შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

IL NOSTRO MONDO (სრულად)


6-04-2024, 10:41
ავტორი LEMESG
ნანახია 8 396

il nostro mondo
                                 (იტალიურად)
                                ჩვენი სამყარო
პროლოგი                                  
,, ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?
მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი”
და მართლაც რამდენს ინახავს ეს გულის სისხლით გაჯერებული,უკვდავი მოჩუხჩუხე უსულო არსება.
და მაინც,რამდენ სულს იტევს იგი,რამდენ ადამიანს,რამდენ ისტორიას.
რამხელა სიყვარულისა და სიძულვილის შემსწრე გამხდარა.
რამდენი მკვლელობისა და ქორწინების თანამონაწილე ყოფილა.
რამდენჯერ ყოფილა საფლავი ან კიდევ სილამაზედ აღქმული ქმნილება.
თავად თბილისი… მისი სამუდამო,ერთადერთი მეგობარი,ჭირისა და ლხინის გამზიარებელი.
ერთად რომ მიუყვებიან სამუდამო სიცოცხლის გზას, მდუმარებით.
,,ან შენ ასეთი რა ხარ,
ანდა მას, ვინც შენა გნატრობს, -
რა დაემართა?!
არ იოცნებო - არა მგონია -
მტკვარზე, ვერაზე…
და რუსთაველზე’’
მართლაც,რამდენს ელოდებიან ჯერ კიდევ.
რამდენმა უნდა იგემოს თბილისის ქუჩებში დაწყებული,მტკვრის ნაპირებზე ამოწვერილი მთვარის ნათებით გაჟღენთილი, სიყვარულის ტკბილ-მწარე ნაყოფი.
სიყვარული თბილისში სხვაგვარია,ისეთი მშვენიერი,აღმატებული. თითქოს სხვაგვარ ხიბლს სძენს მთაწმინდის სიკაშკაშე,სამების დიდებულება, ისტორიული რუსთაველი.
და თუ ადამიანს ეს გააზრებული აქვს,შეუსისლხორცებია აზრი,რომ მაშინ იპოვის ,,მას”,როცა თბილისის დიდებულებას იხილავს?
მაშინ ორმაგად კაშკაშა და აღმატებულია თბილისიცა და მთვარის სხივებზე მოლივლივე მტკვარი უკვდავი.

***
დედაქალაქი ელოდა. სასწაულის მოლოდინში აბიჯებდა იქ,სადაც თავის სამყაროს იპოვიდა,სჯეროდა.
***
-როდის ჩამოხვედი?
-სულ რაღაც 2 საათია მაშუნა,ვლაგდები ჯერ,გავაცილებ ჩემებს და გამო მერე რა
-აბა რას ვიზამ,შენ თბილისში ჩამოსვლა გეღირსა და მე სახლში გამჩერებელი ვარ?
-გელოდები!

მარტივი არ იყო ახალ გარემოსთან შეგუება,უზარმაზარი ქალაქის ათვისება სასწავლებლად ჩამოსული ხალხისთვის. მით უმეტეს თუ თამარასნაირი ხიფათისმოყვარული გახლდათ ეს ადამიანები.
როგორც იქნა ეღირსა თამარას სანუკვარ ადგილას ცხოვრება და ეღირსათ ერთ ქალაქში ყოფნა დაშორებულ მეგობრებსაც. ღიმილით გახედა აივნიდან დანახულ ჩამქვრალ ანძას და თავი ღიმილით გააქნია,გული ერთხელ შეხტა,გრძნობდა მისი ისტორიის წერა იმ მომენტში იწყებოდა.
***
-შენს თავს გეფიცები,ამ დღეზე ვოცნებობდი,ამოვწურე გურიაში ჩემი თავი,დიდი ქალაქი,ახალი გატაცებები,ისტორიები,თავგადასავლები!ვგიჟდები!-აჟიტირებას ვერ მალავდა ჩხაიძე
-ოხ თამარა,ისე საუბრობ,მართლა მგონია,რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დატრიალდება შენს ცხოვრებაში
-გეუბნები,გული მიგრძნობს.-ღიმილით დაასრულა სათქმელი და ორი ყავის ჭიქა მოათავსა მაგიდაზე,მზესუმზირასა და შოკოლადებთან ერთად
-ღმერთო რამდენი დამიგროვდა მოსაყოლიი,შენ ვერ წარმოიდგენ რამდენად მაგარი ზაფხული იყო,მოუხედავად გამოცდებისა
-მიდი დაიწყე აბა!

კომფორტულად მოკალათდნენ და მთელი ზაფხულის განხილვა დაიწყეს. საღამოს თამარას მამა და ბიძაც დაბრუნდნენ სახლში და მაშო დააბრუნეს თავის სახლში,რადგან საათი ორის წუთებს უჩვენებდა.
***
ღიმილით ათვალიერებდა გარემოს და უსმენდა მამას,რომელიც ქუჩებსა და ტრანსპორტს ასწავლიდა.
განგებ წავიდნენ ავტობუსით უნივერსიტეტთან,რომ კარგად შეესწავლა უმცროს ჩხაიცეს მარშრუტი.
ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან ილიას უნივერსიტეტის კარი რომ შეაღო,აქამდეც იყო აქ ნამყოფი,მაგრამ პირველად მივიდა,როგორც სტუდენტი და მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.
ფორმალური მხარე მოაგვარეს მამა-შვილმა და შენობის დათვალიერების შემდეგ სახლში დაბრუნდნენ.
-არ შევმცდარვარ,კარგი ვქენი ეს უნივერსიტეტი რომ ავირჩია-ღიმილით გახედა გვერდით მიმავალ მამას,რომლის თვალებში ბედნიერებისა და სიამაყის ნაპერწ....ბი დაინახა,სიტყვებითა და ქცევებით არასდროს გამოხატავდა არ იყო თბილი მამა,მაგრამ ყოველთვისხვდებოდა თამარი თავისკენ მიმართულ სიამაყის მზერის მნიშვნელობას.
-მიხარია რომ მოგწონს,ახლა უკვე გარემო მეც მომეწონა,მთავარია სწავლა მამა,უნდა მოინდომო. გაიხსენე სულ რას გეუბნები,თუ არ ისწავლი ჩაგძირავს ეს ცხოვრება,რადგან მის მეტი სხვა კოზირი არ გაქვს ხელთ.
-ხომ იცი,მეც რომ მინდა ვიყო წარმატებული ქალი და თავს არ დავზოგავ მაგისთვის
-მჯერა,შენი იმედი მაქვს,ხომ იცი?!
ხვალაც წამოგყვები და ზეგ დავბრუნდები სოფელში,შენი დები არ წყვეტენ რეკვას,შენზე მეტად უხარიათ მგონი
-დაბრუნდით,თითქმის დავიმახსოვრე ყველაფერი,თუ რამე და დავიკარგე Google map არსებობს.-ჩაიკისკისა გოგომ და მამის ღიმილიდან მზერა მანქანებზე გადაიტანა.

არ ჰქონდათ მარტივი ცხოვრება,ყველას აქვს ცხოვრებისეული პრობლება,მაგრამ თამარას დაღი დაასვა წარსულმა.
ჩხაიძე 11 წლის იყო დედა რომ გარდაეცვალა და მთელი სიმწარე მას დააწვა მხრებზე,პატარა დები,დაქვრივებული მამა,შვილმკვდარი ბებია და განადგურებული ბიძა. 11 წლის ბავშვს ყველაზე მყარად სთხოვდნენ დგომას,დიდი ადამიანივით ავალევდნენ ბავშვებისთვის მიხედვას და მათი ტკივილის შემსუბუქებას.
სწორედ მაშინ მოუწია გაზრდა.
ნაადრევად გაიზარდეო კი ეუბნებოდა ბებო,რომელიც თავის გარდაცვლილ შვილს და ცხოვრების გაგრძელების ერთ-ერთ სურვილს ხედავდა თამარაში. მეორე და მესამე სურვილი თამარას პატარა დები იყვნენ.
უფროსი შვილი იყო და ასეთ სიტუაციაში განსაკუთრებულად ბევრს მოითხოვდნენ მისგან,იდეალურობასთან მიახლოებული უნდოდათ რომ ყოფილიყო.
სულ იღიმოდა,ხუმრობდა,ხალისიანი ადამიანი გახდა,მაგრამ ჯერ ვერავინ შეძლო სიცილისგან აწყლიანებული თვალების უკან დამალული ტკივილის გამოააშკარავება.
აქ თირქოს ახალი საწყისი იწყებოდა მის ცხოვრებაში,ზედმეტი პაუხისმგებლობებისა და მოვალეობების გარეშე.
მხოლოდ ის და თბილისი.
ღიმილით მიუყვებოდა ქუჩას და სიხარულს გრძნობდა შიშის ექსტრაქტით. 'ყველაფერი მოგვარდება,ყველაფერი კარგად იქნება,შენ შეგიძლია თათა' ჩასჩურჩულებდა დედა ყურში.
***
ერთი თვის შემდეგ თავისუფლად დაიარებოდა ქალაქის ქუჩებში,აღარ ეშინოდა დაკარგვის და აღარც Google map სჭირდებოდა.
უნივერსიტეტში ატარებდა ნახევარ დღეს,არცერთ ლექციას არ აცდენდა და გადაღლილობის მიუხედავად მაინც ბედნიერად გრძნობდა თავს.
არავის და არაფერს აქცევდა ხოლმე ყურადღებას,მთლიანად ლექტორზე და კონსპექტებზე იყო კონცენტრირებული,ეცინებდა ხოლმე
.ვერასროს წარმოიდგენდა საკუთარ თავს ასე,გართობის და დასვენების მოყვღული ჩხაიძე მთელი ძალისხმევით შორმობდა. პირველ რიგში სტიპენდია იყო მისი მიზანი.
-არ მაიმტერესებს ახლა,გამოდი ცოტა ხნით დავსხდეთ სადმე-ბოლო ლექციიდან გამოვიდა და გადაღლილი ძლივს მიაბიჯებდა.მაშო კიდევ არ ასვენებდა არსად ყოფილხარ ერთი თვეა ჩამოხვედიო.გარეთ ჩამოღამდა,აი წვიმას რომ აპირებდა უცებ,უცნაურად ბნელდება,ახლა ცხელ ჩაის,საწოლსა და ფილმს არაფერი ერჩივნა.
-კაი რა,წამოდი ჩემთან,დარჩი დღეს,პარასკევია ისედაც და ვუყუროთ რამეს,იცი როგორ დავიღალე?
-მეც დავიღალე, მაგრამ თან რომ მშია?!
-წამოდი,ვიყიდი რაღაცებს და პიცას გამოვაცხობ
-კაი ხო დამითანხმე,მეტროში ჩავდივარ ახლა,ნახევარ საათში შენთან ვარ
-ოქეი

ღიმილით მოთავსდა ავტობუსში,გაუკვირდა ცარიელი ადგილი რომ დაინახა და მაშინვე დაჯდა,ფეხზე არავინ იდგა,ამიტომ ნასიამოვნებმა მიადო თავი ფანჯარას და მასზე ჩამოსულ წვეთებს ხელი მიაყოლა.
შემდეგ გაჩერებაზე ორსული ქალი ამივიდა,დიდი მუცლით და პატარა პიჭუნასთვის ჩაკიდებული ხელით.
ამრეზით ასწია ტუჩის კუთხე არავინ რომ არ დაუთმო ადგილი,კულტურული სიტყვებიც არ დაუშურებია,ოღონდ ხმადაბლა
-ქალბატონო,აქ დაბრძანდით -მადლიერი თვალებით გამოხედა ქალმა და ადგილი დაიკავა
-მადლობა,ესეიგი ადამიანობა ყველას არ დაუკარგავს-ღიმილს ვერ იშორებდა ქალი,მისმა სიტყვები კი თამარის გულს სასიამოვნოდ მოელამუნა და გაიღიმა.
ავტობუსიდან ჩამოსული იქვე,მაღაზიაში შევიდა.
საჭირო პროდუქტთან ერთად სასუსნავებიც ბლომად ჩაყარა კალათში. თან გაიფიქრა დიეტა უნდა დავიწყო ორშაბათიდანო.
ორი დიდი პარკით შევიდა ლიფტში,5-ს მიაჭირა თითი და გული კინაღამ შეუღონდა რამდენიმე წუთით რომ გაჩერდა,აქ დავამთავრე სიცოცხლეო გაიფიქრა,მაგრამ მისდა ბედად ამუშავდა ისევ.
ღიმილით შეატარა კართან ატუზული მეგობარი სახლში და პარკები სამზარეულოში დაალაგა.
-დიდი ხნია მოხვედი?
-5 წუთია-თავისუფლად შევიდა მეგობრის ოთახში და დაქალის კომფორტული ტანსაცმელი მოირგო,შემდეგ სამზარეულოში შევიდა და ანიშნა მე ამოვალაგებ შენ გამოიცვალეო.
10 წუთში მაგიდის გარშემო ისხდნენ და დღევანდელ ამბებს ცვლიდნენ. მაშო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა,ხელოვანი გახლდათ ჩვენი მაშუნა.
-ლუკამ როგორ დაგთმო?-გაეღიმა მაშოს შეყვარებულის გახსენებაზე
-არ ეცალა დღეს
-ანუ,ვის ყავსო დაკავებული სიძეო,ვისაო
-ნუ ხარ შენ მასხარა და მიხედე მაგ პიცას.
-აუ კიდე კაი ცომი მქონდა მაცივარში,თორე შენი პირიდან რა ამოვიდოდა
-აბა რომ დამპირდი რა გეგონა
-მიდი,მიდი ეგ ძეხვი დაჭერი შენ.

პიცა რომ გამოაცხვეს,თამარამ სასუსნავები ჯამებში გაანაწილა,წვენის ჭიქები მაგიდაზე მოათავსა და ღიმილით გაიხედა ფანჯრიდან,სადაც მსხვილი წვიმის წვეთები ცვიოდა.
-აუ მოდი რა დღეს რომანტიკის ხასიათზე ვარ და ნოუთბუქს ვუყუროთ
-აუ რამდენი ხანია არ მიყურებია
-კი ვიცი ზეპირად და მომბეზრდა კიდეც,მაგრამ დღეს გაასწორებს
-ოკიიი-დაეთანხმა მეგობარს და ოთახი ჩამოაბნელა.
ცოტახანში სრულიად შეიცვალა გარემო. თამარი იჯდა და მის მუხლებზე თავჩამოდებულ მაშოს თმებზე ეფერებოდა.
-რა გჭირს?დღეს რაღაც ვერ ხარ ხო?
-ხო თამარა,არ ვიცი რა მჭირს. აი ხომ იცი რა ტიპი ვარ,ამის აღიარებაც მაცოფებს,მაგრამ მგონი სულელურად ვეჭვიანობ
-მერე,რას გრძნობ მომიყევი
-მგონია,რომ დავმთავრდებით,ყველაფერი შეიცვლება. უნივერსიტეტი,ახალი ხალხი,მეგობრები,მე იქ არ ვარ,მგონია რომ მოვბეზრდები.
-გეშინია?
-მეშინია,საბაბი მართლა არ მოუციაა,კომუნიკაბელურია და ადვილად უახლოვდება ახალ ადამიანებს, მეშინია არ დამივიწყოს.
-იცი რა მგონია?თითქოს თავს იდანაშაულებ ეს გრძნობა რომ გაქვს,შეეშვი საკუთარი თავის გაკიცხვას რა!შეყვარებული ქალი ხარ,რომელიც ზოგჯერ ეჭვიანობს,ნერვიულობს და შიშს გრძნობს,ბუნებრივი მოვლენაა.
სულ მაგარი,უპრობლემო გოგო ვერ იქნები,საზღვრებიც უნდა დააწესო,უნდა უთხრა,დაელაპარაკო,გააგებინო,რომ განიცდი და მხოლოდ შენი გინდა იყოს. თან ხომ იცი ლუკა როგორი ტიპია,ეგრევე გაგიგებს და შეეცდება გაგიწიოს ანგარიში.
-ვერ მოვთხოვ
-რას თხოვ?უბრალოდ ეუბნები შენს გრძნობებს და ის უფრო დაგეხმარება გააზრებაში და დაგამშვიდებს კიდეც-თვალის ჩაკვრით და ღიმილით დაასრულა ლაპარაკი,მაშომ აწყლიანებული თვალებით გაუღიმა და კომფორტულად მოეწყო მეგობრის მუხლებზე.
-ისე წვიმს,გულზე მოგელამუნება პირდაპირ,მიყვარსს!-ღიმილით გაიჭყიტა ფარდებს შუა და სიგარეტს მოუკიდა,თან ფანჯარა ოდნავ გამოაღო
-ღმერთო რა დეპრესიულები ვჩანვართ!
-შენ?მე?დეპრესიულები?უჰ!-ღიმილით ჩაიქნია ხელი, ფილტვებში ჩაუშვა ნიკოტინი და სიამოვნებისგან გააკანკალა.
***
ახალი წლის ოჯახთან გატარება ვერ შეძლო. რიკოთი დიდთოვლობის გამო ჩაიკეტა,ამიტომ დარჩა დედაქალაქში და ახალი წლის საღამოს მარტო გასატარებლად მოემზადა.
საღამოს 10 საათი იყო,მაშომ რომ დაურეკა. მთელი დღე ერთად გაატარეს,მაღაზიებში იბოდიალეს და გაუკვირდა მეგობრის ზარი.
-უკვე მოგენატრე??
-ანუუუ,რას აკეთებ სახლში მთელი საღამო?დარწმუნებული ხარ,რომ გაგაჩერებ ეგრე ან დაგტოვებ სახლში ამ ღამით?
-აუ ყინავს გოგო,არ მითხრა ახლა სადმე გავიდეთო,თორემ თავს მოგაჭამ
-მადლობა ჩემო კარგო,როგორი ნაზი მყავხარ
-ხო ვიცი!
-ისიც იცი,რომ სახლში შევხვდები ახალწელს და მერე გავდივართ?
წუწუნი არ გამაგონო,ნუ ხვნეში,არ გაგივა. ლუკას ძმაკაცს აქვს სახლში წვეულება,მაგარი პონტია,ვაფშე დაივიწყე თავქარიანი თამარა?გაერთე ცოტა რა. ხოდა გამოაღე ახლა გარდერობი და შეარჩიე რამე სიძერსკე,სექსუალური,მიჭრილ-მოჭრილი,მონაზონივით არ გამოეწყო და მოგაკითხავთ,პირველის ნახევარზე შენთან ვართ
-ნუ ხარ მასეთი აჟიტირებული-მაშო მიხვდა,რომ მოიგო და ჩაიკისკისა
-მიხედე საქმეს,გაკოცე!

უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა და დივანზე გადაწვა. როგორ ეზარებოდა ახლა მისი კომფორტული ტანსაცმლის დათმობა და სადღაც წვეულებაზე გაყინვა,დალევაც კი ეზარებოდა,მაგრამ ვერ აწყენინა მეგობარს. თან მის რაღაც ნაწილს მაინც არ სურდა ახალ წელს,მარტო,ეულად შეხვედროდა.
მაშინვე შევარდა სააბაზანოში,სადაც ერთი საათი ნებივრობდა. ტელეფონს რომ დახედა საათი თორმეტის ნახევარს აჩვენებდა,გაეღიმა და მართლაც თავით შეძვრა კარადაში.
ფიქრობდა რა ჩაეცვა,ამ მხრივ ტიპიური გოგო იყო,ყოველდღიურად დადიოდა აჩაჩულ-დაჩაჩული,მაგრამ სადმე წასვლისას ორი საათით ადრე ემზადებოდა.
ვერაფერი რომ ვერ იპოვა ნახევარ საათში ისევ თმის გაშრობასა და დასწორებას მიჰყო ხელი.
ჩამოისვა თუ არა ხელი სრიალა თმაზე გაისმა კიდეც ფოიერვერკების ხმა. ჯერ თორმეტი არ იყო,მაგრამ ადრე დაეწყო აღნიშვნა დედაქალაქს.
საბოლოოდ მოირგო ძლივს არჩეული ტანსაცმელი და თითის აწევით ანიშნა საკუთარ თავს სარკეში,მომწონსო.
საშუალო სიგრძის,მუხლებს ოდნავ ზევით,ყელიანი,გრძელმკლავიანი შავი კაბა ეცვა. ღიმილით მიულოცა ახალი წელი საკუთარ თავს და მუხლამდე ჩექმაც ამოიცვა.
მსუბუქი მაკიაჟიც არ დავიწყებია.
წითლად შეღებილი ტუჩები ერთმანეთს გაუსვა და კოცნა გაუგზავნა საკუთარ თავს სარკეში. ზოგჯერ წაინარცისებს ხოლმე.
შავი,ლამაზი ქუდი მოირგო თავზე, შედარებით გრძელ პალტოს ხელი დაავლო და მისაღებში გავიდა.
საათი 00:18 უჩვენებდა,ყველაფერი შეამოწმა და შემოვიდა კიდეც მაშოს ზარი,მოვედითო.
სახლი ჩაკეტა და ღიმილით გამოიძახა ლიფტი.
მანქანაზე მიყრდნობილი ლუკა ღიმილით უმზერდა შეყვარებულის დაქალს,ფანჯრიდან კი მაშო უქნევდა ხელს.
-ვაუუ,რა ლამაზი ბრძანდებით ქალბატონო!
-ნუ გამაწითლებ ახლა.-ღიმილით გადაკოცნა ლუკა და მის მიერ გამოღებულ კარს ღიმილით გახედა.
-ანუ,ვინ ხარ ეს შოკი,პიკი,პანიკა
-მადლობა მაშუნა,შენ არ მოგტაცონ ლუკიას,თვარა დახოცავს ყველას
-შენ მე ნუ მახელებ,შენ არ მოგიტაცოს ვინმემ,დაყიალებ მარტოხელა-სარკიდან გახედა და თვალი ჩაუკრა ლუკამ და თამ მის ძალით დაყენებულ გურულ კილოზე იცინოდა
-ოჰ,გამკვიდა სიტყვაში,სად მცალია ერთი შეყვარებულისთვის?
-რა მიცლა უნდა?!
-დაიკიდეთ რა,სად მივდივართ?
-ქალაქგარეთ უნდა გავიდეთ
-ვააათ,ამ ღამე?
-კარგი გოგო,ჭკვიანად ატარებს ჩემი ბიჭი ხომ იცი-ლოყაზე მოეფერა მაშო შეყვარებულს,ლუკამ კი ხელზე აკოცა
-სტოპ,სტოპ,ნუ მომიშლით ახლა ნევებს,მარტოხელა ქალი გიზივართ აქ!

ასე სიცილ-კისკისით მივიდნენ დანიშნულების ადგილას. უამრავი მანქანა და ერთმანეთში არეული ახალგაზრდობა არაესთეტიკურ გარემოს ქმნიდა.
სახლი სავსე იყო მთვრალი,მოცეკვავე ხალხით.
ძლივს გაიკვლიეს გზა მთვარი ოთახისკენ და ლეკვებივით გაჰყვნენ წინ მიმავალ ლუკას.
-წამო ჩემს მეგობრებს გაგაცნობ თამარა,მაშო კი იცნობს აბა-ზედმეტად ხმამაღლაც კი საუბრუბდა,მუსიკის ხმა რომ გადაეფარა.
ერთი ლამაზთვალება მაღალი ბიჭი და ორი ლამაზი გოგონა იდგნენ კიბის დასაწყისში.
ერთი გოგო და ბიჭი რაღაცაზე კამათობდა,მეორე გოგო თვალებს ატრიალებდა მათი შემხედვარე
-გამარჯობა ხალხო
-ოჰ ლუკინიო მოსულაა-გადაკოცნა მოკამათე გოგონამ და შემდეგ მაშოს გადაეხვია
-ბავშვებო,გაიცანით თამარა,ჩემი მეგობარი და მაშოს უახლოესი დაქალი. თამრო ესენი ჩემი მეგობრები არიან,სახლის პატრონი ბატონი ნიკო ავალიანი მისი შეყვარებული და ჩემი ბავშვობის მეგობარი მეგი ხურციძე და ეს ჩვენი ულამაზესი,უნაზესი სალომე ჭავჭავაძე.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა!
-ჩემთვისაც,იმედი მაქვს უკეთესად გავიცნობთ-ღიმილით ჩამოართვა ხელი მეგიმ,სალომემ უბრალოდ გაუღიმა,ხოლო ნიკომ გადაკოცნა.
-ძლივს ვეღირსეთ შენს გაცნობას ტო,მაშო სულ შენ გახსენებს ხოლმე
-ხო მაშუნა?მაინც რაო,რას ამბობს?-ვითომ დაინტერესდა თამარა და თვალებაციმციმებულმა მოავლო თვალი საზოგადოებას
-ყველაფერს კარგს!-თვილად გაუღიმა სალომემ და მიხვდა მართლაც ძალიან ნაზ და სათნო ადამიანთან რომ ჰქონდა საქმე.
ცოტახანში იმდენად გაერთნენ საუბარში,რომ არც ერთს გახსენებია თამარა. მაშო ეჭორავებოდა გარშემო მყოფ ხალხზე,ხან ვის ანახებდა და ხან ვის. შემდეგ ისიც შეყვარებულისკენ მიბრუნდა და დაქალს ანიშნა აქეთ მოდიო.
ზედმეტად გრძნობდა თავს,არც ჰქონია იმედი,რომ ასე ადვილად გაეხსნებოდნენ ან შეუშვებდნენ მათ წრეში,მაგრამ მაინც დასწყდა გული.
-მაშ,გავალ ჰაერზე,ძაან ჩაიხუთა აქ,მოვწიო უნდა თან
-წამოვალ
-გაგიჟდი?დააყენე რა,იყავი ლუკასთან,მართლა კიარ მომიტაცებენ-სიცილით ჩაუკრა თვალი
-კაი,ყურადღებით იყავი ტელეფონთან და არ გინდა ეზოში,ადი მეორე სართულზე და პირდაპირ არის ღია აივანი,იქ უკეთესია-თვალი ჩაუკრა და მზერით ააცილა კიბეებზე მეგობარი.
-სად წავიდა?-მაშინვე შეამჩნია ლუკამ მეგობრის გაუჩინარება,მიიქცია კიდეც დანარჩენების ყურადღება
-მოსაწევად გავიდა-ლოყაზე აკოცა ლუკას და საუბარი გააგრძელა.
თამარა ფრთხილი ნაბიჯებით ავიდა მეორე სართულზე და გახარებული მოთავსდა აივანზე არსებულ სარწეველა სკამში,რომელიც ორი ადამიანისთვის იყო განკუთვნილი,თავისუფლად გაიშხლართა და ნასიამოვნებმა ამოაძვრინა პარლამენტის ერთი ღერი.
ხუთი წუთი არ იყო გასული უკანმოიხედავათ რომ შემოვარდა შავებში ჩაცმული მაღალი სილუეტი და მუშტები აგრესიულად დაარტყა აივნის მოაჯირს,თან კარგადაც შეიკურთხა.
-ისევ შენს თავს ვნებ.ამითაც,მაგრამ ეს ჯობია,ფსიქოლოგიურად თუ დააჯერებ შენს თავს,უეჭველი გიშველის.-ამოილაპარაკა ჩხაიძემ ჩუმად და მისკენ შემობრუნებულ სილუეტს სიგარეტის შეკვრა გადაუგდო.
-ეს რომ არ არსებობდეს...ნეტავ მართლა შველოდეს-ამოიღრინა ბიჭმა და ინტერესით დააკვირდა ბნელში კომფორტულად მჯდარ სილუეტს. თან ერთი ღერი ტუჩებს შორის მოიქცია და ჯიბეში ქექვა დაიწყო.
-აიღე-მაგიდაზე სანთებელა დაუდო თამარამ,ბიჭმა აიღო და მოუკიდა,შემდეგ ნეტარებით გამოუშვა ბოლი. თამარას პირდაპირ,დივანზე მოთავსდა და თავი უკან გადააგდო.
-აქ რა გინდა,ფხიზელს,ჭკუაზე მყოფს?-თავი არც წამოუწევია ისე მიმართა თამარს
-იგივე შემიძლია გკითხო!
-პირველად გხედავ,მე კიდევ ჩემი მეგობრის სახლში ვარ და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა-სიგარეტიანი ხელი ინტერესით გაიშვირა ტუჩჩატეხილი გოგოსკენ და ტუჩებიდან ბოლი გამოაძვრინა
-ახალი წლის მარტო გატარება არ მინდოდა ,მეგობრებმა წამომიყვანეს. ზედმეტად ვიგრძენი თავი და აქ ამოვედი.-საერთოდ ვერ მიხვდა რატომ ჩაუკაკლა ყველაფერი უცნობს-ცუდათ ხარ?იცი,სამეგობროში მე მაქვს ფსიქოლოგის როლი,შემიძლია მოგისმინო
-მხოლოდ იმიტომ რომ უცხო ხარ, 0.001%-ია იმის შანსი რომ კიდევ გნახავ,ამიტომ ჯანდაბას...-თავი წამოსწია და სიგარეტის ნამწვავი საფერფლეში ჩააქრო,იდაყვით მუხლებს დაეყრდნო წინ გადაწეული და ინტერესით დააკვირდა ,,ფსიქოლოგს"-ერთ-ერთ საუკეთესო მეგობარს,თინეიჯერობის მეგობარს,საუკეთესო მოგონებას ვუყვარვარ,არა როგორც მეგობარი,არამედ როგორც ქალს უყვარს კაცი.
-რთული სიტუაციაა,ნუ ჩერდები,მომიყევი,შენს გრძნობებზე მიამბე-ბიჭს გაეცინა
-მართლა ფსიქოლოგი ხარ?თუ მასე რა პონტში საუბრობ?
-ჩათვლე,რომ ვარ.
-ერთი კვირის წინ მითხრა,მეგონა მეხუმრებოდა,მაგრამ არა! ჯანდაბა,ყველაფერი შეიცვალა. ვფიქრობ,მე მივეცი საბაბი?რამე ისეთი გავაკეთე,რომ თავი შევაყვარე? პრინცესასავით,ფერიასავით ვეპყრობოდით ყველა,მისმა სიტყვებმა კი ყველანაირი გრძნობა,შთაბეჭდილება წაშალეს. ჩემს თვალში შეიცვალა,აღარ არის ის რაც აქამდე. სამუდამოდ დავკარგე იმიტომ,რომ ვერ შევძლებ შევიყვარო,ვერასდროს.
-ხდება ისე,რომ გულნატკენი რომ ხარ ვერ იაზრებ რეალურ გრძნობებს. იქნებ ჯობია დამშვიდდე,განმარტოვდე და ჩამოყალიბდე. იქნებ გიყვარს და არ გინდა აღიარება. ხდება ხოლმე ასეც,საერთოდ არ არის დასაძრახი მდგომარეობა. ფრთხილად იყავი ცხოვრების სიყვარულს არ კარგავდე და ბოლოს მწარედ არ ინანო!
-ყველაზე ძვირფასს გეფიცები ამ დროში გავიაზრე. ვიცი,რომ ის არასდროს გახდება ჩემთვის ქალი,ყოველთვის მეგობარი იქნება.
მაგრამ შეიძლება ეგეც არ მოისურვოს.
-დაელაპარაკე?-მეორე ღერსაც მოუკიდა ბიჭმა,თამარამაც მას მიბაძა
-დაველაპარაკე. თუ გიყვარვარ მითხარი,თუ არა და დავასრულოთ ყველაფერიო, ვეღარ ვიმეგობრებთ როგორც აქამდეო. სასუწარკვეთილია მაგრამ ასე სჯობს ალბათ. რას ფიქრობ?
-არვიცი,არ ვიცნობ და არ ვიცი მისი აზრები. ვფიქრობ,არ უნდა დააძალო,თუ შენ ასე მკაცრად გადაწყვიტე მიჰყევი გზას,იქნებ რაიმე შეიცვალოს,თუ არადა ნუ მიუახლოვდები,არ ითამაშო მისი გრძნობებით,დისტანცია შეინარჩნე.
დანარჩენი ჩამოყალიბდება,თავად გადაწყვეტს. ერთს გეტყვი და როგორც გინდა ისე გაიგე:
,, ხენი კვდებიან, როს ჰყვავიან ახალშენები,
როცა სხივები ენძელების მოსვლას ელიან”
-მაშინ,წლების წინ,ნეტავ ჩემზე წერდა შექსპირი მე-12 სონეტას?-საოცრად გაკვირვებული უმზერდა გოგო მის წინ მჯდარ ახალგაზრდა მამაკაცს,რომელიც იღიმოდა,რადგან გააკვირვა თამარა.
-შექსპირი იცი?-იღიმოდა ჩხაიძე
-შექსპირიც,გალაკტიონიც,რუსთაველიც,
ვაჟაც,ასათიანიც,ტიციანიც…ბევრი ვიცი. გაგაკვირვე?
-ცოტათი-იღიმოდა ბიჭი-შენც ხომ არ წერ?
-არა,არ მწვევია ჯერ ის უდიდესი,წერა რომ დავიწყო-გულზე მიიდო ხელი ბიჭმა და კიდევ ერთხელ გაუღიმა გოგოს.-მაგრამ რომც მეწვიოს,ვერ გავუტოლდები მათ,სხვა შემთხვევაში კი არც მიღირს…
სიჩუმე ჩამოწვა,არცერთი იღებდა ხმას. თამარა უცნობს უმზერდა და ცდილობდა მისი ნაკვთები გაერჩია სიბნელეში. მაინც აღიქვა მთლიანი სახე და კარგად დაიმახსოვრა.
ბიჭი აკვირდებოდა და უკვე დამშვიდებული,ინტერესიანი მზერით, ტუჩჩატეხილი უცქერდა.
-ლამაზია!-სანთებელაზე ანიშნა ბიჭმა.
-ვიცი,საზღვარგარეთ ვიყიდე,ძალიან მიყვარს,კარგ მოგონებებთან ასოცირდება.-ფეხზე წამოდგა ბიჭი,მიუახლოვდა და ლოყაზე აკოცა
-მადლობა ,,ფსიქოლოგო",თუ შევხვდით ოდესმე იცოდე ვალში ვარ-თამარამ გაუღიმა და სანთებელა მიაწოდა
-ვალი გაორმაგდა,სამახსოვროდ ჩემგან-ბიჭმა სიცილითა და თავისქნევით გამოართვა გოგონას ნივთი,თავი ჩახარა და კარგად დააკვირდა. თვალი ჩაუკრა,გაუღიმა და აივანი დატოვა.
არც უფიქრია იმ მომენტზე,არც ბიჭზე.
ღიმილით მივიდა მეგობართან
-სად გაგვექეცი ლამაზო?-მეგი ჩაუდგა შუაში დაქალებს. სხვა აღარავინ აღარ იყო იქ.
-მარტო ხართ?
-ხო,სალომე ნიკომ წაიყვანა სახლში.
დანარჩენები გარეთ არიან. წამოდი ერთი გაგიცნო კარგად.-ხელკავით გაიყვანა გოგონები მეგიმ სამზარეულოში.მაშო და ხურციძე მაგიდასთან მოთავსდნენ,თამარი კარადას მიეყრდნო.
-რა კარგი ტიპი ხარ შენ-ღიმილი ვერ შეიკავა თამარამ მეგის მომღიმარ სახეზე
-მოიცა გოგონი,შენ ჯერ სად ხარ,ცოტა უკეთ გამიცანი და მერე ნახე-ამოიკისკისა ქალბატონმა
-ანუუ,რაღაცით ვგავართ ჩვენ სამი,მაგრამ მეგი ჩვენზე პოზიტიურია-დაასკვნა მაშომ და დაქალს თვალი ჩაუკრა
-აბა რა მესერიოზულება ამ 19 წლის ბავშვს
-ბავშვი ის არის,შენ არა-მაშომ ანიშნა დაქალზე-სულ რაღაც ორი კვირის წინ 17 წლის იყო
-ვაიმეე,პატალაა-ლოყები დაუწელა მეგიმ მომცინარ თამარს.
-იცი რა?მინდა შენი გაცნობა უკეთესად. ხვალ საღამოს ამოდი ჩემთან,ჩემს გამომცხვარ ტორტს გაგასინჯებ და ვიჭორაოთ-თვალი ჩაუკრა თამარმა აჟიტირებულ გოგოს-და სალომეც წამოიყვანე,კარგი?შენი მეგობარი არ იქნება ცუდი ადამიანი
-როგორც გინდა-დაძაბულად გაუღიმა მეგიმ,ჩხაიძემ და ტრაპაიძებ ეჭვიანი მზერები გაცვალეს-რისი ტორტი უნდა გამოაცხო?
-შოკოლადის და ბანანის
-აუუ კი რაა,მიყვარს შოკოლადიი
-ჩემნაიროოო,მე არ მიყვარს ხილის ტორტი-სახე დამანჭა თამარმა და მაშოს ეჭვიან მზერაზე ჩაიხითხითა.
-ეჭვიანობს!-მაშოზე ანიშნა მეგის
-ჩემზე?-გაიკვირვა გოგონას და მაშოს მოეხვია-ჩემი ნომერ პირველი რძალიიი!
***
1-ელ იანვარს დილის სამ საათზე დაბრუნდა სახლში თამარა.
დილით 12 საათზე გაეღვიძა,ფანჯრიდან რომ გაიხედა და თოვლი დაინახა სიხარულისგან სამჯერ შეხტა,მაშინვე ჩაიცვა და მაღაზიაში წასასვლელად მოემზადა.
ღიმილით უყურებდა მსხვილ ფანტელებს და პატარა ბავშვივით უფართხალებდა გული,თანაც თბილისში?!
ოთხი რამ ასოცირდებოდა მისთვის სიყვარულთან კონსტანტინეს გიორგი 1-ელი,თბილისი,სვანეთი და თოვლი.
ორი მათგანი ერთდროულად ასრულებოდა,როგორ შეეძლო არ ყოფილიყო ბედნიერი.
მაღაზიაში ჩავიდა და უამრავი პროდუქტი შეიძინა.
სახლში სამი პარკი ძლივს მიათრია.
ამოალაგა ყველაფერი და ტორტის კეთება დაიწყო.
ღუმელში მოათავზა მომზადებული მასა და დანარჩენი წვრილმანებიც დაასრულა. სახლი დაალაგა,ამასობაში ტორტიც გამოცხვა და გასაცივებლად დადო მაგიდაზე. რამდენიმე სალათი მოამზადა,პიცა და ხაჭაპური გამოაცხო და ტორტის მორთვას შეუდგა ახალმომზადებული კრემით.
უყვარდა სამზარეულოში ფუსფუსი.
ეს იყო რაღაც,რაც ამშვიდებდა,კარგად მოქმედებდა მის პრობლემებზე,ადვილად ფიქრობდა და აანალიზებდა ამ დროს ყველაფერს...
მოკლედ ,სამზარეულოში ტრიალი ნამდვილად იყო მისი სტიქია.
მაშომ დაურეკა მოვდივართ და რა წამოვიღოთო,ჩვეულებრივი დიალოგი წაიმართა ყველაფერი მაქვს,შენ თუ გინდა რამეო და ასე შემდეგ.
საბოლოოდ,ბევრი შოკოლადი და ლუდი იყიდა მაშომ,დღეს ვსვამთო.
სამი საათი იყო გოგონები რომ მივიდნენ.
-ღმერთო,რა არის ეს,ძალიან ცივააა.
-ვერ ვიტან თოვლს-გამოეპასუხა სალომე მაშოს და მასპინძელს გაუღიმა.
-მოდით,მოდით,გათბით. რა საყვარლად გაქვს გაწითლებული ცხვირი-დასცინა თამარმა მეგის და მის გამოხედვაზე ჩაიფხუკუნა.
-ანუუ,ნიკო არ მომეშვა, მეც მინდა თამარას გაცნობა,რას მოტყდითო. ჯერ ჩვენ უნდა ვიჭორაოთ კარგად,გავიცნოთ ერთმანეთი და მერე ეგ ამბები-მეთქი.
-ძაან საყვარელი წყვილი ხართ-თვალი ჩაუკრა თამარამ მეგის და სალომეს გახედა-ნუ ხარ უხერხულად,თავისუფლად იყავი გთხოვ
-რა თქმა უნდა!-ხომ ვერ ამოვგლიჯე ამ გოგოს სიტყვებიო იფიქრა და სამზარეულოსკენ დაიძრა.
-ანუუ ტორტის მორთვა ახლახანს დავასრულე,ერთი სული მაქვს როდის გასინჯავთ,მაინტერესებს რეაქცია.
-მეც მაინტერესებს შენი საფირმო ტორტი,შეგაფასო თუ შეიშვები ოჯახში
-შეიშვება კიარა,ამის კულინარობით იმდენი მთხოვნელი უნდა ყავდეს რომ რავიცი...ხოიცი ქართველი კაცის გულისკენ გზა კუჭზე გადისო და ეს საუკეთესო კულინარიააა-აღადავდა მაშო და მეგობრის თავის ქნევაზე უფრო ახარხარდა
-რატო ღადაობს?-ჩაეკითხა მეგი თამარას
-ერთი ბიჭი მომწონდა,ბებიამისმა მითხრა კარგი გოგო ხარ,კარგი მზარეული და მარტო მაგიტო მომწონხარ ჯერ ,ჩემს შვილიშვილსაც მოეწონები,ხომ იცი ქართველი კაცის გულამდე გზა კუჭზე გადისო. მაგის მერე მაღადავებს-ჩაიკისკისა მეგიმ და მაშოც აიყოლა
-რატო ხარ სალ ცუდ ხასიათზე?-ღიმილით მიჰკრა მაშომ ხელი. სალომემ არაფერიაო და ყველას გაუღიმა.
სალომეს ბევრს არ სვამდა. აივანზე გავიდა,სადღაც დარეკა და მალე დაემშვიდობა გოგონებს.
-ამ გოგოს თავს რაღაც ხდება-ეჭვით გახედა მაშომ მეგის
-არვიცი მაშ,არვიცი. ხო 2 ან 3 წელია ვმეგობრობ,მაგრამ ჯერაც ვერ დავუმუღამე,ვერ ვხვდები რა უნდა,როგორი ადამიანია,რა აწუხებს.
არასდროს არაფერს არ ამბობს,არ უნდა ჩემთან მეგობრობა,უფრო იძულებულია ნიკოს პონტში.-წყენით ამოთქვა შემთვრალმა მეგიმ-დაამუღამეთ თამარას რა სწერვულად უყურებდა?არ მოეწონე.-წყენით თქვა მეგიმ და გვერდით მჯდომ ჩხაიძეს ხელი გადახვია-არ იდარდო,ჩემი გული მოიგე,მანდ მორჩა ყველაფერი.
-აუ მაგარი ტიპი ხარ,გითხარი უკვე?-არ შეიმჩნია წყენა თამარამ და გოგოს მხარზე მიეყრდნო.
მაშომ ჯერ ფოტო გადაუღო მათ,შემდეგ სელფი გადაიღო. მე ისე გააგრძელეს გართობა,რომ ეტყობოდათ საერთოდ დაივიწყეს ყველაფერი.
გაერთნენ?ადვილი ნათქვამია.
დაიმხეს თავზე ყველაფერი,უზომოდ ბევრი დალიეს. ლუდიდან არაყზე გადავიდნენ,შემდეგ ორივე ერთად სვეს და გათიშულებს ვის სად ეძინა ღმერთმა იცის.
***
დილით რომ გაიღვიძეს კრუსუნით მოძებნეს მინერალური.
ერთმანეთს დასცინოდნენ. თამარი მალე გამოვიდა მდგომარეობიდან და უკვე სხვებს დასცინოდა.
გააცილა სტუმრები და ყველაფერი მიალაგა. შემდეგ სახლში დარეკა,ოჯახისწევრები მოიკითხა და მალევე ჩაეძინა გადაღლილს.
****
თებერვალი დადგა. ფინალურები დაასრულეს და დასვენების დრო მოვიდა ჩვენი სტუდენტებისთვის.
იმ დღის შემდეგ მეგის დაუახლოვდა.
თუ ვერ ნახულობდნენ ერთმანეთს,ტელეფონით ყველა საღამოს საუბრობდნენ მაშო,თამარა და მეგი. არც ნიკოსთან,არც სალომესთან აღარ გაუბამს ისეთი ახლო ურთიერთობა,როგორც მეგისთან,მაგრამ შორიდან მაინც იცნობდა დაქალის შეყვარებულს.
ტელეფონზე საუბრისას შემოძვრებოდა ხოლმე კამერაში ავალიანი და არ აცდიდა გოგონებს ჭორაობას.
7 თებერვალი იყო ბოლო ფინალურიდან რომ გამოვიდა და დასვენებულმა ღრმად ჩაისუნთქა თავისუფლების არომატით გაჟღენთილი ჰაერი.
გახარებულმა მაშომ დაურეკა არსად წახვიდე,მოგაკითხავთ უნიში და ნიკოსთან ავდივართო.
სხვა რა გზა იყო? დაელოდა და ლუკას მანქანის დანახვაზე მაშინვე ჩახტა უკანა სავარძელზე,გაყინული ხელები ერთმანეთს გაუსვა გასათბობად.
-ყინავს,ყინავს!-წაიმღერა და ჯერ მაშოს აკოცა ლოყაზე,შემდეგ ლუკას
-რავახარ დაია,რას მოგვანატრე თავი?მამფერი მოწადინებული იყავი სკოლაშიც?თუ რამ გაგამწარა რომ არ გვენახები ხოლმე
-ვსწავლობ ბიჭო,მოცლილი კიარ ვარ შენსავით. ან როგორ გცალია ვაფშე?ასე უცებ რაფერ დაამუღამე გურული კილო ძამია?-ხელი მხარზე მიჰკრა და თავადაც გაეცინა მეგობრის სიცილზე
-გურული ცოლი შემომდის ოჯახში,უნდა ვისწავლო,თვარა გლახათ იქნება ჩემი საქმე.ისე,ამას მგონი ვიღაცა ჰყავს იმ უნივერსიტეტში,ლექტორი ხომ არ გიყვარს გოგო?-ხარხარს აგრძელებდა ლუკა, მაშო ღიმილს ვერ იკავებდა,მაგრამ არ უნდოდა მეგობრისთვის ეწყენინებინა.
-გაიცინე ხო,გაიცინე ძმა. არ გასკდე!
კი არის ერთი-ორი სიმპატიური ლექტორი,მაგრამ მე უფრო ჩემხელა ან რამდენიმე წლით დიდი გამო*ირებული ბიჭები მიყვარდება ხოლმე,არ ინერვიულო შენ-დაამშვიდა ლუკა და თავადაც დასცინა საკუთარ გემოვნებას.
-აა,არ ვინერვიულო?იცოდე თუ რამე მითხარი და გაგირკვევ ამბებს,ხომ იცი-ამჯერად სერიოზულად ეუბნება ლუკა,თამარი და მაშო კი იცინიან.
ამასობაში ნაცნობი სახლის წინ გააჩერა ლუკამ მანქანა.
-გამარჯობა,გამარჯობა საზოგადოებაა-ღიმილით მიესალმა ლუკა მეგობრებს
-ვა რა ხალხი-მაშო და თამარა ერთად შევიდნენ ოთხაში. მაშომ ლუკას გვერდით დაიკავა ადგილი,მანაც ხელი გადაჰხვია.
თამარა სარწეველა სავარძელში ჩაჯდა
-როგორ ხართ?რაშვებით აბა?!-მეგის გაეკრიჭა და სალომეს გახედა,დამშვიდებული ეჩვენა გოგო.
-რავიცი ქალო,ვართ რა
-კარგად რატო არ ხართ მეგუნა?-ჰკითხა თამარამ და ნიკოს გახედა
-რავიცი,გავიყინე და ხასიათი წამიხდა-ამოიბუზღუნა და ნიკოს მიეხუტა
-ანუუუ,ძლივს გვეღირსა შენი გამოჩენა. გვემალები ? ონლაინ გიცნობ,ზოგჯერ მგონია პანდემიის პერიოდს დავუბრუნდი-ჩაიფხუკუნა ნიკამ
-ყველა მაგას რატო მეუბნებით?უნივერსიტეტში დავდივარ,სულ იქ ვარ და ვასხამ ტვინს წიგნებს. კიდე აქეთ მიტევთ?-ტუჩები დამანჭა თამარმა და ხითხითით გახედა მომცინარ ბიჭებს
-ძაან ვერაა,მაგარი ტიპია,იმენა ჩვენნაირი-ნიკომ მუხლზე მიკრა ხელი თამარას და სალომეს გაუღიმა
-რაიყო გოგო,რას იჟამები?გაიღიმე ცოტა,შეგვიშინე ხალხი
-ოო ნიკა არ ვარ ხასიათზე რა!-ხელი ჩაიქნია სალომემ და კვლავ ტელეფონს მიუბრუნდა.
-მაღიზიანებს-ჩასჩურჩულა მეგიმ ნიკოს და მიიღო კიდეც გვერდზე მოჭერილი ნიკას ხელი
-კარგი ახლა!ისეე...-გააგრძელა ნიკომ-გუდაურში მივდივართ,ხომ არ წამოხვიდოდი?-თამარას მიმართა ნიკომ და სალომეს უცებ აწეული თავი დააიგნორა.
-ჩვენ რაზე შევთანხმდით ნიკო?-წარბები ასწია სალომემ,დანარჩენები ხისტად დარჩნენ,არ ელოდნენ მისგან ასეთ რეაქციას-არ მინდა უცხო ხალხი.
სამეგობროს გვინდა ერთად წასვლა,რა საჭიროა?

საერთოდ არანაირი რეაქცია არ ჰქონია თმარს. გაბრაზებული უმზერდნენ მეგი,ნიკო და ლუკა. მაშო განცვიფრებული იყო ასეთი სიტყვებით.
-რა საქციელია სალომე,რა სიტყვებია?თამარა ჩემი მეგობარია,ჩვენი მეგობარია და ასეც რომ არ იყოს,რა საჭირო იყო მსგავსი თავხედობა?-ვერ მოითმინდა მეგიმ და ოდნავ ხმამაღლა მოუვიდა თქმა
-სიმართლეა,უნდა მომეტყუებინა,რომ მინდოდა ვინმე უცხოს იქ ყოფნა?-არ ნებდებოდა გოგო,თამარა ამჯერად იღიმოდა.
-სალომე!-უკვე ძალიან დაიძაბა სიტუაცია. ლუკამ ხმას აუწია და მიახვდინა გოგო,რაც ელოდა თუ არ დამშვიდდებოდა. ვერ აიტანდა თავისი ახლო ადამიანის შეურაცხყოფას.
-კარგით ბავშვებო,ნუ იძაბებით. არაფერი საწყენი. გეგმები რომ არ მქონდეს წამოვიდოდი,მაგრამ საბედნიეროდ გურიაში უნდა წავიდე აუცილებლად,ვერ გადავდებ-გაუღიმა საზოგადოებას და სალომეს ცოტა უხეში ღიმილით შეხედა,რა თქმა უნდა იცოდა,რას ნიშნავს უცხო ადამიანის შემოშვება სამეგობროში,თავადაც ჰქონია ეგოისტობისა და ეჭვიანობის მომენტები,ამიტომ საერთოდ არ გაბრაზებულა გოგოზე.
-ამ მომენტში იმას არ აქვს მნიშვნელობა შენ რომ სხვა გეგმები გქონდა,რაღაცის თქმასაც აქვს თავისი ფორმა.-გაბრაზებულმა დაიღრინა ლუკამ და ეზოში გავიდა,მაშოც მას გაჰყვა,მანამდე თვალებით ანიშნა მეგობარს დავამშვიდებო.
-დავწყნარდეთ რა,არ ვაპირებ არსად წასვლას,მესმის სალომესი,არც არაფერი მწყენია და ნუ იძაბებით.-მეგის ანიშნა თვალებით დაიკიდეო და ამ დროს გაიღო შემოსასვლელი კარიც.
ოთახში ბიჭი შემოვიდა,ხელში ბავშვი ეკავა და თან ქურთუკს უსწორებდა. მაშინვე მიიქცია ყველას ყურადღება.
-გამარჯობა ხალხო,როგორ ხართ?რა დაძაბულობაა რაიყოთ?-თითქოს არაფერიო ისე ჩაუარა თამარას და სალომეს.ტელეფონი,სიგარეტი და სანთებელა მაგიდაზე დადო და მეგის მიუჯდა გვერდით.
მეგი ბავშვისკენ იშვერდა ხელს.
ბიჭმა პატარა ქურთუკი გახადა,ქუდიც მოაძრო და მეგობარს გადაულოცა ბავშვი.
-რა გჭირს ნიკუშ?-მხოლოდ ახლა მოავლო თვალი ოთახს და ჯერ გაოცდა,შემდეგ გაიღიმა.სწორედ ამ დროს,სტუმრის მოსვლა შენიშნეს და შემოვიდნენ ლუკა და მაშოც.
სალომეს თავი გვერდით ჰქონდა შეტრიალებული და გაბრაზებული შეჰყურებდა კედელს.
ნიკო ბიჭს აკვირდებოდა,მეგი ბავშვს ეფერებოდა და თან შეყვარებულის მზერის ობიექტს არ აშორებთა თვალს. თამარა ახალშემოსული უცნობის სანთებელას არ აშორებდა თვალს,შემდეგ მას შეხედა და მის ღიმილიან მზერაზე გაცინება უნდოდა,მაგრამ თავი შეიკავა.
-ვაა,აი მესმის დამთახვევა. სად გაგჩითე ტო?!-თავი ვერ შეიკავა და მაინც გაეცინა
-იცნობთ?-გაკვირვებულმა შეხედა მაშომ მეგობარს,შემდეგ ბიჭს
-კი,ვიცნობთ
-თან დიდი ხანია-თვალი ჩაუკრა მომცინარ გოგოს.ლუკა გაკვირვებული უცქერდა,შემდეგ რაღაც გაახსენდა და გაიღიმა,თავი ჩახარა და სასაცილოდ გაიქნია.
-რახდება ხალხო?-ნიკო კიდევ ვერ მოვიდა აზრზე.
- თამარა არა?გიგი ჯაფარიძე-მიუახლოვდა ბიჭი და ხელი გაუწოდა. თამარმა გაიღიმა და მანაც ჩამოართვა ხელი
-თამარ ჩხაიძე
-მოიცა,ახლა თუ გაიცანით,მანამდე როგორ იცნობდით?-კიდევ ვერ გაიგო ნიკომ,ვერც სხვებმა
-არაფერი ხალხო,წვეულებაზე ვისაუბრეთ ცოტა-ღიმილით მიუგო დაშლილ საზოგადოებას თამარამ.
-აი თურმე სად იყავი იმდენი ხანი-ჩასჩურჩულა მაშომ და ეშმაკურად აუციმციმა თვალები.
ისაუბრეს ბევრი,იცინეს,იხალისეს.
სალომეც ერთვებოდა ხოლმე მათ საუბარში და აშკარად ეტყობოდა ხასიათის გამოკეთება.
სასაცილო რაღაცეებს ამბობდა ხოლმე გიგი,ზოგჯერ იმდენად სერიოზულდებოდა,რომ ლამის აშინებდა ბავშვს. ხო პატარა მისი ძმისშვილი აღმოჩნდა,9 თვის დათი.
კიდევ ერთი ფაქტი,თამარა გიჟდებოდა ბავშვებზე. გული მისდიოდა ისე უნდოდა დათის ხელში აყვანა,მაგრამ ერიდებოდა სხვების.
ასე პირდაპირ ვერ აიყვანდა ბავშვს,ჯერ კიდევ უცნობი იყო მათთვის.
მაშო ხვდებოდა რატომაც ცქმუტავდა და დასცინოდა,ლუკას კისერში თავჩაყოფილი ფხუკუნებდა დაქალის ტანჯვაზე.
თამარას ხელები ექავებოდა ისე უნდოდა პატარა ლოყები დაეკოცნა.
მეგიმ და ნიკამ რომ ვერ გაიყვეს ბავშვი შემდეგ სალომეს ხელში გადავიდა და გიგის მზერაზე მიხვდა ვისზეც ესაუბრებოდა იმ ღამით ჯაფარიძე. ანუ ეს არის სალომეს უხასიათობის მიზეზი,როგორც ჩანს,გიგისაც გადაეწყვიტა ბოლოს და ბოლოს.
ამასობაში სალომეს ხელში მყოფი ბავშვი ატირდა. როგორ პოზაში არ მოათავსა,მაგრამ ვერ დაამშვიდა.
თამარამ კარგად იცოდა,რომ ბავშვებს არ უყვართ ერთ ადგილას ჯდომა და უნდა გაიაროს ხოლმე,უნდა ასეირნო,გაართო,თორემ სწორედ ასე ატირდება,მაგრამ ხომარ ეტყოდა გოგოს. მით უმეტეს,ხედავდა როგორ იმზირებოდა სალომე,ლოყებაწიებული ცდილობდა ბამბის ქულის დამშვიდებას.
ლუკამ გამოართვა ბავშვი და გიგის მიაწოდა. ვერც უფროსმა ჯაფარიძემ დაამშვიდა. უკვე ეკლებზე იჯდა.
-შეიძლება?-ღიმილით მიმართა გიგის და მანაც ღიმილით დაუქნია თავი. ფეხზე ადგა და ბიძის მკლავებიდან დაიხსნა პატარა დათი.
გაიგონა როგორ ჩასჩურჩულა გიგიმ
-უეჭველი გრძნობდა ჩემს განწყობას,ჩემი დამოკიდებულება დათიშიც გადავიდა ალბათ-ეჩურჩულებოდა არაფრისმთქმელი მზერით უსწურებდა დათის მაისურს.
თამარამ გაუღიმა და ბავშვი მიიხუტა.
ოთახში სიარულს მოჰყვა,თან სასიყვარული სიტყვებს ეჩურჩულებოდა პატარას და ისიც რამდენიმე წამში ჩაწყნარდა.
იგრძნო როგორ უჩქარდებოდა გული პატარას შეხებისას. რა ქნას?უყვარს ასეთი ციცქნა არსებები,გიჟდება მათზე.
-მგონი საფენის გამოცვლა სჭირდება და მაგიტომაც ტიროდა-ჩაიბურტყუნა თამარამ. ნიკომ სიცილი ატეხა. გიგიმ თავში ხელი შემოირტყა.
-ჩემი ცუდი ბიჭი,როგორ შეიძლება ბიჭო ეგრე,გოგოებს არ უნდა გაეპრანჭო ძმა?-საყვარლად ხითხითებდა ლუკა და ხელებს უშლიდა მიშტერებულ დათის.
გიგი საჭირო ნივთები წამში გააჩინა და ბავშვისკენ დაიძრა,მაგრამ თამარმა გააჩერა
-მომეცი მივხედავ მე-გაუღიმა და ბიჭის ამოხვნეშაზე გაეღიმა
-ეგ ნამდვილად ვერ დავამუღამე წესიერად-ღიმილით მიუჯდა ისევ ნიკოს და სალომეს მზერა დააიგნორა,რაც თამარამაც კარგად შეამჩნია და ჩაეღიმა
-წავედი მე-ხელი ისე სწრაფად დაავლო ჩანთას და გავარდა სახლიდან,რომ არავის პასუხს არ დალოდებია.
-აკლია ამას ამ ბოლო დროს-ამოთქვა მეგიმ და გაშეშებულ თამარას მიმართა
-მოდი აქ დააფარე ეგ,იქით ცივა,არ გაცივდეს მამიდას ბუშტი-თავად გამოართვა აპეციალური ქსოვილი და დივანზე დააფარა.
-გავიყვანთ მე და მაშო სალომეს და მოვალთ- წამოდგა ლუკა და შეყვარებულს ხელი ჩაჰკიდა.
-წადით თქვენ სადაც გინდათ,ჩემსგამო არ დაბრუნდეთ,ჩამოვალ ტაქსით-გაუღიმა წყვილს თამარამ
-ტაქსით წამოსვლის უფლებას მოგცემ შენი აზრით?-მაშომ მიიღო ამჯერად გაბრაზებული სახე
-მე ჩამოვიყვან,არ ინერვიულოთ თქვენ,წადით-გიგი ჩაერთო ლაპარაკში-თან სალაპარაკო გვაქვს მე და ჩემს ,,ფსიქოლოგს"-თვალი ჩაუკრა ჩხაიძეს და მზერით გააცილა მომცინარი მეგობრები.
-თამარა,ასე ყველაფერი რანაირად იცი და გამოგდის?
-ყველაფერი ნამდვილად არ გამომდის,მაგრამ მიყვარს ძალიან პატარები და თავისით შემომესწავლა რაღაცები-გაუღიმა დაქალს და ხელსახოცი გამოართვა.
თან ბავშვს ეთამაშებოდა,პატარაც ხითხითებდა
-რაო ბულკო,როგორი ლოყები გაქვს,გინდა მოგაჭამო?-ღიმილს ვერ ფარავდა თამარა,ბიჭებიც სიცილით უცქერდნენ მეგობარს
-თამარა,ნუ შემოგეჭმება გოგო-იცინოდა ნიკო და სურათებს უღებდა დივანზე მჯდომ ჩხაიძესა და მასზე ჩახუტებულ დათის.
ნახევარი საათი არ იყო გასული,დათის რომ ძილი მოერია
-ეძინება და არ ჯობს სანამ დაიძინებს მანამდე წავიდეთ?-ურჩია თამარმა მეგობარს. ჯაფარიძემ ტუჩის კუთხე ჩატეხა
-გავალ,გავათბობ მანქანას და 5 წუთში გამოდით-გასაღებს დაავლო ხელი და ნიკოც გაიყოლა,საქმე მაქვსო.
მეგი ჯერ წარბაწეული უმზერდა,შემდეგ გვერდში ხელი მიჰკრა და ამოიბუზღუნა
-როდის აპირებდი თქმას?
-რის თქმას?
-აი გიგიზე
-არაფერი იყო მოსაყოლი,თან არც ის ვიცოდი თქვენი მეგობარი თუ იყო
-როგორ თუ არ იყო,არ მოგეწონა?
-არა მეგი,ასე ორი ნახვით ვერ შევიყვარებ ბიჭს,რაც უცხოა ჩემთვის,მაგრამ,როგორც ჩანს,გამოვსწორდი
-ანუ არ უყურებ სხვა თვალით
-ჯერ არა!-მეგიმ ჩაიცინა
-ანუ,შესაძლებელია,რომ მომავალში შეხედავ სხვა თვალით?-ისევ არ ისწორებდა გაბრწყინებულ თვალებს
-არ ვფიქრობ მეგ,არ მინდა დაგეგმვა და წინასწარ ლაპარაკი. რაც მოხდება მოხდება. ვენდობი დროს და არაფერს ვეწინააღმდეგები,ნუ თუ არ მაზარალებს.
-ხო,მაგრამ ხომ უნდა იცოდე რას გრძნობ
-ჯერ არა,ჯერ არ ვიცი და არამგონია მალე გავიგო. ახლა უბრალოდ მეგობარია,კარგი მეგობარი.

გაუღიმა დაქალს და მანაც სწრაფად მოხვია ხელები,გულში ჩაიკრა გოგო. შემდეგ მანქანის გაბმული სიგნალიც გაისმა და დატოვეს სახლი თამარამ და მასზე მიკრულმა დათიმ.
თამარა როგორც კი მიუახლოვდა მანქანას,წინა კარი გაიღო და ნიკო გადმოვიდა,თან ანიშნა ჩაჯექიო
-ჭკვიანად იყავით,ფრთხილად მიდით სახლში
-დაახვიე ახლა-თვალები აატრიალა ძმაკაცის დარიგებებით მობეზრებულმა გიგიმ და როგორც კი ნიკომ კარი დახურა მაშინვე დაქოქა მანქანა
-წინ რომ ვზივართ მე და ბავშვი შეიძლება ისე?-თვალი გაუსწორა გიგის პროფილს და მის სერიოზულ სახეზე ღიმილი ვერ შეიკავა
-არა,მაგრამ დაიკიდე,თუ რამე მოგვარდება ეგ ამბავიც.მოეწონე-სერიოზული სახით მიუთითა ძმისშვილზე და თავზე ხელი გადაუსვა თვალების ფშვნეტაში გართულს. დიდი ხელები მუჭად შეეკრა და საყვარლად იჟღლიმავდა თვალებს.
-მიხარია,მეც ძალიან მომეწონა,კიარადა შემიყვარდა უკვე
-ასე გიყვარს ბავშვები?თუ ჩემს ძმისშვილზე გადაირიე
-მიყვარს პატარები,დათი კი განსაკუთრებით საყვარელია
-აქვს რაიმე მიზეზი შენს მსგავს დამოკიდებულებას?თუ ასე უბრალოდ...
-ამჯერად შენ ითავსებ ფსიქოლოგის როლს?!ნურას უკაცრავად
-ანუ რაღაცასთანაა კავშირში
-ალბათ,თუ გავცვლით როლებს მაშინ მოგიყვები. თუ ოდესმე მოხდა ეგ,ანუ უკვე მნიშვნელოვანი ადამიანი იქნები ჩემს ცხოვრებაში
-ანუ უნდა ვეცადო რომ ჩემი ადგილი დავიკავო არა?!-ოდნავ ჩაიღიმა გიგიმ და დათის რომ შეხედა ხმამაღლა გაიცინა. თამარმაც დახედა მის ხელებში მოქცეულს და ღიმილი ვერ დაფარა-რომ გაიზრდება გავახსენებ!
-კარგი რა,ვერც შევამჩნევდი შენ რომ არა,იცოდე ამოშალე გონებიდან ეს მომენტი-არ შერცხვენია ქალს,უბრალოდ გააფრთხილა ეშმაკურად მომცინარი გიგი და მზერა მიაპყრო ბავშვს,რომელსაც ხელით ჩხაიძის მკერდი ჩაებღუჭა და ფრთხილად აცმაცუნებდა ტუჩებს.
-და მაინც,როგორი უცოდველი არსებები არიან. მათ თვალებში შეიძლება მთელი სამყაროს დანახვა.-ჩურჩულით ლაპარაკობდა თამარა და თავზე ეფერებოდა მის მკლავებში მწოლიარე დათის.
დედობა იყო მისი ოცნება,ყველა ბავშვისადმი ერთვრბოდა დედური ინსტიატი. უნდოდა ის ჰყოლოდა მისი სახით ყველა ბავშვს,თავის შვილებს გვერდით,ვინც თავად მოსტაცა,ვისი სითბოც დააკლო ცხოვრებამ.
გიგი უმზერდა და ინტერესიან თვალებს არ აცილებდა,მთლიანად შეისწავლიდა გვერდზე მჯდომს.
-უცნაური ხარ,მაგრამ უზომოდ საინტერესო-ღრმად ჩასუნთქულ ჰაერს ამოაყოლა სიტყვები
-თუ დაიმსახურებ გამიცნობ!-ცოტახანი სიჩუმემ დაისადგურა,შემდეგ თამარამ წამოჭრა ახალი საკითხი-საუბარი არ გინდა დღევანდელზე?
-არა,დღეს არა,ზედმეტად კარგი დღეა მისით რომ გავაფუჭო
-ძალიან აგრესიული ნოტები ისმის შენს ხმაში
-შენსაში კი უკმაყოფილო ტონი,ნუ გამიბრაზდები ან შეგეცვლება წარმოდგენა,მალე დაგელაპარაკები
-კარგი,მე ზეგ გურიაში მივდივარ
-რამდენი ხნით?
-10 დღით
-ჰომ-წამით მოავლო თვალი თამარას სახეს და მანქანა კორპუსის ეზოში შეაჩერა. თავი საჭეზე გვერდულად ჩამოსდო და თამარას გაუსწორა მზერა.-ჩვენ ბაკურიანში ვიქნებით მაგ დროს,შეიძლება დაემთხვეს კიდეთ ჩვენი დაბრუნება
-ჰო, შეიძლება
-ნომერს მომცემ თუ უნდა გითხრა ტელეფონი დავკარზე ზარი გამაშვებინე მეთქი?
-დათი ჩამასმევინე მის სავარძელში და მერე ვნახოთ-ღიმილით გადავიდნენ და მძინარე დათი ფრთხილად მოათავსეს სპეციალურ კალათში,სპეციალური ღვედიც არ დავიწყებია. თამარამ შეწუხებულ ბავშვს შუბლზე აკოცა და მანქანის კარი ფრთხილად მიხურა. გიგის თავისი ნომერი ჩაუწერა
-დროებით თამარა
-დროებით გიგი-კიბეებს ნელა აუყვა,კარს გასაღები მოარგო,აივანზე გავიდა და გადახედა მაღლა მომზირალ ჯაფარიძეს. წამსვე დაიწკარუნა ტელეფონმა. 'რომ ჩახვალ მომწერე თამარა'. ღიმილი ძლივს შეიკავა,ეზოდან გამავალ მანაქანას გააყოლა თვალი და ნომერი კონტაქტებში დაამატა. ღამის ორი საათი იყო სოციალურ ქსელში რომ მოუვიდა შეტყობინება-,,გიგი ჯაფარიძე sent you friend request”ღიმილით დააჩერდა ეკრანს და მაშინვე დაიმატა. პროფილზე არაფერი არ ედო,რამდენიმე პოსტი ჰქონდა გაზიარებული და დათის რამდენიმე ფოტო,თავისი არც ერთი.
***
აივანზე იჯდა და ყავას სვამდა,თხელ ხალათზე დიდი პლედი მოეხვია და მხოლოდ ცხვირი უჩანდა. უყვარდა სიცივეში ყოფნა მაზოხისტურად.
ტელეფონმა დარეკა,გიგის სახელი რომ დაეწერა ეკრანზე, სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა,მაშინვე უპასუხა.
-გისმენთ ბატონო გიგი,რამ შეგაწუხათ ამ დილით?-ესაუბრებოდა და თან სიგარეტს ეწეოდა
-მთელი ღამე ვფიქრობდი და… მგონი არ ღირს შენი გურიაში გაშვება,ისე რომ ერთხელ არ შევხვდეთ დღეს და წესიერად ვისაუბროთ-ახალგაღვიძებულს საიამოვნო ბუბუნა ბარიტონი ჰქონდა,დააჟრიალა ჩხაიძეს
-ეგ გადაწყვეტილება ბევრი ფიქრის შედეგია?
-ნუ,ეგ გასაბუქებლად ვთქვი,ახლა მომივიდა ეგ აზრი და მაშინვე დაგირეკე. წავიდეთ სადმე კარგ ადგილას,დავლიოთ წითელი ღვინო და ვჭამოთ რაიმე კარგი,რას იტყვი?
-წავიდეთ!-დაეთანხმა,არ ჰქონდა აზრი თავის დაფასებას
-ერთ საათში გამოგივლი,დავიწყოთ დილა წითელი ღვინით-ჩაიხითხით გიგიმ და გაუთიშა.
ჩვეულებრივ,სპორტულ-კლასიკურ,თავის საყვარელი სტილით შეიმოსა და დაელოდა გიგის ზარს.
-აბა სად მივდივართ?-ღიმილით გადახედა კაცს,რომელსაც სათვალეები მოერგო,რაც საოცრად უსვამდა ხაზს მის სიმპათიურ იერს.
-ერთი საყვარელი კაფე-ბარი ვიცი,სასიამოვნო,ესთეტიკური გარემოა და საოცარ პასტას ამზადებენ-თან მანქანა დაძრა,თან ღიმილით გადახედავდა ხოლმე ჩხაიძეს.
-ძალინ კარგი. აბა,მომიყევი რამე შენზე-დაინტერესდა და ოდნავ მისკენ მიბრუნდა,კარებს ზურგით მიეყრდნო
-ვაუუ,კარგი,დავიწყოთ,ამას პირველად ვაკეთებ და თუ რამე შემახსენე-აშკარად დასცინოდა გოგოს,მაგრამ არა უხეშად,პირიქით,სითბოთი სავსე ხმით.-გიგი ჯაფარიძე,21 წლის,ღვინის ბიზნესში ვეხმარები ჩემს ძმას და ვსწავლობ ასევე ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტზე თსუ-ში.
-ვაუუ,აი თურმე საიდან მოდის შენი პოეზიისადმი სიყვარული-სასიამოვნოთ გაკვირვებული დარჩა თამარი
-მასეც ვერ ვიტყვით,მაგ ფაკულტეტზე ხელოვნებისა და ლიტერატურის სიყვარულის გამო ჩავაბარე. მაგ სფეროში ვხედავ ჩემს სამყაროს და ზოგადად,სამყაროს გასაღებს.
-რა არაორდინალური კაცი ხარ?
-კომპლიმენტად მივიღებ მშვენიერო!-თვალი ჩაუკრა და მანქანა შეაჩერა
-რა ახლოს ყოფილა ჩემთან!-გაოცება ვერ დამალა თამარმა ამ ადგილზე აქამდე რომ არ სმენოდა
-მეც აქვე ვცხოვრობ,გასაოცარი ადგილია,მიკვირს როგორ არ იცოდი.

წითელი ღვინო და იტალიური პასტა რომ შეუკვეთეს მიმტანმა წარბაწევით გახედა,რა დროს წითელი ღვინოა,1-ლი საათიც არ არისო,მაგრამ შემდეგ თავისი მოვალეობა შეასრულა მხოლოდ
-შენ რას მეტყვი აბა,გამეცანი ერთი უკეთესად რა ქალი ხარ?-ღიმილს ვერ იკავებდა ჩხაიძეს რომ ესაუბრებოდა
-რა ქალი ვარ და გურული!-წარბები აუწია,გიგიმ ინსტინქტურად დაიხია უკან და გამოიწვია კიდეც ამ ქცევით თამარას კისკისი.-ლიტერატურა მეც მიყვარს. პოეზიის სიყვარულს ვერ დავიბრალებ,მაგრამ მომწონს და სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე. საყვარელი წიგნი, ,,დიდოსტატის მარჯვენა”
-საყვარელი პერსონაჟი კოსტანტინე არსაკიძე-თვალები აატრიალა მობეზრებით კაცმა და არ შეიმჩნია თამარას შეურაცხყოფილი სახე
-ბოდიში მოიხადე რა,მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გიორგი პირველი,არავითარი კონსტანტინე
-საინტერესოა!-ოდნავ წინ გადაიწია და თვალები მოჭუტა-რატომ?
-იმიტომ,რომ ,,სიკვდილშიც არ ჰქონია გიორგი მეფეს ბედი” არათუ სიყვარულში!
-ანუ მხოლოდ და მხოლოდ ემპათია!
-არა მხოლოდ. მინდა ისე ვუყვარდე ვინმეს,როგორც გიორგის შორენა. იცი რა? ადამიანმა არასწორი პოროვნება არ უნდა შეიყვარო. ზოგი ისეთი გარეწარია,ისეთი არაადამიანი,არ იმსახურებს,რომ გიყვარდეს!
-ანუ შორენა იყო გარეწარი და არასწორი?
-არა,მაგრამ არც იმსახურებდა მისი მსგავსი სულის პატრონი გიორგის სიყვარულს,კაცმა მთელი ქვეყნის ბედი შესწირა,ნუ ცოტა დააკლდა,რომ ეგ არ გაეკეთებინა!
-საინტერესო ხარ!
-მაშ!-ღიმილი და თბილი გარემო სუფევდა მათ გარშემო
-მე კონსტანტინეს რომანებიდან ,,მთვარის მოტაცება” ყველას მირჩევნია-ამჯერად ბიჭმა დაიწყო თავისი ინტერესების გამხელა.
-ძალიან მტკივნეული გრძნობები და ფიქრები დატოვა ჩემში
-ისევე როგორც ჩემში,ისეთი. არეული,ჭრელი,სხვადასხვაგვარი იყო ყველა ფიქრი და გრძნობა კითხვის პროცესში და მას შემდეგ…
-მესმის შენი!
-მიხარია,რომ გესმის,მართლა!-ღიმილი იყო მხოლოდ,თბილი და საყვარელი.

ბევრი ისაუბრეს ღვინის თანხლებით,საღამოს 5 საათი იყო კაფე რომ დატოვეს
-ცოტახანი უმისამართოდ ვიაროთ და სხვადასხვა ფაქტები დავასახელოთ ჩვენზე-ახალი იდეა წამოჭრა გიგიმ,თამარაც დაეთანხმა. უსიტყვოდ ჩაუყვა ქუჩას
-ზაფხული მიყვარს,მაგრამ წვიმიან ამინდს ვერაფერი შეედრება ჩემთვის-დაიწყო თამარამ
-ეტყობა შენს პიროვნებას,ცვალებადი ხასიათი. სიყვარული,როგორც იდეა მიყვარს,მაგრამ არ მგონია ადვილი საქმე,ძალიან ვუფრთხი ვინმეს შეყვარებას
-გეტყობა-ცალყბად ჩაიცინა გოგომ და სიარული გააგრძელა-თბილისი მიყვარს და მგონია ამ ქუჩებში ვიპოვი ჩემს სიყვარულს
-ჰმ,ცხოვრებაში არავინ არ მყვარებია
-ცხოვრებაში ორი ბიჭი მომწონდა,ან ცოტა მეტი,მაგრამ არ მყვარებია
-ჩემი განსხვავებული პიროვნების და ფიქრების გამო სკოლაში არავინ მეკარებოდა,მერე ნიკო და ლუკა გავიცანი,მე-7 კლასში და მაშინ მივხვდი,რას ნიშნავს გყავდეს მეგობარი.
-ჩემი საყვარელი სიმღერაა ,,საარშიყო”
-,,გოგოვ ერთმანეთის თუ გინდა რომ გავიგოთ…”-წაიღიღინა ბიჭმა გასაოცარი ხმით-ხო,კარგად ვმღერი და ასევე ვუკრავ,გიტარაზე
-არაფრის ნიჭი არ მაქვს-გააგრძელა გიგის ხმით გაოცებულმა თამარმა-ცოტას ვხატავ მხოლოდ,უფრო იმპროვიზაცია შემიძლია
-ფსიქოლოგობა კარგად გამოგდის
-ხოო ნამდვილად-ინსტინქტურად გასცა პასუხი,რაზეც ორივეს გაეცინა-წესები დაარღვიე ბატონო
-ასეა,არ გინდა ცოტახნით სიჩუმით დავტკბეთ?-ღიმილით შეხედა მის წინ ჩამომდგარს,ლამპიონი რომ უნათებდა სახეს. ღიმილი უცებ შეაშრა სახეზე თეთრმა ფანტელებმა რომ იწყეს ვარდნა.
-დაუჯერებელია, ამ დროს გათოვდა-თვალებს ვერ უჯერებდა წყვილი
-რა მაგარია,სურვილები უნდა ჩავიფიქროთ-წამოიკისკისა თამარამ და მასზე მიშტერებულს ანიშნა თვალები დახუჭეო.
ინატინქტურად გადაუღო ფოტო მის წინ ჩამომდგარ თვალრბდახუჭულ ფიგურას და თვითონაც მას მიბაძა.
***
,,-დამეხმარე,რომ მალე ვიპოვო ის და ახლა თუ წინ მიდგას,აღარ დავიტანჯო მომავალში”
,,-შევძლებ ვიყო გიორგი 1-ლი?ნეტავ შევძლო!”

***
-ანუ აზრზე ხართ რა დეგენერატია?
მე მისი ხმის გაგებისას ვს**ლდები და ამ დეგენერატმა საერთოდ არ გიზიდავო-თავს ვერ იკავებდა მეგი და უკმაყოფილო ტონით წარმოთქვამდა სათქმელს. მაშო და თამარა სერიოზული გამომეტყველებით უსმენდნენ მეგობრის სიტყვებს
-კარგი რა მეგ,იქნებ ყოველდღიურობისგან გჭირდებათ თავის დახსნა და უცხო გარემოში მარტო ყოფნა ცოტა ხნით?!-სადავეებს არ თმობდა რჩევების ექსპერტი მაშო
-ვეთანხმები მაშუნას!
-რას მთავაზობთ?-თვალებმოჭუტული გაძვრა კამერაში,მაშო ჩაფიქრდა,თამარს კი მაშინვე გაუნათდა თვალები.
-იცი რა ქენი?მოატყუე რომ უფრო ადრე ასვლაზე შეთანხმდით ბაკურიანში და ხვალვე წაიყვანე. დაჯავშნე სასტუმრო და მოიწყვეთ რომანტიკული საღამო,ისეთი ტიპია ალბათ მოეწონება.
-ხო აი,ჩემი იდეების გენერატორი-დაქალს გამოექომაგა ტრაპაიძე და ჩაფიქრებულ მეგის გასძახა-აი შენს თავს გეფიცები თუ არ დაგილაგდეთ ყველაფერი
-მერე იმათ რა ვუყო?ხვალ საღამოს ისედაც ვაპირებდით წასვლას
-მართლა?უკეთესი,შეუთანხმდი სხვებს და ორი დღე გაცადონ,მერე ამოვიდნენ
-ლუკას ჩემს თავზე ავიღებ,ლუკა კიდე მიხედავს სალომეს და გიგის-თამარს გააჟრჟოლა,რატომღაც არ ესიამოვნა გიგის გვერდით სალომეს ხსენება. იცოდა,რომ ზედმეტად ცივად ექცეოდა გიგი მასზე შეყვარებულ გოგონას და პირადად გაკიცხავდა კიდეც ამისთვის,მაგრამ თითოს მასშიც გადმოსულიყო უარყოფითი ემოციები,რომლებიც ვერ უძებნიდნენ იმ ორს საერთოს.
-აუ მიყვარხართ,ძაან მიხარია,ერთი სული მაქვს!-თვალებგაბრწყინებული მეგი ემოციებს ვერ იკავებდა-რადგან ლუკა მეჯვარე უნდა იყოს მაშუნა ბოდიში,მაგრამ თამარა შენ განათლინებთ პირველ ბავშვს
-ვაიმე,რა პატივია-ღიმილი ვერ შეიკავა ჩხაიძემ და მაშოს ენა გამოუყო
-და ჩემს ბავშვს რას უშვები ქალბატონო?-თვალი ჩაუკრა მაშომ
-ხო ჩემი შვილები მაინც არ მიწერია მგონი და ამდენი შვილობილი არ მაწყენს ნამდვილათ-ჩაიფხუკუნა თამარამ
-ეგ კარგი გამახსენე,ვერ მოვასწარი შენთან საუბარი,მიდი ერთი რა ხდება გიგისთან-წარბი გამაფრთხილებლად ასწია მაშომ
-ანუ,რა შუაში იყო ახლა გიგი?
-გოგო,დაფრქვი დროზე. შენ რატო ჩაჩუმდი მეგი?გელაპარაკა?-ამჯერად მეორე დაქალს შეუტია ტრაპაიძემ
-გოგო,მეგობარიც არ ჰქვია ჯერ,ნაცნობები ვართ უბრალოდ,ერთხელ ვისაუბრეთ თავის პრობლემებზე მომიყვა,რადგან უცნობი ვიყავი და...
-რა პრობლემებზე?-თვალები მოჭუტა მეგიმ და როგორც ჩანს,სახლში შემოსულ ნიკოს ინტერესით გახედა
-დაიკიდეთ,თუ რამე მისგან გაიგებთ,არ მაქვს უფლება გითხრათ
-კარგი ხო,არც დაგაძალებდით ხომ იცი-მაშო ესაუბრებოდა,მეგის კი თვალები მოსიარულე ნიკოსკენ გაურბოდა
-გამარჯობათ გოგოებო,რას შვრებით?-კამარაში შეჰყო თავი ნიკომ და მეგის ლოყაზე აკოცა. თამარსა და მაშოს გაეღიმა მათ დანახვაზე.
-რავიცი ნიკო,შენ?
-ვარ რა მაშუნა,როდის წავალთ ხვალ ერთი სული მაქვს,გაა*რაკეს უკვე სამსახურში,დასვენება მინდა. შენ ჩახვედი თამარა?
-კი კაცო,3-4 საათია რა მოვედი,ბებოს გამომცხვარ ხაჭაპურს ვჭამ
-აუ,გაფუმფულებული უნდა ჩამოხვიდე მაქედან?-ამჯერად მაშომ დამანჭა საყვარლად სახე და ეკრანიდან მოეფერა დაქალს
-კიდე გაფუმფულება მინდა ქალო მე?
-ნეტა არ აკლდეს ამას!-მეგიმ ჩაილაპარაკა მეგობრის მისამართით
-ბებოს გამომცხვარი ხაჭაპური მომიმდა ახლა-თვალები მოჭუტა ნიკომ,ოცნებებში გადაეშვა. გოგონებმა ჩაიკისკისეს
-ბებიაჩემისნაირი გემრიელი ხაჭაპური არავის გამოსდის ხოლმე,მაგრამ მე მასწავლა მისი საიდუმლო რეცეპტი და რომ ჩამოვალ ჩემთან მოდი,სპეციალურად შენთვის გამოვაცხობ-თვალი ჩაუკრა თვალებგაბრწყინებულ ნიკოს
-რამდენი პლიუსი უნდა დაიწერო ჩემს თვალში?


სიცილ-კისკისით დაემშვიდობნენ ერთმანეთს. მეგიმ მაშოსთან ერთად დასახა გეგმა,დაჯავშნა სასტუმრო და მოაწესრიგა ყველაფერი.
თამარა მონატრებულ ოჯახისწევრებთან ყოფნით ტკბებოდა და თავის პატარა დებს არ შორდებოსა გვერდიდან.
გარეთ წვიმდა,ბუნება თითქოს სევდიანი იყო. თებერვალისთვის დამახასიათებელი ამინდები იყო და თამარაც სიამოვნებით იჯდა ფანჯრის წინ და უცქერდა სოფლის ულამაზეს ეზოს,რომელსაც წვიმის დიდრონი წვეთები ასველებდნენ.
ახსენდებოდა მწვანე ბალახის სურნელი,გაზაფხულსა და ზაფხულში რომ ასდიოდა მწვანე საფარველს დედამიწისას. შესცქეროდა გაშიშვლებულ ხეებს სეზონზე რომ სალათისფერი ფოთლებითა და გემრიელი ნაყოფით იმოსებოდა.
სიამოვნების შეგრძნება ხერხემალში უვლიდა,გულსაც მოიცავდა და სადღაც მუცელში ქრებოდა. უყვარდა თავისი სოფელი და ტკბილი მოგონებები,რომლებიც მას ახლდა თან.
***
-როგორი რთულია!
-და ასაკის,გამოცდილების,ცოდნის მატებასთან ერთად კიდევ უფრო და უფრო რთულდება!
-მართლა ხომ არსებობს რაღაც ზღვარი,რომელიც არ უნდა გადაკვეთო. ყველაფერს აქვს თავისი ადგილი და ამ წესრიგით შეიძლება ცხოვრება შეუმსუბუქო მეორე ადამიანს. რატომ გვინდება ის ერთი დედამო**ნული რაღაც,რაც გვანადგურებს?!
-ნეტავ ვიცოდე გიგი,ნეტავ ვიცოდე!
მიუწვდომლისკენ მივისწრაფვით ალბათ ყველანი!
-არვწუწუნებ,დათის გეფიცები არ ვწუწუნებ და ჩემი თავი არ მიმაჩნია განწირულად იმის გამო,რომ ჩემი მეგობარი თურმე მეგობარი არ აღმოჩნდა. უბრალოდ შენთან საუბრით ვმშვიდდები. არვარ სხვებივით მუდამ სერიოზული და ჯმუხი,ხმას რომ არიღებს ისეთი,მაგრამ გრძნობების გაზიარება ნამდვილად არ მიყვარს სხვებისთვის...
-ვინც ყველაზე მეტს იცინის,ცანცარებს და ხალისობს ის მალავს ყველაზე მეტ გრძნობას ან ტკივილსო ასეა ნათქვამი...არასდროს მომწყინდება სხვისი და კონკრეტულად შენი პრობლემების მოსმენა. როცა ერთხელ აღმიქვი საინტერესო,ღირსეულ ადამიანად,რომ გულის ნადები გაგეზიარებინა,მე არ მაქვს უფლება რაიმე მომბეზრდეს,ნუ რომ არ მომწყინდეს შენთან ლაპარაკი მაგ შემთხვევას ვგულისხმობ
-მაგიჟებ მე შენ ხანდახან-ჩუმი სიცილის ხმა მოისმა ტელეფონში,ერთიანად დაუარა ჟრუანტელმა თამარას ოდნავ დაბოხებული ნოტები რომ გაიგო გიგის ხმაში,მაგრამ მაშინვე უარყო ყველანაირი აზრი-როგორი ტიპი ხარ?ვერ ამოგიცანი
-რა თქმა უნდა,რთულია საინტერესო და მრავალფეროვანი ადამიანის ამოცნობა!
-კამერას ჩამირთავ?-საყვარელი ხმით იკითხა გიგიმ,აშკარად მანიპულირებდა თამარას გრძნობებით,ნუ ჩხაიძეს ასე ეგონა ყოველშემთხვევაში.
-არა!
-რატომ ასე კატეგორიულად?არგინდა შენი დათვებიანი პიჟამოები დავინახო?
-ახლა გეტყობა საერთოდ რომ არ მიცნობ. რომც ვიცვამდე ,, დათუნიებს" დასამალი რა არის მაგაში,ან გასატყდომი.
ისე ჩემი პიჟამოები ძირითადად დიდი მაისურებია ან...
-ან?ჩამირთე კამერა თორე გადმოვხტები-უკვე ეშმაკური ნოტები იგრძნობოდა გიგის ხმაში სიცილთან ერთად.
ჩხაიძეც მიხვდა რომ ეფლირტავებოდა გიგი და თვითონაც გააგრძელა. რა?ვისზე ნაკლები მოფლირტავეა?
-ვერგაუძლებ
-ჰმ,მაინტრიგებ?-წუთიერი პაუზის შემდეგ გაისმა გიგის დახშული ხმა,როგორც ჩანს,სიგარეტს მოუკიდა
-შენ ინტრიგად თვლი?იყოს ინტრიგა,მთავარია ოცნებებში არ გაფრინდე!-ბოლოს ჩაიჩურჩულა,შემდეგ კი აკისკისდა ჩხაიძე
-გაგახსენებ ამ სიტყვებს ძვირფასო!
-ვინც არა იმისი კარგიც!
-დედა რა მაკადრა-იცინოდა გიგი-თამრო...
-გისმენ-სახის კუნთები რომ დაეღალა,მაშინ მიხვდა,რომ მთელი დრო იღიმოდა
-ვერასდროს ვიქნებით მეგობრები,ხომ იცი?მწარე გამოცდილება მაქვს,არ მინდა მეგობრობით დავიწყოთ
-გიგი...
-არაფერს გთხოვ...უბრალოდ იცოდე!-წუთიერი დუმილი მოჰყვა ამ სიტყვებს.
-ახლა აივანზე დგახარ და ეწევი ჰო?-მშვიდად ჩაილაპარაკა თამარამ
-ჰო და მთვარეც ჩემთან ერთადაა
-მეც ვხედავ,ლამაზია თოვლზე აბრჭყვიალებული სავსე მთვარე
-,,მოჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე…
ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!”
-იცი,როგორ მიყვარს შენში?-ჯაფარიძეს შეაჟრჟოლა ამ სიტყვები გაგებისას. თამარი გვიან მიხვდა რაც წარმოსთქვა,მაგრამ სიტყვებს ვეღერ დააბრუნებდა უკან,იქნებ არც სურდა.-მიყვარს შენში ეს რამდენიმე სიტყვაში ჩატეული მთელი სათქმელი.
სულით პოეტი ხარ,გრძნობ,განიცდი,რასაც ამბობ ტყუილად არ ამბობ!
-მეც იცი როგორ მიყვარს შენში?-ამჯერად გიგი ცდილობდა საკუთარ თავში მოეძებნა ძალა,რომ არ ჩაფერფლილიყო გოგონას სიტყვებზე. მთვარეს უცქერდა,გაღიმებულს.-შენი სითბო და სიყვარული მიყვარს შენში.-წამით ყველაფერი მიწყდა,ყველანაირი ხმაური და სამყარო დადუმდა. მხოლოდ ისინი იყვნენ და მათი სიჩუმე.
-თამბაქოც უხდება ასეთ მისტიურ ღამეს არა?-ცოტა ხნის შემდეგ დაარღვია სიჩუმე ჩხაიძემ
-ნამდვილად,შენც ეწევი?
-არა
-ატრაკებენ?
-მაგრად!
-დაიკიდე რა,ცოტაც გაუძელი,რომ ჩამოხვალ ჩვენ მოვწიოთ ღამით,აივანზე,მთვარესთან ერთად!
-პირობა პირობაა!
-ღამე მშვიდობისა გიგ ი!
-ტკბილი ძილი თამრ ო!

ღიმილი სიცილმა შეცვალა,სიცილი კი სიამოვნების შეგრძნებამ და ტკბილმა სიზმრებმა,მაგრამ მხოლოდ ორისთვის.
მესამეც აივანზე იდგა,მთვარეს შესცქეროდა და საყვარელ ადამიანზე ფიქრობდა,მაშინ,როდესაც ამ უკანასკნელს სხვასთან ლაპარაკისას უციმციმებდა თვალები,უკრთოდა ხმა. ამ ისტორიას ის მხარეც ჰყავდა ჩვენთვის ანტაგონისტის როლს რომ ასრულებდა,მაგრამ მასაც ჰქონდა დიდი,უზარმაზარი სიმართლე,ცალმხრივი სიყვარული რომ ჰქვია!,, იმხელაა - გიკვირს, რომ
ერთ გულში ჩაეტია!
ისე, ერთგულებითაც
სხვაზე ბევრად მეტია!
იმ ორის სიყვარულზე
ორჯერ უფრო მეტია! -
რა სახსენებელია
ნესტანი და მედეა...”
***
-ანუ,ჩემს სახლს,ეზოს და ამდენ მოგონებას რომ არაფერი სჯობს იცი?-ეჩურჩულებოდა თამარა კამერაში ღიმილით მომზირალ გიგის,მაშოს და მეგის და თან ტანზე მოკრული,თოვლისგან დასველებული შარვლის გახდას ისე ცდილობდა,რომ კამერაში არ გამხტარიყო შიშველი
-მეც მინდა გურია,იცი როგორ მენატრება?!-ტუჩები გაებუსხა მაშოს და მონატრებული თვალებით იმზირებოდა
-კიდევ ეგ უნდა?იქნებ საერთოდ აღარ წამოვიდეს-ამჯერად გიგი კუმ გამოყო ფეხი და ოდნავ ჩაახველა
-დაიხრჩობი,ვერგიშველის ვერავინ თუარ შეეშვები მაგას,სხვათაშორის მარტო გიგის არ ეხება-თვალები დააბრიალა ახალგამოჩენილმა ნიკომ და მეგის ლოყაზე აკოცა
-მეც მენატრებოდა მაშუნა გურია,მაგრამ ახლა მინდა,რომ მალე ჩამოვიდე-თვალები აუციმციმდა
-ხო,არა?!-ირონიულად წამოიძახა ტრაპაიძემ და სწერვულად გაუცინა
-კაი?წლის ჩარტყმა!-სიცილი ვერ შეიკავა მეგიმ
-რაო,რაო?რახდება თქვენში?რაღაცას მალავთ ხო?
-ხო,შენ არ იცი რამდენი საიდუმლო გვაქვს ნიკოო
-გავარკვევ თამარ ქალო,გავარკვევ!ჩვენ წავედით-ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო ისე გამოეთიშა მეგი ზარს
-გიჟია ეს ბიჭი. გიგიკო შენ რატომ ხარ მშვიდად?რატო გამორთე კამერა ბიჭო-ამჯერად მაშო გამოვიდა ასპარეზზე
-ხაჭაპურის გაცხელებას ვცდილობ-გამოსძახა გიგიმ რასაც მსხვრევის ხმა მოჰყვა
-მშვიდობა გაქვს?-ვერ დაფარა ოდნავი ღელვა თამარმა,მაშომ თვალები აატრიალა მის დედურ ინსტიქტზე
-დედას ნაჩუქარი ფინჯანი გავტეხე და დამენ*რა-ხელს კეფაზე ისმევდა და თვალებს საყვარლად ხუჭავდა,რაც თამარას არ გამორჩინია,პირღია მიშტერებული მაშოს წამოძახებამ გამოაფხიზლა
-წავედი მე,ჭკუით-დარჩნენ მხოლოდ ორნი
-მართლა ასეთი მოუხერხებელი ხარ სამზარეულოში?-ოდნავ ჩაიფხუკუნა ჩხაიძემ
-საერთოდ სამზარეულიში ბევრი რამ მეხერხება,კერძების მომზადებაა მეორე,პირველს გაიგებ ოდესმე, ალბათ-ბოლო სიტყვები ჩურჩულით დაამატა,მაგრამ თამარა რისი თამარაა ეს რომ გამოპარვოდა?
-ვნახოთ-თვითონაც ჩაიჩურჩულა და დაინახა როგორ გაუშეშთა გიგის ხელში აქანდაზი-დროებით გიგიკო-ისე გათიშა არც კი დალოდებია მის სიტყვებს. ხაჭაპურს მიირთმევდა ესემესი რომ მოუვიდა *იმ ფინჯანს თეფშიც მიყვა სულ შემთხვევით,ერთმა ძალიან დამაშტერა... ძილინებისა!*
***
-ჩამოვედი!-ტელეფონში ჩაჰყვირა გიგის
-თათუ შეხვედრაზე შევდივარ,დაგირეკავ მოგვინებით-უცებ გაუთიშა ტელეფონი
-აუუ,მომენატრა!-ჩაიბუზღუნა ხმამაღლა და რომ გაიაზრა,მიხვდა, რომ დაერხა. მაშოსთან გადარეკა
-ჩამოხვედი?
-კი და მგონი ახლა უნდა ვამბობდე ,,მიშველე,მგონი გავები ძმა"-საწყლად ჩაიცინა,ფილმების ჩვეულებრივი სცენარი რომ გაიხსენა
-კაი თუ მიხვდი!
-ამოდით,მეგისაც უთხარი-სწრაფად გათიშა და საწოლზე გადაწვა
-არ მინდააააა!

ტელეფონზე ზარი რომ შევიდა სწრაფად წამოხტა და ისე უპასუხა არც დაფიქრებულა.
ტირილის პირას იყო,რაღაც აწვებოდა,ემოციებს ვერ იკავებდა ,ტირილი უნდოდა
-ჩამოხვედი?რაღა ახლა დამემთხვა ეს დედაა აფე**ებული საქმეც რა! კახეთში მიწევს წასვლა,ვენახების ამბებია მოსაგვარებელი,სანამ ჩემი ძმა ჩამოვა,მაგრად გამიტყდა.
-აუ,მინდოდა შენი ნახვა
-მოგენატრე ქალბატონო?-იცინოდა გიგი,თითქოს აქაც იგრძნო თამარამ და შეამჩნია როგორ გააჟრჟოლა კიდეც
-მომენატრე!
-მეც,სასწაულად! ვერ გავძლებ,მოვიდვარ შენთან,ყურადღებით იყავი,მოგწერ და ჩამოდი,რომ არ გნახო გავაფრენ!

ისე იქცეოდნენ,თითქოს ორივეს გაეაზრებინა და დაელაგებინა სიტუაცია,მაგრამ ფაქტია ასე არ იყო,ჯერ კიდევ გაურკვევლობის ზღვაში დაცურავდნენ.
ისე ჩაირბინა,არაფერს დაკვირვებია,მანქანაში ჩახტა და მომღიმარ ჯაფარიძეს პირდაპირ,მოურიდებლად გადაეხვია
-ჯანდაბა,რა კარგი ყოფილა ამდენი ხნის შემდეგ შეხვედრა-ღიმილით უყურებდა ბიჭი და თითებზე კოცნიდა. თამარაც თვალებს აფახუნებდა და ეპრანჭებოდა,რაზეც შეუჩერებლად იღიმოდა გიგი.
-ისე აპირებდი წასვლას,რომ არ მნახავდი?
-ეჰ,ჩემს თავს ვერ ვპატიობ მაგას,მაგრა რას ვიზამთ… სამაგიეროდ ხომ გნახე!
-დათი მომემატრა!
-რომ ჩამოვალ გაჩვენებ,ახლა თან მიმყავს და იმედია შევძლებ საქმის მიხედვას იმ პატარა მაიმუნთან ერთად
-მალე ჩამოხვალ?
-ერთ კვირაში-ღიმილით მოეფერა თმაზე და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა-უნდა წავიდე,მეჩქარება თა
-მშვიდობით მგზავრობა,რომ ჩახვალ გამაგებინე რა,არ დაგავიწყდეს
-აბა რას ვიზამ,ჭკუით მშვენიერო-თვალი ჩაუკრა მანქანიდან გადასულს და მანამ არ წავიდა,სანამ ჩხაიძე თვალს არ მიეფარა.

-ანუუ,რანაირად იქცევი?რას ქვია არ გინდა,რატო გლოვობ?-ცოტახანში მეგი ლექციებს კითხულობდა მაშო კი ჩუმად წრუპავდა ყავას
-მეშინია!ცუდი გამოცდილება მაქვს სიყვარულში,მეშინია კიდე არ მეჩვენებოდეს,ჩემს წარმოსახვის ნაყოფი არ იყოს გიგის ,,მინიშნებები"
-მე ვარ ,,ატვეჩაი”,გიგი რომ გიყურებს ეგ ვაფშე სხვა მზერაა,არ გეჩვენება,სულ ნუ დაკარგავ თავდაჯერებულობას ბეიბ-არ წყვეტდა სანუგეშო ფრაზებს-ამოიღე გოგო ხმა-ამჯერად მაშოს გაკრა მხარი
-შენ რომ არ იცნობ როგორ გეტყობა.
საერთოდ ეს რომ გამოუტყდეს თავს მსგავს საკითხში სამ ფაზას გადის.
პირველი უარყოფა იმისა,რომ იმ ბიჭს მოსწონს ან რაიმე გრძნობები აქვს,მეორე არის საკუთარი თავის დაკნინება,თითქოს არ მოეწონება,იმ ტიპს,რადგან უამრავი ნაკლი აქვს,იწყებს მათ ჩამოთვლას და იმის შიში აქვს არ აღადავებდეს.
მესამე-მეორე მხარის დასაკუთრება,ეჭვიანობა ყველა არსებაზე და ამის შემდეგ უტყდება საკუთარ თავს,ამიტომ მე,როგორც ამ საკითხში კომპეტენტური ვაცდი,თავიდან მეც მასე დავიწყე ლექციები,მაგრამ რას უშველიდა?!-პირღია უყურებდნენ მეგი და თამარა
-ეს ვერ არის ცოტა,ფსიქოლოგის დასკვნა დადე?
-ნამდვილად გიჟი მგონია ჩემი თავი,ისე აღმწერა ტიპმა.
-არუნდა მაგას ზედმეტი ლაპარაკი,არც თვითგვემა,მოსწონხარ იმ ბიჭს და აცადე,შეირგე და შეარგე.

ერთი კვირა არ გამოჩენილა გიგი.
როგორც კი შევძლებ დაგელაპარაკებიო მისწერა,მაგრამ ერთი კვირა არ გამოჩენილა,მანამ,სანამ...
***
-გისმენ ნიკო-უნივერსიტეტიდან ახალი გამოსული იყო თამარა,სახლში მიდიოდა,რომ დაესვენა
-სად ხარ?
-უნივერსიტეტიდან გამოვედი ,მშვიდობაა?
-რესპუბლიკურში ვართ,მოდი,არაფერია საშიში!
-ვინ არის?-ანერვიულდა უცებ
-ჯაფარიძე,ხელი მოიტეხა და ტვინის შერყევა აქვს
-კარგი,კარგი,მოვდივარ!-ტაქსი გააჩერა,ანერვიულებულს არ ქონდა მეტროთი ბოდიალის თავი.
საერთოდ ასეთ სიტუაციაში ცდილობდა რაციონალურობა შეენარჩუნებინა და ბოლომდე არ დაეკარგა თავი,მაგრამ როგორი შეგრხნებაა გულს რომ გიღრნის საყვარელ ადამიანზე დარდი,მოუსვენრობა და გულში ღრმად ჩაბეჭდილი წუხილი.
მიმღებში იკითხა გიგის ადგილსამყოფელი და 712 პალატაში გაგზავნეს. ნერვიულად შეაღო კარი და წააწყდა კიდეც სალომეს თვალებს. გიგის ხელი და თავი შეხვეული ჰქონდა,წარბები შეეკრა და მშვიდად ეძინა. გვერდით სკამზე სალომე იჯდა და მის ხელს ეფერებოდა. მეორე სავარძელში ნიკო იყო ჩაწოლილი და მის მკერდზე თავდადებილ დათის ეძინა.
სალომეს თვალების ატრიალება არ გამოჩენია.
-აქ რა გინდა თამარა?-მაშინვე თვალები ჭყიტა ნიკომ მეგობრის უცხო ტონზე
-როგორ არის?-არ შეიმჩნია თვალებაწყლიანებულმა სალომეს რეპლიკა და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა საწოლს
-ისე,რომ შენი თავზე დგომა და ზრუნვა ნამდვილად არ სჭირდება-ჩვეულ ტონს ინარჩუნებდა სალომე,ნიკო გაკვირვებული უყურებდა მათ-ამიტომ შეგიძლია წახვიდე და თავი დააანებო კაცს,რომელიც მიყვარს,რომელსაც ვუყვარვარ,შენ კი არაფერში სჭირდები-ამჯერად ნამდვილად მიაბყრო მზერა სალომეს და ძალიან დიდი სიძულვილი რომ დაინახა მის თვალებში,დანებდა.
დაიხარა და შუბლზე აკოცა ჯაფარიძეს,მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა და კარისკენ სევდიანი ღიმილით წავიდა,განა იმიტომ,რომ სალომეს დამორჩილდა ან გიგი დათმო?ახლა ნამდვილად არ იყო ჩხუბის და საქმის გარჩევის დრო,რაც ვერ აცდებოდა მათ თუ რომელიმე არ წავიდოდა.
გიგის ეძინა და გადაწყვიტა მაშინ ენახა,როცა საღ გონებაზე იქნებოდა.
ნიკომაც გაიაზრა სიტუაცია და სევდიანი თვალებით შეხედა სალომეს
-ბევრს აშავებ!შენ არავინ გეკითხება მათ საქმეში ცხვირის ჩაყოფას.- ბავშვთან ერთად წამოდგა და ოთახი დატოვა,სალომემ თვალებში ცრემლებჩამდგარმა შეხედა გიგის და გულიდან წამოსული ტკივილის ხმა ვერ შეიკავა,ტიროდა თავისი არგანხორციელებული სიყვარულის გამო.
-თამრო-ნიკო მიჰყვებოდა დერეფანში ნელა მიმავალ თამარს და ცდილობდა ისე ევლო დათი რომ არ გაეღვიძებინა
-გისმენ-სევდიანი ღიმილი შესცქეროდა თამარი მას-ბავშვსაც ვერ ვაკოცე ისე წამოვედი-მისი ხელი ხელში მოიქცია და აკოცა.
-თამრო,გიგის მშობლები საზღვარგარეთ არიან,არ იციან და არც ვაპირებთ თქმას იმიტომ,რომ არ არის მასეთი ცუდი მდგომარეობა.გიგის ძმაც გერმანიაშია კომპანიის საქმეებზე და დათი გიგის ჰყავდა ჩაბარებული,იქნებ წაიყვანო რა ცოტახნით დაიტოვო,სანამ გიგი გამოვა მდგომარეობიდან,მომკლავს ძიძა რომ ვიშოვნო და მასთან დავტოვო. მეგიც მოვა საღამოს და დაგეხმარება.
-ვერ ხარ?რა დახმარება მინდა,წავიყვან ჩემს პატარა დათვის ბელს,აბა რას ვიზამ. მე არ მინდა შეგაწუხო ყოველ წუთს,მაგრამ შენ დამირეკე ხოლმე და გამაგებინე სიახლეები,კარგი?
-აბა რა დაო,აბა რა. წამო დაგტოვებთ სახლში.
-მისი ნივთები?
-მანქანაში მაქვს!
-სხვები სად არიან?
-ლუკა საბუთებს აგვარებდა,მეგი საჭმლის ამოსატანად წავიდა და მაშო ლუკასთან ერთად იყო მგონი.
-მაინცდამაინც იმას ნუ დატოვებთ გიგისთან,გაღვიძებისას პირველს სალომეს რომ დაინახავ მოიშხამება
-ძაან მეწყინა,აზრზე არ ვიყავი ტო,არც თქვენზე და არც იმათზე.
-არაფერი არ ხდება,ჩვენ მეგობრები ვართ და ისინიც!-თვალი აარიდა ცალყბად მომღიმარ ნიკოს
-ჰო,ჰო,მეგობრები,აბა რა!
-ნიკო,ექიმს ელაპარაკეთ და მან გითხრათ,რომ ნამდვილად არაფერია საშიში?
-ჰო,დღეს და ხვალ დატოვებენ,მერე გაწერენ,მსუბუქი ტვინის შერყევაა ისედაც
-და რა დაემართა?-ბავშვი გულზე ჰყავდა მიხუტებული,მისთვის დიდი პლედი შემოეხვია და ცდილობდა სიცივისგან დაეცვა. ნიკომ მანქანის კარი გაუღო და დაჯდომაში დაეხმარა,მალევე დატოვეს საავადმყოფო.
-სულელია,დათის საჭმელი უნდა ეყიდა,დატოვა დაძინებული ბავშვი სახლში და ჩქარობდა,არ გაეღვიძოსო,გზაზე გადასვლისას ვერ დააკვირდა მანქანას,კიდევ კარგი მალე დაატორმუზა იმ კაცმა და უარესი შედეგი არ მივიღეთ.
-ღმერთო,მადლობა!-თამარას ჩურჩული არ გამოპარვია და სარკიდან გახედა მომღიმარმა.
სახლში თავად აიტანა ბავშვის ნივთები,ვიდეოც გადაუღო თამარას და დათის
-გაიღვიძე პატარავ?როგორ ხარ პატარა დათუნია?- თბილი ღიმილით ესაუბრებოდა თამარა ახალგაღვიძებულ დათის და დაწითლრბულ ლოყებზე კოცნიდა.
-თამარა,შემომხედე,დავუმტკიცო ბატონს,რომ ნამდვილად თქვენ ჩაიბარეთ ბავშვი-იცინოდა ნიკო და კამერა თამარისკენ მიებყრო
-კი ბატონო ჯაფარიძე,თქვენი დაუფიქრებლობის გამო იწექით ახლა მანდ არასასურველ გარემოში და იყავით,საერთოდ არ ვნერვიულობ და არ მაინტერესებს, დათი კიდე კარგადაა-საუბრობდა მტკიცე ხმით თამარი და ნიკოს ფხუკუნი არ შეიმჩნია ცრემლები რომ ჩაუდგა თვალებში.ჩვევა აქვს ასეთი,რაიმეზე რომ ანერვიულდება,მაშინვე ცრემლებით ევსება თვალები.
-ხო გესმის?არ ნერვიულობს!-დასცინა ნიკომ და გადაღება შეწყვიტა.დაემშვიდობა მასპინძელს და ღიმილით დაუყვა კიბეს.
ისევ საავადმყოფოში დაბრუნდა,ამჯერად ლუკა,მაშო და მეგიც იქ დახვდა,სალომეც მათთან ერთად იყო და გიგისაც გაეღვიძა.ხმა ოდნავ ჩახლეჩოდა და წარბებიც შეეჭმუხნა,სახეზე ეტყობოდა,რომ სტკიოდა,მაგრამ ცდილობდა, არ შეემჩნია.
-რაიყო ,საწოლს მიჯაჭვული ამირანი ხარ?
-ბავშვი სადაა ბიჭო,თამარა?-იკითხა ვერცერთი რომ ვერ დაინახა
-ერთ ძალიან კარგ გოგოს დავუტოვე დათი-იღიმოდა ჯაფარიძის მიმართულებით და თვალის ჩაკვრასაც არ იშურებდა.
-თამარასთანაა?-სხვაგვარად ჟღერდა გიგის სიტყვები ჩახლეჩილი ხმის გამო
-იეს,თამარასთანაა,ძალიან კარგად გრძნობს თავს,მაგრამ ქალბატონი გაბრაზებული გყავს-ეხუმრებოდა,რა თქმა უნდა,გიგიც მაშინვე წამოეგო.
-რატომ?-უკვე ყველა ოთახში მოფი მას უყურებდა,მათ შორის სალომეც,ნიკომ იფიქრა,რომ არ ღირდა გამწვავება
-დაუფიქრებელი რომაა იმიტომო,აჰა-ტელეფონში ვიდეო ჩაურთო და საღ-სალამათ ხელში მიაწოდა.
გიგის გაეცინა,სალომე მოიღრუბლა,დანარჩენები ერთმანეთში საუბრობდნენ და არ შეიმჩნიეს.
-თქვენც რომ წახვიდეთ არ გინდათ?
-არა,შენ ვინ მოგხედავს?
-მიდით,გოგოები მაინც გაუშვით-ლუკას ანიშნა და ისიც მაშინვე ჩაერთო საქმეში
-წავედით გოგოებო,დაგტოვებთ სახლებში,ყველაფერი აქვს,რაც სჭირდება,ჩვენც აქ ვიქნებით,წადით თქვენ-უარი არ უთქვამთ ლუკასთვის,მანქანაში ჩასხდნენ და ლუკამაც მაშინვე შეხედა სალომეს
-სალო,გოგოები თამარასთან რჩებიან,შენ არ წახვალ?
-მეხუმრები ლუკა?-მწარე ღიმილით გაეღიმა სალომეს,მანქანიდან გადავიდა და მწარედ მიაჯახუნა კარი.
-სად მიდიხარ გოგო?-ლუკა დაეწია და მკლავში ჩაავლო ხელი
-შემეშვი რა,წადი შენ დაქალს უთანაგრძნე,მე და ჩემი გრძნობები ხომ მაგრად დაგვიკიდეთ ყველამ იმის გამო
-ცუდათ იქცევი სალომე
-აჰა,სალო აღარ?-ცინიკურ ტონს ვერ იშორებდა გოგო-არ დამირეკოთ,არ ცადოთ მომძებნოთ,არც თანაგრძნობა მჭირდება თქვენი და არც გვერდში დგომა,არ ყოფილხართ რეალურები-ამჯერად ცრემლები ჩაუდგა თვალებში და სწრაფად დაუქნია ხელი ტაქსს,რომელმაც იმ წუთას ჩამოიარა. ლუკა იდგა გაშეშებული,წუთისწინ ნათქვამ სიტყვებს იაზრებდა და ფიქრობდა,რომ დააშავეს მასთან,თანაც ძალიან.
მაშო გადმოვიდა მანქანასთან, ხელკავი გამოსდო,გვერდიდან მიეხუტა საყვარელ კაცს
-არავის ბრალი არ არის,ის სიყვარულის მსხვერპლია,ის ორი ერთმანეთზე შეყვარებულები,თქვენ კი მეგობრები,ყველა თავის გასაკეთებელს აკეთებდა,სხვანაირად უბრალოდ ვერ ჩაივლიდა ეს ამბავი.-მზერა რომ მიაპყრო მაშოს,გოგომ მაშინვე ამოიკითხა მის თვალებში ტკივილი,ლუკა უცებ გატეხილიყო,დაპატარავებულიყო.
უსიტყვოდ დაუტოვა კოცნა შუბლზე,მანქანაში ისე ჩასხდნენ არაფერი უთქვამთ,გადასვლისას დაემშვიდობა ორივეს,მაშოს აკოცა,უყურებდა,სანამ არ მიეფარნენ თვალს და შემდეგ დიდი სიჩქარით დატოვა ეზო.
***
-ესეიგი ძალიან ცუდათ არის!მეცოდება ძალიან,ვიცი რასაც ნიშნავს ცალმხრივი,უპასუხო სიყვარული და მართლა თანავუგრძნობ,მაგრამ მე რატომ მერჩის ვერ ვხვდები,მე და გიგი ხომ არ ვართ შეყვარებულები?მეგობრები ვართ-დათის აჭმევდა თამარა და თან ემოციურად ესაუბრებოდა გოგონებს
-კარგი რა თამარა სულელის თვალიც კი შეამჩნევს თქვენს შორის ქიმიას.
იმას დავანებოთ თავი,რომ ცუდათ არის,ლუკას რაღას ერჩის,ან ჩვენგან რას ითხოვს საერთოდ?-მეგი არ ცხრებოდა,ძალიან გაბრაზებული იყო გოგოს საქციელზე
-გაუგოთ უნდა მეგ,არაუშავს,მე არ მეწყინება,მირჩევნია ახლა მას დაუდგეთ გვერდით და დაეხმაროთ,მით უმეტეს ვიცი,რომ მნიშვნელოვანი ადამიანია გიგისთვის,ინერვიულებს და არ მინდა ამდენი ადამიანი დაზარალდეს ჩემს გამო.
გიგის ვერ დავთმობ,მაგრამ თუ მე ვარ პრობლემა აღარ გამოვჩნდები მაშინ თქვენთან ერთად,აღარც შეკრებებზე მოვალ და ასე შემდეგ -თვალი აარიდა ჩხაიძემ გოგონებს და ჭურჭელი ნიჟარაში მოათავსა.
მაშო აქამდე ფანჯარასთან უდგა,ეწეოდა,რომ დაინახა დაქალის განცდები ვერ მოითმინა,ნამწვავი გადააგდო და თამარასთან მივიდა,ხელი მკხვია მხარზე და თბილად მოეხვია
-მუდამ შენს თავში ნუ ეძებ პრობლემას,მუდამ შენ ნუ ცდილობ დათმო ყველაფერი სხვისი,უცხოს ცუდათ ყოფნის გამო. ცხოვრებაში ერთხელ იფიქრე,რომ დიდი ბედნიერება გაქვს წინ და არ უნდა დათმო და გაექცე.
-ჩვენც აქ ვართ,აღარ გაიმეორო რაც წეღან თქვი,შემიყვარდი ძალიან შე წუნკალო-მეორე მხრიდან მეგი მოახვია და სენტიმენტალურმა თამარამ ცრემლებიც ვეღარ შეიკავა.
-ნუ ტირი,მიდი შენი შვილობილი გეძახის-ღიმილით მიუთითა მაშომ დათიზე,რომელიც საყვარლად იძახდა ,,თათა".
-ეს ბავშვი შემომეჭმება,ძალიან მიყვარს!
-შენ მაგის ბიძის შემოჭმის საშიშროების წინაშეც დგახარ,მამამისიც ძალიან საყვარელია,ერთი როდის ჩამოვა გაგაცნოთ-იღიმოდა მეგი
-მომიყევით რა რამე გიგიზე-დაინტერესდა თამარა,მოთამაშე დათი მუხლებში ჩაისვა,მანაც თავი მკერდზე მიადო,ხელი კი საყვარელ ადგილას ჩააცურა. გოგონებმა ჩაიხითხითეს
-თქვენ უნდა გენახათ ეს გიგისთან ყოფნის დროს რომ გააკეთა,ძაან ვიხალისე იმის რეაქციებზე-იღიმოდა ჩხაიძე,მაგრამ წამში შეამჩნიეს მეგობრებმა მის თვალებში ჩამდგარი სევდა
-კარგადაა ნუ ღელავ,წეღან არ ველაპარაკეთ თამრო?მოგიყვე ახლა,ესეიგი გიგის მშობლები ექიმები არიან,იმენა უძერსკესი ხალხია,დედამისი ისეთი მოდური და თანამედროვე ქალია,მამამისზე პირი ღია დაგრჩება ისეთი სიმპათიურია ამ ასაკშიც კი.
დიდი ძმა ჰყავს,თომა,დათის მამა,ცოლი არ ჰყავს,დათი დაუტოვა შეყვარებულმა და თავად სადღაც წავიდა. მარტო ზრდიან თომა და გიგი ჩვენს პატარა დათვის ბელს.
არ გაჰყვნენ მშობლების გზას არცერთი და ცალკე,საკუთარი ფინანსებით დაიწყეს პატარა ბიზნესი,რომელიც ნელ-ნელა ფართოვდება. მეღვინეოაბაში გამოდგნენ კარგები.
ხოდა ასე...
-დათის მართლა ის ორი ზრდის?
-კი,როცა არცერთს არ სცალია ძიძა იტოვებს,მაგრამ ეგეც ძალიანიშვიათად
-ვაუ,ჩემი პატარა ღუნღულა,ძალიან მიყვარს-ცრემლები მოადგა თამარს იმის წარმოდგენისას,რომ დათი დედის გარეშე იზრდებოდა.
***
დათის ტირილმა რომ გამოაღვიძა და საათს დახედა ღამის 3 საათი იყო.
სწრაფად აიყვანა ხელში,სამზარეულოში გავიდა და მისი საჭმლის მომზადება დაიწყო,თან ბავშვს ამშვიდებთა.
გოგონებმა ერთი კი გამოიჭყიტეს ცალი თვალით თავიანთი ოთახიდან,მაგრამ თამარამ დაამშვიდა შია და ვაჭმევ,დაიძინეთო.
დათი დანაყრდა,მუცელი საყვარლად გამოებზიკა.
თამარა სიცილს ძლივს იკავებდა იმდენად ესაყვარლებოდა ბავშვი.
მის გვერდით დააწვინა და თვითონაც მიუწვა,რაღაცებს უმღეროდა და კულულებზე ეთამაშებოდა.
ნიკომ დაურეკა,იცოდა ვინც გამოჩნდებოდა ეკრანზე,ახლა ამ ზარისთვის რომ ეპასუხა.
ცოტახანს იყოყმანა,მერე უპასუხა და მაშინვე გამოჩნდა თავშეხვეული გიგი,რომელიც თბილად იღიმოდა.
თვალები აუწყლიანდა,თავად ვერ აკონტროლებდა,მისი ხმა რომ გაიგონა ერთიანად მოეშვა სხეული.
-თათუ,როგორ ხარ?
-მე მეკითხები შენ ცუდო კაცო?-აკანკალებული ხმით ჩურჩულებდა ჩხაიძე,ჯაფარიძე ტუჩებს ვერ უყრიდა თავს.
-მე ახლა განვიკურნე იმ ადამიანის
ხმის მოსმენით,რომელიც ამბობდა,რომ სრულიად არ ღელავდა ჩემზე
-სულელი ხარ ჯაფარიძე,სულელი!-ისევ ვერ დამშვიდებულიყო გოგო
-დამშვიდდი ქალბატონო,ყველაფერი კარგად არის,მე როგორ დამემართებოდა რამე?ჯერ ნაკოცნიც კი არ მაქვს შენთვის,ასე ვერ მოვკვდებოდი!-ისევ თბილად იცინოდა
-გაჩუმდი,გაჩუმდი,აღარ ახსენო.
არც არასდროს გაკოცებ,იქნებ გაუფრთხილდე თავს.
-კარგი რა თათუ,ყველას შეიძლებოდა დამართნოდა,კარგად ვარ!ხვალ თუ ჩემს სანახავად არ მოხვალ ყველაფრის კარგიც მოვ**ან,ავდგები და ჩემი ფეხით მოგაკითხავ.-წარბები შეკრა ბაჭმა და კამერა რომ შორს გაიწია,გაეღიმა დანახული სურათის გამო.
-ჩემი ერთი ციდა,ბიძიას კაცი,როგორ მომენატრა. მნახეთ ხვალ რა,სუნთქვა მიჭირს თქვენს გარეშე-სერიოზულობას არ კარგავდა გიგი,მაგრამ არ შეეძლო თამარას გაბრწყინებულ სახეზე არ გაეღიმა.
-მოვალ,მეც მჭირდება სუნთქვა!-ბიჭი უფრო გაიბადრა
-ეგ მაგას კიდევ ვერ გადაეჩვია?-ჩაიხითხითა ძმისშვილის ხელის მდებარეობას რომ შეხედა
-არა და არც გადაეჩვევა. ვინმესთან კიდევ აქვს ეს ჩვევა?
-არავისთან,მარტო შენი მკერდი მოსწონს-ისევ იცინოდა ჯაფარიძე,თამარასაც გაეცინა-ბიძას ჰგავს
-სულელი ხარ. იცი რამდენს ნიშნავს ეს? ამით მაგრძნობინებს,რომ მენდობა,ჩემთან უნდა,ახლო ვარ მისთვის.გიგი,შეიძლება სენსიტიური თემაა,მაგრამ დედა არ ჰყავს ხო?
-არა,მიატოვა და წავიდა-თვალებიდან იღვრებოდა ბრაზი.
-ეგ არის პრობლემა. მეც მუდამ ვეძებდი დედაჩემს სხვა ქალებში,მაგრამ ვერ ვპოულობდი მის მსგავს არაჩვეულებრივ ქალს,ამიტომ ვეჯაჭვებოდი იმას,ვინც დედურად ზრუნავდა ჩემზე.
ასე დათიც,მან არ იცის როგორია დედა,როცა დაინახა უცხო ქალის ზრუნვა,ჩემი აჩქრებული გულისცემა,მომეჯაჭვა,შეიძლება იმასაც ფიქრობს,რომ დედამისი ვარ,არ ვიცი. სწორედ ამას გამოხატავს ეს ჟესტიც,ვუყვარვარ და ისე გრძნობს ჩემთან თავს,როგორც დედასთან. არ მინდა,რომ ასე მომეჯაჭვოს,მეშინია,იმიტომ,რომ რთულია,როცა აცნობიერებ მშობელი რომ არ არის ის ქალი,ვისითაც ინსტინქტურად ანაცვლებდი დედას!-თვალები აცრემლებოდა თამარას,ჯაფარიძესაც ცრემლი ჩასდგომოდა თვალებში
-მიხარია,რომ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში. მიხარია,რომ მენდე და გამანდე შენი გულის ყველაზე ღრმად დამალული წუხილი.
არაუშავს თუ მოგეჩვევა დათი,შორი ადამიანი მაინც არ იქნები მისთვის,ასე გაიზრდება და ეცოდინება რას ნიშნავს გყავდეს დედა. ზოგჯერ სწორედ ის იკავებს ოჯახისწევრის ადგილს,ვინც მუდამ გვერდით გვიდგას,გვეხმარება და არა ის,ვინც გაგვაჩენს და მიგვატოვებს,დაგვიკიდებს ან წავა.
გპირდები,შენს გარდა არავის მკერდს ჩაებღაუჭება ჩემი ძმისშვილი-სევდიანი ფონის გამოსწორება სცადა გიგიმ-მაგრამ იმას ვერ დაგპირდები,რომ შენს მკერდს არ ჭარბღაუჭება ვინმე სხვა,თან უფრო ძლიერად-თვალი ჩაუკრა და აცადა,სანამ გაიაზრებდა.თავი თანხმობის ნიშნად დაუქნი,მოგვიანებით გაიაზრა გიგი ნათქვამი და სახეზე წამოხურდა,განა იმიტომ,რომ შერცხვა,არამედ პირველად გაიგო ასეთი ხმამაღალი განცხადება საყვარელი კაცისგან და ზედმეტადაც კი იმოქმედა.ვინ ამბობდა დილით არაფერი ხდება ჩვენს შორისო?!
კიდევ ვიღაცის სიცილი გაისმა ოთახში.
-ვაიმე,ეს არანორმალური კაცი,ჭკუა საერთოდ არ გაქვს ბიჭო?მანდ ვინმე ხომ არ არის?რაებს მელაპარაკები ტელეფონით?
-ანუ პრობლემა ისაა,რომ ამას ტელეფონით გეუბნები და არა ის,რომ ზოგადად ვამბობ?
-გიგი ნუ თამაშობ ნერვებზე,ვინ არის მანდ?
-ნიკოა არ ინერვიულო,ბევრჯერ შესწრებია მსგავს რაღაცას.ჩათვალე ,რომ არ ახსოვს!
-ბევრჯერ შესწრებია არა?!ბევრჯერ ხო?-წარბი მაღლა აზიდა თამარამ
-ვაჟი*ვილი ვერ ჩაგბარდენი ძვირფასო,სორიიი!-ისევ ხარხარებდა ორი ხმა
-დაიძინე,ზედმეტი ხოარ შეგიყვანეს იმათმა რამე?ვერ ხარ ცოტა!
-არ გათიშო,თქვენ დაიძინეთ,გიყურებთ!-დაუთბა ტონი ჯაფარიძეს
-ღმერთო არ შემიძლია ეს რომანტიკები-გაისმა ნიკოს ხმა.
მერე ტელეფონი გვერდით დადო,დათის ხელი მოხვია და ჩაეხუტა,ტელეფონიდან მაცქირალი გიგის თვალიერებაში ჩაეძინა.
მეორე დღეს 11 საათი იქნებოდა დათის რომ ჩააცვა,მისი ნივთები პატარა ჩანთაში ჩაალაგა,თავადაც მოემზადა და გოგოებსაც ეჭორავა.
კარგ ხასიათზე იყო,გიგი უნდა ენახა.
ლუკამ მიაკითხა,დათი ჩაკოცნა და გოგოებსაც მოეხვია.
-აბა როგორ განწყობაზე ვართ?
-თამარა ასხივებს პოზიტივს,რატომღაც კარგ ხასიათზე და ჩვენც გამოგვიკეთა გუნება.-ეშმაკურად ჩაიცითხითა მეგიმ და ცალი თვალით გახედა მეგობარს
-მაგის კარგი ხასიათიც ძალიან კარგადააა!-ჩაიცინა ლუკამ და მხარზე ჩქმეტა არ შეიმჩნია
-რაიყო მაშუნა,სიმართლეს არ ვამბობ?-ღიმილით გადახედა შეყვარებულს და ისიც მაშინვე მოლბა.
პალატაში რომ შევიდა და გიგი დაინახა,მაშინ მიხვდა,რომ აქამდე მართლა ვერ სუნთქავდა
-ვააა გიგიკო როგორ გიხდება თეთრი ფერი!-შეხვეულ თავზე მიანიშნა მეგიმ და ძლიერად მოეხვია,ისევე როგორც მაშო. თამარა ბავშვთან ერთად მივიდა და დათი ხელებში ჩაუწვინა,შუბლზე კი კოცნა დაუტოვა და ვითომც არაფერიო ისე ჩაჯდა გვერდით სავარძელზე.
არავინ არაფერი შეიმჩნია,განა რას იტყოდნენ?იმ ორის თვალების ბრწყინვალება ყველაფერს ამბობდა.
-ხვალ ჩამოდის ჩემი ძმა და მანამდე დათი იქნება შენთან ხო?ხვალ მეც გამწერენ წესით-გვერდით მჯდომს ესაუბრებოდა და ხელზე ეფერებოდა.
პალატა ყველამ დატოვა,მიხვდნენ ზედმეტები რომ იყვნენ იმ მომენტში.
-ხომ იცი,რომ არავითარი პრობლემა არაა,თუ გინდა მთელი ცხოვრება დავიტოვებ-გაუცინა თამარამ და ცერა თითით თავადაც მოეფერა მტევანზე
-მამამისი ვერ დათმობს,თორემ მე მთელი ცხოვრება გიყურებთ-ჩვეულ მდგომარეობას არ ივიწყებდა ჯაფარიძე. დათი მეგიმ წაიყვანა,გავასეირნებო,რეალური მიზეზი ყველამ ვიცით.
-გიგი,უცნაური არ არის მსგავსი ქცევა?ჯერ მხოლოდ ხუთი თვეა რაც ერთმანეთს ვიცნობთ და ადრე არ არის?
-რისთვის შეყვარებისთვის?-თვალი თვალში გაუყარა გოგოს და ტუჩის კუთხე ჩატეხა
-თუნდაც!
-ვინ გეუბნება,რომ მიყვარხარ?ჯერ მხოლოდ შეპყრობილი ვარ,შემდეგი ნაბიჯია სიყვარული-ამჯერად გოგოს გაფართოებულ თვალებზე გაეღიმა
-გითხრა?-ეშმაკუღად ჩაიცინა თამარამ
-რა?-დაიბნა გიგი
-რა გამოიწვიე მაგ სიტყვებითა და გამოხედვით ჩემში?-ამჯერად მართვის სადავეები წაართვა კაცს და სახე იმდენად მიუახლოვა,რომ სუნთქვა შეეკრა სიახლოვისგან
-ჩემით თამაშობ,მცდი და მოთმინებით არ გამოვირჩევი!
-ნუ მოითმენ!მეც შეპყრობილი ვარ,მაშფოთებ,მაღელვებ,გულს მიჩქარებ,აღმა**ნებ,ყველაფერს აღძრავ ჩემში,რაც კი შეიძლება გამოიწვიოს კაცმა ქალში-ჩუმად საბრობდა თამარი და გიგის დაჭიმულ ყბებს არ აქცევდა ყურადღებას. ხელი კეფაზე შეუსრიალა ჯაფარიძემ და მთელი სიმძაფრით დაეკონა თამარას ბაგეებს. უცნაური და სასიამოვნო იყო ერთდროულად. მუცელი იმდენად დაეჭიმა თამარას,რომ ვერც კი ამოისუნთქა,გიგის ხელს გრძნობდა ლოყაზე და სიამოვნებისგან ვეღარც ხმას იმორჩილებდა და ვეღარც კისერს.
-რა გინდოდა?ვიყავი ჩემთვის მშვიდად?-ძლივს გამოერკვა გიგი და შუბლი თვალებდახუჭული თამარას შუბლს მიაყრდნო
-შენ რა გინდოდა?ვერ იყო ჩემი ტუჩები თავისთვის წყნარად?მომაჭამე ბარებ რა...-ისეთი საყვარელი იყო აბუზღუნებული მუდამ ,,დიდური” თამარა,რომ თავს ვერ იკავებდა ჯაფარიძე,რომ არ გასცინებოდა.-პირველი იყავი!-გამოტყდა გოგო
-ღადაობ?-ყურებს ვერ უჯერებდა გიგი
-საღადაოდ მაქვს საქმე?გამაგიჟე ამხელა ქალი!-თავისას აგრძელებდა ჩხაიძე და სიცილს ვერ იკავებდა გიგის ხარზარზე. მხარზე მიარტყა ხელი გაჩერდიო,გიგი უცნაურად შეიჭმუხნა,თამარი შეკრთა,ისევ ეხუმრებოდა აცანცარებული ჯაფარიძე. მყარად მიიკრა გულზე ატირებული თამარა და ღიმილით დაუგდო ყური თავისივე აჩქარებული გულის ფეთქვას.
***
დილის 10 საათი იყო,სახლურ ფორმაში სამზარეულოში ტრიალებდა და ცდილობდა საჭმელი მოემზადებინა,სახლიც ისეთი არეული იყო გეგონებოდათ 5 ბავშვი ერთად დარბოდა და რევდაო ოთახს.
ყველგან პატარა სათამაშოები ეყარა. დათის საფენები,ბოთლი,საწოვარა,პლედები იქეთ-აქეთ იყო მიყრილი,უკვე აღარ იცოდა საიდან დაეწყო ლაგება.
თან სალომეს თავის მომავალ ექიმ მეგობარს ესაუბრებოდა ვიდეო ქოლით და ყველაფერს ზედმიწევნით უყვებოდა.
წვნიანი მოამზადა,შემდეგ ცალკე მოამზადა დათის წვნიანიც.
ამასობაში სახლიც მიალაგა,გამოგავა,ჭურჭელი დარეცხა და დათიმაც გაიღვიძა.
ღიმილით ესაუბრებოდა პატარას და ისიც კისკისებდა.
მხოლოდ ბოდის ამარა იყო პატარა ჯაფარიძე და ისე სასაცილოდ უჩანდა ფეხებზე ნაკეცები,რომ უბრალოდ ვერ ითმენდა ჩხაიძე,რომ არ მოფერებოდა.
-რაიყო პატარა,ჩემო სიყვარულო-ბავშვი თან იკრიჭებოდა და რაღაცებს ბურტყუნებდა-ხო დე,რაო-ვერც გაიაზრა ისე მიეჩვია ამ მიმართვის ფორმას,გიგის ესაუბრებოდა წინა ღამით,ჯაფარიძემაც შეამჩნია და იმდენად დიდი სითბო ,იმდენად ბევრი ნაპერწკალი გადმოიღვარა მისი თვალებიდან,რომ მიხვდა,არაფერს აშავებდა.
კარზე ზარი დარეკეს,დათი თავის სკამში ჩასვა და თავად გაიქცა,რომ ენახა ვინ იყო სტუმარი.
ჯერ ცოტახნით აზრზე ვერ მოვიდა ჭუჭრუტანაში გიგის ოდნავ შეცვლილი ვარიანტი რომ დაინახა,უფრო სერიოზული და გალანტური. მოგვიანებით მიხვდა ვინც იყო და ღიმილით გაუღო კარი
-თომა,მობრძანდი-არაფრის თქმა არ აცადა ისე შეუძღვა სახლში კაცს.
-არ გიცნობ,არ ვიცი შენი გემოვნება,მაგრამ იმედია მოგწონს-ღიმილით თავაზიანად გაუწოდა თეთრი ვარდების თაიგული-მაინც გაგეცნობი,მე თომა ჯაფარიძე ვარ,გიგის ძმა და დათის მამა.
-საიამოვნოა,თამარა ჩხაიძე გიგის და დათის მეგობარი -ჩაიკისკისა გოგომ და გამოიწვია კიდეც კაცის გაღიმება-შემობრძანდი,აქ რატომ ვდგავართ
-არ მინდა შეგაწუხო,წავიყვან დათის და წავალ-კაცს დაღლილობა სახეზე ეხატა,მაგრამ მაშინვე განათდა,როგორც კი შვილი დაინახა,რომელიც სასაცილოდ ჭყიპინებდა სიხარულისგან და ხელებს მამამისისკენ იშვერდა ამიყვანეო. კაცი არც დაფიქრებულა ისე გადაჭრა ოთახი და შვილი გულში ჩაიკრა. თამარს ცრემლები ჩაუდგა თვალებში,ვერ შეიკავა დიდი ემოციები.
-ჩემო პატარა,მამას კაცო როგორ მომენატრე მა,რაო დათი ლამაზი გოგო გივლიდა და აღარ მოგენატრეთ არცერთი?-იცინოდა თომა და მაშინვე ამოიცნო თამარამ გიგის ხასიათებიც მასში.
-როგორ შეგაწუხეთ,მოვკლავ გიგის,ძიძათან უნდა მიეყვანათ ბავშვი
-რას ამბობ,შეწუხება კიარა,ძალიან მიყვარს. თუ ძალიან დაღლილი არ ხარ,შენის ნებართვით მინდა ვისაუბროთ.-მორიდებით უთხრა თამარამ,თომამაც გაღიმებულმა დაიკავა ადგილი დივანზე და მუხლზე ჩამოიჯინა დათი
-გისმენთ მშვენიერო ქალბატონო
-პირველ რიგში მიხარია,რომ გაგიცანი. მიხარია არა მხოლოდ იმიტომ,რომ გიგის ძმა ხარ,არამედ დათის მამაც ხარ,მინდა რაღაც გავარკვიო. ამ დღეების მანძილზე და აქამდეც ისეთ რამეს ვგრძნობდი დათისგან,რაც ჩემთვის ძალიან ნაცნობია. ვიცი თქვენი მდგომარეობა,არ მინდა სენსიტიურ ამბავს შევეხო...
-დედამისზე თუ ამბობ,გადავლილი ამბავია,შეგიძლია თავისუფლად ისაუბრო-უხერხულობა იგრძნო თომამ,რაც სახეზეც შეეტყო
-კარგი,მაშინ გასაგებია. მე იმაზე ვსაუბრობ,რომ ვიცი რას ნიშნავ დედის გარეშე გაზრდა,ვხედავ მასში,როგორ დაეძებს ყველაში დედას და არ ვიცი მე რატომ ამომიჩემა, ვფიქრობ, ძალიან მომეჯაჭვა,მეშინია გაზრდასთან ერთად რაღაც ილუზიები არ შეექმნას,მერე გული არ ეტკინოს-ცოტა აკლდა გოგოს ატირებამდე
-მაპატიე,მე არვიცი,აქამდე მსგავსი რამ არ შემიმჩნევია,მამას კაცი,ასე ხვდება და განიცდის?-ეჭვის თვალით,მაგრამ თბილად უმზერდა მის გულზე მიყრდნობილს.
-კი,ვფიქრობ,ასეა. მე მინდოდა შენთან ლაპარაკი,რომ გამერკვია,იმედია რაიმე პრობლემა არ გექნება ხოლმე,როცა თქვენ არ გეცლებათ,მე თუ მოვიცლი რომ დავიტოვო ხოლმე,თუ შეგიძლიათ მიმიღოთ ასე ახლო ადამიანად,თუ მომცემთ ნებას,რომ ჩემი სითბო,სიყვარული გავუზიარო და დავეხმარო-თითებს იმტვრევდა თამარა-გიგი მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემთვის,დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება,ვფიქრობ.
თქვენ კი მისი ოჯახი ხართ,ჩემთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანი,როგორც მისთვის,მინდა ეს თავიდანვე გარკვეული იყოს.-მხოლოდ საუბრის დასრულების შემდეგ შეხედა თბილად მომღიმარ თომას.
ის წამოდგა,ბავშვი გულზე მიიკრა,თამარას მიუახლოვდა და თავზე აკოცა.
-მადლობა თამარა,შენს უფროს ძმად ჩამთვალე და იცოდე,ამიერიდან ჩვენი ოჯახის წევრობის კანდიდატი ხარ,მთავარია მოინდომოთ-ბოლო სიტყვები ეშმაკური მზერით დაამატა და გაუცინა გაღიმებულ გოგონას.
-მადლობა თომა.ბევრს ნიშნავს ჩემთვის-გაუღიმა და შეწუხებულ დათის შეხედა,რომელიც თამარასთან მისვლას ითხოვდა. თომამ გაკვირვებულმა დახედა შვილს და თამარას გადაულოცა.-თომა,ძალიან დაღლილი ჩანხარ,წადი,დაისვენე,დათი დამიტოვე. დღეს რომ გამოწერენ გიგის ჩვენ მოვალთ,მაშინ მოვიყვან პატარას.
-კარგი,ახლა ყველაზე მეტად მჭირდება ძილი,სამი დღეა არ მიძინია,რომ მალე დამემთავრებინა სამუშაო და ჩამოვსულიყავი
-ხოდა წადი,დაიძინე და ჩვენც მოვალთ მალე.

გააცილა უფროსი ჯაფარიძე და ღიმილით გააგრძელა საქმიანობა დათისთან ერთად.
***
ლუკამ დაურეკა მოვედითო და თამარამაც მოკრიფა დათის და თავისი ნივთები და ლიფტში შევიდა.
ლუკა შემოეგება,ჩანთები გამოართვა და საბარგულში ჩააწყო,თვითონ კი უკანა კარისკენ ანიშნა.
უნდა დაგენახათ თამარას სახე,იმხელა მონატრება იკითხებოდა მასზე,როცა გიგის ხედავდა. უკან ბატონი დასკუპულიყო და ცდილობდა თამარას დანახვისგან გამოწვეული სიხარული ეკონტროლებინა.
ლოყაზე მიაკრა ბიჭს ტუჩები და მის თვალებში გამოჩენილ ნაპერწკლებზე მასაც გაეღიმა და წინ მსხდომ ლუკასა და მაშოსაც.
ცალი ხელით დათი გამოართვა ჩხაიძეს და იმას მოეფერა. თამარასაც არ აშორებდა მზერას,ერთი სიტყვით სრულ ნეტარებაში იყო ბატონი.
-რომ გამოჯანმრთელდები მერე დავგეგმოთ ზაფხულისთვის რამე-მაშო აღტაცებილი იყო საყვარელი დროის მოახლოებით
-ღმერთით ფინალურები ჩამამთავრებინა და რას ვდარდობ?-თამარას მოუსვენრობა ეტყობოდა
-ფინალურებს რა უჭირს დაო,მთავარია ცხოვრებაში არ ჩაიჭრა-ლუკას კარგი განწყობა ემჩნეოდა.
-ოხ რა ხარ შენ!-სიცილს ვერ წყვეტდნენ და დათიც მათ ყვებოდა,თითქოს გაეგო რამე.
-ფინალურების გამო ხომარ დამივიწყებ?-ჩუმად ჰკითხა გიგიმ
-თუ იქნები ღირსი,რატომაც არა!-ტუჩებზე კბილები წაივლო სიცილის დასაფარად.
-ეგრე ნუ შვები,თორე არავის გავითვალისწინებ და დაგილურჯებ მაგ ლამაზ ტუჩებს... კოცნისგან!-ეშმაკუნები ხტოდნენ გიგის თვალებში
-ვინ გითხრა,რომ არ უნდა გააკეთო?-რატომ უნდა დაეთმო?გამომწვევად გაუღიმა და კარისკენ მაქსიმალურად ჩაიწია
-შემიწირავს!-სუნთქვას ამოაყოლა გიგიმ და მომცინარ ლუკას ხელი მაგრად მიჰკრა.
***
ყველაფერი კარგად მიდიოდა,სანამ გიგი არ აირია.
მიზეზი არავინ იცოდა,გარდა ერთისა.
წვიმიანი დილა იყო,ზაფხულის წვიმა ხომ ასე უყვარდა სალომეს,მაგრამ დღეს არა.მნიშვნელოვანი რამ გადაწყვიტა,დღეს უნდა დაესვა წერტილი ყველაფრისთვის. ბარგი შეკრა,სახლი მოაწესრიგა და ჯაფარიძეების სახლისკენ გაეშურა.
იცოდა,რომ თომა სახლში არ იყო. ზარი რომ დარეკა კი იგრძნო განუსაზღვრელი ნერვიულობა,მაგრამ ეცადა დაეგნორებინა ტკივილიანი გრძნობები.
კარი გიგიმ გაუღო და გაკვირვებულმა შეუძღვა სახლში.
-გიგი,სალაპარაკოდ მოვედი
-გისმენ-ხმაში სუსხს არ იშორებდა ბიჭი
-რატომ არ დარდობდი ჩემზე,ამ დროის მანძილზე არ შეიძლებოდა ერთხელ დაგერეკა?როგორც მეგობართან
-ჩვენ იმ ღამეს დავასრულეთ სალომე,მეგობრულადაც და არამეგობრულადაც. ვერ მივუდგები დაქალივით იმ ქალს,რომელიც დღეების წინ მთვრალი კისერზე მეკიდებოდა და მიყვებოდა თავის ბინძურ სურვილებსა და გრძნობებს.
-ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი ხარ-ირონია ერეოდა ხმაში აცრემლებულ გოგოს.ჯაფარიძე სიგარეტს ეწეოდა და თვალს არ აშორებდა სალომეს სარკასტულ გამომეტყველებას.
-გინდა ქართველი ვიყო და გინდა ჩინელი,რა შეცვლის იმას,რომ ჩემთვის მნიშვნელოვანმა ადამიანმა,ბავშვობის მეგობარმა,ერთ-ერთმა ძვირფასმა ქალმა სიყვარული ამიხსენი.მე აქ ყ*ესავით გეხვევი,გკოცნი,რაღაცებს გიყვები და შენ თურმე ჩემს ზურგს უკან ტირი,იმის გამო,რომ არ გიყურებ ისე როგორც ქალს. იცი ეს ჩემთვის რას ნიშნავს?წესით უნდა იცოდე?და ვერ ვხვდები რას ითხოვ ჩემგან?რა ჯანდაბას ითხოვ ამის დედაშე***ი?-ხმას ვეღარ იმორჩილებდა გიგი და უკვე სალომეც ხვდებოდა,რომ სიტუაციას ვეღარ გააკონტროლებდა.
სწრაფად მივარდა გაბრაზებულ კაცთან და ისე,რომ აზრზეც ვერ მოვიდა ბატონი,ტუჩებზე დაეკონა.
განა დიდხანს გაგრძელდა ეს ამბორი?არა,მაშინვე მოვიდა გონს გიგი და მხრებში ძლიერად ჩაავლო ხელი მიწებებულ სალომეს
-სალომე,რა ჯანდაბაა!-ფეხზე ადგა გიგი და გაღიმებულ გოგოს შეხედა.
-მის დანახვაზე გული გიჩქარდება,ძალიან დიდი ხანი არ აშორებ მზერას და ერთი სული გაქვს აკოცო,მე კი არაფერ ვარ,არარაობა ვარ შენს თვალში. არა,მაინც როგორ ვერ შეგაყვარე თავი?დავიჯერო ამდენად საშინელება ვარ?-დანებდა გოგო,ვეღარ უწევდა თავის თავს წინააღმდეგობას. ნათლად დაინახა როგორ ჩამოყარა მხრები გიგიმ,თითქოს დაპატარავდა.
-არ შემიძლია,ვერ გიყურებ ასეთს.
სულ ვიცოდი რას აკეთებდი და სად იყავი,სულ მადარდებდი,ახლაც კი,მაგრამ ამას ვარიდებდი თავს და სწორედ მაგიტომ ვცდილობდი არ მელაპარაკა შენთან. მთელი ცხოვრება დავადანაშაულებ ჩემს თავს,ალბათ მოგეცი საბაბი,რომ
სხვანაირად გეფიქრა. მაგრამ ვერასდროს გახდები ჩემთვის ბავშვობის მეგობარზე მეტი. თუ გინდ გეტკინოს,ასე ჯობია,სჯობს დღეს შეიგნო და დამშვიდდე,ვიდრე მთელი ცხოვრება იტანჯო.
მე ვიპოვე ჩემი ადამიანი,მინდა შენც იპოვნო,მე ის ნამდვილად არ ვარ!
-ვიცი გიგი,კარგა ხანია გავიაზრე ეგ.
ერთხელ ჩამეხუტე და მივდივარ-თვალებით უღიმოდა გოგო
-სად მიდიხარ?-შეშფოთდა გიგი
-ნუ გეშინია,არ ვაპირებ!უბრალოდ ბებოსთან მივდივარ დანიაში,ცოტა ხნით დავასვენებ გონებას,მოვშორდები ამ ყველაფერს და დავბრუნდები
-მოდი-ხელები გაშალა ჯაფარიძემ და გულში ჩაიკრა აცრემლებული გოგო-გახსოვდეს აქ მუდამ გელოდებიან მეგობრები. უშველე შენს თავს,გთხოვ,თორემ ვერ გადავიტან.
-მიყვარხარ გიგი!

ბოლო სიტყვა იყო,
პასუხი კი არა!
არც არასდროს იქნებოდა!
***
-თათუ რას შვრები?
-დიდება შენს გამოჩენას გიგი,კიდე მე რას ვშვრები?
-ნუ ბრაზობ რა,გთხოვ!მარტო ხარ?
-მოიცა აქ ხარ?-წამსვე გადაიხედა ფანჯრიდან გოგომ და წააწყდა კიდეც საყვარელ სხეულს-ამოდი!-მეტი არაფერი თქმულა. სწრაფად აიარა კიბეები და საყვარელი ქალის სანახავად მოემზადა,იმდენად მონატრებოდა,რომ სული ეხუთებოდა. სწორედ მაშინ,ცოტახნიანი შორს ყოფნის შემდეგ გაიაზრა,რომ მისი ნაწილი,ცხოვრების სიყვარული იყო თამარი.
კარის ჩარჩოს მკლავებით მიეყრდნო და საკეტის ხმა რომ გაიგო ოდნავ გაიღიმა.
იმდენად სწრაფად ეცა ნაცნობი სურნელი,რომ სიმწრისგან ტუჩზე იკბინა.
იდგნენ ასე ზღურბლზე და ერთმანეთს შესცქეროდნენ. თამარა სრულიად შეიშალა იმდენად მონატრებოდა ჯაფარიძე და მისი ეშმაკური მზერა. ხელმა რომ თავისით დაიწყო მოძრაობა,სახლში შეიყვანა მომღიმარი კაცი და მთელი ძალით მოეხვია,სწორედ მაშინ მოვიდა გონს.
-ჩემი საოცრება ხარ. არ გქონდა საკმარისი დრო,რომ გაგეაზრებინა რას გრძნობდი ჩემს მიმართ?იმიტომ,რომ შენ ჩემი ცხოვრების სიყვარული,თანამგზავრი ხარ და ამაზე დარწმუნრბული არასდროს ვყოფილვარ ცხოვრებაში.-ქალის მომღიმარი სახე ხელებში მოექცია და თავადაც უღიმოდა
-ხოდა ვერც გაბედავ ცხოვრების ჩემს გარეშე გატარებას იცოდე.-უღიმოდა,შემდეგ მოეხვია და მის კისერში ჩარგო სახე.
-არ მყოფნი,ვერ გელევი-იმდენად მაგრად ეკვროდნენ ერთმანეთს,რომ თამარას უკვე სუნთქვაც კი ეკვროდა. შემდეგ სახე ააწევინა,თვალებში ჩახედა,მისი თითები ტუჩებთან მიიტანა და თბილი,ბოხი და იდუმალი ხმით წარმოსთქვა-შენი თითები მიყვარს
ორი პატარა თათი
ო, იცი როგორ მიყვარს,
ოდნავ შეხებაც მათი.

ო, იცი როგორ მიყვარს
გამოუთქმელი ენით?
შენი გრძნობების სიღრმე,
სულის სიმაღლე შენი.

მე დარდიც მიყვარს შენი
შენი ღიმილიც ფართო
მე ცრემლი მიყვარს შენი
შენი კისკისიც მართობს.-თამარას ღაწვებზე ჩამოგორებული ცრემლი თავისი თითებით შეუმშრალა და ღიმილით განაგრძო საყვარელი ქალისთვის მთელი სამყაროს ჩუქება.-მე შუქი მიყვარს შენი
რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი
მზის დაბნელების მსგავსი...

მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ
მწვავს შენი ტრფობის ალი
მიყვარხარ... ძლიერ... ძლიერ
მთელი გრძნობით და ძალით.

მთელი სამყარო ვრცელი
შენით არსებობს ჩემთვის
რაზეც კი ვფიქრობ, ყველა
ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის.

ღამით ჩემთან ხარ სიზმრად,
ფიქრში ჩემთან ხარ დღისით
გულის ძგერის ხმა მესმის
შენი ხმა არის ისიც.

შენთვის მივწვდები მწვერვალს,
დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმობ შენთვის,
შენთვის მწვერვალებს დავთმობ.

შენი ოცნებით ვხარობ
შენს დარდს ვატარებ დარდად 
მე სხვა სურვილი არ მაქვს
შენი სურვილის გარდა.

მსხვერპლი ყველაზე დიდი
მე მეჩვენება მცირედ
რადგან შენ გსურდა იგი
რადგან შენ შემოგწირე.

შენს მცირეოდენ წყენას,
სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი
ჩემი ცრემლების წვიმა.

მიყვარხარ... ძლიერ... ძლიერ
მიყვარხარ ცხადად, მალვით
როგორც არასდროს არვინ
არ ყვარებია არვის.

ეს სიკვდილს უდრის თითქმის,
ეს შეუძლოა თითქმის
შენ ერთს გეკუთვნის ყველა
რაც სიყვარულად ითქმის:

ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი,
მამაც, დაო და დედავ,
მე შეყვარებულს ყველას
შენს სახებაში ვხედავ.-ისევ ასე იდგნენ,შემოსასვლელ კარს მიყრდნობილები ერთმანეთის პირისპირ და მთელი გრძნობებით გულიდან გადმომდინარნი. ისე ფეთქავდნენ მათი გულები,როგორც არასდროს. ისე უხაროდა მათ სულს,როგორც არავის არასდროს.ბედნიერი იყო თამარა მისდამი მიძღვნილ სიტყვებში ჩაქსოვილ გრძნობებს რომ ისმენდა,მის ხელებსა და სახეზე მოთარეშე თითებს რომ აღიქვამდა და ბედნიერი იყო გიგი საყვარელი ქალის თვალებში რომ ხედავდა გაგებას,სიყვარულს,პატივისცემასა და ბედნიერებას. მიხვდა მთელი,მხოლოდ მათი სამყარო რომ აჩუაქა და ამაყობდა,რომ შეძლო.-სატრფოვ, შვილო და დედავ
ჩემო ძვირფასო ცოლო,
ყველას მაგივრად ერთად 
მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.

რა მაბადია ქვეყნად
ამ სიყვარულზე კარგი.
მიყვარხარ ძლიერ ძლიერ
ვარ შენი ტრფობით შმაგი.

თუ ტრფობისათვის რამე
ჯილდო იქნება ბოლოს,
ის შენ გეკუთვნის მარტო
ის შენ გეკუთვნის მხოლოდ.

ნაყოფი მისი არის,
ვინც ნორჩი ნერგი დარგო
ეს სიყვარული დიდი
შენ შემასწავლე კარგო!..

-,,ეს სიყვარული დიდი
შენ შემასწავლე კარგო!’’-ამოიჩურჩულა ტირილით თამარამ და მთელი ძალით ჩაეკრა ბედნიერ ჯაფარიძეს-მთელი სამყარო მაჩუქე,მადლობა,რომ ერთმანეთისთვის დავიბადეთ.-იმდენი რამ ითქვა,მეტს ვეღარ დაიტევდნენ. საყვარელ ბაგეებს უსიტყვოდ დაეკონა ჩხაიძე და შეიგრძნო რას ნიშნავდა ბედნიერებით გაჯერებული თავისუფლება.
ფანჯრიდან სავსე მთვარე ანათებდა და შესცქეროდა შეყვარებულების გულების ცეკვას.ღამე იყო მათი, ,,ღამე იდუმალი’’.
ერთმანეთში ახლართული სხეული,სხეულზე მოთარეშე თითები,გრძნობებით შეწებებული მფეთქავი ორგანო და მათი მთელი არსება. მხოლოდ მათი იყო ღამე, ,,ღამე იდუმალი”.
***
დედაქალაქმა მიიღო.საკუთარი,პირადი სასწაულით შეაბიჯა იქ,სადაც თავისი სამყარო იპოვა. ახდა!
***
-გახსოვს ერთხელ მითხარი ჩემი ლექსებად თქმული სიტყვები რომ გიყვარდა?- დილა იყო,ზაფხულის თბილი სიო არწევდა ფარდებს,რომლის მიღმაც ქალაქის ხმაური გავრცელებულიყო გარშემო და ოთახშიც აღწევდა. დილის 5 საათი იყო,სხვაგვარი,პოეტური დილა გასთენებოდათ ჩხაიძესა და ჯაფარიძეს.
ღიმილით გააგრძელა თითების თარეში თამარამ თავის მკერდზე მისვენებული გიგის თმებში.
-მახსოვს,ტელეფონით ვსაუბრობდით…
-ჰო. ბავშვობიდან მიყვარდა ლექსები,პოემები,ვიჯექი და ვკითხულობდი,თანაც თავისით მამახსოვრდებოდა. ბიჭები სულ დამცინოდნენ ხოლმე,ვის მოხიბლავ შენი ლექსებით ვნახავთო…
-ხოდა ნახონ!-ღიმილით წარმოთქვა თამარამ და მოხარხარე გიგის ღიმილით შეხედა
-ხო არა,მოგხიბლე?თანაც ლექსებით?
-ახლა გაიგე პატარავ?გააგრძელე…-როგორ უყვარდა ჯაფარიძეს რომ ეთამაშებოდა და მასში გრძნობებისა და ემოციების რადიკალურ ცვლილებას ხედავდა.
-მაგას ვამბობდი,პირველი ხარ ,ვინც მოიხიბლა. უცხოებს არც ვუზიარებდი,მხოლოდ რამდენიმე ახლო ადამიანმა იცოდა ამ ყველაფერზე,ძირითადად ოჯახმა და მეგობრებმა,შენ პირველი ხარ,ვისაც შეუყვარდა ჩემი ეს გატაცება,ვინც იგრძნო და დააფასა.
-დავიჯერო არცერთი გოგოსთვის წაგიკითხავს ლექსი?
-არავისთვის,პირველი ხარ,ჩვენს სიყვარულს და გალაკტიონს გეფიცები!
-კარგი მაშინ მჯერა!-ამჯერად ხმამაღლა კისკისებდა თამარა.
საყვარელ ტუჩებს წამსვე მიაგნო და დაუკოცნა საყვარელ კაცს,ისე უყვარდა,რომ არ ჰყოფნიდა,უნდოდა კანში შეძრომოდა,არ სურდა მოშორებოდა,ეგონა სიშორე გაანადგურებდა.
-გიგიკო…-ღიმილით გახედა თვალებდახუჭულ მომღიმარ კაცს და ხელები უფრო მჭიდროდ შემოხვია.
-გისმენ თამრიკო…
-კარგი რაა,რა თამრიკო,ბებია მგონია თავი,ყველაფერს მეძახიან და თამრიკო რაღაა
-გიგიკო რაღაა?-იცინოდა ბიჭი
- სხვანაირად რა დაგიძახო?გიგსონა?
-ოჰ როგორ გაილახები
-ხოდა რას ვამბობდი…
-გისმენ
-გაახილე თვალები რაა-ლოყებზე მოეხვია და ცხვირზე აკოცა,მალევე ჩააშტერდა საყვარელ სფეროებს
-სად იყავი?
-მთაში,ცოტახანი გავიქეცი,საკუთარ თავში უნდა გავრკვეულიყავი. ვერ გავძლებდი იქ შენთან რომ მელაპარაკა,ცოტახნით მჭირდებოდა დამშვიდება…
-რამე მოხდა?-შეპარვით ჰკითხა
-ეგეთი ტონით ნუ მეკითხები რა,ნებისმიერ დროს ნებისმიერ თემაზე შეგიძლია მესაუბრო და არც იმის მინდა გეშინოდეს,რომ გავბრაზდები ან რამე მაგდაგვარი.
-კარგი ხო, მაპატი,უბრალოდ არ მინდა ზედმეტად შეგბოჭო და ყველაფრის გაგება მოვინდომო,ზოგჯერ ვერ ვთოკავ თავს და არ მინდა საზღვრები გადავკვეთო,რომ დისკომფორტი შეგიქმნა
-არ არსებობს საზღვრები და შენ ვერასდეოს შემიქმნი დისკომფორტს. ერთადერთი კომფორფი ხარ ჩემს ცხოვრებაში-თავზე აკოცა და ისევ მოეხვია-სალომე იყო ჩემთან,დამემშვიდობა,ვერ გადავხარშე ასე ადვილად,რომ ჩემს გამო იყო ისეთ მდგომარეობაში,სახეწაშლილი,ფერმკრთალი,გულნატკენი…-სიჩუმე ჩამოწვა ოთახში,არცერთი არაფერს არ ამბობდა- და მაკოცა…-ყველაზე ნაკლებად ეს უნდოდა მოესმინა,მაგრამ ასე მოხდა,რას გააკეთებდა?ფაქტი იყო ისე ცუდათ ამის გამო იყო გიგი,ახლა გვერდში დგომა სჭირდებოდა,ვერ კრავდა ხელს.
მაგრად მოეხვია,არაფერი უთქვამს. მისი სახიდან ჩამომდინარი ობოლი ცრემლი ჯაფარიძის დაბალ თმაში ჩაიკარგა.
-შენი ვარ მხოლოდ,შენ კი ჩემი,მაპატიე!
-დავიძინოთ გიგიკო,დავიძინოთ!
***
-გინდა რამდენიმე დღით სადმე გავიქცეთ?
თომა აქაა,დათი მას ყავს,საქმე მოვაგვარე სამსახურშიც და სრულიად თავისუფალი ვარ. დავტკბეთ ერთმანეთით რამდენიმე დღით!-თვალებით ჭამდა ფანჯრის თაროზე შემომჯდარ თამარას,რომელიც ეწეოდა და შორიდან უცქერდა მშვენიერ ქმნილებას,რომელიც მას ეკიუთვნოდა. ღვთაებრივად ხედავდა საყვარელი კაცის სხეულს და თვალებდაწვრილებული უმზერდა მომღიმარ გიგის. ხედავდა რამხელა გრძნობებს ინახავდა ჯაფარიძე ამწუთას თავის გულში,გონებასა და სხეულში.
რამხელა ვნებას იტევდა ოთახი,სუნთქვა ჭირდა უკვე იმ სივრცეში,სადაც ეს ორი გრძნობებით სავსე ადამიანი სუნთქავდა.-რით დაგიმსახურე?ჩემო მშვენიერო?
-კარგი რა ჯაფარ,რომ გიყვარვარ იმიტომ. წავიდეთ,მეც არ მაქვს დიდად საქმე
-მოდი ჩემთან-ხელი გაიწვდინა გიგიმ და თამარას მისკენ მოუხმო. ქალი მის ზემოდან მოთავსდა და ხელებით კაცის გულმკერდს დაეყრდნო,ხელებს მასზე ასრიალებდა და მზერას არ აშორებდა შავ თვალებს,ვნებისგან უფრო გამუქებულს.-დაიმახსოვრე,ყველაზე სასურველი,მშვენიერი,იდეალური ქალი ხარ. არარსებობს არცერთი კაცი,ჩემზე ბედნიერი რომ იყოს,შენი მსგავსი ქალის სიყვარულზე ყველა ოცნებობს. გაიგე? დაიმახსოვრე?-თვალებს არ აშორებდა გიგი და ხელებს მის სხეულზე დაატარებდა,აგიჟებდა ქალის სილამაზე.
-ეს სავსე მკერდი,ასე რომ მომწონს,ასე კარგად რომ ერგება ჩემს მტევნებს,ეს მშვენიერი მუცელი ასე რომ მიზიდავს,რომ ვაკოცო,ვუჩქმიტო,მოვეფერო. ყველაზე სექ**ალური ფეხები,ყველაზე გამომწვევი.-ხელებს თან ნახსენებ ადგილებში დაატარებდა და აგიჟებდა ქალს,თავადაც ეტყობოდა ემოციების მოზღვავება-ეს მშვენიერი უკ**ალი,რომ მიწვევდა ხოლმე საჩქმეტად. იდეალური ხარ,ხვდები?
შენი სახის ნაკვთები და ყველაზე თბილი თაფლისფერი თვალები საერთოდ სხვა განზომილებაა. შენი ტუჩები,რომელიც თავგზას მიბნევს.თითქმის სულ წყლიანი,სევდიანი თვალები,მთელ სამყაროს მაჩვენებს.ეს თმა,სხვადასხვა სურვილს რომ აღძრავს ჩემში და ლამაზი თითები,რომელიც მუდამ ახლოს უნდა იყვნენ ჩემს ხელებთან. ყველაზე დიდი სიამოვნების მონიჭება რომ შეუძლიათ.
გაიგე ჩხაიძე? გაიგე რომ ყველაზე მშვენიერი ხარ?-სიმწრით ცრიდა ტუჩებიდან ამ სიტყვებს და უკან გადაგდებული თავით,მასზე მჯდარ თამარას აღგ**ებული უმზერდა. კვნესოდა ქალი და იფრო მეტი სიამოვნების მიღებას ცდილობდა თავის ქვეშ მოგცეული მგმინავი სხეულისგან-ჩემი ქალღმერთი ხარ,რას მმართებ ნეტავ იცოდე!-ვერ იკავებდა ემოციებს ვერც ჯაფარიძე. ქალს სიამოვნებას ანიჭებდა და ამაზე კარგი და აღმაფრთოვანებელი შეგრძნება არც არსად ეგულებოდა.ოთახი ვეღარ იტრვდა ამხელა ვნებას
-მიდი პატარავ,მეც მოგყვები!-სანამ ცისარტყელისფეე ნისლში არ გაეხვნენ არცერთი გაჩერებულა. ღიმილით ეფერებოდა თავის ზევიდან მოქცეულ ქალს თმაზე და მეტიარც არაფერი სურდა ბედნიერებისთვის!
***
წყნეთში იყვნენ.მოსაღამოვებულიყო. მათი აქ ყოფნის მეორე დღეს ითვლიდნენ. ორივეს გამოერთი ტელეფონი და ყველასგან,ყველაფრისგან შორს ერთმანეთით ტკბებოდნენ. მინდორზე გაფენილ პლედზე წამომჯდარი თამარას მუხლებზე ჩამოედო თავი გიგის და ღიმილით უცქერდა,უსმენდა თავის ჩხაიძეს,თან მისი ცისფერი სარაფანის ბოლოებს ეთამაშებოდა.
-რაზე ოცნებ თათუ?მომიყევი რა!
-უფრო მხატვრული უნდა გავხადოთ ჩვენი ცხოვრება? დიდ სახლზე ვოცნებობ ტოსკანაში,ვილაზე სადაც ზაფხულობით დავისვენებთ ხოლმე ჩვენს ბავშვებთან ერთად. შემდეგ სვანეთში წავალთ,ჩვენს სახლში. ორივე მათგანს ერთად,საერთო ფინანსებით ვიყიდით და ჩვენი ბუდე გახდება,ჩვენი სიყვარულის ნაწილი. 5შვილი მინდა და კიდევ ბავშვები მინდა ვიშვილო,რამდენიმეს მაინც რომ მივცე ის ცხოვრება,რასაც იმსახურებენ. წარმატებული მინდა ვიყო,წარმოსადეგი ქალი,შვილებისთვის მისაბაძი პოროვნება.
დაქალი მინდა ვიყო ჩემი გოგონებისთვის და მეგობარი ბიჭებისთვის. ის მინდა მივცე მათ,რაც დედასგან დამაკლდა. ჩემი დედიკოსგან ავიღებ მაგალითს და მეც ისეთი მშობელი ვიქნები,როგორიც ის იქნებოდა,რომ არ გარდაცვლილიყო.
მათ მინდა მივუძღვმა ყველაფერი,მათ გამო მინდა მიღირდეს ცხოვრება,ალბათ ამისთვის დავიბადე!-თმაზე ეფერებოდა გიგის და მის ღიმილზე თავადაც იღიმოდა. ისე აწყლიანებოდა თვალები,რორგორც იცოდა,ობოლ ცრემლს კი გადმოეკვეთა ჯებირები. წამოდგა,ფეხებს შორის მოიქცია და უკნიდან მოეხვია.
-5 შვილი გვეყოლება,ორს ვიშვილებთ. დათი ჩვენი პირველი შვილობილი იქნება.
გოგონებს მე ვეყვარები ყველაზე მეტად,ბიჭებს შენ! რომ წაიკინკლავებ ხოლმე მათთან,მე მოგაჩვენებ რომ შენს მხარს ვიჭერ,სინამდვილეში მათ გავამართლებ. ბაბუები და ბებო ეყოლებათ გვერდით, მეორე ბებოზე კი გადმოცემით ეცოდინებათ,შენ მოუყვები,ბევრს,მეც მომიყვები როცა მზად იქნები!
-მიყვარხარ ჯაფარიძე,გაღმერთებ ჩაფარიძე,მხოლოდ ჩემი ხარ ჯაფარიძე!
-გეთანხმები,კარგია ოცნება,მით უმეტეს,როცა იცი,რომ მალე იქცევა რეალობად
-ვითომ?
-მაქსიმუმ 6 წელი…
-დამელოდები?
-მთელი ცხოვრება
-6 წელში მე 25ის ვიქნები,შენ 28ის,დარწმუნებული ხარ?მე კი მომწონს…
-ხოდა მორჩა ამბავი,6 წელში მომყავხარ ცოლად! და გაიცინე,გამოიყვანე მზე რა!
-11 წლის ვიყავი მე,ჩემი და 7-ის,პატარები,ტყუპები 5-ის…
-ორი და არ გყავს?სესილი და ქეთო. არასწორად ვიცი?მოიცა…
-ჰო. ავარია მოხდა. მთავარ მაგისტრალზე, ქვეითების სასიარულო ადგილას ფეხით მივდიოდით,მანქანა შემოვარდა. დედა და ტყუპისცალი,5 წლის ნინა დაიღუპნენ ადგილზე. ჩვენ გადავრჩით ყველანაირი ნაკაწრის გარეშე,საავადმყოფოშიც კი არ ვყოფილვართ. ასე,ჩემს თვალწინ მოკლეს ჩემი ორი ანგელოზი. დედაჩემი ჩემი მაგალითია,11წელი ვიცნობდი და მთელი ცხოვრება უმისობა მომესაჯა,ზოგჯერ ვფიარობ რომ არ ყოფილიყო ასეთი კარგი,იქნებ…-მაგრად მოხვია ხელები,არ უშვებდა,თითქოს ტივილს იზიარებდა
-ვწუხვარ ამის გადატანა რომ მოგიხდა,საუკეთესო დედა იქნები,იამაყებს შენით იქ მაღლა,ცაში.
-უკვე ამაყობს შენ რომ გიპოვე…-ასე ისხდნენ,ჩახუტებულები,სანამ მანქანა არ მიუახლოვდა ჭიშკარს და სიგნალით არ აიკლო იქაურობა. სწრაფად მოაშორა ცრემლები საყვარელი ქალის სახეს,თვალებში ჩახედა და გამამხნევებლად,სიყვარულით გაუღიმა.
-ჯანდაბა გვიპოვეს!-სიცილით წავიდნენ ჭისკრისკენ და გააღეს,რათა მანქანები შემოსულიყვნენ
-რა გეჰონა ჯაფარიძე,ვერ გიპოვიდი?-თომამ დაგმოჰყო თავი ფანჯრიდან და მიაძახა ძმას
-მოდით,მოდით,კეთილი იყოს თქვენი ფეხი- ღიმილით გადაეხვია ყველას და დათი აიტაცა ხელში,მონატრებული სურნელი შეიგრძნო და ბავშვის პუტკუნა კისერში ჩარგო ცხვირი-რაო ბიჭო,ჩემო ტკბილო,მოგენატრე?-ბავშვი კისკისებდა და ლოყებზე ხელებს ურტყამდა ბიძას.
მეგი და მაშო ჯერ ცხვირაწეულები უცქერდნენ თამარას,მაგრამ ვეღარ მოითმინეს და გადაეხვივნენ მონატრებულ მეგობარს
-მაპატიეთ,მარტო გვინდოდა ყოფნა…
-მაგას მოყვაბი მერე,მიდი ახლა იმათთანაც-თითქოს დაემუქრა მეგი და გააფრთხილა ამ ღამით ძილი არ გეკუთვნისო
-როგორ ხართ ბიჭებო?-ლუკას მოეხვია,შემდეგ ნიკო გადაკოცნა და თომას ჯერიც მოვიდა ბოლოს.
-შემოიტანეთ აბა ყველაფერი და გადავნაწილდეთ ოთახებში-ბრძანება გასცა თომამ და თავი ვერ შეიკავა სიცილისგან,როცა დაინახა როგორ იშვერდა ორივე ხელს დათი თამარისკენ და მობუზღუნე ძმაზე ეცინებოდა.
-გამცვალე არა ბიცოლაშენში,მალადეც ძმაკაცობა მასეთი უნდა
-ბიცოლაშენი არა ის კიდე,არ მიყვარს ეგ სიტყვა,ღმერთმა დამიფაროს-ხელი მიჰკრა ჯაფარიძეს და მოცუცქნული არსება მკერდზე მიიკრა,ღრმად ჩაისუნთქა მონატრებული სურნელი-რაო პატარა,ჩემო ციცქნა,როგორ ხარ?რაო მოგენატრეო?-საყვარლად ესაუბრებოდა გულზე მიკრულ გაყურსულ დათის. ღიმილით შეხედა კამერამომარჯვებულ გიგის და კოცნა გაუგზავნა,კიდევ ერთი ისტორია,კიდევ ერთი დღე აღიბეჭდა ფოტოზე.
-თამარა,ბებოს რეცეპტით გამომცხვარ ხაჭაპურს ხარ შეპირებული,ხომ არ დაგავიწყდა შემთხვევით დაო?-ნიკო მიუდგა გვერდით,ხელი გადახვია და თავზე აკოცა-გილოცავ,დაიმსახურეთ ერთმანეთი-ჩუმად უჩურჩულა გაღიმებულ გოგოს და თან დათის წაეთამაშა
-გამოგიცხობ ხო,დავიწყებ მომზადებას ცოტა ხანში
-ჯიგარი ხარ,ლავ იუ-კოცნა გაუგზავნა და ხითხითით გაეშურა ეზოში,საიდანაც თომა ეძახდა რაღაცას გაბრაზებული.
-რაო ჩემო პატარა?ჩემო სიმპათიურო ბიჭო?ხომ არ გეძინებაო?არ დაგასვენეს არა იმ გადარეულებმა მანქანაში,დათი,გამიღიმე აბა-ღიმილით ესაუბრებოდა თავის ხელზე გადაწვენილ პატარას. ნელ-ნელა დაარწია,სიარული დაიწყო ოთახში და მშვიდად ღიღინებდა. დათი თავის საყვარრლ პოზას არ ივიწყებდა,მარტივად მიაგნო თამარას ამოღებული სარაფნიდან მკერდს და ხელში ჩაბღუჭა,თან საწოვარას საყვარლად აცმაცუნებდა ტუჩებით და თვალებიც ელულებოდა. გიგი შევიდა მისაღებში,ხელში ორი ჩანთა ეჭირა,მაგრამ არ განძრეულა,ისევდაისევ გააქვავა დანახულმა სცენამ. ნელა მიახლოვდა საყვარელ ქალსა და ძმიშვილს და დათის იმ ხელზე მიაკრა ტუჩები,თამარას მკერდზე რომ ჩაებღუჯა პატარას.
-გი,მე კი ძალიან მომწონს და მესექ**ალურება,მაგრამ ცოდოა დათი და მოიშორე ეს წვერი ცოტახნით
-შენი ხათრით მოვიშორებ,წამოდი დააწვინე ეგ.-ღიმილით მიაწვინა ერთ-ერთ ოთახში საწოლზე ჩაძინებული დათი და პატარას ხელმა რომ არ გაუშვა და თვალებიც გაახილა,გვერდით მიუწვა,სხვა გზა არ ჰქონდა. ცოტახანში ოთახის კარი გაიღო და უფროსი ჯაფარიძე გამოჩნდა ოთახში.
-დაიძინა?-ღიმილით დახედა თავის შვილს და თამარას
-ჰო ტკბილად სძინავს,დაიღალა ალბათ გზაში.
-მადლობა თამრო-შუბლზე აკოცა კარისკენ მიმავალ ქალს და მის თბილ ღიმილზე თავადაც გაიბადრა. უხაროდა თავის ძმას ასეთი ქალი რომ ეყოლებოდა გვერდით.
***
-თამრო რას შვრებით აბა,მოყევი-მაშომ დაიკავა სამზარეულოს მაგიდასთან ადგილი და სიგარეტს მოუკიდა. მეგიმ კარი დახურა და თავადაც მიუჯდა დაქალებს. თამარა ნიკოს ხაჭაპირისთვის ცომს ამზადებდა.
-ერთად ვართ რა…
-კაი კაცო,არ გამაგიჟო გოგო,რას ამბობ?!
-კონკრეტიკა…-წარბიც არ შეუხრია მაშოს,მაგრამ ღიმილის დამალვა მაინც უჭირდა
-სახლში მოვიდა. ჩემთან,მიყვარხარო,
ლექსი წამიკითხა და ეგაა რა…
-ეგ და მისი ლექსები…-ჩაიფრუტუნა მეგიმ-ვერ ვიფიქრებდი მაგით თუ ვინმეს დაკერავდა ოდესმე შენი რომეო
-იქით დავკერე რა
-აბა რა! მე ვადნებოდი ხელებში რომ ვხედავდი ხოლმე,სამყარო გიტრიალდებოდა და წნევა გიწევდა,ამან დაკერა-დასცინა მეგიმ და მიიღო კიდეც მწარე ჩქმეტა მხარზე.
-რაო სად ვიყავი დაკარგულიო?-ამჯერად მომღიმარი მაშო დაინტერესდა
-სალომესთან ულაპარაკია და ცუდათ ვიყავი,ვერგავუძელი ჩემი მეგობრად აღქმული გოგოს ასეთ მდგომარეობას,დაფიქრება მჭირდებოდაო-ბოლომდე მაინც არ გაუმხილა მეგობრებს ის სიტუაცია,რის გამოც იყო ცუდად გიგი
-ჰო,წავიდა. მაშინ არ გეუბნებოდით,სად გქონდა სალომეს თავი. ლუკას და ნიკოს ესაუბრა თურმე. აღარ დამირეკოთო,სამუდამოდ მივდივარო და რაღაცები უბოდიალია.
-ამწამს დავფიქრდი და ჩემი ბრალია გოგოებო?-ნიჟარას ჩამოეყრდნო და ოდნავ
უკან გაბრუნდა მეგობრები რომ დაენახა
-არასდროს არ იფიქრო მსგავსად და არ დაიდანაშაულო თავი. სიყვარული სადაც არსებობს,იქ არავითარი ბრალეულობა არ უნდა იყოს. გიყვართ ერთმანეთი,იცი როგორ ანათებთ ცალკე და ერთადაც? კაშკაშებთ. სალომესთან რომ ეცადა ორივე უბედურები იქნებოდნენ და შენც! არ იყვნენ ერთმანეთის ადამიანები და მორჩა!-ანუგეშა მეგიმ და ლოყაზე აკოცა-გინდა მოგეხმარო?
-ხაჭაპურისთვის ყველს გამიმზადებ?-საწყალი თვალებით შეხედა დაქალს და გაუღიმა. თავად საღმე დაამთავრა,ღიმილით მიუახლოვდა ფანჯარას და სიგარეტს მოუკიდა,თან ეზოში მყოფ ბიჭებს გახედა.
ნიკოლოზი თომას მანქანაში საჭესთან იჯდა,ფეხები გარეთ გადმოეყო და გიგის უყურებდა,ხარხარით რომ ყვებოდა რაღაცას. თომაც ძმას შესცქეროდა, თამარა-გიგის.ნიკომ შეამჩნია ფანჯრიდან მაცქერალი ქალი და კოცნა გაუგზავნა,თან გიგის მისკენ ანიშნა.
ეს იყო ღიმილი,რომელიც ატრიალებდა სამყაროს.
***
5 წელი გავიდა. არაფერი ხდებოდა ისეთი,რასაც არ ელოდნენ ცხოვრებაში. თომასა და გიგის ბიზნესი უფროდაუფრო ცნობილი გახდა საქართველოში და ნელ-ნელა საზღვრებს გარეთაც უწევდათ ღვინის გატანა. თამარამ თავისი საოცნებო სამუშაო იპოვა, ონლაინ იღებდა შეკვეთებს და ინგლისური და ჩინური ენიდან თარგმნიდა ან პირიქით,მისი შემოსავლიდან თუ ვიმსჯელებთ საკმაოდ წარმატრბულიც კი იყო. ფართი შეისყიდა თბილისში და აისრულა ოცნებაც მეგობრებისა და გიგის დახმარებით აქცია ის ადგილი ნამდვილ სამოთხედ,ყველასთვის სასურველ კაფე-ბარად. არ აპირებდა ამ ერთზე გაჩერებას,მაგრამ ყველაფერი წინ იყო.
სწორედ ამ დროიდან დაიწყეს თანხის გადადება,საერთო ანაბარი შექმნეს თამარმა და გიგიმ,სახლისთვის აგროვებდნენ ფულს.
ლუკა და მაშო დაქორწინდნენ,დადიოდნენ ხან იქით,ხან აქით. მოგზაურობდნენ,ერთობოდნენ,საუკეთესო ცხოვრებით ცხოვრობდნენ,სანამ მაშოს ორსულობის ამბავი არ გაიგეს. შესაბამისად მოუწიათ თბილისში ცხოვრება,მეგობრებმაც ამოისუნთქეს,ეღირსად მონატრებული წყვილის წესიერად ნახვა.
მეგი და ნიკო არ დაქორწინებულან,მაგრამ ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად. მეგიმ თამარას კაფეში გარკვეული ინვესტიციაც ჩამო,ამით მეგობარსაც მიეშველა და საკუთარ თავსაც გაუეია ანგარიში.
გიგიმ თამარას ოჯახი გაიცნო,პატარა ჩხაიძეები უფროსი ძმასავით ექცეოდნენ ჯაფარიძეს და ძალიან უყვარდათ,ალბათ მთავარი მიზეზი ამ სიყვარულისა,ის იყო,რომ მათი დის გაბედნიერება შეძლო ამ კაცმა. თამარას მამას მოეწონა სასიძო,ისევე როგორც გიგის გაუხარდა ასეთი კარგი მშობელი რომ ჰყავდა თავისი ცხოვრების სიყვარულს.
ყველაფერი მშვენივრად იყო ,
,,მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი
გაახარებს ვინმეს განა?
თაფლში ურევს მწარე ნაღველს!
მტრისას მისი გამოცანა!..”


***
-მივესალმები მშვენიერ ქალბატონს,მზეს ეფიცხებით გოგონა?-აივანზე თავისი საყვარელი მოკლე შორტებითა და უმკლავო მაისურით მდგარ თამარას საყვარელი ხმა რომ მოესმა გვერდითა აივნიდან,ეგონა ფეხქვეშ მიწა გამოეცალა,ამ დილით,თან გვერდით ბინაში,თან გიგი? უცნაური კომბინაცია გახლდათ.
-აქ რას აკეთებ?-გაკვირვებისგან ვერ დაიმორჩილა ხმა და გაოგნებული მიუახლოვდა მომღიმარ ბიჭს. ისეთი გამომწვევი მზერით უყურებდა და ისე იზიდავდა მისი ღვთაებრივი სხეული
-გავახარებ მეთქი,ამიერიდან ყოველ დილას ჩემთან ერთად დაიწყებ,ნუ მანამ იქნება ასე,სანამ სამუდამოდ არ მოგესჯება ჩემთან ერთად გაღვიძება-ისევ ეშმაკურად იღიმოდა და მოაჯირზე დაყრდნობილი ელოდებოდა საყვარელი ქალის ნაბიჯს.
-ნამდვილად მშვენიერი სიუპრიზი გამოგივიდა გი. უკეთესს ვერაფერს ვინატრებდი-თავადაც მიახლოვდა მოაჯირს,წელში გასწორებულ კაცს ხელები მოხვია და მის ტუჩებს დაეკონა-რა გიჟი ხარ?როგორ მოგაფიქრდა?
-მაგას მერე გეტყვი,ახლა მოდი ჩემთან-ერთი ხელის მოსმით გადასვა თავისთან და შეშფოთებული ქალი თავის სხეულზე მიხუტებული შეიყვანა სახლში. ტუჩებს უკოცნიდა და ვერ თოკავდა გრძნობებს,რომ არ შემოეხია მისთვის ის სიფრიფანა მაისური,თავის გემოზე მიშვებული მკერდი რომ კარგად ეტყობოდა ქალს.
-მგონი სიუპრიზი მე გამომივიდა ხო?-ამოიკვნესა ქალმა და მამაკაცის წელზე დაიკავა ადგილი. ისე წუწნიდა საყვარელ,ალუბლისფერ ტუჩებს,რომ სულ დაელურჯებინა იგი. ყელში კოცნიდა კაცს,ხელებს მის შიშველ მხრებზე დააცოცებდა და ფრჩხილებითაც კაწრავდა სიამოვნებისგან,თავად დომინანტობდა. გიგი კი მთლიანად მინოდობოდა იმ ღვთაებას,სიამოვმებისგან რომ აგიჟებდა.
-ჩემი მშობლები ჩამოვიდნენ რამდენიმე დღის წინ. დედა ხვალ გამოფენას აწყობს,ხომ წამოხვალ?-თავის მკერდზე მისვენებულ ქალს შიშველ ზურგზე ეფერებოდა და ჩუმი ხმით ესაუბრებოდა.
-დედაშენი თუ მხატვარი იყო,რატომ არ ვიცოდი?
-არ ვიცი,მთავარია ახლა ხომ გითხარი
-მომიყევი მათზე-ღიმილით ახედა და წვერწამოზრდილ ლოყაზე მოეფერა
-15 წლის იყო დედაჩემი,ეკატერინე ახვლედიანი მამამ რომ დაინახა და როგორც თავად ამბობს თვალთ დაუბნელდა.
გიორგი თავად 17ის გახლდა,2 წლით უფროსი დედაზე.
ერთი წელი მის აჩრდილად იყო ქცეული,შემდეგ გაბედა და გამოელაპარაკა. დედაჩემი ძალიან გაბედული,შეუდრეკელი გოგონა ყოფილა თავიდანვე,ძლიერი ქალი,რომელიც არ აღიარებს იმას,რომ ვინმემ მოატეხა რქეები და დაათმობინა სიამაყე.
17 წლის რომ იყო და მამას აღიარებულ გრძნობებს არ პასუხობდა საერთოდ,გიორგიმ მისი მოტაცება გადაწყვიტა,მაგრამ დედამ არ დააცადა,თავისი ნებით ჩაჯდა მანქანაში და წაჰყვა მამას. თურმე მასაც ჰყვარებია,უბრალოდ არ უტყდებოდა,არ უნდოდა სუსტი გამოჩენილიყო,ამ ყველაფერს მაშინ უფრო მეტად მიხვდები დედას რომ გაიცნობ. 18 წლის რომ იყო დედა, თომა დაიბადა. 3 წელში მე დავიბადე.
დედამ სწავლა გააგრძელა,მამა ბევრ ადგილას მუშაობდა,ნელ-ნელა თავისი ბიზნესი წამოიწყო. დედას ხატვა თავიდანვე უყვარდა,მისის ნაწილი იყო. უჭირდა ჩვენთან ერთად სწავლა და თან ხატვა,მაგრამ მაინც შეძლო. ეკატერინე ამჟამად 46 წლის არის,გიორგი 48;-ის.ახლა მამას თავისი ბიზნესი აქვს,რომელიც სხვას ჩააბარა და თავად დედასთან ერთად ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობს. ეკატერინე ხატავს და საქართველოში რომ
ჩამოდის გამოფენებს აწყობს. იშვიათად არიან აქ,ჩვენს გვერდით,მაგრამ ეს ყველაფერი მას შემდეგ შეძლეს,რაც ცხოვრება გვასწავლეს და საკუთარი,დამოუკიდებელი ნაბიჯის გადადგმის უფლება მოგვცეს. ყველაზე დიდი განძია ეს ორი ადამიანი ჩემი ცხოვრების,არ ვიცი როგორ აღვწერო, გაიცნობ და მიხვდები!
-როგორ მომწონს,ვფიქრობ მისი ფანი ვარ უკვე-ღიმილით აცნობა გიგის,რომელიც ხარხარებდა და აზანზარებდა ოთახს.-წამოვალ ხვალ!
-უნივერსიტეტში არ ხარ დღეს?
-რომელი საათია?
-10
-ჰო,12ზე უნდა წავიდე.
-ხვალ 7სთზე გავიდეთ.იცოდე გამოიპრანჭე,შენ რომ იცი ისე
-მოიცა ძალიან,ძალიან ფორმალურად?
-ჩემს სმოკინგს რომ შეეფერებოდე-წარბები აუთამაშა და ტუჩებზე დაეკონა
-გასაგებია,ხვალ 7ზე მზად ვარ.
-ჩემო ქალღმერთო!შემომეჭმევი!-თავის ქვეშ მოიქცია გოგო და კისერი დაუკოცნა
-არ მყოფნის,შენ რომ შეგეფერება ისე მითხარი! პოეტურობა გაკლია რაღაც ამ დილით!-თვალები ერთმანეთს არ შორდებოდნენ,გარემო ბრწყინავდა,ბედნიერება იფრქვეოდა ყველა კუთხეში.
-გამომაცალე ამ დილით ძალა,არაფრის თავი მაქვს,მაგრამ მაიმც ,,ვერ გამიბედავს გული უშენობას!”-ხელები მოხვია და ძლიერად მიიხუტა გულაჩქარებული ქალი.
***
-მოდი,უკვე მზად ხარ?-მოკლე ხალათში გახვეულმა თამარამ გააღო კარი და ტუჩისკვნეტით ააყოლა მზერა თავის უსიმპატიურეს შეყვარებულს,ყველანაირი ტანსაცმელი უხდებოდა,მაგრამ სმოკინგი,მგონი მისთვის შექმნეს.
-ადრეა ჯერ,ორმოცი წუთი გაქვს კიდევ-წაებები აუთამაშა და კოცნა მოჰპარა,შემდეგ ოთახში შევიდა,პიჯაკი გაიხადა და იქვე სავარძელში ჩაჯდა
-უფასო შოუსთვის მოხვედი?-სიცილს ვერ იკავებდა თამარი და ტუალეტის მაგიდის წინ ჩამომჯდარი კრემს ინაწილებდა ხელებზე.
-შეიძლება ასეც ითქვას-სიგარეტს მოუკიდა და თვალებმოჭუტული დააკვირდა.
-არ დამეხმარები?-კრემზე ანიშნა და ხალათი მხრებზე ოდნავ ჩამოიგდო. ეშმაკური ღიმილით მიუახლოვდა და სიგარეტი ტუჩებსშოეის მოიქცია.
პერანგის მკლავები აიკეცა და კრემის გადანაწილებას შეუდგა შიშველ მხრებზე
-ძალით მიკეთებ არა?-სიგარეტი ტუჩებსშორის მოექცია და სასაცილოდ საუბრობდა
-შენ თვითონ გინდოდა უფასო შოუ!
-როგორი დაუკმაყოფილებელი გახდი ძვირფასო?
-არ მყოფნი,რა ჩემი ბრალი?-წამოდგა,კოცნა დაუტოვა ტუჩებზე და კარადისკენ დაიძრა. გიგიმ ისევ თავისი ადგილი დაიკავა-ახლა ვფიქრობდი,რითი დავიწყეთ და როგორი ინტიმური გახდა ჩვენი ურთიერთობა,ზოგჯერ ვერ ვიჯერებ-თან ხალათი მოიშორა და არ დაუყოვნებია გიგის მზერას მის სხეულზე. შევსებული სხეული ლამაზად გამოიკვეთა და დაძაბა კიდეც გარემო ოთახში. სწრაფად გადმოიღო კარადიდან კაბა და სხეულზე მოირგო,თან გიგის გამომეტყველებაზე ეღიმებოდა
-ჯერ სად ხარ პატარავ,ჯერ სად ხარ. არც კი იცი რა გველოდება წინ.-ჯაფარიძის წინ უკვე კაბით შემოსილი თამარა იდგა. შავი მუხლს ჩაცდენილი მატერია ლამაზად კვეთდა ჩხაიძის სხეულის ფორმებს,ისევე როგორც მოშიშვლებული მხრები და გულ-მკერდი,რომელთანაც სამკუთხედათ ჩაჭრილიყო კაბა, ფუშფუშა ხელები ავსებდნენ შავ მატერიას. წითელი ქუსლიანები მოირგო და სიმაღლით თითქმის გაუთანაბრდა გიგის.
-რამდენიმე შტრიხიც და წავიდეთ-კოცნა შორიდან გაუგზავნა დაშტერებულ კაცს და სარკის წინ დაიხარა,რათა წითელი ტუჩსაცხი წაესვა,სწორედ ეს მომენტი დააფიქსირა ჯაფარიძემ,კიდევ ერთი მშვენიერი მომენტი. აღმერთებდა ქალს,არ შეიძლებოდა ეგრძნო რაიმე,ამაზე უფრო დიდი და ძლიერი. თმები ლამაზად აიწია და კლაჩიც არ დავიწყებია,ისეთი ლამაზი იყო ამ,უცხო ფორმაში,რომ დამუნჯდა მასზე ყურებამდე შეყვარებული კაცი. გაღიმებული უმზერდა და იყო მასში ჩატეული უამრავი გრძნობა,იმ სამყაროს იტევდა თამარას რომ აჩუქა გიგიმ.
-გჭირდება იმის თქმა,რომ მშვენიერი ხარ?ქალღმერთი ხარ ჩემი,შენზე იდეალური ქალი არ არსებობს,თამამად ვაცხადებ!
-კარგი რა,ნუ ამაწითლებ!-გაეხუმრა და ხელით ანიშნა მოდიო. სარკის წინ დადგა,მიხვდა გიგი ფოტოს გადაღება რომ სურდა და უკნიდან მოხვია ცალი ხელი მუცელზე. ფოტოც გადაიღეს,მშვენიერი დღე,გასაოცარი წყვილი,დასამახსოვრებელი ფოტოები.
დიდხანს იპოზიორა თამარამ,გიგის არ ეცალა,რაციონალურობა წართმდოდა ჩხაიძის ცქერით
-ზოგჯერ ვფიარობ,შემთხვევით ჯადო ხომ არ გაგიკეთე,ასე როგორ შტერდები ხოლმე გი?ვითომ თამაშობ?-კისკისებდა თამარა და თან ფოტოებს არჩევდა უკვე მანქანაში მჯდომი
-კუდიანი ხარ თათუ?ცოტა გვიან ხომ არ არის ასეთი მნიშვნელოვანი თემის წამოჭრა?-აჰყვა შეყვარებულს გიგიც,ბედნიერებას ვეღარ იტევდნენ.
წამსვე ატვირთა თამარამ საუკეთესო ფოტო,გიგიმ ტელეფონი მიაწოდა გადააზიარე ჩემთანაცო. დადო თუ არა ფოტო გიგის ინსტაგრამზე,წამში მოვიდა შეტყობინება,რომელიც ეუბნებოდა,რომ ეკატერინემ ნახა პოსტი და დააგულა. ფერები გადაუვიდა სახიდან,ვერ მიხვდა რამ აანერვიულა და საწყლად გახედა გიგის
-რა მოხდა,რა ნახე?-დასცინა გაფითრებულ შეყვარებულს
-დედაშენმა დააგულა
-მერე რა მოხდა გოგო-სიცილს ვერ იკავებდა გიგი
-აუ რავიცი რა! ნუ მეღადავები შენ ყველაფერზე,თორემ…
-თორემ რა?
-მიხედე საჭეს რა!-ხელები აუქნია წარბებშეკრულმა და გიგის სიცილზე თავადაც აკისკისდა.
გამოფენა იყო რაღაც სასწაული.
წითელი და თეთრი ფერებით იყო თითქმის ყველა ნახატი,ალაგ-ალაგ შავიც დომინირებდა. სრულიად ასახავდა ეს გამოფენა ეკატერინეს ბობოქარ,მებეძოლ ხასიათსა და ბუნებას. ემოციებს ვერ მალავდა თამარი,ჯაფარიძე სიამაყით იცქირებოდა,ამაყობდა,რომ ამ იდეალური ქალის შვილი იყო. ყველა ნახატზე დედის შინაგან სამყაროსა და გრძნობებს კითხულობდა,გრძნობდა უსაზღვრო სიამაყეს ეკატერინეს გამო და ასე საყვარელი ქალის გამო,რომელსაც სრულიად გაეგო და გაესიგრძეგანებინა დანახული.
-იდეალურია,ეს რაღაც საოცრებაა,ეს არის ხელოვნება,რომელიც შიგნიდან გწვავს და თავიდან გშობს. ამის შექმნას უბრალო ადამიანი ვერ შეძლებდა,იმხელა ნიჭი,შრომა და სიყვარულია ჩადებული…
ხვდები რა საოცრების თანამონაწილე გამხადე?-ვერ მალავდა ემოციება თამარი და ზედმეტად მოზღვავებული ემოციებისგან ცრემლებსაც კი გრძნობდა,მისი თვალებიდან გადმომდინარს.
-წამოდი,გაგაცნობ ამ ყველაფრის შემოქმედს და მერე უფრო აღფრთოვანდები-ღიმილით მოხვია წელზე ხელი და წაიყვანა ემოციებით დახუნძლული ქალი
-ახლა ვხვდები ვის გავხარ ასეთი მხატვრული,პოეტური,ხელოვნება არის შენში,ღრმად აქვს ფესვები გადგმული და ეს ყველაფერი ეკატერინეს დამსახურებაა,როგორც ვხვდები
-ბავშვობიდან ვწუხდი,რომ ვერ ვხატავდი,მაგრამ ერთ დღეს მივხვდი,რომ ჩემი ხელოვნება იქნებოდა არათუ საღებავები და ფუნჯები,არამედ სიტყვები.
დედა დამეხმარა,მუდამ მედგა გვერდით და ყოველთვის შემეძლო დავყრდნობოდი მას
-ძალიან ბევრს ნიშნავს შენთვის არა?
-ძალიან ბევრს,ჩემი ეტალონი იყო ყოველთვის,მაგრამ არასდეოს ვყოფილვარ მასზე მიჯაჭვული,უბრალოდ მინდოდა მქონოდა მისი მსგავსი მხნეობა,გამბედაობა,ძალა… უნდა ნახო მისი და მამას ურთიერთობა,ისეთი სხვანაირია…
-თუ მსგავსი ქალია შენი ეტალონი,ჩემში რა მოგეწონა გი?-ნაღვლიანად დაიჩურჩულა და ხელი მის წელზე მოთავსებულ მტევანს ჩაავლო
-ამ სიტყვებით ჩემს გრძნობას და ,,ჩვენ” გვაყენებ შეურაცხყოფას. ამ ერთხელ გაგცემ პასუხს და იცოდე დაიმახსოვრე,აღარასდროს გაჟღერდეს ეს სიტყვები ჩვენში.
-გი…
-ის გაქვს,რაც სხვას არა. იმდენი რამ გადაიტანე და მაინც მყარად დგახარ ფეხზე,თითქოს არაფერი მომხდარა.
არ ხარ თითქოს საკუთარ თავში დარწმუნებული,მაგრამ ისეთი მომაჯადოებელი ხერხებით აკეთებ ყველაფერს,რომ იმ წუთას ვიცი,შენ რომ იცი ჩემზე რომ ზემოქმედებ,ან ზოგადად ბოლოს იმას გამაკეთებინებ მე ან ნებისმიერ ადამიანს,რაც შენ გსურს. მომენტებში ისეთი თავდაჯერებული ხარ,როგორც არავინ არასდროს. შენი ღიმილით გარემოს ანათებ,შენს თვალებში ჩაბუდებული სხივები სულს მითბობენ.თბილი,მკაცრი,მომთხოვნი,ძლიერი ერთდროულად ხარ.იმის შეგრძნება მიყვარს,ერთადერთი ადამიანი რომ ვარ,ვისთანაც სისუსტეს ავლენ,მენდობი და იცი,რომ შენს ზურგს უკან ვდგავარ,ყოველთვის.შენ გგონია,მე დედაჩემს ვეძებ ჩემს მეორე ნახევარში?ეკატერინე არის ერთი,მნიშვნელოვანი ქალი ჩემს ცხოვრებაში,ერთადერთია და ისეთია,როგორიც არის. შენც ერთადერთი ხარ,ისეთი როგორიც ხარ და არა დედაჩემის მსგავსი ან რაიმე მაგდაგვარი. ხვდები რის თქმას ვცდილობ?მე არ ვეძებ ეკატერინეს შენში,შენ ხარ ჩემი თამარ ჩხაიძე,სხვა რომ ვერასდროს გახდება და შენი მსგავსი რომ აღარავინ იარსებებს აი ის თამარა. გაიგე?
იცი ერთხელ ილიას რა უთქვამს?
-რაო?-გაღიმებული უცქერდა თამარი,ნახევარი თავით მაღალს და გრძნობდა უსაზღვრო,ენით გამოუხატველ ბედნიერებას
-,,ცხოვრება და მისი აზრი მას შემდეგ გავიგე,რაც შენ შეგიყვარე…”-თვალებით უცინოდა ქალს და მის მოკაშკაშე სფეროებს არ აშორებდა თვალებს. ერთ-ერთი ნახატის წინ იდგნენ ამ დროის მანძილზე. წითელი და შავი ერთმანეთს ერწყმოდნენ და შედეგი იყო ფერების აფეთქება, წითელი და შავი ფერები ერთმანეთში ქაოსურად არეული და თეთრით გაბრწყინებული.
ნახატს დაბლა,წვრილი ასოებით ეწერა:
,, il nostro mondo”
-ეკატერინე,როგორ ბრძანდებით?-უკნიდან მიუახლოვდა თომასთან მოსაუბრე დედას და ლოყაზე აკოცა. ქალი ღიმილით მიუბრუნდა შვილს და თბილად მოეხვია.. ქალი იყო მაღალი,გასაოცარი სხეულით და ულამაზესი სახის ნაკვთებით,შავი თმა ზურგსუკან ჩაეწნა და ნაწნავი ლამის თეძოებს სცდებოდა. ულამაზესი იყო,წარმოსადეგი,შემდგარი,იდეალური ქალი. გაოცებითა და მკრთალი ღიმილით უმზერდა თამარი და ვერ ფარავდა ოდნავშესამჩნევ ღელვას.
-შენ როგორ ხარ დე?-ღიმილით მოეფერა შვილს ლოყაზე და გოგონასკენ გააპარა მზერა-შენ უნდა იყო თამარი,როგორი მშვენიერი ხარ!-ქალის ნათქვამი კომპლიმენტით თითქოს შეემატა მხნეობა,იმდენად გაუხარდა,აჟიტირებულმა გადახედა მომღიმარ გიგის და წინ გადადგა ნაბიჯი
-ჰო დე,ეს არის ჩემი თამარი,შენც შეამჩნიე ხომ რამდენად მშვენიერია-ღიმილით მოხვია ხელი წინ წასულს და ლაპარაკისას მას შესცქეროდა.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა,იმდენი რამ მსმენია და ეს შედევრები,უბრალოდ იდეალური,რაღაც საოცრება,ვერ ვალაგებ სიტყვებს ისეთ ემოციებში ვარ-შესცქეროდა ნახევარი თავით მაღალს და მის ღიმილზე თავადაც იბადრებოდა
-თამარ,წამოდი ჩვენ გავიდეთ,ბიჭები აქ დაგველოდებიან-ბიჭებს მზერით მიახვედრა დარჩითო და გოგონას ხელკავი გამოსდო.
თამარმა უკან რომ მოიხედა გიგი დაინახა,რომელმაც თვალი ჩაუკრა და გაუცინა. თომაც იღიმოდა. უყვარდა ეს ოჯახი.
-იცი,ძალიან პატარა ვიყავი დედა რომ გავხდი და რაც არ უნდა იყოს,რთულია პატარა ასაკში აღებული მსგავსი პასუხისმგებლობა. ყოველთვის ვცდილობდით მე და გიორგი,რომ ჩვენ,ჯერ კიდევ ბავშვებს გვესწავლებინა პატარებისთვის ადამიანობა. როგორ უნდა ეგრძნოთ,დაენახათ,ესაუბრათ სწორად,ცივილურად. თომას არ გაუმართლა იმაში,რომ ცხოვრების განადგურება აირჩია,ჩვევად ჰქონდა საკუთარი სასიცოცხლო ენერგიას ერთი ღამის გასართობ ადამიანებზე რომ ხარჯავდა.არა,არ იფიქრო ძველმოდური ვარ ან რამე… უბრალოდ ამაზრზენია ჩემთვის ვიღაცასთან გქონდეს ურთიერთობა გრძნობების გარეშე. მან მიიღო ის,რომ დარჩა დათი უდედოდ,თავად კი ცოლის,საყვარელი ქალის გარეშე.
ამას ვერ ვპატიობ,არ უნდა გაეკეთებინა ისეთი რამ,რაც ამგვარ შედეგებს მოიტანდა. მხოლოდ დათია ამ ამბის ნათელი წერტილი. ამიტომ არ ვარ მათთან,მინდა ისწავლოს ცხოვრებისეული გაკვეთილი და თავად აიღოს პასუხისმგებლობა თავისივე საქციელზე. გიგი მაღელვებდა,ყოველთვის იყო მასში რაღაც განსხვავებული,თავიდან ძალიან დეპრესიული ბავშვი იყო,მაგრამ შემდეგ სიტუაცია გამოსწორდა. მაინტერესებს,არის გიგი ის კაცი,რომლის გვერდითაც ამაყად გაივლი?რომელიც საკუთარ თავს ბოლომდე მოგიძღვნის შენ და ბედნიერს გაგხდის?-მყარად იდგა ქალი მის გვერდით,თითქოს უგრძნობათაც კი,მაგრამ მისი ხელის ოდნავი კანკალი გასცემდა მის ფიქრებს.თამარამ ხელი ხელზე მოხვია და ღიმილით შეაჩერა წინ მიმავალი.
-გიგი იდეალური პიროვნებაა,მას შეუძლია ერთი სიტყვით იმდენად ბედნიერი გამხადოს,რომ ცხოვრება გამიხანგრძლივდეს. ვხვდები ყოველ მასთან გატარებულ წამზე,როგორ ვახალგაზრდავდები. ჩემი ცხოვრების საჩუქარია,რომელსაც გპირდებით სულ გვერდით ვეყოლები,მისი დასაყრდენი ვიქნები. უკვე მგონია,რომ ვერ ვიცოცხლებ მის გარეშე,ის იმხელა დოზით არის ჩემში…მან მე ახალი სამყარო მაჩუქა,სადაც არის ბედნიერება და არაფერი უარყოფითი-უღიმოდა თამარი და უცინოდა ეკატერინე. ქალი ხმით კისკისებდა,ვერ მალავდა გოგონას სიტყვებით მოგვრილ ბედნიერებას. მჭიდროდ მოხვია ხელები და ჩაიხუტა ჩხაიძე.გაოცებული შესცქეროდა ირგვლივ მყოფი საზოგადოება ჩახუტებულებს,მაგრამ ამ წუთას ხალხის აზრი ყველაზე უმნიშვნელო გახლდათ.
-ხვალ გაქვს თავისუფალი დრო?-ჰკითხა ეკატერინემ
-კი მაქვს,რა ხდება?
-დღეს ჩვენთან,წყნეთში პატარა ოჯახური შეკრება გვაქვს.გამოფენას და გიორგის დაბადებისდღეს ვზეიმობთ,რომელიც ხვალ არის. წამოდი ჩვენთან,ხვალ დარჩი და მეც უკეთ გაგიცნობ,კარგი?-ბედნიერებას ვერ ფარავდა ქალი
-კარგი ,წამოვალ,გიგის დაველაპარაკები

ერთად დაბრუნდნენ სხვებთან და თამარამ ვერ შეიკავა ღიმილი ბიჭები რომ დაინახა მათ მსგავს ცოტათი უფროს,მაგრამ ჯერ კიდევ უზომოდ სიმპათიეურ კაცთან მოსაუბრე,მიხვდა გიორგი უნდა ყოფილიყო იგი.
***
-თათუ სახლში ხარ?-მაღაზიაში შევიდა გიგიმ რომ დაურეკა,სწორედ ახლა ბრუნდებოდა უნივერსიტეტიდან.
გარეთ უკვე ზამთრის შესაფერისი სიბნელე სუფევდა,მიუხედავად იმისა,რომ ჯერ მხოლოდ 6 საათი იყო.
-მაღაზიაში ვარ გი,15 წუთში ვიქნები,რამე მოხდა?რანაირი ხმა გაქვს
-არაფერი,ახლა მოვდივარ მეც,დავიღალე და შენი ნახვა მინდა,განვიტვირთოთ ცოტა
-გინდა რამეს მოგიმზადებ
-აუ კი,ძალიან მშია
-რა მოვამზადო
-რაც გინდა ჩემო,არ აქვს მნიშვნელობა-აღარაფერი უკითხავს. მიხვდა,რაღაც მოხდა და გიგი არაფერს ეუბნებოდა. მშვიდათ ავიდა სახლში,სწრაფად გამოიცვალა და მაცივარში შენახული ცომი გამოიტანა,გახეხილი ყველი სწრაფად მოათავსა მასში და ღუმელში შეაგდო რამდენიმე მზად მყოფი ხაჭაპური.
ისეთი საღამო იყო,ქარიანი,სუსხიანი,ბნელი…წითელი ღვინო რომ მოუხდებოდა აი ისეთი.
შენახული სასმელი გამოიტანა და ღიმილით მოხსნა თავი. ერთი დღე იყო გასული მას შემდეგ,რაც ბოლოს ნახა თავისი საყვარელი კაცი და უკვე ვერ სუნთქავდა ისე ენატრებოდა. კარის ხმაზე შემოსასვლელში გაიქცა და ღიმილით ჩაეხუტა გიგის. ისე ეხვეოდნენ ერთმანეთს,რომ სუნთქვაც კი უჭირდათ. ბიჭმა მოსაცმელი საკიდზე ჩამოკიდა და სამზარეულოსკენ დაიძრა. ეტყობოდა უხასიათობა,რაც ძალიან აწუხებდა თამარს
-მომენატრე გი-სამზარეულოს სკამზე ჩამომჯდარს წინ დაუდგა და მთელი სახე დაუკოცნა სიამოვნებისგან სახემინაბულს,მალე ტუჩებსაც მისწვდა და ტკბილი ამბორი იგემა-რატომ ხარ ასე?რა გჭირს?არ დამელაპარაკები?-ცდილობდა მშვიდად ესაუბრა და არაფერი დაეძალებინა.
ღრმად ამოისუნთქა გიგიმ და არაფერიო ანიშნა თავის მუხლებზე მოთავსებულს
-ძალიან დავიღალე
-დარჩი დღეს,სად წახვალ ასეთი დაღლილი და მისავათებული-თავზე ეფერებოდა და გიგიც სადაც იყო აკრუტუნდებოდა სიამოვნებისგან.-მოიცა არ დამეწვას ჩემი ხაჭაპურები-ფეხზე წამოხტა და ღუმელში შეიხედა. ჭიქებში ღვინო ჩამოასხა და ერთი წინ დაუდგა ჯაფარიძეს,მეორედან თავად დალია.
-არაფერი არ მჭირს და ნუ მიყურებ ეგრე-თითქოს უხეშად გამოუვიდა გიგის,მაგრამ არ შეიმჩნია თამარამ
-კარგი,თუ არ გინდა ლაპარაკი არაფერს გაძალებ!-ხელები ასწია და ნიჟარისკენ მიბრუნდა
-არ ეტობა შენს სახეს და ქცევებს-თითქოს თავისთვის ჩაიჩურჩულა კაცმა,მაგრამ გამოაპარა კი თამარას ეს სიტყვები?
-რამე არ მოგწონს გიგი?-მის წინ ჩამომდგარს წარბაწევით შეხედა და შემდეგ ჩაიცინა
-რას ამბობ,რა არ უნდა მომწონდეს,პირიქით,შენ მომწონხარ!-მისკენ მიიწია და ოდნავ ჩამოწეული შორტის სათავესთან მიაკრა ტუჩები. დაინახა როგორ აემღვრა თვალები ქალს და სიამოვნებისგან ჩაეღიმა. მტევნები მაისურის ქვეშ შეაცურა და თავადაც დაეტყო ცვლილება ქალის შიშველი მკერდის შეგრძნებისას. ხელში აიტაცა თამარი და მისაღებში წავიდა მასთან ერთად,უკოცნიდა საყვარელ ქალს ტუჩებს და მთელ დედამიწას ივიწყებდა. ერთი ხელი მოსმით დააგდო დივანზე გიგი და ეშმაკური ღიმილით მოიშორა შორტი. ქვედა გამჭირვალე საცვალის ამარა იდგა კაცის წინაშე და მის ამღვრეულ თვალებს,აღზნებულ სხეულს სურვილით უმზერდა. სწრაფად შეიხსნა პერანგის ღილები და მუხლებზე დაისვა ქალი.
-ჩემი მშვენიერება,ჩემი ქალღმერთი!-ხელებს მის სხეულზე დაატარებდა და ყველა დეტალს შეისწავლიდა,არ დარჩა ერთი ადგილიც კი,სადაც მისი ბაგეები არ შეხებია ქალს და ეს იყო რაღაც სასწაული,გასაგიჟებელი შეგრძნება,რომელიც ისევ ისეთი აღმაფრთოვანებელი იყო,როგორც პირველად. სიამოვნებას ანიჭებდა თამარას ჯაფარიძე და თავადაც იმხელა სიამოვნება აღბეჭდვოდა სახეზე,რომ ჩხაიძე თავს ვეღარ აკონტროლებდა.
ის იყო სიამოვნება პიკს აღწევდა,სამყარო იძენდა ნაცნობ ფერებს,რომ ტელეფონის გამაღიზიანებელმა ხმამ მოიცვა ოთახი.
ვერ იფიქრებდა ჩხაიძე იმას რაც მოხდა,ისე სწრაფად უპასუხა გიგიმ ტელეფონს და ზარის დასრულების შემდეგ დაიწყო ჩაცმა,რომ არც თამარი გახსენებია და არც ის სიტუაცია,რომელშიც იმყოფებოდა.
სახლი სირბილით დატოვა,არც კი დამშვიდობებია დივანზე მწოლიარე შიშველ ქალს. თამარს მხოლოდ ერთი სიტყვა უღრღნიდა გონებას,გიგის ზარიდან გაგონილი ერთი სახელი- სალომე.
***
დივანზე იჯდა,პლედის ამარა შიშველ სხეულზე და სიბნელეს მოეცვა მისი გონება.
წითელი ღვინო გამხდარიყო იმ ღამით მისი მეგზური. შუარცხყოფილად,გათელილად გრძნობდა თავს. ვერ ივიწყებდა სხვა ქალთან გაქცეულ საყვარელ კაცს,დაუმშვიდობებლად წასულ გიგის,რომელმაც თავისი ნაჩუქარი სამყარო თვითონვე წაართვა იმ მომენტში.
იჯდა დივანზე და ვერ უყრიდა ფიქრებს თავს,ვერ იაზრებდა სად დაუშვა შეცდომა,რატომ ჩათვალა ასეთი საქციელის ღირსად მან,ვისაც აღმრთებდა. ყველაფერი მისცა,მან გათელა.
დილის შვიდი საათი იყო ტელეფონზე ზარი რომ შემოვიდა და მხოლოდ მაშინ გაანძრია ერთ ადგილას მიყინული შიშველი სხეული.
გიგი რეკავდა,ის იყო,ვერც კი წარმოიდგენთ როგორ ეტკინა ის ზარი.
-გვიანია გი,გვიანი!-ფეხზე წამოდგა და წაბარბაცდა,უძილობას თავისი გაეტანა,სისუსტე შეჰპარვოდა ჩხაიძის სხეულს.ცხელი შხაპი მიიღო,ჩაიცვა და უნივერსიტეტში წავიდა,მის გამო ვერ მოკვდებოდა,საკმაოდ ბევრი რამ გადაიტანა ასეთ ტკივილს რომ გამკლავებოდა.
იმის შემდეგ აღარ დაურეკავს გიგის.
სახლში რომ მივიდა ისე დაეცა საწოლზე,არაფერი გახსენებია,წინა ღამის უძილობამ თავისი გააკეთა,ჩაეძინა.
საღამოს 8 საათზე ტელეფონის ზარმა გააღვიძა,მეგი რეკავდა,არც დაფიარებულა ისე უპასუხა.
-გისმენ
-რაიყო გოგო გძინავს?-მეგის გაბრაზებული ხმა ისმოდა ყურმილის მიღმა
-ჰო,ახლა გავიღვიძე,რა ხდება?
-გამო რა ჩემთან,ყავა დავლიოთ,ამბები მაქვს
-აუ მეგ,არ მაქვს არაფრის თავი,გათიშული ვარ,თქვენ გამოთ თუ გინდათ
-კარგი ხო,ისეთი ხმა გაქვს რაღაც გჭირს ხო?
-არაფერი,მეძინა მეთქი რამდენჯერ გითხარი
-კარგი,ცოტახანში მანდ ვართ!

ნახევარ საათში კარზე ზარი რომ დარეკეს მიხვდა გოგონები იქნებოდნენ და პირდაპირ კარის გასაღებად წავიდა.
-რა გჭირს ეე,რა სახე გაქვს,ასე ჩაცმულს გეძინა?-კლასიკურ შარვალსა და პერანგზე მიუთითა მეგიმ და მზერა აატარა
-ხო,დაღლილი ვიყავი და პირდაპირ დავიძინე-სამზარეულოსკენ მიმავალთ გაჰყვა და იქ შესულს წინა ღამე წარმოუდგა თვალწინ,ალმაცერად გადახედა იქვე მაგიდაზე მყოფ გამომცხვარ ხაჭაპურებს,რომელსაც მეგი ილუკმებოდა და ფანჯარა გამოაღო. მაშო ყავას აკეთებდა და თან დაქალს აკვირფებოდა.
თამარმა სიგარეტს მოუკიდა და იქვე ფანჯარაზე ჩამოჯდა
-ამას რაღაც სჭირს-დადო დასკვნა პირგამოტენილმა მეგიმ და ეჭვისთვალით გადახედა თმაარეულ თამარს
-რა ამბები მაქვსო?-თემა გადაიტანა ჩხაიძემ
-სალომე ჩამოსულა. არ ვიცი რა გადაუტრიალდა თავში,ყველა ვფიქრობდით დაივიწყებდა გიგის,მაგრამ ახლა,ამდენი ხნის შემდეგ ჩამოვიდა და მაინც იგივეს აგრძელებს.გოგო ბიჭები მთელი ღამეა საავადმყოფოში არიან,სალომეს სცადა-სევდიანად თქვა მეგიმ-ნიკოს გამოვტყუე, ისევ უსაუბრია გიგისთან ტელეფონით და რაღაც სისულელეები უთქვამს,ამასაც უჩხუბია,ხომ მითხარი დაგივიწყეო და ა.შ. ლუკასთვის დაურეკავს,ისიც სახლში მისულა და ლაპარაკისას უთქვამს სალომეს,თუ არ დაშორდება იმას და ჩემთან არ იქნება თავს მოვიკლავო. ეს გაუგია გიგის,მაგრამ მაინც არაფერი
მოუმოქმედებია და იმასაც უცდია,მეზობელს უნახავს სააბაზანოში ვენებგადაჭრილი.

მთელი სხეული დაუბუჟდა,ვერაფერს გრძნობდა. საკუთარი თავიც ეზიზღებოდა,გიგიც და სალომეც.
ეზიზღებოდა ჯაფარიძე,რომელმაც სხვა ქალის გამო მიატოვა,მიაგდო,ფეხებზე დაიკდა. ეზიზღებოდა სალომე,რომელიც ყველანაირად ცდილობდა მათი ბედნიერების განადგურებას და ეზიზღებოდა საკუთარი თავი, სხვის სიცოცხლეზე მეტად საკუთარ ურთიერთობაზე რომ დარდობდა.
გულის რევის შეგრძნება ვერ დაფარა,საპირფარეშოში გაიქცა და ნერვიულობა და წინა ღამით დალეული წითელი ღვინო წყალს გაატანა.
-რა გჭირს გოგო,რა დაგემართა?-ნერვიულობას ვერ ფარავდა მაშო და დაქალს შუბლს უკავებდა.
მეგიმ წყალი მიუტანა სააბაზანოს იატაკზე მჯდომ თამარს და თვითომაც მის გვერდით დაიკავა ადგილი. თამარამ ობლად ჩამოვარდნილი ცრემლი შეიმშრალა და გაღიმება სცადა
-ნეტავ სულ არ მეთქვა ასე თუ ინერვიულებდი-ხელებს ვერ აჩერებდა მეგი და თავზე ეფერებოდა მშვიდად მჯდომს.
-თა,რაღაც მოხდა ხო?-მაშომ შეაპარა,მაგრამ პასუხად დახუჭული თვალები და ორადორი სიტყვა მიიღო
-გიგის ჰყავს სხვა პრიორიტეტები,მეტი არაფერი მომხდარა.
***
-ბიჭო,ვერ ვიჯერებდი,რომ ამის გაკეთება შეეძლო-ბოლთას სცემდა ლუკა და ცდილობდა სალომეს დედისთვის თვალი აერიდებინა.
-გიჟია ეგ გოგო,უყვარხარ კი არა მანიაკალურადაა უკვე განწყობილი,სამკურნალოა-ნიკო აგრესიას ვერ ფარავდა,მხოლოდ გიგი იჯდა ჩუმად და ელოდებოდა ექიმის განაჩენს.
-როგორ დავაიგნორე,მაგრამ რა უნდა გვექნა?ან შენ რა უნდა გექნა გიგი?თამარა უნდა მიგეტოვებინა მის გამო და უსიყვარულოდ ყოფილიყავი მის გვერდით?-ლუკა ვერ მშვიდდებოდა და ჩუმად მყოფი მეგობრისგან ელოდა რაიმეს,ერთ სიტყვას მაინც.
-ბიჭო,ამოიღე ხმა-ნიკომ შეანჯღრია გიგი და თან გვერხით მიუჯდა დადუმებულ მეგობარს
-რა არაკაცი ვარ ხვდებით?ერთი ქალი ჩემს გამო იქ წევს…
-კარგად არისო ყველაფერიო ხომ თქვეს,რაღა საჭიროა…
-რა მნიშვნელობა აქვს,იქ ხომ წევს,საავადმყოფოში ხომ არის და მეორე…რა გავაკეთე,რა არაკაცი ვარ ხვდებით?
-ამოიღებ ახლა ხმას?თამარასთან რა მიქარე?-ამჯერად ლუკას გარეოდა ხმაში სიმკაცრე
-უხასიათოდ მივედი მასთამ,მკოცნიდა,მეფერებოდა,ცდილობდა ხასიათზე მოვეყვანე და მე ხესავით ვიდექი,უემოციო სი*ივით. მერე ვეუხეშე,რაღაცები ვუთხარი,არშეიმჩნია,გამიტარა და ბოლოს საწოლში მივატოვე,სე*სის დროს დავტოვე სხვა ქალის გამო მარტო,ისე წამოვედი არც დავმშვიდობებივარ…გესმით რა გავაკეთე?-თითქოს ვიღაც უცნობი განადგურებული კაცი იდგა მათ წინ,რომელიც ვერ თოკავდა გრძნობებს, სიჩუმე ჩამოწვა. ნიკო იმედგაცრუებული უმზერდა გიგის,ლუკას ხელები ექავებოდა ისე უნდოდა ჭკუა ესწავლებინა მეგობრითვის,რომელიც აქამდე არასდროს შემცდარა
-არ უნდა გექნა,მისთვის არა,არ იმსახურებდა!-ლუკას ხმაში წყენა და ბრაზი ერთდროულად იგრძნობოდა-არ გაზრდილხარ მასეთ კაცად,არც ჩემი მეგობარი ყოფილა მსგავსი არაკაცი,გილოცავ ბოლოდე ჩაი**არე ჯაფარიძე!-მხარზე ხელი მიკრა,თითაოს გასამხნევებლად და დატოვა ასე გახევებული,შეურაცხადი გიგი და საავადმყოფოს შენობა.
ნიკო უყურებდა,შემდეგ მხარზე მოხვია ხელი
-თამარა არ იმსახურებდა ძმაო,იმის გამო
ნამდვილად არა.-პალატისკენ ანიშნა-დაურეკე,წადი მასთან,ბოლლომდე ნუ მიატოვებ-ნიკო არსად წასულა,მაგრამ ჯაფარიძე ვერაფერს უხერხებდა გაუსაძლის მარტოობას,ვერ უძლებდა აზრს,რომ ყველაზე ძვირფასს ატკინა.
მხოლოდ გამთენიისას გაბედა მასთან დარეკვა,არ უპასუხა. რამდენჯერმე დარეკა,მაგრამ მიხვდა,აზრი არ ჰქონდა,სანამ ცოტას არ დამშვიდდებოდა ორივე მათგანი. სულიერად მის გვერდით იყო,მაგრამ ფიზიკურად ყველაზე საშინელ ადგილას.
გამთენიისას აცნობეს მოვიდა სალომე გონსო.მისი მშობლების შემდეგ თავად შევიდა პალატაში.უყირებდა განადგურებულ ქალს,განადგურებული კაცი და საკუთარი თავი სძულდა.
-მიიღე რაც გინდოდა?
-შენ აქ ხარ,გამოდის რომ კი!-თვალებში ჩააშტერდა ძალაგამოცლილი სალომე
-ორი ქალი შელახული თავმოყვარეობის მიზეზი გამხადე,არაკაცად მაქციე,მიაღწიე შენ საწადელს?
-თუ ჩემი არ იქნები,არავისი იქნები,მირჩევნია ჩემს გვერდით გტანჯო,ვიდრე მასთან ერთად გიხილო ბედნიერი
-ასეა არა?მარტო,ყველას გარეშე გატარებულმა ამ წლებმა არაფერი გასწავლეს?რატომ ჩამოხვედი ასე მოულოდნელად და გააგრძელე ისევ ეს სისულელეები?
-შენთვის სისულელეა ჩემი გრძნობები,მაგრამ ჩემთვის მთელი სამყარო. მე მარტო ვიყავი დიახ და ვერ ავიტანე ის აზრი,რომ ჩემი ადგილი დაიკავა ყველგან მაგ ქალმა. ვერ ავიტანე მისით გამოწვეული ჩემი მარტოობა. გადავწყვიტე,მებრძოლა!
-არასდროს დავრჩები შენთან,მე ის მიყვარს,რომც დავშორდე შენი არასდროს ვიქნები
-არ მაინტერესებს,მთავარია მისი არ იყო. ისევე წაგართმევთ ერთმანეთს,როგორც მე წამართვით შენი თავი
-სალომე რად იქეცი?
-შენ მაქციე ამად და შენმა სიყვარულმა
-წადი სალომე,იმკურნალე,აქიდან შორს წადი,რამე გააკეთე,ვერ გადავიტან და მოვკვდები
-იქნებ იქ მაინც ვიყოთ ერთად
-არასდროს!-მისი პალატა დატოვა და ქუჩას გაუყვა,ნიკო უკან მიყვებოდა უჩუმრად.
ამჯერად ტკივილის მოზიარე ხდებოდა ,,მრავალ დროების მოწამე”-მტკვარი. თბილისის ქუჩები იზიარებდნენ მის დარდს და მაინც რა ელოდათ?!მხოლოდ თბილისმა იცოდა და მტკვარმა.
***
ღამის 10 საათი იყო ლუკამ რომ დააკაკუნა თამარის კარზე და იქ გამოჩენილ საყვარელ ქალს საწყალი ღიმილით გადაეხვია
-რა ხდება ლუ?-მიხვდა, ანერვიულებული რომ იყო მაშო და მოეხვია,შემდეგ თავზე აკოცა.
-მე გუშინ დილით წამოვედი,გამთენიისას მოსულა გონს,კარგადაა ფიზიკურად,ფსიქოლოგიურად გიჟს გავს.
-ნიკო და გიგი?-წამსვე წამოსწია თავი მეგიმ და ინტერესით დააკვირდა მეგობარს. თამარაც იქვე იჯდა,თითქოს არ აინტერესებდა,მაგრამ გრძნობებს მაინც ვერ მალავდა.
-საავადმყოფოში არიან ისევ,ჯაფარიძეა ცუდათ!-ჩხაიძის რეაქციაზე ირონიულად ჩაეცინა და გვერდით მიუჯდა დამფრთხალ გოგოს-სინდისი და არაკაცული ქცევა აწუხებს.-ჩასჩურჩულა და მაგრად ჩაიხუტა-მიხვდა,როდის მოიკრებს გამბედაობას,რომ მოვიდეს არ ვიცი!-ისევ იგრძნო ნაცნობი შეგრძნება. თითქოს მთელი შინაგანი სამყარო აეწვა,იგრძნო როგორ ჩაკვდა მასში რაღაც. მიხვდა,იაზრებდა გიგი მის ამბავს,მიხვდა ყველაფერი იცოდა,თითქოს იმედი მიეცა,მაგრამ მისი ცუდად ყოფნაც აკარგვინებდა თავს. წამოვარდა და ისევ სააბაზანოში შევარდა. გოგონებმა არ იცოდნენ რა ხდებოდა,მაგრამ უსიტყვო თანადგომას უწევდნენ თამარს.
ლუკა სევდიანად უმზერდა მის მკლავებში მისვენებულ ემოციურად გადაღლილ ქალს.
სიჩუმი იყო მისაღებ ოთახში. არავინ საუბრობდა,ისხდნენ ჩუმად და შესცქეროდნენ ერთმანეთს.
ტელეფონის ზარმა მოიცვა ოთახში დაგუბული სიჩუმე და წინა ღამის გახსენებისას თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს ჩხაიძემ. ლუკას ეგონა ეძინა თამარს და თავად უპასუხა ნაცნობ ნომერს.
-გისმენ ეკატერინე
-ლუკა თამარასთან ხარ?კარგად არის?-თითქოს ოდნავ ღელვა ეტყობოდა ქალს ხმაში
-კი აქ ვარ,რა მოხდა?
-გიგიმ დამირეკა,არ ვიცი რა ხდება,მაგრამ მომიყვანეთ თამარა,ახლავე.-შეუვალობა იგრძნობოდა აალის ხმაში. ღიმილით შეხედა მისკენ მაცქერალ ჩხაიძეს
-მოვდივართ კატო,ახლავე მოვდივართ!

-რა ხდება?გიგის სჭირს რამე?-ვერ მოთოკა ემოციები,მაინც გამოავლინა რეალური წუხილი.
-ნუ ღელავ,არაფერია. ეკატერინემ ჩემთან მოიყვანეო,დაგეხმარება,დამიჯერე.-თბილად უღიმოდა ლუკა
-წავიდეთ!-თითქოს მიხვდა,რომ ეს ნამდვილად სჭირდებოდა. რამდენიმე ტანსაცმელი ჩადო ჩანთაში და წყნეთისკენ წავიდნენ.
ეკატერინე რომ დაინახა თითქოს ცოტა მოეშვა,იცოდა დაეხმარებოდა,ძალას მისცემდა,სწორ გზას აჩვენებდა
-მოდით ბავშვებო-ღიმილით შეუძღვა სახლში ახალმოსულებს და მაგრად ჩაიკრა გულში ჩხაიძე-ხომ დარჩებით?
-არა,უნდა წავიდე ბიჭებს ვერ მივატოვებ-ლუკამ ანიშნა არ არის კარგად საქმეო
-გოგონებო თქვენ?-ამჯრრად მდგის და მაშოს მოეფერა თავზე
-ბოდიში კატო,მაგრამ ახლა ვერ დავრჩებით. სამსახური და ამბები,თამარას კი ვტოვებთ სანდო ხელში-ღიმილით დაუბრუნა პასუხი მაშომ
-აბა რა,ჩვენ აქ ვიქნებით ცოტა ხნით. მე,თამარა და დათი,ვიხალისებთ-ჩხაიძის გაღიმება სურდა,რაც გამოუვიდა.
-დათი სად არის?-ხმა არ ჰქონდა თამარას,ნერვიულიბას დაეტყო ხელი მისთვის.
-სძინავს,გაიღვიძებს ცოტახანში-გაუცინა-ბავშვებო რამეს არ მიირთმევთ?
-არა კატო,წავედით ჩვენ,ძალიან გვიანია უკვე. ჭკვიანად იყავით-თამარას შუბლზე მიაკრა ტუჩები ლუკამ და კატოს მოეხვია. მას შემდეგ რაც გოგონებიც დაემშვიდობნენ,გაჰყვნენ უკან ნერვიულად მიმავალ ლუკას.
-თამრო-მის წინ ჩამოჯდა-მომიყავი რას გრძნობ!-თმებზე ეფერებოდა და ამშვიდებდა
-იცი რაც მოხდა?
-არა,მხოლოდ ის ვიცი გიგისგან,რომ რაღაც დააშავა შენთან,მაგრამ ნელ-ნელა გავიგებთ მაგასაც,არაფერს გაძალებ პატარავ!
-იცი პირველი ჩხუბია ჩვენი. ჩხუბი არა,არ გვიჩხუბია,უბრალოდ ასე მოხდა. იცი როგორ გავიცანი?წვეულებაზე გავედი მოსაწევად და თვითონაც იქ მოვიდა. ანერვიულებული იყო,ვიჯექით და ვსაუბრობდით,სალომეს გამო იყო ცუდათ,გრძნობებში გამომიტყდაო,მე ვანუგეშებდი,მთავარია არაფერი მიქარო,რა იცი იქნებ შენი ცხოვრების სიყვარულია მეთქი და ა.შ.
ცოტახანში ნიკოსთან შევხვდით ისევ სახლში,მაშინ გავიგე ვინც იყო,იქაც სალომე იყო,მაგის შემდეგ შევძულდი მაგ გოგოს,რომ დაინახა ჩემთან ახლო ურთიერთობას იჭერდა გიგი. შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა,მცირე ინციდენტი მოუვიდა,რომლის შესახებაც წესით არ უნდა იცოდე. მაშინ პლატიდან გამომაგდო სალომემ. მაგის შემდეგ დიდი ხანი არ ჩანდა. არასდროს ვყოფილვარ მის მინართ განწყობილი ცუდათ,ვიცოდი რასაც გრძნობდა და ცუდათაც კი ვგრძნობდი თავს,მაგრამ მიყვარდებოდა გიგი,მასაც უჩნდებოდა გრძნობები და რა უნდა მექნა?
საბოლოოდ ჩემი ეს ყველასთვის კეთილისმსურველი ხასიათი მევე დამიდგა წინ. გუშინ ჩემთან რომ მოვიდა გაღიზიანებული და დაღლილი იყო,ვკითხე რა გჭირს მეთქი და რანდენჯერმა უხეშად მიპასუხა,რაც გავატარე,ყველას გვემართება ხოლმე მსგავსი რამ. მერე მაკოცა,მეც ვაკოცე და ეს კოცნა გადაიზარდა სხვა რაიმეში-ცოტათი სახეზე წამოწითლდა,ერიდებოდა ქალთან მისი შვილის სე*სუალურ ცხოვრებაზე საუბარი. ეკატერინეს გაეღიმა და თავად დაასრულა წინადადება
-სე*სი გქონდათ,არაფერია მაგაში სამარცხვინო,თავისუფლად მესაუბრე გთხოვ
-ჰო,მან შუა პროცესში მიმატოვა,მას შემდეგ რაც დაურეკეს. განა ის მეწყინა,რომ იმ მეგობართან წავიდა,რომელმაც მის გამო სცადა?არა. მე ის მეწყინა,მაშინ რომ მომაყენა შეურაცხყოფა,კახ*ასავით რომ მიმაგდო და ისე გაიქცა არაფერი უთქვამს,არც შევუმჩნევივარ. ეს შეიძლება არ ჟღერს ისე მნიშვნელოვნად,მაგრამ მე…-ცრემლები მოერი და ვეღარ გააგრძელა,მოხვია ეკატერინემ ხელები და ის თავშესაფარი მისცა,მთელი ცხოვრება რომ აკლდა.-იმ ქალის გამო დამტოვა,ვისაც უყვარს. მიმატოვა უსიტყვოდ,თითქოს მხოლოდ სე*სისთვის ყოფილიყო ჩემთან და…ჯანდაბა!-ცრემლებს ვერ იმორჩილებდა,თითქოს გულის ნადებს ატანდა სიტყვებს და ცოტა შვებასაც გრძნობდა-არ მინდა,არასდროს მსურდა ასეთი პანიკიორი გავმხდარიყავი.იქნებ არც არაფერ მომხდარა და მე ვაბამ რქებს,მაგრამ გული მტკივა,პირველად ვგრძნობ ამ ორგანოს ასე საშინლად წვას.
-თათუ,პატარავ,ჩემმა შვილმა ის გააკეთა,რაც არავინ უნდა აკადროს საყვარელ ქალს,სწორია შენი პროტესტის გრძნობა და წყენაც. სიყვარული ის არის,რომ ჭირი და ლხინი ერთად გაიზიაროთ და არა მსგავსი ქცევა. არასდროს ყოფილა მსგავსი არაკაცური საქციელის ჩამდენი,იმედია უკანასკნელი იქნება მისთვის და შენ კიდევ არ უნდა აპატიო ასე ადვილად. არ მაინტერესებს რომ ჩემი შვილია,რომ სტკივა,ახლა თუ აპატიებ მერე შეიძლება უარესი გააკეთოს,იმიტომ,რომ ყველა კაცი ერთნაირადაა მოწყობილი. დაანახე შენი ძალა,დაანახე რას ნიშნავს იყო შეურაცხყოფილი ქალი,ძლიერი და ამაყი. ერთმანეთი გიყვართ და ბოლოს ერთად იანებით,მაგრამ მანამდე ასწავლე ჭკუა,პირადად მე გრთავ ამის უფლებას ძვირფასო.-ბოლოს თბილად გაუღიმა-ცხოვრებაში ყველას თავისი გზა აქვს. სალომეს გამო ნუ იტანჯავ თავს. ვიცი,რომ გეცოდება ისე,როგორც ადამიანს ადამიანი,მაგრამ იქ უნდა დაასრულო სხვაზე ფიქრი,სადაც შენ გინადგურდება ამის გამო ცხოვრება.იბრძოლე სიყვარულისთვის და ნუ მაფიქრებინებ,რომ სუსტი ხარ.-ღიმილით ესაუბრებოდა და თავზე ეფერებოდა,როგორ ეუცხოვებოდა ეს სითბო,დედური სითბო. სხვა ქალისგან.
-ახლა ვფიქრობ,რომ გიგის კიარა ჩემი დედა ხარ. ისე მარიგებ მესაუბრები,როგორც დედა დაელაპარაკება თავის შვილს,მადლობა ამისთვის. მადლიერი ვარ ამდენად უცხო შეგრძნება რომ გააღვიძე ჩემში.-თვალებში უყურებდა სითბოთი სავსე ქალს და ვერ მალავდა რეალურ შეგრძნებებს.-დედა 11 წლის რომ ვიყავი მაშინ დავკარგე,ავტოავარიაში,ჩემს პატარა,5 წლის დასთან ერთად. მას შემდეგ მე ვარ ყველას დედა,მშობელი,ნაადრევად მომიწია გაზრდა,ტრამვული ბავშვობა მქონდა. ყოველთვის იყო ჩემი ოცნება,რომ ჩემი მეორე ნახევრის დედასთან მქონოდა ისეთი ურთიერთობა,რომ კიდევ მეგრძნო რას ნიშნავს როცა გყავს გვერდით შენი მსგავსი ადამიანი. ნეტავ ასე სრულდებოდეს ყველას ნატვრა. ყველაზე მაგარი ქალი ხარ და ჰგავხარ დედაჩემს,ისიც შენს მსგავსად უშიშარი,ძლიერი და სიყვარულით სავსე იყო.-დაინახა როგორ ჩამოგორდა ეკატერინეს თვალზე ობოლი ცრემლი და თავისი თითებით შეუმშრალა
-მიხარია,რომ მან შენ აგირჩია.ღირსეული ქალი ჰყავს გიგის გვერდით,იმედია თვითონ დაგიმსახურებს. ჩემი იმედი კი ყოველთვის უნდა გქონდეს. მიმიღე ისე,როგორც დედა,მე შენს დედიკოს ვერასდროს ჩავანაცვლებდა ეს არც მსურს,მაგრამ ვეცდები,რომ დანაკლისი აგინაზღაურო!-თავის გულზე მიყრდბობილს დიდხანს ეფერებოდა თავზე,სანამ კარი გიორგიმ არ შემოაღო და დაბარებულივით გაისმა დათის ტირილის ხმაც. ეკატერინე ქმარს შეეგება,თამარა კი მეორე სართულისკენ გაიქცა. ოთახის კარი რომ შეაღო საწოლზე წამომჯდარი დათი დაინახა,ლოყები რომ დასწითლებოდა და თამარის დანახვაზე საყვარლად აჭყიპინებულიყო.
-რაო დე,რაო ჩემო სიხარულოო? გაგიხარდა ჩემი დანახვა ჩემო ციცქნაა?-სიხარულს ვერ ფარავდა იმდენად მონატრებოდა პატარა ჯაფარიძე. თავისი ხელით ჩააცვა და გულზე მიხუტებული ჯერ კიდევ გაბრუებული ჩაარბენინა პირველ სართულზე,სადაც მომღიმარი გიორგი შემოეგებათ.
-პატარა თამარა და პატარა დათიც აქ ყოფილან-ხელები გაშალა თბილად მომღიმარმა კაცმა და ორივე ერთად ჩაიკრა გულში.-როგორ ხარ თამარა?-ჩასჩურჩულა და ლოყაზე აკოცა თბილად
-კარგად,შენ როგორ ხარ?-თითქოს დაირცხვინა თამარმა და საყვარლად შეანათა დაწითლრბული თვალები კაცს
-მე კი არა შენ როგორ ხარ?
-არვიცი,ვერ გეტყვით-მშვენივრად მიხვდა კაცმა რომ ყველაფერი იცოდა და გულწრფლობა არჩია-მასთან იყავით?როგორ არის?-მაინც მისკენ მირბოდა გულიც და გონებაც. თითქოს წყენა სადღაც მიმალულიყო და ბრაზს დაეკავებინა მისი ადგილი
-არვიცი რა მიქარა,არაფერს ამბობს,მაგრამ არაფერი დაემართება შვილო,ამოდინე ყელში ყველა დანაშაული,საძაგელი ბავშვი ეგ-სიტუაციის განეიტრალება სცადა და გამოუვიდა კიდეც. ოჯახში გრძნობდა თავს და ზუსტად ამის გამო უხდიდა ყველაზე დიდ მადლიბას გიგის.

სუფრასთან ისხდნენ და ეკატერინეს მომზადებულ ატრიასა და სუშის შეექცეოდნენ.
-აზიურ სამზარეულოში როგორ ხარ?
-საერთოდ არ ვარ მანდ-საკუთარ თავს დასცინა თამარამ-ქართული სამზარეულო და მისი ჯანი
-ქალბატონმა ისწავლა თითქმის ყველაფერი აზიაში მოგზაურობისას,რაში სჭირდება ამდენი ეროვნების სამზარეულოს ცოდნა ნეტავ ვიცოდე-საყვარლად დასცინოდა გიორგი მეუღლეს და მის შეუდრეკელ მზერაზე სიამოვნებით იცინოდა.
-სურვილია ჩემი და როგორც ჩანს შენიც,გემრიელად კი მიირთმევ-თეფშისკენ ანიშნა ქმარს და საყვარლად ანიშნა მოგიგე სიტყვაშიო.-თუ გინდა გასწავლი მერე რაღაცებს,თუ შენი სურვილია,რა თქმა უნდა.
-როგორ არა,სამზარეულო ერთადერთი ადგილია,რომელიც ყოველთვის მეხმარება,რომ დავძლიო რთული მომენტები. რაც უფრო მეტი მეცოდინება,ჩემთვის უკეთესი.
-ორი დღით ჩემი ხარ,ყველაფერს ვისწავლით-საყვარლად ჩაუკრა თვალი და დათი თავის სკამში შეასწორა. გიორგიმ კი თამარას ანიშნა ცუდათ გქვს საქმეო და სინქრონში ახარხარდნენ-რძალ-მამამთილს მოგხვდებათ ახლა თუ არ გაჩუმდებით-წარბაწევით დაადუმა ორივე და თავადაც ჩატეხა ტუჩის კუთხე გიორგის ფხუკუნზე.

სრული სიმშვიდე სუფევდა მათ გარშემო მომდევნო ორი დღე. გიორგი და თამარა გიჟობდნენ და ზოგჯერ ეკატერინესაც იყოლიებდნენ. დათიც მათთან იყო,ბედნიერი იყო ბაბუას და თამარას რომ ხედავდა ირგვლივ მორბენალს,საყვარლად კისკისებდა ხოლმე მათ დანახვაზე.
გიგის არც კი დაურეკავს,აპირებდა მიჰყოლოდა ეკატერინეს სიტყვებს და არ დანებებულიყო ჯაფარიძის წინაშე. ელოდა მისგან პირველ ნაბიჯს,რომელიც მისცემდა იმედს,რომ გაგრძელდებოდნენ. სულის ტკივილამდე ენატრებოდა და სტკიოდა მათი ეს მდგომარეობა. ბოლომდე მაინც ვერ მოეშორებინა დანაშაულის შეგრძნება,მარტო რომ დატოვა ასეთ დროს ტკივილით აღსავსე საყვარელი კაცი,მაგრამ მეორე თამარა ებრძოდა მის ამ შინაგან ხმას.
***
-სად მიდიხარ?-საავადმყოფო დატოვეს და თავისი მანქანისკენ მიმავალ გიგის დაედევნენ
-რადგან გაწერეს და ყველაფერი მორჩა,უნდა დავიკიდო ყველაფერი და თამარასთან დანაშაულის გამოსყიდვაზე ვიზრუნო,მანამდე კი მჭირდება გონების შესვენება ფიქრისთვის-მწარე,მტკივნეული ღიმილი გაკრთა ჯაფარიძის სახეზე.
წამოდიო ხელით ანიშნა ლუკამ და თავისი მანქანის საჭესთან მოთავსდა.
-წამოდი,როგორ ჩანს,მოგიწონა ლუკა ბატონმა გადაწყვეტილება-თვალი ჩაუკრა სიცილით ნიკომ და ხელი გადახვია სახეწაშლილ მეგობარს
-დავიღალე!
-ვიცი ძმაო,ვიცი!მოვაგვარებთ ჯაფარ ჩემს ულვაშებს გეფიცები-ხელით ანიშნა თავისი სახისკენ და გააცინა კიდეც მეგობარი
-მასხარა!ძმა ხარ!
-ვიცი,გააჩუმე ენა და მოთავსდი მანქანაში,თორე შეგტენი!-თვალებმობრიაე ლუკას ღიმილით გადახედეს.

შემდეგი გაჩერება ბარი გახლდათ. ისხდნენ სამივე და სვამდნენ. გიგის ელოდებოდნენ,მისი გულის ტკივილის სიტყვებად ქცევას ელოდნენ.
ლუკას ბრაზს სიბრალული ანაცვლებდა,ეცოდებოდა მეგობარი,რომელიც საშინელ მდგომარეობაში გაიჭედა და გამოსავალს ვერ პოულობდა. საკუთარი თავის მიმართ იგრძნო ზიზღი,თავიდან რომ მიატოვა და არ მოუსმინა მეგობარს,ბრაზმა დაჩრდილა მისი პრინციპები.
-იცი რა?ადექი ახლავე თამარასთან მივდივართ!-დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით რაღაც კარგის გაკეთება სცადა-წამოდი,მე შეგარიგებთ. არ მაინტერესებს,ადექი,მივდივართ!-ხელზე ექაჩებოდა მთვრალ გიგის,ნიკო იცინოდა და ჯაფარიძესაც არ შორდებოდა ღიმილი სახიდან
-დაჯექი რა და მაგ სინანულს თვალებში რომ გაქვს იცი რაც უნდა უქნა. იცი შენ რაც ხარ ჩემთვის და მე ვიცი რასაც ვიმსახურებდი მაშინ,ცხვირი უნდა მიგენაყა ჩემთვის! მოაშორე მეთქი,არაფერი მიგიქარავს,კარგად ვართ!-იგრძნო მეგობრის არსებაში გამჯდარი დანაშაულის შეგრძნება და ვერ გაუძლო მის სირცხვილისგან დახრილ თვალებს,ასე რომ არიდებდა მთელი საღამო.
-ჯაფარიძე…-ერთი ღრმად ამოისუნთქა და ხელი შეუშვა-ადექი,ჩვენთან ჯდომას საყვარელ ქალთან ჯობია წახვიდე და შერიგდეთ. მე რომ არ დაგიდექი გვერდით და დატოვე ეგეც მეყოფა სირცხვილად
-ეგ კიარა,ახლა უნდა ამბობდე:,,შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?!
სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,
რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!”
-ნუ ბოდავ!კაცი რომ არ ყოფილიყავი არ გაათენებდი ამ დღეებს სალომეს პალატის წიმ,საერთოდ არ იდარდებდი მასზე,ფეხებზე დაი*იდებდი. შენ რაც გააკეთე შეცდომა იყო,შეცდომა,რომელიც არასდროს წაიშლება,მაგრამ ის ქალი გაპატიებს,რომელსაც სიცოცხლეზე მეტად უყვარხარ. კაცობა რა არის იცი?ახლა რომ სინდისი გქენჯნის და გტკივა! წავედით?-წარბაწეული უცქერდა მომღიმარ მეგობარს.
ნიკო ვერ იკავებდა სიცილს იმ ორის შემხედვარე
-ლეთს გოუ ჯაფარ!-ხელმოხვეულმა

თავისი ბავშვობის სახლს რომ მიადგა, ის გაიფიქრა,პირველად მოვდივარ აქ ჩემი მიქარულის გამოსასწორებლად და არა მისგან ცოტახნით დასამალადო.
სწუხდა,ტკიოდა თავისი არასწორი საქციელი,რადგან იცოდა ატკინა. ეს კი ეს სუსტი წერტილი იყო მისთვის,რაც იცოდა გაანადგურებდა მის ადამიანობას,კაცობას.
თავის თავს შეჰპირდა,რომ არასდროს ატკენდა ქალს,მით უმეტეს საყვარელ ქალს.
-ჰე გადმოდით ახლა მანქანიდან,ნიკო წავედით. დაგველოდე შენ აქ და გამოვიყვანთ შენს ქალბატონს გარეთ.

ნერვიულად ურწეოდა იქეთ-აქეთ მანქანაზე მიყრდნობილი და საკუთარ თავს არწმუნებდა,რომ შეძლებდა. მალე გამოჩნდა თამარი სახლის ფორმით,გული აუფართხალდა მის ამ სიტუაციაში წარმოდგენისას,მისი სახლიდან,ასე ჩაცმული გამოდიოდა. მთელი მომავალი წარმოიდგინა გონებაში.
-თათუ…
-გიგი…-ჩვეულებრივზე უფრო ცივად ჟღერდა თამარას ხმა
-გთხოვ,არ შემიძლია შენში მსგავსი ტონის მოსმენა. ვიცი ვიმსახურებ,მაგრამ შენზე მეტად მე გავნადგურდი,რომ გავიაზრე რა არაკაციც ვარ!-თამარას ირონიულად ჩაეცინა,წამით კი წუხილი გაკრთა მის სახეზე.
-გახსოვს ეგ მაშინაც მითხარი,სიყვარული რომ ამიხსენი-დაბნეულობა გაკრთა გიგის სახეზე-,,შენს მცირეოდენ წყენას,
სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი
ჩემი ცრემლების წვიმა.” ჰო ეს ლექსი ზეპირად ვისწავლე,შენს გამო და კიდევ სხვებიც. მაგრამ ეს მეორე ხარისხოვანია. ახლა ის არის მთავარი,რომ მჯერა,გტკივა და განიცდი,გულწრფელი ხარ,მაგრამ ვერ გაპატიებ დაუფიქრებლად ასე ადვილად, ჩემთვის და შენი თავისთვის მიყენებულ ტკივილს.
-მრცხვენია ჩემი თავის,ვერ გთხოვ პატიებასაც,მაგრამ იქნებ ერთად გადავლახოთ? იქნებ ერთად ვებრძოლოთ?ვერ დაგკარგავ თამარა!
-ვერც მე დაგკარგავ გიგი,მაგრამ ახლა არა,ახლა,სანამ სალომესგან არ გათავისუფლდები სამუდამოდ,მე ვერ დაგიბრუნდები, ხედავ, რა გამაკეთებინე? არჩევნის წინაშე გაყენებ,ასე ძალიან რომ მძულს ეს ქცევა. მე ყველანაირად განვიცადე სალომეს მდგომარეობა,ყველანაირად გავამართლე,ერთხელაც არ მიგრძვნია ზიზღი და სიძულვილი მის მიმართ ამ დროის მანძილზე,მესმოდა მისი. მაგრამ ახლა უკვე ამოიწურა ამ ყველაფრის ლიმიტები ,შენმა ქცევამ და მისმა დამოკიდებულებამ ამოწურა გიგი. მაშინ გადაკვეთა ზღვარი ასე აშკარად რომ დაიწყო ბრძოლა იმისთვის,რაც ჩემია,ჩვენ ურთიერთობაში დაიწყო ხელების ფათური. ამიტომ მეც ადამიანი ვარ და გამოვხატავ აგრესიას,თუგინდ ასე ვუწოდოთ. ამიტომ მოაგვარე,დალაგდი,როგორც გინდა ისე დააშოშმინე და გადაეცი ჩემგან,მეორედ ასე ცუდათ არ შეეხოს ჩემს ქალურ თავმოყვარეობას,თორემ მერე შენც არ გაგითვალისწინებ!
-ვერ შეეხება,გპირდები,ვერც ის და ვერც სხვა! მე კი ისე მოვიქცევი,რომ დაგიმსახურო!-სახლისკენ მიმავალ თამარას მიაძახა შემართულობით სავსე ხმით. ვერ დაინახა მისი ემოცია,მაგრამ იგრძნო როგორ იღიმოდა და მიხვდა ამისთვის უღირდა ცხოვრება.

თამარაც თავისთვის იღიმოდა,იმ წუთას აპატია,მაგრამ ასე ადვილად არ დაანახებდა ამას. ერთგვარი ქალური ინსტიქტები აუმუშავდა,ეგოისტურად სურდა მისთვის ებრძოლა გიგის სალომეს წინააღმდეგ.
***
დილით ისე გაახილა თვალები,გეგონებოდათ მასზე ბედნიერი ადამიანი არ დაიარებოდა ქვეყანაზეო. აშკარად გმოუკეთა გუნება გიგისთან საუბარმა წინა ღამით,შემდეგ ეკატერინესთან ერთად რომ განიხილა და გეგმები დასახა.
ტელეფონი ჩართო და ინსტაგრამზე შევიდა,აინტერესებდა რა ხდებოდა.
დააცადა კი ვინმემ ბედნიერება?
ბრაზით აივსო. მიხვდა არ შეესაბამებოდა იქ ნანახი სიმართლეს,მაგრამ მაინც ვერ მოთოკა ემოციები,აგიჟებდა ამ გოგო თავხედობა. სიმწრით დააჭირა კბილები ერთმანეთს, სრული შოკი იყო ეს ეგოისტი,მესაკუთრე თამარასათვის,ამას რომ თავი დავანებოთ მის სიამაყეს ანადგურებდა. სწრაფად აკრიფა დაზეპირებული ნომერი. რამდენიმე ზარის შემდეგ უპასუხეს.
-ჰო თათუ,რა მოხდა ამ დილაადრეან?-აშკარად გააღვიძა ბიჭი
-ასე შეასეულე ჩემი მათქვამი?რატომ ატლიკინებს ის გოგო კიდევ ენას?რატომ აღარ ჩერდება?მაგრად გდომებია ჩემი დაბრუნება!-აღარ იცოდა რას ამბობდა იმდენად დაბინდა ბრაზმა მისი გონება.-კიდევ ერთხელ გააკეთებს მსგავს რამეს,კიდევ ერთხელ გიწოდებს მის სიყვარულს და თმებით ვითრევ,მიუხედავად ჩემი მშვიდი ბუნებისა და გაწონასწორებული ხასიათისა. ვიცი ჩემს ამ მდგომარეობაში ჩასაგდებად აკეთებს,მაგრამ ცხოვრებაში ერთხელ მეც შემიძლი დავკარგო თავი და ავყვე ასეთ გოიმურ ინტრიგებს-სიტყვა ვერ ჩააკვეხა გიგიმ ისე გამწარებული საუბრობდა,თითქმის ყვიროდა.
-ერთი წუთი თათუ,ერთი წუთი,გააზრების საშუალება მომეცი,რამ გაგამწარა ასე,პირველად გხედავ ასე წყობიდან გამოსულს. ამიხსენი რა მოხდა?!
-ნახე შენი სიყვარულის სთორი ინსტაგრამზე და მიხვდები!-ისე გაუთიშა ტელეფონი,სიტყვა არ ათქმევინა ბიჭს.

გაღიზიანებულმა გახსნა ინსტაგრამი და მაშინვე მოვიდა მესიჯების კორიანტელიც.
რომ გადახედა ყველგან მისი და სალომეს ერთად ყოფნაზე საუბრობდა,აჭრელებული იყო მეგობრებისა და ნაცნობების ჩათები.
-რა გააკეთე,ამის დედა შევ**ი!-ძლივს თოკავდა თავს,რომ არ მიეხრჩო,უკვე მართლად დიდი ხანია გადასულიყო ზღვარს. ზიზღისა და სიძულვილის შეგრძნებამ სმენა და ხედვა დაუხშო,ვერ აიტანდა ამდენ შეურაცხყოფას თავისი საყვარელი ქალისა და მათი ურთიერთობისადმი. სალომეს მისი ფოტო დაედო,უზარმაზარ თაიგულთან ერთად.
ფოტოზე ეწერა:,,ასე შემომირიგა სხვა,შურიანი ქალების ბოღმიან ქცევაზე გაბრაზებული.საჩუქარი ჩემი ყველაზე ძვირფასისგან,რომელიც ანათებს ჩემი ცხოვრების გზას და თავს უბედნიერესად მაგრძნობინებს. მისი ჩემდამი სიყვარული უბედნიერეს ქალად მაქცევს. მადლობა ჩემო სიყვარულო @Gigi_Japaridze”
თავხედობასაც ხომ ჰქონდა ზღვარი,არა?!
ამდენად იტყუებდა თავს და შეურაცხყოფას აყენებდა თამარას და გიგის. ეს მართლაც ბოლო ნაპერწკალი იყო. ფეხებზე ე*იდა ხალხის აზრი,მაგრამ არა თამარაზე!
სწრაფად ჩაიცვა,მოემზადა და ბინის კარი ჩამოიღო,ისე მოხურა.
დილის 9 საათი იყო,მაგრამ საერთოდ არ აინტერესებდა დრო,ისე იყო გამწარებული. იცოდა თავი უნდა მოეთოკა,მაგრამ უჭირდა ემოციების,გრძნობებისა და ნერვები კონტროლი. სიგარეტს მოუკიდა,ეცადა მასზე გადაეტანა ყურადღება,თან დიდი სიჩქარით მიაქროლებდა მანქანას.


-არა პროსტა რა საშინლად იქცევა ეს გოგო,ასეთიც არ მეგონა,ჩუმჩუმელა!-ვერ წყნარდებოდა მეგი, ვიდეო ზარით საუბრობდნენ
-აუ ძალინ გავბრაზდი,ვნახოთ რას იზამს ერთი ბატონი,თორემ მერე მე ჩავერევი.
არ მინდოდა რა,ეს ყველაზე ძალიან არ მინდოდა,მაგრამ ამოწურა ლიმიტი თავისი გოიმური ქცევებით
-ისე რომ ხვდება ასე რეაგირებთ,უფრო მეტს აკეთებს,თქვენი გამწარებაა უეჭველი მაგის მიზანი
-მაგაში ორი აზრი არაა,მაგრამ მაინტერესებს რა მოხდება,გაჭრის თუ არა ახლა გიგის საუბარი
-ხომ არ შეგარგოთ რა ბედნიერება!
-არვიცი,ქვეყანას შეაზანზარებს და მთებს გადადგამს გიგი,მით უმეტეს მისთვის უძვირფასესის გამო,მაგრამ ქალს ვერ ერევა. არაფრის მაქნისები არიან ეს კაცები ქალების წინაშე!
-ყველაფერი მოგვარდება დაო,შენ ნერვები არ დაიწყვიტო მაგაზე!და თუ არ მოგვარდება კიდე,მერე ჩვენ ჩავერევით!
-იმედია!
***
-როგორ უნდა დაგელაპარაკო,რა უნდა გავაკეთო,რომ გაიგო,გაიაზრო,შეუშვა მაგ პატარა ტვინში?-სალომეს სახლის ეზოში იდგა და სიგარეტს ეწეოდა. აიგნორებდა სახლიდან მაცქერალ ოთხ თვალს,სალომეს დედას და მამას რომ ეკუთვნოდა-როგორ დაგელაპარაკო მითხარი,მომაბეზრე უკვე თავი,ყველნაირად!-უკვე აღარც ადარდებდა,იმდენად იყო გაღიზიანებული,რომ უკვე ყველაფერზე ღიზიანდებოდა,თან ვეღარ ივიწყებდა სალომეს მდგომარებასაც და ცდილობდა,მშვიდად ესაუბრა.
-რაო გი,ჩამიშვა შენმა გოგომ,მომაშორე ეგ ძუკნაო?
-ჩემმა გოგომ ის მითხრა წარსულში, არ ატკინო გულიო,არ ითამაშო მისი გრძნობებითო,თუ შეგიძლია შეიყვარეო,არაფერი არ დაუშავებია იმის გარდა,რომ უყვარხარო,გესმის?
-ოჰ ეს იდეალური ქალი,როგორ უჭერს მხარს საყვარელ ქალებს,ვერაფრით რომ დავემსგავსე მას!-სკამზე ჩამოჯდა და ქვემოდან ახედა თვალებჩაშავებულმა,თითქოს სამყაროში დაკარგულიყო,მიწა გამოეცალათ მის ფეხქვეშ.
-შენ გგონია ამ სულელური ქცევებით ჩემი დამცირების გარდა რამეს გააკეთებ?მიყვარს,ადამიანი არ ხარ,რომ იაზროვნო რაციონალურად და გაიგო ეს რას ნიშნავს?
იცი შენს გამო,შენ რომ ცუდად არ გეგრძნო თავი და გვერდით გყოლოდი,როგორც საყრდენი,ბევრი რაღაც გამიკეთებია,ბევრიც დამითმია,მაგრამ თამარს ვერა,ვერ დავთმობ! არ ვამბობ რომ ღირსეული და კაცური საქციელია ჩემი მხრიდან,მაგრამ არც შენ იქცევი სწორად!
-სწორი და არასწორი აქ ვინმეს ადარდებს?ამ სამყაროში ეგ რომ მნიშვნელოვანი იყოს ეგ თვალები ჩემს დანახვასადა ხსენებაზე აგიციმციმდებოდა და არა მისაზე. ჩემზე ეჭვიანობა გაგაბრაზებდა და არა ჩემი ეჭვიანობა და ეგოისტობა. რა კარგი იყო ოცნება შენ რომ მასში იყავი! რა კარგი იყო მე,შენ და მთვარე რომ ვიყავით ხოლმე. ახლა რა,მე ვარ ცუდი პერსონაჟი შენს ამბავში?მე ვარ ბოროტი?-თითქოს ემოციები აღარ ჰქონდა ქალს,დაცლილი იყო ყველაფრისგან,გარდა ერთისა-ზიზღით გაჯერებულიყო თავისი თავის მიმართ.
-რამდენად შეტოპე სალომე! რატომ გაინადგურე თავი? ამდენი ხანი გავიდა…როგორ ვერ გამოჯანმრთელდი?სანამდე შეტოპე იაზრებ?!
-დავიღალე,მართლა! იცი რატომ ჩამოვედი?ხმები მომივიდა დაქორწინებას აპირებენო. ვერ გადავიტანდი რომ არ მეცადა,თუ გინდ ასეთი ბინძური და უთავმოყვარეო გზებით. ყველაფერს გავაკეთებდი,ოღონდ ეგ არ გამეგო,ოღონდ მასზე,როგორ ცოლზე არ გეფიქრა. მაგრა აზრი აღარ აქვს!ეს ბოლო იყო,ამიერიდან ცხოვრებაში ვეღარ მიხილავ,სამუდამოდ დასრულდა ყველაფერი,შენ კი შეგიძლია იცხოვრო ბედნიერი დასასრულის მოლოდინში!-ისე წავიდა სახლისკენ ერთხელაც არ შეუხედავ მისთვის,ერთხელაც კი არ მობრუნებულა უკანასკნელად რომ შეევლო თვალი.
მობუზული,მხრებში მოხრილი კაცი გამოვიდა იმ დღეს იმ ეზოდან. რაღაცას იმდენად მოეკუნტა,რომ აურა და სხეული ერთდროულად დამძიმებოდა. დანაშაულის შეგრძნებას მის მხრებზე დაედგა ბინა და გულში ღრმად ჩამალულიყო.

***
წავიდა იქ,საიდანაც არასდროს ბრუნდებიან იგივე პიროვნებით,სულითა და სურვილებით.
უსიყვარულობისა და ტკივილის ქარაფში გადაეშვა ღრმად. თბილისი დატოვა წარსულთან ერთად,იქით კი არაფერი ჩანდა,მხოლოდ ნისლით მოცული,წარსულის ტკივილებით არეკლილი უმისამართო მდინარე.
***
ძლივს მილასლასდა სადარბაზომდე. უკვე საღამოს ცხრა საათი იყო,მთელი დღე უნივერსიტეტში გაატარა და უკვე გონებას ვერ იკრებდა იმდენად იყო გონებრივად და ფიზიკურად დაღლილი. თბილისის ტრანსპორტი ხომ ცალკე ჯოჯოხეთია და მთელი დღის დაღლილობას აასმაგებს! ამ სიტუაციაში მყოფმა რომ ლიფტი გამოიძახა და კარზე დაკიდულ წარწერას გაუსწორა მზერა. გაეღიმა,მაშინვე თავისი სიყვარული გაახსენდა,ბრაზს რომ გაევლო,მაგრამ წყენის ნაკვერჩხლები მაინც იყვნენ სადღაც,ღრმად. ბედნიერმა გადაუღო ფოტო და ლიფტშიც შევიდა,ტელეფონს ღიმილით ჩახედა:,,კვალად მოცოცხლდა სული მგზნებარე,ოდეს დაღვარა ცრემლი მდუღარე.
ცრემლი საზრდოა სიყვარულისა,
ცრემლი შვებაა მაშვრალთ სულისა..
*შენზე ოცნება,ჩვენი სიყვარული მაძლებინებს*”
-ნეტავ ვის ეწვია მუზა?-თავი ღიმილით ასწია და ამჯერად ლიფტის კედელზე დაინახა კიდევ ერთი მსგავსი წარწერა,მიხვდა იმის გაგრძელება უნდა ყოფილიყო.,, ილხენდე, სულო!
რა არის სევდა
გაზაფხულისა დღესასწაულზე?
მოკვდა ის გველი, გესლს რომ ანთხევდა
ჩემს ყვავილებზე, ჩვენს სიყვარულზე...
*ყველაზე დიდი დღესასწაულია იმის გააზრება,რომ მალე ჩემთან იქნები,ჩემს მკლავებში და გულთან ახლოს*”
გულზე მოხვდა ეს სიტყვები,იმდენად გაითავისა,რომ წარმოიდგინდა თითქოს გიგი სწერდა და გააჟრიალა.
სინანული აღბეჭდვოდა სახეზე ლიფტიდან რომ გადიოდა,ნანობდა თითქოს თავის ბუტია ხასიათს,მაგრამ ვერც იდანაშაულებდა თავს. ამჯერად თავის კარზე რომ დაინახა წარწერა მანდ მიხვდა,რომ ამდენი დამთხვევა შეუძლებელი იყო და გულიც აუფართხალდა. ახლა მიხვდა მისი ხელწერა რომ იყო. ,, ზამთრის სიცივემ გიჟური ვნება
ვერ გაანელა, ვერ გააცივა…
კიბოდან აღსდგა ბედნიერება,
ცას სიყვარულის ცრემლები სცვივა.
*და ჩვენ ერთად გადაგვიტრიალდება გულები*”
თბილი ღიმილით შეაღო სახლის კარი და კიდევ ერთი წარწერა ამოიკითხა პირდაპირ,სარკეზე მიკრული:
,, მეჯლისობს დილა, ხარობს მიდამო!
ჩვენც შევუერთდეთ, წამომყევ, წამო!
დაუგდე ყური მგოსნის ოქროს ქნარს,
დაუგდე ყური ვნებიან ზღაპარს.
*ვერ გამიბედავს გული უშენობას დედასავით ძლიერო,ვენერასავით მშვენიერო*”
გააგრძელა გზა და მისაღების კარზე დაინახა ამჯერად:,, ზამთრის ღამეში სიზმრად გხედავდი.
შენს ახლოს ყოფნას… ტირილს ვბედავდი…
არ შევუშინდი ფინთ ზამთრის ღამეს,
ნუთუ მომაკლებ ახლა სიამეს?
*რამდენიმე ნაბიჯი დაგრჩა ჩემამდე*”
მისაღების კარი შეაღო და პირდაპირ კედელზე ოთკუთხედი საგანი დაინახა, თეთრი ქაღალდი გადაფარებოდა,რომელზეც ეწერა:
,, ცხოვრება და მისი აზრი მას შემდეგ გავიგე,რაც შენ შეგიყვარე”
,, il nostro mondo “

ფრთხილად ჩამოხსნა თეთრი ქაღალდი და ზუსტად იმ ტილომ მოიწონა კედლიდან თავი,ეკატერინეს გამოფენაზე რომ შესცქეროდნენ და იმ სამყაროს ხედავდნენ,ერთმანეთს რომ აჩუქეს. ყველაზე ბედნიერი იყო იმ წამს,ასეთი კაცი რომ შემოვიდა მის ცხოვრებაში.
უკნიდან რომ შემოხვია მკლავები, გულის ძგერა ვეღარ მოთოკა,თითქოს სხეულიდან ამოხტომას ლამობდა წითელი მარგალიტი.
-როგორ მაბრაზებ ხოლმე და შემდეგ მიბრუნებ სიცოცხლის სურვილს
-იმის თქმა გინდა,რომ ჩემს გარეშე არ გინდა ცხოვრება?
-გამოიცანი!
-თათუ…-კვლავ ნახატს შესცქეროდნენ მომღიმარნი,მის უკან ამომდგარ სხეულს ეყრდნობოდა და იხსენებდა საყვარელ შეხებას,მის კისერს რომ ლაშქრავდნენ ჯაფარიძის ტუჩები. მიხვდა რაღაც მნიშვნელოვანის სათქმელად ემზადებოდა გიგი და გაისუსა,მაგრამ შემდეგ დროის დიდი მანძილიდან შეაფასა სიტუაცია და მიხვდა ასეთ ჩვეულებრივობას ვერ შეჰკადრებდა თავისი სიყვარულის ისტორიას.
-დავქორწინდეთ!თანახმა ვარ ჩემი ქმარი გახდე,სამუდამოდ!-ჯერ სუნთქვა შეეკრა კაცს,შემდეგ ოდნავ შეირხა,მაგრამ არ გაუშვეს თამარას ხელებმა მისი ძლიერი,მამაკაცური მკლავები თავისი ხაფანგიდან
-სხვას რას ველოდი!მეც თანახმა ვარ შენი ქმარი გავხდე და ერთად ვზიდოთ ჩვენი სამყარო ზურგითა და გულით,ტვირთად და სიყვარულად!
-ჯაფარიძე…
-გისმენ
-გული გადაგიტრიალდა?-ჩაიცინა საყვარელი ქალის სულში შემძვრალმა სხეულმა
-გადამიტრიალდა!შენ?
-მიყვარხარ!
***
ნიშნობა შედგა,მაგრამ მთავარი წინ იყო.
25 წლის იყო თამარა,27 წლის იყო გიგი.
როგორც წარსულში შეთანხმდენენ,ეს იყო მათი სასურველი ასაკი ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად და ეს გააკეთეს კიდეც.
არ სურდა თამარას დიდი ქორწილი,გიგის მითუმეტეს. ორივე ისეთი ადამიანი იყო თავიანთ გარემოცვაში,თავიანთ ბუდეში რომ სურდათ მთელი სიხარულის ჩაქსოვა,საყვარელ ხალხთან ერთად და არა ასობით უცხო ადამიანთან.
ფიქრობდა გიგი,რომ უბრალო ხელის მოწერას არ უნდა დასჯერებოდნენ,როგორც თამარა ამბობდა ამას,რადგან კარგად იცნობდა ქალს და გრძნობდა მის ხმაში ვერ გამხელილი სურვილის ნოტებს.
თითქოს რაღაც უნდოდა,მაგრამ ვერ ამბობდა,არ ამბობდა,რაღაც აკავებდა.
ბევრი ფიქრის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდა,რომ უნდა გაეხარებინა ქალი და ამისთვის მისი საყვარელი რაღაც უნდა გაეხსენებინა. არ დასჭირვებია ბევრი ფიქრი,რომ მიხვდა ეს რაღაც სვანეთი რომ იყო. თავისი ჩანაფიქრით გახარებულმა დაურეკა მაშოს და შეხვედრა სთხოვა.
-არვიცი მიხვდი თუ არა რა თემაზე უნდა გესაუბრო,მაგრამ იმედი მაქვს დამეხმარები-გაუღიმა მომცინარ გოგონას,რომელიც რამდენიმე წამის წინ ჩაჯდა მის მანქანაში.
-აბა გისმენ სიძე ბატონო-გაუღიმა მაშომ და ანიშნა გზა გააგრძელეო
-მოიცა სად წავიდე?სალაპარაკო მაქვს
-მიდი წადი ვაჟაზე გავიდეთ და მაგ შენი სალაპარაკოს ნაწილი მოვაგვაროთ
-მოკლედ,რა ხარ ასეთი ჭკვიანი-ღიმილს ვერ იკავებდა გიგი
-სწორად მიხვდი,ყოველთვის ოცნებობდა რაღაც დიდზე. კარგი ბიჭი ხარ შენ მაგას რომ მიხვდი და მისი გახარება რომ გინდა.
სვანეთში უნდოდა ქორწილი,ჯვრისწერა,უახლოეს ადამიანებთან ერთად მხოლოდ,ისე რომ მას არ სცოდნოდა,სიუპრიზად. არადა,რომ ჰკითხო…
-სიუპრიზები არ უყვარს-დაასრულა მაშოს სიტყვები და ღიმილით გააქნია თავი-ქალი რომ გიყვარდება კაცს მაშინ უნდა მიხვდე რომ შარში ხარ და ეს ქალი თუ გურულია,მთლად უარესი!-მაშოს კისკისზე თავადაც გაეღიმა ბედნიერს.
***
12 ივლისი იყო. თამარამ დაიჟინა ჩემი დის დაბადებისდღეა და გურიაში მივდივარო,მაგრამ ქეთო რომ წინა დღით თბილისში დაადგა,მაშინ იეჭვა რაღაც ხდებაო. ქეთომ რომ დაუმტკიცა უნივერსიტეტში საბუთები მაქვს მისატანი და მოსაგვარებელიო,ცოტათი გაეფანტა ეჭვები და ჩვეულებრივად გააგრძელა საქმიანობა.
მეორე დილით სახლიდან გადიოდა,საცურაო კოსტიუმების ყიდვა უნდოდა და ქეთოს საჩუქარიც უნდა შეერჩია ქალბატონს,სანამ თავისი და გაიღვიძებდა.
თავის კორპუსთან მდგარ დაბურულმინებიან ჯიპს ეჭვისთვალით გახედა,მაგრამ გზის გაგრძელებას შეეცადა,იქიდან რომ გიგიმ გადმოყო თავი.
-ვაა,ჩემი საქმროც აქ ყოფილა!ეს რა მანქანაა ჯაფარ?-ღიმილით მიუახლოვდა და ფანჯარიდან გადმოყოფილ შუბლზე აკოცა
-ძმაკაცივით ნუ მელაპარაკები მეთქი ათასჯერ მითქვამს გოგო?
-როგორ მიყვარს რომ გასვანდები ხოლმე. პირდაპირ ვ*ველდები!-თვალი ჩაუკრა.განაგრძობდა კაცის გაგიჟებას
-ნუ მაგიჟებ!ჩაჯექი გაგიყვან!-კისკისით მიუჯდა გვერდით და ემოციები ვეღარ დაიმორჩილა,ჯერ უკან მსხდომი,მოკისკისე მეგი და ნიკო რომ დალანდა და შემდეგ კარების ჩაკეტვის ხმაც გაიგო.
-ვაიმე არ არსებობს,ამდენი ხანი ისმენდით?-წამოხურდა სახეზე,შემდეგ თავის საქმროს გახედა-კარი რატო ჩაკეტე?
-მოგიტაცე!-უემოციოთ უთხრა,მაგრამ შემდეგ თვალი ჩაუკრა და გაუღიმა
-რას ნიშნავს მომიტაცე?!-დაიბნა,ამას ნამდვილად არ ელოდა
-მოგიტაცეო გოგო,ცოლად მომყავხაროო!-გადმოიწია უკანა მხრიდან მოხარხარე ნიკო და თავზე ხელი გადაუსვა დაბნეულ სარძლოს!
-გიგი!-სიმკაცრე გაერია ხმაში-დანიშნულები ვართ,რას თამაშობ?ბავშვები ვართ?
-დანიშნულები რომ ვართ,მაგიტომ მიმყავხარ სვანეთში,ცოლად მომყვაბი თათუ!-არავინ ელოდან მის კივილს,მაგრამ როდის აკეთებდა იმას,რასაც სხვები ელოდნენ?
-რომელმა გითხრა?
-მე მივხვდი რომ სვანეთში გენდომებოდა ჯვრის დაწერა,უბრალოდ დანარჩენის მოფიქრებაში დამეხმარნენ! ოცნება უნდა აგისრულო,ისე არ დავქორწინდები შენზე!-წარბებს უთამაშებდა და სიყვარულით სავსე თვალებით გაჰყურებდა კაცს!
-ჩემი ზე სიმპათიურუ,ზე იდეალური,ღმერთკაცი,უსაყვარლესი,უძვირფასესი,უსექსუალურესი-ეფერებოდა,უამრავი სიტყვით ამკობდა და პატარა კოცნებს უტოვებდა საჭეზე ხელეფჩაფრენილ მომღიმარ კაცს
-შენ ჩემი ხარ!ყველაზე იდეალური და დღეს სულ სულ ჩემი იქნები,ჩემო!-დაბალ ხმაზე ჩასჩურჩულა და გაიღიმა
-ჩემი ტავტალოგიების ნეფე-დედოფალი!-მაინც ჩაეკვეხა ნიკო და მეგიმ რომ ფერდში უჩქმიტა,ცოტა დააკლდა მანქანიდან გადავარდნამდე.

ნახევარი გზა რომ გავლილი ჰქონდათ მანქანა გადააყენეს. მალევევ გამოჩნდა მეორე მანქანაც და იქიდან ამჯერად მაშო გადმოხტა.
-აბა პატარძალი ჩვენსკენ. ბიჭებო მიბრძანდით!-ღიმილით მოახვია მეგობარს თამარა და მაგრად აკოცა,უსიტყვო მადლობა მიუძღვნა. მერე თავის დებს ჩაეხუტა,მიიღო მილოცვა და სიყვარული მათგან,ყველაზე ძვირფასებისგან.

ერთ მანქანაში მოთავსდნენ სიხარულით სავსე გოგონები,ერთად-ბიჭები.
უკან ჩაჯდნენ მაშო,სესილი და თამარა. საჭესთან მეგი იჯდა,გვერდით-ქეთო.
ძლივს ძლივობით ჩაიცვა თამარამ ტანზე მომდგარი თეთრი მუხლებს ჩაცდენილი,ოცნების კაბა,რომელსაც მკლავები არ ჰქონდა და ლამაზად უჩენდა მოშიშვლებულ მკერდს,ზურგსა და მხრებს.
ფეხზე თეთრი მაღლები მიაწოდა მაშომ,წაგრძელებული ცხვირით და პატარა ორნამენტებით. თვალებისციმციმით უყურებდა მეგობარს,რომელსაც ყველაფერი ზუატად ახსოვდა
-მე ნუ მიყურებ მაგ თვალებით,კაბა შენმა ქმარმა აგირჩია და ფეხსაცმელებიც,გიცნობს,ვაღიაროთ!მე მხოლოდ დავეთანხმე და ეს მოვაფიქრებინე-ამჯერად თეთრი ნაჭრის ნივთი ამოიღო შეფუთვიდან. თვალებცრემლიანმა დახედა თამარამ სპეციალურად მისთვის შეკერილ თეთრ ყაბალახს,რომლის ბოლოზეც ამოქარგულიყო ,,თამარ”,მეორე ბოლოზე კი-,,გიგი”.
-მადლობა,ყველაფრისთვის. ჩემი ბედნიერებისთვის და შენი სიხარულისთვის!-მოეხვია და ცრემლები უკან გააბრუნა.
თმა უბრალოდ დაუვარცხნეს, მსუბუქი მაკიაჟი გაუკეთეს. მხოლოდ ნიშნობის ბეჭედი ეკეთა თითზე და ჯვარი კისერზე.
ოღრო-ჩოღრო გზას რომ დაადგნენ ფანჯარა ჩამოსწია და სვანეთის ხედებს დაუწყო ცქერა,რაც უფრო დიდ გზას გადიოდნენ,უფრო მეტად ღვთაებრივი ხდებოდა ყველაფერი.
ფოტოები და ვიდეოები გადაუღეს დებმა ულამაზეს პატარძალს და ერთი-ორი ისეთი სიტყვა უთხრეს ერთმანეთს,ცრემლებს რომ იწვევდა მხოლოდ მათში.
ადგილზე მისულს,უამრავი ადამიანი დახვდა ეკლესიის ეზოში,მაგრამ არცერთი მათგანი იყო უცხო,ყველა ახლობედლი,ისეთი ვისთანაც ენდომებოდა თავისი ბედნიერების გაზიარება. მანქანაში იჯდა,თავის ქმარს ელოდა,რომლის მანქანა ჯერ კიდევ არ ჩანდა არემარეზე. რამდენიმე ადამიანი დაიძრა მათკენ,მისი ბავშვობის მეგობრები,ძვირფასი ადამიანები,რომლებიც იზიარებდნენ მის სიხარულს. იპოზიორა,ფოტოებიც გადაიღო მათთან ერთად და გამოჩნდა კიდეც ბიჭების მანქანა. მაშო ყველაფერს აფიქსირებდა,თამარას რეაქციაც აღბეჭდა,გიგი რომ დაინახა სვანურ ტანისამოსში და ქუდში გამოწკეპილი.
იცინოდა და სიხარულის ცრემლებსაც ვერ იკავებდა ამავდროულად. ხალხსაც გადაუარა სიცილის ტალღამ. მისი მშობლები და ძმა სიყვარულით დასცინოდნენ მომღიმარ ჯაფარიძეს.
-გურული და სვანი,რა წყვილია?!საქართველოსაც გაამთლინებენ!-იქვე მდგარმა მამაომ შეავლო თვალი თამარას ყაბალახსა და გიგის სვანურ ქუდს.
ისინი არავის უსმენდნენ. უსიტყვოდ დაიძრა საყვარელი ქალისეკენ,რომელიც ნახევარი თავით დაბალი იყო მასზე,მისი სიმაღლისა და ქუსლიანი ფეხსაცმელის მიუხედავად.
ისეთი მაღლები,ახოვანები,დიადი შესახედი იყო მათი წყვილი,მონუსხული შესცქეროდა ყველა. ხელი გაუწოდა გიგიმ,თამარამაც ჩაჰკიდა თბილი ღიმილით
-მადლობა!
-მადლობა შენ,რომ შემიყვარე!-შუბლზე აკოცა გიგიმ და ხალხისკენ დაიძრა საყვარელ ადამიანთან ერთად.
ჯერ გიგის მშობლებს და ოჯახს გადაეხვივნენ,ეკატერინემაც კი ვერ შეიკავა ცრემლი. შემდეგ თამარას დებს გადაეხვია და მის მამას ჩამოართვა ხელი გიგიმ.
-იამაყებდა დედამისი ასეთი კაცი რომ აირჩია თავისმა გოგომ. მადლობა,მისი ბედნიერება რომ არის უპირველესი,გისურვებთ მუდამ იგრძნობოდეს ეს ყველაფერი თქვენს ოჯახში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. მოუფრთხილდი,დედამისის დანატოვარი პირველი მარგალიტია ჩემთვის!
-მადლობა ნდობის ღირსად რომ ჩამთვალეთ და მისი მსგავსი ძვირფასი არსების ბედის ჩემს ბედთან დაკავშირება დაუშვით!-თავი დაუკრა ღიმილით და ცრემლმორეულ თამარასთან ერთად გააგრძელა გზა,მას შემდეგ რაც ფრთხილად გადაეხვია მამამისს ჩხაიძე.
დაიკავეს ტაძარში,საკურთხევლის წინ,ღმრთის წინაშე თავიანთი ადგილები ნეფე-პატარძალმა. სიხარულის,სიწმინდისა და სიყვარულის ნიშნად მიაწოდა მღვდელმა მათ ანთებული სანთლები. სანთლები იწვოდნენ,მათი სიყვარული იწერებოდა ზეცის წინაშე,უფლის შეწევნით.
ბეჭდები რომ აიღო მოძღვარმა,თითქოს უფრო შემსუბუქდა სიყვარულით სავსე გარემო. ბეჭდებმა თითქოს შეკრა და გაამთლიანა მათი სიყვარული,
შემდეგგმა სიტყვებმა კი-გაამყარა:,, ინიშნება ღვთის მონა გიგი ღვთის მონაზე თამარ.დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულისა“. დაინახა,იგრძნო თამარმა როგორ შეეკრა სუნთქვა ჯაფარიძეს და გაუღიმა,აგრძნობინა გვერდით ყოფნა,დაანახა თითქოს თავიანთი მომავალი და დახარა ისევ თვალები.
ყველა გრძნობდა რამხელა სიყვარული ტრიებდა გარშემო და ყველა ხედავდა გრძნობით გაჟღენთილ ტაძარს,უფრო მისტიურს რომ ხდიდა ეს ყველაფერი გარემოს. იღიმოდა ყველა აღფრთოვანებისა და ბედნიერებისგან.
გვირგვინებს რომ აფარებდნენ თავზე კიდევ ერთ ნაბიჯს გრძნობდნენ ქორწინებისკენ გადადგმულს. ერთი სასმისით ეზიარებიან,წმინდა საიდუმლოს ასრულებენ. თავიანთ წმინდა ურთიერგობას ამყარებენ. იმდენად მისტიური,არაამქვეყნიური და სხვაგვარია ეას პროცესი,მაშინ მოდიან გონს ამბიონზე რომ დგანან,უკვე ცოლ-ქმარი ღმერთის წინაშე და მილოცვას იღებენ.
-გულს უყვარხარ,გონებას,სულს,სხეულს,ყველაფერს უყვარხარ,მთლიანად მე მიყვარხარ და მეძვირფასები!-უჩურჩულა აწ უკვე ქმარს და ლოყაზე მიაკრო ტუჩები.
-ჩემო,ვერ გავუბედავ გულს უშენობას!


სუფრასთან ისხდნენ,უკვე კარგად შებნელებულიყო,გიგის სიმთვრალე მოჰკიდებოდა. თამარაც მის გვერდით იჯდა,სუფრის თავში და ღიმილით უცქერდა საყვარელ ხალხს. ტანსაცმელი გამოეცვალა თეთრ შარვალსა და მაისურზე ირაკლის მოსაცმელიც შემოეცვა. ისეთი,მყუდრო და სახლური გარემო იყო არც კი სურდა იქიდან წასვლა,დაღლილობასაც ვერ გრძნობდა.
ირაკლიც მაისურსა და ნაჭრის შარვალში შემოსილიყო,მისი სვანური ქუდიც სადღაც გამქრალიყო და საყვარლად უპაჭუნებდა თვალებს აკეკლუცებულ ცოლს.
-ამ სასმისით მინდა პერსონალურად ჩემი რძლის სადღეგრძელო ვთქვა-ფეხზე წამოდგა გიორგი და თბილი თვალები მიაპყრო თამარას- ჩემმა შვილმა რომ გაგვაცნო მაშინვე მიხვდი ამ თვალებციმციმა გოგოს გამო რომ იყო მის სულში მომხდარი ცვლილებები. თბილი,უშუალო და სიყვარულით სავსე გოგონაა ჩვენი თამარა,რომელიც მუდამ ცდილობს სხვას ასიამოვნოს,გააბედნიეროს,არ შეუქმნას დისკომფორტი. მაშინ მივხვდი ჩემს გულშიც რომ დაედო ჩემი შვილიშვილისა და შვილების გვერდით ადგილი,გიგიზე გაბრაზებული რომ ჩვენთან მოვიდა და თავისი მშობლებივით მიგვიღო,თავისუფლად,ლაღად-აქ გაიცინა და სხვებიც გააცინა აჟიტირებულმა კაცმა-მადლობა მძახალო ასეთი გოგოს აღზრდისთვის,მადლობას ვუხდი მის გამზრდელ ბებოს და ბიძას,ასევევ მის დედიკოს მაღლა,სამოთხეში. არჩვეულებრივი შვილი გყავთ,რომელსაც ჩემი სახით ყოველთვის ეყოლება ადამიანი,რომელსაც დაეყრდნობა და რომლის იმედიც ექნება. გაგიმარჯოს თამარა!ჩემს შვილს ვუსურვებ მუდამ ასე ღირსეულად გედგეს გვერდით,უყვარდე და გიყვარდეს. მუდამ გვერდით ჰყავდე,ძლიერი,მებრძოლი,მოსიყვარულე ქალი-ცრემლები ერეოდა მის თვალთახედვას, იმდენად ბედნიერი იყო იმ კაცის სიტყვებით,რომელიც თავის მამად და უძვირფასეს ადამინად მიიღო. მისი ცრემლები გაასმაგდა მამამისი რომ წამოდგა ფეხზე და თბილი თვალები მიაპყრო შვილს
-გიგი რომ გამეცნო,წლების წინ,მაშინვე მივხვდი,როგორ ღირსეულ კაცთანაც მქონდა საქმე და ერთიანად ამოვისუნთქე,იმით დაშინებულმა,ჩემს შვილს ვინმე არასწორთან არ დაეკავშირებინა ბედი.
ამ კაცის სიტყვები,შეხედულებები,სიყვარულით აციმციმებული თვალები მაძლევს გამბედაობას და სურვილს დღეს აქ ვიდგე და ასე თამამად ვსაუბრობდე. ჩემმა მეუღლემ ადრე დაგვტოვა და ახლანდელი გადმოსახედიდან ვხვდები,რომ ყველაზე დიდი გავლენა თამარაზე იქონია ამ ამბავმა. შეიძლება ბევრი თვლიდეს,რომ ამ თემის ხსენება არ არის მართებული ამ ბედნიერ დღეს,მაგრამ შეგიძლიათ მის თვალებში დაინახოთ,რომ უხარია და ასე გრძნობს თავისი საყვარელი დედიკოს აქ ყოფნას.
მეგონა ცუდ გზას აირჩევდა,არ მიჰყვებოდა ღირსებას და იმ გზებს,რასაც დედამისი ასწავლიდა,მაგრამ ასე არ მოხდა,იმდენადაა მასში კეთილი სული და ბუნება,რომ იმ საშინელმა ამბავმაც ვერ გადაწონა მასში ეს ყველაფერი. მისი მსგავსი ადამიანი ვერ აირჩევდა უღირსებო კაცს. გიგის თვალებში ვხედავ უსაზღვრო სიყვარულს,პასუხისმგებლობას და ბედნიერებას და ვიცი ნამდვილი კაცია,რომელიც გააბედნიერებს მთელი ცხოვრება. ნაპერწკლები,რომელიც წეღან ახსენე გიორგი,შენი შვილის წყალობით
დაუხტიან თვალებში ჩემსას. ამისთვის ვუხდი მადლობას და ჩემს შვილს ვუსურვებ ღირსეული პარტნიორობა გაეწიოა ასეთი კაცისთვის. ასევე უნდა გქონდეთ ჩემი იმედი მუდამ და უნდა იცოდეთ,რომ ჩვენ ყოველთვის ვართ თქვენს ზურგს უკან.
აქ მაქვს სასმელი,რომელიც თამარას დედამ თავისი ხელით დაამზადა თამარა რომ დაიბადა იმ წელს და ასე თქვა , ,,ჩემი თათას ქორწილში გავხსნიო”. ეს დღეც დადგა,მინდა ამ სასმელით დაგლოცოთ ჩემი და მისი სახელით!გაგიმარჯოთ ბავშვებო!-ყველა გასუსულიყო,იღიმოდნენ დანანებით და ბედნიერებით ერთდროულად. ხელი მოხვია გიგიმ ჩხაიძეს და შეანათა სასმლისგან მინიჭებული გულწრფელობით აცრემლებული თვალები. საფეთქელზე მიაკრა ტუჩები და გაუღიმა
-ზემოდან გვიყურებს,ბედნიერია,ხომ იცი?!
-ვიცი და მადლობა,რომ შენც იცი ძვირფასო!
***
-რასშვები ჯაფარ?-დაღლილ ტონში სიყვარულის ნოტები შერეოდა. ტელეფონი მხარსა და ყურს შორის მოეთავსებინა და თან მშვიდად დაჰყურებდა მის მკლავებში ერთ-ერთ ტყუპს,ნენეს.
-მოვდივარ თათუ,მომაქვს რაც დამაბარე,კოსტას და დამიანეს გავუვლი და მოვალთ მალე. რამე ხომ არ მოხდა?
-არა,რომ შეგაგვიანდათ დაგირეკე,თან გაგიმზადებ რამეს
-არ მშია,მიხედე ბავშვებს და შენს თავს,მე ვიზრუნებ ჩემზე და ბიჭებზე. ჩემზე მეტად შენ იღლები,ხომ ვიცი არა
-მიყვარხარ! მაგრამ სინდისიც მქენჯნის-შეაკანკალა ბავშვმა რომ მკერდზე კბილები მოუჭირა,ხმაც ვერ დაიმორჩილა
-კიდე გიკბინა?-ჩაეღიმა გიგის
-ჰო
-მალე მოვალთ ჩვენო გოგონებო,თქვენ არ მოიწყინოთ!-ღიმილით გაუთიშა ტელეფონი და ბედნიერების შეგრძნებით სავსემ მოუმატა სიჩქარეს.
ეკატერინეს სახლს მიადგა და ღიმილით შევიდა სახლში,რომელი ფრონტის ხაზად ექციათ ოთხ ჯაფარიძეს და ეკატერინეს.
ღიმილით მიეყრდნო კედელს და წარბაწევით უცქერდა მამას,რომლის ზურგზეც მოთავსებულიყო ანდრია და ისე იქცეოდა თითქოს ცხენს აჭენებდა.
კოსტანტინე და დათი კი იქვე რაღაცას ჩურჩულებდნენ,გეგმებს ხლართავდნენ ალბათ. თავისი ბავშვობა გაახსენდა,მისი ძმა და თავისი თავი წარმოიდგინა დათისა და კოსტას ადგილას. უკნიდან რომ მიეკრა. ნაცნობი სხეული მხოლოდ მაშინ დააღწია თავი მოგონებებს. დედას გაუღიმა და თავადაც შემოხვია მკლავები.
-დაიღალე დე?-თმა გადაუწია შუბლზე და თბილად გაუღიმა
-აუ ძალიან
-მოდი ჭამე და წადი მერე,თამარას ახლა არაფრის თავი ექნება. ეგ კიარა ცოტა ხნით ნეტავ აქ დარჩენილიყავით
-კაი რა კატო,ხომ იცი?..
-ვიცი დე,ვიცი,მაინც გეუბნები…
-მეჩქარება სახლში,სულის ტკივილამდე მომენატრნენ,თან დარწმუნებული ვარ ფეხზე ვერ იდგება დაღლილობისგან თამარა,ცოდოა. წავალთ ჩვენ
-კაი დე. ჩემო ჭკვიანო ბიჭო! ყოჩაღ-თვალი ჩაუკრა, ვერ დამალა კმაყოფილრბა შვილის ცოლისადმი დამოკიდებულებაზე
-აუ მამა მოსულააა!არ უნდა გეთქვა კატუშ?-თვალები დაუბრიალა ანდრიამ და მამას მიეკრა ფეხებზე. ისეთი ცანცარა,ენერგიული იყო,საერთოდ არ გავდა უფროს ძმას,სერიოზულობისა და სიმშვიდის განსახიერება რომ იყო. სვანი იყო ნამდვილი,ამ ხასიათების ჩამოყალიბებაში კი იმანაც შეუწყო ხელი,უფროსი ძმა რომ იყო და როგორც მამა ასწავლიდა თავის დედმამიშვილებისთვის მეორე მამა უნდა ყოფილიყო ხოლმე,მას უნდა ესწავლებინა და მიეხედა,როგორც ბიძაშენი მიკეთებდა მეო.
ღიმილით დაემშვიდობნენ ბიძაშვილსა და ბებია-ბაბუას.გიგიმ უსაფრთხოდ მოათავსა ორივე მანქანაში და უაზროდ გაწელილ გზას დაადგა სახლამდე.
-მა,დათის დედა რატომ არ ჰყავს?-სარკეში გახედა გიგიმ წარბებშეკრულ კონსტანტინეს,ეღიმებოდა მის ჭკვიანურ საუბარსა და კითხვებზე
-რატომ მეკითხები მა?დათიმ გითხრა რამე?-თბილი ტონი შეინარჩუნა,მიხვდა რაღაც მნიშვნელოვანს იგებდა თავისი შვილი იმ მომენტში
-დღეს ვსაუბრობდით და ანდრიამ ჰკითხა,მე რომ მყავს დედიკო,შენი დედიკო სად არისო,მოიწყინა და არაფერი გვიპასუხა.
მერე მე მითხრა-ცალი თვალით გახედა მიშტერებულ ძმას,შემდეგ მამას
-თქვენ ძმები ხართ მა,უნდა მიეჩვიოთ,რომ ერთმანეთს ისეთი რაღაცები უნდა უთხრათ ხოლმე,რაც სხვამ არ იცის,ან სხვას არ ეტყოდით,უნდა ენდოთ ერთმანეთს და შეუნახოთ საიდუმლო,მე და დედასაც არ უნდა უთხრათ ხოლმეა-დაარიგა შეწუხებული კონსტანტინე და ინტერესით მომზირალი ცელქი ანდრია
-კარგი. მითხრა ჩემი დედიკო წავიდა,მაგრამ მე არც მახსოვსო. სიმართლე გითხრა არც მაწუხებს,უბრალოდ მაინტერესებს და რომ გავიზრდები გავარკვევ რატომ დამტოვაო.
მე ეს კითხვა გამიჩნდა,რატომ ტოვრბენ დედები შვილებს,არ ეცოდებათ?არ შეეცოდა დათის დედას პატარა დათი?-წარბები მაღლა აეწია და თვალები ჰყიდდნენ მის ემოციებს
-ზოგჯერ მასეც ხდება მა. აი შენ ხომ გყავს დედიკო,რომელსაც უყვარხარ,მთელი სამყარო ხარ მისთვის. დათის დედას სხვა რაღაცები უყვარდა,სხვანაირი იყო მისი სამყარო და მაგიტომ წავიდა.
-მე ვუთხარი,რომ დედა მისი დედაც იყო,მას გაეღიმა და ჩამეხუტა
-კარგი ბიჭი ხარ მა,ყოჩაღი. თქვენი ძმაა დათი და გვერდით უნდა დაუდგეთ მუდამ ერთმანეთს ხო?
-ჰო მა,აბა რა!-ნასიამოვნებს გაეღიმა სერიოზულ კონსტანტინეს და გიგისაც ღიმილი მოჰგვარა. გიგიმ ამჯერად ყველაზე უმცროსს შეხედა.
-რაო ანდრო მა,რაზე ჩაფიქრდი?
-მა,ხვალ ბოდიშს მოვუხდი დათის ასეთი ცუდი რამ რომ ვკითხე ხო?-თვალებს საყვარლად ახამხამებდა და თითქმის ტიროდა
-ხო მამი,ჩემი ჭკვიანი და საამაყო ბიჭები ხართ თქვენ!

სახლში სიწყნარე სუფევდა, ქალბატონებს იქვე თავიანთ საწოლში ეძინათ,ჩაბნელებულ ოთახში. თამარა არსად ჩანდა,მაგრამ სამზარეულოდან გემრიელი სუნები გამოდიოდა. ღიმილით დაიძრა იქითკენ და არ შეიმჩნია მისი საყვარელი მომენტი რომ იყო სამსახურიდან მისულ,დაღლილ გიგის მსგავსი გარემო და მისი პატარა ოჯახი რომ ხვდებოდა.
თამარა გაზქურისკენ მიბრუნებულიყო და რაღაცას ჩაფიქრებული ურევდა.
მაგდაზე კუბდარი იდო,გაეცინა ცოლის ამოკვიატებაზე. სვანეთში რომ ისწავლა სხვადასხვა საჭმელის კეთება და ანებრივებდა ხოლმე ხშირად ოჯახს.
უკნიდან მიეკრა საყვარელ ქალს და მისი დაღლილი,დაჭიმული სხეული რომ ერთიანად მოეშვა,თავადაც იგრძნო სიამოვნება.
-მოხვედი?-ღიმილით აკოცა ჯერ ლოყაზე,შემდეგ ბაგეებზე მიაკრა ტუჩები
-მოვედი და შენ მაინც საჭმელს აკეთებ
-კარგი რა,ვიცი როგორ იღლები,არაა საჭირო შიმშილით მოკვდე,თორემ რომ გაიზრდებიან ვეტყვი ყველაფერს,როგორი ანჩხლები და მტირალები იყვნენ და მათი დაბადების შემდეგ სამი თვე საჭმელიც რომ არ გიჭამიათ წესიერად-იღიმოდა,ყველაფრის მიუხედავად მაინც ვერ ებრძოდა იმ სიყვარულსა და ბედნიერებას,რომელიც გარემოს ავსებდა.
-ძალიან დაგღალეს დღეს?-მის გვერდით მაგიდის ზედაპირს მიეყრდნო ზურგით და ცოლს კოვზი გამორთვა და თვითონ დაიწყო საცივის მორევა
-მუცელი სტკიოდათ მთელი დღე,ძლივს დავაწყნარე,რომ დაიძინეს რაღაცები მივალაგე და ვამთავრებდი ყველაფერს ეკატერინემ რომ იტირა,ჭკუიდან შეშლამდე ცოტა მაკლდა-იქვე დადგმული ღომის ამოზელას შეუდგა-თან აღარ ჭამენ ამ რძეს,რა სჭირთ ვერ გავიგე,კოსტა და ანდრო დიდი ხანი ჭამდნენ და არ გამჭირვებია. ესენი ორი არიან და გამიხეთქეს ძუ*უები.
-გტკივა?ის გამოსაწვეული თუ რაღაც ყ**ობა ხომ ვიყიდეთ?არ გშველის?სხვა გამოსავალი არაა?-ნერვიულობდა ცოლზე,აშფოთებდა კიდეც მისი ტკივილი
-ეგ ცოტას მიმსუბუქებს ტკივილს,მაგრამ ბავშვებს ვერ გავუგე ვერაფერი,არც რძეს ჭამენ წესიერად და არც ხელოვნურ საჭმელს
-ხვალ წავიყვანოთ ექიმთან,თავისუფალი დღე ავიღე
-წავიყვანოთ!
-შენც გაესინჯე!-თვალები ისე დაუბრიალა,მიახვედრა არ გაასაჩივროო.

გემრიელად მიირთვეს,ანდრია უყვებოდა დედას როგორ გაერთო ეკატერინესთან,გიორგისთან და დათისთან ერთად.
-ხვალ დათიც წამოვიყვანოთ სახლში რომ წამოვალთ ექიმიდან. რაც ტყუპები დაიბადნენ წესიერად ვერ ვაქცევ ყურადღებას,არ მინდა ჩემგან მიტოვებულად იგრძნოს თავი. დათია ჩემი პირველი შვილია-ცრემლები მორეოდა ქალს და თავს ვერ იკავებდა თავისი გრძნობების გამომჟღავნებისგან. გიგიმ ჭურჭელის ალაგებას ანება თავი და ღიმილით ჩაიხუტა ცოლი
-დათი არასდროს იფიქრებს მსგავს რამეს,შენი წვლილიცაა მის გაზრდაში და ხომ იცი როგორი გამგებიანი და საყვარელია. წამოვიყვანოთ,მე არ მინდოდა კიდევ ერთი ბავშვი დაგემატებინა,არ ვიცოდი მაგაზე რომ ნერვიულობდი,თორემ მოგიყვანდი.
-აღარ მითხრა ეგ მეორეთ,დათი დამემატრბინა კი არა , მაგას დავამატე ჩვენი ბავშვები რა-ცრემლები მოიწმინდა და ოთახში შემოსულ კოსტანტინეს გაუღიმა.
გიგიმ აბანავა ბავშვები,ჩააცვა და დააძინა.
ამასობაში ტყუპებს,ეკატერინეს და ნენეს მიხედა თამარმა. ლოგინზე დაჯდა,ფეხები გადააჯვარედინა,ერთი ერთ მხარეს დაისვა,მეორე-მეორე მხარეს და მკერდი მოიშიშვლა რომ გამოეკვება პატარა ტყუპები. სწორედ ამ დროს შევიდა ოთახში გიგი და ღიმილით მიუწვა გვერდით. ხედით ტკბობას შეუდგა,თამარამაც მიაპყრო სიყვარულით სავსე მზერა.
-მაშინ,აივანზე რომ გამოვედი,გაბრაზებული,საერთოდ არ გამივლია თავში,ასეთი ცხოვრება ჯეკპოტად რომ მოვიგე-არეულად ლაპარაკობდა,დაღლილობა ეტყობოდა ხმაში-საერთოდ არ დავფიქრებულვარ,არც კი შემომიხედავს თავიდან შენთვის. საუბარი რომ დაიწყე და ისეთი რაღაცები მითხარი,გამაგიჟე,სწორედ მაშინ აღგიქვი ქალად. სასურველ ქალად მაშინ დაგინახე დათი რომ აიყვანე და დააწყნარე ჩვენი მეორე შეხვედრისას. საყვარელ ქალად მაშინ აღგიქვი საავადმყოფოში რომ მოვხვდი და ნიკომ გამოფხიზლებისას დამახვედრა ამბავი თამარა იყო მოსული,სალომემ საშინელება უთხრა და წავიდაო, წამით დედამიწამ შეწყვიტა ბრუნვა,მაგრამ შემდეგ დაამატა იმ სულელმა დათისთან ერთად წავიდაო და ვიდეოც მანახა,მაშინ შემიყვარდი,როგორც ჩემი მომავალი. შენს გარეშე ჩემი ცხოვრება რომ დასრულდებოდა,როდის მივხვდი იცი? კოსტანტინე რომ დაიბადა და პირველად გნახეთ ერთად,ისე მიღიმოდი…ისე…
დღეს ჩემზე ბედნიერი კაცი არ არსებობს დედამიწაზე,შენი თავი და ოთხი მშვენიერი შვილი მაჩუქე, შენი სამყარო მაჩუქე, il nostro mondo
-სასაცილოა და თან სასიამოვნო მაგას ახლა რომ მეუბნები,ჩვენს ორ შვილს გვერდით ოთახში რომ სძინავს,ორს კი ძუ*უს ვაწოვებ,მაგრამ მაინც ,,სიყვარულისთვის! კარგო, ჩვენ მხოლოდ
სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ!”-ხმამაღლა გადაიხარხარა გიგიმ და ისევ მომღიმარი თამარასკენ გადაბრუნდა,დაასრულა მისი სიტყვებ,თან წარბები აუთამაშა
-,,უხერხულია - შენ გერქვას ცოლი -
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე.
აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი! -
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ…”
-ჩემი მეუღლე დაგამარცხებთ,ყველაზე ძლიერია,ყველაზე მეტად ვუყვარვარ და მაფასებს-ენა გამოუყო თამარამ და ბავშვები თავიან საწოლში რიგ-რიგობით ჩააწვინა
-არ გეწინააღმდეგებით,მაგრამ თქვენმა მეუღლემ იცის,ახლა უცხო კაცთან რომ კოტრიალებთ საწოლში?-თავისკენ მიიზიდა და გვერდით დაიწვინა, ერთმანეთს უცქერდნენ და ტკბებოდნენ
-რამდენი გავიარეთ გი?არ მჯერა ზოგჯერ!შეყვარებულობის 7 წელი,ცოლქმრობის 6 წელი,4 შვილი,ორივეს წარმატებული კარიერა, ჩვენი სახლი…-პირდაპირ თვალებში შესცქეროდა საყვარელ კაცს და უღიმოდა
-და ჩვენი ვილა ტოსკანაში-ამოიბუტბუტა გიგიმ და თვალები მიელულა
-რა თქვი?-წამით ჩაფიქრების შემდეგ მოვიდა აზრზე თამარი,თვალები გაუფართოვდა-ჯერ ხომ დარჩენილი იყო თანხის დიდი ნაწილი?-ვერ მალავდა გაკვირვებას. 5 წელი აგროვებდნენ თანხას ტოსკანაში თავიანთი სახლის საყიდლად,როგორც თამარის ოცნება იყო,მაგრამ თანხის დიდი ნაწილი იყო დარჩენილი,სანამ ბოლომდე შეგროვდებოდა
-ღვინის დიდი პარტია გავუშვით საზღვარგარეთ-თვალებდახუჭულმა გაუღიმა-შენი ოცნება ახდა!
-შენი იყავი და ხარ ჩემი ოცნება,ჩემო სამყაროვ!-მაგრად მოხვია ხელი და ორი აძგერებული გულის ხმაც მჭახედ გაისმა ოთახში.-il nostro mondo

***

დედაქალაქმა იხილა სასწაული. კიდევ ერთხელ აღსრულდა სიყვარული,ხილული გახდა მისი ტკბილ-მწარე ნაყოფი. იპოვა,თავისი სამყარო იპოვა!



№1 სტუმარი ანიუტა

ძალიან კარგი ისტორიაა, გამართული და სასიამოვნოდ იკითხება. წარმატებებს გისურვებთ.

 


№2  offline წევრი Annia

საყვარლობა იყო, გული მეტკინა რაღაცეებზე მაგრამ ყველას ტკბილი ტორტის ნაჭერი არ ხვდება ცხოვრებაში.

 


№3 სტუმარი ნანამია

იმსახურებდნენ ასეთ დასასრულს... მომეწონა, განსაცდელის გარეშე ცხოვრება არ არსებობს...გიგის და თამარას ცხოვრებაშიც იყო- სალომეს სახით- ყველაფერს გაუძლეს...კარგია რომ ძალიან არ გაწელე და დასრულებული ისტორია შემოგვთავაზე, ლოდინი ძალიან დამღლელია... საბოლოოდ კი ემოციური, საყვარელი, სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიააა... მადლობა და კიდევ წავიკითხავდი შენს ისტორიებს...

 


№4  offline წევრი LEMESG

ანიუტა
ძალიან კარგი ისტორიაა, გამართული და სასიამოვნოდ იკითხება. წარმატებებს გისურვებთ.


დიდი მადლობა,მოხარული ვარ,რომ მოგეწონათ❤️❤️❤️

Annia
საყვარლობა იყო, გული მეტკინა რაღაცეებზე მაგრამ ყველას ტკბილი ტორტის ნაჭერი არ ხვდება ცხოვრებაში.


გეთანხმებით,სამწუხაროდ ყველა შეიძლება მოვხვდეთ მაგ სიაში,მაგრამ მთავარია არ უნდა დაიკარგოს ადამიანობა❤️მადლობა შეფასებისთვის!❤️

ნანამია
იმსახურებდნენ ასეთ დასასრულს... მომეწონა, განსაცდელის გარეშე ცხოვრება არ არსებობს...გიგის და თამარას ცხოვრებაშიც იყო- სალომეს სახით- ყველაფერს გაუძლეს...კარგია რომ ძალიან არ გაწელე და დასრულებული ისტორია შემოგვთავაზე, ლოდინი ძალიან დამღლელია... საბოლოოდ კი ემოციური, საყვარელი, სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიააა... მადლობა და კიდევ წავიკითხავდი შენს ისტორიებს...


მადლობა ასეთი გულწრფელი შეფასებისთვის. მიხარია,რომ მოგეწონათ❤️შევეცდები ძალიან მალე შემოგთავაზოთ კიდევ ერთი ისტორია!❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ულამაზესი უთბილესი ნაწარმოების საოცარი საინტერესო ცოტა სევდიანი. მაგრამ ღირდა წაკითხვა ძალიან მომეწონა ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წინასწარ ❤️????

 


№6  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან საინტერესო და სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიაა..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent