ჩაკეტილი სივრცე 17 თავი
ვაჩეს მოულოდნელმა სტუმრობამ ძალიან გაგვახარა მე და ნიცა. განსაკუთრებით კი ნიცა, რადგან ძალიან მონატრებული ჰყავდა ბიძა. -ნეტა იცოდე როგორ მომენატრე ჩემო პატარა- გატაცებით უთხრა ვაჩემ როცა ხელში აიყვანა და ლოყები დაუკოცნა. მაშინვე თვალები აუწყლიანდა ნიცას და ჩაეხუტა- გთხოვ არ იტირო-თმაზე მოეფერა ვაჩე და მისი დამშვიდება სცადა- ჩემი მოტანილი საჩუქრები ნახე?- კარგა ხნის სიჩუმის მერე ჰკითხა და გადმოცურებული სიმწრის ცრემლები სწრაფად მოაშორა სახიდან. უარყოფის ნიშნად თავი გააქნია ნიცამ- იცი რა გიყიდე? შენ რომ ძალიან მოგწონდა ის მოლაპარაკე თოჯინა! გინდა ერთად გავხსნათ? - ამ ფრაზამ მაშინვე გამოუკეთა ნიცას ხასიათი, თუმცა ძირს ჩამოსვლა არც უფიქრია. ვაჩეზე ჩახუტებულმა გახსნა ყველა მისი მოტანილი საჩუქრის ყუთი და პარკი -მადლობა-აღმოხდა აღფრთოვანებულს როცა ელემენტების ჩასმის შემდეგ მისმა საოცნებო თოჯინამ დაილაპარაკა -მადლობა რომ მისი ღიმილის მიზეზი გახდი- ჩამწყდარი ხმით ვუთხარი ვაჩეს როცა თვალებგაბრწყინებული ნიცა თინა ბებოსთან გაიქცა ტასიკოს გასაცნობად -ნეტავ უფრო მეტის გაკეთება შემეძლოს თქვენთვის -კარგია რომ არსებობ-გავუღიმე და კარგა ხნის სიჩუმის მერე ინტერესით ვკითხე- ყავას დალევ? -იასნა-სიცილით მიპასუხა და აივანზე გავიდა მოსაწევად. ყავის დალევის შემდეგ ძალიან დიდხანს ეთამაშა ნიცას, აწვალა სკოლიდან დაბრუნებული მია. -ცანცარა!- იმისამართოდ ყვიროდა გაკაპასებული მია და ჩვენს სიცილზე კიდევ უფრო ბრაზდებოდა. სიტუაცია წამებში განმუხტა თინა ბებოს ჯადოსნურმა სიტყვებმა -ბავშვებო მოდით კარტოფილი უკვე შეიწვა -რა კარგია-გაუხარდა ნიცას და მიასთან ერთად სახლში შევარდა. -მეგონა არ მოხვიდოდი-ჩავარდნილი ხმით ვუთხარი ვაჩეს როცა მარტოები დავრჩით ერთმანეთის პირისპირ არაფერი მიპასუხა. სევდიანად გამიღიმა და მაშინვე გულზე მიმიკრო ატირებული. -ნინი-უეცრად ჩემი სახე ხელებშორის მოიქცია-დარწმუნებული ხარ შენი გადაწყვეტილების სისწორეში?- ინტერესით მკითხა და კითხვა ჩამდგარი თვალებით ჩამაცქერდა აწყლიანებულ მწვანე სფეროებში. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე- განქორწინება არ უნდა იმ იდოტს- ხმა დაბალი ტონით, უფრო თავისთვის ვიდრე ჩემს გასაგონად თქვა და სიგარეტის თითქმის ბოლომდე ჩამწვარი ღერი უმისამართოდ მოისროლა- ხომ იცი როგორ უყვარხართ შენ და ნიცა-ბოლო სიტყვები ხაზგასმით წარმოსთქვა -კარგი რაა-ირონია გამერია ხმაში -განცხადება უკან გამოიტანა -რაა?-დავიბენი -თქვენი დაკარგვა არუნდა -საიდან იცი ელაპარაკე? -ნინი -სახლში დაბრუნდი?!-გავბრაზდი -არა მაგრამ...-ხმა დაეძაბა -შენთან მოვიდა!- უეცრად გონება გამინათდა-და როგორც ყოველთვის ახლაც თავი შეგაცოდა -ნინი თქვენს ურთიერთობაში ჩარევას არ ვაპირებ! ამ ყველაფერს იმიტომ არ გეუბნები რომ გეგაზე აზრი შეგაცვლევინო... უბრალოდ მინდა იცოდე რომ წინ რთული დღეები გელოდება -რას გულისხმობ?-ვერ მივუხვდი სათქმელს -განქორწინებაზე იმიტომ დაგთანხმდა რომ დამშვიდებულიყავი, ეგონა მის გარეშე ცხოვრების გაგრძელებას ვერ შეძლებდი და თავად მოისურვებდი მასთან დაბრუნებას, რადგან ასე არ მოხდა ვფიქრობ დაგატანს რომ შეურიგდე -ისეთს არაფერს გააკეთებს რაც საფრთხეს შეუქმნის მის კეთილდღეობას -მთლად ასე დარწმუნებულიც ნუ იქნები -იცის, თუ რამეს არასწორად გააკეთებს ჩემთან და ნიცასთან მიმართებაში ვუჩივლებ -არაფერს დაგიშავებთ... -ვიცი! - ნინი ხომ იცი-ხმა დაბალი ტონით მითხრა და მზერა ამარიდა- ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს -მადლობა-ძლივს გასაგონად ვუთხრი და გავუღიმე -თუ ოდესმე გეგასთან დაბრუნებას გადაწყვეტ... -ყველაფერი დამთავრდა-სიტყვა გავაწყვეტინე -იცოდე რომ მე შენ გაგიგებ-ჩავარდნილი ხმით მითხრა და ნიცას გახედა რომელიც მისი მოტანი თოჯინით თამაშობდა-ძალიან ენატრება- ისე მითხრა წამით თვალი არ მოუშორებია ნიცას გაცრეცილი სახისთვის -თუ უნდა მოვიდეს და ნახოს -წინააღმდეგი არ იქნები?- კითხვა ჩამდგარი თვალებით მომაჩერდა სახეში -წინააღმდეგი რატომ უნდა ვიყო? -მაშინ დაველაპარაკები -მაგრამ იცოდე თუ ისევ არაფხიზელმდგომარეობაში მოვა და ნიცას გულს ატკენს... -უფლებას არ მივცემ რომ გული გატკინოთ- სევდიანად გამიღიმა და სიგარეტს მშვიდად მოუკიდა. -სახლში დაბრუნებას არ აპირებ?- ინტერესით ვკითხე, არაფერი მიპასუხა, სადღაც შორს ჰორიზონტს გახედა და ამღვრეული მზერა მოულოდნელად ჩემზე გადმოიტანა -აზრი?-ბრაზნარევი ტონით მკითხა და თავი დახარა -მეგონა... -რადგან გეგას ველაპარაკები ეს იმას არ ნიშნავს რომ ვაპატიე -დედაშენზე მაინც იფიქრე არაფერი მიპასუხა ამიტომ ლაპარაკი სხვა თემაზე გადავიტანე- რაღაც მინდა რომ გკითხო, ანდრია? მიას მიმართ... -ნინი აზრზე არ ვარ რა ხდება მათ შორის, როცა ანდრიამ მითხრა მია მომწონსო გამოვ....... ჯანდაბა-გაეცინა და სიტყვა ჩაასწორა- გამოვშტერდი -საშინლად არ მომწონს ეგ ბიჭი -კარგი ადამიანია დამიჯერე -ესე იგი არაფერი იცოდი -არა. აზრზე არ ვიყავი არაფრის -ის მეორე? -იოანეს გულისხმობ?-გაეცინა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე-მგონი არც იმან იცოდა არაფერი -არ მოდიხართ? გაცივდა კარტოფილი-მიამ გამოგვხედა. მე და ვაჩემ ერთმანეთს გადავხედეთ და ძლივს შევიკავეთ თავი რომ არ გაგვცინებოდა. ვაჩეს წასვლის შემდეგ ნიცამ ძალიან ბევრი იტირა. -რატომ არ შეიძლება რომ უკან დავბრუნდეთ?-ბრაზნარევი ტონით მკითხა როცა მისი დამშვიდება ვცადე- ამ სახლში ყოფნა არ მინდა!-ხმას აუწია- მამა მენატრება- თვალები ისევ ცრემლებით აევსო -ძალიან მალე ნახავ გპირდები -ბებოც მენატრება -ვიცი, ვიცი ჩემო ლამაზო-გული მომიკვდა -ჩემი მეგობრებიც მენატრებიან- ამოიტირა- ჩემი ოთახი და სათამაშოებიც მომენატრა, გთხოვ წავიდეთ თბილისში- შემეხვეწა- სახლში მინდა -არ შემიძლია-ვუთხარი ჩამწყდარი ხმით და მიას გავხედე რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ოთახში იყო მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. უეცრად ცხვირი ამეწვა და ცრემლები მომეძალა. მივხვდი რომ თავის შეკავებას ვერ შევძლებდი ამიტომ ფეხზე წამოვდექი და აივანზე გავედი ატირებული -ეს გინდოდა?-სადღაც შორიდან ჩამესმა დედას გამყინავი ხმა- ახლა ბედნიერი ხარ?-უცნაური ტონით მკითხა. მის ხმაში ირონიაც იგრძნობოდა და ბრაზიც -შენთან ლაპარაკი არ მინდა-საპასუხოდ მხოლოდ ეს ვუთხარი და სახლში შესვლა დავაპირე, მაგრამ დედას სიტყვებმა ადგილზე გამაშეშა -გეგამ დამირეკა -ელაპარაკე?-გავბრაზდი -ხვალ მოვა -რაა? -მითხრა რომ შენთან ლაპარაკი უნდა -მისი ნახვა არ მინდა! -ნიცაზე საერთოდ არ ფიქრობ? ვერ ხედავ ბავშვი რა მდგომარეობაშია?- ხმას აუწია -ნიცაზე ნუ ღელავ! მაშინ ნახავს მამამის როცა მოუნდება მაგრამ ჩემს გარეშე! -თავს ნუ იტყუებ! რამდენი ხანია აქ ხართ და ერთხელ არ მოუკითხავს ბავშვი!- გაბრაზდა -რის თქმას ცდილობ? -შენს ქმარს არ იცნობ? არ იცი რისი გამკეთებელია?- მზერა დაებინდა- იმას თუ ვერ მიიღებს რაც უნდა ორივეს დაგიკიდებთ -ვიცი -მაშინ დაელაპარაკე -რატომ არ გესმის?-თვალები ცრემლებით ამევსო- არ მიყვარს! მასთან ყოფნა არ მინდა! -არც მე მიყვარდა მამაშენი მაგრამ თქვენს გამო ყველაფერს ვიტანდი!- აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული დედაჩემი -ნეტავ არ აგეტანა!-დანანებით ვითხარი და ზიზღით სავსე მზერით ჩავაცქერდი თვალებში- ნეტავ მიგეტოვებინეთ... ნეტავ ნეტავ ჩვენზე უარი გეთქვა და ცხოვრების თავიდან დაწყება გეცადა! ნეტავ შენი ცხოვრების საუკეთესო წლები ჩემთვის და მიასთვის არ შემოგეწირა! ნეტავ...- ვუყვირე ტირილის ნოტებ შეპარული ხმით -შენ არ შესწირო! არაფერი გააკეთო შენი შვილისთვის! გაზარდე ამ სიღარიბეში და სიღატაკეში! ამ ცივ და ნესტიან კედლებში- სახლზე მიმითითა, მზერა გამისწორა და კარგა ხნის სიჩუმის მერე ცინიკურო ტონით მკითხა-მაშინ ხომ იქნები ბედნიერი? -შენ ბედნიერი ხარ იმ ყველაფერის მერე რაც გადაიტანე?-ისე ვკითხე რომ წამით თვალი არ მომიშორებია მისი არეული სახისთვის -არ ვარ -მაშინ რატომ გინდა რომ მეც იგივე გადავიტანო? -შენ ჩემზე ბევრად უკეთეს პირობებში ცხოვრობდი! შენი ქმარი ყოველი დალევის მერე მოკვლით არ გემუქრებოდა. ფულს გაძლევდა. ბავშვს იტოვებდა და ფსიქოლოგთან სიარულში ხელს გიწყობდა. მანქანით მიყავდი იქ სადაც გინდოდა და როცა გინდოდა. სახლში ყველაფერი ახალი ძვირადღირებული გქონდათ. შეხედე ხელში ბოლო მოდელის აიფონი გიჭირავს -მერე იცი რამდენჯერ დაალომბარდა? -მერე შენ რა? შენ რა?-აყვირდა ისევ- უკან ხომ გიბრუნებდა? რა გგონია მაღაზიაში კონსულტანტად თუ იმუშავებ იმაზე უკეთეს ცხოვრებას შესთავაზებ ნიცას ვიდრებ ეს გეგას შეეძლო ალკოჰოლის, მოსაწევის და აზარტული თამაშების მიუხედავად? -ნუ ღელავ ვიცი რა არარაობაც ვარ -მე ეგ ვთქვი? -ისიც კარგად ვიცი რომ მე და ნიცა გეგას გარეშე ცხოვრება ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ... -მაგრამ რა? გირჩევნია ბავშვი სიღატაკეში გაზარდო ვიდრე გეგას სისულელები მოითმინო და ფუფუნებაში აცხოვრო? სულელი ხარ! ნახავ როგორ გაგიჭირდება და როგორ დაიტანჯები მარტო -!-საპასუხოდ მხოლოდ ეს ვითხარი და კარისკენ წავედი, სახლში შესვლამდე მისკენ მივტრიალდი და მზერა გავუსწორე-გეგასთან არ დავბრუნდები- გადაჭრით ვუთხარი დ ამაშინვე ზურგი ვაქციე. მთელი ღამე თეთრად გავათენე. ვერაფრით შევძელი დაძინება. სულ იმაზე ვფიქრობდი რა შეიძლება მომხდარიყო მართლა რომ მოსულიყო გეგა ჩვენთან სახლში. დილით ისე წავიდა დედა სამსახურში რომ ჩემთვის არაფერი ითქვამს, ამიტომ ვიფიქრე რომ გეგას მოსვლა არ მოსვლის თემა დაიხურა. დილიდან დღე ხალისიანად დავიწყე რადგან თავს მშვიდად და დაცულად ვგრძნობდი. ნიცას გასამხიარულებლად მე და მიამ ნამცხვრის ცხობა დავიწყეთ. დაინტერესდა. მალევე გამომართვა მიქსერი და თვითონ შეუდგა კრემის მომზადებას. დღემ ხალისიანად და მხიარულად ჩაიარა, მაგრამ როგორც კი სკოლაზე ლაპარაკი დავუწყე ნიცას მაშინვე ხასიათი შეეცვალა. -არ მინდა მაგ სკოლაში სიარული!- გამომიცხადა ოთახში შესვლისას და კარი ცხვირწინ მომიჯახინა -ძალას ნუ დაატანა-მირჩია მიამ- ცოტა ხანში მიეჩვევა აქაურობას და მერე სკოლაშიც ივლის -არამგონია-თვალები ცრემლებით ამევსო -დრო სჭირდება...-კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ გაჩუმდა როგორც კი ჩვენს დაძაბულ სმენას მანქანის მკვეთრი დამუხრუჭების ხმა მიწვდა- რა ხდება?- უმისამართოდ იკითხა მია და აივანზე გავიდა ამბის გასაგებად. ,,ღმერთო" აღმომხდა ხმა აკანკალებულს და შეშინებული მზერით მივაჩერდი სახეში დედაჩემს რომელიც სახლში გეგასთან ერთად შემოვიდა. -მამიკო-ოთახიდან ყვირილით გამოვარდა გახარებული ნიცა. გეგამ მაშინვე ხელში აიყვანა და ჰაერში დაატრიალა. ისეთი ბედნიერი იყო ნიცა, ისეთი, რომ ხმის ამოღება ვერ შევძელი. -ამაღამ ხომ აქ დარჩები მამიკო? -რა თქმა უნდა-ღიმილით უთხრა გეგამ და მე გამომხედა -ვერ დარჩება საქმეები აქვს, მაგრამ როგორც კი შესაძლებლობა ექნება ისევ მოვა და გნახავს-მკაცრი ტონით უმისამართოდ ვთქვი და დედაჩემს გავხედე რომელიც უკვე სუფრის შლიდა -რა ლაპარაკია?-ცივად გამომხედა დედამ-ვერ ხედავ ნიცა როგორი ბედნიერია? არა ბე? -რის გაკეთებას ცდილობ?-დავუღრინე დედას როცა სამზარეულოში შემოვიდა პურის გასატანად -რა უნდა მექნა? სამსახურის კართან დამხვდა მანქანით, როცა დამინახა გადმოვიდა და დიდისამბით გადამკოცნა. ყველა მე მიყურებდა უარი მეთქვა სიძისთვის სახლში წამოყვანაზე? -კარგი რა დედა -ნუ ჯიუტობ დაელაპარაკე. ეს ნიცას გამო მაინც გააკეთე -ლაპარაკს რა აზრი აქვს ვერ ვხვდები- წყობრიდან გამოვედი. -რაც გინდა ის გიქნია-მომაბეზრებლად მითხრა განრისხებულმა დედაჩემმა და დაუჭრელი პური მისაღებ ოთახში გაიტანა. მთელი საღამო არ მშორდებოდა გვერდიდან მია. შესაბამისად გეგამ ჩემთან განმარტოვება ვერ შეძლო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.