შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამოუხსნელი სიყვარული (თავი4)


7-04-2024, 17:08
ავტორი Tata3109
ნანახია 356

მაღვიძარამ რომ დარეკა, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ხუთი წუთის წინ დავიძინე... ავდექი მოვწესრიგდი, რაც პირველი მომხვდა ხელში ის, ჩავივცი და სახლიდან გავედი...
ჩვეულებრისამებრ დაიწყო დილა, მოვიდნენ დისტრიბუციები, დავითვალე პროდუქცია, გავატანე ფული, დავჯექი სალაროსთან და ფილმი ჩავრთე დროის გასაყვანად... 1-2 ადამიანი თუ შემოვიდოდა, ყავის, ან სიგარეტის საყიდლად. მთელი დილა მოწყენილობა მკლავდა. საათს შევხედე, უკვე ცხრა იყო დაწყებული. ნეტავ არ გაიღვიძაა? გავიფიქრე თუ არა, მარი გაიღო და მაღაზიაში ნიკა შემოვიდა. მოულოდნელობისგან დავიბენი, და ერთადერთი ის მოვახერხე მეკითხა, -ამ დილაადრიან აქ რაგინდამეთქი?
-სამსახურში წასვლამდე გამოვიარე, მინდოდა დღე პოზიტიურად დამეწყო, შენი ნახვით...
-აჰა გასაგებია...
მოულოდნელად მაღაზიაში ჩემი და შემოვიდა.
-რაშვრები კუკუნა? უცბად დავიბენი და მხოლოდ ის მივახერხე გაკვირვებული სახე დამემალა. (ჩემმა დამ სახეზე არიცის ნიკა, ამიტომ ვერ იცნო და დატოვა შეუმჩნეველი)
-რა აწითლებული გაქვს ლოყები? ან რა დაბნეული თვალებით იყურები? ვინ დაგაბნია? კითხვებს არ წყვეტდა ჩემიდა, ნიკა კი, ჩუმად იღიმოდა და მიცემულ ხურდას კრეფდა სალაროდან.
-მადლობა, მშვიდობიანი დღე. მითხრა და ღიმილით გავიდა მაღაზიიდან.
-რაგჭირსთქო? არმიპასუხებ?
-არაფერი, აუცილებელია რამე მჭირდეს? მეძინება უბრალოდ
-ამიტო გაქვს ლოყები აწითლებული?
-შენ რაგინდა ამ დილაუთენია აქ, ეგ მითხარი
-ტასო მიმყავს სკოლაში, ბულკები ახალია?
-კი, 1საათის წინ მოიტანეს.
ჩემი და წავიდა თუ არა, ნიკას მესიჯი გავხსენი.
-ram dagabnia lamazmano? awitlebuli loyebi dzalian momxibvlels gxdis
arvici ras moifiqreb magram dges unda gnaxo armeyo ramodenime wamit sheni danaxva
-ჩემი და იგონებს, რაის დაბნევა, მაბრალით რაღაცას :/
-albat loyebsac gabralit :d
-დიახაც!
-naxvaze ar gipasuxia
-ვნახოთ, არმინდა ტყუილად დაგპირდე რამეს
-shenit dawyebul dges sxva mugami aqvs
-რა თქმა უნდა, ჩემნაირ ანგელოზს რო ნახავ დილით, რიგორ შეიძლება, დღე ცუდათ დაიწყოს :დ
-oh sheifera egreve mara martali xar
-ვიცი :დ
-au mnaxe ra dges
-ვნახოთ!
სანამ სამსახურში არ მივიდა, მთელი გზა მემესიჯებოდა. მერეც, შიგადაშიგ მწერდა ხოლმე.
ორი საათი რომ გახდა, ჩემს ბედნიერებას საზღვარი აღარ ქონდა, ნახევარი საათიც და სახლში წავიდოდი.
ზუსტად სამის ნახევარზე, მესიჯი მომივიდა: -waxvedi ukve saxlshi? neta mec axla vamtavrebde da shen sanaxavad movdiode
-კი, ლიფტში ვარ და ახლა ავდივარ სახლში.
-midi dasivene da ro moicli momwere
სახლში ასულმა, ჩემი და ავიყოლიე გარეთ გასვლაზე, ვფიქრობდი თუ ადრიანად გავიდოდით, საღამოს შევძლებდი ნიკას ნახვას. ჯერ მოლში წავედით, ახალი ტანსაცმლის ყიდვა მინდოდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემმა დამ, უფრო იშოპინგა, ვიდრე მე. შემდეგ, თამოსთან წავედით. ცოტახანი გავჩერდით, მაგრამ მოუსვენრობა მჭირდა, ერთ ადგილას, დიდხანს ვერ ვჩერდებოდი და მალევე წამოვედით. "კაფუნეში" წავედით, ბელგიური ვაფლის საჭმელად. ერთადერთი ადგილია, სადაც მართლა უგემრიელეს ვაფლს ამზადებენ. მთელი დღის მანძილზე, იმდენი მესიჯი მომწერა ნიკამ, სათვალავი ამერია. მომენტებში მსიამოვნებდა, მისი ასეთი ყურადღება. მომენტებში კი, ძალიან მაღიზიანებდა. სანამ ჩემი და ხელებს იბანდა, პასუხი მივწერე და ინტერნეტი გამოვრთე. გადავწყვიტე, რომ საღამოსაც მენახა, მაგრამ როცა მე და მარი სახლში დავბრუნდით, ისეთი დაღლილობა ვიგრძენი, წამოვწექი თუ არა დამეძინა. ინტერნეტის ჩართვა კი, დამავიწყდა. მარიც არ გამიფრთხილებია, რომ გავეღვიძებინე.რომ გამეღვიძა უკვე 10 საათი სრულდებოდა, სახლში მარტო ვიყავი, ჩემები სადღაც გასულიყვნენ. ინტერნეტი ჩავრთე და ნიკას უამრავი შეტყობინება შემოვიდა ერთად.
-vicodii ro mnaxavdi ^^ amjerad sad shevxvdet?
me male davamtavreb mushaobas shen sadxar
movrchi mushaobas sad movide
ukve rustavis marshutkashi chavjeqi shemosasvlelshi damxvdebi?
girekav da zari argamodis nomeric ar maqvs sadxar momwere
mshvidoba gaqvs?
rustavshi var da ravqna wavide saxlshi?
karoche ashkarad ar unda mqonoda imedi tyuilad gelodebodi mteli dge. tu ar gindoda naxva mase getqva da agar getyofi arafers nu kai karoche kargad iyavi
prosta ese rato damade ver mivxvdi gaidzule naxva? mogewera mainc ro gegmebi shegecvala magari gatexilshivar
wavedi bichebs vnaxav kargad gaerte shenc ))))
მესიჯების წაკითხვისას, ცოტა ნამუსმა შემაწუხა. ზოგადად არ ვარ უყურადღებო და რატო არ გამახსენდა, რომ დაპირებული ვიყავი.
09:56
-ბოდიში რა, სახლში რომ მოვედი, ჩამეძინა და ინტერნეტი გათიშული მქონდა. ვიცი ძაან უპასუხისმგებლოდ გამომივიდა, მარა ძალით მართლა არ მინდოდა.
-araushavs, bodishi ro ese agresiulad mogwere. axla gamoxval? დიდხანს ვფიქრობდი რა მიმეწერა, მაგრამ მივხვდი რომ დღეს არ მინდოდა მისი ნახვა.
-ვერ, ბოდიში.
-kai.
მისი ეს "კაი" ვიცოდი, რომ წყენის ნიშანი იყო, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ დიდხანს ვერ გაძლებდა და მომწერდა. მართალიც აღმოვჩნდი. რამოდენიმე წუთში მომწერა: -xval mainc mnaxav?
-აუცილებლად! მივწერე და გეღიმა
-mashin gapatieb dgevandel dges
-მადლობას მოგიხდით, პატარა საქმე მაქვს, ხვალ თბილიში და რომ მორჩები სამსახურს, თან გნახავ.
-momwons es informacia. saxlshi gadaval da mogwer.
ნიკას მესიჯის მოლოდინში, ისევ ჩამეძინა და დილით, ისევ საყვედურ ნარევი მესიჯები დამხვდა...
როგორც გუშინ, დღეს დილითაც მოვიდა, სამსხურში წასვლამდე ^^ -დღეს გნახულობ ხო?
-დიახ, ბატონო ნიკა
-ბედნიერი ვარ, ქალბატონო თათა. მაგრამ იმედია გუშინდელივით არ დაგეძინება
-არა, არა. გნახაბ აუცილებლად
-მოთმინება მმართებს ესეიგი საღამომდე
-დიახ
-სხვა რა გზაა, მშვიდობიანი დღე
-ასვე
ჩემი სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, თბილიში უნდა წავსულიყავი, მაგრამ რა საქმეზეც მივდიოდი, ის საქმე გადამედო, ამიტომ სახლში წავედი ცოტახნით დასასვენებლად. საღამოსთვის მაღვიძარა დავაყენე და დავიძინე.
მაღვიძარამ რომ დარეკა, მაშინათვე ავდექი და საკუთარი თავით გაოცებული დავრჩი. დღეს ჩემს მაკიაჟს, ლაინერიც დავუმატე. მინდოდა, მეტად გამომეკვეთა ჩემი თვალები. შავი, ტანში გამოყვანილი ჯინსი, თეთრი ტოპი, შავი ტყავი და შავი ბოტასი ჩავიცვი. ზედმეტად ჩაშავებული რომ არ ვყოფილიყავი, თეთრ ჩანთაზე გავაკეთე არჩევანი, რადგან თეთრი მაისური მეცვა. მთელი გზა, გული მღელვარებისგან მიცემდა.
-ისევ, იმ ადგილას გელოდები, სადაც იმდღეს.(არვიცი რატომ, მაგრამ მანქანიდან გადმოვედი და ისე ველოდებოდი. ერთ წუთში ნიკაც გამოჩნდა. ისევ აჩქარებული ნაბიჯებით და სახე გაბრწყინებული მოიწევდა ჩემსკენ. მღელვარებისგან მეგონა ფეხები მეკეცებოდა... ერთი წამიც და ჩემს წინ იდგა. გადამკოცნა, ჩემს თმას დაყნოსა და მაქანისკენ წავიდა.
-შენი სურნელი თავბრუს მახვევს!
-ძალიან კარგი! მაგას რაჯობია
-მე ძალიან მშია და იმედია შენც
-სიმართლე რომ გითხრა, მეც
-რა ვჭამოთ?
-ჰმმ, შაურმა? გაკვირვებულმა და აღფრთოვანებულმა შემომხედა.
-მგონი, მართლა ჩემი სულის ნაწილი ვიპოვე! ორივეს გაგვეცინა და გლდანისკენ წავედით
-ისე, მეორე შეზვედრაზევე, შაურმის საჭმელად რო მივდივართ ნორმალურია?
-და რატო არა?
-წესით ახლა, ჩემს ადგილას სხვა გოგო, პრინცესობას დაიწყებდა და სალათის საჭმელად წამოვიდოდა
-იმიტომ ხარ შენ და არა სხვა!
მანქნიდან რომ გადმოვედით და საშაურმისკენ მივდიოდით, მოულოდნელად ხელი ჩამკიდა. წინააღმდეგობა არ გამიწევია, გავუღიმე და ხელ ჩაკიდებულებმა გავაგრძელეთ გზა...
••••••••
საღამოს დასასრულს, ისევ ცოტახანს გავჩერდით, რუსთავის შემოსასვლელში. მანქანიდან გადმოვედით, ნიკა მანქანას მიეყრდნო, მე კი მის წინ დავდექი და ცას ვუყურებდი, არარეალურად ლამაზი მეჩვენებოდა ამ ღამეს ცა. უამრავი ვარსკვლავით იყო მოჭედილი, მათ შორის "ჩემი" ვარსკვლავიც ბრწყინავდა ცაზე. მოულოდნელად წელზე თბილი შეხება ვიგრძენი. ყელში კი ნიკას სუნთქვა. ისე თბილად ჩამეხუტა, სიამოვნებისგან თავბრუ დამეხვა. არვიცოდი უნდა ჩავხუტებოდი, თუ გამოვწეულიყავი. ბოლოს გრძნობას მივენდე და მეც ჩავეხუტე...
•••••••
უკვე 2 კვირა გავიდა, რაც მე და ნიკა ერთმანეთს ვხვდებით და ისეთო განცდა მაქვს, თითქოს წლებია ვიცნობ. უზომოდ დიდ სიმშვიდესა და ჰარმონიას ვპოულობ ამ, ადამიანთან. გუშინ საღამოს როცა სახლში წამოსვლას ვაპირებდით, მოულოდნელად ჩემსკენ გადმოიწია და ნაზად მაკოცა. რა ვიგრძენი? სულში სითბო ჩამეღვარა... მისი თბილი ბაგეები, ისე ტკბილად ეხებოდა ჩემსას, არმინოდა ეს წამი ოდესმე დასრულებულიყო... სხეულს მგრძნობელობა დაეკარგა, მხოლოდ სითბოსა და სიყვარულს გრძნობდა... მთელი სხეული მიბუჟდა... ვგრძნობდი როგორ მიწითლდებოდა ლოყები და ამასთანავე ღიმილს ვეღარ ვმალავდი... წამოვედით, ნიკა სახლიდან, საკმაოდ მოშორებით ჩამოვიდა... -ძაან ემოციებშივარ, ცოტას გავივლი რომ დავიცალო და გავიაზროვო... გადასვლამდე კიდევ ერთხელ მაკოცა და წავიდა...
•••••




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent