სხვა ცხოვრებით რომ ვცხოვრობდე...
სხვა ცხოვრებით რომ ვცხოვრობდე ნეტავ იქაც შენ იქნები ჩემი უტყვი სიყვარული? იქაც ისე შემოგხედავ როგორც ქალღმერთს? ნეტავ თუა სიყვარული ცხრა ცხოვრების თანამგზავრი?! თუ ყველაში სულ თავიდან, სულ სხვა გვიყვარს? ნეტავ მტრობა თუ გადადის სიცოცხლიდან სიცოცხლეში. სხვა ცხოვრებით რომ ვცხოვრობდე განა ვიგრძნობ რომ ვარსებობ?! ნეტავ ქარი მომიყვება ამბავს სხვისას და მაინც ჩემს? თუ ზღვა დაწერს ტალღებს შორის როგორ მომკლეს ერთ დროს ჩვილი. სხვა ცხოვრებით რომ ვცხოვრობდე სხვის სხეულში, ჩემი სულით სხვა დროში და სხვა ქალაქში, იქაც ასე მეყვარება შენი მშვიდი სახის ცქერა? იქაც ჩემთან შენ იქნები? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.