზრდებს თვალი,
- მე ხო იცი ბებო როგორს ავარჩევდი, ძალებს დაგვაკარგვინებს ისე მოუხდება
სწრაფად განავრცო და გააფორმა თეოდორემ და ჩავლილმა ნაზიმაც ღიმილით მიარტყა საჯდომზე ხელი
თეოდორეს სახეზე ჩუმად ჩაიფხუკუნა მაშომ და წამით დაბღვერილ მზერაზე თავადაც დასერიოზულდა.....
მზადების პროცესიც კი ძალიან სიამოვნებდა ერთი საათით ადრე დაიწყო მზადება მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ადგილზე ჰქონდა, ერთი სული ჰქონდა, როდის მოირგებდა ახალ კაბას, მაკიაჟის გაკეთება იმდენად ხანგრძლივი გახადა კიდევ რომ რამე გაეწელა დააგვიანებდა კიდეც,
- აააუ ბეეეებბბიიიააა....
ჩვეულად იკივლა სარკის წინ მჯდომმა და მაშინვე ღიმილით შემოყო ქალმა კარებში თავი,
- ხო ბებია ხო,
ნელა შევიდა სრულად ოთახში და მაშოს აწეწილ თმას შეხედა,
- თმაა რა მოვუხერხო? გამიკეთე რა,
- როგორ გინდა შენ აბა,
- კაბას როგორც მოუხდება რააა,
უინტერესოდ აიქნია ხელი და სავარცხელი მიაწოდა ნაზის, სკამზევე შესწორდა და სარკეში დააკვირდა ბებიას... თმის კეთებაც ყოველთვის იდეალურად გამოსდიოდა ნაზის ნახევარი თმა გაშლილი დატოვა ნახევარი კი კოსად მოახვია, იმდენად ლამაზად ვარდის ფორმით, დატალღული დაშლილი თმაც მოხვეულიდან გადმოდიოდა, ისე თითქოს ჩანჩქერი ყოფილიყო, წინ რამდენიმე ჩამოშლილი თმის წვრილი შეკვრა და თმა იდეალური იყო, მაშოს ნაკვთები იმდენად შეცვალა ახალმა თმის სტილმა ულამაზესი იყო,
- სუპერ ბებო ხარ ძალიან მომწონს მადლობა,
კმაყოფილმა მიაკრო ტუჩები ნაზ რბილ თითებზე და საყურეებს დაწვდა,
- მიდი აწი მოვა თეოდორეც,
- აწი კი არა მოვიდა
სიცილით შეხედს ქალს და სარკეს შეუტრიალდა
- მიდი მიდი უცებ,
ნელი ნაბიჯებით დაიწყო ნაზიმ კარებისკენ სვლა და კარებზე ზარისას, მაშინვე როხ-როხი ატეხა მაშომ
- ე ხო გითხარი,
კმაყოფილმა გადაიყარა თმები უკან და დოინჯების სწრაფი შემოწყობის გამო თმაც ჩაიყოლა უცებ წამოიკივლა თმის მოწიწკვნის გამო და ნაზიმაც მობეზრებულად აატრიალა თვალები,
- რა გეშველება,
თავისთვის ამოიფრუტუნა ქალმა და ოთახიდან გავიდა....
არავის შეუწუხებია მაშო, აჩქარებულმა გადაიცვა საოცარი კაბა საოცარ სხეულზე და თავადაც კი არ უნდოდა სარკეში ჩახედვა, კაბაც ისეთი კომფორტული იყო, გაჭირვებით, ბევრი ბრძოლის და წვალების შედეგად აიწია ელვა და ფრთხილად ჩააცურა ლამაზი ფეხები ტუფლებში, ოთახში ულამაზესი ქალი იდგა, საოცარი იყო, პირზე ხელ აფარებულმა ჩაიხედა გრძელ სარკეში და თავადვე მოუნდა კივილი, თითქოს ვარდის კოკორი იყო აქამდე, ჩვეულ სპორტულ სამოსში ახლა კი გაფურჩქნული ვარდი იყო, მზის სხივებით მოელვარე, ბროლივით ნათელი იყო, წელში გამოყვანილი კაბა დაბლა კი გაშვებული, ფეხებთან ჩახსნილი იყო და გრძელი, ულამაზესი, ზედ დასაკვდომად საოცარი ფეხებიც გამომწვევად ჩანდა, შეუდარებელი სხეულის ფორმები გამოუჩნდა, მაკიაჟი, ახალი სტილი და ისედაც თან დაყოლილი სააოცარი სილამაზე იმდენად ერწყმოდა ერთმანეთს ნაწარმოები იქმნებოდა,
- მზად ვარ,
დაბალ ხმაზე ამოილაპარაკა ოთახში მსხდომი ბებია, თეოდორე და ვაჟა რომ დაინახა და მათი ყურადღება მან რომ მიიქცია თითქოს სხეულიც კი დაეჭიმა,
- ჯანდაბა!
უნებურად აღმოხდა ვაჟას და თითქოს თვალების მონად იქცა,
- შენ რა ღადაობ? ხალხის დახოცვას აპირებ მაშო?
სწრაფად წამოდგა და ისე აათვალიერა ფეხებიდან თმის ღერამდე,
- მუხლებში ძალას ვერ ვგრძნობ უნამუსო ვიყო,
კრუგი დაარტყა ფრთხილად, ისე აათვალიერა ინტერესიანი, კმაყოფილი მზერით და სახეზე აიფარა მუშტი,
- ციდან ჩამოვარდილი ხო არ ხარ?
უცებ იცვალა ვაჟა, რეალურად არც მოსაუბრე და არც სულ ტკბილი სიტყვებით შემამკობელი ყოფილა, ყოველთვის უხეში და პირდაპირი იყო, ახლა კი სრულიად შეცვლილიყო, იმდენად სრულყოფილი ქალი იდგა მის წინ ვერ ხვდებოდა ემოციები სად წაეღო,
თეოდორე კი მთელი ამ დროის განმავლობაში ხმას ვერ იღებდა, თვალები ეცვალა, უზომოდ ეცვალა, იმდენად მოუდუნდა, იმდენად კმაყოფილებისგან ენაცვლა, რომ მომღიმარი გაშტერებულიყო კიდეც, უნებურად გადაეხარა თავი გვერდზე და თვალი არც კი უტოკდებოდა, მაშოს ჰოლივუდის საოცარ ღიმილზე მორცხვად ჩახარა თავი ვერ შეკავებული ღიმილით და ეცადა გონზე მოსულიყო,
- , სად მიგვყავსს ძაან რთული იქნება მისი მოვლა,
ძმას გახედა ვაჟამ, რომელიც გონზე მოსვლას ცდილობდა და შემდეგ ნაზის შეხედა უნებურად, მაშოს დანახვისას პირზე ხელი, რომ აეფარებინა და მას მერე არც ჩამოეშვა, ისე გახედავდა ხოლმე თეოდორეს რეაქციას, იცოდა, როგორი ძლიერი სიყვარული და როგორი საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ მაშოსა და თეოდორეს და იმდენად სიამოვნებდა მათი ერთმანეთის ყურებისგან გამოწვეული ბედნიერება, რომ ვერ ხვდებოდა რომელი ემოცია გამოეხატა,
- მართალია, ვწერეთ ვწერეთ და ნაწარმოები შევქმენით,
თავზე ხელის გადასმით წამოიწია მამაკაცი და ფრთხილად წავიდა კმაყოფილი გაბადრული მაშოსკენ,
- არაფერი რთულიც არ იქნება, გვერდიდან არ მომშორდება, ხო ასეა?
პასუხად თავი დაუქნია მაშომ და ბებიას მოავლო მზერა
- ბებია შენ რას იტყვი მიხდება?
მორცხვად დაისვა კაბაზე ხელი და თეოდორეს გამოუდო ხელკავი,
- სიმართლე გითხრა აღარ მინდა, რომ წახვიდე მეშინია ბებო, სრულყოფილი ხარ! მართლაც ჩამოვარდნილი ანგელოზი ხარ, გენაცვალოს შენი ბებო,
გულზე იჭერდა ხელებს ნაზი და საოცარი სიყვარულით აკვირდებოდა მათ გაზრდილ მეგობრებს,
- ბიჭებიც რომ უსიმპათიურესები მყვანან,
ღიმილით გამოუდო ვაჟასაც მაშომ ხელკავი და ხან ერთ ძმას გადახედა ხან მეორეს,
- გენაცვალეთ,
ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ნაზიმ სამივეს,
- წავიდეთ რო არ დავაგვიანოთ და მაშო ხშირად ეცადე მომიახლოვდე და რამე, მარტო თეოდორესთან ნუ იქნები, კამერაში მინდა რო ვჩანდე სულ,
- ოოო რა ძაან ამუქებთ რა,
ხელი მიარტყა სიცილით ვაჟას და თეოდორეც ისევ მის ღიმილზე მომღიმარი აშტერდებოდა მაშოს საოცარ სილამაზეს
- მართლა იდეალური ხარ მაშუნა,
ღიმილით მოხვია თეოდორემ ხელი
- მადლობა მაგრამ ასეთი გაფორმებები არ არის საჭირო
მორცხვად აიჩეჩა მაშომ მხრები,
- არ წავიდეთ პრინცესა? დაგვაგვიანდება, იქ ხომ ვარსკვლავები ჩვენ ვართ არა?!
სწრაფად ჩაუკრა თვალი ვაჟამ და წამის მეასედში გაჩნდა მაშოს წინ,
- კიბატონო წავიდეთ,
კმაყოფილმა დააქნია მაშომ თავი ვაჟამაც ერთი ხელის მოსმით აწია მაშო ჰაერში მაშომაც სწრაფად დაავლო მხრებზე ხელი რომ არ გადმოვარდნილიყო და სიცილით დაუქნია ბებიას ხელი,
- ჩემ განძს მოუფრთხილდი!
სწრაფად დააწია ყვირილით ნაზიმ სიტყვები ვაჟას და თბილი მზერა გააყოლა მათ, ბოლოსღა გადაიტანა ყურადღება ჯერ ისევ მომღიმარ თეოდორეზე მაშოს ღიმილს რომ გაჰყოლოდა ფიქრებით,
- შენ რაშვები ჩემო ბიჭო?
თბილი ხმით შეეხო ნაზად მხარზე მამაკაცს და ისიც ჩაფიქრებული შეხებისგან სწრაფად დაბრუნდა სამყაროზე
- მეც წავალ, თავს მიხედე და თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე მაშოს მე მივხედავ,
იმედიანი სიტყვები წარმოთქვა და ნაზიც ვერ მალავდა გადაჭარბებულ იმედს მის მიმართ, მასში გარეული სითბო და სიყვარული კიდევ მეტად ცვლიდა და აისახებოდა მის გამოხედვაში,
- რა თქმა უნდა,
ნელა შეახო სახეზე თბილი ხელი ნაზიმ და ნაზად მიეფერა გატრუნულ თეოდორეს,
- უთხარი რომ ბევრი არ დალიოს, ნურც შენ დალევ ბევრს საჭესთან უნდა დაჯდე, ...... წარმატებებს გისურვებთ,..... მეამაყებით
თბილად მოუსვა ხელი სახეზე და ღიმილით გამოხატავდა გულწრფელ სიტყვებსა და სიყვარულს, თბილად შეახო ქალის ხელს ხელი თეოდორემ ნაზად დაასრიალა მასთან ერთად ხელი და თბილად შეახო ბაგეები ქალის ტკბილ ხელისგულს,
- მალე მოვალთ,
დაბალხმაზე წარმოთქვა და მალევე მოშორდა ღიმილით ადგილს, შორიდანვე დალოცა ნაზიმ ახალგაზრდები და ღელვის ჩახშობას ეცადა....
....
უზარმაზარი იყო დარბაზი, თეთრი ბუშტები, სხვადასხვა ფერის განათებები და ახალ-ახალი მორთულობები მეტად სახალისო და სადღესასწაულო გარემოს ქმნიდა, დაბალხმაზე ისმოდა მუსიკის ხმაც მანამ სანამ წვეულება დაიწყებოდა, ხალხიც ბლომად მოგროვილიყო, თითქმის ყველა საკუთარ მაგიდასთან იდგა სასმლით სავსე ჭიქით ხელში, სკამები თითქმის არ იყო, მხოლოდ ტერასაზე იყო მოწყობილი კომფორტული სკამები და მათ შორის პუფებიც, რომელიც თავისუფალი არ რჩებოდა, ყოველ ჯერზე ახალ ახალი დამსვენებელი ჰყავდა, მაშოც ნაზად ათვალიერებდა დარბაზს, მოსწონდა გარემო, მიუხედავად იმისა რომ ჯერ წვეულება დაწყებული არ იყო მოწყენილობა მაინც არ ყოფილა, მაშომ მოასწრო კიდეც ახალი მეგობრების და თაყვანისმცემლების შეძენაც კი, არ არსებობდა დარბაზში ადამიანი რომელსაც არ შეემჩნია მაშო, იმდენად გამორჩეული იყო, არა მხოლოდ სამოსით არამედ სილამაზითაც, არავის ტოვებდა უკმაყოფილოს, შურის თვალიც ხშირად აწუხებდა და ხშირად, მამაკაცის დაჟინებული მზერა რომელიც უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა და თეოდორეს მეტად უახლოვდებოდა ხოლმე,
რამდენიმე ხანში წამოდგა სცენაზე კუთხეში მდგარი სკამიდან მამაკაცი და სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა ცენტრში მდგარი მიკროფონისკენ,
- მოგესალმებით!
თამამად წამოიძახა და აუჩქარებლად მოავლო თვალი დარბაზში მყოფთ,
- ყველამ ვიცით მიზეზი თუ რატომ შევიკრიბეთ დღეს ჩვენ ერთად, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ეს დღე, ახლის მომტანია და ნიშანიც რომ ამის მერე გაცილებით უკეთესად შეიცვლება ყველაფერი,
წამით გაჩუმდა ისე დაიქაჩა წამებით შეკრული "საროჩკა" მენჯებზე გადმოფარებული მუცლისკენ და ომახიანად განაგრძო,
- მაშასე, მინდა მივესალმოთ ყველაზე ახალგაზრდა გავლენიან, იტალიელ ბიზნესმენს, რომლის შესაძლებლობებიც უსაზღვროა, მისი საქმიანობების შესახებ რომ დავიწყო ჩამოთვლა დღეს ვერ შევძლებთ.... ამიტომ მივესალმოთ ბატონ რატი პირველს....
ომახიანად იყვირა მამაკაცის სახელი და მაშინვე მხურვალე ტაშის ხმამ მოიცვა დარბაზი, კმაყოფილი აკვირდებოდა ვაჟაც მოვლენებს და მართლაც არ შორდებოდა მაშოს გვერდიდან, მაშოც მხურვალე ტაშის მონაწილე გახდა და გონებაში, რომ მამაკაცის სახელი გაიმეორა წამით დაიბნა, თითქოს სადღაც გაეგო მსგავსი სახელი და გვარი, თუმცა ვერ იხსენებდა საიდან, დაბნეულობა იმდენად შეეტყო თვალებს ვერ აჩერებდა, აფორიაქდა, თუმცა თავადაც ვერ ხვდებოდა რატომ
- მაშო ყველაფერი რიგზეა?
ნაზად შეახო მხარზე ხელი თეოდორემ და მაშომაც შველის თვალები შეანათა უცებ,
- არ გეცნობა მისი სახელი და გვარი?
საჩვენებელი თითი მიიდო ქვედა ტუჩზე გაურკვევლობისგან და მის პასუხს დაელოდა,
- რამდენიმეჯელ გამიგია ჩემი ძმისგან რატო მეკითხები?
ინტერესით დახედა და მაშოც მაშინვე ეცადა მოეშორებინა ფიქრები
- არა, უბრალოდ საიდანღაც მეცნო,
ღიმილი არ დამალა და სცენის შესასვლელს გახედა, ტაში მეტად გაძლიერდა მაშინ როცა სცენაზე მამაკაცი გამოჩნდა, იმდენად, დახვეწილი მხარ-ბეჭიანი, ახოვანი სხეული ჰქონდა, ამ ყველაფერს მისი განსაკუთრებული, განსხვავებული სტილი შეჰმატვოდა და ყველასგან გამორჩეული და უდავოდ საოცარს ხდიდა, მექსიკელს ჰგავდა გამორჩეული სტილით, ასეც იყო, ტანზე იმდენად მოხდენილად ადგა მექსიკელი რანჩეროს თანამედროვე კოსტიუმი, ზემოდან კი ხავერდის მოკლე ქურთუკი ამშვენებდა, ქვემოთ ფართო გვერდებზე თასმებიანი თეთრი შარვალი, ფეხზეც სპორტული ტყავის ფეხსაცმელები მოერგო და იდეალური იყო, სახის ლამაზი ნაკვთები, მწვანედ ელავდა მისი ცივი, შუშის მზერა, თუმცა ამავდროულად იმდენად მომხიბვლელი და ძალზედ მომაჯადოვებელი იყო, რომ შორიდანაც გატყვევებდა, მუქი ყავისფერი თმა ისე არ ჰქონია, როგორც ბიზნესმენებს სჩვევიათ, თმის ლაკით უკან გადაწეული, ჟელით მობზიალე, არა მას ჩვეულად დაეყენებინა, ოდნავ აჩეჩვოდა თმა და რამდენიმე შეკრული თმის ღერი ჩამოცვენოდა შუბლზე, ფიქრებში გაყოლილი დარბაზი დადუმდა კიდეც ისე აკვირდებოდა მამაკაცის უჩვეულო აღნაგობასა და სილამაზეს,
- არავის გაგონებს?
თვალ მოუშორებლად მიარტყა იდაყვი ვაჟამ მაშოს დაბალხმაზე ამოჩურჩულებით და მაშოსაც არ დასჭირვებია ფიქრი
- უთავო მხედრიდან მას ჰგავს, მსგავსად აცვია,
გაიცინა ბოლოს და შედარებაზე თვალები მოაშორა უკვე სცენაზე მიკროფონის წინ ჩამომდგარ მამაკაცს, რომელიც ჯერ ისევ შემორჩენილი ტაშისგან გამოწვეული ხმაურის დაწყნარებას ელოდა, მაშოს ერთ-ერთი საყვარელი წიგნი იყო მაინ რიდის "უთავო მხედარი" და ერთ-ერთი პერსონაჟი იყო მხედარი _მორის ჯერალდი, რომელზეც აფანატებდა, უზომოდ მოსწონდა, კითხვის დაწყებისთანავე უზომოდ შეუყვარდა პერსონაჟი და ახლა უფრო და უფრო დაბნეულიც კი იყო, ვერაფერს ამბობდა მამაკაცზე, რადგან ისევე უზომოდ მოიხიბლა, როგორც დარბაზში მყოფი ნებისმიერი მანდილოსანი, ვინაიდან ეს წვეულება ვაჟასაც ეკუთვნოდა მათი მაგიდაც მოწინავე იყო სცენასთან, წამყვანმა მამაკაცმა დიდის ამბით ჩამოართვა ხელი ახალ მისულს და ხელების დახმარებითაც აშკარად შეაქო მისი აღნაგობა და სტილი
- პირველ რიგში მოგესლმებით...
ჩამოვარდნილ სიჩუმეში წარმოთქვა სიტყვები ბოხი, დაბალი და საოცრად წყნარი ხმით და კიდევ მეტად მოხიბლა დარბაზი მათ შორის მაშოც, რომელიც საერთოდ არ ელოდა მსგავსად სასიამოვნო ხმას, ხელთავიდან ახმაურდა დარბაზი, სრულად გადაავიწყდა მაშოს მისი სახელი და გვარიც და მასზე ფიქრიც რომ მსგავსს იცნობდა ვინმეს
- მადლობას გიხდით იმისათვის, რომ დღეს ჩემთან ერთად აღნიშნავთ ჩემს ჩამოსვლასა და ჩემი პარტნიორის წინ სვლას.....
ყველა დადუმდა დარბაზში მანდილოსნები მის სიტყვებთან ერთად მის მომაჯადოებელ ხმას აკვირდებოდნენ და თან ყოველ მის გაჩუმებაზე მოუთმენლად ელოდნენ სიტყვის გაგრძელებას
- ვიცი, რომ აქედან ბევრი თქვენგანი არა ჩვენი კომპანიის თანამშრომელი არამდე მუდმივი მომხმარებელი ხართ, მინდა მომენტით ვისარგებლო და თანამშრომლებს გაცნობოთ, რომ დღეიდან მეტად მორგებული გრაფიკით მუშაობა შეგეძლებათ, ვინაიდან უკვე საკმაოდ ბევრი კადრი გვყავს, საშუალებას გაძლევთ 8 საათიანი გრაფიკი შევცვალოთ 5 საათით, ცხადია მხოლოდ ხუთი დღე იმუშავებთ....
ყველა დუმდა ცხადია რატის სიტყვები ყველას სასიამოვნოდ მოედუ გულზე მაგრამ, როგორც ყოველთვის მცირე საათს მცირედი ხელფასიც თან დაჰყვებოდათ, აქამდე კი გასაკვირად ყველა კმაყოფილი იყო საკუთარი ხელფასით, აი რატომ ჰყავდა რატის ნებისმიერ კომპანიაზე ორჯელ მეტი კადრი,
- ცხადია საათის შემცირების პირობა იგულისხმება იმაში, რომ მეტი დრო უნდა გაატაროთ ოჯახის წევრებთან მეგობრებთან, ვფიქრობ დასვენებაც საკმარისია,
თითქოს ცდილობდა თბილად ესაუბრა, თუმცა იმდენად მოხდენილად დასახლებულიყო მის ხასიათსა და ჩვევაში სიუხეშე არანაირად გამოსდიოდა თბილი საუბარი, თითქოს ისევ ბრძანებებს იძლეოდა, თუმცა ეს ბრძანება ყველასთვის სასიამოვნო მოსასმენი იყო და ამავდროულად დამძაბველიც ანაზღაურების თაობაზე, ისევ ხმა არ ამოუღია არავის, შორიდანვე იცოდნენ მისი ხასიათი და ისიც კარგად იცოდნენ, რომ მისი სიტყვა კანონი იყო და მხოლოდ სულელი თუ შეეკამათებოდა მას,.... ყველა დუმდა, ისევ და ისევ მას ელოდნენ, როდის განაგრძობდა საუბარს, წამით რატიც ხმის ამოუღებლად აკვირდებოდა ხალხს, მაშოც გაკვირვებული შესცქეროდა ახოვან სხეულს და ვერ ხვდებოდა ამ ყველაფერს მართლა იძახდა თუ უბრალოდ სურდა მათ თვალში ვინც უბრალოდ სტუმრად მისულნი იყვნენ მათ თვალში აემაღლებინა თავი,
- რატომ დუმხართ?
ახლაღა ამოიღო ხმა, თუმცა მის ხმაში ძლიერი ირონია იგრძნობოდა, ღიმილი გაეპარა ტუჩის კუთხეში და რამდენიმე მილიმეტრით წინ გადადგა ნაბიჯი, თავ ჩახრილმა, რომ ღიმილი დაემალა,
- დამშვიდდით, ანაზღაურება იგივე დარჩება, ბონუსით
ამოილაპარაკა და უკვე სახე გაბადრული სტუმრებიც სხარტად წამოიწივნენ მხურვალე ტაშის დასაკრავად,
- წყნარ და მხიარულ საღამოს გისურვებთ, ახლა კი თქვენთან ერთად მოვიწვევ, ჩემს ახალ პარტნიორს ვაჟა მჭედლიშვილს,
ჩვეული სიწყნარით მიიწვია ვაჟა სცენაზე და ახლაღა შეხედა მათ მაგიდას, ერთხელ მოავლო ვაჟას თვალი და უნებურად გაექცა თვალი მის გვერდით მდგომი მანდილოსნისკენ, რომელიც დიდი ბედნიერებით უკრავდა ტაშს,
- მიდი წარმატებები,
ხმადაბლა შეახო მაშომ ზურგზე ვაჟას ხელი და თვალი გააყოლა, თითქოს გრძნობდა კიდეც მზერას მაშინ ახედა ისევ და ისევ სცენაზე მდგარ რატის და უნებურად წააწყდა მის მწვანე მომაჯადოებელ თვალებს, უცებ დაიბნა, ღიმილიც შეახმა სახეზე, ნელ-ნელა დაწია ხელები და რატიც ურცხვად მოჰყვა შორიდანვე მის თვალიერებას, წინ გამოწეულ მოშიშვლებულ სწორ ფეხს, ქვევიდან მოჰყვა ისევ მაშოს დაკვირვებას და ლამის შორიდანვე დააკვდა მის საოცარ ფეხებს, უხერხულად შეიშმუშნა მაშო და ამის გამოსახატავად შეანათა თვალები, არც შეუმჩნევია რატის მისი მკაცრი მზერა ისე ინაცვლა სცენაზე ასული ვაჟასკენ მზერა და სხვასთან ერთად დაუკრა ტაში,
ახალი საფიქრალი მიეცა მაშოს, თან მოსწონდა ის, რომ მსგავსი ადამიანის ყურადღება დაიმსახურა მაგრამ ამავდროულად დააბნია ამ ყოველივემ, მათი სცენაზე შეხვედრა იდეალურად დასრულდა, ვაჟაც მომზადებული სიტყვით წარსდგა ხალხის წინაშე და სცენაზევე მოაწერეს საბუთებს ხელი რის თანახმადაც ამ საღამოდანვე ერთად განაგრობდნენ 'მოღვაწეობას'...
საღამო მხიარულად მიდოდა, ვაჟა და რატი თითქოს შეხვედრა დაეთქვათო, დაკავებულები იყვნენ ყოველ წუთას ახალ-ახალ მამაკაცთან საუბრობდნენ, თეოდორეც კი მაშოს არ შორდებოდა,
მაშოც იმდენად განსხვავებული იყო მთელ დარბაზში, ისიც განსხვავებული სილამაზით იყო დაჯილდოვებული, ბევრი იდეალური მანდილოსანი დაიარებოდა, თუმცა მაშო მათ გვერდით მანათობელი, ჩამოვარდნილ ანგელოზს ჰგავდა, დედოფალივით მომღიმარი ქალიშვილი სტუმრების თვალში ხშირად ხვდებოდა, საყოველთაო ყურადღებით გარემოსილ მაშოს ორასამდე წყვილი თვალი მაინც მისჩერებოდა, ერთნი აღტაცებით, მეორენი კი შურით, მისი სილამაზით მოხიბლული მეგობრებით, ახალგზარდა მეწარმეებით, ახალ ბედა კომპანიის მმართველებითა და ახალგაზრდა მამაკაცით გარშემორტყმულ მაშოს, წესით, ამაყად და ბედნიერად უნდა ეგრძნო თავი ამას თეოდორეც ამჩნევდა, თუმცა ვერავის აუკრძალავდა, რომ არ შეეხედათ მის გვერდით მდგომისთვის, რომელიც თავადაც დიდ მოთმინებას იყენებდა იმისათვის რომ თვალმოუშორებლად არ დაეწყო მასზე მიშტერება, ხშირად გააპარებდა ხოლმე მაშო მოსაუბრე რატისკენ მზერას და შორიდანვე აკვირდებოდა მის თავდაჯერებულ საუბარს, ამაყად მდგარი, ცივი გამოხედვითა და სიუხეშითაც გამორჩეული, თუმცა ზრდილობა არსად დავიწყებია, უფროსებთან მიუხედავად იმისა, რომ მათი 'უფროსი' კომპანიაში თავად იყო მოწიწებით საუბრობდა მათთან, თუმცა სიმკაცრე დაუმალავი აღმოჩნდა მისთვის....
- თეოდორ არ ვიცეკოთ?
ნელა მიუახლოვდა მაშო თეოდორეს ისე ჰკითხა და ამავდროულად ფეხების ტკივილსაც გრძნობდა, ისედაც დიდი დრო იყო გასული მას შემდეგ რაც ფეხზე იდგა, მისი თოჯინას მსგავსი პატარა ტერფები კი ვერ უძლებდა დატვირთვას, სიარულით კიდევ მეტად მარტივად გადაიტანდა ტკივილს,
- მობრძანდით ქალბატონო,
ღიმილით გაუშალა ხელი თეოდორემ მაშოს და მანაც უმალ შეაგება მის ხელს თლილი თითები, საცეკვაოდ თავისუფალ ადგილას გაიწვია თეოდორემ და ვალსის შესასრულებლად მოემზადა, მაშოც და თეოდორეც ყოფილი მოცეკვავეები იყვნენ, მაშოს ყოველთვის უნდოდა გაეგრძელებინა ცეკვით მისი პროფესია, თუმცა ცხოვრებამ სრულიად სხვა გზით წაიყვანა, მოსწონდა ის რასაც აკეთებდა, თუმცა მოეწონებოდა ისიც რაც ბავშვობიდან უნდოდა, ნაზად მოხვია თეოდორემ მაშოს წვრილ წელზე ხელი და მუსიკის ფონზე დაატრიალა, წყნარად აუწყეს ფეხები ერთმანეთს, ფრთხილად ეხებოდა თეოდორეც და ნაზად ფრთხილად გადააწვენდა ხოლმე მკლავზე მაშოს, ნაზი და სასიამოვნო შესრულება ჰქონდათ, კონცერტსაც კი ჰგავდა თავისუფალ კონცერტს, ღიმილით დაუკრეს აპლოდისმენტები რამდენიმე გამოსულ წყვილს დაბალ სცენაზე და შემდეგი შეკვეთილი მუსიკის ფონზე, ჩამოდგნენ უკვე მზად მყოფი ახალი წყვილი საცეკვაოდ გამოყოფილ განათებულ სცენაზე,
- კარგი ბიჭი ხარ,
ჩუმად გადახედა მაშომ თეოდორეს ისე შეაქო და თავად წავიდა საკუთარ მაგიდასთან, სასმლით სავსე ჭიქა მოითავსა თითებში და პირველად მოსვა ამდენი ხნის მანძილზე,
- მმ გემრიელი ყოფილა,
კრეჭვით ახედა თეოდორეს და უნებურად მიიბყრო მისი ყურადღება, მათკენ წამოსულმა წვეულების გმირებმა,
- გამარჯობა,
დაბალხმაზე მიესალმა რატი წყვილს და მაშოც დაძაბული გაშეშდა ადგილზე, თითქოს ელოდა კიდეც მამაკაცის მზერას, თუმცა ასე არ მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ რატი ორივეს მიესალმა მხოლოდ თეოდორემ დაიმსახურა მისი მზერა, ძლიერად ჩამოართვა ხელი მისალმებისას და ადგილზევე გადადგა ნაბიჯი თავჩახრილმა,
- გაიცანი ეს ჩემი ძმა, თეოდორე ეს კი მაშო,
ღიმილით გააცნო ვაჟამ წყვილი და სახელზე სწრაფად წამოწია რატიმ თავი, თითქოს შუშის თვალები გაკვირვებით ჩაენაცვლა ისე შეხედა მოულოდნელად მაშოს თვალებში, ისიც მოულოდნელობისგან იმდენად ანერვიულდა, პულსიც საგრძნობლად აუჩქარდა,
- მაშო?
სახელი გაიმეორა უნებურად და ქალის თვალიერებას ახლოდან მოჰყვა, ისევ და ისევ ფეხები შეუთვალიერა კმაყოფილმა და ისე ფრთხილად დააკვირდა სახის ნაკვთებზე , თითქოს რამეს ატკენდა,
- სასიამოვნოა, გამიხარდა, ჩემძმასთან საერთო რომ გამონახე, წარმატებებს გისურვებთ,
ნაზად დაარტყა მხარზე ხელი თეოდორემ რატის და მანაც წამში შეცვალა მზერა,
- მადლობა, შეგიძლია შენც მიიღო მონაწილეობა და მიეხმარო ძმას...
მის სიტყვებზე ჩაეცინა თეოდორეს, წამით მოავლო იატაკს მზერა და ღიმილით შეხედა მამაკაცს,
- დარწმუნებული ვარ ჩემი ძმა თვითონ უკეთ გაართმევს თავს, მაგრამ თუ ოდესმე რამე კითხვა გაუჩნდება აუცილებლად გავუზიარებ ჩემს აზრს,
ღიმილით გაუსწორა მზერა რატის და მასაც შეეტყო კმაყოფილება პასუხისგან, მოეწონა თეოდორე, მისი პასუხიც და თითქოს მისი ხასიათიც ერთ წინადადებაში ამოიცნო,
- ამის შემდეგ იმაზე მეტი პასუხისმგებლობა დაგეკისრება ვიდრე ოდესმე, დარწმუნებული ვარ რომ შეძლებ და სწორად წარუძღვები, ისიც ვიცი რომ არ გამიცრუებ იმედებს,
ვაჟაზე გადაიტანა ყურადღება ახლა და მის საყურადღებოდ დაიწყო საუბარი,
- ახლა მეტად მჯერა, რადგან გვერდში ძმა გიდგას, უფრო სწორად ასეთი ძმა!
ამაყად წარმოთქვა სიტყვები და კმაყოფილი შეაჩერდა თეოდორეს,
- ხო კიდევ, ხშირად მოგვიწევს ერთმანეთის ნახვაც, დროებით საქართველოში ვიქნები რაღაც პირადი საქმეების გამო და ვეცდები მაქსიმალურად დაგიდგე მხარში, გამიხარდება ჩვენს შეხვედრებს შენც თუ დაესწრები ხოლმე თეოდორე,
ისევ გარია თეოდორე საქმეში და ვაჟაც კმაყოფილი უსმენდა მას, მოსწონდა ძმის ქება და ისიც ახარებდა, რომ ახლა მის ძმას ცხოვრებაში მეტი შანსი მიეცემოდა, ამას კი რატი აიძულებდა, მისი გავლენიანი ხერხებით, რა თქმა უნდა სასიკეთოდ,
- რა თქმა უნდა,
ჩაიცინა თეოდორემ და მაშოც ღიმილით აკვირდებოდა ხან ერთს და ხან წინ მდგარ "მექსიკელ მხედარს" მოსწონდა მამაკაცის ბარიტონი, მისი თავდაჯერებულობა, დგომა, მაღალი საოცარი სხეული, ქცევა და საერთოდ ყველაფერი მოსწონდა მასში,
- ბატონო რატი შეგიძლიათ ცოტახნით მოხვიდეთ?
ხმამაღალი დაძახებისას სწრაფად გახედა უკან მდგარ წამყვანს რატიმ და თანხმობის ნიშნად დაუკრა თავი, დასამშვიდობებლად შეხედა ძმებს და მათაც თავის დაკვრით ანიშნა წასვლა,
- კიდევ გნახავთ, გაერთეთ,
ფრთხილად მიარტყა ვაჟას მხარზე ხელი და ბოლო მზერა მაშოს აჩუქა, თვალებში ჩააჩერდა ქალს აუჩქარებლად მოტრიალდა, მოასწრო მაშომ მის ბაგეებზე ორონიული ღიმილის დანახვა და გაბრაზდა კიდეც, საკუთარ სხეულს დახედა ისე თითქოს, ეძებდა რამე დასვრილს ან ნაკლს, რის გამოც შეეძლო რატის საბოლოო ღიმილის დამსახურებას....
ცოტახანს ღიმილით აკვირდებოდა მაშო სცენაზე ხალისიანად მოცეკვავეებს თავადაც ერთობოდა მათი ყურებით, თუმცა მაინც მოისურვა გარეთ გასვლა....
- ვჰუჰ, სუფთა ჰაერი,
ხმამაღლა დაიწყო საუბარი და ფრთხილად დაიწყო კიბეებზე ჩასვლა,
- კარგი წვეულებაა ვერაფერს ვიტყვი,
საბოლოო საფეხურიც ჩაიარა და ხელით მაღლა აქაჩული კაბა ძირს დაუშვა, მანამ უკან მოყოლილ თეოდორეს მიუბრუნდებოდა, მის წინ ყვავილოვანი ბუჩქების წინ მდგარი შავი ford mustang GT ი შეათვალიერა,
- ჯანდაბა, მიმზიდველია,
ჩაიცინა მაშომ და შეხებაც კი ვერ გაბედა, უზომოდ მოსწონდა მანქანები, ბევრი რამეც კი იცოდა მანქანების შესახებ, საყვარელი მანქანებიც ჰყავდა, მუსტანგზე შეყვარებული იყო, რადგან, მისი სახელი "მუსტანგი" ვინაიდან ცხენსაც აღნიშნავდა, ორმაგად უყვარდა, ერთ-ერთი მისი საყვარელი ცხოველი და ერთ-ერთი საყვარელი მანქანა, რომელიც კავშირშიც კი იყო ერთმანეთთან,
- მანქანების მონა ხარ მაშო,
სიცილით უყურებდა თეოდორე კიბის თავში მდგარი, რომელმაც ახლაღა დაიწყო კიბეებზე სვლა
- მერე რა მოხდა? მიყვარს და რა ვქნა
მაშოსაც გაეცინა და ეცადა ყურადღება ისევ წეღანდელ თემაზე გადაეტანა
- სხვათაშორის თურმე ცეკვა არ დამვიწყებია
ჩაიცინა და წინ რომ ჩამოუდგა თეოდორე ღიმილით მოხვია კისერზე ხელები, მანაც კმაყოფილმა დაავლო წელზე ხელები და ფრთხილად აწია ჰაერში, ისე დაატრიალა,
- აა ღმერთო ჩემო, არ დამსვა ცოტახანს, ფეხეები, თურმე ძალიან მტკივა,
- ოო მართლა?
ჩაიცინა თეოდორემ მაშო რომ მოეხვია კისერზე და თავადაც წელზე მოხვია ხელები ძლიერად, ძირს არ დაუსვამს
- აქამდეც მიკვირდა, როგორ იდექი
ღიმილით ამოილაპარაკა და ამდენი ხნის მერე შეძლო რომ მაშოსთვის ლოყაზე ეკოცნა, ვერ ბედავდა აქამდე, ეგონა მაკიაჟს გაუფუჭებდა
- გინდა წავიდეთ?
- არა სირცხვილია ვაჟასთან, ცოტახანს შევძლებ კიდევ,
ამოილაპარაკა და თან ფეხები გააქნია ნიშნად რომ დაესვა თეოდორეს, მანაც მითითება შეასრულა და ფრთხილად დააბრუნა მიწაზე მაშო, მაშო ისევ მის მომხიბვლელ პრინცს შეუტრიალდა და სურვილი რომ ნეტავ მისი ყოფილიყო ხმამაღლა წარმოთქვა,
- იცი რა მაინტერესებს? ამხელა წვეულება მოაწყო და სკამებიც, რომ დაედო გაკოტრდებოდა? ცინიკურად იკითხა და მანამ მოტრიალდებოდა მანამ მოისმინა პასუხი
- ბოდიშს ვიხდი, არ მქონდა გათვლილი შენსავით სუსტი ფეხების პატრნონისთვის ეს ყველაფერი, გამონაკლისი დავუშვი აივანზე, თუმცა დაგასწრეს,
დენდარტყმულივით გახედა მაშომ კიბის თავში ახლად გამოსულ რატის და მთელი სხეული დაეჭიმა, ხმა ვერ ამოიღო მის პასუხზე, არც იცოდა რა უნდა ეთქვა ახლა მისთვის,
დაბნეული წავიდა თეოდორესკენ და ისე ამოეფარა თითქოს საფრთხეს ელოდა თეოდორე კი დაიცავდა, კიბის თავშივე ამოაცურა რატიმ სიგარეტის ღერი და აუნთებლად მოიქცია ტუჩებს შორის, მის საქციელზე ძლიერად აუძგერდა მაშოს გული, თითქოს სადღაც ენახა მსგავსი ქცევა, თითქოს მის სახელსა და გვართან ერთად ეს ქცევა სადღაც ენახა, დეჟავიუს გრძნობა ჭამდა შიგნიდან, მისთვის სულ არ იყო უცხო მამაკაცის ქცევა, თუმცა ვერაფრით იხსენებდა საიდან ეცნობოდა ეს ყოველივე, დაძაბულმა დაიწყო მისი დაკვირვება ის კი ნელი ნაბიჯებით ჩამოდიოდა კიბეებზე,
- მეგონა ყველა კმაყოფილი იქნებოდა დღევანდელი წვეულებით,
გააგრძელა ისევ და თეოდორეს წინ ჩამოდგა, მაგრამ მისთვის არც კი შეუხედავს მის უკან კრავივით ამოფარებულ მაშოს გაუყარა მზერა
- გავითვალისწინებ შემდეგისთვის,
გატრუნული უსმენდა მაშო და ვერც ხვდებოდა, რომ ძალიან ნერვიულობდა,
- მაშო რა გჭირს?
ღიმილით გახედა თეოდორემ მის უკან მდგომს და ხვდებოდა კიდეც რომ მაშო საკუთარ თავს არ ჰგავდა,
- გამოდი მაგედან,
ღიმილით გამოწია მის წინ, მაშოც მაშინვე გაუძალიანდა, ისევ მორცხვად ამოუდგა თეოდორეს უკან და წარბშეხრილი გაბრაზებული ამავდროულად მორიდებული სახით მოავლო თვალი ჯერ თეოდორეს და შემდეგ მის წინ მდგარ რატის, მისი საქციელით კარგად გამხიარულდა თეოდორე, მაშო ყოველთვის ამპარტავანი იყო, სიტყვას არ შეაწევდა არავის მითუმეტეს, როცა რაღაც არასწორს ხედავდა ყველანაირად ეცდებოდა მის გამოსწორებას, კარგი სიტყვა-პასუხი სჩვეოდა, ისეთ რამეს გეტყოდა მოულოდნელად ვეღარ შეძლებდი ხმის ამოღებას, ახლა კი სრულიად სხვანაირი მაშოს დანახვისას ერთობოდა კიდეც თეოდორე,
- მაშო შენ გელაპარაკებიან,
სწრაფად დაავლო თეოდორემ ხელი უცებ აწია ჰაერში და რატის წინ დააყენა, უარესად დაიბნა მაშო ვერც იმას მიხვდა, რატომ არ ეხმარებოდა თეოდორე,
- მერე რაა?
მკაცრად შეუტრიალდა თეოდორეს უცებ და ბრაზიანი მზერით ახედა
- არაფერს ეტყვი?
თბილად და გაკვირვებულმა დაუსვა კითხვა ისე დახედა მორცხვ მაშოს და ისიც ისევ დადუმდა, პასუხად თავი გაუქნია უარის ნიშნად და მანამ გვერდზე გადავიდოდა ფრთხილად შეატრიალა თეოდორემ ისევ რატის პირისპირ, უცნაურად ახედა მაშომ რატის, ისე უცნაურ გრძნობას გრძნობდა მის მიმართ ეს ცხოვრებაში არასდროს გამოეცადა, თითქოს ყველაზე ნაცნობი იყო მისთვის წინ მდგომი, თითქოს უზომოდ დიდი სიყვარულიც კი აკავშირებდა მის მიმართ, თითქოს ნაწყენიც იყო მასზე და თითქოს გაბრაზებულიც, ვერ ხვდებოდა რა სჭირდა, ამავდროულად მისი გარეგნობა მისი სტილი მისი თვალები და გამოხედვაც იმდენად აბნევდა და თან იმდენად მოსწონდა, ვერ ხვდებოდა როგორ უნდა მოქცეულიყო, მისი წეღანდელი საქციელი გონებას გაფუჭებული რადიოსავით ჩაეხვია და მაშოს მოსვენების საშუალებას არ აძლევდა,
ნელა ჩამოშორდა მაშო ახალგაზრდა მამაკაცებს და ნელი ნაბიჯებით წავიდა შავი მუსტანგისკენ უცებ დაიწრიპინა მანქნამ სწრაფად აანთო მომენტალურად ყველა ფარი და მაშოც მოულოდნელობისგან შეხტა, სწრაფად გახედა უკან მდგომებს და რატიც რომ მისკენ დაიძრა დაძაბული წავიდა უკან-უკან, მაშინ ჩაეღიმა პირველად რატის, მაშო რომ მანქანას აეკრო დაძაბული დააკვირდა რატის, რომელიც მშვიდად მიუახლოვდა, მანქანის კარი გაამოაღო სწრაფად და მაშინვე აინთო ლურჯ ფერებში მისი სალონი, საჭეც ისე ლამაზად ანათებდა, საცქერად ღირდა,
- შეგიძლია ჩამოჯდე,
თვალით ანიშნა საჭესთან სავარძელზე რატიმ და მაშომაც გაკვირვებულმა დახედა მანქანას, შემდეგ შეხედა თეოდორეს თითქოს მისგან ელოდა პასუხს და ნებართვას, მანაც ღიმილით ანიშნა თვალებით დაჯექიო და უხმოდ და უსიტყვოდ ჩამოჯდა ისიც, რატი თეოდორეს დაუბრუნდა და მარტივად მონახეს მათვის საინტერესო სასაუბრო თემაც, თავიდან მანქანებიც კი განიხილეს, მაშოც ინტერესით უსმენდა სიტყვა არ გამოუტოვებია მანქანის შესახებ, ყველა ინფორმაციას ინახავდა გონებაში, სხვა თემაზე ინაცვლეს თუ არა ფიქრებს გაჰყვა მაშო, რატის პირველად შემოსვლა ამოუტივტივდა გონებაში, შემდეგ მისი ჩაცმულობა გადახარშა გონებაში და მანქანა სადაც ახლა იჯდა, უნებურად დააკავშირა გონებამ მის საყვარელ პერსონაჟთან მორის ჯერალდი, არა ეს მორის მუსტანგერი იყო, სისხლისფერ მუსტანგზე ამხედრებული მექსიკელი, რომელმაც ერთი დანახვით მოხიბლა ლუიზა, მამაკაცთა გულთა მპყრობელი ქალიშვილი, რომლის სილამაზეც იშვიათი და ერთადერთი იყო, "იტალიელი მექსიკელი, მომხიბვლელი სხეულითა და შავი მუსტანგით" გაიფიქრა მაშომ და უნებურად ჩაეცინა, მამაკაცების ყურადღება მაშინვე მისკენ, რომ შეიცვალა, სახეზე ღიმილი შეახმა და დაძაბულმა ახედა ორ წყვილ მაყურებელ გაოცებულ მზერას,
- სამწუხაროა ძმა,.... ნათელში იყოს....
სახე დაღრეცილმა გაკვირვებისგან, დაარტყა მხარზე ხელი თეოდორემ რატის ნაწყვეტ-ნაწყვეტ წარმოთქმული სიტყვებით ისე, რომ მაშოსთვის თვალი არ მოუშორებია, მაშინ დაემანჭა მაშოს სახე როცა გაანალიზა რა დროს ჩაიცინა და დარცხვენილმა მოისვა შუბლზე ხელი
- გაიხარე,
დაბალხმაზევე გასცა პასუხი რატიმ მიხვდა კიდეც, რომ მაშო იმ მომენტში სხვა ქვეყანაზე იყო და იმ ყველაფერზე არ გასცინებია რაზეც მან ისაუბრა,
- გაიხადე ცოტახნით ეგ რაღაც ფეხიდან მეტად დაასვენებ ფეხს,
მშვიდად გახედა რატიმ ისევ მაშოს, თემა რომ გამოილია და თეოდორეც მშვიდად წავიდა მაშოსკენ
- მართალია მაშუნა ცოტახანს გაიხადე,
- არა იყოს, ავდგები უკვე კარგად ვარ, მადლობა,
ხმადაბლა ამოილაპარაკა და ადგომა დააპირა,
- ჯერ არ შევდივარ, გამოიყენე დრო და დაასვენე ტერფები, წვეულება ჯერ ახლა დაიწყო,
სწრაფად გააჩერა მაშო სიტყვებითვე და მაშომაც უხერხულად გადაიწია თმა ყურს უკან, მის წინ ჩაიმუხლა თეოდორე და ფრთხილად გააძრო მაშოს ტუფლი
- აი ასე,
ღიმილით მოითავსა ორივე ტუფლი ხელში და ღიმილით წამოდგა, მშვიდად მიაკრო მაშოს ტუჩები შუბლზე და გასწორდა... შვება იგრძნო მაშომ ფეხებს ვერ აჩერებდა ხან წინ გადაჭიმავდა ტერფებს ხან უკან, უხმოდ უსმენდა მათ საუბარს და თან ისვენებდა კიდეც, ცოტახანში თეოდორეს ტელეფონი, რომ ამღერდა მაშინ დაიწყო მაშომ ფეხზე ჩაცმა, თან თეოდორეს უსმენდა, რომელმაც ტელეფონის პასუხის შემდეგ უბრალოდ სმენად იყო ქცეული, სახე რომ შეეცვალა თეოდორეს სწრაფად წამოდგა მანქანიდან ფრთხილად მიკეტა კარები და თავადაც დაძაბული წავიდა დაჭიმული თეოდორესკენ
- სად ხართ მომწერე
სასწრაფოდ იკითხა თეოდორემ ანერვიულებული ხმით და პასუხის შემდეგ სწრაფად გათიშა,
- მაშო უნდა წავიდე, მაღლა ადი და ვაჟას არ მოშორდე,
სწრაფად მიუახლოვდა მაშოს
- ყველაფერი რიგზეა?
- კი, მერე აგიხსნი,
სწრაფად მიაკრო ტუჩები შუბლზე და სწრაფადვე მოწყდა ადგილს
- ვაჟასთან იყავი მაშო,
შორიდანვე დააწია სიტყვები და პარკინგისკენ გავარდა, გაოცებული, ადგილზე გაყინული დარჩა მაშო, ღელავდა კიდეც თეოდორეს შემხედვარე , მისი დარიგება გაითვალისწინა და ფრთხილად შეტრიალდა კიბისკენ, რატის მოავლო წამით თვალი და კაბა წვივებამდე აქაჩა, რომ კიბეზე ადვილად ასულიყო,
- მადლობა,
დაბალ ხმაზე ამოილაპარაკა მაშომ და აუჩქარებლად ეცადა ასულიყო.....
ლანგარზე დადებულ წვენებს დაატარებდა ჟღალთმიანი ღიმილით აწვდიდა ყველას სასმელს და მანამ სანამ მიაწვდიდა წვეულების ერთ მთავარ გმირს სასმელს, ძლიერად დაეჯახა ვიღაც ისიც უნებურად გადავარდა წინ და ყველანაირად ეცადა ჭიქები არ წაქცეოდა, თუმცა ინერციამ თავისი გაიტანა და პირდაპირ ვაჟას კოსტიუმს გადაასხა,
- ჯანდაბა!
ამოიგმინა მაშინვე მამაკაცმა და სახე იმდენა ძლიერად შეეცვალა ბრაზისგან ხელები აუკანკალდა ჟღალთმიანს, მანამ ჩვეულად გამომლანძღველი სიტყვების ფრქვევას დაიწყებდა ვაჟა მანამ შეხედა აცახცახებულ გოგონას, მაშინვე შეახმა სიტყვები და სახეც სწრაფად ეცვალა, თითქოს დაუწყნარდა კიდეც,
- დიდი ბოდიში ბატონო,
- აკანკალებული ხელებით, აპირებდი სასმლის დარიგებას?
ირონიული გაუხდა სახე მამაკაცს ისე აათვალიერა გოგონა, ჟღალთმიანსაც სწრაფად აართვეს ლანგრიდან დარჩენილი სამი ჭიქა და ერთ-ერთიც თავად დაუდო ვაჟას მაგიდაზე, მისი კითხვა დააიგნორა და ეცადა დამშვიდებულიყო,
- დიდ ბოდიშს ვიხდი,
თვალებ დახრილმა ამოილაპარაკა და ნაჭრის ფითქინა ნაჭერი აუწია ცხვირწინ, ნიშნად რომ შეემშრალებინა,
- საიდანღაც მეცნობი...
თვალები დააწვრილა ვაჟამ ისე აათვალიერა გოგო და მის გულ-მკერდზე გამობმული სახელი სწრაფად ამოიკითხა
- სადმე შევხვედრილვართ ანანო?
ინტერესით იკითხა ისევ და ისევ ირონიული გამოხედვით და სწრაფად წამოენთო,
- ა მართალია გამახსენდა, შემოსასვლელში აკრობილ უზარმაზარ პლაკატზე გამოსახული ხუჭუჭა, უზარმაზარ გაფორმებულ ტორტთან ერთად,
წასვლის საშუალებასაც არ აძლევდა დაძაბულ გოგოს, ისიც დაჭიმული იდგა თვალები დამნაშავედ დაეხარა, თუმცა მაინც ამაყად დამდგარიყო მის წინ,
- შენი საქმე ტორტის კეთებაა ანანო, რაც არ შეგიძლია იმას რატომ ეჭიდები?
ინტერესით გადაიწია მისკენ და ანანოც ადგილზე იდგა არც კი გატოკებულა,
- ნუ პრინციპში ესეც შენი საქმეა, წეღან, რომ ტორტი მივირთვით ცხადია შენი 'შედევრი' იყო ასეა?
უნებურად იჭრებოდა, როლებში ვაჟა და ნელ-ნელა იმაზე მეტად ცინიკური და აუტანელი ხდებოდა ვიდრე ზოგადად მის ხასიათში იყო,
- დიახ,
თავისუფლად წამოიძახა ქალმა და მაშინ შეაჩერდა თვალებში მამაკაცს, თითქოს ახლა მაინც ელოდა, რომ ცინიკურობას მოიშორებდა ვაჟა, რომ ახლა გამოხატავდა ემოციას, რომელსაც ყოველდღიურად იღებდა თითოეული ადამიანისგან,
- დიახ...
თავის დაქნევით გაიმეორა მისი სიტყვები ვაჟამ და თითქოს იმედგაცრუებული გასწორდა,
- არ გიფიქრია, რომმ შეიძლება არსებობდეს რამე ისეთი, რაც მართლა გამოგივა? შეეშვი ისეთ საქმეს რაც არ გამმოგდის,
რჩევა-დარიგების მიცემა დაიწყო თავის ჭკუით ვაჟამ და მაშინ თითქოს რაღაც ჩაწყდა ჟღალთმიანს, არასდროს არავის არ უთქვამს მსგავსი რამ, მისთვის არასდროს არავის დაუწუნებია მისი გაკეთებული ტორტი თუ ნამცხვარი, თავადაც კარგად იცოდა, რომ იმ წარმატებას რაც ახლა ჰქონდა თავისი ძალებით მიაღწია და დამსახურებულადაც, ვერ მიხვდა, რატომ აღმოჩნდა სამყაროზე ის ერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო ასე მწარედ ესაუბრა არა მხოლოდ მის ტორტზე არამედ თავად მასზე,
- კარგი გოგო ხარ და ეცადე რამე ისეთი აკეთო რასაც შეძლებ, ეს ჩემი რჩევა იქნება,
სიტყვები რომ დაასრულა მაშინ შეხედა გოგოს, მაშინ გაანალიზა რეები ისაუბრა და უკვე ძალიან გვიან ამოიცნო ანანოს გამოხედვაში, რომ იმდენად აწყენინა უნებურად რომ ამას ვერც კი წარმოიდგენდა,
- მადლობა რჩევისთვის,
გაწყვეტილი ხმით დაუბრუნა პასუხი და სწრაფად ჩაუარა დაჭიმულმა გვერდი, ამ უკანასკნელმაც კი შეძლო მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი იყო ვინც უკმაყოფილება გამოთქვა ანანოს ტორტზე, მაინც შეძლო ანანოსთვის გულში რაღაც ჩაეწყვიტა, რომ წყენას ღრმად შეეღწია გულში, ხასიათზეც ისე უცებ იმოქმედა გაღიმებაც კი ვეღარ შეძლო, ვაჟაც ადგილზე ისე იყო გაშეშებული თითქოს მზადი ცემენტი გადაესხათ მისთვის და იქვე დაებეტონებინათ, მხოლოდ თვალებს აცეცებდა წამით იქით-აქეთ, უცებ მოსწყდა ადგილს და პატარა აივანზე გავარდა, ნერვოზულად მოუკიდა სიგარეტს და სწრაფად დაარტყა რამდენიმე ნაპასი,
- რა გავაკეთე?
საკუთარ თავს დაუსვა კითხვა სიმშვიდე შენარჩუნებულმა და კიდევ ერთხელ დაარტყა ღრმა ნაპასი,
- რა მინდოდა?..ეს დედა ატირებული ხო შემიძლია ყველაფერი არ გავამუქო ხო?!
ბრაზით დაიწყო საუბარი და ჩაუქრობლად მოისროლა ავინიდან სიგარეტი, თმებში შეიცურა ხელები და სინანულს ვერ იშორებდა, მართალი იყო ხომ შეიძლებოდა ეთქვა სიმართლე, როგორ ძალიან მოეწონა მისი ტორტი ლამის თითებიც ჩააყოლა, იმის აღიარებასაც არ ცდილობდა, რომ გოგომ მოხიბლა და მასთან გამოსაუბრების მიზნით ათასი სისულელე ილაპარაკა, გვარიანად შეიკურთხა ისე მიარტყა კედელს ფეხი და ეცადა დამშვიდებულიყო....
...
ვაჟა, რომ ვერსად ნახა მხიარულად აკვირდებოდა სცენაზე მოცეკვავე წყვილებს და ამავდროულად ხალისობდა წამყვანის მიერ გამოცხადებულ წყვილების მოფიქრებულ სახელებზე
- მაშ გთხოოვთ ტაში დავუკრათ, დედინაცვალისა და მონადირის ცეკვას...
სიცილით წამოიძახა კაცმა და დარბაზით გამხიარულდა ისევ და ისევ,
- მაპატიეთ გვრიტებო, ცეკვაში ასახული იყო, დედინაცვლის სიამაყე და მონადირის შემართება, თუ როგორ ცდილობდა ამაყი დედინაცვლისთვის მიეცა აძგერებული გული,
მაშო სიცილს ვერ იკავებდა, მამაკაცის საუბარზე და ხვდებოდა კიდეც მარტო მდგარი ყურადღებას, თუმცა პროფესიონალურად არ იმჩნევდა,
- ისევ და ისევ გიწვევთ საცეკვაოდ და გთხოვთ შემდეგი ნელი ვალსიი,
წამოიძახა მამაკაცმა და რამდენიმე წამშივე გაისმა მშვიდი მუსიკის მელოდია,
- ნებას თუ მომცემ,
სწრაფად ჩამოუდგა მაშოს რატი წინ ცალი ხელი წელს უკან ამოედო ცალი კი მაშოსთვის საცეკვაოდ გაეწოდებინა, უნებურად გაეღიმა მაშოს მამაკაცის გამოცხადება, რომ ესიამოვნა და ღიმილთვე შეაგება თითების მის მხურვალე ხელს, უნებურად აუძგერდა გული, თუმცა ეცადა დაეიგნორებინა ეს ყოველივე, გამორჩეული წყვილი შეუერთდა სცენას და ყველას მზერაც მათზე გადაინაცვლა, შურიც და ყურებისგან გამოწვეული სიამოვნებაც იგრძნობოდა უამრავ თვალში, ზოგი აღიარებდა, რომ მსგავსი წყვილი არსად ენახა, ზოგი კი შურითაც კი ადევნებდა თვალს, ნაზად შეუცურა რატიმ წელზე ხელი ოდნავ უხეშად მიწია მისკენ ისე აიკრო სხეულზე თავისუფლად, მაშომაც გაკვირვებული თვალებით ახედა უეცრად , თუმცა ვერაფერი თქვა, ახლოს მყოფისგან ძლიერი გამაბრუებელი და სასიამოვნო სურნელი წვდებოდა მაშოს, რაც ძალიან სიამოვნებდა, ადუნებდა და იჩვევდა კიდეც,
- უცნაური ურთიერთობა გაქვთ,
დაბალხმაზე თქვა რატიმ და მაშოს ფეხს აუწყო ფეხი
- ვიზე ამბობთ?
წკრიალა ხმით იკითხა და გაკვირვებულმა ახედა ისევ
- თეოდორეზე
რატიმაც მაშინ დახედა ქალს და მაშოც უცებ დაიძაბა იმდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან მაშოს ღაწვებზე რატის სუნთქვა ეფრქვეოდა, უხერხულად დაიწია უკან სწრაფად და ამის საშუალება რატიმაც მისცა,
- რატომ უცნაური?
- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერთად არ ხართ ზედმეტად ახლო ურთიერთობა გაქვთ არა?
ინტერესში გადაუვიდა კითხვა და მაშოსაც უნებურად შეერხა წარბები,
- მართალია,
კმაყოფილმა ახედა ისევ მის ინტერესიან მზერას და რატისაც ჩაეღიმა, როცა მაშო მიუხვდა მის კითხვებს და არადამაკმაყოფილი პასუხი მიიღო, პირველად მოკრა მაშომ მის ღიმილს თვალი, ისე საყვარლად და მომხიბვლელად, იღიმოდა კიდევ ერთხელ მოიხიბლა მაშო,
- მისი 'გაზრდილი' ვარ, ალბათ მაგიტომ,
კმაყოფილმა დაასრულა სიტყვა და დააკმყოფილა კიდეც მეწყვილე პასუხით,
- რამდენი წლის ხარ მაშო?
ინტერესით იკითხა ისევ და მუსიკის ფონზე დაატრიალა მაშო ნაზად, თან ყველანაირად შეათვალიერა სრულყოფილი ქალი და კმაყოფილს ჩაეღიმა ისევ და ისევ, ამდენი კვირაშიც კი არ გაუღიმია ბატონ რატის, რასაც მანდილოსანის დამსახურებით იღიმოდა ,
- ქალს ასაკს არ ეკითხებიან,
ღიმილით ახედა მაშომ და ისევ დააკვირდა როგორ ჩატეხა ტუჩის კუთხე რატიმ
- მზადი პასუხები, მომწონს,
თქვა და სხეულზე უფრო მიიზიდა მაშო ნაზად გადააწვინა მკლავზე და უნებურად გაუშტერა თვალი ქალის მომხიბვლელ კისერს უნებურად გადააგორა ყელში დიდი ნერწყვი და წამოწეულს ჩააჩერდა თვალებში შეცვლილი მზერით,
- მე გეტყვი,
წამით შეაჩერა ცეკვა და მაშოც დაიძაბა თითქოს
- უკვე გახდი 22 ის
მზერა სწრაფად ეცვალა ქალის ბაგეებზე რატის და მაშოც დაიძაბა უცებ, როცა რატიმაც შეატყო, რომ თემა სამსჯელო საქმეზე მიჰყავდა სწრაფად მოშორდა მაშოს,
- რამე სხვა ხომ არ ჯობია? რაც შესაფერისი იქნებოდა,
თვალ მოუშორებლად წავიდა უკან-უკან სცენაზე შეყინული დატოვა მაშო და წამყვანს რაღაც უთხრა ისე უცებ ჩაქრა იმ კუთხეში შუქი სიტყვის დასრულება არ უცდიათ რატისთვის მრგვალი შუქი დააჩერდა მხოლოდ და მხოლოდ მაშოს და ისიც გაოგნებული იყურებოდა, მაშინვე კმაყოფილი დაიძრა რატი მაშოსკენ და მაშინვე გაისმა დინამიკებში ყველაზე და ყველასათვის ნაცნობი ტანგოს მუსიკა, თვალები უნებურად ეცვალა მაშოს, ეს მისი ბავშვობის საყვარელი ცეკვა რომ იყო იცოდა, ისიც იცოდა, რომ ამას ცეკვავდა კიდეც, მაშინვე მოაგონდა საკუთარი ცეკვა, როგორ ფრიალებდა წითელი მბზინავი კაბით და როგორ უხაროდა ამ ყოველივეს შესრულება, ფიქრებშივე იაზრებდა, რომ ვიღაცას მოეხვია მისთვის ხელები, თუმცა ვეღარაფრით იხსენებდა მის პარტნიორს, მთელი სხეულით დაჭიმული იყო, იმდენად ღრმად წასულიყო ფიქრებში, რომ ვეღარც მრავალ მზერას გრძნობდა და არც მუსიკის ხმა ესმოდა, თითქოს ცდილობდა იქვე მოეგონებინა მისი პარტნიორი, თუმცა ფიქრებიდან წელზე სწრაფად შეცურებულმა ხელმა დააბრუნა , უხეშად მიიზიდა, ისევე აიკრო სხეულზე ქალი და აიძულა აყოლოდა ცეკვაში, სწრაფად გადაიწვინა მკლავზე, უმალ უცვალა ადგილი სწრაფად გადაიწვინა მეორე მკლავზე და დაწყებისთანავე გაუსწორდნენ ერთმანეთს, დარბაზიც სრულმა მდუმარებამ მოიცვა, მხოლოდ მუსიკის ხმამაღალი ხმა არღვევდა დარბაზს და სცენაზე წყვილს დაჰყვებოდა მრგვალი თეთრი განათება, ქალის სხეულშიც უცებ გაირღვა დაბნეულობა, უცნაური გრძნობა დაჰყვა თან სასიამოვნოდ უცნაური, ხვდებოდა, როგორ ბევრის უფლება ჰქონდა მის პარტნიორს ახლა და არაფერს აკეთებდა, გრძნობდა მამაკაცის მხურვალ ხელებს სხეულზე, გრძნობდა ძლიერ ემოციასაც, რომელიც არა მხოლოდ მისგან არამედ მისი პარტნიორისგანაც ძლიერად იგრძნობოდა, თავადაც მუსიკის ფონზე დაუსმევდა ხოლმე სახეზე ხელებს და წამით წააწყდებოდა მამაკაცის უზომოდ კმაყოფილ მზერას, მასზე აკრული უკან გადაწვენილი გრძნობდა გულ-მკერდზე მამაკაცის ცხელ სუნთქვას, ხვდებოდა რომ ეს ცეკვა უფრო მეტი იყო ,ვიდრე ცეკვა, უნებურად გახვეულიყვნენ ვნების ალში და დარბაზიც გაურკვევლობაში ჩაეგდო წყვილს, მათი ერთმანეთის მიმართ ქიმია იმდენად ძლიერი იყო ყველა გრძნობდა მას, მუსიკა დასასრულს მიუახლოვდა, თუმცა რამდენად მარტივად ჩაცხრებოდა მათი ემოცია ზედმეტად გაუგებარი იყო, სწრაფად ტრიალებდა მაშოც და მუსიკაც თანდათან მიიწევდა დასასრულისკენ, ერთი სრული ბრუნიც, ძლიერად დაქაჩა მამაკაცმა და უცებ აიკრო ქალი სხეულზე მისი შიშველი ბარძაყი მოიქცია ხელში მუსიკის დამთავრებასთან ერთად....
ორივე ღრმად სუნთქავდა, ორივე არეული იყო, თუმცა ეს ცეკვა ხომ რატიმ დაგეგმა, არეული ემოციით არეული თვალებით უყურებდა მაშო მის მწვანეებს და მის აჩქარებულ პულსს არ აქცევდა ყურადღებას, დარბაზი იმდენად ახმაურებული იყო როგორი ხმამაღალი მუსიკაც არ უნდა ჩაერთოთ ხალხის ჩოჩქოლსა და აპლოდისმენტების ხმას ვერ გადაფარავდა, წამყვანი ხმას ვერ იღებდა, ვერც სახელს არქმევდა მათ, დარბაზი ისევ განათდა და წყვილიც მაშინ მოეგო გონს, ნელ-ნელა დაუშვა მაშომ ხელი მამაკაცის სახიდან და ისევ შეაჩერდა მის კმაყოფილ სახეს, რომელიც ძალიან აკვირვებდა,
- აღარ გახსოვარ?... მე შენ გიცნობ მაშა....
დაბალხმაზე ამოთქვა ისე ჩახედა მაშოს დაბნეულ მზერას ცალყბად ღიმილით ხან ერთ-ხან მეორე თვალში და მაშოს სრულიად შეცვლას დააკვირდა, უნებურად დაეჭიმა მთელი სხეული მაშოს, ისევ უზომოდ ნაცნობი სახელი სხვა დანარჩენ ქცევებთან ერთად და ახლა მისი სიტყვებიც, ისედაც დაბნეულის სხეულში სრული ალიაქოთი დაიწყო, ხელის კვრით მოშორდა მამაკაცს დაბნეულმა შეხედა ხან მის ერთ ხან მეორე თვალს და სწრაფად მოწყდა ადგილს, სწრაფად გავარდა აივანზე და მაშინვე ღრმად სუნთქვა დაიწყო, თითქოს აქამდე ვიღაცას წაეჭირა მისთვის ძლიერად ყელში ხელები და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა, " მე შენ გიცნობ მაშა" გონება ექოსავით დარჩენილ სიტყვებს ახსენებდა და მეტად უფორიაქებდა გულს, ვერანაირად იხსენებდა მისი სახელითა და გვარით ადამიანს, იხსენებდა უნივერსიტეტს, რომელიც ცოტახნის წინ დაამთავრა, სამსახურს, მეგობრებს მაგრამ მსგავსი არსად ენახა ამავდროულად ქვეცნობიერი ხმამაღლა უკიოდა რომ მათ შორის ძლიერი სიყვარული ტრიალებდა, დიდხანს იდგა დიდხანს ფიქრობდა, დიდხანს ცდილობდა გაეხსენებინა, თუმცა ხმაური და გარემო არ აძლევდა იმის საშუალებას რომ დეტალურად ჩაძიებოდა ახალგაზრდობის ყველა მონახულ ადგილსა და ყველა შეძენილ მეგობარს, ამავდროულად არასწორ მოგონებებში ტრიალებდა და არა იქ რაც გაახსენებდა, მომხიბვლელი მამკაცის ნამდვილ ვინაობას, რომელიც ასე საგულდაგულოდ ამოეშალა მის გონებას,
- მაშო, სასწრაფოდ ჩამოდი, ახლავე!
სწრაფად შევარდა აივანზე ვაჟა და მაშო რომ დაინახა სწრაფადვე მიახალა, აღარაფერი უთქვამს, სწრაფად გავარდა და მაშომაც ხელთავიდან ჩამოუშვა ხელები
- აუ რა ხდებაააა,
ხმამაღლა ამოიწუწუნა და შეძლებისდაგვარად სწრაფად გავიდა აივნიდან, ჩქარა ჩაიარა უზარმაზარი რესტორნის კიბე და თან ხვდებოდა, რომ ფეხსაცმელები სწრაფად ჩასვლის დროს სძვრებოდა, გარეთ გასულმა წამით მოავლო ტუჩებ შორის აუნთებელი სიგარეტ მოქცეულ რატის თვალი და ვაჟამ მანქანა, რომ სწრაფად გააჩერა კიბის წინ, მაშოც სწრაფადვე დაიძრა, სწრაფად ჩაირბინა რამდენიმე საფეხური უცებ რომ გასძვრა ცალი ფეხსაცმელი, შებრუნება დააპირა ვაჟას უხეშმა ხმამ შეაჩერა
- დროულად მაშო!
სწრაფად ჩაირბინა დარჩენილი საფეხურები და უცებ შეხტა მანქანაში,
- დაგირეკავ ძმა
ხმამაღლა დააწია სიტყვა
ვაჟამ რატის სიტყვები და მაშომ კარები დაკეტა თუ არა სწრაფად მოწყვიტა ადგილს, თვალები გამძვრალ "ქოშზე" შერჩა მაშოს ლამის გადაძვრა შუშიდან ნანობდა, რომ ვაჟას დაუჯერა, ნანობდა რომ არ აიღო, ნანობდა რომ ვაჟას სიუხეშემ იმოქმედა მასზე, აწყლიანებული თვალებით გაიძრო შერჩენილი ცალი ფეხსაცმელი და დანანებით დახედა, ისე ძლიერ მოსწონდა, თუმცა ახლა ვეღარ გამოიყენებდა....
წამით ადგილზე გაყინული უყურებდა, რატი ადგილს სადაც სწრაფად გავარდნილი მანქანა ამოეფარა თვალს, შემდეგ გადაიტანა ყურადღება კიბის საფეხურზე უპატრონოდ დარჩენილი ცალი პატარა ზომის ქოში და ისევ უნებურად გახედა მანქანის ადგილს, აუჩქარებლად ჩაიარა კიბე და ცალი ქოში მოითავსა ხელში, ინტერესით შეათვალიერა პატარა, ლურჯი და დახვეწილი მოდელი და შეუმჩნევლად ჩაიცინა,
- კონკია...
ამოილაპარაკა და თავის "რაშს" გახედა.....
მთელი გზა ხმა არ ამოუღია გაბრაზებული და ნაწყენი იყო ვაჟაზე, ისიც არ იღებდა ხმას ნერვიულობისგან, საავადმყოფოს ეზოში შესულმა თეოდორე, რომ დაინახა იქვე ახლოს გააჩერა და სწრაფად გადავიდა მანქანიდან,
- სად არის?
- დამშვიდდი მართლა კარგად არის
ძმის ძლიერი ფორიაქი, რომ შეამჩნია კიდევ ერთხელ ეცადა მის დამშვიდებას,
- ავარიის დროს დამცავი გახსნილა, თან ძლიერი დარტყმაც არ ყოფილა, თოკოც მაგრად არი, შუბლი გაეკაწრა პროსტა,
მშვიდად საუბარი დაიწყო ისე, რომ სიმშვიდე ვაჟასთვისაც ეწილადებინა,
- არ ინერვიულო, შედი ნახე და დამიჯერებ რა
- ხო შევალ, აქამდეც უნდა დაგერეკა
მხარზე მიარტყა ხელი და მანქანას გახედა,
- წადი შენ მე დავრჩები, თან მაშოც გაიყვანე და დაგირეკავ თუ რაღაცა,
ისევ იცვალა ძმისკენ მზერა
- დამირეკე თუ რამე დაგჭირდება,
მშვიდად დაუქნია თავი და ვაჟას მზერას გააყოლა თვალი, რომელმაც მანქანაში მჯდომ მაშოს გახედა, კაბა რომ დივნისთვის გამოედო და ცდილობდა მალე გადმოსულიყო,
- მიხედე,
ტუჩის კუთხე ჩატეხა ისე შეხედა ისევ ძმას და სწრაფად მოწყდა ადგილს, მალევე გადმოხტა მაშოც ფეხშიშველი მანქანიდან, წესიერად არც კი დაუდგამს ფეხი ძირს ისე უცებ აეკრო გულ-მკერდზე თეოდორეს,
- ასე უცებ მოგენატრე?
თბილად ჩაიცინა თეოდორემ და თავადაც ძლიერად მოხვია ხელები მაშოს
- უზომოდ მომენტრე თედო,
ძლიერად დახუჭა მაშომ თვალები და ღრმად შეიგრძნო მმაკაცის სითბო
- და კიდევ!
უცებ გაუმკაცრდა ხმა სწრაფად მოშორდა ისე შეაჩერდა თვალებში
- მარტო აღარასდროს დამტოვო,
გამაფრთხილებლად დაუუქნია თითი და საყვარლად ჩატეხა ტუჩის კუთხე
- მარტო არც ახლა დამიტოვებიხარ მაშუნა,
- ჩათვალე, რომ დამტოვე
სწრაფად გასცა პასუხი და საყვარლად გახლართა მკლავები ერთმანეთში, სიცილით აკვირდებოდა მის საქციელს თეოდორეც,
- წამო, წამო,
ღიმილით გაიყოლა მაშო წასულმა და ისიც უკვე საკუთარი ნებით შეხტა მანქანაში, მძღოლის გვერდით დაიკავა ადგილი და სხარტად გაიკეთა ღვედი...
უკვე სახლის წინ, რომ გაეჩერებინა მანქანა თეოდორეს უხმოდ ელოდა მაშოს, რომელსაც მხოლოდ ცალი ქოში მოეთავსებინა ხელში
- მაშო მეორე ტუფლი სად გაქ?
- შეამჩნიე? ჩემი ბროლის ქოშიიი, გამძვრა წამოსვლის დროსს ვაჟამ რომ დამაჩქარა ვეღარ მივუტრიალდი დაა.... აუ იქ დარჩააა...
დიდი ნერწყვების ყლაპვით დაიწყო საუბარი და თავად თეოდორემ რომ გაუმახვილა ყურადღება თავისივე ნაჩუქარ საყვარელ ტუფლზე მარტივადაც კი აუჩუყდა გული
- კაი არ იტირო ახლა მაგის გამო
ისევ გაეცინა მაშოს საქციელზე
- გეფიცები არ მინდოდააა
თავის მართლებასავით დაიწყო ქვედატუჩ გამოწეულმა და თეოდორემაც სწრაფად მოითავსა მისი ხელები ხელებში,
- მაშოოო, დამშვიდდი.... გავიკითხავ, თუ ვერ ვიპოვეთ არაუშავს ახალი და უკეთესი ვნახოთ,
ღიმილით მოუსვა სიტყვის ბოლოს ნაზად სახეზე ხელი და მაშოსაც მაშინ გადმოუვარდა ობოლი ცრემლი
- გეყოფა ამის გამო როდიდან ტირი?
სწრაფად მოწმინდა გასველებული ლოყა და მისკენ გადაწეულმა თბილად მიაკრო შუბლზე ტუჩები,
- მიდი სწრაფად შეხვალ სახლში, დაისვენე, დღეს უცნაურად დაბნეული იყავი,
გახსენებულზე ჩაიცინა ისევ თეოდორემ და მაშომაც უმალ გამოუყო ბავშვივით ენა,
- კაი ხვალ გნახავ,
შორიდანვე გაუგზავნა კოცნა და სწრაფად გადავიდა მანქანიდა, მანამ წავიდოდა უცებ შეუტრიალდა ისევ მანქანას და ჩაწეულ შუშაში შეიჭყიტა
- გთხოვ ყველგან კარგად გაიკითხე რაა,
თხოვნის მზერით, აუფახურა წამწამები ბოლოს და მამაკაცმაც მაშინვე პირობის ნიშნად დაუქნია თავი
- კარგია, მიყვარხარ, ტკბილიძილი
სწრაფად მიაყარა ყველაფერი ერთმანეთს და პასუხიც არ აცადა ისე შეტრიალდა კარისკენ
- მეც მიყვარხარ,
დაწეულ სიტყვებზე თბილად ჩაეღიმა და კმაყოფილი შევიდა სახლში, მაშინვე შვება იგრძნო, მაშინ მოაწვა დაღლა, მაშინ გაანალიზა როგორ ძლიერად დაჭიმვოდა სხეული, დაძაბული საღამოს შემდეგ, გონებაც იმდენად გადატვირთული ჰქონდა, რომ ერთი სული ჰქონდა, როდის დაიძინებდა და დაისვენებდა, თუმცა მაშო ამას სულაც არ გეგმავდა, აუცილებლად უნდა მოეკრიბა ძალაა, აუცილებლად აპირებდა გაეხსენებინა ყველაფერი ამ საღამოსვე, ამისთვის ბევრი საბუთები ჰქონდა, ბევრი დამამტკიცებელი საბუთი ჰქონდა, ბევრი სიტყვა და ბევრი ქცევაც, მხოლოდ და მხოლოდ მისი ძალები იყო ახლა საჭირო, დავიწყება მეტად რთული იყო რადგან წლები შეალია ამ ყოველივეს...
ჩუმად შეაღო ბებიის ოთახის კარი და საწოლში მწოლიარე მღვიძარი ნაზი, რომ დახვდა თავისუფლად შევიდა,
- რატომ არ გძინავსს
საყვედურითაც კი წარმოთქვა სიტყვები და საწოლზე გადაწვა ისე, რომ თავი ნაზის კალთაში მოათავსა,
- ვინ მოგიყვანა?
- საყვარელმა,
სიცილით წამოყო მაშომ თავი ისე შეხედა ნაზის
- როგორი საღამო იყო აბა?
ხელის ჩაქნევით გაისწორა ქალმა ბალიში, ისე მიეყრდნო მას და მაშოს სიტყვები დააიგნორა,
- თავიდან კარგი იყო, გავერთე კიდეც,
- რატომ თავიდან? ვაჟა როგორი იყო?
ისევ განაგრძო კითხვის დასმა და თან მაშოს აკვირდებოდა, როგორი ჩაფიქრებული უყურებდა ჭერს და უცებ გახსენებულ მომენტებს სწრაფად წამოიყვირებდა ხოლმე,
- აა ვაჟა? ვაჟაა, როგორც ყოველთვის თავიდან კარგი იყო და მერე უცებ იქცა ისევ სატანად,
სწრაფად წამოიწია ბებიას კალთიდან და ბოროტი პერსონაჟის განსასახიერებლად აწია გაშლილი ხელები დამანჭული სახით, თითქოს ბებიას შეშინებას ცდილობდა,
- ვაიმეე მაშუნა, ვიგულისხმე როგორ ჩატარდა, შეთანხმდნენ თუ შეიქმნა პრობლემები,
ღიმილით ჩამოაწევინა ხელები და მაშოც გაკვირვებულმა აიქნია თავი
- ააა ხო ეეეგ,
გაკვირვების მერე მოთავსდა ისევ ბებიას მუხლებზე და მოყოლა განაგრძო
- კარგად ჩატარდა ის ვისთანაც უნდა, ანუუ ვისი პარტნიორიც უნდა გამხდარიყო,.... სცენაზე იყო,.... რომ გამოაცხადეს.... მისი სახელი,.... მისი სახელი და გვარი..... მისი ქცევებიც... სადღაც მისი სახელი......
- მაშო, მაშუნა დამშვიდდი და მოდი ჯერ დაალაგე აზრები თავში რისი თქმა გინდა ან ენა გამოყავი და წავიკითხავ,
ზედმეტად, რომ შეწუხდა ნაზი მაშოს უჩვეულო ბუტბუტითა და დაულაგებელი საუბარით სწრაფად შეაჩერა და თავადაც ამჩნევდა, როგორი არეული და ჩაფიქრებული იყო მაშო,
- ბებო ის, რატი პირველი იყო,....იტალიელი ბიზნესმენი ასე იცნობს ყველა,.... დარწმუნებული ვარ რომ მას ვიცნობდი, მისი ქცევებიც, რომ ვუყურებ ისეთი შეგრძნება მიჩნდება თითქოს უზომოდ მიყვარს და ამავდროულად ვბრაზობ კიდეც მასზე, ვერ დავლაგებულვარ, ვერ ვხვდები რა ხდება,.... ბოლოს მასთან ერთად ვიცეკვე ის ცეკვა რომელსაც ბავშვობაში ვცეკვავდი ხოლმე ჩემი საყვარელი ცეკვა იყო, ბიჭი, რომელთან ერთადაც ვცეკვავდი, საერთო არ ახსოვს ჩემს გონებას, ეს კიდევ მეტად მაბნევს, ბოლოს, ბოლოს მითხრა რომ ის მე მიცნობს, ანუ ჩემი გული არ ცდებოდა ხომ ასეა?
წარბშეხრილი თვალები შეანათა ქალს, სადაც გაურკვევლობა თითქოს, იმედები უბრუნდებოდა, მაგრამ რისი იმედი ისევ ვერ გაეგო, თითქოს უცნობზე საუბრის დროს გული ისე აუძგერდა, რომ მალე გაარღვევდა კიდეც მკერდს და ამოვარდებოდა, თუმცა ეს მხოლოდ მაშოს გრძნობა იყო, უნებურად წამოიწია ლაპარაკის დროს ისე ჩაფიქრებული საუბრობდა მალე ბუტბუტშიც გადაუვიდა, ვერაფერს გააგებინებდა ქალს, რომ არა ოთახში სამარადისებული სიჩუმე,
- ჩემო ლამაზო მოდი ჩემთან,
ღიმილით მიიხუტა მკერდზე და მასთან ერთად მოხერხებულად გადაწვა საწოლზე,
- ასე ერთიანად ნუ მიაყრი შენს თავს ამდენ რამეს, დამშვიდდი შვილო, გონებას ძალას ნუ დაატან თავადვე გაგახსენებს ყველაფერს,
- მე მას ვიცნობ, მე ის ვიცი ბებო დარწმუნრბული ვარ,
ფიქრებშივე ამოიწუწუნა უნებურად,
- ადექი, ძალიან დაღლილი ხარ, ეცადე მოწესრიგდე და დაიძინო, თავს ნუ დაიტვირთავ ჩემო ლამაზო,
ფრთხილად მოიშორა ისე ჩახედა თვალებში დაბნეულს, მაშო ისევ საკუთარ ფიქრებში იყო, უნებურად დაუქნია თავი და წამოდგა,
- ა, ტკბილი ძილი ბეეე,
უცებ მოეგო გონს და დასევდიანებულად გაუღიმა, მანაც თბილად გაუღიმა და დააკვირდა ისევ ფიქრებით, რომ გავიდა მაშო, ოთახში შესულმა ინსტიქტურად გადმოაწყო ტანსაცმელი, დაპროგრამებულივით შევიდა აბაზანაში, მალევე დადგა ცხელი წყლის ქვეშ და წამით მოიშორა ყველანაირი ფიქრი, თითქოს მაშინვე ჩამოაშორმა წყალმა დაძაბული დამღლელი გრძნობა, თუმცა ესეც დროებითი გახადა მაშომ, ყველანაირად ცდილობდა მამაკაცის გონებაში ჩარჩენილი საქციელების გახსენებას, რომელიც უზომოდ ეცნობოდა,
- უნდა ვკითხო, მას ვკითხავ,
სწრაფად წამოენთო ხმამაღლა წამოიძახა და მაშინვე სისულელედ ჩათვალა საკუთარი სიტყვები,
" აღარ გახსოვარ? მე შენ გიცნობ მაშა"
სწრაფად გაახსენა გონებამ და მაშოსაც ერთიანად დაუარა სხეულში, მამაკაცის მომღიმარი სახე, რომ ახსენდებოდა,
- მაშა, ამას მხოლოდ ერთადერთი ადამიანი მეძახდა,
გაშტერებული იდგა წყლის ქვეშ ისე ბუტბუტებდა
- ააახ ასე როგორ შემეძლოო,
უსიამოვნოდ აიბურდა თმა, რომ ვერ გაიხსენა და ხელთავიდან დაიწყო მისი საქციელების გახსენება,
- რატი პირველი, მე მას ვიცნობ,
გაიმეორა ისევ და გასახსენებლად მის ფიქრებში დრო კიდევ უკან დაწია, უკვე პატარაობის მოგონებებს დაუბრუნდა მაშო,
- მას ვიცნობ,
გაიმეორა ისევ,
" ორივემ მიმატოვა, ერთდროულად დამტოვა ორივემ"
მოღრიალე საკუთარი თავი გაახსენდა ბავშვობაში, ხიდზე, მდგარი, თეოდორე რომ დასდგომოდა თავს, მანამ სანამ გაიცნობდა კიდეც, იმ დღეს წყალში გადახტომა უნდოდა პატარა ონავარს, მის მაშველ თეოდორეს შეეშალა მისთვის ხელი და ისიც ცრემლების ყრით უყვიროდა მის ამბავს, რის გამოც ამბობდა, რომ ზედმეტად დაეღალა ცხოვრებას,
"წავიდა"
......
" არ წახვიდე რატი"
......
ჩემი პატარა მაშა ხარ"
.....
" ჩჩჩ არ გაიხედო მაშა ისევ იქ დგას"
...
"რატი ვერ გამოვალ, დედა არ მიშვებს" - "მაშინ მე დავრჩები შენთან"
....
" მაშა მოდი ჩემთან"
.....
"გევედრები არ დამტოვო რატი"
...
" მოგწერ ხოლმე მაშა"
....
" მიყვარხარ"
ისე ერთმანეთის მიყოლებით 'ამოყარა' გონებამ ყველა დალუქული მოგონება, ყველა კარგი მოგონება, თითქოს ერთი იყო საჭირო რომ ყველა დეტალი ხელთავიდან გაეხსენებინა, ბოლო წუთამდე ბოლო მესიჯამდე, ვერც კი გაიაზრა როდის დაკეტა ონკანი, თითქოს ადგილზე გაქვავებულიყო, გული გამალებით უცემდა და ეს მისი ფსიქოლოგიაც აღარ ყოფილა, ნამდვილად ძლიერად უცემდა გული, თითქოს მალე უჰაერობა მოკლავდა, ამავდროულად კი ერთმანეთს მიყოლებული დახშული მოგონება ტყვიასავით ძლიერად ხვდებოდს მის გონებას,
- მე მას ვიცნობ?.....რატი პირველი?!.... "ჩემი რატი"?
აცახცახებულმა დასვა კითხვა და ერთიანად მთელი სხეულით ცახცახებდა, ერთდოულად გააცია გააცხელა, ფერები ეცვალა სახეზე უნებულად დაემანჭა სახე , სახეზე აიფარა ხელები და უნებურად დაიწყო ხმამაღლა ისტერიული ტირილი, გონებაზეც მოსულიყო უკვე, პირზე ძლიერად აეჭირა ხელები და ცდილობდა ტირილის ხმა ჩაეგუდა, ამავდროულად იმდენი ემოცია მოაწვა, იმდენმა ემოციამ დაისადგურა მის სხეულში ვერანაირად შეძლებდა მის გამოხატვას გარდა ტირილისა, თითქოს ბედნიერებაც კი გარეულიყო მის სულში, შოკში იყო, გაოცებული იყო, როგორ შეძლო მისი დავიწყება, საკუთარი თავისიც კი არ სჯეროდა, ისტერიულად ღრიალებდა, სისხლის ცრემლებს ყრიდა და თან ხმის ჩახშობას ცდილობდა, გაჩუმებაც კი არ გამოსდიოდა,
სწრაფად გახსნა ონკანი ხმა კიდევ მეტად რომ დაეხშო და ნიჟარას დაეყრდნო,
- ღმერთო...
ცახცახშივე ამოთქვა და სწრაფად შეისხა სახეზე წყალი, ისევ ძლიერად აეფარებინა ცალი ხელი სახეზე ხმის დასახშობად, ბავშვივით ტიროდა იმდენად გულიანად, რომ სუნთქვაც აღარ ყოფნიდა და ღრმად შეისუნთქვავდა ხოლმე მომენტალურად ყელის დაჭიმვასთან ერთად, დიდხანს იდგა, დიდხანს სცვიოდა ათას გრძნობა გარეული ცრემლები, დაწყნარებაც ერთულებოდა, თვალები სისხლისფრად შესცვლოდა, საცრის ოდენად დაწვრილებოდა უკვე დაღლილი მძიმედ ახელდა, გამოსაფხიზლებლად შეისხამდა ხოლმე ცივ წყალს და მალე ნერვოზულში გადაუვიდა, ნერვოზულად მოისვამდა ხოლმე ცივი წყლით სველ ხელებს,
" რატი როდის ჩამოხვალ? "
" მალე ჩემო პატარა"
" რომ ვერ შეძლო?"
" შენთვის შევძლებ, გპირდეპი კიდევ ბევრჯერ გნახავ, სამუდამოდ ჩემთან იქნები მაშა"
თითქმის ბოლო დიალოგის გახსენებაზე სწრაფად მოიცვა სველ სხეულზე თეთრი ხალათი და უმალ გავარდა ოთახში, გაშმაგებული ეცა ტელეფონს მაშინვე მესიჯებში შევიდა, სწრაფად დაუყვა მესიჯებს ისე თითქოს მათ ბოლო მესიჯებს ნახავდა, ისე თითქოს წააწყდებოდა ბოლო მინაწერებს, აღარცერთ პასუხსა და აღარც ნახვას,
- ჯანდაბა!
გახსენებულზე უხეშად მიაგდო ტელეფონი დივანზე და საწოლს ზევიდანვე მიეხუტა,
- რვა წლის წინ! მაშინ დამპირდი ნაგავო,
უნებურად ამოაყოლა ტირილს და უძალოდ დასრიალდა საწოლის ნაპირზე,
უცნაურად გრძნობდა თავს, ტირილის შეწყვეტა არ შეეძლო და იმ ემოციების შერწყმის გამო ტიროდა, რომელმაც მის სხეულს ათასი მრავალფეროვანი გრძნობა გამოაცდევინა, სიკვდილამდე მონატრება, ბოლო კვირეების განმავლობაში ტანჯვა, სასოწარკვეთილება, მარტოობის შეგრძნება, ცხოვრების უხალოსობა, ყველანაირ ცუდს გრძნობდა მაშინ მაშო, რომლის ნაწილ ემოციასაც ისევ განიცდიდა მისი გული, ამ გრძნობას კი შეჰმატვოდა უზომო წარსულის სიყვარული, მონატრება, რომელიც ამდენი წლის მანძილზე დღითი დღე იმატებდა მაშოს სულში სადღაც ჩახშულად, ახსენდებოდა თითოეული დღე და ნაბიჯები, რატის გაცნობის დღიდანვე მის ცხოვრებას გაჰყვა, თითქოს ყველაფერი რატი იყო მისთვის, მთელი ოჯახი, მეგობრები, ნათესავები, ბედნიერება და ახალი ცხოვრება, მისი საქციელები მანერები, ჩაბეჭდილი ჰქონდა თავში, იმაზე მეტად კარგად იცნობდა ვიდრე საკუთარ თავს, არცერთი მოსაწყენი, არცერთი გულსატკენი დღე არ ახსოვდა მაშოს, არცერთი წყენა არ ახსოვდა რატისგან, ის იყო მისთვის სამყარო, ერთი დღეც კი აღარ წარმოედგინა მის გარეშე, მანამ სანამ ნამდვილ ჯოჯოხეთად არ უქცია სამყარო მისი მიტოვებით რის შემდეგაც დედაც სამუდამოდ დაშორდა ქალიშვილს, თითქოს შეთანხმებულად დააყარეს მაშოს ცოცხლად მიწა, პატარა უსუსურ გოგოს,, რომელიც თითქმის ოთხი რატისთან ერთად გატარებული წელი უშიშარ , თამამ და უბედნიერეს გოგოდ იცნობოდა, მარტო დარჩა თითქოს და განადგურდა, მანამ სანამ, ისევ არ აღდგა, შემდეგ წამოდგა, მაშინ როცა ახალი ადამიანი იგრძნო გვერდით, ახალი ძალა, ახალი სიყვარული, მაშოც სრულად შეიცვალა, ისევ მოიმატა ძალა და ცხოვრებასაც თავისი მიზნების მისაღწევად ებრძოდა, დიდხანს იტირა, დიდხანს ვერ ჩაახშო ტკივილი, დიდხანს გასტანა გონებამ წარსულის სრულად გახსენება, ზედმეტად დაღალა ძალიან დაქანცა მაშო და საწოლის ზევიდან გაწოლილს ჩაეძინა, მთელი ღამე ბორგავდა, თითქოს რაღაც არ ასვენებდა, სველ თმასაც კარგად დაესველებინა ბალიში და არაკომფორტულობას გრძნობდა, კონდიციონერიც ჩართული დარჩენოდა მაღალზე აწეული და სიცივეც თან დაჰყოლოდა, ძლივს მიაგნო პლედს ძილიდან გამოსული დაპროგრამებულივით შეძვრა პლედში და ბალიშიდან თავი საწოლზე გადაიტანა, ისე მოიკუნტა ოთხად, ხმადაბლა ამოწუწუნა და ისევ უნებურად მიენაბა თვალები.....
დილით ისე უხასიათოდ გაეღვიძა, უკმაყოფილო სახით, თითქოს უზომოდ დაღლილი იყო და დასვენება სჭირდებოდა, თვალებზე მძიმე შეგრძნება ჰქონდა, დილის ფონზე დასიებოდა თვალები და სისხლისფრად მოეხაზა თვალისთვის კონტური, ხელთავიდან მოწესრიგდა აბაზანაში, ფიქრებთან ერთად, რომელიც სიზმრებშიც კი არ ტოვებდა მარტო, წარბებ შეჭმუხნილი დაფლატუნებდა ოთახში და ცდილობდა შეშუპებული თვალები დაეცხრო, სამსახურში წასვლის არანაირი სურვილი ჰქონდა, არც არავის ნახვა სურდა დიდად, თუმცა იმასაც ანალიზებდა, რომ ყველაფერი მის სურვილებზე უკვე კარგა ხანი იყო არაფერი ხდებოდა....
- დილამშვიდობისა
უხალისოდ წამოიძახა ხმამაღლა ოთახში გასვლისთანავე და უკვე გაწყობილ მაგიდას მოავლო თვალი, შემდეგ გახედა საათს, როცა ახსოვდა ნაზი ერთიდაიმავე დროისთვის რომ აწყობდა ჩვეულ ნაირ-ნაირ და უგემრიელესი საჭმრლებით სავსე მაგიდას,
- მოდი გენაცვალე მოდი,
თბილად წამოიძახა გამოსულმა, ხელში სავსე საინები ეკავა და მალევე გამოუნახა თავისუფალი ადგილი,
- აღარ წაახვიდე ბეე საკმარისია უკვე, ამდენს მაინც ვერაფერს შევჭამთ
უღიმაღამოდ ამოილაპარაკა ისევ ისე გამოწია ცალი ხელით ხმაურიანად სკამი და აუჩქარებლად ჩამოჯდა, თითქოს გაიგო კიდეც ნაზიმ მისი საუბარი სწრაფადვე გავიდა და ბოლო მომარჯვებული საინი ჩადო მაგიდის თავისუფალ ადგილში,
- გემრიელად
ღიმილით შეხედა ნაზიმ მაშოს და მშვიდად გადაიღო საჭმელი მაშოს დაკვირვებასთან ერთად, ხედავდა მის ამოწითლებულ სისხლისფერ თვალებს თუმცა ხმას ვერ იღებდა, წუხანდელი ღამის კითხვები კი საერთოდ არ ამოსდიოდა თავიდან იმდენი კითხვა ჰქონდა საიდან დაეწყო ვერ მოეფიქრებინა, ამავდროულად მაშოს აშკარა უხასიათობა აპრკოლებდა კიდეც, უხმოდ იჯდა მაშოს მოპირდაპირედ და თავადაც ჩაფიქრებული ილუკმებოდა,
- ბებო რატო ხარ ასე უხასიათოდ?
ცოტახნის შემდეგ მაინც ვერ გაუძლო გულმა ისე იკითხა და თითქოს სიტყვებს უფრთხილდებოდა კიდეც რამე ისეთი, რომ არ ეთქვა რაც მაშოს კიდევ უარესად გახდიდა
- ისე, ალბათ ამინდის ბრალია,
თვალ გაშტერებულმა ამოილაპარაკა,
- ისე მგონია, პატარა მიზეზი გჭირდება, რომ შენ ცრემლებში დავიტბორო,
ეცადა ცოტა მხიარულად ეთქვა, რომ მაშოს მისთვის მაინც შეეხედა, თუმცა არც ისე დიდი წარმატებით დასრულებულა, უღიმღამოდ ჩაიცინა მაშომ და ჩანგლის საინზე წვალება განაგრძო... დიდხანს უყურა ნაზიმ, ნერვებზეც არ მოქმედებდა ჭურჭელის ხმაური , უმძიმდა მაშოს მსგავსად ნახვა,
- მაშო
დაბალხმაზე დაუძახა თითქოს შეაპარა სიტყვები ჩაფიქრებულ თვალ გაშტერებულ მაშოს,
- გამახსენდა....
ხმა ჩაეხლიჩა უცებ და სწრაფად ჩაახველა ხმის გამოსასწორებლად, რომ წარსულის ტკივილები არ გაემჟღავნებინა, ნაზი უცებ დაიბნა მაგრამ სწრაფად გაიაზრა ვიზე იყო საუბარი და მიხვდა კიდეც რომ, რადგან მაშომ დაიწყო მასზე საუბარი მისთვის დამაკამაყოფილებელ პასუხებს მიიღებდა, რადგან წამოიწყო იტყოდა კიდეც,
- ვინ ჩემო კარგო?
დაბალხმაზე დასვა ისევ კითხვა თითქოს ნელ-ნელა აპარებდა თითქოს ცდილობდა ზედმეტად არ გამოეფხიზლებინა ფიქრებიდან, რადგან მოყოლა არ გაეწყვიტა,
- რატი პირველი! ის რატი, ჩემი ბავშვობა, გახსოვს ბოლოს ვერც გაიცანით ერთმანეთი დედას გამო, მასთან ისე დამტოვეთ, დედას სიტყვებს მინედე, როცა გითხრა რომ საიმედო ხელში მტოვებდი, ჩემი ნაბიჯები, მისი ნაბიჯების ნაკვალევში ჩანდა მხოლოდ.....
მაგიდაზე დააწყო ხელები წამით შეწყვიტა მოყოლა ნერვოზულად გადაისვა თმაზე ხელი და თავი ჩახარა,
- უიმისოდ საათიც კი მძულდა სურვილი მჭამდა, როდის მოვიდოდა, ყველგან დავყავდი, რატის გოგოაო მერე იძახოდნენ, ( უღიმღამოდ ჩაიცინა ისევ) ამოყო უეცრად თავი, სწრაფად შეაჩერდა ბებიის დაბნეულ თვალებს და მძიმედ დახუჭა თვალები
- ბედნიერი ვიყავი, საუკეთესო ბავშვობა მქონდა, ყველა მიყვარდა, თითოეული წამი მიყვარდა მასთან ერთად, არ ვიცი ცხოვრება სულ მისი გვერდში დგომით წარმომედგინა, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ის ჩემს უკან იდგა, ჩვეული ამაყი მზერით და თუ ვინმე ცუდად უბრალოდ მაინც შემომხედავდა, ისე აზღვევინებდა ვერც გაანალიზებდა, ეს მისი ჩვევა იყო, თბილი იყო, არ ვიცი, გაფიქრებულიც კი არ მქონია თუ დაობლებასთან ერთად წამერთმეოდა ყველაფერი დანარჩენი ის რაც გამაჩნდა, მაგრამ ჯერ, მან გამანადგურა, თავისი გაუჩინარებით და შემდეგ დედაჩემიც მიეხმარა, თითქოს შეთანხმება დაედოთ, რომ ფერფლად ვქცეულიყავი, გახსოვს ალბათ მაშინ ფსიქოლოგი, რომ კითხვებს მისვამდა, ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა, მე ხომ კარგად ვიყავი....
- წყალსაც არ სვამდი შვილო, საკუთარ თავს ეჩხუბებოდი, გაფითრებული დადიოდი ისე რომ ღამით მეგონა მიცვალებული მედგა, მეშინოდა, რომ რამე დაგემართებოდა... მახსოვს შუაღამეს ხმა მესმოდა სოფელში ვიყავით, უკუნითი სიბნელე იყო დენიც არ გვქონდა, ხმები რომ შემომესმა მეც შემეშინდა, სანთელს დავწვდი მაშინვე, სწრაფად უნდა შემოვსულიყავი შენთან და მანამ გავიგონე შენი ხმა გარედან მოდიოდა მაშინ ლამის ფერფლად ვიქეცი, ტყის პირას ვიყავით, შუა ღამეს არავინ გამოვიდოდა შენთან სასაუბროდ, არც ვიცოდი რა უნდა მეფიქრა, გიჟივით გამოვვარდი ღია ეზოს ბოლოში იდექი თითქოს ვიღაცას ელაპარაკებოდი, მაგრამ არავინ ჩანდა არავინ იყო, მთვარის შუქზე გამჩნევდი შენც,.... გიხაროდა, მხიარული იყავი, მე მთელი სხეულით ვკანკალებდი იმ დღეს, ვხვდებოდი როგორი მძიმე იყო ყველაფრის გადატანა შენთვის, მაგრამ არ ვიცოდი ასე თუ დაგასუსტებდა ყველაფერი, რაც გადაიტანე..
( აკანკალებული ადგავდა ნაბიჯებს ისე თითქოს სადღაც უნდა შეპარულიყო, ირგვლივ უკუნით სიბნელეს, ერთადერთი, თეთრი სანთელი არღვევდა, რომელიც ნიავში გაჭირვებით ცდილობდა არემარეს განათებას, აკანკალებული ხელი კიდევ მეტად არ აძლევდა ანთების საშუალებას, მხიარული ხმა გარედან მოდიოდა, იცნო ნაზიმ შვილიშვილის ხმა და იმდენად შეეშინდა, სუნთქვა შეუწყდა, ნაბიჯებს მოუმატა და სწრაფად გავარდა ნახევრად ღია კარებში, სანთელი სწრაფად გაქვრა, მის მაგივრად სავსე მთვარე ანათებდა ირგვლივ ყველაფერს, მაშინვე შეამჩნია ღია ეზოს ბოლოში მდგარი მაშო, ვიღაცას მხიარულად ესაუბრებოდა, ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, მაგრამ ნაზი თითქოს ცდილობდა გაქვავებული სხეული გაემოძრავებინა, ათასი ფიქრები დასჩემდა მაშინვე და შიშისგან ეცლებოდა ფერები სახეზე, მაშომ რომ წინ გადადგა ნაბიჯი სწრაფად წამოიკივლა ნაზიმ, თითქოს შეაჩერებდა,
- მაშო!
ტყიდან საკუთარი აკანკალებული ექოს ხმაც გაიგონა, მაშინვე უცებ გახედა მაშომ, მალე შიშისგან გონებას დაკარგავდა ნაზი სწრაფად ადგამდა ნაბიჯებს გაუთვითცნობიერებლად,
- ბებო ნახე, დედა მოვიდა,
მხიარული ხმით წამოიძახა მაშომ და ნაბიჯი უნდა გადაედგა, რომ ეზოს გარეთ გასულიყო სწრაფად დაავლო ნაზიმ ხელი და სწრაფად დაწია უკან,
- ღმერთო მიშველე,
წამოიძახა ტირილით და მაშოს გაკვირვებულ სახეზე მეტად ეშინოდა,
- ცოტახნით გავისეირნებთ,
ნაწყენი თვალებით ახედა ნაზის, რომელიც ხმას ძლივს იღებდა, შიშისგან სცვიოდა ცრემლები, მაშოსიც ეშინოდა იმ წამს, მაშოს გამოხედვის სიბნელეში შავად რომ ანათებდა, იმდენად შეშინებული იყო, უარგისი ფიქრები უღრღნიდა ისედაც შიშისგან დამონებულ გონებას,
- მაშო წამოდი სახლში გევედრები,
- დედასთან მინდა გამიშვი!
უხეშად ეცადა ხელის განთავისუფლებას ბავშვი და უკვე სიბრაზეში გადაუვიდა,
- მაშო საშიშია ღამით, ათასი ცხოველი მშიერი დაიარება,
- დედასთან ვიქნები,
- მაშო საკმარისია, სახლში შევიდეთ,
- დედასთან მინდა-მეთქი,
მეტად შეეცვალა სახე და ისე თითქოს ვიღაცამ რაღაც უთხრა ისე გახედა არარსებულს, პასუხი დაუბრუნა და მეტად ატირებულ ნაზის შეხედა,
- მაშო...
ხმა გაუწყდა უცებ,
- რატომ ტირი?
უცებ შეეცვალა ისევ სახე მაშოს,
- გთხოვ ჩემო ლამაზო სახლში შევიდეთ, ვიცი, რომ ძალიან მოგენატრა, ვიცი როგორ ცუდად ხარ, გთხოვ ახლა შევიდეთ, უკვე ხომ ნახე,
- ხო მაგრამ ცომ უნდა გაგვესეირნა, რატომ ტირიხარ? არ გინდა რომ დაგტოვო?
- ხო, კი მარტო მეშინია ჩემო გოგო, წამოდი,
- როგორ კანკალებ,
თბილად შეახო მეორე ხელი ჩაჭიდულ ხელზე და ნაღვლიანი მზერით გახედა არარსებულ სილუეტს,
- ახლა ვერ წამოვალ, ბებოსთან უნდა დავრჩე,
ხმადაბლა ამოილაპარაკა ნაწყენმა და ქალს კარგად მოკიდა ხელი, იმდენად ძლიერად კანკალებდა მაშოს სხეულზეც კი მოქმედებდა, თავად მშვიდად გაყვა ნაზის, თუმცა ნაბიჯის გადადგმა კი უჭირდა ნაზის, სანთლები დაანთო ყველა ოთახში გვერდიდან არ მოუშორებია მაშო, წყალი გვერდით დაიდგა, თითქმის მთელი სახლი გაანათა, ხმამაღლა მოთქვამდა შიშისგან, ათასი წამალი დაელია, წნევას ვერ იგულირებდა, მაშო დააწვინა მის გვერდით მთელი ღამე გაათენა, მთელი ღამე შიშში გალია, მთელი ღამე არ მოუშორებია მაშოსთვის თვალი, ჯოჯოხეთური ღამე იყო მისთვის)
- მას შემდეგ ვარჩიე, რომ არ დამეტოვებინე ჩემთან, შენს გამო გადმოვედი თბილისში, შენთან ერთად ვიღებდი რჩევებს და შენთან ერთად ვიწყებდი ახალ ცხოვრებას, ვცდილობდი გამეცანი და დავახლოებილიყავით, მე და შენ ერთმანეთს წესიერად არც კი ვიცნობდით,
- დედას გარეშე ძალიან მიჭირდა...
გულამომჯდარს სწრაფად წასკდა შეკავებული ცრემლები ისე ჩამოდო თავი მაგიდაზე, რომ ცრემლები დაეფარა,
- ვერ ვეგუებოდი რომ აღარ მყავდა, მაგიჟებდა....
სწრაფად იწმენდდა ყოველ ახალ გადმოცვენილ ცრემლებს, თუმცა ამაოდ, ახალს კიდევ მეტი ცრემლი მოჰყვებოდა, ტკივილი იმდენად ძლიერი იყო მთელ სულს მოსდებოდა, ფრთხილად შეახო ნაზიმ მხარზე ხელი და ნაზად მოეფერა მაშოს,
- მაპატიე რომ გაგახსენე,
დამნაშავედ ამოილაპარაკა თავდახრილმა ნაზიმ და მაშინვე ისე უცებ წამოწია მაშომ თავი მოულოდნელობისგან შეხტა , სწრაფად შეწყვიტა მაშომ ტირილი ისე მოიწმინდა ცრემლები
- იცი რა?! ალბათ რატის რომ არ მივეტოვებინე, მეტად მარტივად გადავიტანდი ამ ყველაფერს, ის რომ გვერდში მდგომოდა, არაფრის შემეშინდებოდა! ნაგავია! გადამგდები, მოღალატე იდიოტია!
სწრაფად მოიწმინდა ცრემლები უმალ წამოდგა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა კარებისკენ,
- მაშოო რამე მაინც ჭამე,
- არ მშია, მადლობა
თბილად გამოხედა უცებ, სწრაფად მოიკიდა პატარა შავი ჩანთა და კარებში გავიდა, წამით მოკრა თვალი მომავალ ლაშას, თუმცა მისმა გონებამ და მზერამ წამში ამოაგდო აზრებიდან და დიდი ნაბიჯებით დაუყვა უბანს, მამაკაცის დაძახება არც მიწვდა მის სმენას ისე ჩქარა გარბოდა, რამდენიმე მეტრიანიანი დევნის შემდეგ ადგილზე შედგა და ისე გააყოლა მზერა ქალს.....
- რა ლამაზია, არ შეიძლება, რომ მეც ჩავიცვა ერთხელ,
ხელებს უსვამდა გოგონა, კაბას, რომელიც მანიკენზე ჩამოეცვათ და მდიდრულად დაედგათ შუშის უკან, მოოქროვილი, ბრენდული ნაჭრის, ოვერსაიზის, კაბა რომელსაც უხეშად უსვამდა ლია ხელს,
- ხელი გაუშვი დაგინახავენ და მე მომცემენ საყვედურს,
უხეშად ამოილაპარაკა მაშომ და კაბას ახალი ბრწყინვალება შეჰმატა,
- სულ ასეთი უხეში, რატომ ხარ? ცოტა დატკბი გოგო, მალადეც შენ შეყვარებულს
თვალები აატრიალა და მაშოს უკან მდგომმა მობეზრებულად აათვალიერა მაშო, თითქოს მანაც იგრძნო, წინ გადმოწეული გრძელი ნაწნავი სწწრფად და მოულოდნელად გადაიქნია უკან და მაშინვე აღმოხდა ლიას წუწუნის ხმები ნაწნავი რომ სახეში მოხვდა,... დავალების შესრულებაც არ დააცადეს მაშოს ზედა სართულის მოაჯირიდან მისი სახელის ყვირილს, რომ მოჰყვა ნაცნობი ხმა მობეზრებულად აიხედა უზარმაზარი შენობის ზედა სართულზე სადაც ტერასის მსგავსად გამოწეულიყო პატარაზე და ზევიდან გადმოჰყურებდა მთელ საწარმოს, ყველა მკერავსა თუ დიზაინერს დეტალურად დაჰყურებდა ზევიდან,
- მაშოო, სასწრაფოდ ამოდი ჩემთან,
მოკლედ დაიძახა და შემდეგ ჩვეულად შევიდა საქმიანად მამაკაცი შუშის კაბინეტში,
- აჰჰჰ დამღლელია,
ამოიგმინა მაშომ და ისე ჩამოყარა ხელები ძირს,
- იმედია იტყვის რომ საბოლოოდ გვეღირსება ჩვენი უფროსის კიდევ ნახვა,
- მე ისედაც არ მყავს ნანახი,
მხრები უდარდელად აიჩეჩა, უინტერესოდ ამოილაპარაკა ისე წამოდგა და მშვიდი ნაბიჯებით დაიწყო შუშის ლიფტისკენ სვლა
- ბევრი დაგაკლდა ცხოვრებაში, უსირცხვილოდ, მომაკვდინებლად სიმპათიურია...
ხმამაღლა დააწია სიტყვები და მაშომაც მობეზრებულად აატრიალა თვალები, იმდენად არ აინტერესებდა, ლიას გატაცებები და მისი სიმპათიური მამაკაცები,...
- დიახ, მეძახდით,
მშვიდად შევიდა შუშის კარებში და რბილ სკამში ჩაწოლილ მამაკაცს შეხედა, რომელიც უცებ წამოხტა მაშოს დანახვისას,
- მოდი მაშო მოდი, პირველ რიგში უნდა მოგილოცო შენი წარმატება, შენი დიზაინი გაიყიდა, არა მხოლოოდ შეკერილი მწვანე ფერებში მისი იდეალი არ ვიციიი,.... იტალიის მოდის კვირეულზე საუკეთესო შეფასება დაიმსახურა, რა თქმა უნდა მალე დაგერიცხება მისი თანხა, შენი პირველი წარმატებებია
ტაში დაუკრა სწრაფად და უცებ ჩამოართვა ხელი, ისე სწრაფად საუბრობდა და ყვებოდა ყველაფერს, თითქოს სადღაც ეჩქარებოდა,
- მადლობა და კითხვა მაქვს, ჩემი დიზაინი ვინ ჩაიბარა? როგორ მოხვდა იტალიაში,
- ვაიმე მაშო! ჩვენს უფროს მოეწონა, მისი ბრძანებით შეიკერა ცხადია, მანვე გაუშვა საჩვენებლად, ძალიან მომგებიანია,
აღფრთოვანებული საუბრობდა, რადგან ხვდებოდა კომპანიაში ძალზედ მომგებიანი დიზაინერი ჰყავდა, რომელიც არა მხოლოდ ნახატებს ქმნიდა, არამედ თავადვე კერავდა, ხშირად არ ჰქონია მაშოს დიზაინების კერვის უფლება, მხოლოდ ხატავდა და აგროვებდა ყოველთვის, მათი კომპანია კი ჯარისკაცებს, ლეიტენატებს, მთავრობის ხალხსა და ყველა გავლენიან, მდიდარ ადამიანს ემსახურებოდა,
- მაშ კარგია, მადლობა,
ღიმილით ამოილაპარაკა გულის სიღრმეში ძალიან გაუხარდა, თუმცა ამის გადმოცემის არც სურვილი და არც ხასიათი ჰქონდა,
- შემდეგ, არ ვიცი რამდენ ხანში, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან მალე, შეიძლება ნებისმიერ დროს დაგვადგეს თავზე ჩვენი უფროსი, ხოდა ყველას გადაეცი, საკუთარი მაგიდები მოაწესრიგონ,
- და ბოლოს და ბოლოს ვინაა?
- რამდენ კითხვას სვამ! დაა კიდევ არაფერი შეგეშალოთ მასთან, მაქსიმალურად უცოდველები უნდა იყოთ,
აღარაფერი უთქვამს მაშოს თვალები აატრიალა და როცა დარწმუნდა რომ მამაკაცი საუბარს მორჩა, სწრაფად დატოვა სართული, მხოლოდ და მხოლოდ ლიას გააგებინა ეს ამბავი, რადგან იდეალურად იცოდა რომ ყველას მოსდებდა ამ ამბავს, ისედაც უამრავი იყვნენ მაშოც ძალიან ცოტას იცნობდა, თუმცა მაშოს იცნობდა ყველა, ზოგი მისი ფარული 'ფანიც' კი იყო, იცნობდნენ მაშოს და ხშირად სთხოვდნენ დახმარებას, მათი გავლენისნი სტუმრები, ხშირად უკმაყოფილოები იყვნენ, ყოველთვის აპროტესტებდნენ შემდეგ ლანძღავდნენ მკერავს, ეს სჩვეოდათ მდიდარ ხალხს, ამპარტავნები იყვნენ, იმდენად ცუდი სიტყვებით შეეძლოთ დაემცირებინათ მკერავი, სამსახურის დატოვებას მოგანდომებდნენ, მაშო კი არასდროს ჩუმდებოდა, როცა მართალი იყო სამსახურის დატოვებაც, რომ დასჭირვებოდა თანახმა იყო მიუხედავად იმისა, რომ დიდიხანი წვალობდა , რაღაც პატარა წარმატებისთვისაც კი, არა მხოლოდ მაშო, თეოდორე ყოველთვის გვერდში ედგა, მაგრამ მაშოს იმდენი გამბედაობა იმდენი ძალა და ლექსიკონი ჰქონდა რომ შეეძლო სიტყვებით გაეჩუმებინა მჩაგვრელი,
უკვე დაბლა ჩამოსულიყო მაშო შორიდან მოავლო თვალი უზარმაზარ დარბაზს ალაგ-ალაგ მაგიდებთან სხვადასხვა კომპანიის წამყვანები რომ ჩამომდგარიყვნენ მკერავის წინ და ზომების აღებისთვის გაქვავებულიყვნენ, ამავდროულად ყველას ერთმანეთის მსგავსი სახე ჰქონოდათ, მკაცრი, კოპებ შეკრული, თითქოს იძულებით აკეთებინებდა ვინმე რამეს, მობეზრებულად აატრიალა მაშომ თვალები და საკუთარი მაგიდისკენ დაიძრა,
- რაო, რა გითხრა,
დამჯდარი არ იყო, უმალ წამოადგა თავზე ლია,
- საინტერესო არაფერი, შეიძლება უფროსი ნებისმიერ დროს მოვიდესო და წესრიგში იყავითო, მაქსიმალურად მოწიწება, თავმდაბლობა და საქმის იდეალურად მცოდნეობა აჩვენეთო...
სიტყვის ბოლოს ტუჩის კუთხეები უკმაყოფილოდ ჩატეხა და თაბახის ფურცლები გადმოაცურა......

დღე დასრულებულიყო, ახალი სამუშაო პირობებიც უცებ აეთვისებინა ვაჟას, კმაყოფილი იყო საკუთარი გამოსვლით დღით და ახალი საქმეებით, რატიც მასთან ერთად იყო, უკეთ გაარკვია ყველაფერში, მშვიდად დაასრულეს მუშაობა და ნაადრევად დატოვეს კომპანია, შესასვლელის, პატარა სადარბაზოში ჩამოსასვლელ კიბეებზე ხმაურიანად ჩამოდიოდა წინ მყოფი ვაჟა, მანამ სანამ შენობას დატოვებ, კიიბეების მოპირდაპირედ დიდი შუშის კარები და პატარა შუშის შესასვლელი, კაფე-რესტორნისკენ მიგიძღვებოდათ, რატის კომპანიას ეკუთვნოდა ისიც, უმეტესად თანამშრომლებზე გათვლილი რესტორანი, რომელშიც თითქმის ერთიდაიმავე მომხმარებელი დადიოდა ხშირად, ყველაზე ცნობილი, გამორჩეული და უგემრიელესი, ნამცხვრების დაგემოვნების სურვილით, ჩასვლისას მოავლო თვალი შესასვლელიდან გამოჩენილ ხალხს ღიმილით რომ ისხდნენ მაგიდებთან, მოულოდნელად, გულწრფელი, ჩვეული ღიმილით რომ გაჩნდა მოწინავე მაგიდასთან ნაცნობი ხუჭუჭა გოგო, ვარდისფერი თავსაფრით, ხელში ლამაზად მორთული ნამცხვარი მოეთავსებინა, ფრთხილად დადო, მაგიდის შუაში, წყვილს რაღაც ღიმილით უთხრა და სწრაფად გაშორდა მაგიდას,
ყველაზე მეტად ესიამოვნა ვაჟას, წამით ადგილზეც გაიყინა ისე აკვირდებოდა ნაცნობ მომხიბვლელ სილამაზეს, თითქოს ეს იყო ის რაც აუცილებლად მალევე უნდა გაეგო, რადგან მოსაგვარებელი საქმე, უფრო მარტივი მოსაგვარებელი გახდებოდა,
- ხოა მშვიდობა?
დაწეულმა ვაჟას გამო კიბეზე შეფრხება, რომ მოუხდა მშვიდად იკითხა და ვაჟამაც სწრაფად ახედა უკან მდგარს,
- რაზეა ბაზარი,
გაიცინა, ისე ჩაიარა სწრაფად დარჩენილი საფეხურები და კმაყოფილი გავიდა გარეთ.....
- მიკვირდა შენი ჩამოსვლა ამდენი ხნის მერე,
ჩარჩენილი ემოცია გაამჟღავნა ვაჟამ და რატიმაც უხერხულ სიტუაციაში მყოფივით ააცმაცუნა ტუჩები,
- მართლა ტეხავს აქამდე, რომ არ ჩამოვსულვარ....
- და რამ ჩამოგიყვანა?....
კაი ის არ თქვა რო კომპანიის გამო ჩამოხვედი!.. ყველაზე დაბალი დონის ტყუილი იქნება,
თავიდანვე გააფრთხილა და რატიმაც თანხმობის ნიშნად ჩაფიქრებულმა დაუქნია თავი,
- კომპანია არა მარა, ცოლი უნდა მოვიყვანო რა,
თქვა და მშვიდად ახედა პირ დაღებულ ვაჟას,
- რანაირი ნათქვამი იყო?!
- ვიცი, მარა მჭირდება, მართლა ცუდად გამომდის მაგრამ, მამაჩემი რო დაიბრიდა, რაღაც ხელ შეკრულებები ჰქონდა და შენობა სადღაც მიწისქვეშეთში, სადაც ტონამდე ოქროა, მამენტ, მაგარი ნაჩალიჩები აქ მაგასაც,
ცინიკურად ჩაიღიმა და ვაჟას მეტად გაოცებულ სახეს და ემოციებს აკვირდებოდა
- რაც შეეხება, ცოლს, ამ მიწისქვეშა საიდუმლოს, გასაღები და პინკოდიც, რომელიც აუცილებელია არის ერთ-ერთ ყუთში, რომელსაც, მაშინ გადმომცემენ, როცა ცოლს მოვიყვან,
- ეგ რა პონტში? მე როცა მინდა მაშინ წამოვიღებ, მამაჩემი მკვდარია რა პრობლემა გექმნება,
თითქოს გაბრაზდაო ისე შეჭმუხნა წარბები,
- ის პრობლემა რო ის კასაა თუ რაც არი, არის პატარა, ეგეც ჩარაზულია, მამენტ არავინ იცის რეალურად რა ხდება მაგ გასაღების მიღმა, შიგნით დევს ქალის ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი, მაგ ნიშნობის ბეჭედის შიდა მხარეს წერია პინ კოდი და ბეჭედს ისე არ გადმომცემენ ცოლი, რომ არ მყავდეს, თორე აქამდე მეც ვიცი რასაც გავაკეთებდი,
კისერი გაატკაცუნა და თითქოს ისევ ფიქრებში გადაეშვა სადაც გეგმავდა მომავალ ცხოვრებას,
- ჯერ საღოლ ძმაო მამაშენს, რავი უაზროდ არ უცხოვრია, აკეთა, მალა, თხარა და მოკვდა,
- იმდენი თხარა საკუთარი საფლავიც გამოთხარა,
მშვიდად დააყოლა და ხელი ჩაიქნია,
- ბიჭო და რაღას ელოდები? შენ ვიყო აქამდე ცოლთა გუნდი მეყოლებოდა, არ იარსებებს სამყაროზე მანდილოსანი, რომელიც უარს გეტყვის აიი არ არსებობს, ქალი ვიყო ჩაგაკვდებოდი რასლაპარაკობ
ხელები დანებების ნიშნად აწია ვაჟამ ისე აათვალიერა წინ მდგარი "უფროსი"
- რაღაც პერიოდი ხო უნდა ვცხოვრობდეთ ისე, როგორც ცოლ-ქმარი, მარა გოგო, რომელიც მეცოდინება, რომ მარტო ფულს დახამდა, მდიდრულ, ცხოვრებას და კაცს, რომელიც, იტალიელ, ერთადერთ ახალგაზრდა სიმპათიურ ბიზნესმენად წოდებულია, არ მინდა, ნერვები მომეშლება, მსგავს რამეში ძალიან ცუდი ვარ, ვერ გავუგებ, ვერ მოვექცევი ისე როგორც მანდილოსანი იმსახურებს
- არა რაღაც პონტში მესმის, კიბატონო,
- და კიდევ, საქართველოში იმიტომ ჩამოვედი, რომ ქართველებს მანდილოსნები ყველაზე გამორჩეულები გვყანან,
- ეგ ცხადია, შენც გცოდნია, იტალიელო,
კმაყოფილმა ამოილაპარაკა ისე კრა ხელი რატის და გონებაში, ვარდისფერ თავსაფრინმა გოგონამ ჩაუარა,
- რათ უნდა ცოდნა, ყველაზე განსხვავებულები არიან, რთულად მოსაპოვებლები, რაც ცხადია ყველა მამაკაცს იზიდავს, ეშხიანები, ენერგიულები მეოჯახე საამაყოები არიან, ერთი სიტყვით და მაინც რა არის ქართული სილამაზე,
თავადაც კმაყოფილმა ამოილაპარაკა, ისედაც ქართული ყველაფერი მონატრებული ჰქონოდა, სიამოვნებდა კიდეც მათზე საუბარი.....
....
უხმოდ მიდიოდა მაშო წინ და უხმოდ მიყვებოდა ლაშა, უხასიათობას ამჩნევდა მაშოს, თუმცა რამდენჯერაც საუბარი წამოიწყო მოკლე მოკლე პასუხები მიიღო მხოლოდ,
- მაშო ხომ კარგად ხარ?
სწრაფად ამოუდგა გვერდით და მაშომაც სწრაფად გაუღიმა,
- კი რა თქმა უნდა,
- ძალიან უხასიათოდ ხარ
მეტად დაიტკბო ხმა და ღიმილით შეახო ფრთხილად ხელზე ხელი მაშომ რომ უბრალოდ დახედა, თამამად გახლართა მის თითებში თითები,
- დღეს რას აკეთებდი?
ყურადღების გადასატანად კითხა უცებ და წამით დაიბნა კიდეც ლაშა,
- ამმ დღეს კომპანიაში ვიყავი, როგორც ყოველთვის მერე შეხვედრა გვქონდა და ახლა შენთან ვარ,
ღიმილით დახედა ბოლოს უცოდველი კრავივით,
- შეხვედრა? მახსოვდა, რომ ხვალ გქონდა დილით,
გაკვირვებულმა ახედა უცებ,
- აა ეეგ ხო, გადმოვწიეთ უბრალოდ
სწრაფად ჩაიცინა ისე გახედა გზას
- აღმოჩნდა, რომ ბევრს არ ჰქონდა დრო მაგ დროს,
- აა გასაგებია,
პატარაზე გაუღიმა მაშომ და გზას გახედა, ისევ საკუთარ ფიქრებში გადაეშვა, საერთოდ არ მისწვდა მის გრძნობებს რამდენად მართალს ამბობდა ლაშა, ან საერთოდ კომპანიაში იყო თუ არა, ინტერესიც არ ჰქონია,
მშვიდად მიაცილა სახლთან ლაშამ და ფრთხილად დაიწია ჩაფიქრებული ქალის ბაგეებისკენ, უნებურად გაწია მაშომ სახე და ლოყა მიუშვირა თითქოს, წამით შეჩერდა გაკვირვებისგან, თუმცა ლოყაზევე მიაკრო ტუჩები და აღარაფერი უთქვამს,
- მადლობა,
დაბალხმაზე უთხრა მაშომ მიცილებისთვის და გაუღიმა,
- მიდი დაისვენე,
თვალი ჩაუკრა და მაშოსაც არ დაუწყია ბევრი დამშვიდობება მაშინვე შეაღო კარი და აღარც შეუხედავს ისე მიუკეტა, სწრაფად ეცვალა კარის წინ მდგომ ლაშას სახე, ცინიკურად გადაიქცა უცებ, ისე ჩაიცინა მშვიდად მოავლო ქუჩას თვალი და დაბლა დაუყვა......
.....
- თათბირზე ხოარ დამაგვიანდა?
სწრაფად შევარდა თეოდორე სახლში, გაშლილ მაგიდას სანამ მიუჯდებოდა სწრაფად მიაკრო მაშოს ლოყაზე ხმაურიანად ტუჩები და შემდეგ ნაზისაც დაუკოცნა ფაფუკი, ნაზი ლოყები
- დააგვიანე, უკვე ყველაფერი მომიყვა,
ენა გამოუყო პატარა ბავშვივით ნაზიმ და მაშოსაც გაეცინა
- მომიყევით მეც, უცებ უცებ,
მართლა მოუყვა მაშო სამსახურში გატარებული დღის შესახებ და თეოდორეს მეტად გაუხარდა ვიდრე მაშოს,
- ვსო ლაწირაკო ცხოვრება დაიწყე,
კმაყოფილმა ამოილაპარაკა ისე წამოხტა უცებ,
- ოოო ასანთის ღერის ანთებას ნუ ქმნით ისე თითქოს ალვის ხეს წაეკიდა ცეცხლიი,
- ნახე პატარავ , ნახე...
ხელი გაუწოდა და მაშომაც უცებ ჩაჭიდა ხელი, ფრთხილად წამოაყენა მის ხელში ახლართა ცალი ხელი, ცალი კი წელზე მოკიდა, მაშინვე წამოდგა ღიმილით ნაზი,
- ნახე მალე ხეს კი არა მთელ სამყაროს მოეკიდება ცეცხლი,
კმაყოფილმა დაასრულა სიტყვა, მაშოს მომღიმარ სახეს დახედა ისე დაუქნია მომზადებულ ნაზის თავი დასტურად და მანაც უცებ აახმაურა, ყოველთვის მზად მყოფი დინამიკი, ვალსის ხალისიანი მუსიკით, თეოდორემაც მოძრაობებით აიძულა მაშო ცეკვაში აჰყოლოდა, რამაც მეტი მხიარულება შესძინა სახლს საღამოსთან ერთად, ოთახის ცენტრში დაბზრიალებდა წყვილი, ნაზი კი დინამიკებთან აქნევდა შეძლებისდაგვარად თეძოებს, საყვარლად მოკრული მუშტებით ხელებს ნაზად აყოლებდა იქით-აქეთ და ხანდახან ღიმილით დააკვირდებოდა ხოლმე წყვილს, მუსიკის ფონზე, რამდენიმეჯელ დაატრიალა თეოდორემ მაშო და დასასრულებლად ნაზად აიკრო სხეულზე
- დასასრული,
ღიმილით დახედა გამხიარულებულ მაშოს
- კარგები ხართ,
გაბადრული ჩამოჯდა ნაზი ისევ საკუთარ ადგილას და მაშომაც მას მიბაძა, თითქოს თეოდორემაც დააპირა ჩამომჯდარიყო უცებ ადგილზე გაქვავდა,
- ჯანდაბა,
- რა მოხდა?
სახე შეცვლილმა გახედა სწრაფად მაშომ, უკვე დაძრულს, რომელიც ისე უცებ ჩამოჯდა მაშოს წინ თითქოს, მაშო დაკითხვის ოთახში ბორკილებით დაესვათ და ისეთ კითხვებს ელოდა, რომლისთვისაც პასუხის გაცემა სახიფათო იყო,
- არ ვიცი რატო ამომვარდა თავიდან, მაგრამ, როდის იყო ტანგოს ცეკვავდი?
სწრაფად ჩამოჯდა მის წინ თუ არა მაშინვე დაუსვა კითხვა, მოულოდნელ კითხვაზე უცებ დაიბნა მაშო, თუმცა როცა გაიხსენა კითხვა საიდან გამომდინარე მოდიოდა მთელ სხეულში ერთიანად გაცრა,
- არც ვცეკვავ,
უხეშად აიქნია მხარი და ისე გადმოიღო საჭმელი, რომ არც კი ჰქონდა სურვილი ჭამის,
- ვიდეო უნდა ჩამართვევინო მაინდამაინც?
- არ გინდა,
სწრაფად გაშალა მაშომ ხელი, ტელეფონის ამოსაღებად რომ წაიღო თეოდორემ ხელი,
- რა ხდება თედო?
ინტერესით იკითხა ნაზიმ
- არაფერი
სწრაფადვე გახედა მაშომაც, ისე სწრაფად გასცა პასუხი, თითქოს ეშინოდა ნაზის რომ რამე გაეგო,
- არაფერი? ადამინთან, რომელსაც არ იცნობდა ტანგო იცეკვა და როგორ ვნებიანად აღარ იკითხავ?
თითქოს მაშოს ელაპარაკებოდა, თუმცა ბოლოს ნაზის გახედა წარბებ აწეულმა, მაშო კი დასჯილი ბავშვივით თავჩახრილი იჯდა,
- ეგრე არ იყო და რა გინდა ახლა?
- აღიარე, გოგო, აღიარება მაინც შეგეძლოს მოგნუსხა იტალიელმა მილიონერმა ჰა? ჰა?
მხარზე გაკრა რმდენიმეჯელ ხელი სიცილით, ნიშნად აღიარეო და მაშოს სახეც უფრო და უფრო იცვლებოდა
- უდავოდ მაგარი შესრულება იყო, პროსტა ის შენი ლაშუკა რო ნახავს რა მოუვა არ ვიცი,
დაცინვაზე გადავიდა უცებ,
- ბებია მაშო რაღაცას გვიმალავს,
- გეყოფა თეოდორე,
მკაცრად დაუბრიალა თვალები და ბებიის კითხვა დააიგნორა,
- მაშო მომავალში აისახება ყველაფერი
გამაფრთხილებლად ამოილაპარაკა ნაზიმ და მშვიდად წამოდგა, რამდენიმე საინი მოითავსა ხელში და სამზარეულოსკენ წავიდა, მარტო დარჩენილს უხმოდ უყურა ცოტახნით თეოდორემ,
- რატომ გადაწყვიტე გეცეკვა, ეს ცეკვა მასთან ერთად?
სერიოზულ კითხვაზე შეხედა მაშომ, წამით გაჩერდა, არაფერი უთქვამს, უბრლოდ მაშინ ამოუტივტივდა გონებაში პატარა მაშოსა და რატის შესრულებული ტანგო, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ მასთან ერთად ცეკვავდა ბავშვობაში
- უბრლოდ გაატარე,
- არ შემიძლია, როცა ვიცი რომ ამ ცეკვას არ იცეკვებდი არასდროს არავისთან.....
რატომ?..
გაუგრძელებელი კითხვა დაუსვა და უხმოდ შეაჩერდა თვალებში, მაშოც უსიტყვოდ აკვირდებოდა მის მზერას და ამავდროულად ფიქრებს ვერ იშორებდა, თავადაც აინტერესებდა კითხვის პასუხი, მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა ვინ იყო რეალურად რატი პირველი,
- არ ვიცი,
დიდ ხნიანი დუმილის შემდეგ ამოიღო ხმა და მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეირხა გაქვავებული,
- უცნაურად იქცევი,
სწრაფად დააყოლა პასუხი, თეოდორემ და შემოსულ ქალს შეხედა,
- მოკლედ, ახლა დაგტოვებთ საქმეებს მოვაგვარებ და ხვალ შემოგივლით რა,
მშვიდად წამოდგა და შესასწორებლად დაქაჩა დაბლა მაისური,
- ჭკვიანად იყავით და კიდევ, თქვენთვისვე აჯობებს თუ არაფერს დამიმალავთ,
ორთავეს გადახედა თეოდორემ მკაცრად და ნაზიც რომ შეიშმუშნა და თვალები დამნაშავედ დახარა დაბლა, კიდევ მეტად მკაცრად გადახედა მაშოსაც,
- შეგიძლიათ ჩამოწეროთ და სათითაოდ გააგრძელოთ ხოლმე მოყოლა
სიარულშივე მკაცრად დააქნია მაღლა აწეული ხელით საჩვენებელი თითი გაფრთხილების ნიშნად და მაშომაც უნებურად გააქნია თავი.....
ისევ და ისევ მარტო დარჩა მაშო საკუთარ თავთან, წესიერად ვერ ახერხებდა მაქსიმალური ყურადღება მოეკრიბა ერთ კონკრეტულ საქმეზე, მხოლოდ ფიქრები იტაცებდნენ შორს....ძალიან შორს......
.....
- წეღან ვეღარ მოახერხე რა საქმე გქონდა?
სიარულში გადახედა ვაჟამ გვერდზე მდგომ რატის, რომელიც მასთან ერთად, დიდი ნაბიჯებითვე მიიწევდა ლიფტისკენ,
- ხო რაღაც შემოთავაზება მქონდა,....
თითქოს გასახსენებლად შეყოვნდა და ლიფტში პირველი შესული ვაჟას მოუტრიალდა,
- რაზე?
- შენ ძმასთან დაკავშირებით, ხოდა რავი იქნებ ვნახოთ და თუ შენც გაწყობს და იმასაც რატო არა,
- მე რა თქმა უნდა, ჩემი ძმა თუ ცხოვრებაში წინ წაიწევს მაგაზე მეტად რა უნდა გამისწორდეს, - - ჯიგარი ხარ,
მხიარულად დაარტყა მხარზე ხელი და წამით ჩაფიქრდა,
- მისმინე, დროებით რადგან არანაირი ახალი კოლექცია გვაქვს, იქნებ ჩვენ გავსულიყავით ჩვენსკენ, ერთი ნაცნობი კაფე გვაქ იქვე ახლოსაა შენც რაღაც ახალს ნახავ და თეოდორესაც დაელაპარაკები, რას ფიქრობ?
მშვიდად დააკვირდა მის რეაქციას
- მშვენიერი,
მხოლოდ თვალებში თუ შეამჩნევდით თანხმობას და კმაყოფილებას, თუმცა მაინც შუშის თვალები ჰქონდა, ცინიკური ღიმილი თუ დაიპყრობდა მცირედ მის ბაგეებს და ეგეც მხოლოდ იშვიათად,
- დავურეკავ მაშინ...
......
როგორც ყოველთვის ერთად გამოსულიყო წყვილი და დროის, რომელიც საკმაოდ დიდი ჰქონდათ, გაყვანის მიზნით ჩვეულად ნაცნობ კაფეში დამსხდარიყვნენ,
- მაშოო...
კიდევ ერთხელ დაბალხმაზე დაიძახა ლაშამ მას შემდეგ რაც მაშო აშკარად გონება გაფანტული იჯდა,
- მაშო!
მკაცრად შემოუძახა და მაშინ მიიქცია ქალის ლამაზი თაფლისფერი თვალების ყურადღება
- გისმენ ჰო, გისმენ,
ამოილაპარაკა და უკმაყოფილოდ შეიშმუშნა,
- რა გჭირს? მერამდენე დღეა ასე იქცევი, საერთოდ არც კი გინახივარ, საუბარზე ხო ლაპარაკი აღარაა, რა გჭირს არ მეტყვი?
- არაფერი არ მჭირს... უბრალოდ ბევრი საქმე მაქვს და ვფიქრობდი,
ისევ მშვიდად გადმოიწია წინ და დიდ ჭიქაში ჩამოსხმული ijakobs karamel latte მოსვა,
- რატომ არაფერი მითხარი იმ დღეზე? ან რანაირი საქციელი იყო? არც არაფერი გითქვამს ისე გავარდი თეოდორესთან ერთად,
- ჯერ იმას გეტყვი
რომ შენი საქმე არ არი თეოდორესთან ერთად სად როდის წავალ, მერე ახსარებას შენ არ ჩაგაბარებ მაშინ როცა თეოდორეს შეეხება ნებისმიერი რამ და შემდეგ, ძაან ინტერესიანი რომ ყოფილიყავი ამ რამდენიმე დღის მანძილზე წესიერად მომიკითხავდი და არა დღეში ერთხელ ეგეც სიტყვა რა გჭირს- თი
აგრესია ვერ დამალა ისე გადაიწია მისკენ უხეშად და სიტყვის დასასრულს ისევ ნერვოზულად მოსვა ყავა,
- მართლა რა გჭირს პრინცესა?
ვერ ვხვდები რატო გახდი აგრესიული,
ნაზად მოითავსა მისი ხელი ხელში და უნებურად უარესად გააღიზიანა მაშო ამ საქციელმა,
- სად იყავი წუხელ?
უცებ გადაიწია მაგიდისკენ ისე ჩააჩერდა თვალებში,
- რა დაკითხვაა სახლში ვიყავი რა თქმა უნდა
ჩაიცინა ისე შეუშვა ხელი და სკამის საზურგეს მიეყრდნო, მაშო კი თეოდორეს სიტყვებზე დაყრდნობით აგრძელებდა ლაპარაკს,
- ყველამ ძალიან კარგად ვიცით სადაც იყავი....
უხეშად თქვა და თავადაც მიეყრდნო საზურგეს მთელ სკამის საზურგეს გადმოეფარა ჩიხოლივით გრძელი ტალღოვანი თმა, თავი რომ უკან გადაეწია, იატაკს შეეხებოდა თხელი წვეროებით,
- ვერ გიგებ,
ჩუმად დააკვირდა მაშოს და ამავდროულად ვერ ამჩნევდა მაშო როგორ ნელ-ნელა იცვლებოდა თავად ლაშა, მეტად ეცვლებოდა გამოხედვაც და ხასიათიც, მანამ სანამ მაშო რამეს ეტყოდა კარებში შეამჩნია შემოსული ვაჟა და შორიდანვე დაუქნია ხელი, უნებურად გაიხედა მაშომ და ვაჟას, რომ რატი შემოყვა დენდარტყმულივით მოტრიალდა, გაბრაზებული მზერა შეეცვალა დაძაბულობისგან და აფორიაქდა, პატარა ჩანთას დაავლო უცებ ხელი და უკან არც კი მიუხედავს,
- ჩვენი წასვლის დრო ხოარაა?
კბილებს ერთმანეთზე აჭერდა ისე გაუცინა უცებ წინ მჯდომს ნიშნად, რომ უნდა წასულიყვნენ,
- რატომ? ჯერ ბევრი დრო გვაქვს,
უდარდელად დახედა საათს და ახალი სტუმრები რომ იქვე მაგიდასთან ჩამოსხდნენ, უცებ მოიკიდა ჩანთა
- სასწრაფო საქმე გამომიჩნდა, მერე გნახავ კარგი,
უცებ წამოხტა და საპირისპირო მხრიდან წავიდა, მაგიდებს დაარტყა კრუგი რომ ჩამომხსდრების მაგიდას არ მიახლოვებოდა, დიდი ნაბიჯებით თავ დახრილი დამახსოვრებული კარისკენ მიდიოდა და მალე მშვიდობიანად გავიდოდა კარებში ლამის ვიღაცას შეასკდა, სულ რამდენიმე სანტიმეტრი იყო დარჩენილი, რომ არ დაჯახებოდა, სწრაფად დაიწია უკან და ისე ახედა მომხიბვლელი სხეულის პატრონს,
- თედო?!
ისე გაუკვირდა, თითქოს პირველად ენახა ამ კაფეში, თვალები გაუდიდდა, მისი დანახვისას, თუმცა მალევე მიხვდა საკუთარ საეჭვო შეცხადებას და სწრაფად დასერიოზულდა,
- სად მიდიხარ?
მშვიდად დაუსვა კითხვა, ყოველგვარი მისალმებისა და მოკითხვის გარეშე,
- უკვე ვაპირებდი სამსახურში წასვლას,
ყურსუკან გადაიწია ჩამოშლილი თმა და ტუჩებს დაუწყო წვალება, მის პასუხზე დახედა საათს თეოდორემ, ღმად ამოისუნთქა და მშვიდად დახედა მაშოს, ისე მოავლო უკან ნაცნობ ხალხს თვალი,
- ჩვენები ნახე?
ისევ მშვიდად დაუსვა კითხვა,
- ჩვენები? კი ვნახე,
სწრაფად დააქნია თავი და კისერზე მოისვა უნებურად ხელი, ისევ მშვიდად აკვირდებოდა თეოდორე, მაშოს საქციელების სრულიად შესწავლილმა გაისველა ტუჩები და შიგნით შევიდა,
- არ მომწონხარ,
კარებში შევიდა, ფრთხილად დაავლო მაჯაში ხელი და წინ წასულმა თან გაიყოლა,
- არა, მოიცადე გამიშვი, მე უნდა წავიდე თეოდორ,
სწრაფად ეცადა მეორე ხელით თეოდორეს თითებისგან დაეხწია თავი, თუმცა მისასვლელი მანძილი ძალიან მცირე იყო, შეზღუდულ დროშიც ვერ ჩაეტია, ისე აღმოჩნდა უკვე მამაკაცების მაგიდის წინ,
- გაუმარჯოს,
ძმაკაცურად ჩამოართვა რატის ხელი და მაშოს გახედა ნიშნად, რომ მისალმებოდა, მანაც ბურდღუნით წარმოთქვა მისასალმებელი სიტყვები და წამით რატის ისეთი მზერა ესროლა, გაკვირვებისგან შეხარა მამაკაცმა წარბები, რატის გვერდით თავისუფალი სკამი გამოუწია თეოდორემ მანდილოსანს და ისიც მაშინ ეცადა უკმაყოფილო მზერა მოეშორებინა, თავადაც ჩამოჯდა მაშოს გვერდით თავისუფალ სკამზე...
- რა საქმე გაქვთ? მშვიდობაა იმედია,
წყნარად იკითხა და კომფორტულად ჩამოჯდა,
- მეგონა მარტო ჩვენ ვიქნებოდით,
თითქოს ცინიკურად თქვა რატიმ წამით გახედა მაშოს და ისიც სწრაფადვე წამოდგა,
- აქამდე გეთქვა რაღას მსვამდი!
დაუმალავი სიუხეშით თქვა და თავისსა და თეოდორეს სკამებს შორის უნდა გასულიყო, ერთდროულად შეაკავა ორმა ხელმა, სწრაფად ჩაევლო მაჯაში რატის მისთვის ხელი და თავად თეოდორემ კი გადაწეული ხელით გადაკეტა ისედაც ვიწრო გასასვლელი და უნებურად შეხედა რატის ჩაჭიდებულ ხელს მაშოს მაჯაზე, უცებ გაუხურდა მაშოსაც მაჯა და უნებურად გახედა რატის
- სხვა რამე ვიგულისხმე,
არც კი შეუხედავს მაშოსთვის ისე უშვა უხეშად ხელი,
- დაჯექი,
თვალებითაც ანიშნა სიტყვებთან ერთად თეოდორემ,
- ჩემი სურვილი იყო, რომ მაშო ჩემს გვერდით ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ რამე საიდუმლო სერიოზული საქმისთვის კაფეში არ დასხდებოდით,
თქვა და თან ხელი მიაყოლა მაშოს რომ ჩამოესვა ისევ თავის ადგილას, მანამ ჩამოჯდებოდა, ერთხელ მოავლო ჯერ ისევ ადგილზე მჯდომ ლაშას მაშომ თვალი და უხერხულად შეიშმუშნა,
- მართალია,... რამეს დალევთ?
ახლაღა ამოიღო ვაჟამ ხმა და მაგიდასთან მსხდომებს გადახედა...
თავიდან თემა სხვა რამესთან იყო კავშირში, მაშო გასუსული უსმენდა მათ და იშვიათად გახედავდა ხოლმე რატის, ვერ იაზრებდა და არ სჯეროდა ის ფაქტი, რომ ახლა, ამდენი ხნის მერე ისევ მის გვერდით იჯდა, მართალია ახლა ის სრულიად შეცვლილი იყო, მაგრამ ამას არ ცვლიდა ის ფაქტი, რომ რატი პირველი იყო, მისი ხმაც ზედმეტად სიამოვნებდა ამშვიდებდა თითქოს, მოგონებებს უახლებდა და ტირილის სურვილამდე რომ მიატანდა სრაფად ცდილობდა გაეყარა ყველანაირი ფიქრები,
- ყველაფერი, ისე იქნება, როგორც მოგიხერხდება, შეიძლება ხშირად მოგიწიოს კომპანიებში ცვლა, მაგრამ საკუთარი მანქანით ვეჭვობ რთული არ იქნება.... მართალია დამსაქმებელი ვარ მაგრამ უბრალოდ დიდი სურვილი მაქვს ჩვენ წრეში ტრიალებდე.... გამიგებ რატოც.....
კმაყოფილმა დადო კალამი ფურცელზე და წინ გაწია, მაშო თავიდანვე დაწვრილებით უსმენდა შეთავაზებას ანაზღაურებას დატვირთვას, სამუშაო წრეს ყველაფერს გონებაში ხარშავდა, თეოდორეც ახალ ცხოვრებას წამოიწყებდა, თან იმაზე მეტად მარტივად, ვიდრე ამას ოდესმე შეძლებდა, ყოველთვის მომხიბვლელი იყო თეოდორეს გვერდში დგომა, აზროვნება და კაცური სიტყვის დადება, მსგავსი ადამიანი კომპანიაში, ერთი დიდი ჯეკპოტია,
- თუ გინდა დაფიქრდი ან რამე კითხვა თუ გაგიჩნდება, მკითხე,
კიდევ ერთხელ ამოიღო ხმა რომ ჩაფიქრებული თეოდორე, გამოეფხიზლებინა, თუმცა წინ გადაწეულმა მაშომ სწრაფად და უხეშად მიწია ფურცელი თეოდორესკენ კალამი აიღო და ხელში მიაჩეჩა,
- არანაირი ფიქრი გჭირდება, მსგავს უნაკლო შემოთავაზებას ვერასდროს ვეღარ მიიღებ,
თავდაჯერებულად უთხრა და თეოდორესაც მაშინ ჩაეცინა,
- მეგონა აქ არ იყავი,
ჩაცინებით უთხრა თეოდორემ, ნიშნად რომ მთელი ბჭობის პერიოდი მაშო ჩაფიქრებული იჯდა
- ამას ვერ გამოვტოვებდი, თორე არ ცდები,
თავადაც გაეღიმა და ფურცელზე რომ ანიშნა თვალებით თეოდორემაც თანხმობის ნიშნად დაიწყო საბუთებზე ხელის მოწერა,
კმაყოფილმა შეუმჩნევლად ჩაიღიმა რატიმ და მოპირდაპირე მაგიდაზე მჯდომ მისთვის უცნობ მამაკაცს გახედა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში თვალს არ აშორებდა მაშოს, უნებურად გადახედა გვერდზე მჯდომ ქალს და ეჭვები, რომლებიც გაუჩნდა დროებით გვერდზე გადადო,
- კარგია, რაღაც წვლილი შეიტანე,
მაშოს გასაგონად თქვა რატიმ, თუმცა მარტივად დააიგნორა მაშომ, არც კი შეუხედავს მისთვის,
- მოკლედ კარგია ყველაფერი მოაგვარეთ მე წავალ უკვე,
აუჩქარებლად წამოდგა და მასთან ერთად წამოდგა წინა მაგიდიდან ლაშა,
- ჩემთან ერთად წადი,
თავად თეოდორემაც, რომ შეამჩნია ადგილზე დააბრუნა მაშო და მაშომაც მადლობა გადაუხადა გულში,
ბევრი საუბარი არ გაუგრძელებიათ მალევე წამოდგა ყველა, მათთან ერთად წამოდგა მთელი ამ დროის განმავლობაში იქ მყოფი ლაშა, მაშო გარეთ გაყვა ბიჭებს და ვაჟამაც მალევე დაიკავა თავის მანქანაში მძღოლის ადგილი, თეოდორემ საპირისპირო ფანჯარაში დაეყდნო კარებს და გახსენებული საკითხი წამოუყენა ძმას მანამ სანამ მოშორებით მდგარ მაშოს ლაშა არ ამოუდგა,
- ვიცი რომ თეოდორეს ეხება არაფერს გეკითხები,
ღიმილით თქვა ისე მოუსვა მაშოს სახეზე ხელი და მაშომაც უნებურად გახედა მაყურებელ რატის, რომელიც მეტად გაყინული მზერით აკვირდებოდა ბოროტული მზერით მამაკაცს თავიდანვე ეჭვებით,
- უნდა წავიდე მართლა,
უკან დაიწია მაშო ისე გადაიწია ყურსუკან თმა,
- კარგი, ახლა მართლა დროა, დარწმუნებული ვარ მიგაცილებენ,
- კი შეგიძლია წახვიდე,
- მოდი რომ გაკოცო პატარავ,
ხელები გაშალა, მოჩვენებითი თბილი მზერით და მაშოც უხერხულად შეირხა, რატის სარკაზმულად ჩაეცინა და თავად ლაშამ რომ შეამცირა მანძილი მაშოსთან, წამით აარიდა თვალი, უკან რომ დააბრუნა მზერა, მაშინ მოშორდა ლაშა ქალის ბაგეებს თვალი ჩაუკრა და დიდი ნაბიჯებით მოშორდა ადგილს,
უნებურად მოისვა მაშომ ბაგეებზე ხელი ისე თითქოს არასასიამოვნო გრძნობის გაქრობა სურდა, რომელიც აქამდე არ უგრძვნია,
- სად წავიდა?
ხელის მოხვევაზე ჩაფიქრებული უეცრად შეხტა და თეოდორეს ახედა, რომელმაც ხელი მოხვია ჩაფიქრებულს,
- დარწმუნებული ვარ იქ სადაც შენ იცი,
მისი გამოსწორებით სასოწარკვეთილმა ამოილაპარაკა და თეოდორეს ძალიან დაბალ ხმაზე შეგინება დააიგნორა, რომელიც ლაშას ეძღვნებოდა,
- წავიდეთ?
მისკენ მიატრიალა ფრთხილად და ნაზად მოუსვა ლოყაზე ხელი,
- წავიდეთ,
მცირედ გაუღიმა და მზერას, რომელსაც დიდხანს გრძნობდა, რომელიც მთელ სხეულს უმტკინვეულოდ უწვავდა, მაშინ შეაგება თავისიც, დაუგეგმავად წააწყდა რატის მწვანეებს, მთელი სხეული დაბნეულობამ მოიცვა, სწრაფად აარიდა თვალები და პირველი წავიდა წინ.....
.....
სამსახურში საქმის რაოდენობა რადგან მცირე იყო, დაღლილობაც არ აწუხებდა, ლიასთან ერთად მოაბიჯებდა ქუჩაში შვიდის წუთებზე და მის სასიყვარულო მოგონილ ისტორიებს უინტერესოდ უსმენდა,
- და შემდეგ დაგშორდა?
ღიმილით დაუსვა კითხვა ისე გახედა და სიარული შეაჩერა,
- ღადაობ? მე ვინ უნდა დამშორდეს, თუ მე არ დავშორდი,
თმა გაისწორა თან და წინ წავიდა, ღიმილით გააყოლა თვალი მაშომ და ტელეფონის მაღალ ვიბრაციაზე დახედა ჯიბეს, სწრაფად ამოაცურა ტელეფონი და არც დაუყოვნებია ისე უპასუხა ვაჟას,
- ასეთი რა მოხდა?
გაკვირვებულმა დასვა კითხვა,
- რანაირი პასუხია მე არ გირეკავ ხოლმე?
შეიცხადა ისე თითქოს ყოველ დღე ურეკავდა მაშოს ყოველდღე ნახულობდა ან კი კვირაში რამდენიმეჯელ,
- ბოლოს დამირეკე 8 თვის უკან ვაჟა და ეგეც იმიტომ რომ შენი ძმა ცუდად იყო და მეშველა,
- საიდან გამოითვლი ხოლმე
- არ ვითვლი მახსოვს და გისმენ მოსაკითხად არ დამირეკავდი ვიცი
გაეცინა ბოლოს და დაელოდა როდის დაიწყებდა ბრძანებებს ვაჟა
- ჰო მოკლედ მართლა დიდი თხოვნა მაქვს
- თუ ბრძანება?
- თხოვნა
- და რო არ გავაკეთო?
- შანსი არ გაქ
- ანუ ბრძანება
დაასკვნა მაშომ
- ეგოგო რაც არიიი ხოო, მომისმინე მიდი რა ჩემთან გადი სახლში თეოდორეც გასულია თორე ხო იცი იმას ვეტყოდი სანამ აქედან გამოვალ წარმოიდგინე, გადი რა და შემოსასვლელშივეე დიდი საქაღალდეა საბუთებით გამოტენილი, მოგწერ მისამართს ტაქსის ფულსაც მე ჩაგირიცხავ პროსტა შენ მომიტანე,....
გატრუნული უსმენდა მაშო და ბოლოს გაიაზრა სახლში რომ გასაღების გარეშე ვერ შევიდოდა,
- სახლში საკვამურიდან ჩავძვრე? თუ ადამიანი ობობავარ და მეოთხე სართულზე ავძვრები?
- რა გრძელი ენა გაქ ცუნცულ,
მაშინვე შეაქო ცინიკურად და მაშომაც სარკაზმულად გაიღიმა ისე თითქოს ვაჟა დაინახავდა,
- თეოდორემ ნაზის დაუტოვა და მიდი რა ეხლა უცებ უცებ, მჭირდება,
- მეხუმრები? სახლში ავიდე და მერე ააააუ ვაჟაა გამოდი და წაიღე,
სიზარმაცემ სძლია ისე გახედა ლიას, რომელიც ანიშნებდა მომბეზრდა დალოდებაო და მანაც ხელი დაუქნია და ანიშნა წადიო,
- მაშო ათასში ერთხელ თუ გთხოვ რაღაცას...
- კარგი ვსო მორჩი, მისამართი მომწერე,
სიტყვა გააწყვეტინა და მომავალ ტაქსს დაუქნია ხელი,
- ოოო კარგი ხარ ლამაზო,
კმაყოფილმა ამოილაპარაკა და თავადვე გათიშა, რომ მისამართი მოეძებნა...
ჯერ სახლში ავიდა ტაქსითვე, შემდეგ საბუთების ასაღებად და საბოლოოდ მისამართის ინსტრუქციით წავიდა....
უზარმაზარ შენობასთან გააჩერა მძღოლმა მაშომაც ღიმილით მიაწოდა თანხა, ხურდა არც გამოურთმევია, ფრთხილად მიუკეტა კარები, მანქანა რომ ჩამოშორდა ინტერესით ახედა დიდ შენობას,
- რამხელაა,
ამოიზმუვლა უკმაყოფილოდ და გზაზე გადავიდა, შესვლისთანავე გახედა მარცხნივ შესასვლელ შუშის მორთულ კარებს სადაც კაფე-რესტორანი მოჩანდა, მაშინვე ზარი გაუშვა ვაჟასთან , რომ გაეგო სად უმდა წასულიყო და მანაც ისე სხარტად უპასუხა თითქოს მომარჯვებული ჰქონდა ტელეფონი ხელში
- მოხვედი?
- კი და სად წავიდე
- მესამე სართულზე ადი, მერე იქ ხალხი დაიკიდე ბევრნი არიან ყველა თავის საქმეს აკეთებს პირდაპირვე ცოტა მოშორებით მარა მაინც შავი განსხვავებული კარია და იქ შეიტანე მაგიდაზე დადე და მოვალ მეც,
- ლიფტი არ მუშაობს?
კითხვა დასვა ისე გახედა წინ ლიფტს დამანჭული მზერით
- მეოთხედან მაღლა ადის დაბლა არა, დროებით ხდება ეს დამშვიდდი,
სწრაფად დააყოლა მაშოს რომ ბევრი განკითხვა არ დაეწყო და ისიც ბუტბუტით აუყვა კიბეებს, მესამეზე ავიდა თუ არა გასასვლელი გაიარა მხოლოდ და შემდეგ ისე ინტერესით აკვირდებოდა ისიც ხალხს, რომელთა ნაწილსაც მაშოსთვის უცნაური და გაურკვეველი მოწყობილობები ეკავათ ხელში, დასატესტად, მაშოს კი ბევრი თვალი უყურებდა როგორც ფიქრებით, რომ მანდილოსანი, რომელიც ძალიან იშვიათი იყო მათთან აქ რას აკეთებდა და ზოგის აზრებში და გულშიც ღრმად ჩაეღწია ერთი ნახვით მაშოს, ეცადა ინტერესი ჩამოეშორებინა და ჩვეული სერიოზულობით შეაღო ვაჟას აღწერილი კარი დაუკაკუნებლად, ვინაიდან იცოდა რომ ვაჟა კაბინეტში არ იყო, შესვლისთანავე, გაკვირვებულ მზერას, რომ წააწყდა, თავად მთელი სხეული დაეჭიმა, ისე დაიძაბა თითქოს მისთვის იარაღი მიებჯინებინათ შუბლზე,
- მაშო?
გაკვირვებული ხმა აღმოხდა თავად
საოფისე სკამში ჩასვენებულ საბუთებ გადაშლილ რატის
- იცით... მაპატიე, უბრალოდ ვაჟამ მითხრა რომ არავინ იყო და ამოვიდოდა, ამიტომ არ დავაკაკუნე,
ახსნა განმარტება დაიწყო მაშინვე და წინ წავიდა,
- ეს საბუთები, მთხოვა, დავტოვებ,
საბოლოოდ თქვა და წინ წავიდა, მაგიდას უახლოვდებოდა და გულიც მეტად უჩქარდებოდა, როცა ხვდებოდა რომ რატი თვალ მოუშორებლად აკვირდებოდა ჯერ ისევ გაკვირვებული თვალებით,
- რატო იძაბები?
მშვიდად დაუსვა კითხვა და უკვე დიდი ხანიც იყო რაც ეჭვობდა იმას, რომ მაშომ შეძლო მისი გახსენება და უკვე კარგადაც იცოდა თუ ვინ იყო,
- რაღაც გეჩვენება,
მაშინვე გასცა პასუხი და რატი, რომ წამოდგა, უნებულად დაიხია უკან,
- ჩემი გეშინია?
ისევ მშვიდად დაუსვა კითხვა მის საქციელზე და მაგიდას მოშორდა,
- რატომ ფიქრობ ასე?
- კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ,
უნებურად წამოიძახა უხეშად სიტყვები და მაშოსაც მთელი მკლავები დაეხორკლა,
- უნდა წავიდე, არ მცალია,
სწრაფად ამოილაპარაკა ისევე სწრაფად შეტრიალდა ისე მოსწყდა ადგილს და კარებთან მისულმა სწრაფად დაავლო კარის სახელურს ხელი, ცალ ხელში ძლიერი ჩავლება რომ იგრძნო, შემდეგ ინერციით მიტრიალდა, რატისკენ და მანაც უხეშად ააკრო ღია კარებს, რომელიც მაშოს დაჯახებასთან ერთად დაიკეტა და მაშოც უხეშად დაეჯახა კარებს, უნებურად ამოიკვნესა წამეული ტკივილისგან და რატიმ, რომ მის თავის გვერდით კარებს მიადო ხელი შემდეგ ახედა კისერ დაჭიმულმა,
- რატომ გამირბიხარ?
- არ გავრბივარ უბრალოდ მეჩქარება, მელოდებიან,
რაც მოაგონდა ის ამოილაპარაკა ისე უნებურად დახარა თვალები,
- მოიცდიან, არ ფიქრობ, რომ ბევრი სალაპარაკო გვაქვს?
- და რაზე გვაქვს სალაპარაკო მე და შენ სრულიად უცხო ადამიანებს ერთმანეთისთვის?!
სიმკაცრე, სიუხეშეც და უნებური წყენით შეხედა მკაცრად თვალებში,
- კარგი რა,
სარკაზმულად ჩაიცინა რატიმ ისე მოშორდა მაშოს,
- საკუთარი თავი გყიდის,
- უნდა წავიდე,
ისევ უეცრად შეტრიალდა სწრაფად დაავლო კარებს ხელი, უხეშად ჩაავლო რატიმ მკლავში ხელი ისე შეატრიალა ხელახლად თავისკენ ახლოს ლამის ზედ აეკრო მაშო, უცებ, რომ რატის შუშის თვალებს წააწყდა, რომელიც გაფიცხებული დასჩერებოდა შიშისგან გაცრა სხეულში, თუმცა ეცადა მხოლოდ დაფარული გრძნობა ყოფილიყო ეს შიში,
ძალების მოკრებასთან ერთად კრა ხელი,
- და რაზე უნდა ილაპარაკო? როგორ მიატოვა, ბიჭმა უსუსური გოგო, რომელიც იმდენად მისი ცხოვრებით ცხოვრობდა, რომ ნაბიჯს არსად დგამდა, გარდა ბიჭის ნაკვალებისა? და მოდი თავადვე გეტყვი, ის დრო მოკვდა არ არსებობს, არც ის გოგო არ არსებობს: უსუსური, მტირალა, მარტოსული, ის ძალიან დიდიხანია რაც მოკლეს, ის ისტორიაც დაიმარხა, არაფერი არსებობს წარსულიდან, ეგ ისტორია მხოლოდ მოკლე ბედნიერი ზღაპარი იყო, შენ არაფერი გაქვს სალაპარაკო რადგან მე ის ისტორია ვიცი, თუ ახლა ფიქრობ, რომ მე და შენ ერთმანეთს ვიცნობთ, ყველაზე დიდ შეცდომას უშვებ, მე შენ ისევე არ გიცნობ, როგორც გარეთ მყოფ ნებისმიერ ადამიანს, შენ მოკალი ის ისტორია და შენ დაკარგე იმ ისტორიის მწერალი კალამი,
აღელვებას ვერ ახშობდა მაშო, უნებურად აუკანკალადა ხელები, ფეხებშიც ნერვიულობისგან დაკარგვოდა ძალა,
- უნდა წავიდე ბატონო რატი, რაც დამავალეთ ის უკვე შევასრულე,
ერთხელ მოავლო რატის მზერას თვალი და სწრაფად გავიდა კარიდან, ღრმად სუნთქვა მაშინ დაიწყო, მაშინ იგრძნო მთელი არსებით ბრაზი, რომელიც მის სხეულში ვულკანივით დუღდა და მალე საშინლად ამოიფრქვეოდა, დიდი ნაბიჯებით წავიდა კიბეებისკენ და ჯერ ისევ თავის სიტყვები უტრიალებდა გონებაში,
....
მაშოს გასვლისთანავე ნერვოზულად მოისვა ცალი ხელი სახეზე და უნებურად გადაისვა თავზე ხელები, კეფაზე შემოიწყო ხელები ისე მიტრიალდა თავისი კუთხისკენ და ბრაზი, რომ ვერ დაიტია სკამს იმდენად ძლიერად კრა ფეხი, გასრიალებული, ლამის აეფშვნა კედელს, თავადაც გიჟივით გამოაღო კარი ისე გავიდა გარეთ,
.....
კიბეებზე სრაფად დაეშვა მაშო, ამომავალი ვაჟასთვის არც კი შეუხედავს არც მისი სიტყვები გაუგია
- ჯიგარი ხარ....
ამოილაპარაკა ვაჟამ, თუმცა მაშომ რომ გიჟივით ჩაუარა ალეწილი სახით გაკვირვებულმა განავრცო სიტყვა და უნებურად გააყოლა მაშოს თვალი, ბოლოს გაურკვევლობაში მყოფმა ამოატრიალა ხელი გაკვირვების ნიშნად და მშვიდად განაგრძო გზა....
ბოლო, რამდენიმე საფეხურიღა ჰქონდა დარჩენილი, უნებურად გაკრა ამომავალ ქალს მხარი და ხელში მოთავსებული ლანგარი სრულად გააგდებინა ხელიდან, ისიც თავ ჩახრილი მოაბიჯებდა, მაინც და მაინც მაშინ ჩამოდგა მაშოს გზაზე, როცა მაშო ფიქრებში გადასული აღელვებული და ჯერ ისევ აკანკალებული მოდიოდა,
- ძალიან დიდი ბოდიში,
აზრზე, რომ მოვიდა მაშინვე მოიხადა ბოდიში შეწუხებული მზერით, თუმცა ქალის მზერა, რომელიც მაშომ დაიჭირა კარგის ნიშანი სულ არ ყოფილა,
- და ბოდიში რამეს უშველის?
წინ გადაიწია ქალი კითხვა დაუსვა მაშოს და მაშოსაც უხერხულობისგან დაემანჭა სახე,
- არ არის პრობლემა შეკვეთილი რა იყო იქნებ მითხრათ და აგინაზღაურებთ,
მაშინვე დაწვდა ჩანთას, თუმცა ქალის სიტყვებზე უნებურად უშვა ხელი
- და რატო უნდა მჭირდებოდეს ხელთავიდან ლოდინი, როცა უკვე მომქონდა, სად იყურებოდი, რომ ჩამოდიოდი? ტყუილად ხომ არ გაბიათ ეგ თვალები, ღმერთო ჩემოოო!
უხეშად წელავდა ქალი სიტყვებს ისე დაიხარა და ცარიელი ლანგარი აიღო ხელში, მაშოც ყველანაირად ცდილობდა კბილები სხვა დანიშნულებითაც გამოეყენებინა და ენისთვის მაგრად დაეჭირა, რადგან მასზე უფროს ქალს თავხედურად არ დალაპარაკებოდა,
- ქალბატონო, ვიცი დაღლილი ხართ მთელი დღე მუშაობდით, მეც არანაკლებ მერწმუნეთ საგიჟეთში ვარ, მოთოკეთ ნერვები დაღლას ჩემზე ნუ ანთხევთ გითხარით, რომ აგინაზღაურებთ რა მოხდა ათი წუთი თუ შეყოვნდებით,
ღიმილი გარია ბოლოს ისე აიჩეჩა მხრები, თბილი სიტყვებით უხსნიდა თავიდანვე, თუმცა უცნობს იმდენად უხეშად მოხვდა, მეტად უხეში სიტყვების ყრა დაიწყო,
- არ უნდა დამჭირვებოდა გოგონი! არაა! მე მაგ დროში უნდა მეჭამა უკვე, საჭმელს რო შეეშვა დარბაზი ხო მოსპე, დრო დამაკარგინე და მშიერიც დამტოვე,
- ქალბატონო...
ღრმად ამოიხვნეშა დასაწყნარებლად მაშომ, ხელახლად, საერთოდ ვეღარ ცნობდა საკუთარ თავს ფიქრებში იმდენ რამეს ახლიდა წინ მდგომს
- ოჰ კაი ეხლა გაჩუმდი რაა, ნუღარ აგრძელებ,
უხეშად აიქნია ქალმა ხელი, ისე გაკრა მხარი და დაბლა ჩავიდა, რომ ხელთავიდან შესაკვეთად შესულიყო,
- მე თუ მკითხავთ, საერთოდ არ ხართ ღირსი რამე შეჭამოთ, თუასე ძალიან გშიათ, შეგიძლიათ მიირთვათ უკვე მზადია! ამასთანავე რომ არაფერს გეუბნებოდით ჯობდა შეგერგოთ! ადამიანურად, რომ გკითხეთ გეთქვათ რამდენი გადაიხადეთ, ან რა შეუკვეთეთ და რაც თქვენ აქ ილაყბეთ აქამდე სამ პორციას მოამზადებდნენ, ადამიანობა გაქვთ დაკარგული, ამ ხალხს,...
მშვიდად ამოთქვა სათქმელი და ყველაფერს აკეთებდა, რომ მშვიდად ეთქვა, რომ ემოციებს არ აყოლოდა და თუნდაც იქვე არ მოერთო ტირილი, ისე დაწვდა ჩანთას,
- ბოლო ბოლო იტყვით რა გქონდათ შეკვეთილი და მეტყვით თანხას, რომ მოგცეთ, თუ მზადის ჭამას აპირებთ ბარემ?
თქვა და დარწმუნებული იყო ქალისგან უარეს გამამწარებელ გამლანძღველ სიტყვებს,
- ძალიან მეძვირე კომპანია გვაქვს,
ქალის მაგივრად მამაკაცის ხმა, რომ გაიგო, თავად ქალსაც შეახმა სიტყვები პირზე და მაშოს ხელთავიდან აუკანკალდა ხელები,
- ჯანდაბაში წასულა, დროზე მითხარით უბრალოდ,
- ასე ჩქარა ვერ წახვალ, დიასახლისებმა საკუთარი სამუშაო დაასრულეს და წავიდნენ შენ კი დარბაზი დამისვარე,
- მეტყვით თუ არა?
მკაცრად გაიმეორა მაშომ და რატი, რომ ნელი ნაბიჯებით ჩამოვიდა უკან დახევას აპირებდა, თუმცა რატის სიტყვები რომ გაახსენდა " ჩემი გეშინია? " სწრაფად შეეყინა ერთ ადგილს და რატიც, რომ მის საფეხურზე დადგა, მძიმე ნერწყვი გადაყლაპა, რატიმ მოავლო თავად დაყრილ პროდუქტს თვალი და მაშინვე ამოიცნო ყველაფერი,
- მოკლედ ეს 58 ლარის მაინც იყო, ბევრი რამეა,
გონებაშივე გადათვალა ვითომ და მანამ ქალი ხმას ამოიღებდა მანამ შეხედა მკაცრად, არაფერი უთქვამს მაშოს, სწრაფად დამრგვალებულად ამოიღო თანხა და ქალს გაუწოდა, რომელიც ახლა გაკვირვებული იდგა, რატის მკაცრ თვალებზე ხმასაც ვერ იღებდა ისე გამოართვა მომგებიანი თანხა
- ნივთები რითაც მოწესრიგებას შეძლებ კიბის უკან ოთახია იქ იქნება,
ბარემ მიანიშნა ისე გადაიწია მაშოსკენ, მაშოც აღარ გაჩერებულა მაქსიმალურად გადაიწია კედლისკენ, ღმად სუნთქვისგან მკვეთრად ადი ჩაუდიოდა მკერდი, ზიზღის თვალებით შეეხედა რატისთვის და გამალებულ გულისცემას აიგნორებდა, ცინიკურად ჩატეხა ტუჩის კუთხე რატიმ ისე დახედა მაშოს მომოძრავე მკერდს და სწრაფად მოშოროდა, ისე აბრუნდა მაღლა ისევ,
უხერხულად აიფარა მაშომ მკერდზე ხელი ისე ააყოლა თვალი
- თავხედი!
მკაცრად ამოილაპარაკა და ქალის მზერას ბოროტი მკაცრი მზერა შეაგება, მასაც არაფერი უთქვამს, ხმის ამოუღებლად შებრუნდა კაფე-რესტორანში,
- მძულხართ, ვერავის ვერ გიტანთ!
მაშინ დაებრიცა მაშოს ტუჩები და უნებურად გადმოყარა ცრემლები, ემოციებისგან, რომ დაიტვირთა, ვეღარც გაუძლო ამდენ შერეულ გრძნობას, სწრაფად მოიშორა ცრმელები და ისე წავიდა რატის მიმანიშნებელი ადგილისკენ სადაც მოსაწესრიგებლად ნივთები ეგულებოდა, თუმცა აჩუყებული გული, მცირე რაოდენობით, თუმცა მსხვილ, ნიანგის ცრემლებს ადენდა,
- დედა, შენ თუ ახლა მიყურებდი, ხომ შეგეძლო ცოტა მაინც დამხმარებოდიი,
ბუზღუნით მოიწმინდა ხელახალი გადმოცვენილი ცრემლები და ცოცხი დარბაზში გაიტანა, კარგად მოაწესრიგა იქაურობა, ისე დატოვა სწრაფად შენობა და ათასი ხვეწნის შემდეგ, ზეცაში აპყრობილი ხელებით, რომ ამ შენობაში მოსვლა აღარ დასჭირვებოდა, გააჩერა ტაქსი....
კიდევ ერთხელ ჩავიდა ვაჟა რესტორანში, ნერვოზულად დადიოდა უკვე, ამჯერად წითელი ტკბილი ღვინის შეკვეთას იღებდა, რომ ღამის სამუშაო მოსაბეზრებელი არ ყოფილიყო, ღვინის მომწოდებელი ანანო, რომ აღმოჩნდა თვალები ეცვალა უცებ, მაშინვე უკმაყოფილებისგან ეცვალა სახე ანანოსაც და იქით-აქეთ ცეცება დაიწყო თვალების, რომ ვინმესთვის მიეწოდებინა, ბოთლი რადგან თავად არ დასჭირვებოდა ვაჟასთან მიახლოვება,
- მადლობა,
უხეშად აართვა ვაჟამ ბოთლი, თითქოს რამე დაეშავებინოს მისთვის ანანოს, ისიც გაკვირვებული დააკვირდა ვაჟას უჟმურ ხასიათს,
- ღმერთო ჩემო,
თვალები გაკვირვებისგან მძიმედ დააფახურა ანანომ ისე გაიხედა უმისამართოდ და ბოლოს ვაჟას დაუბრუნა მზერა,
- გისმენ?
კითხვასთან ერთად გაუქნია ვაჟამ თავი და პასუხსაც მოუთმენლად ელოდა, ერთი სული ჰქონდა, რამე ისეთი ეთქვა, რომ დიდხანს ესაუბრა მასთან,
- შენ ღმერთი ხარ?
უხეშად კითხა თავად ჟღალთმიანმაც და ტუჩის უკმაყოფილოდ ჩატეხვით შეათვალიერა მამაკაცი,
- არ ვარ მაგრამ ბევრ სურვილებს ვასრულებ,
კმაყოფილმა თქვა და ანანომაც სარკაზმულად აათვალიერა სწრაფად,
- მალადეც
თქვა თუ არა სწრაფად შეტრიალდა არაფერი უთქვამს ვაჟასაც წინ წასულს დააკვირდა და ღვინის სახსნელით, რომელიც მიაწოდეს, კმაყოფილმა მოხსნა თავი ბოთლს...
.....
- როგორ მაღიზიანებს უკვე ყველაფერიი...
ხმამაღლა წუწუნებდა მაშო ისე მიაბიჯებდა ნელა და თეოდორეს მიწოდებულ ჩამოსასხმელ ნაყინს წუწუნითვე შეექცა
- მადლობა
გამორთმევასთან ერთად უთხრა და ბუზღუნი განაგრძო,
- ადამიანი ამდენად გამაღიზიანებელი როგორ უნდა იყო ვერ ვხვდები,
- მაშო ვიზე საუბრობ?
გაკვირვებული ჩაეჭრა ბუზღუნში თეოდორე ისე გახედა გვერდზე მდგომს, რომელმაც პასუხად ხელი ჩაიქნია ნიშნად, საინტერესო არავინო,
- უბრალოდ რაღაცნაირად დავიღალე, სამსახურშია და ღმერთმა იცის რა ჭორებს ყვება ლია, ის უფროსია და ვერადა ვერ მოვიდა ამბობენ ხვალო მაგრამ არც ხვალ მოვა ვიცი, შენი ძმა ცალკე მიშლის ნერვებს....
- რა უნდა მითხარი დავულეწავ გვერდებს
- ის რა შუაშია პრინციპში, შენ წახვედი ისე რო არც გაგიფრთხილებივარ
- ა უკვე ჩემი დროც მოვიდაა?
შეცხადებით მიხვდა, რომ შარზე მყოფი მასაც მიადგა და უკვე მიმხვდარმა საკუთარ კითხვას თავის დაქნევით გასცა პასუხი,
- ხვალ მოღრუბლულია ეგეც ძაან მაგარია, მოკლედ ყველა და ყველაფერი ჩემს წინააღმდეგაა,
დაბერილი ლოყებით გაჩერდა და რამდენიმე ნაბიჯით წინ წასულმა თეოდორემ რომ გახედა უცოდველი სახით მდგომს, ღიმილით წავიდა მისკენ
- მოდი ჩემთან, მოდი,
გამგები სახით მიიხუტა გულზე ისე თანაუგრძნო
- ხო იცი დროებითია ყველაფერი, ან უბრალოდ დღეს არ გიმართლებს,
- აუუუუ
წუწუნით ახედა ისევ და ისევ, წელზე მოხვია ხელი და მასთან ერთად განაგრძო სიარული.....
......
დილა სხვა დღეებზე უკეთესი განწყობით დაიწყო მაშომ, თითქოს თეოდორემ შეუცვალა კიდეც აზრი მოწყენილობასთან დაკავშირებით,
- როგორც ყოველთვის ყველაფერი უგრმრიელესი იყო ბეე,
ოთახში წინ, რომ შემოხვდა მაგიდის ალაგებისას ნაზი, სწრაფად აკოცა ნაზ ფაფუკ ლოყებზე მაშომ და აჩქარებული ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისკენ,
- ძალიან არ დავაგვიანებ ალბათ, თუ რაღაცა დაგირეკავ,
გააფრთხილა ისე აიღო ჩანთა შორიდან გაუგზავნა კოცნა და სწრაფად გამოაღო კარი,
- ჭკვიანად გენაცვალე,
სიტყვები დააწია ქალმა და ღიმილით გააყოლა თვალი მანამ კარი არ გაიხურა, მაშომაც კართან მდგარ ლაშას მოავლო მზერა და უცნაურად დიპლომატიური ღიმილი აჩუქა,
- გამარჯობაა,
დააყოლა ღიმილს და ლაშას უცნაური მზერა არ შეიმჩნია
- როგორ ხარ?
ლაშამ მოიკითხა თავად
- კარგად შენ?
- როგორც ყოველთვის
ღიმილით გაშალა ხელები ნიშნად, პასუხად, რომ ყოველთვის კარგად იყო და კმაყოფილი ამოუდგა მაშოს გვერდში, მაშინ რომ ამღერდა მისი ტელეფონი, მანაც უეცრად ამოაცურა ჯიბიდან, ნომერზე ისე შეეცვალა სახე თითქოს სიკვდილი ურეკავდა, შესახსენებლად, რომ მისი დრო მოვიდა, მაშოც მიხვდა, რომ ის ურეკავდა ვისაც ახლა არ უნდა დაერეკა, ირონიულად ჩაიცინა და წინ წავიდა მიუხედავად იმისა, რომ ლაშა გაჩერდა,
- ცოტახანში დავილაპარაკოთ,
ლაშას სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია მაშომ ისე განაგრძო გზა და მალევე გვერდში რომ ამოუდგა ძალად ღიმილით გადახედა ხელახლად
- უკვე ტვინი წაიღო, ამ კაცმა,
მაშოს გასაგონად ამოთქვა ისე ჩაიდო ტელეფონი ისევ ჯიბეში და მაშოს ღიმილს ღიმილითვე შეხვდა,
- საღამოს გცალია?
გამოჭერის მიზნით გახედა მაშომ შეთავაზებით და სანამ ლაშა იტყოდა, რომ ეცალა მანამ გაახსენდა სხვა გეგმები,
- აუ მაპატიე ჩემო ქალღმერთო, შეხვვედრა დანიშნეს საღამოს წარმოდგენა არ მაქვს, რომელი საათისთვის იქნება,
- აა გასაგებია,
ღიმილით დააქნია თავი
- არაა მართლა ძალიან დიდი ბოდიში ჩემო წიწილა, ხომ იცი შენთან გატარებულ დროს არაფერი მირჩევნია, უბრალოდ ხომ გესმის ჩემიც,
სწრაფად მოითავსა ხელებში მაშოს თლილი თითები ისე დაუწყო კოცნა,
- არა არუშავს მართლა, შეიძლება მეც ვერ მოვიცალო, ისე ვიკითხე, სხვა დროს იყოს,
ღიმილით საუბრობდა თან უყურებდა ლაშას ხელში მოთავსებულ საკუთარ ხელს, რომელსაც წამდაუწუმ კოცნიდა ლაშა, ის კი ისე უემოციოთ აკვირდებოდა თავადაც უკვირდა....
.....
სამსახურში საკუთარი ადგილი დაიკავა და მკერავებს გადახედა მხოლოდ, უსაქმურად, რადგან იყო ნაჭრით, რომელიც ბლომად დარჩენილიყო, თეოდორეს ზომაზე გამოჭრა სპორტული შარვალი, განსაკუთრებული გაფორმებებით, დიდი ჯიბეებით და თავადვე კმაყოფილი იყო, ძალიან დიდი დრო არ დასჭირვებია ვინაიდან ყოველთვის სწრაფად ჭრიდა და კერავდა კიდეც, თავის საქმეში ყოველთვის მოწინავე და ხარისხიანი მკეთებელი იყო, სწრაფად დაკეცა ისე ჩადო საკუთარი მაგიდის უჯრაში და მოსასვენებლად გავიდა აივანზე, თითქოს ეგრძნო კიდეც ეს თეოდორეს, მაშო რომ აივნის თხელ სკამზე ჩამოჯდა მაშინ დაურეკა მანაც, ღიმილით უპასუხა მაშომ და კმაყოფილიც იყო, უაზროდ ჯდომა რომ არ მოუწევდა,
- ვაო გაგახსენდი?
- როდის არ მახსოვდი მაშუნა?
სწრაფად გასცა უკმაყოფილომ პასუხი და მაშოს ხმამაღალ გაცინებაზე კმაყოფილს გაეღიმა
- რა ქნა გოგო მოვიდა შენი უფროსი?
- არა და არც მოვა ხო გეუბნები უბრალოდ მენდე რა,
დარწმუნებულმა ამოილაპარაკა ისე დაიხვია თმა და უხეშად გადაიგდო უკან,
- შენ რა იცი, რომ არ მოვა?
- დღეს უბრალოდ.... მოკლედ უბრალოდ ვიცი,
გაიცინა რომ ვერაფერი მოიფიქრა და შემოსასვლელში შემოვარდნილ გოგოს შეხედა უცებ,
- აი სად ყოფილხარ,
- რა მოხდა?
მაშინვე მას გასცა პასუხი, აღელვება რომ შეატყო და ორი წუთი შეყოვნება სთხოვა თეოდორეს,
- ხომ მიცანი? შენ ხაზში ვარ მეც, უბრალოდ ბოლოში, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს თუ არ შეწუხდები,
- რა თქმა უნდა არ შევწუხდები, გისმენ,
თბილად უთხრა და უკვე მოემზადა თითქოს ისე წამოდგა, თეოდორეს სრულად გაუთიშა მას მერე რაც უთხრა რომ მოგვიანებით დაურეკავდა და მთელი ყურადღება წინ მდგომზე გადაიტანა
- აბა გისმენ ჩემო კარგო,
- იცით რა, დემნა გეცოდინებათ თქვენც
- რა თქმა უნდა, ყველაზე უაზრო, უზრდელი ქედმაღალი კაცი, ვინ არ იცის ეგ თავხედი,
მაშინვე ბრაზი მოერია მაშოს მამაკაცის ხსენებაზე მას შემდეგ რაც იცოდა, როგორ უყვარდა ზემოთ ხსენებულს გოგონების დამცირება, ამავდროულად მათთვის უკადრებელის თხოვნა და კიდევ ბევრი აუტანელი რამ გაეგო მაშოს მსგავსი კომპანიის მფლობელის შესახებ,
- გცოდნია,
მორცხვად ჩაიცინა გოგომ და ეცადა სათქმელი სწორად და დალაგებულად გადმოეცა,
- რამდენიმე დღის წინ შარვალ კოსტუმი შეუკვეთა, მოსული იყო ზომები ავუღე, შევკერე კიდეც, ცუდი ნამდვილად არ გამოვიდა, ყველანაირი სიზუსტით ვკერავდი, დღეს მოდის, რომ მოისინჯოს და წავიდეს, ხომ იცი მიწასთან გამასწორებს და ხმის ამოღებას ვერ შევძლებ უბრალოდ ჩემს გვერდით, რომ იყო შეგიძლია?
- რა თქმა უნდა შემიძლიააა,
არ დააყოვნა მაშინვე გასცა პასუხი და წინ მდგომმაც ისე ამოისუნთქა თითქოს, მთელი მისი ცხოვრება მაშოს ერთ დადებით პასუხზე იყო დამოკიდებული
- აი უღრმესი მადლობა და იმედია მეც გამოგადგები ოდესმე,
- კარგი რა ასე ნუ ღელავ, აი არასდროს არ ინერვიულო წინასწარ მერწმუნე ძალინ უაზროა, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ნერვებს აზიანებ წინასწარ ნერვიულობით, წინასწარ იბნევი, პირიქით გავიწყდება ყველაფერი, ამიტომ სანერვიულო არაფერია,
თბილად და ნაზად შეახო სახეზე ხელი ისე მოუსვა თლილი თითები და მასაც გაეღიმა, თითქოს წეღანდელი აღელვება და ფორიაქი ჩაახშო კიდეც სადღაც გულის ნაწილში და მის მაგივრად იმედი გაზრდილიყო..... მაშინვე გაყვა მაშო, ცოტახანს საკუთარი საქმე მოილია და მაშინ როცა დაუძახეს, რომ უკვე დრო იყო შემმოწმებელივით დაადგა თავს, სანამ დემნა იცვლიდა მანამ მივიდა მაშო, მაგიდას მიეყრდნო მკლავები ერთმანეთში ახლართა, თვალებით ანიშნა უცნობ გოგონას დამშვიდდიო, მზერითვე ანიშნა მისი გვერდში დგომა და უკვე გამოსულ მამაკაცს შეხედა, იქვე მდგარ დიდ სარკეში კიდევ მოავლო თვალი, რომ კიდევ დაეზუსტებინა,
- კოსტუმის საყელო ისეთი რომ არ არის როგორიც მინდოდა ამჩნევ შენც ხომ?
სარკეშივე გახედა მკერავს და შემდეგ მოშორებით მდგარ მაშოს, რომელმაც უნებურად მიიქცია გამორჩეულობით მისი ყურადღება, მაშომ თვალებით ანიშნა იქვე მყოფ ლიას ეჩვენებინა მისთვის დიზაინი, რომელიც მისი შეკვეთა იყო, ინტერესით დახედა მოდელს,
- აი ეს მინდოდა დაბალი ყოფილიყო და საყელო მაღალი და მდგრადი,
თითებით ანიშნა გვერდებზე და საყვედურითვე მიუთითა,
- შარვალი, რავიცი აქ რაღაც არეულია, უბეში ძალიან ცუდად მაქვს და შეგიძლია ზომები აიღო უბეში და ხელთავიდან შეკერო ან ჩაასწორო არ ვიცი....
მკაცრად გამოთქვა და ფეხები ერთმანეთს დააშორა, რომ ხელში მომარჯვებული სანტიმეტრებით მკერავს მისთვის ზომები აეღო,
ისიც ისე დაჭიმული უსმენდა ხელებ აკანკალებული მივიდა უცებ ისე დაიხარა მის წინ
- უბეს ზომების აღება არ სჭირდება მაშინ როცა ბარძაყის ზომა იცი, მენჯებიდან გამომდინარეც სრულად ჩაჯდებოდა ზომები,
სწრაფად გააჩერა სიტყვებით მაშომ და პოზა არ შეუცვლია ისე შეხედა მამაკაცის მკაცრ თვალებს,
- ვერ ვხვდები რას უწუნებთ,
- ჯერ ჩვენს საქმეში ერევი შემდეგ, უკმაყოფილოც ხარ რომ თქვენი უნიჭო შეკერვის სტილი არ მომწონს?
- იცით რა? თუ არ მოგწონთ კარები იქით არის,
თითით ანიშნა გასასვლელისკენ მაშომ და მაშინ მოშორდა მაგიდას
- ამავდროულად, თუ ასე არ მოგწონთ ჩვენი შეკერილი მუდამ აქ რატომ იკერავთ სამოსს და არა თქვენთან?
ძალიან ბევრი კითხვა გამიჩინეთ,
თამამად წაიწია მაშო მისკენ და მამაკაციც დუმილით უსმენდა,
- ამასთანავე შეკერილი კი არ არის ცუდი უბრალოდ თქვენ არ იცით როგორ უნდა ჩაიცვათ სწორად,
ახლოს რომ ჩამოუდგა, ქამრიანად შეუსწორა შარვალი უხეშად ტოტიდან დაქაჩა დაბლა და თვალებითვე ანიშნა სარკისკენ, კაცი რომ გაუნძრევლად უყურებდა მაშოს უკვე სიტყვიერადაც ანიშნა
- ჩაიხედეთ ნუ გერიდებათ,
გვერდზე გადაიწია და სარკეში გახედა მამაკაცს, ბრაზის დამალვა მარტივად გამოსდიოდა დემნას, თუმცა ახალ-ახალი გეგმებიც უტრიალებდა ბლომად თავში,
- ესეც ასე, რაც შეეხება საყელოს, დაბალი ყელი აქვს იმიტომ, რომ თავად მხრებიდან გინდოდათ არც ისე ფართე, სხვანაირად გამოვიდოდა დაყრილი, არამდგრადი და ძალიან არაშესაბამისი კოსტუმისთვის, მკერავმა იდეალურად იცოდა ეს ყოველივე და თქვენი ბრძანების შესრულებას და ნაშრომის გაფუჭებას არჩია სწორადვე შეეკერა, ამიტომ ჩვენი თანამშრომლების დამცირებას, უბრალოდ გირჩევთ სწორად ჩაცმა და იმ პროგრამის, თუ საქმის სწავლას რასაც ხელს ჩაჭიდებთ, მადლობა ყურადღებისთვის,
დაასრულა საუბარი და უხმოდ დააკვირდა მამაკაცს და დაელოდა მის პასუხს, მთელი სხეულით დაჭიმულიყო მკერავი, ეგონა ახლა მაშოს გაანადგურებდნენ ან სამსახურიდან გააგდებდნენ, თუმცა საერთოდ არ აღელვებდა ეს ყოველივე მაშოს,
- ძალიან თამამი ხარ აშკარად,
- სამართლიანი უნდა გეთქვათ ალბათ,
სარკაზმულად შეუსწორა სიტყვა და მოურიდებლად დააკვირდა მამაკაცს, რომელიც განზრახ დააკვირდა ქალის სხეულს და ქვევიდან დაიწყო მისი ათვალიერება, მაშოც ნაგლად და ნელა დატრიალდა ხელებ გაშლილი, კარგად რომ აეთვალიერებინა
- ბოლოს და ბოლოს რა გადაწყვიტეთ?
გასწორებისთანავე ახლართა მკლავები ერთმანეთში ისე შეაჩერდა მკვახედ მამაკაცს, ხმა არ ამოუღია დემნას საკუთარ ტანსაცმელს მოკიდა ხელი და უხმოდ წავიდა ლიფტისკენ, გზად მოუტრიალდა მაშოს,
- რა გქვია?
ინტერესით დაუსვა კითხვა და მის წინ მდგარ მკერავსაც გული ამოჯდომოდა ისე მიუახლოვდა სწრაფად,
- არ უთხრა მაშო, დირექტორთან ჩაგიშვებს,
ტუჩებ გაუმოძრავებლად ამოიბუტბუტა დაძაბულმა ისე ჩაავლო მაშოს მკლავებს ხელები, თუმცა მას სულ არ მიუქცევია ყურადღება გოგონასთვის,
- მაშო!.. მაშო მქვია,
ხმამაღლა წამოიძახა სახელი და შეტრიალებულს დააკვირდა,
- ღმერთო ჩემო, მაშო ეს რა ვქენი, გევედრები მაპატიე, მართლა არ მეგონა ასე თუ მოხდებოდა,
ლამის ცრემლები გადმოყარა გოგომ ისე ჩამოისვა ნერვულად სახეზე ხელები,
- დამშვიდდი გოგო,
გაიცინა ისე ეცადა მისთვისაც ეჩვენებინა რომ არ უნდა ენერვიულა,
- შემეძლო მეტად კულტურულად საუბარი უბრალოდ როცა ვიცი როგორი უნამუსოა, არ შემეძლო გავჩუმებულიყავი,
სახეზე მოუსვა თბილად ხელები და კიდევ ეცადა მის დაწყნარებას,
- რეალურად ძალიან კარგად მიაჯინე თავის ადგილას,
წარბების ათამაშებით მიკრა მხარი ლიამ და მაშოსაც მაშინ ჩაეცინა,
- გაჩერდი ლია თორემ მაგან იცის, როგორ უნდა თავის ადგილას მიჯენა, წამში დაგვინგრევს მომავალს,
თავადაც მშვენივრად იცოდა მაშომ რა მოხდებოდა თუ დემნა უბრალოდ მოისურვებდა აღარ გაუწელავთ ყველა საკუთარ საქმეს დაუბრუნდა, მაშოც მშვიდად იჯდა თავის მაგიდასთან და მის წინ მჯდომის საქმე აეღო თავადაც კერვაში ეხმარებოდა მიუხედავად იმისა, რომ კერვა მისი საქმე არ იყო, რამდენჯერმე გახედავდა, ხოლმე გოგონას მოშორებით, მშვიდად რომ აკეთებდა თავის საქმეს და ყველანაირი სამაგიეროების გარეშე, რომ ასწავლიდა , როგორ უნდა შეეკერათ კოსტუმი, შემდეგ უნებურად მოავლო მაშომ დარბაზიდან მიმავალ დემნას თვალი, მაშოს რომ არ აშორებდა თვალს, თითქოს ემუქრებოდა,
......
ნახევარი საათიც კი არ იყო გასული დემნას წასვლიდან ზევიდან ხმამაღალი ხმა იქცევს დარბაზში მყოფების ყურადღებას,
- მაშოოოო,
ჩვეულად იყვირა დირექტორმა და დააყოლა, რომ სასწრაფოდ მასთან ასულიყო, უნებურად ჩაეცინა მაშოს, თუმცა შიშის არანაირი გრძნობა არ უგვრძვნია, მხოლოდ მოშორებით გოგონას მოავლო თვალი მაშოსთვის რომ გაეხედა და თითქოს თვალებით ედგა გვერდით, არ იცნობდა მაშო, თუმცა ხშირად მეტი სითბო და მეგობრობა უგრძვნია მისი გამოხედვით ვიდრე ნებისმიერი გვერდში მდგომი მეგობრისგან, ბოდიში მოუხადა მაშომ წინ მჯდომს, რომ ვეღარ მიეხმარებოდა სულ რამდენიმე ჰქონდა დარჩენილი, შეკერილები წინ დაუდო ისე ჩამოშორდა მაგიდას
- თუ რამე მოხდეს, უთხარი, რომ ეს მე ვიყავი, ჩემი ბრალი იყო მეც წამოგყვები რა გთხოვ,
- ვაიმეეეეე
მკაცრად გადააქნია მაშომ თავი მას შემდეგ რაც დაეწია კომპანიაში ახალბედა სპეციალისტი ისევ და საკუთარი თავის დადანაშაულების მეტს არ ამბობდა არაფერს,
- ეკა ხომ?
ეჭვებით მცოდნე მისი სახელი ჰკითხა და მანაც თავი, რომ დაუქნია უკვე თავისუფლად განაგრძო,
- ხოდა მომისმინე, ეკუნა, არც პირველად ავდივარ იქ და არც მეორედ, რაც ჩვენთან ხარ ღმერთმა იცის რამდენჯერ გაიგე რომ მიკიოდნენ, ასე მარტივად არ ყრიან აქედან, დამშვიდდი მოეშვი უბრალოდ, მეც მივხედავ ჩემს თავს რო რამე და ამასთანავე შეიძლება დემნას არც არაფერი უთქვამს და უბრალოდ იმისთვის ავიდა, რომ ეთქვა, რომ ძალიანაც მოეწონა შენი ნაშრომი და წაიღო, გასაგებია თუ არა?
თბილად, უსვამდა სახეზე ხელებს, მკაცრად დაჰყურებდა და ცდილობდა მისი გონებიდან ამოეშალა სიტყვა " ჩემი ბრალია"
- აუ კი მაგ....
- მორჩა, აღარანაირი მაგრამ წავედი, შენ ის მითხარი აი მას რა ჰქვია?
პატარაზე გაიშვირა თითი შეუმჩნევლად მასწავლებელი გოგონასკენ,
- რომელი?
წეღან რომ დამეხმარა?
- კი კიი ეგ, მშვიდი მუდამ ჩუმად რომ ზის,
- ბარბარე და უბრალოდ უსაყვარლესია, მეგონა იცნობდი ხშირად გახსენებს,
სწრაფად გადაერთო ეკა ახალ თემაზე და მაშომაც ღიმილით შეხედა დამშვიდებულს,
- ჰოდა არ უთხრა რომ გკითხე, წავედი,
ლოყაზე უჩქმიტა და სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა ლიფტისკენ......
.......
შესვენებაზე გამოსული, შენობის კაფე-რესტორანში თავისუფალ მაგიდასთან ლამაზი ხედის მხარეს ჩამომჯდარიყო და მშვიდად გაჰყურებდა უზარმაზარი შუშის იქით დიდ ტბას, გვერდით პატარა მოკლე ხიდივით იყო ალბათ მათთვის ვისაც ცურვისთვის მეტად ღრმა წყალში ჩასვლა მოუნდებოდათ, ან მათთვის ვისაც თევზაობა მოესურვებოდათ შეკვეთას ელოდებოდა ვაჟა და დრო მშვიდი გარემოს ყურებით გაჰყავდა მანამ სანამ სიმყუდროვეს, მისი დამხმარე ბატონი ზუკა არ დაურღვევდა, მამაკაცი ყოველთვის მხიარული იყო, მეტად თავისუფალი ყველასთან და ყოველთვის იძახდა იმას რასაც ფიქრობდა,
- ვა შენ ნახე სად გამოქცეულხარ,
ჩვეული მხიარულობით ჩამოჯდა მის წინ და მოსულ მიმტანს ახედა, რომელმაც ვაჟას შეკვეთა მაგიდაზე დაუწყო,
- აუ მეც მომიტანე თუ შეიძლება და კიდეევ ჩვენი ღვათებას შედევრი თავისი არჩევანით, მხოლოდ ნაჭერი იყოს,
ხმამაღლა შეუკვეთა და მიმტანი როგორც კი წავიდა ღიმილით მოათვალიერა ადგილზე შესწორებითვე დარბაზი,
- ბევრი ხალხია დღეს,
ისევ დააღვია სიჩუმე და ამდენი ხნის მანძილზე რომ ვაჟას არცერთი სიტყვა არ გაუგია მაშინ შეხედა გაკვირვებული მზერით,
- დამუნჯდი? როდის იყო ასე ჩუმად იყავი,
- შენ ადგილი არ მოგწონს აშკარად,
უხეშად გახედა ვაჟამ და ზუკამაც მაშინ შემოკრა ტაში,
- რა თქმა უნდა, აი ეს შეგეფერება,
ისე შენ მაგიდას, რომ გადავხედე მთავარი ენერგია, არ გიდევს რატომ?
მაგიდისკენ გადაიწია და ვაჟამ რომ ახედვით ანიშნა შევწუხდიო ისიც უხმოდ დაელოდა შეკვეთას, მალევე მოიტანეს მისი შეკვეთა და უკვე გამოჩნდა კიდეც თავად ანანოც საკუთარი შეკვეთით მას ხომ ყოველთვის უყვარდა საკუთარი შედევრის თავადვე მირთმევა სტუმრისთვის, გვიან შეამჩნია მაგიდასთან მჯომი ვაჟა, სახე ეცვალა მხოლოდ და მხოლოდ ისე დაიძაბა ნამცხვარი რომ ხელში ეკავა როგორც არასდროს, მხოლოდ მისმა სიტყვებმა გაარღვია ქალის გონება, ინსტიქტურად მიიტანა შეკვეთა, მაგიდაზე დადო და ეცადა გაეღიმა
- გემრიელად მიირთვით,
დააყოლა და ზუკამაც ისე ახედა ქალის ყველა მიმიკას თუ მიხვრა მოხვრას შესციცინებდა, თვალები გაუნათდა მისი დანახვისას უცებ ეცვალა სახე
- შენ რომ მომიტან გემრიელად როგორ არ მივირთვა? მიუხედავად იმისა, რომ მწარე ადამიანი მიზის წინ, მისმინე მართალია ძალიან ჯიუტია მაგრამ თხოვნაა მასაც რამე განსაკუთრებული მოუტანო, შენ რომ გჩვევია, იქნებ დატკბეს როგორმე,
მიუხედავად იმისა, რომ ასე თავისუფლად საუბრობდა ზუკა, რეაქცია არ ქონია ვაჟას, იდეალურად შეამჩნია ქალის დაძაბულობა, მორიდებაც და გარკვეული შიშიც, უნებურად მოავლო ანანომაც თვალი ვაჟას მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და სწრაფად მოშორდა მაგიდას,
- არ არის ხოლმე საჭირო ჩემ მაგივრად შეუკვეთო რამე
- არა მართლა გჭირდება,
ხელები გაასავსავა ზუკამ და პირველი ნამცხვრის ლუკმა გასინჯა
- ღმერთოოოოო ახლა დავლღვებიიი....
სიტყვები გაწელა ისე ჩაიჩოჩა სკამზე თვალებ მინაბული.....
მალევე მიმტანს მიაქვს შეკვეთილი ნამცხვარი და მაგიდაზე დადების შემდეგ დაპროგრამებულივით იძახის " გემრიელად" და რობოტივით ბრუნდება უკან.... ყველა ლუკმისას ხმებს გამოსცემდა ზუკა, ყველა ლუკმისას აქებდა ნამცხვარსაც და მცხობელსაც ვაჟა კი უჩვეულოდ ჩუმად უსმენდა ამ ყოველივეს და რეაქცია საერთოდ არ ჰქონია, დასრულებულს ზუკა სრულიად მოშვებული საოცარი გემო დაჰყოლოდა თან, კმაყოფილი და მხიარული წამოდგა ვაჟასთან ერთად რასაც ვაჟაზე ვერ ვიტყვით, თითქოს ეს გემო იმას არ ჰგავდა რაც მას გასინჯული ჰქონდა, გემრიელი იყო მისი ნამცხვარი ვერ დაიწუნებდა, თუმცა ის გემო ის განსაკუთრებული არომატი, რომელიც ანანოს ნახელავს დაჰყვებოდა საერთოდ არ ოგრძნობოდა,
- მიდი შენ და გამოვალ,
თავით ანიშნა, კარებისკენ რომ გასულიყო და თავადაც დინჯად შენელებული ნაბიჯით მიჰყვებოდა უკან,
- ხო მშვიდობაა?
- კი მოვდივარ,
დააყოლა და მამაკაცის თანხმობისთანავე დააკვირდა, როგორ გავიდა დარბაზიდან, თავად მშვიდად მიუახლოვდა, კუთხეში მდგარ მიმტანს იქით-აქეთ გაიხედა თითქოს შეამოწმა ხომ არავინ უსმენდა და დარწმუნებისთანავე საქმიანად შეხედა ბიჭს,
- წეღან, რომ ნამცხვარი მომიტანე, ვისი გამომცხვარი იყო?
საუბარშივე გახედა სამზარეულოს შემოსასვლელს თითქოს, ყარაულობდა ხალხს, რომ არავინ მოახლოვებოდა ან არ მოესმინა მათთვის, მაშინ შეჩერდა ანანო კარებთან ცოტახანს და მანაც უნებურად შეაგება მზერა ვაჟას მუქ ყავისფერ თვალებს,
- ქალბატონი ნონას გამომცხვარი იყო,
გულწრფელად გასცა პასუხი მანაც და ვაჟამ რომ მადლობის მაგიერ მსუბუქად დაუტყაპუნა ხელი მხარზე უნებურად ჩახარა თავი,
ბოლოჯერ ღიმილით მოავლო თვალი ვაჟამ ანანოს მოურუდებელ მზერას, თვალი ჩაუკრა უცებ და დიდი ნაბიჯებით მოშორდა ადგილს, ანანომაც უნებურად დაფარა ხელის გულებით აწითლებული ლოყები და საკუთარ თავზე გაბრაზდა მსგავსი ემოციის გამო.....
.....
- მეძახდით?
მოძრავ სკამში ჩასვენებულიყო დირექტორი ისე მოელოდა წუთი წუთზე მაშოს და როგორც კი დაინახა უეცრად წამოიწია სკამიდან
- რა თქმა უნდააა მაშოო,
კმაყოფილმა გაშალა ხელები
- რა მოუხერხე დემნას? აშკარად შენი ნახელავია, ჯერ არავინ შეუქია ჩვენს ფილიალში, მალადეც,
გაკვირვება ვერ დამალა მამაკაცმა ისე აღნიშნა, ეს ყოველივე და მალევე შეცვალა თემა, ისე რომ მაშოსთვის სიტყვის თქმის საშუალებაც კი არ მიუცია,
- მოკლედ მჭირდები, აი ძალიან გთხოოვ,
- საერთოდ არ მომწონს ეს დაწყება,
ეჭვის თვალით შეათვალიერა მამაკაცი მაშომ
- მისმინე ყველა უარზეა არადა შეუძლებელია ეს, რომ არ ავიღოთ გავნადგურდებით,
- რა უნდა ავიღოთ პირდაპირ მითხარით რაა,
ზედმეტი გაფორმებებითა და გაწელვებით დაიღალა ისე დაიწყო მკაცრად საუბარი
- სელენა
იმდენად ჩუმად თქვა დირექტორმა საკუთარი ხმა თვითონ ძლივს გაიგო, სიტყვის თქმასთან ერთადვე ძლიერად დახუჭა თვალები მაშოს მომლოდინე რეაქციის გამო
- შანსი არ არი!
ხელები აწია დანებების ნიშნად მაშომ და დირექტორის უცოდველ, მთხოვნელ მზერაზე კიდევ უარის ნიშნად გააქნია თავი
- ჩვენთან ყველამ უარი თქვა რომ მაგის შეკვეთას არ აიღებდნენ, ყველას მობეზრდა, უაზრო დამცირება, იდეალურად უკერავდნენ და ყველას ზედ დაამხო ყველფერი, თქვენც ზედ მიგაყოლათ და კიდევ აპირებთ მისი ბრძანებების შესრულებას?
კოპები უნებურად შეეკრა მაშოს
- ხომ იციი ჩვენი უფროსის ყოფილია და თან მგონი ცუდი ურთიერთობა არ აქვთ, ჩვენი უფროსი დღე დღეზე გვესტუმრება, შეგვამოწმებს ყველანაირად თაან, თუ არ მოეწონა რამე ღმერთმა ქნას ცოცხალი დაგვტოვოს მაშო,
ხელები შეკრა კაცმა თხოვნის ნიშნად და ყველანაირად ეხვეწა მაშოს რომ შეკვეთა აეღო,
- მე რომ რამე მითხრას არ შევარჩენ იცოდეთ და მერე არ ინანოთ და საერთოდ არაფერს წყვეტს, უფროსის ყოფილობა იმ უფროსსაც დიდი სიამოვნებით მივახლიდი რომ გემოვნება ნამეტანი ხელოვნური აქვს,
- აპ გემოვნებაზე თუ იმსჯელებ, მაგარი გოგო იყო, დაშორების მერე დაიწყო თავის ჭკუით გალამაზება, და რა თქმა უნდა ამ ხელოვნური გოგოს შეკვეთას აიღებბ და ამ ერთხელ რა გევედრებიიი, ხვალლ მიდის სადღაც ორი დღით, ქვეყნის გარეთ შეხვედრაზე, ძალიან ეჩქარება და ხო იცი შენ რა საოცარი მყავხარ, გთხოვ შენ თანხმობაზე მუშაობს მთელი კომპანია,
ყველანაირად მიუდგა დირექტორი, კიდევ ბევრი ეხვეწა, ბევრი რამ მოუყვა და ბოლოს მაინც დაითანხმა,
- ღმერთო ჩემი მაშველი ხარრრ, უბრალოდდ გვიანობამდე მოგიწევს მემგონი ხვალ ადრე მიფრინავს,
- ადრე? ღმერთო ჩემო აქამდე რატომ არ მითხარით,
თვალები გაუფართოვდა მაშოს ისე წამოიკივლა უნებურად,
- ისედაც ძლივს დაგითანხმეე,
უცოდველად აიჩეჩმა კაცმა მხრები, თუმცა მის უცოდველ ყველა საქციელში ორმაგი სიბოროტე ორმაგი საკუთარი თავისთვის მომგებიანი ნაბიჯები ითვლებოდა,
- და რომელ საათზე მოვა?
კიდევ ერთი აღელვებული კითხვა
- არ ვიცი,
მაშოს ამოხვნეშაზე ბრაზიანად წამოძახებულ სიტყვებთან ერთად კისერი დაეჭიმა კაცს ისე გააყოლა გასულს თვალი და დაძაბულობა თავისუფლად მოიშორა.....
....
- მეხუმრები? იცი რამდენი ხანია ველოდები მას მერე ორი საათი გავიდა, ექვსი საათი, როა უკვე არა? და თააან თავის კაბა უნდა გადამაკეთებინოს, უპასუხისმგებლო ქალია,
ცოფებს ყრიდა აივანზე მაშო და თეოდორეც გატრუნული უსმენდა, აგრესიულ მაშოს,
- ჯერ რას დაემსგავსაა, საჯდომს რა უყოოო ნუუუ, ტუჩები ზომაზეეე მეტად ორჯერ დიდი აქვს და ტყუილად იტყლარწება, სამყაროზე არაფერს წარმოადგენს ერთადერთი იმით იმაღლებს თავს, ჩვენი უფროსის ყოფილია და ნეტა ეს უფროსი დამანახა უკვე მაღიზიანებს,
ყველაფერზე ერთად მსჯელობდა ხმამაღლა ისე გადაჰყურებდა დაბლა გზას და მოძრავ მანქანებს
- დამშვიდდი ცუნცულ, გინდა გამოვიდე?
- არ მინდაა, ჩემით ვიზამ ყველაფერს,
- აბა რააა მაშო ხარ ბოლო ბოლო,
- აუ თედოოო
ღრმად ამოიხვნეშა ისე მიეყრდნო სკამის საზურგეს,
- ჰო ჩემო პატარა
თბილადვე გასცა პასუხი და მაშოსაც უნებურად ჩაეღიმა პასუხით კმაყოფილს,
- წავედი მივხედო რაღაც რაღაცეებს,
- წადი და დარეკე რო რამე,
- თუ ფიქრობ მომერიდება ცდები,
სიცილი ვერ შეიკავა მაშომ ისე წამოდგა და ბევრი აღარც გაუწელავს მალევე გათიშა, სამაგიეროდ დარბაზში ცდილობდა დრო გაეყვანა ყველანაირად, თითქოს სელენაც განზრახ აგვიანებდა შვიდისკენ მაშინ, როცა წესით მაშო მუშაობას ასრულებდა მაშინ როცა დირექტორს უკვე დაესრულებინა მუშაობა და დირექტორის გარეშე აგრძელებდა მუშაობას კომპანია, ცოტაცანში შემოდის დარბაზში ქალი, სრულად შემოდის შენობაში და მკერავებისკენ მოემართება, წინ გამოშვერილი დამრგვალებული სავსე მკერდით, გამოკვეთილი მომრგვალებული საჯდომით, მაღალ ქუსლიანებზე შემდგარს საშუალო სიმაღლეზე დამდგარიყო, ლამაზი სახე ზედმეტი ქირურგიული ჩარევებით დაეტვირთა, თუმცა მისი სილამაზე სრულად ვერ შეეცვალა,
- მაშო რომელია,
შორიდანვე სვამს ხმამაღალ ხმაზე კითხვას ისე მოავლო თვალი ყველა დანარჩენს, დარბაზი სრულიად დადუმდა წამით, ვინც კი შეამჩნია ყველა დადუმებული აკვირდებოდა სელენას ვინაიდან ყველამ იცოდა, რომ მის შეკვეთას არავინ იღებდა,
- მე ვარ,
მობეზრებულად გადაიწია სკამზე მაშო ისე აათვალიერა ქალი,
- სად?
ხალხმრავლობაში ოდნავ გაუჭირდა კიდეც ამოეცნო მაშო, თუმცა მაშომ რომ ხელთავიდან გაუმეორა სიტყვები მინიშნებით რომ იქ იყო, მალევე შეაჩერდა მაშოს,
- შეგეძლო ხელი აგეწია,
თვალები აატრიალა და ხმაურიანი სუარულით წავიდა მაშოსკენ, თეძოების ჩატეხვით
- სკოლაში ვართ?
ნიშნის მოგებით უდარდელად წამოიძახა და სელენამ მაგიდაზე, რომ უხეშად დაუგდო, გაფორმებული პარკი უნებურად გააყოლა თვალი,
- მაგდენ ლაპარაკს დროზე ქენი, დრო თითქმის არ გაქვს,
საათს დაუტყაპუნა თითი ცინიკური ღიმილით დახედა მაშოს
- მართალი ხარ ჩემი სამუშაო უკვე დასრულდა დირექტორი წასულია შეგიძლია სხვასთან წახვიდე,
ტაშის შემოკვრით წამოდგა მაშო და იმდენად უხეში და თამამი იყო საკუთარ თავს თავად ვერ ცნობდა ეს ბოლო დღეები, თითქოს შეცვლილიყო, გაურკვევლობაში ჩავარდნილიყო ეს გაურკვევლობა კი ხასიათზე ძლიერ ახდენდა გავლენას,
- ეგ როგორ? იმედია იცის შენმა დირექტორმა რა უტაქტოც ხარ,
- ცდებით ქალბატონო, ბევრს ლაპარაკობთ და დროს მეტად მაკარგვინებთ,
- გამაღიზიანებელი და თავხედი ხარ ღმერთო ჩემო,
ხელები აიქნია ისე გაბერა უეცრად საღეჭი რეზინით ბუშტი, რომელიც სწრაფადვე მიასკდა ტუჩებზე,მაშო აღარ აყოლია ზედმეტ საუბარში დააიგნორა სიტყვები და უხეშად ამოაცურა პარკიდან კაბა,
- რა სჭირს?
- კარგად მომისმინე, ეს კაბა იდეალურია უბრალოდ, ამ ნაჭრის და ამის მინდა იყოს ახალი სამოსიც განსაკუთრებულია, არ იფიქრო რომ ფულს ვჟოშკავ, რა სისულელეა, მსგავს შენ ვერც ვერასდროს ჩაიცვამ, უბრალოდ გაგიმართლა, რომ შეგიძლია ამ ნაჭერს შეეხო,
- ამდენ ლაპარაკს უბრალოდ რომ ამიხსნა არა? ჩემი მოვალეობა მხოლოდ მოდელის შექმნაა და არა კერვა და რადგან დავთანხმდი იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერს გაგიტარებთ ქალბატონო სელენა,
ღიმილით ეცადა ეთქვა მშვიდად, როგორც ყოველთვის, როგორც შეძლო და სელენას დააკვირდა გაფიცხებისგან, როგორ ღრმად სუნთქავდა
- ჯანდაბა! კარგი გეყოფა, თორე განანებ,
კარგად მისმინე! აი ეს დაამოკლე, შეგიძლია გააფორმო არ ვიცი მინდა, რომ შეუდარებელი იყოს, არ ვიცი შენ რანაირად უნდა გენდო მაგრამ, დირექტორს ვენდობი, გეფიცები, თუ რამეს გააფუჭებ, შენი დირექტორიანად მოვასროლინებ თავს შენს უფროსს, ხვალ დილას მოვალ და ჩავიბარებ,
ისე საუბრობდა, თითქოს ცდილობდა შეეშინებინა მის წინ მდგარი უემოციო მაშო, რომლის გონებამდეც არცერთი მისი მუქარა არ მიმწვდარა,
- ეგ მოიხსენით და ცოტახნით გაუნძრევლად, ხმის ამოუღებლად, დადექით,
- რას ნიშნავს ეს?
კოპები შეეკრა თვალებ გაფართოებულს ისე გაშალა ხელები,
- ზომები უნდა აგიღოთ, ყოველი შემთხვევისთვის,
თავი დააქნია მაშომ ისე შეტრიალდა საზომი ლენტას ასაღებად და უნებურად ჩაეცინა გონებაში გაფიქრებული საშინელი სიტყვებისთვის, მობეზრებულად ახედა სელენამ უხეშად მოიხსნა წელიდან სქელი ტყავის მოსახვევი, წელის გამოკვეთას, რომ ცდილობდა მისით.....
ზომების აღების შემდეგ ხელთავიდან დაიწყო მუქარა, მაშოს მიანდო ყველანაირი მოდელი, მითითებები მისცა მხოლოდ, რომ მოკლე სურდა, თუმცა არც ძალიან დახსნილი, დარბაზი თანდათან იცლებოდა მაშო კი შეუცვლელად იჯდა და ფიქრობდა, თუ როგორი მოდელი უნდა გამოსვლოდა, ფიქრმაც იმდენხანს გასტანა თითქმის სულ დაიცალა დარბაზიც ერთი ორი მკერავიღა თუ ცდილობდა ბოლო დარჩენილი სამუშაოს შეკერვას, ერთმანეთს გადაულაპარაკებდნენ ხოლმე და მაშოც საერთოდ ვეღარ ფიქრობდა, ფიქრშივე ხატავდა როგორ შეეძლო გადაეკეთებინა შავი კოჭებამდე კაბა, რომელიც ტანზე მომჯდარიყო და ქვედა მხარე შლაქსივით გაშლილიყო, სამიოდე ნახატი დახატა ფიქრშივე პატარა ფურცელზე, დროც ისე სხარტად გარბოდა თითქოს მაშოს ელოდებოდა, 12 საათს, რომ გაუსწორდა ისარი მაშო სრულიად მარტო იყო მთელ კომპანიაში შუქები აენთო ყველგან, რომ არ შეშინებოდა, თუმცა დაღლა რომ იგრძნო ყავის დიდი ჭიქით, დაიდგა წინ ყავა, ნაზის გვიან დაურეკა გვიან გააფრთხილა, გვიან აანერვიულა, თუმცა რაღაცეების მოტყუებით შემდეგ დაამშვიდა კიდეც ქალი, ფურცლებს ერთმანეთს აყოლებდა ისე კუჭავდა და ნაგავში ყრიდა, ცდილობდა რამე ახალი შეექმნა თან და რამე განსაკუთრებული, ამავდროულად იმის გათვალისწინებით რომ უნდა გადაეკეთებინა და ნაჭერში შეზღუდული იყო ხელთავიდან დახატვა უბრალოდ ძალიან ურთულდებოდა, ნაგვის მთელი ურნა აევსო, რამდენიმე დაკუჭული ქაღალდი ნაგვის გარეთაც გადავარდნოდა, ყავის მეშვეობით მყარად ახელდა თვალებს, სამი საათი დაწყებული იყო როცა ნახატი შეადგინა, როცა დახატა საბოლოოდ ის რაც უნდოდა, ის რაც არ დაიწუნა, დახატა, თუმცა ძილი ყველაზე მეტად უნდოდა, თავი ჩამოდო დასასვებებლად მაგიდაზე, წამით მინაბა თვალები და მალევე სრულიად გაითიშებოდა ტვინმა უცებ, რომ გაახსენა მაშოს დავალების შესახებ, შეხტომასთან ერთად გაახილა თვალები და შენობას მოავლო თვალი, ძილს მონდომებულმა გააწკლაპუნა პირი და მოჭუტული თვალებით დახედა ნახატს, წუთში იმდენჯერ დაემთქნარებინა უკვე იღლებოდა კიდეც, სწრაფად წამოდგა, ჩანთა მოიკიდა უცებ და შენობა დატოვა, ეზოს კარში დაცვა დააკვალიანა თუ სად მიდიოდა და სწრაფად გადავიდა უახლოეს მარკეტში, რამდენიმე ქილა ენერგეტიკული იყიდა და გზაშივე იგრილებდს ყელს, დაცვამაც უპრობლემოდ შეუშვა შენობაში და სიარულისგანაც გამოფხიზლებულმა დაიწყო საქმის გაგრძელება, ჯერ თარგები გააკეთა, გამოჭრა ყველაფერს ზუსტად და მრავალჯერ ზომავდა, რამე რომ არ შეშლოდა ამავდროულად მეორე ენერგეტიკულის ქილა გაეხსნა მეტი ენერგიისთვის, ტელეფონში მხიარული მუსიკები ჩაერთო და ცდილობდა ზედმეტად არ ეჩქარა, რომ რამე არ არეოდა ან გაეფუჭებინა, იმასაც ითვალისწინებდა როგორ კაპრიზ შემკვეთთან ჰქონდა საქმე, შემდეგ კაბა დაშალა სრულად და ახალი თარგებით დაიწყო მისი აწყობა, დროც ისე სწრაფად გადიოდა, თითქოს არ უნდოდა მაშოს დაესვენა მაშოს უძილობა კი ყოველთვის ცუდად მთავრდებოდა, მესამე ენერგეტიკულის ქილაც დალია უკვე გამთენიისას ექვსი საათი შესრულებულიყო ყველაფერი მზად ჰქონდა ყველაფერი გამოჭრილი ჰქონდა, მხოლოდ და მხოლოდ შეკერვა ესაჭიროებოდა, თუმცა მაშოს თვალებს ვერც ენერგეტიკული შველიდა ვეღარც ყავა, ვერც მუსიკები და ვეღარც მოძრაობა, იმდენად მოთენთილიყო, თვალები ერეოდა ერთმანეთში გაურკვევლად ხედავდა ძალით თუ გააქნევდა თავს, რომ გამოფხიზლებულიყო, აივანზე გავიდა ცოტახანით ტანჯული მარტოსული ღამე იყო, კერვა დაიწყო, თუმცა ზედმეტად გადაღლამ რომ თავი იჩინა, აივანზე გავიდა, თუმცა სრული სიმშვიდე იყო, ჯერ ისევ ბნელოდა, ცოტა სინათლე შემოპარვოდა დღეს, თუმცა ჩიტების ხმაურიანი ჭიკჭიკი მაინც ისმოდა, ზაფხულში ნაადრევად იწყებდნენ დღეს, სასიამოვნოდ ესმოდა მაშოსაც, თითქოს გამთენიის სიგრილე სასიამოვნოდ მოხვდა მაშოს ფილტვებს, გონებას და თვალებს, ენერგია შეჰმატა გამთენიის სიმშვიდემ, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ჩიტების სასიამოვნო ხმა არღვევდა, დიდხანს არ გაჩერებულა მალევე დაუბრუნდა საქმეს, რომ მალე მორჩენილიყო, თუმცა ახალი პრობლემა ის იყო, რომ ის რაც უკვე შეკერილი ჰქონდა საპირისპირო მხრით ჩაეკერა, წუწუნით დაშალა კაბა და უკვე გამოფხიზლებულმა ხელთავიდან შეკერა, უკვე კარგად წამოთენებული იყო, ყველაფერს რომ მორჩა კაბა მანიკენზე ჩამოაცვა და ზედმეტი ძაფები მოაშორა, კმაყოფილი იყო საკუთარი თავით, მოკლე იყო მაგრამ არც ძალიან, წელში გამოყვანილი მაგრამ კომფორტული, გაფორმებული სახელოებით, რომელიც ულამაზესი იყო, მხოლოდ ცალ მხარეს ჩაეჭრა სახელო ერთი ბრეტელი აკავებდა ცალ მხარს რაც ახალი და ულამაზესი იყო, შავ კაბას ერთადერთი თეთრი ზოლი შემოერტყა დასასრულში რაც მეტად მდიდრულს აჩენდა, შეუდარებელი ნაშრომი იყო, რომელსაც თავადაც აღიარებდა, ჯერ კიდევ ჰქონდა დასვენებისთვის დრო ორი საათი და 18 წუთი, თუმცა ახლა საერთოდ აღარ ჰქონდა ძილის სურვილი ნერვები ისე მოეშალა სატირლად დაბრიცა ტუჩები, იცოდა, რომ შემდეგ დილას გამოიჩენდა თავს ყველაფერი ცუდი და საერთოდ არ აძლევდა მოსვენების საშუალებას, ნახევარ საათზე მეტი უაზროდ იჯდა, შემდეგ ჩამოდო თავი მაგიდაზე და ადრე , თუ გვიან მაინც მიეძინა...
....
- მაშო გირეკავენ გაიღვიძე,
ფრთხილად ეხებოდა გოგონა და ცდილობდა გათიშული მაშო გამოეფხიზლებინა, რადგან ტელეფონი მის მაგიდაზე უკვე მეოთხედ რეკავდა შესვენებებით,
- მაშოო,
შედარებით უხეშად შეანჯღრია გოგონამ და მაშომაც უეცრად წამოყო თავი, უცებ გაანალიზა სადაც იყო და მოჭუტული თვალებით შეხედა ნაცნობ გოგოს, რომლითაც თავად დაინტერესებულიყო, უნებურად დაამთქნარა ახლად გამოღვიძებულმა და თითქმის სავსე დარბაზი მოათვალიერა,
- ისევ გაითიშა, ვიღაც მგონი ძალიან ნერვიულობს, მთელი ღამე მუშაობდი? ძალიან ცუდად გამოიყურები მაშო,
ფრთხილად ესაუბრებოდა, მაშოს მორიდებაც გაერია თითქოს ხმაში და მზრუნველობაც
- ჰო ცოტა გამიჭირდა,
ღიმილით მოიფშვნიტა თვალები და სწრაფად გაუშვა ზარი თეოდორესთან,
- თვალებზე მაქვს რამე?
ინტერესით დაუსვა ბარბარეს კითხვა, მისი საუბარი რომ მოისმინა
- ძალიან ჩაშავებული გაქვს უპეები უძილობისგან და გაფითრებული ხარ მეტი რაღა გინდაა?
- ჯერ არც ისე ძალიან მექნება ახლახანს გავიღვიძე,
გაიკრიჭა თან საათს დახედა თეოდორემ რომ უპასუხა ბოდიში მოუხადა ბარბარეს და აივანზე გავიდა,
- მაშო ნორმალური ხარ? მთელი ღამე მუშაობდი? და ვაფშე ნაზისგან რატო ვიგებ ამას?
ბრაზი ისე ამოანთხია უცებ პასუხისთანავე საერთოდ არ მოუთოკავს ტონი,
- უნდა შემეკერა ერთ ღამეში სხვა გზა არ მქონდა,
- არ აგეღო ეგ დედა ატირებული, საკუთარი თავის ამბავი ხო იცი, შეგიწირავს ეგ გულის წასვლები მაშო შეიგნეე რო არ შეიძლება შენი უძილობა და დაღლა,
- კარგი ნუ მეჩხუბები ამ ერთხელ სამყარო არ დაიქცევა აქამდე თუ არაფერი მომდიოდა არც ახლა არაფერი მომივა,
- ჯერ რა ხმა გაქქ!
ნერვოზულად ისვამდა თავზე თეოდორე ხელებს და თან ცდილობდა ნერვები მოეთოკა, დამშვიდებულიყო,
- სახლში წადი, სანამ რამე დაგმართნია და დაიძინე
- მოვიდეს ჯერ ჩავაბარო ტყუილად ხოარ ვიტანჯე,
- მაშინვე წამოხვალ
- მერე ევმუშაობ,
- მაშო რატო მაყვირებ?! ისიც არ გიტყდება რო დამიმალე? აზრზე მაინც ხარ რა საშინელი საყურებელია როცა ითიშები ან როცა რაღაც გტკივა, გითხარი სახლში წახვალ მეთქი! მიუგდე ეგ კაბაც ღრმერთმა იცის რას გავხარ ახლა!
იმდენად ემოციურად იაზრებდა მაშოს მდგომარეობას ტონს ვერ აკონტროლებდა, ბრაზისგან ხმამაღლა მკაცრად ელაპარაკებოდა მაშოს, თუმცა მაშომ იდეალურად იცოდა რატომ ბრაზობდა მასზე თეოდორე
- კარგი დამშვიდდი წავალ,
დასაწყნარებლად ამოილაპარაკა და თვალები მძიმედ დახუჭა
- მეორედ არ გამოგიჭირო მაშო!
- დირექტორმა ძალიან მთხოვაა
- დირექტორის დედაც ვატირე
უნებურად მოისვა გაღიზიანების ფონზე თეოდორემ თავზე ხელი და დამშვიდებისკენ მოუწოდა საკუთარ თავს,
- ხმა უბრალოდ ჩახლეჩილია და მორჩა ვსო გეყოფა უნდა წავიდე ათი საათი ხდება და ჩემი სტუმარიც მალე მოვა,
- მაშო თავს მიხედე ცუდად თუ იგრძნობ თავს მაშინვე დამირეკეე, სახლში წადი მალევე არ დარჩე გეფიცები მთელ ფილიალს გადავდგამ
- წავალ მართლა წავალ ნუ ბრაზობ,
შეძლებისდაგვარად ჩაიცინა მაშომ და კიდევ მტკიცებების შემდეგ ეცადა წყნარად შესულიყო დარბაზში, თვალებს მძიმედ ახელდა, უპეებიც ნელ-ნელა შესამჩნევად უშავდებოდა თავბრუსხვევა ძალიან ცუდად მოქმედებდა მასზე, თუმცა მცირედი შეწუხების გამო ჩუმად იყო, საკუთარ მაგიდასთან ჩამოედო ცოტახანს თავი ჯერ ისევ მოუწესრიგებლად იდო ყავის ჭიქები სამი ენერგეტიკულის ცარიელი ქილა და დაჭმუჭნული ფურცლებით სავსე იყო სანაგვე ისეც მიყრილ მოყრილიყო დაკუჭული ქაღალდები, თუმცა მაშოს საერთოდ არ მოეცალა დალაგებისთვის...
- მაშო რომელია,
უკვე ჩვეულ სიტყვებს იძახის გვიან მოსული და ინტერესით უყურებს ყველანაირად განსხვავებულ გარემოში მჯდომსა და ყველანაირად განსხვავებულ მაშოს, განსხვავებულ პოზაში, არ განძრეულა უზომოდ დაეზარა ახლა მის მისანიშნებლად წამოდგომაც და ხელის აწევაც, დამახსოვრებული ადგილით თავადვე მიაგნო სელენამ და მალევე დაადგა თავზე, მაშოს გამოსაფხიზლებლად ხმაურიანად დაარტყა ქუსლი იატაკს და მაშომაც მობეზრებულად ახედა,
- გამარჯობა, გელოდებოდით
ფრთხილად წამოიწია მაგიდიდან და მძიმედ დაახამხამა თვალები, სელენასაც უეცრად შეეცვალა სახე,
- რას გავხარრ,
უნებურად ამოილაპარაკა მაშოს თვალებს რომ შეხედა და გაფითრებული სახე კიდევ ცუდს ხდიდა
- არ ვიცი, მოკლედ თქვენი კაბის თარგებიც მაქვს და დასრულებულია, არ ვიცი რამდენად ჩაჯდება თქვენს გემოვნებაში მაგრამ მე ამას ჩემ თავზე არ ავიღებ, ვინაიდან თქვენი მითითებები ყველა შესრულებულია ხოლო დიზაინი ჩემია
- მთელი ღამე მუშაობდი?
გაკვირვება ვერ დამალა ისე მოათვალიერა მისი მაგიდა, მაშომ კი უნებურად აატრიალა თვალები ფიქრებით " მზრუნველი როდის მერე გახდა?"
- კი
მკვეხად გასცა პასუხი
- დირექტორთან ავდივარ შეგიძლია წამოიღო შენი ნაშრომი და შეგიმოწმებ
სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა ადგილს მოშორდა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა გამჭვირვალე ლიფტისკენ
- სახეზე წყალს შევისხამ და მოვალ თუ შეიძლება,
ხმამაღლა დააყოლა სიტყვები და სელენამაც ხელით აჩვენა თანხმობის ნიშანი,
- ზოგჯერ არც ისე ცუდია
ღიმილით ამოაყოლა და სწრაფად წავიდა თავადაც გამოსაფხიზლებლად, სარკის წინ საკუთარი თავის დანახვისას თვალები გაუფართოვდა ნერვოზულად ისვამდა სველ ხელს უპეებზე თითქოს სიშავეს მოიშორებდა,
- რა ჯანდაბააა
მოუშორებელი თითქოს დალურჯებების შემდეგ ხელახლა შეისხა წყალი სახეზე, სწრაფადვე მოიმშრალა დრო რომ აღარ გაეწელა, თითქოს შედარებით უკეთ შეძლო თვალის გახელა, გამოფხიზლებაც კი იგრძნო, მხოლოდ სიშავეები უშლიდა ნერვებს, თმა ორად გადაკეცა ნახევარი დაახვია და თავზე თმის დიდი წკაპით დაიჭირა, წინ რამდენიმე დატალღული ლოკონი ჩამოცვენოდა ნახევარი გაშლილი დარჩენოდა ნახევარი კი ცხენის კუდს გავდა, ფორმა უცვალა უცებ მაშოს, ჩალურჯებული უპეები კი არა ვერაფერი შეიტანდა წვლილს მაშოს სილამაზის დაფრვაში....
მანიკენს დაავლო ხელი პარკი, რომ ჩაცმოდა ზედ ისე წააფხოკიალა ლიფტისკენ, ზედა სართულზე ავიდა ამჟამად ხელში შეძლებისდაგვარად აიღო მანიკენი და კრებს, რომ მიუახლოვდა უნებურად გაშეშდა,
- გამარჯობა მაშო,
კმაყოფილი უქნევდა დირექტორი ხელს, მაშო წამით სულ სხვაგან გადაფრენილიყო ფიქრებით გულზე იჭერდა გაუაზრებლად ხელს და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ახლა უნდა ამოვარდნოდა,
- კარგად ხარ?
კითხვა შორიდანვე დაუსვა დირექტორმა და ფრთხილად დაუქნია მაშომ თავი ერთი ნაბიჯით ზღურბლს გადასცდა, თუ არა ღრმად სუნთქვით მიიჭირა ხელი გულზე, გულისცემის არანორმალურად ცემის დარეგულირების მიზნით, ისე უეცრად წამოდგა დირექტორი, თითქოს რაღაც სახიფათო დაინახა უცებ გასწორდა ჯარისკაცივით მაშოს შეხედა დაძაბული მზერით და მაშინ წარმოთქვა მორიდებით
- გამარჯობა ბატონო,
გაკვირვებულმა ახედა მაშომ დირექტორს და სელენას შეცვლილ მზერაზე დიდი ნერწყვი გადააგორა ფრთხილად შეტრიალდა უკან ფრთხილად ავლებდა თვალს მამაკაცის მხრებსა და კისერს და საბოლოოდ ახედა მის წინ მდგარს, მთელი კისერი ერთიანად დაეძაბა, თითქოს მაშინ დაიწყო გულმა დამშვიდება, თუმცა სხეული გაქვავებულიყო,
- ბატონო რატი, მობრძანდით,
დასერიოზულებული ხმით ამოილაპარაკა დირექტორმა, მაშო მსხვერპლივით იდგა რატის წინ, რომელიც მშვიდი კმაყოფილი თვალებით ათვალიერებდა წინ მდგომს, სწრაფად მოკიდა მაშომ მანიკებს ხელი და მისიანად წაიწია უკან,
- მობრძანდით, ისედაც დიდი ხანია გელოდით, როგორ გიკითხოთ?
მხიარული ხმით ჩაანაცვლა დირექტორმა ისე წაიწია მისკენ,
- გამარჯობა,
ახლა ამოილაპარაკა რატიმ, მკაცრი, ბოხი, მაგრამ სასიამოვნოდ წყნარი ბარიტონით, ხელი ჩამოართვა დირექტორმა და ისე დისტანციურად იდგა თითქოს რამეს დაუშავებდა ახლოს მისულს, ერთხელ მოავლო რატიმ სელენას თვალი, რომელიც კმაყოფილი მონატრებული მზერით ირხეოდა იქით-აქეთ და დირექტორი რომ ჩამოშორდა, ფეხების წინ ჩადგმით წავიდა მისკენ, მომთხოვნი გახდა უეცრად, ისედაც ვულგარული სამოსი ხელს უწყობდა მის ქცევებს,
ფრთხილად მოხვია კისერზე ხელები და ფრთხილად მიაკრო ტუჩები, ტუჩის კუთხეში,
- როგორ ხარ?
წყნარი ხმით ჰკითხა მოშორებულს და მაშოც უსიამოვნო მზერით უყურებდა წყვილს
- მშვენივრად,
კმაყოფილმა დახედა ქალს ფრთხილად შეახო მის წელს ხელები და ოდნავი ბიძგით ანიშნა, რომ უნდა მოშორებოდა,
- მშვენიერ დროს მოხვედით, ახლა გვინდოდა შეგვემოწმებინა ჩვენმა ერთ-ერთმა მკერავმა ქალბატონი სელენას შეკვეთა შეასრულა და უნდა გვენახა ახლა,
მაშოს უნებურად გაუფართოვდა თვალები ფიქრებით თუ როდის გახდა მკერავი,
- გადასაკეთებელი კაბა მოვიტანე გუშინ საღამოს მთლიანად მას მივანდე სტილი ხომ იცი დღეს მივდივარ,
მკლავზე შეუცურა თითები, მხიარულად უყვებოდა ისე შესციცინებდა თვალებში,
- იმ კაბის ფოტო გააქვს? შედარებისთვის,
საქმიანად დახედა მკლავზე ჩამოკიდებულს რატიმ, რომელიც უცებ გასწორდა შეცვლილი სახით
- აუ არააა
- რაღაცას, როცა აკეთებინებ, დიზაინერს რომ პრობლემა არ შეექმნას, ძველი დიზაინის ფოტო უნდა გქონდეთ
მკაცრად მოავლო ორივეს თვალი
- მე მაქვს
ხმადაბლა წამოიძახა მაშომ და რატის წყნარ მზერაზე ხელთავიდან აუძგერდა გული,
- მაჩვენე
მისკენ წავიდა რატი და თავიდან უნებურად დაიხია უკან, ბოლოს გაანალიზა, რომ რატიც გაკვირვებული უყურებდა მის საქციელს და ადგილზე გაქვავდა, ხელში დაჭერილი ამოპრინტირებული ფურცელი შეუტრიალა მაშომ და მიაწოდა, რომ უკეთ დაკვირვებოდა,
- გუშინ საღამოს რომელ საათზე აიღე შეკვეთა?
ინტერესით დაუსვა კითხვა ისე ჩააჩერდა თვალებში ხვდებოდა მაშოც, რომ ახლა ზუსტად ისე იქცეოდა, როგორც ნებისმიერი უფროსი და არა ნაცნობი, ეს კიდევ მეტად აბნევდა, ძაბავდა,
- შვიდი საათისკენ,
თამამად გასცა პასუხი და უკან დაძაბულ დირექტორს მოავლო მზერა,
- და დღეს რომელ საათამდე გქონდა დრო?
- 10 -მდე
- მუშაობას შვიდზე ასრულებთ ჯერ ისევ თვის ბოლომდე და იწყებთ 9 საათზე, ერთ საათში და არც, მოასწარი დიზაინის მოფიქრება, თარგების გაკეთება, დაშლა ხელახლა შეკერვა და ასე შემდეგ?
მკაცრად ჩახედა მაშოს თვალებში თითქოს მისგან ცდილობდა სიმართლის გაგებას, თუმცა მაშო დირექტორს მოავლებდა ხოლმე თვალს ლამის ფერფლად, რომ იქცა, რადგან დანაშაული იყო, სამუშაო დროის დასრულების შემდეგ ვინმეს რამე დავალებული ჰქონოდა,
- 10 საათი უკვე სრულდება, იქნებ უკვე ნახოთ კაბა, თორემ დააგვიანდება,
მშვიდად გადაიწია მაშო გვერდზე ისე მოიშორა რატის მზერაც თითქოს დირექტორიც ნელ-ნელა აღდგა მაშოს პასუხზე,
- მართალია, მაშო გადააძრე ეგ რაღაც ბოლოს და ბოლოს და იმედია სუფთაა,
მკვეხად მიახალა ბოლოს ისე შეხედა და მოთმინებით
დაელოდა, როდის შემოაცლიდა პარკს მანიკენს, რატი რომ უკან წავიდა, ეგონა ინტერესიც არ ჰქონდა კაბის, დარწმუნებით ფიქრობდა იმას, რომ ახლა სრულად გავიდოდა გარეთ და თითქოს უფრო დაძაბულიყო ვიდრე მისი აქ ყოფნით, რატი უბრალოდ მაგიდას მიეყრდნო ისე გახლართა მკლავები ერთმანეთში და მშვიდად დააკვირდა მაშოს, რომელმაც მშვიდად განაგრძო შეკავებული სუნთქვა, მაღლა აწია პარკი და ერთიანად მარტივად ჩამოხსნა უცებ,
სელენას ღმად შენსუთქვა არავის გამოპარვია, უნებურად გაუნათდა თვალები თუმცა, როგორც კი მაშოს მზერა დაიჭირა სწრაფად ჩაახშო ემოციები,
- აგვიხსნი რა ქენი?
დირექტორმა იკითხა, რომ დრო გაეწელა და მაშომაც მშვიდად დაიწყო ახსნა, კაბა შეუდარებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ნახევრად ინტუიციით ასრულებდა ყველაფერს, მშვენიერი ჩაკერილი იყო ყველაფერი, თავადაც ახლა ამოწმებდა შეკერილს,
- იქნებ ჩაიცვათ, იქნებ ტანზე სხვანაირია,
მთლიანად გახადა კაბა მანიკენს და სელენას გაუწოდა,
- რა თქმა უნდაა, რა თქმა უნდაა
მხიარულად აართვა ხელიდან და ფარდებით გამოყოფილ გასახდელში შეაჭრა, უნებურად გახედა მაშომ რატის, თითქოს სიამოვნებდა კიდეც მისი იქ ყოფნა, რომელიც ძლიერად ძაბავდა, უცნაურ შეგრძნებებს უტოვებდა, უნდოდა, რომ ისევ ხელახლად გამქრალიყო მისი ცხოვრებიდან როგორც უწინ, თუმცა თითქოს ის ჯაჭვი, რომელიც ბავშვობაში ერთმანეთის გარეშე ცხოვრებას ურთულებდა, თითქოს ის გაწყვეტილი ჯაჭვი, რომლის ნაგლეჯებიც გადაკარგულიყო, ახლა ერთმანეთი ეპოვათ, გაწყვეტილი იყო, თუმცა ერთად, ტკივილთან ერთად გრძნობდა იმ უცნაურ გრძნობას, რომლისთვისაც სახელი ვერ დაერქვა.
მძიმედ დახუჭა თვალები, თავბრუს ხვევაც მომატვოდა, უძალოდ გრძნობდა თავს, სახეზე ჩამოისვა ხელები გამოსაფხიზლებლად მაშინ გახედა რატიმ, მაშოს ქცევებს დააკვირდა და ისიც თავიდანვე ეტყობოდა, რომ თავს კარგად საერთოდ არ გრძნობდა, მიუხედავად ამისა ხმა არ ამოუღია,
- ღადაოობ?
ახმაურებული გამოვიდა სელენა, კმაყოფილი დატრიალდა და დიდი სარკისკენ წავიდა,
- არ მჯერაა,
ღიმილს ძლივს იკავებდა, თუმცა საერთოდ არ უცდიია ემოციები გაეკონტროლებინა,
- იდეალურია, აი მართლა უმაგრესია,
სარკის წინ აკვირდებოდა საკუთარ სხეულს, რომელსაც კაბა, ლამაზ დახვეწილ ფორმებს უკვეთდა, გაფორმებები სწორედ ზუსტ ადგილებში ალამაზებდა სხეულის ფორმას,
- შეუდარებელია უდავოდ, ვიცოდი, რომ ამას შეძლებდა, ამიტომ ავირჩიე ის,
კმაყოფილმა დაუკრა ტაში დირექტორმა, კმაყოფილი სახით გახედა რატის, რომელიც ისევ ისე იდგა, არანაირი ემოცია ეტყობოდა მის სახეს, არც მოწონება არც უკმაყოფილება უბრალოდ ინტერესით აკვირდებოდა მათ,
- იცი რა? ვფიქრობდიი და ერთი შემოთავაზება მაქვს, არ ვიცი რამდენად ავიტან შენს უტაქტო საუბარს, თუმცა ისწავლი მაგასაც,
მაშომ ინტერესით განაგრძო სელენას მოსმენა, წარმოდგენა არ ჰქონდა რას შესთავაზებდა, თუმცა პასუხი უკვე მზად ჰქონდა,
- ვიფიქრე, რომ ჩემი დიზაინერი უნდა იყო, სახელი მოგეცემა და მეტ წარმატებას მიაღწევ ცხოვრებაში, რაღაცის იქით გახვალ და მხოლოდ აქ არ ჩარჩები, რას ფიქრობ? წარმოიდგინე, რას გთავაზობ, ჩემგან არ არსებულია, ჩემს დონემდე შეგიძლია მოხვიდე, ეს დაშვების დონეზე, მაგრამ შანს გაძლევვ, რომ ჩემთან ერთად იყო, მეც იდეალურ მკერავს ვეძებ და შენ პოპულარობას, პასუხიც ახლავე მჭირდება,
მისკენ მოტრიალებულმა დაიწყო საუბარი, საქმიანად ესაუბრებოდა და ნელ-ნელა მიიწევდა რატისკენ, თითქოს ისიც ანიშნა მაშოს დონეებზე საუბარში, რომ ის რატის ყოფილი იყო და მის დაბრუნებას შეძლებდა, მაშოს კი უბრალოდ ჩაეღიმა სიტყვის დასასრულს,
- უტაქტო საუბარზე მესაუბრებოდით ცოტახნის წინ, ამ საფეხურზე წარმოდგენა არ მაქ რამ აგიყვანათ მაშინ, როცა თქვენი საუბრის მანერა, სრულიად სხვა რამეზე გვისვამს ხაზს,
შემდეგ იმასაც გეტყვით, რომ საფეხურებზე ასვლა ყოველთვის 0-იდან იწყება და მე მაკმაყოფილებს ეს, რადგან ჩემი ძალებით და შრომით მივიწევ წინ და არა ყოფილებით, მე თქვენს დონეზე კი არა თქვენზე ბევრად მაღალ საფეხურზე დგომას ვაპირებ და იმასაც გეტყვით, რომ პოპულარობას კი არა, მხოლოდ ხალხის პატივისცემას ვითხოვ,
სათქმელი ჩამოაყალიბა, თუმცა თვალებს იძულებით ახელდა,
- მაშო, როგორ საუბრობ?
ბრაზი გამოთქვა დირექტორმა და წინ წამოიწია,
- გამიხარდა, რომ კმაყოფილი დარჩით ნაშრომით,
- ნამდვილად უნდა გიხაროდეს,
სახე შეცვლილმა აათვალიერა ქალმა და რატის მიუბრუნდა, მას შემდეგ რაც მაშოს სიტყვები დააიგნორა,
- შენ რატომ არაფერი მითხარი? მიხდება? ხომ კარგია?
კისერზე ჩამოუსვა თითები, კმაყოფილი ეკითხებოდა და დადებით პასუხსაც მოუთმენლად ელოდა,
- ლამაზია,
კაბას დახედა, რატიმ და სწრაფად წამოიწია,
- შემიძლია წავიდე?
მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და მხიარულ დადებით პასუხზე თავი შესამჩნევად დაუკრა ისე მოშორდა ადგილს, ლიფტში უჰაერობას შეეწუხებინა თავადაც ვერ ხვდებოდა ცუდად ყოფნა ასე რატომ უგრძელდებოდა, ლიფტიდან ძლივს გადმოდგა ნაბიჯები, მაშინვე ლია დაადგა თავს,
- ნახე? მოვიდა, ღმერთო ჩემოო საოცრებაა,
პირზე აეფარებინა ხელი, მალე ფრთებს გამოისხავდა, სიხარულისგან,
- ლია,
დაბალხმაზე ამოიგმინა და გულზე მიიდო ხელი, თვალებში უეცრად დაუბნელდა, სწრაფად დაკარგა ძალა და იატაკზე გაიშალა, მაშინვე შეკივლა ლიამ, თუმცა ვერ მიხვდა, რა უნდა გაეკეთებინა,
- გამატარე გოგო რას გაშტერდი, წყალი სასწრაფოდ...
ქალი წამოიწია უეცრად სწრაფად მივარდა მაშოს და შორს მჯდომი ბარბარეც სწრაფად გამოიქცა, უეცრად შეასხეს წყალი,
- შვილო რა დაგემართა გვითხარი წამალი, რომ მოგცეთ,
ანერვიულებულს ეკავა ჩაკეცილი მაშო და სველ ხელებს უსვამდა სახეზე,
- სასწრაფოს დაუძახეთ, ცუდადაა ადამიანი, რას გაშტერდით,
ანერვიულებული საუბრობდა ქალი და მის წინ ჩამუხლულ ბარბარეს ხელს უწოდებდა, რომ მისთვის წყალი დაესხა ხელზე,
- არ არ დარეკოთ, კარგად ვარ, უკეთ ვარ,
შეძლებისდაგვარად წამოიძახა მაშომ ისე გაასავსავა ცალი ხელი და შეძლო თვალები გაეხილა,
- მჩვევია, არაფერია საშიში,
დასაწყნარებლად წამოიძახა და ბარბარემაც ანიშნა, რომ აღარ დაერეკათ,
- ადგილებზე დაბრუნდით, თორემ გვეჩხუბებიან, ხომ იცით,
ყველას გასაგონად თქვა ბარბარემ და მაშოს გარშემო შემოკრებილებს უბიძგა დაჯდომისკენ,
- ხო მოშორდით მართლა გოგოს სუნთქვის საშუალებას არ აძლევთ რა უბედურებაა,
გაღიზიანებას ვერ მალავდა ქალი, მაშოც შეძლებისდაგვარად წამოიწია, რომ შიში და ღელვა ჩაეცხრო ქალს,
- შეძლებ ადგომას?
- კი კი შევძლებ,
თავი დააქნია და ამავდროულად მძიმედ აფახურებდა წამწამებს, ფრთხილად წამოდგა, ნელა მიეხმარნენ წამოდგომაში და ადგილზე , რომ დასვეს ახალი ბოთლით მოუტანა ბარბარემ წყალი,
- რატომ დაგემართა შვილო, საშიში დარწმუნებული ხარ რომ არ არის?
- კი უბრალოდ სელენას შეკვეთა ხომ მე მქონდა, მთელი ღამე მომიწია მუშაობა, უძილობის და დაღლილობის გამო ხშირად მიმდის ხოლმე გული ეს კიდევ არაფერია,
გაღიმებით ეცადა მაშო დაძაბულობა მოეშორებინა მათთვის,
- საჭმელიც არ გიჭამია ხომ ასეა?
- აბა როგორ? ყავა და ენერგეტიკულით გამოვიტენე კუჭი, რომ დამძინებოდა მეშინოდა,
ისევ გაეცინა მაშოს და ქალს მხიარულობის საერთოდ არაფერი ეტყობოდა,
- აბა ეგრე როგორ შეიძლება? ჯერ რჩები ღამეს ათევ და შემდეგ საჭმელიც არ გიჭამია, თან ამდენი საზიზღრობა დაგილევია! მაშო შვილო თავს რას ერჩი? რომ არავინ აიღო ის შეკვეთა შენ რატომ დათანხმდი?
- დირექტორმა მთხოვა მნიშვნელოვანიაო და აბა რა მექნა
მხრები აიჩეჩა მაშომ
- გიტეხიათ კისერი-თქო ჯერ ახალგაზრდა ხარ გენაცვალე, ასე თუ გააგრძელებ დაიტანჯები, მეორედ ასე არ მოიქცე,
რჩევების საუბარი დაიწყო ქალმა და მანამ ბარბარე ჩამოშორდა მათ,
- ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის, ვიცი შეგაშინეთ
- ნამდვილად შემეშინდა, თავს გაუფრთხილდი მაშო,
- აუცილებლად, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ,
გულწრფელად და თბილი მზერით გააცილა ქალი მაშომ და უძალოდ დადო მაგიდაზე თავი,
- მაშო! წინადადება ყოველთვის ძალაში იქნება,
მოულოდნელ ხმამაღალ ხმაზე წამოყო თავი ისევ და გასასვლელისკენ მდგარ სელენას გაუშტერა თვალი, საწყისი სამოსი ჩაეცვა და მკაცრად უყურებდა მაშოს,
- მოიცა რა,
თავისთვის ამოიფრუტუნა მაშომ და მაგიდაზე უნდა დაებრუნებინა თავი მის მაგიდაზე პატარა გაბერილ გამჭვირვალე პარკში, შოკოლადის ფუნთუშა დადო გოგონამ, ინტერესით ახედა მაშომ გოგოს და ბარბარე, რომ ამოიცნო კმაყოფილი გაუხდა მზერა,
- სხვა არაფერი მაქვს სამწუხაროდ მარა ეს შეჭამე, რომ კიდევ ცუდად არ გახდე,
- უღრმესი მადლობა ბარბარე,
ღიმილით უთხრა და ლიას მოავლო თვალი იქვე, რომ ჩამოჯდა,
- ჩემი სახელი იცი?
- კიი შენ წარმოიდგინეე
სიცილი ვერ შეიკავა ისე გამოაძვრინა დაბალი მრგვალი სკამი და ბარბარეს მიაწოდა,
- არ ჩამოჯდები?
- რატომაც არა,
მხიარულად მიუჯდა გვერდით
- რა უნდოდა სელენას?
გაკვირვებული სახით გახედა ლიამ შემოსასვლელს სადაც ცოტახნის წინ სელენა გავიდა, თან იმდენი კითხვა უტრიალებდა თავში, თუ რა მოხდა მაღლა,
- არაფერი შენთვის საინტერესო, უბრალოდ კაბა მოეწონა,
მოკლედ მოუჭრა და ბარბარეს შეხედა ღიმილით,
- უკეთ ხარ?
მაშინვე კითხა ბარბარემ და წყალი კიდევ მიაწოდა,
- უკეთესად შეიძლება მაგრამ ცხადია თვალებს ვახელ,
ღიმილით უთხრა და სახეზე ჩამოისვა ხელები შემდეგ მოსვა წყალი,
- როგორც იქნა გეღირსათ უფროსის ნახვა გილოცავთ,
ისევ გაიცინა მაშომ ისე გადახედა ორივეს და უნებურად აიხედა მაღლა დირექტორის აივნისკენ,
- გვეღირსა? მთელი დარბაზი სასიყვარულო ციეფცხელებით შეიბოჭა,
თვალები აატრიალა ბარბარემ მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ვერ პოულობდა ცოტახნის წინ ნახულ მამაკაცში ნაკლს,
- და რომელი გოგო არ დაინახავს და თან არ გაატანს გულს?
სწრაფად ჩაეჭრა ლია,
- მასზე ცუდს არ ვამბობ უდავოდ კარგი ტიპია მაგრამ რა გარანტიაა იმის რომ სულიერადაც მსგავსად მომაჯადოვებელია?
ხელებით დაეყრდნო მაგიდას ბარბარე და ლიას გაუყარა მზერა მზერაში,
- გოგო ნორმალური თუ ხარ? ვინღა დაინტერესდება მისი სულიერებით ახლოს მოსულს ჩავაკვდები,
- ვაიმე ლია შენ ყველა ბიჭს აკვდები და მას ალბათ ჩაალღვები მკლავებში,
სიცილი ვერ შეიკავა ბარბარემ
- ხო თუ მიუახლოვდა მაგდონემდე,
თვალების ატრიალებით თქვა მაშომ და ბარბარემაც ფხუკუნი ვერ შეიკავა, გვერდითა მაგიდაზეც უფროსს რომ ახსენებდნენ მაშოსთან ერთად განაგრძო სიცილი,
- მერწმუნე, რომ ზედმეტად ახლოსაც კი ვიქნები,
ენა გამოუყო ორივეს შემოსასვლელისკენ გაიხედა და რატი, რომ დირექტორთან ერთად ჩამოსულიყო სწრაფად წამოხტა ადგილიდან,
- დაიწყო შემოწმება, ჯობდა მოგეწესრიგებინა,
სწრაფად დააყოლა და წამში გაქრა ადგილიდან,
- ძაღლი ახსენეო,
ამოიჩურჩულა მაშომ და ბარბარეც უცებ წამოდგა,
- სანამ შენამდე მოვა, რამე შეჭამე ჯერ ისევ ფერი არ გადევს ცუდად არ გახდე,
ფრთხილად მოუსვა მხარზე ხელი და საკუთარ ადგილას დაჯდა, ყველამ იცოდა, რომ რატი სისუფთავეს ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა, დეტალურად ასუფთავებდნენ საკუთარ მაგიდას, თუმცა მაშოს საერთოდ არ ჰქონდა ამის თავი, მიუხედავად იმისა, რომ მთელ დარბაზში ერთადერთი იყო მოუწესრიგებელი ადგილით, თავი დადო მაგიდაზე და ეცადა დამშვიდებულიყო, ჯერ ისევ ვერ ჩამოეშორებინა უძალობის გრძნობა, სანამ მის მაგიდას მიუახლოვდებოდნენ დიდი დროც გავიდა, მაშო კი უფრო და უფრო ითენთებიდა დროსთან ერთად....
- მაშო იქნებ პატივი დაგვდო და წამოდგე,
ხმაზე სწრაფად გასწორდა მაშო დაძაბულ დირექტორს შეანათა თაფლისფერი მზერა, რომელიც მოსალოდნელი საშიშროებისგან აღელვებულიყო და ფრთხილად წამოდგა ისე შეხედა რატის, რომელიც თვალებით სხვანაირად ესაუბრებოდა, რატიმ ადგილი მოათვალიერა უხმოდ და დირექტორს შეხედა,
- მაშო ამ ყველაფერს განზრახ აკეთებ?
კბილებში გამოუცრა დირექტორმა და მკაცრად მოათვალიერა ადგილი, რატიმაც წყნარად დახედა ფურცლებით სავსე ნაგვის ურნას,
- ზედმეტი ფურცლების ყრა, შენი საქმიანობაა თუ ჰობი?
- ეეს ბატონო?
კრიალა ხმით იკითხა ისე ანიშნა დაკუჭული ფურცლებით მოფენილ ადგილზე,
- ხო მაშო!
რატის ნაცვლად გამოცრა დირექტორმა პასუხი,
- ეს თქვენი ყოფილის საჯდომის დასახატად დამჭირდა, რომ მოსწონებოდა,
დასერიოუზულებულმა გასცა პასუხი და თავად ახედა მკაცრი მზერით,
- აშკარად გაგიჭირდა,
საერთოდ არ გაუღიზიანებია მაშოს მკვეხ პასუხს რატი, მშვიდად გასცა პასუხი და დირექტორიც რატის უყურებდა გაქვავებული მზერით, შიში ოხერიაო ამბობენ, ყველაფერზე მეტად ეშინოდა მას რატის, ყველაფერი არა, თუმცა მასზე ბევრი რამ გაეგო, ამიტომ აშინებდა მისი ნებისმიერი გარხევაც კი, თითქოს ყოველ წუთს ელოდა, რომ იარაღს ამოიღებდა და შუბლში დაახალებდა თავისი უემოციო მზერით, თუნდაც თანამშრომლების გამო,
- თქვენი გამოცდილება, მისი საჯდომის ცოდნაში, რომ მქონოდა ალბათ ნახევარ ფურცელზეც შევძლებდი დეტალურად გადატანას,
და პასუხის შემდეგ დირექტორი ფერფლად იქცა, რატის კი უნებურად ჩაეღიმა, მაშოსთან ერთად გაოგნდა ყველა,
- ორი ჭიქა ყავა,....ენერგეტიკული,... წითელი ღვინო და კოქტეილიც ხოარ გაგისწორდებოდა?
- გააჩნია ვისთან ერთად ბატონო,
ამ შემთხვევაში, ისევ და ისევ თქვენი ყოფილის კაბის შესაკერად დამჭირდა ეს ყოველივეც, რომ არ გავთიშულიყავი,
- მაშო რა ჯანდაბა გჭირს?!
ტონს აუწია დირექტორმა,
- აპატიეთ გთხოვთ, ზედმეტად დაიღალა არც უჭამია ალბათ მაგის ბრალია,
ჩაერია შორიდანვე ლია და მაშომაც ბოროტულად გახედა მის "სიკეთეს"
- კიდევ გაქვთ კითხვები?
მძიმედ გადაყლაპა მაშომ ნერწყვი და ძლიერი სისუსტე ეცადა დაეიგნორებინა, შორიდან აკვირდებოდა ბარბარე და დაჭიმულიყო, თითქოს წუთი წუთზე ელოდა, როდის გაითიშებოდა მაშო,
- მაქვს! იმაზე მეტი კითხვა ვიდრე შენ წარმოგიდგენია,
მისკენ გადადგა ნაბიჯი, თუმცა მაშოს არ ჰქონია იმის თავი, რომ უკან დაწეულიყო,
- რატო დათანხმდი შეკვეთაზე, მაშინ როცა იცოდი, ღამის გათენება მოგიწევდა,
- პირადულს მეკითხებით,
- პირადი არ არის მაშინ, როცა ჩემ კომპანიაში ხდება,
- მხოლოდ მე მეხება,
- ჩემს ფულს ეხება!
- მე თქვენ ფულს არ შევხებივარ,
- ჩემ თავმოყვარეობას შეეხე,
მთელ დარბაზში ბუზის გაფრენის ხმა და წყვილის დიალოგი ისმოდა მხოლოდ, დირექტორიც ხან ერთ მოსაუბრეს ხან მეორეს უსმენდა, ვერ გამოეტანა აზრი დიალოგიდან, ვერ ხვდებოდა რაზე საუბრობდნენ ისინი და მაშოც პირველად ჩაიჭრა საუბარში ხმა ვერ ამოიღო, გული ისე ძლიერად აუჩქარდა ჩუმად მყოფ დარბაზში გრძნობდა კიდეც რატი მის გულისცემას,
- მაშო,....
დაბალხმაზე თქვა რატიმ და ნაბიჯით კიდევ მიუახლოვდა მაშოს,
- კარგად ხარ?
დაბალხმაზე უჩურჩულა სრულად შეცვალა თემა მაშო რომ მაგიდას დაეყრდნო ცალი ხელით,
- ნამდვილად ძალიან განერვიულებულია, დაველაპარაკები და ყველაფერს მოაწესრიგებს,
სწრაფად ჩაერთო ლია საუბარში, თუმცა რატის მისი ხმა არც გაუგია თითქოს, მაშოს გაფითრებულ სახეს აკვირდებოდა მხოლოდ,
- კარგად ვარ,
მის მსგავსად ჩურჩულით ამოილაპარაკა ისე თითქოს სხვებთან სულ სხვა ადამიანები იყვნენ ერთმანეთისთვის კი სულ სხვა,
- იქნებ სხვაც რამეც გენახათ, ვერ ვცნობ ამ ბოლო დროს ნამდვილად, კარგი გოგოა,
უნებურად აღიზიანებდა რატის ზედმეტი ჩარევები უხეშად გახედა დირექტორს და მანაც მაშინვე შეწყვიტა საუბარი,
- კიდევ გაქვთ კითხვები?
შეძლებისდაგვარად ამოილაპარაკა მაშო ფრთხილად მოაშორა მაგიდას ხელი და დაძაბულმა ახედა რატის,
- შენ არ გაქვს?
უნებურად დასვა კითხვა, ინტერესით გახედა ისევ მაშოს და ისიც დაბნეულიყო, ვერ ხვდებოდა სამსახურზე საუბრობდნენ ახლა თუ პირად უთანხმოებაზე
- იმაზე მეტი კითხვა მაქვს ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდით, მთელი ჩემი გონება მხოლოდ კითხვებითაა სავსე, დამერწმუნეთ წლების ნაგროვები კითხვებია მხოლოდ,
- იქნებ გარკვევა გეცადა
ფრთხილად მიიწია მისკენ, მაშო დაბნევასთან ერთად ეცადა თავი დაეჭირა თვალები მალე მიენაბებოდა და სურვილიც კი ჰქონდა ცოტახანს მოდუნებულიყო,
- გარკვევა?
დაბალხმაზე ამოილაპარაკა, უცნაურად შეირხა მხოლოდ, მძიმედ დახუჭა თვალები,
- მე....
დაუსრულებელი სიტყვა წარმოთქვა და უძალოდ გადაეშვა იატაკის მიმართულებით წამის მეასედში ჩავარდა რატის მკლავებში და შეშფოთებულ ხმას გაკვირვებისგან გაქვავება მოჰყვა
- მაშო,
დაბალხმაზე დაუძახა რატიმ, თავად დაბნეულიყო ახლა, მის მკლავში ჩავარდნილს, მშვიდად მიენაბა თვალები და უძალოდ გადაეგდო თავი,
- ჯანდაბა!
სწრაფად წამოიძახა და ანერვიულებულმა გახედა მოვარდნილ ქალს წყლით ხელში
- ცოტას მოვუსვამ წეღანაც ცუდად იყო,
სწრაფად ანერვიულდა აკანკალებული ხელებით დაისველა ხელი სწრაფად მოუსვა სახეზე მაშოს, სწორედ რატის ბედზე დაიწყო მაშოს ტელეფონმა შეუწყვეტელი ბზუილი, ჯერ ისევ ცალ ხელ თავისუფალმა რატიმ სწრაფად დაავლო ტელეფონს ხელი და ნომერი თავადაც რომ ეცნო სწრაფად უპასუხა,
- ბედზე დარეკე ძმაა, მისმინე გათიშული მიჭირავს ხელში რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო, საავადმყოფოში წავიყვანო თუ სახლში? რა ვქნაა?
სწრაფად დაიწყო ხმამაღლა საუბარი ისე, რომ ხმის ამოღებაც არ უცდია თეოდორესთვის შეშინებული დახედავდა ხოლმე მაშოს და მერე მოავლებდა აღელვებულ ხალხს თვალს,
- ვიცოდი!
ბრაზისგან შეიფურთხა თეოდორე და გამოსავალზე სწრაფად ჩაფიქრდა
- არც საავადმყოფოში და არც სახლში,
მთელი ღამე ათია, ეგ რომ ძალიან იღლება ან ღამე თუ რაღაც პერიოდი არ ეძინა,მეორე დღეს ითიშება მინიმუმ სამჯერ შეიძლება ერთმანეთის მიყოლებითაც ხოდა, ბებიამისმა რო ნახოს გათიშული თვითონაც მაგას მიყვება,
- ღადაობ? სად ხარ? კომპანიაში ამოდი და დაგხვდებით,
- კაი მიდი.... მოვკლავ!!
გათიშვის დროს მოკრა ყური მუქარას რატიმ და სწრაფად მიაგდო ტელეფონი, ორივე ხელში ბუმბულივით ააფრიალა მაშოს სხეული და ისევ ხალხს მოავლო თვალი,
- მაპატიეთ,
სწრაფად ჩახარა თავი დირექტორმა ბარბარე, რომ მოვარდა სწრაფად, უნებურად შეხედა რატიმ,
- მისი ნივთები მომაწოდეთ,
ყველას გასაგონად ამოილაპარაკა მკაცრად და ყველანაირად ცდილობდა არაფერი ეთქვა რაც ახლა მოადგებოდა პირზე, რადგან ზედმეტად დუღდა, ვულკანს ჰგავდა და თითქოს ახლა რომ რამე ეთქვა სწრაფი ამოფრქვევით გადაწვავდა ყველას, ლია დაფაცურდა უეცრად, ტელეფონი თავად რატის ჩაუდო ჯიბეში, არც გაკვირვებია რატის მკაცრი მზერა მოავლო და სწრაფად დაიძრა,
- ორი წამით ბატონო
ბარბარეს ხმაზე გაშეშდა უცებ,
- ლია ჩანთა დაგავიწყდა,
ლიას გასაგონად თქვა და ჩანთა მაშოს მუცელზე დადო
- ზედმეტად ბევრი რამე დალია გამოსაფხიზლებლად წუხელ, არაფერი უჭამია იმედია ყველაფერი წესრიგში ექნება,
გააფრთხილა ყოველი შემთხვევისთვის და უკან რომ დაიხია, რატის მადლობა, რომ მოისმინა გაკვირვება ეცადა ყველანაირად დაემალა, სწრაფად გავიდა შენობიდან, მანქანაში, უკანა სავარძელზე ფრთხილად გადააწვინა მაშო და ბრაზის დახშობით დაიკავა მძღოლის ადგილი,
- სელენას საჯდომი!
შეიფურთხა და სწრაფად დაძრა მანქანა, ხშირად გადახედავდა ხოლმე, შესამოწმებლად გონზე მოსულიყო თუ არა, თუმცა მაშო მაშინაც არ გამოფხიზლებულიყო, როცა რატიმ კაბინეტში აიყვანა და დივანზე მშვიდად მიაწვინა,
შედარებით დამშვიდებული ახლა დააკვირდა მაშოს გაფითრებულ, თუმცა ულამაზეს სახეს, მის გვერდით ჩამომჯდარიყო და თვალმოუშორებლად უყურებდა დამშვიდებულს, უნებურად წაიღო ხელი მისკენ, ფრთხილად შეახო სახეზე და მაშინ იგრძნო საკუთარი გულიზ ცემა საგრძნობლად აჩქარებულიყო, ფრთხილად გადაუსვა ბაგეებზე თითი, ფრთხილად ჩამოაშორა სახიდან თმა და საკუთარი საქციელის გააზრებისას სწრაფად წამოდგა,
- ჯანდაბა,
თავზე გადაისვა ხელები და სახეზე ხელებ აფარებულმა დახედა ისევ მაშოს,
- ასე როგორ შეიცვალა?
ტუჩებზე აფარებული ხელებით გაკვირვებული დაჰყურებდა ისევ სწრაფად შემოანგრია კარი თეოდორემ
- ააქამდე სად იყავი ,
უნებურად ანერვიულდა უარესად, თეოდორეს დანახვისას და ყველანაირი იმედი ჩაესახა რომ უკეთ გაიგებდა რა დაემართა მაშოს,
- ზედმეტად შორს ვიყავი და საცობები იყო ჩემ ბედზე,
მაშოს გვერდით დივანზე ჩამოჯდა მაშინვე ისე გახედა რატის პასუხის გაცემისთანავე და მაშოს სახე მოიქცია ხელებში ფრთხილად,
- დიდი ხანია რაც გათიშულია?
ისევ გახედა რატის და მისი პასუხის მოსმენის შემდეგ, ფრთხილად გადაუწია თმა
- დაახლოებით 20 წუთი, მითხრეს, რომ საჭმელი არ ჰქონდა ნაჭამი მაგიდაზე ენერგეტიკულის ქილები და ყავის ჭიქები ეწყო, ზედმეტად ბევრი მოუვიდა აშკარად ხო არ წავიყვანოთ საავადმყოფოში, რამე არ მოუვიდეს,
რატისთან ერთად დაფიქრდა თეოდორეც, თუმცა გადაწყვეტილება მარტომ მიიღო
- გამოფხიზლებას დაველოდოთ და თუ რამე წავიყვან,
მშვიდად წამოდგა ადგილიდან ახლად ამოსულ წვერზე მოისვა ხელი და მაშოს დახედა ისევ,
- მასთან დარჩი გავალ, რამეს ვუყიდი, თორე არ წავა ჩვენი საქმე კარგად,
კარებისკენ წავიდა დიდი ნაბიჯებით, თითქოს რაღაც უნდა ეთქვა რატის მისთვის, თითქოს არ გაუხარდებოდა მაშოს მისი დანახავა
- მისმინეე,
ამოილაპარაკა თუმცა უკვე გვიან კარები მიეკეტა თეოდორეს მისთვის და ისიც ჩაფიქრებული მზერით მიაშტერდა კარებს, ლოყას დაუწყო შიგნიდან კბილებით წვალება და მაგიდაზე ჩამოჯდა, თვალის მოუშორებლად აკვირდებოდა ყველგან, თითქოს სწავლობდა ახალ მაშოს, უყურებდა და ის პატარა გოგო აგონდებოდა თავიდან, რომ არასდროს ამოვარდნოდა.... ცოტახანში მისმა ტელეფონმა სასწრაფო ზარზე შეაწყვეტინა წარსულის ამოქექვა და დროებით დაუბრუნდა რეალობას, უნებურად გადაიქცა ისევ ცივად, ჩვეულად გაუმკაცრდა ხმა თვალებიც უცებ ეცვალა ხმასთან ერთად
- მასთან იყავი?
იტალიურად დაიწყო საუბარი და მის საუბარზე ცდილობდა გამოფხიზლებულიყო მაშოც, რომლისთვისაც რატის ზურგი შეექცია, ცოტახანს იწვა გაუნძრევლად ისე უსმენდა რატის სხვა ენაზე საუბარს, რომელიც ძალიან მოსწონდა
- დამალაპარაკე დემეტრე,
ცივად გამოცრა სიტყვები და დაელოდა, როდის შეცვლიდნენ ტელეფონს,
- ექიმები გამოკითხე, რასაც მოისურვებს ის მიუტანე, მალ-მალე ნახე, მოვაგვარებ ყველაფერს და ჩამოვალ,
ახალი წარმოთქმული სიტყვები კი უკვე იდეალურად გაეგო მაშოს, თვალების გახელა შეძლო უკეთ, თუმცა თავის ტკივილი უმანჭავდა სახეს,
- არ აქვს მნიშვნელობა უკვე, მთავარია გოგო იყოს....
სასოწარკვეთილ სიტყვებს უფრო ჰგავდა, გაკვირვებული შეაჩერდა მაშო მის ზურგს და ფრთხილად ეცადა წამომდგარიყო, უზომოდ აინტერესებდა, რა კითხვებს სცემდა რატი პასუხს, თუმცა საერთოდ არ ესმოდა
- მანამდე სხვა საქმე მაქვს
თქვა და უნებურად გაიხედა მაშოსკენ, რომელიც უკვე გამოფხიზლებული დახვდა,
- საღამოს დაგირეკავთ,
მხოლოდ ესღა თქვა ისე, რომ მაშოსთვის თვალი არ მოუშორებია, ტელეფონი გათიშა და ჯიბეში ჩაიცურა სრულად შეუბრუნდა მაშოს, რომელიც წამოდგომას ცდილობდა, ნელა მიუახლოვდა და მალევე წამომჯდარს დახედა ზევიდან
- გამარჯობა,
ცივ ხმაზე ერთიანად დაუარა სხეულში მაშოს, პასუხი უნდა გაეცა რატის ჯიბეში მაშოს ტელეფონი ამღერდა, არ გაკვირვებია რატის არც თვალი მოუშორებია მაშოსთვის, მხოლოდ მაშომ შეანათა თაფლისფერი გაკვირვებული მზერა და მისი ტელეფონი, რომ ამოაცურა ჯიბიდან რატიმ ფრთხილად წამოდგა, ინტერესით დახედა ტელეფონს რატიმ და ხმამაღლა ამოიკითხა სახელი "ლაშა"
- აშკარად ზედმეტად მოენატრე,
- დამიბრუნე,
სწრაფად ეცადა ტელეფონის წარმთმევას მაშო, თუმცა სწრაფად გაწია ტელეფონიანი ხელი რატიმ,
- მე ხომ არ ვუპასუხო? ექნება რეაქცია?
- დამიბრუნეე!
წარბები უნებურად შეეხარა მაშოსაც რატისკენ თავად გადადგა ნაბიჯი, ტელეფონის წასართმევად, ტუჩის კუთხეები ჩატეხა, რატიმ მაშოს გადმოდგმულ ნაბიჯს დახედა სარკაზმით, რომელიც აქამდე მხოლოდ და მხოლოდ უკან იხევდა,
- ასე გინდა მისი ხმის გაგონება?
თვალს არ აშორებდა მაშოს თვალებს თითქოს ასე აპირებდა სიტყვების გამოძალვას მისგან,
- დამიბრუნეე!
ტონს აუწია მაშომ და რატიმ რომ მისკენ გადადგა ნაბიჯი სწრაფად დაიხია უკან, საერთოდ არ გაკვირვებია რატის კიდევ ნაბიჯით შეამცირა მანძილი, რომელიც მაშომ ისევ ერთი ნაბიჯით გაადიდა, აღარაფერი უთქვამს უხმოდ გაუწოდა ტელეფონი და მაშომაც სწრაფად აართვა, სწრაფად უპასუხა, თუმცა თავად ხმა არ ამოუღია, მის ტელეფონს საკმაოდ დიდი ხმა ჰქონდა იმისთვის, რომ რატისაც გაეგო ლაშას ხმა,
- სად იყავი ამდენხანს?
იმედგაცრუებული ხმით დაიწყო ლაშამ და მაშოს დაელოდა როდის დაარღვევდა დუმილს
- არ მეცალა,
- ჰო, მომენატრე,....დღეს რომ ვერ მოვედი ხომ არ გაბრაზდი?
- არა,
სწრაფად წამოიძახა, რადგან მას რომ არ ეთქვა საერთოდ წარმოდგენა არ ექნებოდა რომ ის მასთან მისული არ იყო,
- უბრალოდ საქმე მქონდა, ვერ მივატოვე,
- არაუშავს ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ ახლა უნდა წავიდე არ მცალია,
რატის ჩაღიმებაზე ეცადა, რომ უფრო მალე დამშვიდობებოდა და კიდევ გაადიდა მისსა და მის წინ მდგომს შორის მანძილი
- საღამოს გნახავ,
კოცნა დააყოლა მამაკაცმა, თუმცა რაღაცის სათქმელად რომ შეყოყმანდა, საუბრის გაწელვა ცადა, თუმცა გადაიფიქრა,
- მიყვარხარ ანგელოზო,
თითქოს მთელ ოთახში ხმამაღლა გაისმა ლაშას სიტყვები, მაშინვე თვალებში ჩახედა რატიმ მაშოს, რომელმაც დიდი ნერწყვი გადააგორა ყელში და დაბალხმაზე შეძლებისდაგვარად ამოიხრიალა,
- მეც,
ტელეფონის ზარი დასრულდა, თუმცა სიჩუმე არ დარღვეულა ოთახში თვალს არ აშორებდა რატი მაშოს თვალებს, მაშო კი დაეძაბა მისი მზერის გრძნობას,
- სერიოზულად რამეს გრძნობ მაგის მიმართ?
სიჩუმე რატის ხმამ დაარღვია და მაშომაც მაშინ გაუსწორა მის მზერას თვალი,
- რა შენი საქმეა!
მკვეხად გასცა პასუხი და ეცადა გვერდი აეარა მისთვის სწრაფად ჩაავლო მკლავში ხელი მამაკაცმა და მკაცრი მზერით, რომ ახედა მაშომ მაშინ დახედა რატიმ,
- მაგ ტიპს არ გირჩევ მაშო, რამეს არ მიაწერო ეს სიტყვები უბრალოდ გაფრთხილებ, ბოლოს კარგად არ დაასრულებს,
უხეშად უშვა ხელი და მაშოც დაიბნა, ნატკენ მკლავზე მოისვა ხელი და უნებურად გაახსენდა თეოდორეს გაფრთხილებები, მსგავსი სიტყვები, რომ ბოლოს გული ეტკინებოდა, თუმცა ამის შიში ახლა აღარ ჰქონდა, რადგან თავად ვერ გრძნობდა ვერანაირ გრძნობას რაც გულს ატკენდა,
- ჩემ საქმეში ნუ ერევი და საერთოდ რატომ ვარ აქ?
ოთახს მოავლო თვალი და რატის მიახალა კოპებ შეკრული მზერა,
- ყველაფერზე ნუ ჩხუბობ, შენმა ბიჭმა მირჩია, რომ აქ უნდა მომეყვანე
ცინიკური საუბარი დაიწყო ისე ამოიღო მოოქროვილი ყუთიდან რაზეც სისხლიანი ხელები გამოსახულიყო, ერთი ღერი სიგარეტი ტუჩებს შორის მოიქცია, თან ინტერესით აკვირდებოდა მაშო ამ ქმედებას, თან გაკვირვებულმა გაუშტერა თვალი სისხლიან ხელებს,
- ჩემმა ბიჭმა?
- თეოდორემ "ანგელოზო" რატომ დაიბენი
მისკენ დაიძრა ლაშას სიტყვების გამეორებით და მიმხვდარმა მაშომაც ბრაზიანად დამანჭა სახე,
- საკმარისია!
უკან უკან დახევასთან ერთად ამოილაპარაკა და უნებურად აეკრო კედელს,
- რატომ იხევ უკან?
ინტერესით დასვა რატიმ კითხვა ისე დახედა ფეხებზე და მთლიანადვე შეათვალიერა დახვეწილი სხეული ჯინსის შარვალში თეთრ ბოტასებში და შავ მცირე დეკოლტიან მაისურშიც,
- იმიტომ, რომ შენ მოიწევ ჩემსკენ,
დაბნევა არ შეიმჩნია ისე გასცა პასუხი და რატიმ რომ მისი თავის გვერდით კედელს მიადო ხელი თითებს შორის მოქცეული აუნთებელი სიგარეტით, მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი,
- ანუ საზღვრებს მიწესებ?
წარბები გაეხსნა რატის, ირონიული გაუხდა გამოხედვა, თუმცა ზედმეტად მიმზიდველი, მის მწვანეებს უყურებდა მაშო და ნელ-ნელა ეცლებოდა ყველანაირი ძალაც და გამბედაობაც, მის კითხვას პასუხი მცირედი თავის დაქნევით გასცა და თვალების ცეცება ხან მის ერთ ხან მეორე თვალში დაიწყო,
- ასე შემიძლია?
კიდევ მეტად შეამცირა მანძილი თითქოს სრულად გაუქრო მაშოს სუნთქვი საშუალება, მეტად დაიბნა მაშო სიახლოვისგან, მამაკაცისგან წამოსული სასიამოვნო სურნელი იმდენად ადუნებდა თვალების ძლივს აკავებდა და ძალებსაც, რომელსაც უქვეითებდა რატი,
- საკმარისია,
სწრაფად მიაჭირა პრესებზე ხელები ისე დაწია უკან, თუმცა იმის შემდეგ რაც რატიმ, მაშოს დაბნევაც და დაძაბულობაც გამოსცადა, მას შემდეგ რაც უარის თქმის სურვილიც აღარ ჰქონდა მაშოს, რომელიც იგრძნობოდა ასე უბრალოდ გაჩერებას არ აპირებდა, მას შემდეგ რაც ამდენი ხნის შემდეგ პირველად მიუახლოვდა მსგავსად მშვიდს,
- იქნებ შენ გინდა მოსვლა,
ფრთხილად ჩაავლო ცალი ხელი წელზე და თავისკენ მიიზიდა მაშო, სხეულზე აიკრო და თავადვე დაებერა ძარღვები,
კბილები დააჭირა ერთმანეთს, გრძნობები რომ დაეხშო და მაშოს ღრმა თვალებს დაჰყურებდა უხმოდ, მაშოც არაფერს ამბობდა, გული იმდენად ძლიერად უცემდა რატი გრძნობდა, მშვიდად დახედა რატიმ მის გულს, მაშომაც ინსტიქტურად დახედა გულის მხარეს, თუმცა იმდენად ეკრობოდა მამაკაცს სხეულზე დეკოლტეშიც მაცდურად გამოჩენილიყო, დახვეწილი, სავსე მკერდი, უხერხულად ახედა რატის, რომელმაც უცებ აარიდა თვალი და მაშომაც, რომ სწრაფად დაიწყო განთავისუფლებისთვის ბრძოლა, მეტად ძლიერად გააკავა სხეულზე ისე ანიშნა, რომ უნდა გაჩერებულიყო,
- ჩემი გეშინია?
დაბალხმაზე დაუსვა კითხვა და იმდენად შეცვლილი ხმით, რომ კიდევ მეტად ანერვიულდა სასიამოვნო ბარიტონზე მაშო, მხოლოდ მისთვის აეხედა და ისიც ისევე ღრმად უყურებდა მამაკაცის თვალებს, როგორც ის მაშოს თაფლისფერ მაცდურებს,
- არ ვიცი,
გულწრფელად გასცა პასუხი და იმდენად ძლიერად მოუნდა მისთვის დაესვა კითხვა, იმდენად ძლიერად მოუნდა, მის ძარღვებ დაბერილ კისერზე დაესვა ხელი, ისევე ეკოცნა როგორც ბავშვობაში, ვერ გაეგო, როგორ იდგა ახლა მის წინ ისევ ის ადამიანი, რომელიც წლების წინ სრულიად განსხვავებული იყო, ყველაფრით, მეტად მხიარული მომღიმარი ახლა კი მხოლოდ და მხოლოდ რატის ირონიული ჩაღიმება ენახა მაშოს, მიუხედავად ამისა, დიდხანს დუმდა მაშო, თუმცა რატის იმის შიში ჰქონდა, რომ გამოფხიზლებულს სწრაფად არ ეშვა მისთვის ხელი, სიამოვნებდა, ამშვიდებდა მაშოს სიახლოვე, ისიც კი აკმაყოფილებდა, რომ ახლა მისთვის მოეხვია ხელი და უბრალოდ აკვირდებოდა მის ნაღვლიან მზერას,
- რატომ?....
მის თვალებს მიშტერებულმა ამოიღო მაშომ ხმა,
- რატომ მიმატოვე რატი?
მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და მთელი სხეული დაეჭიმა, თითქოს საკუთარმა კითხვამ ჭრილობა ხელთავიდან გადახლიჩა,
- რატომ დამინგრიე ბავშვობა?
უხეშად მოიშორა მისი ხელი, თუმცა უკან არ დახეულა, მანძილი არ გაუდიდებია, მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი უნებურად დაიწყო ღრმად სუნთქვა,
- იცი მაინც რა დამემართა? რატომ აღარ მომწერე?
მხოლოდ ის აგრძელებდა საუბარს და არც უკვირდა რატი რომ დუმდა მხოლოდ მის სახის ცვლას წააწყდა, ცივი შუშის თვალებიც სრულად ეცვალა, სახე ეცვალა ისე თითქოს მაშოსთან ერთად უნდა დაეწყო ტირილი,
- ცხოვრება მძულდა რატი, შენც მძულდი, საკუთარი თავიც, ყოველდღე მქონდა იმის იმედი რომ მომწერდი, რომ ჩამოხვიდოდი და მნახავდი, რომ ცხოვრების ხალისს დამიბრუნებდი,
ცრემლებს ვერ აკავებდა მაშო, სახე დამანჭულს სცვიოდა ცრემლები პატარა ბავშვივით,
- მაგრამ შემდეგ იცი რა მოხდა?
დედაც წავიდა, მიმატოვა სამუდამოდ მიმატოვა, ჩემზე არც კი უფიქრია, ორივემ დამტოვეთ ორივემ გამანადგურეთ....
შეკრული მუშტები დაარტყა მკერდზე და უფრო და უფრო მოაწვა ცრემლები, ყველაზე გამანადგურებელი მოგონება იყო მისთვის, ყველაზე მტკინვეული,
- შენ გიყურებდი, როგორ მიდიოდი, როგორ მტოვებდი, როგორ უნამუსოდ წახვედი...
შეძლებისდაგვარად ძლიერად დაუწყო დარტყმა მკერდზე პატარა შეკრული მუშტებით და რატიც სახე დამანჭული ცდილობდა მისთვის არ შეეხედა, ცდილობდა აერიდებინა მაშოს ცრემლიანი თვალები, ყველაზე მეტად სძულდა საკუთარი თავი, სინანული თუ მოუღებდა ბოლოს,
- დედას კი ჩემს ხელებში ედო თავი, ვუყურებდი, როგორ დახუჭა თვალები, ხელებში ჩამაკვდა რატიიი,
მკლავები რომ დაუჭირა, დარტყმებიც აღარ უცდია, უნებურად მიეკრო მკერდზე და უძალოდ დაიწყო ქვევით-ქვევით ჩასვლა,
- მაშოო,
დაბალხმაზე გმინვა ამოაყოლა მის დაჭერას და მაშომაც, რომ ხელთავიდან მოიკრიბა ფეხზე დადგომის ძალა, ეცადა ჩახუტებოდა ატირებულს,
- არ შემეხო! შენი ბრალია!
სწრაფად დაიწყო ხელების ქნევა,
- შენ გაანადგურე ყველაფერი!
მუშტების რტყმა დაუწყო შეძლებისდაგვარად, მისი საქციელი კი მთლიანად წყვიტავდა გულს რატის, ძლიერად გაუკავა ხელები, იძულებით ჩაიკრა გულში, ალბათ მისი გული რომ გაყინული არ ყოფილიყო, ტირილსაც კი შეძლებდა, თუმცა დიდი ხანი იყო, რატის თვალებზე ცრემლი არ გადმოვარდნოდა, მხოლოდ სინანულს გრძნობდა, მხოლოდ ტკივილს გრძნობდა ამდენი ხნის მერე, გულის ტკივილს გრძნობდა, რომელიც მტანჯველი იყო,
- მაპატიე გთხოვ,
თბილად მოიქცია მისი თავი ხელში ისე მიიკრო ქალი კიდევ სხეულზე და მაშომაც ძლიერად მოხვია ხელები, ისე თითქოს გაშვებას არ აპირებდა, თითქოს გახსენებულ ტკივილს მსგავსად ჩაახშობდა, თითქოს ძლიერ მონატრებას დაიოკებდა, რატის გულისცემას გრძნობდა, ძლიერ გულისცემას უსმენდა და უნებურად მშვიდდებოდა, ეხუტებოდა და მოშორება არც გაუფიქრებია, თვალებ დახუჭულს მის წინ ძველი რატი წარმოედგინა, მსგავსად უცემდა გული, ჩახუტებაზე ისევ აჩქარებოდა რატის გული....... ( " - დარბოდი რატი?
ღიმილით ახედა მაშომ რატის, სკოლის ჩანთა ჩამოეკიდებინა ზურგზე სკოლიდან ახლა გამოსულს და რატის დანახვისთანავე, შორიდან გაქცეული აკრობოდა სხეულზე, ბავშვური წკრიალა ხმით გაუცინა მაშომ და ხელთავიდან ჩაეხუტა რატის,
- არა დიდი ხანია გელოდები,
თბილად გასცა პასუხი ისე აკოცა თავზე მხურვალე ტუჩებით და მის მკერდზე აკრულს დახედა, რომელიც ღიმილით აყოლებდა თვალს იმ გოგოს, რომელზეც იცოდა, რატის მიმართ გრძნობები რომ ჰქონდა, მანაც ჩანთის გასწორებითვე გახედა მაშოს დაბღვერილმა და კმაყოფილმა გამოუყო მაშომაც ენა,
- გული ასე რატომ გიცემს?
- მე რომ გკოცნი მაშინ შენ რატომ გიცემს გული?
ღიმილით მოშორდა ისე დახედა და დახრილმა ღიმილით მიაკრო ყბის ძვალზე ტუჩები,
მხრების აწევით დაიწია უკან გაკრეჭილი მაშო და რატიმაც სიცილით რომ მიიხუტა ისევ თბილად აკოცა თავზე,
- არ ვიცი,
მაშინვე გასცა პასუხი მაშომ და თვალები დახუჭა ისე დაიწყო რატის აჩქარებული გულისცემის მოსმენა, რომელიც ადუნებდა, უზომოდ მშვიდს ხდიდა, სიამოვნებდა, აბედნიერებდა,
- რომ გაიზრდები თავადვე გასცემ შენ კითხვას პასუხს,
მშვიდად გასცა პასუხი და ღიმილით რომ მოშორდა მაშო ფართოდ გაუღიმა,
- მომე ჩანთა და წავიდეთ, არ გშია?
ფრთხილად გამოართვა მაშოს ჩანთა, ცალ მხარზე დაიკიდა და მაშოს თავის დაქნევაზე, პასუხად რომ შია ცალ ხელში დაჭერილი კონტეინერი აწია,
- დედამ გამომატანა,
- ჩემთვის?
თვალები გაუბრწყინდა უცებ მაშოს და უკვე იცოდა, რომ რაღაც უგემრიელესი დახვდებოდა ხშირად ხვდებოდა ხოლმე სენდვიჩი "პიცა" რომელიც საოცრად გამოიყურებოდა და უგემრიელესიც იყო, მშვენივრად იცოდა რატის დედამ, რომ მაშოს დედას მძიმე დაავადება ჰქონდა და ხშირად შორიდან ცდილობდა მათ დახმარებას მიუხედავად იმისა, რომ მაშოც შორიდან ჰყავდა დანახული,
- ხო შენთვის,
სიცილით დახედა რატიმ და ახტუნავებულს გაყვა უკან' )
ახლაც მშვიდად უსმენდა მაშო რატის გულისცემას, თუმცა მისი პულსი არ წყნარდებოდა, სასიამოვნო გრძნობა იყო თითქოს მუცელში რაღაც სასიამოვნოდ დადიოდა, როცა მიხვდა, რომ ძალიან დიდხანს ეხუტებოდა, როცა გაანალიზა, რომ ახლა ის სხვა რატი იყო, რომ მას არ იცნობდა, არ იცოდა მისი აზრი, უხერხულად მოშორდა ფრთხილად,
სრულად შეიმშრალა ცრემლები, ისე ახედა მამაკაცს, რაღაც უნდა ეთქვა თითქოს, მაშინ შემოაღო თეოდორემ კარები, სახე მხიარულად ეცვალა სწრაფად დადო მზადი საჭმელი მაგიდაზე,
- როგორ ხარ?
კითხვასთან ერთად აკოცა შუბლზე, ლოყაზეც ხმაურიანად მიაკრო ტუჩები, თვალის არიდებით დაიწია რატი უკან, კისერზე მოისვა ხელი და ეცადა თვალი აერიდებინა მათთვის
- უკეთესად ვარ, გთხოვ არ მეჩხუბო, ისედაც საკმარისად მეჩხუბე,
- დღეს არა ხვალ გეჩხუბები, დღეს გათიშვის საშიშროება კიდევ გვაქვს
სიცილით მიეფერა სახეზე და მაშოც ოდნავი ღიმილით წაიწია მისკენ, თავად თეოდორემ მოხვია ძლიერად ხელები და მაშოც ღიმილით მოეხვია კისერზე, უნებურად შეხედა რატის ნაღვლიანი მზერით, ბევრი რამის მთქმელი თვალებით, თითქოს იგრძნო მზერა თავადაც ნაღვლიანი მზერა გაუსწორა მაშოს მხოლოდ და მხოლოდ გამოჩენილ ლამაზ ნამტირალებ თვალებს და ჯერ ისევ მის სურნელს გრძნობდა ჩახუტებისას, რომ სიამოვნებით ივსებდა ფილტვებს.......
- ბებიამ ხომ არ იცის?
რატის კომფორტულ რბილ და მოსიარულე ბორბლებიან სკამში ჩამჯდარიყო მაშო, თეოდორეს ნაყიდ საჭმელს მიირთმევდა აქამდე უხმოდ უსმენდა მამაკაცებს, თუმცა ზედმეტად რომ მოითენთა და ცოტახში დუმილმაც, რომ დაისადგურა, მაშინ წამოიწყო გამოსაფხიზლებლად მაშომ,
- არ იცის დამშვიდდი,
ჩაფიქრებულმა ამოილაპარაკა თეოდორემ და დივნის საზურგეს მიეყრდნო,
- როდის წავალთ?
ხმადაბლა ამოთქვა და მძიმედ დაახამხამა თვალები,
- ცუდად ხარ?
-კითხვა დაუსვა თეოდორემ ინტერესით დააკვირდა მაშოს
- არა მეძინება მემგონი,
გაურკვევლად ამოილაპარაკა,
- შეჭამე ეგ და წავიდეთ,
- აღარ მინდა მეტი
- დარწმუნებული ხარ?
ალმაცერად შეხედა და წინ წამოიწია თითქოს ვერ რწმუნდებოდა მის სიტყვებში, ახლა უფრო ეტყობოდა ფერმკრთალი, რომ იყო ვიდრე მანამდე,
- კი კი წამო წავიდეთ,
უკან გააჩოჩა სკამი და სწრაფად წამოდგა, სულ რამდენიმე წამით იდგა ფეხზე მყარად, წნევა წამში დაუვარდა, თვალებში ჩაბნელებასთან ერთად დაკარგა ძალაც და ორივე ერთად წამოვარდა ადგილიდან, რომ რომელიმეს მოესწრო მისი დაჭერა, თუმცა მაშო უკვე ძირს გაწოლილიყო,
- ჯანდაბა,
ამოიგმინა თეოდორემ და სწრაფად დაავლო ხელი, თავი შეუმოწმა უეცრად, თუმცა არანაირი სითხე, რომ არ გამოსულა მისი თავიდან შედარებით დამშვიდდა, ჩაცუცქული იყო თეოდორესთან ერთად რატიც და თავზე წაევლო ხელები, უკვე დაღლილს,
- საკუთარ თავს თვითონ უჩალიჩებს,
ამოიგმინა რატიმ და წამოდგა, სწრაფად აიყვანა თეოდორემაც და უკვე ხელმეორედ გააწვინეს მაშო დივანზე.....
- გონზე მოდის,
სწრაფად ამოილაპარაკა თეოდორემ მაშო, რომ შეირხა მაგიდის წინ იატაკზევე ჩამომჯდარიყო თეოდორე თვალმოუშორებლად აკვირდებოდა მაშოს, რატი კი თავის კომფორტულ სავარძელში იჯდა და მაგიდაზე გაშლილ მკლავზე ჩამოედო თავი ისე უყურებდა მშვიდ მანდილოსანს,
- გილოცავ,
უემოციოდ ამოილაპარაკა და მაშომ, რომ ფრთხილად გადმოატრიალა მათკენ თავი მოუთმენლად დაელოდა მის გაღვიძებას, თეოდორე სწრაფად წამოიწია, თუმცა არ მისულა მასთან შორიდანვე აკვირდებოდა
- ჯანდაბა თავიი,
ამოიკრუსუნა უნებურად და მაშინ მიუახლოვდა თეოდორეც,
- ძალიან გტკივა?
შეშინებულმა დაუსვა კითხვა და ფრთხილად მოუსვა თავზე ხელი,
- არც ისე,
ამოიგმინა და თავზე მოისვა ხელი, ჯერ წესიერადაც ვერ გაეხილა თვალები, თუმცა ცდილობდა მაქსიმალურად სწრაფად მოსულიყო გონს, ....
ცოტახანს დაელოდნენ გამოკეთდებოდა შემდეგ კი ფრთხილად წამოაყენა თეოდორემ და მოფრთხილებითვე მიიყვანა სახლში, თავადვე უყურა როგორ ჩაწვა საწოლში, რომ დარწმუნებულიყო და აცადა დაესვენა, თავად საუბრობდა ნაზისთან, ეცადა თავად მოეყოლა მისთვის რაღაცეები და მაშო ზედმეტი კითხვებისგან გადაერჩინა.....
საღამომდე გაუნძრევლად ეძინა, თავადვე გამოეღვიძა 9 ის წუთებზე და ჯერ კიდევ ეზარებოდა ადგომა, ცოტახანს ინებივრა საწოლში და მალევე დაწვდა ტელეფონს, მესიჯებს გადაავლო თვალი და თეოდორეს გასცა მხოლოდ პასუხი, ლაშას მესიჯი ნახვასთან დაკავშირებით დააიგნორა, ისე წამოდგა საწოლიდან და ყველანაირად მოწესრიგდა, წყლის ქვეშ დიდხანს იდგა და ფიქრებსაც გაეტაცებინა, მხოლოდ და მხოლოდ რატის ნაბიჯები ახსენდებოდა მის წინ, როგორ ამცირებდა მანძილს, გულის ცემა, რომელიც არანორმალურად იწყებდა ძგერას რატისთან სიახლოვის დროს, მისი ცინიკური სიტყვები უტრიალებდა გონებაში და მზერა, რომელიც სინანულს გამოხატავდა, აბაზანიდან გამოსული გავიდა ოთახში დივანზე მჯდომ ნაზის დაუქნია შორიდანვე ხელი და მიახლოებული მის გვერდით ჩამოჯდა,
- ბებია შემოგევლოს,
გულიანად ამოილაპარაკა ქალმა და ძლიერად მოხვია ხელები,
- როგორ ხარ აბა? გამოიძინე?
თბილ სიტყვებზე თბილად მიეხუტა მაშო ბებიას და ხმაურიანად აკოცა ლოყაზე
- კი მშვენივრად გამოვიძინე, უბრალოდ ლაშამ გამოდიო და იძულებული ვარ გავიდე,
მორიდებით გაეკრიჭა მაშო ნაზის და ნაზიმაც უცნაურად შეათვალიერა
- საერთოდ არ გამოპრანჭულხარ ჩემო კარგო, ხოა მშვიდობა,
- მოიცა რაა ბებია, გამოვიპრანჭო არა ისსს, გავალ და მოვალ უცებ,
სწრაფად წამოდგა და თმა კოსად მოიხვია წვრილი გრძელი ჯოხით გაიჩერა კოსა თავზე და მესიჯი გახსნა,
"შენ სახლთან ვარ პრინცესავ,"
- მოვიდა, მალე მოვალ გპირდები,
ჰაეროვანი კოცნები გაუგზავნა და ნელი ნაბიჯებით წავიდა კარისკენ, გასულმა შორიდანვე გაუღიმა მამაკაცს და გვერდში ისე ამოუდგა, რომ მისახვედრი იყო ხელის ჩამორთმევაც კი არ დააპირა,
- სალამი, სად მივდივართ?
სწრაფად იკითხა ისე ამოაყოლა ღიმილს და ინტერესით გახედა სიარულში ჩამორჩენილ ლაშას,
- რავიცი ერთი კარგი მყუდრო ადგილი ვიცოდი ვიფიქრე იქ წავიდოდით,
მშვიდად დააყოლა და ქვევიდან შეხედა მაშოს, დასანახად როგორ მიიღებდა ამ შეთავაზებას,
- ამ იცი სახლში მალე უნდა დავბრუნდე,
მოურიდებლად შეტრიალდა მისკენ ისე დაიწყო უკანა სვლით სიარული,
- არ ფიქრობ რომ ჩვენი ურთიერთობა შეიცვალა?
მოულოდნელად დასვა კითხვა მაშო, რომ შეტრიალდა და მაშოც წამით დაფიქრდა თითქოს ისე გახედა წამით მას,
- ძალიან იშვითად ვხედავთ ერთმანეთს, იშვიათად გნახულობ, თითქმის სულ აღარ გაქვს დრო ჩემთვის აღარც მწერ, რავი,
ნაწყენი ტონით ჩამოურაკრაკა ყველაფერი მაშოს და ისიც გატრუნული ისმენდა რეალობას, " სერიოზულად რამეს გრძნობ მაგის მიმართ?" მოულოდნელად ამოუტივტივდა გონებაში რატის სიტყვები და დუმილით გახედა ლაშას,
- ხომ იცი რომ ჩემი გახდები, რატომ მარიდებ თავს,
სიტყვებზე ოდნავ გაეღიმა მაშოს ლაშას დასანახად და სრულად შეუტრიალდა, სვლა შეაჩერა წამით და უხმოდ ჩახედა თვალებში, თითქოს ცდილობდა საკუთარი გულისთვის მოესმინა და დარწმუნებულიყო რომ სიტყვები რასაც ახლა იტყოდა სრულიად უნდოდა, რომ ეთქვა,
- მისმინეე, უცნაურად ჟღერს მაგრამ, ურთიერთობაც განელდა ჩემ გრძნობებთან ერთად, ალბათ აქამდეც უნდა მეთქვა, ვერაფერს ვგრძნობ უბრალოდ კარგი ხარ, ცდილობ შეინარჩუნო ურთიერთობა და არ გამოგდის რადგან მე ვერ გიწყობ ხელს, მაპატიე რომ აქამდე არ გითხარი უბრალოდ მეგონა, რომ უაზრო იყო და გადამივლიდა, მართლა მაპატიე,
არაფერი დაუმალავს მისთვის ყველაფერი ეცადა, რომ ეთქვა ნერვიულობასაც კი არ გრძნობდა, მხოლოდ ნაწყენ თვალებს უყურებდა მის წინ
- ძალიან გაბრაზდი ვიციი, ბოდიში
კიდევ ერთხელ თქვა და მისკენ წაიწია ჯიბეში, რომ ჩაიყო წამით ხელი ლაშამ
- არა გასაგებია, გავიგე, უბრალოდ მე ზედმეტად ოცნებებში ვიყავი,
ხმადაბლა ამოილაპარაკა და ჯიბიდან პატარა გაფორმმებული ბეჭედის ყუთი ამოიღო ისე გახსნა და თეთრად მბზინავმა ბეჭედმაც მოულოდნელად გაანათა ახლომახლო,
- ღმერთო ჩემო,
უნებურად ამოილაპარაკა მაშომ და კიდევ მეტი სინანულით აევსო მზერა
- მართლა ძალიან დიდი ბოდიში, არ მეგონა ასე თუ მოხდებოდა,
- არაა დამშვიდდი მართლა ყველაფერი რიგზეა,
სიცილი ამოაყოლა, თითქოს მართლა არაფერი ანაღვლებდა, თითქოს მართლა ჩვეულებრივად მიიღო მაშოს სიტყვები, თავი დააფარა ყუთს და ჯიბეში ჩაიბრუნა,
უხერხულად იდგა მაშო, თუმცა საერთოდ არ ნანობდა წეღანდელ სიტყვებს, არ ნანობდა აღიარებს, უხერხულად გრძნობდა თავს კონკრეტული მომენტის გამოცდის გამო და ვერ ხვდებოდა მამაკაცის ემოციებს მართლა ეწყინა გაბრაზდა, სამაგიეროს გადახდის პრინციპები დასახა, თუ უბრალოდ ბედს მიაწერა,
- ასე დასრულდა სამწუხაროდ, ბოდიში
ხმადაბლა ამოილაპარაკა და თითები გახლართა ერთმანეთში უცოდველი მზერით შეხედა მამაკაცს
- არ დასრულებულა, ყველაფერი რიგზეა, თუ ასეა, რა გაეწყობა....
გაურკვევლად ამოილაპარაკა, აზრი ვერ გამოიტანა მის სიტყვებში მაშომ უბრალოდ დააკვირდა შეტრიალებულს, უკან მოუხედავად, რომ წავიდა არაფერი უთქვამს ბოლო წუთამდე უყურებდა მანამ სანამ თვალს არ ამოეფარა, არემარე მოათვალიერა შემდეგ და სინანულის მზერაც უცებ გაუქრა, გალიიდან გამოფრენილ მერცხალს დაემსგავსა უეცრად, ისე გაშალა ფრთები, შვებას გრძნობდა თითქოს აქამდე შეებოჭა ვინმეს ახლა კი, როგორც იქნა დადგა დრო რომ ფრთები გაეშალა, ხტუნაობით დაბრუნდა სახლთან, მოშორებით ლევანს დაუქნია ხელი და უცებ შევარდა სახლში ....
- ასე ადრე რატომ მოხვედი?
დასაძინებლად მზად იყო ნაზი ოთახისკენ მიმავალი ადგილზე გაშეშდა გაკვირვებული აკვირდებოდა მაშოს,
- არაფერი დაიძინე ხვალ მოგიყვები,
- არა არა, მოდი აქ,
დივნისკენ წავიდა ინტერესით და საქმიანად ჩამოჯდა,
- რა მოხდა ასე უცებ რომ დაბრუნდი?
- ცოლობა მთხოვა
შორიდანვე გასცა პასუხი და მისი რეაქციის მომლოდინე დაიძრა მისკენ, ნაზიმ ხელები აიფარა ტუჩებზე და შეუმჩნევლად გააქნია თავი,
- მერე? რა უთხარი?
დაძაბული იჯდა ადგილზე თითქოს მორზე დაედო თავი და ვინმეს ნაჯახი აეღმართა მისთვის
- შენ ხომ გინდოდა რომ გავთხოვებულიყავი?
ალმაცერად გადახედა ქალს ისე ჩამოჯდა კმაყოფილი,
- დარწმუნებული ხარ რომ ეგ ბიჭი ზუსტად ის არის ვინც გეყვარება? ბებო შენ საქმეში არ ვერევი კარგი ბიჭია განა არა, მაგრამ ღმერთო,
ისევ აიფარა ხელები ტუჩებზე და ცდილობდა გულის და ტვინის კივილი ერთდროულად დაეოკებინა, მას შემდეგ რაც გულიც და გონებაც ერთმანეთის აზრზე იყვნენ, არანაირად უნდოდა მაშოს თანხმობა მოესმინა, აშინებდა ეს ყველაფერი, პრობლემაც არ ჰქონია მამაკაცის მიმართ მაგრამ ახლა მაშინ როცა ცხოვრების დაკავშირებაზე იყო საუბარი ზედმეტა უარობდა
- რა უთხარი?
დაძაბულს ჰქონდა აფარებული ტუჩებზე ხელი და ელოდა დადებით პასუხს რაც მთელ სხეულს უჭიმავდა
- დავშორდი,
სწრაფად წამოიძახა და ნაზისაც უნებურა მოსძვრა ხელები ტუჩებიდან,
- რას ამბოობ?
გაკვირვება ბრაზში გამოხატა ისე შეუკრა მაშოს კოპები ნიშნად, რომ სიმართლე ელაპარაკა და ხუმრობებს მორჩენილიყო,
- ნუ გიკვირს ბებო, დავშორდი ვუთხარი რომ ვერაფერს ვეღარ ვგრძნობ მის მიმართ და ასეც იყო, მას მერე რაც წავიდა ასე მეგონა ბუმბულად ვიყავი ქცეული, ხასიათზე მოვედი თითქოს_
ნაზი დუმდა ისე უსმენდა მაშოს, რომელიც ხელებს ნაზად დააფარფატებდა, მინიშნებებით როგორ მშვიდად გრძნობდა თავს
- და ცოლობა გთხოვა?
- უნდა ეთხოვა მაგრამ, დავასწარი უარი
- ღმერთო ჩემო საწყალი ბიჭი,
- მერწმუნე არ არის საწყალი, მართალია ჩემთან აღარ არის მაგრამ არც მარტოა, მენდე, უკვე ყველანაირად დარწმუნებული ვარ ამაში,
თამამად ამოილაპარაკა და ნაზიც თანდათან ოცდებოდა მისი ტონით
- რას ქვია?
- იმას, რომ თედორე თავიდანვე მაფრთხილებდა, გუშინ იმ რობოტმაც კი მითხრა, რომ არ მირჩევდა,
- რობოტი?
გაკვირვებისგან იმეორებდა სიტყვებს, რომელიც ვერ გაეგო და ცდილობდა მოესმინა მაშოსთვის ჩუმად რომ ყველაფერი თავად ეთქვა,
- ის რობოტი ახლახანს რომ ჩამოვიდა იტალიიდან,
- რატი?
- ის რატი არ არის, რატი სრულიად სხვანაირი იყო, სრულიად სხვა იყო....
- ფაქტია ენდობი,
- რა შუაშიააა? უბრალოდ ვიცი რომ მართალი თქვა,
სახე ეცვლებოდა ქალს მას შემდეგ რაც მაშო საუბარში კონკრეტულ პიროვნებაზე იბნეოდა, თითქოს უნდოდა მისი სისწორეც გამოეჩინა, თუმცა თავად არ აღიარებდა,
- გაჩერდიიი,
მუხლზე მიარტყა ფეხი ნაზიმ სიცილით
- უბრალოდდ იმას არ მეტყოდა რაშიც დარწმუნებული არ იყო, შეიძლება ის რატი აღარ არის მაგრამ ეს მაინც ასეა და კიდევ მარტო მაგაზე რო ლაპარაკობ თეოდორემ მითხრა ჯერ
უცებ წამოენთო და სწრაფად წამოხტა დივნიდან
- ეე შენ ლაპარაკობ მაგ ბიჭზე მე არც კი მიხსენებია,
კოპებ შეკრული წამოდგა ნაზიც,
- შენი ბრალია თორე მე არც გამახსენდებოდა,
- ვინ დაგაძალააა მაინცდამაინც ეგ გეხსენებინა,
უმიზეზოდ დაიწყეს კამათი, ნაზი ყვებოდა მაშოს, რადგან არ არქმევდა ამას უბრალოდ გახსენებულს, თითქოს რაღაც გატაცებასთან აკავშირებდა, მაგრამ ჯერ არ აპირებდა მაშოსთან ამაზე საუბარს
- ოო ბებია,
- ოო მაშოოო....
და დუმილი, წამით უხმოდ შეაჩერდნენ ერთმანეთს
- წადი დაიძინე,
თავით ანიშნა, თითქოს მოშორების მიზნით უთხრა, ისე არ შეპარვია ღიმილი,
- შენც დაიძინე,
მსგავსად წამოიძახა მაშომაც
- მივდივარ,
უცებ შეტრიალდა ნაზი
- წადი, მიყვარხარ,
დაბალხმაზე დააყოლა მის გასაგონად და ნაზისგანაც წამოვიდა მსგავსი პასუხი, ოთახში რომ შევიდა უნებურად დაფიქრდა მაშო, ადგილზე გაშეშებულიყო ცოტახანს და მალევე მოიშორა ყველანაირი ფიქრი, საწოლში დაწვა გრილოდა ამიტომ პლედიც ნახევრად მიიფარა ტელეფონი გადადო და კომფოტულად დაწვა, ყველანაირად ეცადა, მოეშორებინა ყველანაირი ფიქრი, ეცადა რომ არაფერზე არ ეფიქრა, თვალები დახუჭა, მართალია ფიქრების გარეშე დაძინება ვერ შეძლო, თუმცა მხოლოდ სასიამოვნო ფიქრებში ნებივრობდა......
- ბებიააა მივდივარ,
ხმამაღლა იყვირა ჩვეულად მაშომ თმა გაეშალა და ტალღოვანი თმაც ლამაზად გადაფენოდს მხრებზე, წინა მხარეც ლამაზად დაეყენებინა მდგრადი თმა და იდეალურად გამოიყურებოდა, კარგად გამოძინებულსაც დამშვიდებული სახე ჰქონდა, ტუჩისფერი გლოსი გადაესვა ტუჩებზე გრძელი წამწამები აეპრიხა და საკმარისი იყო იმისთვის რომ თვალები ზედ დაგრჩენოდა,
- მაშოოო, ცუდი ამინდიააა საწვიმარი სკამზე დაგიკიდე მოიცვიი და ისე წადი,
ხმაზე ადგილზე გაჩერდა მაშო სწრაფად გახედა გრძელ ყვითელ მოსაცმელს, თუმცა ხელი ჩაიქნია
- აუუ არ მინდაა მოვასწრებ მისვლას, მიყვარხარრ.
არც დაელოდა ნაზის, მხოლოდ კიდევ ერთხელ გაიმეორა რომ მიდიოდა და კარები გაიკეტა....
....
ცას სქელი ჯანღი გადაკვროდა, ძლიერი ქარი უბერავდა თითქოს განიშნებდა, მოსალოდნელ საფრთხეს, ისე ჩამობნელებულიყო, გამთენიის ხანი გეგონებოდა, ქარი აფრიალებდა ყველაფერს ცაში.
მალე მივიდოდა მაშოც სამსახურში მას შემდეგ რაც ავტობუსიდან ჩამოვიდა, თუმცა ქარს უკვე გადმოექროლებინა წვიმა. აჩქარებული ნაბიჯებით წავიდა შენობისკენ და ხვდებოდა, ამინდის გაუარესებას, რომელიც წამშიც კი შესამჩნევლად იცვლიდა ხასიათს,
შენობაში შევარდა უცებ და დასველებული ჟაკეტი გაიხადა, ღრმად სუნთქვით გახედა ცას და უკმაყოფილოდ გააქნია თავი, სახე გახსნილი შევიდა კომპანიაში, თავადაც ვერ ხვდებოდა რატომ იყო მსგავს კარგ ხასიათზე, თუმცა ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ ეს ხასიათი შეეცვლებოდა,
- გოგოოო გუშინ სად ამოყავი თავიი?
დანახვისთანავე სწრაფი ნაბიჯებით მივარდა ლია მაშოს შორიდანვე აათვალიერა უეცრად და კრეჭვით დაელოდა პასუხს, მაშინვე მოექუფრა სახე მაშოს, უნებურად გაწია ლია და ადგილისკენ წავიდა
- აი ვგიჟდები შენ ყურადღებიანობაზე,
დააყოლა და ირონია ვერ შეიკავა, ალმაცერად გადახედა უცებ ისე ჩამოჯდა საკუთარ სკამზე,
შორს დანახული მოიკითხა ნაცნობი ქალი, რომელიც ყველაზე დიდ ყურადღებას იჩენდა მაშოს მიმართ და გულწრფელ ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან,
- ღმერთოო ბევრი საქმე დამიგროვდა მგონი ხო,
ამოიწუწუნა და ჯერ ისევ მის მაგიდაზე დადებული გასარეცხი ყავის ჭიქები მოამზადა, რომ წაეღო ნაგავი კი უკვე გადაყრილი დახვდა, დიასახლისის მიერ მილაგებულ მაგიდასთან ერთად,
- არა დამშვიდდი,
ახალი ხმა რომ ჩაერთო საუბარში ღიმილით ახედა მაშომ წინ მდგომს და კიდევ მეტად გაუფართოვდა ბაგეები
- პრივეტ ბარბარეეეე,
ნაზი კრიალა ხმით მიესალმა და საკუთარ სინაზეზე თავადვე გაეცინა ისე წამოდგა,
- როგორ ხარ?
თავდაპირველადვე მოიკითხა მანამ სანამ საუბარს გააგრძელებდა მაშოს საქმეზე და მაშოს გონებამაც სწრაფად აამაღლა მისი საქციელი,
- დღეს მშვენივრად ვარ მადლობა,
- ძალიან კარგიი, საქმე რომელიც არ უნდა გქონოდა და გქონდა, ბატონმა რატიმ მათ ააღებინა წესით ვისაც ეკუთვნოდა,
საქმიანად გადაერთო საუბარზე და ლიას ბოღმიან მზერას აიგნორებდა,
- მოიცადე გუშინ კიდევ მოვიდა?
უნებურად წამოიძახა ხმამაღლა, თუმცა შეიფერა შეცდომა და ყურადღებაც არ მიუქცევია თავისი ხმამაღალი წამოძახებისთვის,
- ჰო როგორც ვიცი რაღაც მნიშვნელოვანი დარჩა, შემდეგ იკითხა შენზე და შენი საქმეებიც მაშინ გადაანაწილა, დირექტორსაც ისეთი რამე უთხრა კაცი გაშრა, შენი უჯრაც დაათვალიერა და როგორც ვიცი რაღაც წაიღო კიდეც,
- წაიღოო?
გაკვირვება ვერ დამალა და ეცადა საკუთარი თავი გაეკავებინა რომ ახლავე არ მივარდნოდა თავის უჯრას დასათვალიერებლად,
- მოვიდააა,
დაბალხმაზე კივილთან ერთად დაიწყო ლიამ ხტუნაობა და მაშომაც უეცრად გახედა შემოსასვლელს, გასველებულ თმას გაუსვა რატიმ თითები მცირედ გააქნია თავი და თმაც ჩვეული მიმართულებით დაცვივდა ადგილზე, ჩვეულად სპორტულად ჩაეცვა, რომელიც საოცრად უხდებოდა მის აღნაგობას და გარუჯულ მკლავებზეც შესამჩნევად დაბერვოდა ვენები,
- ძაღლი ახსენეო....
დაუსრულებლად ამოილაპარაკა მაშომ, თუმცა სანახაობით სრულიად კმაყოფილი იყო,
- გოგოო,
სიცილით მიარტყა ბარბარემ ხელი და სიცილითვე გახედა მაშომ,
- რა ვქნა მასეაა
გაიკრიჭა და აციმციმებულ ლიას შეხედა,
- ლია ჩამოგვშორდი ამჟამად საერთოდ არ უხდები ამ მომენტს,
- შენი სიტყვები ხო გახსოვს,
თითის დაქნევით კითხა მაშოს, გაახსენა სიტყვები როცა უთხრა, რომ უფროსთან არანაირი შანსი ჰქონდა და მაშოსაც ხელთავიდან აუტყდა სიცილი, ბარბარეს გაახსენა მასაც რომ გაეგო და ღიმილით შეხედა მონდომებულ ლიას,
- მერე?
- აწი დამაკვირდი,
თმა აიქნია და მართლა ჩამოშორდა გოგონებს,
- ეს გოგო ვერ არი დალაგებული,
ხმამაღლა ამოილაპარაკა ისე გააყოლა თვალი გაკვირვებულმა ბარბარემ, თუმცა ლიას ქცევა მაშოსთვის არც პირველი იყო და არც უკანასკნელი,
- შენ ის მითხარი სად იყავი აქამდე,
საქმიანად ჩამოჯდა მაშო სწრაფად გამოაცურა მრგვალი სკამი ბარბარესთვის,
- ამ რაზე?
დაბნეული ჩამოჯდა მაშოს წინ
- უზომოდ მომწონხარ მიუხედავად იმისა რო არ გიცნობ,
გულწრფელად ამოილაპარა და მასთან ერთად გამოხსნა მაგიდის პატა კარადა, ნივთები ადგილზე ეწყო, ისეთი არც არაფერი ედო, საყვარელი ჭიქა, თეოდორესთვის შეკერილი შარვალი და ახალ-ახალი გამოგონებული სტილის ნახატები, ორი ჯერ კიდევ დასასრულებელი იყო, ხუთი დიდი ფურცელი უნდა ყოფილიყო სადაც დეტალურად ზომავდა მაშო, ყოველ ფერსა თუ ჩასწორებებს გვერდზე ჩამოუწერდა ხოლმე გასაგებად არა მხოლოდ ეხატა წარწერების დახმარებით ნახატის გარეშეც კი ზუსტად მსგავსი კაბა შეიქმნებოდა რაც უნდა გამოსულიყო,
- სამაგიეროდ მე გიცნობ და ბევრიმ რამესაც ვსწავლობ შენგან, რომ არ დაგიმალო,
- უზომოდ დიდი პატივია
გაეკრიჭა და ფურცლები გადმოიღო სწრაფად დაათვალიერა ნახატები, თუმცა ერთი ნახატი აკლდა, უცებ დაიწყო გულმა სწრაფად მუშაობა თითქოს ოქროულობა დაკარგა,
- აკლია,
დაბალხმაზე ამოიგმინა და ბარბარემაც სწრაფად შეიხედა კარადაში,
- რამდენი აკლია?
იმსახე დაუსერიოზულდა მასაც, ინტერესით კითხა,
- ერთი აკლია მხოლოდ, მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ მან აიღო?
- დარწმუნებული არ ვარ მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ რომ აქედან ვერავინ მოიპარავდა, ზედმეტად ბევრი კამერა და ბევრი ჭორიკანა მკერავია, მეც არ დამინახავს შენს მაგიდასთან არავინ,
გულწრფელად უთხრა და ისე მოავლო თვალი თანამშრომლებს,
- იმედია არ გაანადგურებს,
დაბალხმაზე საკუთარ თავს უთხრა უფრო და უნებურად ახედა დირექტორის აივანს, სადაც იმ წამს გადმოეხედა დირექტორს წამით მოავლო თვალი ყველას და ჩვეულად დაიწყო ყვირილი
- მაშოოოო,
- ღმერთო ნეტავ რა უნდა,
სახე დაემანჭა ისე შეხედა ბარბარეს, რომელმაც უნებურად აიჩეჩა მხრები
- გელოდები მაშო,
ხმამაღლა დაიყვირა კიდევ და სწრაფად მოშორდა მოაჯირს
- გამძლეობა მისურვეე,
- მე ამას სულ გისურვებბ,
მხარზე მიარტყა ხელი წარმატებებისთვის და წინ წასულს გააყოლა გვერდში მდგომი მზერა....
მანამ ლიფტი მაღლა ავიდოდა ათას რამეზე იფიქრა მაშომ, დაძაბული მიუახლოვდა კარებს მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და შიგნით გაბედულად შევიდა
- გამარჯობა
ხმადაბლა დააყოლა და წამით მოავლო თვალი დირექტორის სავარძელში მყოფ რატის,
- მოდი მაშო მოდი, დღეს უკეთ ხარ ძალიან კარგი, შენთან შემოვიდა ძალზედ მნიშვნელოვანი შეკვეთა, მხოლოდ შენზე ამიტომ გაჩვენებ, როგორი სტილის შეკერვა მოგიწევს, ზომები ისედაც გვაქვს უკვე,
ჯერ არ შესულს მაშინვე მიაყარა საქმე და ხმის ამოღების საშუალებასაც არ აძლევდა თითქოს სადმე ეჩქარებოდა,
უხმოდ დააკვირდა მაშოც სანამ ეკრანზე შეკვეთას აჩვენებდნენ, შავი შარვალი სტრეიჯის ნაჭრით, თუმცა ხარისხიანი ნაჭერი უნდა ყოფილიყო ცხადია,
ზედმეტად ეადვილა მაშოს ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა, თუმცა არაფერი უთქვამს,
- ხვალ დილას მზად გქონდეს,
- და ვისი შეკვეთაა?
უნებურად დასვა კითხვა და მაშინ დადუმდა დირექტორიც დაძაბულმა გადახედა მშვიდ რატის, რომელიც ინტერესით აკვირდებოდა ორივეს და მშვიდად უსმენდა მათ,
- რატომ გაჩუმდით არ მაქვს უფლება ვიცოდე?
გაკვირვებისგან ჩაეცინა მაშოს და რატიმაც ანიშნა დირექტორს რომ ეთქვა, მასაც გაუკვირდა დირექტორის დადუმება უეცრად,
- ბატონი დემნას შეკვეთაა,
იმდენად ჩუმად ამოილაპარაკა ძლივს გაიგო მაშომ სახელი და სწრაფადვე გაეცინა ნერვოზულად,
- არა, მაშინ ვისაც უნდა იმან აიღოს მე ამ შეკვეთას არ ავიღებ,
დარწმუნებით თქვა და სიმკაცრეც გარია ხმაში,
- მაშო რა გემართება?
- არ ვაპირებ იმ ადამიანის შეკვეთა ავიღო რომელიც ყველაფერზე უკმაყოფილოა, რომელიც ჩვენს თანამშრომლებს ლანძღავს, ყველაფერს თავზე გვაყრის, იწუნებს ყველაფერს და შემდეგ ნაგავში გვტოვებს, ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს, რომ კიდევ აქ მოდის,
მგონი გასარკვევად აგიხსენით,
მკაცრად დაიწყო მაშომ ლაპარაკი და დირექტორმაც ამოტირებით გადახედა სავარძელში მშვიდად მყოფს
- ბატონო რატიი,
ამოიტირა თავის გადაქნევით გადახედა და მაშომაც მასზე გადაიტანა მზერა, მშვიდად რომ წამოდგა უნებურად აუჩქარდა გული და ეცადა არ შეემჩნია აღელვება,
- როცა შეკვეთა შემოდის ვალდებული ხარ შემკვეთს ზუსტად ისე ჩააბარო როგორც გეტყვის,
- და მე არ ვიღებ ამ შეკვეთას,
- და რატომ ფიქრობ რომ შენზეა დამოკიდებული?
სწრაფადვე გასცა პასუხი ნაბიჯით წინ წავიდა მაშოსკენ და მაშომაც ნერვიულობის ფონზე დაიწყო ღრმად სუნთქვა, პასუხი ვეღარ იპოვა უცებ და საკუთარ თავსვე გაუბრაზდა, ვერ ხვდებოდა აღელვების გამო ხდებოდა მასთან წაგებული სუტყვებში, თუ უბრალოდ რატი იყო მასზე ჯიუტი,
- ასეც რომ იყოს, უბრალოდ უარს ვამბობ მის აღებაზე,
- მაშო ხომ იცი, რომ შენსას არ დაიწუნებს?
ისევ ჩაერთო დირექტორი უცოდველი ხმით
- არ მაინტერესებს, მაგას მირჩევნია პარკინგზე ვიდგე და ბარათები ვატარო!!
ტონს აუწია მაშომ ისე შეხედა დირექტორს
- ახლავე წახვალ?!
ხმა გაამკაცრა რატიმაც ისე ანიშნა ხელით გასასვლელისკენ და მაშოც წამით გაჩუმდა,
- კიბატონო!
დაბალხმაზე ამოთქვა და ადგილს მოშორდა, დიდი ნაბიჯებით გამოვიდა ოთახიდან ხმადაბლა ლანძღავდა უფროსს, მომავალ სელენას უხეშად გაკრა მხარი მის პროტესტს ყურადღება არ მიაქცია ისე შევარდა ლიფტში, კოპებ შეკრული გავიდა გასასვლელში და ადგილზევე გაიყინა, თავსხმა იყო, იმდენად ძლიერად წვიმდა არაფერი ჩანდა ნორმალურად,
- ჯანდაბა მაშო!
ამოიგმინა და წამით იფიქრა, რომ გადაეფიქრებინა კიდეც, უკან შებრუნდა ისე ახედა აივანს, თუმცა ისევ მოაწვა სიჯიუტე და გასასვლელში დაბრუნდა,
- ჯანდაბაშიც წასულხარ პირველო!
რატის საპატივცემულო სიტყვები იყვირა უკვე გასულმა და მაშინვე მთელ სხეულში იგრძნო სიცივე, გასული არ იყო თითქმის მთელი სხეულით გასველებულიყო, თუმცა მთლიანად დასველებაც არ დაგვიანებულა, მუშტებ შეკრული წავიდა მოშორებით დაბალ პარკინგზე და ბარათი თავადვე აიღო, ბარათის დამნახველს მიეყრდნო და ყოველი ბარათის გამოყენებაზე, რომ მანქანების შესაჩერებელი ბარიერი აწეულიყო, გულიანად ლანძღავდა რატის, მანქანის ხმაც არ ისმოდა, მთელი სხეული დამპალი ჰქონდა, თუმცა სხეულზე დატყობილ ბიუსჰალტერს გრძელი თმა მალავდა, ძლივს ახელდა თვალებს და მძიმე წვეთებისგანაც ძლივს იდგა ფეხზე, მაინც ჯიუტად არ შორდებოდა ადგილს, მოულოდნელად გაიჭედა ბარიერი მაღლა აწეული დარჩა, თუმცა მაშოს საერთოდ არ შეუმჩნევია ეს, მეორე მხარეს გადასული ცვლიდა ბარათს და ისევ იმის ფიქრით რომ არავინ გამოვიდოდა გაუხედავად შეკრული მუშტებით დაიწყო გადასვლა მეორე მხარეს მაშინ, როცა მძღოლი სარგებლობდა უფასო გასვლით, მანქანის ხმაც საერთოდ არ ისმოდა მძღოლისთვისაც მოულოდნელი იყო ეს ყოველივე, რამდენიმე წამიც და მანქანის კაპოტზე აღმოჩნდებოდა მაშო, უცებ სრულად მოსწყდა მისი ფეხები ასფალტს ძლიერი ხელები წელზე და რამდენიმე სწრაფი ბრუნი, გვიან დაასიგნალა მძღოლმაც და უკვე ნერვიულობით დაატორმუზა ადგილზე პატარაზე გააღო კარები და უსაფრთხოდ რომ იხილა სწრაფად დაკეტა კარები წვიმისგან შეწუხებულმა, აღარც გაჩერებულა, მაშო კი შეშინებული ეკრობოდა ჯერ ისევ ძლიერ სხეულს, ფრთხილად მოშორდა ისე ახედა მოჭუტული თვალებით კოპებ შეკრულს, იმაზე ცივი მზერით იყურებოდა ვიდრე მაშოს ნანახი ჰქონდა,
- ნორმალური ხარ?!
მხრებში ჩავლებული ხელით ოდნვ შეანჯღრია სიფრიფანა სხეული და წვიმის გამაყრუებელ ხმაშიც დაბალ ხმაზე გაისმა მისი ბრაზ მოწოლილი ყვირილი,
- რომ დაგტაკებოდა?!
უხეშად უყვირა ისევ და მაშოც დაიბნა ვერ ხვდებოდა რის გამო უყვიროდა , ვერ იაზრებდა რაზე აძლევდა შენიშვნას,
- რაც მითხარი იმას ვასრულებ,
უხეშად ჩამოშორდა მაშოც და ბრაზიან თვალებს ბრაზიანად შეხედა ხან ერთ ხან მეორე თვალში,
- შენობაში დაბრუნდი!
გამაფრთხილებლად ამოილაპარაკა ისე დახუჭა მძიმედ თვალები და შენობისკენ გაიშვირა თითი,
- არ ვაპირებ დავ......
- შენობაში დაბრუნდი-მეთქი!
სწრაფად უღრიალა ისე გააწყვეტინა სიტყვა და მაშოც გულ აჩქარებული, შეშინებული და მუშტებ შეკრული მოწყდა ადგილს, კბილებს ერთმანეთზე აჭერდა რატიც ისე გაყვა მას და პარკინგიდან გადასასვლელ გზაზე ჩამოვარდნილ რკინას გამოსდო საყვარელი შარვალი, ისიც საკმარისად შემოეფლითა ფეხზე და ბრაზისგან გამოწვეული უნებური სიტყვებით შეიკურთხა ღრიალით
- დედაშევე*ი
საკუთარ სიტყვებზე მაშოს გახედა და შემდეგ მოწოლილი სიტყვები, მხოლოდ თავის გასაგონად ამოაყოლა გვარიანი გინება, დაძაბულმა გახედა მაშომაც და კიდევ მეტად დაიძაბა, სანახაობაზე, აღარც ეგონა, რომ გადარჩებოდა შენობაში შესული, შეშინებული შევიდა შესასვლელში და წამით ადგილზევე გაჩერდა, რომ ცოტა მაინც გაწურულიყო, მალევე შემოყვა რატიც, ახლა იგრძნო სიცივე მაშომ მთელ სხეულთან ერთად აუცახცახდა ყბები და რატისაც ვერ უსწორებდა თვალს დამნაშავედ დაეწია თავი, თუმცა რატის რომ რამე ეთქვა მისთვის პასუხს მაინც უხეშად გასცემდა,
თმების გაწურვა დაიწყო და სითბოში შემოსულს, შეცვლილი ტემპერატურის გამო დააცემინა,
- ჯანდაბა!
უხეშად ამოგმინა რატიმ და მაშოც ადგილზე გაიყინა,
- დროულად გამოიცვალე! რაც გინდა ის ქენი, სველი ტანსაცმელი მოიშორე!
კბილებში, რომ გამოუცრა თავად შევიდა დარბაზში პირველი და მაშოც, რომ შეყვა მთელიდ დარბაზის ყურადღება მათ მიიქციეს,
- მაშოოო! გაცივდები გასახდელში შედი დროულადდ!
ახლოს მისულმა მაშინვე უბიძგა ბარბარემ გასახსელისკენ და მორიდებით გახედა რატის,
- მხოლოდ ერთი გასახდელი გვაქვს თქვენც იქ უნდა მიხვიდეთ,
გამაფრთხილებლად ამოილაპარაკა და ეცადა თვალი აერიდებინა რატის გაყინული მზერისთვის, დიდი ნაბიჯებით ჩაუარა და გასახდელის პატარა ოთხში შემავალმა გარეთვე გადაიძრო სველი მაიკა, ბევრის ყურადღებაც თან გაიყოლა და მაშოს შეყვა, ორი გამოყოფილი ნაწილი იყო, ხის კარებით და ხის მასალითვე იყო გამოყოფილი გასახდელი, წვივებს მაღლა ფარავდა სხეულს, ოთახში მაშოსთვის მოსარგები ტანსაცმელი იყო მაშინვე დაავლო ხელი უკან არც გაუხედავს ისე შევარდა გამოსაცვლელად, დაძაბული უსმენდა რატის ტანსაცმლის შრიალს და მანამ კარებს გააღებდა მანამდე გაუქვავა გული რატის უხეშმა სიტყვებმა,
- რა ჯანდაბა ჩავიცვა?!
ყველანაირად ეცადა ცენზურა დაეცვა, თუმცა ყველაზე მეტად ურთულდებოდა ამ მომენტში ეს ყოველივე, ვარდისფერი წელში გამოყვანილი, გრძელი სარაფანით გამოვიდა მაშო, რომელსაც საშუალოზე ღრმა დეკოლტე ჰქონდა თმიდან ჩამოიხსნა პირსახოცი და მაშინ გაიღო რატის კარებიც, დენდარტყმულივით გახედა მაშომ წელს ქვემოთ პირსახოცი შემოეხვია რატის, თუმცა მაშოს დანახვისთანავე მშვიდად მოჰყვა მის თვალიერებას,
- მეტყვი რა ჩავიცვა?!
ხმა სასიამოვნოდ დამშვიდებოდა, თუმცა სიმკაცრე და სიუხეშე სრულიად სხვანაირს ხდიდა მის ტონს,
- აქ მგონი არაფერია,
მძიმედ გადაყლაპა მაშომ ნერწყვი და რატის მშვიდ ნაბიჯებზე ეცადა არ განძრეულიყო,
- მართალია და მეც მაგას გეკითხები!
სულ უფრო რომ შეამცირა მანძილი მაშინ დაიწყო უკან-უკან სვლა მაშომ და დიდი დრო არც დაჭირვებია, სწრაფად აეკრო გრილ კედელს,
- რა ჩავიცვა?!
მკაცრად დაასრულა სიტყვები და მაშოს თავის გვერდით მიაჭირა კედელს ხელი,
დაძაბული უყურებდა მაშო, იმდენად იბნეოდა, და კიდევ მეტად აბნევდა რატის სხეული მაშინ, როცა ვერ გაეგო თვალებში უნდა ეყურებინა, თუ ზედმეტად მომხიბვლელი ნავარჯიშები სხეულისთვის, თუმცა იმდენად მიუახლოვდა რატი, საშუალებას არ აძლევდა სხვაგან გაეხედათ მის თვალებს,
- რამეს მოვძებნი, ორი წუთი მაცადეთ,
ხმადაბლა ამოილაპარაკა და რატის დამშვიდებული მზერაც მეტად აბნევდა მას მერე რაც, რატი მზერას ხან ქალის ბაგეებზე ხან კისერზე დაატარებდა გრძნობდა როგორ უხერხულად იყო მაშო და თავადაც ცდილობდა მისი დეკოლტესთვის არ დაეხედა, რომელსაც ისედაც ხელით ისწორებდა წამდაუწუმ ,
- ზედმეტად ჯიუტი რომ არ ყოფილიყავი მსგავსი თავგადასავლებიც არ გადაგხდებოდა,
- შეგეძლოთ უბრალოდ დამთანხმებოდით,
- შემეძლო!
უნებურად დახედა მაშოს კისერს და იმდენად დამშვიდებულიყო, ვერავინ გაიაზრებდა იმას, რომ ცოტახნის წინ ცეცხლს აფრქვევდა, პატარა ოთახიც სრულად მოეცვა დაძაბულობას, რომელიც მხოლოდ მაშოს გრძნობით გაჟღენთილიყო, თუმცა რატის ცვალებადობა სრულიად ცვლიდა გარემოს

- მაშო შენთან.....
სრულად გაწყვიტა სიტყვები ლიამ და წყვილს გაუშტერა თვალი, როგორ ეკრობოდა მაშო კედელს რატის მოექცია მის და კედელს შორის ქალი და იმდენად ახლოს იყო მასთან თითქოს წამის მეასედში დააცხრებოდა მის ბაგეებს, თვალები მძიმედ დახუჭა მაშომ, მოსალოდნელი გაჭორვის წარმოდგენაზე ერთიანად არასასიამოვნოდ გაცრა, უნებურად შეკრა მუშტები, რატიც მშვენივრად მიხვდა მაშოს ცვლას და უხეშად დაარტყა კედელს ხელი, ისე მოშორდა მაშოს,
- სანამ მშვიდად ვარ!
გამაფრთხილებლად ამოილაპარაკა მკაცრად და გაყინულს უკვე შორიდან შეხედა, თვალებით ჩასაცმელზე ანიშნა და მაშოც უეცრად მოსწყდა ადგილს, ლიას დაავლო ხელი თითქოს სახიფათო ადგილს მოაშორა და გარეთ გასულმა მეტად გაამძაფრა სიტუაცია,
- ღმერთო აგვაწიოკებს! ყველას გაგვყრის, რამე მაპოვნინე გევედრები,
დაბალხმაზე ეჩურჩულებოდა ლიას და აღარც დალოდებია საწყობში შევარდა უეცრად, თითქოს ნაჭრებში ცდილობდა რამის მოძებნას ნერვოზულად ყრიდა ყველაფერს და რომ ვერაფერს პოულობდა შიში უნებურად იპყრობდა, სახეზე მოისვა ხელები ისე მოათვალიერა ირგვლივ ყველაფერი, დამშვიდებისკენ მოუწოდა თავს, რომ გახსენებოდა სად შეიძლებოდა რსმე დროებითი ჩასაცმელი ეპოვნა, საწყობიდან გამოვიდა თუ არა სწრაფად აიფარა სახეზე ხელები, თუმცა გაბრწყინებულ თვალებს ვერ ამშვიდებდა
- ღმერთო მადლობაა
უბედნიერესი იყო, მას შემდეგ რაც გაახსენდა საკუთარი შეკერილი შარვალი, სწრაფად ეცა საკუთარ კარადას და სწრაფადვე გამოაცურა სპორტული შარვალი, სირბილით წავიდა გასახდელისკენ და გაკვირვებული თვალები გაიყოლა თან ლამაზად მიაფრიალებდა გრძელ სარაფანს და შესვლისთანავე მორიდებით შეიხედა გასახდელში, რკნისი სახელურებს დაყრდნობოდა რატი და ჩაფიქრებულიყო, მშვიდად შეხედა მაშოს და შემდეგ დახედა მის ხელში არსებულ შარვალს,
- ეს?...
დაძაბულმა გაუწოდა შარვალი და მანაც უხეშად, რომ ჩამოართვა სწრაფადვე მიუხურა კარები, მკლავები დაეხორკლა მაშოს მის სიუხეშეზე ქვედა ტუჩი გამოაცურა კბილებში დაძაბულმა და უსიტყვოდ დაელოდა რატის, წასვლასაც ვერ ბედავდა, რამე რომ ეთქვა და პასუხი არ გაეცა მაშოს ფიქრებში სულ ააფეთქებდა მთელ კომპანიას, სწრაფადვე გაიღო არ ჩაკეტილი ოდნავ ღია კარები და მაშომაც უხმოდ გახედა ჯერ ისევ წელს ზემოთ შიშველს, შარვლის თასმებს , რომ იკრავდა, უხმოდ შეტრიალდა კარადაში ქალის სექციაში დანახულ მუქ ლურჯ მაისურს დაუწყო ძებნა, რომელიც მამაკაცის იყო და სწრაფად ნაპოვნი გადმოაცურა ფრთხილად, უსიტყვოდ გაუწოდა ისევ, მთელი ეს დრო მშვიდად აკვირდებოდა, რატიც ჩვეულად მოექცია სიგარეტის ღერი ტუჩებს შორის და ყველანაირად დაატარებდა მაშოს სხეულზე თვალებს, მთელი სხეულით იწვოდა მაშო მანამ არ მოუტრიალდა, გაწოდებული მოკლესახელოიანი მაისური ჩამოართვა და მშვენივრად დააიგნორა ახლად შემოვარდნილი ლია, მაშოს არ აშორებდა თვალს ისე გადაიცვა მაისური, მისი სველი შარვალი, რომელიც ძლიერად გაეწურა მანამდე, მაშოს მიუგდო ხელებში და მისკენ რომ დაიძრა უნებურად დაიჩოჩა მაშო უკან,
- მოდ......
დაწყებული არ ჰქონდა აღელვებული ჩაერთო მაშო საუბარში,
- მსგავსი ნაჭერი გვაქვს, ცოტა დრო მომეცი დავშლი და ხელთავიდან შევკერავ,
უნებურად ჩაეღიმა რატის, მისკენ ადგილის შემცირება შეწყვიტა ისე დააკვირდა უხმოდ, ალბათ სხვა დროს სხვა ურთიერთობით რომ შეხვედროდნენ ერთმანეთს, არც დაფიქრდებოდს ისე დააცხრებოდა მის კისერს, უნებურად გადაატარებდა ხოლმე თვალებს მის კისერზე და ამავდროულად ცდილობდა კიდეც ზედმეტად ცუდად არ მოპყრობოდა,
- მშვენიერი, იცი სადაც უნდა მომაწოდო,
მკვეხად გასცა შებრუნებულმა პასუხი და კარებისკენ წასულმა შორიდანვე აათვალიერა ლია, აციმებულ თვალებს, რომ ვერ ცვლიდა, კბილებს შორის მოექცია ქვედა ტუჩი ღიმილს ძლივს აკავებდა მას შემდეგ რაც რატის ათვალიერება დაიმსახურა,
- უცნაური საჩუქრები გიყვარს?
კარებზე აკრულს დაუსვა კითხვა ისე შეჩერდა მის წინ,
- გააჩნია ვისგან იქნება,
მაშინვე გასცა ღიმილით პასუხი და რატი, რომ მისკენ დაიხარა, ფრთების წამოზრდას გრძნობდა, საჩვენებელი თითით შეატრიალა ტუჩებშივე სიგარეტი და ქალის ტუჩებთან დახრილმა ანიშნა, რომ საჩუქარი უნდა გამოერთვა, ფრთხილად წაავლო მანაც ტუჩები და სუნთქვა შეკრული დააკვირდა რატის მოშორებას,
- მაშინ შენი იყოს,
მშვიდად ამოილაპარაკა და აუჩქარებლად დატოვა ოთახი, გაკვირვებული აშტერდებოდა მაშო მის საქციელს, ეგონა მის თავზე ჩაიდანი იდგა და წყალიც იმდენად ადუღებულიყო ,რომ ბოლო ხმაზე კიოდა
- მაშოოო აღარ შემიძლიააა
ხელი აააქნია ლიამ და თანდათან წავიდა იატაკისკენ,
- გეყოფაა!
უხეშად ამოილაპარაკა ისე ჩაუარა გვერდი სიხარულისგან აკივლებულს,
- მშვენიერი დღე მაქვს,
ამოიგმინა დაბალხმაზე და საკუთარი მაგიდისკენ წავიდა ისე დააკვირდა ლიფტში მყოფს, მოქუფრული სახით,
- რა მოხდა?
მშვიდად მიუახლოვდა ბარბარე და ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს მაშო უნდა აფეთქებულიყო,
- ნეტავ შემეძლოს მთელ დარბაზში ვიყვირო თუ როგორ მძულსსს, როგორი უნამუსოაა ბაბიი!
მხრებში ჩაავლო ხელი ისე შეარხია ბარბარე და მასთან ერთად შეირხა თვითონაც,
- ასეთი რა გააკეთა?
- ნუ მახსენებ უბრალოდდ, კრეტინია! წავიდეს იქ საიდანაც მოვიდაა!
- მაშოო,
- აააააა
იკივლა სიტყვის ბოლოს ნერვოზულად და ლია, რომ შეამჩნია ღრმად ამოხვნეშა,
- მომაშორეე! გეფიცები შემომაკვდება, რამე რო მითხრას,
თავიდანვე გააფრთხილა გაკვირვებული ბარბარე და მაგიდისკენ წავიდა, ბარბარეც მაქსიმალურად ეცადა ჩამოეშორებინა ლია მისთვის და თავად უსმენდა გადახდენილ ამბავს, უსმენდა როგორი სიმპათიურია როგორი სხეული აქვს, როგორი ქარიზმატულია და კიდევ მრავალ საოცარ თვისებებს, რა თქმა უნდა ფულთან ერთად, მაშოსაც ყურსასმენები გაეკეთებინა ისე შლიდა რატის შარვალს და სურვილი, რომ მთლიანად აეკუწა ის შარვალი არ შორდებოდა, დიდი დრო არ დასჭირვებია ზუსტი თარგით მალევე გამოჭრა და მისი აწყობა კი ყველაზე მარტივი იყო, კერვის დროსვე დაადგა მაშოს უცნობი, თუმცა ერთ-ერთი მკერავი ხელში ფურცლით,
- მაშოო, შენთან გამომატანეს,
წამით მოსწყდა საქმეს, ინტერესით ახედა ფურცელს მაშომ და ეჭვისთვალით დააკვირდა გოგოს
- რა არის ეს?
- უბრალოდ ხელი მოაწეროსო,
- ახლა არ მცალია მერე წავიკითხავ წესიერად რაზე უნდა მოვაწერო ხელი
- თქვეს, რომ ძალიან ეჩქარება და დროულად სჭირდება,
მაშომაც იმ ფიქრში რომ საბუთები დირექტორის გამოგზავნილი იყო მობეზრებული სახით შეასრულა მოთხოვნა წამში აღარც შეუხედავს გოგონასთვის ისე განაგრძო კერვა....
.....
დასასვენებლად გამოსული კიბით ჩამოვიდა ვაჟა პირველ სართულზე და შესასვლელში ახლად შემოსული ჩვეულ ფორმაში მომღიმარ ანანოს რომ წააწყდა , მანამ მოასწრო მისი დაჭერა სანამ ოთახში შევიდოდა,
- რატო გამირბიხარ?
მოტრიალებულს დახედა ღიმილით და ქალმაც უხეშად აიქნია მკლავი, რომ ხელი მოეშორებინა ვაჟას მისთვის,
- საიდან მოიტანე,
- კარგი რა, ყველანაირად ცდილობ თავი ამარიდო,
ჩაცინებით გააქნია თავი ისე დახედა ხელთავიდან, წარბებშეხრილს,
- საერთოდ არ მაქვს შენი დრო და ამასთანავე არანაირი მიზეზი მაქვს იმის, რომ გაგეგცე,
მკვეხად მიახალა პასუხი, თუმცა ყოველ მის სიტყვაში და მის გამოხედვაში, იმდენად ძლიერი ენერგია მიზიდულობა და გამოწვევა იგრძნობოდა მეტად, ხიბლავდა ვაჟას, სიტყვის დასასრულსვე სწრაფად შეტრიალდა ანანო, ხელთავიდან ჩაავლო მკლავში ხელი,
- მოიცა მოიცა,
სწრაფად გააჩერა სიტყვითვე და თავად მოუბრუნდა ანანოც, შეუმჩნევლად იღიმოდა, ნაზად დახედავდა ხოლმე ბაგეებზე ვაჟას, ფრთხილად შეხედავდა შემდეგ თვალებში და მთელი სხეულის ბორგვას აკავებდა ვაჟაც სწორედ იმ მომენტში იმდენად იწვევდა და იმდენად მოსწონდა ანანოს მსგავსი ქცევა,
- წინაზე ზუკასთან ერთად, შენი ნამცხვარი, რომ მოიტანეს, მინდოდა ამეღნიშმა, რომ იმას არ გავდა რაც პირველ შეხვედრაზე მივირთვი, საკმაოდ შეცვლილი და დახვეწილი იყო,
კმაყოფილ ღიმილს ვერ აკავებდა ისე ესაუბრებოდა და თითქოს ცდიდა კიდეც ამ ყველაფერში,
- მიხარია თუ მოგეწონა, ქალბატონ ნონას ნამდვილად გასაოცარი ხელი აქვს, ყოველთვის გემრიელი გამოსდის,
კმაყოფილმა ამოილაპარაკა და ისე უცებ დაუსხლტა ხელიდან გაჩერება კი არა გააზრებაც ვერ მოასწრო ვაჟამ, ღიმილით გაუშტერა მზერა იმ შესასვლელს სადაც წამის წინ შევიდა ანანო და ღიმილით ჩააქნია თავი,
- სიმართლე! მომწონს!
კმაყოფილმა ამოილაპარაკა და აუჩქარებლად გავიდა შენობიდან,
.....
ფრთხილად დააკაკუნა კარებზე თითქოს, რამეს ატკენდა ისე შეაღო კაბინეტის კარი მაშომ, რომელიც აქამდე არასდროს შეუღია, სწრაფად წამოიწია რატიც მაშოს დანახვისთანავე და ანიშნა, რომ შესულიყო,
- მზად არის,
დაბალხმაზე ამოილაპარაკა სრულად შევიდა ოთახში,
- ასე სწრაფად?
გაკვირვებული წავიდა მისკენ და გაწოდებული შარვალი გამოართვა,
- შეგიძლია დაათვალიერო თუ რამე არ მოგეწონება შემიძლია ჩავასწორო,
- არ არი საჭირო....მადლობა,
ბოხი ბარიტონით დააყოლა და ჩამოფარებული ფარდების გასახდელისკენ წავიდა, მაშოც მშვიდად დაელოდა, რომ ენახა ტანზე როგორ ექნებოდა მის უფროსს, მისი ტელეფონი, რომ აზუზუნდა სწრაფად მოიჩხრიკა ჯიბეები იქვე უპასუხა დაბალხმაზე და პასუხსაც ინტერესით დაელოდა,
- ვერ მოვითმინე, მინდოდა მეთქვა, როგორი მშვენიერი ხარ მაშინ, როცა ხელს მიწყობ,
მამაკაცის ხმაზე მაშო დაიბნა, ვერ მიხვდა რას ეუბნებოდა უცნობი და ვერც ხმას ცნობდა, რომელსაც სპეციალური აპლიკაციებით მეტად დაებოხებინა ხმა და სრულიად ამოუცნობი ხმა ჰქონოდა,
- რომელი ხართ?
დაბალხმაზე იკითხა ისე გახედა ფარდებს, რატი რომ არ შეეწუხებინა და სუნთქვაც კი შეწყვიტა, რომ მისი ხმა უკეთ გაეგო, რადგან ეცნო ხმის პატრონი
- ცნობის მოყვარევ,
ვითომ გაეხუმრა უცნობი და ისე გათიშა არც კი დალოდებია მაშოს პასუხს,
- კი მაგრამ....
უცნაური მზერით დახედა ტელეფონს, ვერაფერი გაიგო, ვერაფერთან აკავშირებდა მამაკაცის სიტყვებს, დაბნეული მზერა მიაპყრო რატის, მას დააყოლებდა თვალებს, თუმცა ფიქრებით უცნობისკენ იყო
- მაშო!
უკვე ბრაზნარევი ხმით რომ დაუძახა რატიმ, სწრაფად გააქნია მაშომ თავი, თმაზე გადაისვა ხელები და შარვალს დახედა,
- მგონი კარგია, თუ შევუცვალო რამე?
სწრაფად წამოიძახა უცებ ახედა რატის გამოხედვას და ტუჩები დააჭირა ერთმანეთს,
- სად დაფრინავ?
- არსად
სწრაფადვე გასცა პასუხი და რატის ჩაცინებაზე ქვედა ტუჩზე უცებ იკბინა
- არსად?
- უბრალოდ, ვიღაცამ დამირეკა და გონება გამეფანტა,
ხელები ააყოლა საუბარს თავის გამართლებისთვის დაიწყო ბრძოლა,
- მესმოდა
პასუხზე უცებ დადუმდა მაშო, არც იცოდა რა პასუხი უნდა გაეცა მისთვის უნებურად აათვალიერა წინ მაგიდას მიყრდნობილი რატი,
- ალბათ შეყვარებული იყო ხომ,
- მეგონა სამსახური და პირადი ერთმანეთისგან უნდა გაგვერჩია მუშაობის დროს,
კმაყოფილი გაირხა მაშო ქვევიდან მაცდურად გახედა რატის ნიშნად, რომ მარტივად ჩაჭრა და კიდევ ერთხელ რომ ჩაეღიმა რატის გაკვირვებას ძლივს მალავდა, პირველად ხედავდა რატის ოდნავ ჩაღიმებას ირონიის გარეშე,
- თუ გეტყვი, რომ ეგ ადამიანი ჩვენი კომპანიის მტერია? მგონი პირადი სამსახურად იქცა,
- ის ისევ პირადად რჩება ბატონო რატი, ამასთანავე გეტყვით, რომ მალე უნდა გავთხოვდე და იდეალური იქნება, ერთი თვე უბრალოდ თუ გამათავისუფლებთ, მშვენიერი დროს ტარება იწყება,
უნებურად ჩაუკრა ბოლოს თვალი სწრაფად გამობრუნდა,
- თუ მეტ დასვენებას გადამიწყვეტთ თანახმა ვარ,
კარის სახელურს დაეყრდნო ისე მოუბრუნდა, სწრაფად უთხრა ისევ და პულს აჩქარებული გავიდა ოთახიდან, ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს მთელი სამყაროს ცოდვები მას ეწვა ზურგზე, შუბლზე მიირტყა ხელი, რატის გაყინული, შეცვლილი შუშის თვალები რომ ახსენდებოდა ბოლოს კიდევ მეტად კბენდა შეკრულ აფარებულ მუჭს,
- რა შუაშიი იყოო,
სინანულისგან ემანჭებოდა სახე, ხმაზე სწრაფად გახედა კარებს და იმის შიშით, რომ არ გამოსულიყო სწრაფად მოსწყდა ადგილს, გზადაგზა იხლიდა თავში ხელებს, ნერვოზულად მოექცია ქვედა ტუჩი კბილებს შორის და ნელ-ნელა ჭამდა საკუთარ თავს, ინსტიქტურად მოძრაობდა, ისე მივიდა საკუთარ ადგილამდე გაშტერებული ჰქონდა თვალი ხმაზე უცებ შეხტა და ლიას ახედა ,
- რა ხდება?
ინტერესით დაეყრდნო მაშოს მაგიდას და დაძაბულს დააკვირდა, რომელმაც ჯერ ისევ ქვედა ტუჩის ჭამით ახედა მოაჯირს
- ჯანდაბა,
უნებურად აღმოხდა რატის დანახვისას და ნერვოზულად ღრმად სუნთქვა დაიწყო, მკერდიც რიტმულად და მკვეთრად ადი ჩაუდიოდა ისე მოექცია საჩვენებელი თითი კბილებს შორის ნერვიულობისგან და როგორც რატი არც თავად აშორებდა თვალს,
- რა ხდება?
კითხვა გაუმეორა ლიამ და მაშოს მზერას გააყოლა თვალი, წამით უყურა რატის გაუღიმა კიდეც, თუმცა როცა მშვენივრად მიხვდა იმას, რომ რატის მზერა მისკენ არც კი გაპარვია მაშოს დახედა ისევ
- რატომ გიყურებს?
- ეს არ უნდა მეთქვა,
ისევდაისევ თავის ფიქრებში იყო ჯერ ისევ მაშო,
- არადა მაინც ღმერთმა დამიფაროს
სწრაფად შეკრა კოპები მაგიდაზე სამჯერ დააკაკუნა და სწრაფად შეუტრიალდა მაგიდას ისე, რომ რატის მზერა მოეშორებინა,
- რა გჭირს აღარ იტყვი?
- მუშაობას ვიწყებ და საქმეს მიხედე,
მკაცრად ახედა ლიას სრულიად შეცვლილმა, წამში გააქრო ღელვის ნიშნები და სერიოზულობას დაუბრუნდა,
- ოოოო
სახე დამანჭული მოშორდა მის მაგიდას ისე წავიდა თავის მაგიდისკენ და მაშოსაც ისევ წამით გაექცა რატისკენ მზერა, რომელიც იქ აღარ იყო......
- რა უსაქმურად ვარ ღმერთო ჩემოოო
მაგიდაზე ნახევრად გაწვა მაშო და უკვე აღარ შეეძლო თითქმის სრულიად უაზროდ იჯდა მთელი დღე მას შემდეგ რაც რატიმ განაცხადა, რომ ყველას თავისი საქმე უნდა ეკეთებინა, მაშოც იძულებული იყო მხოლოდ დიზაინები შეექმნა, მხოლოდ ორად ორი შემოსული დიზაინი გაანაახლა შეკვეთით მას შემდეგ კი უბრალოდ ცდილობდა დრო გაეყვანა, 10 წუთი უნდა დალოდებოდა მაშო კიდევ , თუმცა ბოლო წუთები გაიწელა ყველაზე მეტად 7 საათამდე,
მისი ტელეფონი რომ ამღერდა წამის მეასედში მიეტანა ყურთან, ბედნიერი ხმით დროს მარტივად გაიყვანდა საუაბრში და ისედაც მთელი დღის მონატრებულს ტკბილად გასცა პასუხი,
- ჩემოო სიყვარულოო,
გაწელა სიტყვები და საკუთარი სკამით გასრიალდა უკან, რატის მზერას, რომ წააწყდა
სრულიად ეცვალა სახე და სწრაფად სკამითვე მიჩოჩდა მაგიდისკენ,
- მშვენიერ ხასიათზე ხარ მომწონს
თავიდანვე აღნიშნა თეოდორემ და მანქანის საჭეზე ათამაშებდა კმაყოფილი თითებს,
- უბრალოდ იდეალურ დროს რეკავ ხოლმე,
შედარებით დაბალხმაზე ამოილაპარაკა თითქოს მორცხვად და რატიმ რომ კოპებ შეკრულმა ჩაიარა უხმოდ გამოუყო ჩუმად ენა,
- რა უცებ შეიცვალე
- არაფერიც, მეგონა მოჩვენება დავინახე მაგრამ შემშლია,
ისევ დაბალხმაზე თქვა და რატიმ რომ გახედა სწრაფად ახედა ჭერს ჟესტით ვითომ უსტვენდა,
- სულ რაღაც ხუთი წუთიც და სახლში წავალ ხომ მნახავ?
რატის დაიგნორებასთან ერთად განაგრძო მხიარულად საუბარი ვინაიდან დარბაზში არც ტელეფონი და არც საუბარი არ იკრძალებოდა გარკვეული დრო,
- თუ გეტყვი, რომ მეც შენთან ერთად ვითვლი წუთებს?
ღიმილი გაერია სიტყვებში და მაშოც უნებურად შეხტა ადგილზე
- მართლაა? ღმერთო როგორ მიყვაარხარ ამ წვიმაში სახლში წასვლა ფეხით ტანჯვა იქნებოდა, მალე გამოვალ სად ხარ?
- შენობის ეზოს კარის წინ,
- მშვენიერია ცოტახანიც დამელოდე და გამოვალ,
უნებურად გახედავდა ხოლმე რატის მის მოწინავე მკერავს, გაფუჭებულ სანათს, რომ უკეთებდა და თან ინტერესით აკვირდებოდა შეძლებდა თუ არა მის გაკეთებას,
- გელოდები ცუნცულ
- მიყვარხაარრ....
გაწელა სიტყვები და ტელეფონის მიკროფონზე ხმაურიანი კოცნის ხმეები გამოსცა, ძლიერ ბრახუნზე გახედა შეხტომით რატის, ძლიერად რომ დაარტყა მაგიდას ხელი, კბილებს ერთმანეთზე აჭერდა ისე შეხედა ცივად
- რა საჭიროა?!
მკაცრი დაბალი ხმით გამოსცრა კბილებში და მაშომაც მაშინვე მომუწა ტუჩები რომ არ გაღიმებოდა,
- მაპატიეთ თუ შეგაწუხეთ,
მონანიების მზერით ააფახურა წამწამები და რატიმაც ნერვოზულად გაიხედა უმისამართოდ მას შემდეგ რაც ხვდებოდა, რომ არასწორად თქვა ის რისი თქმაც უნდოდა, აღარაფერი უთქვამს, მაშოს თეოდორეს ხარხარზე რომ არ გასცინებოდა ჩუმად დაიწყო ჩურჩული ისე მიიტანა მიკროფონი ახლოს,
- ამ წამს კინაღამ სამსახურიდან გამაგდეს, მაგრამ არაუშავს, წავედი მიყვარხარ,
ისევ და ისევ ჯინაზე გაიმეორა ჩურჩულით სიტყვები, თუმცა დარბაზშიც საკმაო სიჩუმე იყო და მაშოსა და მისი თანამშრომლის მაგიდაც, რომლის სანათსაც აკეთებდა საკმაოდ ახლოს იყვნენ ერთმანეთთან მშვენივრად ესმოდა რატის და ბრაზისგან დუღდა კბილებს ერთმანეთზე რომ აჭერდა ყბებიც გამოკვეთილად ემჩნეოდა, მკაცრად გახედავდა მაშოს და ბარბარესაც ეცინებოდა მაშოს საქციელზე, რომელსაც აშკარად განზრახ აკეთებდა, ეცინებოდა რატის გაბრაზებაზე და იმასაც რომ ხვდებოდა, რომ მაშო სიცილს იკავებდა ამაზე კიდევ მეტად ვერ იკავებდა სიცილს,
- შენც ხომ გიყვარვარ?
ისევ განაგრძო ჩურჩულით მაშომ
- რატის ნერვებს ცდი?
სიცილი გააგრძელა თეოდორემ მას შემდეგ რაც რატის ბრაზის ამონთხევა მოისმინა და ორივეს კარგად მცნობი ხარხარებდა ორივეზე,
- კარგი მაშინ, წავედი
ჩურჩულით გაიმეორა და ისევ გაუგზავნა დაბალხმაზე კოცნა რატისკენ გააპარა თვალი, ხელახლა რომ დაარტყა მაგიდას ხელი
- მაშო! გადი აქედან!
ხელით ანიშნა გასასვლელისკენ და მაშოც სწრაფად გაიწურა, გამოწეული ტუჩები გვერდით მოიქცია ისე გაადიდა თვალები და დამნაშავესავით დაიწყო წამწამების ფახური
- ერთ შანსზე რას ფიქრობთ,
- გადი-მეთქი მაშო!
გაიმეორა რატიმ და მაშოც სწრაფად მოსწყდა ადგილს ვინაიდან საერთოდ აღარ შეეძლო სიცილის შეკავება, შებრუნებულს აუტყდა სიცილი და ეცადა ხმა არ ამოეღო მანამ სანამ გასახდელში არ შევიდოდა, სწრაფად წამოდგა ბარბარე სწრაფად გაჰყვა უკან და რატიმაც მაშინ აანთო სანათი,
- მზადაა,
მკერავს გახედა დამშვიდებული ხმით და მაშოს გააყოლა თვალი,
- უღრმესი მადლობა ბატონო რატი, ოქროს ხელები გაქვთ,
მაშოსგან კარგ ხასიათზე მოსულს ეღიმებოდა ქალს ისედაც ისე შეაქო ფიქრებში გაფანტული რატი ადგილს რომ მოსწყდა, მაშოს გაჰყვა დიდი ნაბიჯებით,
სამი ორი...ერთი და შესვლის თანავე გულიანი, ხმამაღალი სიცილი ამოაყოლა მაშომ იმდენად სახალისო სიცილი ჰქონდა და თან ხმამაღალი, ნახევარმა დარბაზმა გაიგო, საყვარელი ხმით ხარხარებდა მუცელზე მიჭერილი ხელებით, დარბაზში მისი სიცილი ვინც გაიგო მაშოს სიცილზე ეცინებოდათ მიუხედავად იმისა, რომ რატიც მალე იქ აღმოჩნდებოდა, მაშოს სიცილზე კარებთან ჩაკეცილიყო ბარბარე სიცილისგან გადაბჟირებულიყო და სულს ძლივს ითქვამდა, თუმცა მაშოს სახალისო, ხმამაღალი როხროხი ხანმოკლე აღმოჩნდა, უკან გადაწეული ხარხარით რომ გადმოიწია წინ ისევ გაყინულ თვალებზე სწრაფად შეწყვიტა სიცილი, ალბათ რატის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო მაშოს ცვალებაზე ატეხავდა ხარხარს, თუმცა ეს ხომ რატია,
- რა დღეში ხართ?
ბარბარეს დახედა კარებშივე პირზე ხელ აფარებული წამოდგა უეცრად ისე ჩამოშორდა რატის და მაშოს გახედა ფხუკუნით,
- დავიჯერო ხმა გადიოდა?
ისევ გამაბრაზებლად იკითხა მაშომ ფრთხილად გადაიწია მისკენ ისე გაიჭყიტა დარბაზში და რატის მკაცრ ამოძახებაზე სწრაფად გასწორდა,
- მთელ დარბაზს ესმოდა მაშო!
კბილებში რომ გამოუცრა ბარბარემ დანებების ნიშნად აწია ხელები, რომ ახლა იქიდან გაქრობა სურდა მაშომ თვალებით ანიშნა შეგიძლია გახვიდეო და ისიც სწრაფად გაძვრა კარებში
- უი მეგონა სქელი კედლები ჰქონდა,
ღიმილით საცდელად დაუტყაპუნა კედელს ხელი და რატიმ რომ მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, დენდარტმულივით გაადიდა მანძილი,
- რას ცდილობ?
- ეს რას ნიშნავს?
გაკვირვებულმა დასვა კითხვა და უნებურად დაიწია ისევ უკან,
- უცნაურად იქცევი,
- რა თქმა უნდა, თვით კომპანიის გაბრაზებულ უფროსთან ერთად მარტო ვარ ოთახში,
თამამად ამოილაპარა და რატის რომ ჩაეცინა უნებურად გაუდიდდა საყვარლად თვალები, რატის ნაბიჯებს დააკვირდა თანდათან რომ მიიწევდნენ მისკენ და ისიც პატარა ნაბიჯებით იხევდა უკან,
- ვფიქრობ უფრო სხვანაირად უნდა იქცეოდე,
კმაყოფილმა დახედა მაშოს ნაბიჯებს ისე ანიშნა მაშოს განსხვავებულობაზე და მაშოც თანდათან იბნეოდა, რატის რომ არ გაეღიმა ალბათ განაგრძნობდა კიდეც აქამდე დაწყებულ "მაიმუნობას" თუმცა რატის სიმშვიდემ წამის მეასედში შეცვალა, მშვიდი რატი უფრო აშინებდა ვიდრე ბრაზისგან მდუღარე,
- რა გინდათ ჩემგან?
უნებურად დასვა კითხვა მაშომ, ისე აეკრო კედელს და საკუთარ კითხვას ჩაღრმავებული დააკვირდა რატის მწვანე ღრმა თვალებს, კედელს და მის შორის რომ მოაქცია მაშო და მშვიდად დაჰყურებდა ხან მაშოს თვალებს ხან კი მის ვარდისფერ ბაგეებს, ალბათ საუკუნეც დაელოდებოდა მაშო რატის პასუხს, უხმოდ შეჰყურებდა თვალებში თანდათან იკარგებოდა მასში, იძირებოდა, უნებურად იწყებდა პულსიც ჩქარ დარტყმებს, მოულოდნელ ტელეფონის ხმაზე შეხტა მაშო ერთდროულად ჩახედეს მაშოს ჯიბეს და ისევე სწრაფად ახედა მაშომ რატის ნიშნად, რომ გაეშვა, თუმცა რატიმ მაშინ მიაყრდნო ხელი კედელს და მშვიდად ანიშნა უპასუხეო,
- უნდა გავიდე
- უპასუხე
მისი სიტყვა არც გაუგია ბრძანება გასცა და მაშომაც დაძაბულმა ამოაცურა ჯიბიდან ტელეფონი,
- მაშო დარბაზი დაიცალა თითქმის, სად ხარ?
თეოდორეს გაკვირვებული ხმა რომ გაისმა რატისაც უნებურად ეცვალა თვალები, ყველას ელოდა მაგრამ თეოდორეს ხმას არა, ვერც იმას წარმოიდგენდა ამდენ თბილ სიტყვას თეოდორეს თუ ეტყოდა და არა საქმროს,
- ააამ.... მალე გამოვალ,
მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და თავ ჩახრილი ცდილობდა ზევით არ აეხედა
- რა ხმა გაქვს გცემეს?
სიცილით იკითხა მას შემდეგ რაც მაშოს მაიმუნობები ესმოდა ცოტახნის წინ და ეჭვები გამოთქვა,
- ცოტა დააკლდათქო რო გითხრა....
ისე დაბალხმაზე ამოილაპარაკა თითქოს რატის სმენას აარიდებდა, მის შეცხადებულ საქციელზე გააპარა მისკენ თვალი და მზერაზე, რომელიც მართლა ცემას ემუქრებოდა ისევ დახედა ტელეფონს,
- გამოდი გამოდი, წასასვლელი ვარ,
სიცილით განაგრძო თეოდორემ, მაშინვე ძლიერ დააინტერესა მაშოს სად აპირებდა წასვლას, თუმცა რატის მკლავებში საუბარი აღარ გაუგრძელებია
- გამოვალ,
- აღარ გიყვარვარ? მმმპპპპუუუუააა
კოცნაც მაშოსავით გაწელა თეოდორემ და მაშომაც წუწუნ ბუზღუნში გაუთიშა უეცრად, მაინც ვერ შეიკავა თვით რატიმაც ღიმილი მაშოს დაბნეულ სახეზე კიდევ მეტად ეღიმებოდა
- თეოდორე გიყვარს ასე ძალიან?
ღიმილით დახედა მაშოს და კმაყოფილებას ვერ მალავდა სიმართლეს რომ ფარდა ახადა,
- ისე როდის თხოვდები? ქორწილში ხომ დამპატიჟებ, როგორც უფროსს, წვლილს მეც შევიტან,
მშვიდად უყურებდა მაშოს და მისი ხელი თამამად მოიქცია ხელში სანახავად ბეჭედი ეკეთა თუ არა,
- ბეჭედი უკვე დაკარგე?
- კიდევ კარგი უკვე მთხოვეს თორე ჯინაზე გავიკეთებდი იმ ბეჭედს შენთვის რომ სახეში ამეფარებინა!
მკაცრად გადავიდა თვით მაშო შეტევაზე და ხელის კვრით მოიშორა რატი,
- პირველი უარი შინაბერად დარჩენას ნიშნავს,
ისევ აგრძელებდა ირონიულ საუბარს რატი და მაშოც თანდათან ბრაზდებოდა მის ცინიზმზე ამავდროულად მისი იშვიათი ღიმილი იმდენად მოსწონდა სხვა სიტუაციაში თავადაც გაეხსნებოდა ბაგეები და თვალ მოუშორებლად დააკვირდებოდა მის საოცარ ღიმილს
უხეშად მოშორდა კედელს მაშო და რატის სიტყვებს დაეთანხმა
- იმ დღემდე თქვენ რომ ცოლს მოიყვანთ ბატონო!
მკაცრად მიახალა ნიშნად რომ თუ მაშო შინაბერა რჩებოდა მას არავინ გაჰყვებოდა ცოლად და სწრაფად ჩაუარა გვერდი დიდი ნაბიჯებით, მართალია გასახდელში ხარხარით შევიდა მაგრამ იქიდან გამოსვლისას თავზე ცეცხლი ეკიდა იმდენად შეეკრა კოპები ლიასაც აღარაფერი უთქვამს მისთვის სწრაფად დაავლო ჩანთას ხელი საჭირო ნივთები უცებ ჩაყარა შიგნით მისი ტანსაცმელიც, რომელიც გამოიცვალა სწრაფად აიღო და აჩქარებული ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისკენ გამოსულ რატის მოავლო წამით წარბებ შეკრული მზერა და არც დაფიქრებულა ისე გავარდა გარეთ,
ძლიერად წვიმდა ისევ, თუმცა იმაზე ბევრად ნაკლებად ვიდრე დილას, სწრაფად გაიქცა ეზოს გასასვლელში და თეოდორესაც კარებთანვე ეყენა უკვე ძრავა ჩართული მანქანა, სწრაფად შეხტა უკანა სავარძელზე მოვლა რომ არ დასჭირვებოდა და ღრმად ამოისუნთქა,
-რა უაზრო ამინდია ჩემი ხასიათივით...
უკმაყოფილომ ამოთქვა წინ გადაწეულმა თეოდორეს მიაკრო ტუჩები ლოყაზე და ადგილზე დაჯდა,
- რატო ქალბატონო ცოტახნის წინ ხარხარებდი,
- ის რა რატია რომ არ ჩაგამწაროს, აუტანელია,
მკლავები ახლართა ერთმანეთში და თეოდორემ მანქანა რომ დაძრა გზას დააკვირდა
- ვერ ვხვდები რას ერჩი, ძაან ჯიგარი კაცია, რამე დაგიშავა? ან რამე გითხრა?
ხო იცი ეგეთი რაღაცეები უნდა მითხრა და რატი კი არა ვინც არ უნდა იყოს დავუშლი გვერდებს, უბრალოდ ერთი ვიცი მხოლოდ, რატი ზოგადად გოგოები რომ გვერდზე გადავდოთ აი შენ, არასდროს, არაფერს არ დაგიშავებს ამაზე თავსაც დავდებ თუ გინდა—
დარწმუნებითა და დანამდვილებით საუბრობდა თეოდორე და მშვენივრად ემჩნეოდა ის ფაქტი რომ რატის დიდ პატივს სცემდა,
- როგორი დარწმუნებული ხარ,
- რა თქმა უნდა იცის რო ჩემი მაშუნა ხარ და როგორ ფიქრობ გაწყენინებს?
თბილად გახედა სარკეში და მაშომაც ხელახლა ახლართა მკლავები ერთმანეთში,
- გაწყენინა?
- არა
- რამე ცუდი გითხრა?
- არა
- აბა რა გინდა მაშო
უნებურად გაეცინა და მაშოც უცებ წამოჯდა,
- შენ სად მიდიხარ? წეღან რომ მითხარი?
- სახლში გეტყვი,
სარკეშივე გაეკრიჭა და "სვეტაფორი" გადაკვეთა.....
....
ისეთი მაგიდა დაახვედრა ნაზიმ თითქოს ვიღაც სერიოზული უნდა მისულიყო მათთან სტუმრად და სათანადოდ უნდა დახვედროდა ნაზი, სიცილით ათვალიერებდა მაშო ნაირ-ნაირ საჭმელს და ნაზიც, რომ გამოვიდა ხელების წმენდით კმაყოფილი მზერით სწრაფად მოავლო მაშოს თვალი და შემდეგ გახედა თეოდორეს ინტერესიანი მზერით
- რამე ხდება ბებია?
სიცილი ვერ დამალა მაშომ ტანსაცმელი აბაზისკენ წაიღო თან ნაზის გამოხედავდა ხოლმე, აბაზანაშიც უცებ დაიბანა ხელები
- გარეთ არავინაა?
იკითხა ინტერესით და მაშოც უკან დაბრუნდა სიცილითა და გაკვირვებით რომ უყურებდა ბავშვივით მომლოდინე, მცქმუტავ ქალს
- ვინ გინდა რომ იყოს ბებო?
- თეოდორემ მოგიყვანა?
- რა თქმა უნდა ვის ელოდებოდი?
სიცილს ვეღარ იკავებდა მაშო ისე ჩამოჯდა მაგიდასთან და ერთი სულით მოავლო სავსე მაგიდას თვალი
- არა თუ რამე მითხარით და წავალ
სიცილით ამოაყოლა თეოდორემაც და საჩვენებელი თითი კარებისკენ გაიშვირა
- მოდი ნუ ბოდიალობ
მკაცრად ამოიფრუტუნა ქალმა და თეოდორეც მხრების აჩეჩვით წავიდა აბაზანისკენ
- მეგონა შენი უფროსი მოგიყვანდა,
- რა?
ნაზის სიტყვებზე სწრაფად შეკივლა მაშომ და თეოდორეს სიცილით გახედა, აბაზანის კართან რომ ახარხარდა
- რა უფროსი რატო უნდა მოვეყვანე მას?
- წვიმდა გოგო და მეგონა....
- ბებია ნუ გადამრევ, რადგან წვიმს მთელი დარბაზი ჩვენმა უფროსმა უნდა ატაროს?
თავის გაქნევით თქვა მაშომ და ცხელცხელი ხორცის ბლინებისკენ აწია ხელი, თუმცა თეოდორეს დაელოდა და როგორც კი გამოვიდა მაშინვე გადაიღო
- მშვენიერი ისედაც ძალიან მშიოდა და კიდევ ჩვენზე უკეთესი აქ მაინც ვერავინ მოვა, რო დაბზრიალდი,
თქვა თუ არა ისე ჩაუკრა ქალს თვალი იმედგაცრუებული რომ ჩამოჯდა და გატრუნულ თეოდორეს ანიშნა დაჯექიო
- ისეთ ვინმეს ელოდებოდით, მიტყდება, ძმაკაცია ბებია თუ გინდა დავურეკავ დავპატიჟოთ, დიდი სიამოვნებით მოვა
- გაგიჟდი?
სიტყვის დასრულება არ აცადა თეოდორეს სწრაფად შეუბღვირა მაშომ და ნაზიმაც გაკვირვებული მზერით გახედა,
- ასე დაპატიჟება სხვა ვითარებაა,
უკმაყოფილოდ ააცმაცუნა ტუჩები ნაზიმ და მაშოს თვალების ბრიალი დააიგნორა,
მშვიდად გადახედა მაშომ მაგიდაზე დადებულ მანათობელ ტელეფონს და ლიას ზარზე თვალები აატრიალა ტელეფონი არ აუწევია მაგიდიდან ანიშნა ჩუმადო და უპასუხა თუ არა სპიკერზე ჩართო,
- გისმენ,
- მაშო არ მჯერა,
პირველივე სიტყვებზე წარმოიდგინა მაშომ ახლა, როგორ მიმიკებს აკეთებდა ლია, პირ დაღებული იჯდა და ცალი ხელი სახეზე აეფარებინა
- მე დამაჯერე, აბა გისმენ,
- პროსტაააა ასე უცებ რო სახლში ვაარ არ გიკვირსსსსს არც სველი ვარ,
კივილამდე ცოტა ეკლდა ლიას და თეოდორეც ქალური ათვისებური საქციელებით დასცინოდა მოსაუბრეს, ძლივს შეიკავა სიცილი მაშომ და ჭამა განაგრძო,
- ე გოგო დროზეე
ამოიხვნეშა თან და ლიას შესავალ კივილზე თვალები ძლიერად დახუჭა, ნიშნად რომ საერთოდ არ ჰქონდა მისი ნერვები
- რატიმ მომიყვანა სახლშიიიი, პროსტა აღარ შემოვიდა და რაოოო შენ რას მეუბნებოდიი?
ემოციებს ვერ აკონტროლებდა ლია, ძლიერად ჩაიქნია ხელი ნაზიმ და მაშოს ხელით თამარ ღლონტივით ანიშნა "მმმჰ" სწრაფად წამომდგარი გავიდა წყლის მოსატანად და თეოდორეც ხელებში რგავდა თავს ისე იცინოდა,
- ვვაააოო, თუ მჯეროდეს, მალადეც, ქორწილში დამპატიჟეთ მეც, უმაგრესი ამბავია,
ახმაურდა მაშო და ხელებს ხან საფეთქელზე ხან თავზე ხან ცხვირზე იდებდა, მისი შეცხადებების უკეთ გამოსახატავად, თუმცა ამას ლია ვერ ხედავდა,
- შენ იღადავე და ნახეე ბოლოს ვინ ოღადავებს,
- არაფერში გეჯიბრები ლია ისედაც იცი, მითუმეტეს უფროსს შებმას არ დავუწყებ და შენ წარმატებებს გისურვებ, კიდევ, არ არი საჭირო ყოველ წუთში მირეკო და მითხრა, რომ ამა და ამ დროს შემოგხედა ამა და ამ დროს სახლში მიგიყვა და ასე შემდეგ, უბრალოდ დატკბი მაგ წუთებით,
გასაგებია თუ არა?
მშვიდად აუხსნა ეს ყველაფერი და საერთოდ არ შეუხედავს ახლად შესული ნაზისთვის
- გშუურს?
სიტყვებზე შუბლზე უნებურად მიირტყა მაშომ ხელი
- ხო მშურს და ბედნიერებას გისურვებთ მაგიტო, ვაიმე დაყენდი ლია და გააგრძელე შენი საქმე ნერვებს ნუ მიშლი იდეალურ სუფრაზე ვარ, წავედი ვსო!
მკაცრად თქვა ბოლოს და ნეკა თითით გათიშა ახლა ისე იყო, ხელთავიდან, რომ შეეთავაზებინა თეოდორეს რატისთან დარეკვა და დაპატიჟება დათანხმდებოდა, შემდეგ ფოტოებით დაატერორებდა უფროსს ლიასთვის, რომ გადაეგზავნა და მისი ბოღმის, შურის ეჭვიანობისა და სცენებისთვის კმაყოფილს ეყურებინა
- ვინ არი ეს მოუშორებელი ჭირი ღმერთო ჩემო,
ამოიგმინა და ნაზის შეხედა
- რა სახე გაქ ბებია? ასე თუ გინდა ჩემი უფროსის ნახვა ხვალვე წაგიყვან,
უაზრო ხასიათი, რომელიც ლიამ შეჰმატა, გააყოლა ბებიის მიმართ წარმოთქმულ სიტყვებსაც და თეოდორეს გადახედა, ახალი თემის წამოსაჭრელად
- სად მიდიხარ თედო?
მშვიდად ჰკითხა უკვე წეღანდელი თემა ჩამოიშორა და მასზე დაბრუნებას აღარ აპირებდა
- სად და ბათუმში,
ფრთხილად გააპარა მზერა მაშოსკენ
მისი რეაქციის წარმოდგენაზე
- ბათუმში? ახლა?
- ჰო
- გაგიჟდი?
- გოგოო სამსახურიდან მივდივარ მხოლოდ სამი დღით მალე ჩამოვალ და გპირდები ყველანაირ ყურადღებას შენ დაგითმობ მერე,
- აუუუ თეოდოოორეეე,
- ნუ წუწუნებ ხშირად დაგირეკავ და ხო იცი თუ რაღაცა მე ვერ გავჩნდები მანდ მარა მშვენივრად იცი ვინც გაჩნდება,
ცდილობდა დაემშვიდებინა და ნაზიც ინტერესით უსმენდა, შეკითხვების გარეშე მათ
- რომ ჩახვალ დამირეკე რა დროც არ უნდა იყოს, მშვიდად იარე კიდევ და ძილს თუ შემაჩნევ უბრალოდ გადადი გზიდან და დაიძინე! ერთი საათი მაინც,
გასაგებია?
- გასაგებია ჩემო ქალბატონო,
მაშოს დარიგებებზე იცინოდა თეოდორე და თან ცდილობდა დაემახსოვრებინა... მართალია მათთვის არ იყო განკუთვნილი სავსე მაგიდა, თუმცა მათთვის გახდა, ნაზიმ დალია ორი ჭიქა თეოდორეს გზის დასალოცად მამა-პაპურად და ცოტა, თუმცა მშვენიერი დრო გაატარეს....
- როგორც გითხარი, რომ ჩახვალ დამირეკავ, მშვიდად ივლი და ძილს ამოიგდებ თავიდან, აუ მარტო რო არ წახვიდე არ შეიძლებაა?
აწუწუნდა კარებთან მდგომი და იმის ეშინოდა მარტო მყოფს ძილი არ მორეოდა ვინმესთან ერთად კი ლაპარაკში გაერთობოდა და მეტად ფხიზლად იქნებოდა,
- დამშვიდდი დაწყნარდი, ყველაფერი რიგზეა,
სიცილით მოისვა სახეზე ხელები და ღიმილით მიაკრო ტუჩები შუბლზე
- ბედნიერი მგზავრობა,
- მადლობა,
მაშოს დახედა და ნაზისკენ გადაიწია მასაც მოეხვია თბილად ხმაურიანად აკოცა ლოყაზე და მისი თბილი დამშვიდობებაც კმაყოფილმა მიიღო,
- წავედი,
ორივეს გადახედა ისე წავიდა ნელა უკან
- ჰო წადი მიყვარხარ,
ხელთავიდან მოეხვია მაშო და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს საუკუნით უშვებდა სადღაც, მიუგნებელ ადგილას,
- მეც მიყვარხარ ჩემო პატარა შედი თორემ დასველდები,
ფრთხილად მოშორდა და უკვე სწრაფად წავიდა მანქანისკენ,
- დამირეკეე,
შორიდანვე მიაძახა მაშომ ხელის ქნევით და მანამ არ შესულა სახლში სანამ სრულიად თვალს არ მოშორდა თეოდორე, ბებიას მოეხვია წამით და მასთან ერთად შევიდა სახლში...
ხმამაღლა ჩაერთოთ მუსიკები ცეკვა ცეკვით ბზრიალებდნენ ადგილზე მხიარულად ალაგებდნენ მაგიდასაც და წვიმიან ცუდ ამინდს მხიარული საღამოთი ანაცვლებდნენ, დროც ერთმანეთთან საუბარში გაჰყავდათ, ინტერესით უსმენდა მაშო ბებიას ახალგაზრდობის ამბებს ხან დედამისზე მოყოლილ სასიამოვნო ამბებს უსმენდა გაკრეჭილი, გვიან ძალიან გვიან დაემშვიდობნენ ერთმანეთს ძილ მორეულები და მაშომაც შესვლისთანავე დაურეკა თეოდორეს, ყველანაირად გამოკითხა დარწმუნდა რომ მშვიდად მგზავრობდა და გაფრთხილებით რომ ჩასვლისთანავე დაურეკავდა, გაუთიშა, თითქოს დაძინება არ უნდოდა ელოდა თეოდორეს ჩასვლას, თუმცა ვერც კი გაიაზრა ისე გადაეშვა მორფეოსის სამყაროში.....

დროებითი იყო მშვენიერება სადაც მაშო ცოტახნის წინ ცხოვრობდა, ულამაზეს სამყაროში, თითქოს ვარსკვლავებს ეხებოდა, შეეძლო ციდან მოეწყვიტა სასურველი ბრწყინვალება, ირგვლივ ბედნიერებით მოცული წუთები ტრიალებდა, მოულოდნელად თეთრი ულამაზესი კაბა გამოჩენილიყო უცნაურ ადგილას, კაბის ბზინვარება და საოცარი შუქი საიდანაც ის გაჩნდა, ართულებდა მისი ნამდვილი სილამაზის დანახვას, ისევ და ისევ არსაიდან გაჩნდა ბნელი შუქი, სიშავე თითქოს მაშოსკენ მოიწევდა ძლიერად, შეშინებული დაიხია მაშო უკან, თუმცა ვერაფერს აკეთებდა ამავდროულად შებოჭილი, პარალიზებული იყო თითქოს, გაქცევაც არ შეეძლო და არც დამალვა იძულებული იყო შეგებებოდა უკუნით სიბნელეს, რომელიც მისკენ მოიწევდა, თანდათან მოეცვა მაშოს სხეული შიშს, სამი....ორი.....ერთი და სწრაფად გაახილა თვალები..... ღრმად სუნთქავდა, მალევე გაიაზრა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სიზმარი იყო, გაურკვეველი სიზმარი, რომლის ახსნასაც ალბათ ვერასდროს შეძლებდა, სახეზე ჩამოისვა ხელები და ახმაურებულ მაღვიძარას გადახედა,
- ახლა გაგახსენდა რომ უნდა გაგეღვიძებინე უნამუსო,
გაუწყრა ისე თითქოს ისიც სირცხვილისგან გაჩუმდებოდა, ხმა გამოურთო და საწოლიდან მშვიდად წამოიწია, კოსად აწეულ ჩამოშლილ თმას საშუალება მისცა სრულიად განთავისუფლებულიყო და წამომდგარი მთქნარებით მიუახლოვდა ფანჯარას,
- მშვენიერია მიუხედავად მოღრუბლული ამინდისა,
ჩიტების ხმაზე ღიმილით გახსნა ფანჯარა და ფილტვები ახალი ჰაერით შეივსო, წვიმის სურნელში გარეულიყო ყოველი სახლის ღობის ყვავილების სურნელი და სრულიად სუფთა გარემოს ქმნიდა, მზე თითქმის არ ჩანდა, მაგრამ გარემო მაინც მშვიდი იყო, უნებურად წამოენთო მაშო, სწრაფად დაწვდა ტელეფონს და თეოდორესთან გაუშვა ზარი, მანაც რამდენიმე გამაყრუებელი ხმების შემდეგ უპასუხა კმაყოფილი ხმით,
- თედო, უნდა მაპატიო არ მეგონა თუ ჩამეძინებოდა, როგორ ხარ?
ერთ ამოსუნთქვაში ჰკითხა ყველაფერი და დადუმებული დაელოდა მის პასუხს,
- ხანდახან მეტად ვრწმუნდები რომ უზომოდ მიყვარხარ და ხანდახან ისიც მგონია რომ 14 წლის ბიჭი ვარ შენთვის მაშო,
ბოლოს გაწყრომასავით გამოუვიდა თეოდორეს და მაშომაც კრეჭვით მოისვა კისერზე ხელები
- მისმინე, უბრალოდ სვბანაირად არ შემიძლია უნდა გავიგო როგორ იმგზავრე,
- მშვენივრად ვიმგზავრე ლამაზო, ამასთანავე სანამ შენ გეძინა მე საჭირო ასლებიც დავამზადე გემრიელადაც მივირთვი და წარმოიდგინე ჯერ კიდევ რამდენი დრო მაქვს,
იმდენად კმაყოფილი საუბრობდა თითქოს კუნძულებზე დასასვენებლად წასული ერთ-ერთ პლიაჟზე იწვა მზის გულზე და სასურველი გოგონები სხეულს უმასაჟებდნენ
- დრო ბევრი გაქვს ვატყობ ზედმეტად ბევრი რამის გაკეთებას ასწრებ, იმედია ცოლით არ ჩამოხვალ ბატონო თეოდორ!
ღიმილით გაამკაცრა ხმა და ცალი ხელით ახალი სამოსის მოძებნა დაიწყო,
- ო როგორ გეკადრებათ მადამ,
სიცილით მოისვა კეფაზე ხელი
- უნდა წავიდე ახლა 10 საათია ჩემო კარგო უნდა მოვწესრიგდე და შემდეგი დარეკვები შენზეა
კმაყოფილმა გადმოაცურა გრძელი, მუქი ლურჯი, აბრეშუმის კაბა-ხალათი და საწოლზე მიაფინა,
- მიდი, მიდი, ჭკვიანად
- თავადაც
უმიზეზოდ გაეხსნა ბაგეები მაშოს ისე გათიშა ტელეფონი და საწოლზე მიაგდო, მაშინვე აბაზანისკენ წავიდა, მშვენიერი ხასიათით მინარნარდა აბაზანასთან კარებთანვე დაკიდა ტანსაცმელი და საათი მაინც იდგა ცხელი წყლის ქვეშ......
....
- გამარჯობა თინა....... გამარჯობათ..... სალამი.....
- მშვენივრად გამოიყურები მაშო...
შორიდანაც დაეწია მომღიმარ მაშოს სიტყვები და სწრაფად გახედა მისთვის უცნობს, თუმცა ნაცნობს, სამსახურში ახლად შესული მისალმებოდა ყველას და ღიმილით უსმენდა მათ პასუხებს,
- უღრმესი მადლობა,
- ჩვენი მაშო ყოველთვის ღვთაებაა,
კმაყოფილმა ამოილაპარაკა ქალმა ისე აათვალიერა მაშო კმაყოფილმა და ახლად შემოსულ მომავალ რატის გახედა,
- გამარჯობა ბატონო
ღიმილით მიესალმა მასაც, მასთან ერთად მიესალმნენ დანარჩენებიც და სწრაფად მიუტრიალდა მაშოც,
- გამარჯობა,
დაბალხმაზე ამოილაპარაკა მაშომ მომღიმარი ბაგეებით და თვალები დაბლა მორცხვად დაეხარა,
- გამარჯობა,
დაბალხმაზე ამოილაპარაკა მამაკაცმაც, ღიმილით აკვირდებოდა ქალი ერთმანეთის პირისპირ შორს მდგარს, ხან ერთს გახედავდა ხან მეორეს,
- იცით მაშო დირექტორმა თქვა, რომ მოხვიდოდი მაშინვე მასთან ასულიყავი, ბატონი დემნაა მოსული მანაც შენ გიკითხა თავიდანვე,
- დემნა? ღმერთო ჩემო რა მოუშორებელია
თავისთვის ამოგმინა და რატიზე წინ წავიდა,
- დემნას შეკვეთებს იღებთ ვინმე?
მშვიდად დასვა კითხვა რატიმ და ყველანაირად ეცადა მაშოსთვის არ გაეყოლებინა მზერა
- იძულებულები, როცა ვართ ვიღებთ
მხრების აჩეჩვით გასცა ქალმა პასუხი და რატიმ რომ თავი დააქნია მშვიდად გააყოლა წასულს თვალი, მაშოსთან ერთად შევიდა ლიფტში და უემოციოდ მიაჭირა ღილაკს ხელი,
- იძულებულს გვხდიან, თორე არავინ არ აიღებს მის შეკვეთას არასდროს,
რატის უკან მდგომი უყურებდა რატის მშვიდად დაიწყო საუბარი და მშვიდად, რომ გახედა მამაკაცმა თამამად განაგრძო საუბარი,
- დირექტორი ხშირად ემუქრება მკერავებს, თუ მის შეკვეთას ვინმე არ აიღებს, ამბობს რომ გავნადგურდებით, ადამიანს აღარ გავს ხოლმე ზოგჯერ მკერავს რომ ვერ ნახულობს და ყველაზე რთულს მეჭიდება, ვერ ვხვდები რატომ—
ეგონა რატიმ ეს ისედაც იცოდა, თუმცა ახალ საქმეში გარია მაშომ რატი, მშვიდად აკვირდებოდა მაშოს და სწრაფადვე გამოჰქონდა დასკვნები,
- რამდენჯერ შემოგივიდათ მისი შეკვეთა?
- კვირაში რამდენიმეჯერ მაინც, ზოგჯერ ზომებს საერთოდ არ ვიღებთ, ფოტოს თან ახლავს აღებული ზომები,
საქმიანიად განაგრძეს საუბარი და რატიც წამით დადუმდა, მას შემდეგ რაც იცოდა რომ დემნას შეკვეთა ბოლოს წინა კვირის, სამშაბათის შეკვეთა იყო მონიშნული,
- ზომები ყოველთვის ემთხვევა?
- არა, ყოველთვის სხვადასხვა ზომაზე ვკერავ პირადად მე და სხვა არ ვიცი,
თავისუფლად გასცა პასუხი და უკვე ღია კარებში გავიდა, კაბინეტისკენ წასულმა, რომ შეამჩნია, რომ მარტო მიდიოდა ჩვეულად მოიქცია კაბის ნაჭერი ხელში ისე შეუტრიალდა მამაკაცს,მისი იმედებით სავსე თვალებით
- თქვენ არ მოდიხართ?
თითქოს მისი იმედი ჰქონდა, რომ ყოველგვარი დაძალებისგან იხსნიდა
- შედი და მეც მოვალ,
პასუხის მერე უხმოდ უყურებდა მაშო თითქოს ის პატარა იმედიც ამოეწურა და გაუბედავად გადადგა ნაბიჯები....
- შეიძლება?
კარებთან მისული ჩაეჭრა მამაკაცების საუბარში და დირექტორმა ხელით რომ ანიშნა სწრაფად შესვლა, აუჩქარებლად შევიდა კაბინეტში,
- ცხადია შეიძლება,
დაკვირვებასთან ერთად წარმოთქვა მამაკაცმა, ბაგეებზე ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა, მაშოს ღიმილით მიუგორა სკამი დემნამ და ანიშნა დამჯდარიყო,
- ცოტახანს ჩამოჯექი,
- მირჩევნია ვიდგე მადლობა,
მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი ისე მოავლო ხან დირექტორს და ხან წინ მდგომს თვალი, არასასიამოვნოდ დაძაბულობას აფრქვევდა ოთახში, მამაკაცის არცერთი მზერა სიამოვნებდა, იმდენად ძაბავდა შიშიც კი ერეოდა მაშოს მტკიცე სიტყვებში,
- საოცრად გამოიყურები
თავად ჩაავლო თითებში ხელი, ისე დაატრიალა ქალი და მაშომაც უხეშად გაწია ხელი, სწრაფად დაიხია უკან,
- ბევრი საქმე მაქვს და თუ არაფერი გნებავთ უკან ჩავალ,
აღელვება ვერ დამალა მაშომ წარბები მაღლა აწია და ხელახლად ეცადა ჩვეული სიმტკიცე შეენარჩუნებინა, რომელიც უჩვეულოდ გამქრალიყო,
- დაჯექი რაიყო,
- ასე თქმა გიჭირთ?
- კარგი დამშვიდდი უბრალოდ მშვენიერი შემოთავაზება მაქვს,
თავად ჩაესვენა რბილ სკამში უკან გაგორდა და ხელთავიდან მოჰყვა მაშოს დეტალურად თვალიერებას,
- დახვეწილი სწორი ფეხები, გამოყვანილი წელი, საოცარი სავსე მკერდი, ღვთაებრივი სილამაზე.... იდეალური ხარ!
სიტყვების ხაზ გასმით შეხედა საბოლოოდ თვალებში და ყველანაირად ეცადა მაშოც, სიტყვები გადაეყლაპა და უხერხულობა არ შეემჩნია, ხმა ვერ ამოიღო, დირექტორს გახედა მკაცრი მზერით და მუშტები შეკრა
- მაშო შეხედე, შენნაირი ღვთაება ჩემს გვერდით, თავიდან უბრალოდ შეგიძლია ჩემი სამკერვალოს დირექტორი იყო, მთელი შენობა შენი იქნება, შენ რაც მოგესურვება ის სახელი დაარქვი, მე და შენ დავიპყრობთ ახალ ამბებს.....მისმინე ყველაფერს შეგისრულებ რასაც მთხოვ, რასაც მეტყვი, შემიძლია ყველანაირი თანამდებობა მოგანიჭო, შენი ყველა მოდელი გამოვუშვათ, რამდენ წარმატებას მივაღწევთ იცი? ახლავე ნაჩქარევ გადაწყვეტილება ნუ მიიღებ, დაფიქრდი მაშო....
გაკვირვებული უსმენდა მაშო, ყველაფერს დეტალურად უფიქრდებოდა დეტალურად იაზრდებდა მამაკაცის ყველა შემოთავაზებას, ყველა სიტყვას ასწრებდა კიდეც ამის გააზრებას, თუმცა პასუხი არ ჰქონდა...
- ღვთაება ხარ და იმსახურებ ღვთაებრივ ფინალს, აქ არ უნდა იჯდე, ყველა უნდა გიცნობდეს ისე, როგორც საოცარ ქალს,
რას იტყვი მაშო? შემიძლია დროც კი მოგცე დაფიქრდი, ყველაფერი შენს ხელში იქნება....
გაუნძრევლად იდგა ქალი, ხმის ამოუღებლად მანამ სანამ ფეხზე არ წამოდგა დემნა,
- მხოლოდ თითის გატკაცუნება დაგჭირდება, რომ ყველაფერი შესრულდეს რასაც მოისურვებ,
ნიკაპზე მოუსვა თითები და მაშოც უცებ გახტა უკან,
- რეებს ბოდილობთ?
უნებურად დასვა კითხვა დირექტორს შეხედა და კიდევ დაიწია უკან, დაბნეული აცეცებდა თვალებს, უკან ძლიერ სხეულს შეასკდა, მაშინვე მოუშორებლად ახედა სხეულის პატრონს და მძიმედ დახუჭა წამით თვალები, სუნთქვა შეძლო დირექტორს გახედა ისევ, როგორ ერთიანად ეცვალა სახეზე ფერები, მთელი სხეული საგრძნობლად დაეჭიმა მამაკაცს უკან წავიდა და მაგიდას ორივე ხელებით დაეყრდნო,
- აქ დაიძაბა ხო?
ჩაცინებით გახედა დირექტორს დემნამ და თავადაც უკან დაიხია,
- რამდენად ყიდულობ ნებისმიერ ფილიალში ყველაზე წარმატებულ დიზაინერს? გამინდეთ მეც,
მშვიდად ამოილაპარაკა, თუმცა შესამჩნევად დაეძაბა ნაკვთები, ფრთხილად შეახო მაშოს წელზე ხელი და ფრთხილადვე გადაწია გვერდით მაშოც მის უკან ჩამოდგა, შეშინებული კრავივით ამოეფარა მის მხარს და იმედებთან ერთად აღიდგინა ძალები, ყველანაირად მიენდო რატის, ახლა ჰქონდა პასუხი მამაკაცის შემოთავაზებაზე, მტკიცე პასუხი! და მასთან ერთად ძალებიც
- არ მინდოდა ცუდად გვესაუბრა და არც ის მინდოდა ასე გამოსულიყო,
უკან დახევა გადაწყვიტა დემნამ, თუმცა შემოთავაზებას ძალაში ტოვებდა, ხვდებოდა დირექტორი როგორ ერთიანად გაწურულიყო, რომელიც ძალებს იღდგენდა, იმისთვის რომ ხმა ამოეღო
- ბატონო რატი....
ხმაში არამდგრადობა გაერია მამაკაცს შიში და სასოწარკვეთილება სდევდა თან, იმ წამს ისე შეეშინდა, როგორც არასდროს არაფრის
- არ მეტყვი რამდენად ყიდი მაშოს?
გაიმეორა კითხვა ისევ და მისი სიმშვიდის კიდევ მეტად ეშინოდა მამაკაცს,
- 400000$
- დოლარი? მაშო მოგწონს საკუთარი ფასი?
თვალებ გაფართოებულს დახედა რატიმ და მის რეაქციაზე ჩაუტყდა ტუჩის კუთხე,
- მისმინეთ, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ხედავთ, უბრალოდ მომისმინეთ,
- ორი წუთი ენას გადაყლაპავ დირექტორო?
მკაცრად გახედა ისევ დაეჭიმა ყბები რატის და მკვეთრად გამოეკვეთა კიდეც მისი ნაკვთები, მაშინვე დადუმდა მამაკაცი თანახმაც იყო საკუთარი ხელით გაეთხარა საფლავი,
- პირობები მშვენიერია?
- მართლაც უბრალოდ ხელის გულზე ვატარებ, მაშო გეფიცები ქალღმერთად გაქცევ რასაც მოისურვებ შეგისრულებ, მსოფლიოს საუკეთესო დიზაინერი იქნები, ერთად ყველაფერს შევძლებთ....
ახლოს მივიდა რატისკენ, თუმცა მაშოსკენ ცდილობდა მიახლოვებას ისიც რატის უფრო და უფრო ეფარებოდა წელზე მისი მაისურისთვის ჩაევლო ხელი და მალე საერთოდ აღარც გამოჩნდებოდა
- მაშო შეგიძლია ისე მოიქცე, როგორც გინდა,
დაბალხმაზე გახედა გვერდულად მის უკან ამოფარებულს და მის სიტყვებში იმდენად გულწრფელობა და სითბო ერია შველის თვალებით შეხედა მაშომ მის პროფილს კიდევ დასამტკიცებლად ამას მართლა ამბობდა თუ არა,
- გთხოვ თუ გინდა დაფიქრდი საღამომდე აქ ვიქნები,
ხელები გაშალა მამაკაცმა დამარწმუნებლად და უკან დაიწია,
- გამოდი მაგედან,
ფრთხილად წაიღო რატიმ უკან ხელი და მხოლოდ ის დღე ახსენდებოდა შეშინებული მაშო თეოდორეს უკან რომ იმალებოდა ბავშვივით, ალბათ სხვა სიტუაციაში გაეღიმებოდა კიდეც, თუმცა მშვენივრად შეძლო ამ გრძნობის კონტროლი, ფრთხილად წაავლო წვრილ წელზე ხელი და ოდნავი ძალდატანებით გადმოწია მის წინ
- გინდა მაშო დრო?
მშვიდად დახედა და ფრთხილად მოაშორა ხელი წელიდან
- არანაირი დრო არ მჭირდება,
თავის გაქნევით დაიწია რატისკენ, დემნას მიმართ მანძილი, რომ გაეზარდა,
- ძალიან უპასუხისმგებლოდ მიმაჩნია ეს ყველაფერი და თავიდანვე აგიხსნით იმას, რომ თქვენი არაფერი არ მჭირდება, არც თქვენი წარმატება არც დახმარება, არც ქალღმერთად ყოფნა, მე უბრალოდ ცხოვრება მინდა, ყველანაირი წარმატების ჩემით მიღწევა მინდა და არა სხვისი მალული მბრძანებლობით, არ მჭირდება თქვენი ფული და თქვენი ფილიალი, ოდესღაც ჩემი მექნება ყველაფერი, შეიძლება ვიღაცის დახმარებით მაგრამ ამას მე გადავწყვეტ ვინ იდგება ჩემს გვერდით ვინ დამეხმარება და არა ვისი საშუალებით ავმაღლდები, ჩემმა დიზაინმა მინდა მოიწონოს ხალხის გაოცება და არა იმან რომ თქვენს გვერდით ვიდგები! მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის საერთოდ არავინ ხართ გარდა ფულის, სიბინძურის გროვისა!
ჩემი საბოლოო პასუხია ბატონებო,
გაბედულად დაასრულა საუბარი, თითქოს უკან ედგა მთელი მისი გამბედაობა, მისი ძალა და იმედი, რომელიც მეტად ბევრ საშუალებას აძლევდა ეთქვა ის რაც სურდა, დასრულებისთანავე წამოწეულ დემნას შეაჩერდა მკაცრად თვალებში მისკენ რომ დაიძრა უნებურად დაიწია უკან, ისევ გაუაზრებლად შეასკდა რატის,
- მშვიდად აქ ვარ.....
ყურთანვე დაუჩურჩულა დახრილმა და კმაყოფილების დამალვა არ შეეძლო, ცალყბად ჩაეცინა მაშოს უცნაურ ქცევაზე მისი ჩურჩულისას და კმაყოფილმა ახედა დემნას,
- ახლა ჩემი ჯერია!....ყველაფრის საწინააღმდეგოდ მუშაობ, კანონებს ზედ ადგახარ, წინ გიდგავარ,.... სახეში მაფურთხებ და ფიქრობ, რომ უბრალოდ გავატარებ.....
- გეფიცებით ასე არ იყო,
ხელები აუკანკალდა მამაკაცს ისე წავიდა მისკენ, მიახლოებაც უზომოდ ეშინოდა, დაბნეულიბისგან დახუთვოდა გონება და ვერ ხვდებოდა რისთვის ან ვისთვის ეთხოვა დახმარება,
- თქვენ ორი საოცარ შეთანხმებებს დებთ, ჭკვიანურია, მოუხერხებელი, უტვინო და უნიჭო სამკერვალო ვერასდროს ვერაფერს გაქაჩავს, თუმცაა კლიენტების არ დასაკარგად იდეალურ გამოსავალს მიაგენი დემნა, ჩემს არათუ მკერავებს არამედ დიზაინერებსაც აკერინებთ რეალურად თქვენ შეკვეთებს და ამის ნაწილი ნამუშევრის თანხა სად მიდის?...... რა თქმა უნდა დირექტორთაან
მშვიდად გაიშვირა დირექტორიკენ ხელი და მაშოც გაოგნებული უყურებდა რატის ხელს, ცდილობდა გაეგო, რას საუბრობდა რატი და რეალურად როგორ ტყუილში ცხოვრობდა, რომელსაც ახლა იგებდა
- ამ ღორობას არ დაჯერდით და მაშოს ყიდვა-გაყიდვა გადაწყვიტეთ, ფასზე საუბარს არ ვაგრძელებ ცალკე სისულელეა, თუმცა ეს თანხა სად მიდიოდა?.... ცხადია დირექტორთან, ხოლო სად გაქრა მაშო და რატო დაკარგა კომაპნიამ მსგავსი დიზაინერი?
უბრალოდ მაშოს მუშაობა აღარ უნდოდა,
ხელფასები ეჭრებოდა ამ ხსნის განმავლობაში თითოეულ მკერავს და მბრალდებოდა მე, თუმცა რატომღაც ამას ყველა ეგუებოდა და არც არავის არაფერი უთქვამს ჩემთვის,
- ბატონო რატი.....
- მოკეტე მაშინ როცა ვსაუბრობ!
წამში ჭექა-ქუხილივით სწრაფად ეცვალა ხასიათი, ერთი თვალის დახამხამებაში გაუხდა თვალები შუშის, თითქოს, რობოტად იქცა ბოროტ საშინელ, რობოტად, მაშო კიდევ ჩამოშორდა მას და გაყინული მზერით დააკვირდა შეცვლილს, ამავდროულად სამყაროზე ყველაზე მეტად სძულდა რატის წინ მდგარი ორი სულიერი, რომელიც ერთმანეთზე უარესად შეშინებულები იდგნენ,
- მე მართლა არაფერ შუაში ვარ რატი,
დანებების ნიშნად აწია ხელები დემნამ და ყველანაირად ეცადა დაკარგულიყო იქიდან, ოცნებადაც კი ექცა გამქრალიყო აქედან და შემდეგ არც არასდროს მოიხედებოდა მათკენ,
- ყველაფერს გამოვასწორებ გპირდებით, სხვანაირად მოქცევა არ იქნება სწორი,
ისეთი შეგრძნება ჰქონდა მაშოს თითქოს მალე ბავშვივით ატირდებოდა დირექტორი ნიანგის ცრემლებით ჩაუვარდებოდა რატის მუხლებში და ვედრებას დაუწყებდა, ვერ ხვდებოდა რატომ ეშინიდა ასე დირექტორს, თუმცა მშვენივრად ანალიზებდა რომ საშინელი საქმე გააკეთა ხვდებოდა რომ საშინელი დამნაშავე იყო, მგრამ მისი გამოხატული შიში ყველაფერზე ზედმეტი იყო სამსახურიდან გაგდებაზეც და ცემაზეც კი,
- მაშო ცოტა ხნით ჩემს კაბინეტში დამელოდე
გაუხედავად ამოილაპარაკა და მშვიდი ნაბიჯი გადადგა დირექტორისაკენ,
- ღმერთო
მამაკაცის ამოგმინვაზე გაკვირვებულმა შეხედა მაშომ მას ნელი ნბიჯებით დაიძრა კარისკენ და შორიდან დააკვირდა მათ უნდოდა ეთქვა, რომ არაფერი დაეშავებინა მათთვის, თუმცა სიტყვების შეეშინდა უხმოდ მოშორდა ადგილს და რატის სიტყვები შეასრულა, რატიმაც თავისუფლად განაგრძო მოქმედებაც და მშვიდი საუბარიც......
.....
შეკვეთა ჩვეულად გაამზადა ანანომ, დიდ ყუთში ჩადო შეკვეთილი ნამცხვარი პარკი კადააკრა და კურიერს გააწოდა გარეთ უკნიდან ხელის შეხებისთანავე სწრაფად გახედა უცნობ მომღიმარ მამაკაცს და ინტერესით შეაჩერდა ცისფერ თვალებში....

რამდენიმე კაკუნის შემდეგ გასცა ბრძანება ვაჟამ, რომ შემოსულიყო
კარს უკან მდგარი და უინტერესოდ ჩახედა საბუთებს
- იმედია შეიძლება ჩემი აქ ყოფნა,
კრიალა ხმაზე დენდარტყმულივით გახედა კარებში მდგომს ვაჟამ და გაკვირვებისგან ეცვალა სახე
- ქალბატონი მეტორტე
კმაყოფილმა ამოილაპარაკა და მოურიდებლად აათვალიერა ქალის ნაზი დახვეწილი სხეული, რომლის დამალვასაც წინსაფარი, წელზე მოჭერილი წკვერტით ცდილობდა,
- ალბათ არასდროს შემოვდგამდი ფეხს თქვენს კაბინეტში.....
- რამ გადაგაწყვეტინათ მადამ,
მაგიდაზე ნახევრად ჩამოჯდა ვაჟა და მშვიდად დააკვირდა ქალს, მისი სიტყვების პასუხად სწრაფად აწია ხელში დაჭერილი საქაღალდე ანანომ,
- ეს!
ნელა მოუახლოვდა ჩამომჯდარს და ცხვირწინ აუწია,
- რა არის ეს?
უხეშად აართვა ხელიდან საქაღალდე, ანანოს საუბარს უსმენდა თან, თან კი ინტერესით გადაფურცლა საბუთები,
- არ ვიცი გარეთ შეკვეთას მანამ გავიტანდი მაღალმა მამაკაცმა მომცა მითხრა რომ შენთვის მომეცა და ძალიან სასწრაფო იყო, ამავდროულად გადმოგცა, რომ დახმარებისთვის მზადაა,
მხრები გაურკვევლად აიჩეჩა და ნელი ნაბიჯით წავიდა უკან,
- ქორწილი? რა ქორწილი,
გაკვირვებულს აღმოხდა წაკითხულიდან სიტყვები და ანანოს შეხედა, სწრაფად ჩამოვიდა მაგიდიდან ინტერესიანი მზერით
- მომისმინე ზუსტად ვერ ამიღწერ როგორი იყო?
- ქერა, ცისფერი თვალებით მაღალი მამაკაცი იყო, ცისფერ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილიყო და აშკარად მშვენივრად გიცნობდა,
- ჯანდაბა,
თმაზე წაივლო ხელი რაც აღწერილი პიროვნება იცნო და გული ცუდს უგრძნობდა, ძალიან ცუდს,
- მე დაგტოვებთ თუ შეიძლება,
ჩუმად გაპარვას უფრო გავდა მისი წასვლა, თითქოს ელოდა მის აფეთქებას და წინასწარ აარიდა თავი, სწრაფად ჩამოჯდა მაგიდაზე და აღელვებულმა დაიწყო საბუთებში არსებული შეთანხმების გაცნობა,.....
....
რატის კაბინეტში სკამზე ჩამომჯდარი უაზროდ ათვალიერებდა ნაცრისფერ კედელზე გამოკრულ პლაკატებს და ელოდა რატის, მისი ტელეფონის ძლიერ ვიბრაციაზე ამოაცურა დიდი ჯიბიდან, უეცრად დახედა ვაჟას ნომერს და ყურთან არ ჰქონდა მიტანილი ტელეფონი მისი ღრიალი რომ შემოესმა,
- რა მოხდა?
მოფრთხილებით მიიდო ტელეფონი ყურზე და გაკვირვებული დაელოდა მის პასუხს,
- მაშო მოგკლავ! არ გაცოცხლებ გეფიცები! ყველანაირ შარში შენ რატო ყოფ თავს?!
გაკვირვებისგან შეეხარა მაშოს უნებურად წარბები, ისედაც დაბნეული კიდევ მეტად აირია, ვაჟას ღრიალიც უხეშად ჩაყვიროდა ყურში და მის ნერვებსაც ძლიერად ხვდებოდა
- ყველაზე ცუდი იცი რა არი? ჩვენც გვითრევ შენ ორმოში!
ყვირილი განაგრძო და ხელში მოხვედრილი ჭიქა ძლიერად მიაფშვნა კედელს
- რა ჯანდაბა მოხდა არ მეტყვი?
- რა მოხდა?! რა მოხდა გოგოო?! არ უნდა დახედო რა ჯანდაბას აწერ ხელს?! .... გვღუპავ ბავშვო გვღუპავ და თავს იღუპავ!
- რააა ჯანდაბააა?!!
შეშინებულმა წამოიძახა მაშომაც და გული იმდენად ძლიერად უცემდა შეგრძნება, რომ მალე გონებას დაკარგავდა, არ ასვენებდა,
- ცოტახნის წინ საბუთები მოვიდა, შენი ყოფილისგან! ყველანაირად სუფთა მუქარები წაგვიყენა! ყველანაირად სუფთად შეუძლია შენი ხელში ჩაგდება, წინააღმდეგ შემთხვევაში რატი და თეოდორეს და კიდე ორი ბიზნესის ჩათვლით ყველა მძღნერად ვიქცევით! მალადეც! მშვენიერ მაღალ დონეს ჩაეჭიდე!... უბედნიერესი ქალი ხარ!
ემოციებისგან იმდენად არეულად ღრიალებდა ვაჟა, რომ ვერაფერს ხვდებოდა ისედაც დაბნეული მაშო, იაზრებდა იმას, რომ რაღაც ძალიან დიდი სისულელე ჩაიდინა მაგრამ ვერ ხვდებოდა, როგორ, რანაირად მოხდა ეს ყოველივე ან კი რა გააკეთა ისეთი, რომ ვაჟას მსგავს ტონსა და სიტყვებს იმსახურებდა
- ვერ ვიგებ!
- დაკავებული ქალი ხარ ჩათვალე! შენი გათხოვება ერთ კვირაში არი სასიკვდილო-სასიცოცხლო გადაწყვეტილება! რა ჯანდაბაც გინდა ის ქენი ამ კვირაში გათხოვილი ქალი უნდა გერქვას! და ვისი გოგო?! ლაშასი?! არამზადა- ჩათლახის?! ფუუუუ დედაშევ....
ღრიალთან ერთად, წამში შორს გაისმა ხმა და შემდეგ დაუსრულებლად გაწყდა მისი სიტყვები მის ნერვებთან ერთად, ტელეფონი ძლიერად მიახეთქა კედელს,
აკანკალებული ხელებით დახედა მაშომ ტელეფონს, აზრი ვერ გამოეტანა, რანაირად მოხდა, როგორ ან რა გადატრიალება მოხდა ახლა მის ცხოვრებაში მაგრამ ხვდებოდს იმას, რომ ახლა
საერთოდ არ იყო მარტივად საქმე, ვერ იაზრებდა ვჟას სიტყვებს, რატომ იყო მისი გათხოვება აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში რა იქნებოდა, გაიგო რომ განადგურდებოდნენ, თუმცა ვერ იაზრებდა, ვერ უშვებდა ვერ გაეგო, არარსებულად მიაჩნდა ეს ყველაფერი, შიშისგან ეცვალა სახეზე ფერები, რომ გაანალიზა ვისი მუქარა იყო, როცა გაიაზრა, რომ ცოლობა ბოლოს ლაშამ სთხოვა, როცა ერთმანეთთან დააკავშირა ყველაფერი შიშისგან წასკდა ცრემლები,
- ღმერთო...
ამოიგმინა გაოცებული ხმით ცრემლებით გასველებულ სახეზე ჩამოისვა აკანკალებული ხელები და მის აცახცახებულ სხეულს ვერ გრძნობდა,
- როგორ?
რიტორიკულ კითხვებს უსვამდა საკუთარ თავს, უნებურად სცვიოდა ცრემლები, მხოლოდ გაკვირვებისგან გაედიდებინა თვალები იატაკისთვის გაეშტერებინა მზერა და საკუთარი ფიქრებით კიდევ მეტად იშინებდა თავს, ვერც ის გაიგო, როდის შევიდა კაბინეტში რატი, სრულად მომწყდარიყო სამყაროს,
- მაშო?
გაკვირვებისგან დასვა კითხვა შესულმა როცა მაშო სრულად ცახცახებდა და როცა მის ხმაში ტირილიც ამოიცნო, წამის მეასედში გაჩნდა მის წინ გაკვირვებული
- კარგად ხარ?
თვალ გაშტერებულს ფრთხილად შეეხო მხრებზე და პასუხი, რომ არ გასცა ფრთხილადვე შეანჯღრია გამოსაფხიზლებლად, გადიდებული თვალებით ახედა მაშომ, უიმედობას, სასოწარკვეთილებას შეებოჭა მისი სხეული და მათ შორის ძლიერ შიშს,
- ჯანდაბა!
მის უფერო სახეზე აღმოხდა რატის და ფრთხილად წამოაყენა,
- ხმა ამოიღე მაშო,
- არ შემიძლია!... ვგრძნობ, როგორ ვიშლები....
თვალს არ აშორებდა უემოციოდ ამოილაპარაკა და ბოლო სიტყვებზე დაიწყო ხმით ტირილი
- რა დაგემართა?
ღელვამ მოიცვა რატიც მასაც ვერ გაეგო რა უნდა გაეკეთებინა მაშინ როცა არ იცოდა რა სჭირდა მტირალს,
- ყველაფერს ყოველთვის ვაფუჭებ, ყოველთვის ვანადგურებ ყველაფერს,
მისკენ წაწეული მოეხვია ძლიერ სხეულს, ძლიერად მოხვია ხელები და ისე განაგრძო მოთქმა, საკუთარ თავს ვერ იტანდა, თავიდანვე რომ თეოდორეს გაფრთხილებები აგონდებოდა კიდევ მეტად სძულდა თავი,
- ჩშშ ჩჩშშშ.... დამშვიდდი,
ფრთხილად მოუსვა თავზე ხელი, მართალია მისი ტირილის მიზეზი არ იცოდა, თუმცა ის აზრები რომ რამე სტკიოდა სრულიად გამორიცხა,
- რა მოხდა, ყველაფერს ეშველება ხომ იცი?
- ამას არასდროს ეშველება! ყველანაირად განწირული ვარ,
- მაშააა! ნუ ტირიხარ მითხარი რა მოხდა!
დასაწყნარებლად ეფერებოდა მტირალს თავზე და ყველანაირად ცდილობდა გაეგო ისევ მისგან ის ინფორმაცია რაც ასე ძლიერად მოქმედებდა მასზე,
- ასე არ მინდოდა, არ მიფიქრია,
- კარგი, მისმინე... დამშვიდდი კარგი, უბრალოდ ცოტახანს დამშვიდდი,
ფრთხილად მოიშორა სხეულიდან უკვე დაწითლებულ თვალებში ჩააჩერდა ნაღვლიანი მზერით და ნაზად ეცადა მოეწმინდა ცრემლები,
- დამშვიდდი
კიდევ ერთხელ გაიმეორა, მაშოს დამშვიდება რომ შეატყო და ისევ მაშოს ამღერებულ ტელეფონს მანვე დახედა პირველი,
- ღმერთო,
შიშისგან ამოიხავლა, მთხოვნელი მზერით წარწერით "მიშველე" , შეხედა რატის და აკანკალებული თითებით უპასუხა ტელეფონს,
- გამოსავალი ვიპოვე მემგონი! წამის მეასედში ჩემთან გაჩნდი!
მკაცრად ამოილაპარაკა მაშოს არც დალოდებია სწრაფად გათიშა და მაშოსაც სახეზე სრულად გაუქრა ფერი,
- რა ხდება?!
მკაცრად ამოიგმინა უკვე და გაკვირვებული უყურებდა მაშოს, რომლის სახეზეც მსგავსი შიში, რომელიც თავად მასაც აშინებდა, პირველად ამოიკითხა,
- არ ვიცი
დაპროგრამებულივით წამოიძახა და თვალ გაშტერებულს რეაქცია არ ჰქონია რატის ტელეფონის ხმამაღალ ხმაზე, რატიმ დახედა გაკვირვებულმა ისევ ვაჟას ნომერს ამჟამად თავის ტელეფონზე და სწრაფადვე უპასუხა
- არ ვიცი ქცალია თუ არა! მაგრამ წამის მეასედში უნდა მოხვიდე კომპანიაში
- რა ხდება ბოლო ბოლო?!
გაღიზიანება ვერ დამალა უხეშად გამოცრა სიტყვები და წაბარბაცებული მაშო დაიჭირა,
- უბრალოდ მოდი და ყველაფერს გაიგებ!
მაქსიმალური სიწყნარე გამოიჩინა რატისთან საუბრის დროს ვაჟამ და მალევე გათიშა, ხელთავიდან აცხცახდა მაშო თავადაც ვერ ხვდებოდა ღირდა თუ არა ნერვიულობად, გაყინული შეჰყურებდა რატის და ყველანაირი ფიქრების გარეშე ელოდებოდა რატის სიტყვებს
- მეც მოვდივარ
- ვერაფერს ვიგებ,
უნებურად გააქნია თავი ამოტირებით ჩახარა თავი ცრემლების დასამალად
- უბრალოდ დამშვიდდი
ბრძანებას უფრო ჰგავდა რატის სიტყვები, თავზე გადაუსვა ხელი მისი ცალი სახე მოიქცია ხელში ისე ააწევინა თავი მისკენ, იძულებული გახდა მაშოც რატისთვის გაესწორებინა შეშინებული მზერა
- ნერვიულობას აზრი არ აქვს მენდე! მოსახდენი ყოველთვის მოხდება.... დამშვიდდი და გაემზადე, მალევე წავიდეთ კარგი?
მშვიდი საუბარითა და რატის ღრმა თვალებით გაერთო მაშო უნებურად სლუტუნებდა და რატის ხან ერთ ხან მეორე თვალს შესცქეროდა, დაპროგრამებულივით დააქნია თავი თანხმობის ნიშნად და თბილად, რომ წაიწია რატი მისკენ მშვიდად მიეხუტა, ძლიერად აეკრო გულზე და წამით სუნთქვა შეიკავა,...სრულ სიჩუმეში თითქოს მაშოსთვის დაიწყო მამაკაცის გულმა ხმამაღლი დარტყმები, ხმამაღალი და ამავდროულად ნაზი, წყნარად მინაბა თვალები ირგვლივ არანაირი ხმა აღარ გაუგია, არანაირი საქციელი და არანაირი მომავალი, რატის გულზე მიეკრო ყური და მასთან ერთად ცემდა საკუთარიც, ალბათ ვერც გაიაზრებდა მოშორებას ისევ რატი რომ არა,
- მიდი ნივთები აიღე
ნაზად მოუსვა სახეზე ხელი და მაშოც მაშინ მოშორდა ადგილს უკან აღარც მოუხედავს ცრემლების წმენდით გავიდა გარეთ და დირექტორისკენ აიღო გეზი, დაჩვეული იყო, რომ წასვლა მისთვის უნდა გაეფრთხილებინა და მის წინვე უნდა დაეწერა განცხადება, ინსტიქტურად შევიდა კაბინეტში და არეულობას მოავლო შეშინებული მზერა, ყველაფერი გვერდზე გადადო ამჯობინა პირდაპირ ეთქვა მისთვის და მყარად შედგა ზღრურბლზე
- უნდა გამათავისუფლოთ დღეს,
მტკიცე სიტყვებზე გახედა მკაცრი მზერით კაცმა თითქოს მივარდებოდა და სასტიკად გაუსწორდებოდა მის წინ მდგომს, ისეთი დაგეშილი მზერა ჰქონდა თითქოს წინ ნადავლი დაედოთ მისთვის, მაგრამ ხელს უშლიდნენ მის დატაცებაში,
- უამრავი საქმე გაქვს! რომელ გათავისუფლება მელაპარაკები?! ჭკუიდან არ გადამიყვანო! დაბლა ჩადი და შენ საქმეს მიხედე!!
კბილებში უცრიდა სიტყვებს მამაკაცი და ის უკანასკნელიც, სასოწარკვეთილი ჩამოვიდა ზღურბლიდან,
- კი მაგრამ ძალიან სასწრაფო საქმ...
- საქმე გაქვს უამრავი! დაბლა ჩადი და მიხედე-მეთქი!
ტონს აუწია კაცმა მაგიდაზე ძლიერად დაარტყა ნივთიანი ხელი და მაშოსაც აღარაფერი უთქვამს უსიტყვოდ გამოვიდა კაბინეტიდან მუჭებს ძლიერად კრავდა, ბრაზისგან ახურებულიყო
- ღმერთო მოთმინება მომეცი....
ამოიგმინა დაბალხმაზე და სახეზე ჩამოისვა ძლიერად ხელები,
- რა მოხდა?
ძლიერად, რომ ჩაავლო ნაცნობი ხმის პატრონმა ხელი უნებურად ჩამოდგა რატის წინ გაკვირვებული მზერა სრულად იცვალა და დაბნეულმა გახედა დირექტორის კაბინეტს,
- არსად მიშვებს, ბევრი საქმე მაქვს და მას უნდა მივხედო,
რატის უნებურად ჩაეღიმა მაშოს სიტყვებზე, რაზეც კიდევ მეტად დაიბნა მაშო, ვერ მიხვდა რატომ დასცინოდა რატი, იმ წამს იფიქრა, რომ სახეზე ესვა რამე, რადგან სიტყვებში ისეთ სასაცილოს ვერაფერ ხედავდა, რომ თვით რატის გაეღიმა,
- დირექტორი თუ არ გიშვებს აბა რას ვიზამთ,
დანანებით ამოილაპარაკა მხრების აჩეჩვით და მაშოს ხან ერთ ხან მეორე თვალში ჩახედავდა ხოლმე
- წამო ვეხვეწოთ,
ირონიული ჩაცინებით წავიდა წინ და ადგილზე გაყინულს ღიმილით გახედა, ყურების ჩამოყრასთან ერთად აიფარა სახეზე ხელები ნიშნად, რომ ზედმეტად სულელურად ჟღერდა უფროსთან დირექტორის ბრძანებებზე საუბარი
- არ მოდიხარ?
კითხვა, რომ დაუსვა მორიდებით დაეწია რატის და უკვე ეშინოდა კიდეც დირექტორს თვალში მოხვედროდა, რატის უკან იდგა და არც მოშორებია მის ზურგს თითქოს ასე ვერ შეამჩნევდა ის უკანასკნელი...
- მე და მაშო მივდივართ აქაურობა მოაწესრიგე და საერთოდ, ამაზე შეხსენებაც არ შეიძლება დირექტორო,
მკაცრი სიტყვებით გამოაცურა საქაღალდე კარადიდან და საქმიანად გადაფურცლა სანახავად ნამდვილად ის სჭირდებოდა, თუ არა,
- დიახ, რა თქმა უნდა
მაშინვე ფეხზე წამომდგარმა დაუქნია თავიც და მაშოც უნებურად იკავებდა ღიმილს დირექტორის შიშით ცვლაზე, ვეფხვიდან ვირთხაზე
- მაშ ჭკვიანად
თითები გაატკაცუნა რატიმ შუა და ცერა თითის დახმარებით და საჩვენებელი თითი დირექტორისკენ გამაფრთხილებლად აღმართა თან დიდი ნაბიჯებით წავიდა კარისკენ,
- მაშო განცხადება დაწერე მოდი,
სწრაფად დაფაცურდა განცხადებისთვის ფურცელი, რომ ენახა კაცს
- არ სჭირდება მასთან ვარ,
შეუხედავად დააყოლა და წინ წასულს გაჰყვა მაშოც, მართალია მთელი იქ ყოფნის დროს ზედმეტად გრძნობდა თავს, თუმცა სანახაობად ღირდა მისთვის დირექტორის შიშით ცვლა, უხმოდ ჩავიდნენ პირველ სართულზე, მაშო სირბილით მივიდა საკუთარ მაგიდასთან და რატიც ადგილზე გაყინული იდგა მის ლოდინში ისე აკვირდებოდა, გაკვირვებულები ადევნებდნენ თვალს ყოველ მათ მზერასა და საქციელს თანამშრომლებიც და ყველა შეუცდომლად მიხვდა, რატი რომ მაშოს ელოდებოდა, რომელიც უცებ-უცებ ალაგებდა ჩანთაში მის წვრილ-წვრილ ნივთებს, სწრაფად დაიკიდა ჩანთა მხარზე და ბარბარეს მაგიდას მივარდა,
- მე უნდა წავიდე სახლში, როცა დავბრუნდები ყველაფერ მოგწერ,
ჩურჩულით უთხრა და ბარბარეს პასუხს არც დალოდებია სირბილით მიუახლოვდა რატის და მასთან ერთად განაგრძო გზა,
- შენთან რაღა უნდა?
ინტერესით დასვა კითხვა და რატიმ რომ კარები გაუღო უცებ გავიდა გარეთ
- არ ვიცი
გულწრფელად გასცა პასუხი და ამავდროულად თვითონაც უზომოდ აინტერესებდა რაში იყო საქმე......

- როდისღა უნდა გამართლდეს ჩემი ეჭვები,
ღიმილით ამოილაპარაკა დარბაზში ქალმა და უკვე გასულებს მანამ დააკვირდა სანამ სრულად არ მოსწყდნენ თვალთა ხედვიდან,
.....
რატი პირველი შევიდა სადარბაზოში მიუხედავად იმისა, რომ მაშოს იქ შესვლა საერთოდ არ ახარებდა, უკმაყოფილომ შედგა ფეხი, სწრაფად წავიდა კიბეებისკენ ახლად გამოსულ სხეულს დაეჯახა ხელში მოთავსებული ნამცხვარიც სწრაფად დაენარცხა ძირს და მაშოს ერთიანად გაშრა, ფერები სათითაოდ ეცვალა სახეზე გამოცდილების გახსენებისას კიდევ მეტად ახურდა და ბოლოს ისე აწითლდა კვამლი აუვიდოდა
- არიქა წყალი, შეასხით, იწვის,
სიცილით წამოიძახა ანანომ და ფართუკზე ხელები დაისვა,
- დამშვიდდი, ეშველება რამდენიმე ნაჭერი იყო მხოლოდ,
- ძალიან დიდი ბოდიში, ჩემს ფიქრებში ვიყავი, არც კი დამინახიხართ, არ ვიცი, როგ....
- მართლა ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ ახალი ნაჭრებით ჩავანაცვლებ, ამაზე მეტი სანერვიულო არ გქონდეს მთავარია,
ღიმილით მოუსვა თბილი თითები ნიკაპის ქვეშ და რატის ახედა ბოლო საფეხურზე, შეჩერებული ოდნავ, რომ წამოიწია,
- მაპატიე
ისევ გაიმეორა მაშომ და ანანოს ლამაზ ღიმილს დააკვირდა,
- მგონი გელოდება, მიდი მე მოვაწესრიგებ ამას,
- არა რას ამბობ მე გავანადგურე და ეს პირველი არც იქნება,
- არაა, ისედაც ფერი არ გადევს, მას გაჰყევი და შემდეგ გნახავ,
- კი მაგრამ....
- მერწმუნე გასამრჯელოს გამოგძალავ,
სიცილით შეხედა ნამდვილად გაფითრებულს და ანიშნა გაყოლოდა, რატის რომელიც უკვე ასულიყო შემდეგ სართულზე,
- მართლა გნახავ! შენი სურვილი მმართებს,
ღიმილით გასცა პასუხი, მაშომ და აღფრთოვანებული იყო უცნობის სითბოთი, რომელიც მის გონებას საიდანღაც ახსოვდა,
- რა თქმა უნდა საყვარელო,
მხრები აიჩეჩა და კიდევ ერთხელ უბიძგა წასვლისკენ, მაშოც უკვე თავისუფლად ავიდა კიბეებზე და გამოხედვასთან ერთად დაუქნია ხელი ანანოს, მისი გაცნობა ბრძანებასავით ჩაიბეჭდა გონებაში და რატის ამოუდგა გვერდით,
- კიდევ კარგი ყოველდღე არ დადიხარ აქ, თორე კომპანიას დააქცევდი,
დაბალხმაზე გაუხედავად ამოილაპარაკა რატიმ და მაშოც უხმოდ დაემანჭა უკნიდან, მანჭვით გააჯავრა წინ წასულს და თავადვე გადაასწრო...
...
მოუსვენრად გადი-გამოდიოდა ოთახში ვაჟა, მთელი ოთახი მის ხმამაღალ ქშენასა და ღელვას მოეცვა, ნეგატივით სავსე იყო ოთახიც, რისგანაც ისე ჩამობნელებულიყო შეუმჩნევლად ოთახში თითქოს მზის პატარა სხივიც კი არასდროს მოხვედრია, კარების შეღებისთანავე ადგილზე გაჩერდა და აღელვებული მზერა ესროლა შესულ მაშოს,
- როგორც იქნნა
ხელები გაშალა საბოლოოდ ლოდინის დასრულებისგან და რატიც, რომ მას შეყვა სახე ოდნავი კმაყოფილებით ჩაენაცვლა, რადგან მალევე გადავიდოდა მთავარ საკითხზე, მთავარ აზრზე, რომელსაც მთელი ამ დროის მანძილზე უკეთესად ადგენდა,
- რა მოხდა?
რატიმ დასვა კითხვა შესვლისთანავე და ვაჟამ დივნისკენ რომ წაიყვანა ინსტიქტურად ჩამოჯდა,
- ზედმეტ წელვას ვერ ვიტან! ორივემ კარგად იცით
საქმიანად დაიწყო და თავად მაგიდას მოუარა საკუთარ რბილ სკამში ჩაეშვა და მაშოს მკაცრი თვალებით ანიშნა ჩამომჯდარიყო, ამ უკანასკნელმაც დაუყონებლივ შეასრულა მისი ბრძანება და რატის წინ განთავსებულ დივანზე ჩამოჯდა ფრთხილად, წამით შეხედა წინ მჯდომს და მისი მზერა, რომ აერიდებინა ვაჟას შეხედა
- რატის გასაგონად ვიძახი! მაშო რამდენიმე დღის უკან დაშორდა იმ არაკაცსს!, როგორც იქნა! და იმაზე მშვენიერ დროს ვიდრე წარმოგიდგენია...
როცა მაშოს ისტორიის მოყოლა დაიწყო ვაჟამ, უხერხულად ჩარგო თავი ხელებში მაშომ, თითქოს ცდილობდა რატის დამალვოდა, ან მისი მზერა აერიდებინა,
- მართალია არ ელოდებოდა თავადაც ამ შედეგს მარა ცხადია ამ შედეგამდე მოგვიყვანა მაგ ძაღლმა,
- რომელ შედეგამდე?
- მაცადე!
სწრაფად დააყოლა და საქაღალდე გადაშალა,
- ღმერთმა იცის სად აგროვა და ვისთან ერთად აკეთა ეს საბუთები, ან საერთოდ, როგორ შექმნა მსგავსად დამაჯერებლად, საბუთებში უმეტესად ხაზ გასმულია, რომ თუ მაშო ამ კვირაშივე არ გათხოვდება ეს კომპანია, ჩემი და შენი თანამშრომლებიანა, აორთქლდება, ბევრი რო აღარ მივედ მოვედო, მარტო ეს კომპანია კიარა თეოდორეს ყველა საქმეს გადაიბარებს დუტა, შენ ჩაგიფლავდება ყველა შენი ნამაიმუნარი მამენტ რა გენაღვლება დაახვევ იტალიაში და ჩვენ ვიკითხოთ მერე, უბრალოდ მარტივად ვნადგურდებით, კარიერიანა დაბლა მივდივართ და ვერ გეტყვი მერე გვეშველება თუ არა რამე, ანუ ყველანაირად შარში ვართ და ერთადერთი მაშველი არის მაშო! ისევ ის ვინც შარში საკუთარი თავი კი არა ჩვენც ჩაგვაგდო
წითელი თვალებით გახედა ვაჟამ მაშოს სიტყვის ბოლოს და მაშოც გაოგნებული უსმენდა ვაჟას მონათხრობს მას შემდეგ რაც შოკი მიიღო
- ამ ყველაფრის მტკიცებულება? დამადასტურებლობა? სად არი,
ინტერესით მიაცურა საქარალდე თავისკენ რატიმ და საქმიანად ჩახედა
- ყველაზე გავლენიანი ხალხის ხელმოწერები დაყვება თან და თვით მაშოსიც,
- ჩემი?
შეცხადება ვერ დამალა ხმამაღლა წამოიძახა,
- ხო მაშო შენი! ეგ ართულებს ყველაზე მეტად
- მაგრამ შეუძლებელია, როდის?
უცოდველივით გააქნია თავი, თითქოს ცილს სწამებდნენ, ისე უნდოდა ახლა ტირილი, როგორც არაფერი, ეცადა გაეხსენებინა, როდის მოაწერა ხელი და სიტყვის დასასრულსვე სრულად შეწყვიტა საუბართან ერთად სუნთქვა,
- იმ დღეს! ჯანდაბა!
თვალები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს
- გუშინ იყო მგონი! შენ ან და დირექტორს არაფერი გამოგიტანებიათ ვინმესთვის, რომ ხელი მომეწერა?
- არაფერი, ყოფილა ისეთი რაზეც შენი ხელის მოწერა დაგვჭირდებოდა მაშო და ამავდროულად, რო დამჭირვებოდა არავის არაფერს გამოვატანდი დაგიძახებდი
მკაცრად შეაჩერდა თვალებში რატიც და მაშოც კიდევ მეტად ანერვიულდა, ლოყას კბენდა შიგნიდან და ძლივს აკავებდა საკუთარ ემოციებს, შიშებს, ხმებს, ყველაფერს ერთდროულად
- არ უნდა დააკვირდე რას აწერ გოგო ხელს?
- არ მეცალა ვაჟა! იმის კითხვისთვის და სამსახურში მეგონა რატის გამოგზავნილი იყო რამე,
- გოგო რა მნიშვნელობა აქ იქნებ და რა ჯანდაბაზე გაწერინებს ხელს?!
ტონს უფრო მეტად აუწია ვაჟამ და მაშოც უცებ გაჩუმდა, მართალს ამბობდა ვაჟა თავადაც დაეთანხმა ამ აზრს, თუმცა მას ჰქონდა პასუხი, რომელსაც არ გაამჟღავნებდა,
- მართლა იქნებ რაზე გაწერინებდი ხელს? არ გიფიქრია ამოსულიყავი და უბრალოდ ჩემთვის გეკითხა?
მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო ისე გადაიწია მაშოსკენ მაცდური მზერით,
- სისულელეზე არავის ჩამოაგზავნიდი,
დარწმუნებით გასცა პასუხი
- რა გარანტია გაქვს?
- არანაირი! და არც უნდა გქონდეს მაშო! ცოდვებისთვის დაისჯება ეს ოდესღაც და მაგ თემას შეეშვით!
სწრაფად ჩაეჭრა ვაჟა საუბარში და მაშომაც ხელთავიდან გაანალიზა, რომ ახლა სრულიად ეცვლებოდა ცხოვრება, რომ ახლა ოჯახი უნდა შეექმნა, რომ ახლა მას უნდა გაჰყოლოდა ცოლად ვის მიმართაც არაფერს გრძნობდა გარდა ბრაზისა და შურისძიებისა, შიში თანდათან მეტად ისახლებდა მასში, სასოწარკვეთილებას, რომ არაფერს აღარ ეშველებოდა და გამოტანილ დასკვნას, რომ უბრალოდ მისი ცხოვრება მთლიანად განადგურდა, მისი ოცნებები, ერთიანად დაიფშვნა, სათითაოდ ცვიოდა მაშოს ოცნებების წიგნაკიდან ფურცლები და მაშო ვერაფერს აკეთებდა, მარტო რომ ყოფილიყო ყველა ემოციის ამონთხევას დაიწყებდა, თუმცა ახლა მყარად იჯდა მათ წინ და ყველანაირად ცდილობდა შეეკავებინა ეს ყოველივე,
- მაშო გააქვს სხვა გზა?
დაბალხმაზე დაუსვა კითხვა ვაჟამ და მაშომაც სწრაფად ჩარგო ხელებში თავი სახის დასამალად, რომელიც სატირლად დაემანჭა, სწრაფად მოიქცია ქვედა ტუჩი კბილებს შორის, რომ შეეკავებინა ცრემლები, მძიმე ნერწყვი გადაყლაპა თმაზე გადაისვა ხელები და ისევ და ისევ მყარად ახედა ვაჟას,
- თუ არ მაქვს, უბალოდ დავთანხმდეთ და მორჩა,
ხმაში ბზარი არ გაპარვია ისე მტკიცედ წარმოთქვა სიტყვები, უხმოდ აკვირდებოდა რატი, დივნის საყრდენს მიყრდნობოდა და თითოეულ მის ქცევას სწავლობდა, თითოეული მისი ქცევით ხვდებოდა, როგორ ნადგურდებოდა თანდათან, როგორ იწვოდა შინაგანად, თუმცა ყველანაირად ცდილობდა ეს დაემალა, რატი გრძნობდა მის ყველა ბრძოლას და უფრო და უფრო იძირებოდა მასში,
- ლაშას მაშო?
- დიახ!
ისევ მყარად წამოიძახა და ახლა ვაჟა დადუმდა ძლიერად მოისვა კეფაზე ხელები სკამი მაგიდისკენ უკეთ მიაგორა და მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო,
- სანამ ამ სისულელეს კიდევ გაიმეორებს მაშო, ორივეს გეტყვით, რომ იმ ჩათლახმა, კი ხაზი გაუსვა მაშოს გათხოვებას და მან იგულისხმა საკუთარ თავზე მაგრამ არსად არ აქვს მითითებული ვისზე უნდა დაოჯახდეს მაშო, თავისთავად უბრალოდ დროა დათქმული, ამ დროის გასვლის მერე საბუთები ამ კაცთან, ლევანთან იგზავნება და შემდეგ ის აკვირდება ჩვენ მაშოს! პირობის გატეხვისთანავე ვიძირებით!
- და რას მეუბნები ნებისმიერ გამვლელს შევთავაზო, ცოლად მომიყვანე-მეთქი?
ნერვოზულად აიქნია ხელები ისე წამოიძახა და ვაჟამ რომ ძლიერად დაარტყა ხელი მაგიდაზე, დაჭიმულობისგან დაეძაბა სხეული,
- დამაცადე!
ამოიგმინა და მაშომ, რომ კიდევ ერთხელ ჩამოისვა სახეზე ნერვოზულად თითები მის გასაგონად განაგრძო,
- რატი ძმა შენ საცოლეს ეძებდი ორი თვით ხომ ასეა? მაშოს ქმარი ესაჭიროება სასწრაფოდ ყველაზე ლოგიკური საქციელი იქნება ორივეს მხრიდან,
ხან ერთს გადახედა ხან კი მეორეს მას შემდეგ რაც პირდაპირ თქვა სათქმელი, მაშო იმდენად დაძაბული იყო თავიდან ვერც კი გაიაზრა რა შესთავაზა ვაჟამ,
- მაშო?... არა,
ნერვოზულად ჩაიცინა რატიმ ისე წამოიწია, ისევ მუხლებს დაეყრდნო იდაყვით და მაშოს ტუჩებ მომუწულმა ახედა ქვევიდან ინტერესით
- არა? რას უწუნებ?, ეს თუ შენ გემოვნებაში არ ჯდება მოდი ამ ფანჯრიდან თავით გადაეშვი!
გულწრფელად გასცა პასუხი და ფანჯარა უკეთ გამოაღო ახლა ის ნერვიულობდა ყველაზე მეტად, როგორ გადაწყვიტავდა მაშო, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვაჟას სიტყვებს იმეორებდა გულში,
- რა თქვი?
უნებურად წამოიძახა უკვე გარკვეულმა და რატის დენდარტყმულივით გახედა
- შანსი არ არი! გითხარი რომ დაურეკეთ მეთქი ლაშას და თანახმა ვარ რაღას მიედ მოედები?!
უცებ წამოენთო, სწრაფად წამოდგა დივნიდან და ტონს აუწია, ბრაზისგან,
- დებილი ხოარ ხარ გოგო? რა ლაშა?! მთელი ცხოვრების განადგურებას აპირებ? თუ ფიქრობ დაუსხლტები ოდესმე ხელიდან? ისე ამოგხდის ცემაში სულს თვალის გახელას ვერ მოასწრებ! რა ლაშა?! უბრალოდ ამ ახალ საბუთებს მოაწერე ხელი ეგ არის და ეგ
ბრაზისგან აღრიალდა წამომდგარი ვაჟაც და ისეთი ენერგია გადმოაფრქვია, თითქოს მთელს ოთახში მწველი ცეცხლი ეკიდა და მალე ყველაფერს ააფეთქებდა, ახალ საბუთებს კალამი დაახეთქა ზედ და მაშოს მკაცრად გაუსწორა მზერა, საბუთები მაშოს ნამდვილად გათხოვების დასტური იყო, ლევანისთვის დამმოწმებელი
- მას არ გავყვები ვაჟა! არ არსებულია და შეიგნე!
- რა მიზეზით გოგო?! მიზეზი ხო არსებობს ეს დედამოტ*ნული! რომელი ჭკვიანი გაყვება ლაშას ცოლად?! გინდა ჩემმა ძმამ დედა მიტიროს?! გამატყავებს და მერე მაწამებს, რომ გაიგოს რო ლაშას გაგაყოლებ ცხოვრებას გამინადგურებს! ესეც ნაჩათლახარ საქმეებში გარეულია მაგრამ, ის ვიცი ვინცაა! ვიცი რა კაცია! ისევ შენთვის და ისევ ჩვენთვის გეუბნები მაშო! ორი თვით გერქმევა მისი ცოლი ხალხში გეყვარებათ ერთმანეთი და შემდეგ უბრალოდ დაასრულებთ, ხო შეგიძლია მარტივად გადაარჩინო ყველაფერი ისე, რომ შენც თავისუფალი იყო?! ისე რომ უსაფრთხოდ იყო?!
ყვირილით უხსნიდა ყველაფერს, ცდილობდა მისთვის გაეგებინა მომენტის სირთულე, რომელიც იმაზე მეტად რთული იყო ვიდრე ის მაშოს წარმოედგინა, ის იცნობდა ლაშას, არა მხოლოდ პიროვნულად არამედ, საქმის განხრით წამოწეული ყოველი ნაბიჯებით,
იდეალურად იცოდა, რა მოელოდა შემდეგ მაშოს, იმ ნერვული ხაზების დაზიანებულ ადამიანთან, რომელსაც არაფერი ეშველებოდა,
- ვაჟა შეიგნე! მისი ცოლი არ მერქმევა არცერთი დღე! დაურეკე მაგ ლაშას და მორჩა!!
დაბალხმაზე ამოაყოლა სიტყვები ეცადა სიმკაცრე გაერია არამყარ სიტყვებში, აკანკალებულ ხმაში, თუმცა ვერაფრით მალავდა მეტად აღელვებას,
- არა! სულ რო დაგვაჯვან! მაგის ცოლი არ გერქმევა! შეგიძლია სახლში წახვიდე!
მკაცრად ამოილაპარაკა, ძლიერად მიარტყა სკამს ფეხი და დიდი ნაბიჯებით გავარდა გარეთ კარებიც ძლიერად მიუხურა წყვილს და მაშოც სატირლად გაემზადა რატის იქ ყოფნა რომ გაანალიზა ისევ ეცადა შეეკავებინა,
- არ გინდა, რომ ვირიდან ჩამოხვიდე?
მამაკაცის სიტყვებზე გაკვირვება ვერ დამალა მაშომ უხეშად შეუტრიალდა წამომდგარს,
- რომელ ვირზე მელაპარაკები რატი? გასაგებად ვთქვი, რომ უბრალოდ დაურეკეთ ლაშას და მოაწეროს ხელი, არც შენ დაგაკლდება რამე და არც დანარჩენებს,
უხეშ სიტყვებს ვერ იჭერდა
- წინაზე თავად მეუბნებოდი რომ წარსული უნდა გამექრო! თავად მეუბნებოდი, რომ შენ მე ისევე არ მიცნობდი, როგორც ამ დარბაზში არსებულ ნებისმიერ მომუშავეს,
სიტყვებთან ერთად წავიდა მაშოსკენ აუჩქარებელი ნაბიჯებით, ქალმაც ძლიერად დახუჭა თვალები წამით,
- მართალია, ვთქვი მაგრამ ეს ასე რომ ვერ იქნება ამას შენც ხვდები! არ შემიძლია!
- რა გიშლის ხელს? ჩვენი ურთიერთობა?
- უბრალოდ დაივიწყე და მას შენ თავს ნუ ადარებ!
მკაცრად გამოუცრა კბილებში და რატი, რომ უფრო და უფრო უახლოვდებოდა თავადაც უნებურად იხევდა უკან-უკან,
- თუ გავითვალისწინებთ, რომ ის მე ვარ?
- უბრალოდ საკმარისია,
- მეგონა ახლა შენი ახლობლების გადარჩენას ვაპირებდით,
სწრაფად მოაქცია კედელსა და თავის შორის მაშო და სრულიად მდუმარე ოთახში ესმოდა მისი ძლიერი გულისცემა
- რატომ ამბობ უარს?
მშვიდად დაუსვა კითხვა და ყველანაირად ეცადა მისი გულისთვის არ დაეხედა პატარა დეკოლტე, რომ ამშვენენდა, ასე განწირულად რომ ცემდა მისი გული, თავი შეიკავა, რადგან მაშოს კიდევ მეტად უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება არ სურდა, ამჩნევდა, როგორ ძლიერად ღელავდა ყველაფერთან ერთად მისი სიახლოვისგან,
- არ შემიძლია!
დაბალხმაზე ამოიგმინა ისე ჩახარა თავი,
- კიბატონო, მე იტალიაში წავალ აი შენ ძმობილებს რა ეშველებათ არ ვიცი, წარმატებებს ვუსურვებ,
- ასე ნუ ლაპარაკობ!
მის გამომწვევ საუბარზე უხეშად ახედა რატის,
- სიმართლე მწარეა ლამაზო! მოიცა, რა გგონია, რო ვაჟა მოგცემს იმის ნებას, ლაშას ცოლი გერქვას? სერიოზულად? ვაჟა კი არა თეოდორეზე რას ფიქრობ? მოკვდება და ლაშას სიახლოვეს აღარ გაგაკარებს, ეს შენც ხომ იცი?
მანიპულატორის როლს იდეალურად ირგებსდა რატი, მხოლოდ ის მიზეზი, ჰქონდა ახლა, რომ არც ისე მარტივად იყო საქმე, მაშოს გაჯიუტება კი მის განადგურებას ნიშნავდა, რაც არ წარმოედგინა, მკაცრად უყურებდა მაშოს და ცდილობდა ის მოსალოდნელი ხიფათი ეჩვენებინა, რასაც მისი გადაწყვეტილება მოუტანდა
- ვერ გიტან!
დაბალხმაზე ამოიგმინა ისე ახედა რატის და კალამი, რომელსაც თითებში ატრიალებდა რატი მთელი ამ ხნის განმავლობაში უხეშად გამოართვა,
- შენი სხეული სხვა რამეს მეუბნება,
გულისკენ ანიშნა თითით და მაშომაც უხეშად მოიშორა მისი ხელი, დიდი ნაბიჯებით წავიდა მაგიდისკენ და მაგიდაზე გაფანტულ საბუთებში მთავარი გვერდი მონახა, სწრაფად მოაწერა ხელი და კალამი ძლიერად დაახეთქა მაგიდაზე, აფექტურ მდგომარეობაში უფრო ჩავარდნილიყო მაშო, როცა ხვდებოდა რამდენს წვალობდა ვაჟა, როცა ახსოვდა მისი ღამეების გათენება, ხან ერთად ათენებდნენ ძმები, მართალია წარმოდგენა არ ჰქონდა ამდენი რამ როგორ შეძლო რატიმ, მაგრამ შრომის გარეშე არასდროს არაფერი ჩნდება გათავისებული ჰქონდა ეს, მათთან ერთად კიდევ ორ ადამიანს უნგრევდა მისი ერთი შეცდომა ცხოვრებას, ყველაფერი გააზრებული ჰქონდა, აღარ დაფიქრებულა შემდეგ ისე მოაწერა ხელი, მთელი სხეულით დაჭიმულმა გახედა რატის და წამით სუნთქვა შეაჩერა, სწრაფად მოსწყდა ადგილს კარები უხეშად გამოაღო და ისევე ძლიერად გაიკეტა კარები.
ოთახში დარჩენილი ჩამოჯდა დივანზე იდაყვებით დაეყრდნო იქით-აქეთ გადაშლილ მუხლებს და ხელებში ჩარგო თავი,
- მაშა.... ჯანდაბა
ამოგმინებასთან ერთად მოისვა სახეზე ხელები , ხვდებოდა რომ ნერვიულობა უფრო და უფრო მატულობდა, რაც თავადაც უკვირდა, მისთვის უემოციობა ყველაზე მარტივი იყო ყოველთვის, არანაირ გრძნობებს არ გრძნობდა უკვირდა მის სხეულში არსებული აფორიაქება რასაც იმ ფაქტის გააზრება იწვევდა, რომ მაშო მისი ცოლი უნდა გამხდარიყო, ძლიერად შემოღებულ კარებზე სწრაფად გახედა შემოსულს და ვაჟას დანახვისთანავე დამშვიდებული დაუბრუნდა წეღანდელ პოზას,
- რა მოხდა?
მის წინ ჩამოჯდა ვაჟა და საერთოდ არანაირი იმედი ჰქონდა იმის, რომ მაშო ხელს მოაწერდა ახალ საბუთებს, რატის მდგომარეობა კი მეტად ამყარებდა საკუთარ აზრს, მიუხედავად სასოწარკვეთილებისა მაინც არ დაუშვებდა მაშოს ლაშას ცოლი რქმეოდა
- დასრულდა,
დაბალხმაზე ამოილაპარაკა, მშვიდად ჩამოიხსნა ხელები რატიმ და სახის ნაკვთებიც შესამჩნევად ეჭიმებოდა,
- ანუ?
კითხვა, რომ დასვა ნელა წამოდგა რატი, ფურცელი თავისკენ მიწია და მაშოსხელნაწერის ქვემოთ მოაწერა ხელი, უკან გადაიწია ისევ და დივანში ჩაესვენა,
- შეგიძლია თავად გადაუგზავნო ლევანს
უემოციოდ თქვა ისევ და ვაჟამაც უეცრად მოიქცია ხელში საქაღალდე,
- რა? მოაწერა?
ემოციები ვერ დამალა სწრაფად წამოდგა ფეხზე,
- ....
სახე გაბადრულმა შეანათა მზერა რატის და მასთან ერთად შემოვარდა თითქოს ფანჯრიდან მზის სხივები,
- გადავრჩით ბიჭო მალადეც....
სიცილით დააგდო საქაღალდე მაგიდაზე და მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.....
.....
რა მოუვიდა შემდეგ მაშოს?, ოთახში გამოკეტილიყო, მისვლისთანავე გამოერთო ყველანაირი მოწყობილობა საკუთარ თავთან დარჩენილიყო მარტო და ხმამაღლა მოთქვამდა, საკუთარი თავი სძულდა, არც ის არ ახსენდებოდა, რომ ახლა რატი იქნებოდა მისი ცხოვრების ორ თვიანი მეგზური, მხოლოდ თეოდორეს გაფრთხილება უტივტივებდა თავში, ის დღე, როცა საერთოდ არ ელაპარაკებოდა მაშოს, მაშინ როცა ლაშას გამო აწყენინა, საწოლზე მჯდომიარეს მუხლები მკერდზე მიეკრო ხელები მოეხვია ძლიერად და იქით-აქეთ ტირილითვე ირხეოდა, ხან შეწყვეტდა ტირილს იმის ფიქრით, რომ ეს უკვე მოხდა და აღარაფერი ეშველებოდა, ხან იმაზეც ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა მშვენიერი არდადეგებიც გამოსვლოდა ორი თვით, შემდეგ ისევ იატაკზე მჯდომიარეს ჩამოედო საწოლზე თავი და აგრძელებდა მოთქმას, შემდეგ ისევ ახალი ფიქრებით აბაზანაში ცხელი წყლის ქვეშ დამდგარიყო და შემდეგ საწოლში მწოლიარეს გადაეფარებინა საბანი თავზე და გულამოსკვნილი ტიროდა,
ჩართული ტელეფონით შესულიყო თეოდორეს ჩატში და ხმოვანი შეტყობინებისთვის მზად იყო
- ვერ უნდა მიტანდე წესით... არასდროს გიჯერებდი, ყოველთვის ჩემი სიჯიუტის გამო გხვევდი შარში, მიუხედავად იმისა, რომ მაფრთხილებდი მაინც გვერდში მედექი, ვერ ვიტან ვერაფერს თედო, მაპატიე გეხვეწები, ისევ ჩემს გამო კინაღამ შარში გაგხვიეთ......
ტირილისგან წესიერად ვეღარც კვეთდა სიტყვებს ისტერიულად აეტეხა ტირილი და ბალიშში ჩაერგო თავი ხმის დასახშობად, ყველა ემოცია მაშინ იმატებდა მასში და ტირილიც უფრო და უფრო გულიდან მოსდიოდა......
.....
ნაცნობ კაფეში ისხდნენ გრილად, მრგვალი მაგიდის გარშემო დამსხდარიყვნენ და ხმას არავინ იღებდა, თითქმის ერთმანეთს ელოდებოდნენ, თეოდორეს მკლავები აეხლართა ერთმანეთში, მკაცრი გამოხედვით იჯდა და თვალიც კი არ ეპარებოდა მაშოსკენ, ბრაზს, რომელიც მის მთელ სხეულს მოეცვა, არ ამჟღავნებდა და ეს მეტ ბოღმასა და ნეგატივს უმატებდა მის ხასიათს,
- მძულს სიჩუმე, ან რა სახით ზიხართ
დაბალხმაზე დაიწყო ვაჟამ და მაგიდისკენ მორიდებულად გადმოიწია, მისი ძმის შიშით წესიერად ვერაფერი ეთქვა, ისედაც ზედმეტად გალანძღული იყო, თეოდორესგან ჩამოსვლისთანავე და და შემდეგი დღეები მადლიერი იყო გადარჩენის,
- თეოდორ ძმა, მოდუნდი, ყველაფერი გადარჩენილია მაშოს ჩათვლით, მართალია სრულად ვერ გამოვძვერით მაგრ....
თეოდორეს მკაცრ მზერაზე სწრაფად შეწყვიტა საუბარი,
- კარგი ჩუმად ვარ,
დანებების ნიშნად აწია ხელები და სკამის საზურგეს მიეყრდნო,
- კაი და ასე ჩუმად ყოფნას აპირებთ?
- ორ დღეში ქორწილია ყველანაირი სამზადისი დაიწყო და საერთოდ თქვენ, რომ გიყურებთ როგორ შეძლებთ ორი თვე ისეთი გამომეტყველებით სიარულს თითქოს ერთმანეთი გიყვართ მაშინ, როცა ერთმანეთს ზიზღითა და ბრაზით უყურებთ,
სიმკაცრე შეურია ხმაში და ისევ გადმოიწია მათკენ,
- მოკლედ!
განაგრძო ისევ, რადგან სრული მდუმარება დაერღვია და ვიღაცას მაინც ესაუბრა მათ შორის,
- ყალბი საბუთები მზად გაქვთ, ეს მე მოვაგვარე, შეგიძლიათ ერთმანეთს აუკრძალოთ ათასი, რამ ამ ორი თვის განმავლობაში, ამ შემთხვევაში ნდობა უფრო მეტია ვიდრე ძმაკაცობა, რატის ვაბარებთ შენ თავს, ნორმალური ქორწილი იქნება, როგორც გავლენიან მამაკაცს სჩვევია, მართალია მხოლოდ ათასი კაცისთვის იქნება მაგიდა, ვინაიდან პაპარაცებს ეკეტებათ 'პირველზე' ბიზნესმენები, კომპანიის დირექტორებიც იქნებიან უმეტესად ის ბობოლა ხალხი, რომელიც შენი ჩამოსვლისდროს იყვნენ, ამასაც მე ვიღებ ჩემ თავზე, ბევრი დამმხმარე მყავს, კაბა თავად მაშომ აარჩიოს, დარბაზზე მყავს რამდენიმე ვინც იზრუნებს, ერთი სიტყვით ვეცდები ყველაფერს მივხედო...
დაასრულა თუ არა ლაპარაკი სათითაოდ გადახედა ყველას და ისევ დუმილზე ჩვეული ბრაზი ამოანთხია
- ამოიღეთ ხმა ეს დედა ატირებული!
უხეშ სიტყვაზე ძლიერად კრა მის სკამს ფეხი თეოდორემ და ისიც საკმაოდ დაშორდა მაგიდას ისე გავარდა თავის სკამიანად, უხმოდ მიჩოჩდა მაგიდასთან ისევ და თვალების ატრიალებით ჩამოდო იდაყვზე ნიკაპი.....
თეოდორეს ბრაზიც სწორედ იმაში იხატებოდა რომ ჩამოსვლის დღიდანვე ყველაფერი სცადა, ყველანაირი გზა, ყველა კუთხე, ყველა ადამიანთან განიხილა, რომ სრულიად გამომძვრალიყო მაშო ამ მდგომარეობიდან, თუმცა მისი ხელმოწერა და ლევანი ძალიან ართულებდა ამ პროცესს, ერთადერთი გზა იყო მაშოს "გათხოვება" რაც სულს უხუთავდა თეოდორეს,
......
- ხუმრობ? არც კი ვიცი როგორ შემოვირიგო, ვხვდები როგორ უფრო და უფრო მშორდება,
ემოციებს ვერ აკონტროლებდა მაშო წინ მიდიოდა და ბარბარეს უყვებოდა ნაზის განაწყენებას, მას შემდეგ რაც უცებადი ამბავი გაიგო, მხოლოდ მაშოს გათხოვებაზე სრულიად შეიცვალა, მართალია ის არ იცოდა, რომ ყველაფერს მიზეზი ჰქონდა არ იცოდა რომ ორ თვიანი კონტრაქტი იყო არც ის იცოდა, რომ ერთმანეთის მიმართ სიყვარულის გამო არ ქმნიდნენ " ოჯახს" თუმცა მოულოდნელი ამბავისგან ბრაზს ვერ ახშობდა,
- დრო სჭირდება მაშო, ჩემთვისაც შოკი იყო, როცა ეს ამბავი გავიგე, ვერც კი გავიაზრე რა ხდებოდა და წარმოიდგინე მე სულ ცოტახანია რაც გიცნობ და ის ის მთელი ცხოვრებაა რაც შენთანაა, არ მიკვირს,
- ასე როგორ ვუთხრა რომ შაბათს ქორწილია? როგორ ვთხოვო, რომ მარტო არ დამტოვოს, სიმართლე, რომ ვუთხრა ალბათ ნერვიულობისგან დალევს სულს, არ ვეუბნები და თანდათან მშორდება ვერაფერს ვიგებ საშინლად ვიბნევი...
- დრო მიეცი....
გაჩერებულს მშვიდად გახედა დასაწყნარებლად ფრთხილად მოუსვა მხარზე ხელი და აღელვებულს ფრთხილად მოხვია ხელები...
თემა იცვლებოდა, სხვადასხვა რამეზე საუბრობდნენ ყოველ წუთში, ერთმანეთის გაცნობას არა ზედაპირულად არამედ სიღრმისეულად იწყებდნენ....
- უი ბაბი მართალია იმ კომპანიაში შესვლა არ მიყვარს მაგრამ ერთი ვიღაც უნდა გავიცნოთ მისი ვალი მმართებს,
ღიმილით დაავლო ხელში ხელი და ავტობუსების გაჩერებისკენ წავიდა,
- რა ხდება?
- გზად მოგიყვები,
მშვიდად დააწყნარა და გაჩერებული ავტობუსი, რომ დაინახა ბარბარესთან ერთად გაიქცა მისკენ სწრაფად შეხტა ავტობუსში და უკვე კმაყოფილმა შეხედა მძღოლს სარკეში.....
მშვიდად და ყოველგვარი არეულობის გარეშე შევიდა კომპანიაში მაშო გრეჭვით გახედავდა ხოლმე ბარბარეს, კაფე-რესტორნის კარებში შევიდა და ჩუმად მოავლო თვალი გარემოს,
- უი საყვარლობა ყოფილა აქ....
ცოტახნით ლოდინიც კი მოუწიათ იმისთვის, რომ ანანო გამოეჭირათ დანახვისთანავე ხელების აქნევით ანიშნა მაშომ და ისიც ნაცნობ სახეებზე წავიდა მათკენ,
- გამარჯობაა
ღიმილი ვერ დამალა მაშოს დანახვისას და ლოყაზე ნაზად მოუთათუნა ხელი,
- უნდა მენახე გახსოვს?
გაეკრიჭა მაშოც და მასთან ერთად წამოდგა ფეხზე,
- სანამ უშულოდ გაგიცნობ, რაც ნამდვილად გადაწყვეტილი მაქვს არ შეიძლება, რომ გაენთავისუფლო?
- გათავისუფლება?
თვალები აატრიალა ფიქრის პროცესში მყოფმა და საერთოდ არ იყო წინააღმდეგი მაშოს შეთავაზებაზე,
- აუუუ ადმინისტრატორი არ გვიშვებს არასდროს, თვითონ დირექტორს კი არადა უფროსს უნდა ვკითხოთ, მაღლა უნდა ავიდე და განცხადებები ვწერო,
წუწუნით ამოილაპარაკა მას შემდეგ რაც უკვე გამოცდილი ჰქონდა გათავისუფლებისთვის ათასი წვალება, განცხადებების წერაც და მას შემდეგ რაც მისი დირექტორი თვით ვაჟა იყო, საერთოდ არანაირი სურვილი ჰქონდა მასთან ასვლის, რიდის გამო,
- და უფროსი ვინ? მაღლა? მეოთხეზე?
უკვე დამახსოვრებული ადგილი ამოუტივტივდა გონებაში და ისე ემარტივა ეს ყოველივე თანახმა იყო თავად წასულიყო პირველი,
- ჰო მეოთხეზე
- ვაჟა?
უნებურად გაეცინა მაშოს,
- კი ისაა,
- უიმეე, თუ არ დაგეზარება ჩვენთან ერთად გამოსვლა წამო და თუ მასთან ასვლა არ გინდა მე ავალ,
მხრების აჩეჩვით თქვა და კრეჭვით შეხედა, რომ დაეთანხმებინა,
- მინდა, როგორ არ მინდა მაგრამ, აუუუ
- მაგრამ რა გაპრკოლებს?
ინტერესით დასვა კითხვა და ანანომაც საჩვენებელი თითი ზევით აიშვირა, ნიშანს მიხვდა მაშო და სიცილი არც შეუკავებია,
- ასეთი რა გააკეთა იმ ჯუჯღუნამ, წამო მე ვეტყვი აქ გამოიცვალე შენ,
- ვაიმეე,
ნერვიულობის ფონზე მოითავსა ქვედა ტუჩი კბილებს შორის,
- კარგი დამელოდე მაშინ ადმინსტრატორს გავაფრთხილებ და ავიდეთ,
- მშვენიერი, მიდი უცებ, ეს ერთი დღე ვისვენებთ ჩვენც,
მასთან ერთად წავიდნენ წინ და ანანოც სირბილით შევიდა სამზარეულოში, გოგონები გარეთ ელოდებოდნენ უკვე მოწესრიგებულს და გამოსვლის თანავე უკვე მომუშავე ლიფტში შევიდნენ.....
- არცერთი შემომყვებით?
- მე მიწევს მაინც,
დაძაბულმა წამოიძახა და არც უცდია ნერვიულობის დამალვა,
თამამად შეაღო მაშომ კარები იმის ფიქრით რომ ვაჟა დახვდებოდა სავარძელში მშვიდად ჩასვენებული, კარების შეღებისთანავე სწრაფად წამოწია ხელებში ჩარგული თავი დივანზე მჯდომმა რატიმ და გაკვირვებული მზერა მიაპყრო მაშოს,
- შენ?
თავადაც გაკვირვებულმა ამოთქვა მაშომ და სრულად შევიდა ანანოსთან ერთად ოთახში
- ვაჟა სად არის?
- ცოტა ხნის წინ გავიდა,
ფეხზე წამოდგა და მაშოც ანანოზე მეტად დაძაბულიყო, მისი დახვედრით,
- შენ მთელი დარჩენილი დრო მსგავსად აპირებ ყოფნას?
ირონიულად დაუსვა კითხვა მშვიდად მოუარა მაგიდას და თავად ჩაჯდა მოხერხებულად სავარძელში,
- როგორ მსგავსად?
დაბნეულმა დაუსვა კითხვა და მის მიმართ იმდენად ძლიერ რიდს გრძნობდა, თავისუფლად ყოფნას უკარგავდა, ვერ ხვდებოდა ეს გრძნობა საიდან მოსდიოდა, თუმცა მისთვის ძალიან შემბოჭველი იყო, ანანოც მეტად დაბნეული იდგა მათი საუბარის მომსწრემ, მშვენივრად იცნობდა რატის, მისი ხასიათი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ ეს ყველა იმ პირმა იცოდა ვინც მის კომაპნიაში მუშაობდა,
- დაძაბული,
მშვიდად გახედა მაშოს და ანანოს სალამის ნიშნად ჩაუკრა თვალი, უხერხულად დადგა ანანოც და იმასაც შეუცდომლად ხვდებოდა, რომ მათ შორის დაძაბულობა იჩენდა თავს სხვა დანარჩენ გრძნობებთან ერთად, ამავდროულად ისიც უკვირდა, როგორ თამამად საუბრობდა მაშო იმ ყველასათვის გავლენიან, საშიშ, რობოტ, თითქმის ყველასათვის ცნობილ ადამიანთან
- ცდები! მალე მოვა ვაჟა?
- ვაჟა მაშინ მოვა, როცა მე ვეტყვი?
- რას ნიშნავს ეს? წესიერად რომ მითხრა არ შეიძლება?
- გითხარი მაშო, როცა მე ვეტყვი მაშინ მოვა! რა ვთქვი გაუგრბრად?!
მისი სიმკაცრე ეკალივით ედებოდა მაშოს და ბრაზიც ნელ-ნელა იმატებდა მასში,
- რამე გინდა?!
- ვაჟა სად არის?
- არ ვიცი,
პასუხების გაცემა მშვიდად განაგრძო და საქაღალდე საქმიანად გადაშალა,
- კარგი! ანუ შენთან მოვედი,
დამოკიდებულება უეცრად იცვალა მაშომ თამამად წავიდა წინ, მაგიდის წინ დივანზე ჩამოჯდა და ადგილზე შეყინულ ანანოს შეხედა,
- რა ხდება, მოგენატრე?
ირონიით შეხედა მაშოს და მაშომაც ღრმად ამოსუნთქვას ამოაყოლა სიტყვები
- იმაზე მეტად ვიდრე წარმოგიდგენია,
ცინიკურად გაუღიმა და ანანოს ანიშნა დაჯექიო,
- საქმე გვაქვს და დღეს, რომ გაანთავისუფლო?
დაუსრულებელი კითხვა დაუსვა, თუმცა იცოდა რომ რატი მის კითხვას სწორად გაიგებდა,
- შენს გამო?
- თუნდაც,
- მაშინ არა,
- რა სასაცილოა!
სახე დამანჭა მაშომ და დივანს უხეშად მიეყრდნო,
- მსგავსი საქციელის უფლება არ გაქვს!
- მართლა?
ინტერესით იკითხა და საბუთებიდან თავი ამოყო მაშოს გაუსწორა მზერა და მაშოც მოურიდებლად უყრიდა თვალს თვალში,
- შენ წარმოიდგინე მართლა! უბრალოდ განცხადებას დაწერს და წავალთ,
- მაშო, ყველაზე მოთხოვნადი მანდილოსანი მიგყავს ჩემი კომპანიიდან და ამბობ რომ მიზეზად საკმარისი ხარ?
სარკაზმულად იღიმოდა რატი ისე აკვირდებოდა თვალ მოუშორებლად და მაშოსაც ნელ-ნელა უტყდებოდა სიმტკიცე,
- საზიზღარი ხარ!
ზიზღით ამოილაპარაკა და საზურგეს მიყრდნობილს დააკვირდა
- მართალია,
ცალყბად გაუცინა რატიმ შემდეგ ჩახედა თვალებში და აუჩქარებლად წამოდგა
- მხოლოდ შენ ხარ საოცარი,
- ვაჟას ნუ მომაძებნინებ, მოგვეცი ფურცელი და მორჩა
მამაკაცის სიტყვები დააიგნორა, მარტივად აგვარებდა თავად ყველაფერს, თუმცა რატი ყველაფერს ართულებდა, მას ხომ ეს სჩვეოდა,
- ფურცელი სურვილის სანაცვლოდ?
- სურვილი?
გაკვირვება ვერ დამალა მაშომ და ანანოს შეხედა, თავი რომ ღიმილით გააქნია მათ არაფრისმომცემ კამათზე
- ყველაფრის გართულება რატომ გიყვარს?!
თავადაც წამოდგა ფეხზე, რატი რომ სიარულში მასთან ახლოს იდგა და უკვე ფეხზე მდგარი შეაჩერდა მის მწვანეებს,
- ჩვევა მაქვს,
- მაძლევ თუ არა განცხადების ფურცელს?
- რის სანაცვლოდ
- რა გინდა? არ ფიქრობ რომ ზედმეტად ბევრი რამ ხდება იმისთვის, რომ რამე სურვილი გმართებდეს ჩემთან?!
მკაცრად ჩამოუდგა წინ და წამით დადუმებულს დააკვირდა,
- უდავოდ,
გაბრაზებულს მშვიდად გასცა პასუხი და წინ მდგომს თავისუფლად, ნაზად გადაუწია თმა ყურს უკან, მისი სიმშვიდით დადუმებულმა მიიღო მისი საქციელი, რომელიც ისედაც საოცრად ესიამოვნა და ამავდროულად გააზრებისას, რომ ანანოც ოთახში იყო რატის მოურიდებლობაზე დაიძაბა
- მაშინ უბრალოდ გაგვიშვი
- შენს გამო?
- თუნდაც,
რატის პასუხზე უბრალოდ ჩაეცინა ფანჯრისკენ წავიდა მშვიდად
- ხო მართლა ხვალ ბევრი საქმე გვაქვს,
- მე და შენ?
- ჰო შენ წარმოიდგინე,
ღიმილით მოუტრიალდა დაბნეულს ისე მიეყრდნო ფანჯარას,
- რა საქმე გვაქვს,
- ვეჭვობ სპორტულებით ვერ წამოხვალ,
პასუხზე სწრაფად ჩაწვდა მის მითითებებს მაშო და თმაზე ნერვოზულად გადაისვა ხელი,
- ხვალ შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნები ბევრ დროს გვაკარგვინებ
- ბოდიში მოგიხადო?
სარკაზმულად კითხა და მაშოც კარებისკენ წავიდა,
- ფურცელი მიეცი თუ შეუძლება
ხმამაღლა დააყოლა და სწრაფად გაიკეტა კარები, მომღიმარი მზერით გააცილა რატიმ გაბრაზებული მაშო და უხერხულად მდგომს შეხედა,
- შეგიძლია წახვიდე, ჩემთან არ სჭირდება უაზრო განცხადებები,
მშვიდად შეხედა ქალს და მისი მადლობა-დამშვიდობების შემდეგ მშვიდად მიუბრუნდა ფანჯარას.....

- იცი როგორ ვარ? ინტერესით მოვკვდები ახლა
ყველანაირად ეცადა მაშოსთვის დაეტყუა მომხდარის განმარტება, თუმცა სულ არ ჩქარობდა მაშო, დღე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ერთმანეთი გაეცნოთ, მოეყოლათ ერთმანეთისთვის თითქმის ყველაფერი საკუთარ თავზე, თითქმის მთელი ქალაქი შემოევლოთ, თუმცა არცერთს ახსოვდა განვლილი ადგილი, ერთმანეთის ისტორიებით იმდენად გართულიყვნენ, ისე ღრმად ჩასწვდომოდნენ ერთმანეთის საუბარს ყველაფერს დეტალურად იმახსოვრებდნენ, ეს ყველაფერი კი ისეთ, გრძნობას ტოვებდა თითქოს ბავშვობის დაქალები იყვნენ, მაშოს დრო ჰქონდა იმისთვის, რომ ცოტა რამ მოეყოლა მის ბავშვობაზე, თითქმის ყველაფერს დეტალურად ყვებოდა და ყველაზე ძლიერ გვერდში დგომასაც გრძნობდა მათგან, რჩევებს იგებდა, რომელიც თავადაც სწორად მიაჩნდა, არცერთ სიტყვას ნანობდა, არცერთ მოყოლილ ამბავს უფრო მეტად ხვდებოდა, რომ არ შემცდარა მათში.....
......
ეს იყო დღე, როცა ყველაფერი უნდა შეცვლილიყო, დღე რომელიც ბევრ რამეს წყვეტდა, მნიშვნელოვანი დღე ადამიანის ცხოვრებაში, დიდი და მშვენიერი ქორწილის დღე, უზარმაზარი დარბაზი გაშლილიყო, უამრავი კმაყოფილი სტუმარით, უამრავი კამერებით მდგომიარე ჟურნალისტები თუ ოპერატორები, რომლებიც თითქმის ყოველ კუთხეში მრავლად იდგნენ, თამადაც ჩვეულად მამაპაპურად სუფრის თავში მოთავსებულიყო, სავსე იყო დარბაზი, გაუჩუმებელი მხიარულება არღვევდა მთელ შენობას,
გამოკვეთილ მაღალ დიდ სცენაზე, მომღერლები იწონებდნენ თავს და ყოველ ახალ შეკვეთაზე უკრავდნენ ახალ-ახალ სიმღერებს, გამორჩეული ადგილი დაეჭირათ მეფე-დედოფალს, მაშოს გვერდით "ცრუ" მეჯვარეები ჩამომსხდარიყვნენ და ყოველ წუთს ცდილობდნენ მაშოსთვის შეეხსენებინათ, რომ უნდა გაეღიმა, ეს იყო დღე, როცა მთელი ცხოვრების განადგურებას, მოელოდა მაშო, არა იმიტომ, რომ რატი უმშვენებდა გვერდს, არამედ იმიტომ, რომ მთელ დარბაზში სიცარიელეს ხედავდა, ვერავის ამჩნევდა მაშინ, როცა მისთვის საუკეთესო ადამიანები ახლა მის გვერდით არ იყვნენ, იცოდა, რომ ნაზი იქ არ იჯდა, არ უღიმოდა არ სიამოვნებდა ანგელოზივით პატარძლის ხილვა, იცოდა, რომ არც თეოდორე იკავებდა თავს კოცნისგან, რადგან მაკიაჟი არ ჩამოშლოდა, ისეთი გრძნობა დასჩემდა თითქოს მის გულზე ათასობით ადამიანი გადადიოდა, ფეხქვეშ ჟლიტავდნენ მას კი არ შეეძლო ეშველა საკუთარი გულისთვის, ღიმილი აეკრო სახეზე და მიუხედავად მისი ოცნების ქორწილისა, ჯოჯოხეთად წარმოედგინა მისი იქ ჯდომა,
- მაშო დამშვიდდი, თეოდორე მოვა უბრალოდ აგვიანებს,
მაღალზე ავიდა ვაჟა ეცადა დაეწყნარებინა, რადგან მაშოს სახეს ნერვიულობა ჩამოშორებოდა,
- ჰო მოვა,
ისტერიულად დააქნია თავი და რატის ღიმილით შეხედა, უღიმღამოდ დამჯდარიყო რატიც არანაირი ემოცია არ ემჩნეოდა სახეზე, სიმშვიდე შეენარჩუნებინა ჩვეულად და ის საოცარი აღნაგობაც, სიმკაცრე, რომელიც შეუსაბამო იყო ადგილისთვის, მშვენივრად მოეხდინა მას, მაშო იყო ქალი, რომელიც ღვთაებრივი სილამაზის დედოფალი გახლდა, ნახატიდან გადმოსული პერსონაჟი, თეთრი გრძელი კაბით, ღია ფერის მაკიაჟი უმშვენებდა სახეს, სადად გამოწყობილიყო, თუმცა ღვთაებრივად, შორიდანაც შესამჩნევი იყო მისი კალმით ნახატი სახე, გამოყვანილი ნაკვთები, ჰოლივუდის მომაკვდინებელი ღიმილით, რომელიც ჯერ არც კი უნახავთ, ეს იყო შემთხვევა სადაც ვერავინ ამბობდა, თუ რომელი სჯობდა, ვერ ადარებდნენ ერთმანეთს დედოფალი ჯობია ან მეფეო, წარმოდგენაც არავის ჰქონია, რომელიმეს გვერდით სხვა რომ ყოფილიყო.....
უკვე მერამდენედ წამომდგარიყო თამადა, მერამდენედ უსვამდა ხაზს, არა მხოლოდ დედოფალის გამორჩეულ სილამაზეს არამედ მის გვერდით მყოფ რატიზეც ვერ პოულობდა სიტყვებს, ყველაფრიდან უცბად გადაერთო თამადა სადღეგრძელოს გაგრძელებაზე და ეს გამოცხადებას უფრო ჰგავდა, ომახიანად დაიწყო ქალის დალოცვა, მისი ამაღლება, მაშოს ამღზრდელის დიდება დაიწყო კაცმა და ერთიანად გაფითრდა მაშოც,
- ღმერთო მიშველე,
უნებურად აუცახცახდა სხეული თითქოს ყინვისგან ცახცახებდა, მის გვერდით ანანომაც და ბარბარემაც დაძაბული გახედეს მაშოს და კიდევ მეტად დაიძაბნენ მაშომ ხელში სასმლით სავსე ჭიქა, სრულად რომ გამოცალა, ხმა არცერთს ამოუღია, მაშოზე ნაკლებად არცერთი ღელავდა იმ წუთზე, ყოველ წუთს ელოდნენ, რომ შეწყვეტდა თამადა ნაზის დალოცვას და მისი გამოჩენის დრო იქნებოდა, ხელახლად შეავსო მაშომ ჭიქა და ნერვულად რომ გამოცალა ისევ მაშინ აართვა ბარბარემ ჭიქა
- მაშო საკმარისია! ნერვიულობით არაფერი მოგვარდება, თავი ხელში აიყვანე, ყველაფერი კარგად იქნება,
მის ნერვიულობაზე დაძაბულიყო ბარბარეც, როცა მისი შიში მისი სხეულის ცახცახი და ნერვიულობა მარტივად შესამჩნევი, რომ ხდებოდა ეცადა გაეფრთხილებინა, რომ ახლა ემოციებს არ უნდა დაემონებინა
- დაწყნარდი
მოურიდებლად შეტრიალდა რატი მაშოსკენ და მაშომაც ღრმად სუნთქვით გადახედა,
- არცერთი არ მოვიდა!
ნერვოზულად ამოილაპარაკა, თუმცა სხვა სიტუაციაში ღრიალით იტყოდა ამ სიტყვებს,
- მისმინე, ყველაფერი რიგზე იქნება მერწმუნე,
დაბალხმაზე აწყნარებდა რატი, თუმცა თავადაც არ იყო საკუთარ სიტყვებში დარწმუნებული, ისედაც ნანობდა ხელის მოწერას, ახლა კი საკუთარ თავზე მეტად ნეგატივით ივსებოდა, დასასრულს მიუახლოვა სადღეგრძელო თამადამ და მაშომაც ძლიერად გახლართა რატის თითებში ხელი ძლიერად ჩაარსო მის კანს ფრჩხილები, კიდევ ერთი სასმლის ჭიქა გამოცალა და როგორც კი თამადა გაჩუმდა სუნთქვა შეკრულმა დახუჭა თვალები....
- უღრმესი მადლობა ასეთი ტკბილი სიტყვებისთვის......
მთელ დარბაზში ექოდ გაისმა მაშოსთვის ყველაზე ნაცნობი ხმა და სწრაფად უშვა ფრჩხილები რატის კანს, თვალები უცებ გაახილა და დარბაზის მოთვალიერება დაიწყო, თითქოს წუთი წუთზე შემოუსწრო თამადის სიტყვებს, თეოდორეც მის გვერდით მდგარიყო და ღიმილით უყურებდა ნაზის, რომელმაც პასუხი ჯერ თამადას გასცა და შემდეგ მიმართა მაშოს განსაკუთრებული მილოცვითა და დალოცვით, სატირლად, რომ დაებრიცა ტუჩები მაშოს, რატიმ გააშვებინა ხელი და თავად მოიქცია მაშოს ხელი ხელში,
- ახლა არა ყველა შენ გიყურებს,
კმაყოფილი მზერით გადაჩურჩულა მაშოს და ხშირად გახედავდა ხოლმე მისი რეაქციის ნახვის გამო, მთელი სხეული ბედნიერებით გაევსო მაშოს, ახლა მოჩვენებით ღიმილზე კი არა ხტუნაობაზეც თანახმა იყო, გაბადრულმა გახედა რატის და მის თითებში ძლიერად ხლართავდა თითებს, ცოტახანს გაჩერდნენ დარბაზში და მალევე ნაზის ნიშანზე, ორივემ დატოვა დარბაზი მანამ ყველა ცეკვავდა, აივანზე გასვლისთანავე მოშორებით დადგა მაშო, ხან თეოდორეს უყურებდა ხან ნაზის, ვერც იღიმოდა ვერც ვერაფერს ამბობდა, სირცხვილი, ნამუსის ქენჯნა და საკუთარი თავი უფლებას არ აძლევდა მათთვის თვალებში შეეხედა,
- მაპატიეთ?
გამწყდარი ხმით ამოილაპარაკა და კაბა ნერვოზულად მოიქცია მუჭებში, რატიც რომ მასთან გავიდა აივანზე, არ გაუხედავს მისთვის, მისი გვერდში დგომა სასიამოვნოდ იგრძნო და მეტად დაბნეული აცეცებდა თვალებს,
- შენ როგორ ფიქრობ?!
მკაცრად, რომ წამოიძახა ნაზიმ ერთიანად გასცრა მაშოს, მკლავები დაეხორკლა არასასიამოვნო შიშის გრძნობისგან და ადგილზე გაქვავდა,
- მაშო ჩემო ციცქნა ასე აღარასდროს არაფერი მომახალო, წარმოგიდგენია მაინც, როგორ განვიცადე? მთელი ჩემი სიცოცხლე რაზეც ვნერვიულობდი სწორედ ის მომახალე უეცრად გაურკვევლად, მაშინ როცა სულ სხვასთან იყავი, როგორ რეაქციას ელოდებოდი მაინც?
ბოლოს მაინც სიმკაცრე გაურია ტონში და მაშოსაც უნებურად აუტყდა ტირილი,
- ღმერთო რას აკეთებ არ დამღუპო, მთელი მაკიაჟი ჩამოგეშლება მაშო,
სწრაფად მივარდა მაშოს და ისეთ მოქმედებებს აკეთებდა თითქოს ცრემლების უკან დაბრუნებას აპირებდა,
- ნუ ტირიხარ აქ იმდენი ხალხია, რო მცოდნოდა დედოფალზე საუკეთესოდ ჩავიცვამდი,
შეფერებით თქვა და მაშოს გაღიმებაც მაშინ შეძლო,
- გთხოვ მაპატიე, შენ ამობობდი ყველა გადაწყვეტილებას მიზეზი აქვსო, მიზეზი ყოველთვის ყველაფერს აქვს,
- აქვს! მე მაინც არ მოვიდოდი თეოდორეს, რომ არ მოეყოლა ჩემთვის, მაგრამ მაინც უფრო ადრე უნდა დაშორებოდი იმ ბიჭს, ადრევე უნდა მცოდნოდა თქვენი სიყვარულის ამბავი, რომ მოულოდნელი დაჭირვებადი დაქორწინების შესახებ გაგებისას არ გავგიჟებულიყავი,
- სიყვარულის?
გაკვირვებულმა გახედა მაშომ თეოდორეს და ნაზის შეუმჩნევლად რომ ხელებს ნიშნად უქნევდა, მაშინვე გაიაზრა, მაშომ თუ როგორ მოუყვა მათ თავგადასავალს თეოდორე,
- აა ხო მართალია,
ღიმილით ახედა რატის და მის უემოციო სახეზე თვალები აატრიალა,
- ამიტომ ჯობია ყველაფერი თავისდროზე მითხრა ჩემო ლამაზო,
- მაპატიე, არც კი მიფიქრია თუ ოდესმე მსგავს რამეში ამოვყოფდი თავს
- ცხოვრება მოულოდნელობებით სავსეა მაშო,
თითი დარიგების ნიშნად დაუქნია და მაშო, რომ ხელთავიდან გადაეხვია ღიმილით მოეხვია თავადაც, მშვიდად აათვალიერა რატი, რომელიც აქამდეც ძლიერ აინტერესებდა და ეცადა ყველა კითხვა სხვა დროისთვის გადაედო, თეოდორესკენ ინაცვლა თუ არა მაშომ თვალები ძლიერად დახუჭა,
- არ გინდა რომ მეჩხუბო?
- მინდა
თამამად გასცა მაშოს კითხვას ღიმილით პასუხი,
- არ გინდა, რომ მცემო?
ცალი თვალით ახედა მორიდებულად და მის ისევ მტკიცე პასუხზე მურთფილმის პერსონაჟი "მაშასავით" გადიდებული უცოდველი წყლიანი თვალებით შეხედა მამაკაცს,
- მინდა და არ შემიძლიაა
ხელები რომ გაშალა წამის მეასედში აეკრო მაშო მკერდზე და ყველანაირად ცდილობდა შეეკავებინა ყელზე მომდგარი ცრემლები,
- შენ რომ არ მყავდე, უშენოდ რა მომივიდოდა?!
გამწყდარი ხმით ამოილაპარაკა მაშომ და თეოდორემ რომ ფრთხილად მოიშორა თვალებ აწყლიანებულმა შეანათა მზერა,
- ჩემი პატარა ხარ,
ნაზად მოისვა სახეზე ხელი თბილად მოიქცია მისი სახე ხელებში და ნაზად მიაკრო ტუჩები თავზე,
- აწი დაგიჯერებ ხოლმე გპირდები,
- აწი ქმარს დაუჯერებ თეოდორეს კიარა,
მკვეხად ჩაერია ნაზი საუბარში და რატის ახედა, თავიდან ბოლომდე შეათვალიერა მამაკაცი და წინ საქმიანად ჩამოუდგა, რატიმაც თვალების აფახურებით გახედა წამით მაშოს, მოსალოდნელი დარიგებების გააზრებისას და უხერხულად შედგა ადგილზე ნაცნობი ქალის წინ, რომელიც ისევ ისეთი იყო, როგორიც წლების წინ მართალია მან ვერ მოასწრო მისი გაცნობა არ იცოდა, როგორი მიდგომა ჰქონდა, როგორი მოსაუბრე იყო და სწორედ ამან გამოიწვია მისი მცირე უხერხულობა რაც პირველად იგრძნო ამდენი ხნის შემდეგ
- თითქოს გენდობი, ვენდობი შენს ვაჟკაცურ გარეგნობას შენს ვაჟკაცურ სიტყვებსაც, რომელიც მოსმენილი მაქვს, მოულოდნელობისგან ჯერ ისევ ვერ მოვედი აზრზე მაგრამ მე შენ გიცნობ, იმაზე კარგად ვიდრე შენ ფიქრობ, მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს შვილო შენთან....
თბილ მზერას არ აშორებდა ნაზი, მოსწონდა მამაკაცის მკაცრი მზერა მისი თავდაჯერებულობაც და სრულიად კმაყოფილი იყო ადამიანით, რომელიც მაშოს გვერდით იდგა, კმაყოფილი იყო რადგან სრულიად შეუფერა წყვილი ერთმანეთს, მეტად დამშვიდებულიყო რატი რომ ენახა და ტკბილი ხმაც გარეოდა ტონში
- იმას გეხვეწები, რომ ნუღარ მიატოვებ, მასთან დარჩი, მის გვერდით იყავი და ვიცი რომ ასე მოიქცევი, გულს ნუღა ატკენ საკმარისად ბევრი შრამი აქვს მის პატარა გულს, მე მახსოვს შენი პირობა და ვხედავ, რომ შეასრულე, ამიტომ გენდობი,
ფრთხილად შეახო მკლავზე ხელი რატის მწვანეებს უყურებდა და თავადვე გრძნობდა მის შორეულ გზას წარსულთან, წინ ედგა რატი და მაშოს მონათხრობიდან ახსენდებოდა სიტყვები " გპირდები მაშო, ჩამოვალ და სულ შენს გვერდით ვიქნები", შუშის თვალების მიზეზებს კითხულობდა თითქოს საუბრობდა, ყვებოდა მაგრამ რატის მზერა ახალ საფიქრალს უჩენდა, მოშორებით უხმოდ აკვირდებოდა მაშო, თეოდორეს ეკრობოდა და თვალ მოუშორებლად უყურებდა რატის, მან მხოლოდ ახლა შეამჩნია, როგორ მედიდურად გამოიყურებოდა, დაწვრილებით უთვალიერებდა გამოყვანილ ნაკვთებს, ყოველთვის მშვიდ სახეს,
- იცით რა მუსიკა დამთავრა და მეფე დედოფალი, რომ სუფრასთან არ ზის ცოტა უხერხული ხომ არ არი?
თეოდორე ჩაეჭრა საუბარარში და მაშოს კიდევ ერთხელ დახედა, მისი სილამაზით, რომ შეევსო ხედვა,
- მართალია, ახლა წადით და შენ გაიღიმე რა სახე გქონდა მაშო?
მკაცრად გახედა მაშოს თმა, რომ შეისწორა და მაშომაც კაბა შეისწორა ღიმილით
- ახლა აღარ ექნება მერწმუნე,
სიცილით დახედა თეოდორემ და მაშო რატისკენ რომ მიიწია ღიმილით ახედა თბილად მაყურებელს,
- წავიდეთ?
მშვიდად კითხა რატიმაც და მაშომ, რომ თავი გაუქნია მშვიდად ანიშნა კარისკენ.....
.......
მეტად დამშვიდებული იჯდა ვაჟა მას შემდეგ რაც ნაზი მოვიდა, თამამად იჯდა მაგიდასთან და პასუხებიც მყარი ჰქონდა ყველა დასმულ კითხვაზე, რასაც ხშირად უსვამდნენ,
ახლად დამსხდარ წყვილს მოავლო წამით მზერა და ყურადღება ისევ ანანოსკენ გაექცა, რომელსაც მთელი ქორწილის პერიოდი თვალ მოუშორებლად აკვირდებოდა, ტანზე გამოყვანილი შავი ბრჭყვიალა კაბა ჩაეცვა წვრილ წელს ლამაზად უკვეთდა დახვეწილ სხეულს საოცრად უხდებოდა კაბა, ვაჟაც თვალებ აციმციმებული დაატარებდა მის სხეულზე მოურიდებლად თვალებს, ქალის ეშხიანობით კიდევ მეტად მოხიბლულიყო და განსხვავებულ სამოსში დანახვისას თავიც კი დაეკარგა, თუმცა ვერცერთხელ გამონახა დრო რომ გამოლაპარაკებოდა, მისი მომაჯადოვებლობა რომ გაენდო მისთვის, შორიდან თუ წააწყდებოდნენ ერთმანეთის დაჟინებულ მზერას და უხმოდ იწვევდნენ ერთმანეთს, ირონიული, მომთხოვნი მზერით.....
იმაზე მხიარულად გაგრძელდა წვეულება ვიდრე აქამდე შეიძლებოდა, მაშოს სახიდან ღიმილი არ ჩამოსცილებოდა მაშინ, როცა ყოველ წამს ხედავდა ნაზის ყოველ გახედვაზე თეოდორე მის თვალთა ხედვაში, რომ იყო თითქოს სულ არ ახსოვდა, რომ შეთანხმებულ, ფიქტიურ საკუთარ ქორწილში იყო, ნაზის რომ სცენაზე ხელგაშლილს ხედავდა ახარხარებული მიეკრობოდა ხოლმე რატის, ისიც მისი ღიმილით გაღიმებული დახედავდა აწ უკვე მის ცოლს და თავადაც ხვდებოდა მისი ღიმილი რამდენ ადამიანს უკვირდა, თუმცა არ შეეძლო მხიარული, აშკარად ბედნიერი მაშოს ღიმილისთვის წარბშეკრულს დაეხედა, დადებითად მოქმედებდა მასზე, ყოველ მაშოს ღიმილზე ახალ-ახალი ემოცია იმონებდა მის სხეულს, გრძნობდა, რომ ის პატარა მაშოოს, იმ ცელქი, მშიშარა და გულჩვილი, იმ პატარა გოგოს სიყვარული არ განელებულა , ხვდებოდა, რომ ის სიყვარული მის გვერდზე მჯდომს სრულად მიეთვისებინა და კიდევ გაეორმაგებინა სიყვარული რაც ძლიერ მოქმედებას იწყებდა მასზე, ხშირად იწვევდნენ მაშოს სცენაზე და ისიც ლამაზად შლიდა ხელებს, ბევრი უცნობი მამაკაცის განსხვავებული მზერა დაჰყვებოდა ქალს, თუმცა არეულ განსხვავებულ მზერაშიც კი გრძნობდა, როდის შეხედავდა რატი, როდის აკვირდებოდა ქალს მომღიმარი სახით და თავადაც გააპარებდა, ხოლმე მორიდებულ მზერას, ის რომ უკვე უყურებდა უნებურად აუხურდებოდა ხოლმე ლოყები, თუმცა მაკიაჟი ამის დამალვას საოცრად ახერხებდა.....
.......
- რა უცხო მოყმესავით ჩამომჯდარხარ სუფრის წინ
ღიმილით დაეჭირა კაბა ბარბარეს, მაშინ როცა ყველა საცეკვაოდ გასულიყო, მაგიდასთან ერთადერთ ჩამომჯდარ თეოდორეს მიუახლოვდა და თვალებით ანიშნა შეიძლებოდა თუ არა დაჯდომა,
- წესით უნდა გიცნობდე,
თანხმობაზე ფრთხილად ჩამოჯდა მის წინ და უკვე მომღიმარს,
ღიმილით შეაჩერდა ფიქრებიდან ახლად გამორკვეულს
- მართალია, წესით მეც უნდა გიცნობდე
სასმლით სავსე ჭიქა გადადო და კმაყოფილი შეაჩერდა ბარბარეს ხვეულებს,
- ვეჭვობ ყველაფერი ზედმეტად ჩქარა მოხდა,
- იმაზე მეტად ჩქარა ვიდრე ოდესმე რამეს წარმოვიდგენდი,
ღიმილით სცემდა პასუხებს წინ მჯდომს და კმაყოფილი აათვალიერებდა ხოლმე შეუმჩნევლად დახვეწილს,
- არ გინდა ვიცეკოთ?
- ამას მე არ უნდა გთავაზობდე?
ფართოდ გაეღიმა თეოდორეს და წამომდგარს ახედა მშვიდად
- ამ ერთხელ გამონაკლისს დავუშვებ
მხრები ღიმილით აიჩეჩა და წამომდგარმა, რომ ფრთხილად და ძლიერად ჩაავლო წელში ხელი ცალი ხელი კი მის ხელში გახლართა, ჰაერში ქალის ლამაზად აფრიალებასთან ერთად ღიმილით შეურთდა მასთან ერთად მოცეკვავეებს.....
ისე ლამაზად ბზრიალებდა ხან ვის ხან ვის მკლავებში, საყურებლად ღირდა, ნაზად არხევდა თეძოებს ანანო და მეწყვილეებსაც უნებურად ანდომებდა თავს, მაგიდასთან მჯდომ ვაჟას შეეყინა მისთვის მზერა, კოპებ შეკრული აკვირდებოდა ქალს და მისი პარტნიორების სწრაფ ცვლაზე, ეცვლებოდა მზერა,
- ძალიან ლამაზია ჰო?
ღიმილით თითქოს ჩუმად ედგა მაშო ვაჟას უკან დახრილმა ყურთან ღიმილით შეაპარა სიტყვები და ვაჟას მსგავსად დააკვირდა ანანოს,
- საოცრად,
გულწრფელად ამოილაპარაკა ისე, რომ არც კი გაუანალიზებია ვინმეს ხმა ან კითხვა, გონება გაფანტულმა გასცა კითხვას პასუხი და უნებურად ჩატეხა ტუჩის კუთხე,
- საოცრად ცეკვავს, ნახე როგორ მომთხოვნად დაყურებს ის ბიჭი, თითქოს მისი მოტაცება უნდა, შენ რატომ არაფერს აკეთებ?
მოჩვენებასავით, საკუთარი თავის ექოსავით ესაუბრებოდა მაშო და ვაჟაც სწრაფად უფიქრდებოდა მაშოს საუბარს,
- დარწმუნებული ვარ ერთი სული გაქვს როდის ჩაიგდებ ხელში,
მშვიდად განაგრძო მაშომ და ღიმილს ვერ იკავებდა,
- რა თქმა უნდა
დარწმუნებულ პასუხზე ფხუკუნი ძლივს შეიკავა,
- და რაღას ელოდები?! ადექი დროულად!
მკაცრი ხმა ჩაანაცვლა უეცრად და წამებში წამომდგარ ვაჟას სიცილით გააყოლა თვალი, მშვენიერ ხასიათს მოეცვა სრულიად მაშო, მიუხედავად თავბრუს ხვევისა, მშვენივრად ხედავდა ყველას, ერთმანეთს მიყოლებულმა ჭიქებმა გვიან იმოქმედეს მაშოზე და ნელ-ნელა დამატებულმა სასმელმა კიდევ მეტად, არა მოადუნა არამედ მეტად აქტიური გახადა, მოკიდებოდა სასმელი მაგრამ, მის დამალვას მშვენივრად ახერხებდა......
მისვლისთანავე მოურიდებლად ჩაავლო ახლად ჩამოწეულ მაჯაში ვაჟამ ქალს ხელი და თვალის დახამხამებაში მოურიდებლად აიკრო სხეულზე, სანამ მის ახალ პარტნიორს ამოიცნობდა ანანო, ზედმეტად თამამი საქციელისგან უნებურად აუძგერდა გული, თუმცა უკვე ვაჟას დანახვისთანავე სიმშვიდემ მოიცვა და ღიმილით გახედა, "ყოფილ" მეწყვილეს, წამით გაკვირვებული მზერა, რომ მიაპყრო მამაკაცს და ხელის აწევით, რომ ანიშნა ვაჟამ მისი წართმევის შესახებ, დასერიოზულებული წავიდა მაგიდისკენ,
- იქნებ ხელი გამიშვა,
თამამად ახედა ვაჟას
- მშვენიერ ადგილზეა ჩემი ხელები,
- ვეჭვობ ზედმეტად ბევრის უფლებას აძლევ საკუთარ თავს,
გამომწვევი ღიმილით ნაზად ახედავდა ხოლმე ვაჟას და მაცდურად გადაიტანდა მზერას მამაკაცის ბაგეებზე,
- როცა შენ გეხება არამგონია სხვანაირად შეიძლებოდეს,
- ეს რას ნიშნავს?
მშვიდად დაუსვა კითხვა და ვაჟამ, რომ ცალი ხელი ფრთხილად უშვა კმაყოფილმა გახლართა მის ხელში თითები,
- პირდაპირ გითხრა?
- თუ შეიძლება,
ფართოდ გაუღიმა მშვიდად შეახო მამაკაცის ხელს ხელი, რომელიც მის წელს უხეშად მაგრამ სასიამოვნოდ ეხებოდა,
- წინსაფარის გარეშე მეტად სექსუალური ხარ,
თვალ მოუშორებლად ყვებოდა ცეკვაში ქალს და მასთან ერთად ყვებოდა მუსიკას
- სხვანაირად, რომ გეთქვა მადლობას გეტყოდი,
უცებ წაეცინიზმა მშვიდად დატრიალდა და უსიტყვოდ გახლართა ისევ მის ხელში ხელი, ბაგეები გაუფართოვდა ვაჟას და კმაყოფილი იყო ქალის ყოველი საქციელით, ღიმილით დახედა მის დეკოლტეს, უნებურად გაქცეული თვალებით,
- თავხედობებს არ ვიყოთ!
მკაცრად გააფრთხილა მისი მზერის გამოჭერით და ვაჟას ჩაცინებაზე კმაყოფილი დააკვირდა მის მშვენიერ ღიმილს
- აი ასე თუ იზამ, თავხედობებიც არ იქნება,
მის წელზე ჩავლებული ხელით თითქმის სრულად აიკრო სხეულზე და კმაყოფილი დააკვირდა ქალის ბაგეებს......
წუთით არავის მოუწყენია თამადაც კი ზედმეტად მხიარული იყო მაგიდასთან დარჩენილი ქალები კი ჯერ ისევ ბჭობდნენ დედოფალი ჯობდა თუ მეფე და დასკვნა მაინც არსად ჩანდა, მხოლოდ დარბაზისთვის კი არა მაშოსთვისაც საოცარი სურპრიზი იყო მოწვეული მოცეკვავეების, ' სუხიშვილების' მოულოდნელი გამოჩენა სცენაზე, ხტუნაობას ძლივს იკავებდა მაშო, პირზე აეფარებინა ხელები სიხარულისგან გაუაზრებლად მოეხვია რატის და ყველანაირად ცდილობდა სიხარული ზედმეტად არ გამოეხატა, მთელი ბავშვობა მათ ოცნებაში იყო, არც ისე მარტივად ხვდებოდნენ მათ კონცერტზე და ხშირად ქალაქშიც არ იყო, რომ საშუალება ჰქონოდა ეყურებინა მათი საოცარი შემოქმედებისთვის მაინც, რადგან იმ ოცნებას რომ გამხდარიყო, მათი მოცეკვავე ასრულება არ ეწერა, აციმციმებული თვალებით აკვირდებოდა ცეკვას და მის სხეულში მხოლოდ სისხლის გიჟურ მიმოქცევას კი არა, სულის გაორმაგებას გრძნობდა, ბიჭების ყოველი ახალ-ახალი სოლოებისას გული დარტყმებს ტოვებდა, სისხლი უდუღდა, აუღწერელი ემოციებით უყურებდა ხელოვნებას, რომელიც მისთვის ყოველთვის ბევრს ნიშნავდა, რომელიც ნებისმიერ დროს გააბედნიერებდა, სიცოცხლეს მომატებდა და კიდევ ერთხელ გაახსენებდა თუ ვისი გვარისა იყო, ეს იყო მისთვის ცეკვა, ყოველი ცეკვის დასრულებისას ისე უკრავდა ტაშს, თითქოს ცდილობდა მთელი დარბაზის აპლოდისმენტებისა და შეძახილების ხმისთვის გადაესწრო,
- დაფრინავს,
სიცილ-ხარხარით გადახედა ბარბარემ ანანოს მაშოს დანახვისას და სიცილის შეკავება არ შეეძლო, რამდენიმე ცეკვა შეასრულეს, ცეკვაზე მეტი იყო მათი თითოეული გამოსვლა თუ მოძრაობა მაგრამ სულ რომ არაფერი ყოფილიყო, მხოლოდ მათი ყურებისთვის ღირდა იქ ყოფნა, მართლა სრულად დაევიწყებინა მაშოს დროებით რის გამო თხოვდებოდა, რის გამო ეცვლებოდა ცხოვრება ან საერთოდ რა ხდებოდა ახლა მის ცხოვრებაში, ყველანაირად ირგებდა საღამოს ყველანაირად კმაყოფილდებოდა და მშვიდადაც კი იყო, რომ ახლა მის გვერდით რატი იჯდა, მხოლოდ თეოდორეს ვერ ამოეგდო ეს ყველაფერი გონებიდან, ყოველი მაშოს დანახვისას შეთანხმების საბუთები, მათი ბოლო საუბარი ახსენდებოდა მხოლოდ, მაგრამ მაშოს მხიარულება მაშოს ღიმილი მაშოს გახედვა და რატის მზერა, ვერ გაეგო ეს ყველაფერი მოჩვენებითი იყო, რადგან ხალხისთვის სიყვარული უნდა ეჩვენებინათ თუ ასე მალე შეჩვეოდნენ ერთმანეთს, ეჭვიანი მზერით შეხედავდა ხოლმე მაშოს და შემდეგ ცდილობდა ცოტახნით მაინც მოეშორებინა ფიქრები.....
მიუხედავად რატის თავდაპირველი უარისა, სასმელმა მისი ხასიათი გამოასწორა თითქოს, მეტად გაიხსნა და ნაზიმ რომ ორივე სცენაზე გაიწვია, მშვიდი ნაზი ტემპის ფონზე მომღიმარი მაშოს ხელი მოექცია საკუთარი ხელის გულზე, თითქოს მას ეთხოვა მისთვის ცეკვა და უკვე ყველანაირად მზად მყოფმა ნაზად შეახო მის წელს ხელი, თითქოს ელოდა კიდეც ამ მომენტს, წარმოედგინა, უკვე მისი ცოლი მის მკლავებში რომ ტრიალებდა.....
სცენა წყვილებით შევსილიყო, ერთმანეთის თითებში გაეხლართათ ხელები და მშვიდად ჰყვებოდნენ მუსიკას, მხოლოდ სცენის შუაში მოქცეულიყო მთელი წვეულების მთავარი წყვილი და მიუხედავად მათი შუაში ყოფნისა თითქოს მათ გარდა არც არავინ იდგა საცეკვაოდ, მათი ქიმია ერთმანეთის მიმართ იმდენად ძლიერი იყო, მათი მზერა, მათი სიახლოვე და საერთოდ იმდენად შეეფერებოდნენ ერთმანეთს, რთული იყო მათთვისაც კი ვინც ხელშეკრულების შესახებ იცოდა, ეფიქრა მათ შემხედვარეს, რომ მათ სულ რამდენიმე კვირაა ერთმანეთი გაეცნოთ, რომ მხოლოდ ხელშეკრულება აკავშირებდათ მათ ერთმანეთთან და სხვა არაფერი, რამდენიმე კამერა ერთდროულად იჭერდა მათ აციმციმებულ მზერას, ნაზ რხევასა და ერთმანეთში მოსაუბრე თვალებს.... მშვიდად დაედო მაშოს რატის გულზე თავი მუსიკის ხმაც დაეხშო რატის გულის ცემას, თვალებ მინაბული უსმენდა ყოველ დარტყმას და ცხელი ხელები რომელიც წელზე ეხებოდა სასიამოვნო შეგრძნებებს უტოვებდა რაც კიდევ უფანტავდა გონებას, მუსიკის ფონზე წამოიწია მაშო ფრთხილად დატრიალდა და გასწორებული მშვიდად შეეგება რატის მწვანეებს, კისერზე მოხვია ხელები და რატიმაც თამამად მისწია თავისკენ, უნებურად ჩაეღიმა მაშოს ნაზად გაეხახუნა რატის სახეს ცხვირის წვერით და მისი ცხელი სუნთქვაც რომ კისერზე იგრძნო სასიამოვნოდ გასცრა,
- გითხარი რომ მშვენიერი ხარ?
თბილ დაბალხმაზე ოდნავ უკან დაიწია მაშო, ღიმილით ახედა რატის და მშვიდად გადაიტანა მზერა მის ბაგეებზე,
- არ გითქვამს,
გაბადრული სახით უკეთ მოხვია ხელები, თითქოს კიდევ მისკენ წევდა მამაკაცს,
- ახლა ხომ გითხარი,
ღიმილი ვერ შეიკავა თავადაც, ფრთხილად შეახო სახეზე ხელი, ნაზად გადაუწია გადმოცვენილი თმა ყურს უკან და მაშოც სასიამოვნო შეგრძნებებისგან თუ მინაბავდა თვალებს, ისე მშვიდად დაიწია რატიც, მაშოც არ განძრეულა, მოელოდა კიდეც რატის ქმედებას, ნაზად მიაკრო ტუჩები მინაბულ თვალებზე და მაშოსაც უცნაური გრძნობა დაუფლებოდა თითქოს რაღაც სითხე ჩაეღვარა მუცელში, უნებურად აუჩქარდა პულსი,
- ისევ უნდა მიმატოვო შემდეგ?
მოშორებულს მშვიდად დაუსვა კითხვა, თვალებიც შეცვლოდა მაშოს, ახლა მხოლოდ შიშს მოეცვა მისი მზერა, სასოწარკვეთილებას და ტკივილს,
- მაშაა...
უნებურად ამოიგმინა რატიმ და უკვე ძალიან ერთულებოდა მაშოსთან მისი წარსულის გახსენება მისი მიზეზების მოყოლა, იმაზე მეტად ვიდრე პირველი ნახვისას, ფრთხილად მოიქცია მისი სახე ცალ ხელში და მაშოსთან ერთად ეცვალა თვალები ტკივილით,
- რატომ მიმატოვე? ..
თითქოს თვალებით ევედრებოდა, რომ მიზეზი ნამდვილი ყოფილიყო, მისი მოსმენა უნდოდა, ძლიერად უნდოდა გაეგო მიზეზი, რომ ის ტკივილი ის ცუდი მოგონება, ის იმედგაცრუება რაც მისგან ჰქონდა დარჩენილი, სამუდამოდ გაექრო, რადგან ყოველი მისი დანახვისას სიმშვიდესა და სიყვარულთან ერთად, ტკივილს გრძნობდა,
- რატომ არ ჩამოხვედი? უშენოდ რთული იყო რატი, ყოველი წამი რთული იყო,
ფრთხილად მოკიდა რატის მის სახეზე მოკიდებულ ხელს ხელი და თვალებ მოუშორებლად ცდილობდა გაეგო პასუხი, თითქოს მისი თვალებიდან ამოკითხვა სურდა დეტალურად, არავის და არაფრის ხმა არ ესმოდა, მხოლოდ რატი იყო მისთვის, მხოლოდ რატი და წარსული, რომელიც გაურკვეველი იყო მისთვის,
- მაპატიე....
არ შემეძლო შენს ცხოვრებაშ......
ის დრო იყო, რომ მაშო რაღაცაზე მაინც მიიღებდა პასუხს, მუსიკა სრულად შეწყდა და ახმაურებულმა დარბაზმა შეძლო მათი დღევანდელობაში დაბრუნება თვალები მძიმედ დახუჭა მაშომ პასუხი რომ ვერ მოისმინა, რომელსაც ასე ძლიერ ელოდა, რომელიც წლები აინტერესებდა,
- გაიხარეთ!
ხმამაღლა ჩაძახა მიკროფონს თამადამ, რომელსაც წყვილისთვის წამით არ მოუშორებია თვალი,
- მშვენიერები ხართ!
მანამ სანამ სცენიდან დაიშლებოდნენ ახლოს მდგომები ასწრებდნენ მათთვის მილოცვასაც და კომპლიმენტების თქმასაც,
- უჩვეულოდ საოცარი წყვილი ხართ....
სხვადასხვანაირი კომპლიმენტები მოისმინა მაშომ ღიმილით ახედავდა ხოლმე რატის და მადლობასაც მხოლოდ ის აბრუნებდა პასუხად,
- რატი გენაცვალე ნენე არსად ჩანს როგორ არის?
ღიმილით ჩამოუდგა წყვილს დაბალზე შეჭრილი უკვე თეთრი თმით ასაკიანი ქალი, თუმცა საოცრად მოვლილი, გემოვნებიანად ჩაცმული დახვეწილი დგომითა და მშვენიერი სიტყვა პასუხით გამორჩეულიყო
- ვერ შეძლო ჩამოსვლა,
ცივად გასცა პასუხი და მაშომაც უხერხული ღიმილით გახედა ქალს, რატის ცივ პასუხზე, თუმცა ამას მიჩვეული იყო წინ მდგომი და მაშოს უხერხულობაზე სიცილით მოუსვა მხარზე ხელი, მისთვისაც დააპირა ეკითხა დედის შესახებ, თუმცა ინტუიციას, რომელიც კარნახობდა, რომ ჯობდა თავი შეეკავებინა, მას ენდო და უბრალოდ ახლოდან დატკბა ქალის სილამაზით,
- ანგელოზი ხარ!
თითქოს დალოცა მსგავსად შეახო თავზე ხელი და მაშოს მადლობის შემდეგ ღიმილით მისცა საშუალება მარტო დარჩენილიყვნენ....
გვიანობამდე გაგრძელდა წვეულება და საბოლოოდ კმაყოფილებმა დაასრულეს მოლხენა, ნელ ნელა დაიშალა ყველა, მაშო ძალიან მოთენთილი და დაღლილი იყო, ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა და სახლში როდის ჩაწვებოდა თბილ საწოლში როდის გაიხდიდა ამ ყველაფერს და როდის მოიშორებ და მაკიაჟს, ბოლოს ისედაც ძალიან უჭირდა იქ გაჩერება მას შემდეგ რაც სასმელმა მოქმედება დაკარგა, ხასიათიც შეცვლოდა და დაღლილობის გამო. ხვდებოდა როგორი კმაყოფილი იყო თითოეული მიწვეული ადამიანი და ეს ახარებდა კიდეც, როგორც კი ყველა წავიდა მაშინვე დაიწყო წუწუნი რომ სახლში უნდოდა, ცარიელ დარბაზში სცენაზე დიდი კაბა ხელში მოექცია და იქით-აქეთ ბუზღუნით დადიოდა რატიც ღიმილით გააყოლებდა ხოლმე თვალს და დანარჩენებს აკვირდებოდა ანანოს, რომელსაც ფეხზე გაეხადა და მიმტანებს ეხმარებოდა ალაგებაში ამავდროულად ყველა საკვებს ანაწილებდა კონტეინერებში ათავსებდა და ცდილობდა ყველაფრისთვის მიეხედა,
მაშო და რატი დიდხანს აღარ დარჩენილან მაშოს ბუზღუნის გამო მათთვის სპეციალურად გამოძახებული კომფორტული მანქანა დარბაზიდან გასვლისთანავე წინ კარებში ელოდებოდა წყვილს
- მაშო თუ რამე დაგჭირდეს ამაღამვე დამირეკე
გამაფრთხილებად უთხრა ანანომ და კაბის აწევაში დაეხმარა რომ მანქანაში კომფორტულად დამჯდარიყო
- მერწმუნე აღარაა საჭირო ისედაც ბევრი გააკეთე
ღიმილით მოავლო ყველას თვალი და კომფორტულად დამჯდარი თავისუფლად მიეყრდნო სავარძლის საყრდენს
- ხვალ გამოგივლი
მანამ კარებს დაუკეტავდა სწრაფად უთხრა და ვაჟაც მაშინ მიეყრდნო კარებს
- ჰო მეც გამოგივლი,
დააყოლა უეცრად და ანანოს შეხედა მოურიდებლად, ნელა მიაყრდნო კარებს თავი და ბარბარემ რომ უხეშად გაწია უკან მკაცრი მზერით დახედა მის ადგილას დამდგარს,
- ჭკვიანად ბალღებო,
გამაფრთხილებლად დაუქნია შორიდანვე ხელი ვაჟამ და მაშომაც ენა გამოუყო, მხოლოდ თეოდორე იდგა ყველას უკან უხმოდ აკვირდებოდა მაშოს და თითქოს იმაზე მეტად ნერვიულობდა ვიდრე აქამდე, რატი რომ თეოდორეს მოშორდა მანქანას, რომ მოუარა არ შეუმჩნევია მაშოს მისი გვერდით დაჯდომა თეოდორეს უყურებდა ღიმილით მისი მიმართულებით გაშალა ხელები და ისიც წყნარად გაძვრა დანარჩენებში მშვიდად შეიწია მაღალ მანქანაში და მაშოს მოხვია ხელები,
- მიყვარხარ,
დაბალხმაზე ჩაჩურჩულა მაშომ მის კისერზე მოხვეულმა და მისი სითბოთი შეივსო სრულად, მის ღელვას გრძნობდა და უნებურად ეღიმებოდა მაშოს, მის გაუნელებელ ბრაზსაც ისევ გრძნობდა, მაგრამ ყველაზე მეტად გრძნობდა გვერდში დგომას მისგან, ყველაზე დიდ სიყვარულს, დიდ იმედს და თავადაც ვერანაირად აღწერდა იმ გრძნობას რომელსაც მის მიმართ გრძნობდა, მხოლოდ ის იცოდა, რომ ამ გრძნობას ძლიერი სიყვარული ერქვა,
- და მადლობა რომ არ დამტოვე,
ფრთხილად მოშორდა მდუმარეს ჩახედა თვალებში ფრთხილად მოიქცია მისი სახე ხელებში და ნაზად გადაუსვა თლილი ნაზი თითები სახეზე,
- მჭირდებოდი,
- წადით უკვე, ეცადე დაისვენო, დაიძინო და უაზრო ფიქრები მოიშორო,
თითქოს არ უნდოდა გაემჟღავნებინა მისი ეჭვები და დარჩენილი ბრაზი, მშვიდად გადაუსვა თმაზე ხელი ფრთხილად მიწია მისკენ და ნაზად მიაკრო შუბლზე ტუჩები,
- მეც მიყვარხარ,
შემდეგ გასცა პასუხი და ფრთხილად დაიწია უკან, ყველა ხელს, რომ უქნევდა თეოდორეს გარდა მანაც ღიმილით დააქნია ხელი კარები რომ დაკეტა თეოდორემ მანქანაც დაიძრა და მის სახესაც ნელ-ნელა ჩამოშორდა ღიმილი მომავალზე ფიქრმა შეიპყრო მაშინვე და ის ფიქრი, რომ ახლა სახლის მაგივრად სასტუმროში ახლად დაქორწინებული წყვილისთვის განკუთვნილ სახლში ადიოდნენ, ძალიან ადარდებდა, ღელვას მოეცვა მთლიანად, თუმცა რატის ყოფნა თითქოს ერთის მხრივ სიმშვიდეს გვრიდა მეორეს მხრივ კი თავად მისი ყოფნა აფორიაქებდა, ეცადა გაეყარა ფიქრები, თვალები ენაბებოდა მორეული ძილისგან შუაღამე იყო ისედაც და დაღლა ზედმეტად მოქმედებდა მასზე, ეცადა თავისუფლა მოქცეულიყო ქმართან და მძღოლმაც რომ სარკიდან რამდენიმეჯერ გახედა პატარძალს თავისუფლად გადაიწია მაშო რატისკენ, მხარზე ჩამოადო თავი და მშვიდად დახუჭა თვალები, მეტად კომფორტულად ყოფნის საშუალება მისცა რატიმაც მისთვის კომფორტულად მოეწყო და გაუნძრევლად იჯდა მთელი გზა......
ერთ-ერთ მაგიდასთან ჩამომჯდარიყო ვაჟა ძილი ძლიერად მორეოდა თვალებს ძალით ახელდა და მაგიდასთან მოტრიალე ანანოს მოუშორებლად ადევნებდა თვალს, ისიც მწველად გრძნობდა მის თვალებს და ღიმილით გახედავდა ხოლმე ტანჯულს, არც არაფერს, რომ აკეთებდა მაგრამ მაინც არ გეგმავდა სახლში წასვლას, ნაზიც კარგა ხნის წასული იყო სახლში ანანომ აიღო ყველაფერი საკუთარ თავზე, მას შემდეგ რაც ტორტიც მისი შექმნილი იყო, რომელმაც ძალიან დიდი შექება დაიმსახურა მთელს დარბაზში და ყველამ მშვენივრად იცოდა, რომ მისი შემქმნელი იყო, სათითაიდ აქებდნენ შემხვედრნი მას შემდეგ რაც თამადასაც ხმამაღლა აეღნიშნა ეს ყოველივე.....
გარეთ კიბეებზე ჩამომჯდარიყო ბარბარე, ფეხსაცმელები ხელში დაეჭირა და ცდილობდა რამდენიმე წუთი შეესვენა,
- დაიღალე?
ბოხ ბარიტონზე სწრაფად ახედა გამოსულ თეოდორეს და უკვე ღიმილით გასცა პასუხი
- ფეხებს ვეღარ ვგრძნობ და თან ძალიან მეძინება უკვე,
ღიმილით დახედა კიბეებს და მშვიდად მოახლოებულს ახედა ისევ,
- წამოდი გაგიყვან, სხვები მიხედავენ დანარჩენს,
- აუუ ხო მაგრამ,
- მიდი გააფრთხილე თუ გინდა მანქანაში დაგელოდები,
მშვიდად ჩაიარა რამდენიმე კიბის საფეხური და ბარბარეც უცებ წამოდგა ყოყმანით, არ უნდოდა ანანოს მარტო დატოვება, მაგრამ ამავდროულად ძალებიც სრულად გამოლეოდა, თეოდორეს პასუხიც ისეთი იყო თითქოს სხვა გზა არ ჰქონდა
- აუუუ,
- კაი წამო მეც მოვდივარ ჩემძმას გავაფრთხილებ მე,
სიცილი ვერ შეიკავა ბარბარეს წუწუნზე და კმაყოფილი რომ შეტრიალდა ბარბარეც სწრაფად წასულს, ღიმილით დააკვირდა შიშველ ფეხებზე....
ნახევრად ძილს მიახლოვებული შორიდანვე ხმამაღალი დასტვენით გამოაფხიზლა თეოდორემ ძმა და ვაჟამ რომ თავი ძლივს წამოწია მაგიდიდან, მობეზრებული სახით დაუწყო მის გამოფხიზლებას ლოდინი,
- მე მივდივარ, ბარბარეც გამყავს წამოხვალ?
მშვიდად დაუსვა კითხვა და როცა მიხვდა, რომ ვაჟა მას არ უყურებდა მის მზერას გააყოლა თვალი, ანანოს შეხედა მანაც და შემდეგ გადაიტანა მზერა მასთან მორიდებულად მისულ ბარბარეზე,
- დაგაშტერა არასწორი ვიყო,
ხმადაბლა ამოილაპარაკა და ვაჟას დარეტიანებულ სახეზე სიცილი უნდებოდა,
- არ მოვდივარ ჯერ,
როცა გაანალიზა, რომ ჯერ ანანოს ბევრი საქმე ჰქონდა და არსად წავიდოდა სწრაფად გამოთქვა უარი და მაგიდაზე თავი ჩამოდო,
- ხარაშო,
თავის გაქნევას ამოაყოლა და მშვიდად წავიდა გასასვლელისკენ
- ბაბი, მანქანაში დაგელოდები,
შორიდანვე გაძახა ბარბარეს და ბარბარემაც უცებ დაუქნია თავი ისე გააყოლა ღიმილით მამაკაცის ახოვან, მომხიბვლელ სხეულს თვალი
- აუუ ხომ ვერაფერში დაგეხმარები?
ისევ გაუმეორა ბარბარემ მორიდებულად და ანანომაც სიცილით შეაჩერა საქმე,
- არაა ბაბი არაა, ისედაც დაიღალეე და ისედაც ზედმეტად მომეხმარე არაფერი აღარაა გასაკეთებელი მალე წავალ მეც, ამათ გავახვევ დავახარისხებ რომ ნაზი ბებიას გაუადვილდეს მერე და მორჩა, ნუღა მეწუწუნები ისედაც რას გიგავს თვალებიი დასისხლიანებული გაქვს უძილობისგან, მიდი წადი ჯენტლმენი გელოდება მანქნანაში და ნუ ალოდინებ,
ღიმილით ანიშნა გასულ თეოდორეზე და ნაზად მოუსვა სახეზე ხელი,
- დარწმუნებული ხარ რომ მარტო შეძლებ?
- აღარაფერია გასაკეთებელი ამიტომ დამშვიდდი თან მარტო არ ვარ,
ღიმილით გახედა ვაჟას, რომელსაც ისევ კომფორტულად დაედო თავი მაგიდაზე და დასვენებას ცდილობდა,
- კარგია რომ რჩება, თუ რამე დამირეკე,
- რა თქმა უნდა, მიდი გაიქეცი,
ფრთხილად აკრა ნიკაპის ქვეშ ხელი და ღიმილით ანიშნა წასულიყო, მორიდებით გაეკრიჭა ბარბარე და ბოდიშის მოხდით გაიქცა გასასვლელისკენ, კიდევ ერთხელ მოავლო ანანომ ვაჟას თვალი კმაყოფილი მზერით და ეცადა სწრაფად დაესრულებინა ყველაფერი, რომ ვაჟასაც მალე დაესვენა წესიერად სახლში.....
......
- ააა ღმერთოო სახლი, რა კარგიაა,
ოთახში შესვლისთანავე გაიძრო მაშომ სიარულშივე მაღალქუსლიანები და ვარდისფურცლებით მორთული საწოლისკენ წავიდა
- ააააააჰჰჰ
ამოგმინვასთან ერთად გადაეშვა საწოლზე და წამით მინაბა თვალები, მაშინ გაახსენდა, როგორ მორთული იყო ოთახი ვარდისფურცლებითა და ლამაზი გაფორმებებით, უცებ გაახილა თვალები და წამოწეულმა მოავლო ოთახს თვალი,
- საწყალი ის ვინც ამ ყველაფრის გამო ტყუილად იწვალა,
დანანებით ჩაილაპარაკა და რატისთვის არც შეუხედავს ისევ უცებ გადაწვა საწოლზე, ისიც კარებში მდგარი ეყრდნობოდა კედელს ცალი ფეხი მეორე ფეხის მხარეს გადაედო და მშვიდად აკვირდებოდა, ხელახლად წამოიწია მაშო, ნახევარი თმა ვარდის ფორმებით, რომ ჰქონდა აწეული ისედაც ძლიერად სტკენდა თავს, ეცადა სწრაფად ამოეძრო თავიდან თმის შპილკა, ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს კანში დიდი მავთულები ჩაერჭოთ მისთვის, თმიდან ყოველი შპილკის მოშორებისდროს უნებურად კნაოდა ტკივილისგან და უფრო ფრთხილად იშორებდა თავიდან, საბოლოოდ გაიშალა დაჭიმული თმა და მთელი თავის ტკივილს გრძნობდა ფრთხილად შეაცურა კანში თითები, ძლიერად რომ ეწვოდა და ფრთხილი მოძრაობებით დამასაჟებას ეცადა ტკივილიც, რომ ძლიერდებოდა მაგრამ ამავდროულად საოცრად სიამოვნებდა,
- აუჩ, მე მეორედ "გამთხოვებელი" აღარ ვარ
სწრაფად გამოიტანა დასკვნა და სიცილზე, რომელმაც პირი დააღებინა კარებში მდგარს გაოგნებული მზერა მიაპყრო,
- რაღაცნაირი ნათქვამია,
ღიმილით წამოიწია კედლიდან და მაშოსკენ დაიძრა
- სწორი ნათქვამია, არ აქვს მნიშვნელობა რა დონეზე შემიყვარდება, დასასრული კატასტროფაა, დამღლელი და საერთოდ ამდენი ხალხი რა უაზრობა იყო,
წუწუნი განაგრძო და რატი, რომ მოშორებით საწოლზე ჩამოჯდა წუწუნით გახედა საწოლზე გადაწოლილს,
- ხომ ყველას უნდა გაეგო, რომ ჩემი ცოლი ხარ,
ღიმილით შეხედა მაშოს, რომელიც წამით გაშრა, მისი სიტყვების გამო მთელ სხეულში გაცრა და ეცადა არ შეემჩნია უცნაური გრძნობები, რომელიც უცხო იყო მისთვის
- მაგას ისედაც გაიგებდნენ იმდენი კამერა დაგვსდევდა აღარ იცოდნენ საიდან უნდა გადაეღოთ,
ქოფაკობა განაგრძო და გაჩეჩილი თმა თითებით დაივარცხნა, წვალებით ეცადა კაბის უკან თასმებს მიმწვდარიყო, ვინაიდან ელვა შესაკრავის ნაცვლად კორსეტის მსგავსად ერთი თასმა ჰქონდა მხოლოდ, რომელიც ზედმეტად პატარა იყო მიუწვდომელ ადგილას გაეკრათ თოკი, რომელსაც თვითონ მაშინ გაიხსნიდა, როდესაც ხელის ამოგდებას შეძლებდა,
- ნუ აბუქებ,
ღიმილით წამოდგა საწოლიდან, მაშომ კიდევ ერთხელ მოათვალიერა ოთახი და სპეციალურ საკიდზე ლამაზად დაკიდებული ხალათის დანახვისას გაახსენდა ტანსაცმელი,
- მოიცა ტანსაცმელი თან არ მაქვს და ხალათით დავიძინო?
სწრაფად წამოენთო ისე გახედა წამომდგარს და ხალათი შორიდანვე შეათვალიერა,
- თუ გინდა,
მხრების აჩეჩვით წავიდა მეორე გამოყოფილ ოთახში, რომელიც პატარა, თუმცა გემოვნებიანად მოწყობილი იყო ერთადერთ დივანზე ვარდები მოფენილიყო, განკუთვნილი წყვილისთვის და რატიმაც გახდილი კოსტუმი შორიდანვე მიაგდო დივანზე, მაშოს წუწუნს უსმენდა მშვიდად და ნელ-ნელა იშორებდა ზედმეტ სამოსს სხეულიდან,
- რატი!
კაბა ხელის მუჭებში მოექცია მაშოს ისე აექაჩა მაღლა, რატის შეყვა ჩაბნელებულ ოთახში პროტესტებთან ერთად და მოტრიალებულს შეშინებულმა ახედა, თითქოს უნდა დაჯახებოდა და ყველანაირად ეცადა თავი შეეკავებინა,
- რა მოხდა?
მშვიდად დახედა მას შემდეგ რაც მაშო დადუმებული უყურებდა მას, წუწუნიც შეეწყვიტა ახლა მორიდებულად ჩამომდგარიყო მამაკაცის წინ,
- ჩემით ვერ ვხსნი,
უხერხულად ანიშნა თითებით კაბის შესაკრავზე და მისთვის აღარაც აუხედავს,
- შეგიძლია დამეხმარო?
იმდენად დაბალხმაზე დასვა კითხვა საკუთარი ხმა თვითონ ძლივს გაიგონა,
- უბრალოდ ერთი თასმა გახსენი,
ფრთხილად აქცია ზურგი, რატი რომ მეტად მიუახლოვდა მაშინ იგრძნო, როგორ უხეშ დარტყმებს ჩაენაცვლა მისი მშვიდი გული, ფრთხილად ეცადა თმა ერთ მხარეს აეკრიფა და მთლიანად გადაიყარა წინ, მის თითებს თმა სრულად ერთ მხარეს ვერ გადაეტანა, რატი ეცადა სრულად გადაეწია მისთვის თმა წინ რომ არ ჩაყოლოდა თასმებს, ფრთხილად მოუსვა კისერზე თითები ისევე ნაზად გადაუწია დარჩენილი ლოკონები და მაშოც უმცირეს დეტალებამდე შეიგრძნობდს მის ყოველ შეხებას, უხეშ მაგრამ სასიამოვნო თითებს, თავადაც ამჩნევდა ღრმად სუნთქვისგან მკვეთრად რომ ადი ჩაუდიოდა მკერდი,
ერთი გამოკვრით გახსნა თასმა ჩაბლანდული დაჭერილი ძაფები ფრთხილად და აუჩქარებლად გააცალცალკევა ერთმანეთისგან და უკვე მოშვებული კაბაც თავისუფლად გადაიშალა იქით-აქეთ, ქალის ზურგი მთლიანად განთავისუფლდა ტანსაცმლისგან რატიც მოუშორებლად შეცვლილი მზერით ავლებდა თვალს, ნაზ, მბზინავ სხეულს, უნებურად წაიღო ხელი, ის ის იყო მოშიშვლებულ ზურგს ნაზად დაუსვამდა ცხელ თითებს, სწრაფად მოვიდა აზრზე, დანაშაულის გრძნობით შეიბოჭა უეცრად ისე ჩააქნია თავი დამნაშავედ და სწრაფად დაწია ხელი,
- მორჩა,
დაბალხმაზე შეახსენა და შეტრიალებით აარიდა თვალი მაშოს, პროფილით გახედა დივნისკენ წასულს მალვით ისე დაავლო კაბას ხელი და სწრაფად გავიდა ოთახიდან.....
.....
- ჯანდაბა! ვაჟა! გაიღვიძე! სწრაფად! ჩემი ქმარი მოვიდა....
უხეში შეხება და ქალის ხმამაღალი ღელვით წამოძახებული სიტყვები აღვიძებს ვაჟას და ჯერ ისევ ტკბილ ძილში მყოფი გაუაზრებლად ყვება ქალის ხმას აღელვებაში, უეცრად წევს თავს მაგიდიდან და სანამ სწრაფად წამოდგებოდა, რომ დასამალად ადგილი გამოენახა მანამ მოასწრო მისმა გონებამ გააზრება, რომ ჯერ დარბაზიდანაც კი არ წასულა, თვალებს მძიმედ ხუჭავს და მაგიდაზე აბრუნებს თავს მიუხედავად ქალის ხმამაღალი სიცილისა,
- სად გყავს შე უბედურო ქმარი,
დაბოხებული ხმით ამოიკრუსუნა და თვალები ხანგრძლივად დახუჭა,
- მაგაზე არ ინერვიულო თუ მენდომება ხვალ დილასვე ვიღაცის ცოლი მერქმევა და მე მივდივარ შენ ტკბილძილს გისურვებ,
უხეშად გასცა პასუხი ანანომ და სწრაფად წამოდგა, მის სიტყვებზე უკვე ფხიზლად გაახილა ვაჟამ თვალები და წამომდგარს დააკვირდა უხმოდ ლამაზად რომ მიარხევდა თეძოებს და არც ჩქარობდა,
- დიდი წარმოდგენა გაქვს ლამაზო,
შორიდანვე დააწია სიტყვა სწრაფად წამოდგა უკვე კარგად გამოფხიზლებული და სირბილით ამოუდგა გვერდში,
- არა ეს შენ ვერ მაფასებ სათანადოდ,
წამით შეჩერებულმა ირონიულად გასცა პასუხი და თმა მისგან მარჯვნივ გადაიწია, ნაზად მოიშიშვლა კისრის ცალი მხარე და შეუხედავად იგრძნო ვაჟას ზედმეტი ყურადღება არა მხოლოდ მის საქციელზე არამედ აწ უკვე მის მოშიშვლებულ კისერზე, ბოროტულად ჩაიღიმა მისგან მალულად და მოშორებით მდგარი ტაქსისკენ წავიდა,
- მომწონს თამამი გოგონები
კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და წინ წასულს ისევ დაეწია,
- უკვე გითხარი რომ შენი ტორტი ძალიან გემრიელი იყო?
- და ამას ვინ ამბობს?
წამით ადგილზე შეჩერდა ალმაცერად გახედა ვაჟას და გვერდით რო ჩამოუდგა ფრთხილად მიიწია მისკენ,
- ახლა რა რჩევას მომცემთ ბატონო ვაჟა,
ღიმილით მოქაჩა მისი ჰალსტუხი და პასუხს მშვიდად დაელოდა გაკვირვებული რჩებოდა ყოველი ანანოს ქმედებით ვაჟა მაგრამ კმაყოფილების ღიმილი არ შორდებოდა სახიდან
- რჩევა შემდეგია: მშვენიერი მამაკაცი გიდგას წინ, რომელსაც შენს ადგილას ხელიდან არ გავუშვებდი,
ფრთხილად დაიწია ქალის ტუჩებისკენ კმაყოფილი ღიმილით და საკუთარი ჩაფიქრებული საქციელის ასრულება რეალობაში გადაეზრდებოდა, რომ არა ანანო,
- სამწუხაროა რომ ჩემს გემოვნებაში არ ჯდება,
დანანებით ჩაილაპარაკა და წინ წავიდა,
- ძუკნა
ჩაიფრუტუნა ვაჟამ და წინ წასულის თეძოების ნაზ რხევას კმყოფილი დააკვირდა,
- დაფიქრდი პატარავ,
კმაყოფილი ამოუდგა გვერდით ისევ და წელში ჩავლებული ხელით უხეშად აიკრო მენჯზე, მისი საქციელზე უკვე ბრაზით მოშორდა უხეშად ანანო
- ნუცაში ნუ აგერევი! შეგიძლია მას მოუყვე ეგ ლეგენდები,
უხეშად აიქნია ხელი და უხეშად შეტრიალებული უხეშმა ხელის ჩავლებამ მიაბრუნა ისევ, წელზე ორივე ხელი ჩაავლო ვაჟამ ისე გააკავა მისი სხეული და მის მკლავებზე მოკიდებული, ანანოს თლილი თითებისთვის ყურადღება არც მიუქცევია,
- ნუცაში, რომ ამრეოდი არც ახლა იდგებოდი აქ და არც ჩემს კაბინეტში ამოსული გახვიდოდი უკან ისე, რომ ნახევარ დარბაზს შენი კვნესის ხმა არ მოესმინა,
მის მკლავებში დამანჭული აფართხალდა ანანო რომ მისგან თავი დაეხწია და თან ვაჟას დასერიოზულებულ საუბარს უსმენდა გაკვირვებული,
- გარდა ამისა მან ეს ლეგენდები მშვენივრად იცის და ხელიდან არც უშვებს,
უკვე კმაყოფილიგადაიწია მისკენ და ანანოც მაქსიმალურად იწეოდა უკან ლამის წელში გადატყდა, ვაჟა, რომ არ გასწორებულიყო ალბათ გადატყდებოდა კიდეც,
- ხელი გამიშვი!
უხეშად გაფართხალდა ისევ და ვაჟას მოდუნებული ხელებიდან უხეშად გამოძვრა
- საკუთარ თავზე შეყვარებული, თავხედი, იდიოტი ხარ!
ზიზღით მიაძახა და დიდი ნაბიჯებით მიუახლოვდა ტაქსის ავტომობილს,
მძღოლს ჰკითხა ნომერი რომ გაეგო ნამდვილად მას ელოდებოდა თუ არა ამასობაში კი თავად ვაჟამ გამოუღო უხეშად კარები, ბრაზისგან ანთებული თვალებით შეხედა ანანომაც და თავად ელოდა როდის ჩაჯდებოდა
- დაჯექი! რას მიყურებ?!
უხეში ტონით რომ უთხრა ღრმად ამოხვნეშით უხეში საქციელებით მოთავსდა ავტომობილში და გვერდით გადაწეულმა ადგილი დაუთმო ვაჟას, რომელიც წამში მიუჯდა გვერდზე
მთელი გზა ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ ანანო ფანჯრისკენი იყურებოდა და ცდილობდა არ გაეხედა მისკენ, კოპებ შეკრული უყურებდა გზას, ვაჟაც გაბრაზებული გადახედავდა ხოლმე გვერდზე მჯდომს დაბალ ხმაზე ამოთქვამდა პროტესტების ხმებს "ჰმჰ"
- თუ შეიძლება აქ რომ გამიჩეროთ
საკუთარი შესასვლელი, რომ მალე შეამჩნია მოშორებით თავადვე სთხოვა ტაქსის მძღოლს გაჩერება და ვაჟაც უცებ წამოიწია
- აქ ცხოვრობ?
გაკვირვებულმა დასვა კითხვა და მძღოლმა მანქანა ნაპირზე რომ გააჩერა უსიტყვოდ მშვიდად გადავიდა ანანოც,
სწრაფად გადაყვა ვაჟა და მძღოლს მიაძახა, რომ დალოდებოდა, მანაც უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა და ტუჩებს შორის მოქცეულ სიგარას ცეცხლი წაუკიდა,
- კი აქ ვცხოვრობ,
სწრაფად გახედა და დიდი ნაბიჯებით წავიდა აღმართზე,
- ბარემ კარებთან, რომ გაგეჩერებინა ტაქსი არა?
- უბრალოდ მინოდა რაღაც მანძილი ფეხით გამევლო,
გულწრფელი პასუხით გახედა დაწეულს და ნაბიჯებს უკლო,
- უცნაური ქალი ხარ,
მასზე ფიქრებით თქვა ვაჟამ და ანანომ მომღიმარმა, რომ შეანათა მზერა, უნებურად ჩაეცინა,
- შეგიძლია დაბრუნდე, ორ ნაბიჯში მივალ მარტო რამენაირად,
ჩაცინებით გაიშვირა თითი მისი სახლისკენ და ვაჟას მკაცრ გახედვაზე დანებების ნიშნად აზიდა წარბები,
- იმედია ეზოს შიგნით სახლის კარამდე არ მიმაცილებ,
- ჯერ არა და ცოტახანში სახლშიც შეგაცილებ,
თვალი ჩაუკრა უცებ და ანანოსაც უცებ ეცვალა თავდაჯერებული მზერა,
- ღმერთო ჩემო! ზედმეტად თავდაჯერებული ხარ,
მკაცრად გახედა ისე ახლართა მკლავები ერთმანეთში,
- რო არ მჯეროდეს არც ვიქნებოდი,
მშვიდად გასცა პასუხი და დიდი მუქი ფერის რკინის კარების წინ, რომ ჩამოდგა ანანო მშვიდად შეჩერდა ვაჟაც,
- შეგიძლია დაბრუნდე,
თვალებით ანიშნა ტაქსისკენ, ღიმილით და თვალმოუშორებლად დააკვირდა მას,
სიჩუმე გრძელდებოდა და ვაჟა ნელ-ნელა ამოკლებდა ქალის მიმართ მანძილს, შეუმჩნევლად და გაუაზრებლად დახრილიყო ქალისკენ, ანანოსაც უზომოდ უნდოდა გაეგო მისი ბაგეების გემო გაყინული იდგა მის წინ, თითქოს ვაჟამ შეძლო მისი დაჰიპნოზება გაუნძრევლად ელოდა მას, თუმცა ზედმეტად ჩქარ გადაწყვეტილებას, რომ მიაწერა ეს ყოველივე შემდეგ მოვიდა გონს
- მას ნუ ალოდინებ,
სწრაფად მიაჭირა ხელი მკერდზე, მას შემდეგ რაც გაიაზრა, რომ საერთოდ არ იყო მზად, რომ საერთოდ არ იცნობდა მას და საერთოდ ვერ გაეგო რა გრძნობას გაეხვია მისი სხეული, ვნებას, მიზიდულობას თუ არსებობდა კიდევ რამე გრძნობა თითქმის უცნობ ადამიანთან, ვაჟამაც მშვიდად გახედა ტაქსს და არც გაბრაზებულა იმაზე, რომ პირველი მცდელობა წყალში ჩაუვარდა, თითქოს თავადაც აეღელვებინა უნებურად ამ ნაბიჯს და საერთოდ გოგოს, უცნაური იყო ეს მის ცხოვრებაში, თუმცა რაღაც სიახლე სრულიად სასიამოვნოც იყო მისთვის,
- უნდა დავისვენო,
მორიდებულად ამოილაპარაკა დაბალხმაზე და ვაჟაც სასიამოვნოდ გრძნობდა ჯერ ისევ მის მკერდზე მიჭერილ თითებს, რომელიც მაშინ მოშორდა და თითქოს გულიც დასწყდა,
- მიდი, დაისვენე და შემდეგ ტკბილიძილი,
თავადაც უჩვეულო გაკვირვებითა და სიფრთხილით გამოირჩეოდა თავის ცხოვრებაში პირველად ვაჟა ,
- მადლობა შენც წყნარ ღამეს გისურვებ,
მოკლედ გასცა პასუხი და აუჩქარებლად შებრუნდა, ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს ვინმეს დიდი თოკით დაეჭირა, ყველანაირად ეცადა დამშვიდებულიყო უჩვეულო სასიამოვნო გრძნობა ჩამოეშორებინა და შეძლო კიდეც გარკვეულ წილად, უკან მოუხედავად შევიდა კარებში კარის დაკეტვის დროს მოავლო უცებ თვალი და მაყურებელს მცირედ გაუღიმა შემდეგ კი მშვიდად დაკეტა კარი და ხასიათსა და ენერგიაზე მოსული შევარდა სახლში,
მასთან დამშვიდობების მერე უთვალავი კითხვა უტრიალებდა ვაჟას, მილიონ გრძნობასთან ერთად წყნარად მოტრიალდა და დიდი ნაბიჯებით დაუყვა ქუჩას ფიქრებითვე ჩაჯდა ტაქსში ინსტიქტურად უთხრა საკუთარი მისამართი და ფიქრებთან ერთად დააკვირდა გზას......
დასვენება, რომ შეძლო მაშინ წამოდგა მაშო საწოლიდან ხალათით ოთახების გამყოფ წვრილ შესასვლელში შესვლისთანავე "რატის ოთახს" მოავლო თვალი და რომ ვერ დაინახა იფიქრა, უკმაყოფილო წავიდა აბაზანისკენ, კარის სახელურს, რომ ხელი მოკიდა ფიქრებით გართულმა ვერც შეამჩნია კარი მისი ძალებით, რომ არ გაიღო, კარისკენ წასული კი უხეშად დაეჯახა ძლიერ სხეულს,
- აუჩ
უნებურად ამოაყოლა და სწრაფად მოაშორა შიშველი მკერდიდან გაყინული თითები,
- მაპატიე,
დაბალხმაზე თვალებში შეუხედავად ამოილაპარაკა და ყველანაირად ეცადა წელს ზემოთ შიშველისთვის არ გაეშტერებინა თვალი, ასე ძლიერად, რომ იწვევდა მაშოს,
- მეგონა უკვე გეძინა,
დაბალი ბარიტონით დახედა ხალათში გამოწყობილს საკმაოდ, რომ გადაშლილიყო გულ მკერდთან, ლავიწები უხვეწავდა ქალურ სილამაზეს და მათ შორის ხალათისგან გამოყვანილი დეკოლტეც მაცდურად იკვეთებოდა მაშოს სავსე მოხატული მკერდი ხარბად ათვალიერებდა ქალს და კისერზე დაკიდებული " აბანოს პირსახოცით" ცალი ხელით იმშრალებდა სველ თმას,
- ვეცადე ძალები აღმედგინა,
მაშინ შეძლო შეეხედა მისთვის და ის უხერხული მაგრამ უცნაურად სასიამოვნო გრძნობა, რომელსაც გრძნობდა, რომელიც კარნახობდა რომ რატის თვალები ერთიანად ჭამდა, ნამდვილად, რომ დაადასტურა მეტი თავდაჯერებულობით შეივსო უეცრად,
- გააჩნია რისთვის აღიდგინე ძალები,
კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა მამაკაცს და მაშოსკენ ნელი ნაბიჯით წავიდა ადგილიდან არ განძრეულა მაშო უნებურად დახედა მის გამოკვეთილ პრესებს, მიმზიდველ სხეულს და ყველანაირად ეცადა კმაყოფილება დაემალა,
- იმისთვის, რომ კარგად გამეანალიზებინა სად ვარ ახლა და დღესვე მომერგო შენი ცოლის როლი!
უხეშად გაწია მასზე აკრული გვერდზე და აბაზანაში შევიდა უცებ, კარები უხეშად უნდა დაეკეტა სწრაფად დაიჭირა რატიმ,
- მოიცა მოიცა,
დააყოლა უცებ და კარი კარებს მიწოლილი მაშოიანად შეაღო,
- რადგან უკვე როლი მოირგე სალაპარაკოც გვაქვს,
მშვიდად დახედა კედელზე აკრულ მაშოს, რომელიც ღრმად სუნთავდა,
- რომ გამოვალ მერე ვისაუბროთ, შეგიძლია გახვიდე
მისკენ წაწეულმა მიაჭირა ხელები, რომ გარეთ გაეგდო, თუმცა ძვრა, რომ ვერ უყო და რატიც სერიოზული აკვირდებოდა, როგორ აწვებოდა მაშო უკვე დაღლილმა ახედა რატის,
- მისმინე!..
ღრმად შეისუნთქა და მკაცრად დაიწყო პროლოგი,
- შენ მისმინე!
მისკენ წაიწია და მაშოც, რომ მის სწრაფ საქციელზე უკან დაიწია ნიჟარის დასადგამს აეკრო საჯდომით, რატიც მისკენ დაიხარა მშვიდად და ნიჟარის სადგამს დაეყრდნო ხელებით, მაშოსაც გადაუკეტა მკლავებით ორივე მხარეს გასასვლელი და მკაცრად ჩახედა თვალებში,
- დღეიდან ჩემი ცოლი გქვია, არაფრის აკრძალვას არ ვაპირებ, უბრალოდ არ გადასცდე იმ საზღვრებს რაც გათხოვილ ქალს არ შეეფერება, ზედმეტად ახლოს რომ ვინმესთან დაგინახო, მას მოვკლავ და შენ მოგხედავ, ორი თვე ჩემი ხარ, არ მაინტერესებს მესაკუთრეობას, მომაწერ თუ ავადმყოფობას, მაგრამ ვინმეს განსხვავებულ გამოხედვაზეც კი ცაში აგწევთ,
პირობების წამოყენებით უყურებდა მკაცრად და არც მაშო აკლებდა სიმკაცრესა და სითამამეს, რომელიც ღელვასაც მატებდა,
- მერწმუნე, შენზე ნაკლები ხასიათების არ ვარ, უბრალოდ დავიკიდებ იმ ფაქტს რომ გოგო ვარ და იმ ძროხასთან ერთად აგაორთქლებ სამყაროდან,
სიტყვის დასრულებისთანავე დააკვირდა რატის კმაყოფილებისგან რომ გაეპო ბაგეები,
- მშვენიერი შევთანხმდით
მშვიდად დახედა სხეულზე ისე მოშორდა ნიჟარის დასადებს,
- ხოდა შეგიძლია მიბრძანდე,
კარებისკენ ანიშნა თვალებით, თითქოს რაღაც კიდევ უნდა ეთქვა რატის, თუმცა თავი შეიკავა და უსიტყვოდ გავიდა აბაზანიდან,
საკუთარ თავს მიუტრიალდა მაშო მას შემდეგ რაც კარები საგულდაგულოდ გადაკეტა, სარკეში დააკვირდა საკუთარ თავს და ზედმეტად გადახსნილ ხალათზე სახე დამანჭა ,
- ჯანდაბააა!
დაბალხმაზე ამოიგმინა და მაშინ შეისწორა ხალათი,
- თავი თურქულ სერიალში მგონია,
ძლიერად ჩამოისვა სახეზე ხელები და რადგან ძალიან გვიანი იყო და მალე გათენებას დაიწყებდა ზედმეტი გაწელვის გარეშე მოიშორა სხეულიდან ყველაფერი და ჩვეულად საათი მაინც იდგა ცხელი წყლის ქვეშ, ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს ყველანაირი დაღლა და ნეგატიური ფიქრები გაატანა, ისევ ხალათით გამოვიდა აბაზანიდან აღარ შეუხედავ რატის ოთახისკენ, მიუხედავად ინტერესისა, ხალათით გაწვა საწოლის ზევიდან შუქი ისე ჩააქრო და ჭერს გაუშტერა თვალი, უცნაური იყო მისთვის ახლა იქ წოლა სადაც იცოდა, რომ ყველაფრის მიუხედავად მისთვის უცხო მამაკაცი იწვა სხვა ოთახში, თავიდან გადაწყვიტა, რომ არ დაიძინედა , თუმცა გაანალიზა ისიც, რომ ორი თვე უძილობას ვერანაირად შეძლებდა, 'უაზრო' ფიქრებს შეებოჭა, იმდენად უაზრო ფიქრებს რომ, იმ ადამიანზე, რომელიც ახლა მშვიდად გაწოლილიყო მოუხერხებლად დივანზე და ფიქრობდა იმ ორ თვეში როგორ შეძლებდა მაშოს ხელის გულზე ტარებას, მასზე ნეგატიურ ფიქრებსაც კი ფიქრობდა თითქოს მანიაკთან ერთ სახლში ყოფილიყო და წუთი წუთზე ელოდა თავდასხმას, ვერც კი გაიაზრა საკუთარი ფიქრებით ისე გაერთო, ისე მოერია ძილი საოცრად სიმპათიურ მანიაკზე ფიქრში და ნელ-ნელა გადაეშვა კიდეც მორფეოსის სამყაროში.....
....
ძლიერ ხმაურს გამოყავს მაშო ძილიდან, თუმცა იმდენად ძლიერად ეძინებოდა ვერანაირად გაახილა თვალები, წამით ხმაც შეწყდა და მაშოც ხელთავიდან გადაეშვა ძილში უეცრად ისევ მეტად ძლიერი ბრახუნი იწყება კარზე და მაშოც კრუსუნით ტრიალდება საწოლზე,
- აუ რატიიი
ხმამაღლა ჯუჯღუნებს და გახელილი ცალი თვალით აპარებს საათისკენ მზერას, დასამთქნარებლად გაღებული პირი უეცრად შეეყინა საათი პირველის წუთებს, რომ უჩვენებდა და გველნაკბენივით წამოხტა საწოლიდან ხალათი სწრაფად გაიკრა და კარებს ეცა
- ნუ ჩამოიღეთ!
კარები სწრაფად გააღო და მობეზრებული სახით ანანო, რომ ედგა წინ მის გვერდით ვაჟა, რომელიც ცალი ხელი მუშტებს ურტყავდა კარებს, გაყინული თვალებით შეათვალიერა ორივე,
- მეგონა ძილში გაიპარეე,
უხეშად ამოთქვა ანანომ ისე შევიდა ოთახში
- მე მეგონა რატი გააბრაზე და ჩაგგუდა საწოლში,
სწრაფად გამოთქვა ვაჟამაც საკუთარი აზრი და ანანომ, რომ ბოროტი მზერით გახედა ღიმილით ჩაუკრა თვალი,
- საერთოდ ხმას ნუ იღებ გთხოვ!
გამოჩენილი ბარბარეც უცებ შევიდა ოთახში ისე აკოცა მაშოს
- ეს რატო მკბენს მთელი გზაა მითხარით?
უცოდველივით ამოიფრუტუნა ვაჟამ და გაკვირვებულმა გახედა ანანოს,
- დებილი რო ხარ იმიტო!
მკაცრად მიაძახა ანანომაც და ხელში დაჭერილი ქაღალდის პარკები ერთი დიდი პარკის გარდა პატარა მაგიდაზე დააწყო, ბარბარესაც საკმაოდ ბევრი პატარა საშუალო სასაჩუქრე პარკები ეკავა ხელში მანაც გვერდზე მიუწყო ანანოს დადებულ საჩუქრებს და ბრაზით დაიწყო ვაჟას მოსმენა
- სერიოზულად? ლია, რომ წამოვიყვანე? მთხოვა და რა გამეკეთებინა?
- რა გააკეთე?
უნებურად შეკივლა კარებში მდგომმა მათი დიალოგით გაკვირვებულმა მაშომ და თავადაც ბრაზი მოაწვა უეცრად,
- ნორმალური თუ ხარ?
- შენც დაიწყე? თეოდორეს დაჯმა არ მეყო? ესენიც მიეხმარნენ გზაში და ნახე რას დამამსგავსეს,
ხელები გაშალა ისე დატრიალდა მაშოს, რომ შეეთვალიერებინა და ანანოს ჩაფხუკუნებაზე გაეცინა ბარბარესაც,
- ღირსი, მაინც არ იყო ,
- რა დღეში ხარ გოგო,
ბრაზით წავიდა ბარბარესკენ და მაშომაც უცებ, რომ დალანდა მოსახვევში გამოჩენილი თეოდორე, რომელსაც ლია ეკიდებოდა მკლავზე აღარ მიუკეტავს კარები, სწრაფად გააჩუმა ყველა და ვაჟას კიდევ ერთხელ ანიშნა ხელით, რომ სისულელე ჩაიდინა,
- გამარჯობაა,
მაშო მიესალმა თავიდანვე და თეოდორეს განწირულ მზერაზე ფართოდ გაეღიმა,
- პრივეეტ,
სწრაფად გადაკოცნა და ფრთხილად უშვა თეოდორეს ხელი,
- კარგია აქ მაინც, რომ მოხვედი,
ნიშნის მოგებით შეხედა მაშომ და ანანომ რომ ხელში ქაღალდის პარკი მიაწოდა მხიარული სახით გახედა ლიას,
- ლია ეს შენი მოტანილია? ძალიან დიდი მადლობააა რატო შეწუხდიი?
მშვენივრად ხვდებოდა იმასაც, რომ ლიას მოტანილი არ იყო, თუმცა გველური ხასიათები გამოაჩინა მაშინვე და ღიმილით აკვირდებოდა თეოდორეც,
- უი არა გოგო ეს მე მოგიტანე ტანსაცმელები,
სწრაფად ჩაერია ანანო მაშოს ნამიოკის მიმხვედრმა და შორიდან დააკვირდა ლიას სეირს,
- აა უი,
ამოიგმინა თითქოს უხერხულად და დასანახად შეაჩერდა ლიას ხელებში, თითქოს ყველანაირად ეცადა უხერხულ მდგომარეობაში ჩაეგდო სტუმარი,
- არაფერია, მოდი დაჯექით
ოთახისკენ ანიშნა და ყველა, რომ წინ დაიძრა თავად წავიდა კარებთან ჩამომდგარი თეოდორესკენ, ღიმილით აიწია ცერებზე და მიახლოებულს ღიმილით მოხვია კისერზე ხელები,
- ხანდახან ძალიან გველობ,
ღიმილით ჩასჩურჩულა ყურში თეოდორემ და ძლიერად მოხვია ხელები
- ხომ იცი მხოლოდ მასთან ვიცნ იმსახურებს
გაკრეჭილი მოშორდა და კმაყოფილმა მიაკრო ტუჩები ლოყაზე....
- ისე სად არის სიძე?
პირველივე კითხა ლიამ დასვა დივანზე ჩამოჯდომის თანავე და ბარბარეც, რომ წამით ჩამოშორდა მათ, ყველას გამოეპარა
- დილით სასწრაფო საქმე ჰქონდა ამიტომ მოუწია, რომ წასულიყო, წინა დღეს გამფრთხილა, მალე მოვა,
ვარაუდად თქვა მაშომ მხრების აჩეჩვით და ბრაზიც შეეპარა ხასიათში, უეცრად გალანძღა რატი ფიქრებში
- რატომ არ იყავი ქორწილში? თუ ბარში იყავი და არ გეცალა,
მისკენ გადაიწია მაშო და ის უკანასკნელიც უხერხულად შეიშმუშნა
- არა, მართლა არ მეცალა, თან ისე უცებ მოხდა ეს ყველაფერი გაანალიზებაც ვერ მოვასწარი,
მის პასუხზე აღარაფერი უთქვამს მაშოს უკან გადაიწია და ახლად შემოსულ ბარბარეს გახედა, რომელიც გაკვირვებული მოდიოდა,
- უი მაშო ნახეე ეს?
კმაყოფილი სახით შევიდა სრულად ოთახში და ხელში პატარა ფურცელი ეკავა ისე იყურებოდა მასში, სწრაფად მიუჯდა მაშოს და მის გვერდით ხმამაღლა დაიწყო კითხვა
- ისე ტკბილად გეძინა ვერ გაგაღვიძე, სასწრაფო საქმე გამომიჩნდა, თუმცა მალე მოვალ პატარავ,
კმაყოფილმა წაიკითხა და ისე ახედა მაშოს, მაშოც სიცილისგან ძლივს იკავებდა თავს ღიმილით უყურებდა ბარბარეს,
- აუ ძაან საყვარელია ხო?
კითხვა ხმამაღლა დასვა ბარბარემ და წამოდგა თავადაც მიხვდა მაშო რატომ უყურებდა გაბადრული, მიხვდა მაშოც რომ ბარბარეს დაწერილი იყო ეს ყოველივე და ამას რატი არასდროს გააკეთებდა
- ძაან საყვარელიი
ცინინიზმით ახედა ვაჟამ წამომდგარს და წინ გადაწეულმა გახედა ანანოს, სანამ საუბარს დაიწყებდნენ სწორედ მაშინ გამოჩნდა ოთახში რატი, მხოლოდ მაშოს რომ ელოდა გაკვირვებული შევიდა ოთახში და ნაცნობების დანახვისას მოულოდნელობისგან ღელვაც სრულად გაუქრა
- ვახ სიძეს გაუმარჯოს,
კმაყოფილი წამოიწია ვაჟა, ის უფრო ელოდა მის მოსვლას ვიდრე მაშო, თუმცა საერთოდ არ გამოპარვია თეოდორეს მაშოს თვალების ცვლა მისი დანახვისას ბრწყინვალება, რომ უნებურად შეჰმატვოდა და ეს ყველაფერი კიდევ მეტ საფიქრალს უმატებდა,
- ვახ გაუმარჯოს
გაკვირვებით წარმოთქვა ისევ და ხალათიან მაშოს მოავლო თვალი, უცებ წამოდგა მაშოც ხალათი შეისწორა და მისკენ წავიდა, რატიც მშვიდად დაიხარა მისკენ ნაზად აკოცა ყბის ძვალთან, მაშომაც ღიმილით გაატარა მისი ქცევა და სიამოვნებისგან გამოშვებული პეპლები სხეულში დააიგნორა,
- მათთან დარჩი ცოტახანს გამოვიცვლი და მოვალ,
დაბალხმაზე უთხრა მათთვის გასაგონად და დანარჩენებს გახედა,
- გამოვიცვლი და მოვალ,
მათთვისაც წარმოთქვა სიტყვები და მშვიდად აუარა გვერდი რატის, წასვლისთანავე უნებურად ჩატეხა ტუჩის კუთხე ოთახში შესულმა ღიმილით მოისვა იმ ადგილას ხელი სადაც ჯერ ისევ რატის ცხელ ბაგეებს გრძნობდა და ანანოს მოტანილ დიდ პარკს დაწვდა, ვინაიდან ბევრი არჩევანი არც ჰქონდა, სადა კაბა ამოარჩია მუხლს მაღლა წელში გამოყვანილი მოკლე პატარა სახელოებით, სწრაფად შეისწორა თმა, გლოსიც უცებ გადაისვა ტუჩებზე, სწრაფად შეასწორა საწოლი და თამამად გავიდა დანარჩენებთან,
უხმოდ მიუჯდა რატის გვერდით და მათი მოსმენით ეცადა გაერკვია თუ რა თემაზე საუბრობდნენ,
- გუშინ როგორ ჩაიარა საღამომ,
განაგრძო ლიამ, ეჭვის თვალით ათვალიერებდა წინ მჯდომ წყვილს,
- გააჩნია რაზე გვეკითხები,
კმაყოფილი მზერით გადახედა რატიმ მაშოს და ფრთხილად შეუცურა წელზე ხელი, უცებ დაეჭიმა ყბა მაშოს, დაჭიმული ღიმილით ახედა რატის და უნებურად შეხედა ანანოს კმაყოფილი ღიმილით ხან რატის რომ უყურებდა ხან კი მაშოს,
- მშვენივრად ჩაიარა, ბევრი დაიკელი მინდა გითხრა,
ბარბარე ჩაერია უეცრად და თეოდორეს ჩაავლო ხელი,
- ორი წუთით გამო,
მშვიდად რომ უთხრა მაშინვე წამოდგა თეოდორეც და წინ წასულს გაჰყვა...
- რა მოხდა?
გარეთ მდგარს მშვიდად დახედა თეოდორემ და ამ უკანასკნელმაც მომზადებისთანავე გადაიწია ყურსუკან თმა
- მისმინე, ვიცი ძალიან რთულია, შენთვის მითუმეტეს, შეეგუო ამ ყველაფერს მაგრამ, ეცადე რომ დამალო მაინც, შენი მზერა ისეთი ეჭვიანია და საერთოდ ისეთი საშიში მაშოც კი უხერხულადაა შენს გვერდით,
ფრთხილად ესაუბრებოდა, რომ რამე ისეთი არ ეთქვა რაც თეოდორეს გააღიზიანებდა, თუმცა თავადაც ხვდებოდა თეოდორე, რომ უჭირდა ამ ყველაფერთან შეგუება, მათი საქციელები მათი ერთმანეთის მიმართ განსხვავებული მზერა არ ასვენებდა, რატის მზერა ხომ საერთოდ არ ამოსდიოდა თავიდან, ქორწილის დღეს მათი ცეკვის დროს სიახლოვე, მათი ქიმია მათი მზერა, იმდენად ერთმანეთის მიყოლებით უტრიალებდა თავში, არ ასვენებდა,
- და ეს ყველაფერი თამაშს გაავს?
უხეშად ამოილაპარაკა ნერვოზულად შემოიწყო ხელები კეფაზე და ბარბარესაც გაეღიმა მისი ღელვა, რომ ძლივს გამოხატა,
- მაღიზინიანებს, რომ ეხება კი არა რომ უყურებს! ვერ ვიგებ რა ჯანდაბა ხდება ერთმანეთს წესიერადაც კი არ იცნობენ,
- მოიცა დამშვიდდი, გთხოვ,
იქით-აქეთ მოსიარულეს ფრთხილად შეახო ხელი, რომ გაეჩერებინა და მშვიდად შეხედა თვალებში,
- შენ ხომ ენდობი რატის არა? ხომ ამბობ, რომ ის მაშოს არასდროს არაფერს დაუშავებს?
მშვიდად დაუსვა კითხვა და ეს უკანასკნელიც გაყინული თვალებით ფიქრობდა, დაიბნა კიდეც პასუხზე, თავი დააქნია მხოლოდ,
- შენი და ვაჟას ნდობის გამო აქვს მაშოს რატის მიმართ იმაზე დიდი ნდობა ვიდრე წარმოგიდგენია, მაშო უბედური არ იქნება დამშვიდდი, შეიძლება იმაზე დიდი ბედნიერება მოუტანოს თუნდაც ორი თვით ამ ცხოვრებამ რომ ვერც წარმოიდგინო, რამდენი ხანიც არ უნდა იყოს ახლა მას ქმარი ყავს, ეცადე პოზიტიურად შეხედო ამ ყველაფერს, ეცადე უბრალოდ ხელი შეუწყო, რომ თავად შეეგუოს ახალ ცხოვრებას, რომ გაითავისოს ეს ყველაფერი ისე, რომ თავი მარტო არ იგრძნოს, ახლა მას უფრო სჭირდება ეს, ის შენ აუცილებლად ყველაფერს გეტყვის, ვიცი რომ არაფერს დაგიმალავს, ამიტომ ეცადე შეეგუო, ეცადე ძველებურად განაგრძო მაშოსთან საუბარი კარგი? ახლა მას ეს სჭირდება
ფრთხილად მოაშორა ხელები მკლავებიდან გულწრფელად გაუღიმა დამშვიდებულს, რომელიც გაყინული თვალებით უსმენდა მის წინ მდგომს და თან მომავალი აშინებდა, მაშოზე მეტად აშინებდა ის ფაქტი თუ რა იქნებოდა შემდეგ.....
- არა ღადაობ? თამადას ხმა რომ მესმოდაა სწრაფად მოვრბოდი დარბაზში,
ხარხარით ლაპარაკობდა ბარბარე ქორწილის ღამეს იხსნებდნენ და იმდენი სასაცილო მომენტები ამოეკრიფათ სუნთქვას ძლივს იკავებდნენ,
- ნაზი რომ ინდურ ცეკვებს ცეკვავდა მაგაზე ცუდად ვხდებოდი,
სიცილით წამოხტა მაშო და ინდური ილეთი, რომელსაც ნაზი აკეთებდა ქვედა ტუჩ კბილებში მოქცეული აჯავრებდა,
ცალი ხელი თავზე დაიდო ცალი მენჯზე მხარის ათამაშებასთან ერთად ააცეკვა თეძოები და ბარბარეს ხმამაღალ სიცილს ვერავინ ფარავდა,
- მე ის მომეწონა მხრების ქნევით რო წინ მოდიოდა,
სიცილით შეხედა თეოდორემ მაშოს და მაშოც უცებ გახტა უკან, გახსენებული მომენტის გასაჯავრებლად უცებ დაასერიოზულა სახე ნაზის მსგავსად ხელის ზურგები მენჯებზე შემოიდო მხრები ააცეკვა უცებ და ბარბარეს ხარხარზე ანანო რომ წამოხტა მის შემდეგ ილეთზე გამოდო მარჯვენა ხელში თავის მარცხენა ხელი მაშოს და მასთან ერთად ცეკვა ცეკვით დაიწყო ტრიალი,
- ტა ტა ტა ტა რა ტა რა ტა ჰმჰ ჰმჰ ჰმჰ ჰჰ
სიმღერა დაიწყო მაშომ და ანანოსთან ერთად შევიდა ინდური ცეკვების მუღამში, ხარხარით უყურებდა ბარბარე და ვაჟა გაკრეჭილი უყურებდა, თეოდორე მაშოს საყვარელ ცეკვას მხიარულად, რომ გააქნებდა თეძოებს, კმაყოფილი იყო კიდეც მაშოს ცელქობით, თვალ მოუშორებლად უყურებდა რატი, უნებურად გაპობოდა ბაგეები და მისი თვალებიც განსხვავებულად ციმციმებდა იმ დროს, მაშოს ყურებისგან მოდუნებოდა თვალები კმაყოფილი უყურებდა მხიარულ ცოლს და არც უნდოდა, რომ გაჩერებულიყო, ღიმილით უყურებდა ლია რატის და თითქოს აღარც ჰქონდა არანაირი შური არანაირი ბოღმა, თითქოს ყველა მისი ბრაზი გამქრალიყო მის უაზრო ბოროტ გეგმებთან ერთად, რატის მზერას უყურებდა, როგორ უნებურად "გაშტერებული" უყურებდა მის ცოლს, როგორ სიამოვნებდა მისი ყურება და რამდენი გრძნობა იკვეთებოდა მის მზერაში, მის ღიმილსაც პირველად ხედავდა ლია, პირველად ხედავდა მის თვალებს იმდენად თბილს, რომ ასხივებდა და საერთოდ ყველანაირი ბოღმა გამქრალიყო მისი სულიდან, მხოლოდ შური თუ უღრღნიდა მხოლოდ სხეულს, თუმცა უიმედობასთან ერთად, იმის ფიქრთან ერთად რომ, რაც არ უნდა გეკეთებინა მას ურთიერთობაში, რატის მსგავს მზერას მსგავს თვალებსა და ღიმილს ვერასდროს დაიმსახურებდა.....
.....
- დღეს საღამოს შვხვდებით,
სწრაფად მოეხვია ბარბარე მაშოს სიტყვებთან ერთად და ხმაურიანად აკოცა ლოყაზე,
- ჰო რაღა დარჩა, ქორწილის ფართი ორი
სიცილი ვერ შეიკავა მაშომ ისე გასცა პასუხი და ბარბარეს უკან მდგარ ვაჟას აუფრიალა ორი თითი ცხვირწინ,
- დღესაც ვიგულავებთ მშვენიერი,
მხრები აათამაშა ანანომ და თეოდორეს გაკრა მხარი,
- იცოდე დღესაც მომაკვდინებლად ლამაზი უნდა იყო პატარძალო,
ლოყები გაუწელა ანანომ და ვაჟამაც უჟმური მზერით შეათვალიერა ორივე,
- ეგ სულ მომაკვდინებლად ლამაზია,
დააყოლა თვალების ატრიალებით და თეოდორეს შეხედა,
- წავედით მოკლედ მოწესრიგდი მოემზადე და გნახავთ
უცებ გადაკოცნა ვაჟამ მაშო, რატის ძლიერად ჩამოართვა ხელი და პირველივე გავიდა ოთახიდან,
- თედო ნაზი იქნება?
კისერზე მოხვია თეოდორეს ხელები მაშომ და დაბალხმაზე დაუსვა კითხვა,
- გუშინაც მაღალი წნევა ჰქონდა, ახლა ახალგაზრდები გაერთეთო ანანოს წითელი პარკი რომ გამოვატანე მასში, ყელსაბამის ყუთი დევს, გამომატანა გუშინ ვერ მოგცა თქვა, რომ დედაშენის იყო, მის ქორწილში ეკეთა და ახლა მაშოსი უნდა იყოსო,
ნაზად მოუსვა სახეზე ხელი და მაშოს დამნაშავეს თვალები რომ ჰქონდა ფრთხილად მოხვია ხელები,
- ხანდახან ზედმეტად მძულს საკუთარი თავი,
დაბალხმაზე ამოიგმინა და ძლიერად მოხვია მანაც თეოდორეს ხელები,
- ნუ ბოდავ ცუნცულ, ახლა შენი დროა, ლაშას მე მივხედავ,
ლოყაზე აკოცა ღიმილით და თითქოს მას შემდეგ შეეცვალა მიდგომაც რაც ბარბარეს ესაუბრა,
- მიყვარხარ,
ღიმილით მოშორდა მაშო და ღიმილითვე შეხედა თეოდორეს,
- გნახავთ,
თვალი ჩაუკრა მაშოს, რატის გასაგონადაც თქვა და მანაც დატოვა ოთახი, ღიმილით გააცილა მაშომ ყველა და კარების დაკეტვასთან ერთად აეკრო კარებს, რატის გახედა მაგიდაზე დადებულ მის განათებულ ტელეფონს, რომ დახედა მშვიდად და ეჭვებით გახედა მაშოს,
- ლევანი ვინ არის?
კითხვა დაუსვა და მაშომაც თვალები აატრიალა უცებ,
- უკვე მქვია შენი ცოლი?
მობეზრებულად წავიდა მისკენ და ტელეფონი მაგიდიდან აიღო ისე უნდა გაბრუნებულიყო უკან, სწრაფად ჩაავლო რატიმ მკლავში ხელი,
- კითხვა დაგისვი!
მკაცრი ბარიტონი გარია მშვიდად წარმოთქმულ სიტყვებში და მაშოს მკაცრ თვალებს იმავე სიმკაცრით ჩააჩერდა,
- მეც ბევრი კითხვა მაქვს რატი! პირველივე დღეს, რომ მარტო არ დაგეტოვებინე ურიგო არ იქნებოდა და ამავდროულად არც კი ვიცი სად იყავი!
შეტევაზე თავად გადავიდა უეცრად და კიდევ მეტად მიიწია მისკენ,
- თუ დაგავიწყდა, რამდენად პოპულარული ხარ ჩვენს ქვეყანაშიც?!
დაგავიწყდა, რომ ყველა კამერით დაგსდევს? მე და შენს შორის ეს განსხვავებაა რატი! მე უბრალო გოგო ვარ დევნას არავინ დამიწყებს!
- შენ ჩემი ცოლი ხარ მაშო!
მკაცრად გამოუცრა სიტყვები და მაშომაც უხეშად გაინთავისუფლა ხელი,
- მხოლოდ ორი თვით! და ნუ მისცემ ეს ორი თვე ხალხს იმის საბამბს, რომ ჩემზე ჭორები შეთხზან, შენგან წავალ და ისევ უბრალო გლეხის შვილი ვიქნები!
არ არის საჭირო ქორწილის პირველივე დღესვე სადმე გამოგიჭირონ, მას შემდეგ რაც მე არაფერს ვამბობ,
რატის ოთახისკენ წავიდა და ვერც კი იგრძნო რატი რომ თან გაჰყვა
- ეჭვიანობ?
მშვიდ კითხვაზე ჩაბნელებული ოთახიდან უცებ შეტრიალდა მისკენ მაშო, თითქოს ისიც უნდოდა ეთქვა, რომ მესაკუთრეობა იღვიძებდა მასში და რატის სიმპათიურობა ეჭვიანობის დიდი მიზეზი იყო, თუმცა ამავდროულად მისი პასუხის მცოდნე თავს იკავებდა,
- არა უბრალოდ გაფრთხილებ,
- და რამდენად იცი, რომ დილას ქალს შევხვდი?
ფრთხილად მიუახლოვდა კმაყოფილი მზერით დაუსვა კითხა
- ძროხის სუნი აგდის!
მკაცრად გამოუცრა სიტყვები და რატის ატეხილ სიცილზე კოპები შეკრა,
- რისი?!
უნებურად ვერ წყვეტდა სიცილს და მაშოსაც ეღიმებოდა უკვე მის სიცილზე ყველაფერთან ერთად გაოცებას ვერ მალავდა და ვერც ბრაზს, მოსწონდა რატის ხმამაღალი სიცილი, თუმცა ცდილობდა ბრაზი არ გაქრობოდა,
- გეყოფა!
უხეშად აუწია ტონს და რატიც რომ შედარებით დაწყნარებული გასწორდა ღიმილით შეამცირა მასთან მანძილი,
- არადა ტანსაცმელს ბევრი სუნამო დავასხი, რომ არ გეგრძნო,
- საზიზღარი ხარ!
ზიზღით შეხედა რატის ბაგეებს მას შემდეგ რაც რატიმ წელზე შეცურებული ხელით სხეულზე აიკრო,
- მართალია, მხოლოდ შენ ხარ განსაკუთრებული,
- გეყოფა! ილოცე რომ არავის დაენახე რატი!
- ლოცვა არ ვიცი,
მშვიდად დახედა მის ბაგეებს და მაშომ, რომ მისი შეწინააღმდეგება სიტყვებზე, რომ მართლა ვიღაცასთან ერთად იყო, თავში იგრძნო ცხელი სისხლის ჩაქცევა, უხეშად მოიშორა რატის ხელები და შორს დადგა,
- ნუ მეხები! და შეგიძლია გახვიდე,
- შენ ხარ ჩემ ოთახში,
- არ აქვს მნიშვნელობა!
- რატო ხარ აგრესიული?
- მაღიზიანებ რატი!
- მაშო რა გინდა?
მშვიდად დაუსვა კითხვა და წამით სიჩუმე ჩამოწვა ოთახში უსიტყვოდ უყურებდა მაშო
- მარტო მინდა!
დაუფიქრებლად თქვა და არც ის უფიქრია რა მოყვებოდა მის სიტყვებს,
არაფერი უთქვამს რატის, სწრაფად გამობრუნდა უკან კარებთან მყოფმა მიაძახა, რომ კარები ჩაეკეტა და სწრაფად გაიხურა კარები, გაკვირვებული იდგა მაშო, სახე უნებურად დაებრიცა და ბრაზისგან ერთიანად გაწითლდა,
- მძულხარ, კრეტინო!
ბრაზისგან იყვირა და მისი ჩანთა ესროლა გასასვლელს....
უაზროდ იწვა საათზე მეტი საწოლზე ბრაზიც ნელ-ნელა დაეხშო, თუმცა გახსენების თანავე ნერვები ხელახლად ეშლებოდა რატიზე....
უკვე გვიანი იყო ფხიზლად, თუმცა მაინც მშვიდად მიენაბა თვალები მშვიდად ჩასთვლიმა....
უმნიშვნელო ფხაკუნის ხმაზე გაახილა უეცრად თვალები და სრულ სიბნელეში, რომ იყო, გაზმორვასთან ერთად შეიშმუშნა დივანზე, ფრთხილად წამოჯდა საწოლზე ხელით მოძებნა ტელეფონი და ისე დახედა საათს, ღამეში უცებ განათებულმა ტელეფონმა მოჭრა თვალები სწრაფად მოჭუტა თვალები და უკვე დიდი დრო რომ გასულიყო და ისევ მარტო რომ იყო სახლში, დაბალხმაზე გალანძღა რატი,
- კრეტინი
- რას მერჩი?
ხმაზე შეშინებული შეხტა მაშო და შემოსასვლელისკენ გაიხედა უცებ, რატის სხეული, რომ დაინახა შიშისგან აჩქარებულ გულზე მიიჭირა ხელი
- შემაშინე!
უხეშად უთხრა და ფრთხილად წამოდგა,
- გაემზადე უკვე მალე წავალთ,
აღარაფერი უთქვამს ისე გავიდა ოთახიდან, ბრაზისგან ადუღდა ისევ, როგორ უნდოდა ახლა გაელანძღა და გულში ლანძღავდა კიდეც გაყინულ, მწვანე თვალებას,
- კრეტინი! შუშა! უემოციო!
ბუტბუტებდა თავისთვის და ისე გავიდა ისიც ოთახში,
- რამდენხანში მივდივართ?
- 45 წუთი გეყოფა?
ინტერესით დაუსვა კითხვა და ყუთი საწოლზე მიაგდო
- მეყოფა,
სწრაფად გასცა პასუხი და წინ პარკებისკენ წავიდა,
- ყუთში რაც დევს იმაზე ხოარ დაფიქრდებოდი?
რბილ სკამზე ჩამოჯდა მოშორებით და ინტერესით დააკვირდა მაშოს,
- ვერ მივხვდი,
- უბრალოდ ყუთი გახსენი,
მის დაბნეულობაზე შეუმჩნევლად გაეღიმა რატის, მაშოც ფრთხილად ჩამოჯდა საწოლზე, ყუთი ამოაცურა პარკიდან და გამომცდელად შეხედა რატის, ფრთხილად მოხატა ყუთს თავი და მწვანე და შავი ფერის ნაჭერი, რომ შეამჩნია უკვე მოუთმენლად გახედა რატის, ფრთხილად ამოაცურა კაბა მუხლებით დადგა საწოლზე რომ კაბა სრულად გაეშალა და უნებურად გაუდიდდა თვალები,
- ეს?
უნებურად გაეპო ბაგეები, სიხარულისგან ვეღარ იტევდა ემოციებს გულში
- ეს ხომ ჩემი მოდელია?
ცალი ხელი აიფარა პირზე და საწოლიდან უცებ ჩამოხტა,
- რატიიი, ეს ხომ ისაა?
კიდევ ერთხელ დააკვირდა კაბას და რატის გახედა აღელვებულმა, ბავშვივით უხაროდა მაშოს რატის კი მოსწონდა ის ფაქტი, რომ ჯერ ისევ ცნობდა შეცვლილ მაშოს და არ შემცდარა საჩუქარში
- მოგწონს?
- ჩემი საყვარელი მოდელია, ზუსტად იმავე ფერებით,
კაბას იხუტებდა სხეულზე და ბედნიერებისგან სიცილს ვერ მალავდა, ღიმილით წავიდა რატი მისკენ და მაშოსგან ბრაზს უფრო ელოდა, რომ მისი მოდელი მოიპარა,
- ზუსტად ისეთია,
ისევ ახტუნავდა მაშო და ახლოს მისულს მოეხვია უცებ,
- დარწმუნებული ხარ რომ ახალი მოდელი მე უნდა მეცვას? თან ამ საღამოს?
ღიმილით მოშორდა რომ მისთვის შეეხედა, თუმცა რატის მის ხელზე მოხვეულმა ხელებმა სრულად განთავისუფლების საშუალება არ მისცა, ამას არც მაშო გეგმავდა,
- ჩემი აზრით საერთოდ ყველა მოდელი შენ უნდა გეცვას......
- ხო მაგრამ ეს ხომ ახალი სტილია,
- შემქნელის იდეალურ სხეულზე! ყველას გამოაშტერებ,
ღიმილით დაიწია მაშოსკენ და თავადაც კმაყოფილი იყო მისი საჩუქარით, რატის სიტყვებზე კიდევ მეტად გათამამდა მაშო, ხელთავიდან მოხვია კისერზე ხელები და ერთი სული ჰქონდა, როდის მოირგებდა, საკუთარ შედევრს,
- ძალიან მომწონს,
გაიცინა ისევ და რატის მოშორებულმა შეათვალიერა კაბა ისევ,
- და ჩემი ზომები საიდან?
გაკვირვებულმა გახედა და რატიმაც ხელით აჩვენა ერთი ციდა,
- მშვენიერი კაბა გეცვა ქორწილში,
გაიცინა ნამიოკის თქმის შემდეგ და ოთახიდან გავიდა, რომ მაშოსთვის გამზადების საშუალება მიეცა.....
მხიარულად ემზადებოდა, ერთი სული ჰქონდა კაბის მორგების, სხეულზე გამოყვანილი კაბა, ცალ მხარეს წელთან ჩაჭრილი ჰქონდა კაბას სხეულზე გამოყვანილი იყო კაბა თეთრი გაფორმებით ცალი შავი ცალი კი მუქი მწვანე ფერის იყო თითქოს ქვევით მუქი ლურჯი ფერი გადასვლოდა, ლავიწების ადგილები ღრმად ამოჭრილიყო, პატარა დეკოლტე ჰქონდა და ძალიან ლამაზი იყო,
მაკიაჟი გაიკეთა პირველად, დახვეული დატალღული თმა უბრალოდ გაიშალა ვინაიდან ლამაზად იდგა თმა, გრძელი საყურეები მოირგო, ფიქსატორით დაიფიქსირა მაკიაჟი და მისი სანატრელი მომენტიც დადგა, კაბა რომ ჩაიცვა საკუთარი თავი, რომ დაენახა ტელეფონის კამერა ჩართო და მთელი სხეულით კიოდა, სრულად ვერ შეეკრა უკან პატარა ელვა, რომელიც ფარული იყო და წესიერად ვერ მოეკიდა მაშოს ხელი, რომ თავად შესძლებოდა შეკვრა,
- აუუ რატიიი,
ხმამაღლა ამოიწუწუნა და რატის ხმამაც ისევე არ დააყოვნა თითქოს კარებში იდგა და ელოდა როდის დაუძახებდა,
- შემოვიდე?
შეუხედავად იკითხა და მაშომ, რომ ნება დართო ადგილიდანვე აათვალიერა მაშო,
- ჯანდაბა!
- რა?
გაკვირვებულმა იკითხა და რატის რეაქციაზე კმაყოფილი წავიდა მისკენ,
- ლამაზია,
წესიერად ვერც გამოხატა რეაქცია და მაშომაც უეცრად აატრიალა თვალები მის უბრალო, თითქოს მიგდებულ სიტყვებზე ,
- დამეხმარე და უფრო ლამაზი იქნება, ვერ ვკრავ,
ფრთხილად აქცია ზურგი და თავად გადაიწია თმა გვერდით, სწრაფად შეკრა რატიმ ელვა და მაშოც კმაყოფილი წავიდა გადმოღებული ყელსაბამის ყუთისკენ, ფრთხილად მოხადა თავი და ულამაზესი თვლებით მორთულ ყელსაბამს დააკვირდა, წარმოედგინა დედამისის ლამაზ გულ-მკერდზე დაკიდებული ეს ულამაზესი ყელსაბამი და თვალსაც ვერ მოაშორებდა, ღიმილით გადაატარა თითები ყელსაბამს და გვერდზე ამომდგარს ახედა,
- ლამაზია,
- წარმოიდგინე დედას, როგორ მოუხდებოდა,
ღიმილით ახედა, რატის და მის გვერდში მდგომ მზერაზე თბილად გაეღიმა,
- მას ყველაფერი უხდებოდა,
თბილად დახედა რატიმაც და ეცადა, რომ მაშოს ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა, რადგან ზედმეტად არ დამძიმებოდა გული,
- შენც ძალიან მოგიხდება
ხელიდან აართვა და ფრთხილად ამოიღო ყელსაბამი, ნაზად მოიქცია ხელში და მაშოს დახედა თითქოს მისგან ნებართვა აიღო, ნაზად მოარგო ყელზე თავადვე გადაუწია თმა წინ და მის ზომაზე შეკრა,
- უბრალოდ მშვენიერია,
თბილად ჩასჩურჩულა ყურთან და ამ უკანასკნელსაც ერთიანად დაეხორკლა კანი,
- ვაგვიანებთ ვეჭვობ
ღიმილით წავიდა წინ და ისევ პარკს დაწვდა სადაც ფეხსაცმელები ეგულებოდა, პირველივე ქაღალდის პარკიდან ცალი ფეხსაცმელი ამოაცურა და სახეც იმედგაცრუებამ ჩაუნაცვლა, პატარა მუქი ფერის, განსხვავებულად ლამაზი ცალი მაღალ ქუსლიანი ამოიღო მაშომ, თეოდორეს ნაჩუქარი რომ იყო, ძალიან რომ მოსწონდა და სიჩქარის გამო დაემშვიდობა ცალს, ვერც შეამჩნია რატი, როგორ გავიდა ოთახიდან, მისთვის, რომ ფეხსაცმელზე უნდა ეთქვა მაშინ გახედა მის ადგილს და ის რომ იქ აღარ იდგა, სახე დამანჭულმა დახედა ისევ ფეხსაცმელს,
- არადა, როგორ მოუხდებოდა,
უიმედო, ნაწყენი ხმით ამოთქვა და ფრთხილად ჩააცურა მარცხენა ფეხი ცალში,
- აუუ
სატირლად დაბრიცა ტუჩები, ისე თითქოს მართლა იტირებდა, უდავოდ ლამაზად ერწყმოდა კაბის ფერები მუქ ფერ "ქოშებს" მართლაც დასანანი იყო მისი დაკარგვა, თუმცა საერთოდ არ წარმოედგინა მაშოს კიდევ ერთი ის ბედნიერება, რომლის მიზეზსაც რატი მისცემდა,
- მართლა უხდება,
ღიმილით წავიდა რატი მისკენ და ცალ მხარზე ჩანთა სკოლის მოსწავლესავით მოეკიდა,
- ჰო მაგრამ რათ გინდა, ცალი არ მაქვს, თავი უბედო კონკია მგონია,
სიცილით შეათვალიერა ფეხზე ქოში და მის წინ ჩაცუცქულს შეხედა გაკვირვებულმა,
- სულ ვფიქრობდი მართლა კონკიასავით პატარა ფეხი რანაირად გქონდა,
ღიმილით მოითავსა მისი ფეხი ხელში მაშოსაც უნებურად აუფრიალდა მუცელში პეპლები და გაკვირვებული უმზერდა მის საქციელს, ჩანთა ცალი ხელითვე მოიხსნა რატიმ ძირს დადო გახსნილი ჩანთა და ფრთხილად ჩააცურა ხელი, ღიმილით ამოაცურა მეორე ქოში და მისი ამოღება და მაშოს სუნთქვის შეკავება ერთი იყო, ძლიერად ჩაავლო საწოლის ზეწარს ხელი და გაყინული აკვირდებოდა, რატის ფრთხილად, რომ ჩააცვა ფეხსაცმელი,
- ჩემი ქოში,
უცებ აიფარა პირზე ხელი და აუჩქარებლად წამომდგარს მოეხვია ისევ,
- არ შემიძლია სხვანაირად,
საკუთარ საქციელსაც გამოუტანა ახსნა და სწრაფად დატრიალდა,
- არ მჯერა, რომ ახლა ორივე ჩემს საყვარელ ფეხსაცმელზე ვდგავარ, არც ის მჯერა, რომ ჩემი საყვარელი შექმნილი მოდელი პირველს მაცვია და არც ის მჯერა, რომ დედაჩემის ყელსაბამი ახლა მე მიკეთია,
აღფრთოვანებული ლაპარაკობდა და თან საკუთარ თავზე ეცინებოდა ასეთი ბედნიერი რომ იყო მას შემდეგ რაც ქორწილის წინა დღეები საკუთარ თავს გლოვობდა, წინასწარ ეზიზღებოდა ეს დღეები, ახლა კი პატარა ბავშვივით უბედნიერესი დახტოდა რატის წინ, საოცრად მომაჯადოვებლად გამოიყურებოდა და მის გამოყვანილ წელზე ჩაჭრილი კაბა ზედმეტად მაცდურიც კი იყო,
- მადლობა, მართლა დიდი მადლობა,
ღიმილით მოეხვია ისევ და ყურადღებაც არცერთხელ გაუმახვილებია რატის უემოციობაზე, ჩახუტებისას ხელიც, რომ არ მოეხვია მისთვის,
- მართლა გვაგვიანდება ახლა,
სიცილით გახედა საათს და მართლაც, რომ ნახევარი საათით გვიან გადიოდნენ, დაჭიმულმა შეხედა წინ მდგომს
- არაუშავს დაგველოდებიან,
უდარდელად ამოილაპარაკა რატიმ და მაშოს შეკრულ ჩანთას მოკიდა ხელი,
- ხომ არაფერი გრჩება? იქიდან სახლში მივდივართ პირდაპირ, სასტუმროში სადაც დროებით ვცხოვრობ ფაქტიურად, ამიტომ არაფერი დაგრჩეს,
გამაფრთხილებლად მოათვალიერა ოთახი, მისი ჩანთები ხელში მოიქცია და წინ წავიდა
- რავი ყველაფერი მანდ დევს, ფაქტიურად ცარიელია ყველაფერი,
მხრების აჩეჩვით თქვა და რატის გაჰყვა....
მართლაც დააგვინეს, თუმცა მისვლის თანავე მზად იყო ყველა კამერა მათთვის, ყველას დასანახად ახლართა რატიმ მაშოს თითებში ხელი და გრძელ ხალიჩაზე კამერების შუქებით გამოწვეული ნათებების დაიგნორებასთან ერთად წავიდა წინ, მაშოს თავი ჰოლივუდში ეგონა, ცდილობდა ძლიერი შუქებისგან გამოწვეული თვალების წვა დაეიგნორებინა და არ შეემჩნია, მაშოც თვალის მომჭრელად გამოიყურებოდა, სანამ დარბაზში შევიდოდნენ კარებთანვე იძულებული გახდა წყვილი მათკენ შეტრიალებულიყვნენ ფოტოს გადასაღებად,
- სულ ასეთ დღეში ხარ?
კრეჭვით ჩაჩურჩულა შეწუხებულმა მაშომ და ეცადა არ შეემჩნია,
- არა, მხოლოდ, წვეულებებზე,
მშვიდად დახედა და მაშოს საჩვენებელი თითი მოიტოვა თითებში , ფრთხილად დაატრიალა მაშო, გასწორებულს სწრაფად ჩაავლო წელზე ხელი და კმაყოფილმა მიიზიდა თავისკენ,
- ზედმეტიაა,
გამოუცრა მაშომაც და მასზე აკრულმა გახედა კამერას პოზიორობითვე,
- კაბას ფასს დაადებენ,
გულში ხარხარებდა კიდეც რატი მოსალოდნელი რეაქციებისა და ჭორაობის გაფიქრებაზე და მაშოსაც, რომ ზედმეტად შეეტყო დაღლა სწრაფად შევიდა მასთან ერთად დარბაზში, მიუხედავად იმისა, რომ "ნეფე-დედოფალი" აგვიანებდა, არავის მოუწყენია, ვინაიდან "ახალგაზრდებით" იყო სავსე დარბაზი, სპეციალურად მათვის შერჩეული იყო კიდეც ადგილი, სხვადასხვა ფერები ანათებდა დარბაზში, ბევრი ბარი იდგა, ხმამაღლა ჩართულიყო მუსიკები დინამიკთან ახლოს ვერ ჩაივლიდი, ახმაურებული დახვდათ დარბაზი, თუმცა ამაღლებული გამორჩეული მათი ადგილი, რომ დაიკავეს შემჩნევისთანავე მეტად ახმაურდა ყველა, მაშოც თამამად უქნევდა ყველას ხელს სალამის ნიშნად და მასთან ასულ თეოდორეს ძლიერად მოხვია ხელები,
- მეგონა გაიპარეთ
სიცილით დაატრიალა მოხვეული მაშო და მოშორებისთანავე კარგად დააკვირდა ისევ მოახერხა მაშომ მისი გაოცება, ცალი ხელი პირზე აიფარა,
- რა მომაკვდინებელი ხარ!
ღიმილით ჩამოიშორა ხელი და მათი მაგიდის კიბეზე რამდენიმე საფეხურით დაბლა ჩავიდა სწრაფად დაავლო მაშოს ხელი ისე ჩაიყვანა საცეკვაოდ არეულ ხალხში და რატის გახედა ანიშნა, რომ ისიც მასთან ჩასულიყო, თუმცა შორიდან ყურება არჩია 'უფროსმა' ჩვეული სიმკაცრით
- აააუუ კაიიააა
სიცილით მოეხვია ხტუნაობითვე მაშო ბარბარეს და მისი კომპლიმენტზე ღიმილი ვერ შეიკავა,
- ძაან ბარის პონტია,
ყველა ხმის იოგა ლამის ჩაეხლიჩა ბარბარეს შეუჩერებლად უთხრა და მამაკაცთან განაგრძო ცეკვა რომელსაც შემთხვევით დაეტაკა, სიცილით უყურებდა მაშო ბართან შევსებულ ჭიქებს დაწვდა და ერთმანეთის მიყოლებით გამოცალა ორი განსხვავებული სასმელი, მწარე გემოსგან დაემანჭა სახე და რატის გახედა უცნობ მამაკაცს, რომ ესაუბრებოდა......
არა მხიარულად, არამედ გიჟურად მიდიოდა მთელი საღამო, დიჯეიც მაშო იყო და მათი გასართობი ვარიანტების მიმწოდებელიც ის იყო, თამამად იძახოდნენ მსგავსი პატარძალი ცხოვრებაში არსად გვინახავსო, ყველასთან ერთად სვამდა და სარგებლობდა იმითაც რომ რატი არანაირ პროტესტს გამოთქვამდა, უმეტესად არც იყო ქმართან, თუმცა ხშირად მიირბენდა ხოლმე მასთან კმაყოფილი მოხვევდა ხელებს მასთან ერთად გააქნევდა თეძოებს და რატის ურეაქციობა და მისი ხასიათი, რომ ახსენდებოდა უცებ ჩამოშორდებოდა ხოლმე....
- თედო,
შედარებით დაბალ მშვიდ მუსიკას, რომ დაეწყნარებინა დარბაზი, ბართან მდგარი მიეხუტა თეოდორეს, უკვე სასმელიც კარგად მოსდებოდა და ემოციების კონტროლი უჭირდა მასთან, ხვდებოდა, როგორ ძლიერად უყვარდა, როგორ აფასებდა, ხვდებოდა რომ ცუდად ხდიდა მისი წყენინება და როცა ახსენდებოდა, რომ ის ერთადერთი, რამ მან არ იცოდა, თავი ქვეყნის მატყუარა ეგონა,
- ხო ჩემო პატარა,
თბილად გასცა პასუხი ნაზად მიეფერა თმაზე და მობუტბუტეს ღიმილით 'დაუგდო ყური'
- სიგიჟემდე მიყვარხარ!
გულწრფელად უთხრა და თეოდორემ ღიმილით რომ მოიშორა მშვიდად ჩახედა თვალებში, იცოდა მაშოს ეს გრძნობა, თუმცა ახლა იმას უფრო ამჩნევდა, რომ ეს უკანასკნელი ზედმეტად ნასვამი იყო,
- მეც მიყვარხარ მაშუნა,
თბილად მიაკრო შუბლზე ტუჩები და მაშომ, რომ უნებურად დაიწყო ტირილი, გაკვირვებულმა დახედა, შემდეგ შიშისგან ეცვალა ფერები და უკვე აღელვებულმა კითხა უეცრად მიზეზი,
- რა დაგემართა გოგო ასე უეცრად?
ორი წუთი ნუ ტირიხარ გტკივა რამე?
თავდახრილს ეკითხებოდა ათას მოფიქრებულ კითხვას და მის ხმამაღალ ტირილზე დაბნეული იყურებოდა იქით-აქეთ მუსიკის ხმა რომ არა მთელი დარბაზი გაიგებდა მის მოთქმას, შორს მდგარი ბარბარე, რომელიც აქამდე ღიმილით უყურებდა მათ თბილ ურთიერთობას, სწრაფად წავიდა მათკენ თავადაც აღელვებული
- რა დაემართა?
- არ ვიცი
მხრების აჩეჩვით თქვა თეოდორემ და ბარბარემ რომ გასასვლელისკენ წაიყვანა თავადაც მათ გაჰყვა...
საპირფარეშოს შესასვლელში ნიჟარის დასადებს ეყრდნობოდა მაშო, მის წინ იდგა ბარბარე, რომ დაეწყნარებინა მათ გვერდით კი გაკვირვებული უყურებდა თეოდორე,
- მაშო რატო ტირიხარ?
ისევ იკითხა თეოდორემ და მაშოს პასუხისთვის გამზადებულ სიტყვებზე სწრაფად მოემზადა, პასუხის გასაგებად
- ყველაფრის გამო თედო, იმის გამო რომ აქამდე უნდა მეთქვა შენთვის, აქამდე უნდა მომეყოლა, ახლა მეშინია, რომ გამიბრაზდები, ან გეწყინება შენი რეაქციის უზომოდ მეშინია,
კიდევ მეტად აქვითინდა და ბარბარეც დასაწყნარებლად მოეხვია ატირებულს,
- მაშო დამშვიდდი, თუ თვალებს ტირილით დაისივებ გართობა როგორ განაგრძონ დარბაზში?
ნაზად მოუსვა თავზე ხელი და გაკვირვებულ თეოდორეს გახედა უცოდველი მზერით რომ უყურებდა მაშოს
- ვერ მივხვდი, მაგრამ ხო იცი შეიძლება ამ მომენტში ავხტე დავხტე გაგიბრაზდე და მერე დავფიქრდები არა? როდის მქონია ისეთი რეაქცია, რამეზე რომ დამეშინებინე?
ვითომ ეწყინა კიდეც მაშოს ეს სიტყვები უცოდველად შეხედა და მაშოც ეცადა შეემშრალებინა ცრემლები,
- არა ეს ყველაზე განსხვავებულია მენდე მხოლოდ იმის მეშინია რომ გამიბრაზდები აქამდე, რომ არ გითხარი,
- ახლა უფრო ვბრაზდები! აქამდე რატო არ მითხარი?! ამდენი ხანი რო მიმალავ რაღაცას ესეიგი მაგრად დამიკიდე და ვსო?!
უცებ წამოენთო და მაშომაც ხელახლად დაბრიცა სატირლად ქვედა ტუჩი,
- კაი აღარ იტირო გევედრები ხმას აღარ ამოვიღებ
სიცილით მიიხუტა მაშო და თავზე მიაკრო ტუჩები,
- არ შემიძლია დამალვაა,
მის თბილ საქციელზე ხელახლად აუჩუყდა გული მის მკლავებში აქვითინდა ხელახლად და ისევ ცდილობდა მოება სიტყვებისთვის თავი,
- დამშვიდდი მიდი და მომიყევი, გელოდება ხალხი გარეთ
ისიც გაეანალიზებინა თეოდორეს, რომ მაშო ახლა იმდენად მთვრალი იყო ემოციების კონტროლი უჭირდა სიმართლის დამავლვასთან ერთად, უხაროდა კიდეც, რომ მაშოს ეს აწუხებდა, მაგრამ იმასაც ცდილობდა, რომ ნასვამი და აღელვებული კიდევ მეტად არ გაენერვიულებინა,
- გახსოვს ბავშვები რომ ვიყავით, როცა გამიცანი, ყველაფერი მოგიყევი, დედაჩემზეც და იმ ერთ ადამიანზე, რომელმაც დედაჩემამდე გამანდგურა,
- მახსოვს,
სწრაფად გასცა პასუხი და კიდევ მეტად ჩაეძია საკუთარ ფიქრებში წარსულის დეტალებს,
- მაშინ, გითხარი როგორ სიგიჟემდე მიყვარდა, მის გარეშე ერთი საათიც კი ტანჯვად, რომ მიმაჩნდა, უიმისოდ დღე ძალიან იშვიათი იყო და თუ იყო თავი ციხეში მეგონა, მისი ნაკვალებით დავდიოდი გაცნობის დღიდანვე, მისი იმედებით, მისი ცხოვრებით, მისი სიყვარულით, ჩემი ბავშვობა იყო ბედნიერი ბავშვობა და შემდეგ წავიდა....
ხელთავიდან დაიწყო ტირილი გახსენებაზე გულიდან ვერ ამოეღო ის დღე, წასვლის დღე, მაშინ, როცა უყურებდა როგორ ტოვებდა ნელ-ნელა როგორ შორდებოდა უფრო და უფრო და იმაზე მეტად სტკიოდა ვიდრე მაშინ, იმაზე მეტად სტკიოდა, რადგან ახლა იცოდა, როგორ დასრულდებოდა, მაშინ კი იმედი ჰქონდა რომ დაბრუნდებოდა,
- დამშვიდდი გთხოვ,
თბილად მოუსვა ბარბარემ სახეზე ხელები და მაშოც დიდ ნერწყვებს ყლაპავდა დასაწყნარებლად, აკანკალებული ხმით განაგრძო და ცდილობდა შეეხედა თეოდორესთვის, რომელიც ინტერესით უსმენდა მას,
- მას შემდეგ რაც გამოჩნდი ახალი სიყვარული ვისწავლე, განსხვავებული გრძნობა, ისევდაისევ დამიბრუნე ცხოვრების ხალისი შენ შეძელი ეს და აქამდე მოვედით ისე, რომ არაფერს გატყუებდი არაფერს გიმალავდი, მაგრამ....
წამით შეჩერდა, რომ ძალები ისევ მოეკრიბა სიტყვების სათქმელად, რომ შიში და წარსულის ტკივილი ერთიანად გადაეგორებინა,
- იმ დღეს, როცა წვეულებაზე წამიყვანე, მაშინ, როცა რატის ვნახე, მისი ნაცნობი ჩვევები, მისი სახელი და გვარი მისი ქვეყანა ტანჯვა იყო ის ღამე, ის ის რატია თედო, რომელიც ჩემი ბავშვობა იყო....
დაუსრულებლად თქვა და სუნთქვა შეწყვიტა წამით, თეოდორეს სიტყვებსაც არ ელოდა, არაფერს ელოდა, ბარბარეც დადუმებული აკვირდებოდა თეოდორეს რეაქციას, თუმცა ამ უკანასკნელს არანაირი რეაქცია არ შეპარვია სახეზე,
- ამიტომ ვეუხეშებოდი, მანაც იცოდა, რომ ვიცოდი ვინ იყო, ბრაზი ჯერ არ გამნელებია, ყოველდღეს მინდა ვანანო მისი საქციელი, თუმცა ამას ვერ ვაკეთებ, იმდენად შეცვლილია, იმის თქმაც მეშინია, რომ ისაა ის რატი როცა ბავშვობაში მის კუდს და მის ბავშვს მეძახდნენ, ის მას არ გავს, საკუთარ თავში მეც არ ვიყავი გარკვეული დღემდე იმდენი კითხვა მაქვს ვერ წარმოიდგენ, უბრალოდ ჯერ არ შემიძლია არცერთი კითხვის დასმა.....
მაშინ როცა თეოდორე არ იღებდა ხმას თავად აგრძელებდა საუბარს, თუმცა როდემდე შეძლებდა გაეგრძელებინა საუბარი, რომელსაც ისედაც ტირილით ყვებოდა და წესიერად არც კი ისმოდა მისი სიტყვები
- არაფერს მეტყვი?
უცოდველივით ახედა გვერდზე მდგარს და სლუტუნს ვერ წყვეტდა,
- მართლა არ ვიცი რა უნდა ვთქვა,
უნებურად გაეცინა, დაბნეული იყო იცოდა მაშოს დამოკიდებულება მის მიმართ იცოდა მისი წარსული იცოდა მისი სიყვარული, დაბნეული იყო, მოულოდნელი იყო, უბრალოდ მის გონებას მაშინ გადაეხარშა მათი ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება, მაშინვე ამბავს დაუკავშირა მათი მზერა, ღიმილი, სიახლოვე და ეს კიდევ მეტად აჩუმებდა, ვერ ბრაზდებოდა იმიტომ, რომ თვალწინ ედგა რატის მზერა არც სწყინდა უბრალოდ მასშიც არსებობდა ის ერთი ბრაზი და კითხვა რატომ მიატოვა მაშო, რატომ წავიდა, რატომ ატკინა ასე, მხოლოდ და მხოლოდ ეს გრძნობა გაჩენილიყო მასში
- მაშო, ეს კარგია არა?
დიდი ნერწყვი გადააგორა ყელში ისე დაუსვა კითხვა,
- თუ შენ მასთან ვერ იცხოვრებ, თუ მისი დანახვისას მხოლოდ ტკივილს იგრძნობ, მოდი უბრალოდ სხვანაირად მოვიქცეთ....
- არა, ყველაფრის მიუხედავად ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გულის სიღრმეში ისევ ვიცნობ, მინდა რომ ამიხსნას მინდა რომ თავადვე მომიყვეს, მინდა საბოლოოდ დავუსვა იმ ტკივილს, ჩემს გულში ჯერ ისევ ახალი ჭრილობასავით რომაა,
- არ იტირო
ფრთხილად შეეხო მხარზე და მაშოც სრულად მოეხვია ,აღარც უნდოდა ხელი გაეშვა მისთვის,
- მიყვარხარ თეოდორე,
და იმ დღეს, რომ სხვას გადაეფიქრებინა ხიდიდან გადახტომა, მაინც გადამხტარი ვიქნებოდი ახლა,
მის სიტყვებზე სიცილით მოიშორა თეოდორემ და სიცილით დახედა ნამტირალებ სახეზე
- როგორ სულელეობას დააბრეხვებ ხოლმე და მაინც მიყვარხარ რაა,
გაეკრიჭა და მაშოც რომ დაემანჭა უცებ ასწია მაღლა,
- ჩემი ბავშვი ხარ
სიცილით დაატრიალა ჰაერში და ბარბარეს მოავლო მზერა, თბილად რომ უყურებდა მათ კმაყოფილი ღიმილით, ამავდროულად მთელი მისი გული აფორიაქებულიყო....
- მორჩა სუპერ,
ჩანთის ელვა გახსნა ბარბარებ კონტურის ფანქარი ჩააგდო უცებ და კმაყოფილი დააკვირდა მაშოს სახეზე, შესწორებული მაკიაჟი სადმე ზედმეტად, ხომ არ ჰქონდა,
- ვსო გაშპაკლულია
ინტერესით ჩააგდო ბარბარეს ჩანთაში ლანიერი რომელსაც ამდენი ხანი ხელში აწვალებდა და ბარბარემაც გვიან შეამჩნია ეს ყოველივე
- ეე დამპალო! გამიშროო სუულ
წუწუნით შეკრა ჩანთის ელვა და თეოდორეს მკლავზე დაარტყა ხელი,
- ვერ მითხარი თუ შრებოდაა?
- არ დამინახაავს,
- ესეიგი შენი უყურადღებობის ბრალია
დაასკვნა უეცრად და ნიჟარის დასადებზე შემომჯდარი მაშო უცებ ჩამოსვა,
- მოიცა ეს ის მაღალქუსლიანები არ არი? ჩვენ რო ვიყიდეთ?
გვიან შემჩნეულ ფეხსაცმელებს ინტერესით დააკვირდა და მაშომ რომ მხარზე დაარტყა ხელი გაკვირვებულმა შეხედა
- ამდენი ხანი ვერ შეამჩნიე?!
- ვერა გეფიცები შენ რო გხედავ ვეღარაფერს ვეღარ ვამჩნევ ვაფშე,
სწრაფად გადაუსვა ყველაფერს ხაზი და მაშოც ახარხარდა უცებ,
- რატიმ მომცა, მან იპოვა, თუ როგორც არი,
- კიდე იტირე ახლა,
სიცილით შეხედა და მაშომაც უხეშად კრა ხელი
- უნამუსო ჰმჰ
წინ წავიდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მძიმე ლოდი მოიშორა სხეულიდან, თითქოს ახლა იყო ლაღი და თავისუფალი, ხალხში აერია და თვალებით დაიწყო რატის ძებნა, იქ აღარ დახვდა სადაც ბოლოს იყო და ბარისკენ წასულს ძლიერად, ჩაავლეს ხელი ინერციით წაიწია მისკენ და მალევე შეასკდა მის სხეულს, სახე არ დაუნახავს ნასვამს კიდევ მეტად დაეხვა თავბრუ და მამაკაცის ლავიწზე დადო ცოტახანს თავი რომ ძალები მოეკრიბა, არ მოშორებია, მშვენივრად იცოდა რომ ეს მისი უგრძნობი ქმარი იყო, მის გამაბრუებელ სასიამოვნო სურნელს ყველგან გამოარჩევდა,
- სად იყავი ამდენი ხანი?!
მკაცრად დახედა მოშორებულს რატიმ
- ახსარება უნდა ჩაგაბარო?
- მოგიწევს!
- კარგი რა გაერთე და საშუალება მომეცი მეც შევირგო საღამო,
- გალეწილმა?!
კითხვაზე მაშოს აღებული ჭიქა აართვა და თავად გამოცალა სახე შეუცვლელად, ღიმილით დააკვირდა მაშოც,
- მშვენიერი ახლა შენც სვამ,
ბარს მიეყრდნო მაშო ისე რომ ერთი ჭიქა სწრაფად აიღო და რატიც უცებ აეკრო სხეულზე აღებული ჭიქა მაგიდაზე ძლიერად დაახეთქა ისე რომ კინაღამ დაიფშვნა შუშის სქელი ჭიქა ,
- გეყოფა-მეთქი მაშო,
მის უეცარ გაბრაზებაზე გაკვირვებული შეაჩერდა მის თვალებს მაშო უცებ შეეშინდა კიდეც მისი ცივი თვალების,
- დამშვიდდი,
შიში სწრაფად გადაუვიდა ღიმილით შეახო სახეზე თბილი თითები და მისკენ დაწია,
- მაშინ ვიცეკვოთ,
უხეშად უშვა ხელი, ხელში ჩაავლო ხელი მასთან ერთად აერია ხალხში და მისკენ შეტრიალებულმა მოხვია კისერზე ხელები, ლამაზად აარხია სხეული ნაზად გააქნია თეძოები, თავადაც ვერ ხსნიდა მის საქციელს, თუმცა ისევე უნდოდა ახლა ცეკვა როგორც დალევა, რატის ხელს ჩაავლო ხელი ეცადა ცეკვაში აეყოლებინა გახევებული, წელზე დაიდო მისი ხელი და შიშველ ჭრილზე მისი ცხელი ხელის მოხვედრისთანავე ისტიქტურად ეცვალა სახე, წამით შეწყვიტა ცეკვა გაკვირვებულმა დახედა რატის ხელს მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და ისევე უცნაური მზერით ახედა მასთან ერთად გახევებულს, რატისაც კმაყოფილებისგან ეცვალა სახე, ირონიული გაუხდა გამოხედვაც მაშოს კაბის ჭრილში, მკვეთრად შეაცურა თითები და კისერ დაჭიმული უხეშად მიიზიდა თავისკენ,
- რატომ აღარ ცეკვავ?
მისი კითხვაც სარკაზმულად ჟღერდა მაქსიმალურად დაიწია ქალისკენ და მაშოც ვეღარ იწეოდა უკან,
- იქნებ იმიტომ, რომ საშუალებას არ მაძლევ!
უხერხულად შეიშმუშნა მის სხეულზე და რატიმაც რომ სწრაფად მოიშორა შემდეგ მისი ბიძგებისა და ხელის მოძრაობას მიჰყვებოდა მაშოს სწრაფი ილეთებიც, ხელში ჩავლებული ხელით სწრაფად დაატრიალა, სხეულზე აკრული ნაზად გადააწვინა ცალ ხელზე, ისევ და ისევ მაშოს სწრაფი და დახვეწილი ტრიალები, უნებურად მიჰყვებოდა რატის ძალებსა და მის ხელებს, სწრაფად დაავლო წელზე ხელი რატიმ მისი ტრიალისგან წინ გადმოცვნელ ლოკონებს დახედა მშვიდად, მისი კაბის ჭრილში შეაცურა ისევ ხელი მუსიკის დასრულებისთანავე მიიზიდა თავისკენ და კმაყოფილმა დახედა მის აჩქარებულ გულს, ღრმად სუნთქვისგან მკერდი მკვეთრად, რომ ადი ჩაუდიოდა,
- მე ყველანაირად შეგიწყე ხელი,
ყურთან ჩაჩურჩულა ემოცია არეულს და მის წელს საგრძნობლად მოუჭირა თითები მაშინ შეხედა მაშომ მის კმაყოფილ თვალებს, მკაცრი, არეული გაურკვეველი თვალებით და სუნთქვისა და გულის ცემის დარეგულირებას ვერანაირად ახერხებდა, ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს ახლა გონებას დაკარგავდა, რატის მზერას ვეღარ გაუძლებდა და ჩაიკეცებოდა ყველაფერს ერთდოულად ფიქრობდა მისი სიახლოვეც ცალკე აცლიდა ძალებს მისი გამაბრუებელი სურნელი ცალკე, მის შეხებას კი სრულიად გამოჰყავდა მდგომარეობიდან,
- მაშო ტორტი უნდა გავჭრაათ,
მორიდებით ჩაერია ბარბარე და მერე დაიწყო საკუთარი თავის ლანძღვა მათი სიახლოვე რომ დაარღვია, მათ სივრცეში რომ შეიჭრა, თუმცა მაშოს ღელვა მასთანაც თავისუფლად აღწევდა, დენდარტყმულივით გახედა მაშომ ბარბარეს და შემდეგ შეამჩნია რამდენი წყვილი თვალი აკვირდებოდა წყვილის არა მხოლოდ ცეკვას არამედ დასასრულსაც, ანანო აკვირდებოდა მათ, მთელი ამხნის მანძილზე შორიდან მათ ყველა მზერასა და ქცევას, სიგიჟემდე მოსწონდა წვილი, ბარბარემ რომ მაშო წაიყვანა, ნელი ნაბიჯებით წავიდა დარბაზის გამოყოფილი ოთახისკენ სადაც ჟაკეტებისა და ჩანთების სურვილისამებრ შენახვა შეიძლებოდა, მარტოობისთვის და ამავდროულად დასაფიქრებლად ყველაზე მშვიდი ადგილი იყო, ასევე მშვიდად მოსიარულე თეოდორეს შეხვდა 'გზად' და წამით შეჩერდა მის წინ,
- კარგად ხარ?
თბილად მოუსვა სახეზე ხელი თეოდორემ მისი მოწყენილი სახის ამოცნობისას და ანანომაც ღრმად ამოიხვნეშა,
- მათი ორ თვიანი ქორწილი სისულელე იყო თეოდორ, მათი ფიქტიური ქორწინებაა სისულელე, ვიცი შენთვის წარმოუდგენელია, მაგრამ ორივე ცხოვრებით მსახიობია!
მკაცრად გახედა მათ წეღანდელ ადგილს ფრთხილად ჩაუარა გვერდი თეოდორეს და მისი მამაკაცის წელზე მოხვეული ხელებიც ფრთხილად მოაშორა, კიდევ მეტად დაიბნა თეოდორე, ღრმად ამოიხვნეშა და ბარისკენ წავიდა.....
კარების შეღებისთანავე ახალი მუსიკა გაჟღერდა დარბაზში შესვლისთანავე ისეთი სურათი დახვდა ანანოს უცებ გამოხტა გველნაკბენივით უკან და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს თავზე ჩაიდანი ედგა, წყლით სავსე და სწრაფად ადუღებული განწირული კიოდა,
- მოიცა... მოიცა,
სწრაფად გამოყვა ვაჟა სიცილით და სწრაფადვე დაავლო ხელი მაჯაში,
- არასწორად გაიგე,
ისევ ეცადა მის შეჩერებას, სწრაფად რომ მირბოდა უმისამართოდ რაც უხეშად გაინთავისუფლა ანანომ ხელი და ვაჟაც სწრაფად გადაუდგა წინ,
- აწი, გახსნილი ქამრით დამხვდით უკეთ, რომ გავიგო, ან თავადვე შეიხსენი, რომ აღარ აწვალო!
ზიზღის მზერამ გადაურბინა უცებ, და გვერდი აუარა
- კაი გოგო რა გჭირს, მაცადე ახსნა,
ისევ ჩამოუდგა წინ
- სხვა დროს კარები რომ უნდა დაკეტო ამასაც შეგახსენებ,
წინ ჩამომდგარს მიახალა და ისევ აუარა გვერდი, აღარ გაკიდებია, მაჯით დაიჭირა და იმაზე ძლიერად ჩაავლო ხელი ვიდრე აქამდე,
- არაფერს ვაპირებდი ანანო! და არც მოხდებოდა ის რასაც შენი წვრილი გონება ფიქრობს!
უხეშად ჩაძახა ყურთან და ხელი თავადვე უხეშად უშვა,
- ისევე არ აპირებდი, როგორც მე ვაკოცებ ამ ტიპს და თავად მეტად მოხერხებულად კოცნას არ დააპირებს!
სწრაფად შეტრიალდა მიზანში ამოღებული მოშორებით მდგარი მამაკაცის მიმართულებით და ვაჟაც სწრაფად მიუტრიალდა
- კარგი რა ქალის გამო არ ვიჩხუბებ,
- არც არავინ გთხოვს,
- ამას არ იზამ!
ჩამორჩენილი გაყვა უკან ანანო რომ ხალხში აირია, მეტად ააჩქარა ფეხი, რადგან დარწმუნებული იყო ჯინაზე მართლა გააკეთებდა ანანო იმას რაც თქვა, უცნობიც სწორედ მაშინ მოტრიალდა ანანოსკენ, სანამ ვაჟა, ხალხს შორის გამოძვრებოდა მანამ არ მიაქცია ვაჟას გაფრთხილებას ყურადღება, ფრთხილად შეახო უცნობს სახეზე ხელები და მოხერხებულად მიაკრო ტუჩები ტუჩის კუთხეში, ისე გამოვიდა თითქოს მართლა ვნებიანად დატაკებოდა მის ტუჩებს, სწრაფად მოშორდა და კმაყოფილმა მეწყვილემ, წელზე შეცურებული ხელით თავისკენ, რომ მიიზიდა, რაღაცის ამობუტბუტებასთან ერთად დაიწია ქალის ბაგეებისკენ სწრაფად დაიწია ანანო უკან,
- მაპატიე, სხვა მეგონე,
მის გასაგონად თქვა მხოლოდ და სწრაფად მოშორდა მამაკაცს, თავადაც ხვდებოდა რა საშინელება ჩაიდინა, თუმცა მხოლოდ ახლა გაანალიზა რამდენად სისულელე ჩაიდინა, დარბაზის უკანა მხრიდან გავიდა გარეთ ხმაც გაიგო რომ უპასუხოდ არ დაუტოვებია ვაჟას უცნობი, დარტყმისა და ბრაზის გამოხატვის ხმებიც გაარჩია მუსიკის ხმაში, თუმცა უკან არ გაუხედავს სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ხევისკენ, ხელნაკეთი წყაროსკენ წავიდა სწრაფად შეუჩერებლად, რომ გადმოედინებოდა წყალი, მის უკან კი დიდი გადასავრდნი იყო, მის მაღლა კი ჩაბნელებული ტყე, ლამაზი და ოდნავ საშიში გარემოც კი იყო, ღამის ფონზე, თუმცა ახლა კოცნისა და შეხებისგან გამოწვეულ არასასიამოვნო შეგრძნებას უფრო შეებოჭა ანანო ვიდრე შიშს, მის უკან ხმაურზე არ გაუხედავს უკან, იცოდა, რომ ვაჟა გაყვა, ისევ აჩქარებული ნაბიჯებით მიდიოდა წყაროსკენ,
- რა ბავშვივით იქცევი?! მაშინაც როცა აგიხსენი?! თუ აუცილებელი იყო ვინმესთვის გეფიქრებინა, რომ ერთი ღამის ქალი იყავი?!
ბრაზს ვერ ახშობდა, შორიდანვე უყვიროდა და მასზე დიდი ნაბიჯებით ეწეოდა უკვე წყაროსთან მისულს,
- აუ გთხოვ მოკეტე და შემეშვი რა!
წყაროს შეუშვირა ხელი და ცივი წყლით დაიწყო ტუჩების გასველება, თითქოს ჩამოაშორებდა იმ არასასიამოვნო გრძნობასა და წყალსავე გაატანდა თავის აუხსნელად სულელურ ქცევას,
- კაი მოიბანე და ვსო მოგშორდა?
დაცინვაზე გადავიდა ვაჟა და მას შემდეგ რაც ანანოს შეამჩნია საკუთარი საქციელის გმობა ბრაზიც ნელ-ნელა უვლიდა,
- ვაჟა შემეშვი-მეთქი
უხეშად გასწორდა მის წინ მდგომი და კოპებ შეკრული მზერით შეხედა თითქოს ვაჟას ბრალი იყო მისი საქციელი,
- მაგ გრძნობას მასე ვერ მოიშორებ,
ირონიულად ჩახედა თვალებში და ანანოს შორის მანძილი კიდევ შეამცირა
- მართლა?! და რა ვარიანტები გაქვს!
არც მან დაკლო ირონია დოინჯები შემოირტყა და მკაცრად შეაჩერდა თვალებში,
- აი ასე,
კმაყოფილმა ჩაავლო კისერში უხეშად ხელი თავისკენ მიწეულს, ვნებიანად დააცხრა ბაგეებზე და მისი წინააღმდეგობა, რომ იგრძნო სწრაფად ცალი ხელითვე გაუკავა ხელები, ამავდროულად არც შეეძლო ძალადობასავით გამოსვლოდა ამავდროულად კი მისი ტკბილი ბაგეების გასინჯვისთანავე გაანალიზა, რომ მოშორება ძალიან გაუჭირდებოდა, წინააღმდეგობაც ნელ-ნელა, რომ ქრებოდა მეტად სასიამოვნო გრძნობებს გრძნობდა, ფრთხილად მოშორდა თვალებ გაუხელავად, ოდნავ მოაშორა ბაგეები და ყველაფერს გააკეთებდა ახლა იმავე გრძნობა რომ ხელახლად ეგრძნო, ხელახლად დაეგემოვნებინა ქალის სავსე ტუჩები ქალის გულისცემას საკუთარ სხეულში გრძნობდა და მასთან ერთად უცემდა მასაც,
- თავხედი ხარ!
დახშული ხმით მის ტუჩებთანვე ამოილაპარაკა ანანომ ეცადა აგრესიაც გაერია ხმაში, ფრთხილად გაახილა თვალები მამაკაცის ერთმანეთს დაშორებულ ბაგეებს დახედა თან პეპლებ გამოშვებული იდგა მის წინ,
- ისევ, რომ გაკოცო რას გააკეთებ?
ფრთხილად გადაუტანა ხელი კისრიდან სახეზე და ცალ ხელში მოიქცია მისი სახე, დახშული ხმით ამოილაპარაკა და ირონია სრულად გაქრობოდა სახიდან, ეცადა კიდევ მეტად მოშორებოდა ქალს, რომ მის თვალებში მისი სიტყვის სიმართლე ამოეცნო,
- გაგარტყავ!
ჯერ ისევ გასველებული ტუჩებით ამოილაპარაკა ანანომ და მის თბილ ხელზე სასიანოვნოდ მინაბა თვალები
- ხელები, რომ გაგიკავო?
- განთავისუფლებას ვცდი....
ნელ-ნელა მიიწევდა მისკენ, ბაგეებისკენ იხრებოდა ნელ-ნელა და მალევე საუბარი უსიტყვო დიალოგში გადაიზარდა, ერთმანეთის მიყოლებით ასრულდა ის ყოველივე რაც კი თქვეს, ვნებიანად დაწვდა ქალის ტუჩებს, იმაზე ვნება არეული იყო ვიდრე აქამდე, იმაზე მეტი გრძნობით სავსე იყო ვიდრე მანამდე, იმაზე სასიამოვნო იყო ვიდრე პირველად, ხელები გაუკავა თავიდანვე, განთავისუფლების საცდელი გზებიც, რომ გადაკეტა მისთვის ძლიერად აიკრო სხეულზე და სრულად გააკავა,
" თუ სრულიად გაგაკავებ?", "კოცნაში აგყვები დებილო"... მთელი ტყე ანათებდა, სიბნელე სრულიად ჩამოშორებოდა 'ხევს', მხოლოდ სიამოვნებისგან მინაბული თვალები, მიზიდულობისგან გამჩდარი ცეცხლი ანათებდა გარემოს, ნელ-ნელა შეუშვა ხელი ვაჟამ მალევე იგრძნო კისერზე მოხვეული ხელები და თამამად წაავლო წელზე ხელები, ჰაერის უკმარისობის გამო ძლივს მოშორდნენ ერთმანეთს, მოშორებისთანავე ერთმანეთისთვის დაეშორებინათ ბაგეები და ღრმად სუნთქვით ცდილობდნენ სუნთქვის დარეგულირებას, კმაყოფილი ღიმილით მოისვა ვაჟამ ტუჩებზე ენა და ქალის შუბლზე მიაკრო შუბლი,
- გამაგიჟებლად გემრიელი ხარ!
ღრმად სუნთქვითვე დახედა და ანანოსაც სწრაფად ეცვალა სახე "მაცდური" ღიმილით სრულად მოშორდა მამაკაცს და გააზრებაც ვერ მოასწრო ვაჟამ ამწვარ ლოყაზე სწრაფად მოისვა ხელი, გაკვირვებულმა შეხედა ანანოს და სილა გარტყმული ლოყის წვის დაიგნორებას ეცადა,
- ეს რისთვის?!
- თავხედობისთვის
ბაგეები გაისველა და აუჩქარებლად წავიდა დარბაზისკენ, ბრაზის წვეთი არ გასჩენია ვაჟას, ღიმილით გააყოლა მზერა,
- არასწორობაააა,
ღიმილით დააწია სიტყვა და ანანომ რომ ხელი დაუქნია, უკვე გაფართოებული ღიმილით ჩახარა თავი, თითქოს მეტი შანსები მოიპოვა მისი მოპოვების, კმაყოფილმა შემოიწყო კეფაზე ხელი და ხევისკენ ქვედა ტუჩ კბილებში მოქცეული შეტრიალდა....
გარეთ გამოსული კიბეზე ჩამომჯდარიყო რატი, სახეზე ნერვოზულად ისვამდა ხელს და ყველანაირად ცდილობდა თავიდან ამოეგდო მაშოს, მზერა, საკუთარ მოუთოკავ საქციელზე ეშლებოდა ნერვები და მარტო დარჩენილი იკურთხებოდა დაბალხმაზე,
- ქალმა ა?! რანაირად უნდა დაგადებილოს! ამხელა კაცი რანაირად უნდა გამოგაყ*ეოს,
სახე დამანჭული ვერ ისვენებდა ადგილზე, მაშოს მიმართ მეტი სიფრთხილისა და მორიდების გამოჩენა უნდოდა, თუნდაც მათი წარსულის გამო და როცა ამ ყველაფრის გაკეთება არ შეეძლო საკუთარი თავის ბრაზი ახჩობდა, იმდენ კითხვას უსვამდა საკუთარ თავს და პასუხი არარსებობდა, მიუხედავადად ბრაზისა ყოველი მისი გაფიქრებისას ებადრებოდა სახე და თანახმაც იყო თვალის მოუშორებლად ეყურებინა,
- ოხ!..მაშა! მაშა! მაშა! მაშა!
ერთმანეთს მიაყოლა სიტყვები და სწრაფად წამოხტა ისევ კიბის საფეხურზე ჩამომჯდარი,....
მთელი დარბაზი ხმაურობდა ყველა კუთხემდე აღწევდა გამაყრუებელი სიმღერის ხმა, უკვე სასმლის სუნიც მოსდებოდა დარბაზს და შესვლისთანავე მძაფრად იგრძნობოდა ერთმანეთში არეული სუნი, წამით გამოეყო მაშო დანარჩენებს ღიმილით უნდა ჩაევლო გოგოსთვის ბართან ჩამოჯდა და მალევე შეამჩნია გოგონა რომ წინ ჩამოუჯდა,
- მაშო არ მინდოდა ეს მეჩვენებინა უბრალოდ არ შემიძლია დავმალო ის რაც ვნახე, სანამ დრო გაქვს იქნებ დაფიქრდე,
მაშოსთვის გაურკვევლად დაიწყო საუბარი და ჩართული მომზადებული ტელეფონი შეუტრიალა მაშოს, სურათზე უცებ დაიჭიმა მაშო, ჩვეულად გაყინული იდგა რატი და სხეულზე ნაცნობი სხეული, ზედმეტად ნაცნობი სელენა მოხვეოდა, ფოტო აშკარად მალულად იყო გადაღებული და მაშოც მაშინვე ჩაცინებით ეცადა გაენეიტრალებინა სიტუაცია,
- ამიტომ არ უნდა ჩაერია სხვის ცხოვრებაში, წარმოიდგინე მე რომ ეს არ მცოდნოდა ალბათ დავანგრევდი ახალ ოჯახს, რომელიც სიყვარულით შეიქმნა,
მე ეს ვიცი, ვიცი რომ ერთმანეთი ნახეს, მოგეხსენება სელენა მისი ყოფილია, როცა გაიგო რომ ოჯახს ვქმნიდით ძალიან ცუდად მიიღო, ცუდად გახდა და სთხოვა, ბოლოჯერ შეხვედროდა ბოლოჯერ ჩახუტებოდა, თუმცა ცხადია ჩემ ქმარს არ შეუძლია ვინმეს ჩაეხუტოს,
მისმინე ეს რომ სადმე ჭორად გავრცელებულიყო მართლა წარმოიდგინე რას შექმნიდი, როგორ აალაპარაკებდი ამ ისედაც ჭორიკანა ხალხს ცრუ ინფორმაციაზე,
ახლა კი ეს უკვე იცი, მაინც მადლობა, რომ მითხარი და გულში არ ჩაიტოვე, ახლა უკეთ იქნები,
ღიმილით მოუსვა სახეზე ხელი, თუმცა შინაგანად დუღდა ბრაზიაგან, ეჭვიანობისგან
- მაპატიე მართლა არ დავფიქრებულვარ მასე,
- არაუშაავს ცხადიაა,
ღიმილით მოუსვა მხარზე ხელი და მალევე გააცილა თვალებით,
- კრეტინი პირველივე დღესვე გამოიჭირეს!
ბრაზით წარმოთქვა და ბარზე დადებული სავსე ჭიქა სრულად გამოცალა......
ისევ მაშომ გადაწყვიტა დარბაზის გახურება, თითქოს გაბრაზებულს უნდოდა საკუთარი თავი დაეწყნარებინა, რაშიც სასმლის დამატებულმა ჭიქებმა ხელი შეუწყო, დიჯეის შეკვეთით "Donde estàn las atrevidas(toma toma toma)" მუსიკა ნელ-ნელა იწყებოდა მაშო ერთმანეთზე მიკრულ ხალხს შორის მამაკაცების მხარზე მოთავსებულიყო და ჰაერში ყველასგან მაღლა მყოფი, ყველას ყურადღებას იქცევდა მუსიკას ხელს აყოლებდა და თან ხმამაღლა ყვირილზე ყველა მის ყვირილს იმეორებდა, სრული სიგიჟე იყო, ხალხის სტვენაც ისმოდა, იმასაც ვერ გრძნობდა მის წვივებზე რომ ხელს მუსიკის ფონზე დაასრიალებდნენ, მუსიკის შესავალს ხელს აყოლებდა და როცა მისახვედრი იყო რომ უკვე მთავარი გიჟობა უნდა დაწყებულიყო,
ხმამაღალი ყვირილით მოამზადა ხალხი
- სამი. ორი. ერთი ვუუუ!
აჩქარებულ უარესად ახმაურებულ მუსიკაზე ხალხის აჟიოტსა და გიჟივით მიხვრა მოხვრაზე ახარხარებული ეცადა აყოლოდა მუსიკას, დამაყრუებლად დიდ ხმაზე ღრიალებდა მუსიკა, ალბათ უკვე რამდენი ხანი იყო მაშო ხელმძღვანელობდა ხალხის გართობას თავადაც გიჟი პატარძალის როლში მყოფი გაბრუებული უძღვებოდა მუსიკას მაშოც სარგებლობდა რატის იქ არ ყოფნით და ყველანაირად მხიარულობდა ... მართალია დაგვიანებით, თუმცა მაშოსთვის შევიდა დარბაზში რატი, სიფრიფანა ცოლისთვის, რომელიც ახლა მოწყენილი ქმრის მოლოდინში მაგიდასთან უნდა მჯდარიყო, თუმცა ის, ჰაერში ვიღაცის მხარზე გიჟობდა სადღაც შუაში და ხალხიც მის სიგიჟეს აყოლილი დახტოდა... წამით ადგილზე გაქვავებულმა ახედა ყველაზე მაღლა მყოფ მაშოს და ყბები ძლიერად დაეჭიმა ბრაზისგან,
- ამის დატოვება მარტო სისულელეა
ამოიგმინა და დიდი ნაბიჯებით დაიძრა მაშოსკენ, არანორმალურად მოცეკვავე ხალხში გზა ძლივს გაკვალა და ახლოს მისულს კიდევ მეტად დაებერა ძარღვები ბრაზისგან, გაწითლები თვალებით უყურებდა უცხო ხელებს მაშოს ფეხებზე და ემოციისა და ბრაზის კონტროლი რომ არ შესძლებოდა, შუა წვეულებისას დაღვრიდა ვინმეს სისხლს, უხეშად ჩაავლო მაშოს ფეხებში ხელები და ზევიდანვე გადაიკიდა მხარზე, მაშომ უცებ შეკივლა და რატის მხარზე მყოფი, რომელიც დიდი ნაბიჯებით გასასვლელისკენ გადიოდა, თვალი მოკრა თეოდორეს, წამოწეულმა შველა სთხოვა ბართან ბრაზიანი მზერით მყოფს , არაფერი გაუკეთებია თეოდორეს, რადგან იმაშიც დარწმუნებული იყო რომ რატი არაფერს დაუშავებდა და ამავდროულად სახლში წაყვანილს მოუწევდა დაეძინა და გიჟურ სამყაროს დროულად მოსცილებოდა , მანქანაში ჩასვა რატიმ, მაშოც უკმაყოფილო მისი ქცევით, მანამ რატი მანქანას მოუვლიდა კარებს დაეტაკა გასაღებად უცებ გასაღებ მომარჯვებულმა პნოპკას ხელი დააჭირა მანქანის ერთი დაიწრიპინება და კარები ჩაიკეტა მაინც უწევდა რატის გაღება, თუმცა დარწმუნებული იყო მაშოს დაჭერას მოასწრებდა, კარებთან მისულმა სწრაფად გახსნა საკეტი უცებ გამოაღო კარები ჩაჯდა თუ არა მაშინვე გააღო მაშომ კარები გასაქცევად, თუმცა რატის ფიქრები გამართლდა, უცებ გადაწეულმა მაჯაში ჩაავლო ხელი და ადგილზე დასვა ცალი ხელით მოკეტა თავისი კარები და მანქანა წასასვლელად მოამზადა,
- დაკეტე კარები და გასწორდი!
- ჯერ არ დასრულებულა!
უცებ სამყარო ატრიალებულმა შეხედა მკაცრად
- შენთვის დასრულდა!
უხეშად შემყურემ უყვირა და მის ყვირილზე მაშომაც უხეშად გაბრაზებულმა მოკეტა კარები, ღვედი არ გაუკეთებია მიუხედავად იმისა, იცოდა რომ უნდა გაეკეთებინა წამით უყურა რატიმ, ელოდა როდის შეეშვებოდა სიჯიუტეს და გაიკეთებდა ღვედს, თუმცა უშედეგოდ, ხელებ გადაჯვარედინებული იჯდა მაშო და გზას უყურებდა, მისი სიჯიუტის სანაცვლოდ მანქანაში შუქები აანთო რატიმ, წუთით 'ააღმუვლა' მანქანა, სიჩქარეში გადართო და მანქანა ადგილს დიდი სიჩქარით მოწყვიტა, არ ელოდა მაშო და რბილი ტორმუზის დროს წინ გადავარდნილმა გაოგნებულმა და შეშინებულმა შეხედა რატის, მარტივი მისახვედრი იყო რის გამოც მოიქცა რატი ასე, სიჯიუტეს არც თავად ჩამოუვარდა, გზაზე გავიდა და გვიანობის გამო გათავისუფლებულ ტრასაზე გაზს მკვეთრად მიადგა ფეხი, სიბნელე იყო შუქები არ იყო მანამ სანამ მთავარ გზაზე არ გავიდოდნენ, რატი კი დიდი სიჩქარით მიდიოდა იმდენად რომ მაშო სავარძლის საყრდენს ვერ შორდებოდა ზედ იყო აკრული და იმ დროს რომ რატის დაეტორმუზებინა შუშას თავით გაიტანდა, ძალიან შეეშინდა სისწრაფეს არ მიჩვეული ახლა ლამის იყო ჰაერში ასულიყო, გადაჩეხვის შიშიც ქონდა, არეული გზის გამო, თუმცა ხმას არ იღებდა რატის უნდოდა ბოლომდე შეეშინებინა მაშო, შუქების ციმციმი დაიწყო, მანქანა დიდი სიჩქარით მიდიოდა და შუქების გამორთვის გამო გზის ნორმალურად ნახვასაც ვერ ასწრებდა, თავად ყველანაირად გამოცდილი იყო საჭესთან, მისთვის არც კი ყოფილა პრობლემა ეს ყოველივე
- რატი! გეყოფა!
ხმამაღლა თვალებ დახუჭულმა ამოიგმინა და გული გახეთქვაზე ჰქონდა, ესმოდა ძრავის ხმამაღალი დახშული ბღუილი და შიშიც მეტად იმატებდა, რატიმაც კიდევ უფრო ძლიერად მიადგა გაზს და მაშომ რომ იკივლა, შუქებს შეეშვა საბოლოოდ აანთო და გაზსაც ნელ-ნელა უკლო, უკვე მთავარი გზაც ჩანდა, მაშო ვეღარც წყნარდებოდა, იმ მომენტში იმხელა შიში განიცადა თითქოს წუთი წუთზე ელოდა, როდის შეხვდებოდა ცუდი გზა, ვერ დაინახავდა ცუდ გზას რატი და მოსრიალებულები გადაცვივდებიდნენ ჩასავარდნ აჩეხილ, ეკლიან, კლდიან გზაზე, მაგისტრალზე გადახვეულს რატის სლუტუნის ხმამ რომ ზედმეტად მიიქცია ყურადღება მომენტში გახედა მაშოს და უცებ მოულოდნელი რეაქციის ხილვისას მანქანაც რბილად დაამუხრუჭა
- რატო ტირიხარ?
მაშინვე გაოგნებულმა დასვა კითხვა და მაშომაც უცებ მოიწმინდა ცრემლები ხელისგულებით
- მაშო რა გატირებს?
ხელახლა დაუსვა კითხვა როცა პასუხი არ გასცა მაშომ, არც კი გაუხედავს მისთვის, გზას უყურებდა ჯერ ისევ აღელვებული
- ვერ გიტან!
სლუტუნს ამოაყოლა სრულად მოიწმინდა ხელახლა გადმოცვენილი ცრემლები და ჩვეული სიმტკიცე შეინარჩუნა ღრმად შესუნთქვით, წუთით უხმოდ უყურა რატიმ არაფერი უთქვამს მისკენ გადაიწია და მაშოც მოულოდნელ მის ქცევაზე შეშინებული გახტა თავისუფალ მხარეს, მცირედ დამანჭული სახითა და გაშეშებით შეეტყო გაკვირვება რატის, უკვე სწრაფად გადაწვდა ღვედს და მაშოს რომ გაუკეთა, საჭეს მიუბრუნდა მანქანა დაძრა გაკვირვებული სახით და კიდევ რამდენიმეჯელ გახედა გაკვირვებულმა....
სასტუმროში მივიდნენ რატის დროებით სახლში, უზარმაზარი იყო შენობა ლამაზად დაპროექტებული, შუშებით იყო ნაწილი შექმნილი და გარედანვე ეტყობოდა, რომ უბრალო არ იყო, დიდი მიმღები სრულიად განათებულად მოჩანდა შუშებში , სადაც საკმაოდ ხალხმრავლობა იყო , გადასვლისთანავე დაელოდა მაშო რატის ადგილიც ვერ იცნო და ამავდროულად ნასვამს და დაღლილს მაინც ახსოვდა პირობა რომ ხალხში ბედნიერი წყვილი უნდა ყოფილიყვნენ, გზას მოედუნებინა ისე გახსენებოდა მის სხეულს რომ ზედმეტად გადაღლილი და წინა ღამის ნათევი იყო,
- კარგად ხარ?
მანქანის წინ მდგარ გაფითრებულ მაშოს მიუახლოვდა რატი და მაშოს სახე ხელებში ნაზად მოიქცია, უხმოდ, მძიმედ ახედა მაშომ რატის და რატის თბილ, სასიამოვნო შეხებაზე თვალები უფრო მინაბა, ნაზად მის ხელებშივე დააქნია თავი და თვალები მძიმედ გაახილა, მოშორებულმა თავით ანიშნა შევიდეთო, წინ წასულს გაყვა მაშოც, თუმცა მგზავრობამაც ისე მოთენთა დაღლილობის და ცუდად ყოფნის შეგრძნება უფრო ემატებოდა, რატიმ გოგოს ანიშნა რომ ოთახში ავიდოდა და მანაც შორიდანვე დაუქნია თავი, საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უწევდათ ლიფტაბდე, მაშომ ზედმეტად ცუდად რომ იგრძნო თავი რატის უკან მდგომმა რატის ხელს ხელი ნაზად შეუცურა, მაშინვე გახედა რატიმ და სვლაც შეაჩერა, მძიმედ გადაყლაპა მაშომ ნერწყვი უფეროდ, მძიმედ შეხედა ქმარს,
- ცუდად ხარ?
უცებ დაუსვა კითხვა და უკვე წინ უძალოდ გადმოვარდინილი სწრაფად დაიჭირა, ისევ დაიბნა მიუხედავად იმისა რომ უკვე ბევრჯერ გამოეცადა
- მაშო,
ერთხელ დაუძახა, თუმცა უშედეგოდ, მალევე მივარდნენ ფორმაში ჩაცმულებიც რატის, თუმცა ჩვეულად გასცა ბრძანება, რომ ერთ-ერთს ლიფტი გაეღო და მას აყოლოდა, ხელში კომფორტულად ააფარფატა ქალის სხეული და ღია ლიფტში შევიდა, ოთახში შესულმა საწოლზე ნაზად დააწვინა და ბალიშიც კომფორტულად ამოუდო თავქვეშ,
- სასწრაფო ხომ არ გამოვიძახო ბატონო?
- არა დაიღალა, ხშირად ემართრება,
პასუხი წამით გასცა და მაშოს მიუჯდა,
- კარგი, მარტო დაგტოვებთ,
მორიდებულად დააყოლა ბიჭმა და თავდახრით დატოვა ოთახი, საწოლზე ჩამომჯდარ რატის გადაშლილ ფეხებზე ჩამოედო იდაყვები და ხელებში მოექცია თავი, ფიქრის შემდეგ შეუტრიალდა მაშოს და 'ქოშები' ფრთხილად გახადა, მისკენ ნელ-ნელა იწეოდა და ამ ნელ ქცევაში ასწრებდა ქალის ლამაზი, წყნარი და მშვიდი სახის შესწავლას, მისკენ გადაწეულმა ხელი ნაზად ჩამოუსვა სახეზე და თითქმის ყველა ნაკვთს სწავლობდა უფრო საოცრად ლამაზი ეჩვენებოდა, ნაზად მოუსვა ისევ სახეზე თითები, რომელმაც უნებურად აიღეს გეზი ერთმანეთისგან დაშორებულ ტუჩებზე, სულ ოდნავ და ნაზად გადაუსვა რატიმ მაშოს ბაგეებს თითები, გათიშული, დაპროგრამებული, გრძნობებით დამონებული იწევდა ქალის ბაგეებისკენ ვერც აანალიზებდა წესიერად, სურვილები პრინციპებს უგებდა, ცერა თითს ნაზად ატარებდა ტუჩებს თითქოს მალე დააცხრებოდა, შეუმჩნევლად შეირხა მაშო
- ფუ შენი!
სწრაფად წამოიწია, ბრაზისგან შეიკურთხა აღელვებული, მაშინ შეამჩნია, რამდენად შებოჭილი ყავდა გულისცემას
- ვახ!
სიტყვები აღარც ყოფნიდა, იმდენად ცუდად გრძნობდა თავს და ამავდროულად დაღლილობაც მოსდებოდა მის სხეულს, ისევ ჩამოჯდა შორს, დივნიდან განაგრძო ყურება და მისი საფირმო სასმლით სავსე ჭიქა მოეთავსებინა ხელში წინ მაგიდაზე დიდი ბოთლით დატოვებული და მაშოს გამოფხიზლებამდე ნელ-ნელა ცლიდა, თვალები წამოახილა თუ არა შორიდანვე დაელოდა მის სრულ გამოფხიზლებას, შემდეგ დადო ჭიქა მაგიდაზე და გამოფხიზლებულთან ახლოს მივიდა, მანამ რამეს ეტყოდა წესიერად მოფხიზლების საშუალება მისცა, როცა უკვე გაარკვია მაშომაც თუ სად იყო, მხოლოდ მაშინ მიეხმარა წამოწევაში რატი,
- კარგად ხარ?
კითხვა დაუსვა და მაშომაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია,
- მოდი მანამ სანამ ისევ გაითიშები გამოიცვალე და დაწექი
რჩევა მისცა და მაშომაც ისევ უხმოდ დაუქნია თავი, ცოტახნით ჯდომაშივე აღიდგინა ძალები და შემდეგ წამოდგა
- მაკიაჟი უნდა მოვიშორო
დაბალხმაზე ახედა რატის და მანაც მშვიდად ანიშნა საით უნდა წასულიყო , თავადაც მას შეყვა და მაშოც უხმოდ იდგა ონკანთან, რატიც შორიდან აკონტროლებდა მოლოდინით, რომ ერთხელ კიდევ დაკარგავდა გონებას, მაკიაჟის მოშორებისთანავე ჰაეროვნად იგრძნო თავი, უფრო მჩატედ თითქოს ნახევარი ტონა გაჯი ესვა ზედ და შემდეგ გაანალიზა, მისი სამოსის ისევ არ ქონა
- გამოსაცვლელი არ მაქვს,
გახედა აბაზანაში მის უკან ჯაკუზზე მჯდარ რატის, რომელიც მკლავებ ახლართული ელოდებოდა მაშოს როდის დაასრულებდა სახიდან მაკიაჟის მოშორებას ისე რომ არ გათიშულიყო,
- ჩემებიდან აიღე რამე წამო,
- თავად რომ აიღო არა?
- არ მინდა გათიშული გნახო ამიტომ თუ შეიძლება...
დააყოლა ცინიკურად და წამომდგარმა კარებთან მდგარმა ჯერ მაშოს ანიშნა ხელით რომ გასულიყო, მაშომაც თვალებში დაჟინებული მზერა გაუყარა ისე ჩაუარა გვერდი, რატის მაშოს ქცევაზე ჩაეცინა ისე მიყვა გასულს, თავად გამოუღო, მოკლემკლავიანი შავი საროჩკა ვინაიდან ყველაზე გრძელი ექნებოდა მაშოს,
- ამმ რამე შორტი არ გაქვს? ერთი დღით,
გაეკრიჭა ბოლოს როცა მიხვდა რომ ყველაფრის გამორთმევას აპირებდა მისთვის, თავის ქნევით დაიწყო მოძებნა რატიმ და მარტივად მონახა შორტი რომელიც წვივებამდე ჰქონდა ხოლმე წელზე 'თასმა' ჰქონდა რომლითაც მაშო თავისუფლად შეძლებდა მოეჭირა წვრილ წელზე ისე რომ შორტი არ 'ჩამძვრალიყო' მადლობა გადაუხადა და ისევ აბაზანისკენ წავიდა გამოსაცვლელად,
- კარებს არ ვკეტავ და არ შემოხვიდე, უბრალოდ თავს ვიზღვევ და კარებსაც,
დააყოლა მანამ კარებს მოხურავდა და რატიც კარებს უახლოვდებოდა,
- არ შემოვდივარ უბრალოდ აქ ვდგავარ თავის გატეხვის სუნი რომ მალე მეცეს,
თქვა თუ არა მაშო დაეჭყანა და კარები ძლიერად მიუკეტა, თავხედიო თან დააყოლა და გამოსაცვლელი ჯაკუზზე გადაკიდა ეცადა ელვა გაეხსნა, იმაზე მეტი იწვალა ვიდრე ზოგადად შეკვრაზე ოდესმე უწვალია, არც გახსენებია, რომ ზმეიკა ფარული იყო
- ჯანდაბა რა დაგემართა,
ჯუჯღუნით გადაწვდა ისევ და ნერვებიც, რომელიც ძალიან სუსტად ჰქონდა მაშინვე მოეშალა, ისე რომ უკვე ვეღარც აკავებდა ემოციებს, კარის სახელურს ხელი ძლიერად ჩაავლო და კარებიც ლამის გამოგლიჯა
- გთხოვ გახსენი თორე გავხევ! დააყოლა თან თმა სწრაფად გადაიწია წინ და კარებშივე შეტრიალდა, ვერ გაიგო უცებ რატიმ უნდა გაეცინა თუ გაოგნებული უნდა ყოფილიყო მის უეცარ უხასიათობაზე
- მანამდე გეთქვა ხო ხედავ სუსტი ნერვები გაქ,
საუბარშივე წამში ჩახსნა ელვა და იქით-აქეთ გადახსნილ ნაჭერს შორის ნაზი მოშიშვლებული ზურგის ხილვისას გულს ნემსივით მოხვდა რაღაც რაც ზედმეტად უცნაური გრძნობა იყო რატისთვის და ამავდროულად ხელიც ისევ ისე უნებურად წაიღო რომ შეხებოდა ვერც გაანალიზა, თუმცა მაშო რომ მიხვდა რომ უკვე ელვა გახსნა უცებ მიუტრიალდა
- შენ ნუღა მიმატებ
მკვეხად გასცა პასუხი და კარები ისევ მიუკეტა,
- დამენძრა!
ამოიგმინა მარტო დარჩენილმა , თან კეფაზე ხელი მოისვა.... მალე გამოაღო მაშომ კარები და ისე გაფუთნულს გავდა რატის ტანსაცმელი კი არ ეცვა არამედ შიგნით ცხოვრობდა, თუმცა საყვარელს ხდიდა ახალი სტილი, ამავდროულად თმაც აჩეჩვოდა და ზედმეტად საყვარელი დაბერილი ლოყებით ხელებ ჩამოყრილი კარებში დადგა, უცებ გახედა რატიმ და ისე გახალისდა ისევდაისევ დაკარგა საკუთარი თავი, ისე დაიწყო სიცილი
- აუ მაშა...
სიცილით გადააქნია თავი უკან მაშომ ჯერ გაკვირვებული უყურა ასე გულიანად მოცინარ ქმარს და შემდეგ ისევ გაახსენდა რომ უხეშობდა
- რას დამცინიხარ?! რომ მიხდება ეჭვი გეპარება?
ფლატაფლუტით წავიდა საწოლისკენ და მართლაც ბავშვური და საყვარელი იყო იმ დროს მუხლებით აძვრა დიდ საწოლზე თხელი თეთრი ზეწარი გადაწია და კომფორტულად ჩაწვა, მაშინვე ეცა ბალიშიდან წამოსული რატის საუცხოო და ამავდროულად სასიამოვნო სურნელი გვერდულად დაწოლილმა ბალიშში ჩაყო პატარა ლამაზი ცხვირი ისე რომ არ შეემჩნია რატის ეს ყოველივე
- როდის მორჩები დაცინვას?
წამოიწია უცებ და ცალი წარბის აწევით შეხედა რატის
- უკვე მოვრჩი,
მომღიმარმა უთხრა და პლედი ულამაზოდ გაშალა დივანზე, მაშოს გადაგდებული ერთი ბალიში დაიჭირა და ისიც დივნის თავში მიაგდო
- გინდა რამე თუ ჩავაქრო შუქი?
მ უარის ნიშნად გაუქნია თავი მაშომ, რატიც შუქის ჩასაქრობად შეტრიალდა მშვიდად და მაშოც მშვიდად აკვირდებოდა მას, ცოტა უხერხულად გრძნობდა თავს საწოლი, რომ უზარმაზარი იყო რატი კი პატარა დივანზე მოუხერხებლად წამოწვა და ბევრი წვალების შემდეგ შეიქმნა მცირე კომფორტი
წყნარად მოეწყო ორივე და სიჩუმეც ჩამოვარდა, თითქოს ორივე ელოდა ერთმანეთს, რომ რომელიმე რამეს იტყოდა, თუმცა არცერთის ნაბიჯი ჩანდა, თვალებიც უკმაყოფილოდ დახუჭა მაშომ, ხმაზე უმალ გაახილა და გაუხარდა კიდეც,
- ხვალ შენთან გავიდეთ ჩაალაგე ნივთები, კომპანიაშიც გავიდეთ შენი ნახატები წამოიღე და იქ უკვე მოდელებიც აღვადგინოთ, ცოტახნით ცხოვრება შეგეცვლება მაშა...
წყნარად დაიწყო ლაპარაკი რატიმ და მაშოც ჩუმად უსმენდა ნაპირზე ბალიშს ჩახუტებული უყურებდა მოსაუბრე რატის ზურგზე, რომ იწვა , ცალი ფეხი მოეხარა, ხელები პრესებზე შემოეწყო და ჭერისთვის გაეშტერებინა თვალები
- დიდი ხნით ვაპირებთ წასვლას?
წყნარი ტონით დასვა კითხვა და რატიც ცოტახნით გაჩუმდა ჩაფიქრებისთანავე,
- არ ვიცი,
პასუხად მაინც სხვა პასუხი გასცა და ოთახიც დადუმდა, თემა თუ რაზე უნდა ელაპარაკათ შუა ღამეს ვეღარცერთი ფიქრობდა დაღლილებსაც ძილი სწრაფად მოერიათ და ოთახმაც სიმშვიდე შეინარჩუნა....

- მაშა გავდივარ, ვაჟას ვნახავ და მალე მოვალ,
გამოატანინე შენი ნივთები რომელიმეს, რა და რო მოვალ გავიდეთ დროს არ დავკარგავთ,
ნივთების აღებაშივე თქვა თითქმის ყველა დაგეგმილი საქმე, რომელსაც მაშო საწოლში გულაღმა დაწოლილი თავქვეშ ხელებ ამოდებული უსმენდა მშვიდად და რატის დააყოლებდა თვალებს, მაგიდიდან ტელეფონი აიღო რატიმ და წამით გახედა მშვიდად მაყურებელს, მზერა ისევ მას დაუბრუნა და მშვიდად შედგა ადგილზე
- ნასვამ ჯიბოს გავხარ
თავის ტანსაცმელში გამოწყობილ თითქოს მსუქანი მაშო, მაშინვე ჯიბოს შეადარა, კაცს ბავშვობაში როცა ერთად ატარებდნენ დროს, რატის მაშო ჯიბო პაპასთან დაჰყავდა ხოლმე კარგი მასპინძლობა იცოდა მისმა ცოლმა, განა რამე, უბრალოდ პატარა მაშოს ხალხის დიდ სითბოს აჩვენებდა რომ სახლიდან გამოსულიყო და ყველასთვის მებულინგე ადამიანის სტატუსი არ მიეწერა, ჯიბოც რატისთან ერთად მიარტყავდა ჭიქას-ჭიქაზე მსუბუქად და გემრიელად გამოცლიდა ჭიქას, ბოლოს საფირმო სიტყვებსაც დააყოლებდა "ოხ, ოხ,ოხ" და ხელახლა ჩამოასხავდა ხოლმე, უკვე რომ იგრძნობდა რომ სასმელი მოეკიდა ხის დივანზე მიწვებოდა თავქვეშ ხელებს ამოიდებდა მაშოსავით ცალ ფეხს მოხრიდა და ისე უსმენდა ხოლმე ახალგაზრდებს, რატის ხშირად ეჩხუბებოდა მასზე ადრე რომ თვრებოდა, მერე აქებდა კარგი მსმელი ხარო....
მაშოც მოულოდნელ რატის სიტყვებზე სახე გაბადრული წამოჯდა უეცრად
- გახსოვს?
სახე უბრწყინავდა უდარდელი წარსულის გახსენებაზე, ეგონა რატის ყველაფერი მივიწყებული ჰქონდა და ახლა აღმოაჩინა რომ რაღაც პატარა მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანიც ახსოვდა,
- მახსოვს
- ისიც გახსოვს ვაშლი რომ გთხოვე კენწეროში რომ ეკიდა? ჯიბომ კეტი მოგცა დაბერტყე და ჩამოუგდეო და შენ იქ, მაღლა ახვედი და საკუთარი ხელით ჩამომიტანე, მერე ჯიბო პაპა რომ შენ განკანგულებაში იყო მთელი დღე, ვაჟკაცობა გქონია მე დამენანებოდა ცოლისთვისაცო
უკვე სიცილით წამოხტა საწოლიდან სასიამოვნო მოგონებით გახალისებული და ახტუნავებული უახლოვდებოდა რატის, ახალ-ახალი მოგონებებით
- კი მახსოვს,
კმაყოფილი უყურებდა მისკენ წასულს, ხვდებოდა მაშოს გაბედბიერებას ამ უმცირესი დეტალით ახერხებდა,
- ჰმ და ის გახსოვს, რამიზი რომ მომსდევდა ისევ? ცეკვაზე ჯიბო პაპას ეზოში რომ შევვარდი შენც იქ იყავი პაპამ ძაღლი მოგსდევდაო?....
რატიც უფრო მიუახლოვდა გახალისებულ მაშოს და მისი დაწყებული, გახსენებული ისტორია მშვიდად განაგრძო,
- კარები ჩაკეტე და გვანიშნებდი გაჩუმდითო, რამიზი ღობიდან გადმოხტა, გაკვირვებულები ვისხედით მე და პაპა, ისიცრომ შემოტრიალდა დაიბნა, შენ კარები გააღე სწრაფად, ისიც გაქცევისთვის მოემზადა შეტრიალებისდროს კარებს თავი მიარტყა, კარები, რომ უცებ დაუკეტე, სიჩქარეში კარები ვეღარ გააღო და ისევ ღობიდან გადახტა....
მაშო გახსენების წარმოდგენაზე, ჩვეულად ხმამაღლა ხარხარებდა და მუცელზე მიჭერილი ხელებით ჩამომდგარიყო რატის წინ, მისი ფიქრები, რომ მათთან წავიდა ღიმილიც თანდათან შორდებოდა მის სახეს და სინანულით ივსებოდა მხოლოდ, ამდენი ხანი, რომ არ ენახა,
- დიდი ხანია არ მინახავს, სოფელში წავიდნენ,
დაწყნარების დროს დააყოლა და რატის თბილი მზერით ახედა სასიამოვნო გრძნობამ დაუარა ძველი და ტკბილი მოგონების გახსენებაზე,
- გინდა ვნახოთ ერთხელ, თუ მიცნობს კიდევ,
დააიმედასავით, მეტად მოანდომა მათი ნახვა და მისი გაბადრული სახე თბილ ხელებში მოიქცია
- ჰო მაგრამ არ ვიცი სად ცხოვრობენ,
ტუჩისკუთხის ჩატეხვით თქვა და რატის მენჯებთან მაიკას ჩაავლო ხელები, თბილი ურთიერთობით, თბილი მზერით მაყურებლები, დადებით ემოციას ატრიალებდნენ მთელს ოთახში,
- მე ვიცი,
დააყოლა და როცა მიხვდა რომ მისთვის შეუსაბამო პოზაში იყო ხელები ფრთხილად მოაშორა,
- შეგიძლია წახვიდე,
მაშოც უცებ მოშორდა და ისევ საწოლზე დაბრუნდა, ტელეფონიც აიღო და ანანოს მესიჯი გაუგზავნა, რადგან იცოდა ბარბარეს არ ეცლებოდა, ისე როგორც ანანოს,
- კაროჩე მალე მოვალ რა,
დააყოლა და მის ამღერებულ ტელეფონს დახედა,
- ჭკვიანად
დააყოლა ინსტიქტურად აჩქარებულმა და გასვლისთანავე უპასუხა ტელეფონს იტალიურად, ყურებ დაცქვეტილმა გააყოლა მაშომ თვალი, ინტერესი არ ასვენებდა თუ ვინ დაურეკა, არცერთი სიტყვის მნიშვნელობა არ იცოდა და ისევ ტელეფონს ჩააშტერდა, ანანომ მესიჯი ნახა თუ არა მაშინვე ზარი გაუშვა მასთან და ტელეფონ ხელში მომარჯვებულმა მაშომაც უცებ გასცა პასუხი,
- ჰელოუ, გოგოო გადი ჩემთაანნ გეხვეწებიი, ბებიაასს უთხარი ახალი კაბები რო მქონდა და ვერ ვიცვამდი, იცის რა მოკლედ მან, კლასიკური სამოსია იქ გამოგატანოს რა და რამე ჩვეულებრივიც წამოაყოლე,
- რა ხდება, ჯერ მითხარი,
უცებ გააწყვეტინა სწრაფად მოსაუბრე მაშოს სიტყვები
- რა ხდება და ქმარუკასთან რო გადმომაგდეთ და ახლა ტანსაცმელებიც მისი მაცვია და ჯიბოს ვგავარ არუშაავს? რატის ტანსაცმელით ხო არ წავალ ამდენ ადგილასს თან დირექტორი უნდა ვნახო, უნდა ვანანო ის სიტყვები და იმ სელენუშკასაც, რატის ყოფილი ვარო წინაზე და დაგადეო! საყვარელი, მაცადოს.....
უკვე ფიქრებში გადავრდნილი შურისძიებას გეგმავდა რასაც რატის ცოლობა ძალიან ხელს უწყობდა
- ოპა ოპააა, მაშო დაეშვი დედამიწაზე რა სამაგიეროები მოგინდა, მდიდარი მსოფლიოს ერთ-ერთი ახალგაზრდა კომპანიების მმართველი სიმპათიური მამაკაცის ცოლი ხარ დაა ვსო საბაბიც გაქ შურისძიებისს? არ გირჩევ ლამაზო,
- ჰო ჯანდაბას მახსოვს
ამოიდუდღუნა როცა გაახსენდა რომ მხოლოდ ორი თვით ხდებოდა ეს ყოველივე და საწოლზე გადაწვა,
- გელოდები მოკლედ რა და მალე გამოდი რომ ჩავიცვა,
- კაიი ხო მოწესრიგდი მანამდე გამოვალ მისამართი მომწერე,
- არც მე ვიცი რატის ვკითხავ, წავედი და მოგწერ
გაიცინა და ღიმილით დაასრულა ზარი , რატისგან მისამართი რომ გაიგო ანანოს გადაუგზავნა და პასუხი რომ ნახა ტელეფონიც მშვიდად გადადო, მანამდე მოწესრიგება დაიწყო ოთახის და მოშიებულმა, ლანგარზე მოთავსებული ხილის ასორტიდან რამდენიმე ნაჭერი აიღო, მუსიკები დაბალხმაზე ჩართო ჩვეულად, მზადების პროცესი, რომ მეტად სასიამოვნო გაეხადა და მცირე მაკიაჟის კეთება დაიწყო, უკვე კარგი დრო იყო გასული რაც ანანოს დაურეკა, კუჭი წამდაუწუმ ახსენებდა თავს თუ როგორ ძლიერად შიოდა და ეს უკანასკნელიც აიგნორებდა შიმშილს, სწორედ მის ბედზე კარებზე კაკუნისა და გამოღების შემდეგ, კარებთან ბიჭი ბორბლებიანი მაგიდით რომ შემოვიდა, გაკვირვებულმა აათვალიერა მაშომ მაგიდას დახედა და მასზე დადებულ ვერცხლისფერ თასს შეხედა ინტერესით, ალბათ რამდენი გემრიელობა იყო რკინის სახურავის ქვეშ,
- დილამშვიდობისა ქალბატონო, ცოტახნის წინ ბატონმა რატიმ თქვენთვის შეკვეთა მოითხოვა, გემრიელად მიირთვით,
ღიმილით დააყოლა ბიჭმა და მაშო უმალ დატოვა, ზედმეტად სასიამოვნო გრძნობა დაეუფლა მაშოს რატის ყურადღდებაზე და ღიმილიც არ შეუკავებია, ამ სრულიად პატარა ყურადღებამ ბაგეები ისე გაუპო და ამავდროულად ხასიათი იმდენად უკეთესობისკენ შეუცვალა უცნაურად გარდაქმნილს გავდა, მიუხედავად იმისა რომ არც თავიდან იყო ცუდ ხასიათზე ისევ რატოს დახმარებით,თითქოს სიხარულს გულშიც ვეღარ იტევდა,
მანამ გემრიელად მიირთმევდა გულმა ვერ მოუთმინა ასე უბრალოდ, რომ გაეტარებინა ეს ყოველივე მისთვის არ დაურეკავს, არც ის იცოდა მესიჯს ნახავდა თუ არა მაგრამ საცდელად მაინც გაუგზავნა ღიმილით მესიჯი რატის მიწერა,
' დროული იყო, მალე გული წამივიდოდა მადლობა'
პასუხმაც დიდი ხნით არ დააყოვნა
' ამდენი გონებისდაკარგვისგან, ტვინი ამოგივარდება მაშა, ამავდროულად ძლიერად ეცემი" იგრძბობოდა ცინიზმით ნათქვამი სიტყვები თუმცა მაშომ უბრალოდ ენა გამოყოფილი ემოჯები მიუძღვნა და ტელეფონი ისევ მიაგდო, მარტო თხუთმეთი წუთი შორიდან უვლიდა ისე უყურებდა გაშლილ მაგიდას მოსწონდა ეს მომენტი, რატის საქციელზეც ფიქრობდა შეიცვალა თუ არ შეიცვალა ვერ გადაწყვიტა რომელზე შეეჩერებინა არჩევანი, რატიზე ფიქრებში დაიწყო ჭამა, თითოეულ დეტალსა და კადრს აღვიძებდა ფიქრებში, რაღაც დროის შემდეგ აზუზუნებულ ტელეფონს უპასუხა ლოყა გამოტენილმა და ისე გასცა ანანოს პასუხი,
- რაქენი?
- მწვანე კაბა როა ლამაზი თვლებით დეკოლტე აქვს მოკლეა და ქვეშ შავი დახურული მაღლებიც დევს ორივე წამოვიღო?
უცებ დააყოლა ყველაფერი,
- აუ მწვანეე? კაი იყოს მაშინ მაგას თავისი საყურეები აქვს მანდ პატარა ყუთშია რომელიმეში იქნება და მარცხნივ შავი პატარა ჩანთაა ეგეც გამოაყოლე და მიყვარხარ,
პასუხი გაცა თან ახალი ლუკმა მოამზადა, მის გონებაში თავად იყურებოდა კარადაში ზუსტად ახსოვდა ყველაფერი თუ რა სად იდო და სწორი გადაცემით ანანომაც მალე იპოვა ყველაფერი, კაბა არც მთლად გამოსასვლელი იყო, უკვე მდიდარი ბიჭის ცოლობაზე ყოველდღიურობისთვის ნორმალური არჩევანი იყო,
- ესეიგი ყველაფერი მზად არი ჩემო ლამაზოოუ, ოც წუთში მაგეთ ვარ,
- კაიი გელოდებიი,
ღიმილით თქვა ისე თითქოს ანანო მის ღიმილს და თბილ მზერას დაინახავდა,
ძალიან გემრიელად მიირთვა, ლამის გასკდა კიდეც,
მუსიკების ჩართვის შემდეგ რატის ნივთებს შორიდან ათვალიერებდა, არაფერს ეხებოდა არც უჯრებში უქექია რამე, ცდილობდა საჩუქრები დაეხარისხებინა და ისე თუ წააწყდებოდა რამეს, ჩვეულად არ დაუკეტავს კარები, ოთახში საწოლზე დადებულ პარკში საჩუქარს დებდა კარების ხმაზე წამით გაიხედა გასასვლეკისკენ, თუმცა საძინებლიდან მეორე ოთახს ვერ ხედავდა მხოლოდ ხმას მიენდო, რადგან კარი ხმაურიანად დაიკეტა ი ანანოს მოლოდინში, ჩააწყო სრულად საჩუქრები
- ასე ჩქარა როგორ მოხვედიი?
პარკში ჩადო თუ არა საჩუქარი ღიმილით მოტრიალდა კარისკენ, ღი სახეზე შეახმა ღიმილი ისევე, როგორც თვითონ შეეყინა იატაკს
- შენთან მოსვლას არასდროს ვაგვიანებდი.....
შეცხადებით დააყოლა კარებში მაშუქებელმა, ცისფერი ცეცხლ მოკიდებული თვალებით, საშიში გამომეტყველებით მდგომმა მაშოს სახეზე ფერების ცვლას დააკვირდა კმაყოფილი და ნელი ნაბიჯებით დაიძრა მისკენ , გაქვავებულმა მისი ავის მომასწავლებელი თვალები, რომ ამოიცნო მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და უკან დაიწყო სვლა, მიუხედავად იმისა რომ შორს იდგა მისკენ წამოსული ლაშა, რომელიც დაუპატიჟებლად შურისმაძიებელი მზერით მიიწევდა ქალისკენ,
- კარები ჩემთვის დატოვე? ამიტომ მიყვარხარ მზრუნველი რომ ხარ,
საუბრობდა ბოღმით, ბოროტებით ვავსე თვალებით, მხოლოდ შურისძიება თუ უტრიალებდა თავში, მაშოს დასაკუთრებისთვის მთელი თავის მნიშვნელოვანი ნაწილები და თანხა ჩაედო შექმნილ საბუთებში, რატომღაც მისი ფიქრებით ყველა გზას და ნაბიჯებს უკეტავდა მაშოს, თავისუფლად დაარქმევდა "საკუთარს" თუმცა ასე არ მოხდა, მაშოს მოპოვებისთვის სააკუთარი თავი გაკოტრებამდე მიიყვანა, რაც მეტად აგიჟებდა
- მემგონი მისამართი აგერია ლაშა,
შიში გარეული იყო მის ხმაში , იმდენად უარყოფითი ემოცია შემოიტანა შემოსვლისთანავე, მაშოს სხეული შიშისგან ძლიერად შებებოჭა
- ძაან კარგად ვიცი ვისთან მოვედი და გაინტერესებს?
ხმა რომელიც აქამდე მშვიდი ჰქონდა უმალ შეეცვალა კბილებს ერთმანეთს მთელი ძალით აჭერდა ისე საუბრობდა და თან უფრო და უფრო მიიწევდა მაშოსკენ, რომელიც ინსტიქტურად მიაბიჯებდა უკან, ისე შემოუარა საწოლს
- მოვედი გოგოსთან, რომელმაც დამშალა, ბოღმა მკლავს მაშო, ჩემი იყავი, რატო წახვედი? ერთად შეგვეძლო ცხოვრების შეცვლა, ათას რამეს გავაკეთებდით ერთად,
საუბარით მიიწევდა წინ მუხლებით აჩოჩდა საწოლზე და უფრო და უფრო უახლოვდებოდა შველივით შეშინებულ მაშოს,
- რატო მოიქეცი ძუკნასავით? ახლა დოხუია ფულის პატრონი უცხო ქმარი ხელებში გაგორავებს და შენც ხმამაღლა კვნესი არა?
აუღწერელ ზიზღს მოეცვა ცისფერთვალება, უზომო შურისძიებასა და სიბოროტეს ჰყავდა დამონებული და მისი გამომეტყველება კიდევ მეტად აფრთხილებდა გაფითრებულ მაშოს, თავიდანვე, რომ უნდა ეშველა საკუთარი თავისთვის, თანდათან საშიში ხდებოდა მამაკაცი და ავის მომასწავლებელი თვალებით უყურებდა ქალს
- ავადმყოფიხარ! აქედან მოშორდი ლაშა!
უხეშად ეცადა ეთქვა, შიშ გარეული სიტყვები, სადაც მამაკაცის სიტყვებისგან გაკვირვებაც გარეულიყო, როცა მიხვდა, რომ გაქცევის დრო იყო, ეცადა საწოლს სწრაფად გაშორებოდა, უმალ წამოვარდნილი მამაკაცი ძლიერად აეკრო ზურგიდან, ძლიერად მოხვია ხელები გასაკავებლად და მაშოც უმალ ეცადა თავის დახსნას,
- გამიშვი! ვიყვირებ! გირჩევნია წყნარად დატოვო აქაურობა!
- შენი აჯობებს
როცა მიხვდა რომ ვერაფერს შეძლებდა ძალების ხელახლა მოსაკრებად გაჩერდა მის მკლავებში სიტყვიერი მუქარა განაგრძო არამტკიცე ტონით , შიში ჭიასავით დაძვრებოდა მის სხეულში, ლაშას ავის მომასწავლებელი თვალების შემყურე უფრო და უფრო სწრაფად იზრდებოდა გრძნობაც შიშის ფონზე,
- კითხვაზე პასუხი გამეცი გთხოვ,
ჩაგუდული ხმით განაგრძო კაცმა საუბარი, ქალის კისერში ჩარგო თავი და კისერზე მიმწვდარი ქალის სასიამოვნო სურნელით, ღრმად სუნთქვით აღგზნებული კისერს ენით აუყვა, საშინელ , გულისამრევ ხმებს გამოსცემდა ამავდროულად, მოხვეული ხელებით მისი მკერდი მოიქცია ხელებში და უხეშად მოუჭირა თითები, ყველანაირად ეცადა ტირილი არ აეტეხა მაშოს, მთელი ძალებით ეცადა დახსნოდა ხელიდან, სახე სატირლად დამანჭვოდა, მთელი ძალით აქნევდა ხელებს მის მოსაშორებლად, გულის გახეთქვასთან ერთად უწყდებოდა ხმა, განწირული კივილი აღმოხდა უნებურად, შეშინებულს გაუწყდა ხმა , შიშისგან აუკანკალდა სხეული, ყველა ნაწილს გაეთავისებინა შიშის სიძლიერე და ყველაფერთან ერთად უქვეითდებოდა ძალებიც , რომ ვერაფერი გააკეთა თავი ძლიერად გადააქნია თავი სახეში აარტყა ლაშას და არც გაუაზრებია საკუთარი თავის ტკივილი, ლაშამ ამოგმინებასთან ერთად უშვა მაშოს ხელები და სახეზე წაივლო ხელი ტკივილისგან დაბრეცილი სახით , მკერდზე ნერვოზულად დაისვა მაშომ ხელები ამაზრზენი გრძნობის მოსაშორებლად და განზე გადგა შიშით შეხედა თვალებში ლაშას, რომელსაც თვალები წითელფერში ეცვალა, უნდა გაქცეულიყო, მოულოდნელად იმდენად ძლიერი ბიძგი იგრძნო მაშომ მარჯვენა ლოყაზე თავი ვერც კი შეიკავა ძირს გადავარდა უძალოდ, იმდენად ძლიერად გაარტყა ლაშამ ხელი რომ ნახევარი სახე სრულიად უგრძნობი გაუხდა, მხოლოდ ძლიერ წვას გრძნობდა, დავარდნილმა აიფარა აწითლებულ ამწვარ ლოყაზე ხელი და აცახცახებულმა ისიც ვერ შეძლო მისთვის შეეხედა, ახლა უფრო 'გაშმაგებული' ეცა ლაშა წამოაყენა თუ არა ხელთავიდან გაარტყა ხელი, თითქოს მის თავში გადანაცვლება მომხდარიყოს, მუშტებს უშენდა სუსტ სხეულს ხან სახეში, კუჭის თავში მოხვედრილი მუშტის გამო ყვირილი კი არა სუნთქვაც აღარ შეეძლო ძირს დაჩოქილი ეგდო, სისხლი სდიოდა ყველა იმ ადგილიდან სადაც კი შეიძლებოდა კანი გახეთქვოდა სულს ძლივს ითქვამდა, ეგონა მოკვდებოდა ცრემლები თავისით სდიოდა, შიშისგან რომ ვეღარც ისუნთქებდა ტირილი კი არა ღრიალი უნდოდა, თუმცა ესეც არ შეეძლო, ცხოველივით ნაცემი იყო, ისტერიულად დაიწყო სუნთქვა შეძლო თუ არა და პირიდან სისხლის ფურთხება, ეწვოდა სხეულის თითოეული ნაწილი უძალოდ ჩაკეცილიყო იატაკზე, გონება გადაკეტილი ხვნეშოდა მაშოს ცემით დაღლილი ლაშა, როგორ მარტივად შეიძლება მატერიალისტი ადამიანის განადგურება, ჭკუიდან შეშლა,მითუმეტეს მაშინ, როცა ის ისედაც გონება შეზღუდულია, რომლის მსხვერპლიც ახლა მაშო იყო, რომელიც ნელ-ნელა ითქვამდა სულს ალბათ ოთახის ნაწილები მისი სისხლით არც მოისვრებოდა თავიდანვე რომ ყვირილით ეშველა საკუთარი თავისთვის, მისთვის რომ არ მოესმინა და თავიდანვე გაქცეულიყო ნომრიდან, სული რომ მოითქვა ხმამაღლა წასკდა ისტერიული ტირილი ყველაფერი სტკიოდა წამოდგომა და გაქცევაც როგორ უნდოდა მაგრამ გაქცევა კი არა ფეხზე დგომაც არ შეეძლო თავისით, დიდხანს ფიქრი არ დაუწყია რა უნდა გაეკეთებინა მანამ სანამ ლაშა იჯდა და მაშოს თავის მოქნევით თავის გამსკდარ ტუჩზე ხელს ნერვოზულად ისვამდა, რომელზეც უკვე კარგა ხანი იყო სისხლი შემხმარიყო, მაშო ეცადა სწრაფად წამომდგარი მოშორებიდა ოთახს, თუმცა ვაი რომ ამაო იყო მცდელობა , სიფრიფანა უძლური ხელში ატაცებული სხეული საწოლზე ძლიერად დააგდო ლაშამ და მაშინ აღმოხდა მაშოს უნებური ხავილი დავარდნისგან
- მართლა გგონია რომ ასე მარტივად გამოხვალ?! იმის ნახევარი მაინც ხომ უნდა იგრძნო რაც მე გამიკეთე?! ჩემს უმთავრეს შეეხე!
ხრიალითა და ცხოველური ტონით ლაპარაკობდა ტუჩებ გასველებული დიდხანს ელოდა მაშოს პასუხს, ისე დახედა მის გამსკდარ ტუჩებს და აღაცრც შეუყოვნებია სისხლიან ტუჩებს დაწვდა გაშმაგებული, ქალის სისხლს უფრო სვამდა ლაშა, ამ უკანასკნელს თავის გაქნევაც აღარ შეეძლო გულის რევის შეგრძნებით შებოჭილიყო და ცდილობდა კიდევ ენახა რამე გზა რისგანაც დაახწევდა თავს ჯოჯოხეთიდან, ყველაფრით უძლური იყო, ძალა ხელს არ უწყობდა ყვირლს აზრი არ ჰქონდა მაშინვე მკვლელობით დასრულდებოდა ეს ყოველივე,
ტუჩებს რომ მოსწყდა, მასაც მაშოს სისხლით ჰქონდა ტუჩები მოსვრილი, ვამპირს ჰგავდა, ამაზრზენი სანახაობა იყო, სისხლიც შეუჩერებლად და სწრაფი დინებით სდიოდა, ბრძოლის შემდეგ მთელი სახე დაესისხლიანებინა ხელებთან საწოლთან და იატაკთან ერთად, ხმის აღდგენას ცდილობდა ძალების მოკრებასთან ერთად
- სურვილების ცვლა საოცარია, გაგინდობ, ყოველთვის მინდოდა დამეუფლებინე, სურვილები ხდება მაშო,
ჩაჩურჩულა თუ არა წამში შემოაცალა ისედაც დიდი შორტი მაშინვე ინათა მაშოს დაჟეჟილმა თეძომ რომელიც გაწითლებულიყო, თვალებსაც აღარ ახელდა მაშო სისხლის ცრემლები სდიოდა, ცალი ხელით გაკავებული ხელებიც ძალაგამოცლილი უმოქმედოდ ეგდო,
თვალებ დახუჭულს სცვიოდა ცრემლები და სასოწარკვეთილებით შებოჭილს შებრძოლების თავიც არ ჰქონია, თითები აასრიალა ლაშამ ქალის სხეულზე, მის კისერში ჩარგო თავი და ქალის საცვალში საცვალში შეაცურა ხელი, ჩარეული ხმამაღალი ღრიალის დროს შეკრთა გახედვაც ვერ მოასწრო თავში დიდი ინერცია იგრძნო და უძალოდ დაეცა მაშოს ასევე უძალო სხეულს , ქალის ღრიალზე მაშომ უცებ გაახილა თვალები, ანანომ რომელსაც დიდი შუშის ბოთლი ეკავა ხელში მთელი ძალით გადაამსხვრია თავზე ლაშას, თვალები დახუჭა მაშომ შეძლებისდაგვარად გადაწია თავი გვერდზე და ნამსხვრევების ცვენაც იგრძნო შემდეგ ძლიერი სხეული მის სხეულზე და მოყოლილი ნამტვრევები, რომელსაც ლაშას სიმძიმე შუშის მაშოს კანში ჩაღწევას ეხმარებოდა, ხელები უკანკალებდა ანანოს სხეულთან ერთად , უცებ მოეგო გონს და ლაშას გადმოთრევას ეცადა, ძლივს გადააგორა საწოლის გვერდზე და მაშოს ეცა, ხელებ აკანკალებული ცდილობდა მაშოს სახიდან ნამსხვრევების მოშორებას, თუმცა სისხლს ისე შერწყმოდა სახიფათოც იყო, თვალებიდან ეცადა ჩამოეშორებინა თითქმის თვალში ჩასული სისხლი და ნამსხვრევები, მანაც საცრის ოდენად შეძლო ჩაწითლებული თვალების გახელა, შიშისგან დამონებულს ყველაფერი უკანკალებდა რასაც ძალა გამოეცალა, ერთხელვე შიშისგან დაკარგა ძალა
- ხმა ამოიღე რა გთხოვ,
შეშინებულმა უთხრა და თვალებ აწყლიანებული ვერც კი უყურებდა მაშოს, მაშო კი ხმას არ იღებდა, ვერ იღებდა, იქით-აქეთ იყურებოდა და ღრმად სუნთქავდა, ანანომ ხელი უშვა და სასწრაფოდ ტელეფონი აიღო
- არ დარეკო,
ხმაზე მაშოს შეხედა აწყლიანებული თვალებით და უცებ გადადო ტელეფონი მაშოს ხმის გაგონებაზე, მაშომ იგივე გაიმეორა და ისტერიულად აღრიალდა, მაშინვე წასკდა ანანოსაც შეკავებული ყელზე მომდგარი ცრემლები და სახეზე აიფარა ხელები
- მაშო სასწრაფოში უნდა დავრეკო,
ტირილით უთხრა მანაც და მაშოც წამით დუმდა
- არა,
ამოიხრიალა და ტკივილისგან ამოიგმინა ისე მოიკეცა,
- მაშო დალეწილი ხარ, მთლიანად სისხლში ამოსვრილიხარ, უნდა გიშველო გეხვეწები ცუდად ვარ,
ტირილი ისევ წასკდა ანანოს ისე ჩამოისვა სახეზე ნერვოზულად აკანკალებული ხელი,
- სასწრაფო არ შეიძლება,
ისევ შეძლებისდაგვარად ამოიხრიალა და ანანომაც წამით უყურა შემდეგ ისევ დაავლო ტირილით ტელეფონს ხელი ინსტიქტურად მოძებნა დამახსოვრებული ნომერი მაშოს უარისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია ტირილით სასწრაფოდ მოუხმო რატის და გარეთაც კი არავისთვის დაუძახია მის მოსვლამდე, არც გახსენები, ვერც მოაგონდა შეშინებულსა და შოკირებულს, მაშოც ყოველჯერზე აფრთხილებდა სასწრაფოსთან არ დაერეკა ანანოს და ტკივილისგან გაქვავებული ეგდო უძალოდ, ისედაც დაბნეულს ვერ გაეგო რატომ არ აძლევდა მაშო დახმარების საშუალებას მაგრამ, რადგან რატიმ იცოდა თავს იკავებდა, ეშინოდა იმისიც რომ ლაშა გონზე მოვიდოდა და იმისიც რომ ეგონა მოკლა, მაშოს ადგილიდან ვერ ძრავდა, შუშის ნამსხვრევებში იწვა მაშო, იცოდა რომ ვერ მოერეოდა და უარესად ატკენდა შუშებში კოტრიალით დალეწილს სხეულს , უცებ ისტერიულად აღრიალდა მაშო, რასაც მთელი ამ ხნის მანძილზე იკავებდა, შიშის, სასოწარკვეთილების ტკივილის და სიძულვილის ცრემლებს ყრიდა ერთდროულად, შეუკავებლად ტიროდა მასთან ერთად ანანოც და არ შეეძლო დაეწყნარებინა შეშინებული
- ნუ ტირიხარ რა გეხვეწები ვიცი რომ შეგეშინდა ვიცი რომ გტკივა, მორჩა დასრულდა, არ იტირო რა გთხოვ,
მასთან ერთად ტიროდა თან და მასთან ერთად სტკიოდა ყველაფერი განიცდიდა მთლიანად მაშოს მდგომარეობას მასთან ერთად კანკალებდა და არ ჩქარობდა გაეგო ამბავი, რატის მოსვლას ელოდებოდა სულმოუთქმელად, რომელსაც დიდხანს არც დაუგვიანია, კარები ძლიერად შემოგლიჯა, სწრაფად შევარდა ოთახში დადახვედრილ სურათზე წამით გაქვავდა, ერთიანად დაუარა შურისძიების სურვილმა, შიშის გრძნობასთან ერთად, სისხლიანი, საცვლებით, შერჩენილი მაისური, წელს ზემოთ აწეოდა და შიშველი კანიც ზედ ეწვა ჩაყრილ შუშის ნამსხვრევებს, დაწითლებული თეძოები და ჩავლებული ხელებისგან აწითლებოდა ბარძაყები ერთიანად გაცრა მამაკაცს, სისხლიანი იატაკს დახედა, მაშოს გვერდით მკვდარივით მწოლიარე ლაშას მოავლო თვალი, დაბალხმაზე ამოაყოლა გვარიანი გინება მოსალოდნელმა ამბავმა კიდევ მეტად დაუმძიმა გული, მაშოს მიუახლოვდა შიშით, არც მორიდებია შუშებს მუხლებით ავიდა საწოლზე მძიმე ნერწყვის გადაყლაპვით მისი სახე ხელებში ფრთხილად მოიქცია,
რომელიც ჯერ ისევ ისტერიულად ტიროდა და ტკივილისგან შეძლებისდაგვარად იკლაკნებოდა,
- მაშა... ჩემო პატარა....დამშვიდდი აქ ვარ
მოულოდნელობისგან შეცვლოდა ხმა ისე ფრთხილა უთხრა ისე ფრთხილად დაუსვა სახეზე ხელი თითქოს პატარა სიუხეშეზე კიდევ ატკენდა ამწვარ სახეს, მის სხეულში ათასი რამ ბრძოლობდა მაშოს მსგავსად ძლიერად უცემდა გული და შიშისგან, რომ რამე დაემართებოდა, რომ რაღაც კიდევ სერიოზული მომხდარიყო დაბნეულობა დაჰყვებოდა თან
- საავადმყოფოში წავიდეთ, ყველაფერი კარგად იქნება,
ეცადასაკუთარ თავთან ერთად დაეწყნარებინა მაშო,
- არა გევედრები საავადმყოფო არა, დაკითხვებს დაიწყებენ, ყველას ჩართავენ ვერ შევძლებ
სველი თვალებით შეძლებისდაგვარად უყურებდა რატის, ტკივილისგან კვნესოდა და ცდილობდა შეეკავებინა ემოციები, კიდევ უფრო დაიბნა მამაკაცი, მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და მის გვერდით უგონოს გახედა, არ შეწინააღმდეგებია ლაშას კანონიერად დასჯას თავად ერჩივნა შურისძიება,
- ანანო ჯაკუზი გაავსე რაც შეიძლება ჩქარა ორივე ონკანი მოუშვი,
სწრაფად გახედა გაქვავებულ ანანოს პირზე ხელ აფარებული რომ აკვირდებოდა მის სიტყვებზე და მაშინვე სწრაფად მოსწყდა ადგილს, რატიმ შუშების მოურიდებლად შეუცურა მაშოს ფრთხილად ხელი და ხელში აფარფატებული უძალო სხეული სუფთა რბილ ადგილზე დაწვენით ჩაანაცვლა, ეცადა მის სხეულზე აკრული შუშები მოეშორებინა, მხოლოდ სახიდან სისხლში არეული პატარა ნამსხვრევების მოშორება ვერ შეძლო, უმალ დაასველა ტილი და სისხლიანი სახის ფრთხილად გაწმენდას ეცადა, ცდილობდა დაეწყნარებინა ყველანაირი თბილისიტყვით, მაშოსაც შეეწყვიტა ტირილი თვალებს დაღლილი ხუჭავდა, განცდილი შიშის მოშორება ზედმეტად რთული აღმოჩნდა, აცახცახებულ სხეულს ვერ ამშვიდებდა
- მზად არის,
სწრაფად გამოვიდა ანანოც, ნერვიულად გადახედა მაშოს და დააკვირდა წამოწეულ რატის, მაშო რომ ისევ ნაზად მოიქცია მკლავებში,
აბაზანაში სასიანოვნოდ თბილ წყალში ნელა ჩააწვინა მაშო და რამდენიმე გაჭრილმა ადგილმა საშინელი წვა რომ დაიწყო ერთიანად დაეჭიმა სხეული, ტკივილისგან ამოიკნავლა, თუმცა მალევე შეეჩვია და სიმწარე სასიამოვნო გრძნობაში გადაეზარდა, თითქოს მთლიანად მოშორდა სიმძიმე სხეულიდან
- შეგიძლია ზედმეტად დასვრილი ზეწრები გამოცვალო? იატაკიც რომ გაასუფთავო ზეწრებს ხვეტა არ დაუწყო უბრალოდ გადაყარე, დამლაგებელი, რომ გაურკვევლობაში არ ჩავაგდოთ,
მაშოსთან ერთად შედარებით დაწყნარებულმა შეხედა ანანოს ისევ დაძაბული, რომ იდგა, ჯერ თავიდან ვერ ამოეგდო სანახაობა რაც ძალიან თრგუნავდა,
- კი რა თქმა უნდა
უცებ დაუქნია თავი და ადგილს მოწყდა, შეშინებული ყველაფერს ინსტიქტურად აკეთებდა.....
- ეს გაიხადე რა მაშო
დაბალხმაზე დაარღვია რატიმ სიჩუმე და სკამზე ჯაკუზთან ახლოს მჯდომი მოეხმარა მაშოს გახდაში, მაშოს ფიქრებიც დამშვიდების შემდეგ, მხოლოდ ერთხელ გაიქცა იმ ფაქტზე რომ ახლა მხოლოდ საცვლებით იყო მის წინ, თუმცა იმასაც აანალიზებდა, რომ რატის ეს ახლა საერთოდ არ ადარდებდა, ნაზად მოწმინდა რატიმ სახე შედარებით დამშვიდებულს და მისკენ გადაწეულმა თავზე ნაზად აკოცა, გაუნძრევლად ხმის ამოუღებლად იწვა მაშო წყალში, რატი ცდილობდა ნაზად გაეწმინდა მაშოს სხეული, გაეწმინდა ჭრილობები ფრთხილად , ნაზად უსვამდა თითებს და თითოეულ მიყენებულ ჭრილობის ადგილს იმახსოვრებდა, თითქოს რაღაც შიში მასაც ჰქონდა თითქოს ეშინოდა მაშოს ეს სიჩუმე, ეშინოდა რამე ისეთი ხომ არ ჩაედინა ლაშას, რაც მაშოს გაანადგურებდა, ფიქრებითვე შეჩერდა უნებურად ,ჯაკუზზე ჩამოაწყო იდაყვები და თავი ფიქრებითვე ჩახარა, მაშოს აყვანის დროს ხელები დაფხაჭვნოდა შუშის გამო დაბერილ ვენებზე ღრმად გაჭრილი, სისხლი წყალში ნელ-ნელა წვეთავდა და მაშოც მის ხელებს უყურებდა ლამაზ თითებ, დაჭრილ ხელს და აკვირდებოდა თუ როგორ ლამაზად უერთდებოდა რატის სისხლი წყალს, შემდეგ შეხედა ჩაწითლებული თვალებით რატის და უხმოდ სახე შეუცვლელად გადმოყარა ცრემლები, თითქოს რატიმ იგრძნო რომ ტიროდა სწრაფად აწია თავი
- ძალიან გტკივა?
კითხვაზე მაშომ უარის ნიშნად გააქნია თავი
- ისევ გეშინია?
ისევ დაუსვა კითხვა, უცნაური ღელვის გრძნობა დათამაშებდა სხეულში, რომელიც უკვე დიდი ხანი იყო არ უგრძვნია, მაშომ ისევ გააქნია თავი და მაშინ რატიც გაჩუმდა მოლოდინით რომ მაშო იტყოდა მიზეზს,
- ყოველთვის ყველაფერს ვაფუჭებ არასდროს არავის ვუჯერებ დამეჯერებინა თეოდორესთვ...
გაგრძელება არც აცადა რატიმ ტუჩებზე თითის მიდებით გააჩუმა და მისი სახეც ნაზად მოიქცია ხელებში, წარბები შეეხარა
- მაშა, ჩემო პატარა...
უნდა გაეგრძელებინა, თუმცა მაშოს უცოდველ საწყალ სახეზე გაეცინა მართალია, ეს ყველაზე მწარე გაცინება იყო, შურისძიების გეგმის დასახვის სიცილი, სკამის ნაპირისკენ მიიწია ისე დაჯდა და ფრთხილად მიწია მაშო თავისკენ გულზე მიიკრა თავზე შეახო ცხელი ტუჩები, მოშორების შემდეგ კი ისევ განაგრძო
- ჩვენი პრინციპებით ვცხოვრობთ, ჩვენი აზროვნებით და არა სხვისი... ჩვენთვის ვცოცხლობთ მაშა.... ყველას გარეშე იცოცხლებ გარდა საკუთარი თავისა, შენ ყველა შეცდომაზე პასუხს აგებ მაგრამ ახალს ისწავლი გააზრების შემდეგ იგივე შეცდომას არ დაუშვებ....
დრო ყველაფერს ცვლის
ნაზად მოუსვა სახეზე ხელი ფრთხილად შეახო სახეზე ხელი ისე მოწმინდა ცრემლები, უნდოდა კითხვა დაესვა და ისევ უჭირდა კითხვის დასმა, რამდენჯელმე შეხედა კიდევ, თითქოს უმძიმდა პასუხის გაგება , არ უნდოდა მისი ნეგატიური აზრი გამართლებულიყო
- შეგეხო??
და როგორ უჭირდა დაესვა ეს მოკლე კითხვა, ისედაც არ იცოდა, როგორ უნდა დაესვა ეს კითხვა , რომლის თქმის შემდეგაც გული ისე აუფრთხიალდა ეგონა მკერდს გამოანგრევდა, მაშო წამით გაჩუმდა იმდენად გათიშული იყო იმ დროს დაფიქრდა რომ გაეხსენებინა, ამ ფიქრში კი რატიმ კინაღამ სუნთქვა შეწყვიტა,
- არა,
თქვა თუ არა სწრაფად ჩააქნია თავი რატიმ, შვება იგრძნო თითქოს არ სუნთქავდა და ახლა სუნთქვა დაიწყო,
- ანანო მოვიდა, არ ვიცი როგორ როდის მოახერხა, თუმცა მან გადაამსხვრია ბოთლი, ისიც არ ვიცით ცოცხალია თუ არა,
დაბალხმაზე ხრიალებდა მძიმედ ახელდა თვალებს, თუმცა უკეთ მყოფს ახლა შეეძლო კიდეც გახელა, საფეთქელზე აკოცა ნაზად რატიმ და უცებ წამოდგა, თეთრი სხეულის ტილო გადმოაცურა კარადიდან და მაშოს მიუახლოვდა,
- შეგიძლია წამოდგე?
კითხვისას ტილო მხარზე გადაიკიდა და მაშომ რომ თავი დააქნია წამოდგომაში მოეხმარა, წყალიც სისხლიანი, გაბინძურებული იყო, დუში ჩამოხსნა და სისხლიანი წყლიდან ამოსულს მიასხა სუფთა წყალი, უხერხულად იფარებდა მაშო სხეულზე ხელს, თუმცა იმასაც ამჩნევდა რომ რატის დაბლა არც კი დაუხედავს, ცდილობდა უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაეგდო მაშო, მასთან ახლოს იდგა და დაბლა თვალიც კი არ გაპარვოდა, დუში თავის ადგილას დააბრუნა და ტილო სხეულზე სრულად მოახვია, დაიხარა და ხელში ნაზად აიტაცა, წყლიდან საბოლოოდ ამოიყვანა და ტილოში გახვეული მაშოც მორიდებით აფახურებდა ჩაწითლებული თვალებიდან წამწამებს...
- გამოცვალე?
- კი მაგრამ უკეთ გაწმენდაზე რას იტყვით? ზედმეტად საშიშია შუშა რომ არ ჩაყვეს,
უცებ გამოხედა ანანომაც, თუმცა ყველაფერი მოწესრიგებული ჰქონდა ზეწარი ეყარა ძირს მხოლოდ რომელიც უნდა გადაეყარათ და ლაშაც ძირს ეგდო, რომელიც ანანომ ვერ დაძრა და ფეხების საშუალებით ძლივს გადმოაგდო ძირს,
- დაიკიდე მაშინ, კარგი გოგო ხარ, უბრალოდ ცოტა კიდევ დაგვეხმარე,
გაუღიმა რატიმ და აკანკალებულ მაშოს დახედა,
- გცივა?
მაშომ რატის კითხვაზე მხრები შეძლებისდაგვარად აიჩეჩა გაურკვეველი გრძნობის გამო
- არ ვიცი,
ამოიხავლა და თვალები მძიმედ დახუჭა,
- კაი მაშინ, ანო კარადაში თეთრი ზეწარ გადაკრული საბანია და გამოაცურე რა,
ანანოც უცებ დაფაცურდა და კარადისკენ წავიდა
- არა მაგეთ არა მეორეში,
უცებ შეუსწორა და ანანომაც მითითებული კარადა გამოაღო, კიდევ ერთი მინიშნების შემდეგ, სწრაფად გამოიღო უკვე მზად მყოფი რბილი საბანი და რატის გაჰყვა რომელიც მაშოიანად შემოსასვლელისკენ წავიდა მანამ სანამ დივანზე დააწვენდა, მაშომ უძალოდ გადააქნია თავი კანკალიც შეწყვიტა და რატის მკლავებს სრულად მიენდო,
- მაშო,
სწრაფად დახედა რატიმ და მაშო რომ უბრალოდ რატის მკლავებზე დაკიდებულიყო, ანანოს დივანზე გაშლილ საბანში ნაზად ჩააწვინა უძალო სხეული....
....
- მაშო,
ანანოს ხმა ჩაესმა მაშოს, როცა ცდილობდა გამოფხიზლებას და თან გრძნობდა სველ გრილ ნაჭერს სახეზე,
- ჩემო ლამაზო გესმის?
კიდევ ერთხელ დახშული ხმა ჩაესმა და თვალების გახელა კიდევ უფრო მოინდომა,
- მაშუნა, გაიღვიძე, რომ იცოდე როგორ მომენატრე,
კიდევ ერთი ახალი ხმაც და თვალები მძიმედ გაახილა, დაბურული სინათლე შემოერია მის მზერას, დაბურულად ხედავდა ყველაფერს, რამოდენიმეჯელ დააფახურა თვალები, თუმცა მთლად ვერ გამოისწორა ხედვა , ხედავდა რატის, რომელიც ნაზად უსვამდა ტილოს, ხედავდა ბარბარეს, რომელსაც მაშოს ხელი ხელებში მოექცია და თითებზე მასაჟს უკეთებდა და იქვე ანანოს, რომელსაც ჯერ ისევ შეშინებული მზერა ჰქონდა,
- აუ!
ბრაზით ამოიკნავლა როცა თვალების ფახურის შემდეგ ხედვა ვერ გამოისწორა და მძიმედ დახუჭა თვალები
- აუ,
მაშოს გაცინა რატიმ ჩაცინებით და სველი ნაჭერი ბარბარეს მიაწოდა, ნაზად დაიხარა მაშოსკენ და ჯერ ერთ თვალზე შეახო ბაგეები ნაზად შემდეგ კი მეორეზე, გატრუნულს თვალები არ გაუხელია, თვალებ დახუჭული შეიგრძნობდა რატის ბაგეებით გადმოცემულ სითბოს, სიახლოვეზე მისი სასიამოვნო სურნელით ივსებდა ფილტვებს, ბარბარეს უხმოდ გაეცინა მაშოს გატრუნვაზე და ღიმილით ახედა ანანოს, რომელიც ასევე ღიმილით უყურებდა წყვილს,რატის ტელეფონის ახმაურებაზე, ანანომ სწრაფად მიაწოდა რატის ტელეფონი და მანაც იქვე უპასუხა,
- ისევ გამოფხიზლდა რა ვუყოთ?
უკმაყოფილო ხმა გაისმა ყურმილში
- წესიერად უნდა გათიშო და აღარ გამოფხიზლდება,
სიმკაცრე გაერია ხმაში
- სად ხართ?
- ჩასახვევთან ბატონო, ბილიკზე,
დაძაბულობაში გადაეზარდა ტონი ახალგაზრდა მამაკაცს რატის ხმის გაგონების თანავე,
- კაი შეეშვით, რაც უნდა გააკეთო იცით მოვალ მალე, კარგი ასლები მჭირდება მაგ საბუთების,
გასცა ბრძანება და უცებ დასტურზე სწრაფად გათიშა, არანაირი ასლი არ იყო გასაკეთებელი, თუმცა მაშოს, რომ რამე არ ეფიქრა უმალ დააყოლა, რატიმ "ქვეითების" დახმარებით მოაშორა ლაშას მძიმე გათიშული სხეული სახლიდან , ვინ იცის რას უპირებდა, ის ხომ ყოველთვის უმოწყალო იყო თუ არ ჩავთვლით პატარ- პატარა ცვლილებებს,
- რახდება?
მაშოს კითხვაზე რატიმ მას დახედა, ქალის თეძოს გვერდით მოათავსა ხელი დივანს დაეყრდნო და მშვიდად დახედა მაშოს
- შენ რა გინდა რომ ხდებოდეს?
მშვიდად უპასუხა და კიდევ ერთხელ მოავლო მაშოს გახეთქილ ტუჩს წარბსა და დალურჯებულ ლოყას თვალი, წყალს დაეწყნარებინა, დადებითად იმოქმედა, არა მხოლოდ სხეულსა და ფიზიკურ გრძნობაზე, გონებრივადაც მეტად მოდუნებულიყო, უბრალოდ მაინც უცვლელად ჰქონდა სხეული დაბეჟილი და დაკაწრულ-გახეთქილი
- სად წაიყვანეთ ლაშა?
- სახლში,
სწრაფად გასცა პასუხი მისკენ ფრთხილად დაიწიწია და გახეთქილ ტუჩზე თითი ნაზად მოუსვა,
- რატიი! მართლა გეკითხები
- მეც მართლა გეუბნები მათ კითხე,
უცებ შეიცხადა და გოგონებისკენ ანიშნა მაშოს, მართლაც რომ არ იტყუებოდა, ნამდვილად სახლში მიყავდათ ლაშა, ხის ზღაპრულ სახლში...
- მეც მასე ვიცი რომ სახლში მიყავთ ნუ მიყურებ ეგრე
სწრაფად დააყოლა ანანომ მაშოს მზერაზე რომ თავიდანვე აეცილებინა ბევრი გამოკითხვა, რატის შეხედა მაშომ ისევ გამომცდელი მზერით და თემის შეცვლაც მარტივად შეძლო
- რომელი საათია?
დაბალხმაზე იკითხა და ადგილზევე შეიშმუშნა წოლისგან ტკივილს, რომ გრძნობდა
- ექვსი დაიწყო
პასუხზე მაშინვე აწრიალდა მაშო
- არ ადგე,
სწრაფად გაასავსავეს გოგონებმა ხელები და მაშო იძულებით გადააწვინეს ისევ დივანზე
- გავიდე?
ღიმილით ახედა რატიმ გოგონებს და მათაც მორცხვად გააქნიეს თავი უარის ნიშნად
- რა ხდება?
უცებ იკითხა მაშომ და ანანო რატის უკან თვალების ბრიალით რომ აჩვენებდა ხელი მოესვა სხეულზე საბნის შიგნიდან, მანაც გაკვირვებულმა შეაცურა საბნის ქვეშ ხელი, როცა მიხვდა რომ ბიუსჰალტერის გარეშე იყო თვალები უნებურად გაუფართოვდა, რატი მანჭვასთან ერთად იღიმოდა და ღიმილის დასამალად ხან საით იყურებოდა ხან საით,
მაშოც რატის უყურებდა დაძაბული, მისი რეაქციებიდან გამომდინარე, რომ მისი ჩადენილი იყო ეს ყოველივე, საერთოდ აღარ მიუქცევია მაშოს მის უჩვეულო ღიმილისთვის ყურადღება
- მე გავაკეთე არ ინერვიულო, უბრალოდ არ შეიძლება სველი იყო,
დამნაშავედ ჩახარა ანანომ თავი და მაშოსაც გულზე მოეშვა, აღარაფერი უთქვამს მისთვის ამ თემაზე
- სხვათაშორის ათასი რამ უნდა გაგვეკეთებინა გადი რომ ჩავიცვა,
ისევ წამოიწია, საბანს ხელი კარგად ჩაავლო და წამოჯდომის დროს მიბეჟილი თეძოები იმდენად ეტკინა რომ სახე უნებურად დაემანჭა,
- არსად მივდივართ დაისვენე, მოგვიტანენ ყველა საჭირო ნივთს, მაგრამ შენთან შენ უნდა გახვიდე, სახლში ვერავის მივაგზავნი ბებია და შვილიშვილი ისაუბრებთ რამეზე და მაგ გალამაზებულ სახეზე კითხვასაც დაგაყრის
ღიმილით უთხრა ისე აკვირდებოდა მის "გალამაზებულ" სახეს და წამოწეულს თმებ გადმოცვენილს თმა ყურსუკან ნაზად გადაუწია,
- ხოდა ვეტყვი რომ უკვე მაწამებ, ავუხსნი თუ როგორ მცემ, თავს შევაცოდებ და შენგან თავს დავიღწევ,
დააყოლა მარტივად შეძლო მომხდარის შემდეგ რაღაცისთვის პოზიტიურად შეეხედა, რატისაც უნებურად გაეღიმა მაშოს შემართებაზე და თავი სიცილის შესაკავებლად ჩახარა
- თანახმა ვარ,
მშვიდად წამოდგა და მის გონებაში ახალი საფიქრალიც არ ასვენებდა
- ესეიგი ბარბიმ მოგიტანა შენი ნახატები, იქ ნივთები რაც კი გქონდა, შენი ყველა საბუთი და ხელშეკრულება, ასეა?
- ასეა
დაუდასტურა ბარბარემ ღიმილით
- ვსო მაშა, ეგ მოგვარებულია დანარჩენიც მოგვარდება ცხადია, ახლა უნდა დაგტოვოთ ქალბატონებო,
მაშა! ეს კარები უნდა დაკეტო! ყველა კარს აქვს ზოგადად საკეტი!
ცნობისთვის დააყოლა და წასასვლელად შეტრიალდა,
- სად მიდიხარ?
- ბილეთები უნდა მოვაგვარო,
გაუღიმა თვალი ჩაუკრა გოგონებს უთხრა რომ მაშოს აბარებდა და ნომერი დატოვა. ნომრიდან გამოსულს სახე იმდენად შეეცვალა, მანიაკს დაემსგავსა, საშიში გახდა უეცრად, როგორც ძველად , მანქანის კარები დაკეტილი არ ჰქონდა მანქანა ადგილს მოწყვიტა და მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი დასჯის მეთოდებიც......
....
- რომ იცოდე როგორ ნერვიულობდა როცა გათიშული იყავი, ვერც კი წარმოიდგენ
ღიმილით ესაუბრებოდა ანანო მაშოს, რომელიც ფეხზე ძლივს იდგა და ცდილობდა ჩაეცვა,
- იცი რა მაინტერესებს? თეოდორეს რა ვუთხრა რომელ ბოძს მივარტყი თავი-მეთქი,
- ეე მაშუნა მივარტყი კი არა ბოძი მირტყესო რო უთხრა არც მაგას დაიჯერებს,
- მაშუნა კი არა მაშა გოგოო
მუჯლუგუნი ღიმილით მიარტყა ბარბარემ ანანოს რატის დამხსოვრებული სიტყვები რომ ჯერ არ ამოსვლოდა გონებიდან
- ეგ ბავშვობაშიც მასე მეძახდა
კმაყოფილმა ჩაიღიმა მაშომ
- და მაინც რა საყვარელია
ისევ აგრძელებდნენ გოგონები რატიზე საუბარს, თუმცა მაშო თეოდორესთან იყო ფიქრებით რომ გაიგებდა ლაშას რას უზამსო ან საერთოდ როგორ მოეტყუებინა იმაზე ფიქრობდა...
...
- რატო ურტყავთ რა არაადამიანობაა
შესვლისთანავე გადაკარგულ სახლში ჯერ კარგა ხანს უყურა კარებში მდგომმა ტუჩებს შორის მოთავსებული აუნთებელი სიგარეტით, როგორ უმოწყალოდ სცემდნენ ლაშას და შემდეგ ამოიღო ხმა, მათკენ დაიძრა და ლაშას სკამზე დაჯდომის ბრძანა გასცა, მათაც უცებ შეასრულეს ბრძანება, ვინაიდან ამ უკანასკნელს თავად არ შეეძლო მათ დასვეს დასისხლიანებული ლაშა სკამზე, მკლავებში ჩავლებული ხელებით კი დაიჭირეს რომ არ წაქცეულიყო, რატიც მის წინ ჩამოჯდა და რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ, დასვა კითხვა,
- როგორი იყო გოგოს ცემა იგრძენი სიძლიერე?
გულწრფელი კითხვა დაუსვა და მოთმინების არ ქონის გამო ძლიერად გაუქანა მუშტი, ბიჭებმა გაკავება ვერ შეძლეს ხელი უშვეს და ლაშაც ძლიერი ინერციით გადავარდა ძირს,
- ახვარი
დააყოლა რატიმ და სკამიდან წამოდგა.....
.....
- მაშუნა წამოგიღო რამე?
- მოდიხარ თეოდორ?
- არ მოვიდე?
სწრაფ სწრაფად სცემდნენ ერთმანეთს პასუხს და მაშოც ცოტა დაძაბული იყო,
- არა ეგ არ მითქვამს მაგრამ იყავი თუ გინდა გოგოები არიან აქ,
- და მაგათაც ვნახავ რანაირად ლაპარაკობ?
უცნური ტონიც გარია ხმაში და უნდოდა თუ არა რამე კიდევ ერთხელ ჰკითხა, მაშომ რომ იუარა სიტყვის დამთავრება არც აცადა მაშოს ისე გაუთიშა, საკმაოდ კარგად იცნობდა მაშოს რომ მიმხვდარიყო იმას არც ისე ნორმაში რომ იყო საქმე, არაფრის კითხვას არ აპირებდა თავად ნახვა ერჩივნა......
- გაახილე თვალები
უბრძანა რატიმ ლაშას, რომელსაც თვალების გახელის თავი ნამდვილად არ ჰქონდა, თუმცა რატის სიტყვები რომ არ შეასრულა მის წინ მჯომმა ცივი წყალი შეასხა სახეში, უცებ დააშორა ბაგეები ლაშამ ერთმანეთს და ღრმად სუნთქვა დაიწყო,
- რას აკეთებთ ბიჭებო?
უცებ გახედა უკან გაზთან მდგარ ბიჭებს რატიმ, რომლებსაც გაზზე ცარიელი ტაფები შემოედგათ და დიდი პარიც მიეცათ,
- შენ იცი რა გრძნობაა გოგოს მკერდის ხელში მოთავსება?
გამოხედა ერთ-ერთმა, რატის რომელიც წარმატებით ასრულებდა რატის დავალებებს
- გოგოს მხრიდან უფრო მაინტერესებს ძალადობის დროს რას გრძნობს,
შენ გაინტერესებს?
უცებ გამოხედა ლაშას და შემდეგ მასთან მდგარ ბიჭს ახედა ბრძანების თვალებით, მანაც რატის სურვილს მიხვედრილმა დააქნევინა თავი ლაშას და რატიმაც შეიცხადა
- აი მესმის შემართება,
ჩაეცინა სკამის საყრდენს მიეყრდნო და ცალ მუხლზე მეორე ფეხის კოჭი შემოიდო,
თვალებით ანიშნა ბიჭს მაისური გაეხადა მდუმარესთვის, მანაც უცებ შემოაგლიჯა ლაშას ტანზევე და გახურებულ ტაფიანად მოუახლოვდნენ, სამივემ კარგად ჩაავლო გასაკავებლად ხელი სკამზე ძლივს მჯდომს და სახეები მათაც დაეჯღანათ, მხოლოდ რატი იჯდა მის წინ და ცოტას კიდევ ერთობოდა, მისი ბრძანების შემდეგ გახურებული რკინა მკერდზე ერთდროულად დაადეს თუ არა
მთელი ტყე ცხოველივით ღრიალმა მოიცვა, არც ადამიანის ხმას გავდა და აღარც ცხოველის, მთელ ტყეში ისმოდა გამაყრუებელი მისი სიმწრის ღრიალი, რატი კი წარბებ შეუხრელად უყურებდა ამ ყოველივეს ცხელი რკინა რომ უნდა მოეშორებინა ბიჭს რატიმ ახლა მას ახედა მკვლელი მზერით, თითქოს მისი ჯერიც მალე მოვიდოდა
- მე არ მითქვამს არარფერი,
დააყოლა და ბიჭმაც ხელახლად დააბრუნა მის მკერდზე გახურებული ტაფა, რომელსაც კანი ზედ აკრობოდა და უფრო და უფრო მიიწევდა ღრმად, კაცს ხმა წაუვიდა, სხეულს ვეღარ გრძნობდა ღრიალებდა, თუმცა უხმოდ,
- ეყოფა,
თქვა თუ არა მაშინვე მოაშორეს ტაფა, თუმცა ცალკე მისი მოშორება იყო ტანჯვა, კანით აკრული ტაფის ძირზე, თვალები დახუჭა ერთ-ერთმა და სხეულში საზიზღრად გასცრა, მკვდარ-ცოცხალს გავდა, სახე დაემანჭათ ბიჭებსაც და მათ გულშიც ცეცხლი ენთო, საერთოდ არ სიამოვნებდათ ეს ყოველივე, თუმცა რადგან უკვე დათანხმდნენ შიშით ვეღარაფერს ამბობდნენ, არცერთი ელოდა მსგავსად ტანჯულ წამებას
რატიმ ტუჩებს შორის მოქცეულ სიგარეტის ღერს ცეცხლი მოუკიდა მშვიდად დააკვირდა ლაშას, ცრემლები, რომ სდიოდა სკამზე გადაკიდებული უძალოდ ხაოდა მთელი სხეულით ძაგძაგებდა და იშვიათად სუნთქავდ, აუჩქარებლად ერთი და ღრმა ნაპასი დაარტყა რატიმ და კიდევ მიუახლოვდა ცოცხალ-მკვდარს
- მახსოვს დამატებით დაჭრილი აქ....
წამომდგარმა დააყოლა და სიგარეტის მოკიდებული მხარე შუბლზე დააჭირა
- აქ...
ახლა ლოყაზე გადაიტანა მწვავე მხარე
- და აქ ქონდა,
საბოლოოდ ყვრიმალებთან მიაჭირა და იქავე საბოლოოდ გამოაქრო სიგარეტიც, მართალია ეს წვა საერთოდ არ უგრძვნია ლაშას მაგრამ სახე კიდევ დაუსახიჩრა
- ხმა რომ დაგიბრუნდება პირადად გამისწორდი,
სიგარეტი მოისროლა და წასასვლელად მოემზადა,
- და რა ვუქნათ?
- უნდა იცოცხლოს, რომ გამხსენებელი მყავდეს, გზის პირას დააგდეთ და ვინმე მაინც გამოივლის ოდესღაც,
- რომ არ გამოიაროს?
- ჩაძაღლდეს!
მკაცრად დააყოლა ბიჭებს წარმატებები უსურვა, ძველი ნაჭრით სისხლიანი ხელები გაიწმინდა, თუმცა გადასაბანად დაბრუნდა, ყველაფერი რომ წესრიგში მოიყვანა იქაურობაც მალე დატოვა....
- მიხედავთ?
ერთ-ერთმა იკითხა და ორივემ უმალ თავი დაუქნია
- წავალ მაშინ მე საქმეები მაქვს, თქვენ უკვე იცით რასაც აკეთებთ
სიტყვაც რომ დაგცდეთ იმას არა ჩვენ დაგვენძრევა, ჭკვიანად იყავით და აქედან გასვლის მერე უბრალოდ მეხსიერება გამოიცვალეთ
თითის დაქნევით გააფრთხილა მამაკაცმა ბიჭები და ჭრაჭუნა ხის კარებში ხმაურიანად გავიდა...
დარჩენილებმა ერთმანეთს შეხედეს რამდენიმე წუთი გაყინულები იდგნენ , ერთ-ერთმა უცებ რომ უგონო ლაშას დამწვრობებს წყალი მიასხა, მეორეს ჩაეცინა წამით უყურა და მალევე მას დაეხმარა, ძირს გააწვინეს ლაშა და ცივ წყალს ასხვადნენ დიდ დამწვრობაზე,
- ეს დაუწყლულდება?
იკითხა ერთმა და მეორემ ისე გაოგნებულმა ახედა უნებურად გაეცინა,
- ლამის გულში შევახწიეთ ვერ ხედავ კანი ვაფშე აღარ აქ, დაებერება რავი რას იზამს
- აუ არადა რა მკერდი ექნებაა,
ამოიოხრა და ისე არ გამოვიდა რომ არ გაცინებოდათ,
- კაცი კვდება ვერ ხედავ? რა გაცინებს
ვითომ გაუბრაზდა მუჯლუგუნი მისცხო მიუხედავად იმისა რომ თავადაც ეცინებოდა
- ვაი რო ვხედავ,
- კბილისპასტას მოვუსვამდი მარა უარესად აეწვება კანი ვაფშე აღარ აქ,
ჩაფიქრებული დაჯდა ძირს და მეორეც გვარიანად შეიგინა,
- გაგეცინება მარა ბებიაჩემის 'მაზი' მიდევს მანქანაში, დამწვრობაზეც და გაჭრილზეც მაგარი უცუნია ამას რას უზამს ამ უპატრონოს არ ვიცი მარა მიდი მოიტანე სალონში სიჩქარეებთან დევს,
უცებ გახსენებულზე აუხსნა და ბიჭიც უცებ წამოვარდა, მალევე კოლოფით შემოვარდა და პატრონს მიაწოდა, ეცადა დამწვრობის ყველა ადგილზე წაესვა ისე რომ თან ყოფნოდა მთლიანად ამოასუფთავა კოლოფი, თუმცა სამაგიეროდ მთლიან დამწვრობას ასე თუ ისე უშველიდა
- დედას უტირებს ამან რო კიდევ რამე გააკეთოს,
ფიქრებში გაფანტული საუბრობდა ერთ-ერთი
- ჰოდა ჩვენც როცა ვიცოდით არ უნდა გავრეულიყავით რა, სახუმარო არაა ეს ტიპი,
- ჰოდა ჩუმად იყავი და მის გეგმებს მიყევი.....
.....
- მაშა მაშა მაშუნა,
ღიღინით გააღო თეოდორემ კარები, მშვიდად შევიდა ნომერში და თან ინტერესით მოავლო თვალი გარემოს სანახავად სწორ ნომერში შევიდა თუ არა, გამოსული ბარბარე, რომ დაინახა უკვე თამამად წავიდა მისკენ
- გამარჯობა არა?
როცა კარებში მდგარმა ბარბარეს დიდხანს უყურა თავის მცირე გაქნევით იკითხა და მაშინ მიესალმა ბარბარეც,
- რა ხდება? დაქალების შეკრებაზე მოწვევას რატო მიუქმებთ?
ვითომ მკაცრად დახედა ბარბარეს მშვიდად აუარა გვერდი
- რავი რა უნდა ხდებოდეს
- სადაა რატი?
- საქმე ჰქონდა და გავიდა,
სწრაფ სწრაფად სცემდა ბარბარე პასუხებს თეოდორეს და ისიც გაკვირვებული დახედავდა ხოლმე, უცნაურად მოსაუბრეს, ოთახში მაშო მოჩვენებითად იცინოდა სახეზე აეფარებინა ხელები თეოდორე რომ დაინახა თავდახრილი გაექანა მისკენ და უცებ მოხვია ხელები
- თედო ჩემო სიყვარულო,
ლოყაზე აკოცა ისე ცდილობდა აერიდებინა სახე მისთვის, მოშორების შემდეგ უცებ შეაქცია ზურგი და ისევ ანანოსკენ წავიდა,
- მოდი აქ გოგო შენ,
მკაცრად თქვა თეოდორემ ფიქრებით რომ მაშო რაღაცას უმალავდა და აუცილებლად თვალებში უნდა ჩაეხედა მისთვის რომ სიმართლე ამოეცნო, მისი უცნაური ქცევა, რომელსაც ვერ მალავდა მეტად უმყარებდა ეჭვებს
- რა გსურს?
სწრაფად გახედა კითხვასთან ერთად, თუმცა მალევე გახედა ისევ ანანოს სახის ასარიდებლად
- მოდი-მეთქი რო გეუბნები,
სიმკაცრე გარია ტონში
- ვაიმეეე
ბუზღუნით შეტრიალდა თავდახრილი მისკენ ბუზღუნით წავიდა წინ, მაშინვე მარტივად შეამჩნია თეოდორემ დალურჯებული სახე ჭრილობებით ,
- მაშო რა გჭირს!
უხმოდ აკვირდებოდა მანამ სანამ კარგად არ შეამჩნევდა მაშოს დაზიანებებს, გაკვირვება და ბრაზი ერთდროულად გაერია გრძნობებში, ფრთხილად ააწევინა თავი და მკაცრად ჩააჩერდა თვალებში, შეეძლო ტონალურით დალურჯებები დაეფარა მაშოს მაგრამ დამსკდარ გაჭრილ კანს უარესს უზამდა, ისიც იცოდა, რომ მათი ბოლო შეხვედრა არ იყო და მაინც თვალსაჩინო იქნებოდა მისთვის
- შანსი არაა, თავს დავდებ შეგიძლია დამხვრიტო, რაც გაგისწორდებათ ის გამიკეთეთ თუ შევცდი, როცა გითხარი რომ რატი არასდროს არაფერს დაგიშავებდა,....... მაგის გაკეთებული ვერ იქნება,
შოკი მიიღო უცებ, არეული ფიქრები უტევდა ერთმანეთის მიყოლებით, ნელ-ნელა ებერებოდა ძარღვები კისერზე, გახურებისგან დაბერვოდა ვენები მკლავებზეც და მხოლოდ უარის მოსმენა უნდოდა ახლა ,რომ გაეგო ეს რატის გააკეთებული იყო, არც ის იცოდა მაშინ რას გააკეთებდა მის მიმართ იმხელა ნდობა ჰქონდა ამავდროულად თეოდორე პიროვნებებშიც არასდროს ცდებოდა და ამას კიდევ ემატებოდა ის რომ მათი სიახლოვე და წარსული ერთი იყო
- არა, რა თქმა უნდა, ეგ არც კი უნდა გეფიქრა,
სწრაფად შეეცვალა სახე მაშოსაც,
- არავის ვუცემივარ ნუ ღელავ, ნუ გაავს, თუმცა ნწ, არა, ცდები,
უარის ნიშნად აქნევდა თავს ისე ცდილობდა ყველაზე დიდი სისულელის თქმას
- მადებილებ? თუ რაშვები,
- ვცდილობ,
გულწრფელად გასცა პასუხი და ქვედა ტუჩ გამოწეული აეტუზა წინ
- პატარა ინციდენტი იყო, სულ პატარა,
- და ვინ გააკეთა ეს ინციდენტი
ტონს აუწია თეოდორემ, კბილები ერთმანეთისთვის ძლიერად დაეჭირა ისე უყურებდა მკაცრად წინ მდგომს
- ლაშამ
ანანო ჩაერია ხმაში და სრული სერიოზულობით გასცა პასუხი და ხელთავიდან ამოუტივტივდა დილას მომხდარი , აღარანაირი კითხვა აღარ დაუსვამს თეოდორეს ადგილს მოსწყდა უეცრად, სამივე რომ სირბილით გადაუდგა წინ,
- არა ვერსად წახვალ აზრი არ აქვს,
უცებ გაასავსავა ხელები მაშომ
- გამატარე,
გვერდზე უნდა გადაეწია, თუმცა ხელახლად ჩადგა მაშო,
- არც ჩვენ ვიცით სად არის, ვერც შენ იპოვი გევედრები არ გინდა, ჩემთან იყავი გთხოვ,
- გამატარე მაშო!
- გთხოვ ნუ დამაჩოქებ, არ გინდა, ჩემთან იყავი უბრალოდ ხვალისთვის გადადე დღეს ჩემთან იყავი გთხოვ რა, გთხოვ,
უფრო მიუახლოვდა აწყლიანებული თვალებით ახედა გამოცდილების გახსენების შემდეგ, ფრთხილად მოხვია ხელები მამაკაცს ისე ეცადა კიდევ მის გაჩერებას, წამით როგორც ჩვევია ჯიუტად იდგა, თუმცა თხოვნამ მარტივად იმოქმედა მასზე , ძლიერად მოხვია ხელები, უცებ ამოიკნავლა ტკივილისგან მაშომ და თეოდორემაც უცებ უშვა ხელები გაკვირვებულმა დახედა
- ცოტა დაბეჟილივარ ისე კარგად ვარ,
გაეკრიჭა და ხელთავიდან მოეხვია, თანდათან ძლიერად იჭიმებოდა თეოდორე, ამ ამბის შემდეგ, ბრაზით სავსე იყო, თუმცა მაინც მაშოს წინ იდგა ახლა და თბილად ხვევდა ხელებს,
- რატო არ დამირეკე? ასე გვიან რატო ვიგებ?
ბრაზმა მაშოსთან ინაცვლა უცებ და უხეშად მოიშორა სხეულიდან
- გვეგონა უარესად დაბეგვავდი,
უცებ წამოიძახა ანანომ და თეოდორემ რომ მკაცრი მზერით ახედა, თითებით აჩვენა ტუჩებზე თითქოს ელვასავით შეკრა ჩუმად ვარო,
- ვიცოდი რომ ჭკუიდან შეგშლიდა ეს ფაქტი და ჩემ სანახავად არც კი მოხვიდოდი,
არ მინდა რამე ცუდი მოხდეს, მითუმეტეს ის მარტივი არაა,
- შენთან ამ თემას არ განვიხილავ, მე ვიცი რას ვიზამ და რას არა, ნუ მასწავლი-მეთქი გითხარი და ვაფშე ხმა აღარ ამოიღო!
ბავშვივით დატუქსა და სიბრაზეს მაქსიმალურად არ აშკარავებდა, ხელთავიდან აიკრო გულზე და ნაზად აკოცა თავზე.... გამოკითხვის შემდეგ მაშომ უთხრა რომ რამდენიმეჯელ გაარტყა სახეში ლაშამ ანანომ კი სიბრაზის ფონზე გადაამტვრია ბოთლი რის გამოც ისევ მაშო დაიჭრა, რბილად მოყოლილი ზღაპარი იყო, ხვალისთვის გადადებას არც აპირებდა წასვლისთანავე თითოეულ გარტყმას აზღვევინებდა ზემოთხსენებულს , მაგრამ ახლა რაღაც დროით მაშოსთან დარჩებოდა, ალბათ რომ სცოდნოდა რადღეში იყო ახლა ლაშა შურისძიების ფიქრიც კი აღარ გაუვლიდა აზრად,....

- მეც მაგას გეუბნები აზრზე არ ვარ სად წავალთ....
გოგოების ლაპარაკზე ხითხითებდა მაშო კარები რატიმ შემოაღო ტანსაცმლის ფერთხვით და ამოხედვის მერე სულ არ ელოდა თეოდორეს წამით ადგილზე გაჩერდა და შემდეგ ისევ თავისუფლად დაიწყო წინ სვლა,
- სად იყავი?
უცებ წამოხტა მაშო მის დანახვაზე და კითხვაც არ დააყოვნა,
- წასვლის წინ ხომ გითხარი?
გაკვირვებულმა გამოხედა თავდახრილმა მაშოს,
- ამდენი ხნით?
- ჰო მაშო! ნუ მერე ადვოკატს შევხვდი,
ხმაში სიმკაცრე შეერია და სულ აღარ იმჩნევდა ოთახში მყოფებს, მაშო მის პასუხზე გაბრაზდა არც სჯეროდა მისი არცერთი ნათქვამი, რადგან აშკარა იყო რეალობასთან შორს იყო რატის საუბარი და უბრალოდ მკაცრი მზერით უყურებდა, ზედმეტად ბევრი თვალიერებისგან, შეამჩნია ობოლი სისხლის შემხმარი ლაქები მაისურში ერთიანად , გაცრა და უფრო და უფრო ახლოს მივიდა რატისთან დაჭიმული,
- რა გაუკეთე?
დაბალხმაზე დასვა კითხვა და მზერა თვალებში გაუყარა, რატიმაც შეწყვიტა შარვლის წმენდა მაშოს მზერას მზერა შეაგება და ქალმაც მის სისხლიან მაისურს რომ დახედა, რატიმაც მშვიდად გააყოლა თვალი მის მზერას , მიზეზს რომ მიხვდა დამალვა აღარ დაუწყია,
- ისეთი არაფერი,
ჩავლა დააპირა ისევ წინ გადაუდგა მაშო,
- სადარის? სად გყავს?
აღელვება ერია მაშოს ხმაში და ტონს ნელ-ნელა უწევდა, რატის არ იცნობდა, არ იცნობდა ამიტომ ვარაუდიც დიდი ჰქონდა რომ კარგი არაფერი გაუკეთებია მისთვის
- აღარსად არ მყავს, აზრზე არ ვარ სად არი,
მხრების აჩეჩვით უდარდელად ამოთქვა და ისევ უნდა ჩაევლო გვერდი, მაშომ მკლავში ჩაავლო ორივე ხელი და ისევ წინ გადაუდგა,
- ჯანდაბა! გაჩერდი ორი წუთი
დაჭერილს ხელი კრა, თუმცა ერთი ნაბიჯით მეტზე ვერ დაწია მამაკაცი, აღელვებას კიდევ მეტად მოეცვა მაშოს გონება,
- სად წაიყვანე, რა გაუკეთე,
- იმასთან შედარებით არაფერი რაც მან შენ,
წყნარ და მშვიდ პასუხებს სცემდა და მაშოს გამოხტომებსაც მარტივად ატარებდა,
- მეხუმრები?!
სიმწრით ჩაიცინა მაშომ ათასნაირი ცუდი ფიქრებით შებოჭილმა
- ცოცხალია?
- წესით კი,
გულწრფელი პაუხები მაშოს სრულიად აგიჟებდა,
- რა წესით რატი! ხუმრობ?! რა გაუკეთე!
ყვირილი დაიწყო მაშომ აღელვებულმა და თავზე ხელ წავლებული ნერვიულად დატრიალდა,
- ცოცხალია მაშო! არაფერი მოუვა! თუ ასე ღელავდი მიგეხედა თავიდანვე,
- ჯანდაბაშიც წასულა ის!
რატის მაღალ ტონს ყვირილით დააყოლა, ბრაზისგან კრა ხელი, გასუსულები უსმენდნენ, თვით თეოდორეც კი არ იღებდა ხმას, ხვდებოდა რომ საქმე, რომელიც უნდა გაეკეთებინა უკვე მოგვარებული იყო და იმაშიც დარწმუნებული იყო რომ ორმაგად გადახდილი იყო სამაგიერო რატის ვინაობიდან გამომდინარე. მაშო უცებ მივიდა საწოლთან რატის თეთრ მოკლე მკლავიან საროჩკას დაავლო ხელი და დიდი ნაბიჯებით დატოვა ნომერი, რატიმ უცებ ჩამოისვა სახეზე ხელები და ისიც უცებ მოწყდა ადგილს,
- რა ჯანდაბაა?
უცებ ამოხდა თეოდორეს და წამოხტა რომ გაყოლოდა, თუმცა ბარბარემ მოასწრო მისი დაჭერა,
- შეეშვი ზედმეტები ვართ, შენც თეოდორ, შეეგუე ამას, ვფიქრობ რატი ნდობას იმსახურებს, უბრალოდ შეეშვი,
წყნარი ტონით უთხრა, უფრო თვალებით ესაუბრებოდა, მისი ხელისთვის ხელები ჩაევლო და თეოდორეც აღელველი დააკვირდა, ნერვოზულად ჩამოისვა ცალი ხელი სახეზე და კარებს გახედა
- ჰო მართალი ხარ,
დააყოლა თუ არა დადუმდა და შემდეგ შესთავაზა სურდათ თუ არა სახლში რომ გაეყვანა....
.....
მაშომ სწრაფად ჩაირბინა კიბეებიც და უკან არც კი მიუხედავს ისე მიდიოდა, გადასასვლელ ხიდზე ავიდა და საპირირისპირო მხრიდან მომავალ ბიჭებს გახედა, უცებ დაიწყო ტოპზე რატის საროჩკის მოცმა მკლავში ძლიერ ჩავლებაზე, ხელის პატრონს ტკივილსგან შეცვლილი სახით ახედა და შემდეგ მამაკაცის ძალას დამორჩილებული აეკრო მოაჯირსა და დიდ პლაკატს,
- სად მიდიხარ?!
- შემეშვი!
უცებ აიქნია ხელი, რატიც მის ძალას დაჰყვა და ხელი უშვა,
- მაშო სად მიდიხარ?!
- რატი გეყოფა რა! ვერ ვიჯერებ იმ ფაქტს რომ შენ ის ბიჭიხარ, რომელზეც ბავშვობაში მეკეტებოდა, შენი მეშინია გესმის?! არ ვიცი, ვერ ვხვდები, როდის რა გინდა რომ გააკეთო, ვინ ხარ რას წარმოადგენ? რას აკეთებ ან რისი გამკეთებელი ხარ, საშიში ხარ, ამიხსენი გთხოვ, ან საშუალება მომეცი წავიდე ეს ერთი ღამე მაინც ჰო შეიძლება შევიგრძნო რეალური სითბო ადამიანობა, გამაგებინე ვინ ხარ?
საუბარშივე ცვიოდა მოწოლილი ცრემლები უხმოდ და რატიც უხმოდ უყურებდა მაშოს,
რატომღაც სისხლის წვეთებმა მის ფიქრებს გადააწყვეტინა რომ რატიმ ლაშა დაჭრა ან მოკლა და მალევე ფიქრები შორსაც წავიდა რომ რატის დაიჭერდნენ მაშო კი მის გარეშე ზედმეტად დაიბნეოდა და რთულიც გახდებოდა ეს ორი თვე რატის ცოლობა
- არ მეტყვი რა ჯანდაბა ხდება შენ თავს? რატომ ეშინოდა შენი დირექტორს? ან დაცვის მენეჯერებს, რა გაუკეთე ლაშას?!
ისევ უხმოდ აკვირდებოდა რატი მაშოს სიმშვიდეს დაესადგურებინა მასში ისევ, ფრთხილად შეახო ხელი ნაზად მოწმინდა ცრემლები, რომელიც ისევ შეუჩერებლად სდიოდა და მოშორდა, წყნარად და აუჩქარებლად მოშორდა, გზა მისცა რომ წასულიყო და მაშოსთვის მისახვედრიც იყო თუ რა უთხრა ამით რატიმ,
- შეგიძლია სადაც გინდა და რამდენი ხნითაც გინდა მაშინ წახვიდე,
დაბალხმაზე დააყოლა და სპორტული შავი შარვლის ჯიბეებში ხელები ჩაიწყო,
- წადი საბუთები მექნება, შენ საქმე მოგვარებული გაქვს, მეც მოვაგვარებ რამენაირად, შენ არ ხარ ის გოგო რომელიც შეძლებს იცხოვროს ჩემნაირთან თუნდაც ორი თვით
კიდევ ერთხელ გაუმეორა და ხელითაც ანიშნა რომ წასულიყო, ახლა უფრო ღაპაღუპით წამოუვიდა მაშოს ცრემლები, იმედი ჰქონდა რომ ყველაფერს ახსნა ექნებოდა, თუმცა ნამდვილად გაურკვეველი და ჩაკეტილი იყო რატი,
- ასე უბრალოდ?
- ჰო მაშო ასე უბრალოდ შენ ხო თქვი რომ გამეშვი, გიშვებ ცხოვრებიდან გიშვებ პრობლემებსაც გავიტან, დარჩი შენი ცხოვრებით იცხოვრე უბრალოდ გერქმევა ჯერ ისევ ჩემი ცოლი,
თმის ნერვოზულად უკან გადაწევით თქვა და ეს დიალოგიც ზედმეტად სულელურად მიაჩნდა, ხმა არ ამოუღია მაშოს, წამით ისევ დაძაბული უყურებდა მშვიდ მამაკაცს,სახეზე ცრემლები ერთი მეორეს მიყოლებით სცვიოდა, შემდეგ მოტრიალდა და უბრალოდ უხმოდ განაგრძო გზა, მომავალ ახლოს მყოფ ბიჭებს მხარი უხეშად გაკრა და მათაც ხმა არ ამოუღიათ, 'ეე-ს' წამოძახების გარდა, უხეშად გახედეს, თუმცა არცერთი არ გაკიდებია საჩხუბრად ატირებულს...
- ფუ! დედაშევე*ი,
კეფაზე ხელებ წავლებულმა ამოიგმინა კიბეებზე ჩამავალ მაშოს შემყურე რატიმ და თავი ძლივს შეიკავა რამესთვის ხელი არ დაერტყა....
....
- გაუშვი? შენ ყ*ე ხო არ ხარ?
ვაჟა შოკირებული უსვამდა კითხვას რატის და ემოციებს ვერ მალავდა,
- ჯერ დაჭრილი გოგო მარტო გაუშვი ეგ კაი, მერე მეორე ცოლად მოიყვანე და მიაგდე თემა გამოდის ,
- რეალური არ არი,
- თავი გააქნიე ბიჭო! და გაიზარდე უკვე! ცოლად მოიყვანე გოგო, რომლისთვისაც პატიოსნება სიცოცხლეზე მაღალ საფეხურზე დგას და ამ დროს როცა მის პატიოსნებას ეხები, ხალხისთვალში, თუნდაც გინდა რომ ამ ნაბიჯზეც მიატოვო? თავში რა გიდევს, ორი თვე იქნება თუ ერთი კვირა მას შენი ცოლი ქვია და მოექცევი ისე როგორც ცოლს!
ბრაზი ყელში აწვებოდა ვაჟას ისე ფეხზე წამომხტარი აძლევდა დარიგებებს თავჩახრილ რატის,
- ჩემთან ვერ შეძლებს ბიჭო! ცხოვრება შეძულდება ყველანაირად ვეცდები მშვიდად იყოს მაგრამ მაშინ როცა გაიგებს ვინ ვარ?! სერიოზულად? თან შენ წირავ ამისთვის? როცა იცი რეებს ვაკეთებდი ვაკეთებ და როცა იცი რომ მაფიოზი მკვლელი ვარ?!
- აღარ ხარ! შეიცვალე! უკვე დაანებე მაგ საქმეს თავი და გეყოფა!, უკვე აიღე პასუხისმგებლობა და გქონდეს იმის რო ბოლომდე გაწვდე, დედაშენთან ჩადიხარ ხვალ, მაშოს გააცნობ, მალევე მოაგვარებ და უვნებელს ჩამოიყვან, გვერდზე გადადე ეგ შენი სადისტობა და მაქსიმალურად მიაქციე მაშოს ყურადღება,
ბოლო სიტყვებზე ბრაზისგან საყელოში ჩაავლო ვაჟამ ხელი, რადგან რატის ცინიზმი აჩვენებდა ვაჟას ძალიან სისულელეებს ლაპარაკობო
- ჩააალაგე ერთ საათში აეროპორტში მიდიხარ, გაივლი ნაზისთან და მაშოს წამოიყვან,
- მომისმინე, არ დამაყენებენ ტვინს მომი**ნავენ, მაშოს სუსტ წერტილად მიქცევენ და საბოლოოდ დამერხევა! დაფიქრდი ეს დედამო*ყნული, იქნებ სწორიაა რომ წავიდა! დღეს პირველად შემეშინდა, როცა მთლიანად სისხლიანი ვნახე , ვერ მივხვდი რა ჯანდაბა გამეკეთებინა და იქ რომ იერიში გადმოიტანონ იმ დღესვე გამანადგურებენ,
არ მინდა ჩემს გამო შეძულდეს სამყარო გესმის? ამიტომ გავუშვი, საბუთებით გავიტან მის გარეშე თავს ეს ორი თვე ერქმევა ჩემი ცოლი ნაზი გაგიჟდება ისედაც როცა ვითომ დაშორებას გაიგებს, წარმოიდგინე რა ნაბიჯი გადავდგი! ეს არ უნდა გამეკეთებინა, ყველაზე დიდი ყ*ეობა იყო რაც კი ოდესმე გამიკეთებია,
დივანზე დაეშვა ნერვოზულად და თავი ხელებში ჩარგო, უჭირდა ეკონტროლებინა სიტყვები, საკუთარ თავზე იმდენად ეშლებოდა ნერვები, საკუთარი თავის იდენტური რომ ვინმე ენახა, აჩეხავდა ყველანაირი წამებით მაზღვევინებდა ცოდვებს, ვაჟა ჩუმად იყო ვეღარაფერს ამბობდა ვერ ეწინააღმდეგებოდა, თუმცა საჭიროდ თვლიდა რომ მაშო მასთან უნდა ყოფილიყო,
- რატი, ადექი ყველაფერი ჩალაგებული გაქვს, მაშოსთან წადი ბოდიში მოუხადე რამე გააკეთე უიმისოდ ვერ წახვალ წადი დროს ნუღა კარგავ, მერე გვიანი იქნება,
- ამ ყველაფრის მერე მა....
- ჰო ზუსტად! მაშო ძლიერია! ძალიან ძლიერია,
ხმა აღარ ამოუღია რატის, წამოდგა ჩანთას დაავლო ხელი, იქით-აქეთ მიიხედა და ხმამაღლა შეიკურთხა, ჩალაგებულ ნივთებს მოავლო წამით თვალი, კონკიას ფეხსაცმელები რჩებოდა, რომელიც უკვე ცალის მაგივრად ორი ჰქონდა პრინც რატის, მაშოს ყველა ნივთი და საჩუქარი ჩალაგებული ჰქონდა ცალკე რომ მისთვის ვაჟას მიეწოდებინა, თუმცა ახლა წაღება უწევდა, "ქოშები" აიღო და წინა ჯიბეში ქუსლებით დაამაგრა ისე რომ საიმედოდ იყო, ნომერი გამოიკეტა და სასტუმროც საბოლოოდ დატოვა ვაჟასთან ერთად....
- დაურეკე შენ შენებს უთხარი დრო და საათი როცა უნდა დაგვხვდნენ და კამერებით არ დაგვადგნენ,
მანამ მანქანაში ჩაჯდებოდა ვაჟა გააფრთხილა და მანაც თავი დაუქნია დასტურის ნიშნად, ჩანთები უკანა სავარძელზე შეყარა მძღოლოს ადგილი დაიკავა და მანქანა ადგილს სწრაფად მოწყვიტა...
"ბოდიში მოუხადე ან რამე" ბოდიში რატის უნდა ეთქვა? რა სისულელეა, ამას რატი არ იზამდა მიუხედავად იმისა რომ მთელი გზა ამაზე ფიქრობდა
- ნწ არა, გამორიცხულია, თუ ჩემთან ენდომება, თუ ჯერ კიდევ ტკბილი მოგონებებით მიხსენებს უხმოდ შემიშვებს და კამათის გარეშე გამომყვება, უხმოდ გამიგებს რისთვის მივალ,
უბანში ასულმა დააიმედა საკუთარი თავი და კარების წინ მანქანა უხეშად დაამუხრუჭა.....
- ბებია, ჩემი ქვედაბოლო სად არის?
გაყვირა ოთახიდან ბებიას და ნაზიც მაშინვე იქ გაჩნდა ქვედაბოლო მაშოს ესროლა თან მისი გაკიცხვა დაიწყო
- რამე მაინც დამიტოვე იმედად რომ მალე ჩამოხვალთ შვილო,
თავზე დაიდო ქალმა ხელი და ნერვიულობასთან ერთად როგორ გაეშვა მაშო სადმე იმას ფიქრობდა,
- ა ბებია, მთელ ერთ კარადას გიტოვებ, მე ახლა ქმარი მყავს, ქალი ვარ მოვლა მინდა, ადგება და მომივლის, ცოლად გავყევი და ისიც აღარ უნდა მომიაროს?
გახედა კუთხური კილოთი მოსაუბრემ ბებიას და ბებიამისმაც მუჯლუგუნი მისცხო ახარხარებულს, რომელიც აუჩქარებლად ემზადებოდა, ცდილობდა ნაზიც პოზიტიურად დაეტოვებინა მაშოს და თავადაც ჩამოეშორებინა ღელვა
- გაჩუმდი გოგო, მასე უნდა თქვა?
ისევ გაუბრაზდა და მაშოსაც მის მაყურებელს გაეცინა მის ჩურჩულზე და მშვიდად განაგრძო ჩალაგება,
- კი მარა აეროპორტში მასე გალამაზებული მიდიხარ?
- ვიტყვი ქმარმა გამლახათქო, აბა რა ვქნა,
დოინჯებ შემორტყმულმა გახედა ისევ და ნაზიმ რომ ხელი მოუქნია სიცილით განაგრძო საქმე, კარის ზარზე იყვირა მე გავაღებო და ხტუნაობით წავიდა კარებისკენ თითქოს გული უგრძნობდა კარს უკან ვინც იყო, ბედნიერი სახით გამოაღო კარი და ისეთი სახე ჰქონდა თითქოს ელოდა და დააგვიანა კიდეც,
- არ შემოხვალ?
გაუღიმა ისე შეათვალიერა და მის თბილ ღიმილსა და საუბარზე, წარბები გაკვირვებისგან შეხარა რატიმ და თვალებით ანიშნა ქალმა ნაზისკენ ქმარს, მარტივად მიხვდა რაზეც ანიშნებდა მაშო, მალევე გამოჩნდა შორიდანვე ნაზი, ღიმილით რომ დაიძრა მათკენ, რატიმ მშვიდად განაგრძო მაშოს დაწყებული თამაში, კიბის საფეხურზე აიწია მას მიახლოვებულმა ნაზად შეახო ბაგეები შუბლზე, მშვიდად ჩაუარა ნაზის მიესალმა და დაელოდა მაშოს, რომელიც მალევე გაუძღვა წინ
- სიძე ბატონს გაუმარჯოს,
ომახიანი შეძახილით მიესალმა ქალი თან ანიშნა ჩამომჯდარიყო,
- აბა? მიგყავს ჩემი გოგო?
- არა ქალბატონო თქვენი არა ჩემი მიმყავს,
უცებ შეუსწორა რატიმ და წინ გადაწეული გადაშლილ ფეხებს, მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო, ნაზის მოეწონა კიდეც მისი თამამი საუბარი და ცოტა ბოღმაც კი ჰქონდა რატის მიმართ ისე ახედა მაშოს და ცერად აათვალიერა,
- ვიცი რომ ნერვიულობთ, მალე ჩამოვალთ და აღარც წავალთ, მეორედ აღარ დაგაშორებთ, ამიტომ სანერვიულო არ გაქვთ
ბოხი ბარიტონით წყნარად აგრძელებდა საუბარს და რატის ეს სიწყნარე ნაზის ცოტა აშინებდა, ვერ იგებდა მის ემოციებს მას, რომ ესაუბრებოდა
- ძალიან კარგს იზამ,
ხელები ერთმანეთს მიარტყა ნაზიმ და თავი რატის სიტყვებით დაიწყნარა,
- მანამ წახვალთ რამეს დალევთ?
უცებ წამოდგა ნაზი მაშოს შეხედა ისევ, იმ დაძაბულობის გასანეიტრალებლად რასაც რატის წინ მჯდომი გრძნობდა,
- არა ბე არ შეწუხდე, არ გვინდა,
- მოიცადე ერთი,....შვილო შენც არ დალევ ყავას?
რატის გახედა კითხვით და რატიც უკან გადაიწია,
- არ შეწუხდეთ, ყავას არ ვსვამ ,
ისევ წყნარად უთხრა, თუმცა რომ გაეღიმა უკეთესი იქნებოდა, ყოველ პასუხზე ნაზის გული ეკუმშებოდა მის ცივ პასუხებზე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცდილობდა თბილად ეპასუხა, უბრალოდ არ გამოსდიოდა, მხოლოდ ერთადერთ ქალთან იყო სრულიად განსხვავებული რატი,
- სანამ წავალთ მაშო ჩაალაგებს ან ილაპარაკებთ დაგტოვებთ თუ გინდათ და ისაუბრეთ,
წამოდგა წყნარად, თუმცა ნაზიმ ისევ დააბრუნა ადგილზე მორიდებით
- იჯექი იჯექი, ისეთზე რაზე უნდა ვილაპარაკოთ რომ შენ დაგიმალოს,
უკეთ უნდოდა დაკვირვებოდა შეეცნო ცოტა მაინც, რადგან ხვდებოდა რომ მაშოს მისთვის უცხო მამაკაცს ატანდა მეორედ და თან მისთვის ძალიან შორს,
- ჩანთაც ჩალაგებული აქვს, შეგვიძლია ვისაუბროთ ისე უცებ წამართვი გოგო არც ვიცოდი და მომიყევით რამე,
განაგრძო ნაზიმ და მაშო მაშინვე დაიძაბა, რატის კი მაშინ გაეღიმა უნებურად და მაშინვე გადაეშვა ფიქრში, რომელიც გზაში თქვა "თუ ჯერ კიდევ ტკბილი მოგონებებით მიხსენებს უხმოდ შემიშვებს და კამათის გარეშე გამომყვება, უხმოდ გამიგებს რისთვის მივალ" და მაშო კი უკვე მზად იყო სწორედ ამაზე გაეღიმა კმაყოფილებისგან რატის და მაშოს აციმციმებული თვალებით შეხედა,
- მიუჯექი ქმარს და აჟღურტულდით როგორც გინდათ,
ხელით უბიძგა და მაშოც ბუტბუტით თვალებ გაფართოებული წავიდა რატისკენ ათასნაირ ემოჯს აჯავრებდა და რატიც თვალ მოუშორებლად რომ უყურებდა ეღიმებოდა , ერთკაციან დივანში იჯდა მაშო მეორე დივნისკენ უნდა წასულიყო, თუმცა რატი მაქსიმალურად მიიწია ნაპირზე, იმდენად რომ მაშოც შეიძლებოდა ჩატეულიყო, ამ საქციელზე სხვაგან ვეღარც წავიდა და რატის გვერდით ჩაჯდა, რატიმაც ფეხები ჩვეულებრივ გადაშალა და მაშოც ხელის ჩამოსადებს აეწეპა, კბილებ ერთმანეთზე დაჭერილმა ახედა რატის და ფეხები თვითონ გაშალა ისე რომ ეცადა რატისთვის ადგილი დაეპატარავებინა, მანაც ჯიუტად მოირგო ჩვეული პოზა და ფეხები გაამყარა რომ მაშოს მისთვის ვერაფერი მოეხერხებინა, ნაზიც წყნარად და ხმისამოუღებლად უყურებდა მათ ქცევას, მაშომ როცა ბევრი იწვალა მაგრამ ადგილი მაინც ვერ მოიპოვა, საბოლოოდ რატის ფეხზე გადაადო ფეხები და უკვე კომფორტულად მყოფმა ღიმილით გახედა ნაზის, შემდეგ ახედა რატის რომელიც სიცილს იკავებდა, თავი გააქნია ნაზიმ მათ ბავშვურ საქციელზე და თავადაც ჩამოჯდა,
ყველაფერს აკეთებდა მაშო და თემას ყველანაირად ცვლიდა რატი კი სრულიად სერიოზულად იწყებდა ნაზის კითხვებისთვის პასუხის გაცემას, თუმცა ვინ აცდიდა, ნაზიც გადასარევად ხვდებოდა ამ ყველაფერს და რამდენიმე კითხვის მერე წამოდგა ხელის ჩაქნევით,
- წადი მაშო გაემზადე არ დააგვიანოთ, მაინც საათი უნდები მზადებას,
- ჰო რა ჯობია გეთანხმები,
უცებ ჩამოაწყო ფეხები და წამოხტა, რატის შეხედა და შემდეგ უხმოდ შევარდა ოთახში, გულზე მიიჭირა უცებ ხელები ბებიას რთული კითხვებისგან თავის არიდებისგან ბედნიერმა და პატარა ჩანთა გახსნა სადაც მაკიაჟისთვის საჭირო ნივთები ეწყო, ნაზიმ შეაღო კარი და მაშინვე ჯუჯღუნი დაიწყო ნაზის გასაგონად
- არ შეიძლება რომ უმაკიაჟოდ წავიდე?
- ბე, შენ ქმარს გახედე! არ გინდა ზედმეტად გადაკაზმვა, მცირედ ნაზად გაიკეთე საკმარისი იქნება,
კარგი რჩევა მისცა და მისი დაუთოვებული კაბა საწოლზე ლამაზად მიაფინა, თავადაც ჩამოჯდა და მაშოს აკვირდებოდა ამავდროულად ფიქრობდა, მაშოზე და მაშოს მომავალზე, ნერვიულობით უყურებდა საათს და ყოველ წუთს
- ცოტა უცნაური ბიჭია არა?
კითხვა დასვა და მაშომაც დაძაბული მზერით გახედა სარკიდან,
- რატო?
კითხვა დასვა და საყურე მეორე ყურზეც მოირგო,
- არასდროს იღიმის, მართალია ზრდილობიანია, თუმცა არ ვიცი, ვანდობ შენს თავს იმიტომ რომ უყვარხარ,
თავის დაწყნარების მიზნით დაიწყო საუბარი ნაზიმ იატაკს მიშტერებულმა და მაშოსაც გულში რაღაც უცნაურმა დაუარა, საყურე გაიკეთა და გაკვირვებულმა გახედა ნაზის
- შენ რა იცი?
- რა კითხვა უნდა შენ რომ გიყურებს მარტო მაშინ იღიმის,
უცებ უნებურად გასცა პასუხი და მაშოს კითხვას რომ დაუკვირდა უცებ ახედა,
- რას ქვია რა ვიცი, აბა უსიყვარულოდ მოგიყვანდა ცოლად?
მის კითხვაზე გაეცინა მაშოს და თავის სიტყვა უარყო.....
ძაან ზედმეტად ვარ?
როცა სრულად გაემზადა ნაზისკენ შეტრიალდა და კაბაზე ხელი დაისვა,
- ეგ კაბა ზედმეტად მოკლეა, მარა კაი!
ნიკაპის აწევით თქვა ქალმა და კიდევ ერთხელ შეათვალიერა, უცებ წამოდგა და მაშოს გრძელი შეკრული თმა ლამაზად მოაფინა მხრებზე,
- ჩემი ლამაზი,
დააყოლა გულიდან წამოსული თბილი სიტყვითა და ღიმილით და ფრთხილად მიიხუტა
- რა ვქნა ახლა უშენოდ ?
- მალე ჩამოვალ ბებო, მანამდე არ მოიწყინო ხშირად დაგირეკავ ხოლმე,
ლოყები ჯერ გაუწელა ნაზი რომ გაუბრაზდა შემდეგ კი სიცილით დაუკოცნა ფაფუკი ლოყები....
- 'წავდივართ' უკვე?
გასულმა მაშინვე დასვა კითხვა კარებში ჩამდგარი დაელოდა როდის მიიქცევდა ქმრის ყურადღებას და რატიმაც მაშინვე ფეხებით დაიწყო მისი ათვალიერება, მაღალქუსლიანებზე შემდგარიყო მაშო და მუხლებს მაღლა ქვედაბოლოში გრძელი ფეხები მომაკვდინებლად ლამაზი იყო, წვრილ წელზე თეთრი კაბის ქამარი შემოერტყა და არც ისე ღრმა დეკოლტით ბრეტელებიანი ტოპი, მხრებზე გრძელი თმა გადმოეყარა და მცირე მაკიაჟით, ზღაპრების ულამაზესი გმირი იქმნებოდა, მძიმე ნერწყვი გადაყლაპა რატიმ, თუმცა არ შეიმჩნია როგორ გადაეფინა თვალებზე ოქროსფერი ფანტელები.
კიდევ ერთხელ უნებურად დახედა რატიმ ფეხებს ფიქრები გაყარა და წამოდგა,
- თუ მზად ხარ წავიდეთ, კარგი დროა,
საათს დახედა ტელეფონში და ნამდვილად აწყობდა ეს დროც,
- სად გაქ ჩანთა?
კითხა თან მისკენ წავიდა, ნაზიმ გამოაწოდა ჩანთა და მანაც სწრაფად გამოართვა ქალს ხელიდან, წინ გაატარა ნაზი და უკან მიყვებოდა ნაზის წყვილიც,
- მაშო, ამაში რამე გიდევს?
დაბალხმაზე ჰკითხა მისკენ გადაწეულმა მაშოს და მანაც წამით გაკვირვებულმა ახედა, მის კითხვას ვერ მიხვედრილმა, შემდეგ ჩანთას დახედა შესამოწმებლად სწორად მოჰქონდა თუ არა
- კი რა არის?
- არაფერი, მჩატეა უბრალოდ
ნამდვილად გაუკვირდა მაშოს ასეთი მცირე ზომის ჩანთაც და ჩანთის სიმჩატეც, რომელიც გოგონებს საერთოდ არ სჩვევიათ, ნაზიმ კარები გადაკეტა და მაშოს უკან მანქანაში სავარძელზე ნაღვლიანი მზერით მოთავსდა,
- ნამდვილად არაფერი გრჩება?
კიდე გადახედა მაშოს და მაშომაც უკვე გაკვირვებული ღიმილით გააქნია თავი, რატიმ დაბალხმაზე შეიცხადა და მანქანა დაძრა......
- მე უკვე დევიღალე სიმონ, აქედან სადმე წამსვლელი ვარრ?
- შეე ამას?! ჭკვიანად-მეთქი სიმონ!
ქუთასის აეროპორტში მყოფები ქუთაისური კილოთი ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და საკუთარ სიტყვებზე იცინოდნენ, მხოლოდ რატი უყურებდა შეუცვლელი 'რონოტული' სახით მათ უბრალოდ მზერა დაერბილებინა და მკაცრი გამომეტყველებაც არ ჰქონია მათ ხუმრობებზე ...
- ერთი სიტყვით ხშირად დაგირეკავთ, დამირეკავთ, რატის არ დავუჯერებ და მომენატრებით
კიდევ გაუმეორა და უკვე მეოთხედ დაიწყო დამშვიდობება, კიდევ ერთხელ გადაეხვია ყველას და რატის დაძახებულზე შორს მდგარს გახედა, თავით ანიშნარომ წასულიყო,თავად ის კარგა ხნის დამშვიდობებული იყო და მხოლოდ მაშოსღა ელოდებოდა, გახედა თუ არა რატის ადგილას მაშოს ფიქრებში წამით მისი ძმაკაცი იდგა, მაშოს ადგილას იდგა რატი და მის წინ კი პატარა მაშო, რომელიც ტირილით ცდილობდა არ გაეშვა რატი არსად:
"- ეე მაშა წავედი,
თმაზე აკრა ხელი და მაშომაც გადიდებული თვალებითახედა, უხმოდ მოეხვია რატი გოგოს, ჰაერშიც აწია მოხვეული ხელებით და ძირს რომ ჩამოსვა ხმაურიანად აკოცა ლოყაზე
- ჭკვიანად ბავშვო, მოგწერ ხოლმე"
და სიტყვები ის თბილი მზერა თბილი ურთიერთობა თვალწინ ედგა ყველაფერი სადაც დრომ უცნაურად შემოატრიალა, ახლა ის იდგა რატის ადგილას და მიყვებოდა თავად რატის, ადამიანს, რომლის გაშვებაც არ უნდოდა, რომლის გამოც ბევრჯერ უტირია ცხარე ცრემლებით, რომელმაც შეძლო ჩამოემხო მაშოსთვის სამყარო და ჯერ კიდევ მტკინვეულად იყო ჩარჩენილი მის გულში, ენატრებოდა ის დრო ის ბედნიერება, ის სილაღე და ურთიერთობა, ის თბილი გახსნილი და ჯიუტი ბიჭი ენატრებოდა, რომელსაც ახლა თითქმის სულ ყველაფერი შეეცვალა საკუთარ თავში, ნეტავ ახლა რომ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო, ახლა რომ სხვა გოგო მდგარიყო რატის გვერდით და მაშო სადღაც შორს მდგარიყო ჩუმად, როგორც ახლა სელენა, რას იგრძნობდა მაშინ მაშო?...
ჩანთას სანამ აიღებდა უხმოდ ფიქრებში გართული თვალ გაშტერებული მიეხუტა თეოდორეს ისე რომ ხელი არც კი მოუხვევია მისთვის, სამაგიეროდ თეოდორემ მოხვია ხელები ისე რომ მთლიანად დამალა მაშო, თავჩახრილმა თავზე ნაზად აკოცა და მხოლოდ მის გასაგონად დასვა კითხვა,
- რაზე ფიქრობ მაშუნა?
კითხვაზე წყნარად ახედა მაშომ და უბრალოდ უხმოდ შეაცქერდა,
- მიყვარხარ თედო, უსაზღვროდ მიყვარხარ,
ჩაფიქრებული სერიოზული მზერით ამოილაპარაკა და თეოდორესაც რომ ჩაეცინა, ისევ გულზე მიხუტებულს, ძლიერად მოხვია ხელები,
- მეც ცქნაფო, მეც მიყვარხარ
კიდევ ერთხელ აკოცა თავზე და ეცადა მოეშორებინა,
- მიდი მიდი წადი თორე დარჩები აქ,
სიცილით უთხრა და წინ უბიძგა მაშომაც მაშინ აიღო ჩანთა გოგონებს კოცნა გაუგზავნა, კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ყველას და ვაჟაც ჰოლივუდის ღიმილით დააჯილდოვა, რატიმაც შორიდანვე ჩაუკრა გოგონებს თვალი მაშოს ჩანთა გამოართვა და მაშოც საყვარლად ამოუდგა გვერდში.......

- დავიღალე
ამოიწუწუნა მაშომ რომელსაც რატის მკერდზე ედო თავი და მოსწონდა ის ფაქტი რომ რატიც სხვებივით მგზავრობდა და არა მდიდრებს რომ სჩვევიათ, ალბათ თავსაც იზღვევდა ამ ყოველივეთიზ მას ხომ ზედმეტი ხალხმრავლობა არ უყვარდა
- ჰო ვიცი, დიდი ხანია დგახარ და შენ თავიდანვე სუსტი ფეხების პატრონი იყავი,
სიტყვებმა მაშოს პირველი შეხვედრის საღამო შეხვედრა ამოუტივტივა, შემდეგ მანქანა როცა რესტორნიდან გამოსულმა რატის მანქანაში მოიწყო დასვენება
- რატი, მანქანას რა მოუხერხე?
უცებ ახედა ისე რომ თავი არ მოუშორებია, რატიმაც წყნარად დახედა, თუმცა თვალები მის ბაგეებს მიუძღვნა და შემდეგ შეხედა ლამაზ თაფლისფერ თვალებში რომელსაც გრძელი წამწამები სულ უფრო ქალურსა და ლამაზს ხდიდა,
- თეოდორეს ვაჩუქე
უდარდელად თქვა თუ არა მაშო სწრაფად მოშორდა,
- რა ქენი? აჩუქე?
თვალები გაუფართოვდა უცებ
- ჰო რაიყო?
- უბრალოდ მოულოდნელი იყო,
დააყოლა როცა თავადაც მიხვდა როგორ შეიცხადა და სკამზე კომფორტულად მოთავსდა, რადგან ღვედები უნდა შეეკრათ, მოსაუბრე ფორმაში გამოწყობილ გოგონას საუბარს ყურადღებას არ აქცევდა თავის ფიქრებში გართული ფიქრობდა თუ როგორ შეძლებდა ცხოვრებას, 'ზედმეტად ესიამოვნა' კიდეც ის ფაქტი რომ თეოდორეს აჩუქა მანქანა და ეს მისი საყვარელი მანქანა იყო, უკვირდა ისიც ასე ჩუქება როგორ შეეძლო თითქოს პატარა პულტიანი მანქანა ყოფილიყოს ,ეჭვის თვალით გახედა უცებ რატის და მის მზერაზე რატიმაც მას შეხედა, მაშოს ეჭვის თვალით მაცქერალ მზერაზე სახე კითხვის ნიშნად დამანჭა და კითხვაც გვიან დააყოლა "რააო" მაშომ კარგად ჩაათვალ- აათვალიერა "ჰმჰ"-ს ამოთქმით ცხვირი აიბზუა და გოგონას გახედა, რატიმ კიდევ გაოგნებული მზერა ესროლა და გაკვირვებულმა გადაიტანა ყურადღება მოლაპარაკე ქალზე....
ნეტავ იცოდა მაშომ მისი ცხოვრება ქვეყანასთან ერთად რომ იცვლებოდა? ან საერთოდ მზად არის ამისთვის? იმდენად თამამად მიყვება რატის და იმდენად ენდობა მასთან ყველაფერზე თანახმა იყო, ნდობა, ეს უდიდესი ნდობა იყო, ყველა და ყველაფერზე დიდი ნდობა ჰქონდა მაშოს ქმრის მიმართ....
ნახევარი გზა სკამის საკვებ მაგიდაზე ჩამოეწყო იდაყვები, იდაყვებზე თავი მოექცია და ტკბილადაც ეძინა, უხაროდა რომ პირდაპირი რეისით მიფრინავდნენ და არ უწევდათ გადაჯდომა, თუმცა რამდენი გაიღვიძებდა ადგილზე ვერ ჩერდებოდა, შემდეგ კი რატი იწყებდა მის გართობას, ცდილობდა რამეზე ესაუბრა რომ მაშო გაემხიარულებინა და დროც გონებაში შედარებით ჩქარა ვაეყვანა არაფერი არ უნდოდა მაშოს უარს ამბობდა წვენზეც და რამე მსგავსზე... ისევდაისევ მოითენთა ამჯერად რატი გადაიწია მისკენ და ეს უკანასკნელიც მის მხარზე მოეწყო, არაკომფორტულად იჯდა ორივე რატი მაშოსკენ შეტრიალდა, ცალი მხრით მიეყრდნო საზურგეს, თუმცა არც ისე არაკომფორტულად იყო, აი მაშომ კი ნამდვილად კომფორტულად მოიწყო ადგილი რატის მკერდზე და რატიც რომ მის გრძელ ლამაზ თითებზე თამაშობდა მანაც თვალები გაბადრული სახით მინაბა, საბოლოო ფრენის დრო 4სთ და 37 წთ გაგრძელდა, უხაროდა მაშოს ფრენის დასრულება, თუმცა დაშვების დროს გამოწვეულ შიშსა და გრძნობას ვერ ივიწყებდა, ჩასვლისას მაშინვე შემოეგებათ უნიკალური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი სურნელი, მაშოც იქით-აქეთ იყურებოდა ისე ათვალიერებდა ყველაფერს და თან რატის მიჰყვებოდა უკან და ჩქარ-ჩქარა ამოწმებდა ისევ მის წინ იყო რატი თუ ვინმე სხვას გაჰყვა, ახალი "სამყაროს" თვალიერებაში, ერთი გახედვაც და მიმავალმა რატიმ ხელი გაშალა ნიშნად რომ მაშოს მისთვის ხელი ჩაეკიდა, ამავდროულად გვერდულად გახედა პირველი ჯერისთვის რომ ენახა მაშო რას აპირებდა, უბრალოდ გაეღიმა შენელებულ რატის დაეწია და მის თბილ ხელში თითები ნაზად შეაცურა, ღიმილით შეხედა რატის და მანაც უბრალოდ თბილი თვალებით დახედა,
- ვიცი რომ გშია, სხვაგან უკეთესი რესტორნებია და იქ წავიდეთ,
- ჯერ ალბათ სახლში წავალთ?
- თუ იმდენად გშია რომ ჩემს შეჭმას აპირებ მაშინ არა,
ღიმილით დახედა და თავისი ჩანთა უკეთ მოიკიდა მხარზე მაშოს ჩანთაც კომფორტულად ეჭირა ხელში და მეორე ხელით კი მაშოს თლილი თითებისთვის ჩაევლო ხელი....
გასვლისას რატი შავი ულამაზესი 'lamborghini aventador' მანქანისკენ წავიდა სადაც მის წინ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი კაცი იდგა და რატის დანახვისას ღიმილით და ნელი ნაბიჯებით დაიძრა მისკენ, შორიდანვე დაიწყო იტალიურად შეცხადება მაღალმა მამაკაცმა, რომელიც რატის უტოლდებოდა და რატიც ჩვეული სახით მიუახლოვდა, კაცი ჯერ მაშოს ღიმილით მიესალმა და მაშინვე მოეხვია რატის იტალიური ბუტბუტით, მაშოს ხელი უნდა გაეშვა რატიზე ჩაჭიდებული ხელისთვის, რისი საშუალებაც მას არ მიუცია,, პირიქით უკეთ ჩაკიდა მაშოს ხელი, ცალი ხელიც კი არ მოუხვევია მამაკაცისთვის, თუმცა ამ ყველაფერს მიჩვეული იყო წინ მდგომი, მანქანიდან კიდევ ერთი მამაკაცი გადმოვიდა, რომელიც საერთოდ არ გავდა იტალიელს, მაღალი, საოცარი სტილი ჰქონდა მასაც, დახვეწილი, ლამაზი მზერით ეშხიანი იყო უცნობი, ჯერ მაშოს დახედა, ისიც რატის მსგავსად არ იღიმოდა მკაცრი გამოხედვა მოავლო მაშოს, შემდეგ კი ახლოს მოსულმა ჩამოართვა ძმაკაცურად რატის ხელი, მხიარული შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი კაცი მაშოსთვის გაურკვეველ ენაზე, იტალიურად საუბრობდა და მაშოც გაკვირვებული უყურებდა და უსმენდა ენას, რომელიც ძალიან მოსწონდა, თუმცა არაფერი ესმოდა, კაცს აკვირდებოდა როგორ უცებ გამოართვა რატის ჩანთები ლაპარაკით და უცებვე ჩააწყო მანქანაში,
- მეგონა სელენას გაჩითავდი,
ხმა ამოიღო თუ არა რატის წინ სპორტული შავი შარვლის ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა მამაკაცმა მაშოს თვალები გაუდიდდა, რადგან ენა რომელზეც მამაკაცი საუბრობდა ქართული იყო,
- მეგონა მიცნობდი
რატიმაც დააყოლა ირონიულად და მაშომ რომ უხერხულად და ნელ-ნელა დაიწყო ხელის მოშორება ლაპარაკშივე დახედა მაშოს და ნება მისცა ხელი მოეშორებინა,
- ნუ დაიწყე, ჩამოსვლას აპირებს არ მოგასვენებს არც ახლა,
- დამეხიოს
წინ წავიდა უდარდელი საუბარით იტალიელ კაცს, რომელიც ჩანთას მანქამაში დებდა ჯიბიდან გასაღები მარტივად ამოუცურა, დარჩენილ მაშოს ბიჭმა ინტერესით დახედა, უხერხულად შეიშმუშნა მაშო და ნაბიჯი უკან გადადგა რადგან რატი რომ მაშოს ჩამოშორდა, ბიჭი მაშოსთან ზედმეტად ახლოს იდგა, იტალიელი მამაკაცი რატის წინ ჩამოდგა და მაშოს ღიმილით შეაცქერდა, თვალის მოშორება უჭირდა , შეძლებისდაგვარად რატის დაუბრუნა მზერა და მაშოსთვის გაურკვეველი ენით დაიწყო საუბარი,
- "ეს ცოლი არა?"
ისევ ბედნიერმა კითხა, რატიმაც უნებურად გახედა მაშოს კმაყოფილი მზერით, ნელ-ნელა აათვალიერა მაშო და შემდეგ გახედა წინ მდგომს
- კი
თავის მხირე შეუმჩნეველი დაქნევით უთხრა და შემდეგ ისევ ამაყად დადგა,
- "აი მესმის მშვენება"
ხელი მხარზე მიარტყა გახარებულმა და ისევ მაშოს შეხედა მცქმუტავმა, რატის ახლაღა ჩაეღიმამ მცირე დროში ღიმილს მიჩვეულს და თავი გაცინების დროს ჩახარა, რომ დაემალა
- "ო ჯანდაბა, იცინი?"
შეიცხადა მამაკაცმა უცებ სწრაფად გახედა უკან მდგომს გასარკვევად მანაც დაინახა თუ არა რატის ღიმილი, შოკირებული იყო და ამავდროულად უბედნიერესი, მათ უკან მდგარმა ბიჭმა კიდევ ერთხელ გახედა მაშოს მშვიდად შეავლო თვალი უემოციოდ კოპები შეეკრა მხოლოდ და მხოლოდ, მის მზერაზე ზედმეტად დამორცხვებული და შეწუხებული იყო მაშო, უხერხულად იყურებოდა ისე ავლებდა თვალს მათ და მამაკაცის კიდევ ერთ მზერაზე თავი მორცხვად ჩახარა არ იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო ახლა,
რატიც ჩვეულად მოტრიალდა საჭესთან უნდა დამჯდარიყო, რათქმაუნდა ეს ხომ მისი მანქანა იყო, თუმცა როდესაც მამაკაცებს გადახედა და შემდეგ მაშოს გასაღები იტალიელს ესროლა,
- 'დარიო საჭეს გითმობ, '
- 'ვიღაცას ცოლთან სიახლოვე სუურს'
სიტყვა გაწელა დარიომ და რატის აციმციმებული თვალებით შეხედა
- 'იმაზე მეტად ახლოს ვიდრე შენ ახლა გგონია'
ჩაღიმებით დააყოლა რატიმ და დარიომაც შოკისგან პირზე მუშტი აიფარა, წლები იყო რაც მას იცნობდა, მსგავსი რატი კი ცხოვრებაში არასდროს ენახა,
- "ჯანდაბა ძმაო საერთოდ ვერ გცნობ'
შეიცხადა და კარები მოწიწებით გამოუღო ერთადერთ ქალბატონს, ამ უკანასკნელმაც თავი დაუკრა მადლობის ნიშნად და მანქანის უკანა სავარძელზე მოთავსდა, რატიმ მიუკეტა კარები და მალევე მიუჯდა მეორე მხრიდან ცოლს, რატის მეორე ნახევარი დაბღვერილი იდგა უკვე მარტო ბრაზით მოავლო თვალი გარემოს და ბოლოს მძღოლის გვერდით დაიკავა ადგილი,...
- 'გაგვაცანი, ძაან უხერხულადაა აშკარად ხმას არ იღებს'
სარკიდან გახედა დარიომ წყვილს, და მაშოს შეავლო თვალი, რომელიც ასე ძალიან მოსწონდა
- 'იტალიური არ იცის, ინგლისურად იბაზრე და ასე დაბნეულიც არ იქნება,'
მაშოს გახედა და მანაც ისევ დაბნეულად რომ შეხედა გაეღიმა,
- რა ჰქვია ჩვენ რძალს?
ქართულად იკითხა ბიჭმა რომელიც აქამდე ჩუმად იყო, წამით მაშოს ისევ გაუკვირდა, თუმცა დიდად არ შეიმჩნია და რატიმ რომ მას აცადა საკუთარი სახელის თქმა მანაც დაბალი ტონით გასცა პასუხი,
- მე ტიმოთე, სად გაიცანით ერთმანეთი,
მაშომ სახელზე რატის გადიდებული თვალებით ახედა სახელოს უცნაურობაზე ეცადა არც გაეღიმა
- ხუმრობს, ბუხუტი ჰქვია' გახდა 25 ისარც ისე მოხუცია , ჩვენებურია და ჰყავს და შეგიძლია გაიცნო, ერთად იაროთ რავი რო არ მოიწყინო კაროჩე,
ხელის აქნევით თქვა და გაოგნებულ რატიზე მიშტერებულ პირ ღია დარიოს შეხედა, რომელიც ასე გამხიარულებულ რატის პირველად ხედავდა, რა ,ბუხუტიო, მაშომაც ამოიგმინა და ხმამაღლა ინგლისურად დარიოს მიმართა,
- 'უკაცრავად ბატონო დარიო შეგიძლიათ მითხრათ თქვენს გვერდით მჯდომს რა ჰქვია?'
დარიო ხმაზე მოეშვა თითქოს ესიამოვნა ქალის კრიალა ხმა და სარკიდან გახედა,
- 'ბატონი დემეტრე? სახელს გიმალავენ სინიორიტა? '
სიცილით ამოთქვა უაქცენტო ინგლისურით და უკანა ხედვის სარკიდან წარამარა გახედავდა ხოლმე,
- 'მადლობა'
მცირე ღიმილით დააჯილდოვა მამაკაცი და შემდეგ დაბღვერილმა გახედა რატის, რომელიც ისევ ღიმილით მიშტერებოდა გაბრაზებულ ცოლს, დარიომ რომ გაკვირვება და სიხარული გულში ვერ ჩაიტია სრულად მიუტრიალდა უკან მჯდომებს
- "რა ჯანდაბა გჭირს?! "
- გზას უყურე, არც გავიღიმო?
- არა ძაან მაგარი ღიმილი გაქ მარა რა ხდება ძაან სხვა ხარ
სწრაფად ლაპარაკობდა დარიო და ეს ახალი ენა უფრო და უფრო მოსწონდა და აინტერესებდა მაშოს
- სანამ ესენი მორიგდებიან შენ მოყევი როგორ გაიცანით ერთმანეთი და ამ მოკლე დროში რატო გადაწყვიტე ცოლად გაყოლოდი?,
უცნაურად ეჭვის თვალით უყურებდა დემეტრე მაშოს,
უცებ პასუხი ვერ გასცა მოულოდნელ კითხვაზე და რატის შეხედა თხოვნის მზერით,
- მას არ გადაუწყვეტია, იძულება იყო,
მაშა რა გჭირს? , დემეტრე და დარიოს ყოველდღე წააწყდები ჰოდა თავისუფლად თორე მგონია ბორკილები დაგადე,
ჩაცინებით თქვა და აშკარად მხიარულად იყო რადგან ამდენი მას დიდი ხანი იყო არ უცინია, თუმცა წინ მჯდომს ისე ეცვალა სახე თითქოს მალე საშინელ ცოდვებს ჩაიდენდა
- მოიცადე იძულებით წამოიყვანე? შიგ ხო არ გაქ? ან რა მაშა, მეგონა მთელი ცხოვრება იმ ბავშვს დააკვდებოდი, ახლა სხვაც მაშა გახადე? ლამაზია, ლამაზი კი არა ულამაზესია, წყნარი, მშვიდი ჩანს არ ვიცი რეალურად როგორია მაგრამ ეს არასწორია ძმაო, იძულებით გოგო წამოიყვანე? თან შენ?
იტალიურად დაიწყო დემეტრემ ჩხუბი, აღიზიანებდა რატის საქციელი რომელიც არასწორად გაიგო, საუბარში თანდათან უფრო და უფრო ბრაზდებოდა ისე მოუტრიალდა რატის,
- მერე აგიხსნი აქ არა
იტალიურადვე გასცა პასუხი რატიმ და სკამს მიეყრდნო,
მაშო გაკვირვებული უსმენდა მათ იტალიურად საუბარს, მაშინ როცა შეეძლოთ ქართულად ესაუბრათ
- მოიცადე სერიოზულად?
დარიოც გაკვირვებული ჩაერთო საუბარში
- გზას უყურე! სხვანაირად გაიგეთ, ჯერ ახსნა უნდა მაცადოთ მანამ სანამ ბევრ ლაპარაკს დაიწყებთ, დააყენეთ და ისე მომისმინეთ! უმჯობესია ინგლისურად საუბარი, მაშამ არ იცის იტალიური და დარიო შენ თუ რამეს ვერ თარგმნი გვითხარი და აგიხსნი შენ ენაზე,
ისევ შეეცვალა ჩვეულად რატის სახე თვალები ისევ ბოროტული გაუხდა, თუმცა მაინც დამატყვევებელი გამოხედვა ჰქონდა თმის რამდენიმე ღერი ჩვეულად ჩამოცვენილიყო წინ და გამოხედვაც სრულიად შეცვლილი ჰქონდა, უფრო საშიშსაც კი ხდიდა იმ მომენტში
- უკაცრავად, რომ გეჭრებით მაგრამ, შეიძლება მეც გავიგო რაზე საუბრობთ, აშკარად მე მეხება,
ორი თითის აწევით ჩაერია მაშო და წინ წაწეულმა გადახედა ბიჭებს
- კაი გისმენ რას ქვია იძულება
უცებ ინაცვლა ინგლისურზე დემეტრემ და რატის სარკიდან მკვლელი თვალებით გახედა,
- მე ვიტყვი და რადგან შემიძლია რომ მოვყვე სრულად ვიტყვი,
- შეხვედრის დღიდან დაიწყე
უცებ დააყოლა დემეტრემ და მაშომაც რატის გახედა, რომელიც ფანჯრიდან ბოროტი მზერით იყურებოდა
- მისი ჩამოსვლის წვეულებაზე ვიყავი, რადგან ვინც უნდა დაეწინაურებინა მისი და მისი ძმის გაზრდილი ვარ და როგორც ოჯახის წევრი გავყევი,
- ვიცი ვაჟა ჰქვია,
სწრაფად ჩაეჭრა , რომ მაინც დაედასტურებინა ცოდნის სიზუსტე და აცადა გაეგრძელებინა
- კი ნამდვილად იცი, ვაჟამ გააცნო თავის ძმა თეოდორე და მეც მის გვერდით ვიყავი, მას შემდეგ გვიწევდა ერთმანეთის ნახვა ნუ ეგ ცალკე თემაა, მთავარი ისაა რომ შეყვარებულს დავშორდი,
თქვა თუ არა დემეტრემ უსიტყვოდ მაგრამ ბევრის მთქმელი მზერით გამოხედა ფიქრებით 'აუ დაიწყო გოგოების გულისტკივილიო' მაშინ როცა საერთოდ არ იყო ამის დრო
- ვიცი მაგრამ მომისმინე, ერთ-ერთი ფაბრიკის მფლობელია, აშკარად მანიაკი იყო არ ვიცი რა გააკეთა, თუმცა ვაჟას გაუგზავნა საბუთი და პირობა რომ უნდა გავთხოვებულიყავი, ერთადერთი ისევ ის იყო ადამიანი ვიზეც მომიწევდა გათხოვება წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს დაკარგავდა ვაჟაც და რატიც საქართველოში, ლაშაზე უარზე იყო იცოდა რომ რატის ცოლი უნდა მოეყვანა,
საუბარს ხელებს აყოლებდა და მძღოლიც სარკიდან გამოხედვის დროს იღიმოდა ხოლმე მის გულიან საუბარზე სარკიდანვე ათვალიერებდა ქალს კმაყოფილი და თან ცდილობდა მისი ისტორია გაეგო,
- ჰო ვისაუბრეთ და იცოდა რომ ცოლი მესაჭიროებოდა ორი თვით, ამიტომ დაგვიბარა ორივე და ეს სირული იდეა გაამხილა,
რატიმ განაგრძო თხრობა როცა ცენზურა დაარღვია მაშოს ჩუმად გადახედა, თუმცა არ შეიმჩნია რადგან სხვანაირად ვერ იტყოდა,
- მაშო უარზე იყო პირიქით თანახმა იყო სადისტზე დაქორწინების სამუდამოდ, თანახმა იყო ყოველდღე ცემაში ამოხდომოდა სული და გაყოლოდა კაცს, რომელსაც უკვე დასანახად ვერ იტანდა,
მაშოს ამბავი უკეთ განავრცო და თან უკვე თვალებში ჩახედა თითქოს ეუბნებოდა თუ რა სისულელეს აკეთებდა და რას აპირებდა თავისი ნაბიჯებით
- ასე მწარედ რატო სინიორიტა?
- ახლაც იმ აზრზე ვარ, ვაჟა რომ არ გაგიჟებულიყო ასეც ვიზამდი
ახლა უკვე ჯიუტად გადახედა გვერდზე მჯდომს, თუმცა თავადაც იცოდა რომ ამას არ გააკეთებდა
- ჰო მაგრამ რატო?
გაკვირვებულმა დასვა დარიომ კითხვა და მაშოც გაჩუმდა, ყველა გაჩუმდა მანქანაში, მხოლოდ ძრავის მშვიდი ხმა ისმოდა
- იმიტომ რომ ვატკინე...., ერთ დროს როცა მივატოვე და კი არ მივატოვე ჩემი ჭკუით სამუდამოდ გავქრი მისი ცხოვრებიდან, ჩემს გამო რა არ გადაიტანა მაშინ დავიკიდე როცა ყველაზე მეტად ვჭირდებოდი, სი*ივით მოვიქეცი
რატიმ დაარღვია სიჩუმე, მართალია სერიოზულობით, გული სტკიოდა როცა ამ სიტყვებს ამბობდა, ნანობდა იმ საქციელს, თუმცა მაშოს არ აგებინებდა იტალიურად წარმოთქვა სიტყვები, რომელიც დიდიხანი უნდოდა ვინმესთვის ეთქვა, დემეტრემ მის საუბარზე უცებ გახედა მთლიანად მოტრიალდა და ჯერ მაშოს შეხედა შემდეგ გახედა მის უკან მჯდომ რატის გაფართოებული თვალებით
- მოიცადე, მაშა? ის გოგოა?
გაკვირვებულმა შეხედა ისევ მაშოს და მაშომ მართალია რატის სიტყვები ვერ გაიგო, თუმცა ახლა დემეტრეს ქართულად წამოძახებული გაკვირვებული სიტყვები ყველაზე უკეთ ჩაწვდა მის სმენას, ცოტა აღიზიანებდა კიდეც ამდენი ხტუნაობა ენებზე, თუმცა მალე შეეჩვეოდა,
- ის გოგოა ბოლოს აეროპორტში რომ გამოგეტირა?
- ეგ ვარ,
გაეცინა მაშოს და დარიო, რომელიც სარკიდან უყურებდა მაშოს სრულად გაშრა, ქალის ჰოლივუდის ღიმილზე დემეტრესაც გაეღიმა უნებურად მის ღიმილზე მაგრამ დარიო თითქოს მოჯადოვდა კიდეც თვალი ვეღარ მოწყვიტა სარკეს დაავიწყდა კიდეც რომ საჭესთან იჯდა,
- გზას უყურე,
დაბოხებულ ხმაზე მაშომ რატის გახედა, რომელიც დარიოს უცნაური მზერით უყურებდა, თითქოს შერცხვა მამაკაცს თავი ჩახარა და გზას გახედა,
- ანუ მაშა ხარ, ძმაო მე და შენ ბევრი სალაპარაკო გვაქვს, რატის შეხედა და თითქოს ხასიათი შეცვლოდა მხიარული გამხდარიყო ახლა და სრულიად გარდაქმნილი ტრიალებდა იქით-აქეთ, სკამზე ვეღარ ჯდებოდა
- ბედის მწამდა მაგრამ ასეთის?
განაგრძო და წინ შეხტომით შებრუნდა,
- გამისწორდა, ავღნიშნავ აქვე რომ, ვერასდროს გიცნობდი არც კი მომაფიქრდებოდი, შეცვლილი ხარ, საოცრად შეცვლილი, დაქალებულხარ მაშო,
ღიმილით გახედა ისევ და კმაყოფილი იყო, იმით რომ საბოლოოდ ძმაკაცს დაუბრუნდა ადამიანი, რომელსაც მისი ცხოვრების მანძილზე გონებიდან ვერ იგდებდა, რატის ცხოვრება სხვანაირი იყო ბევრი მიზეზებითა და ისტორიებით სავსე,
მაშომ ისევ ფართოდ გაუღიმა და დემეტრესაც ისევ ჩაეღიმა....
ეზოში მანქანის შესვლის შემდეგ დარიო სწრაფად გადმოხტა მანქანიდან და მანამ მაშო გააღებდა სწრაფად გაუღო კარი , მაშომაც მადლობის ნიშნად გაუღიმა და რატიმაც დაჭიმული ყბებით გახედა მამაკაცს, უხეშად გააღო კარები და სწრაფად გადავიდა,
სახლში შესვლისას მაშომ უცებ მოათვალიერა საოცრად გემოვნებიანად მოწყობილი სახლი და ღიმილიც ვერ შეიკავა, რადგან ყვავილების კუთხეც კი იყო რომელიც იმდენად ლამაზი იყო რომ ღიმილს ვერ შეიკავებდი, სათბურის მსგავსი ოთახი გამოეყო სახლშივე ყვავილებისთვის
- ყვავილები? შეენ? და ამდენი?
კითხვებით ღიმილით გახედა რატის და ყვავილებისკენ წავიდა სათითაოდ დაუარა ყველა ყვავილს ყველას იცნობდა თავადაც ყვავილების მოყვარული იყო და აქ ყველა ძვირიანი საუცხოო და ულამაზესი ყვავილები იყო, რამდენიმე ყვავილს ქოთნიდან ზედმეტი ამოსული ბალახები უცებ მოუთხარა და მუჭში დაიგროვა,
- არ ვიცი მთელი ეს დრო მათ ვინ უვლიდა, თუმცა წყალი ესაჭიროებათ და ამავდროულად, ზედმეტი ბალახების მოშორებაც, პატრონო რა გჭირს
სიცილით გახედა რატის და მიუახლოვდა
- ჩემი არაა დედას მოწყობილია,
დააყოლა და ჩანთიანად ავიდა მეორე სართულზე,
- ნაგავი სამზარეულოშიც გარეთაც და მანდ სპეციალურად მაგისთვისაც არის,
კიბეებზე ასვლის დროს დააყოლა რატიმ და მაშოც სწრაფად გავარდა გარეთ ეზოს მოსათვალიერებლად ნაგვის გადაყრა კარგი მიზეზი იყო, ნაგავი გადაყარა და ეზოც მოათვალიერა, ეზოც ისეთი მშვიდი იყო სამნაირი საქანელა, ჰამაკი, და კიდევ ერთი დიდი დაწნული საქანელა ლამაზად ეკიდა, ეზოშიც იყო დარგული ვარდები, წინ გამოყოფილი გასასვლელი ბილიკი, და ეზოს არანაირი ღობე არ ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ დაბალი მობიბინე საოცრად მოვლილი მწვანე ბალახი თუ გამოყოფდა, სახლის ტერიტორიას, ქუჩები ძალიან მშვიდი დიდი და მოვლილი იყო, საოცრად სწორი გზა და სწორი ადგილი იყო ზღაპარში ეგონა თავი უზომოდ მოსწონდა, ღიმილით გახედა წინ შორს გზის იქით სახლიდან გამოსულ მეზობლებს, რომლებიც მაშოს მიშტერებოდნენ მანაც ფართოდ გაუღიმა ყველას და სახლში შევიდა, მეორე სართულზე სირბილით ავიდა, თუმცა რამდენიმე ოთახის შესასვლელზე დაიბნა, მეორე დაკაკუნებაზევე მიაგნო რატის და ოთახში შევიდა,
- ასე არ უნდა მიმატოვო ხოლმე,
- საშუალებას გაძლევ თავად შეისწავლო ყველაფერი, საწოლზე ყუთის დადებასთან ერთად გამოხედა მაშოს და მაშომაც ოთახს დაუწყო თვალიერება, მაშინვე ოთახში მდგარ დიდ ბუდე საქანელას გაუშტერა თვალი და შემდეგ შეხედა რატის
- შეგიძლია ტანსაცმელები ამოაწყო, გაემზადო და გავიდეთ, ვფიქრობ ყველაზე მყუდრო ოთახი ეს არი თუ გინდა სხვა ნახე, აბაზანას მიხვდები განსხვავებული ფერის კარებია მარჯვნივ, დაბლა უკანა მხარეს გასასვლელში პატარა სახლის დაფარული ეზოა აუზია და მოკლედ დასასვენებლად კარგია, გაინტერესებს რამე?
- არა სერ არ მაინტერესებს,
საფეთქელზე გაშლილი ხელის წვერი მიიდო და ისე გააყოლა თვალი რატის, რომელიც მაშოს ქცევაზე თავს აქნევდა
- რა მაგარია დროში ვმოგზაურობ არადა მახსოვდა ეს დრო ცოტახნის წინ გამოვიარე,
მოტრიალებულ რატის მაშოს სიტყვებზე ჩაეცინა ისე გამოვიდა ოთახიდან ....
.....
მთელი ღამე გაეწელა თეოდორეს, უჭირდა განშორება და უკვე საუკუნე ეგონა რაც მაშო წავიდა, ნერვიულობდა მის ბედზე მომავალზე და საერთოდ მის ცხოვრებაზე, მთელუ ღამე ტრიალებდა ბორგავდა, ვერ ისვენებდა, უაზროდ დადიოდა სახლში ღამის სამ საათზე ადგა და სახლი დატოვა....
.....
- 12 საათზე ჭამა ნორმალურია?
კითხვა დაუსვა მაშომ რატის როცა უკვე რესტორნაში ისხდნენ
- ჰო გშია არა?
კითხვით უპასუხა და მაშომაც თავი დაუქნია
- ჰოდა ვსო, იტალიური რამე გააქვს გასინჯული? პიცის გარდა,
სწრაფად დააყოლა ბოლოს და მაშოსაც გაეცინა,
- კი მხოლოდ პიცა,
სიცილით უპასუხა და ფორმაში გამოწყობილ შავ ხალათ გადაცმულ მამაკაცს ახედა, რომელმაც ლანგრით შეკვეთა მიიტანა
- პარმიზანი, სპაგეტი მოლუსკებით, სალიამი და პროშუტო და ესეც შენი თვით იტალიაში დამზადებული პიცა,
ყველაფრის სახელი თავად უთხრა რატიმ ღიმილით და თან მაშოს აკვირდებოდა
- გმადლობთ გმადლობთ....
.....
ფეხით დაუყვა თეოდორე ქუჩებს დროის გასაყვანად სად აღარ დადიოდა, ხან ჩამოჯდებოდა ხან ისევ უაზროდ დაუყვებოდა ქუჩებს, უცებ მისმა ტელეფონმა სიმღერა რომ დაიწყო მანაც დაუხედავად უპასუხა, ერთი ის იკითხა თუ ამ ღამეს ვის არ ეძინა,
- გისმენთ,
- ტელეფონს რომ დახედო ხოლმე არა?
გოგოს ხმაზე უცებ დახედა ტელეფონს თეოდორემ შემდეგ კი ისევ ყურთან დაიბრუნა,
- ბაბი? რატო არ გძინავს? კარგად ხარ?
- თეოდორ აბა გამოიხედე მარცხნივ სახლის ფანჯრისკენ
წკრიალა ხმით უთხრა და თეოდორეც ასე მოიქცა ფანჯრის რაფაზე ბარბარე შემომჯდარიყო და ღიმილით უქნევდა ცალ ხელს თეოდორეს,
- ვააა, შენ უბანშიც გავიჩითე საღოლ,
საკუთარი თავი შეიქო და ბაბის თვალი ჩაუკრა,
- არ აპირებ დაძინებას?
- არა რავი არ მეძინება
- მაშინ ჩამო,
- დამელოდები?
- კი
ერთმანეთს უყურებდნენ შორიდან და ისე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს,
- კაი მაშინ დამელოდე,
გაუღიმა და ზარი დაასრულა, კიდევ უყურა თეოდორემ და ბარბარეც რომ ფარდას მოშორდა, იქვე სკამზე ჩამოჯდა......
......
- ლამაზია და თან ძალიან გადატვირთული, ბევრი საშოპინგო ადგილებით,
გაეკრიჭა მაშო რატის და მკლავზე ხელები მოხვია რატიმაც მას დახედა ცოტა უცნაურად იგრძნო იმ წუთში თავი, თუმცა არ შეიმჩნია უბრალოდ გზას გახედა და მაშოს ქცევაზე შეუმჩნევლად გაეღიმა კიდეც,
- მარტო თუ გამოხვალ იცოდე რომ ინგლისური თითქმის არ იციან, შეგიძლია დიდ აი მაგ საშოპინგო მაღაზიებში შეხვიდე და იკითხო რაც გინდა, უკეთესია თუ მარტო არ გამოხვალ ამის მერე, თუმცა არ გიჭერ და არც გიკრძალავ
რატის საუბარზე მაშო უცებ გაჩერდა, ნელ-ნელა ახედა რატის მოშორდა და მისკენ შეტრიალდა, წამით ჩუმად უცნაურად სევდიანი თვალებით უყურებდა მამაკაცის ლამაზ თვალებს,
- რა მოხდა შენს თავს? ვინ ხარ?
კითხვაზე რატიც ჩუმად უყურებდა მაშოს, იცოდა ეს კითხვა საიდან გამომდინარეც მოდიოდა, თუმცა მისთვის დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერ სცემდა,
- არ გამანდობ ბოლო-ბოლო?
- წამოსვლიდან ბევრი რამ შეიცვალა, ჩემთან ერთად, ვიცი გაღიზიანებს იმ ურთიერთობის შემდეგ ასეთ რობოტ ადამიანთან ყოფნა, მაპატიე, მაგრამ ვცდილობ მერწმუნე, რომ რამე მსგავსი დავიბრუნო, გაიგებ ალბათ ოდესმე მაგრამ ახლა არა,
ვერ ხვდებოდა საიდან უნდა დაეწყო, თუმცა ნელ-ნელა თითქოს გამოუვიდა რაღაც პასუხის გაცემა და დამშვიდდა კიდეც,
- შენი უნდა მეშინოდეს?
- მაშაა რა ფიქრები გაწუხებს,
ჩაცინებით უთხრა და თავზე ხელი პატარა ბავშვივით მოუსვა,
- წამო წამო გვიანია უკვე,
ხელი გაშალა წინ წასულმა და მაშომაც უცებ რომ შეუცურა ხელი ხელში ღიმილით დახედა,
- კიდევ ერთი კითხვა მაქვს,
წამოძახებით ახედა და რატიმაც ღიმილით დახედა ისევ
- მკითხე,
- მანქანებს გოგონებივით რატომ იცვლი,
- რა ცუდი შედარება იყო,
უფრო გაეცინა რატის და თავი გადააქნია
- ვფიქრობ ქუჩაში უბრალო სეირნობის დროს არ არის საჭირო ვიმარიაჟო,
გულწრფელი პასუხით დახედა,
- მაინც მარიაჟობ ცნობისთვის,
თვალები აატრიალა და მიახლოებულ მუქი ლურჯი ფერის გაფორმებულ chevrolet camaro ZL1 ერთისკენ წავიდა
სიცილით გახედა რატიმ და მანქანას საკეტი შორიდანვე გაუხსნა......
....
- რატო არ გეძინა, გვიანია
სეირნობის დროს გადახედა თეოდორემ ბარბარეს
- შენ ქუჩაში დაბოდიალებდი ცნობისთვია ამ გვიან
- ჰო მართალია,
დაბალხმაზე თქვა და თავჩახრილმა განაგრძო სიარული
- ვიცი რომ ნერვიულობ, მაგრამ მაინც არაფერს იზავს შენი ნერვიულობა, ყველაფერი კარგად იქნება ხომ იცი არა?
მაშინვე მიხვდა ბარბარე რა აწუხებდა თეოდორეს და რის გამო უტყდებოდა ძილი, მაშო, მაშო იყო მისი სადარდებელი
- არ ვიცი, მაგიტო ვნერვიულობ რატი არ არის ის ადამიანი რომელიც მაშოს მსგავს გოგოსთან უნდა ცხოვრობდეს,
ხმადაბლა ამოაყოლა რაღაც სევდანარევი ხმა და უფრო გაერია შიში,
- რას მალავთ არ იტყვი? მცველებს და ჩვენთან დირექტორსაც კი ეშინოდა მისი, ვფიქრობდი რომ მისი ფულის გამო ხდებოდა და სამსახურიდან დათხოვის ეშინოდა თუმცა ასე ნამდვილად არ ყოფილა,
თეოდორეს ახედა და რატომღაც ფიქრობდა რომ გასცემდა კიდეც ამ კითხვაზე პასუხს,
- ეს ჩვენ არ გვეხება, ნუღა შევიჭრებით მის პირადში რაც იყო წარსულს მიაბარა თუ ისევ არ დააბრუნა,
- ვერაფერი გავიგე,
ნამდვილად დაბნეულმა გააქნია თავი ბარბარემ პასუხად უბრალოდ გადახედა თეოდორემ და ხმა აღარცეთს ამოუღია, მშვიდი ღამე იყო, თუმცა ციდან წვრილი წვეთები ცვიოდა, ნაზად ცრიდა, გზაზე განათებულ ლამპიონის ფონზე ლამაზად ჩანდა წვრილი წვეთები, თუმცა სასიამოვნო იყო სიარული, წყნარი საუბარით გაჰყავდათ დრო გვიან, ძალიან გვიან მიაცილა თეოდორემ ბარბარე ისევ სახლში და თავადაც მშვიდად დაუყვა გზას, ბარბარესთან მაშოზე გაგრძელებული საუბრის გამო თითქოს დამშვიდებულიც იყო, მისულმა მარტივად შეძლო დაძინება......
.....
დილას ისე უცებ წამოხტა ტანზე არც კი დაუხედავს რატის ხმა გაიგო თუ არა უცებ წამოხტა გარეთ გამოვარდა და კიბეებზე სწრაფად რამდენიმე საფეხური ჩაირბინა რომ რატი დაენახა, თუმცა იქ მხოლოდ რატი კი არა დემეტრე კიდევ ორი გოგონა და დარიოც იყო, სწრაფად შედგა ადგილზე რატიმ და ერთ-ერთმა გოგომ მოასწრო მაშოს დანახვა 'პერანგში' და მაშოც უცებ ავარდა ისევ რატის ჩაეღიმა და მასთან ახლოს კართან მდგომმა ბიჭებმაც მის მზერას გააყოლეს თვალი, თუმცა ვერაფერი რომ ვერ დაინახეს ერთმანეთს გაკვირვებულებმა შეხედეს და რატიმ რომ საუბარი განაგრძო მათაც მოსმენა განაგრძეს, უცებ მონახა მაშომ ჩასაცმელი თმაც უცებ შეისწორა გაშლილი დატოვა და მოშიშვლებულ მხრებს საყვარლად გადმოეფარებოდა ხოლმე აბაზანაშიც უცებ შევარდა მოწესრიგდა თუ არა მაშინვე ჩქარ-ჩქარა გამოვიდა კიბეებს რომ ჩამოუყვა ისევ ადგილზე რომ ნახა წყნარად დაიწყო სვლა, მაშინ შეამჩნია დარიომ და ბოლო საფეხურამდე თბილი და საოცარი მზერით უყურებდა ქალს, მის გრძელ და ლამაზ თმას ლამაზ ფეხებს და წვრილ წელს სათითაოდ აკვირდებოდა ყველაფერს, ხმაურზე ყველას ყურადღება მალევე მიიქცია, რატიმ უცებ ჩამოიფარა შარვალში ჩადებული იარაღის დასაფარად მაისური და გოგოს კითხვაზე "ეს ახალი ნაშა?" უცებ აიჭრა,
- ტ*აკი დააყენე!
უხეშადვე გასცა პასუხი ქალს რომელიც მეტსაც ყოველთვის იმსახურებდა, მასთან რატი ყოველთვის სხვანაირი იყო, რადგან არასდროს უყურებდა როგორც გოგოს, მაგრამ ამავდროულად ამ უკანასკნელმა უზომოდ ბევრი რამ იცოდა რატის მოღვაწეობაზე, რადგან ის ყოველთვის ხედავდა რატის სისასტიკეს, მისი ეშინოდა საშინლად ეშინოდა და ამავდროულად შიშის ფონზე ბევრ ცუდ რამეს აკეთებდა თან უნდოდა რომ რატის დამსგავსებოდა სიბოროტით, მასსავით სიძლიერე უნდოდა ყოველთვის, ეს გოგო იყო ნიკოლეტა
- მოკლედ კიდევ ერთხელ ბიჭებს და თქვენც გაცნობთ ჩემს ცოლს მაშოს,
ინგლისურად დაიწყო ხმამაღლა საუბარი რატიმ და მაშოს ხელი გაუშალა თუ არა მაშოც ღიმილით ამოუდგა გვერდით მანახ ხელი გადახვია გვერდში მდგარს
- კარგი წყვილი ხართ,
დააყოლა მეორე გოგონამ და რატიმაც დემეტრეს დას შეხედა სალომეს, რომელიც გულჩამკვდარი უყურებდა მაშოს, თითქოს გული ერეოდა მასზე, ბოღმა შური და წყენას აევსო, ისეთი სახე ჰქონდა თითქოს უნდა ეტირა კიდეც,
- სალო შენ დიდი რამეები გევალება, მაშოსთან ერთად იყავი ხოლმე ეცადე აქაურობა დაათვალიერებინო და კაროჩე დაქალობა გაუწიო თუ როგორცაა,
უთხრა თუ არა სალომემ დიდი ნერწყვი გადაყლაპა და ყველაფრის გარარეშე შურისძიების გეგმა უტრიალებდა თავში შურისძიების მრავალი სახე მხოლოდ,
- უნდა წავიდე,
თმები გადაუწია მისკენ შეტიალებულმა და მისი სახე ხელში მოიქცია დაბალი ბარიტონით უთხრა და მის საქციელზე მაყურებელი სალომე გარეთ გავიდა მისი ქცევის შემდეგ მიბაძეს დანარჩენებმაც და წყვილი მარტო დატოვეს, შორიდან თუ უჭვრეტდნენ ცნობისმოყვარეობის გამო
- სად მიდიხარ?
სწრაფადვე დასვა კითხვა ისე უყურებდა თავაწეული თვალებში საყვარელი წყლიანი თვალებით, სურვილი რომელიც რატის კლავდა საკუთარ თავს უფლება მისცა გაეკეთებინა დახრილმა ნაზად აკოცა ნაზად დახუჭულ თვალებზე და მაშოც წამით გაიტრუნა, ეგონა რომ კარებიდან მაყურებლების გამო შექმნა სხვა წარმოდგენა ურთიერთობაზე, თუმცა რეალურად ეს რატის გულწრფელი ემოცია იყო,
- მოვალ, სახლში ყველაფერია თუ ვინმე მოვიდეს კარები არ გააღო ჯერ მე დამირეკე, თუ უცხო ვინმე ნახო კამერაში ხო საერთოდ არ უნდა გააღო კარი ახსნას არ ვაპირებ და არ შეწუხდე, ერთ საათში ან უფრო მალე მოვალ
მაშო უსიტყვოდ უყურებდა ხან ერთ ხან მეორე თვალში, შეწინააღმდეგებასაც არ აპირებდა, სახლში იმაზე მეტი რამ იყო ვიდრე გარეთ მოისურვებდა, სიგრილესთან ერთად, მის ქცევაზე გაიღიმა რატიმ და შუბლზეც ნაზად მიაკრო ტუჩები, რომ არაფერი უთქვამს მაშოს მოშორდა და სახლი დატოვა, რატის მიუხედავად იმისა რომ ცდილობდა ძველი საქმიანობა უკან ჩამოეშორებინა ყოველთვის ჩნდებოდა რაღაც ახალი რაც ისევ აიძულებდა დაბრუნებოდა ძველ საქმეს რაც უკვე ნამუსს ქენჯნიდა და სიზმრების სახით იწყებდა რატის ნამუსსზე აგდებას, თითქმის ყოველ ღამე, თუმცა რატი ამ ყველაფერს პროფესიონალურად აიგნორებდა. მაშომ მაშინვე თეოდორეს დაურეკა ჩათში ვაჟა, ანანო და ბარბარეც ჩართო, მაშინვე უცებ გასცა პასუხი თეოდორემაც და მას შემდეგ ჩაერთო ანანო,
- ეგოგო ცოცხალი ხარ,
ხელები გაშალა თეოდორემ მაშოს დანახვისას და ფართოდ გაიღიმა,
- როგორ ხარ მაშუნა
ჩაყვირა ანანომაც და აშკარად სამსახურში იყო თეოდორე კი აშკარად საჭესთან იჯდა ტელეფონი დამჭერში მოეთავსებინა და ხან გზას ხან ტელეფონში მომზირალ მაშოს გახედავდა ხოლმე
- კარგად ვარ მშვიდობით ჩავედი გადასარევ ადგილას ვარ, ვცოცხლობ და რავიცი,
ღიმილით გასცა პასუხი და მის ღიმილზეც ღიმილით უყურებდა თეოდორე ტელეფონში,
მაშინ ჩაერთო ბარბარე და გაკრეჭილმა ხელი დაუქნია, ახალგაზრდებს
- რავა ხარ მაშუნა, კი არა მაშა,
ჩაიცინა და ისეთი აციმციმებული თვალები ჰქონდა აშკარად კარგი ამბით იყო, მასაც გაუმეორა მაშომ თუ როგორ იყო და ბარბარემაც უცებ გააჩუმა ყველა, ტელეფონს ხელი დაავლო და შენობის გასახდელში იქ სადაც მაშოსა და რატის მოგონებები აკავშირებდათ იქ შევარდა,
- ახლა უყურეეე შენიი ბოლო კაბა რომელიც თავად შეკერე და ეს დამპალი დირექტორი რო არაფერს უკეთებდა მანიკენზე ჩამოცმული ოვერლოკების და რულონების საწყობში რომ იდო თეთრ პარკ გადაცმული, წინაზე შენ ქმარუკას უნახავს და აბა მიხვდი რა გააკეთა,
- რა გააკეთა?
გაკვირვებულმა იკითხა და დანარჩენებიც გასუსულები უსმენდნენ,
- დადიანების წვეულება იყო წუხელ მემგონი, მაგრამ გამოსვლა ჰქონდათ მოდელების ახალი მოდელები გამოჰქონდაათ, ოც წუთში სამიათასზე მეტი ხმა გქონდა ყველაზე მაღალიიი შეფასებააა რატის ხვალ გამოეგზავნება მასალები და მე წინასწარ გილოცავ,
ტაშის კვრით გაღიმებული აციმციმებული თვალებით ეუბნებოდა და მისი სიტყვის შემდეგ გულწრფელი ემოციებით დაიწყეს მილოცვა, მაშომ პირზე აიფარა ხელები გაუხარდა ბედნიერი გახდა უცებ მართალია მისი ცხოვრება სრულიად შეცვლილი იყო თუმცა თავისი საქმით "შრომით" მიღწეულმა ძალიან გაახარა
- სერიოზულაად? ტყუილად არ მალოდინოო,
ემოციებით თქვა თან ღიმილს ვერ იკავებდა,
- ოო გოგო ახლა,
ხელი აიქნია ბარბარემ და მაშოც პირზე ხელ აფარებული ადგილზევე დატრიალდა......
.
პირველი რაც კი რატიმ გააკეთა ეს ჯერ მაშოს საქმე მოაგვარა, საავადმყოფოს შენობის გვერდით, კომპანიაში მაშო მოაწყო, როგორც მთავარი დირექტორი და შემქნელი, შემდეგი კი დედის ნახვა იყო შესვლისთანავე ბედნიერმა შეაღო კარი და შუბლზე ნაზად აკოცა, მართალია მაშოსთან ერთად უნდოდა ამის გაკეთება, თუმცა არჩია თავად ეთქვა ცოლის ამბავი, მოსიყვარულების შემდეგ და ბევრი ტკბილი დიალოგის შემდეგ, გვერდით ჩამოუჯდა და ცოტახნით განტვირთვისთვის დედის გულ-მკერდზე დადო თავი, დედამაც ნაზად მოხვია ხელი შვილს ღიმილით და მთელი მისი წუხილი და დარდის მოშორებას ეცადა,
- დეე წამლებს ხომ სვამ?
თავ დადებულმა წყნარი ბარიტონით დაუსვა კითხვა და ქალიც მაშინვე დაეთანხმა
- კი დედა კი, ექიმმა მალე კარგად იქნებიო შემეძლება დავბრუნდე სახლშიც გავიცნო რძალი, სხვათაშორის აქებენ ძალიან ლამაზიაო,
დააყოლა თუ არა რატიმ თავი უცებ წამოწია,
- იცოდი?
- დღეს გავიგე სალომემ თქვა, თუმცა არც ისე ბედნიერი ჩანდა რამე ხომ არ აწყენინე?
თბილად მოუსვა ქალმა ხელი სახეზე და სიმპათიური შვილი ძლიერი სიყვარულის მზერით აათვალიერა
- არაფერი გამიკეთებია არ მითქვამს, ჩემი ბრალი არაა და მე ნუ მაბრალებ ხოლმე
უცებ შეეკრა კოპები ბავშვურად და ქალსაც შეძლებისდაგვარად გაეცინა, ხელთავიდან ჩაიხუტა შვილი და თავზე აკოცა
- მალე გამაცანი,
რძალზე ფიქრით უთხრა ამავდროულად, ვერაფერს ამბობდა, ეს რატის ცხოვრება იყო და საერთოდ არ უნდა ჩარეულიყო მის 'ბინძურ' ცხოვრებაში, უხაროდა ის ფაქტი რომ ცოლის გამო იძულებული იქნებოდა შეცვლილიყო რაც ეს ძალიან კარგად იცოდა, თუმცა ღელავდა იმაზე რომ თუ რატის რჩეულს სიყვარული არ დააკავშირებდა რატისთან ან პირიქით, ან თუ რძალს მხოლოდ მატერიალური ფუფუნება დააინტერესებდა, რატი მთელი ცხოვრება ცოდვით იცხოვრებდა, მძიმე ცოდვით, რომელიც ქალს უარესად ავადებდა და სიკვდილს უსწრაფებდა,
- მას იცნობ.... ანგელოზს გავს,
დაბალ ხმაზე თქვა თან ისევ ნაზად დაადო ქალს თავი მანაც ისევ მოხვია შვილს ხელები და სიხარულს გულში ვერ იტევდა ,
- გრძელი დალალები აქვს აი ისეთი საოცარს რომ ხდის, ვერ აგიღწერ უნდა ნახო, დიზაინერობას გეგმავს, უკვე ბევრ წარმატებას მიაღწია საკუთარი ნაშრომებით სხვათაშორის, მისი დახმარებით თბილისში რომ კომპანია მაქვს დირექტორი მდიდრდებოდა , აქ ნახევარზე მეტი ჯგუფის წევრებს მისი შექმნილი დიზაინი ეცვათ ,ხალხი აზრზე არ იყო ვინ იყო შემქმნელი ახლა ეცოდინებათ,
ფიქრებით საუბრობდა სიყვარულიც და სიხარულიც გაერია ხმაში თბილად იხსენებდა მაშოს და ეღიმებოდა კიდეც, მხოლოდ დედასთან იყო რატი სხვანაირი მხოლოდ და მხოლოდ მასთან, მასთან ერთად ფიქრობდა ქალიც თავიდან რატის სიტყვებზე ეღიმებოდა, თუმცა ღრმად ფიქრებში შეჭრილს სახე დაუსერიოზულდა
- და მაშო? ნეტავ გენახა დე, ასე უცებ შეძელი დაგევიწყებინა? ნეტავ გეპოვნა, როგორ იყო? შენი მაშა ჰო დე?
გაეღიმა ბოლოს ქალს ისევ გახსენებულზე და რატიმაც უცებ წამოწია ღიმილით თავი, არავის ავიწყდებოდა მაშო, ყველა იცნობდა ყველა ის ვინც რატისთან ახლოს იყო, მას ახსნაც კი ჰქონდა,
- დედა მაშო...
საუბრის დროს გააწყვეტინა ტელეფონმა სიტყვა, უნდა გაეთიშა, თუმცა როცა სახელს თვალი მოკრა სახე სრულად შეეცვალა დედას ბოდიში მოუხადა და გვერდზე გავიდა, ტელეფონნში ღრიალის ხმა ისმოდა შემდეგ კი აღელვებული ხმა გაისმა
- რატი მივიდნენ რაც დაავალე გააკეთეს და წამოვიდნენ აღმოჩმდა რომ სახლში იმ ახვარის ცოლ-შვილია თავად არ არის მიწებიდან დაიწყო წვა წასასვლელი და შესასვლელი არ არის ყველა წამოსულია , ახლოს არავინ არაა ფაქტიურად განწირულები არიან თუ უკვე არ შეიწვნენ,
იტალიურად სწრაფად და ანერვიული ლაპარაკობდა კაცი, წარმოდგენაც არ უნდოდა ახლა როგორ უღრიალებდა რატი ან როგორ გაცეცხლდებოდა უეცრად,რატის დახმარებებით უნდა ეძია შური მოსისხლე მტერზე, თუმცა მიცემი რჩევების შემდეგ მარტო ეგეც კი არ გამოუვიდათ ახლა კი განწირული იყო ჩვილი ბავშვი და დედა, რომლებიც ახურებულ ეზოში ხის კოტეჯში ერთად დაიწვებოდნენ, უცებ წაეკიდა ცეცხლი თავზე რატის , უსიტყვოდ გათიშა ტელეფონი რატის სხეული მთლიანად ღელვამ მოიცვა, დრო აღარ გაუწელავს დედამისს თბილი კოცნით უცებ დაემშვიდობა და შენობა სრულად დატოვა...
- დედაშევე*ი აუცილებელია ყველაფერი მე გავაკეთო ეს დედა მოტ*ყნულიი?!
გზაში გამოსული ხმამაღლა ყვიროდა მშობლიურ ენაზე, მაინც არავის ესმოდა მისი ხმა ღრიალით მიარტყა მანქანასს წიხლი და აფეთქების პირას იყო, მისი წესები ქალებსა და ბავშვებს არ ეხებოდა, ვერასდროს მიაყენებდა ზიანს მათ, ყოველთვის აქეთ თუ იცავდა ქალებსა და ბავშვებს, ახლა კი მისი დახმარებით ცოცხლად დაიწვებოდა უდანაშაულო დედა-შვილი, რისი გაფიქრებაც აგიჟებდა, საავადმყოფოს გვერდით დიზაინის ქარხანას სწრაფად ჩაუქროლა და დანიშნულების ადგილისკენ გადაჭარბებული სიჩქარით წავიდა....
.....
- არ შეიძლება რომ ამ სახლში რამე იყოოსს?!,
სამზარეულოში იქექებოდა მაშო და ცდილობდა მოეძებნა რამე ტკბილი, თითქმის ყველაფერი გააღო მოძებნა, ერთ ადგილას რამდენიჯერ გამოხსნიდა ხოლმე და რამდენიმეჯელ მონახავდა ნერვოზულად
- იმიტომაა მწარე რომ საერთოდ არანაირი ტკბილეული არ აქვს, ღმერთო ჩემოოო,
სკამზე უხეშად დაეხეთქა და ხელებიც ჩამოყარა ყურებთან ერთად,
- ნაყინი მაინც ხომ უნდა იყოოოს არა
ისევ წამოხტა და საყინულე გამოაღო, არაფერი არ დახვდა, სახლში კონდიციონერის დახმარებით საერთოდ არ ცხელოდა კომფორტულად გრძნობდა თავს, თუმცა ტკბილს ზედმეტად ძლიერად მოითხოვდა ორგანიზმი რატის სახლში კი არსად არ მოიპოვებოდა, ფლატა ფლუტით გამოვიდა სამზარეულოდან და ლამის დარიოს რომ შეასკდა თან მოულოდნელად დანახულზე უცებ იყვირა,
- დაწყნარდი მე ვარ,
სიცილით ააყოლა ხელები მამაკაცმა და უაქცენტო ინგლისურით დააწყნარა მაშო,
- მართალს იძახის რატი ჭკუა უნდა ვისწავლო ნელ-ნელა
ბუზღუნით თქვა ქართულად მას შემდეგ რაც გაახსენდა კარების ისევ ღია დატოვება და შემდეგ ახედა დარიოს, ბრაზობდა იმაზე, რომ ვერა და ვერ ისწავლა კარების დაკეტვა რის გამოც ერთხელ უკვე ლამის ცხოვრება გაუნადგურდა
- აქ რას აკეთებ?
შემდეგ დაუსვა წყნარად კითხვა და უხეშად შეათვალიერა, შემდეგ როცა გაანალიზა, რომ რატის სიუხეშე მასაც ათვისებოდა სწრაფად შეიცვალა მზერა
- ვიფიქრე რამე ხომ არ გინდოდა,
უცებ გასცა მამაკაცმა პასუხი და ქალი მალულად შეათვალიერა, უკვე კარგა ხანს ეფიქრა იმაზეც, რომ კონტრაქტის შემდეგ გოგოს მიმართ , რამე შანსი ექნებოდა, ამ ფიქრებსა და ღალატს კი მისი წარმოშობა საერთოდ არ უშლიდა ხელს, მათი გადმოსახედიდან ამას ღალატი არც ერქვა
- მართალია, თუმცა ამაზე რატი ყოველთვის ზრუნავს,
მცირე ღიმილით უთხრა და გვერდი უხერხულად აუარა,
დარიომ ქალის გასაგონად ჩაიცინა და მას გაჰყვა,
- მართალია უკაცრავად სინიორიტა, ჯობდა კარებზეც დამერეკა ზარი
- დიახ,
თავდახრილმა გახედა წინ წასულმა და გასასვლელთან კედელში გამოყვანილ თითქმის უჩინარი კარადის პნოპკას თითი მიაჭირა და დაელოდა როდის გაიღებოდა, შემდეგ თავისი მაღალქუსლიანი ბასანოჩკის მსგავსი ტუფლები გამოიღო და უცებ მოირგო, მაღალზე დამდგარი მოკლე კაბით ბრეტელებიანი გრძელი ტოპით მხრებზე თმა გადმოფარებული ზედმეტად ლამაზი იყო, გრძელი ფეხები იმდენად ლამაზად ბზინავდა დარიოს თვალი გაუშტერდა, მამაკაცს გახედა უცებ ბაგეები ერთმანეთისთვის ინსტიქტურად დაეშორებინა და საშუალო ზომის ლამაზ ტუჩებზე გადასმულმა "ბლესკმაც" უცებ დაიწყო ბზინვა,
- უნდა გავიდე თქვენ აქ დარჩებით?
კითხვა დასვა და თან ჩანთაც გადმოიღო,
- და სად მიდიხართ?
უცებ მოეგო გონს და უმალ დასვა კითხვა,
- სასეირნოდ გავალ,
მხარი აიჩეჩა და გასასვლელისკენ წავიდა, გონებაში კი აზრებმა ნამუსზე შეაგდო, ' სასეირნოოდ? თუ ნაყინი რო არ ჭამო კრუნჩხვებში ჩავარდები?" საკუთარ თავს დაუსვა ფიქრებში კითხვა
- შემიძლია დაგათვალიერებინო,
დააყოლა მამაკაცმა და უცებ სირბილით გაყვა კუდში,
- ააჰ რატიი მინდა!
ქართულად დაბალხმაზე ამოიგმინა და გარეთ გასული დაელოდა როდის გავიდოდა დარიოც, გრძნობდა მის დამოკიდებულებას და საერთოდ არ მოსწონდა ეს
- მადლობა, საქმე გექნებათ არ მოგაცდენთ
- არ მაცდენ სინიორიტა, ამ ქალაქში ბევრი ისეთი გიცნობს ვიზეც წარმოდგენა არც კი გაქვს სახიფათოა,
დააყოლა კაცმა და მაშომაც ხმა ვეღარ ამოიღო.....
.......
მთელს სახლს უკვე ბამბასავით მოსდებოდა ცეცხლი, თუმცა არანაირი სამაშველო რაზმი არსად ყოფილა, რა თქმა უნდა ვერც ვერავინ დარეკავდა სახლი შორს იყო, დიდი ვილა დიდ ლამაზ ველზე იყო აშენებული, რომელიც ახლა სრულად იწვოდა, სახლამდე ვერც კი მივიდოდა რატი, ეზოდანვე დიდი ცეხლი იყო გაჩაღებული და ნედლი ბალახის წვის გამო შავი კვამლიც გუდავდა ჰაერს,
- ჯანდაბა!
იყვირა მისულმა ქვას ძლიერად დაარტყა ფეხი და ქვაც ინერციით შორს გადავარდა ადგილზე ვერ ჩერდებოდა ცდილობდა სადმე ადგილი მოეძებნა რომ სახლამდე მიეღწია, ცეცხლს გაყვა და ყველაზე ახლოს სახლთან რომ მივიდა მაშინ უფრო მკვეთრად შემოესმა ქალის განწირული კივილი, ღრიალი და ხმები თითქოს სახლი ზედ ჩამოენგრა,
- ფუ შენი!
იღრიალა და უცებ გახტა ცეცხლის იქით, წამით გაუხურდა მთელი სხეული, თუმცა მალევე ჩამოიშორა ის გრძნობა და სიცხისგან ეგონა რომ დნებოდა, გიჟივით გავარდა სახლისკენ, თუმცა სახლის კარსაც ცეცხლი ეკიდა მთელი სახლი იწვოდა, იქიდან ქალი ღრიალებდა, მას ბავშვის განწირული ტირილი მოყვებოდა, მათ ცეცხლის ტკრციალი და ნელ-ნელი ნგრევა, რამდენიმე დაყვირება შეძახილი და ძლიერი დარტყმით ნახევრად დამწვარი კარებიც მარტივად შეანგრია, დაუფიქრებლად შევარდა სახლში, რომელიც კვამლით სავსე იყო იმდენად მუქი ფერით რომ ხედვა არ იყო, ხმაზე სწრაფად აიხედა შესულმა და "ვოპ" შეძახილით მოასწრო უკან დაწევა, მის წეღანდელ ადგილას კი დიდი ხის მოაჯირი ხმაურიანად დაეშვა,
- აქ ხართ?!
ხმამაღლა იღრიალა რატიმ და კვამლის გამო ხველებაც ამოაყოლა წინ და წინ წავიდა ქალის ხმაც უცებ შეწყდა, თუმცა როცა მიხვდა რომ სახლში ვიღაც იყო უფრო განწირულად დაიწყო ღრიალი ქალმა იატაკზე ნაჭერში გახვეული გულში ჩაკრული ბოლო ხმაზე მტირალი ბავშვით,
- უშველეთ გემუდარებით ჩემი პატარა გადაარჩინეთ,
ღრიალებდა ქალი ტირილსაც აყოლებდა და თავადაც ეცადა ჩავარდნილ ფიცარზე, რომელსაც ცეცხლი ეკიდა მის ქვეშ გამძვრალიყო, რატიც ხმას აყვა ქალი აშკარად პირველ სართულზე იყო შედიოდა, თუმცა ჭერიდან ფიცრების ცვენა ახანგრძლივებდა ქალთან მისვლასა და შველას,
- აქ ვართ გვიშველეთ
ისევ იღრიალა ქალმა და რატიმაც მარტივად მიაგნო ხმაზე , ნახა, თუმცა ისევ დაისევ დაპრკოლებები ხვდებოდა წინ მათ დიდი ხის ფიცარი ყოფდათ რომელსაც ცეცხლი ეკიდა,
- კარგი მომისმინეთ უნდა წამოდგეთ,
- არ შემიძლია ვერ გამოვალ ბავშვი წაიყვანეთ გემუდარებით გადაარჩინეთ,
იყვირა ქალმა ნერვოზული ღრიალით და რატის დანახვაზე იმედი დაესახა, საკუთარი თავი არცერთხელ გაუფიქრებია შვილის გადარჩენისთვის ბრძოლობდა მთელი ეს დრო და შეძლო კიდეც, ბავშვის გამო ვეღარ მოასწრო გაქცევა და ჩამოვარდნილი მოაჯირის ქვეშ მოექცა ფეხი, რომელსაც თავისი ძალებით ვერ იხსნიდა,
- შეძლებთ,
- ფეხი, ფეხი გაჭედილი მაქვს იყვირა ქალმა და რატისაც მთელი სხეული დაეჭიმა, ბავშვი გააწოდა ქალმა და უყვირა რომ ქმრისთვის არ გადაეცა უთხრა რომ მას მიეხედა და მის ბედზე აუცილებლად ეზრუნა, სწრაფად გამოართვა ბავშვი რატიმ და დაიბნა, კიდეც როგორ მიეტოვებინა ქალი, მაშინ როგორ წასულიყო სახლში, როცა იცოდა ჯერ ისევ ცოცხალი ცეცხლის ალში დაეტოვებინა და გრძნობდა საკუთარი სხეულის ნელ წვას
- წადი დროულად წადი, დამტოვე! მას მიხედე, ჯულიეტა ჰქვია,
ისევ უღრიალა ქალმა და რატის გულიც შიშისგან ძლიერად უცემდა,
- წადი!
კიდევ ერთხელ უღრიალა და რატიმაც ძლიერად იყვირა, სხვა გზა არ ჰქონდა კვამლში ბავშვი მალე გაიგუდებოდა, სახლიც თანდათან თავზე ენგრეოდა სახიფათო იყო და გასაკვირიც ამდენხანს რომ ჯერ ისევ ორივე სუნთქავდა, უნდა წამოსულიყო, თუმცა მას ასე ვერ დატოვებდა, ბავშვი ძლიერად მიიკრა გულზე და ადგილი მოათვალიერა სამზარეულოში რადგან იყო, ქალიც შუა ნაწილში ეგდო ონკანის აქეთ უბრალოდ ცეცხლმოკიდებული ხე აშორებდათ ერთმანეთს, სწრაფად ჩალეწა ფეხით ფანჯარა რატიმ ხელში რაც მოხვდა მეორე მხარეს უნდა ესროლა ფანჯრისთვის, თუმცა ეს უკვე გაკეთებული დახვდა ქალმა მანამდე მოახერხა ჩაელეწა, დიდი ფანჯრები იყო რაც უფრო გაამარტივებდა სახლიდან კვამლის გასვლას ცოტას მაინც,
თვალებიდან ცრემლები სდიოდა რატის კვამლის გამო და ამავდროულად ვერც სუნთქავდა, ბავშვისთვის უნდა ეშველა უცებ ძლიერად ჩაარტყა ონკანს ფეხი მოიღუნა, თუმცა მეორე ძლიერ ჩარტყმაზე მთლიანად გაძვრა რკინა და წყალმაც დიდი ნაპორით გაასხა მაშინვე ცეცხლს მოხვდა თუ არა შრიალი გამოიწვია, რატიც უცებ მოწყდა ბავშვით ადგილიდან, რამდენიმე ხის ჩამოვარდნა კიდევ აიცილა, მაგრამ ზიანის მომტანი აცილებაც კი იყო მკლავი ლურსმებმა ჩამოუხია აცილების მცდელობისას ტკივილისგან დამანჭა სახე წამით, გარეთ გასვლა მოახერხა თუ არა ისტერიული ხველება და სუნთქვა აუტყდა ახლა ცეცხლმოდებული ეზოდან უნდა გაეღწია, მისი შესასვლელისკენ წავიდა დიდი ნაკვეთისკენ, დამუშავებული მიწის გამო ცეცხლი არ გადასულიყო, სწრაფად გახტა ისევ ბავშვიანად და ჰაერიც გამოსწორებული იყო, ისევ განწირულად ტიროდა ბავშვი მუხლებზე დაეცა რატი და კვამლის ყლაპვისგან მთლიანად უტრიალებდა გონება თავბრუ ეხვეოდა ყელი და თვალები საშინლად ეწვოდა, ძლიერად ახველებდა თვალები იმდენად ეწვოდა რომ საცრის ოდენა გამხდარიყო და თან ცრემლებიც წვის ფონზე სდიოდა, ცას ახედა და ეცადა თვალები გაეხილა, მალევე გვერდზე გადადო ეს საქმე და ნგრევის ხმაზე სახლს გახედა კიდევ ცოტა შორს გავიდა და ბავშვი ფხვიერ მიწაში ჩასვა, ეცადა დაეწყნარებინა ჯერ ხელში გაარწია, თუმცა დიდი სიწყნარე რომ ვერ შეატყო ისევ დააწვინა და არჩია სწრაფად ეშველა ბავშვის დამწყნარებლისთვის,
- აბა ჭკვიანად!
წამომდგარმა თითი გაიშვირა მასზე და სწრაფად გავარდა უკან, ისევ გაიარა ცეცხლის "გასასვლელი" სახლში შევარდნილს უკვე ცეცხლი კარგად წვდებოდა, სამზარეულოში შევარდნილს ქალი ტიროდა ტილო აეფარებინა სახეზე, რომელიც აშკარად სველი იყო, იქაურობაც შედარებით ჩამქრალი იყო ვიდრე სხვაგან რატის საქმე გაუმარტივა და ონკანთან ახლოდან გაძვრა ქალის მხარეს, მუხლებითვე მიჩოჩდა თვალებდახუჭული ქალისკენ
- უნდა დამეხმაროთ,
ხმამაღლა უთხრა და ქალმაც უცებ შეხედა მოულოდნელად გამოცხადებულს ამავდროულად სწრაფადვე წამოიწია რატი რომ კარგად დაენახა,
- ბავშვი ბავშვი სადაა?
პირველივე იკითხა და ტირილი შეაჩერა
- დედას ელოდება,
პასუხი გასცა თუ არა ჩამოვარდნილ მოაჯირს ეცა, რომელსაც ქალი ჰყავდა მოყოლილი,
- ვეცდები ავწიო და ეცადე ფეხი გამოწიო კარგი?
გამოხედა და მოაჯირს ხელჩასაჭიდს ეძებდა,
- შენ გინდა რომ ნახევარი სახლი აწიო?
უყვირა ქალმა ხმაურში და ის ის იყო მის ადგილს ამომწვარი მეორე სართულის იატაკი უნდა დაცემოდა რატიმ ხელებში ხელები ჩაავლო შეძახილებით და ქალი სწრაფი რეაქციით გამოაცურა გვერდულად
- არა არა!
დააყოლა და ძლიერ ხმაზე თვალები დახუჭა ვაი რომ ცოტახნის წინ ცეცხლმოკიდებული იატაკით გაიჭყლიტებოდა ქალი
- კარგად ხარ?
უცებ გაახილა თვალები რატიმ და სწრაფ რექაციაზე ზედმეტად მოხრილი ქალი ლამის წელში გადამტყდარიყო
- კი, უბრალოდ ასე გვერდულად წელში გადავტყდები, ვერ გავძლებ დიდხანს
თქვა ტკივილით, რადგან გვერდულად მუცელზე დაგდებული ზედმეტად მოხრილი იყო და ტირილი ისევ ამოაყოლა
- მიდი სამი, ორი ერთი,
თვლა დაიწყო და აწევისთვის მოემზადა
- ვერ იზავ,
ისევ უყვირა ქალმა და ისევ დაიწყო ტირილი, საშიში იყო, უფრო და უფრო საშიში, მათთან წყალი ასველებდა ყველაფერს, თუმცა ზედა სართული იწვოდა რის გამოც მეორე სართულის იატაკი ცვენას იწყებდა, შუა ადგილებში უკვე ცვიოდა კიდეც წვრილ წვრილად მსხვილი ფანტელებივით,
- რა ჯანდაბამ წამოგიყვანათ ამ მიტოვებულ ადგილას,
იყვირა ქართულად და მთელი ძალებით ეცადა აეწია უზარმაზარი თითქმიის მთელ სამზარეულოში გაგდებული მოაჯირი,
- ჯანდაბა,
მთელის ხეულით დაჭიმულს ვენები დახეთქვაზე ჰქონდა კისრის ძარღვები ხელებზე ვენები თითებზე ყველგან შლანგივით გახდომოდა და იმდენად გამაგრებული ჰქონდა დაჭიმული მტკინვეულადაც გრძნობდა დაჭიმულ ვენებს, ხელები უშვა, რადგან არაფერიც არ გამოუვიდა, ისევ ძლიერად დაიწყო ცვენა ჭერმა, ქალმაც შიშისგან დაიწყო კივილი
- წადი, გადი აქედან,
უკივლა მთლიანად სველ ახლა უკვე წყლისგან გალუმპულ რატის, მისი კივილისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისევ ცადა აეწია წევდა, თუმცა ქალის ძალა ისევ არ ყოფნიდა ფეხის დასახსნელად, აწევას ძლიერი ხმები ამოაყოლა
- მიდი მიდი,
ისევ რომ არ გამოუვიდა ბრაზმა ცეცხლი წაუკიდა, ჩამოვარნილი ხე მოაჯირს ქვედა მხარეს შეტენა და გასწორებულმა ხელახლად ჩაავლო ხელი
- შეენიი!
კისერი ძარღვებად ექცა თითქმის სრულად მეტად ახურდა, ბრაზის ფონზე ლამის ცეცხლი წაეკიდა გაბრაზებულმა მაშველის დადების შემდეგ შეძლო აეწია, იმხელაზე აწია რომ ქალმა თავისუფლად შეძლო ფეხი გამოეცურებინა, სახე ისე უცებ გაუნათდა უცებ უყვირა ხელი გაეშვა , რატიმაც ჯერ მას დახედა და როცა დაინახა რომ თავისუფალი იყო ხელი უხეშად უშვა ისიც მძიმედ დაეცა იატაკზე და მეტი ნგრევაც მოჰყვა , ახლა ქალს დაწვდა დახრილმა უცებ წამოაყენა ხელში აყვანას უპირებდა სწრაფად შეაჩერა ქალმა
- არა შევძლებ ეცადე თავადაც გახვიდე,
იაუარა ქალმა რომ ზედმეტად არ დაწოლოდა ზურგზე რატის და მასაც შეძლებოდა გაქცევა
- ნამდვილად?
- კი შემიძლია,
პასუხზე უცებ ჩაჭიდა ხელი ქალს და მასთან ერთად თავდახრილი გავარდა, კარები უკვე გადახურული იყო ჩამონგრეული სახლის ნაწილით და მალე ესენიც შიდ გამოემწყვდეოდნენ,
- ფუ შენი,
სწრაფად მოავლო მოჭუტული თვალები ადგილს და ქალს დახედა
- უკან დაბრუნდი ისევ,
შემოატრიალა და ყველაზე მარტივი ხერხი ფანჯარა ნახა გადახედვის შემდეგ ყველაფერი რიგზე იქნებოდა. ქალს მიეხმარა გადახტომაში და ისიც უცებ გადახტა თუ არა მაშინ დაეცა ფანჯარას ხე, ვაი რომ ვილის ნაწილი ხისგან აშენებული იყო ხეს მარტივად ეკიდებოდა და დიდ ხმაზეც ტკრციალებდა, ქალმა სუნთქვა დაიწყო თვალები გაახილა და სინათლე ახლა დაინახა, მიხვდა როგორ მწარე სიკვდილს ჩახედა ცოტახნის წინ თვალებში, რატის მარჯვენა მკლავი მთლიანად სისხლიანი იყო, ორი ლურსმისგან ღრმად ჩამოგლეჯილი მხარი ეწვოდა, თუმცა ამ წვას ვეღარ გრძნობდა მას შემდეგ რაც გამოიარა , ისევ ჩაჭიდა ქალს ხელი და ეზოდან ისევ იმ ერთადერთ გასასვლელისკენ წავიდა, უფრო ძლიერად მოკიდებოდა ცეცხლი და მარტივიც აღარ ჩანდა, რატი ქალისკენ შეტრიალდა და მის მაიკას მოკიდა ხელი
- ასე გააკეთე რომ თმაც არ დაგეწვას,
უთხრა თან ჯერ თმა მაიკის ქვეშ ჩაუწია, შემდეგ ოდნავ წამოუწია საყელო და თავზე წამოაფარა
- სამზე და სწრაფად გახტი,
ისევ გააფრთხილა და ქალმაც თავი მორჩილად დაუქნია,
- ერთი ორი და სამი,
სწრაფად დაითვალა ქალი სამზე გადახტა რატიმაც ხელი მცირედ კრა, თუმცა ცალი ხელი ზურგზე ცალი კი ბარძაყთან ახლოს კრა რის გამოც გათანაბრებულზე ქალიც სწორად და ძლიერად უფრო სწრაფად გადახტა ცეცხლში
- კარგად ვარ,
იქიდანვე დაუძახა და რატიმაც წამოწეული მაიკით მარტივად მოახერხა გადახტომა, ისედაც სიცხეში უცებ დაიწვა, თუმცა ისევ გადაურჩა ზედმეტ დამწვრობას,
- ჯულიეტა სადაა?
სწრაფად კითხა, თუმცა თავადვე შეამჩნია მოშორებით და მაშინვე ისტერიული ტირილით გაექანა ქალიშვილსკენ, რატი არ განძრეულა ეცადა სული მოეთქვა სველი იყო მაგრამ იმდენად მხურვალე იყო ცუდად ხდიდა ეს სიცხეც, შორიდანვე უყურებდა ქალს როგორ ეცა ჯულიეტას და მუხლებზე დაცემულმა მთელ სხეულზე კოცნა დაუწყო შვილს ისტერიული ტირილით, ხელში აიყვანა და ისე გაარწია, დაბალხმაზე უჩურჩულებდა " დასრულდა შვილო დედა შენთანაა" "შენთან ვარ ჩემო სუნთქვა" კოცნიდა გულში იკრავდა, მისი სიცოცხლის უზომო მადლიერი იყო, ისევ ჩააწვინა ფხვიერ მიწაში და გახვეულს პლედი მოაშორა, ბავშვამც მოახერხა პატარა სათუთი ლამაზი ხელების გაშლა, დედის სითბოზე დედის სურნელზე მალევე დაწყნარდა მალევე იგრძნო მისი სიახლოვე , რატიმაც მაშინ დაიწყო მათკენ სვლა, სახეზე ალაგ-ალაგ ესვა მური, როგორც ქალს ხელები სრულიად გამურული ჰქონდა , ვენები ისევ ძლიერად დაბერვოდა გასველებული თმა შედარებით უკეთ მყოფმა ხელებით ნერვოზულად გადაიწია უკან, თუმცა ჩვეულად ჩამოიყარა ღეროები წინ, ამ ყველაფრის შემდეგ უფრო სხვანაირი იყო რატი თუმცა მომხდარიც მისი ბრალი იყო, მისი დავალებით მოხდა ეს ყველაფერი, ფიქრებითვე დაადგა ქალს თავზე და ჩრდილის გამო ჯერ ახედა შემდეგ კი სწრაფად წამოდგა ქალი, უხმოდ შეხედა რატის შემდეგ კი სწრაფად აეკრო სხეულზე ტირილით , რატიმაც გაანალიზების შემდეგ მოხვია ხელები და ჩახუტებით ეცადა ქალისთვის ეთქვა რომ ყველაფერმა ჩაიარა ყველაფერმა გადაიარა, ოდნავ მოშორდა ქალი და მასზე ჩახუტებულმა გახედა მთლიანად ცეცხლწაკიდებულ ნაკვეთს სახლიანად, რატიმაც მასზე ხელებ მოხვეულმა გახედა და უკვე ორივე მას უმზერდა......
რატი სად არის ბატონო დარიო?
- მოდი თქვენობით ნუ მივმართავთ ერთმანეთს,
გაუცინა დარიომ და მაშოს უცებ შეცვლილი ხასიათის გამოსწორებას ეცადა, რომელიც კრახით დასრულდა
- კიბატონო მაშინ სად არის რატი?
ისევ დაუსვა კითხვა, რადგან გული გამალებით უცემდა უბრალოდ ეს შეგრძნებითი იყო მას ეგონა რომ გული ჩქარა და ძლიერად უცებდა, თუმცა ყოველ შემოწმებაზე გული რიტმულად მშვიდად ცემდა, ეს კიდევ უფრო აღელვებდა თან გონებაში მხოლოდ რატი უტრიალებდა
- შენი საბუთები შეიტანა კომპანიაში ხვალ შეძლებ მუშაობას,
რაც იცოდა რომ უკვე გააკეთა იმაზე გასცა მამაკაცმა პასუხი და მაშოს სახეზე ეცადა სისულელეები აღარ ესაუბრა
- დარწმუნებული ხარ?
კითხვით გახედა და დარიოსაც უკვე გაკვირვება შეეტყო,
- ჰო შემდეგ ქალბატონ ნენესთან გავიდოდა სანახავად,
მხრების აჩეჩვით თქვა, თუმცა მაშოს რაღაც უცნაური და ცუდი შეგრძნება არ ასვენებდა, თითქოს რაღაც ცუდი ხდებოდა " ქალური ინტუიცია" არასდროს რომ სცდება მაშოს გრძნობები ხაზს მკაფიოდ უსვამდა, უცებ გატრიალდა და ჩქარი ნაბიჯებით დაიწყო გამოვლილი მანძილის გავლა,
- მაშო, სად გარბიხარ,
შორიდანვე დაიძახა და შემდეგ სირბილით დაეწია,
- რატი უნდა ვნახო, დავურეკავ, სახლში უნდა წავიდე,
სწრაფად გასცა პასუხი და დაწეულს და ჩქარი ნაბიჯებით ანერვიულებული მზერით, მაინც იქცევდა ხალხის ყურადღებას, ბავშვებსაც თვალები რჩებოდათ გრძელ ლამაზ თმაზე და თითებს იშვერდნენ კიდეც მისკენ...
.....
- უკეთ ხარ?
გახედა მანქანაში უკან მჯდომ დედა-შვილს რატიმ და ქალმაც თავი დაუქნია, თან მზერა მის შეხვეულ ხელზე გადაიტანა, რომლის გამოც ცოტახნის წინ ბავშვის პლედი გადახია და მისგან შეუხვია მკლავი, რადგან ისე მანქანას მთლიანად მოსვრიდა....
რატი ცოტახნით დადუმდა ვერ გადაეწყვიტა უნდა ეთქვა თუ არა თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტა
- მომისმინე, რა გავაკეთო? პოლიციაში წავიდე თუ ჩემთან წაგიყვანოთ თუ ვინმე გყავთ და მათთან? თავიდანვე გეტყვი ყველაფერს, შენმა ახვარმა ქმარმა 18 წლის ბიჭი ცოცხლად დაწვა, სამაგიეროდ შენი ქმარი უნდა დაეწვათ, ეს ყველაფერი მე გავაკეთე მე მთხოვეს, მე გამოვგზავნე ბიჭები რომ აქაურობა მოერწყათ ბენზინით და მერე შენი ახვარი ქმარი რომელიც იცოდნენ რომ სახლში იყო, რომელმაც თქვენ ჩამოგიყვანათ დღეს დილას და თვითონ დატყდა იმის იმედით რომ იცის თქვენ არაფერს დაგიშავებდით არავის დაუნახიხართ ამიტომ თავისუფლად წაუკიდეს ცეცხლი, ახლა გავიგე ეს ყველაფერი მაგრამ ჯამში ჩემი გამოგზავნილი იყო ჩემი დაგეგმილი იყო ეს ყველაფერი, მისმინე..... თავს არ ვიმართლებ თავს დავაღწევ უბრალოდ მინდა რომ სიმართლე იცოდე....
ცალი ხელის ტრიალით საუბრობდა რატი, ჯერ ღელვა ისევ იგრძნობოდა მის ხმაში და გამოცდილი არასააიამოვნო დამნაშავე გრძნობა ჯერ ისევ უჭამდა სხეულს
- საკმარისია!
ხელის აწევით გააჩუმა ქალმა მოსაუბრე რატი,
- მე ვიცი რაც გააკეთა ჩემმა ქმარმა სწორედ მისი წასვლის შემდეგ გავიგე, მან დაგვტოვა მართალია და მის საქციელს მეც სასტიკად ვუპასუხებდი, ვერაფერს გეუბნები ვერ გადანაშაულებ, რადგან მან გამოგიწვიათ და ამის შემდეგ საკუთარი თავიც საფრთხეში ჩაიგდე, შეგეძლო მიგეტოვებინეთ ჩემი შვილიც, თუმცა ეს არ გააკეთე აი ამიტომ არ ვაპირებ არავის დასმენას , იმდენად გამხვიეთ მსგავს საკითხებში, რომ უკვე მარტივადაც კი ვუდგები,
ცრემლები გადმოუცვივდა ქალს თან უკვე დაწყნარებულ შვილს დახედა, მანამ სანამ რატი მანქანის გარეთ ტელეფონზე მოსაუბრე არკვევდა მომხდარის მიზეზებს, ამ დროში ყველაფრის გაანალიზებაც მოასწრო, ცდილობდა რომ მხოლოდ ცუდი მხრით არ შეეხედა ამ საქციელისთვის, რატი მართალი იყო, ჩადენილისთვის დაწვაზე მეტს იმსახურებდა მოღალატე "ქმარი" რატის არ ამართლებდა, თუმცა ბრალსაც არ დებდა...
- არ ვიცი ვინ მყავს და ვინ არა ვიცი რომ ქალაქში არ არიან,
ქალაქისგან ჩვენზე შორს არიან ეგ ვიცი, ამიტომ ქალაქში გაგვიყვანე და სადმე ჩამომსვი,
თქვა და მაჯით ცრემლები უცებ მოიწმინდა, ამავდროულად დაწყნარებისკენ უბიძგა საკუთარ თავს, ჩვილს დახედა და გაიღიმა, აღარ უნდოდა ეგლოვა და წარმოედგინა კიდევ უარესები მომხდართან დაკავშირებით, თუ როგორ ეკიდებოდა ცეცხლი ან უკვე როგორ იწვოდა, უბრალოდ ეცადა რომ საერთოდ უნდა ჩამოეტოვებინა ეს ერთი ჯოჯოხეთი დღე და ბედნიერი უნდა ყოფილიყო სიცოცხლისთვისაც და იმისთვისაც რომ საკუთარი ცხოვრების გამნადგურებლის, ბედნიერების დაკარგვის მიზეზი იპოვა, რომელიც თურმე გვერდით ჰყოლია,
- ჩემთან წავიდეთ ბავშვი საკუთარი თავი მოაწესრიგე საავადმყოფოში გაგიყვანთ ბავშვი შეამოწმეთ ხშირად ახველებს ისედაც და როცა ყველაფერი დალაგდება შემდეგ წადით,
წყნარად დაბალხმაზე თავის გაქნევით დააყოლა და ძლიერი აფეთქების ხმაზე სახლს გახედა, შემდეგ ქალს, რომელიც ხმაზე უცებ შეხტა და შემდეგ დახედა ბავშვს რომელიც ხელახლა აწუწუნდა, სახლისგან შორს იყვნენ ამიტომ არაფერი მოსვლიათ გაზის გამო მთლიანად აფეთქდა სახლი, რატიმ თავი გააქნია და დიდი ხმის გამო ატირებულ ბავშვს გახედა, რომელსაც ქალმა სწრაფად დაუწყო რწევა დასაწყნარებლად, მანქანა დაძრა რატიმ და ქალმაც ისევ გახედა სახლს,
- არსად დარეკავ რომ ჩააქრონ?
- არა სრულად განადგურდეს დანარჩენებს ჩემები მიხედავენ,
დაბალხმაზე თქვა ისევ და მანქანა მკვეთრად მოატრიალა, დიდი მანძილის გამო ჰორიზონტის მოძულემ გაზს ძლიერად მიადგა ფეხი და მანქანამაც წამში ჩაიარა ადგილი.....
- რომ ვაჭამო პრობლემა გექნება?
დაბალხმაზე დასვა ქალმა კითხვა და რატიმაც გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები ნიშნად თუ რატომ უნდა ჰქონოდა პრობლემა,
ქალმაც სწრაფად ჩამოიშორა ცალი ბიუსჰალტერის მხარე და ბავშვის კვებას დაიწყო
რატიმ ტელეფონი მონახა და ექვსი გამოტოვებული ზარის ნახვის შემდეგ ტელეფონი დამაკავებელში ჩადო, შემდეგ სწრაფად გადაურეკა ადამიანს, რომელმაც წუთში ყველაზე ბევრი ზარის გაშვებაში რეკორდი დაამყარა , ტელეფონი მანქანაზე დაკავშირებული იყო ამიტომ მისი დინამიკებიდან ისმოდა მაშოს ხმა, რომელმაც სწრაფად აღელვებული ტონით უპასუხა,
- რატი სად ხარ? რატო არ პასუხობდი?
სწრაფად დაბალი ანერვიულებული ხმით თქვა და ისეთი ხმა ჰქონდა თითქოს უნდა ეტირა და არა მხოლოდ ხმა ტუჩები უკვე ბავშვივით დაბრეცვოდა და სტუმრისგან ზურგშექცეული მალავდა აღელვებულ სახეს
- კარგად ვარ მაშა მოვდივარ, რა მოხდა?
ხმაზე შეატყო რატიმ შიში და სარკეში უკან მომავალ მანქანას გახედა
- ახლა კარგად ვარ სად გქონდა ტელეფონი?!
ახლა სიმკაცრეში გადაუვიდა ხმა და შორიდანვე დააწყნარა უცებ აღელვებული მაშო დარიომ, რატის დინამიკში კი დარიოს ხმა ვერ ამოიცნო რატიმ და წამით სხეული ბრაზისგან დაეჭიმა,
- მარტო არ ხარ?
სწრაფად დაუსვა კითხვა და მაშინ მის ბედზე გაჩურჩულა რატის უკან ქალმა რა ენაზე საუბრობთო, ინტერესით იკითხა , მაშომაც უცებ ყველაზე საზიზღარი გრძნობა იგრძნო იმ მომენტში , გაღიზიანება, იმედგაცრუება, ბოღმასთან ერთად და ხასიათიც წამში აისახა მის სახეზე
- როგორც ჩანს არც შენ, თუ არ გეცალა გეთქვა,
სრულიად შეეცვალა ხმა და ფიქრები რომ რატი საფრთხეში იყო სრულად გადაეყარა, ახლა სხვა რამესთან დააკავშირა წეღანდელი შიშის გრძნობა,
- მაშო, მომისმინე,
- მერე დაგირეკავ,
დააყოლა და სწრაფად გაუთიშა ....
....
- რა მოხდა?
მოტრიალებულს უცებ კითხა დარიომ
- არაფერი არ სცალია,
დაბალხმაზე გულგატეხილი ხმით თქვა და დარიოც თითქოს მიხვდა რაში იყო მაშოს გადმოსახედიდან საქმე, მასთან ახლოს მივიდა და მხარზე ხელი დაადო თითქოს ამით გამოხატა მაშოს გრძნობის გაზიარება
- ყველაფერი რიგზეა
დაბალხმაზე უთხრა და რატომღაც ეგონა რომ მაშო ღელვის ფონზე ჩაეხუტებოდა, თუმცა ასე არ მოხდა, დარიოს ხელები მოიშორა და ყვავილებისკენ წავიდა, როგორი ცუდი გრძნობა იყო მისთვის, რატისგან მსგავსი საქციელი არც კი ეგონა, თუმცა თავისმა ფიქრებმა მარტივად დააჯერა რომ რატი ახლა ვიღაცასთან იყო,
უხმოდ დაიწყო ქოთნებიდან ზედმეტი ამოსული ბალახების წმენდა და ელოდა კიდეც მის სახლში მოსვლას და კითხვებიც მზად ჰქონდა
- როგორ ნერვიულობდი და თურმე ყველაფერი კარგადაა,
- მიხარია რომ კარგადაა,
სწრაფად დააყოლა დარიოს სიტყვებს და იქვე ნაგავში ჩაყარა ზედმეტი მიწა, დარიოს ტელეფონი რომ აზუზუნდა სწრაფად უპასუხა მანაც დემეტრეს და მაშოსაც გარკვევით ესმოდა ხმა, თუმცა არა სიტყვები,
- სად ხარ?
- რავი აქვე რა მოხდა?
- რატიმ დამირეკა, სწრაფად წამოდი და ბიჭებს დავურეკოთ სახლი რომ უნდა გადაეწვათ შიგნით ცოლ შვილი ყავდა იმ ჩათლახს,
სიტყვებზე უცებ შეღმუვლა დარიომ და ადგილი შეიცვალა,
- მერე გადარჩნენ? რა ჯანდაბა ხდება
- კაროჩე გამოდი და გეტყვი რა საქმე გვაქ,
სწრაფად დააყოლა და გათიშა აშკარად ზედმეტად ეჩქარებოდა დემეტრეს
სწრაფად აუხსნა ყველაფერი მოკლედ, დარიო მაშოსკენ წავიდა სწორედ მაშინ ხმაურიანად შემოაღო რატიმ კარები, უცებ გაშრა დარიო ისე გახედა კარებში შემოსულს რომელმაც ხელიდან ნაჭერი უხეშად მოიხსნა, არ გაუხედავს ყვავილებისკენ,
- მაშოო
იყვირა და კიბეებს ახედა რადგან ელოდებოდა როდის ჩამოირბენდა მაშო დიდ კიბეებზე და ნიავზე როგორ აუფრიალდებოდა თმა, ელოდებოდა ეოდის აუხსნიდა ყცელაფერს და მის ციდ აზრებს გაუქარვენდა, მაშომ კი გაოგნებული შეხედა შემოსულს, მალევე შეამჩნია გამურული სხეულით და მკლავიც მალევე გამოჩნდა, გული სწრაფად აუძგერდა შიშისგანაც და ამავდროულად რატის დანახვისგანაც, წამშივე ისევ უკან დაუბრუნდა ფიქრები, რომ არ სცდებოდა, რომ ნამდვილად რაღაც უჭირდა რატის, უარესად ანერვიულდა როცა რეალურად ასე მოხდა, სწრაფად დაიწყო სვლა და რატიმაც მაშინ მოძრაობაზე გამოხედა მოს მხარეს და მაშინ შეამჩნია მაშო, რომელსაც ასე ელოდა, რადგან ეთქვა და თავად ენახა მაშოს რომ მისი ფიქრები სრულიად არაშესაბამისი იყო რატის მდგომარეობასთან , თუმცა თვალი ჯერ დარიოს გაუშტერა კითხვა თუ რა უნდოდა დარიოს მის სახლში მის ცოლთან მარტო სწრაფად გაუჩნდა, რამდენიმე გარბენაც და მაშო რატის აეკრო, ძლიერად ჩაეხუტა და ძლიერად მოხვია მკლავები, თითქოს ახალი არ ყოფილა იცოდა რომ რაღაც ცუდი ხდებოდა რაღაც ცუდი რაც იძულებულს გახდიდა ეს მომენტი ამხდარიყო, მაგრამ საუბრის დროს ძლიერად შეცდა რაზეც ახლა ეშლებოდა ნერვები
- რა მოხდა?
უცებ ახედა ოდნავ მოშორებულმა და ნერვიულობის ფონზე კისერზე მთავარ არტერიაზე მიაკრო ტუჩები, რატი გაქვავდა კისერი კი არა მთლიანად დაიჭიმა, უცებ დაებერა ძარღვები და გააჟრიალა კიდეც, სასიამოვნო იყო ეს გრძნობა რომელიც პირველად იგრძნო, მაშოს ქცევაც ვერ აეხსნა უცებ კმაყოფილებისგან ეცვალა სახე , ტუჩები მოაშორა მაშომ და ისევ მოხვია ხელები თითქოს ჩახუტებით ტკივილს უმსუბუქებდა, რატი ამჯერად არ გაჩერებულა მისკენ დაიხარა და მანაც თბილად მოხვია ხელები,
- კარგად ვარ, ყველაფერი რიგზეა
ჩაჩურჩულა და საფეთქელზე აკოცა, რატის უკან შემოვიდა ქალი ბავშვით, თუმცა ყურადღება დიდად არ გაუმახვილებია მაშოს, არანაირი ქალი აღარ ადარდებდა მხოლოდ ერთ კითზვაზე უნდოდა პასუხი თუ რა დემართა მას
- არც ამას მოყვები? მთლიანად იწვი იმდენად ცხელი ხარ ან საერთოდ ეს რანაირად
მკლავზე ანიშნა და რატიმაც ცალი ხელით მოიქცია მისი სახე ხელში
- უბრალოდ დაივიწყე,
მოწყვეყით აკოცა ტუჩის კუთხეში და ანერვიულებულ მაშოს მაინც აუფრინდა ულამაზესი პეპლები მუცელში სასიამოვნოდ, მაშომ ახლა გახედა ქალს და რატიმაც მისკენ გაიხედა, შესამოწმებლად შეყვა თუ არა
- ინგლისური იცი?
ჯერ იტალიურად ჰკითხა რატიმ და ქალმა რომ ინგლისურად გასცა პასუხი გაუხარდა,
- კარგია, შემოდი გრილა და აზრზე მოხვალ
ანიშნა კარებში მდგომი რომ უფრო ახლოს შემოსულიყო
- გაიცანი ჩემი ცოლი მაშო,
ხელით ანიშნა მაშოზე
- მისი სახელი არც მე ვიცი
მაშოს გასაგონად ამოიბუტბუტა და დარიოს მოავლო ისევ მკაცრი მზერა
- მადონა, მადონაა ჩემი სახელი,
სწრაფად თქვა ქალმა და დარიოც კართან ახლოს მივიდა, უხერხულად გრძნობდა თავს რატის რომ იქ დახვდა, წასვლას აპირებდა მაგრამ რადგან რატი იცოდა რომ თავისებური საქმით დაკავებული იყო რატი, აღარ ჩქარობდა
- მე წავალ და შემეხმიანეთ,
სწრაფად თქვა და სწრაფადვე დატოვა სახლი რატის მისთვის რაღაც უნდა ეთქვა, თუმცა აღარ გააჩერა, საშუალება მისცა გაქცეულიყო
- გინდა გამოგართმევ დაისვენე,
ქალისკენ მივიდა მაშო, რომელსაც შეატყო რომ ფეხზე ვეღარ იდგა და მანაც მორიდებულად გაუწოდა ბავშვი, რომელიც მხოლოდ მაიკითა და ' პამპერსით' იყო პატარა თხელ გამურულ დახეულ ნაჭერში იყო გახვეული და მაშომაც შეძლებისდაგვარად მიაფარა რადგან სახლში გრილოდა, რატიმ წყალი მოუტანა მადონას შიშის შემდეგ და დასასვენებლად ჩამოსვა,
- შეგიძლია აბაზანით ისარგებლოთ ჩემსას მოგინახავთ რამეს ბავშვს მე მივხედავ,
გვერდით ჩამოუჯდა მაშო ბავშვიანად და რატიც შორიდან აკვირდებოდა უკვე მონატრებულ სილამაზეს, ხამივით უსმენდა მის ხმას გატრუნული მოუშორებლად აკვირდებოდა ნაკვთებზე
- არა მადლობა იქნებ სახლში გავიდე იქ მოვწესრიგდები ტანაცმელს ჩავიცვამ ბავშვსაც მოვაწესრიგებ,
მორცხვად თქვა და ჭიქა მაგიდაზე დადო,
- კიბატონო, ქალს თავი დაუკრა და ქართული საუბარით გამოხედა რატის,
- რატიი ხომ შეიძლება რომ გაიყვანო, სახლში და თუ რამე სერიოზული ხდება და არ შეიძლება დარჩენა ისევ აქ წამოვიყვანოთ,
კითხვის ნიშნებით გახედა რატის აციმციმებული თვალებით და რატი რომ უღიმოდა ინსტიქტურად დახედა ბავშვს, ამ დახედვაში კი საოცარი სითბო იგრძნობოდა ბავშვის მიმართ, რომელსაც ნაზად მიენაბა თვალები ლამაზ პაწუა ცხვირს აცმაცუნებდა ხოლმე საყვარლად და მაშოც საყვარლად ჩაიცინებდა მის მის ანგელოზურ სისაყვარლეზე,
- როგორც გინდა,
- მე როგორც მინდა?
გაკვირვებულმა გახედა ხელახლა წინ მჯდომს
- ჰოო მაშო,
გაეცინა მაშოს გაკვირვებაზე და რატის ლამაზ ღიმილზე მაშოსაც გაეღიმა ქალს გადასცა ეს ინფორმაცია და ისიც უხერხულად შეიშმუშნა, თუმცა დათანხმდა, ცოტახანში ბავშვი მაშოს გამოართვა, მაშოც წამოდგა ბოდიში მოიხადა მადონასთან რატის ჩაავლო ხელში ხელი და სამზარეულოსკენ წაიყვანა,
- სად გაქვს სამედიცინო ყუთი? ან კარადა,
- დედაჩემის ოთახში
გაკვირვებული სიტყვებით გასცა პასუხი უმისამართოდ მაყურებელმა და შემდეგ დახედა მაშოს,
- ძალიან კარგი ახლა შებრძანდი ქალბატონი ნენეს ოთახში და გამოიტანე ყუთი, შეატრიალა და ზურგზე მიაწვა,
- ვისთვის?
- ვაიმეე რატი,
ხელი აიქნია კარებს მიეყრდნო ნიშნად გელოდები და მოიტანეო დიდი ლოდინი არ დაჭირვებია, სამზარეულოშივე მაგიდასთან ხელის ოდნავი კვრით დასვა რატი და მის გვერდით ჩამოჯდა,
- ვსო თან გისმენ,
- და რას მისმენ?
ისევ გაკვირვებული ტონით თქვა, თუმცა ამჟამადაც კარგად იცოდა თუ რა ჰქონდა მოსაყოლი, უხმოდ თუმცა მკაცრი მზერით ახედა მაშომ რატის მწვანე თვალებში წუთით ჩაიკარგა კიდეც უხმოდ უყურებდა და იქიდან ამოსვლას ვეღარ ახერხებდა, რატი კი მის ლამაზ ტუჩებს დასცქეროდა ხან კი ლამაზ თაფლისფერ თვალებს, სულ უნდოდა რომ სახე გაპობილს ევლო რადგან მაშო ახლა მისი ცოლი იყო, მართალია დროებით თუმცა დიდ სიამოვნებას ანიჭებდა ეს ყოველივეც დ აის სიახლივეც რაც ჩამოსვლისთანავე მეტად ჩამოუყალიბდათ
- მაშა ხომ გითხარი რომ დაგევიწყებინა,
- ასე არ შემიძლია შენზე სართოდ არაფერი ვიცი, არ შეიძლება რამე მაინც მომიყვე?
- მერწმუნე გირჩევნია არ იცოდე,
გაღიზიანებულ ქალს უცებვე გადაუწია ხელით თმა და ძლიერად წაავლო ხელი სახის ცალ მხარეს,
- ასე უკეთესად იქნები ასე უფრო არ შეგეშინდება, მაგის დროც მოვა ალბათ, თუმცა ჯერ არა, მისმინე – მისი სახე თბილად მოიქცია ხელში -არ მინდა რომ გძულდე, შეიძლება არც გიყვარვარ, მაგრამ არ მინდა ეს ურთიერთობაც დაინგრეს, მინდა შემეძლოს შეგეხო, მინდა რომ მიღიმოდე, აქედანვე ვემზადები მომავლისთვის მერწმუნე ზედმეტად გამირთულდება, ოდესღაც ყველაფერს მოგიყვები, ახსნით თუ კი მერე საშუალებას მომცემ რომ აგიხსნა,
ღიმილით უჩვეულო სითბოთი შეხედა თვალებში ცოლს, დახრულმა ცხვირის წვერზე ნაზად აკოცა,
- ისევ ჩემი პატარა მაშა ხარ,
დაბალხმაზე უთხრა თუ არა მაშოს სხეულში ზოოპარკი იგრძნობოდა, პეპლები კი არა მთელი ფლორა და ფაუნა გამოუშვა ამ სიტყვებმა, საოცარი სიამოვნებით და ბედნიერებით აივსო მაშო, ექოსავით ჩაესმოდა ისევ ხმა და ნაზი შეხებაც
" ისევ ჩემი პატარა მაშა ხარ" და ისევ ხელახლა დარბოდნენ ცხოველები მაშოს სხეულში, მაშო მაღალ სკამზე იჯდა უფრო მიიჩოჩა რატისკენ მის გაშლილ ფეხებში ჩაჯდა თავის სკამზე და უხმოდ მიეხუტა, მაღალ სკამზე მყოფმა თავი რატის კისერში ჩარგო, საოცრად კომფორტულად გრძნობდა თავს, მხოლოდ რატის აჟრიალებდა მთელ სხეულში როცა კანი მაშოს თბილ სასიამოვნო სუნთქვას გრძნობდა,
ხელები მოეხვია წელზე მაშოს და მოშორების არანაირი სურვილი არ ექნბოდა რატის ხელები რომ ეგრძნო, ჩათვალა რომ ზედმეტი იყო ეს ყოველივე ფრთხილად ეცადა წამოწეულიყო, რატის მკლავებმა ისევ ადგილზე დააბრუნა და პატარა ბავშვივით ჩაიკრო გულში.......
შორიდან ვაჟა შეამჩნია თუ არა ანანომ ადგილზე გაჩერდა ერთი ისიც იფიქრა ხომ არ გაბრუნებულიყო, თუმცა არ გამოვიდოდა ახლოს მივიდა თუ არა იქვე ქალისკენ დაიხარა,
- ქალბატონო ეს ჩემგან საჩუქრად,
ღიმილით დააყოლა და მხარზე ხელი ნაზად მოუსვა თვალებ გაბრწყინებულ ქალბატონს, რომელსაც ჯერ საოცრად გაუკვირდა ასეთი იღბალი და შემდეგ ანანოზე გაუბრწყინდა სახე
- ჩემო ანო უღრმესი მადლობა ვგიჟდები შენ საოცარ ტკბილ ხელებზე,
- დიდი მადლობა თქვენ, გემრიელად მიირთვით, ფართოდ გაუღიმა და წამოიწია ვაჟას გახედა, რომელიც ყურებიდან უშვებდა კვამლს, წამოდგა თუ არა ანანოც სწრაფად გავარდა, სამზარეულოში შევიდა, რადგან იცოდა რომ იქ უცხო პირებს არ უშვებდნენ, სრულიად ამოვარდნოდა გონებიდან რომ ახლა ვაჟას მაღალი უფლებები ჰქონდა და მას შეუშვებდნენ, არ გაჩერებულა გაბრაზებულმა პირდაპირ შეუხვია და მაშინვე გააჩერა კაცმა
- ბატონო რა გნებავთ,
- ყველაფერი რას როგორ აკეთებთ მაგრად , გოგო დამრჩა უბრალოდ,
მკვეხად გასცა პასუხი, გადაწია და სამზარეულოში შეაჭრა, ახლად შესული ანანოც ხუჭუჭა თმით თავზე თავსაფარ წაკრული მიდიოდა უკვე მშვიდად რადგან იქ "უსაფრთხოდ" ეგონა თავი, უცებ ჩაავლო ვაჟამ ხელში ხელი და გასასვლელისკენ წამოვიდა,
- აა ახლავე გამიშვი,
სწრაფად მკაცრად უთხრა როცა შეხედა, მოულოდნელად გამოცხადებულს
- იცოდე ვიყვირებ,
- რაც გინდა ის ქენი ხო ხვდები რომ ვერ მემუქრები,
მანაც მკაცრად გაუხედავად თქვა და კარებიდან გამოვიდა ანანოც უხეშად გაიყოლა თუ არა მცველს გახედა, ნაწყენი მზერით
- რატომ შემოუშვი ირაკლი?
მკაცრად ეცვალა სახე და მამაკაცის მხრების აჩეჩვაზე სწრაფად ჩაიქნია ხელი
- უფლება ჰქონდა
დაბალხმაზე თქვა და ანანომაც ისევ უხეშად გახედა ვაჟას თან დიდი ნაბიჯებით მოსიარულეს მიჰყვებოდა და თან ცდილობდა მისი ხელიდან თავისი ხელის დახსნას,
- ვაჟა გამიშვი!
უხეშობაზე ვაჟამ უარესად ჩაავლო ხელი რესტორანი დატოვეს და ვაჟამაც უხეშად აიყვანა კიბეებზე, ლიფტშიც ძალით შეიყვანა და კარების დაკეტვის შემდეგ ხელი უშვა,
- იდიოტი ხარ!
კოპებ შეკრულმა უთხრა და მაჯაზე ხელი მოისვა, რომელიც მოჭერილი ხელის გამო გაწითლებოდა და ახლა ეწვოდა კიდეც, უცებ გაღიზიანებულზე უცებ წაიწია ანანოსკენ ვაჟა და შიშის ფონზე უცებ აეკრო ანანოც ლიფტის კედელს,
- რატო გარბიხარ?!
უხეშად დაბალ ბარიტონზე ამოილაპარაკა და ქალს სხეულით აეკრო,
- არსად არ გავრბივარ იქნებ შენი დანახვა არ მინდა, მიხვდი მაგდენს,
უხეშად ამოილაპარაკა და მკერდზე ხელები მიაჭირა მოსაშორებლად
- რატო არ გინდა მივხვდე იმას რომ ზედმეტად გიზიდავ?
ტუჩებზე დახედა და საჩვენებელი თითი ნაზად დაუსვა ყელზე, უცებ დაიხორკლა ანანო, ვაჟას ქცევაზე დაიძაბა, თუმცა ამის შემჩნევას არ აპირებდა
- ჰა ჰა ჰა,
ძალით თუმცა ხმამაღლა გაიცინა და უცებ დასერიოზულებულმა ახედა თვალებში,
- არ მინდა იგრძნო თუ როგორ მაღიზიანებ,
მკაცრად გამოუცრა კბილებში, ნამდვილად საოცრად ირგებდა უკარება ქალის როლს, თავს იფასებდა ვაჟას წვალება ჰქონდა გეგმაში, თუმცა ვაჟა ამის საშუალებას არ აძლევდა,
- კარგი რა გული გინდა მატკინო? წუხელ შენ თანამშრომელს ვ*იმავდი ჩემს მაგიდაზე, სხვა რამეებს რატომ ფიქრობ,
ცინიკურ ნათქვამზე, აქეთ ჩააგდო არა მხოლოდ უხერხულ მდგომარეობაში არამედ იმდენად გააღიზიანა ქალი სიტყვებმა არასასიამოვნოდ გასცრა, გულის არევამდე მიიყვანა ვაჟას სიტყვებმა , ისე რომ ღრმად სუნთქვა გაუაზრებლად დაიწყო
- ფუ რა ამაზრზენი ხარ,
სწრაფად შეეტყო ვაჟას სიტყვების დაჯერება და აწრიალდა, რომ სხეულიდან სრულად ჩამოეშორებინა
- მომშორდი,
ხელისკვრით მოიშორა და ბოლო სართულიდან მერვე სართულამდე დაიყვანა ციფრი,
ხმამაღლა ჩაეცინა ბოროტულად ვაჟას და ხელთავიდან ააკრო კედელს
- ტყულად ბრაზდები სიცრუეზე! ბავშვები არცერთი აღარ ვართ, ან გინდა ჩემთან ყოფნა ან არა,
სერიოზული მზერით დახედა და იმდენად მკაცრი ნათქვამი იყო ანანოც დაიბნა არა რომ ეთქვა დარწმუნებული იყო რომ ვაჟა არც კი შეხედავდა აღარასდროს კისაც ვერ ამბობდა, რადგან ესიკვდილებოდა გრძნობების აღიარების, უხმოდ უყურა ვაჟამ და გაფითრებულმა გულ აჩქარებულმა ხმა რომ ვერ ამოიღო აუჩქარებლად დაწვდა ვაჟა მის ბაგეებს,
- დუმილი თანხმობის ნიშანია,
მის ტუჩებთანვე ამოილაპარაკა და ხელები სახეზე შეუცურა, უცებ ძლიერ ხმაზე ინერციით შეხტნენ დიდი ხმაც და შემდეგ გაჩერდნენ, ლიფტში გაიჭედნენ, ხელები არ მოუშორებია ვაჟას ანანოსთვის იქით-აქეთ მიიხედა რა მოუვიდაო და შემდეგ ანანოს დახედა, რომელიც ვაჟას ხელების გამო გაკავებულ თავს, მხოლოდ თვალებით ათვალიერებდა ადგილს,
- დახურული სივრცის შიში ხომ არ გაქვს?
კითხვა რომ დაუსვა ანანომაც მხრების აჩეჩვით შეიცხადა
- არა
გაკვირვებულმა დააყოლა თუ ეს კითხვა რატომ დაუსვა,
- მაშინ გავაგრძელოთ,
თქვა ღიმილით და ისევ უნდა დამწვდარიყო ბაგეებს ანანომ სიცილი ვერ შეიკავა და ხელის კვრით მოიშორა
- გაეთრიე,
მისი სიცილის გამოც კიდევ უფრო გახალისდა ვაჟა და ტელეფონი ამოიღო რომ შველა ეთხოვა.......
....
სახლში დაბრუნებამდე რატიმ საავადმყოფოში მიიყვანა დედა-შვილი შესამოწმებლად, ყველაფერი რიგზე იყო, ბევრი კვამლის გამო ალერგია ჯერ ისევ არ ჰქონდა გადასული ბავშვს, საშიში არცერთზე არაფერი უთქვამთ ყველაფერი წესრიგში იყო, კმაყოფილი გამოდიოდნენ, ახალგაზრდა ექთანმა შეამჩნია რატის მხარი და უბრალოდ იკითხა თუ რა სჭირდა,
- ნაფხაჭნია,
ხელის ჩაქნევით თქვა და ექთანი შეათვალიერა, თუმცა რატის ყურადღება რომ წინ ჩავლა ჩამოვლით ვერ მიიქცია გამოსაუბრებით სცადა, ახალგაზრდა ექთანმა, რომელიც შანსებს იწერდა
- როგორ? სისხლი ისევ ჩანს,
შეიცხადა და პალატაში მყოფმა თეთრ პერანგში გამოწყობილმა მამაკაცმა მათი დიალოგით ულვაშებში ჩაიღიმა შემდეგ გახედა ექთანს,
ექთანის დაჟინებით დასვეს რატი და მაშოს მოხვეული "ბინტის" მოხსნა დაიწყო, ექიმი შპრიცს წითელი სისხლით ავსებდა თან ღიმილით დახედავდა ხოლმე ექთანის შემართებულ საქმეს, მაშო დედა-შვილთან ერთად კარებთან იდგა და უხმოდ ელოდებოდა შეწუხებული აკვირდებოდა იმის შიშით, რომ არ ეთქვათ ინფექციაზე რამე,
- ეს გოგო არ მომწონს,
მაშოსკენ გადაწევით ამოიჩურჩულა მადონამ, მაშოს არ შეუმჩნევია უსიამოვნება და ღიმილით გახედა ახალგაზრდა ქალს,
- ჯობია ნახოს სპეციალისტია იქნებ რამე არასწორად გავაკეთე, ღრმა ჭრილობაა და ინფექცია აღარ შეეჭრება,
ამოილაპარაკა ჩუმად და მადონამაც გაკვირვებულმა გახედა, მას შემდეგ რაც შესამჩნევი იყო ექთანის შემართება,
- რატომ დაშალე ნორა? როცა თავიდანვე შეამჩნიე რომ პროფესიონალურად დამუშავებული იყო რატომ არ შეუხვიე ისევ?
მორჩა თუ არა საქმეს ინტერესით დაიწყო კითხვის დასმა ექიმმა და რატიმაც ექიმს ბავშვური თვალებით შეხედა, ამ მომენტის დაჭერა მაშომ მოასწრო და რადგან ექიმის იტალიურად წარმოთქმული სიტყვები ვერ გაიგო რატიზე ჩაეღიმა, ექთანი კითხვაზე უხერხულად შეიშმუშნა, ცოტახნით დადუმდა და შემდეგ მონახა პასუხი
- სისხლი მოსდიოდა და ამიტომ,
- ოხ ოხ,
ჩაიცინა მამაკაცმა და შეტრიალებასთან ერთად დაბალხმაზე ამოიგმინა, ცოტახნით გახედა მაშოს გაიღიმა და საქმეს მიუბრუნდა
- თავი რომ დააკლა ისე კარგად მაინც ვერ დაამუშავებდი, როგორც იყო,
თავის გაქნევით ამოიბუტბუტა, რატის ცალყბად ჩაეცინა და ექთანმაც უხერხულად შეხედა ისევ, თუმცა რატი ექთანს არ დასცინოდა არამედ ექიმის მიერ მაშოს შექება ზედმეტად სასიამოვნოდ მოხვდა , ძლივს გაადაახვია ექთანმა სიცხისგან ვენებ დაბერილი მკლავი, მზადააო თან ამოაყოლა და რატიც ღიმილით წამოდგა, მაშოსკენ დაიწყო სვლა, მადონა მიხვდა რომ უნდა წასულიყვნენ და ადგილიდან დაიძრა კარებში გადიოდა, თუმცა მაშო არ განძრეულა რატიც წყნარად ღიმილით მიუახლოვდა, აეკრო მაშოს თუ არა არც დახრილა მაშომ სითბოთი სავსე თვალებით , რომ ახედა რატიმ ცხვირის წვერზე აკოცა უნებურად ჩაუტყდა მაშოს ტუჩის კუთხე ,კმაყოფილი შეტრიალდა გასასვლელად , რატიც უკან კარებში უნდა გაყოლოდა,
- მან შეგიხვია ასეა?
დააწია ექიმმა კითხვა და რატიც კარებშივე გაჩერდა ისე გახედა ექიმს, რატის გაჩერებაზე მაშოც გაჩერდა და რატის გახედა უკვე გასული იყო ოთახიდან კარებში რატი ოდგა ამიტომ ექიმს ვეღარ ხედავდა,
- კი ასეა,
დაუდასტურა რატიმ და მათ საუბარზე მადონამ დაცქვიტა ყურები, მშვიდად გადაუდგა მაშოსნწინ
- შეყვარებულია?
ისევ დაუსვა ექიმმა კითხვა და კარებისკენ წავიდა რომ მაშოც დაენახა, რატიმ პასუხად ჯერ ხელი აჩვენა, რომელზეც ბეჭედი ეკეთა და შემდეგ სიტყვიერი პასუხი დაუბრუნა
- ცოლი,
ექიმს მისი პასუხი მოეწონა და უკვე კარების გასწვრივ მდგომმა მაშოს შეხედა,
- შვილი რომ გეყოლებათ ისევ ჩემთან მოდით,
რატი მის სიტყვებს ვერ მიხვდა და გაკვირვების გამო თავი ოდნავ გვერდით გადახარა,
- მაინტერესებს, გაჯობებთ თუ არა რომელიმეს სილამაზით, ორივეს ჯილდო გაქვთ, ღმერთი მხოლოდ კეთილებს აჯილდოვებს, შენ საოცარი ჯილდო გაქვს ასეთი მოთხოვნადი ქალი რომ გაჩუქა,
რატის ხმამაღლა აუტყდა სიცილი, მაგრამ ეს გულიანი სიცილი იყო, მაშომ გაკვირვებული მზერა შეანათა რატის და ინტერესი კლავდა თუ რატომ იცინოდა რატი ასე გულიანად, რატის ღიმილს სულ ახლა და ახლა ეჩვეოდა ყველა და სიცილი ჯერ ისევ საოცრად გასაკვირი იყო,
- გვაჯობენენ, ჩემი ცხოვრებით არცერთი იცხოვრებს და თუ ღმერთი მართლა კეთილებს აჯილდოვებს მე უფრო ბევრად მაჯობებენ,
თავის პასუხზეც გაეცინა რატის ექიმს, რომ აყოლოდა უკვე მომავალზწ ფიქრით
- რაღაც საოცარი სილამაზის თუ დაიბადებიან ისე წარმოუდგენელია
ხელები გაშალა ისევ მამაკაცმა და მაშოს შეხედა, რომელსაც რატის მხიარულებაზე ფართოდ ჩაეღიმა , მაყურებელ ექიმსაც ჩაეღიმა ულვაშებში და მაშინ გახედა რატიმ მაშოს ექიმის მზერის გამო, მიხვდა ვის გამოც იღიმოდა ექიმი,
- ბევრი ლამაზმანი და ვაჟკაცია შენზე
მხარზე მიარტყა ექიმმა ხელი ნიშნად რომ საბოლოო სიტყვები იყო, რატის ხმა არ ამოუღია ჩაუცინა და მოტრიალებისას სახე სრულად შეეცვალა
- წატი შენი,
ამოაყოლა და მაშოს დახედა
- რაო რა მინდაო?
უცებ კითხა და რატიმ რომ წინ უბიძგა სვლაშივე უყურებდა რატის
- არაფერი ისეთი
კოპებ შეკრულმა თქვა და მაშომაც ტუჩები დაპრუწა,მის უეცარ ცვალებაზე თითქოს წეღან არ ხარხარებდა, წინ წავიდა და მადონას უჩურჩულა რა უთხრაო,
- ბევრი შვილი გააჩინეთ, მაინტერესებს თქვენზე ლამაზი თუ ვინმე იარსებებსო, გაჯობებთ თუ არაო
ჩამშვები აგენტივით უჩურჩულა თავადაც ინტერესით, მაშოს თვალები გაუფართოვდა ჯერ რატის გახედა რომელმაც თვალები აუტრიალა რადგან მიხვდა რასაც ეკითხებოდა ქალს,
- რაო რატიმ?
- მაჯობებენო, ჩემი ცხოვრებით არცერთს არ ვაცხოვრებ და უფრო მაჯობებენო,
- და რა ჯანდაბა აცინებდა?
- ღმერთი მხოლოდ კეთილებს აჯილდოვებსო და ფაქტიურად უთხრა საოცრად კეთილი ხარ ასეთი ჯილდო რომ გადმოგეცაო, ჰოდა თავისი დამპალი ცხოვრება რო იცის მიტო აუტყდა სიცილი,
თავი აიქნია მადონამ და რატიმ რომ გადაასწრო თვალი გააყოლა, მაშომ შუბლზე მიირტყა ხელი და ყველა კითხვა შეინახა მილიონობით კითხვა ჰქონდა მაგრამ აღარცერთის დასმას არ აპირებდა უბრალოდ დადუმდა........
- ააახ რა იყო ეს
მანქანაში ჩაჯდომისთანავე ამოიგმინა რატიმ
საჭეს თავი დაადო და კარები რომ გაიღო სწრაფად გასწორდა....
......
- ჰეე შემოგვიშვით,
ჩაყვირა დემეტრემ კამერას და მის უკან დარიო სალომე და ნიკოლეტა ელოდებოდა როდის გააღებდნენ კარებს, კარები მადონამ გააღო რადგან უკვე გამუდმებით მაშოს ეკავა ბავშვი ის ხომ ბავშვების "ხამი" იყო არა,
- გამარჯობა?
კითხვისნიშნებით თქვა დემეტრემ, რადგან ქალი თავიდან არ ეცნოო, კარგად შეათვალიერა ქალი და ეცადა გაეხსენებინა თუ რომელი ნაცნობი მაფიოზის ცოლი იყო ეს უკანასკნელი
- აა უკაცრავად, გამარჯობა,
დაკვირვების შემდეგ იცნო, მიხვდა კიდეც თუ რა გადაიტანა ცოტა ხნის წინ ქალბატონმა გაუღიმა და სახლში შევიდა,
რატი არსად ჩანდა ამიტომ მაშოს ბავშვით ხელში დანახვისას მას მოკითხა რატის ამბავი,
- ცოტახნის წინ გავიდა მალე მოვა შემოდით,
გაუღიმა და უცებ წამოდგა,
- რა მოწყენილობაა ამხელა სახლში,
- მხოლოდ ოთხი როცა ვართ კიბატონო და მითუმეტეს რატის მსგავსი,
თვალების ატრიალებით ამოაყოლა მაშომ და დემეტრეს ხელში მოთავსებულ უზარმაზარ პარკს დახედა,
- გამო გარეთ აგრილდა იქაც და ბაღში "დავაბირჟაოთ"
ქართულად ამოთქვა ბოლო სიტყვა და მაშოსაც გაეღიმა, პატარაობიდან მოყოლებული თითქმის ყველა საღამო გაახსენდა როცა ბავშვები იყრიდნენ თავს და მზესუმზირას დახმარებით ერთად აბირჟავებდნენ,
გასულ დემეტრეს თან გაჰყვა და მადონაც მიუახლოვდა თუ დაიღალე ბავშვს გამოგართმევო, თუმცა უცებ იუარა მაშომ და ბავშვს დახედა რომელიც სულ ახალი გაღვიძებული იყო,
- რაოო?
საყვარლად მიეფერა დანაზებული ხმით, გზას გახედა შუქი ჩააქრო ბოლოს გასულმა სახლში და საქანელებისკენ წასულებს მიუახლოვდა, რამდენიმე ლამაზი განათება იყო ღამით და უკვე ისეც აღარ ცხელოდა როგორც დილას, დემეტრემ ამოალაგა პარკიდან მზესუმზირა, წვენები, ჩიფსები და კიდევ მსგავსი 'გემრიელობები'
- თქვენ ადგილას ჯერ ბავშვიანს დავსვამდი
გოგონებს უთხრა დემეტრემ და ნიკოლეტაც შენიშვნაზე უცებ წამოდგა სალომე იყურებოდა უბრალოდ მობეზრებული თვალებით, თითქოს აიძულებდნენ მათთან ყოფნას
- ისხედით ადგილების მეტი რა არის,
ჩაიცინა მაშომ და დარიოსაც უცებ გაუბრწყინდა სახე, ადგილები რომ დაიკავეს საუბარი დაიწყეს მაშოს ამბებზე ინტერესდებოდნენ, უფრო დემეტრე ამახვილებდა ყურადღებას მაშოზე, მათ საუბარში გამოანათა მანქანის შუქებმა და შემდეგ გამოჩნდა რატის მანქანაც, სრაფად ჩამოუხვია მოსახვევში და სახლის გვერდით სადგომშიც უცებ ჩაუხვია, მის მოსვლამდე ისევ გემრიელად და ხმაურიანად მიირთმევდნენ ჩიფსებს, მაშოს გარდა ყველა რადგან მაშო მათ ღიმილით უსმენდა და ბავშვს მკლავებში ნაზად არწევდა,
- აქ რა ბირჟა მომიწყეთ
დაბალ ხმაზე თქვა შემოსასვლელიდანვე თუმცა მისმა სასიამოვნოდ ბოხმა ბარიტონმა ყველას ყურთასმენამდე მიახწია,
მაშომ გვერდულად გახედა რადგან ბავშვიანად მარტივად ვერ შეტრიალდა, ხელში გადაწვენილს არ ასწორებდა, რადგან შემდეგ დაჯდომის საშუალებას არ მისცემდა ტირილის გამო, ნელი ნაბიჯებით აუჩქარებლად მიიწევდა მათკენ რატი მაშოს სკამთან მისულმა ხელები საყრდენზე შემოაწყო და შორიდანვე დარიოს მზერის დაჭერა როცა მოასწრო მაშოს მიმართ, მის დასანახად დაიხარა მაშოს ლოყაზე ბაგეები მიაკრო, უცებ შეკრთა მაშო თუმცა შეიფერა და ტუჩის კუთხე ჩატეხა, მაინც ზედმეტად ესიამოვნა რატის ქცევა მიუხედავად იმისა რომ დასანახად გააკეთა,
- რაზე ჭორაობთ აბა
გასწორდა ისევ სკამს ხელებ ჩავლებული და დანარჩენებსაც მოავლო თვალი,
- დაკითხვას ვუწყობ მაშოს,
დემეტრებ გასცა პასუხი ისე რომ მისთვის არც შეუხედავს ჩიფსის ახალ პარკს იღებდა,
- რატო აქ არ ვიყავი,
ამოილაპარაკა სკამს ხელი უშვა და სრულად გასწორდა,
- ახლა სად მიდიხარ?
შეამჩნია ნიკოლეტამ რომ ისევ წასვლას აპირებდა და სწრაფად დაუსვა კითხვა,
- ხელებს დავიბან,
თავით ანიშნა ყველას მაშოს თმას თითი აკრა და ისევ აუჩქარებლად გაბრუნდა, თან გზაზე მიმავალ მანქანას გააყოლა თვალი,
- შეიცვალა თუ მე მეჩვენება?
სალომეს გადახედა ნიკოლეტამ რადგან რატის პასუხი ზედმეტად ერბილა, ზოგადად ასეთ პირდაპირ პასუხს არ უბრუნდებდა ხოლმე, სალომეს პასუხი არ გაუცია კოპებ შეკრულმა გადახედა და სწრაფად, ნერვოზულად განაგრძო მზესუმზირის კბილებით გარჩევა
- მაშო დღეს შენი და რატის პირველი დღის ფოტოები ვნახე, რატისთვის ჰქონდა სერგი როა თუ იცი ჟურნალისტი მაგას გადმოგზავნილი,
გახსენებულზე ბარემ თქვა დემეტრემ და ტელეფონი მოიმარჯვა, რადგან გადმოტვირთული ფოტოები მაშოსთვის ეჩვენებინა
- აყევი და ნახავ
ტელეფონი მას მისცა და მაშომაც ცალი ხელით გამოართვა, თვალები გაუფართოვდა პირველივე ფოტოზე და დემეტრესაც გულიანად გაეცინა მის რეაქციაზე , ეს ქორწილის დღე იყო ნასვამები გრძნობებს რომ დაემონებინათ ერთმანეთზე აკრულები ცეკვავდნენ და რატიც იმდენად მრავალი რამის მთქმელი თვალებით უყურებდა თითქოს ბგერების წარმოთქმა საერთოდ არ სჭირდებოდა, ვნებიანად დაყურებდა მაშოს ბაგეებს და ცალი ხელით კისერზე წავლებული ცალით კი წვრილ წელზე მოჭერილი ხელით ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა თითქოს იმ წუთში გაშმაგებული უნდა დაცხრომოდა, ფოტო არც ისე ახლო იყო მათ წინ მოცეკვავეების რაღაც ნაწილი ჩანდა და შემდეგ ეს საოცარი წყვილი, ხარისხიც იმდენად შეუდარებელი იყო მაშოს შერცხვა და დიდხნიანი დაკვირვება დაიწყო,
- შეიძლება თან ვიღაცას გადავუგზავნო?
უცებ ახედა დემეტრეს ისევ რომელსაც ფეხი მუხლზე შემოედო და ლუდს სვამდა,
- კი მაგედანვე მოძებნე და გაგზავნე,
- არ იქნება პრობლემა?
გაეკრიჭა
- არა რისი პრობლემა, აღარ დაგჭირდება წვალება,
გაუღიმა და მაშომაც ტელეფონი მაგიდაზე დადო, რადგან ცალი ხელით ასოებს ვერ კრეფდა, უცებ წამოვარდა სალომე ყველას ყურადღება მისმა უხეშმა ქცევამ მიიქცია, თუმცა მაშოს როცა დახედა მაშომ უბრალოდ გაუღიმა და სალომეც ადგილს მოწყდა,
- რა ჭირს იმას?
თვალი გააყოლა დას დემეტრემ თან ნიკოლეტას კითხა, რადგან სალომე მასთან ზედმეტად ახლოს იყო, პასუხად მხრები აიჩეჩა და მაშოს გვერდით მიუჯდა, მაშომაც დემეტრეს მესენჯერიდანვე მონახა ბარბარე და პირველი ფოტო გადაუგზავნა, შემდეგ კი ისევ განაგრძო ფოტოების თვალიერება....

ქვედა სართულის აბაზანიდან უნდა გამოსულიყო მოასწრო გაჩერება რომ სალომეს არ დაჯახებოდა, კოპებ შეკრული უყურებდა რატის სალომე, რატი კი კიდევ მეტად დაიბნა მის საქციელზე
- რა მოხდა?
კითხვა დაუსვა და გვერდი უნდა ჩაევლო წინ ხელახლა გადაუდგა სალომე,
- რა ცოლი, სერიოზულად?
ძალით თუმცა ეცადა გულიანი სიცილი გამოსვლოდა, რატი ისევ ვერ მიუხვდა ურეაქციოდ დაყურებდა წინ მდგომს,
- ან წესიერად თქვი რა გინდა ან გამატარე,
დაბალხმაზე უთხრა და სალომემაც კბილები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა უხმოდ უყურა იმის ფიქრში რომ პასუხს მოიფიქრებდა, თუმცა რაღაც მტკინვეულმა იმედგაცრუების გრძნობამ სრულად დაუხშო გონება, სიტყვების მარაგი წამით დაავიწყდა და რატიმ პასუხი რომ არ მიიღო გვერდი ისე ჩაუარა რომ მხარიც კი აარიდა ზედმეტად რომ არ შეხებოდა, ადგილზე გაქვავებული დარჩა სალომე თვალები უცებ ამოუწითლდა ცრემლები ძლიერად მოაწვა აბაზანაში შევიდა და ნიჟარას დაეყრდნო, სარკეში საკუთარ თავს შეხედა თუ არა უმალ გადმოყარა ცრემლებიც....
- რაზე საუბრობდით
მოსულმა იკითხა და მაშოს გვერდით მიუჯდა რომელმაც სულ იმ წუთში გადააწოდა ტელეფონი დემეტრეს,
- ყველაფერზე, სად იყავი?
- არსად
ამოილაპარაკა და ბავშვს დახედა რომ თემა გადაეტანა, როცა შეამჩნია რომ მაშო არაფერს ჭამდა ჩიფსის ფირფიტა ამოიღო და მაშოს გაუწოდა, მაშომაც უხმოდ კბილებითვე გამოართვა და ღიმილით შეხედა რატის
- რატი რეებს ხლართავ?
იტალიურად დაუსვა კითხვა დემეტრემ, რადგან მიხვდა რომ მაშოს ერიდებოდა რატის პასუხებიც
- იმ საქმეს ჩამოშორდი რატო ცდილობ ისევ გაერიო? დროს რატო არ მითმობ? რატო აღარ საუბრობ?
თანდათან ბრაზდებოდა დემეტრე, რატი უხმოდ უყურებდა პასუხი არ გაუცია კიდევ ერთხელ გაუწოდა მაშოს ფირფიტა და შემდეგ თავადაც უცებ მოიქცია ბაგეებში, შემდეგ წამოდგა უხმოდ ანიშნა დემეტრეს ადექიო, თან ჩვეულად ამოიღო სიგარეტის ღერი და ტუჩებს შორის მოიქცია
- მიდიხართ?
კითხვა დასვა ნიკოლეტამ, თუმცა პასუხი არ დაუბრუნდა, დემეტრეც მაშინვე წამოუდგა და უკან გაჰყვა, ცოტახანში თითქმის ახალმა დაყენებულმა მანქანამ ხელახლა ჩაიქროლა გზაზე,
- ტელეფონები დაგრჩათ დებილებო
მიაყვირა ნიკოლეტამ, თუმცა უკვე გვიანი იყო,
სალაპარაკო საერთოდ აღარაფერი ჰქონდათ ნიკოლეტა სალომეს გაჰყვა, რომელსაც საერთოდ აღარ სურდა იქ დარჩენა, მადონა ოთახში ავიდა ბავშვის დასაძინებლად, მხოლოდ დარიო და მაშო იჯდა ისევ ბაღში, საქანელაში ჩაჯდა მაშო და ფეხები აიკეცა ხელზე მოხვეული რეზინით შეიკრა დახვეული თმა და მუხლებზე ჩამოდო ნიკაპი,
- ვერაფერი გავიგე, დაბნეული ვარ ვინმე შეძლებს ჩემს შველას?!
რიტორიკული კითხვა გამოუვიდა რადგან პასუხი არსაიდან იყო,
- დავიღალე უკვე მომბეზრდა, მიიღო ის რაც სურდა?
სწრაფად დაუსვა კითხვა მაშომ დარიოს თავის აწევით, არ შეეძლო ამდენი კითხვით მშვიდად ყოფილიყო, მშვიდად ეცხოვრა იმ ადამიანის გვერდით, რომელსაც ყველა უცნაურად ესაუბრებოდა, თავადაც არიდებდა თავს საკუთარ თავზე ლაპარაკს ეს ძალიან აშინებდა, აბნევდა მაშოს
- ხვალ,.... ხვალ მიიღებს,
სწრაფ კითხვაზე დაბნეულმა გასცა პასუხი,
მაშომ უხმოდ ჩარგო თავი მუხლებში უნებურად დაიწყო ყველაფერზე ფიქრი, ადრე როგორ ძლიერად უყვარდათ ერთმანეთი, ახლა კი ეს მოჩვენებითი ვალდებულება იყო, გულს სტკენდა ეს ყოველივე მაშოს , უნებურად ახსენდებოდა ჯერ ისევ დედასთან და რატისთან ერთად გატარებული დრო, შემდეგ უნებურად გადაერთო მონატრებულ ქალზე, მის ღიმილს წარმოიდგენდა გონებაში, ასე ძალიან რომ უყვარდა, და უცებ სრულად შეახსენა თავი,
- დედასთან მინდა,
თავის გასაგონად ამოიჩურჩულა და თვალებ დახუჭულმა წარმოიდგინა მომღიმარი ლამაზი ქალი, მაშოსავით ლამაზი ღიმილით, ელოდებოდა მაშო როდის მისცემდა რჩევას, როდის დაეხმარებოდა ისევ რთულ მდგომარეობაში მყოფს გამოსავლის პოვნაში, თუმცა არ ყოფილა, ისევ მარტო მოუწევდა მაშოს გამკლავება, ყოველთვის ასუსტებდა ეს, ყველა რთული ცხოვრების მომენტი გამოიარა ისე რომ დედისგან რჩევა არ მიუღია, მაშინ როცა მოზარდი იყო "როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა დედა მაშინ არ ედგა გვერდით", არა ეს სულელური გამონათქვამია, ყოველთვის სჭირდებოდა მაშოს დედა, ყოველთვის საჭირო იყო დედის რჩევები მისი განსაკუთრებული სითბო, თუმცა ეს ნამდვილად დიდი ხანი იყო რაც მას არ გამოეცადა, ფიქრებში უყურებდა ქალს, რომელიც მაღალზე შემდგარი, ანგელოზის მსგავსი ხელს უქნევდა და განათებული შუქისკენ მიიწევდა თანდათან ქრებოდა მისი შუქიც და თავადაც მალე შორდებოდა თვალთახედვას ,
უხმოდ გადმოყარა ცრემლები და გული სტკიოდა, რომ არ შეეძლო ახლა დაეჭირა, მასთან დაეტოვებინა ქალი, ძლიერმა მონატრებამ დაუწყო სხეულის ჭამა რაც ძლიერ ტკივილს იწვევდა,
- დედას მინდა ჩავეხუტო
ამოიჩურჩულა ისევ, დარიომ მის ჩურჩულზე მას შეხედა, თუმცა არაფერი უთქვამს, ჩუმად აგრძელებდა მაშო ტირილს და ცდილობდა მონატრება ჩაეხშო.....
ძალიან დიდი ხანი ისხდნენ ასე უხმოდ მაშო
მუხლებში თავჩარგული თავის ფიქრებში თავის ტკივილებს გაერთო, დარიო კი უბრალოდ მაშოს დუმილის გამო დუმდა და არც აწუხებდა ეს სიჩუმე მოსწონდა სიჩუმეც კი მაშოს გვერდით, მაგრამ ეს სიწყნარე დაარღვია მაგიდაზე რატის ტელეფონის ბზუილმა სწრაფად წამოყო თავი მაშომ მაგიდაზე ტელეფონს შეხედა და შემდეგ წამოდგა, ნომერზე სათაურს დახედა ქალის სახელი ეწერა ქართულად, იფიქრა რომ მის პირად სივრცეში არ შეიჭრებოდა თუ გაიგებდა ეს ქალი ვინ იყო, დარიოს შეხედა და ვერ გაეგო უნდა ეპასუხა თუ არა, ტელეფონი მაგიდაზე დააბრუნდა ფიქრის შემდეგ
- უპასუხე,
მამაკაცის ხმაზე დარიოს შეხედა მაშომ და ყოყმანის შემდეგ უპასუხა,
ქალის სიტყვები დაწყებისთანავე ვერ გაიგო და კითხა ინგლისურად შეეძლო თუ არა
- კი შემიძლია, სად არის ბატონი რატი?
- სახლში არ არის ტელეფონი დარჩა,
სწრაფად გასცა პასუხი ჯერ ისევ სლუტუნით, ქალის ხმაზე დაიბნა აღელვებამაც იჩინა თავი
- ორი წუთით ტელეფონს ითხოვენ
შეაყოვნა ქალმა და ტელეფონი სხვას გადააწოდა, მაშო გაურკვევლად უსმენდა გადაწოდებისას გამოცემულ ხმაურს და შემდეგ ქალის სასიამოვნოდ თბილ ქართულ ხმას დაუწყო მოსმენა უნებურად ეცვალა სახე
- დედი, ვიცი არ გცალია, ისე გაიქცევი ხოლმე თუ მოიცლი გამოხვალ?
ვიცი დე მარტო მოვიწყინე მეთქი ამას არ უნდა ვამბობდე მაგრა....
- იცით რატი სახლში არ არის,
მორიდებით გააწყვეტინა მაშომ ქალს და უცნაური გრძნობა დაეუფლა ქალის სასიამოვნო საუბარზე მიმართვა" - დე - დედი" -მ მიუხედავად იმისა რომ მისთვის არ იყო განკუთვნილი, უცნაური გრძნობით შებოჭა, ქალის თითოეულ სიტყვაში ძლიერი სიყვარული იგრძნო რაზეც მთელ სხეულში გააჟრჟოლა, ცოტახნის წინ ლამაზი ფიქრები წარმოუდგა ისევ თვალწინ,
- ა გასაგებია მაპატიეთ
ისევ თბილი ხმით დააყოლა ქალმა და მაშოს ხმა რომ გაიგო მიხვდა ვინც ესაუბრებოდა თბილად განწყობილი იყო ნენე მაშოს მიმართ უყვარდა კიდეც, როდესაც რატის ხმა მოისმინა მაშოზე საუბრის დროს როცა რატის სიტყვები მოისმინა, იმდენად ძლიერი ემოციები ჰქონდა რატის რომ ნენესაც გადასდებოდა ,
- კარგი დე აღარ შეგაწუხებ მაშინ,
მორიდებით ამოაყოლა, რადგან პირადად არ იცნობდა მშვიდად გასცა პასუხ, იმედგაცრუებული ხმით
ისევ დადუმებული უსმენდა მაშო ქალის ხმას ტელეფონისთვის ორივე ხელი წაევლო და როცა ქალის მიმართვა "დე" მის მიმართ იყო, "აჩუყებულმა" გულმა თავისი გაიტანა და ცრემლებიც უნებურად წასკდა, უხმოდაც ვეღარ ტიროდა სრუტუნი ამოაყოლა და დარიოც უმალ წამოხტა, მაშოს უკნიდან მხრებზე შეეხო და როცა ნენეც მიხვდა რომ მაშომ ტირილი დაიწყო უნებურად აფორიაქდა
- გიჭირს რამე? რატომ ტირიხარ
წამოიწია 'საწოლშივე' აღელვებული და მის ხმაზე მაშომ უარესად დაიწყო ტირილი, ვერაფერს ვეღარ ამბობდა ვერ აწყნარებდა თავს წეღანდელ ნატირებს გული ისე ამოჯდომოდა სულ რაღაც მცირედი იყო საჭირო რომ გულით ეტირა და საბაბიც მიეცა,
- არა,
ერთი ეს მოახერხა რომ ეთქვა ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ნენე უბრალოდ იმდენად თბილი იყო რომ სხვანაირად ვერც მიმართავდა მაშოს, დარიომ გამოართვა ტელეფონი სწრაფად
- მაპატიეთ გადმოგირეკავთ კარგი?
დაბალხმაზე უთხრა და ქალის ანერვიულებული ხმით დასტურის შემდეგ გათიშა,
- მაშო კარგად ხარ? რა მოგივიდა,
- დედა, დედასთან მინდა ღმერთო მისი სურნელი, მისი ღიმილი, ხმა, არ გაჩერდა წავიდა ,
ისტერიულად ტიროდა, ხელებს იფარებდა სახეზე რცხვენოდა, თუმცა ვერც ჩერდებოდა, ფიქრები ზედმეტად გულჩვილს ხდიდა, ისევ ბავშვი იყო, ისევ ის ბავშვი იყო რომ ვერ გაეგო დედა სად წავიდა დიდხანს ეძებდა და ბოლოს ცაში დაინახა, მიუწვდენელი იყო, უბრალოდ მისი მფარველი ანგელოზი გახდა, სულებიო იძახდნენ ბავშვობაში ღამე სულები დადიანო, მაშო კი ღამით გვიან გარბოდა ღამე იქნებ დედაჩემი ვიპოვნოვო, როგორ ძალიან ენატრებოდა დედისგან წარმოთქმული მიმართვა, "დეე" და საერთოდ ის, დარიომ ვეღარ მოითმინა თავად ჩაიხუტა ატირებული და ცდილობდა დაეწყნარებინა, მაშოს ისევ სახეზე აეფარებინა ხელები და ცდილობდა დაწყნარებულიყო.....
.....
- თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე კარგი?
თბილად მოუსვა ნიკაპქვეშ ხელი მაშომ მადონას დაემშვიდობა და დარიოსთან ერთად დატოვა სახლი....
......
- რა ჯანდაბა გვინდა აქ ცოდვებს იხსენებ?
მანქანიდან გადმოსულმა დემეტრემ როცა მოათვალიერა სასაფლაო, ბნელი ამაზრზენად საყურებელი ადგილი მაშინვე ერთი კონკრეტული დანაშაული გაახსენდა, შორს ჰორიზონტზე დაუსრულებლად მოჩანდა საფლავის თეთრი ქვები, ალაგ-ალაგ ხეები ჩამოფარვოდა სასაფლაოებს და გაშლილ ადგილზე ნიავი ხის ფოთლებს აშრიალებდა, შორს იდგა მხოლოდ ორადორი ლამპიონი, თუმცა ისიც კი საშიშად გამოიყურებოდა,
- ცოდვები? მონანიება?
სიცილი აუტყდა რატის და წინ წინ წავიდა,
- ძმა, მოდი აქ..... მოდი,
ხელის დაქნევით დადგა ადგილას და დაელოდა როდის მიუახლოვდებოდა დემეტრე
- აი აქ! სწორედ აი ამ ადგილას ძმაო,
თითით აჩვენა, ხის ძირას თავისუფალ ადგილს
- ქვას ვერ ხედავ მართალია, მაგრამ იქ სადაც ახლა მე ვდგავარ, ცოცხლად დამარხული ადამიანის თავზე ვდგავარ, აქ ვიყავი, მისი დახშული ღრიალის ხმა მესმოდა მისი ვედრება მესმოდა მისი ღრიალი ტირილი, იცი როგორ მევედრაა? მესმოდა გესმის? მომბეზრდა მისი მოსმენა და უბრალოდ მივატოვე, სახლში წავედი ეს დედამოტ*ნული, ჩვეულებრივ მკვლელობებზე საუბარი აღარ მაქვს, გაგახსენებ აქ სადღაც, რომელიღაც ადგილას ნაწილ-ნაწილაა დამარხული კაცის სხეული რომლის სახეც წამტვრეული შუშის ბოთლით ავჩეხე, მას შემდეგ ვხედავდი საწოლზე მწოლიარეს თოკი, როგორ წიწკნიდა, შუაში გადაიხსნა, ეს მე გავაკეთე! გესმისსს მეეე ეს დედა მოტ*ნული, მე გავაკეთე! ( ნერვების ფონზე ღრიალს იწყებდა და თან ცდილობდა დაწყნარებულიყო თავის ჩადენილის გახსენებებზე ეცინებოდა, თუმცა ეს სიბრაზის სიცილი იყო რომ ღრიალი ჩაენაცვლებინა, მისი ღრიალიც თითქმის მთელ სასაფლაოს მოეცვა, ძლიერად დაარტყა ხეს ფეხი უხეშად ჩამოისვა სახეზე ხელები) რომელ ცოდვების მონანიებაზე მესაუბრები კიდევ რომელი ერთი ჩამოგითვალო?! ცხოვრებამ შემცა! მაფიოზი ნაბიჭ*არი ვარ, როგორ უნდა დამტანჯო?, როგორც არ უნდა მწიწკნო ისე რომ მტანჯო როგორც მე სხვას ისე, როგორც ჯენო გრძნობდა როგორ უხრწნიდნენ მხეცები მუცელს, ცოცხლად რომ დამწვა დამმარხო აზრი არ აქვს! იმას რაც უკვე ჩავიდინე ვერანაირი ტკივილით ვერ გამოვასწორებ, თავი დაანებე და რას ჩალიჩობო მითხარი, იქ სადაც მე ვარ იმ დამპალ ცხოვრებაში სადაც ვარსებობ სიმშვიდე არ მოსულა ხვდები? ან მე უნდა ჩავაძაღლო ან უნდა ჩამაძაღლონ, მე ვერ მწვდებიან ჩემებით იწყებენ, სხეულზე არ მაქვს დედამოტ*ნული სუსტი წერტილი მაგრამ იციან ვინც მყავს და სადაც მყავს, მაშოს რომ ვუყურებ მრცხვენია, საკუთარი თავი მეზიზღება, ჯერ იმიტომ რომ ახლა ის ჩემს გვერდითაა, მერე იმიტომ რომ ვატყუებ, მერეეე ფუუ ( ისტერიულად, ნერვოზულად ჩამოისვა სახეზე ხელები, წამით გაჩუმდა და შემდეგ განაგრძო) არ მიმსახურებს, ის ჩემთან არ უნდა იყოს, არ შემეშვებიან მე რომ გავჩერდე ჩამაძაღლებენ და არა მხოლოდ მე თქვენ ყველას იმიტომ რომ უკვე ყველა გარეულები ხართ, მაშოსთან არ მინდა ვიყო ის ახვარი რაც რეალურად ვარ, ჯერ ისევ ბავშვია, ოცნებებში გახვეულია, მიზნები აქვს და მე ამ ყველაფერს სადღაც ხუინაზე ვუშვებ, ყველაფერი წავართვი ის პატარა ბედნიერებაც რაც ჰქონდა, დედამ მიატოვა რატიმაც მიატოვა, იმ რატიმ ადამიანი რომ ერქვა და არა ახლანდელი მე, თეოდორე რომ საუბრობდა ყოველ გაბრაზებაზე რთულ დღეებზე დედას ითხოვს პატარა ბავშვივითო, მაშინ გამეცინა ბავშვია-მეთქი გავიფიქრე და რეალურად ვერც კი ჩავწვდი რა ტკივილს ატარებდა, ახლაც ვერ ვუგებ, იმიტომ რომ მე მივდივარ ვნახულობ მყავს, ახლა იმის შიში გამიჩნდა რომ მეც არ დამტოვოს, როგორც მაშო მიატოვა დედამისმა კიბოს გამო, ცხოვრება მინდა, ყოველ ღამე მაღვიძებს სიზმარში ნანახი ყველა ჩემი ჩადენილი ყლ*ობა, მთელი ჩემი სიზმარი სისხლშია ამოსვრილი მთელი ღამე ღრიალი მესმის, დავიღალე ძმა, სამყარო, ქვეყნა ყველაფერი მძულს ცხოვრება მეზიზღება, მამაჩემი მეზიზღება ეგ რო ჩათლახი არ ყოფილიყო, სისულელეები, რო არ გაეკეთებინა ასე არ გაგრძელდებოდა ჩემი ბინძური ცხოვრება, იმაიმუნა ჩაძაღლდა და მე მომატენა! (ნერვოზულად წაივლო თავზე ხელი და ძლიერად ჩამოისვა სახეზე)
ახლა გესმის? გაიგე? ვიტანჯები, ჯოჯოხეთში ვარ ნელ-ნელა ვემზადები იქაური ჯოჯოხეთისთვისაც!
სწრაფად დაუწყნარდა ხმა და შავ ცას ახედა მთელი სხეული ძლიერად სტკიოდა, ყველაფერი ერთდროულად უფიტავდა გულს, თუმცა ყველაფრის თქმის გამო თითქოს რაღაც სიმშვიდე იგრძნო, რაღაც სიმძიმე ჩამოიხსნა სიბრაზის ამოფრქვევისას, რომელსაც მუდამ გულში ინახავდა, მაგრამ მაშოზე რა იქნებოდა ოდესღაც ვერ ხვდებოდა უკვე ისიც კარგად იცოდა, როგორ ძლიერად უყვარდა ისიც იცოდა როგორ გაუჭირდებოდა მის გარეშე, ახლა მისი ცხოვრება უფრო შეცვლილი იყო წინანდელს აღარაფერი უგავდა, თავად რატის პიროვნებაც კი ძლიერად შეცვლილი იყო ამ მცირე ხანში
- წავიდეთ აქედან ძმაო,
მხარზე მიარტყა დემეტრემ რატის ხელი და მისი სიტყვებით დამძიმებულს არანაირი პასუხი არ ჰქონდა, ადგილი მოათვალიერა და ახლა გაცრა სხეულში არა იმიტომ რომ შეეშინდა არამედ საზიზღარი შეგრძნება დაეუფლა, გულს ურევდა ეს გრძნობა და რაც შეიძლება სწრაფად უნდოდა იქიდან წასვლა
- წამოდი, წამოდი....
ისევ მიარტყა ხელი და წინ წავიდა, რაღაც ძლიერად აკლდა და სურდა რატის ძალიან ძლიერად, თუმცა არ შეეძლო გაეკეთებინა, არ შეეძლო ეღრიალა ან თუნდაც ეტირა, პროფესიონალურად გამოასწორა ის ყველა ემოცია, რომელსაც წეღან გრძნობდა და საუბრობდა და უკვე შორს მყოფ დემეტრეს გახედა, რომელიც უკან მოუხედავად წნარად მიდიოდა, შემდეგ დახედა მიწას სადაც იდგა და თვალწინ წარმოუდგა ის ადამიანი, რომელიც ტანჯულად დამარხული იყო იმ ადგილას,
- სულებიც მეცხადებით უკვე?
ამოილაპარაკა ისე შეაჩერდა ბიჭს უხმოდ და მის ფიქრებშივე მის წარმოსახვაშივე გაუღიმა ბიჭმა,
- წატი შენი, ყლ*ო!
ამოიგმინა არასასიამოვნოდ გააჟრჟოლა და წყნარი ნაბიჯებით გამობრუნდა.....
......
მისულმა მაშომ წყნარად შეაღო თეთრი პალატის კარები და ნერვიულად დაიწყო თითების წვალება,
- შეიძლება?
ხმაზე მწოლიარე ქალმაც მაშინვე გახედა კარებს, თვალები გაბრწყინებისგან შეეცვალა თავისდაუნებურად წამოიწია და თავი ინსტიქტურად დააქნია, მაშომაც გაუღიმა საპასუხოდ და წყნარად შესულმა კარები ნელა დაკეტა, არც კი დაჭირდა ნენეს დაფიქრება თუ ვინ იყო გოგონა, რომელიც მის პალატაში შევიდა, კარების გაღებისთანავე თითქოს ოთახი შეანათა მაშომ, გული გადაეწმინდა ნენეს და უკეთესად წამოჯდა,
- იწექით, ხომ არ შეგაწუხებთ,
გაუცინა მაშომ და ახლოს მივიდა მასთან
- რას ლაპარაკობ,
შეიცხადა ნენემ და ჯერ ისევ გაკვირვებული უმზერდა მაშოს,
- ვიცი ასე არ უნდა მომხდარიყო, რატის უნდა გაეცნო ჩემი თავი თქვენთვის,
თითქოს დანაშაულით მორცხვად დაიწყო მასთან საუბარი, თან თითებს ნერვოზულად აწვალებდა,
- არც კი ვიცი როდის აპირებდა ამას, როგორ მიხარია რომ მოხვედი,
გაუღიმა და მაშოს დაბნეულობა რომ შეატყო ხელები გაშალა, მაშოც ნიშანს მიხვდა და მაშინვე ღიმილით წავიდა მისკენ, ფრთხილად მოეხვია ქალს,
- ხომ არაფერი გინდოდათ? რატი დემეტრესთან ერთად წავიდა, ტელეფონები დარჩათ ამიტომ ვერცერთს დავურეკე,
მოშორების დროს დანანებით თქვა და ნენეს ნიშნის შემდეგ სკამზე ჩამოჯდა,
- მარტო მოხვედი?
- ბატონმა დარიომ მომიყვანა და ისევ წავიდა, რომ მივლენ მოახსენებს ყველაფერს,
გაუცინა ბოლოს მეფურ ტონზე და თავადვე ეცადა მეტად თავისუფალი ყოფილიყო ქალთან, რომელიც კარგად ახსოვდა, რომლის ბუტერბროტ-პიცაზე ისევ აბოდებდა,
- გასაგებია,
ამოილაპარაკა ნენემ და მაშოს ღიმილზე ფართოდ გაიღიმა
- თქვენ?
კითხვა უნდა დაესვა არ დააცადა ნენემ ისევ გამეორება და თავად გასცა პასუხი ჯერ არ დასმულ კითხვას
- უბრალოდ ცოტა თავი მტკიოდა, მარტო ძალიან დავიღალე სულ წოლა-წოლა ექთანი ვერ იცლის რომ გარეთ გამიყვანოს, მარტო არ მიშვებენ, ვერაფერი გავიგე,
ამოიწუწუნა, ღიმილით უსმენდა მაშოც დასრულებისთანავე მაშინვე მოათვალიერა პალატა, კუთხეში იდგა შავი ბორბლებიანი სავარძელი და ჩაეღიმა ახალ დასახულ აზრებზე
- გნებავთ გავისეირნოთ,
- ახლა?
გაეცინა ქალს და მაშომაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად
- დიახ ახლა, გრილა და ამავდროულად ყველაზე ლამაზი იქნება თუ მაღლა ავალთ,
თითით ანიშნა მაღლა შენობის თავზე ნამდვილად საოცარი ხედი რომ იშლებოდა
- რატის საყვარელი ადგილია,
ჩაიღიმა ქალმა შვილის ხსენებაზე გული გადაეწმინდა და ფიქრებში რომ არ გაქცეულიყო მაშოს გახედა,
- აბა?
კითხა მაშომ და ქალმა რომ ყოყმანი დაიწყო მაშომ სავარძელი მოაგორა,
- თუ იმას ფიქრობთ შეწუხდებაო, ცდებით
სკამი გადაწია და უფრო კომფორტული და მარტივი გახადა გადმოსვლა,
- მაშინ რატომაც არა,
გაუღიმა და ნელ-ნელა წამოიწია, სწრაფად მიეშველა მაშოც.....
მაშოს კითხვებს უსვამდა ნენე მანამ მაღლა ავიდოდნენ და წყნარი საუბარით იფარგლებოდნენ, თითქმის სრულად მოასწრო მაშომ დედაზე საუბარი ნენეს გამოკითხვის შემდეგ
- დიახ მიმატოვა მასე გამოდის,
მწარედ ჩაიცინა მაშო დედაზე საუბრის შემდეგ და ასულმა დიდი ტერასა მოათვალიერა, ნაპირისკენ წაიყვანა სკამი რომ ქალაქის ხილვა შესძლებოდათ და ხვდებოდა რატომ იყო რატის საყვარელი ადგილი, მყუდრო ადგილი ჩუმი და და ამასთანავე ადგილი საიდანაც თითქმის მთელ ქალაქს აკონტროლებდი,
ახლოს მისულებს თვალწინ ნამდვილად სილამაზე ეფინებოდათ განათებული სახლები გზის გასწვრივ ლამპიონები, რომელიც კლაკნილ გზას ტოვებდა და ზევიდან საოცარი ფორმები ხდებოდა...
ისევ ცხვოვრებისეულ კითხვებს უსვამდა ნენე მაშოს, თან სიამოვნებდა მასთან ყოფნა მხიარულად გრძნობდა თავს სევდიან ისტორიებსაც სასაცილოდ ყვებოდა, მოყოლას ხელებს აყოლებდა და უფრო სასაცილოს ხდიდა, სიცილი დასრულებული არ ჰქონდა ხოლმე ხელახლად იცინოდა ნენე, ნენეს სიცილზე და ბედნიერ წუთებზე ბედნიერებისგან იცინოდა მაშოც და სრული სიმშვიდე იყო მათ სულებშიც კი, დიდი ხანი იყო ნენეს მსგავსი სიამოვნება აღარ მიეღო ადამიანთან საუბრისას
- რამდენი წლის სიცოცხლე მომიმატე ნეტავ,
ისევ სიცილით უთხრა ნენემ მაშოს, როდესაც ისტორიის მოყოლა დაასრულა და ძირს მჯდომი მაშოც უცებ წამოდგა,
- თავი ისევ გტკივათ?
- ყრუდ,
მხარი აიჩეჩა და მაშოც მის უკან დადგა,
- მაშ ბებიას მკურნალ ჯი. ს გამოვიყენებ და დავტესტავ ნამდვილად წამალი ვარ თუ ბებია მატყუებს,
გაიცინა და ნენესაც ისევ გულიანად გაეცინა, ბებიაზე გადაიტანა ყურადღება და მასზე დაიწყო გამოკითხვა, მაშომ ნაზად შეუცურა თითები თმის ქვეშ და ხელის ნაზი მოძრაობით დაიწყო მასაჟი, მთელი სხეულით მოდუნდა ნენე და თვალებიც წყნარად მინაბა,
- უკვე ვრწმუნდები ბებიას სისწორეში,
ნენემ ამოილაპარაკა დაბალ ხმაზე და მაშოსაც ჩაეღიმა, ნაზად განაგრძო თითების მოძრაობა, ნენემ კი საუბარი წამოიწყო, რომ უხერხული სიჩუმე არ ჩამოვარდნილიყო ან კი სიამოვნებისგან არ ჩასთვლემოდა , რატიზე ჩამოვარდა საუბარი და ნენეც იხსენებდა ჯელტმენ რატის რომელიც პატარაობიდანვე დინჯი იყო, ღიმილით უსმენდა მაშო და ყველა რატის ნათქვამი სიტყვა და სიტყვის შეფერება წარმოედგინა, როდესაც იმ ასაკს ესტუმრა ნენე როცა რატიმ მაშო გაიცნო, სხეულში გაცრა მაშოს და არა მხოლოდ იმ ასაკს, ნენე უყვებოდა მაშოს თუ როგორ გაიცნო რატიმ ერთი გოგონა სახელად მაშო, ყველაფერი იცოდა ნენემ ყველა დეტალი ისიც კი რაც მაშოს აღარ ახოვდა, უხმოდ გადმოუვარდა ცრემლები და უცებ მოიწმინდავდა ხოლმე მხრით რადგან ხელები დაკავებული ჰქონდა,
- ჩამოვიდა თუ არა ხასიათი უფუჭდებოდა ხოლმე, აღარ მესაუბრებოდა, არ ეცალა სახლში იშვიათად ვხედავდი, მამამისი ახალი დაღუპული იყო, ამიტომ მისი ცხოვრება შეიცვალა დღემდე შეცვლილია, ჩემთან ვხვდები რომ ისევ ცდილობს ისევ ის ბიჭი იყოს თუმცა ბავშვების მონაყოლიდან ის სულ სხვა ადამიანია, ვხვდები რომ მხოლოდ ჩემთან იღიმის მხოლოდ ჩემთან ხდება ადამიანი მაგრამ ეტყობა რომ რეალური არასდროს არ არის, მაშოზე ვფიქრობდი თემას გადავუხვიე,
ჩაიცინა და თემა ისევ მაშოს დაუბრუნა პატარა ბავშვს წარსულიდან, ფიქრობდა რომ ქალს რომელიც მის უკან იდგა, რომლის სახელიც არ იცოდა, თუმცა სხვა დანარჩენი მასზე უკვე ბევრი რამ იცოდა, უნდა სცოდნოდა რატის შესახებ თუ რას ფიქრობდა დედამისი და ვისი სიყვარული ტანჯავდა ისევ რატის, მოსწონდა გოგონა, რომელიც მასთან ერთად იყო ძალიან მოსწონდა, თუმცა მაშოზე ფიქრს ვერ წყვეტდა, რადგან რატის გახსენებისთანავე პატარა მაშო უტრიალებდა გონებაში
- ალბათ არ იცის ის გოგო როგორია როგორაა, შეიცვალა თუ არ შეიცვალა მაგრამ, დარწმუნებული ვარ ვერ ივიწყებს, ალბათ გეცოდინება მისი ყოფილი, არ არსებობდა გოგო რომელიც რატისთან ყოფილიყო რატის სურვილით, ინტერესი აღარ ჰქონდაო ასე მეგონა, თითქოს იმ ერთის გარდა იმ ბავშვის გარდა არავინ არ არსებობდა, მიყვებოდა უბრალოდ მხოლოდ მასზე, დრო გადიოდა მეგონა დაავიწყდებოდა მას უფრო და უფრო ახსოვდა, მისი დარდი მკლავდა მეშინოდა ამ ყველაფრის და შემდეგ გამოჩნდი შენ, არ ვიცი რას გრძნობს ვერ ვხვდები ასე როგორ ჩაახშო ის გოგო როგორ გადაუსვა ხაზი არ უხსენებია არც კი წამოცდენია, პასუხიც კი არ დამიბრუნა მასზე, ვფიქრობდი რომ იმ გოგოს სიყვარული შეიწირავდა, ახლა თითქოს რაღაც იმედი მომეცა ნუ დატოვებ გთხოვ იქნებ ის ბავშვი ჩაანაცვლო და ამის სხივს ვხედავ, ვნერვიულობ არ მინდა ისე წავიდე აქედან რომ მისი რეალური ღიმილი არ ვნახო და არა ხელოვნური რომელსაც ყოველთვის ვხედავ,
ემოციურად საუბრობდა, გულზე მიეჭირა ხელი და ისიც კი არ იცოდა რომ ახლა შვილის საიდუმლო გათქვა თავად იმ გოგოსთან რომლზეც ეს საიდუმლო იყო აგებული, მაშოც დაბნეული უსმენდა, დაძაბული, ყიველ წუთში ელოდებოდა მომენტს, რომ ეთქვა ის გოგო რომ თავად იყო, თუმცა რატის გრძნობები და საერთოდ ის, რომ მას ამდენი ხნის მერე არ დავიწყებია გულს უჩუყებდა, სასიამოვნო გრძნობასთან ერთად დაბეულობას შეებოჭა,
- იცით ის გოგო.....
დიდი ნერწყვი გადაყლაპა მაშომ უნდა ეთქვა რომ ეს თავად იყო მაგრამ იმდენად ნერვიულობდა მოსმენილის შემდეგ თითები უკანკალებდა,
- ის მაშ.....
- დედა!
სიტყვა რომელიც ბევრს ნიშნავდა ნენესთვის შორიდან რატის დაძახებულმა გააწყვეტინა და ამავდროულად დაძახებული უნებურად შეხტა,
შეძლებისდაგვარად მოტრიალდა ნენე შვილის ხმაზე და მაშოს შეხტომა რომ იგრძნო მის აკანკალებულ ჩამოწელ ხელებს აკოცა ღიმილით, შემდეგ გახედა მაშომ რატის და ისე ძლიერად ანერვიულდა გულს ბუდეში ვერ ტევდა, რატი რომ მათკენ დაიძრა სულ უფრო გამონგრევას ჰქონდა გული, ნენე კი ბედნიერი იყო შვილის დანახვით მხიარულად უყურებდა მომავალს
- რა გჭირს? კარგად ხარ?
დედის წინ ჩაიმუხლა რატი და მის კალთაშივე მისი ხელები მოითავსა თავისაში, ანერვიულებული მოდიოდა როცა დარიომ შეატყობინა რომ დარეკა მისი ფიქრები მის ჯანმრთელობაზე გადავიდა და შიშიც მატულობდა,
- ასე კარგად დიდი ხანია არ ვყოფილვარ,
გულწრფელი ღიმილით შეხედა რატის და სახეზე ხელები თბილად მოუსვა,
- არ სულიერად ფიზიკურადაც, მან შეძლო ყველაფერი სიცოცხლე მომიმატა
გაუცინა და მაშოს ახედა, რომელიც დაძაბული მძიმე ნერწყვს ხშირ-ხშირად ყლაპავდა, ცდილობდა თვალი აერიდებინა რატისთვისაც,
- რატომ მალავდი ამდენი ხანი ერთი ძალიან მაინტერესებს,
ხელი დაარტყა მხარზე და რატიმაც შეიფერა მოიხარა ისე თითქოს წიხლქვეშ უნდა გაეგდო ქალს
- ხო რავიცი მომენტს ველოდებოდი,
ამოთქვა და მაშოს ღიმილით, განათებული თვალებით ახედა, მას კი სავარძლის სახელურისთვის გაეშტერებინა თვალი და თავის ფიქრებში მყოფს არაფერი ესმოდა, წარბებ შეხრილს ჯერ ისევ ნერვიულობის ფონზე უცემდა გული,
- კარგად ხარ?
ხმამაღალ კითხვაზე მაშო რომ ისევ შეხტა სწრაფად დაიწყო თავის დაქნევა ინსტიქტურად, მისი საქციელი ეუცნაურა რატის ეჭვისთვალით შეათვალიერა , ფრთხილად წამოდგა და წყნარად მიუახლოვდა, ნენეს უკან მდგომს
- დარწმუნებული ხარ?
ცალი ხელით მიიხუტა ოდნავ მოშორდა და დახედა რომ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს მისთვის შეეხედა პასუხად ისევ თავი დაუქნია და რატიმ ისევ ფრთხილად მიიხუტა, ხელები არ მოუხვევია მაშოს მისთვის, მის მაიკას ჩაავლო ხელები და უკეთ მიეხუტა, ჩუმად გახედა წყვილს ნენემ ღიმილი ვერ გააკავა, კმაყოფილს გაეპო ბაგეები, , რატის შეხედა რომელიც მაშოს საქციელის გამო იღიმოდა და პირველად შეეცვალა ნენეს სახე, თითქოს იეჭვიანა, თითქოს უცებ შეეცვლებოდა გრძნობები მაშოს მიმართ და ბოღმა გაუჩნდებოდა რომ მის შვილს ახლა მასზე მეტად ცოლი ეყვარებოდა და მასზე მეტ ყურადღებასაც მას მიაქცევდა, თუმცა უცებ ისევ შეეცვალა სახე, ეს უბრალოდ გამოხატვა იყო იმის რომ სურვილი, რომელიც მაშოს გაუნდო ასე მალე აუხდა, საერთოდ არ იღიმოდა რატი ძალით პირიქით ახლა ცდილობდა რომ ღიმილი შეეკავებინა, მაშო რომ აწრიალდა უცებ გატრიალდა ნენე და რატიმაც საშუალება მისცა მისი მარწუხებიდან განთავისუფლებულიყო,
- ჰო მართლა დღეს როცა დამელაპარაკე რამე გიჭირდა? რამე გტკიოდა?
იკითხა ნენემ და მაშოც მის წინ ძირს ჩამოჯდა,
- არა, არა
ჩაიცინა მაშომ და რატის დაძაბულმა ახედა რომ არაფერი ეკითხა
- რატომ ტიროდი ჩემო ლამაზო? მე გავაკეთე რამე?
ისევ დასვა კითხვა და რატიც მოაჯირს მკლავებ ახლართული მიეყრდნო,
- არა რას ამბობთ
გაიცინა ისევ რომ ზედმეტი დაძაბულობა არ შეემჩნია მისთვის, ნენე წამით გაჩუმდა ცდილობდა გაეხსენებინა რამე საწყენი ხომ არ უთქვამს მაშოსთვის, მათი საუბარი უცებ გადმოანაცვლა ამოსვლისას საუბარში, კიდევ ერთხელ დამტკიცდა მისი სიჭკვიანე, ჩაიღიმა როცა პასუხს მიაგნო და ხელები გაშალა,
- მოდი ჩემთან
თან მიიხმო და მაშოც დაიბნა, თუმცა მისკენ ნებიერად მიჩოჩდა და თავი კალთაში ჩაუდო, უცებ დაადო ბეჭებზე ხელები ნენემ და ფრთხილად მიეფერა,
- დედა მოგენატრა არა?
კითხვა ღიმილით დაუსვა და მაშომაც სწრაფად ახედა კითხვის ნიშნის თვალებით,
- რა გულჩვილი ხარ,
კიდევ გაუცინა და წამოწეულს შუბლზე აკოცა,
- ისედაც რაღაცნაირად ვიყავი,
თავის გამართლების გამო გაიკრიჭა და მხრები აიჩეჩა, რატიც იდგა თბილი მზერით და წამით არ მოუშორებია მაშოსთვის თვალი, ლამაზი წუთებით ტკბებოდა თავადაც
- რა მნიშვნელობა აქ ხო ატირდი,
ისევ გაუცინა
- დარიო რომ არა იმასაც ვეღარ ამბობდი რომ გაგითიშავო,
ეცინებოდა ქალს და მაშოსაც გაეცინა მის მხიარულ გახსენებაზე
- ამ თმას შენ რო არ მოუვლიდი ცხადიაა, საოცრებაა, თან როგორი ხვეულიაა,
ხელი რომ გაშალა მაშოც ახლოს მიიწია რომ მის თმას შეხებოდა ნენე,
- ბებია, ვინ თუ არა ის,
გაიცინა მაშომ და ცალი მხრიდანაც უკან გადაიყარა დალალები,
- რა კარგი სურნელიი, უხხ
ღრმად შეისუნთქა ნენემ და რატისაც ჩაეცინა, მაშომ შეამჩნია, თუმცა ნენეს არ შეუმჩნევია, მაშოს დალალებით გართულს, საუბარი დააწყებინა ისევ და მაშოც ცდილობდა სამხიარულო მოეყოლა რამე, დასასრულში ვეღარ მოითმინა რატიმ და სიცილი ხმამაღლა დაიწყო, უცებ აიფარა გაშლილი ხელი ნენემ ტუჩებზე
- ღმერთო, იცინის,
ამოთქვა გაოგნებულმა თან ღიმილს აფარებული ხელებით მალავდა,
- მე დამცინიხარ?
გახედა მაშომ კოპებ შეკრული ღიმილ შეკავებული სახით და რატის გულიან როხ-როხზე ეცინებოდა თავადაც და ამავდროულად ძალიან მოსწონდა კიდეც
- იცი რაა?!
გაბრაზებული წამოდგა მაშო ნიშნად რომ შური უნდა ეძია და რატიც მოაჯირს მოშორდა რატომღაც გადაწყვიტა მაშოს ცანცარში აყოლოდა, მაშომ რომ მისი ნაბიჯი შეამჩნია, სწრაფად წავიდა მუშტ მომარჯვებული მისკენ და რატიც უკან-უკან დაიწია, მაშოც რომ გაეკიდა ისიც ადგილს მოწყდა, გულს ვეღარ იჩერებდა ნენე ლამის მათთან ერთად წამომხტარიყო და ერბინა, რატისაც ვერ ცნობდა იცინოდა მაგრამ არ ყოფნიდა, ბედნიერებას ვერ მალავდა, რამდენჯელმე აიცილა რატიმ მაშო და ახლა მის აცილებაზე როხ-როხებდა, ჩაბჟირებამდე ნენე ტირილის პირას იყო სიხარულისგან მაშო კი რატისთან ერთად იცინოდა და ცდილობდა დასერიოზულდბულიყო
- არ გცემ ერთს შემოგარტყავ,
რომ ვერ დაიჭირა აზრი გაუნდო და მისკენ გაექანა თუ არა რატიც მოემზადა მივარდნილ მაშოს მენჯებზე დაავლო ხელები და ჰაერში აწია, უცებ მოულოდნელ საქციელზე შეკივლა ჰაერში აღმოჩენილმა და რატიმაც ნივთივით შემოიდო მხარზე,
- დამსვი, დამპალო! ცხოველო! ერთხელ არ უნდა დამარტყმევინო?! არ იმსახურებ თუ?
მუშტებს ურტყავდა ზურგზე და ბოლოს ხელები რომ დაეღალა რატის ზურგზე იდაყვი შემოდო და ხელში ნიკაპი მოათავსა, ცალ ხელი უძალოდ ჰქონდა და სიარულის დროს იქით-აქეთ ქანაობდა,
- ვაიმე რა საყვარელია,
აკისკისდა ნენე და მაშომაც ხელები დაუშვა წამოიწია რომ ქალისთვის შეეხედა უხაროდა მასაც ნენეს გაცინება რომ მოახერხა, რატიმ ინტერესით გადმოწია მაშო რომ ენახა თუ რატომ იყო საყვარელი და მაშომაც სახე რომ დაუსერიოზულა ისევ კომფორტულად შემოიდო,
- ოხ რატი,
თავი გაუქნია ნენემ საქციელზე და ისევ გაეცინა,
- სხვათაშორის ზუსტად ასე ილიკოს მიჰქონდა სიმინდით სავსე მეშოკი, სახლში,
გაახსენა მაშოს წარსულიდან პატარა დეტალი რატიმაც და მაშოსაც მხოლოდ ერთი რამ ამოუტივტივდა
" - ამას როგორ უნდა გაატანონ ამ სიმძიმე მეშოკი ნახე მაშა,
მაშო შემოატრიალა და მოხუც ილიკოსკენ ანიშნა რომელიც 83 წელს უკაკუნებდა და ჯერ ისევ მონდომებულად შრომობდა,
- აი მესმის შემართება,
ამოილაპარაკა მაშომ ღიმილით და ისე ახედა რატის
- რა შემართება გოგო ნახე,
უცებ შემოიგდო მაშო მხარზე, მოიკუნტა ფეხები ააკანკალა და წინ ფლატა ფლუტით წავიდა,
- ვაიჰ, ვაიჰ,
ყოველ ნაბიჯზე გმინავდა და მაშო როცა მიხვდა რომ ილიკოს აჯავრებდა მის მხარზევე ხმამაღლა აკაკანდა......"
გაეცინა მაშოს გახსენებულზე და რატიმაც უბრალოდ გმინვა დაიწყო,
- ვაიჰ,.....ვაიჰ,
- ბოროტო!
სიცილი ძლივს შეიკავა მაშომ ხელი მწარედ დაარტყა ზურგზე ...
- დასვი ახლა
ნენეს რომ მიუახლოვდნენ, სრაფად გასცა ბრძანება მხიარულად ქალმა
- სად? აქ? თუ აქ,
ხელიდან მოიხსნა და მოაჯირს იქით გადაწია
- ააა რაშვები რატი ხელი არ გაგეშვას,
ნენემ უცებ შეკივლა და მაშომ მის ქვევით რომ სიკვდილი დაინახა დაძაბული გაიყინა,
უცებ გადმოწია რატიმ ისევ და მანამ მაშო შემოარტყავდა ჩახუტებასთან ერთად გააკავა,
- კაი მართლა ხო არ გადავაგდებდი რა გჭირთ,
თავზე ხელი მოუსვა ღიმილით და მოიშორა,
- შეგეშინდა მაშა?
გაეცინა მაშოს სახეზე და მაშომაც ხელისკვრით მოიშორა კოპებ შეკრულმა,
ნენეს წეღანდელი უცებ გადაავიწყდა მხოლოდ ერთ რამეს მოკრა ყური და ტვინიც მისკენ გაექცა, გაკვირვებისგან შეკრა კოპები მიმართვაზე და სავარძელზე უკეთ დაჯდა,
- რატი რა დაუძახე?
გაუღიმა რატის გაკვირვებულმა, ისე კითხა და რატიმაც სახე დამანჭა,
- არცერთხელ არ მაცადეს, უნდა მეთქვა,
საკუთარი თავის გამართლება დაიწყო და მაშოს გახედა,
- კი მარა რო მოვიდა სახელი არ კითხე ერთმანეთზე ყველაფერი იცით თითქმის და სახელიც გაგერკვიათ ბარემ,
ახლა მან მიიღო გაოცებული სახე მათ უცნაურ გაცნობის ისტორიაზე
- მაშო ქვია?
მაშოც დაბნეული იყურებოდა იქით-აქეთ და უფრო დაბნეული უყურებდა ნენეს წინ ჩაცუცქულ რატის, რომელსაც ქალის კალთაში შემოეწყო ხელები,
- მე იმ გოგოს ჯავრი მკლავდა და წინ მიდგას?
იკითხა და უცებ მოუქნია რატის ხელი, რომელიც რატიმ აიცილა თუმცა მეორე გაქნეული ხელი მხარში მწარედ მოხვდა,
- მაგის ღირსი ვარ შენგან?
ანუ მაშოს მოვუყევი ყველაფერი ის დეტალი რაც იმან გამოიარა?
აკაკანდა ქალი სიხარულისგან და მაშოც დაძაბული იღიმოდა,
- მეც უნდა მეთქვა თუმცა რატი რომ მოვიდა გადამავიწყდა,
გაიკრიჭა მაშოც და რატის გვერდით ჩაიმუხლა,
- არ მჯერა დეე,
ამოთქვა და მაშოს მოეხვია, ისევ გაეცინა რატის.... საღამო იყო სადაც ტკივილიც სიხარულიც და ბედნიერებაც იყო, ნენე უბედნიერესი დატოვეს, თითქოს მართლა რამდენიმე წლის სიცოცხლე მოემატებინოთ მისთვის, თავადაც მხიარულები გამობრუნდნენ სახლში, ნენე უკეთესობისკენ დაიმედდა ფიქრებით რომ ახლა მაშო შეძლებდა რატის შემობრუნებას და სწორ გზაზე გამოიყვანდა......
- გინდა რამე?
დიდ მაღაზიის სადგომში ჩაუხვია რატიმ და მაშოს გახედა,
- სიმართლე გითხრა იმხელა სახლში ტკბილეულის ნაგლეჯი არსად არაა
თვალების ტრიალით გახედა მაშომ და რატისაც გაეცინა
- ეძებდი?
- ვეძებდი? ყველაფერი ვიპოვე მის გარდა
გაბრაზებული მოტრიალდა რატისკენ და რატიმაც თავი გააქნია სიცილით
- კიდევ? წამოდი კაროჩე მადონამ ჩამიგდო ფოტო ბავშვის წამალიაო თუ საჭმელიაო თუ რაც არი და ნახე მოკლედ,
დაიღალა სიტყვებს თავი რომ ვერ მოაბა და მაშოს ტელეფონი მიაწოდა,
- რატიი,
ისევ გაუწოდა ტელეფონი, რადგან ზარი შემოდიოდა და რომ დახედა ამოკითხულ სახელზე საერთოდ არ ესიამოვნა სახელის ამოკითხვა "სელენა"
- გაატრაკა
ამოიგმინა და მაშოს ხელშივე უპასუხა,
- რატი სად ხარ? აეროპორტში არ გამოხვალ?
მაშინვე ჩაძახა სელენამ ტელეფონში და მაშომაც ხელში მიაჩეჩა ტელეფონი,
- რა ადგილას ხარ?
წყნარად დაუსვა კითხვა და მაშოს გახედა, რომელიც ფანჯრიდან იყურებოდა,
- გამოსასვლელში ვარ ისევ,
- კაი,
- გამოხვალ?
- დარიო გამოგიყვანს,
სწრაფად გასცა პასუხი და სელენამაც კბილები დააჭირა ერთმანეთს
- იდიოტო შენს გამო ჩამოვედი აქ!
- წადი შენი,
ჩაიცინა და ტელეფონი სავარძელზე უხეშად მიაგდო
- მაშო წამოხვალ?
- კაი წადი შენ რა,
უცებ შეეცვალა ხასიათი და რატიმაც ცალი ხელი ჩამოისვა სახეზე კარები მიკეტა და მაშომაც ენა გამოუყო მის დაუნახავად , სწრაფად მოუარა მანქანას რატიმ და მაშოს კარები გააღო,
- გადმოდი,
- რატი არ მინდა-მეთქი
- მე მინდა
თქვა თუ არა მაჯაში ჩაავლო ხელი და მანქანიდან გადმოსვა, კარები უხეშად მიკეტა სიარულშივე ჩაკეტა მანქანა და მაშოს დახედა, არაფერი არ უთქვამს ხელი უშვა და წინ წავიდა, "პიკის საათის" გამო ხალხი არეულად დადიოდა უამრავი ადამიანი გამოდიოდა და შედიოდა მაღაზიებში რაც ხალხმრავლობას იწვევდა, ხან ვინ გაკრავდა მაშოს მხარს ხან ვინ, წინ მყოფმა რატიმ ჩვეულად გაშალა ხელი და მაშომაც სწრაფად შეამჩნია, კოპებ შეკრულმა ახედა რატის თავი გადააქნია ნაბიჯები გაადიდა და მის ხელში შეაცურა ხელი, ჩაეღიმა რატის და შესასვლელში გადაჭედილ ხალხში მაშო ისე გააძვრინა რომ არც კი შეხებიან, თავადაც მარტივად შევიდა და უკან გადაჭედილ ხალხს გახედა......
......
- მადო გამოო ჩვენი დროა,
სახლში შესვლისთანავე პარკი მადონას მიაწოდა და ანიშნა გარეთ გასულიყო, თავად აბაზანაში შევარდა ხელების გადასაბანად ჩქარ-ჩქარა მოტრიალდა ხელების გასაწმენდად და კარები უნდა გამოეღო კარები თავად მოემსახურა რატის ძალების თანხლებით და შესვლისთანავე მაშოს გვერდი უნდა ჩაევლო, რატიმ მკლავში უმტკინვეულოდ ჩაავლო ხელი და მაშოც მის ხელს ნებით მიყოლილი გაკვირვებული აეკრო კედელს,
- რა ხდება?
გაკვირვებულმა კითხა და ისე ახედა რატის სერიოზულ სახეს რომელსაც ცალ ხელში ჩართული ტელეფონი მოეთავსებინა
- ეგ მე უნდა გკითხო, რა ხდება?
თავი სიტყვებს აყოლილმა ოდნავ გააქნია და მაშოს თავის მაღლა კედელს მკლავით მიეყრდნო, მაშო თითქოს უფრო ცდილობდა კედელს აკრობოდა სიახლოვისგან გამოწვეული უხერხულობის გამო, ამავდროულად საერთოდ ვერ ხვდებოდა რას ეკითხებოდა რატი, ამასთანავე კი როცა იცოდა რატის გრძნობები მის მიმართ ეს ძალიან აბნევდა, რის გამოც ღრმად სუნთქავდა და მკერდი მკვეთრად ადი-ჩაუდიოდა, რატის საოცარ სურნელზე ბრუვდებოდა და თითქოს აღარაფრის ძალაც აღარ ჰქონდა,
- არ ფიქრობ რომ ზედმეტად ახლოს ხართ შენ და დარიო?
კითხვაზე მაშოს ჩაეცინა და თითქოს დაძაბულობაც მოეშვა, რადგან საკითხი რომელზეც ასე ნერვიულობდა მარტივ საქმეს ეხებოდა
- სერიოზულად? კი ასე თუ ისე
იკითხა თუ არა რატის წარბები უფრო შეეკრა,
- ასე თუ ისე თუ უკვე იმდენად ზედმეტად რომ...
- უბრალოდ გეჩვენება,
- კამერებსაც?
მაშოს სიტყვაზე ტელეფონი აუწია და ვიდეოს ჩართვისთანავე ნაჩვენები იყო თუ როგორ ჩაიკრა დარიომ ატირებული მაშო გულში
- მერე რა? დაგავიწყდა რომ...
გამართლება დაიწყო უცებ ააკრო ხელი რატიმ ტუჩებზე და დახრილმა თვალებში ჩახედა,
- არაფერი დამვიწყებია ამ მომენტში და ეს პერიოდი შენ ჩემი ხარ მაშო!
უცებ გაშრა ქალი, სუნთქვა შეეკრა ისე შეხედა ხან ერთ ხან მეორე თვალში
- გაიგე თუ გაგიმეორო?
მაშოს რეაქცია, რომ შეამჩნია კმაყოფილების ხმით დაუსვა კითხვა, მაშომ თავი ინსტიქტურად უარის ნიშნად გააქნია და რატიმ რომ ხელი უშვა ნერვიულობის ფონზე კისრისკენ წაიღი ხელი,
- ჭკვიანად მაღლა ავდივარ სახლში შემოდით დროულად უკვე გვიანია,
- ხო მაგრამ ეზოში....
- მაშო რომელი დაფარული ადგილი ეს ნახე? და ამავდროულად საქართველოში არ ხარ,
ისეც გაამკაცრა ხმა ისე გააწყვეტინა სიტყვა და მადონას ხმაზე მაშო აათვალიერა და აბაზანიდან გავიდა,
- გააკეთე მერე ეგ უჯიშო ღობეე რა ჯანდაბად გჭირდება ფული,
მიაძახა ბურდღუნით და გულზე ხელი მიიდო,
- არადა მაინც რატომ ააქ??!,
გულმა ისევ "ბაგა-ბუგუგი" დაიწყო და რატის სიტყვების გახსენებაზე სხეულში გაცრა, მიხვდა რომ ძილის წინ ფიქრები საკუთარ გრძნობებზე არ მოასვენებდა, ეს ყველაფერი გვერდზე გადადო და მადონასთან გავიდა ყველანაირ თემაზე საუბრობდნენ უფრო თავის მოვლის საშუალებებს იხსენებდნენ და facebook-ის სქროლვით გართულები სასაცილო მიმებზე იცინოდნენ.....
- ხვალ მივდივარ
ზედმეტად რომ სიჩუმე ჩამოვარდა მაშინ წამოიწყო მადონამ საუბარი,
- სად მიდიხარ?
წამოიწია მაშო და უკეთ მოსასმენად მოემზადა,
- დიდი ხანია აქ ვარ მიხარია რომ გადავრჩით, ვიცი რომ არაფერი უთქვამს რატის შენთვის მან გადაგვარჩინა მეც და ჩემი პატარაც, მეტიც საკუთარი თავიც კი გაწირა ამისთვის, დედაჩემი ჩამოვიდა ამიტომ უსაფრთხოდ ვიქნები მასთან და იგივე შეცდომას არ დავუშვებ რაც აქამდე დავუშვი, ალბათ ეს ყველაფერი კარგიც იყო, ჩემმა ქმარმა დაგვტოვა სახლში სადაც ნაკვეთიდან უკვე ყველაფერი იწვოდა მალე კი ჩვენც შევიწვებოდით რომ არა რატი, ძალიან გამიხარდება თუ ერთმანეთს არ დავივიწყებთ, ასე მარტივად არავინ მომწონებია და არც არავისთან დავახლოებულვარ ასე, მადლობელი ვარ ნამდვილად,
თითქოს მორცხვად საუბრობდა ქალი, თითებს აწვალებდა და თან ისტორიით გაოგნრბულ მაშოს ახედავდა ხოლმე, უცებ გაბრაზდა მაშო რატიზე, თუმცა მალევე მის სიტყვებს ისევ გაუგო და მადონას გვერდით მიუჯდა თუ არა ხელები მოხვია,
- მოგწერ ხოლმე გზებს რომ ვისწავი გნახავ ხოლმე და შენც გამოდი დამათვალიერებინე აქაურობა,
გაუღიმა თუ არა მაშომ კიდევ ერთხელ ხანგრძლივად მოეხვივნენ ერთმანეთს მადონაც მაშოს გრძელ თმას დაუსრულებლად ასრიალებდა ხელში......
.....
საქმეებს მორჩენილი სახლში მიდიოდა დემეტრე თავის ძლიერი ტკივილის გამო სახე დაემანჭა და დაბღვერილი ატრიალებდა საჭეს, messenger ში მოსულმა მესიჯმა ხმამაღალი ხმით გააგებინა მოსვლა და დემეტრემაც დამჭერში ჩადებულ ტელეფონს შეხედა მესიჯის პატრონი საერთოდ არ ეცნო და გზის უცებ მოვლებით მიუახლოვდა ტელეფონს ისე "ჩააჩერდა" ფოტოს, საჭესთან მყოფი ვერ მიწერდა ამიტომ ეცადა ინტერესი რომელიც არ ასვენებდა, სახლში მისვლამდე მოეთოკა.....
.
ტაქსის მძღოლმა სახლის წინ გააჩერა თუ არა თანხა მიაწოდა ანანომ მამაკაცს და მანქანიდან გადავიდა, სამუშაო ფორმის გარეშე სხეულის ლამაზი ფორმა ზედმეტად გამოკვეთოდა ტანზე მომჯდარი სამოსით, თეთრი დაშლილი მაღალწელიანი კაბა წვივებამდე და სხეულზე მომჯდარი ტოპი ეცვა, ლამაზად მიაქნევდა თეძოებს და დაღლილი ხელში აქანავებდა შავ პატარა ჩანთას, "ჭიშკარი" შეაღო თუ არა სახლის კიბეებზე ჩამომჯდარი ვაჟა რომ შეამჩნია უცებ შეკრთა მისი ამოცნობისას კი ჩაეცინა და თავი გადააქნია
- შემაშინე,
დაბალხმაზე ამოთქვა და მისკენ ისევ ნელი ნაბიჯებით წავიდა, ხარბად ათვალიერებდა ვაჟა ქალს და ის ფაქტი რომ ახლა ანანოს მისი ერქვა საოცრად აკმაყოფილებდა,
- ვიღაცა ზედმეტად დაიღალაა,
სიტყვა გაწელა მამაკაცმა და ნელა წამოდგა,
- საშინელებაა იყოო ამაზე დიდი ქორწილი ბოლოს მაშოსთან იყო დაა მაგას პლიუსს აქ ზედმეტად დამღლელი იყოო, უბრალოდ უნდა სდიო ტორტებს აჰჰჰჰჰ,
საუბარშივე ახლოს მიდიოდა და მისი სმენით გართულმა ვაჟამ წელზე ნაზად მოხვია ხელები , ანანომაც სიტყვის დასასრულს ამოკვნესით გადაწვა ვაჟას მკლავზე ცალი ფეხიც ჰაერში აწია და ჩანთა ხელიდან გააგდო, ძლიერი დაღლა გამოხატა ამ საქციელით და ვაჟამაც მკლავზე გადაწვენილს დახედა ნელა გადაიწია მისკენ და გამოჩენილ ლავიწზე ნაზად აკოცა,
- ანუ ვერსადაც ვერ გავალთ,
ამოილაპარაკა ვაჟამ ისევ ანანოს ყურებაში გართულმა და მის სიტყვებზე ანანოც უცებ გასწორდა,
- ხო არ მიწყენ არა?
- დებილო,
გაიცინა ვაჟამ გასწორებულ ანანოს შეხედა რომელმაც ჩანთა აიღო, უცებ დაიხარა და პატარა ბავშვივით ცალი ხელით მაღლა აწია,
- რაშვებიი
ერთი ამოილაპარაკა ხელში გასაღებ მომარჯვებულმა და მამაკაცის მხარს ჩაავლო ხელი, რომ არ გადავარდნილიყო,
- გასაღები,
ბრძანა ვაჟამ, ცალი ხელით გამოართვა გასაღები და სახლის კარები გააღო,
- ნელაა თავს ნუ წამაძრობ,
გაიცინა ანანომ როცა ვაჟა დაიწია რომ ანანოს კარებისთვის თავი არ მიერტყა და ვაჟა რომ უცებ გასწორდა შიშით რომ თავს აარტყავდა ანანომ უცებ იკივლა,
- ვაიიჰ,
ამოიგმინა ვაჟამ და ჰაერში მყოფს მოემსახურა სავარძელში ჩასვა, მაღალქუსლიანები მოაშორა, ჩანთაც გამოართვა და თმა სრულად გაუშალა, ღიმილით აკვირდებოდა ანანო და როცა ეგონა რომ მორჩა ვაჟამ ახლა სარკესთან გადასვა სადაც შეძლებდა მაკიაჟის მოშორებას,
- რომელით აბა?
იკითხა თუ რომელი ხსნარით უნდა მოეშორებინა ანანოს მაკიაჟი და ანანომაც ბოთლი და გამოყვანილი 'ბამბა' მიაწოდა, წყნარად და უხმოდ აშორებდა სახიდან მაკიაჟს მართალია უცოდინრობა და არაპროფესიონალიზმი ემჩნეოდა, თუმცა ნელ-ნელა ხვეწავდა კიდეც,
- ახლა?
- შეგიძლია წყლიანი სალფეთქი მომაწოდო,
თითის გაშვერითვე ანიშნა და ვაჟამაც უცებ მიაწოდა, თავად მოისვა ანანომ სახეზე სალფეთქი და ბოლოს ვაჟას შეხედა
- ვსიო?
იკითხა თუ არა უხმოდ დაუკრა ანანომ თავი და ვაჟაც უცებ წვდა ნაკვთებზე, მთელი სახე დაუკოცნა არცერთი ადგილის გამოტოვებით და ანანოც ცდილობდა როხ-როხი არ დაეწყო ყოველ კოცნაზე თვალებს ხუჭავდა და ვაჟას თავის სახეზე წავლებულ ხელებს ეჭიდებოდა.....
......
სახლში შევიდა თუ არა სავარძელში ჩაეშვა და ტელეფონს დაავლო ხელი მესიჯი გახსნა მაშინვე და ბარბარეს ჩატში შევიდა თავისიდან გაგზავნილი ფოტოები რომ ნახა გაახსენდა მაშო და მაშინვე პროფილზე გადავიდა თითქმის ყველა მისი ფოტო დაათვალიერა და ღიმილით დაუბრუნდა ჩათს პასუხი გასცა და ამავდროულად ისეთი რომ ბარბარესგან პასუხი აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო, ტელეფონი კმაყოფილმა გადადო და საათს ახედა პირველი საათი იყო დაწყებული თვალები გაუფართოვდა და ისევ ტელეფონს დაწვდა,
' ვაფშე ამ დროს საიტზე რატო ხარ? ოთხი ხოა დაწყებული?'
კიდევ ერთი კითხვაც და ბარბარემაც მაშინვე ნახა მესიჯი გაეღიმა დემეტრეს და ისევ ჩაეშვა დივანში
' აა გასაგებია' ჯერ დემეტრეს პირველ მესიჯს გასცა პასუხი რაც დემეტრეს საერთოდ არ ესიამოვნა და მოუთმენლად დაელოდა მეორეს
' კიი მარა არ მეძინება რავიცი, ალბათ გარკად ვერ დავიღალე დღეს' მესიჯს სიცილის ემოჯები მოაყოლა და დემეტრემაც მესიჯის წერაშივე გადაიძრო მაიკა,
' რას ჩალიჩობ? ' მესიჯი გაგზავნა და პასუხამდე მოასწრო გამზადება და ბარემ თბილ დიდ საწოლში ჩაწვა, ოთახში ისე სასიამოვნოდ გრილოდა გარეთ გასვლა მთელი ზაფხულის მანძილზე არ მოგინდებოდა
' არაფერს ვწევარ მოწყენილობაა არადა ვერ ვიძინებ'
ერთი ჩაფიქრება და ' ვრეკავ! თავი უნდა გაგაცნო ' დააყოლა და როცა მესიჯი წაიკითხა ბარბარემ და როცა არაფრის მოწერას აპირებდა დემეტრემაც თავისუფლად დარეკა კამერის გარეშე......
......
უკვე რამდენი ხნის ასული იყო ოთახში რატის ბრძანებით და 'ტელეფონი არ გაუგდია ხელიდან' თეოდორეს ემესიჯებოდა, თუმცა ამავდროულად ვიდეოებით ირთობდა თავს ხან თვითონ აჯავრებდა მოცეკვავეებს და იცინოდა, ვინაიდან არანაირი საქმე ჰქონდა ხატვა მოინდომა, თუმცა არანაირი ნივთები არ ჰქონდა, ჩანთა გადმოატრიალა ოთახშიც ეძება რამე ფურცელი, თუმცა ვერაფერი ნახა რვეულში დაიწყო კალმით ახალი კაბის შექმნა და ეს კაბა ქორწილისთვის მალე მზად იქნებოდა, მართალია ამ კაბის ხატვას ორ საათზე დიდხანს მოუნდა თუმცა იმაზე მეტად კმაყოფილი იყო ვიდრე ოდესმე თავის გამოგონილი ნაშრომით, მოსაცმელს იქვე მიუწერა ზომა, დანომრა და გაფორმებისთვის აბრეშუმის სქელსა და გრძელ მოსაცმელს გვერდზე ლურჯი ვარდებით გაფორმება გაუკეთა ნახატშიც საოცრება იყო, არც ზედმეტად ფუშფუშა ტანი ზედმეტად ლამაზად უნდა გამოეკვეთა, ნახატი ორად გაკეცა და ტუმბოზე დადო მუსიკები გამორთო და შემდეგ ახედა საათს, უცებ შემოირტყა ხელი შუბლზე,
- ვაიი შე გაჭირვებულოოო
სიტყვის გაწელვით უთხრა საკუთარ თავს და სწრაფად დაფაცურდა, საწოლში ვერ დაწვებოდა რადგან მისი თითები გაფერადებული იყო, სწრაფად გამოვიდა ოთახიდან თავის საყვარელ მოკლე შორტ-პიჟამოში და ბრეტელებიან შორტსავე მაიკაში რომელიც შავი ფერის იყო და თეთრი მრგვალი კოპლები ჰქონდა, რატის კარებს გვერდი ჩაუარა ნელა და იქიდან შრიალის ხმა რომ გამოდიოდა უცებ გაკვირვებისგან შეკრა კოპები, თუმცა არ შეიმჩნია გვერდი აუარა და შემდეგ სირბილით გავიდა აბაზანაში, სწრაფად გადაიბანა ხელები და უკან დაბრუნებისას რატის კარებთან შეჩერდა სიჩუმე იყო არანაირი ხმა აღარ გამოდიოდა ყური მიადო მაშომ კარებს და ისევ სიჩუმე იყო, " მაშა" ერთ რატის ამოგმინებაზე უცებ გასწორდა მაშო იფიქრა მასაც არ ეძინა და გაიგო რომ მაშო მას უსმენდა უცებ უნდა მოშორებულიყო კარებს მაგარამ ეს დაძახება თითქოს არ იყო არც ბრაზით ნათქვამი და არც დაძახება, ნატანჯ ხმას უფრო ჰგავდა , სწრაფად აუძგერდა გული აღარც დაფიქრებულა უკან დაბრუნდა და სწრაფად შეაღო კარი, იქით-აქეთ ტრიალებდა რატი თითქოს გაღვიძება უნდოდა და არ გამოსდიოდა თითქოს აწამებდნენ, მთლიანად სველი იყო თითქოს კანკალებდა კიდეც დაჭიმული ტრიალებდა კისერზე ძარღვები დასკდომამდე დაბერვოდა,
- ჯანდაბა
ამოიგმინა მაშომ დანახვისთანავე კარები არც მიუკეტავს უცებ ეცა რატის და მისი ფრთხილად შეღვიძება დაიწყო,
- რატიი, გაიღვიძეე, კოშმარია
ფრთხილად ეხებოდა და ცდილობდა გაეღვიძებინა მთლიანად სველ რატის
- რა ჯანდაბა გიჭერს ასე,
ხმამაღლა ამოთქვა და საწოლს მოუარა ზედ აბობღდა და რატის კისერში შეუცურა ხელი,
- გაიღვიძეეე გეყოფაა! შენთან ვარ!
ხმამაღლა თქვა და ერთხელ კიდევ 'შეანჯღრია' მაშინვე უცებ გაახილა თვალები და შეშინებული იქით-აქეთ იყურებოდა აფექტურ მდგომარეობაში ძებნის შემდეგ მაშო რომ იპოვა უცებ წამოვარდა და მხრებში ჩაავლო ხელები, იქით-აქეთ ატრიალებდა თითქოს მის სხეულზე დაზიანებებს ეძებდა, უხმოდ გაკვირვებული უყურებდა მაშო და რატის სწრაფ ქცევაზე შეშინებულს გული სწრაფად უცემდა, ზეწარი გადაიძრო წამომჯდარმა მაშოს ხელი უშვა და ხელებში ჩარგო თავი, უზომოდ ძალიან სტკიოდა თავი თითქოს მალე გასკდომას აპირებდა, უხმოდ წამოდგა წელს ზემოთ შიშველი ნაცნობი შორტით, რომელიც ერთხელ მაშოსაც ეცვა და უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან, მაშო რომ დარწმუნებული იყო რომ უკვე საღ გონებაზე იყო რატი უკან აღარ გაყოლია, ბალიშზე დადო თავი და გულზე მიიჭირა ხელი
- დედაა ლამის გული გამისკდაა,
ამოიწუწუნა და რატის მხარეს გახედა მუხლებით იჯდა საწოლზე და თან გადაწოლილი იყო, უცნაურ პოზაში ელოდებოდა რატის რომელიც მოწესრიგებული ისევ უხმოდ დაბრუნდა ოთახში შანსი არ იყო მისი სხეული არ აეთვალიერებინა მაშოს, რომელიც საოცრად მოსწონდა, თუმცა არ შეიმჩნია, გვერდზე გადადო და სწრაფად წამოიწია, რატი რომ ჩამოჯდა, ისევ უხმოდ უყურა მაშომ და როცა ბალიში წამოწია წამომჯდარი დაწვა რატი, მაშოც საწოლიდან გადაიწია
- უკეთ ხარ?
დუმილი დაარღვია მაშომ და რატიმაც უხმოდ შეხედა უზომოდ დაღლილი მზერით, თითქოს ბრძოლაში ნამდვილად მონაწილეობდა, წყნარად სხვა ფიქრებით გართულმა შეხედა მაშოს და ფიქრებშივე დაბლა დახარა თვალები, თუმცა მაშოს კუთხიდან ისე ჩანდა თითქოს დეკოლტიდან ფეხებამდე ჩაათვალიერა რატიმ, წამით უხერხულად შეიშმუშნა მაშო და რატიმ ახლა სხვა ნივთს რომ გაუშტერა თვალი მიხვდა რომ რეალურად ის სხვა სამყაროს ფიქრებში იყო,
- ჰეი, კარგად ხარ?
ისევ გაუმეორა და ხელი წინ აუფრიალა, უცებ დაიჭირა რატიმ მისი ხელი და მოულოდნელ ქცევაზე ისევ შეხტა მაშო,
- არ ვარ
ძილისგან დაბოხებული ხმით თქვა და მაშოს ხელი მისკენ რომ მიქაჩა იძულებული გახდა მაშო საწოლზე დაბრუნებულიყო რატიმ ხელი უშვა და მას შეხედა ახლა ზედმეტად დაკვირვებულმაც კი გახედა მაშოს, თუმცა უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ჩაეგდო თვალები გააკავა,
- დაიძინე და უკეთ იქნები,
- არა რა დავიძინო,
- აბა ასე ხომ არ იჯდები? კოშმარი იყო ხომ იცი,
- ზედმეტად რეალურს გავდა
სიტყვებითვე შეხედა მაშოს და ისეთი მზერით, რომ წამით ორივე დადუმდა,
- მსგავსი არაფერი მოხდება დაიძინე,
ერთხელ უთხრა და საწოლიდან გადასვლა დაიწყო
- არ წახვიდე
სიტყვებზე უცებ შეკრთა და მძიმე ნერწყვი გადაყლაპა მაშომ, წამით ჩაფიქრდა და ზედმეტი ყოყმანის გარეშე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ზეწარი გადაწია,
- მაშ დაიძინე ახლა,
უთხრა და ბალიში შეისწორა, გაეღიმა რატის და ნორმალურად დაწვა მაშო თავის პოზაში დაწვა მუცელზე, ცალი ფეხი გაშლილი, მარცხენა ფეხი კი მოეხარა მარცხნივ ედო თავი ბალშზე რატის მიმართულებით და მკლავებიც ბალიშზე შემოედო, ზურგზე დაწვა რატი და მარჯვენა ხელი თავქვეშ ამოიდო, ისევ არ აპირებდა დაძინებას ზედმეტად ცუდად იმოქმედა მისმა კოშმარმა, თვალები გაახილა მაშომ და ისევ რომ თვალებგახელილი ჭერს მიშტერებოდა რატი, კოპები შეკრა
- ეე აქ იმიტომ ვიძინებ რომ დაიძინო თუ არ დაიძინებ გადავალ ჩემ საწოლში,
გაუნძრევლად თქვა რატის მარჯვენა ხელს წვდა მის თითებში თითები გახლართა უფრო კომფორტულად მოეწყო და თვალები ისევ დახუჭა, ისევ გაეღიმა რატის მის ჩხუბზეც და ქცევაზეც, მისკენ გადატრიალდა წამით უყურა, შემდეგ მათ ერთმანეთში ახლართულ თეთიებს გაუშტერა თვალი და მშვიდად მინაბა თვალები......
......
დილას ადრე ამდგარმა იქით-აქეთ იბოდიალა დაა ელოდებოდა როდის გაიღვიძებდა მაშო, უკვე თხუტმეტი წუთი იყო მისკენ წავიდოდა გასაღვიძებლად ქვედა ტუჩზე იკბენდა და უკან ტრიალდებოდა, წასასვლელები იყვნენ მაშო ახალ სამსახურში მიდიოდა რატი თავისებურ შეხვედრაზე სადაც დაძაბული სიტუაცია აუცილებლად იქნებოდა, მაშოს კი ისე ტკბილად ეძინა გაღვიძება ზედმეტად უჭირდა
- დაავაგავიანეებბთ, ჯანდაბა
ამოიგმინა დაბალხმაზე და მაშოსთან ახლოს მივიდა, საწოლთან ჩაიმუხლა და მაშოს ჩუმად დაუძახა, მაშოს რეაქცია რატისკენ გადმოტრიალება იყო, თუმცა ისევ მინაბა თვალები,
- ფუ შენი, სხვა თუ არაფერი მარტო ამისგამო მოვხვდები ჯოჯოხეთში
ისევ თავისთვის ამოიგმინა დაბალხმაზე და ადგილზე შესწორდა (შეიშმუნა)
ნელა აწია ხელი და ნაზად შეახო მაშოს ლოყაზე
- მაშაა გვაგვიანდება,
დაბალხმაზე თქვა და მაშომაც თვალები მძიმედ გაახილა, რამდენიმეჯელ ააფახურა წამწამები და მის წინ ჩაცუცქულ რატის შეანათა მზერა,
- გამალჯობაა,
ზედმეტად თბილი და ბავშვური ნაზი ხმით ამოილაპარაკა რატიმ სიცილით და თავი გვერდზე ღიმილით გადახარა გაუხარდა მაშომ მარტივად რომ შეძლო გაღვიძება და ზედმეტად წამებით გაღვიძება აღარ დასჭირდა,
პლედში გახვეულმაც საყვარლად გაუღიმა რატის რამაც ზედმეტად სასიამოვნოდ იმოქმედა რატიზე,
- ჯანდაბა
ჩაიცინა და თავი ჩახარა, სახის დასალაგებლად გააქნია თავი და უცებ წამოდგა,
- მე დაბლა ჩავალ ზედმეტად დავაგვიანეთ, ათი საათი გახდა მოემზადე და დაგელოდები,
- აუუ არა რა,
- რა მშიშარა ხარ მიდი გელოდები,
სიტყვის თქმა აღარ აცადა მაშოს ოთახი დატოვა. ზედმეტად ნერვიულობდა მაშო ახალ გარემოზე და მითუმეტეს ახალ თანამდებობაზე, ზლაზვნით წამოდგა და სულ ორ წუთში აალაგა საწოლი, ოთახი დატოვა და გიჟივით დაიწყო მზადება, " რა ჩავიცვა?" ეს ნაცნობი კითხვა დროს ზედმეტად წელავდა მიუხედავად იმისა რომ კარადა სავსე იყო, საბოლოოდ საყოველდღიუროდ გამოსადეგი ლურჯი ზედმეტად მომხიბვლელი კომბინიზონიი აარჩია თითქოს სპორტულ სტილში გამოყვანილი წელით საშუალო დეკოლტით და ფეხზე უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა რომ მაღალ წვრილ ქუსლიან შავ ბასანოჩკებს ჩაიცვამდა, უკვე მზად მყოფმა თმის დიდი წკაპით მოიხვია თმა წინ რამდენიმე ლოკონი დაუშვა ოდნავ ჩამოიშალა და ზედმეტად მომხიბვლელიც იყო, სწრაფად დაეშვა
კიბეებზე 'უჩინარ კარადას მივარდა გასასვლელში ღილაკს თითი დააჭირა გონებაში არჩეული ფეხსაცმელები ჩაიცვა და თეთრი ფრჩხილის ლაკით ზედმეტად საყვარელ შეხედულებას ტოვებდა, გრძელ თლილ თითებზე ოქროსფერი წვრილი უბრალო ბეჭდები ჩამოიცვა თითები აათამაშა და კმაყოფილმა დაიწყო რატის ძებნა, სათვალე თავზე აიწია და მანამ ძებნას დაიწყებდა თავად გამოვიდა სამზარეულოდან ლოყებ დაბერილი რატი, სიარულშივე კმაყოფილი შემამჩნევლად ათვალიერებდა მაშოს, სხვა რომ ყოფილიყო ნაგლად დატრიალდებოდა მაშო თუმცა რატის მზერაზე ისედაც მჩხვლეტავი არსებები უვლიდა მის სხეულს,
- მზად ვარ რას სვამ?
უხერხულობის ჩასახშობად ლამაზად წავიდა წინ და რატიც აღარ გაჩერებულა, ზედმეტად შეამცირა მანძილი და ჯერ დეკოლტეს დახედა შემდეგ მაშოს,
- თვალები აკონტროლე თუ შეიძლება
თვალებ დახრილმა თქვა და შემდეგ ახედა რატის რომელმაც განზრახ დახედა ბაგეებზე და ტუჩებზე ენა მოისვა,
- რა საზიზღარი ხარ,
დაიჭყანა მაშო და უკან გადადგმული ნაბიჯებით მანძილი გაზარდა, თავით ანიშნა რატიმ წავედითო და წასულს უკან მიყვა, ბაღში გასულმა გასაღები ბაღში მდგარ მამაკაცს გადაუგდო მანაც თავი დაუკრა და მშვიდობიანი დღე უსურვა, მაშო არსად გაყოლია რატის, მანქანა გამოიყვანა თუ არა მაშოს გაუჩერა ისიც უხმოდ მოთავსდა და მძღოლმაც მანქანა ადგილს მოაშორა.....
.....
- გადავიფიქრე არ მინდა,
უკან უნდა გაბრუნებულიყო კომპანიაში შესვლისთანავე მაშო, რატიმ რომ დაიჭირა,
- ნორმალური ხარ?
დაბალხმაზე დაუსვა კითხვა და მაშომ პასუხად დაჭიმულმა მოათვალიერა ირგვლივ უზარმაზარი სივრცე ზედმეტად გამოპრანჭული ხალხი და ზედმეტად ბევრი ფორმაში გამოწყობილი მკერავი
- რატი არა გემუდარები,
მის ხელს ჩაავლო ორივე ხელი და ადგილიდან არ იძვროდა რატის შემჩნევაზე უკვე ძალიან ბევრი მსურველი თვალი უყურებდა რატის და ცდილობდა ღელვა არ შეემჩნია
- იცოდე მხარზე მოგიგდებ და ისე აგიყვან,
ერთხელ გახედა მაშომ გაბრაზების ნიშნად უშვა უხეშად ხელები და წინ წასულს დააკვირდა, ზედმეტად უხერხულად იყო და ამავდროულად ძალიან უცხოდ, არაკომფორტული იყო იქ უკან რატის გარეშე დგომაც კი, წინ წასულმა რატიმ ხელი გაშალა თუ არა სწრაფი ნაბიჯებით დაეწია მაშო და მის ხელში ახლართა თითები, კმაყოფილმა დახედა რატიმ და შემდეგ მოავლო თვალი ბევრ ბოღმისგან დაგრუზულ ხალხს თვალი, ძალიან კარგად გამოსდიოდა მაშოს უდარდელი გოგონას როლი, ლიფტში შესულმა კარები დაიკეტა თუ არა უცებ უშვა მამაკაცს ხელი და ხელებ გადახლართული დადგა, შემდეგ მიხვდა რომ ზედმეტად ცუდად იქცეოდა, რადგან რატიმ ეს ყველაფერი მხოლოდ მაშოსთვის გააკეთა, ხელები ჩამოუშვა და მალე სიმშვიდეც შეეტყო,
- ნუ ნერვიულობ, შევალთ დირექციას გაიცნობ შემდეგ დაიშლებიან შენ თავს წარმოუდგენენ თანამშრომლებს და დარჩები შენს კაბინეტში მარტო,
გადახედა მაშოს თან ლიფტს მიეყრდნო,
- სწორედ ეგაა ჯერ როგორ მიმიღებენნ და შემდეგ რა რთულიაა რო იცოდე, ხომ შეიძლებოდა მეც ერთ-ერთი თანამშრომელი ვყოფილიყავიი, რატომ გადაწყვიტე ჩემი წამება,
სახეზე ხელები აიფარა უცებ ნერვოზულად მოიშორა და რატისკენ ბუზღუნით შეტრიალდა,
- მინდა გაგიცნონ, არა როგორც ჩემი ცოლი, არამედ როგორც საუკეთესო დიზაინერი, მაშო ვიცი რომ უკვე გეტყოდნენ შენი კაბა რომ ყველგან იყიდება, შენზე მე შემომდის თხოვნები და არ გყიდი ( ჩაიცინა და თან წამოიწია) შენი ძალებით მოაღწიე აქამდე უბრალოდ მე გაგიმარტივე რაა, მე აქ წამოგიყვანე და ის რაც გავართულე იმას ვასწორებ, შენი ძალებით მხოლოდ და მხოლოდ
წყნარი ტონით ესაუბრებოდა თან სახეზე ჩამოშლილი თმა გვერდზე გადაუწია და მაშომაც მისი ხელი უხეშად მოიშორა,
- მატყუარა რატი, შენი ბრძანებით რომ არ შეეკერათ ჩემი დახატული კაბებიდან ის ერთი ამორჩეული და მოდელები რომ არ შეგემოსა, ვერაფერსაც ვერ ვიზამდი,
მკლავები ერთმანეთში გადახლართა, ცხვირი აიბზუა და რატიმაც ვერ შეკავებული ღიმილით გადაიწია მისკენ და ცხვირის წვერზე ნაზად აკოცა, თვალები უცებ გაახილა მაშომ ხელები ჩამოუშვა და გადიდებული თვალებით ახედა რატის,
ლიფტი გაჩერდა თუ არა მაშოს დაძაბულობა შეეტყო,
- აა კიდევ ერთი შენ იტალიური არ იცი,
დააყოლა რატიმ და წინ წავიდაა,
- ოხხ შე დამპალო,
ჩაიცინა მაშომ მის სიტყვებს მიმხვდარმა და სწრაფად დაეწია...
მართალია დაგვიანებით მივიდნენ თუმცა ყველა ფეხზე წამოდგომით მიესალმა შესულებს და მალევე მათი ადგილი აჩვენეს, ამაყად ჩამოჯდა რატი მაშოს გვერდით და ჩვეულად შემოიდო ცალ მუხლზე მეორე ფეხი ასევე ჩვეულად მოიქცია აუნთებელი სიგარეტის ღერი ტუჩებს შორის და მაშოც მის საქციელებს აკვირდებოდა, ჯერ ყველას გააცნო მაშო რატიმ და თქვა რომ მაშოზე თავად ისაუბრებდა მიზეზის გამო, ვინაიდან ინგლისური არ იცოდნენ მაშოც ჩუმად იყო მხოლოდ რატის თარგმანზე გასცემდა ხოლმე პასუხს და იშვიათად ამოღებულ ხმაზე ყველა იხიბლებოდა, მზერაც არ აკლდა მაშოს, გატრუნული შეწუხებული იჯდა და რატიც ხშირად ცდილობდა მისი აზრი გამოეთქვა რადგან ეს ყველაფერი მაშოზე იყო,
კრების დასასრულს რატის სიტყვებს მიყოლილი დირექცია წამოდგა მაშოს ხელის ჩამორთმევით დაემშვიდობა ზოგი ხელზე ეამბორა კიდეც ქალს, რატის თვალებიც მხოლოდ მაშოს თითებზე იყო მიშტერებული, რომელზეც ტუჩებით შეეხნენ ოთახიდან მაშო გაჰყვა მამაკაცებს და წასულებს თვალი გააყოლა ჩუმად გაისვა ხელი ტანსაცმელზე და მოაჯირიდან გადაიხედა სადაც თითქმის ყველა თანამშრომელი ჩანდა ზოგი როგორ დადიოდა ზოგი როგორ კერავდა როგორ ზომავდენენ, საქართველოში მუშაობა გაახსენა მსგავსმა შეხედულებამ, როგორ ემაიმუნებოდა ხოლმე დირექტორს და როგორ მარტივად უშლიდა ნერვებს, მაჯაზე რომ უხეში შეხება იგრძნო უცებ გახედა ხელის პატრონს, რომელიც წინ გაურკვევლად იყურებოდა, მაშოს ხელი აიღო და დასველებული სალფეთქი ხელის მტევანზე დაადო, ჯერ გაკვირვებულმა შეხედა მაშომ რატის და რატიმაც სალფეთქი რომ ხელზე მოუსვა სიცილი ვერ შეიკავა,
- რას აკეთებ რატი?...
მეორე ხელის მტევანი გაკვირვების ნიშნად ამოატრიალა და სერიოზულ რატის შეხედა, რატიც უხმოდ მორჩა საქმეს და შუშიან კაბინეტში შევიდა სიცილით გააყოლა მაშომ თვალი და თავი გააქნია მის საქციელზე, გახალისებულმა გადახედა ჩასულ მამაკაცებს რომლებმაც იტალიურად დაიწყეს ხმამაღლა დინამიკებით მოხსენება და შემთხვევით ამოხედეს მოაჯირს სადაც მაშო იდგა, ფართოდ გაუღიმა მაშომ და ცოტახანში თითქმის ყველას თვალი მაშოზე იყო მიმართული რომელიც დედოფალივით გადაჰყურებდა ყველას, მადლობის ნიშნად დაუკრა მაშომ თავი და კაბინეტიდან ტაშის ხმაზე გაიხედა უკან,
მაგიდას მიყრდნობილი უკრავდა ტაშს რატი მობეზრებული სახით და მაშოსაც ისევ გაეცინა,
- რა გნებავთ თქვენო უდიდებულესობავ?
ახალი მიმართვით ფეხების წინ ჩადგმით ნელა წავიდა რატისკენ და კმაყოფილებას ვერ მალავდა, ახლოს მივიდა მასთან და მის ხელებს დაავლო ხელი,
- არ მჯერა რომ გამოვიდა
გაეკრიჭა კისერზე ხელები მოხვია და ბედნიერებისგან მოეხვია, უცებ მოშორდა შეხედა მადლობა გადაუხადა ლოყაზე აკოცა და სრულად მოშორდა,
- აუ 'ქმარი' ვარ თუ პრობკა, რა ლოყაზე მკოცნი
უნებურად გაუფართოვდა მაშოს თვალები მის თამამ სიტყვებზე
- ნეტა არ გაკლდეს, ასეთები როდის მერე დაიწყე?! ძველი რატი მირჩევნია,
არ შეიმჩნია სიტყვებზე ზედმეტად ღელვა და რატისაც რომ გაეცინა და თან წამოიწია უცებ დაიძაბა,
- წასვლას ვაპირებ დაწყნარდი,
გვერდი უნდა ჩაევლო მისკენ გადაიწია და მაშოც უკან რომ გადაიწია ხმამაღალი სიცილით დინჯი ნაბიჯებით დატოვა ადგილი, უცებ მივარდა მაშო მაგიდას ნივთის ასაღებად რამე რომ ესროლა მისთვის, თუმცა ყველაფერი ახალი იყო და ყველაფერი დაენანა, ამავდროულად ძებნაში გაწელილი დროის გამო რატი უკვე ლიფტიდან უქნევდა ხელს, კარის დაკეტვის პროცესში კი ზურგზე შემოიწყო ხელები, სკამზე ჩამოჯდა მაშო და ღრმად ამოისუნთქა,
- რა მჭირრს? ზედმეტად მიტევს აღელვება ამ ბოლოდროს ჰო,
საკუთარ თავს დაუსვა რიტორიკული კითხვა და რატის სიტყვების გახსენებაზე 'პირი მომუწა' ღიმილის დასამალად, ისევ მოაჯირისკენ წავიდა და უკვე გასულ რატის ბოლოჯერ მოავლო თვალი.....
ყველაფერი თავის ჭკუაზე მოიწყო მანიკენებს ადგილები შეუცვალა და ისე უცებ ეტკინა ფეხები რომ არ ელოდა, უცებ გაიძრო ფეხზე და უფრო კომფორტულად და სწრაფად გადაადგილებდა ყველაფერს, ბოლოს კმაყოფილი ჩამოჯდა მაგიდასთან და ჩანთა მოქექა ბედნიერმა ამოიღო ნახატი რომლის გამოც ღამე გაათენა და უძილობა ჯერ შემოტევისგან თავს იკავებდა მაგიდაზე გაშალა ზედ შუშა დაადო, ახალი მოდელის შექმისთვის მზადება დაიწყო, პლაკატად გააკრა , ფეხზე ჩაიცვა ფანჯარა გამოაღო და დაბლა ჩავიდა, ისე მოულოდნელად დაადგებოდა ხოლმე მკერავებს თავზე უცებ იბნეოდნენ, სამაგიეროდ მაშო თავისებურად თბილად მიეხმარებოდა ხოლმე და რულონებიც მას გამოჰქონდა, მარტივად და კარგად მიიღო უმრავლესობამ ვინც კი ნახა ისიც ცდილობდა ყველა გაეცნო ყველას შესაძლებლობა ენახა და თითქმის მთელი დღე ამას დაუთმო ყველას ჩამოუარა და მისი სუსტი თოჯინას ფეხებიც ამდენს ვეღარ უძლებდა, აქაც იყო კლიენტებთან პრობლემები ვინაიდან გაზომვას უბეშიც ითხოვდნენ მიზეზად მხოლო ერთი იყო, "შემდეგ არასწორად მაჯდება"
- ბარძაყზე გაზომე?
კითხა მკერავს და იქვე მაგიდას მიეყრდნო
- დიახ
- მაშინ თავისუფალი ხართ ბატონო, თუ ყველაფერი კარგად იცით და მკერავს ასწავლით გვაქვს ადგილები და გამოგინახავთ, არასწორად თუ აჯდება ეს უბის არ გაზომვის არა, არასწორად შეკერვის ბრალია, შეგიძლიათ დაეკითხოთ რამდენ ხანში იქნება მზად და ზედმეტი საუბარის გარეშე მიბრძანდეთ,
წყნარი ტონით საუბრის შემდეგ მოშორდა მაგიდას და ჩვეულად განაგრძო სიარული საღამოს ზედმეტად სისუსტე იგრძნო თავის საშველად გავარდა ლიფტში ოთახში შესვლისთანავე ჩამომჯდარმა მაგიდაზე დადო თავი კარგად მოეწყო რადგან უკვე თავადაც ელოდებოდა როდის დაკარგავდა გონებას, მზადება ცრუ აღმოჩნდა სიცილი დაიწყო საკუთარ მომზადებულ მომენტზე, ფეხზე გაიძრო და ისევ წამოდგა, გადაწყვეტილი ჰქონდა რომ თავის კაბას შეკერავდა მისი დეტალები ამოხაზა და ნაჭერისთვის შევიდა უზარმაზარ საწყობში, თუმცა იქიდან გამოსვლაც საკმაოდ დააგვიანდა.....

-თქვენი დირექტორი სად არის?
ლიფტიდან სწრაფად გამოვიდა რატი და ხმამაღლა იკითხა, მაშოს სივრცეში ასულმა ვერსად რომ ვერ ნახა აღელვებული ჩამოვიდა დაბლა, ერთმანეთს გადახედეს თანამშრომლებმა და მხრები აიჩეჩეს
- სადმე გავიდა?
- არსად გასულა ბოლოს მაღლა იყო,
ერთ-ერთმა თქვა და რატიც უფრო ანერვიულდა,
- მასთან ვინმე იყო?
კიდევ ერთი კითხვაც და უარის შემდეგ განაცხადა რომ ყველა ოთახი ენახათ, მისი ფიქრები მხოლოდ ერთ რამეს უკავშირებდა მაშოს გაქრობას, იმას რომ მაშო წაიყვანეს მათ, ვინც უკვე იცოდა მაშოს შესახებ, გარე მცველი გამოკითხა ისევ და კამერების ნახვა დაავალა, რატი ისევ მაღლა ავიდა ისევ ნახა გამოსაცვლელ ოთახში და შემდეგ მის მაგიდას დახედა, ფურცელი ედო სადაც დადებული ნახატი ჩანდა წითელი ფლომასტერით შემოეხაზა და გვერდზე ეწერა "ახლა" მის ქვევით მისი ფეხსაცმელები ეყარა, აღარც კი დაფიქრებულა მაშინვე დაბლა ჩამოვიდა უკვე რამდენიმეს ჰკითხა ხომ არ უნახავთ და რულონების დარბაზში შეაჭრა, უკვე შესული დახვდა ხალხი, თუმცა მათსავით დეტალურად არ უნახავს თეთრი ნაჭრებისკენ აიღო დიდი ნაბიჯებით გეზი და საჩხუბრად მოემზადა შეუხვია თუ არა მაშოს სხეული ძირს უძალოდ ეგდო თმა სახეზე ჩამოფარვოდა იქით-აქეთ ეყარა ხელები და ლამაზად დაეხუჭა თვალები, დანახვისას უცებ შეცბა და სწრაფად მივარდა, მისი თავი მკლავში მოიქცია და თმა ნაზად გადაუწია სახიდან
- მაშოო
ერთხელ წყნარად დაუძახა და სახეზე ხელი მოუსვა მისი ხელი ხელში მოიქცია ეცადა გაეხურებინა გაყინული თითები გონზე რომ მოსულიყო
- ამის მარტო დატოვება ხო არ შეიძლება!
ამოიგმინა და მკლავებში მოქცეული უცებ ააფრიალა, მაშოს თმაც რატის მკლავებზე გადაცვენილი ჰაერში ფრიალებდა და სიარულის დროს იატაკზე მისრიალებდა, ყველა დადუმებული უყურებდა მართალია უკვე ბევრი არავინ იყო კომპანიაში, რადგან უკვე სახლში დაბრუნების დრო იყო, თუმცა ვინც იყო ყველა გასუსული უყურებდა სანახაობას,
- შეგიძლიათ დაიშალოთ,
გასულმა დააყოლა და მაშო კომპანიიდან გაიყვანა, მანქანაში უკანა სავარძელზე ბუზღუნით დააწვინა და კომპანიაში მარტო დაბრუნდა მაშოს ფეხსაცმელები და ჩანთა აიღო მისი ნახატიც ჩანთაში ჩააბრუნა გამოსვლისას მცველებს შეხედა უსიტყვოდ დაუკრეს თავი და ისიც მანქანას დაუბრუნდა, საჭესთან მოთავსდა და სარკით გადახედა მაშოს,
- ნეტა რამდენი ხანია გათიშული ხარ?!
ისეთი მკაცრი ტონით დასვა კითხვა თითქოს გაიგებდა, ცდილობდა ბრაზი ჩაეხშო
- ვაფშე....
დაიწყო თავისთვის ბრაზის ამონთხევა ამოკნავლებაზე უცებ გაჩუმდა და შრიალზე დენდარტყმულივით შეტრიალდა,
მაშო რომ გონზე მოდიოდა უცებ შეეცვალა ბრაზი ნერვიულობაში,
- კარგად ხარ?
კითხვაზე თავზე წაიჭირა მაშომ ხელები და ისე გახედა მძიმედ გახელილი თვალებით რატის,
- მემგონი კი,
ჩახლეჩილი ხმით თქვა და ცოტახნით უხმოდ იწვა, ეცადა წესიერად გამოფხიზლებულიყო რატიც უხმოდ ელოდებოდა და ჩუმად მყოფი აკვირდებოდა,
- გინდა საავადმყოფოში გავიდეთ?
- არა რა სისულელეა, კარგად ვარ,
უცებ მოისრისა თავი და ბავშვივით დაჯდა შუა ნაწილში, რატი ახლა იმაზე ფიქრობდა უნდა მიეცა შენიშვნა თუ არა
- რომელი საათია?
იკითხა და ტელეფონი მოძებნა, თუმცა ის რატის ჯიბეში იყო,
- მუშაობის დრო დასრულდა
- შანსი არ არიი ცხრა არი უკვეე?
- ვერ ხედავვ დაბნელებას რო იწყებს?
მხრები აიჩეჩა პასუხად მაშომ და მანქანის სავარძლის საყრდენს მიადო თავი,
- ვაიმეეე მადონაა?
უცებ წამოიწია
- მადონამ დამირეკა მაშო არსად არ არიო, დედამისთან წავიდა, სანახავად იყო შენთან და ეგეც გამაზე, ნენესთანაც ვიყავი ეგეც გამაზე,
ჩამოუთვალა სიტყვებშივე შეტრიალდა და მანქანა დაძრა,
- ხო შეგიძლია ერთ დღეში არ მოინდომო ყველაფერი, შანსი არ არი ერთ დღეში ვერაფერს გააკეთებ!
საჭე ცალი ხელით მოატრიალა თან სარკეში უკან მოსიარულე მანქანებს გახედა , მარტივად მოაბრუნა საუბარშივე და მაშოს ბუტბუტზე სარკეში მკაცრად შეხედა,
- არ მომინდომებია,
ამოიბუტბუტა და სრულად გაჩუმდა, უკან იჯდა და თვალები დაეხუჭა, ისე მივიდა სახლში უცებ ამოიცვა ფეხზე, რატიმ მისი ნივთები მიაწოდა და მაშოც მანქანიდან გადავიდა მანამ რატი მანქანას თავის ადგილს მიუჩენდა, მაშომ თავისი გასაღებით გააღო კარი, რომელიც ჩამოსვლიდან იმ დღესვე მისცა რატიმ და ნივთები ადგილზე ნელ-ნელა დადო, თითქოს ისევ უძალოდ იყო ჩუსტები ამოიცვა და კიბეებისკენ ფლატა ფლუტით წავიდა რატიმ რომ შემოაღო კარი, ჯერ უხმოდ დააკვირდა, ისევ ჩაფიქრდა იყო დრო ახლა მაშოსთვის საყვედურის თქმის თუ არა
- მაშო მოდი აქ
შემდეგ მბრძანებლური ტონით დაუძახა და მაშომაც მძინარე სახით გახედა
- გავიმეორო?
მაშოც ფლატა ფლუტით წავიდა, წინ ჩამოუდგა და თვალებში შეანათა ღია თაფლისფერი თვალები
- გუშინ რატო არ გეძინა?
მკაცრად დაუსვა კითხვა და მაშომაც წამით სახე დამანჭა, უძალობა და ზედმეტად ძლიერად მონდომებული ძილი არ შეიმჩნია და თავისუფლად გასცა პასუხი
- როგორ არ მეძინა დაგავიწყდა შენ გვერდით მეძინა,
თან დოინჯები შემოირტყა, რატიმ ბრაზის ნიშნად რომ გადადგა მისკენ ერთი ნაბიჯი ისიც უკან უცებ დაიწა,
- მანამ სანამ ჩემთან შემოხვიდოდი წამითაც არ მოგიხუჭავს თვალი,
- როგორ არა თვალის დახამხამების დროს,
მხრები აიჩეჩა და რატიმაც "ოხ შენიო" კბილებში გამოცრით რომ წაიწია მისკენ შეხტომით დაიხია უკან,
- რა გინდა? იქაც კამერები გიყენია? ჩემ ოთახშიც ვერ გამომიცვლია ტანსაცმელი რა სიგარყვნილეა,
თავდაცვა ჩართო და რაც კი პირზე მოადგებოდა მარტივად ისვრიდა სიტყვებს, დაძაბული თვალებით, ცდილობდა არ მიექცია ყურადღება სისუსტისთვის
- მაშო!
ბრაზისგან უცებ ჩაავლო მხრებში ხელი
- აჰა! მარტო დავრჩით და შენ ნამდვილ სახეს აჩენ ხომ?! ხელი გამიშვი თორე ვიკივლებ,
ისევ დაიწყო მაშომ რატის გაბრაზების მიზნით ლაპარაკი და უკვე, როლებშიც კი იჭრებოდა
ისევ უნდა დაეწყო ყბებ დაჭიმულ რატის ლაპარაკი მაშომ ხელის აწევით გააჩერა და ისევ თავად დაიწყო საუბარი
- ვგრძნობდი, რომ მითვალთვალებდი, ასეთი უნამუსოც არ მეგონე ბატონო რატი !
- მაშო ნორმალური ხარ?!
ოდნავ შეარხია და მაშომაც მის ხელებს დახედა, ტონიც ნელ-ნელა ეცვლებოდა, ჩავლებული ხელების გამო მკლავები სტკიოდა, თუმცა ხმას არ იღებდა,
- რას მიპირებ ნეტავ!
გამართულად აღარ უთქვამს სიტყვები, თავმა ისევ ძლიერად შემოუტია, თავბრუსხვევაზე ერთხელ მოავლო რატის თვალი და ისევ მკლავს დახედა,
სახე სრულად შეეცვალა უცებ ტკივილისგან დაღლილობისგან და ცუდად მყოფი თვალებით ახედა ისევ რატის, რომელსაც უკვე წესიერადაც ვეღარ ხედავდა,
- რატი, მტკივა,
ცალ-ცალკე ნაწყვეტად ამოიგმინა , მის სახეზე ისევ ანერვიულდა რატი და უცებ მოუშვა ხელები ერთხელ მძიმედ დახუჭა მაშომ თვალები ისევ მძიმედ გაახილა და უძალოდ გადაეშვა ძირს,
- 'არა არა
ამოიტირა რატიმ და სწრაფად უძალო სხეული
კოპები შეკრა დაკიბეებს მისიანად აუყვა....

- არა რატი არააა ეგეთი გამხდარი სიფრიფანა გოგო შენ არ შეგეფერება, მისი სილამაზე არაფერს გიშველის ძმა ისეთი ცხოვრებით ცხოვრობ მისი სისუსტე ცხოვრებას მოგი*ყნავს, მიწასთან გაგასწორებს და მის ქვევითაც მიგაფშვნის, დარიოც მეთანხმება თავს მიქნევს
- მოდი დააყენეთ,
უცებ გაბრაზდა დემეტრეს ბოლო საუბარზე, ვერც კი ამჩნევდა დარიოს სახელზე რომ ბრაზდებოდა და სიუხეშეც ვერ დამალა,
- თქვენ რაც გითხარით ის გააკეთეთ, წასასვლელი ვარ,
ბოლოს საათს რომ დახედა უცებ ამოიგმინა და ტელეფონი ისევ ყურთან მიიდო,
- აი ერთი შარიც ძმაო,
წრიპინით უთხრა დემეტრემ,
- დაახვიე თორე შენც მოგიწევს თავის დადება,
უხეშად თქვა ისევ და დემეტრეს ხარხარზე კისერი დაატკაცუნა ისევ წრიპინით დაემშვიდობა დემეტრე და რატიმ გათიშა თუ არა ტელეფონი ტუმბოზე მიაგდო დიდ ხმაზე უცებ გაახსენდა მაშო რომელიც საწოლზე უგონო მდგომარეობაში ეგულებოდა და სწრაფად ტუჩებ მომუწულმა გახედა საწოლს, სადაც უკვე მღვიძარი ჩამომჯდარი მაშო დახვდა რომელიც რატის ბოლო სიტყვებს უსმენდა,
- როდის გაიღვიძე,
- ახლახანს, უზრდელო,
თვალების ატრიალებით უთხრა და ღოღვით გადმოვიდა საწოლიდან , ცალი სახე დამანჭა რატიმ გაკვირვების ნიშნად და წამომდგარს შეხედა,
- ღმერთო ამხელა სახლში ამასთან მარტო ვარ,
ამოიწუწუნა მაშომ დაწყებული მაიმუნობის გასაგრძელებლად და კარებისკენ მავედრებელი სახით ,წავიდა რატიმ ღრმად შეისუნთქა თავიდან წუწუნით რომ ისევ განაგრძო, თუმცა გადაწყვიტა აყოლოდა, უცებ ჩაავლო რატიმ მკლავში ხელი და ინერციით აიკრო მაშო სხეულზე,
- ამხელა სახლში მარტო ხარ ჩემთან ერთად,
მის სახესთან ახლოს დაბალხმაზე ამოილაპარაკა რატიმ და ცალი ხელი წელზე უხეშად მოუჭირა
მთელი სხეული დაეჭიმა ამ უკანასკნელს, მოულოდდნელობისგან გაოცებული სახე ვერ ჩამოეშორებინა, მამაკაცის სუნთქვა ლოყებზე ეფრქვეოდა და ახლოს ძალიან ახლოს მყოფისთვის ვერ გაეგო მისი ბაგეებისთვის ეყურებინა თუ თვალებში შეეხედა, რომელიც ასე ითრევდა , ცალი ხელი კისერზე შეუცურა რატიმ, მისკენ რომ გადადგა ისევ ნაბიჯი მაშოც უკან დაიწია, რადგან მათ შორის მანძილის კიდევ შემცირება შეუძლებელი იყო
- უზრდელი ვარ და შენს ოთახში კამერა მაქვს, იცი რატო?
მაშოს სიტყვებს იმეორებდა და იმდენად უცნაური ხმით საუბრობდა მაშოს უფრო გამალებით უცემდა გული, ვერ ამოეცნო ამას მართლა აკეთებდა თუ თამაშობდა, ნერვიულობისგან ღრმად სუნთქავდა და მკერდიც ისე რიტმულად მკვეთრად ადი ჩაუდიოდა, სიახლოვისგან დაძაბულს რატის სუნთქვაზე ჟრჟოლავდა, რატიც ისევ დგავდა აუჩქარებელ ნაბიჯებს მისკენ მანამ სანამ კედელსა და თავის შორის არ მოაქცია
- მანიაკი ვარ, ლამაზი გოგონების სხეულით დატკბობა მიყვარს და გამომიჭირე,
მაშოს თმა კისრიდან ფრთხილად გადაწია და მისი კისერისკენ დაიწია მაშომაც ნერვიულად მიაჭირა პრესებზე ხელი, რატის სუნთქვა რომ კისერზე იგრძნო სუნთქვა უცებ გაუწყდა, რატის მაიკა მოჭმუჭნა მუჭებში და ძლიერად მოუჭირა ხელი,
მის საქციელზე მის კისერთანვე ჩაეღიმა რატის, მართალია ამ ყველაფერს პროფესიონალურად დგავდა, თუმცა მაშოს საოცარ სურნელზე და ამავდროულად მიმზიდველ კისერზე, ქვედა ტუჩზე იკბინა და ღრმად ეცადა ნელა ამოესუნთქა,
- კაი გამოგივიდა შემეშვი,
დაბალხმაზე ამოთქვა დაძაბულმა მაშომ და ისევ გაშლილი ხელები მიაჭირა პრესებზე, ისედაც ჯერ ისევ დასუსტებულს რატის საქციელზე ძალა სულ უფრო და უფრო მისდიოდა, წამით გაჩერდა რატი და ნელ-ნელა მოშორდა მაშოს კისერს ახლა მის ტუჩებზე გადაიტანა მზერა, ცალი ხელი უშვა და კედელს მიადო, ისევ ინაცვლა მისმა მზერამ მაშოს თვალებზე და ტუჩის კუთხე იმედგაცრუებული ფონით ჩატეხა
- მაპატიე,
კიდევ მეტად დაიბნა მაშო, წარბები თავისუნებურად შეხარა და რატიც სრულად მოშორდა, თვალებით მაჯებზე ანიშნა და მაშომაც უცებ დახედა თავის აწითლებულ ხელს, რეალური წუხილი ისახებოდა რატის თვალებში, მაშომ კი ისევ გაკვირვებულმა ახედა, ცოტახნის წინ ლამის გონება ღელვისგან დაკარგა და ახლა უცებ რატის სევდიან თვალებს უყურებდა მაჯის გამო,
- კიდევ, დებილობებს მოეშვი,
ისევ გადაიწია მისკენ და მაშოც ისევ უცებ აეკრო კედელს, რატიმაც მის გვერდით კედელს მიადო ისევ ხელი
- მართალია შენი ტვინი მეტს ვერ ქაჩავს,
საჩვენებელი თითი საფეთქელზე მიადო მაშოს და ახლა უკვე ღიმილის ფონზე ჩატეხა ტუჩის კუთხე,
- მაგრამ, მაინც ეცადე, კამერები მხოლოდ ეზოშია, შენ კიდე გუშინ რო არ გეძინა ცხადი იყო, საწოლი ხელშეუხებელი ვნახე მანამ სანამ შენ გეძინა,
ბოლოს შუბლზე მიაჭირა თითი და მოშორდა, კარებისკენ წავიდა მშვიდად გამოაღო და ჯერ ისევ გაკვირვებულს მაშოს მოუტრიალდა
- ეცადე მალე გამოიცვალო გელოდები, წასასვლელი ვარ,
ღიმილი ვერ შეიკავა ისე გაიკეტა კარები და მაშომაც უცებ აიფარა ხელები სახეზე
- აააააააა,
ადგილზე ტირილისხმებითვე ახტუნავდა ბრაზიანად გახედა კარებს და კოპებ შეკრულმა წამით ვერც ვერაფერი მოიფიქრა
- როგორრ ვერ გიტან!
ამოილაპარაკა და ქვედა ტუჩზე იკბინა გულზე ხელ მიჭერილი წავიდა საწოლისკენ და ზედ ისევ გულზე ხელის მიჭერით გაწვა......
დრო დიდხანს აღარ გაუწელავს მაშოს, თავად ჩავიდა დაბლა, უაზროდ იჯდა რატი დივანზე და ტელეფონს აწვალებდა, მაშო კი შიმშილის გამო ჩავიდა დაბლა
- მშია ადექი რამე გამიკეთე,
კიბეებზე ჩასვლისთანავე თქვა მაშომ და რატიმაც თავის შეტრიალებით გახედა, გაკვირვებულმა
- ეე რადღეში ხარ,
- მშია და უფროსი მე ვარ ოჯახში,
- წესით ქალიც შენ ხარ,
მშვიდად გახედა და ტელეფონი დივანზე მიაგდო,
- ნუ მეტლიკინები, ამხელა სახლში რო ასე უაზრობა იქნება ვაიმეე, იმიტომ ვერ ვიტანდი მდიდრებს უაზრო ცხოვრება გაქვთ, სიყვარულიც კი არ იცით,
ბუზღუნ ბუზღუნით შეუხვია სამზარეულოსკენ და რატის ისტორია რომ გაახსენდა ქვედა ტუჩზე იკბინა , გაკვირვებული უსმენდა რატი ვერ გაეგო რას უჩიოდა მაშო
- რაო?
წინ გადაიწეულმა დაუსვა საკუთარ თავს კითხვა და წამოდგა, მაშოს შეყვა სამზარეულოში, კარებთან დადგა და კედელს მიეყრდნო მაშოს შეხედა, რომელსაც ხელში ტკბილეული ეჭირა და შოკოლადის ნამცხვრით ჰქონდა გამოტენილი პირი
- გშია ხო?
- კი
ძლივს ამოთქვა პირგამოტენილმა სიტყვა და ჭიქაში წყალი ჩამოისხა
- აბა სხვა არ არი და...
განაგრძო და რატიც უზარმაზარი მაცივრისკენ წავიდა თუ არა წინ ჩამოუდგა მაშო,
- სად მიდიხარ?
ძლივს გადაყლაპა ლუკმა და წინ ჩამდგარმა უცებ დალია წყალი,
- გამატარე,
- არა რა გინდა? სად გაგატარო გაიარე,
ყველა მხარეს უკეტავდა რატის, რომ არ გასულიყო სანახავდა, რატიმაც უცებ წაავლო ხელები აყვანილი გვერდზე გადასვა, მაცივრის კარები გააღო თუ არა ყოველი დასადები ხაზი გამოტენილი იყო, კარების უჯრებში ყველანაირი წვენი ბაუნტისა და კიტკეტის შეკვრა იდო, ყველანაირი პროდუქტი
- დღეს ჯეკოს ვაყიდინე მაშო ყველაფერი,
მკლავები ერთმანეთში ახლართა და თვალებით ანიშნა მაშოს
მაშოც ფლატუნით წავიდა და შორიდანვე შეიხედა გაკვირვებული სახით ახედა რატის და გაეკრიჭა
- უი წეღან არ იყო,
- ჯადოებს ვაკეთებ,
ცალი სახე დაემანჭა რატის მაშომაც მხრები აიჩეჩა პასუხად
- კაი შენ შეჭამ?
შესაწვავად გამოიღო უკვე მზადი ხორცი და რატის ინტერესით გახედა,
- არა უნდა წავიდე,
- სად?
- ქალებში,
ნიშნის მოგებით დახედა მაშოს და მაშომაც დამანჭული სახით ახედა ცინიკურად
- როდის მოხვალ?
- გვიან,
ისევ დაიჭყანა მაშო და თვალების ტრიალით დაიწყო შეკვრის გახსნა,
- სალომე გამოვა მარტო არ იქნები,
წავედი კაროჩე და თუ რამე დამირეკე,
- წადიი ჩემთვის უკეთესი
ხელებით ანიშნა სწარაფ გასულიყო სამზარეულოდან და ისევ აუტრიალა თვალები, თავის გაქნევით გავიდა რატი უსიტყვოდ და მერე სახლიც დატოვა, სიმღერით ააშრიალაა ცხელ ზეთში ცივი ხორცი და სიმღერის ფონზე დატრიალდა ცეკვაცეკვით მარტო დარჩენილი მაშო
- მაშა
უცებ დაბალმა ხმამ გააწყვეტინა მაშოს სიმღერა და მოულოდნელობის ფონზე შიშისგან შეკივლა,
- რაა?
შიშისგან წამოიკივლა ჯერ ისევ და რატის დაბნეულ თვალებს შეხედა გაკვირვებული რომ აცეცებდა უმისამართოდ
- კარები ჩაკეტე,
გულზე ხელის დაიდო რატიმ, მისი ყვირილის შეცხადებით და მაშო რომ მისკენ წავიდა რატიც წინ გაუძღვა, კარებთან მისული უნდა შემოტრიალებულიყო კიდევ რამის სათქმელად ,
- გადი გადი დაგაგვიანდებაა,
ხელის მიჭერით სრულად გააგდო გარეთ და კარები ცხვირწინ მიუკეტა, გადაკეტა უეცრად და სამზარეულოს დაუბრუნდა,
გაკვირვებული უყურებდა ჯერ ისევ მიკეტილ კარებს რატი, ნერვოზულად ჩამოისვა სახეზე ხელები, გაკვირვების ნიშნად დაატრიალა და წყნარი ნაბიჯებით წავიდა გამოყვანილი ავტომობილისკენ......
მანამ სანამ მაშო დაიწყებდა სიმყუდროვეში მირთმევას მანამ დარეკეს ზარი, ახსოვდა რატის ნათქვამი სალომესთან დაკავშირებით ამიტომ დიდად არ აღელვებულა, კამერაში მართალია სალომე არა თუმცა ნიკოლეტა იდგა კარებთან და პირს აცმაცუნებდა, ღიმილით შემოიპატიჟა ისიც მხიარულად შეყვა სახლში და ზედმეტი ნივთები კარადაში შეაწყო, მაშოს ნიშნის შემდეგ მას გაჰყვა
- სალომემ მითხრა რომ მარტო იყავი ვიფიქრე გავერთობოდით,
- რატომაც არა მარა მშია ჯეერრ წამო დამეწვიე
გაუცინა მაშომ და წინ წასული შემოუტრიალდა სიცილითვე,
- აუუ არ მშიოდა მარა ისეთი სუნი აქვს მომინდა
მუცელზე მოისვა ხელი და მაგიდას მიუჯდა დამშეული სტუმარივით და ისე ხვნეშოდა თითქოს მუშაობაში ამოხადეს სული, წყნარად მიირთვეს რამდენიმე კითხვა ჩარია ნიკოლეტამ, თუმცა ორივე კმაყოფილი დარჩა ახალი გასინჯული უცნაური გემოთი, რადგან მაშოს შეწვის სტილი სრულიად განსხვავებული იყო, ალაგებაში უცებ წამოხტა ნიკოლეტაც მაშოს მიეხმარა ამავდროულად ნელ-ნელა აბავდნენ საუბარს, რომელიც გრძელი და სასიამოვნოც გამოდიოდა, რატიზე საუბარს ყოველთვის სხვა თემით ანაცვლებდა მაშო არ ცდილობდა მისი საქმეები გაეგო რადგან თვლიდა რომ ეს რომ საჭირო ყოფილიყო რატი მას თავად ეტყოდა, აი ნიკოლეტა კი ყოველ თემას რატის უკავშირებდა, თითქოს აუცილებლად მასზე უნდა ესაუბრა და სხვა არაფერზე, ერთად ყოფნა სალომემ არ აცადა ნიკოლეტას დაურეკა მაშოც წყნარად უსმენდა ნიკოლეტას იტალიურ საუბარს, რომელსაც ვერ თარგმნიდა, თუმცა ის მისახვედრი იყო რომ სასწრაფოდ მასთან დაიბარა და ამავდროულად ნიკოლეტას პასუხებზე ბრაზობდა რის გამოც ნიკოლეტა გაკრეჭვით გახედავდა ხოლმე მაშოს, თითქოს დავალებული საქმე ვერ შეასრულა და ეშინოდა მაშოს მათი საუბარი არ გაეგო, გააცილა კიდეც მაშომ ნიკოლეტა და მარტო დარჩენილმა ფილმს მთელი ემოციებით უყურა, ყოველი რბოლის დროს ბალიშს უჭერდა ხელებს მიუხედავად იმისა რომ ნაყურები ჰქონდა თითქოს ფილმში ბრაიენის გვერდით იჯდა და მანქანის ყოველ მოხვევას მიყვებოდა, იმხელა ემოციებით უყურებდა დაღლილმა ფილმს ბოლომდეც ვერ უყურა დივანზე მიწოლილს მშვიდად მიეძინა და იქნებ სიზმარში ბრაიენის გვერდით რბოლაში მონაწილესაც კი ხედავდა საკუთარ თავს......
......
დიდ წითლად განათებულ ოთახში უზარმაზარ მაგიდასთან ისხდა ყველა ის გავლენიანი მამაკაცი, რომელიც მაფიოზურ საქმეშიც გარეულიყვნენ, ყველა ერთმანეთს მტრობდა, თუმცა ეს ყველა მტრობდა რატის, რომელიც მაგიდის თავში უდარდელად იჯდა წინ თმის რამდენიმე ღერი გადმოცვენოდა ტუჩებს შორის აუნთებელი სიგარეტი მოეთავსებინა და ხელში იარაღს ათამაშებდა, მხოლოდ მის გვერდით მჯდომი დემეტრე იყო მის გვერდით სხვა ყველა კი დაჭიმული თვალებით უყურებდნენ რატის, მას უყურებდნენ და ყველა ის საშინელი სისხლის ღვრა ახსენდებოდათ რომლითაც რატიმ მათ სიცოცხლე გაუმწარა, ყველა ჩუმად იჯდა და უბრალოდ აუღელვებელ იარაღთან მოთამაშე მაგრამ ამავდროულად საშიშად მომზირალ რატის უყურებდნენ
- იტალიელი მაფიოზი.... თავს სამართლიანობისთვის მებრძოლ გმირად ასაღებს..... რომელმაც ბავშვი და ქალი გადაარჩინა.... სასაცილოა
ხმა ამოიღო მეორე მაგიდის თავში მჯდომმა დაძაბულობას არ იმჩნევდა ბრაზს დიდი ნერწყვებით ყლაპავდა, წინ გადაწეულმა დაიწყო საუბარი მაგიდაზე ხელები დააწყო და კაცმა სიტყვა დაასრულა თუ არა ჩაცინების შემდეგ ისევ ცინიკურად სიცილი განაგრძო რატიმ
- გმირი?...
ისევ ჩაიცინა თავ ჩახრილმა და ქვევიდან მკაცრად ახედა მამაკაცს, რომელსაც მზერაზე უცებ გაცრა და ისევ სკამის საზურგეს მიეყრდნო,
- გმირობა ჩემი მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე მდაბიო საქციელი იქნებოდა მოცლის ჟამს,
თვალებში ახედა მამაკაცს და იარაღში ტყვიები აუჩქარებლად ჩადო
- უბრალოდ მაფიოზი ვარ, რომელსაც ნაგავი არ უყვარს, ამიტომ ვცდილობ მოვიშორო დამპალი ნაგავი რომელიც ჩემზე მეტად ყარს,
თქვა თუ არა იარაღი ხელში კარგად დაიკავა გადატენა და მამაკაცის მიმართულები გაიშვირა, კაცი უცებ დაიჭიმა სკამს აეკრო და ყბებ დაჭიმულმა შეხედა რატის თვალებში,
- მხოლოდ აქ თუ იკრძალება დაპირისპირება ამიტომ თუ მორიგებაა მორიგება იყოს ვიღაც ვიღაცის სანაცვლოდ,
თქვა ერთ-ერთმა და ჩიბუხით ღრმა ნაპასი დაარტყა, უცებ გადატენა ისევ რატიმ იარაღი და ტყვიები ხელში დაიჭირა, უცებ წამოდგა სკამი მაგიდას მიუდგა და მშვიდად მოავლო ყველას თვალი
- რას აკეთებ?
დაბნეულმა ახედა გვერდზე მჯდომმა მამაკაცმა
- არავის არავისში გაცვლას ვაპირებ თქვენ ყველანი ერთად რომ დამიპირისპირდეთ, ზღაპრის ბოლოს ვენდობი , ამიტომ ძალით ნურავინ ჩაიძაღლებთ თავს, მშვიდად სახეთ გეგმები
მაგიდაზე მიაგდო ცარიელი იარაღი და დიდი ნაბიჯებით წავიდა კარებისკენ კარებთან მდგარმა მცველებმაც უცებ გაუღეს კარები და მაშინვე შემოვარდა უზარმაზარ ხმაზე ჩართული მუსიკების ხმა დახშულ ოთახში, სწრაფად გავიდა რატი კლუბში, სადაც უამრავი სექსუალური გოგონა მიმზიდველად აქნევდა სხეულს, მათით გამოშტერებული მამაკაცებიც თვალებ დაქაჩულები დამონებული მზეერით უყურებდნენ მათ სხეულს, ზოგს უკვე მკლავებში ჩაეგდო სასურველი სხეული და მათი საჯდომი ძლიერად მოეთავსებინათ ხელში, ერთმანეთში არეული სასმლის მოსაწევი და ათასი სუნამოს სუნი ტრიალებდა, ისევ მოიქცია რატიმ სიგარეტი ტუჩებს შორის გოგონებს მოავლო თვალი და კიბეებზე ჩასვლა დაიწყო , ჯგუფებად ამომავალმა მოცეკვავე გოგონებმაც ღიმილით ჩაიგდეს მომავალი ხელში, უმისამართოდ დაასრიალებდნენ რატის სხეულზე ხელებს, მალე ჩამოიშორა და წვრილ ასასვლელ წითელ ხალიჩა ჩამოფარებულ კიბეებს მარტო აუყვა, პატარა კარები შეაღო და მისი დაკეტვის შემდეგ მუსიკაც ისევ
ჩაახშო, ნელა და აუჩქარებლად შევიდა ნივთების რკინის კარადებს მოუარა და მთავარ სანახაობას კმაყოფილმა შეხედა nisan gt-r რომელიც მალე მისი სიცოცხლის მთავარი იარაღი იქნებოდა, მანქანის კაპოტს დაეყრდნო ყველანაირად მოათვალიერა და კმაყოფილმა ჩაიღიმა,
- არასდროს ვცდები თუ სად მიხვალ
ხმაზე სწრაფად გახედა ადგილს საიდანაც ხმა მოესმა და სელენას ნახვისას მანქანას ხელები უშვა, ფრთხილად გასწორდა, დაბალ წელიან მოკლე კაბაში "გამოკვეტებული იყო სელენა ბიუსჰალტერი ეცვა და მასზე შავი ჩექმები ამოეცვა, ნელ-ნელა წავიდა რატისკენ მამაკაცის ათვალიერება შეიფერა და მის სიგარეტს ცეცხლი მოუკიდა,
- ყოველთვის მაინტერესებდა როგორ შეგეძლო ამდენი საიდუმლოს შენახვა და ამდენი რამის კეთება,
გამომწვევად დაიწყო საუბარი ქცევებთან ერთად და ბაგეებიდან რატის სიგარეტი ააცალა ღრმა ნაპასი დაარტყა და კვამლი ნაზად გადაწეულმა სახეში მიაფრქვია მამაკაცს ,
- ამავდროულად ზედმეტად მიზიდავდა, ადგილი გაუცვალა აუჩქარებლად მანქანის კაპოტზე თითები დაასრიალა და კაპოტზე შემოჯდა, რატიმ ადგილზევე გადადგა ნაბიჯები და თავ ჩახრილს ჩაიცინა მის საქციელზე , სელენას ფეხებს შორის მოექცა, თავადაც ისე მშვიდად და აუჩქარებლად აკეთებდა მოძრაობებს, ახლოს მისულმა საჯდომზე ჩაავლო ხელები მის ბაგეებს უყურებდა მხოლოდ , მანქანიდან გადმოაცურა და სელენამაც მის მენჯებზე შემოაწყო ფეხები, ვნებიანად წაიწია საკოცნელად, თვალები მინაბა ისე ელოდა შეხებას
- ძალიან გთხოვ ჩემ მანქანას მეორედ შენი საჯდომი არ შეახო, მის ბაგეებთანვე ამოილაპარაკა და ხელი რომ უხეშად უშვა სელენაც თვალებ დაქაჩული ჩამოხტა მისი მენჯებიდან
- ფუ რა საზიზღარი ხარ, თვალები გაახილე იდიოტო, სად დადიხარ ვერ ხედავ? აქ ვარ! ხომ შეგიძლია მოხვიდე არა?
თავიდან რომ უხეშად დაიწყო ისევ სცადა რატის შებმა,
- მომენატრე რატი, ერთად გატარებული ღამეები მომენატრა,
- მე მოგენატრე?
კითხვაზე სელენამ კიდევ უფრო გაადოდა თვალები
- კიი რატი მომენატრე,
ისევ ჩვეულებრივ გასცა პასუხი
- მთავარია ვინმეში არ აგერიო,
თქვა თუ არა ცეცხლი მოეკიდა სელენას, რომლის ჩაქრობაც ალბათ არც ისე მარტივი იყო,
- !
მიაძახა და ოთახიდან გავარდა, რატიმ უხმოდ და წყნარად გააყოლა თვალი, იქვე მიგდებულ ჩვარს დაავლო ხელი და მანქანის კაპოტი გადაწმინდა.....
შენობიდან გამოსვლის დროს დადევნილი ორი მამაკაცი შენიშნა თუ არა გზა შეცვალა გარეთ გასვლისთანავე კრუგი დაარტყა კლუბს და კაცები ხეებში შეიტყუა, ცოტახანში იქიდან ისევ დიდი ნაბიჯებით ამჯერად მარტო გამოვიდა იქით-აქეთ მიიხედა რომ არავინ იყო წყნარად მიუახლოვდა მანქანას და ჩამჯდარმა სარკეში გახეთქილ ტუჩის კუთხეს მოკრა თვალი,
- ფუ ახვარი, როდის მოასწრო
გაკვირვება გამოხატა და სისხლი მოიწმინდა თუ არა მანქანა დაძრა...
.....
სახლში საკუთარი გასაღებით მოახერხა შესვლა ' გაბრდღიალებულ' შუქებს მოავლო თვალი და შემდეგ ტელევიზორის ხმაზე გახედა დივანს სადაც მაშო იწვა, თავის ქნევით მიუახლოვდა და ტელევიზორის გამორთვა დაიწყო გამოსვლის დროს ფილმის სახელზე ჩაიცინა, რადგან მანქანები თვით რატის ცხოვრება იყო, რატის პირველი ნაბიჯები ცხოვრებაში, ღიმილით დახედა მაშოს
- ჩემი გოგოა რა,
კმაყოფილმა ამოილაპარაკა და ტელევიზორი გამორთო თუ არა მაშოს შეუტრიალდა, ფრთხილად შეუცურა ხელები და მკლავებში ნაზად მოიქცია რამდენიმეჯელ შეირხა მაშო, ფხიზელი ძილის გამო, გამოფხიზლდა კიდეც, თუმცა თვალები არ გაუხელია, მის მკლავებში გაინავარდა, რატიმ შუქი ჩააქრო და მაშო თავის ოთახში შეიყვანა შუქ აუნთებლად ფრთხილად და გაჭირვებით აანთო სანათი ფრთხილად გადაწია ზეწარი და ნაზად ჩააწვინა მაშო, წამით დააკვირდა, თმა ნაზად გადაუწია და თითქოს მისი სილამაზით მოჯადოვდა, ადგილიდან ვერ იძვროდა მშვიდ სახეზე სურვილი რომ მისთვის ეკოცნა ახჩობდა, დაიხრებოდა თუ არა მისკენ მძიმედ გადაყლაპავდა ნერწყვს, საბოლოოდ თავს მოერია კისერი გაატკაცუნა ბრაზისგან ქვედატუჩზე ენა მოისვა და უნდა წამომდგარიყო, მაშო აწრიალდა თითქოს ახლა გაიღვიძა, როგორ ძალიან აინტერესებდა ვისთან იყო რატი და ალბათ ეს რომ არ გაეგო ვერც კი დაიძინებდა, ნელ-ნელა გაახილა თვალები და მოჭუტული თვალებით წამოჯდა, რატი გასწორდა და უკვე წამომჯდარი მაშოს მუხლებს შორის გაშლილი ხელი მოათავსა ისე დაეყრდნო იმავე ხელს, სანამ რამეს იტყოდა მაშომ მოასწრო კითხვის დასმა და თან მის გახეთქილ ტუჩს დააკვირდა
- სად იყავი?
- ქალური დაკითხვები?
ჩაიცინა რატიმ და მაღალზე მჯდომს ახედა
- თუნდაც,
მკლავები ერთმანეთში ახლართა მაშომ და ახლა გვერდზე გადახრილი თავით შეანათა მზერა თვალებში
- იჩხუბე?
- არა უბრალოდ ხელი მომხვდა,
თქვა თუ არა მაშომ უმალ გაუქანა ხელი სახეში ისე რომ გააზრებაც კი ვერ მოასწრო რატიმ, ლოყის მწარედ წვა იგრძნო თუ არა იმ მხარის თვალი მოჭუტა , ქვედა ტუჩზე ენა იქით-აქეთ გაუსვა ისე გამოხედა ქალს
- ეს რისთვის?
წყნარად დაუსვა კითხვა და ხელი რომელიც მაშოს მუხლებს შორის მოეთავსებინა უფრო მაღლა აწია, გახურებული თითები შიშველ სხეულზე მოხვდა თუ არა ერთიანად დაუარა მაშოს სხეულში უცნაურმა გრძნობამ, არ შეიმჩნია მის ხელს დაძაბულმა დახედა ერთხელ და ისევ თვალებში შეხედა
- უბრალოდ მომიხვდა,
წაეცინიზმა მისი წეღანდელი პასუხიდან გამომდინარე და მის ფეხებში მოთამაშე თითებს ხელი წაავლო,
- ხელების კონტროლი გესაჭიროება,
ცინიკურად გაუღიმა, თუმცა დაჭყანვას უფრო გავდა მისი ეს ღიმილი
- რავი როცა არა მარტო ოთახში არამედ მთელ სახლში მარტო ვარ ცოლთან ერთად, ეს არც არაფერია,
მაშო უცებ დაიბნა კოპებ შეკრულმა უცნაურად შეხედა რატის და რატისაც გაეცინა,
- ვერ ვხვდები რატო გიკვირს, ჩემი ცოლი ხარ მაშო,
სრულად მოშორდა და მის ფეხებზე მსუბუქად გადაწვა
- ორი თვით და უკვე აღარც,
ფეხები უცებ გამოაცალა მუხლებზე დადგა და რატისკენ გადაიწია, მის გვერდით ეყრდნობოდა საწოლს იდაყვებით და თან რატის უყურებდა, რომელიც ჭერს უშტერებდა თვალს
- იქნებ სულ?
წყნარად გამოხედა რატიმ მაშოს და მაშოც ისევ უცებ დაიძაბა ისევ, რატის ისევ ჩაეღიმა და მაშომაც ხელი დაარტყა,
- ნუ ძალადობ!
უცებ გაუბრაზდასავით რატი და მაშომაც ისევ მის გახეთქილ ტუჩს დახედა,
- დაიძინე გვიანია მაშა
ცალი ხელი თავქვეშ ამოიდო და მაშოს მზერაზე კმაყოფილი უყურებდა მას,
- აღარ მეძინება
თქვა და არცერთს აღარ ამოუღია ხმა მაშოს მისი გახეთქილი ტუჩის კუთხე ხვდებოდა თვალში და წარამარა უყურებდა, რატი კი მის კისერს ლავიწებიდან აუყვებოდა მზერით,
- გტკივა?
თვალებით ანიშნა მაშომ რატის ტუჩზე და რატიმაც უცებ შეიფერა,
- რავი მეწვის რა,
ის კუთხე ჩატეხა და სახის ცალი მხარე დამანჭა იდაყვებით დაეყრდნო საწოლს ისე წამოიწია და მაშოც ნელ-ნელა დაიხარა მისკენ რატიმ მიახლოებულ მაშოს შემყურემ წარბები მაღლა აზიდა და გაურკვევლობაში მყოფმა მოისვა ენა ქვედა ტუჩზე მაშო კი ბარემ მოკრებილი ძალის შემდეგ უკან აღარ დაუხევია თავადაც დაიძაბა რეაქციის მომლოდინემ თვალები დახუჭა და რატის გახეთქილ ტუჩის კუთხეში ნაზად შეახო ტუჩები, ეცადა ღელვა არ შეემჩნია და წარმოდგენებში რომ დენ დარტმულივით მოშორდა, რეალურად წყნარად მოშორდა ისე შეხედა თვალებ გადიდებულს
- "wtf"
დაბალხმაზე ამოიგმინა, ზედმეტმა სიამოვნებამ მოიცვა მისი სხეული და საწოლზე ისევ დაეშვა,
- მეორედ აღარ ქნა
უთხრა გაფრთხილების მიზნით და ხელი ისევ თავქვეშ ამოიდო, უცებ ინანა მაშომ საქციელი და გულში საკუთარი თავიც გემროელად გამოლანძღა, უხმოდ დაადო რატის მკერდზე თავი წესიერად დაწვა და ხელები მოხვია, ისევ შეკრთა უცებ რატი, მაშოს საქციელებზე გაკვირვება სახის მიმიკებზე ეტყობოდა მაგრამ ამავდროულად ძალიან სიამოვნებდა უცნაური ცოლი და ამავდროულად უხაროდა, ძალებს იკრებდა რომ მასაც იგივე არ გაეკეთებინა სხვა გრძნობა გარეულსა და ემოციით,
- თვრამეტი დიდი და უთვალავი პატარა ვარსკვლავი,
თქვა მაშომ და წელზე რატის ხელები რომ იგრძნო ჩაეღიმა
- ეგ დიდი პლანეტებია
ხმადაბლა თქვა რატიმ და მაშომაც უცებ ახედა, გაკვირვების ნიშნად ეგონა რომ არ ემახსოვრებოდა რატის სიტყვები, რომელიც მრავალი წლის წინ უკვე ნათქვამი ჰქონდათ და ბედნიერებისგან სახე გაუბრწყინდა....
" - ახლა რომ რამე გამოხტეს
აბიბინებულ ბალახზე მწოლიარე მაშო და რატი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებდნენ მართალია ეზოში იყვნენ, თუმცა მაღალმთიან სოფელში ტყესთან ახლოს გასაკვირი სულაც არ იყო მტაცებელი, მაშომ თავის ფიქრებში არსებულ მოჩვენებებზე იგულისმა და თან იქით-აქეთ იყურებოდა
- რა სულელი ხარ მაშა,
გაიცინა რატიმ ისე გადახედა მაშოს და მისკენ ცალი ხელი გაშალა მაშოც უცებ მიიწია მისკენ გაწეულ მკლავში ჩაუდო თავი შემდეგ უფრო აიწია მკერდზე დაადო თავი და რატიმაც ის ხელივე მოხვია, ის შიშის ჭია რომელიც აქამდე დაძვრებოდა მაშოს სხეულში, სრულად გამქრალიყო, გაბადრული სახით უკვე ვარსკვლავებსაც არ უყურებდა რატის მინდობილმა დახუჭა ცოტახნით თვალები,
- დრო სწრაფად გადის მა....
დაიწყო თუ არა სწრაფად წამოწია მაშომ თავი,
- ხო ვიცი, ვიცი სამ დღეში მიფრინავ აღარ არის საჭირო გახსენება,
გაბრაზებულმა რომ მალე რატისთან აღარ იქნებოდა, უცებ შეყვირა და ყელში ბურთიც გაეჩხირა, რატის ჩაეცინა მაშოს საყვარელ გაბრაზებაზე და წამოიწია თან იდაყვებით ბალახს დაეყრდნო,
- ხო იცი რომ კიდევ გნახავ რაგჭირს?
- დროოო, დრო ხომ ყველაფერს ცვლისს რაიცი რა მოხდეს რატიი? არ წახვიდე დარჩი აქ რა,
წაიწუწუნა წამომჯდარმა და თავისივე შეკეცილ ფეხებზე ჩამოჯდა,
- მაშაა, იცი როგორ მინდა ჩემო პატარაა? ხომ მოგიყევი როგორ გართულებულია ყველაფერი,
მისკენ წაიწია რატი და სახეზე ხელები ნაზად შეახო,
- ხომ იცი რომ შენ ერთადერთი ჩემი პატარა ხარ არა? ჩემი პატარა მაშა ხარ, მხოლოდ ჩემი,
მასთან ძალიან ახლოს მყოფს უყურებდა თვალებში ათასნაირი სიყვარულის გამომხატველი მზერით, ღამე იყო თუმცა მათი თვალები ყველანაირად ანათებდნენ არემარეს ძალიან თბილად და სასიამოვნოდ, სიტყვის ბოლოს ცხვირის წვერზე ნაზად აკოცა რატიმ მაშოს და ხელები უშვა, მაშომაც მაინც გაბრაზებულმა ახლართა მკლავები ერთმანეთში და ზურგი შეაქცია, ღიმილით შეხედა რატიმ და მის მოსათაფლად დაიწია ლოყაზე საკოცნელად, სწორედ ამ დროს გაახსენდა მაშოს რისი თქმა შეეძლო და სიტყვითვე გახედა რატის რომელიც მის ლოყას თითქმის შემხებმა მაშოს დახმარებით ადგილი შეცვალეს და იმდენად მოულოდნელად შეეხო მაშოს ბაგეებს რატისაც სუნთქვა შეეკრა, მაშოს გრძნობისას მთელი სხეული დაეჭიმა, წარბები შეეხარა თითქოს ტირილი უნდა დაეწყო, სწრაფად არცერთი მოშორებულა ორივე უცნაური გრძნობით შებოჭილიყო, თუმცა მაშო მთლად შოკში იყო, ნელა მოშორდნენ ერთმანეთს და მაშოსაც უცებ მოეკიდა სირცხვილის 'ცეცხლი' უეცრად ახურდა სახეზე და არ იცოდა სად დამალულიყო,
- შენი ბრალია
დაბალხმაზე თქვა თავ ჩახრილმა რატიმ სრულად მოშორდა და ბალახზე მჯდომმა გადაშლილ, მოხრილ ფეხებს იდაყვებით დაეყრდნო, ღამეში წესიერად არ ჩანდნენ რის გამოც ის სიმორცხვე ოდნავ იჩრდილებოდა,
- გვიანია სახლში არ ახვალ?
- არ მინდა მარტო
ამოიწუწუნა და სახლს გახედა, რომელიც ცარიელი იყო დედამისი საავადმყოფოში იყო დანარჩენი ყველა მას გაყოლოდა, თუმცა რაღა ყველა მხოლოდ ნაზი და ნაზის ძმა თუ ედგა გვერდით,
- წამო წამო
წამოდგა და ხელი გაუწია მაშოს, მაშომაც ჩაავლო ხელი ხელში, რატიმ უცებ წამოწია დაიხარა და მხარზე მოიგდო
- აუუუუ
ამოიკნავლა მაშომ გაცინებით და დაელოდა როდის ავიდოდნენ სახლში,
- აბა ნანებშიი
საწოლზე მიაგდო მაშო და მანაც ჩუსტები გაიძრო
- ცივია რატი საწოლიიი,
შეიშმუშნა მაშო და საწოლში შეწოლა გადაიფიქრა
- მიდი გოგო ზაფხულია გაგრილდები
საბანი გადაწია რატიმ და თვალებით ანიშნა დაწექიო, რაღაც თხოვნის გადიდებული და ამავდროულად აწყლიანებული თვალებით ახედა მაშომ,
თავი უცებ გადააქნია რატიმ და საწოლში შეწვა თუ არა ხელები გაშალა
- მოდი, მოდი,
შეძახა და მაშოც გახალისებულმა აწია საბანი უცებ მიუჩოჩდა და ჩაეხუტა
- მართლა ცივია ჯანდაბა
გაიცინა რატიმ და მაშოს საბანი სიცილით მიაფარა,
- ზაფხულში თუ საბანს დავიფარებდიი რავი
დააყოლა და კარგად რომ მიაფარა ხელები მოხვია, მაშოც მის სხეულს ეკრობოდა გულმკერდზე დადებული თავით ყურები დაეცქვიტა და რატის გულისცემას უსმენდა,
- ტკბილიძილი მაშა
თავზე აკოცა რატიმ და მაშოსაც პეპლები ბავშვურად აუფრიალდა თუ არა მხრების შეხრით ჩაეღიმა
- მიყვარხარ,
ამოიჩურჩულა მაშომ, პასუხად სიტყვით არაფერი თუმცა, რატის გულისცემის აჩქარება რომ იგრძნო კიდევ ერთხელ ჩაეღიმა მაშოს....."
- დაიძინებ?
- მარტო არ მინდა
წამოიწია მაშო და სრულად წამოდგა
- ამიტომ არ დავიძინებ
- უკვე გეძინა ნუ ჟოშკავ ეხლა
უცებ წამოიწია რატიც,
- ნწ არ დავიძინებ,
ოთახიდან გადიოდა და რატიმაც ვერ გააკონტროლა ემოციები , თვალი გააყოლა მოკლე შორტში გამოწყობილს და თავის გასწორებისას ჩაცინებით გამოხატა სხეულის საოცარი მოწონება,
მაშოც ჩუსტებით დაეშვა კიბეებზე,
უცებ წამოხტა რატი და მაშოს გაყვა სირბილით დაეწია კიდეც და წინ ჩამოუდგა
- სად მიდიხარ?
- ტელევოზორს უნდა ვუყურო
მხრები აიჩეჩა და რატის თვალები დაუბრიალა როცა დეკოლტისკენ გაეპარა მზერა
- ტელევიზორს არა ისს
დაავიწყდა რას ამბობდა ვისთან და სიტყვებშივე მოიკიდა მაშო მხარზე
- არა არა აქ არა,
კიბეებს მხარზე მოკიდებულმა რომ დახედა უცებ ჩაავლო მაიკაში რატის თითები და შეშინებული სახით დაელოდა როდის აივლიდნენ კიბეებს, რატიმ ოთახში შეიყვანა მაშო სადაც მხოლოდ სანათი დაბალზე ანათებდა, საწოლზე დააგდო და ტაში შემოკრა
- აბა ნანებშიი
მაშომ თან გაბრაზებული თან უცნაური მზერით შეხედა ზეწარი გადაწია და კიდევ ერთხელ შეხედა რატის,
- რა გინდა მაშო? მიწვევ?
ჩაღიმებით თქვა და საწოლისკენ დაიხარა
- რაში უნდა გიწვევდე
ღიმილი ვერ შეიკავა მაშომ და ბალიშს ახედა ვითომ უნდა გაესწორებინა რატიმ მის ფეხს ჩაავლო ხელი და თავისკენ ნელა წაწია მაშო
- გამიშვი,
გაძახა და ბალიშს ჩაავლო ხელი რომ შეჩერებულიყო, თუმცა ბალიშიც თან გაიყოლა, ზედმეტად ახლოს რომ მივიდა მისკენ შეტრიალდა და ბალიშს დაეყრდნო
- რა გინდა?
უხეშად მიაძახა და რატის რომ ეღიმებოდა შემდეგ ვეღარც ის იკავებდა ღიმილს
- ნუ იცინიხარ გადი,
ღიმილ ვერ შეკავებულმა მიაჭირა ხელები დაწეულს და ბალიშზე ჩამოდო თავი,
- ხვალ მივდივარ,
- სად მიდიხარ?
- ქალაქ გარეთ ორი დღით
მაშოს სახე უკმაყოფილოებისგან შეეცვალა და წამოიწია თუ არა რატი დაიწია მისკენ მისი ტუჩების ყურებით, მაშოც უცებ დაუბრუნდა ბლიშს
- მხოლოდ ორი დღით,
- არ მაინტერესებს რატი, ეგ ორი დღე მხოლოდ შენთვისაა ორი,
მაშოს სიტყვებზე უცებ შეხარა გაკვირვებისგან რატიმ წარბები და თავი გვერდზე გადაწია, მაშომ ხელი მიარტყა და გაბრაზებული იყურებოდა გაურკვეველი ადგილისკენ,
- მოგატყუე,
მშვიდად ჩაეცინა რატის თან დაიხარა, მაშომაც ბააგეებ დაშორებულმა გახედა გაოცებული სახით თუ როგორ გაბედა მისი მოტყუება რატიც კიდევ დაიხარა და მაშოს ბააგეებს სრულად წვდა, გეგმაში მხოლოდ მოწყვეტით კოცნა ჰქონდა, თუმცა შეხებისთანავე უჰაერობა იგრძნო ძალები გაუსამმაგდა და მოშორება ყველაზე სასიკვდილო ნაბიჯად ეჩვენა, ინსტიქტურად წაავლო ხელი კისერზე კიდევ ძლიერად მიიზიდა მაშო და უცებ მოეგო გონს სწრაფად მოშორდა გულ აჩქარებული და მაშოს ხან ერთ ხან მეორე თვალში მისი საქციელის მოლოდინში უყურებდა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და ისევ ბაგეებ დაშორებულმა დაიწყო სუნთქვა მანამ სანამ მაშო გონზე მოვიდოდა, უყურებდა როგორ ღრმად ადი ჩაუდიოდა მკერდი და მის ღელვასაც ძლიერად გრძნობდა
- კაი....ბოდიში,
ისევ ღრმად სუნთქვით ამოთქვა როცა მაშომ ტუჩებზე ხელი მოისვა და უკან უკან დაიწია,
- ბოდიში?
გაოცებულმა გაიმეორა მაშომ ბალიშს წაავლო თუ არა ხელი რატი ადგილს მოწყდა, კარებს მივარდა თუ არა მაშომაც სწრაფად ესროლა ბალიში, თუმცა გასვლა მოასწრო, უცებ წამოხტა სისუსტე რომ იგრძნო გულზე მიიჭირა ხელები და თვალები მძიმედ დახუჭა, ის გრძნობა რომელიც წეღან იგრძნო ჯერ ისევ სხეულში ღრმად გამჯდარიყო, გარეთ გავიდა რატიც თავის საქციელით გაკვირვებული და ჯერ არ არსებული გრძნობებით შევსილი გაკვირვებული ვერ მიდიოდა ოთახისკენ, მაშო რომ გავიდა სწრაფად მოსწყდა ადგილს და ოთახში უნდა შევარდნილიყო, კარები არ დაუკეტავს მოტრიალებულმა ისევ შეაფერხა დრო და კარები რომ უნდა მიეკეტა ჩვეულად დახედა იატაკს, რადგან მაშო როცა ვერ ასწრებდა კარებში შესვლას ფეხს აყოლებდა რის გამოც რატი კარებს ვეღარ კეტავდა, არც შემცდარა ჩაეღიმა, თუმცა კარებს ჯიუტად არ აღებდა ვერც კეტავდა,
- გააღე!
დაუყვირა თუ არა რატიმ კისერი დაძაბა სიცილით
- იმ მოგონების გაგრძელება იყო კაი რა
თავი გაიმართლა ყვირილით და ეცადა სიცილის ხმა დაეხში
- შემოვამტვრევ, გააღეე,
სიცილი ვერ შეიკავა რატიმ ფიქრებში წარმოიდგინა დაკუნთული მაშო, რომელიც ცხვირიდან ბოლს უშვებდა უზარმაზარ მუშტს კარებს ჩაარტყავდა გატეხავდა, შემოვიდოდა და რატიც წრუწუნასავით უცებ გაქრებოდა იქიდან
პრესებზე იჭერდა ხელებს სიცილისგან რომ დაეჭიმა ,კარებს თითქმის მოშორდა და მაშოც მარტივად შემოძვრა, რომ მოიხედა მაშოს უკვე ოთახში დანახვის შემდეგ სახე სრულად შეცვალა რატის და გამყიდველ კარებს შეხედა, წამით მაშოს გაბრაზებულ მზერას მშვიდად უყურა, შემდეგ ისევ თვალსაჩინოდ აათვალიერა კიდევ ჩაეღიმა და მისკენ სვლა, მშვიდი ნაბიჯებით დაიწყო
- რა? კიდევ გინდა?
ნელ-ნელა მიუახლოვდა და მაშომაც უცებ გაუქანა სახეში ხელი,
- არა აი ეს მინდოდა
უმალ შეტრიალებული გავარდა ოთახიდან საკუთარი საქციელით კმაყოფილი
- ოხხ
ამოიგმინა ადგილზე გაყინულმა რატიმ კარებში გავიდა მანამ კარები დაიკეტებოდა ხელ მოყოლებულმა შუქი ჩააქრო და დაწეულმა მაშო ხელებით გაკოჭა, ისევ მის ოთახში საწოლზე მიაგდო და აწუწუნებულს ზედ მოექცა,
- ახლა!
მკაცრად ამოთქვა მაშომ და ხელების ქნევა დაიწყო, თუმცა საბოლოოდ რატიმ საკუთარი ხელებითვე გაკოჭა,
- რა გიყო შენ მითხარი რა,
- გამიშვიიი!
- მაშ დაიძინებ?!
- დავიძინებ ხო გამიშვი
რატიმ კითხვის ნიშნებით დახედა და ხელი უშვა გვერდზე გადაწვა და გაბრაზებულს გადახედა მკლავები რომ აეხლართა ერთმანეთში
- კაი ხო მოდი,
მაშომ უბრალოდ მობეზრებული სახით დახედა, თუმცა არსად წასულა ზეწარი გადაწია და საწოლში დაწვა,
- მოდი, მოდი!
ხელები გაშალა რატიმ მაშომაც ალმაცერად გადახედა გაშეშებულმა და ისევ თავის ადგილას დაწვა
- ოო მაშოოი,
ამოიწუწუნა და მაშომაც ისევ რომ გადახედა ვითომ გაბუტული მზერით, ფრთხილად მიჩოჩდა მისკენ,
- ისევ ბავშვი რო ხარ არა?
მაშო რომ მიეხუტა ღიმილით დახედა რატიმ და მანაც მოხვია ხელები
- ამას ვინ მეუბნება,
მაშომაც უცებ ახედა, მზერა მამაკაცის ტუჩებზე გადაიტანა გახსენებული გრძნობის შემდეგ თავი ისევ რატის მკერდზე დააბრუნა, გაეღიმა რატის და ცოტახნით ორივე გაჩუმდა,
- ტკბილიძილი მაშა
დაბალხმაზე დაარღვია სიჩუმე რატიმ და თავზე აკოცა მაშოს რომელსაც სასიამოვნო გრძნობისას ჩაეღიმა
- მიყვარხარ!
მანაც დაბალხმაზე გასცა პასუხი და არა მხოლოდ რატის გულისცემა შეიცვალა არამედ საკუთარი გულისცემაც დასაწყნარებელი გახდა, მის მაიკას მეორე მხარეს ხელი ჩაავლო და ღიმილით დახუჭა თვალები.......
ყველაზე სასიამოვნო იყო მაშოსთვის მომენტი როცა დილას თვალები გაახილა, მართალია ვერ ხედავდა, თუმცა საყვარელი ადამიანის ხელებს გრძნობდა წელზე, უკან კი მის მშვიდ სუნთქვას უსმენდა, რომელიც კისერზე სასიამოვნოდ ეფრქვეოდა, საათს ფრთხილად დახედა და ნელ-ნელა სცადა რატის მკლავებიდან გამოძრომა წინ გაჩოჩდა თითქმის მოიშორა კიდეც რატის მკლავი, წამოიწია თუ არა სწრაფად ძლიერად ჩაავლო რატიმ ისევ ხელი მუცელზე და სხეულზე აიკრა, უცებ ქცევისგან წამოიკნავლა მაშომ და რატის ახედა, რომელმაც სულ ახლა გამოიღვიძა ღრმად შესუნთქვით წამოყოფილი თავით ჭუტავდა თვალებს ისე მოავლო ოთახს თვალი და შემდეგ დახედა მაშოს, როცა მისი ხელიდან მაშო ძვრებოდა ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს ვიღაც ართმევდა, რის გამოც ძილშივე დაიბრუნა წართმეული, დღის შუქზე ცალი თვალი მოჭუტა ისე დახედა გვერდზე მწოლიარე ქალს
- რაიყოო?!
საყვედურივით უთხრა მაშომ და რატიმაც თავი ისევ დააბრუნა ბალიშზე კრუსუნით და მოხერხებულად გადატრიალდა მაშოსკენ,
- რომელი საათია?
დაბოხებული ხმით იკითხა თვალ გაუხელავად
- რვის ნახევარია ჯერ
ჯერ ისევ მძინარე ხმით გასცა თავადაც პასუხი და პირზე ხელ აფარებულმა დაამთქნარა,
- ხოდა დაიძინე ნახევარი საათი,
ბალიშში ჩაგუდული ხმით თქვა და მაშოს წელზე ისევ ხელი მოხვია,
- კაი რა გავემზადებიი,
გაკოჭილმა ამოთქვა, თუმცა საპასუხოდ
რატიმ სხეულზე აიკრო და მკლავებში მოიქცია, მაშომაც თავი გააქნია რატის საქციელზე და მის მკლავებში გაიტრუნა,დაძინებას აღარ აპირებდა უბრალოდ გასუსული იწვა რომ რატის შეძლებოდა ეს ნახევარი საათი დაესვენა, ჩუმად ათვალიერებდა თვალებით ოთახს მაშო, რატის სუნთქვას სიამოვნებით უსმენდა და ხშირად შეათვალიერებდა ხოლმე ღიმილით, დროს ფიქრებით წელავდა და მისი აზრით რატის არ აღვიძებდა, თუმცა გაღვიძებიდანვე გამოფხიზლდა რატი და ახლა მაშოს სიახლოვით ტკბებოდა, სიამოვნებდა ის ფაქტი რომ ახლა მის გვერდით იღვიძებდა და სხეულზეც ის გოგო ეკრობოდა რომელზეც უკვე მრავალი წელია სუნთქვა ეკვროდა,
დრო რომ ძალიან გაიწელა და რატისაც ზედმეტად დიდხანს გაუგრძლედა მსახიობობა, მაშომ მისკენ გადაატრიალა თავი და ჯერ ისე შეხედა, სხეულში უცებ აუფრიალდა პეპლები და მის საოცრად სიმპათიურობაზე აიბნა, მისკენ ოდნავ აიწია და ტუჩის კუთხეში გვერდით ნაზად მოწყვეტით აკოცა, რატი მიხვდა კიდეც რას აპირებდა მაშო და ამისთვის მოემზადა კიდეც, კოცნისას გამოწვეული გრძნობობისას, '''მოთმინება დაკარგა და მანამ მაშო საწოლზე თავს დააბრუნებდა უცებ წვდა მის ბაგეებს''' თუმცა ეს უბრალოდ რატის ფიქრები იყო, თვალები ამ ფიქრების არ ასრულებაზე ისე გაბრაზებულმა გაახილა მაშო შეხტომით დაიწა უკან, იფიქრა რომ კოცნაზე გაბრაზდა რატი და ტუჩის კუთხე უსიამოვნებისგან ჩატეხა,
- დაგაგვიანდება,
დაბალხმაზე ამოილაპარაკა მაშომ და მზერა თვალებიდან მოაშორა თან ეცადა მისი ხელისგან განთავისუფლებულიყო, რატიმ თავად უშვა ხელი, წამომდგარმა მაშომ უცებ გამონახა ჩასაცმელი და აბაზანისკენ წავიდა უკვე რომ მოწესრიგდა მაშინ დაბრუნდა ოთახში და რატის მოავლო თვალი რომელიც წამომჯდარი მაიკას ხელში კუჭავდა და ამრგვალებდა, უცებ ახედა რატიმაც შემოსულს, თუმცა მაშო ისევ გაბრუნდა სამზარეულოში ჩავიდა და რაც შეეძლო ყველაზე სწრაფად მოამზადა დილისთვის მაგიდა, რატიც მაშოს მაგიდის მზადების დროში ჩაეტია და ჩამოსულმა ნამდვილად მოშიებულმა მოავლო მაგიდას მზერა,
- არ გშია?
ნიჟარის წმენდასთან ერთად გახედა მაშომ რატის და რადგან მეორე საინი მაგიდაზე არ იდო რატიმაც ალმაცერად გახედა მაშოს
- არ მინდა დილით არ ვჭამ,
- არ გინდა ნუ გინდა მე მეტი შემხვდება
მხრები აიჩეჩა ხელები გაიწმინდა და მაგიდას მარტო მიუჯდა, რატი ისევ გავიდა ოთახიდან საროჩკა გაიხადა და ისევ დაბრუნდა სამზარეულოში წელს ზემოთ შიშველი ხელში მაისურით, კარებში გამოჩნდა თუ არა ლუკმა უცებ გადაცდა მაშოს და ხველება აუტყდა, რატის რეაქცია არ ჰქონია უცებ შეხედა და მაშომაც გამჭვირვალე ჭიქაში ჩამოსხმულ წყალს დაავლო ხელი,
- ამიტო უნდა იცოდე ჭამის დროს რას უნდა უყურო,
უდარდელად თქვა რატიმ, რომელიც არ იმჩნევდა იმ ფაქტს რომ ძალიანაც კმაყოფილი იყო მაშოს რეაქციით და უცებ გადაიცვა მაისური,
ჭიქა რომ გამოცალა წესიერად არც კი დაწყნარებულა, უცებ წაავლო ჩუსტს ხელი და პირდაპირ რატის სახის მიმართულებით გააქანა, მხარი უცებ მიატრიალა რატიმ და გაკვირვებულმა დახედა უკვე თავის ხელში დაჭერილ შეძლებისდაგვარად ძლიერად გაქანებულ ჩუსტს,
- იცი რა? უნდა იცოდე სად როგორ უნდა იარო,
თავი აიქნია, კიდევ ერთხელ დახედა უკვე დამალულ პრესებზე და წყალი ისევ მოსვა, ღიმილით მიუახლოვდა რატი მის სკამს დაეყრდნო, ცალ ლოყა გამოტენილმა ახედა მაშომ და თავი გაუქნია კითხვა 'რა გინდა' ს ნიშნად
- მაშაა რატო იძაბები სიხარულოო?
კითხა და მის წინ აუჩქარებლად დაიჩოქა მაშომ უცებ დახედა და მის უცნაურ და არაშესაფერის სიტყვებზე რატისთან ერთად აუტყდა სიცილი, ჩუსტი ძირს დაუგდო რატიმ და სიცილითვე წამოდგა,
- დებილი ხარ რა,
გაიცინა მაშომ და რატის საქციელს დააკვირდა, მის გვერდით ჩამოჯდა რატი და მალე ისე გემრიელად დაიწყო ჭამა ლამის უკვე დანაყრებულმა მაშომაც მიბაძა,
- რო კითხოთ არ შიოდა,
გასვლისას მხარი აიქნია მაშომ და ის ერთადერთი ბრეტელი, რომელიც მაიკას იჭერდა გვერდზე ღრმად გადაიწია და უცებ სრულად გაწყდა, სწრაფად აიფარა წინ მაშომ ხელები, ლოყებ დაბერილმა გაუშტერა თვალი მაშოს მოშიშვლებულ ზურგს რატიმ, სხეულში მჩხვლეტავი არსებები წამშივე იგრძნო და მაშო რომ სწრაფად გავარდა წარბებ აქაჩული უყურებდა იმ ადგილს სადაც მაშოს მაიკა გაძვრა,
- ეს რა იყო,
ამოილაპარაკა და დიდი ლუკმა გადაყლაპა....
ორივე რომ ძალიან აგვიანებდა, თუმცა არცერთი იმჩნევდა, მეტი ერთად გატარებული დრო უფრო სასიამოვნო იყო რომელსაც ორივე ხვდებოდა, ვიდრე დაუსრულებელი საქმეები,
- რა მოუვიდა შენ მაიკას?
სამზარეულოში შესულს კითხა რატიმ და ახალ ტანსაცმელში შეათვალიერა, თავადაც გასული პირველივე სართულზე მოწესრიგდა და ისევ სამზარეულოში დაელოდა ასევე მოწესრიგებულ მაშოს
- დაიშალა მარტივ მამრავლებად
ნიჟარასთან მივიდა სწრაფად ამორეცხა დასვრილი ჭურჭელი და გრძნობაზე რომ რატი მიუახლოვდა ონკანის დაკეტვისას ნელა მოტრიალდა,
იქით-აქეთ დაეყრდნო რატი ნიჟარას და მაშო ხელებს შორის მოაქცია, მოტრიალებისას დახრილ რატის პირდაპირ უსწორებდა სახეს და მაშინვე ტუჩებზე გადაიტანა უნებურად მზერა, წინ მდგარი, ამავდროულად ახლოს როცა უყურებდა რატის ბაგეებს და საერთოდ მას, თავად ვერ ცნობდა საკუთარ თავს იმის მერე რაც მისი ტუჩების შეხებისას გრძნობების სიამოვნება იცოდა, რატი კი რაც უფრო უახლოვდებოდა მით უფრო ვერ გრძნობდა სხეულსა და გონებას მხოლოდ სურვილები ამოძრავებდა, რომელიც გულთან ზედმეტად აკავშირებდა, მაშოს დეკოლტესთვის არც კი დაუხედავს უბრალოდ თვალებში ყურებითვე ასწრებდა მთლიანად მაშოს დანახვას მისივე თვალებში,
- ამით მართლა აპირებ წასვლას?
დაბალხმაზე ამოილაპარაკა რატიმ და დახშული ვნებიანი ხმა ვერ დამალა
- რატომაც არა,
- გინდა ვინმე მომაკვლევინო?
უფრო მიიწია მისკენ და მაშოც ჯიუტად არ იწეოდა უკან, თითქოს ელოდებოდა როდის შეიგრძნობდა ისევ იმ საოცარ გრძნობას, რომელიც ძალას უკარგავდა, თუმცა ათასნაირი საოცარი სასიამოვნო გრძნობა დაძვრება მასში,
- გამკეთებელი ხაარ?
კითხვაზე რატიმ თავი ჩახარა, ჩაცინება მაინც ვერ შეიკავა
- ნეტა არა,
ისევ ახედა სერიოზული სახით და მაშომაც ისევ ტუჩებზე დახედა, თითქოს იწვევდა კიდეც რატის, თითქოს თავადვე თხოვდა იმ გრძნობის დაბრუნებას, რომელიც ასე მოსწონდა, რომელიც არასდროს გამოეცადა,
- მიწვევ....
- შეიცვალე ისევ,
უცებ გადაიტანა მზერა თვალებზე და რატის წეღანდელ სიტყვებზე გული უნებურად აუჩქარდა
- არ შევცვლილვარ, რეალურ სახეს ვუბრუნდები....
ახლა თავად რატიმ დახედა მაშოს ბაგეებზე და ყოველ სიტყვებზე ამცირებდა მისკენ მანძილს, მუცელში წამით დაუვლიდა უცნაურად სასიამოვნო გრძნობა და ძალების მომატებისთვის მზად იყო, იცოდა რომ ეს არასწორი იყო, თუმცა მაინც ყველაზე სწორად თვლიდა,
რადგან მაშო სულაც არ იყო წინააღმდეგი, რომელიც საქციელზე ეტყობოდა, რატი კი შეწინააღმდეგების გარეშე ვნებებს აყოლილი დაცქეროდა სასურველ ბაგეებს,
- რატიი...
ამოიკნავლა თითქმის უკვე მის ტუჩებთან და საერთოდ აღარ შეეძლო ამდენი ცდა, დრო და მანძილიც ისე გაიწელა ერთმანეთის ტუჩებამდე, რომ მოუთმენლობისგან ნერვიულობისგანვე ღრმად სუნთქავდა
- ჯანდაბა შემეწინააღმდეგე,
ისევ ამოიგმინა ჩაღიმებით და არაფრის თქმა აღარ აცადა მაშოს როცა ბაგეებზე გაეხახუნა მოუთმენლადვე დააცხრა ტუჩებს, მაშინვე გახშირებულად იგრძნო მის მუცელში ყველაზე სასიამოვნო და უცნაური გრძნობა, იმ მომენტში ყველაზე ძლიერად გრძნობდა თავს მთელ სამყაროში, ვნებები უფრო და უფრო გაღრმავდა სხეული თავისებურად თრთოდა როცა მაშო კოცნაში მალევე აყვა მის თავს ცეცხლი მოეკიდა, კოცნაშივე წამოიწია კისერში ხელი შეუცურა და კიდევ უფრო მიიზიდა მაშო თავისკენ, გაშვების საშუალებას არ აძლევდა, მაშოსაც პირდაპირ ფეხებში ეცემოდა სისუსტე, ერთიანად დაუარა უძალობამ ეგონა ჩაიკეცებოდა, თუმცა ეს მხოლოდ გრნობა იყო რატიც მოწყურებული უკოცნიდა ბაგეებს, გული გამალებით უცემდა მაშოს თანდათან ხელებში უტრიალებდა გრძნობები და ამავდროულად მუცელში მთელი ფლორა და ფაუნა გაეშვა, რატის მაიკას ჩაავლო ხელი და რატიმაც ნელა შეაცურა თავისუფალი ხელი წელზე, წითელი ფერები აინთო ირგვლივ, თვალების გახელაც კი ყველაზე რთული იყო და მოშორებაც იმ მომენტში, მაშოს აქამდე კოცნა არასდროს გამოეცადა მიუხედავად შეყვარებულისა, პირველად შეიგრძნო კოცნის და გრძნობის არსი, რატის კი თავიდანვე მხოლოდ ერთი რამ ახსენდებოდა მხოლოდ ის დანახული როცა ლაშას და მაშო დამშვიდობების კოცნას წააწყდა და რომელიც ყველაზე მეტად აბოროტებდა,
- მასპინძლებოო!
ოთახიდან ხმამაღალმა ყვირილმა დააბრუნა სამყაროზე ორი საოცარ გრძნობაში გადასული წყვილი და ნერვიულობის ფონზე კიდევ უფრო მოუჭირა მაშომ მაიკას ხელი, ნელ-ნელა უშვა რატიმ ხელი მაშოს და მისკენ გადაწეულმა ორივე ხელში ნაზად მოიქცია მაშოს სახე, ბაგეებიდან სულ ოდნავ მოაშორა ტუჩები, მოშორების დროს კიდევ უარესი გრძნობებით დაიჩხვლიტა ორივე და რატის ძალების მომატებისგან გამომდინარე სურვილი ჰქონდა ბედნიერებისგან ეყვირა, მოშორებისთანავე დააშორეს ბაგეები ერთმანეთს და არცერთს დაუყოვნებია ღრმად სუნთქვა, მაშო მას ვერ უყურებდა დაბლა დაეხარა თვალები და ღრმად სუნთქვისგან მკერდი მაღლა მკაფიოდ ადი ჩაუდიოდა, არცერთს არ შეუმჩნევია კიდევ ერთი დემეტრეს დაძახება, რატი კმაყოფილი დაყურებდა მაშოს და დასვენების მიზნით მიადო შუბლი შუბლზე თავი ააწევინა თუ არა ისევ დახედა ღრმად სუნთქვითვე ბაგეებს და ცერა თითი ღიმილით გადაატარა ბაგეებზე, ვერ მოეშორებინა მუცელში ის სასიამოვნო გრძნობა რომელიც იმდენად უცხო იყო, არც პეპლებს გავდა და არც დინოზავრს, იმდენად სასიამოვნო იყო ყოველ წუთას თანახმა იყო მისი გრძნობისთვის, კმაყოფილი დაწვდა ისევ მის ტუჩებს და წუთით ჯერ არ გადასული გრძნობა ძლიერად, გასამმაგებულად დაუბრუნდა ორივეს, მაშომ ხელები ქვასავით გამაგრებულ ვენებ დაბერილ მკლავებზე წაავლო რომ არ ჩაკეცილიყო და რატიც ისევ მოშორდა, კიდევ ერთი და უხეში დაძახება დემეტრესგან რომელიც რატის ყურთასმენამდე ისევ არ მისულა,
- კოცნა ამას ქვია პატარავ,
დახშული დაბალი და ამავდროულად ვნებიანი ხმით ამოაყოლა და მაშომაც გაფართოებული თვალებით ახედა რატის, რომელმაც სიტყვებით მიახვედრა ისიც რომ მაშინდელი ლაშას კოცნა არამარტო ახსოვდა არამედ სიტყვებთან ერთადვე ბოღმა ახრჩობდა, ერთიანად გააცია მაშოს როცა მიხვდა რას გაუსვა ხაზი რატიმ და სწრაფადვე ამოუტივტივდა მომენტი
"- კარგი, ახლა მართლა დროა, დარწმუნებული ვარ მიგაცილებენ,
სამსახურში რომ მაშოს წასვლის დრო იყო მაშინ უთხრა ლაშამ
- კი შეგიძლია წახვიდე,
უხერხულად გასცა მაშომ პასუხი
- მოდი რომ გაკოცო პატარავ,
ხელები გაშალა, მოჩვენებითი თბილი მზერით და მაშოც უხერხულად შეირხა, რატის სარკაზმულად ჩაეცინა და თავად ლაშამ რომ შეამცირა მანძილი მაშოსთან, წამით აარიდა თვალი, უკან რომ დააბრუნა მზერა, მაშინ მოშორდა ლაშა ქალის ბაგეებს თვალი ჩაუკრა და დიდი ნაბიჯებით მოშორდა ადგილს, "
ახლა კი დაბნეული უყურებდა მაშო რატის ხან ერთ ხან მეორე თვალში, რატი კი კმაყოფილებას ვერ მალავდა, კიდევ ერთხელ დაიხარა მოწყვეტით აკოცა და ისე უცებ გაქრა მაშოს ერთ ადგილას გაშტერებული თვალიდან რომ ეს მაშომ ვერც კი შეამჩნია...
- ყელი ჩამენგრაა,
გასული რატის შორიდან დანახვისთანავე ხელების გაშლით შეიცხადა დემეტრემ და ახლოს მისულ რატის წარბებ შეხრილი დააკვირდა
- რა გჭირს ეე?
საოცრად ცვალება შეატყო და გაკვირვებულმა აათვალიერა კმაყოფილი ძმაკაცი, რატიმ რომ ტუჩები გაისველა დეტალურად დააკვირდა მის საქციელს თან მასთან ერთად დაიწყო სიარული
- რაშვებოდი ძმობას გაფიცეებ?
- დიდი გაქ?
ღიმილით და ალმაცერად გახედა რატიმ დემეტრეს და საჯდომზე თვალით ანიშნა
- ანძრევდი ?
ისევ გაკვირცებულმა დაუსვა კითხვა,
- .... ხო არ ხარ?
გაკვირვებულმა გახედა ძმაკაცს უკვე თავადაც და სამზარეულოს კარებისკენ გაიხედა შესამოწმებლად მაშო გამოსული იყო თუ არა ,
- ოოო ბროო ცუდ დროს მოვედიი ხოოო
უცებ გაუნათდა გონება დემეტრეს და მუშტი პირზე აიფარა,
- არა კარგ დროს მოხვედი,
ხელის მირტყმით ჩაუკრა თვალი დემეტრემ მის საქციელზე სახე გაოცების ნიშნად დამანჭა, თუმცა რაც კი ნახა მას მერე ეგონა რომ რატი გაგიჟდა,
- მაშაა მანქანაში გელოდებით
ხმამაღლა იყვირა რომ გარეთ გასულიყო და მაშოს ყურამდე მისულმა ხმამ მასზე სწრაფადვე იმოქმედა, მკლავები უცებ დაეხორკლა და უკვე იმდენად ძლიერად რომ წიწკვნასაც კი გრძნობდა, ახლა ოღონ სახლში დარჩენილიყო მეტი არაფერი უნდოდა, რადგან იცოდა რომ მთელი მისი დღე რატიმ წაართვა მასზე ფიქრი მოუღებდა ბოლოს, წყალი მოსვა ბლესკი ხელახლა გადაისვა და ეცადა სახე დაელაგებინა, ათი წუთი უაზროდ ელოდა რატი მანქანაში, თუმცა საერთოდ არ ანაღვლებდა დაგვიანება, პირიქით მზად იყო კიდევ მეტი დროც მიეცა მაშოსთვის გამოსაფხიზლებლად, თავად კი ნახევარზე მეტი ვერაფერი გაიგო რა ელაპარაკა დემეტრემ, თავჩახრილი მაშო გამოჩნდა თუ არა სახე გაუნათდა რატის, თუმცა ამ დროს დემეტრე თავის სერიოზულ პრობლემებზე საუბარს ასრულებდა
- და რა ვქნა ძმაა?
ბოლოს ამოიწუწუნა და რატისგან რჩევას დაელოდა თუმცა, რატი მომავალ მაშოს ენა ჩაწყვეტილი უყურებდა, დემეტრემაც უცებ მაშოს გახედა გულშივე შეაქო მაშო და ისევ ძმაკაცს შეხედა
- გამოგა....ვა შენ ძმობას ვფიცავარ,
წინ გადაწეულმა შეხედა გაკვირვებული სახით და რატიმაც სწრაფად შეხედა სერიოზული სახით
- აუუუუ და რა მააგრაადდ
ხმამაღლა დაუდასტურა და მაშომ რომ უკანასავარძლის კარები გააღო, რატიმ მანქანას ძრავა ჩაურთო
- ლამაზობას გაუმარჯოს
დემეტრემ უცებ გახედა და მაშომაც დაბალ ხმაზე გასცა პასუხი, რატიმ სწრაფად მოწყვიტა მანქანა ადგილს კარები დაიკეტა თუ არა და მანქანის უკანა ხედვის სარკეშივე ჩახედა გამოჩენილ ულამაზეს თვალებს,
- წინ იყურე თუ ძმახარ სარკეებს მე გიკონტროლებ,
დაბალხმაზე გახედა რატის სიცილით და მიმხვდარი დაახლოებით თუ რაშიც იყო საქმე გასწორებულმა გახედა გზას,
- დღეს ბევრი საქმეაა,
სიტყვა გაწელა დემეტრემ სიჩუმის დასარღვევად და წინ გადაწეულმა მუსიკები დაბალხმაზე ჩართო,
- ისე თქვენ რამდენი წელი იცნობდით ერთმანეთს?
ისევ დასვა კითხვა რომ სალაპარაკო გაგრძელებულიყო
- თითქმის ოთხი წელი ვიყავით განუყრელად
რატიმ გასცა პასუხი და ისევ გახედა მაშოს თვალებს სარკეში, რომელიც ისედაც აკვირდებოდა რატის საოცარ თვალებს,
- ვაა საღოლ კაი დრო ყოფილა, ზნაჩიტ მე რო ჩამოვედი დაჟე დაგაშორეთ რა, ბიჭო მოყევით ხოლმე რა ურთიერთობა გქონდათ რაიყო,
უცებ წამოენთო და მაშოს გახედა,
- მართლა გაინტერესებს?
უცებ დაჯდა შუაში მაშო და წინ წაიწია, თუთქოს საშინელ აზრებს მოეცვათ მისი გონება ბოროტულად გახედა რატის
- კი რატო არ მაინტერესებს
შეიცხადა დემეტრემ და თვალებში შეხედა წამით,
- იმდენად მისი ცხოვრებით ვცხოვრობდი რომ მთელი ცხოვრება ძმასავით მიყვარდა
- ძმას გაყევი ცოლად გოგო?
გაიცინა დემეტრემ და რატის უცებ აუბრჭყვიალდა თვალები, უცებ დაიგრუზა და უკვე კოპებ შეკრულმა გახედა სარკეში,
- ეს გოგო გიჟია,
ამოიჩურჩულა და ჩაწეულ ფანჯარაზე იდაყვი ჩამოდო, დემეტრე გაკრეჭილი ყელ დაჭიმული უყურებდა რატის და მისი რეაქციით ღადაობდა, მთელი ცხოვრება რომ იმ გოგოზე ლაპარაკობდა, რომელიც უკვე აღარც იცოდა როგორი იყო და ჩამოსვლის დღიდან რომ იმ გოგოზე გიჟივით შეყვარებული ლაპარაკობდა, ამდენი ხნის მერე ცხელი დილის მერე, იმის შემდეგ რაც სახლი ცეცხლ მოკიდებული დატოვეს, ეუბნებოდა რომ ძმასავით უყვარდა, გამოშტერებული მიყავდა მანქანა და თავს მობეზრებულად აქნევდა, შუბლზე ისვამდა ნერვოზულად ხელს რომ დაწყნარებულიყო....
- მაშო გადადი!
უცებ გააჩერა უხეში ტორმუზით რატიმ და უცებ მბრძანებლობაზე მაშო გაოგნებული გასწორდა, ეგონა გაბრაზების ფონზე უნდა დაეტოვებინა შუა გზაში, თუმცა ვერც კი შეამჩნია რომ უკვე იქ იყვნენ, ხვდებოდა რომ გაბრაზებული უნდა დაეტოვებინა ამიტომ არც ისე ღრმა დეკოლტე უფრო დაბლა დაწია, მის კიდევ გამოსაწვევად
- მაშო!
უცებ გამოუცრა რატიმ კბილებში სარკეშივე მკვლელი მზერით და მაშოც უცებ შეხტა, არ შეიმჩნია რომ ეცინებოდა მხრების აჩეჩვით გადავიდა მანქანიდან და სიარულშივე კიდევ უფრო დაიწია დეკოლტე, ჯერ ისევ იქ მდგომმა რატიმ ხელ გაუშვებლად დააჭირა სიგნალს და გამაყრუებელი ხმით აიძულა მაიკა სრულად გაესწორებინა,
- კაააიი ოუუუ, გაღიზიანებს ხო ხედავ,
გაიცინა დემეტრემ და მაშოც რომ დაეჭყნა გარედან, მანქანა წამშივე მოწყვიტა ადგილს, კმაყოფილი გაუყვა მაშო გზას და დილის გახსენებისას ტუჩებზე ღიმილით მოისვა თითები....
- რა ძმაა, აიი რა ძმააა?! გიჟია ეს გოგო,
გაცოფებული ვერ ისვენებდა საჭესთან რატი, ხან როგორ დაჯდებოდა ხან როგორ, გაღიზიანებული ლაპარაკობდა და დემეტრეც სიცილით უსმენდა ადუღებულ მამაკაცს
- კაროჩე თუ ძმა ვარ ძმა ვიყო,
ბოლოს ამოილაპარაკა და დემეტრეს გახედა თუ არა დაძაბულმა გამოხედა დემეტრემაც,
- არააა,
უცებ გაუქნია თავი მიმხვდარმა რასაც აპირებდა რატი და გაფრთხილებები დაიწყო....
....
რა თქმა უნდა თავისუფალი დრო თავის ახალ კაბას დაუთმო მაშომ დანარჩენებთან ერთად თავშივე იჯდა და ნაჭერს ჭრიდა, დაძაბული ჭრიდა ნაკეცებს შიშით რომ რამე არ გაეფუჭებინა, შემოსული სტუმარი რომ სიცილით დაადგა თავზე გაოგნებულმა ახედა სტუმარ სელენას და მალევე წამოდგა,
- აქაც შენ ხარ იქაც შენხარ იმიტომ რომ რატია ჩეემთააან,
წაიმღერა მაშომ კმაყოფილმა და გაუღიმა,
- მეგონა რამე წარმატებას მიაღწევდი, ხომ გითხარი ვერასდროს გამითანასწორდები-მეთქი
უბრალოდ მიაძახა და ლიფტისკენ დაიძრა წესით დირექტორთან შესახვედრად, უცებ ჩაიცვა მაღალქუსლიანები და სელენას გაყვა ის რომ ავიდა შემდეგ ავიდა მაშოც და უკვე ოთახში შესული სელენა მანამ გამოვიდოდა მანამ შეუსწრო,
- მართალია გათანასწორებაც არ დამჭირდა ისე უცებ გადაგისწარი,
გაზეთის პირველივე გვერდზე გამოჭუმული თავისა და რატის ქორწილის ფოტო დაუხეთქა მაგიდაზე მეორე გვერდზე კი მაშოს ფოტო მოდელზე მონიშნული კაბით, სავარძელში ჩაეშვა და უკვე გაფითრებულმა შეხედა სელენამ კაბინეტში მჯომ დირექტორს მაშოს სახით
- რაც შეეხება შენს აქ მოსვლის მიზეზს, გისმენ რა გნებავს...
სკამით იქით-აქეთ გაირწა და სელენას მზერა გაუსწორა თვალი, წამით დუმდა ქალი, ხმას არ იღებდა, მაშოს უყურებდა თვალ მოუშორებლად სასოწარკვეთილი
- შენთან არაფერი,
ხმადაბლა თქვა და რაც შეეძლო სწრაფად გაბრუნდა უკან, მაშომ თავი გააქნია და საათს დახედა, რადგან იქვე იყო მოახერხა ნენეს ნახვა, იმდენად გააბედნიერა ქალი მისმა დანახვამ რომ თითქოს კიდევ და კიდევ ემატებოდა სიცოცხლე, მხიარულად დაასეირნებდა მაშო, ყველანაირად ანებივრებდა თავისი ხელით აჭმევდა და უკვე რომ დრო მოდიოდა ნენეს ბოდიშის მოხდით დაემშვიდობა და გიჟივით გავარდა კომპანიაში, დარჩენილ დროში ჩაეტია და ცხრამდე სრულად მოასწრო ნაჭრის გამოჭრა, თუმცა გასაფორმებელი ნაჭრების თარგები ჯერ ისევ გასაკეთებელი ჰქონდა, ეგონა რატი მოაკითხავდა თუმცა მესიჯი გვიან ნახა
'დღეს დავაგვიანებ ძმისგულ, შენით წადი რამენაირად ' მესიჯად ყველაზე არასასიამოვნო სიტყვები დახვდა რატისგან გაბრაზდა მის განსაკუთრებით ერთ სიტყვაზე და ტელეფონი უნდა მოესროლა უცებ გონება გაუნათდა,
' ოქეი დარიო გამიყვანს'
მესიჯი გაგზავნა და დარიოს ნომერი მოძებნა, რამდენიმე მოსაბეზრებელი ხმის შემდეგ გასცა პასუხი დარიომ, თუმცა სიტყვა ბოლომდე არ ჰქონია დასრულებული, ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯეს,
- არ სცალია!
მკაცრი ხმა და უცებ გათიშვისგან გამოწვეული ყურმილის წუილი
- აააა ეს იდიოტიიი,
შეყვირა და გაბრაზებული შევარდა ლიფტში, ტელეფონი გახსნა თუ არა დარიოსგან მესიჯი მიუვიდა,
' ბოდიში სადღაც წასვლა დამავალა'
მაშომ თავი აიქნია ნერვიულობის ფონზე გადაიწია ყურსუკან თმა და ტელეფონში ასოების ასაკრეფად მოემზადა,
' არაუშავს უბრალოდ თხოვნა მაქვს, გთხოვ ჩვენი სახლის ზუსტი მისამართი მომწერე და რატის ადგილ სამყოფელისიც გთხოვ რა' გაუმეორა რომ არ დაეწყო ზედმეტები მამაკაცს, თუმცა არაფერი არ დაუწყია მალევე მიუვიდა მაშოს განმარტებებით მესიჯი, სწრაფად გადაუხადა მადლობა და გარეთ გასულმა ტაქსი მოძებნა, მისამართი აჩვენა მძღოლს და ტაქსისტმაც თავი დაუქნია, ყველაზე მეტად აინტერესებდა ახლა რას აკეთებდა რატი, გზაში თითებს აწვალებდა ისე გაყურებდა გზას, როცა მივიდა სწრაფად გადაუხადა მძღოლს და მანქანიდან გადმოვიდა, ნელა აათვალიერა უზარმაზარი შუშის შენობა, ზუსტად არ იცოდა აქ იქნებოდა რატი თუ არა, თუმცა დახვეწილი ნაბიჯებით ავიდა კიბეებზე და მოლარეს მიუახლოვდა,
- გამარჯობა,
ამაყად წარმოთქვა სიტყვები და მცირედ გაუღიმა გოგონას,
- გამარჯობა, რა გნებავთ?
წამოდგა გოგო და ნაცნონი სახის ქალი შეათვალიერა, თუმცა ვერაფრით იხსენებდა საიდან ახსოვდა,
- რატი პირველი, როგორც ვიცი ახლა აქ არის,
მოლარე რატის ხსენებაზე დაიძაბა და თავი დაუქნია მაშოს
- დიახ, რა გნებავთ?
- მისი ნახვა მინდა და რომელ კაბინეტშია?
- ამ თქვენ ვინ ხართ ქალბატონო?
ცოტა მორიდებით დასვა კითხვა გოგომ და უკან პატარა კარებიდან კიდევ ერთი გოგონა რომ გამოვიდა მაშოს დანახვისთანავე შებრუნდა უკან,
მაშოს გაეცინა კითხვაზე
- მისი ცოლი ვარ,
პასუხზე უარესად დაიჭიმა გოგო და როცა ისევ სხარტად გამოვიდა კარებიდან გოგონა ხელში გაზეთით, სწრაფად დაუხეთქა წინ მდგომ დაძაბულ გოგონას, უცებ დახედა გაზეთს და სწრაფად გაახსენდა საიდან ეცნობოდა მაშო,
- დიდი ბოდიში ქალბატონო, ახლავე შევატყობინებ,
თქვა თუ არა თავის დახრით უცებ წვდა ტელეფონს,
- არა, არა, არ გინდა მინდა სიურპრიზი გავუკეთო,
გაუღიმა მაშომ და გოგონამაც უცებ გაუღიმა, ისევ მოუხადა ბოდიში რატის სართული და კაბინეტი უთხრა და მაშოც თვალის ჩაკვრით დაემშვიდობა გოგონებს, რომლებმაც დაძაბულებმა გადახედეს ერთმანეთს და მაშოს სითბოზე გაიღიმეს, ლიფტში ნერვიულობით შევიდა არც კი იცოდა რატომ ნერვიულობდა ასე, სწრაფად წარმოუდგენოდა დილას მომხდარი თვალწინ და ისევდაისევ ჟრჟოლავდა, შემდეგ ახსენდებოდა სიტყვები, რომელიც რატის ეხებოდა, ლიფტიდან გავიდა და ხალხის მოთვალიერების შემდეგ, მიყუდროებული ადგილისკენ დაიძრა, იქვე ახლოს კი გამორჩეული კარები დაინახა, რომელიც ბოლომდე დაკეტილი არ ყოფილა, ნელი ნაბიჯებით წავიდა მისკენ და ქალის ხმა რომ გაიგო სწრაფად გაშეშდა , ეგონა რომ სხვა კაბინეტში შედიოდა, თუმცა ოდნავ წინ მიწევისას ჯერ არ დაკეტილი კარებიდან გარკვევით ჩანდა რატი და გოგონა, რომელიც მასთან ახლოს მიიწევდა, უნდა გამობრუნებულიყო ქალის ინგლისურად წარმოთქმულმა სიტყვებმა ისევ გააშეშა
- რატო არ გიყვარვარ რატი?
უკვე მერამდენედ უსვამდა ქალი ამ კითხვას რატი კი ისევ ჩუმად იყო, ნელ-ნელა მისულმა რატისკენ სახეზე წაავლო თითები მართალია გოგო არ ჩანდა, თუმცა რატი გარკვევით ჩანდა კარებიდან, დაძაბულმა დაიწყო ყურება მაშომ,
- მართლა მაინტერესებდა რატომ არასდროს გიყვარდი, მაშინაც კი როცა ერთად ვატარებდი ღამეს, ჩემზე არასდროს გიფიქრია ხომ ასეა?
ტირილით გადაატარა გოგომ თითები ტუჩებზე და მაშოს გული სწრაფად აუჩქარდა, ვერ ჩამოყალიბდა რა უნდა გაეკეთებინა, უნდა შესულიყო თუ არა, უბრალოდ გადაწყვიტა ნოესმინა კიდეც რატისთვის,
- ის გოგო გიყვაარს? საერთოდ იცნობ მას? ხომ შეიძლებოდა მე მოგეყვანე ცოლად არა? ყოველ ღამეს თუ დილას შენ სურვილებს ავასრულებდი, თუმცა არ გინდოდა,
ტირილით ხაოდა აშკარად ნასვამი ქალი და მაშოც თავს იკავებდა რომ არ მისულიყო და არ შემოეგლიჯა თუნდაც იმიტომ რომ ახლა ამდენს ბედავდა,
- კაი ჩუმად, ხო იცი შენ ტირილს აზრი არ აქვს, ცოლად იმიტო მიყვები ვინმეს რო ყოველ ღამე ჟი*აობდეთ?
გაიცინა რატიმ და ტაში დაუკრა ქალს რომელმაც თავი ჩახარა და უფრო ატირდა,
- მისმინე, კაი დაწყნარდი ორი წუთი,
მხრებში ჩაავლო ხელები და შემდეგ წყნარად ააწევინა თავი,
- იცი რომ სიყვარული მეგობრობით იწყება? ერთი ნახვის მერე ს*ქსი მესმის და ერთი ნახვით სიყვარულის არა, მოგეწონება მეგობრობა გრძელდება შემდეგ სიყვარულს გრძნობ, მეგობრობით იცი რატო იწყება? ეკედლები, ეჩვევი, ბედნიერი ხარ, შემდეგ ნელ-ნელა იზრდება სიყვარულში, მეგობრის დაკარგვა გეწყინება ცუდად გაგხდის თუმცა დროთა განმავლობაში თვლი რომ ეს საჭირო იყო, როცა სიყვარულს კარგავ გულს გგლეჯს
და ის შრამად გრჩება, არ შუშდება მანამ სანამ იმავე გრძნობას არ იგრძნობ, რასაც სხვა ადამიანზე შანსი არ არი იგრძნო, მე და შენ მეგობრობით არ დაგვიწყია, ისეც კი არ დაგიწყია რომ შენზე თავიდანვე სხვანაირად მეფიქრა, თავიდანვე ისე გიყურებდი როგორც სხვა ნებისმიერი, მე შენთან არ მოვსულვარ თინა,
მისი ხელები მოიქცია ხელში და ოდნავი ღიმილით ჩახედა თვალებში,ატირებულს
- შენ მოხვედი ჩემთან, შენი სურვილი ავასრულე, იმ ღამეს როცა გაგიცანი შენი ვნება დავაცხრე და არა ჩემი,
მაშო ადგილს მოწყდა სრულად კანკალებდა სწრაფად შევიდა ლიფტში და თვალებ გადიდებული უშტერებდა ციფრებს თვალს,
- რატომ საუბრობდნენ ინგლისურად რატო?!
ხმამაღლა წამოიძახა და ისე დატოვა კომპანია არავისთვის არ შეუხედავს, სირბილით დაიწყო სიარული, თუმცა მაღალ ქუსლიანებით რთული იყო, ტაქსი როცა დაინახა მაშინვე გააჩერა და ისევ ერთ ფიქრში მყოფმა ინსტიქტურად აჩვენა მამაკაცს სახლის მისამართი,
ისევ რატის სიტყვები უტრიალებდა თავში, " როცა სიყვარულს კარგავ გულს გგლეჯს და ის შრამად გრჩება" ისე მიიდო გულზე ხელი, ვერ ხვდებოდა ის შრამი ისევ დარჩენილ იყო თუ ისიც გამქრალიყო, არ უფიქრია მათ დანარჩენ საუბარზე, მხოლოდ ერთი რამ უტივტივენდა გონებაში, სახლში ავიდა თუ არა საწოლისკენ აიღო გეზი, ფიქრები არ უქრებოდა, მხოლოდ რატის სიტყვებზე ფიქრობდა, "ყველაფერი მეგობრობით იწყება" საწოლშივე ტრიალებდა და სულ აღარ ახსოვდა იმ გოგოს ხრიალი მხოლოდ და მხოლოდ რატის სიყვარულის ახსნაზე ეფიქრებოდა და მთლიანად მაშოს ჭამდა თითქოს რაღაცის მინიშნება და აღირებას ცდილიბდა სხეული, მთელი საღამო ფიქრში გაატარა, მანამ სანამ ჯგუფში არ დარეკავდნენ, პასუხი გასცა თუ არა კამერაში ჩახედა უკვე სამ გამოჩენილ ადამიანს,
- ხალხოო როგორ მომენატრეთთ,
ამოწუწუნებით თქვა და ბედნიერიც კი იყო, საკუთარი ფიქრების ახსინთ,როცა მეოთხე ადამიანიც გამოჩნდა ნაზის სახით კისერი დაჭიმა,
- უი ბებია, რავა ხარ
- არც დარეკვა არც მოკითხვა, რაას აკეთებ ჩემზე უკეთესს მანდ?!
პირდაპირ ბრაზით დაიწყო ნაზიმ და მაშოც გაეკრიჭა,
- ეე ვმუშაობ, ის, ეს, შენ გათხოვება მარტივი ხომ არ გგონია ბეე,
ცალი წარბი აუწია და ნაზიმაც ხელი ჩაუქნია 'ჩაქრი შეენო'
- რა ხდება აბა ოჯახში ჩამოსვლას როდის აპირებთ?
- არ ვიცი ჯერ ბევრი საქმეებიაა, ნელ ნელა მივახჩობთ და ჩამოვალთ
- მთავარია ერთმანეთი არ დაახრჩოთ კაცო,
ამოილაპარაკა ქალმა და მაშომაც კარებს ბოროტულად გახედა
- მოუწევს დღეს
დაბალხმაზე ამოილაპარაკა
- ხო მშვიდობით ხართ? ხო არ აბრაზებთ ერთმანეთს,
ისევ ნაზი საუბრობდა და ცოტახნით ყველა გატრუნული უსმენდა ბებია შვილიშვილის საუბარს,
- კი კაცოო, ვცდილობ გავაბრაზო მარა არც ისე არ გამომდის,
- რატო შვილო გადასახლება გინდა?
სწრაფი ტონით კითხა და ანანოსაც იქვე ჩაეცინა,
- არა ისე, მიყვარს რო ვაბრაზებ,
- არ ჩანს რაღაც,
- მუშაობს ჯერ,
ისევ გახედა კარებს და თავის სიტყვებზე მოეშალა ნერვები, 'კი მუშაობს იკლავს თავს' გაიფიქრა და თვალები მოჭუტა
- ჭკვიანად იყავი და კარები ჩაკეტე შენი ჭირიმე,
- უი ბებია იმხელა სახლში ვარ თუ მოაგნო ვინმემ აქამდე ჩაეთვალა,
გულწრფელად თქვა და ნაზისაც გაეცინა დანარჩენებთან ერთად
- მართლა, დაბლა რუკა გვაქვს გამოკრული შესასვლელთან,
- რა გეშველება მაშოო რააააა?
იკითხა ქალმა და ტელეფონი თეოდორეს მიაწოდა, რადგან თავიდანვე მას უნდოდა მონატრებულ მაშოსთან საუბარი, მათთან საუბრით გაწელა დრო, ასე თუ ისე ყვებოდა მათ ურთიერთობას და ნენეც გააცნო ბავშვებს სიტყვიერად, მათთან ერთადვე მოიშორა მაიკიაჟი და წყნარად დასაძინებლად თითქმის მზად მყოფი დაუბრუნდა ოთახს
- დემეტრე რო გავიცანი არა?
სალაპარაკო თითქმის რომ გამოლიეს ჩაჩუმებულები გამოაფხიზლა ბარბარემ
- ეს დემეტრეე? რანაირად
მართლა გაუკვირდა მაშოს და ბარბარეც რომ მოყვა, ღიმილს ვერ აკავებდა მაშო
- აუ ძაან მაგარი ტიპია არ ინანებ
სიცილით უთხრა და თავის ქნევა ააყოლა
- აუ დაიწყეს ბიჭებზე გავედი მე მაშინ
ამოიწუწუნა თეოდორემ და მაშომაც უცებ დაცქვიტა ყურები დიდ ბრახუნზე,
- მოვიდა, წავედი მეც და შეგეხმიანებით კიდევ,
- ოჰ, ჰო ჰო ჰო ჰო ჰო. მიშველე მიდი
სწრაფად,
უთხრა ანანომ და მაშოც ყველას ერთდროულად დაეჭყანა, ზარი დაასრულა და ბუდე საქანელიდან გადმოხტა, ფეხშიშველი გავარდა ოთახიდან და კიბის თავში შემდგარმა რო გახედა კარებს სწრაფად გაშრა, შემოგლეჯილ კარებში კედელზე აკრულ გამომწვევად ჩაცმულ ქალს მოქცეოდა რატი, კედლისთვის ხელი მიეჭირა და ინსტიქტურად ახედა კიბეებს, მის მზერაზე გაიხედა ქალმა მაშოს მიმართულებით, რომელსაც მხრიდან ბიუსჰალტერის ბრეტელი გადავარდნოდა და ცალი მხარე მოშიშვლებული ჰქონდა,
- ეს ვინაა?
დაბალხმაზე გახედა რატის და დაძაბული დაჭიმული მაშო აათვალიერა
- ჩემი დაა დაიკიდე,
წყნარად გასცა პასუხი და ისევ ქალს დახედა, ლამის იქვე ჩაიკეცა მაშო, იმდენად მტკინვეულად მოხვდა სიტყვები, ბაყაყივით გაიბერა და როცა რატი ქალისკენ ნელა დაიხარა საკოცნელად, მაშომაც ღრმად სუნთქვით დახედა ფეხებს, თუმცა ჩუსტები რადგან არ ეცვა ვერაფერს ესროდა, ლარნაკი გადმოაგდო და დიდ ხმაზე მთლიანად დაიფშვნა ულამაზესი ლარნაკი, ხმაზე ორივეს ყურადღებამ მაღლა გადაინაცვლა და მაშოც სუნთქვა შეკრული უყურებდა რატის, ცრემლები ყელში გაეჩერებინა ისე აუცახცახდა სხეული, ყელში გაჩხერილი ბურთი სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა,
- არაუშავს, ოთახში შევიდეთ,
იქვე აჩვენა თვალებით რატიმ უკვე ტუჩებ დაპრუწულ მორიგ 'ნაშას' და სიარულშივე მაიკის გადაწევით წვდა ქალის ტუჩებს, ცრემლებ გადმოცვენილი დაიწა მაშო შოკირებული უკან-უკან და ლარნაკის ნამტვრევებზე ფეხი რომ დაადგა უცებ წამოიკივლა, ისევ მოახერხა კივილით რატის და უცნობი ქალის დაშორება, თუმცა ეს განზრახ გაკეთებული აღარ ყოფილა, წვაზე კისერი დაჭიმა და თვალებ ძლიერად დახუჭულს შეკავებული ცრემლებიც უცებ გადმოუცვივდა, იქავე დაეყრდნო მოაჯირს და ფეხ ამოტრილებულმა სამივე ლარნაკის კანში შესული ნამტვრევი სწრაფად მოიშორა, აღარ გაჩერებულა ნერვიულობითვე დაიწყო კიბეებზე ავარდნა რატიმ სამ სამი კიბის გამოტოვებით და როგორც კი რატი დაიძრა მაშინვე სისხლიანი ფეხის დადგმითვე გავარდა მაშო, ოთახში შევარდნისას სწრაფად გადაკეტა კარები და ზუსტად მაშინ ეცა რატიც მის კარებს
- გააღე მაშო,
სწრაფად დაარტყა ხელი კარებზე და მაშოს გამოვლილ ადგილს გახედა სადაც ყველა ნაბიჯის კვალი მაშოს სისხლით დაეტოვებინა, სინანულის გრძნობით დამანჭულმა დახედა მაშოს კვალს რატიმ და ისევ კარებზე დააარტყა ხელი
- მაშო გააღე,
- სტუმარს მიხედე!
ნამტირალები ხმითვე ამოიტირა კარებში ჩამჯდარმა, სისხლიან ფეხს დაყურებდა თუმცა სულ სხვა რამეზე ტიროდა, ფეხის ძლიერი წვა უარესად მოქმედებდა მასზე და გულ ამომჯდარს ხმამაღლა ატირებდა
- კაი გთხოვ გააღე რა,
ისევ მიარტყა ხელი და მაშოსაც არაფერი უთქვამს ცალი ფეხის ხტუნვით მივიდა საწოლთან და ზედ გაწვა ისე რომ ფეხები ძირს გადმოეწია, რადგან ფეხიდან მომდინარი სისხლით საწოლი არ დაესვარა, ამის გამო კი სისხლი, რომელიც შეუჩერებლად სდიოდა სამი ჭრილობიდან იატაკზე იღვრებოდა, რატის ხმა რომ აღარ ესმოდა პირზე ხელ აფარებულმა დაიწყო გულიანად ტირილი,
- და თუ მოშუშებულ შრამს, ახალს უმატებს?
კითხვა რატის დღევანდელ სიტყვებს ტირილითვე დაუსვა " როცა სიყვარულს კარგავ გულს გგლეჯს და ის შრამად გრჩება" და ბალიშში თავის ჩაყოფით გააგრძელა ტირილი, იმასაც ხვდებოდა რომ ეს ყველაფერი საკუთარმა სიტყვებმა გამოიწვია, თუმცა არ ელოდა აქამდე თუ მიიყვანდა საქმეს, გასვლას არ აპირებდა მიუხედავად იმისა რომ ფეხი ეწვოდა, შუქი ჩააქრო თუმცა სანათ ანთებულ ოთახში ისევ შეუჩერებლად ტიროდა, მხოლოდ დღეს მიხვდა და აღიარა კიდეც ის რომ რატი არა მხოლოდ ახლა, ბავშვობიდან მისი სიყვარული იყო, ბავშვობიდანვე გიჟივით იყო მასზე შეყვარებული და ყველაფერი მხოლოდ მასთან უხაროდა, ეს აღიარება კი უფრო აღიზიანებდა. დიდი დრო არ გასულა რატიმ ყველგან ჩააქრო შუქი და სველი ტილო კიბეებზე ამოსვილთანავე დააგდო, შუშები უკვე აღებული ჰქონდა ამიტომ ხელში მოთავსებული საჭირო სამედიცინო ნივთებითვე მიასრიალებდა ცალ სველ ტილოზე დამდგარ ფეხს და სიარულშივე წმენდდა სისხლს, გასაღები ნელა მოარგო კარებს, რომელიც სახლს მეორე სათადარიგო რა თქმა უნდა ჰქონდა და ისევ ჩუმად და ნელა გააღო კარები, თავი ქურდი ეგონა, კარების შეღებისთანავე კინაღამ სისხლის გუბეში ჩაყო ფეხი, რომელიც უკვე შედედებულიც კი იყო და სველი ტილო მას გადააფინა, იმით ნამდვილად ვეღარ მოწმენდდა ვერაფერს, რადგან მთლიანად სისხლიანი იყო ტილოც და მითუმეტეს საწოლზე დაწოლილს, რომელსაც ცალი ფეხი გადმოყოფილი ჰქონდა, მანამ სანამ სისხლი შეუწყდებოდა ნახევარ იატაკზე სისხლის გუბე დაეყენებინა, თხელი სისხლი რომლის შეჩერებაც მაშოს საერთოდ არ უცდია, ნივთები ტუმბოზე დააწყო კარები მიკეტა და უხმოდ დააკვირდა მაშოს, რომელსაც ტირილი საოცრად ემჩნეოდა მართალია ახლად ჩაწყნარებული იყო, თუმცა სრუტუნი მაინც არ ეშვებოდა, ხმას არ იღებდა რატის იქ ყოფნაზე, თუმცა კარგად ხვდებოდა მის იქ ყოფნას,
საწოლის მეორე მხრიდან გადაიწია რატი მაშოს ზურგიდან მიუწვა და წამოწეულმა მოშიშვლებულ მხარზე ნაზად აკოცა,
- ნუ მეხები და გაეთრიე,
ბოროტული ხმით თქვა და ისევ აუჩუყდა გული, თუმცა ცრემლების შეკავება მარტივად შეძლო,
- არ შემიძლია,
დაბალხმაზე თქვა და ხელი ფრთხილად მოხვია,
- მინდოდა გენახა რა მკვლელი გრძნობაა დაგიძახოს ძმა, მან ვიზეც უკვე რვა წელია გეჭედება, რომლის ბაგეებსაც წყალივით ითხოვს ორგანიზმი და მაშო ჟანგბადივით ჭირდება,
დაბალხაზე ჩაჩურჩულა რატიმ და ყოველ ჩურჩულზე სასიამოვნოდ ჟრჟოლავდა მაშოსაც, ტირილისგან ძლიერად დაღლილი თვალები წამით მინაბა და სიტყვებზე, რომელიც ახლა გაიგო კიდევ უფრო მოუნდა ტირილი და კიდევ უფრო გაუგო რატის თუ რა იგრძნო დღეს თავის სიტყვებზე,
- მაინც ცუდად მოიქეცი, საშინელება გააკეთე რატი!
ისევ ტირილით გადატრიალდა მისკენ, ასრუტუნებული
- ვიცი ჩემო პატარა, მაპატიე
გადატრიელებული, რომელიც მისკენ აიწია ძლიერად ჩაიხუტა მამაკაცმა და თავზე ნაზად მიაკრო ტუჩები, ჩუმად ეხვეოდა მაშო და ჩუმად იკრავდა გულში რატიც, რატის გულზე თავდადებული მაშო წყნარად უსმენდა რატის გულისცემას და ეს ხმაც სავსებით ამშვიდებდა,
- ფეხი არ შევიხვიოთ მაშა?
მშვიდად დაუსვა კითხვა
- ნწ
პასუხზე რატი მაინც წამოდგა, მაშოც იძულებული იყო გადაწეულიყო მისი მკერდიდან
- დარწმუნებული ხარ რომ ნამტვრევი ფეხში არ გაქვს?
კითხვა დასვა და მისი ფეხი თბილ ხელებში მოიქცია,
- კი,
თავის დაქნევით უთხრა და რატიმაც თავი დაუქნია, შუქის აუნთებლად დაუმუშავა ფეხი და შეხვევის შემდეგ ნაზად აკოცა ხელში მოთავსებულ კოჭზე, ნელა აიწია წვივებზე და მაშომდეც მიაღწია, შუბლზე ნაზად მიაკრო ტუჩები და გადაწოლილმა მკლავი გაშალა მაშოსკენ, მაშოც უცებ მიმხვდარმა მოათავსა თავი მკლავშივე და მისკენ მიტრიალებული რატიც მთლიანად მოეხვია მაშოს
- არ შეგცივდება?
- მთელი ღამე ასე თუ აპირებ არა,
სწრაფად გასცა პასუხი და ხელი მოხვია მაშომაც, რატის გაეცინა და კიდევ ერთხელ აკოცა შუბლზე ნაზად....



№1 სტუმარი Ana-maria

გამიხარდა თავიდან რომ დადეთ. ველოდებოდი ❤
წარმატებები

 


№2  offline წევრი ანნა ანუკი

Ana-maria
გამიხარდა თავიდან რომ დადეთ. ველოდებოდი ❤
წარმატებები

უღრმესი მადლობა თქვენ❤️❤️

 


№3 სტუმარი ნათელა ნოზაძე

წარმატებები თქვენ საოცარი ისტორიაა რაც აქამდე წამიკითხავს

 


№4  offline წევრი ანნა ანუკი

ნათელა ნოზაძე
წარმატებები თქვენ საოცარი ისტორიაა რაც აქამდე წამიკითხავს

უღრმესი მადლობა თქვენ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent