სიყვარული ფარაფრას ოაზისამდე წიგნი2 2
ელი ნინის წასვლის შემდეგ მთელი დღე ერთად გავატარეთ. ბევრი ვისეირნეთ და გამრიელადაც დავნაყრდით. ბოლოს კი თითქმის მოსაღამოვებულს კინოში წავედით. ის ასეთ ადგილას პირველადაა. ჩაბნელებულ ოთახში რომ შევედით, შევნიშნე როგორი აღტაცებით აკვირდებოდა ინტერიერს და მარინისტულ ტალღებს კედლებზე. ფილმი მალევე დაიწყო. ალბათ იმის დაკონკრეტება არ დამჭირდება, რომ ეს ფილმი ინგლისურ ენაზე იყო. კომედიური ჟანრის შემოქმედებაზე ორივემ ბევრი ვიცინეთ. ქარიმს მგონი ყველაზე მეტად პოპკორნი მოეწონა. ისეთი აღტაცებული იყო. ზუსტად ვიცი რამდენი კითხვა უტრიალებს თავში და ისიც, რომ ამ კითხვების დაკმაყოფილება უნდა მოვახერხო. დაახლოვებით საათ ნახევრიანი სეანსის შემდეგ უკვე შებინდებული იყო შენობა რომ დავტოვეთ და მახლობელ სკვერში ჩამოვსხედით. კითხვითი ინტონაცია, რომ ჩამესმა სიცილი ძლივს შევიკავე. ის: ელი ეს რაღაც როგორ კეთდება? პოპკორნი ძალიან გემრიელია. მე: მართლა პირველად გასინჯე? სპეციალური სიმინდის სახეობიდან ამზადებენ, ტკბილიც არსებობს და მლაშეც. კიდევ ბევრი ვერსია გამოვიდა ბოლო წლებში. ის: ძალიან გემრიელია. მართლა. მე: ფარაფრაში მაღაზიები არ გაქვთ? ანდაც კაიროში, კინოში არ ყოფილხარ? ის: ოაზისში მხოლოდ ძალიან პატარა მაღაზიებია და ადგილობრივი პროდუქტები იყიდება. კაიროში ბევრჯერ არ ვარ ნამყოფი. ბავშვობაში ვიყავი ერთხელ და ძალიან მომეწონა. ბოლო წლებში სანამ იმ საბედისწერო მოგზაურობას წამოვიწყებდი რამოდენიმეჯერ ვესტუმრე, მაგრამ კარგად არასდროს დამითვალიერებია. მე: მოიცა ანუ დიდ სავაჭრო ქსელში არ ხარ ნამყოფი? ის: არა. მე: მეც კარგი სულელი ვარ, პირდაპირ ჩვენს კულტურას რომ მივახტი, ჯერ მსოფლიოთი დამეწყო. ის: ანუ? მე: ანუ ალ ქარიმ მე და შენ ეხლა მოლების და სუპერმარკეტების დასალაშქრად მივდივართ. ხომ გინდა? ის: ასე გვიანობამდე მუშაობს? მე: კი. წარმოდგენაც არ გაქვს წინ რა გელოდება. აბა წავედით? ის: ისეთი აჟიტირებული ხარ უარის თქმა რომ მინდოდეს, მაინც ვერ გეტყვი. სიცილით ტაში დავუკარი და იმ საოცარი მომენტების დასაფიქსირებლად მოვემზადე, რასაც ამ საღამოს ვნახავდი. პირველივე შემხვედრ სუპერ მარკეტში შევდით. არც ისე ბევრი ხალხი იყო. პატარა ბავშვივით გაოცებული იყურებოდა. მაცივრებს ვუყურებდი და დიდად სიანტერესო ვერაფერს ვხედავდი. სულ ნაცნობი პროდუქტები, არაფერი ახალი. შემდეგ კი მივხვდი, რომ ჩემთვის ნაცნობი მისთვის პირველი იყო და ტანში სიხარულის ელექტრონებმა დამიარა. სასმელების სექციასთან გავჩერდი. მე: უნდა ვიკითხო კოკა-კოლა გაგისნჯავს თუ არა? ის: კი გამისნჯავს, რამოდენიმეჯერ კაიროში დავლიე. ძალიან მაგარი რაღაცაა. მე: მშვენიერი მაშინ ამას აუცილებლად ავიღებთ. დიდ კალათაში ორი ბოთლი ჩავდგი. ჩამოვუარე ყველაფერს რაც კი მიყვარს და ცნობილია და კალათაში ჩავყარე. ერთი მთლიანი რომ გავავსე, დავკმაყოფილდი. სკვერში დავბრუნდით და პარკები საკმზე დავაწყვე. მე კოკა-კოლა ავიღე. მე: აბა რის დაგემოვნებას აპირებ? არა ყველაფერს აუცილებლად დააგემოვნებ, მაგრამ.. ის: აი ეს კარგად გამოიყურება. კაიროში მინახავს. მე: სპრაიტი მშვენიერია. მიდი გასინჯე. ისეთი მოლოდინები მქონდა მგონი, რომ არ მოსწონებოდა ხათრით ვერ მეტყვოდა. ის: მმ რა გემრიელია. ძალიან. მე: მოგწონს? მეც ძალიან მიყვარს. აბა ეხლა ეს შოკოლადი გასინჯე. ჩემი ფავორიტია. ის: "ალfენ გოლდ" ვაუ.. ასეთი მაგარი არაფერი გამისნჯავს. სიხარულით ტაში შემოვკარი. ბევრი რამე დააგემოვნა, ყველაფერი არც გაუსინჯავს რაც ვიყიდე. ამდენი რამის გასინჯვა, თან ღამით არალოგიკურია. რაღაცეები კიდევ შემოგვრჩა, რაღაცეები ნუ ერთი დიდი ცელოფნის პარკი. მის სასტუმროსთან გავჩერდით. მე: აბა ხვალამდე. ის: ვერც დღეს დარჩები ცოტა ხანს? მე: ხვალ ადრე უნდა ავდგე. აუ ხვალ ორშაბათია. რა მალე გადის ეს დასვენების დღეები რა. ის: ხვალ ვერ გნახავ? მაშინ ცოტა ხნით აუცილებლად უნდა დარჩე. მე: ვინ თქვა, რომ ვერ მნახავ? სამსახურიდან პირდაპირ აქ მოვალ და გავგარძელოთ ექსპედიცია გემოებში. ის: და ცოტა ხნით დარჩენაზე რას ფიქრობ? მე: სამწუხაროდ არ შემიძლია. მართლა ადრე უნდა ავდგე. გამოუძინებელი კარგად ვერ ვიმუშავებ, ანუ გვიან დავამთავრებ, ანუ გვიან გნახავ. ეგ ხომ არ გვინდა არა? ის: ჰო მართალია. კარგი გინდა ესენი მიგატანინო? მე: არა ესენი შენთან რჩება. მთელი დღე რისთვის გაქვს. ნელ-ნელა დააგემოვნებ და მერე მომიყვები მოგეწონა თუ არა. ის: კარგი, როგორც გინდა. ამით ისეთი ბედნიერი ხარ, თოთქოს შენ სინჯავდე ყველაფერს პირველად. მე: ხო ეს პროცესი მაბედნიერებს. კარგი წავალ ეხლა. ხვალ რთული დღე მაქვს. ის: ელი თუ დაიღლები სახლში წადი კარგი? არ მინდა გადაიტვირთო. მე: ძალიან საყვარელი ხარ. არ დავიღლები. იცი რა, ხვალ ჩემი ძმა ქალაქგარეთ მიდის ჩვენ კაფე-კაფე რომ არ ვიაროთ აქ შეგხვდები და ჩემთან წავიდეთ. ის: ასე ფიქრობ? როგორც შენ იტყვი. თან სახლში არ დაიღლები. მე: ხო, ხომ გაინტერესებს არა სად ვცხოვრობ? ის: რათქმაუნდა. მე შენზე ყველაფერი მაინტერესებს. მე: კარგი წავედი და ხვალამდე. დაგირეკავ ან დამირეკე. ეს ჩემს ცხოვრებაში ალბათ ის იშვიათი მოვლენაა, როცა ორშაბათ დილით ასეთი ენთუზიაზმით ავდექი, დროულად გავემზადე და სამსახურში ადრეც კი მივედი. ერთ-ერთი ოქმს ვავსებდი ქარიმმა რომ დამირეკა. ის: დილამშვიდობის ელი. მე: შუადღე მშვიდობის ალ ქარიმ. ახლა ადექი ხო? ხმაზე გამჩნევ. ის: ხო დღეს გამოძინება გადავწყვიტე. შენ უკვე სამსახურში ხარ? მე: კი რამდენი ხანია. ჯერ არ გისაუზმია? ან გისადილია? ის: არა ამ წამს ავდექი. შენ ისაუზმე? მე: არა, არ მიყვარს დილით ჭამა თან ვერც ვასწრებ ხოლმე. ახლა ორ საათში ლანჩი მაქვს და გავალ სადმე. ის: კარგია. შეგიძლია ლანჩზე მნახო? მე ვისაუზმებ, შენ ისადილე. მე: რა პრობლემაა, მაგრამ მანამდე რატომ უნდა იშიმშილო, სასტუმროში მაინც ჭამე რამე. ის: ხო მოვიფიქრებ რამეს. კარგი დამირეკე და შევხვდეთ სადმე. მე: შეხვედრამდე. ორ საათში უკვე საქმის ნახევარი გაკეთებული მქონდა და საკმაოდ დაღლილიც ვიყავი. დავურეკე და სკვერში შევხვდით, სადაც გუშინ. გზა კარგად დაუმახსოვრებია. ერთად ვჭამეთ და სამსახურამდე მიმაცილა, ვნახავ სად მუშაობო. შევთანხმდით, რომ ხუთის თხუთმეტ წუთზე უკვე დამხვედროდა სასტუმროსთან. მასთან შეხვედრის მოლოდინში დრო ისე მალე გავიდა. ოთხზე გამოვედი სამსახურიდან და ეზოში სკამზე მჯდარი ალ ქარიმი რომ დავინახე, ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა. ფეხზე ადგა და ჩემთან მოვიდა. სიცილით ჩავეხუტე. ის: ზუსტ დროს მოვსულვარ. მე: რა საყვარელი ხარ. ძალიან გამახარე მართლა. აი ძალიან. ის: კარგია თუ ეს გაბედნიერებს ელი. წავიდეთ? მე: ხო წავიდეთ. გზად რაღაცეები ვიყიდოთ, თორემ მშია. ის: მომეცი ჩანთას გამოგართმევ. მე: იყოს მე მექნება. ასეთი დაღლილიც არ ვარ. ის: კარგია. გზად მარკეტში შევიარეთ. ხილი ვიყიდე და გამოსვლას ვაპირებდი ერთ-ერთ მაცივარზე წარწერა რომ დავინახე. " ხაჭოს პელმენი". თავში საოცარი აზრი დამებადა. ცოტა ხანს მაცივარს ვუყურე, მერე გადავწყვიტე სხვანაირები მენახა, მაგრამ აღარ ჰქონდათ. ახლა კი უფრო მაგარი იდეა გამიჩნდა. ჩემს პროდუქტებს კარტოფილი, არაჟანი, ხაჭო და ფქვილი დავამატე და კმაყოფილი მივედი სალაროსთან. ის: სახლში საქმიანობა გიყვარს? მე: კი, როცა ვახერხებ სახლში ვამზადებ რაღაცეებს. ახლაც მშვენიერი გეგმა მაქვს თავში. ის: გამიმხელ? მე: იცი რა ალ ქარიმ, შენ კი ასე მარტივად ჩაიქნიე ხელი საქართველოს მთავარ გასტრონომიული სიამაყეზე, მაგრამ მე ამას არ დავუშვებ. დღეს ხინკალი და პელმენი უნდა გაგასინჯო. ის: ელი, ხომ იცი მე ღორის ხორცს რომ არ ვჭამ? მე: ვინ თქვა, რომ ხორცი უნდა გაჭამო. შენი აზრით ეს კარტოფილი და ხაჭო ჩანთების დასამძიმებლად ავიღე?. მართალია ხორციანს ვერ შეედრება, მაგრამ მე მაინც ძალიან მიყვარს. ის: ანუ მაგ კერძებს კარტოფილით და ხაჭოთი აკეთებ. მე: დიახაც. უფროსწორად ვაკეთებთ, შენც უნდა დამეხმარო. ის: მე რომ არ ვიცი? მე: მეც მეორედ ვაკეთებ. სახლში მივედით და პარკები სამზარეულოში დავაწყვე. მე: ხო ეს არის ჩემი სახლი. მე და ჩემი ძმა ვცხოვრობთ აქ. ჩემი მშობლები ქალაქში არ ცხოვრობენ. გინდა ხელების დაბანა? ის: კი. სააბაზანო სადაა? მე: წამოდი გაჩვენებ. აი აქ. მე სამზარეულოში ვიქნები და შემოდი. პიჯაკი გავიხადე და ჩანთასთან ერთად დივანზე დავდე. ისიც მალე მოვიდა, ხელში ჩემი ფოტოთი ბავშვობიდან. ის: ელი რა საყვარელი ყოფილხარ ბავშვობაშიც. მე: ნუ ხო რავიცი... მოდი ერთად ამოვალაგოთ. პროდუქტები ამოვალაგეთ და მზადებას შევუდექით. ჯერ ცომი მოვზილე, ის ძირითადად წყალს მისხამდა და კარტოფილი გათალა, შემდეგ გულსართის გაკეთებაც დავასრულეთ. სულ მალე პელმენების მოხვევა დავიწყე. თან მასაც ვასწავლიდი. სხვათაშორის კარგად გამოსდიოდა. ის: ელი მოგწონს? მე: ძალიან ლამაზებია. აბა ერთი ხინკალსაც თუ მოახვევ. ვაჩვენე და ეცადა გამეორებას, ნუ დიდად ხინკალს არ გავდა მისი შემოქმედება, მაგრამ უხაროდა და მეც მიხაროდა. მოსახარშად ჩავყარე და მანამდე მისაღებში დავსხედით. ტელევიზორში ფილმს ვეძებდი, რომ თავი გაგვერთო. ჩვენი შემოქმედებაც მალევე მომზადდა და მაგიდასთან მოვიტანე. თეფშზე ხინკალი დავუდე და მივაჩერდი. ის: უნდა გავსინჯო ხო? მე: კი. ჯერ ცოტა გაგრილდეს. ახლა კუჭზე მოკიდე ხელი და დააგემოვნე. ხორცის რომ იყოს, წვნიანი იქნებოდა და ცხიმიანი. მაგრამ მე ასეთიც ძალიან მიყვარს. ის: აუ რა კარგია. ძალიან გემრიელია. რა მაგარი ხელი გაქვს. მე: მარტო მე არა, შენც კარგი ხელი გაქვს. პელმენიც ძალიან მოეწონა. ფილმმა კარგად გაგვართო. გვიანობამდე ვისხედით და ხან რით ვერთობოდით ხან რით. ეგ კი არა ჭურჭლის გარეცხვაშიც დამეხმარა. მართლა რა კარგი ვინმეა ალ ქარიმი. ფილმის ყურება გავგრძელთ და კარადაში პოპკორნი აღმოვაჩინე. ალ ქარიმი მოიხიბლა ჯეკ ბეღურათი "კარიბის ზღვის მეკობრეებიდან". თითქმის ყველა სერია ვნახეთ. ის: რა კარგი საღამო იყო ელი, შენი წყალობით. მე: მეც ასე ვფიქრობ. მადლობა ამ საღამოსთვის. კარგად გავერთეთ. ის: საქართველოში რომ ჩამოვედი იმედებიც კი გამიცრუვდა აქაურ კერძებს რომ ვერ ვსინჯავდი, მაგრამ ესეც შევძელი. მე: შენ ხომ ქათმის ხორცს ჭამ? ის: კი. რატომ მკითხე? მე: ნუ მე ეხლა ქათმის მწვადს ვერ შეგიწვავ, მაგრამ ვიცი ადგილები სადაც ძალიან გემრიელად აკეთებენ. ის: მართლა? აუცილებლად დავაგემოვნებ. მე: მეც არ გამისნჯავს, ერთად გავსინჯოთ. კარგად იყო დაღამებული, ყველაფერი რომ მივალაგე. წასასვლელად მოემზადა. ის: კარგი ჩემი წასვლის დროა უკვე. მეც მოვიცვი ჟაკეტი. ის: იყავი ელი, მარტო წავალ. მერე ამ სიბნელეში მარტო ხომ არ ივლი. მივაგნებ არ იდარდო. მე: კარგი მაშინ. ის: ხვალ გნახავ? მე: ხვალ უფრო მეტი საქმე მაქვს. სამსახურის შემდეგ ინვესტორს უნდა შევხვდე, მაგრამ მგონი ლანჩზე გნახავ. ის: ძალიან კარგი, მაშინ ხვალამდე. მე: კარგად. მეორე დღე მართლაც საქმით გადატვირთული მქონდა. ძირითადად ჩემი სამსახური მოძრაობას არ გულისხმობს, მაგრამ დღეს ესეც მომიწია და არა მარტო ოფისის შიგნით. ლანჩის დრო როგორც იქნა მოვიდა. ოფისის ახლოს ერთ კაფეში დავსხედით, ისეთი დაღლილი ვიყავი მეტს მართლა ვეღარ ვივლიდი. არადა დღის მეორე ნახევარი წინ მაქვს. ის: თვალები ჩაგიწითლდა, ძალიან დაიღალე? მე: არა ძალიან ძალიან არა, უბრალოდ კომპიუტერთან დიდ ხანს ვიჯექი. ის: კიდევ ბევრი საქმე გაქვს დღეს? ისეთი გადაღლილი სახე გაქვს. მე: ძალიან ბევრი არა, მაგრამ არაუშვარს. სამაგიეროდ ხვალ ძალიან კარგად დავისვენებ და გავერთობი. ამიტომაც ხვალის საქმეებსაც დღეს ვაგვარებ. ის: ხვალ რამე ხდება? მე: ერთი დღით ვეთავისუფლები. ნინის დაბადების დღეა. ამის გამოტოვება ჩემს ძალებს აღემატება. დილიდან მასთან ვიქნები. კარგი დღე მელოდება. ის: კარგია ცოტას დაისვენებ. ანუ ხვალ ვერ მნახავ? ცუდია. მე: იცი ალ ქარიმ თავს ძალიან დამნაშავედ ვგრძნობ, რომ შენი დღეები ჩემს გრაფიკზეა დამოკიდებული. ასე არ უნდა იყოს. ის: მე ძალიან მომწონს ეს. მე: სამაგიეროდ მე არ მომწონს. ალ ქარიმ ჩემთან ერთად წამოსვლა რომ გთხოვო, დამთანხმდები? ძალიან მინდა, რომ წამოხვიდე. ის: ნინი წინააღმდეგი არ იქნება? მე: რათქმუანდა არა. პირიქით ძალიან გაუხარდება. თანაც იქ ბევრი ბიჭები იქნებიან, თუ ერთმანეთს გაუგებთ, შენც აღარ იქნები მთლიანად ჩემზე დამოკიდებული. ის: მაშინ წამოვალ. რატომაც არა. ძალიან ბევრი ხალხი იქნება? მე: არა, სახლში იხდის. მოვრთავთ იქაურობას, გავერთობით და კარგ დღეს გავატრებთ. იცი იქ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი იქნება, ვინც ბავშვობიდან ერთად ვართ. და ამ ბავშვობის მეგობრების აწმყოს მეწყვილეები. ჩემი ძმა და მისი შეყვარებული, ნინის ძმა და საცოლე, ნინის ორი დაქალი თავიანთი შეყვარებულებით და ერთ-ერთის ძმაც. სულ ეს არის. ნინიმ მითხრა კიდევ ვიღაც ბიჭი მოვაო, შენ იცნობო. წარმოდგენა არ მაქვს ვინ შეიძლება იყოს. ისე ეხლა დავფიქრდი და ყველა ვიღაცასთან ერთად იქნება, მართლა უნდა წამოხვიდე. ის: თუ ასე გინდა სიამოვნებით. მე: ძალიან კარგი. კარგი მე წავალ ახლა და დაგირეკავ კაი? ის: კარგი. როდის ამთავრებ? სახლამდე მოგაცილებ, თან შენს მეგობრებზე მომიყვები. მე: კარგი როგორც გინდა. შვიდზე ოფისთან შევხვდეთ. სამსახურში დავბრუნდი და საქმეები დაახლობეით სამ საათში დავამთავრე. შემდეგ ინვესტორთან წავედი შეხვედრაზე. რომელმაც ნერვები მომიშალა. ისეთ უცნაურ რაღაცეებს მეკითხებოდა, ლამის ვუყვირე- შემეშვი- თქო. შვიდს თხუმთმეტი აკლდა ოფისთან რომ დავბრუნდი და ნერვების დასამშვიდებლად ყავის საყიდლად შევედი კაფეში. ორი მაგარი ყავა ვიყიდე და სკამზე დავჯექი. მალევე გამოჩნდა და გვერდით ჩამომიჯდა, უხმოდ მივაწოდე ყავა. ის: ელი რა გჭირს? ძალიან დაიღალე? მე: არა უბრალოდ ნერვები მომიშალეს. ის: ცუდია. ვინ გაგაბრაზა? მე: ინვესტორმა, ისეთი კითხვები დამისვა ლამის რაღაც დავარტყი. ის: დამშვიდდი ყველაფერი რიგზეა. არაუშავრს. კარგია თავი რომ შეიკავე. მე: ჰო მართალია. წავედით? ის: წავედით. ნელ-ნელა მივსეირნობდით. ის: აბა რა უნდა ვიცოდე შენს მეგობრებზე? მე: პირველ რიგში ის, რომ ყოველთვის ყველაფერში ერთად ვართ და ერთმანეთის გვერდით ვართ. ისინი მხიარულები არიან, ყველა მათგანმა იცის ინგლისური. ნინის რაც შეეხება, დაახლოებით ერთნაირი გემოვნება გვაქვს. ერთნაირი რაღაცეები მოგვწონს. ერთნიარ რაღაცეებზე გვეცინება. კიდევ ის, რომ ერთმანეთის აზრებს და გადაწყვეტილებებს პატივს ვცემთ. ახალ წევრებს ყოველთვის ისე ვიღებთ, თოთქოს მათაც ჩვენთან ერთად ეთამაშათ ბავშვობაში ნაცარში. მოკლედ კარგი ხალხი ვართ რა. ის: ძალიან კარგია ასეთი მეგობრების ყოლა. ვიცი, რომ კარგი ხალხი ხართ. მაჩვენე შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ. ჩვენ შემთხვევაში პირიქითაა. მე: ჰო მართალია. სახლთან მივედით. ის: კარგად დაისვენე და გამიძინე ხო? ხვალ კარგ განწყობაზე უნდა იყო. მე: მართალია. ასე მოვიქცევი. ესეიგი ხვალ ათი საათისთვის სასტუმროსთან ვიქნები. ის: მე გამოგივლი ელი. მე: მაინც მაგ მხარეს უნდა წავიდეთ. ნუ ჩაცმას რაც შეეხება არაფერი სპეციფიკური. ისე ჩაიცვი როგორც გინდა. გოგოებიც არ იქნებიან ძალიან გამოპრანჭულები. ის: როგორც იტყვი. მოკლე ხნით მომეხუტა და დამემშვიდობა. სახლში მივედი, გამოვიცვალე, მოვწესრიგდი და დივანზე მოვკალათდი. ნინის საჩუქარი შევფუთე. ზუსტად ვიცი, რომ გაუხარდება. ალაბთ არც კი ახსოვს, როდის მითხრა, რომ უნდოდა. ცოტა წავიმუშავე და დასაძინებლად დავწექი. მეორე დღეს ადრიანად ავდექი და მომზადება დავიწყე. მიუხედავად იმისა, რომ არავინ იპრანჭება, მე ხომ ვიცი ეს რასაც ნიშნავს. მთლიანი კაბა ჩავიცვი, თეთრი. მუხლის სიგრძე იყო. ტანს ზემოთ მომდგარი, ქვემოთ ოდნავ გაშლილი. სამკაულები მოვირგე და სასტუმროსკენ წავედი. ალ ქარიმი მალე ჩამოვიდა. ის: ელი, ჩემო ფერია რა ლამაზი ხარ. ძალიან ლამაზი ხარ, ბრწყინავ. მე: დიდი მადლობა, შენც კარგად გამოიყურები. წავედით ხო? მალევე მივედით ნინის სახლთან. კარი მან გააღო და ღიმილით გადავეხვიე. როგორც ჩანს ბოლოები ჩვენ მოვედით. ყველანი მისაღებში დაბორიალობდნენ და რომ დამინახეს ყველა აყაყანდა და ჩემსკენ წამოვიდა. ბევრი მათგანი თვეებია არ მინახია. მე: მოიცა მე ჯერ ნინის უნდა მივულოცო თქვენ მერე გნახავთ. ხელით გავაჩერე ყველა და ნინის გადავეხვიე. მე: ჩემო ლამაზო გილოცავ და ყველაფერს საუკეთესოსო გისურვებ. ეს შენია მერე გახსენი. ნინი: მადლობა ელე. მე: აბა ახლა დანარჩენებიც გნახოთ. გაიცანით ეს ალ ქარიმია. ქარიმ ნინის და ჩემს ძმას იცნობ, ეს გოგო ჩემი ძმის შეყვარებულია-ნიტა. ეს ნინის ძმაა ვაჩე, ეს ვაჩეს საცოლეა ანკა. ეს ქეთევანია- ჩვენი უნივერსიტეტის მეგობარი, ეს კი ... ეს ნიკაა. ნიკა: ელე, როგორ მომენატრე. მე: ნიკა? როდის ჩამოხვედი საერთოდ? ნიკა: გუშინწინ ჩამოვედი. ამათამდე მე მნახე რა, მე ყველაზე ძაან მომენატრე. მე: მეც ძალიან მომენატრე ნიკა. ასე უნდა ჩვენი დავიწყება? ხელები მაგრად მოვხვიე და ჩავეხუტე. შემდეგ დანარჩემებიც მოვინახულე და საქმეს შევუდექით. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი იყვენენ ათი ბუშტი ვერ გაბედეს. სულ ესე იციან, ერთად რომ არიან ვერაფერს აკეთებენ. ქარიმმა ყველა გაიცნო. ბუშტებს ვბერავდით და ვამაგრებდით. ეს რომ დავამთავრეთ შემდეგ მაგიდის გაშლა დავიწყეთ. ესეც რომ მოვამთავრეთ, ნინი გამოიპრანჭა და მისი წვეულება გახსნილად გამოაცხადა. ვფიქრობ ალ ქარიმს ყველა მოეწონა, შემდეგ აუცილებლად ვკითხავ. ჩემი მეგობრები კი როგორც ავღნიშნე ყველა ჩემს აზრს და გადაწყვეტილებას პატივს სცემენ ასე, რომ მგონი თვითონაც კმაყოფილები არიან. ნიტა ხუმრობდა- ინგლისურსაც გავიუმჯობესებთ და ალ ქარიმსაც გავიცნობთო. მან და ჩემმა ძმამ უნივერსიტეტში გაიცნეს ერთმანეთი. ნიტა ჩემი კურსელია და ჩვენს შეკრებაზე გაიცნო ჩემმა ძმამ. თავიდანვე მოეწონათ ერთმანეთი, მთელი საღამო ერთად იყვნენ. იცეკვეს კიდეც. ამის შემდეგ ეჭვები მქონდა, მაგრამ ვერც ერთი გამოვტეხე და ვერც მეორე. ბოლოს რამოდენიმე თვის შემდეგ გავიგე, რომ ნიტა და საბა ერთად არიან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.