შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარდისფერი ქალბატონი (pink lady 7)


9-04-2024, 04:27
ავტორი ეველინა
ნანახია 849

-შენ და საბა მეგობრები ხართ?-ვეკითხები და პასუხის მოლოდინში სუნთქვაც კი მავიწყდება
-მირა ნუ ბრაზობ კარგი
-დათა ერთხელ და სამუდამოდ მიპასუხებ კითხვაზე?-მოთმინებას ვკარგავ მგონი ისედაც სუსტი ნერვებ მაქვს
-კი ვმეგობრობთ-იყო პასუხი
-როდიდან?
-ჯერ კიდევ ამერიკადან საერთო საცხორებელში ერთად ვცხოვრობდით
-ხშირად გესაუბრებოდი რატომ არასდროს მინახავს?-მართლა გამიკვირდა დათას ამერიკაში წასვლის შემდეგ დღე არ გავიდდა არ დამერეკამისთვის და არ მომეკითხა მაგრამ საბა არასდროს შემინიშნავს
-ისეთ დროს რეკავდი ან ეძინა ან დასალევად იყო წასული
-აქამდე რატომ არ მითხარი?-ეს ნამდვილად მაინტერესებდა, სიმართლის თქმით რა დაშავდებოდა?
-მან მთხოვა რომ არაფერი მეთქვა
-კიდევ რამდენ ხანს აპირებდით ამის დამალვას ჩემთვის?
-სანამ თვითონ არ მოისურვებდა თქმას
-დღე არ გავა რამე რომ არ მოხდეს , ჩემთან რატომ მუშაობს ?
-არ ვიცი. ეს მას უნდა ჰკითხო
-აუცილებლად ვკითხავ, შეგვიძლია წავიდეთ
-როგორც მიბრძანებთ-ამბობს და მანქანას წყვეტს ადგილიდან
სახლში მისულს დღევანდელი დღის ყველა ემოცია დამავიწყდა, ნელის ვეხუტები მომენატრა დედაჩემთან გულახდილი საუბრები, ჩემს ოთახში ავდივართ და ყველაფერს ვუყვები მათ შორის საბაზეც და დღევანდელ ინციდენტზე. დედაჩემი ის ადანიანია ვისთვისაც არასდროს არაფერი დამიმალავს, და ალბათ ყველასთვის ასეა, დედა ხომ ჩვენი პირადი მფარველი ანგელოზია დედამიწაზე.
-მცველებს აგიყვან!-ამბობს დედა და მეცინება
- სახლშიც გამომკეტე ბარემ
-არაა ცუდი აზრი
-დედა!- დედაჩემს ჩემი სახლში გამოკეტვა რომ შეეძლოს მართლა გამოკეტავდა ასე ყველა საფრთხიგან დამიცავდა
-კარგი ხო, მაგრამ ფრთხილად იყავი, საბას უთხარი სახლამდე მიგაცილოს -ნებდება ბოლოს
-საბას რატომ უნდა ვუთხრა ?
-კარგი ბიჭია თან უყვარხარ
-ჩემი მონაყოლიდან როგორ შეგიძლია ასეთი დასკვნის გაკეთება
-შენი მონაყოლიდან არ გამიკეთებია
-დედა საბას იცნობ?
-კი, დათას რომ ვესაუბრებოდი მაშინ გავიცანი, ჩვენთაც იყო სტუმრად რამოდენიმეჯერ დათას მოაკითხა-უკვე ვბრაზდები იმ ფაქტზე რომ ჩემგარდა საბას ყველა იცნობდა
-ჩემს გარდა ყველა რატომ იცნობდით?
-შეიძლება ამას არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ მან თანხმობაც კი აიღო ჩემგან
-დედა რა თანხმობა ნუ გამაგიჟეთ
-შენთან ურთიერთობის დაწყების
-როგორც ჩანს მიუღია
-კი მივეცი, იმსახურებდი ახალი ცხოვრების დაწყებას
-და მე არ მკითხეთ მინდოდა თუ არა ახალი ცხოვრების დაწყება?
-როდემდე უნდა იტანჯებოდე ვახოს აჩრდილის გამო? არ შემეძლო შენი ყურება ისე იტანჯებოდი, შენი აზრით ვერ ვხედავდი ღიმილს უკან რამდენ დარდს მალავდი, შეგიძლია ყველა მოატყუო, მაგრამ მე ვერ მომატყუებ, შენი ყველა მიმიკა შესწავლილი მაქვს, მთელი ცხოვრებაა თვალი მხოლოდ შენზე და შენს ძმაზე მიჭირავს, შენი აზრით ვერ ვხვდები რაღაცის თქმა რომ უნდა და ორჭოფობს.
-დედა ძალიან მიყვარხარ, ხომ იცი რამდენი რამეც არ უნდა დაგიმალო ბოლოს მაინც შენს კალთაში მყოფი დავფრქვავ ყველაფერს, დღევანდელის მსგავსად
-საბას თანხმობა რომ მივეცი არ ვიცოდი ის ბიჭი რის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ შენს გულში რომ შემოაღწია დაუჯერებელია
-მეც არ ვიცი დედა ეს როგორ მოხდა
-შვილო, ნუ იტყვი სიყვარულზე უარს, ადამიანები არ მეორდებიან არც გრძნობები, ახლა თუ ხელს გაუშვებ შეიძლება მთელი ცხოვრება ინანო შენი გადაწყვეტილება
-დე მამა როგორ გაიცანი?
-უნივერსიტეტში გავიცანი. ის დამამთავრებელ კურსზე იყო, მე კი პირველკურსელი გახლდით, მაშინ გრძელი თმა მქონდა, ახლა რომ მაქვს ისეთი კი არა, რა ვუქენი თმას დრემდე მეჩხუბება მამაშენი. იმ დღეს, როცა მამაშენი პირველად ვნახე დილით სემინარი მქონდა და ვაგვიანბდი, შენც გიკვირს ხომ მე ადამიანს, რომელსაც არასდროს არსად დამიგვიანებია იმ დღეს პირველად დავაგვიანე, ალბათ ბედისწერა იყო, რომ ჩვენ ერთმანეთი გაგვეცნო, მადლობელი ვარ ამისთვის. მას შემდეგ თუ სადმე ვაგვიანებდი არ ვწუხდი, რადგან ვიცოდი რომ ბედისწერა რაღაც სასწაულს მიმზადებდა, სად გავჩერდი ?
-სემინარზე აგვიანებდი
-ხო სემინარზე ვაგვიანებდი, ელვის სისწრაფით ავირბინე სამი სართულის კიბეები, მას შემდეგ ვერ ვიტან კიბებბს-ამბობს დედა და მახსენდება ჩემი კიბეებისადმი დამოკიდებულება. მას ვგავარ და ეს ძალიან მახარებს დედაჩემი მსოფლიოში ერთადერთი ადამიანია ვისაც მინდა რომ დავემსგავსო-მირა მისმენ ?
-კი კი გააგრძელე
-სამი სართულის კიბეები ავირბინე და კარებზე დავაკაკუნე, აუდიტორიაში შესულმა დავინახე მამაშენი დაფასთან მდგარი ალბათ სემინარს ყვებოდა, მაგრამ ჩემი შემოსვლის შემდეგ საეჭვოდ დადუმდა, ლექტორმა ორჯერ ჰკითხა სამნიძე რა ხდებაო, მესამე შეკითხვაზე კი უპასუხა რომ ანგელოზი დაინახა, რომელმაც მეტყველება დააკარგვინა, ეს ჩემზე თქვა, გაწეწილ თმიან და აწითლებულ სახიან გოგოზე ალბათ მაშინ ანგელოზს კი არა ალქაჯს უფრო ვგავდი. სიტყვები აერიათქო ვიფიქრე, მას შემდეგ ყველა გურამის ანგელოზს მეძახდა, ლექტორებმაც კი ასე დამიწყეს მომართვა, თავიდან არ მომწონდა ეს სტატუსი, მახსოვს ხშირად ვეჩხუბებოდი გურამს, ბოლოს იმდენად შევეჩვიე რომ თუ არავინ მეძახდა დისკომფორტს ვგრძნობდი.
-მერე რა მოხდა
-მამაშენმა უნივერსიტეტი დაასრულა, მე გურამის ანგელოზს აღარავინ მეძახდა, უნივერსიტეტში ვეღარ ვხედავდი, საერთოდ ვერსად ვხედავდი, მაშინ გავაცნობიერე ჩემი გრძნობები, ის რაც ხუმრობა მეგონა, თურმე ჩემი გულისთვის ხუმრობა არასდროს ყოფილა, ყველა გაღმებას და გამოხედვას ინახავდა და იყვარებდა, რომ ბოლოს ერთიანად მთელი ძალით ამოხეთქილიყო. მირა იცი ყველაზე საშინელი გრძნობა რომელია
-იმედი?
-არა
-მოლოდინი ?
-ეჭვიანობა, იმედი ადამიანს აცოცხლებს ისევე როგორც მოლოდინი, ის არ გაძლევს სიკვდილის საშუალებას. ეჭვიანობა კი შიგნიდან გრგღნის აზოვნების უნარს გაკარგვინებს და გაკეთებინებს იმას რასაც არასდროს გააკეთებდი, ეჭვიანობა გკლავს,
-დედა გინდა თქვა რომ გურამი აეჭვიანე ?
-მე არაფერი გამიკეთებია საერთოდ არ დამჭირვებია რამის გაკეთება, გურამის ჩემი ცხოვრებიდან გაუჩინარებიდან ოთხი თვის შემდეგ, ჩვენს უნივერსიტეტში ვიღაც ირაკლი გადმოვიდა, ძალიან კარგი ბიჭი
-დედა ბიძია ირაკლიზე ამბობ?
-კი
-აი მესმის ამბავი,
-გაინტერესებს თუ არა
-კი კი მიდი გააგრძელე
-ირაკლი ძალიან კარგი ბიჭი აღმოჩნდა, რამდენადაც კარგი იყო იმდენად ნიჭიერი, ხშირად ლექციების შემდეგ რჩებოდა და მეცადინეობაში მეხმარებოდა, დავმეგობრდით, დროს ყოველთვის ერთად ვატარებდით, ერთხელ მითხრა რომ მასზე უფროსი ქალი უყვარდა, მაშინ ვუთხარი რომ მე ჩემზე პატარა ბიჭი არასდროს მემეწონებოდა, ძალიან ბავშვი ვიყავი -ამბობს დედა და მე უკვე მეორე მსგავსებას ვპოულობ მასთან . მეც ვფიქრობდი რომ არასდროს მომეწონებოდა ჩემზე პატარა ბიჭი-საბრალო ირაკლი ალბათ იფიქრა ის ქალიც ასე ფიქრობსო მაგის გამო ერთი კვირა მოწყენილი დადიოდა
-ნატომ იცის ეგ ამბავია?
-ნატოა ის ქალი ვინც საბას უყვარდა
-მოიცა ნატო ირაკლიზე დიდია?
-კი მთელი 6 წლით, როგორც ჩანს ნატო ჩემნაირად სულაც არ ფიქრობდა, დავუბრუნდეთ ამბავს, მოკლედ იმდენად კარგად ვიყავით რომ ხალხმა ჭორების აგორება დაიწყო თითქოს ერთად ვიყავით, ეს ჭორი მთელ უნივერსიტეტში გავრცელდა, არვიცი როგორ მაგრამ გურამის ყურამდეც მიაღწია. ერთ საღამოს სამეცნიერო ნაშრომის წერას იმდენად შევყევი რომ როდის ჩამობნელდა ვერ მივხვდი, ავტობუზე დავაგვიანე და ფეხით მომიწევდა სახლში წასვლა. მაშინ ეს პატარა საქმე არ იყო, ძალიან საშიშიც კი იყო. სახლში ისედაც დაფეთებული მივდიდოდი რომ შევამჩნიე უკან თეთრი ჟიგული მომყვებოდა, უფრო სწორად მე ვიფიქრე რომ მომყვებოდა, პანიკიორი მე. უკვე სირბილზე გადავედი გურამის ხმა რომ გავიგე, არც კი დავფიქრებულვარ ისე გავიქეცი მისკენ და ავეკარი სხელზე.
-ჟრუანტელმა დამიარა
-ნუ მასხარაობ, როგორც კი დავინახე შეკრული წარბებით და შუბლზე პატარა ნაოჭით მივხვდი რომ ეჭვიანობით იყო დაღლილი, მერე მეჩხუბა ირაკლის გამო, როგორც ჩანს ყველა გრძნობის ჩახშობას ახერხებდა მასში მაგრამ ეჭვიანობის ვერა, ფაქტი რომ მე შეიძლება სხვისი მრქმეოდა ნელ-ნელა აგიჟებდა და ბოლოს გაგიჟებული აღმოჩნდა ჩემს წინ. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო იმ დღე მამაშენმა პირველად მითხრა რომ ვუყვარდი, იმ დღეს ამ სახლში პირველად შემოვდგი ფეხი და მას შემდეგ აქედან დიდი ხნით არასდროს არსად წავსულვარ
-მოიცა შენ არ გითქვამს რომ გიყვარდა?
- სახლში რომ გამოვყევი ეგ მაგას არ ნიშნავდა?
-კარგი რა, მამასთვის რამდენჯერ გაქვს ნათქვამი რომ გიყვარს?
-...........
-დედა იმედია ითვლი
-არცერთხელ მითქვამს
-ამდენი წლის მანძილზე არცერთხელ ?
-არა
-დედაჩემო ბრძენი ქალი მეგონე, იცი ხანდახან საჭიროა შენი გრძნობების ხმამაღლა თქმა. არასდროს გიფიქრია რა რეაქცია ექნებოდა მამას ეგ რომ გეთქვა, დამიჯერე მასზე ბედნიერი არავინ იქნებოდა.
-მირა შემეშვი, ისედაც იცის რომ მიყვარს
-მე ვიცი რომ ხვალ გათენდება, მაგრამ ჩემთვის ძვირფასი ადამიანი თუ მეტყვის ამას მაშინ ხვალინდელი დღის გათენება უფრო მეტად მომინდება, შენი დავალებაა მამას უთხრა რომ გიყვარს
-ნუ სულელობ
-არ ვსულელობ, კარგი რა მამამ ამდენი რამე გააკეთა შენთვის შენ კიდევ ამ პატარა ბედნიერებას არ იმეტებ მისთვის
-კარგი ხო ვეტყვი
-კარგი მაშინ ქვევით ჩავიდეთ- ოთახიდან გავდივართ და სამზარეულოში მოფუსფუსე მამა შვილთან შევდივართ
-საჭმელი მალე მზად იქნება-გვამცნობს დათა
-გურამ შეიძლება ვისაუბროთ-იწყებს დედაჩემი
-კი გარეთ გავიდეთ-ამბობს გურამი და გარეტ გადიან მე კი ფანჯრის მინას სახით ვეწებები
-რას აკეთებ?-მეკითხება დათა
-მოდი თორემ ისტორიულ მომენსტს გამოტოვებ- ვეუბნები და ფანჯარასთან მოვათრევ
-ვერ ვხვდები- დათას არაფერს ვუხსნი მხოლოდ მშობლებს ვუყურებ. ტუჩის მოძრაობით ვამჩნევ რომ ნელიმ მართლა უთხრა „მიყვარხარ“. გურამის რეაქცია საოცარი იყო. 50 წლის მამაჩემი იდგა და ხმას ვერ იღებდა, ალბათ ნელის პირველი დანახვის მსგავსად.
-მირა რა ხდება მამას რატომ აქვს ისეთი სახე თითქოს ალქაჯი დაინახა- დათას ნათქვამზე ხმამაღალი სიცილი მიტყდება
-დათა რაღაც სუნი მცემს
-რა სუნი გაგიჟდი
-დათა არ გავგიჟებულვარ დამწვრის სუნი მცემს
-ჯანდაბა საჭმელი-ამბობს და გარბის
-მოკლედ რა არაფრის გაკეთება არ შეგიძლია სასწრაფოდ უნდა მოიყვანო ცირა
-მე ახლაც მოვიყვან თვითონ არ მომყვება
-მოყვანამდე ნელის უთხარი რომ ნაადრევად არ დააქვრივო ის გოგო
-ვეტყვიი
-როდის იქნება ნეტავ ეგ
-მაგაზე ფიქრს მაგიდის გაშლაში დამეხმარე
-მითხარი და უარი გითხარი
-თეფშები დაალაგე
-აბა რაზე საუბრობთ?-შემოდის ნელი
- საჭმლის დაწვის ნატიფ ხელოვნებაზე
-დათა ხორცი დაწვი ?-ერთვება გურამი
-არა მამა კარგად შეწვა- დავცინი მე
-ამოგაცლი ენას- მჩხვლეტს დათა მე კიდევ ძველი დრო მახსენდება და ენას ვუყოფ ამაზე მასაც ეცინება
არსად არასდროს არ იქნები ისე ბედნიერი როგორც სახლში სადაც მშობლები გელოდებიან, სახლში სადაც ყველაფერს ბავშვობის სურნელი აქვს, ვუყურე მათ და ვხვდები რომ ისინი ჩემი ადამიანები არიან. თუ სხვა ცხოვრება არსებობს ვისურვებდი რომ სხვა ცოვრებაშიც მათთან ერთად ვიყო.
რამოდენიე დღით მშობლებთან დარჩენა გადავწყვიტე, ბოლოს და ბოლოდ ყველაფერზე უნდა მეფიქრა და თან დედას უნდა დავლაარაკებოდი დათასა და ცირაზე ეს კი პატარა ამბავი სულაც არ იყო. დღეები გადიოდა მე კი საბას ზარებს არ ვპასუხობდი არც შეტყობინებებს მასზე ჯერ კიდევ გაბრაზებული ვიყავი. დრწმუნებული ვარ ჩემზე ამბებს ისედაც იგებდა ინფორმატორები ყავდა სახლში დედაჩემის და ჩემი ძმის სახით.
ერთკვირიანი იგნორის შედეგ მივხვდი რომ სამსახურში წასვლის დრო იყო ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავბრუნებოდი ყოველდღიურობას, მთელი ცხოვრება მაინც ვერ შევძლებდი ყველაფრის დაიგნორებას არადა დიდი სურვილი კი მაქვს. სახლიდან გამოვედი ავტობუსს ველოდებოდი გაჩერებასთან ჩემს წინ თეთრი მერსედესი რომ გაჩერდა დედას „თეთრი ჟიგული“ გამახსენდა გამეცინა. მანქანიადან იოანე გადმოვიდა და სამსახურამდე გაყვანა შემომთავაზა, უარი არც მითქვამს, გადაჭედილ ავტობუსში ჯდომას და ხალხის საუბრის მოსმენას მანქანის წინა სავარჯერში მშვიდად ყოფნა ვამჯობინე
-გზად ალექსანდრე შემოგვიერთდება პრობლემა ხომ არაა?
-არანაირი იო
-იო?
-არ მითხრა არ მომწონს ეგრე რომ მეძახიო
-როგორც გინდა ისე მომართე -გზად ალექსანდრე შემოგვიერთდა წინა სავარძელში მჯდომი რომ დამიანახა გამომეტყველება შეეცვალა, ამ ბიჭს მართლა ვეზიზღები მგონია. უკანა სავარძელზე მოთავსდა და მთელი გზა წარბშეკრული გვიმზერდა მე და იოანეს, გოგო რომ ყოფილიყო ვიფიქრებდი ეჭვიანობსთქო. იოანემ მანქანა ჩემი კაფის წინ გააჩერა
-მადლობა იო-ვეუბენები და მანქანიდან გადავდივარ
-საღამოს ბარში გელოდებით შენ და ნინოს
-მოვალთ აუცილებლად
-კარგი მაშინ საღამომდე
კაფეში შესული ყველას ვესალმები ვეუბნები რომ საქმე მაქვს და არ მინდა ვინმემ შემაწუხოს, მერე კი ჩემს აბინეტში ვუჩინარდები. რა თქმა უნდა ჩემი სიტყვები ყურად არ უღია საბას რომელიც შესვლისთანავე მიღებს კარს
-საბა ვერ გაიგე რა ვთქვი ?
-გავიგე, მაგრამ არ გავითვალისწინე , უნდა ვისაუბროთ
-ახლა შენთან საუბრის სურვილი არ მაქვს
-როდის გექნება ?
-არვიცი
-მირა მესმის რომ გაბრაზებული ხარ, მაგრამ მთელი ცხოვრება აპირებ ჩემს დაიგნორებას?
-შეიძლება
-ჭკუიდან ნუ გადაგყავარ
-მე არაფერს ვაკეთებ
-მირა ...
-რა მირა... საკმარისი არაა რომ მომატყუეე, ახლა რის თქმას აპირებ? რომელი ახალი ტყუილით უნდა გამომიჭედო თავი? გგონია მოგისმენ, სიმართლის თქმის ღირსადაც არ ჩამთვალე და თურმე ჭკუიდან გადაყავხარ ჩემს იგნორს -ხმას ვუწევ
-მირა არ მომიტყუებიხარ უბრალოდ სიმართლე დროებით დაგიმალე
-ლამაზი სიტყვებით ნუ ფუთავ შენს საქციელს
-მირა შენთან ჩხუბი არ მინდა
-მაშ შეგიძლია გახვიდე ჩემი კაბინეტიდან
-ასე მალე დაგავიწყდი ? ეს ერთი კვირა აღმოჩნდა საკმარისი ჩემს გასაქრობად?
-მე ეს არ მითქვამს
-შენი საქციელი ამბობს, უკვე სამსახურშიც გაცილებს
-საღამოს მასთან ბარშიც მივდივარ
-ამის დედაც-მაგიდაზე არტყამს ხელს და გარეთ გადის, ჯანდაბა ნამდვილად შემიძლია ადამიანის მწყობრიდან გამოყვანა
-მირა რა ხდება?-მეკითხება კაბინეტში შემოსული ნინო რომელსაც უკან ცირა მოსდევს
-ცირა იცოდი არა დათა და საბა რომ მეგობრობდნენ?
-ვიცოდი. მაგრამ მთხოვეს საიდუმლოდ შემენახა, უნებართოდ თქმის უფლება არ მქონდა
-მესმის შენი, შენზე რას იტყვი ნინო, გაოცებას ვერ გატყობ სახეზე
-ვიცოდი, საბას დაბადებისდღეზე სააბაზანოდან რომ გამოვდიიოდი გზად დათა და ცირა დავინახე, მაშინ ჩემი კივილის მიზეზი ეს იყო და არა ობობა, დათამ მთხოვა არაფერი მეთქვა
-ანუ მე ყველაფერს ყველაზე ბოლოს ვიგებ. შეგეძლოთ არც არაფერი გეთქვათ, მარტო მინდა ყოფნა. იქნებ მაცადოთ ცოტახანს გაბრაზება.
არ ვაპირებდი მაგრამ საღამოს ნინოსთან ერთად მანც წავედი ბარში, ცოტა გულის გადაყოლება მინდოდა. ბარში შესულს ალექსანდრეს გამოხედვა არ გამომპარვია, რატომღაც მხოლოდ ჩემი გამოჩენის შემდეგ იცვლის მიმეკებს. ამ ბიჭს უნდა დაველაპარაკო მაგრამ დღეს არა. სასმელი შევუკვეთე დალევა მინდოდა, მაგიდასთან ვარდისფერი ქალბატონი რომ მომიტანეს მაშინვე იოანეს გავხედე
-მადლობა ამიისთვი
-მე არფერ შუაში ვარ
-მაშინ ვინ შეუკვეთა?


******************* '
უკვე დასასრულს ვუახლოვდებით, ყველა ოსტორიას აქვს დასასრული და მალე ამასაც დავასრულებ. მანამდე ახალ თავს გიტოვებთ იმედია ისიამოვნებთ კითხვის პროცესში.
<3 სიყვარულით ევაკო <3



№1 სტუმარი სტუმარი Lika

ასე მალეც არ ველოდი ახალ თავს. მომეწონა. გურამი ნახე რაა ????????მომეწონა მათი ისტორიაც. მწყინს რომ დასასრულს ვუახლოვდებით. მესმის რომ
მირა გაბრაზებულია მაგრამ საბას ნუ მიწვალებთ ???????????? აუუ არ მითხრა რომ ალექსანდრე გეია და იოანეზე ეკეტება ჭკუაა თორემ ვიკივლებ ???????? იოანე სულს გააფრთხობინებს. ველი ახალ თაცს აბა შენ იცი

 


№2  offline წევრი ეველინა

სტუმარი Lika
ასე მალეც არ ველოდი ახალ თავს. მომეწონა. გურამი ნახე რაა ????????მომეწონა მათი ისტორიაც. მწყინს რომ დასასრულს ვუახლოვდებით. მესმის რომ
მირა გაბრაზებულია მაგრამ საბას ნუ მიწვალებთ ???????????? აუუ არ მითხრა რომ ალექსანდრე გეია და იოანეზე ეკეტება ჭკუაა თორემ ვიკივლებ ???????? იოანე სულს გააფრთხობინებს. ველი ახალ თაცს აბა შენ იცი

მიხარია რომ მოგწონს რასაც ვწერ. გადავწყვიტე დიდხანს არ გალოდინოთ ხოლმე. საბას დიდხანს წვალება არ გამოვა ისეთი ტიპია თავს საქვალებლად არ გაიხდის, ალექსანდრეს რაც შეეხება მალე გაირკვევა სიმართლე <3

 


№3 სტუმარი suga and me

რა ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ ხომ არიცი. ჯერ ხო პირველმა თავმა ისე ჩამითრია რა გამაკვირვე. არ მეგონა კოქტეილებს მნიშვნელობები რომ ქონდა, მთელი ცხოვრება მხოლოდ დასათრობად ვიყინებ, მნიშვნელობის ახსნას ვის ვაცდი, მომწონს ისიც რომ მოლოდინს არ ამართლებ, თავიდან ვიპიქრე იოანე იქნებიდა ის პირმშო ვინც მირას გატეხილ გულს გაამთელებდა, მაგრამმ შევცდი, საბუნა გამოჩნდა და აუჩქარა გოგოს გული, ის კი მივხვდი რომ საბა და დათა მეგობრები იყვნენ მაგრამ მომკალი და დათა და ცირას ამბავს ვერასდროს მივხვდებოდი. მომწონს ბლომად რო გაქვს დიალოგები, ეს ტექსტს ინტერესს არ უკარგავს და წაკიტხვაც მარტივდება, ერთი ამოსუნთვით წასაკითხი ხდება. რაც შეეხება პერსონაჟებს, ტავიდან ნინო წინა პლანზე იყო გამოყვანილი და ეს ჩანდა კიდეც მერე უბრალოდ შემოსვლებზე იყო, აი ღამის შოუში რომაა ცნობილ სახესთან სტუმარი რომ შემოყავთ. ცირა, მას რაც შეეხება ვფიქრომ მასზე ცალკე ისტორიის დაწერა შეგიძლია, მაგარი გამოვა, ბავშვიანი ქალის მეორე შანსი და სიყვარული , დრო მოჭიმული ტრადიციები და ვერ განვიტარებული ადამიანთა აზროვნება. ბევრი რომ აღარ გაბაგრძელო. ისტორია კარგია მაგრამ მეტი ემოცია მინდა დამანახო :დდდდ ველი ახალ თავს ევაკო

 


№4  offline წევრი ეველინა

suga and me
რა ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ ხომ არიცი. ჯერ ხო პირველმა თავმა ისე ჩამითრია რა გამაკვირვე. არ მეგონა კოქტეილებს მნიშვნელობები რომ ქონდა, მთელი ცხოვრება მხოლოდ დასათრობად ვიყინებ, მნიშვნელობის ახსნას ვის ვაცდი, მომწონს ისიც რომ მოლოდინს არ ამართლებ, თავიდან ვიპიქრე იოანე იქნებიდა ის პირმშო ვინც მირას გატეხილ გულს გაამთელებდა, მაგრამმ შევცდი, საბუნა გამოჩნდა და აუჩქარა გოგოს გული, ის კი მივხვდი რომ საბა და დათა მეგობრები იყვნენ მაგრამ მომკალი და დათა და ცირას ამბავს ვერასდროს მივხვდებოდი. მომწონს ბლომად რო გაქვს დიალოგები, ეს ტექსტს ინტერესს არ უკარგავს და წაკიტხვაც მარტივდება, ერთი ამოსუნთვით წასაკითხი ხდება. რაც შეეხება პერსონაჟებს, ტავიდან ნინო წინა პლანზე იყო გამოყვანილი და ეს ჩანდა კიდეც მერე უბრალოდ შემოსვლებზე იყო, აი ღამის შოუში რომაა ცნობილ სახესთან სტუმარი რომ შემოყავთ. ცირა, მას რაც შეეხება ვფიქრომ მასზე ცალკე ისტორიის დაწერა შეგიძლია, მაგარი გამოვა, ბავშვიანი ქალის მეორე შანსი და სიყვარული , დრო მოჭიმული ტრადიციები და ვერ განვიტარებული ადამიანთა აზროვნება. ბევრი რომ აღარ გაბაგრძელო. ისტორია კარგია მაგრამ მეტი ემოცია მინდა დამანახო :დდდდ ველი ახალ თავს ევაკო

არ მეგონა ასე საფუძვლიანად ვინმე თუ აკვირდებოდა ჩემს ნაწერს, მიხარიხარ და მიხარია შენი კომენტარის წაკითხვა. ვეცდები ყველაფერი გავიტვალისწინო, იქნება მეტი ემოცია და მოძრაობაც, მადლობა ასეთი შეფასებისთვის, ცირას რაც შეეხება მისი ისტორია ცალკე რომ დავწერო აბათ წელი დამჭირდება, ახალლი თავი მალე იქნება დაელოდე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent