შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარდისფერი ქალბატონი (pink lady 5)


2-04-2024, 01:30
ავტორი ეველინა
ნანახია 914

მიუხედავად იმისა რომ საღამომ შესანიშნავად ჩაიარა და ერთმანეთს ყველაფერი გავუზიარეთ იყო საკითხები, რომელზედაც ცირას თანდასწრებით ვერ ვისაუბრებდით. არა იმიტომ რომ რამის დამალვას ვცდილობ, არამედ იმიტომ რომ მას გული არ ეტკინოს. დათამ ცირა გააცილა და გვიან დაბრუნდა სახლში. ძლიერად მხვევს ხელებს, მის მკლავებში მოქცეული მის სახეს ვერ ვხედავ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ტირის
-მადლობა ყველაფრისათვის, და განსაკუთრებით ამ საღამოსთვის, მიხარია რომ ჩემი და ხარ ეს არ დაგავიწყდეს
-სულელო ბავშვო ასე გაზრდა როდის მოასწარი ?
-ხომ გითხარი უკვე დიდი ბიჭი ვარმეთქი
-დიდი ბიჭი, რომელსაც სისულელეების კეთებაში ბადალი არ ჰყავს
-კიდევ ერთი სისულელე გავაკეთე და იმედი მაქვს როცა გაიგებ არ მომკლავ
-გამიშვი ხელები დავიხრჩე რას მომეწებე, ვერ ვიტან ჩახუტებას
-ახლა ისევ ანაბელი გახდიი
-დათა იმედია იცი რასაც აკეთებ ?
-ვიცი, მაგრამ ნელის რეაქცია მაშინებს
-საბრალო ნელი, პოტენციური რძლების სია აქვს ქალს ჩამოწერილი, გული გაუსკდება
-გეყოს
-ხომ იცოდი ცირას შვილი რომ ყავდა, ისიც იცოდი ნელი რომ გადაირეოდა, მაგრამ მაინც გააგრძელე მასთან ურთიერთობა
-შემიყვარდა გესმის! საავადმყოფოში რომ ვნახე იმდენად მომეწონა რომ მინდოდა უფრო ხშირად მენახა, გაცნობის დღიდანვე ვიცოდი რომ შვილი ყავდა, მაგრამ ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია, მერე რა რომ შვილი ყავს, იცი თაია რა საყვარელი ბავშვია, იცი რომ სიტყვა მამა არასდროს უთქვამს, იცი რომ პირველი ვიყავი ვისაც პირველად დაუძახა მამა, ვერ აღვწერ რა ვიგრძენი, იმ წამს და მერეც მომინდა რომ მართლა მისი ბიოლოგიური მამა ვყოფილიყავი.
-როგორ დამიმალე
-არც შენ მიყვები შენს რომალტიულ ურთიერთობებზე
-მე შენს თანამშრომლებთან ან ძმაკაცებთან მაინც არ ვაბამ ურთიერთობას
-მოვა დრო მაგ სიტყვებს უკან წაიღებ, თანაც ცირა რომ გავიცანი ჯერ კიდევ არ იყო შენი თანამშრომელი
-დრო მიდის ძამიკო, ჩემი სიტყვები არასდროს წამიღია უკან ახლაც ასე იქნება
-ვნახოთ
-რა დარწმუნებით საუბრობ რა ხდება ?
-სრულიად არაფერი მეძინება დავიძინოთ
-დათა სამნიძე ახლავე თუ არ დაფრქვავ ყველაფერს იცოდე ხვალ შენს ნაწილებს ნახავენ გაშლილს გაფანტულს ველადა
-ყვავ-ყორნებში გერევი დაო
-წადი დაიძინე

****************************
-მირა შეგიძლია მოხვიდე-მეძახის ნინო
-მოვდივარ, აბა რა ხდება
-ხვალ საბას დაბადებისდღე რომ იყო იცოდი?
-საიდან უნდა მცოდნოდა
-საბუთებს რომ ავსებდი არ დააკვირდი
-კარგი რა ნინო საიდან უნდა მახსოვდეს რა შევავსე, რამდენი დრო გავიდა
-მართალია
-შენ საიდან გაიგე?
-ცირამ მითხრა, ცირა და საბა დაახლოვდნენ ეს ბოლო ერთი კვირაა ალბათ უთხრა
-არ გამოვრიცხავ, მაგრამ მათი ძალიან დაახლოება არ მაწყობს. ჩემი ძმის ეჭვიანობის ყურებაღა მაკლია
-კარგი რა, დაივიწყე შენი ძმა და რამე მომაფიქრებინე
-მისი სახლის მისამართიც ეცოდინება ცირას, ეგრე თუ დაახლოვდნენ ვკითხოთ მერე კი სახლში დავადგეთ
-საბუთებში იქნება მისამართი მითითებული და ვნახოთ
-მე რატომ არ მომაფიქრდა
-იმიტომ რომ მე შენზე ჭკვიანი ვარ
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო საბას მისამართი მალევე ვიპოვეთ. საკონდიტროში გავიარეთ ტორტი ვიყიდეთ გზად ცირასთან დავრეკეთ
-საღამო მშვიდობისა ცირა როგორ ხარ
-კარგად მაგრამ ხო მშვიდობაა მირა ასე გვიან რატომ მირეკავ
-გცალია რამოდენიმე საათი ჩვენთან ერთად რომ გაატარო
-იცი დათასთან ერთად ვარ მისი მეგობრის დაბადებისდღეზე მივდივართ სურპრიზს უწყობენ ბიჭები
-კარგი მაშინ აბა კარგი გართობა
-მადლობა-მეუბნება და ყურმილს კიდებს
-აუუ ნინოო სანთლები და შუშხუნები სადაა
-ჯანდაბა დამავიწყდა
-სადმე გააჩერეთ და ვიყიდოთ
ყველაფერი ვიყიდეთ ქუდების ჩათვლით გზაში უამრავ რამეზე ვიხუმრეთ, ისიც კი ვიფიქრეთ იქ მისული ვინმე ქალის ერთად რომ დგვხვედროდა და ცოდვაში ჩაგვედგა ფეხი, ნინომ ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილა როგორ გვისვრიდა საბა სახლიდან.
-ნინო სად ვართ-ვეკითხები როცა ქალაქს ვცდებით
-რუკაზე ასე აჩვენებს
-საბა ყოველდღე თუ აქედან დადის ხელფასი უნდა მოვუმატოო
-საბა თუ აქ ცხოვრობს პირიქით სამსახურში რატომ დადის მაინტერესებს
-რას ამბობ?
-სახლებს შეხედეე გოგონი და მერე ისაუბრეე
-მდიდრების დასახლებაა?
-მგონი ეს სახლია
-მგონი გეშლება, ადამიანი ასეთ სახლში ცხოვრობდეს და 800 ლარიანი ხელფასის გამო მუშაობდეს არალოგიკურია არ მესმის
-ეს საბას მოტოციკლი არაა-სახლის ჭიშკართან მისული მართლაც ვამჩნევ საბას მოტოციკლს, მართლა მისია, ჩაფხუტზე ის სტიკერებიც ვნახე რომელიც მე დავაკარი
- კარგი შევიდეთ
-სახლიდან ხმაური გამოდის როგორც ჩანს სტუმრები ყავს
-ხომ არ დავბრუნდეთ უკან
-კარგი რა მირა აქამდე მოვედით-ამბობს ნინო და ზარს რეკავს ამასობაში
სანთლები და შუშხუნები ავანთეთ კარს თვით იუბილარი გვიღებს
-თქვენ აქ რას აკეთებთ-გაოცებისაგან თვალები უფართოვდება
-რა ლამაზი ღამეა რა ნათელი მთვარეა იმიტომ რომ დღეს საბას დაბადების დღეა - ვმღერით და სიცილს ძლივს ვიკავებთ,
-რას უყურებ ჩააქრე სანთლები-ეუბნება ნინო
-მირა ნინო შემოდით-რატომღაც ხმამაღალი ხმით გვეუბნება საბა. სახლში შესულებს იქაურობა სავსე გვხვდება მე და ნინო უხერხულად ვესალმებით ყველას ამას არ მოველოდიი
-ერთი ტორტი გქონია უკვე და მეორე ტორტს რა ვუქნათ-ამბობს ნინო და ტორტზე არსებულ კრემს ხელში ინაწილებს’
-ნინო არ გაბედო-ამბობს საბა და უკან იხევს
-ჩემს ხელებს ვერსად დაემალები-ამბობს ნინო და ელვის სისწრაფით მასთან ჩნდება მერე კი იწყებს სახეზე კრემის შეზელის ნატიფ ხელოვნებას, თავს ვერ ვიკავებ და გულიანად მეცინება, არ გამომპარვია საბას დაჟინებული მზერა.
-საოცრად გამოიყურები-ვეუბნები და სიცილს ვაგრძელებ
-მოდი უნდა ჩაგეხუტო
-არ მომეკარო- ვამბობ და ნინოს ზურგს უკან ვიკავებ ადგილს
-ისევ სხვის ზურგს ეფარები თავის დასაცავად
-საბა სააბაზანო საითაა-ეკითხება და ხელებს აჩვენებს დემონსტრაციულად
-პირდაპირ და მერე მარჯვნივ-ნინო სააბაზაბოში მიდის მე კი მაგიდასთან ვუერთდები ხალხს საბას დაჟინებული თხოვნის შემდეგ
ცოტა ხნის შემდეგ ნინოს კივილის ხმა მესმის და მაშინვე ადგილს ვწყდები. ნინო მალევე ჩნდება სახეზე ფერდაკარგული
-ნინო რა მოხდა
-მირა ობობა დავინახე თან ორიი ძალიან დიდები იყვნენ
-კარგი რა ნინო შემაშინე
-მეც შემეშინდა
ამის შემდეგ დიდხანს არ გავჩერებულვართ საბას ვემშვიდობებით და სახლში მივდივართ, ნინო მთელი გზა ჩუმად იყო ჩაფიქრებული, დავიჯერო ასე შეეშინდა ობობის, არასდროს უთქვამს რომ რამის ეშინოდა, ეგ კი არა კალიებს ხელით ვიჭერდი სოფელშიო ესეც აქვს მოყოლილი, სოფელში გაზრდილ გოგოს ობობების შეეშინდა, მეღიმება,
*********************************
-ნინო შიეიძლება ვისაუბროთ-ვეკითხები სამსახურში ახლახანს მოსულს
-რა ხდება?
-ჩემს კაბინეტში ვისაუბროთ, შემოდი დაჯექი
-რაზე უნდა ვისაუბროთ
-საბას მოტოციკლი დასახელება არ მახსოვს
-BMW G310GS
-ხო ეგ დაახლოებით ოციათასი მაიც ღირს ხომ ასეა
- კი
-სახლი სადაც ცხოვრობს, აშკარად მდიდრულია,
-ეგეც მართალია
-ყოველდღე ბრენდული ტანისამოსით დადის
-მირა რის თქმას ცდილობ
-საბა აქ რატომ მუშაობს,
-რა მნიშვნელობა აქვს, კარგი რა მირა ცუდია ადამიანი თუ მუშაობს იმისდა მიუხედავად რომ ფული აქვს ?
-ცუდი არაა, იმას ვიძახი რომ მისნაირი ბიჭი სხვა უკეთეს სამსახურში უნდა მუშაობდეს უკეთესი ხელფასით
-ჩემნაირი ბიჭი? მაინც როგორი ქალბატონო მირა-მესმის საბას ბრაზნარევი ხმა და კარებისკენ ვიხედები, მისი გამომეტყველაბიდან ვხვდები რომ ყველაფერი მოისმინა
-საბა აქ რა საკეთებ? დღეს ხომ დასვენების დღე გაქვს
-რაღაც საქმე მქონდა აქვე ვიყავი და გამოვიარე,
-მირახია შენი დანახვა-ვპასუხობ შეცბუნებული
-კითხვაზე პასუხი არ გაგიცია-ჩემსკენ ტრიალდება საბა
-რა კითხვაზე?
-ჩემნაირი? მაინც როგორი ბიჭ ვარ
-მე დაგტოვებთ-თავი დაიძვრინა ნინომ, მეგობარი გასაჭირში იცნობაო
-საბა ყველაფერი მოისმინე არა?
-საინტერესოა მაინცდამაინც ფული უნდა მჭირდებოდეს რომ ვიმუშაო? დახეული ტანისამოსი უნდა მეცვას რომ თქვენში რაიმე ეჭვი არ აღვძრა?
-საბა არასწორად გაიგე
-რა მნიშვნელობა აქვს შენთვის რა მაცვია, მთავარი ხომ ის უნდა იყოს საქმეს ვაკეთებ თუ არა, ან სწორად ვაკეთებ თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს ფული თავზე საყრელად მაქვს თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს რამდენ ათასიანი მოტოციკლით დავდივარ
-საბა ლოგიკურია რომ დამაინტერესა, ამაში ცუდი რა არის
-ის რომ ზღვარს სცებით, როგორც ჩანს აქ მომუშავე ადამიანის კრიტერიუმებს ვერ ვაკმაყოფილებ და ჯობია წავიდე
-საბა იმედია ხუმრობ
-როგორც ჩანს შენში შევცდი, იმედია ჩემს შემცვლელს მალე იპოვით
-შეუცვლელი არავინაა
-ისევ გაინტერესებს აქ რატომ ვმუშაობდი
-მაინტერესებს
-დავაკმაყოფილებ შენს ცნობისმოყვარეობას-ამბობს და ჩემსკენ მოდის, ჩვენს შორის მანძილს ნელ ნელ ამცირებს და ვგრძნობ როგორ გამელებით იწყებს გული ცემას
-საბა რასაკეთებ ?
-პასუხი ხომ გაინტერესებდა-ჩვენს შორის მანძილი მთლიანად დაფარა
-საბა ძალიან ახლოს ხარ-მიუხედავად მისი სიახლოვისა რატომ არ ვცდილომ მის მოშორებას ნუთუ მისი სიახლოვე მომწონს
-იცი აქ შენს გამო ვმუშაობდი-ამბობბს და გააზრებას ვერც კი ვასწრებ ისე მკოცნის, გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა მგონი, სისულელეა რომ ამბობენ ადამაანები კოცნის დროს თვალებს ხუჭავენო. მაოცებს ფაქტი რომ მისი კოცნა მომწონს და სულაც არ ვცდილობ თავის დაღწევას.
-საბა მე...
-არაფრის თქმა არაა საჭირო, ყველაფერი გასაგებია-ამბობს საბა და მიდი
მე კი გაუნძრევლად ვდგავარ ერთ ადგილას თითქოს მიყინული ვიყავი, გოონებას ჯერ კიდევ არ ქონდა გადახარშული რაც მოხდა, იმდენად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი რომ მგონი აზროვნების უნარი დავკარგე. აზროვნების უნართან ერთად კი თანამშრომელიც. რმოდენიმე წუთის შემდეგ გონს მოვდივარ და გარეთ გავდიარ მაგრამ სულ ტყუილად საბა უკვე წასული მხვდება
-მირა რა სახე გაქვა-ნინო
-საბა წავიდა
-ვიცით დავინახეთ
-სამსახურიდან წავიდა
-გაგიჟდა
-კი და მეც გამაგიჟა
-რას გულისხმობ
-საღამოს დასალევად წავიდეთ
-კარგი
საღამომდე დრო ოგორ გავიდა ვერ გეტყვიტ, მთელი დღე საბა ტრიალებდა ჩემს გონებაში, მემილიონედ გამიელვა გონებაში კოცნის სცენამ, გონებიდან ვერ ვიგდებ.
საღამოს სად წავიდოდით თუ არ იოანეს ბარში,
-გისმენთ მშვენიერო ქალბატონებო რას ინებეთ-გამოგვეცხადა იოანე
-თვით მეპატრონე რომ გემსახურება სხვა ხიბლი აქვს ყველაფერს-დასცინის ნინო
-აბსენტი მინდა
- რამ გაგაგიჟა-იოანე
-გამიკეთებ?
-კი მაგრამ...
-შეეშვი იცის რასაც აკეთებს-ნინო
დღეს ალექსანრე არ მოგვსალმებია ეს ახალგაზრდობა გადამრევს, შორს იდგა კუთხეში და თვალს არ მაშორებდა, ასე მგონია ამ ბიჭს ვეზიზღები. აბსენტს ვსვამ მერე კი არაყის ბოთლის ერტად კუთხეში მაგიდისკენ ვინაცვლებ.
-მირა მეტი აღარ გინდა ცუდად გახდები -ბოთლის წართმევას ცდილობს ნინო
-კარგად არც ახლა ვარ დამაცადე
-მირა სახლში წავიდეთ
-არ მინდა სახლში
-ყველა წავიდა სადაცაა ბარი დაიკეტება
-იოანეს უთხარი არ დაკეტოს ცოტა ხანი
-მეზიზღება შენი სიმთვრალე
-მეც მიყვარხარ
-რა სჭირს-კითხულობს იოანე
-არც მე ვიცი-ამბობს ნინო და ტელეფონზე რეკავს მაგრამ ვისთან რეკავს და რას ეუბნება არ ვიცი რადგან ვითიშები, გონს მაშინ მოვდინარ როდესაც ვიღაცის შეხებას ვგრძნობ, ცდილობს ხელში ამიყვანოს, თვალებს ძლივს ვახელ და საბას ვხედავ
-არ მინდა დამსვი ძირს-ვლუღლუღებ მის მკავებში მოქცეული ჯერ კიდევ მთვრალი
-ამდენი არუნდა დაგელია
- შენ კიდევ არ უნდა გეკოცნა
-ვერ ივიწყებ არა
-სამსახურიდან არ წახვიდე
-ახმა ამაზე საუბრის დრო არაა
-საბა მართლა ძალიან ვწუხვარ ცუდი განზრახვა არ მქონიაა
-მირა მთვრალი ხარ სხვა დროს ვისაუბროთ
-იცოდე სამსახურიდან თუ წახვალ სახლში მოგივარდები არეულობას მოგიწყობ
-დარწმუნებული ვარ მოახერხებ, ჩემს ცხოვრებაში უკვე შემოიტანე არეულობა
-მესიზმრები არა
-სიზმრებშიც მხედავ
-ნწ დღეს პირველად მესიზმრები
-ვაპირებ ამის მერე ხშირად დაგესიზმრო
-საბა სად მიგყავარ
-ზღვაში უნდა გადაგაგდო
- ცურვა არ ვიცი, ეგ არ ქნა რა, მართლა მოვკვდები
-არ მოკვდები გამოფხიზლდები
-არ მინდა გამოფხიზლება მერე თავი მტიკვდება და ცუდად ვარ
-სახლში მიმყავხარ, დაიძინე-ამბობს და მანქანაში მსვამს
-უკვე მძინავს ეს ხომ სიზმარია სულელო
-კაი მე ვარ სულელი-ამბობს და სიცილს ძლივს იკავებს.
-საბა მგონი მომწონხარ
-რა თქვი?
-მგონი მომწონხარმეთქი, არუნდა მომწონდე ბავშვი ხარ მაგრამ შენს სიახლოვეს გული სხვანაირად მიცემს
-24 წლის ვარ უკვე, ბავშვს რა უფლებით მეძახი
-ჩემი ნათქვამიდან მარტო ეგ გაიგე?
-მგონი ხშირად უნდა დაგალევინო-ამბობს და შუბლზე მკოცნის
-შუბლზე ნელი მკოცნიდა ძილის წინ- ვეუბნები და მის ტუჩებს ვეტანები -ეს უკვე სხვა დონეა. თვითონაც მყვება კოცნაში ჩემს კაბინეთში კედელთან მიმწყვდეულმა ვერაფრი ვიგრძენი გაოცების გარდა ახლა ყველაფერს ერთად ვგრძნობ, მთელს სხეულში ჟრუანტელს, მუცელში პეპლებს
-ძილინებისა
__________________

ახალი თავიც მზადაა. ვიცი ვაგვიანებ, ყველაფერი ჩემი გრაფიკის ბრალია. იმედია მოგეწონებათ ახალი თავი, მოუთმენლად ველი თქვენს შეფასებებს
<3 სიყვარულით ევაკო <3



№1 სტუმარი სტუმარი Lika

ახლახანს გავიღვიძე და ძალიან გამიხარდა ახალი თავი რომ დამხვდა. წავალ წავიკითხაბ

 


№2 სტუმარი სტუმარი ანნა

აუუუუუუუ არგავგიჟდეეეეეე, შემდეგი როდის იქნებაააააა????

 


№3  offline წევრი ქეთუშკა

შემდეგი როდის იქნებააააა?

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ნეტავ ეს რა იყო ძალიან მაინტერესებს შოკზე ვარ...როდის იქნება ახალი თავი

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან კარგია. ყოჩაღი გოგო ხარ. ველი შემდეგ თავს ❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ანნა

უდაოდ ძალიამ მაგარია, უბრალოდ ერთი მინუსი აქვს ძალიან პატარა თავებია არ მყოფნის ????

 


№7  offline წევრი ეველინა

სტუმარი Lika
ახლახანს გავიღვიძე და ძალიან გამიხარდა ახალი თავი რომ დამხვდა. წავალ წავიკითხაბ

იმედი მაქვს მოგეწონა რაც დავწერე <3 <3

სტუმარი ანნა
აუუუუუუუ არგავგიჟდეეეეეე, შემდეგი როდის იქნებაააააა????

თუ ხელი არაფერმა არ შემიშალა ზეგისთვის დავდებ <3 <3

ქეთუშკა
შემდეგი როდის იქნებააააა?

ზეგ იქნება ვიმედივნებ'' <3 <3

სტუმარი ნესტანი
ნეტავ ეს რა იყო ძალიან მაინტერესებს შოკზე ვარ...როდის იქნება ახალი თავი

ვეცადე კარგი გამოსულიყო მიხარია რომ მოგეწონათ <3 ახალი თავი ალბათ ზეგ იქნება

სტუმარი ნინო
ძალიან კარგია. ყოჩაღი გოგო ხარ. ველი შემდეგ თავს ❤️❤️

მადლობა მახარებს თქვენი ასეთი შეფასებები და წერის სტიმულს მაძლევს <3

სტუმარი ანნა
უდაოდ ძალიამ მაგარია, უბრალოდ ერთი მინუსი აქვს ძალიან პატარა თავებია არ მყოფნის ????

მადლობა ჩემო კარგო <3 <3 შევეცდები თავების მოცულობა გავზარდო <3

 


№8 სტუმარი სტუმარი ანნა

როდის იქნება ახალი თავიიი ???

 


№9 სტუმარი სტუმარი ლევანი

მომეწონა გოგონი ეს რა იყოო. ველი ახალ თავს სულმოუთქმელად.

 


№10  offline წევრი ეველინა

სტუმარი ლევანი
მომეწონა გოგონი ეს რა იყოო. ველი ახალ თავს სულმოუთქმელად.

აუუ სიტყვები არ მყოფნის მართლა არ მეგონა თუ ასე მოგეწონებოდათ, ვერ წარმოიდგენ რამხელა მმოტივაციაა თქვენი კომენტარები ჩემთვის <3 <3

სტუმარი ანნა
როდის იქნება ახალი თავიიი ???

ხვალ იქნება აუცილებლად <3 <3 მეტხანს აღარ გალოდინებთ <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent