შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი გემის ნაპირები! (თავი მეექვსე)


7-04-2024, 15:19
ავტორი TuToo
ნანახია 682

ცამეტი იანვრის დილას, სვანეთმა თეთრი კაბა შეისწორა და ფიფქები დაამატა ისედაც უზარმაზარ კალთებს, ბარდნიდა ლამაზად, დასვრილ თოვს ახალი ქათქათა ფიფქები ემატებოდა და ისევ ისეთ სპეტაკს ხდიდა როგორც თავიდან. გარიჟრაჟი ნელ ნელა განათდა და მზეც შორიდან უმზერდა მთის კალთებს, თითქოს აცდიდა ზამთარს მისი წილი დღეები გამოეყენებინა. ეძინა ყველას, დუმდა სვანეთის კალთები, აქა იქ მამლის ყივილი და ძაღლის ყეფა ისმოდა მხოლოდ. თოვდა.
თოვდა და სითეთრე გამეფებულიყო.
თითქოს თოვლვით ხარ ადამიანიც, იბადები სუფთა და ქათქათა, მერე კი უამრავი ტკივილი და დარდი გაბინძურებს  ნელ-ნელა, ზოგიც ფეხქვეშ გთელავს და ზედ გივლის, ზოგიც გიფრთხილდება  და ცდილობს არ დაგსვაროს, საბოლოოდ კი მაინც ძლიერ შელახული ქრები და იკარგები, დნები და უჩინარდები.
დილით ადრიანად გაიღვიძეს გოგოებმა და საქმის კეთებას შეუდგნენ. ელენემ გადაწყვიტა ისე მოეწყო ყველაფერი როგორც მან და კატომ დაგეგმეს, ბიჭები სხვადასხვა საქმეზე მიიფანტდნენ.
-კატო უკეთესად ხარ?- ოლივიეს მზადებაში გართულიყო კატო, სამზარეულოს მაგიდასთან სკამზე იჯდა და სტაფილოს პატარა კუბიკებად ჭირიდა. დილიდან სუსტად გრძნობდა თავს.
-კატო!-ხელზე შეეხო ელენა გართულ რძალს და ზემოდან დააშტრედა.
-რა? რამე მითხარი?-მწვანე თვალებით დაბნეულად ამოხედა და უხერხულად გაუღიმა.
- რახდება? -წარბები აზიდა და კატოს მიუჯდა.
-იქნებ არ გვინდა ეს ყველაფერი, ახლა ვიცი რომ დარდი და ფიქრი გაქვს...
-კატო ყველაფერი კარგად იქნება, სანამ შეგვიძლია გავერთოთ არ გვაწყენდა- სიტყვა გააწყვეტინა და ანუგეშა, ანიშნა ყველაფერი კარგად მაქვსო და ლოყაზე აკოცა. საღამომდე ფუსფუსებდნენ გოგონები სამზარეულოში, უამრავი კერძი მოამზადეს, აბა ხომ უნდოდა ამდენ ადამიანს დაპურება მით უმეტეს ამაღამ ძველით ახალი წელი უნდა აეღნიშნათ.


-ასე არ გამოვა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ , გაბუნია არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოუხლოვდეს არცეთს, მით უმეტეს ელენეს!- განყოფილებაში, ლაშა გველესიანის კაბინეტში მოეყარათ თავი.
-აქ მაგიტომ ვართ ზუკა, მაგრამ იგორი მერაბს რას დაუშავს არ ვიცით, ძველი საქმეებს გადავხედე და ძალიან ბევრი საეჭვოდ დახურული და გაუხსნელი საქმე აქვს, რაშიც მერაბი ფიგურირებს- ჯეკის გადახედა გცელესიანმა.
-მამაჩემი არ დაიხევს უკან, ციხეშიც წავა თუ საჭირო იქნება , ახლა მაინც გამოიჩინოს კაცობა!- ბოლო სიტყვები მისთვის თქვა და ფანჯარა გამოაღო, სიგარეტს გაუკიოდა. რამდენიმე საათი იმსჯელეს როგორ უნდა დახმარებოდათ მერაბი მათ და როგორ ეზრუნათ რომ ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო.
-გისმენ კატო- ამღერებულ ტელეფონს მალევე უპასუხა ზუკამ.
-ზუკა ელენე, 1საათის წინ მესტიაში წავიდა გოზინაყისთვის და ჯერ არ დაბრუნებულა ვერ ვუკავშირდები.- მიაყარა სრუტუნით და აკანკალებული ხმით.
-მარტო წავიდა? მოეწერა და წამოვიღებდით? დაცვის მანქანით ხომ წავიდა? კატო?- ანერვიულდა ზუკაც. გადახედა ოთახში განერვიულებული უამრავ სახეს. გველესიანი ფეხზე წამოიჭრა კარში გავარდა და ბიჭებიც გაიყოლა.
-მოვიყვანთ!- ერთადერთი სიტყვა მიუბრუნდა, გაუთიშა და ბიჭებს აედევნა.
-გოგოებთან წადით თქვენ დროზე, ზუკა წამოდი!- მანქანაში ჩაისვა თაბუკაშვილი და წამებში მოსწყდა ადგილს. სახლისკენ დაიძრნენ დანარჩენები.
-როგორ ხართ?- კარში ერთად შევიდნენ და ყველა მის მეწყვილეს მოეხვია, ჯეკომ ანასთან ერთად ჩაიკრა ატირებული კატო და თავზე მოეფერა.
-წავიდნენ და მოიყვანენ.- შუბლზე აკოცა და დივანზე ჩამოაჯინა.
-ნიკო შენც ის გგონია რაც მე?- ირინამ ჯერ ნიკოს გახედა შემდეგ კი ბავშვებს.
-ვიმედივნით რომ არა!- თავი ხელებში ჩარგო ლიქოკელმა და მერე ირინას მოეხვია.

-რატი სადხართ? ელენე საად არის?- ტელეფონს როგორც კი უპასუხეს მაშინვე მიაყარა, ბრაზიანად!
-გამარჯობა თაბუკაშვილო! ელენე ჩემთანაა, არ იჩქაროთ მოსვლა ქორწილში დაპატიჟებული ხართ!- გესლიანი სიცილის ხმა ზიზღად დაერია სხეულზე ზუკას.
-შენ ნაბი*ვარო!!!- ლაშას გადახედა, მზერა გაცვალეს და ლაშამც მოუმატა სიჩქარეს.
-სად ხარ?? მოვდივარ !-ძარღვები დაეჭიმა და შავი თვალები გაუწითლდა.
-ხაიში , ჩემი ძველი სახლში, გელოდები!- ამაზრზენი გაუხდა ხმა გაბუნიას!

სკამზე იჯდა ელენე, ხელ-ფეხი შეეკრათ და თავზე შავი ტომარა ჩამოეცვათ, იჯდა ურყევად მხრები უცახცახებდა მკრთალად. კარი გაჩხაკუნდა, ოთახში გაბუნია შემოვიდა მას ორი ახმახი შემოყვა და სანამ გოგონას ტომარას მოხსნიდნენ სახიდან, გაბუნია მის წინ სკამზე მოკალათდა, ფეხი ფეხზე ირიბად გადაიდო და სიგარეტს გაუკიდა, ელენეს შავ თვალებს მისი მენლიაფერი გაუსწორა და მწარედ გაუღიმა საყვარელ ქალს!
-ელენიკო!- მისკენ გადაიხარა, იდაყვით დაეყრდნო მუხლს და იკაპის ქვეშ ამოიდო ხელი.
-ლევან...-ჩახველა, არ ელოდა მის ნახვას, როგორ გაზრდილა, დაკაცებულია, შეცვლილა და თმაშიც აქა იქ უკვე ჰქონდა ჭაღარა, მარტოღა მენლისფერები კაიფობდნენ ისევ ისე როგორც იმ დროს პირველად რომ დაინახა.
-როგორ დამშვენებულხარ ენიკო! დაქალებილხარ! მომნატრებიხარ!- ხმა დაუთბა და გაებზარა  ერთიანად.
-ლევან რას აკეთებ? გაგიჟდი?-კაცი აათვალიერა და უცნაური მზერა მიაპყრო.
-გავგიჟდი? შევიშალე ენე! შევიშალე შენი მონატრებით!- სკამიდან წამოვარდა, დამბული უცებ შეუშვა და მთელი სხეულით ჩაიკრა გულში. საშინლად დაიბნა ელენე, ამდენი წელი ამდენი დრო, ქარს წაეღო, მის მკლავებში იყო და ვერაფერს აკეთებდა.
-მაპეტიე! ყველაფერს მოგიყვები კარგი? დრო ცოტა გვაქვს!- სკამზე დააბრუნა და მის ფეხებთან ჩაიცუცქა, გოგოს ხელები მის ხელებში მოიქცია და მოყოლა დაიწყო.

დავით გაბუნია, ერთ-ერთი ძლიერი პიროვნება იყო ბნელ სამყაროში, იგორის "ბიზნეს" ამარაგებდა, ეხმარებოდა წამლით, ტყვით, იარაღით, სასტიკი და ცივსისხლიანი ადამიანი რომელიც, ამ ყველაფრისთვის კაცსაც დაუფიქრებლად კლავდა, ლევანიც ბავშობიდან ასეთად გაზარდა, სულ ცივი, შეუვალი და ბოროტი ბავშვი იყო, მაგრამ ელენეს დანახვიდან მასზე ფიქრობდა და მამას აზრი და მამას გაგება მისთვის გაუცხოვდა. ელენე იმდენად სუფთა იყო, იმდენად ადვილი რომ ადვილად გაიშიფრა, სახეზე ეწერა როგორ მოსწონდა ეს ბიჭი და როგორ უყვარდებოდა ნელნელა, გაბუნია კი მუდამ ახშობდა და ანელება, უხეშად მალავდა იგივე გრძნობებს და უნებლიე ძალით ტკენდა და აზარალებდა გოგოს. დავითი გულით გარდაიცვალა და ლევანიმ გადაიბარა მამის "ბიზნესები", მალევე ყველაფერში გაერკვა და ნახა ის ყველაფერი რასაც სინამდვილეში ეს ბიზნესები მალავდა, გაიცნო იგორი, მერაბი, ზვიადი და სიბინძურე და სიძულვილი მოედო ლევანის გულს, დაიფიცა ყველაფერს ვიზამ რომ ეს დავასრულოო და ხელი მიჰყო ამ საქმეს, მოიპოვა მათი ნდობა და მათ დასანახად იქცა იგიც ცივსისხლიან მკვლელად, თუმცა ენეს სიყვარული გულიდან არასდროს ამოუღია! არ უნდოდა ასეთი ბინძური და მკვლელის გვერდით გაუბედურებულიყო და მისივე დაბადების დღეზე ნაფლეთებად აქცია პატარა ელენე! თუმცა არ მოუტყუებია სასიკვდილო სენით დაავადებასთან დაკავშირებით, სიმსივნის სხეულები ნელ ნელა ედებოდა ყველა უჯრედს მის სხეულში და როდის მოუღებდა ბოლოს არ იცოდა. ახლა ელენეს გატაცება სულაც არიყო მისი გეგმის ნაწილი, უბრალოდ ბოლო დროს მომხდარის შემდეგ ეს კარგი და ასეთი ნაბიჯი იქნებოდა იგორის და სხვა დანარჩენის თვალის ასახვევად!.
გადაწყვეტილი ქონდა რომ მოკვდებოდა მშვიდად და წაიყოლებდა თან ამ დამპალ ხალხს ასე რომ აბინძურებდა მისი საყვარელი ქალის ცხოვრებას.

-ზუკა და დეტექტივი მალე მოვლენ პატარავ, უნდა მომეხმარო რომ დავიცვა ისინი. უთხარი რომ ჩემთან რჩები!- ხელები შეუშვა, მოაცილა და ისევ სიგარეტს გაუკიდა.
-ნუ ხარ ჩუმად! ენე?რამე მითხარი!- სინანულით გამოხედა ქალს.
-მართლა კვდები?- თვალებში მიაჩერდა კაცს. ლევანმა მხოლოდ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და მზერა აარიდა. მანქანის გაბმულმა სიგნალმა და ძლერად დამიხრუჭების ხმა გაისმა.
-მენდე ჩვენი სიყვარულის ხათრით!- ესღა უთხრა, სკამი ელენეს სკამთან მიაჩოჩა და ჩამოჯდა.
წამებში გაიხსნა კარი და გაბუნიას მიაფრინდა გაგიჟებული სხეული, სახეში მაგრად ჩაარტყა, ელენეს ლაშამ დაავლო ხელი.
-ზუკა გაჩერდი!!- თავი დაიხსნა გოგონამ და ძმას მიმავრდა. გაბუნიას წინ დაუდგა და ძმას ხელი გულმკერდზე მიადო.
-ელენე?!- გაკვირვება, გაბრაზება და ყველა ემოცია ჩაატია ხმაში თაბუკაშვილმა.
-ელენე გამოდი!- ლაშა მივარდა გოგოს და ხელზე უხეშად დაქაჩა!
-ვის იცავ ხვდები??- გული ტკიოდა ლაშას? კი ნამდვილად ასე იყო!
-თქვენ ორნი ახლა დაჯდებით და მოუსმენთ ლევანს, მერე კი წახვალთ და დანარჩენებს გაარკვევთ საქმეში!- სკამზე ჩამოჯდა და დაბნეულ გაცოფებული ბიჭებს გადახედა.
-ელენე გაგიჟდი? შეიშალე? ისევ გიყვარს ხო?? ისევ გიყვარს და დაუჯერე!!! რათქმაუნდა!- ღრიალებდა გაცოფებული ზუკა, ლევანს მიეჭრა კისერში ხელი წაუჭირა და კედელზე მთელი ძალით მიანარცხა! ელენე გაიწია მაგრამ ლაშამ გააკავა!
-ახლა მომისმინე შენ ნაბი*ვარო!! ვის ადებილებ შენ? ჩემი და წლები იტანჯებოდა და ეხლა ჩნდები და ისევ თავგზას ურევ?-კედლს დააშორა და  სახეში იმხელაზე შემოსცხო, ბიჭი იატაკზე დავარდა. ელენე გაიწია დასახმარებლად მაგრამ ლაშამ შეაჩერეა, ძლიერად დაიჭირა და სხეულზე აიკრო.
-არავის არ ვადებილებ!- წამოდგა გაბუნია.
-სიმართლეა რაც ელენეს ვუთხარი, მისთვის ზიანის მიყენებას არ ვაპირებ, იგორთან მე ჩემი მაქვს გასასწორებელი, თქვენ თქვენი, ამიტომ საერთო საქმეში ერთად უნდა ვიყოთ!- სკამზე ჩამოჯდა. ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და გაუკიდა.
-ზუკა მოუსმინე გთხოვ- ელენე ლაშასგან განთავისუფლდა და ძმას დაუდგა წინ, თვალებში შიში და მუდარა რომ ამოიკითხა ზუკამ, მძიმედ ამოიოხრა, ნერვიულად მოისრისა შუბლი და დეტექტივს გახედა, ლაშამ დუმილით უპასუხა და განზე გადგა.
გაბუნიამ სიგარეტი სადღაც მოისროლა და მათაც იგივე უამბო რაც ელენეს, ვერ იჯერებდა თაბუკაშვილი, არ ენდობოდა ამ კაცს, საქმეში სულ სხვა მასალები და მათი დამამტკიცებელი ბევრი დოკუმენტი ნახა, რაც ამ ბოლო მონაყოლს სრულებით უკუაგდებდა და არ აძლევდა საშუალებას დაეჯერებინა ეს ყველაფერი.
-ვიცი რომ ბევრი დამამტკიცებელი საბუთია, მართალიცაა ბევრი მოვკალი მაგრამ არასწორად არავის მოვქცევივარ!- ფეხზე წამოდგა.
-ახლა თავისუფალდ შემიძლია ციხეში ამოგალპო, აღიარებისთვის!- რატომღაც ზიზღი ჩანდა ლაშას ხმაში.
-ამ საქმე რომ მოვრჩებით მე თავად მოვალ განყოფლებაში და ჩაგბარდები!- ხმა გაუტყდა, ხმაზე დაეტყო რომ სერიოზულად ამბობდა ყველაფერს. კარგად დააკვირდა ლაშას რომელიც ელენეს უმზერდა და გული გაუტოკდა, თან გაუხარდა რადგან ელენეს იმ თვალებით შეხხედა რა თვაკებითაც თავად უყურებდა და თან გულიც საშინლად ეტკინა როცა გაიაზრა რომ შესაძლოა ელენესაც ქონოდა გრძნობები ლაშას მიმართ.
-ელენე ჩემთან რჩება! იგორმა უნდა იფიქროს რომ მისკენ ვარ და ამაში ელენე მჭირდება!
-ჩემი დის გამოყენებას აპირებს შენი ბინძური შურისძიებისთვის?- სიბრაზე ვერ მოთიკა ზუკამ და ისევ ეცა კაცს.
-ზუკა, დამშვიდდი იგორის მოსაშირებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ!- ელენემ ხელი მოკიდა მხარზე ძმას და თვალებში ჩააჩერდა.
-არ ვენდობი ამ კაცს ელენე!
-არაფერს დავუშავებ!- კარი გამოხსნა და ბიჭებს დაუძახა.
-წადით ზუკა, სახლში წადით ყველაფერი კარგად იქნება!- ლაშამ უცნაურად გამოხედა ელენეს და მერე  მანქანში წავიდა, ნერვიულად ეწეოდა ღერს ღერზე და ვერ გაეგო ასე რატომ ბრაზობდა ამ სიტუაციით, იმიტომ რომ გაბუნია ცხვირწინ ყავდა და ვერ იჭერდა თუ იმიტომ რომ ელენე ყავდა ამ მკვლელეს  "დატყვევებული".
ზუკას დარწმუნება ვერ მოახერხა მაგრამ საბოლოოდ მაინც დათახმდა დას და გააფრთხილა ეგრევე მირეკავ და სულ ხაზზე ვარო.
გაბუნიას სიტყვა აღარ უთქვამს ელენესთვის, მთის სახლში მიიყვანა ოთახი აჩვენე და სადღაც გაუჩინარდა. ელენემ სახლში დარეკა მეგობრებს უამბო მომხდარის შესახებ და ეზოში გავიდა.

ელენეს გულის თქმა
"რა მინდა აქ? რატომ მჯერა ამ ადამიანის? ასე უეცრად რომ დამტოვა, ან ის კოცნა რას ნიშნავდა მაშინ ჩემს იუბილეზე? ანუ თვითონაც ქონდა გრძნობები? რატომ წავიდა? მეთამაშა? გამაცურა? იქნებ ახლაც იგივე უნდა გააკეთოს? იქნებ უფრო მეტიც? ტვინი გამისკდება მალე! ხელის გულებით საფეთქლები დავიზილე და იქვე გადაჭრილ ხეზე ჩამოვჯდქი, ეზოს მოვავლე თვალი, პატარა კოხტა სახლი იდგა ეზოში, მარჯვენა მხარეს სხვადასხვა ხილის ხეები იყო დარგული, თოვლით იყო მთელი ეზო დაფარული, სვანეთში ვიყავით მაგრამ კონკრეტულად სად არ ვიცი, საერთოდ რა მინდოდა აქ ეგეც არ ვიცი, რას ვგრძნობდი გაბუნიასთან დაკავშირებით უკვე აღარც ვიცი, ნეტა ლაშა სადარის? ფიქრში უეცრად ამომიტივტივდა მისი გაბრაზებული სახე როცა გაბუნიას ვიცავდი, თითქოს სახე ქონდა გაყინული და წყენა ეწერა დიდი ასოებით თვალებში, ბოლო მზერაც ვერაფრით ამოვხსენი. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს თამაში? რომ მოვა აუცილებლად დაველაპარაკები! არ ვაპირებ არავის გამო უდანაშაულომ ვაგო პასუხი არც იმას ავიტან სხვა პიროვნების სახით მოხდეს სისხლის ღვრა! ეს ყველაფერი მალე უნდა დავამთავრო!"

ეზოში გაბუნია შემოვიდა, ტყავის ქურთუკი ეცვა, საყელოზე ბეწვით შემოსილი, დინჯად მოაბიჯებდა თოვლში, ეზოში მჯდომი ელენე რომ დაინახა, ფართოდ გაუღიმა და ელენესკენ აიღო გეზი.
-შეგცივდება შიგნით შევიდეთ!- მშვიდი ჩანდა მაგრამ ხმაზე ეტყობოდა რაღაც რომ რიგზე ვერ იყო არაფერი უპასუხია ელენეს სახლისკენ დაიძარა, ლევანიც უკან მიედევნა. ქურთუკები საკიდზე ჩამოკიდეს და მისაღებისკენ წავიდნენ. დივანზე ფეხაკეცილი დაჯდა ელენე და ტელევიზორი ჩართო. ლევანიც იქვე ჩამოჯდა და ელენეს მიაშტერდა.
-რახდება ლევან?- პულტი დივანზე ჩამოდი და ტელევიზორიდან მზერა განუნიაზე გადაიტანა.
-იგორი ეჭვობს რომ ვღალატობ! არ ჯერა რომ ჩემთან ხარ, ძველით ახალი წლის სუფრას აწყობს, მითხრა დამიმტკიცეო...- შუბლი მოისრისა ნერვიულად.
-თუ ეს შეაჩერებს ამ ყველაფერს, ჩვენ ყველა მშვიდად ცხოვრებას შევძლებთ, წამოვალ იმ წყეულ საღამოზე, მაგრამ მინდა იცოდე რომ მე შენდამი აღარფერი შემომრჩა  და მე საქმისთვის ვარ მხოლოდ შენთან!- მშვიდად გასცა არ დასმულ კოთხვა პასუხი ელენემ, დივნიდან  წამოდგა და ოთახში წავიდა.
არ მოუტყუებია გაბუნია, როცა დაინახა გული კი შეუტოკდა მაგრამ სიყვარული და მონატრება ვერ იგრძნო, არც გული აჩქარებია, მოულოდნელობისგან შეუტიკდა. დანახვის მერე რომ მიხვდა რომ ეს კაცი რომ აღარ უჩქარებდა გულს და მისი დანახვისას მთელი სხეული რომ აღარ უბუჟდებოდა, ნუთუ ასე მიდის სიყვარული? იქნებ არც ყვარებია? ან უყვარდა მაგრამ იმედგაცრუებამ თავისი გაიტანა და ეს უკანასკნელი გულის კარში ისე გამოაგდო არც კი დაფიქრებულა! თავი ასტკივდა, ლოგინზე წამოწვა, კომფორტულად მოთავსდა და თვალები დახუჭა. ეს წყეული გველესიანის თვალები, ისევ მასზე ფიქრები შემოაწვა, ნეტა რას აკეთებდა ეხლა? გვერდი იცვალა და დაძინება სცადა, რამდენიმეჯერ ფიქრი უარყო და როგორც იქნება ჩაეძინა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent