შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარდისფერი ქალბატონი (pink lady 6)


6-04-2024, 02:10
ავტორი ეველინა
ნანახია 739

საშინელი თავის ტკივილი მაღვიძებს, ქუთუთოებს ძლივს ვაშორებ ერთნამეთს, ჯანდაბა ამდენი არ უნდა დამელია, ნეტა სახლამდე როგორ მოვედი? გამახსენდა საბამ მომიყვანა. საწოლიდან ვდგები და პატარა კარადის თავზე დადებუნლ ნაბეღლავს და წამლებს ვიღებ, საყვარელი ბავშვი , ჩემთვის ნაბეღლავიც კი იყიდა. წამლებს ვსვამ თავს ვიწესრიგებ და სამსახურში მივდივარ, ვიტრინაში ვხედავ მოფუსფუსე საბას და მემგონი ამდენი სმისაგან გონება გადამეწვა და ჰალუცინაციები დამეწყო
-უკაცრავად გოგონა-ვაჩერებ გამვლელს
-გისმენთ
-უკაცრავად ვიტრინაში იმ ბიჭს თქვენც ხედავთ?-ვეკითხები და ხელით მივანიშნებ
- კი ვხედავ
-ანუ ჰალუცინაცია არაა, მადლობა
-ასეთი სიმპათიური ბიჭი ჰალუცინაცია ვერ იქნება
-ხო მეც ეგრე ვიფიქრე
-ნეტა შეყვარებული თუ ყავს
-ყავს, მისი შეყვარებული თქვენს წინ დგას- ვეუბნები და წარბს ვწევს, შეცბუნებული აგრძელებს გზას
აწ უკვე ნირწამხდარი კაფეში შესვლაზე ფეხს ვითრევ. თურმე სიმპათიური, ის როგორ იკითხა შეყვარებული თუ ყავსო, მოკლედ ბოლოს მაინც შევდივარ, ისე რომ არავის ვესალმები ჩემი კაბინეტისაკენ მივდივარ . უკან მომყვება საბაც
-საბა აქ რას აკეთებ?
-რას გულისხმობ ?
-გუშინ ხომ წახვედი სამსახურიდან?
-არაფერი გახსოვს?-მეუბნება და მიახლოვდება
-რა უნდა მახსოვდეს- ვამბობ თვალწინ გუშინდელი საღამოს კადრები მიდგება
-საერთოდ არაფერი?- მეკითხება და კიდევ უფრო მიახლოვდება
-არა არაფერი-შევჯექი ვირზე
-ანუ არაფერი?-მეკითხება და საერთოდ ფარავს მანძილს ჩვენს შორის
-არაფერი
-მაშინ ვფიქრობ საჭიროა გახსენებაშ დაგეხმარო-ამბობს და ჩემს ტუჩებს აგემოვნებს- დილა ასე ტკბილად არასდროს დამიწყია
-მაინც ვერაფერს ვიხსენებ მგონი შენი ტაქტიკა არ მუშაობს
-კიდევ ერთხელ ვცდი-აგრძელებს კოცნას , მეც ვყვები
-მგონი რაღაც გამახსენდა
-მაინც რა
-მემგონი სიზმრად გნახე გუშინ და ჩემს მოკვლას გეგმავდი, მეტს ვერაფერს ვიხსენებ
-როგორც ჩანს საკმარისი დოზა ვერ მიიღე-ამბობს და კვლავ ჩემი ტუჩებისაკენ მოიწევს
-ყველაფერი მახსოვს- ვეუბნები და ტუჩებზე ხელს ვაფრებ
-ვიცი რომ ყველაფერ გახსოვს
-დღეიდან ნიღბით უნდა იაროო
-ვერ მიგიხვდი
-შენზე შეყვარებული გოგოების რიგრბის გარღვევისთვის არც ძალა მყოფა და არც დრო
-შენ რა ეჭვიანობ
-რა სისულელეა, შენზე რატომ უნდა ვიეჭვიანო
-მაშინ ის ქერა გოგო ვინიყო ხშირად ხარ მასთან ერთად-მაჯავრებს საბა
-იდიოტო ხარ
-იდიოსტს ძალიან უყვარხარ
-შეგიძლია საქმეს დაუბრუნდე- ვეუბნები და კარისკენ ვუბიძგებ ხელებით
-მოიცა სხვა პასუხს ველოდებოდი
-საბა საქმე მაქვს- ხელებით მკერდზე ვაწვებ და ისე ვცდილობ მის კარამდე მიყვანას გამომდის კიდეც
-შენ არ გიყვარს იდიოტი- მეკითხება უკვე კარებში მდგარი
-არა-ვეუბნები და კარებს ვხურავ
-გიხდება აწითლებული ლოყები-ამბობს კართან მყოფი და მერე ალბათ იქაურობას შორდება.
ვცდილობ სახეზე სიწითლე და აჩქრებული გულისცემა გავიქრო, რას ვაკეთებ? ან ეს ბავშვი რას მიკეთებს? ისევ უნდა გადავეშვა თავით მორევში?, შიში მიპყრობს, მწარე გამოცდილება მახსენებს თავს. მეშინია, არ მინდოდა საბასთვის გულის კარების გაღება თითქოს გასაღები კარგად გადავმალე, მაგრამ მან მაინც იპოვა, ისე გააღო კარები და შემოიპარა ვერაფერს მივხვდი, ასე ქურდივით შემომიჩნდა, ახლა კი ჩემი გული მოპარვას ცდილობს, ვხვდები მაგრამ მის შესაჩერებლად არაფერს ვაკეთებ. არ მინდა საბასთანაც იგივე განმეორდეს რაც ვახოსთან მოხდა. უბრალო მოწონების გამო არ მინდა ფანტაზიები შევიქმნა და მასაც გული ვატკინო. ყველაზე ცუდი ისაა რომ ჩვენს შორის არსებული ზღვარი უკვე გადავკვეთეთ, ჩემგან განსხვავებით საბამ იცის რა უნდა ამ ურთიერთობისაგან, მე კი ურთიერთობის დაწყებასაც შეცდომად ვთვლი. ამდენი ფიქრისგან მართლა გადავიწვები. კაბინეტიდან გავდივარ და სამზარეულოში შევდივარ
-ლილი დეიდა შემომიშვებთ?
-მოდი გენაცვალე
-რას ამზადებთ?
-მარწყვის ტორტს
-არ მიყვარს -ვბრიცავ ტუჩებს
-შენ არა მომხმარებლების უმეტესობას უყვარს
-რაში დაგეხმაროთ-ვამბობ და წინსაფარს ვიკეთებ
-მიქსერი აიღე და კრემს მიხედე
-კარგი
-არვიცი რატომ მეხმარები მაგრამ იმედი მაქვს კარგად ხარ
-ამას რატომ ამბობ ლილი დეიდა
-პირველად დასახმარებლად ბაბუაშენის გარდაცვალების შემდეგ შემოხვედი, მეორედ ძაღლი რომ მოგიკვდა, მესამედ ვახოს რომ დაშორდი, დარდის გაქარწ....ბას ასე ცდილობ, არ ვიცი ახლა აქ რატომ ხარ მაგრამ ვიმედოვნებ ყველაფერი რიგზე გაქვს
-ასე კარგად მიცნობთ,
-ჩახუტება არ გიყვარს თორემ ჩაგეხუტებოდი
-აქ რომ შემოვდივარ თითქოს სხვა სამყაროში ვარ, ჩემს ფიქრებს და დარდებს თითქოს შემოსასვლელ კართან ვტოვებ და გასვლისას ზურგზე მოკიდულს მიმაქვს
-ხომიცი რომ ყოველთვის მზად ვარ შენს მოსასმენად
-ძალიან მიყვარხარ
-მეც ძალიან მიყვარხა და პირველი მიზეზი ესაა რატომაც დღემდე აქ ვმუშაობ
-მეორე?
-მეორე საქმისადმი სიყვარული და ბოლო მიზეზი ხელფასია
-ლილი დეიდა ჩემმა გულმა ისევ სწრაფად დაიწყო ფეთქვა
-ექიმთან მიდი შვილო გულთან ხუმრობა არ შეიძლება
-კარგი რა ლილი დეიდა მე სერიოზულად გესაუბრებით თქვენ კი დამცინით
-აბა რა მხატვრულად მეუბნები სათქმელს პრდაპირ მითხარი რომ ვიღაც გიყვარდება
-ლილი დეიდა მეშინია, არ მინდა იგივე განმეორდეს
-სამწუხაროდ ჩვენი ადამიანის გონება ასეა მოწყობილი ბედნიერების ჟამსაც კი უბედურებაზე გვაფიქრებს
-თან ის ჩემზე პატარაა
-ირაკლიზე 7 წლით უფროსი ვარ შვილო, ჩემ ცხონებულ დედამთილს ვუმალავდით თავიდან, მერე რომ გაიგო კი დაიწყო ჩემი ერთადერთი შვილი იმიტომ არ გამიზრდია ვიღაც ბებერი რომ მოეყვანა სახლშიო-იხსენებს ლილი დდეიდა და ეცინება
-არ მინდა ჩემზეც თქვან „ჩემი გაზრდილი შვილი მოხუცს დაუთრევიაო“
-ნუ სულელობ, კარგად მომისმინე, ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა იმისთვის რომ ცუდად იყო, ვიცი ახალი ურთიერთობა გაშინებს, სამწუხაროდ ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ ადამიანები რომლებთანაც ურთიერთობა შიშს გვიტოვებ, შენთვის ასეთი ვახო აღმოჩნდა, სანამ ძველო ურთიერთობის ზეგავლენის ქვეშ ხარ ყოველთვის შეგაშინებს ცვლილებები. ნუ მისცემ წარსულს უფლებას ბედნიერება წაგართვას, რამდენადაც არ უნდა გექაჩებოდეს წარსული სცადე გაქცევა თავის დაღწევა თუნდაც სხვის ზურგს ამოფარებულმა, ეს ლაჩრობა კი არ არის ეს იმ ადამიანისთვის ნდობის გამოცხადებაა ვის ზურგსაც ეფარები, ეს ნიშნავს რომ შენ მას ეყრდნობი.
-იმას მეუბნებით რომ ვინმეს დავეყრდნო
-სულელო ბავშვო იმას გეუბნები რომ არავის და არაფრის გაამო არ თქვა უარი სიყვარულზე, ზოგი ისე კვდება ამ გრძნობას გემოს ვერ უსინჯავს, შენ კი უკვე მეორედ გეწვია, ნუ იქნები უმადური
-უბრალოდ მზად არ ვარ
-საბრალო ის ვისაც უყვარხარ,
-ლილი დეიდა
-რა ლილი დეიდა მართლა მეცოდება ის ადამიანი, იმხელა კედელი გაქვს აშენებული მის დანგრევას შეეწირება
-სულაც არ უჭირს დანგრევა-ვამბობ ჩემთვი და მიქსერს ვრთავ, კრემი ამომყავს
-შენ გგონია მეხმარები ?-მიწყრება ლილი დეიდა მე კიდევ კრემისგან მოთხვრილ სამხარეულოს რომ ვუყურებ მეცინება
-დალაგებაშიც დაგეხმარებით
-შენ როგორც ამზადებ ისე თუ ალაგებ არ მინდა
-არა მართლა ვამბობ-მიქსერს მაგიდაზე ვდებ და დასალაგებლად ვაპირებ წასვლას უცებ ფქვილით სავსე თასს ხელს ვკრავ, სამზარეულოში თეთრი ნისლი ჩამოწვა
-ახლავე გამასწარი აქედან -მომსდევს ლილი დეიდა და საცილს ძლივს იკავებს
-მივდივარ მივდივარ-სიცილით ვტოვებ სამზარეულოს
გარეთ გასულს ოცდახუთი წყვილი თვალი რომ მიყურებს მერე ვიაზრებ რომ საოცრად გამოვიყურები და მეცინება, ეს ქალი მართლა კარგად მოქმედებს ჩემზე, დღეს პირველი იყო შესასვლელთან დატოვებული დარდების აკრეფადა მხრებზე მოკიდება რომ დამავიწყდა, ნინო როგორც კი მხედავს მაშინცე ფოტოს მიღებს
-შენ თუ ასე ხარ წარმომიდგენია ლილი დეიდა რა დღეშია-მთელ ხმაზე იცინის
-ნუ ხარ ტუტუცი- ვამბობ და საპირფარეშოსკენ მივდივარ საბაც უკან მედევნება-რატომ მომყვები
-საოცრად გამოიყურები- მუბნება და მისკენ მატრიალებს
-ხო მიდი შენც დამცინე
-ჩემი ვარდისფერი ქალბატონი თეთრი გამხდარა-ამბობს და მის თვალებში მოციმციმე ჭინკებს ვხედავ
-შენი როდიდან ვარ
-პირველად რომ გნახე იმ დღიდან
-გასაუბრების დღიდან
-ნწ არა -ამბობს და ცერა თითს ლოყაზე მისვამს
-რასაკეთებ?
-კრემს გაშორებ- მეუბნება და კრემიან თითს მაჩვენებს რომელსაც შემდეგ პირისკენ მიაქანებს-გემრიელი ხარ
-იდიოტი ხარ-ვეუბები და რემიან ხელებს სახეზე ვუსვამ
-იდიოტს უნდა რომ გაკოცოს
-იდიოტმა იოცნებოს-ვამბობ და საპირფარეშოში შევდივარ კარს ვკეტავდა გულზე ხელს ვიბჯენ. ღმერთო ჩემო რას მიკეთებს. მახსენდება მისი თვალები, როგორ მიმზერდა, ასე მგნია ჩემი შეჭმა უნდოდა. მირა გონს მოდი. შემოვიძახე საკუთარ თავს და ნეტა შემოძახება შველოდეს, შტერის გამომეტყველებით ვიყურები სარკეში და გონებაში მიტრიალებს ორი სიტყვა „გემრიელი ხარ“.

******************************
-მოგესალმებით მეგობრებო თქვენი მონა მორჩილი საბა და ენამწარე ნინო დეიდა
-ვინაა ენა მწარე
-მეტკინა ნინო დეიდა მწარე ხელიც გაქვთ ყველაფერთან ერთად, მეგობრებო მიშველეთ ძალადობის მსხვერპლი ვარ
-თუ სისულელეების საუბრას გააგრძელებ მართლა გახდები, ვიღაც ნინა წერს ჩემს ბიჭს არ შეეხოო-ამბობს ნინო და იცინის
-მეგობრებო არ ინერვიულოთ ნინო დეიდას ვიყვარვარ და კარგად მეპყრობა
-მარიამი წერს სამსახურის მერე ჩემთან ხომ არ ავსულიყავითო, საჯაროდ ამის დაწერა შეიძლება? რას იფიქრებს შენი შეყვარებული
-შეყვარებული არ მყავს-ამბობს საბა კი მართალია და ჩვენს ურთიერთობას სტატუსი არ აქვს ჯერ მაგრამ მაინც გავბრაზდი
-მეც ჩიტივით თავისუფალი ვარ და ხომ არ გადავიკვეთოთო გეკითხება ინგა-აგრძელებს კომენტარების კითხვას და ასე მგონია ჩემს ნერვებზე მოქმედებს
-არამგონია შევძლო საშინელი გრაფიკი მაქვ-ამბობს საბა და ნინოსგან კიდევ ერთხელ ხვდება
-საბა ვირაც ნინი მასთან მუშაობას გთავაზოს რა სახის სამუშაოა მაგას ვერ გეტყვი-ამბობს ნინო და იცინის
-უკვე მაქვს სამსახური თან არამგონია ჩემმა უფროსმა წსვლის უფლება მომცეს-ამბობს საბას და იღიმის მღიმილით რომელიც მარტო ჩემია
-თუ ძალიან გინდა მაშინ შეგიძლია წახვიდე, გაძლევ წასვლის უფლებას-როგორც იქნა ხმას ვიღებ
-უკვე მეორედ ამბობ ჩემზე უარს მირა
- შენს ფოლოვერებს ხომ ვერ ვაწყენინებ-ვამბობ და გუნებაწამხდარ საბას შევცქერი
-ჩემნაირ თანამშრომელს ვეღარ იპოვი
-არაუშავს შეუცვლელი არავინაა
-ვიღაც ნიკა წერს მეც მინდა მირა ჩემი უფროსი იყოსო-ამბობბს ნინო და იცინის
-ახალი თანამშრომლები არ აგვყავს-მოკლედ პასუხობს საბა
-შეუძლია გასაუბრებაზე მოვიდეს-რა არ მასვენებს არ ვიცი
-მირა გიორგის აინტერესებს ურთიერთობაში ხარ თუ არა-მეუბნება ნინო
-არა ღია და თავისუფალი ვარ ახალი ურთიერთობებისთვის-ვამბობ და საბას შეკრულ წარბებს არ ვიმჩნევ ესეც სამაგიერო, თურმე ბიჭს შეყვარბული არ ყავს
-მირა ვიღაც გოგა წერს რომ შენისთანა ლამაზი გოგო მარტო არ უნდა იყოს და მას შეუძლია შენი სიმარტოვის დასრულება, ძალიან ფრთიანი ნათქვამი კი გამოუვიდა-ნინო ერთობა როგორც ჩანს
-დღისთვის საკმარიასია ლაივი
-კარგი რა საბა ახლახან არ ჩავერთეთ- წუწუნებს ნინო და კომენტარების კითხვას აგრძელებს
-ჩემი სამუშაო დრო ამოიწურა უნდა წავიდე-ამბობს საბა და ლაივს თიშავს მერე კი სწრაფდ ტოვებს კაფეს
-რა ეტაკა-მეკითხება ნინო
-მე საიდან უნდა ვიცოდე-მხრებს ვიჩეჩავ და კაბინეტში ვბრუნდები. რამოდენიმე წუთის შემდეგ შეტყობინება მომდის
<<შენს სახლთან გელოდები, უნდა ვისაუბროთ>>
<<დღეს დათა მომაკითხავს, ჩემებთან ვრჩები >>
არაფერი არ მოუწერია, სამსახურიდან ყველა წავიდა და დავრჩი კაფეში სულ მარტო, საბუთებს გადავხედე შეკვეთები გავაკეთე და უკვე დაღლილი კაფის დაკეტვას ვაპირებდი ვიღაც რომ შემოვიდა
-უკაცრავად უკვე დავიკეტეთ
-მე ნიკა ვარ დღეს ლაივში გნახეთ და თქვენ მითხარით რომ გასაუბრებაზე მოვსულიყავი-ამბობს და იცინის მეც მეცინება
-ალბათ მიხვდი რომ ვიხუმრე
-მივხვდი მაგრამ მაიც მოვედი
-ყავას დალევ რახან გასაუბრებაზე დაგიბარე გაგესაუბრები
-არა ყავას არ ვსვამ ფორთოხლისწვენი იყოს-მაცივრიდან ფორთოხლის წვენს ვიღებ და ჭიქებში ვასხამ თეფშებზე მარწყვის და შოკოლადის ტორტის ნაჭრებს ვალაგებ და მაგიდასთან მიმაქვს
-გემრიელად მიირთვი
-მადლობა
-მაშ ასე დავიწოთ, შენს შესაზებ მომიყევი
-ნიკა კაკაბაძე 26 წლის ბათუმიდან, არ ვსწავლობ ვმუშაობ პროგრამისტად
-უკვე გქონია სამსახური თან მშვენიერი
-უფროსიც მშვენიერი მინდა მყავდეს-ამბობს და უკვე ვნანობ აქ რომ შემოვიპატიჟე
-ალბათ იცი რომ ადგილები არ გვაქვს და უკვე საკმარისი პერსონალი გვყავს
-ვიცი, იქნებ სადმე წავსულიყავით დასალევად -ისე მიყურებს სურვილი მიჩნდება რამე მაგარი და მძიმე ვესროლო თავში
-მადლობა ნიკა მაგრამ დღეს ძალიან დავიღალე რთულ დღე იყო
-სასმელი განტვირთვაში დაგეხმარება-არ იშლის თავისას, მემგონი იდიოტების მაგნიტი ვარ
-ნიკა მართლა არ ვაპირებ დღეს დალევას, უკვე გვიანია სახლში ვაპირებ წასვლას-ვუჭრი მოკლედ იმ იმედით რომ წასვლას მიხვდება
-მე კიდევ ვიფიქრე კარგ დროს გავატარებდით და ჩვენს გაცნობას აღვნიშნავდით-ეს ბიჭი ნამდვილი მანიაკია მგონი არ ესმის რასაც ვეუბნები. ნიკა სკამს ჩემს აჩოჩებს და ჩემს გვერდით ჯდება
-ძალიან ლამაზი ხარ-მის სუნთქვას ყურებთან ვგრძნობ და გულს რევის შეგრძნება მიჩნდება, ხელს ჭიქას ვკიდებებ
-იცის რომ ლამაზია-მესმის საბას ხმა და მაშინვე მისი მიმართულებით გავრბივარ
-მე წავალ სხვა დროს ვისაუბროთ
-სხვა დრო აღარ იქნება
-რა ხდება საბა?- კითხულობს კაფეში შემოსული დათა
-მაგას მიხედე-ანიშნებს საბა ნიკაზე
-წამოდი ძმაო ვისაუბროთ-ხელს მხარზე დებს დათა და გარეთ მიჰყავს
-ჩხუბს თუ აპირებ შეგიძლია შენც მათ გაყვე-ვეუბნები მარტონი რომ ვრჩებით
-ჩემტან ერთად კარატეზე ივლი გადაწყვეტილია-ამბობს და შუბლზე მკოცნის
-არაფერს მეტყვი
-წყალი დალიე და დამშვიდდი მალე დავბრუნდები
-მშვიდად ვარ რასაც შენზე ვერ ვიტყვი
-აქ დამელოდე-ამბობს და დაგარეთ გადის. 20 წუთის შემდეგ ჩემი ცხოვრემის ორ მნიშვნელოვან მამაკაცს ვხედავ ერთად მომავალს, თუ როგორ კვეთენ ქუჩას და გული უცნაური შეგრძნებით მევსება, მათი შემხედვარე სერიალი მახსენდება, ორი შავებში ჩაცმული მამაგაცი როგორ გამოდიან გვირაბიდან გოგოს გადასარჩენათ, საბა და დათაც მათ ჰგავს ოღონთ ერთს ხმალი აკლია მეორეს კი ქუდი.
-იმედი მაქვს არ გიცემიათ
-იმედი გქონდეს
-საბა შენ მაინც მიპასუხე შეკითხვაზე
-გული შეგტკივა ნიკაზე? ეგ რომ მცოდნოდა ხელს არ შეგიშლიდით
-მოიშორე ეგ ირონია და ისე მესაუბრე
-ჩემთვის ყავაც არ შემოგითავაზებია გასაუბრებაზე და ამისთვის გაგიშლია სუფრა
-ბავშვივით იქცევი
-სამაგიეროდ ნიკა არ იქცევა ბავშვივით და შეგიძლია მას ესაუბრო
-რომ არ გაგექციათ ვესაუბრებოდი
- წარმოდგენაც არ მინდა როგორი საუბრები გექნებოდათ თქვენს შორის მანძილს თუ გავითვალისწინებთ აშკარად საინტერესო თემაზე საუბრობდით
-სამწუხაროა რომ ვიღაცეების გამო საუბარი ვერ გავგრძელეთ
-მირა ჩემი მწყობრიდან გამოყვანას ნუ ცდილობ, ისედაც ტვინში სისიხლი ჩამექცა შენს გვერდით რომ დავინახე, რომ შეგხებოდა ყველა ძვალს სათითაოდ დავამტვრევდი.
-საკმარისია, ვინ ხარ რომ ჩემს დას ასე ესაუბრები? მადლობელი ვარ რომ დაეხმარე მაგრამ ზღვარ ნუ გადახვალ. წავედით მირა ნელი გველოდება- დაა ხელს მკიდებს და მივყავარ
-იმედია ნელის არაფერ ეტყვი თორემ დაცვას ამიყვანს
- ეგ მართალია-ამბობს და იცინის
-დათა საბასთან უხეშად გამოგივიდა
-არაუშავს ძლიერი გული აქვს გადაიტანს როგორმე
-მაინც ცუდად გამოგივიდა
- შენ ჩემი და ხარ და არავის მივცემ უფლებას ცუდად გესაუბროს ჩემი თანდასწრების თუნდაც ეს ჩემი ბეგობარი საბა იყოს
-დათა ახლახანს რა თქვი
-რა ვთქვი?
-რას ნიშნავს თუნდაც შენი მეგობარი საბა იყოს?
-მირა არ გაბრაზდე რა-მანქანას აჩერებს დათა
- შენ და საბა მეგობრები ხართ?

*****************
საგიბრუნდით ახალი თავით, იმედი მაქვს მოგეწონებათ. ველი თქვენს შეფასებებს
<3 სიყვარულთ ევაკო <3



№1 სტუმარი სტუმარი ანნა

ალბათ უკვე იცი რომ ახალ თავს ველოდები ❤️ დიდხანს ნუ მალოდინებ თორე დავიტანჯე ყოველ ნახევარსაათში შემოწმებით დაიდო თუ არა ახალი თავი ❤️ მადლობა სასიამოვნო დღისთვის ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი Lika

გიჟმაჟუნა ხარ რა. რა ოყო გოგო ეს. “ ძალიან გემრიელი ხარ” მომეწონაა. ველი ახალ თავს

 


№3  offline წევრი ეველინა

სტუმარი ანნა
ალბათ უკვე იცი რომ ახალ თავს ველოდები ❤️ დიდხანს ნუ მალოდინებ თორე დავიტანჯე ყოველ ნახევარსაათში შემოწმებით დაიდო თუ არა ახალი თავი ❤️ მადლობა სასიამოვნო დღისთვის ❤️

მიხარია რომ მოგეწონა და მადლობა ერთგული მკითხველი რომ ხარ <3 ვეცდები მალე ავტვირთო შემდეგი თავი <3

სტუმარი Lika
გიჟმაჟუნა ხარ რა. რა ოყო გოგო ეს. “ ძალიან გემრიელი ხარ” მომეწონაა. ველი ახალ თავს

მიხარიაა რომ მოგეწონა <3 მალე იქნება ახალი თავიც <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent