შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარდისფერი ქალბატონი (pink lady 2)


28-02-2024, 14:48
ავტორი ეველინა
ნანახია 849

--ალექსანდრე იცი ვარდისფერი ქალბატონი რას ნიშნავს?
-ვერ მივხვდი
-მოდი განგანათლებ, ყველა კოქტეილს რაღაც მნიშვნელობა აქვს მაგალითად მარტინი ნიშნავს „მეტი საუბარი მინდა“ ზოგს ერთი ღამის, ცეცხლოვანი ღამის ან სიყვარულის მოლოდინში ეს მნიშვნელობები აქვს. კარგად ვერ ვერკვევი. ასევე ვარდისფერი ქალბატონი ამ კოქტეისაც აქვს მნიშვნელობა და ის ნიშნავს
-„მე შენ მომწონხარ“-ცდება ფრაზა ჩემსა და იოანეს ბაგეებს
-თქვენ ერთმანეთი როდიდან მოგწონთ?-კითხულობს ალექსანდრე, სურვილი მიჩნდება ვუთავაზო
-ღმერთმა დამიფაროს, ხე სადაა სამჯერ უნდა დავაკაკუნო, მეორედ ეგეთი რამ არ თქვა საშინელი მოსასმენია-ვამბობ და სახეს ვმანჭავ
-ჩემო სულელო შეგირდო მე შენ მომწონხარ კო..
-ბატონო იოანე მაშინებთ-ამბობს აექსაანდრე და ისეთ სახეს იღებს მეცინებაა ვხვდები რომ ყველაფერი გაოგო და უბრალოდ მასხარაობს
-იქნებ დამასრულებინო წინადადება-ბრაზი ეპარება ხმაში
-სანამ დაასრულებთ გეტყვით რომ მე გოგოები მომწონს
-ალექსანდრე გამასწარი აქედან თორემ შეძლება საავადმყოფოში აღმოჩნდე
-პოტენციური მოძალადის ერთად რატომ ვსვამ ნეტა
-მირა შენი ტელეფონი რეკავს-ტელეფონს ვიღებ ვინ იქნება თუ არა ვახო, გარეთ გვდივარ
-გისმენ
-მინდა ვისაუბროთ
-მე არ მინდა საუბარი შენთან ყველაფერი გავარკვიე
-ახსნის საშუალებას არ მაძლევ ისე უჯერებ ვიღაც კახპას?
-ეგ კახპა, როგორც შენ უწოდებ შენი შვილის დედაა
-მერამდენედ უნდა გითხრა რომ ის ბავშვი ჩემი არაა
-მა ზღაპარს წამიკითხავ-მესმის პატარა ბავშვის ხმა
-არარაობა ხარ- ყურმილს ვკიდებ
როგორ შეუძლია ადამიანსასეთ გულისამრევი იყოს? არვიცი. იმის ნაცვლად რომ პატიება ითხოვოს მიმტკიცებს რომ ბავშვი მისი არაა. რა ამაზრზენია იძახდე ბავშვი ჩემი არაა და მეორე წამს სახლში გყავდეს და მამას გეძახდეს, როგორ შეიძლება საკუთარი შვილი უარყო, არ მესმის. ნინოს ვწერ რომ სახლში მივდივარ და იქაურობას ვშორდბი. სახლში მისული მაშინვე ვიძინებ.
დღე სასიამოვნოდ დაიწყო. თვალები რომ გავახილე და ვიგრძენი სახეზე მზის სხივების სითბო ძალიან გამიხარდა. უამინდობების შემდეგ მზე ნამდვილად სჭირდბდა ქალაქსაც და მეც. შხაპი მივიღე მოვემზადე და სამსახურში წავედი. იქ მისულს ნინო უკვე განადგურებულ მხვდება
-რა სახე გაქვს ნიკას ეჩხუბე?
- 10 ადამიანი გელოდება
-რატომ-შევიცხადე მე
-ვაკანსია რომ გამოაცხადე როგორც ჩანს ბევრმა ნახა
-ამ დილა ადრიან ყავაც კი არ დამილევია
-არაუშავს, საუბრის დროს გამოფხიზლდები
-სივი რომ გამოეგზავნათ არა? ვინც მომეწონებოდა მერე დავიბარებდი გასაუბრებაზე
-მეილიც სავსეა არ ინერვიულოო
-ნინოო მე მიკეთებ მაგას
-დიახაც
-გულს მტკენ
-თავს ნუ ისაწ....ბ არ მოქმედებს
-კარგი შევალ და შემოუშვი ვინმეე- ვამბობ და კაბინეტში შევდივარ, სავარძელში ვჯდები და უფროსის როლს ვირგებ. კარებზე კაკუნის ხმა მესმის- შემოდით
-გამარჯობა მე გიორგი ჯაში ვარ
-დაჯექი გიორგი, კომფორტულად მოეწყვე
-მადლობა
-რამდენი წლის ხარ გიორგი ?
-19
-სწავლობ ?
-კი
-ნახევარ განაკვეთზე გინდა ალბათ სამსახური
-სწორად მიმიხვდით
-სამწუხაროდ ნახევარ განაკვეთზე თანამშრომლებს არ ვეძებთ
-კარგი მაშინ დაგემშვიდობებით
-წარმატებული დღე, თუ არ შეწუხდებით შემდეგს უთხარით შემოვიდეს

-შეიძლება?
-შემოდი, დაჯექი. შენი სახელი
-ცირა
-რამდენი წლის ხარ ცირა ?
-22
- ნახევარ განკვეთზე ხომ არ ეძებ სამსახურს ?
-არა
-რაიმე გამოცდილება გაქვს?
-არა
-რომელიმე ენას თუ ეუფლები?
-ინგლისურს
-კარგი რაც შეეხება სამსახურს, კაფე დილი ათიდან საღამოს ექვსადე მუშაობს ზაფხულიდან რა თქმა უნდა სამუშაო საათები გაიზრდება, კვირაში ორი დღე დასვენება,
-ხელფასი?
-800 ლარია
-კარგი თანახმა ვარ
-კარგი ხვალიდან შეგიძლიათ საქმეს შეუდგეთ
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ორი ახალი თანამშრომელი ავიყვანე ცირა და საბა . ოროვე საკმაოდ პასუხსმგებლიანი და ენერგიული მეჩვენა. იმედია ჩემს იმედებს გაამართლებენ. აღარ მინდა კიდევ ამდენ ადამიანთან გასაუბრება. დამღლელია მეტისმეტად, თანაც უარის თქმაც მეუხერხულება, რომ შემეძლოს ყველას ავიყვანდი სამსახურში, მაგრამ ასე რომ მოვიქცე სამწუხარდ გავკოტრდები და ლოგიკურია ისინიც სამსახურის გარეშე დარჩებიან.
საბა საკმაოდ კარგი ბიჭი აღმოჩნდა, საოცრად მოტივირებული, როგორც გავიგე დიზანერობას აპირებდა, ჩვენი კაფის დიზაინზე რაღაც რჩევებიც კი მივიღე და ძალიან მომეწონა, ცხოვრებაში ბევრ რამეს მიაღწევს, ეს ბავშვი შორს წავა, ის ფაქტიც უნდა აღვნიშნო რომ ჩემს კაფეში გოგონათა რიცხვი გაიზარდა, იმ გოგონათა რიცხვი რომელიც მის სანახავად და ფოტოების გადასაღებად მოდიან, დარწმუნებული ვარ რამე გვერდიც აქვთ უკვე სოციალურ ქსელში.
რაც შეეხება ცირას, ცოტა მორცხვია, ვამჩნევ რომ ძალიან გულჩათხრობილია, საქმეს იდეალურად აკეთებს მაგრამ საუბრით თითქმის არავის ესაუბრება, იშვიათად იღიმის, მისი სიცილი არც კი მნახავს,საინტერესოა. ვფიქრომ ყველაფერთან შესაგუებლად დრო სჭირდება, მარტივი არაა უცნობ გარემოს და უცხო ადამიანებს შეეჩვიო და ენდო მითუმეტეს გული გადაუშალო.
იგივეს ვერ ვიტყოდი ნინოზე, რომელიც პირველივე დღიდან შემომიჩნდა, იმდენად შემაყვარა ამ ერთი ციდა გოგომ თავი რომ მისგარეშე რა უნდა ვქნა არ ვიცი, ნიკას არ მივცემ მისი წართმევის უფლებას ძალიან ეგოისტი ვარ. ერთი ციდა იყო მაგრამ ენა ჰქონდა მტრისას, უამრაცი საყვედური შემოდიოდა მის სახელზე, მაგრამ ისე მიხსნიდა ყველაფერს შეუძლებელი იყო რამე გეთქვა, ბევრი არ მაკლდა ბოდიში მომეხადა კაბინეტში რომ დაგიბარეთქო. ნიკასაც ეჩხუბა იმ იდიოტს კი მაშინვე ჩაუვარდა გულში.
საოცარი კადრები მყავს და საოცარი უფროსი ვარ. აქ აბლოდისმენტები მჭირდება.
-საბა რას აკეთებ?
-ლაივში ვარ ჩემს ფოლოვერებს ამ კაფის შესახებ ვუყვები,
-გვაპიარებს-ერთვება ნინო და იცინის
-სულ კარგ რაღაცეებს ვიძახი
-მე გავაფრთხილე -ერთვება ნინო რაზეც ყველას გვეცინება
-გაიცანით ჩვენი მშვენიერი უფროსი-საბა ჩემსკენ ატრიალებს კამერას-ქალბატონი მირა, რომ იცოდეთ მისი კაფის კარი ყოველთვის ღიაა თქვენთვის ისე როგორც გულის-ამბობს და ნინოსგან ხვდება კიდეც
-სამაგიეროდ ნინო დეიდას გულის კარი დახურულია თანაც მწარე ხელი აქვს-აგრძელებს საბა და ვხვდები რომ ეს ბავშვი მომწონს.
-ვგონებ ვიღაცას მეორედაც მოხვდება
-ხელთან ერთად ენაც მწარე აქვს
-ნინოო მის ფოლოვერევს სძულხარ უკვე- ვეუბნები და ვიცინი
-სამაგიოროდ ჩემს ფოლოვერებს თქვენ მოსწონხართ უფროსო
-საბა ჩვენ რაზე შევთანხმდით
-კარგი მირა
-ასე უკეთესია
-მეგობრებო მირა ვერიტანს უფროსს რომ ვეძახი.
- მორჩი მაიმუნობას და საქმეს მიხედე, ცირას დაეხმარე
-ახლა დაგემშვიდობებით არ დაგავიწყდეთ კაფეში გვეწვიოთ სადაც ძალიან ბევრი გემრიელობების დაგემოვნებას შეძლებთ.
-მირა მასხარა თუ აგყავდა სამსახურში ვერ მითხარი? -არ ცხრება ნინო
-ნინო დეიდა ვიცი რომ ძალიან გიყვარვართ და ეგრე სიყვარულს გამოხატავთ
-ესეც უთხარი?
-მე არა ამწამს შენ უთხარი
-ცირა რას აკეთებ, რამის თქმა გინდა?
-მირა დედაჩემს სასწრაფო საქმე გამოუჩნდა უნდა გავიდეს და შეიძლება რომ ბავშვი აქ დატოვოს?
-მოიცა ბავშვი გყავს
-კი სამი წლის
-შეიძლება რათქმაუნდა, მოიყვანოს
-ძალიან დიდი მადლობა
პატარა თაია სულაც არ გავს დედას როგორც აღმოჩნდა დედამისისგან განსხვავებით ენაჭარტალაა და ყველაფერი მოსწონს რაც იჭმევა, განსაკუთრებით ტკბილეული. სწორ ადგილასაა მოსული. ადამიანებსაც მარტივად ეჩვევა და სულარაა მორცხვი. ისე მარტივად მოკალათდა ჩემს კალთაში თითქოს მთელი ცხოვრება მიცნოდეს.
ბავშვები ღვთისგან მოვლენილი ანგელოზები არიან ნათელი თვალებითა და უმანკო სულით. მათზე უარი როგორ უნდა თქვა, როგორ უნდა გაიმეტო მარტოობისთვის, მხოლოდ მათ შეუძლიათ ბავშვობაში დაგვაბრუნონ. ვახოს არ მესმის, მისი შვილიც სამი წლის უნდა იყოს როგორ უარყოფს მას.
პატარა თაიასთან ტიტინით გართულმა ვერც კი შევამჩნიე დრო როგორ გავიდა
-ძალაინ საყვარელი შვილი გყავს- მესმის იოანეს ხმა და მისკენ ვიხედები
-ნამდვილად, რას მივაწერო თქვენი აქ ვიზიტი?
-ლაივი ვნახე და მომინდა საოცარი უფროსის ნახვა
-უკაცრავად
-ჩემს ენამწარე ბიძაშვილს მოვაკითხე
-მირა წავიყვან თაიას, მადლობა რომ აქ დატოვების უფლება მომეცი-მეუბნება ცირა და ბავშვს მართმევს
-მადლობა არაა საჭირო, შეგიძლია ნებისმიერ დროს მოიყვანო ,თან ჩვენ უკვე დაქალები ვართ-თაიასკენ ვანიშნებ და ვიღიმი. ცირა წავიდა და ბავშვიც წაიყვანაა
-იოოოო როდის მოხვედი-შემოდის ნინოო
-სახელს ნუ მიწელავ, ახლახან მოვედი
-ნინო დღეს შეგიძლია ადრე წახვიდე
-რატომ რა ხდება?
-ერთი სულიერი აურას მიბინძურებს, როგორც თქვა შენს წასაყვანად მოვიდა
-ეს ყოველთვის ასეთ ხასიათზეა როგორ უძლებ?
-ყოველთვის არა შენ რომ გხედავს სწერვა მირა ერთვება.
-მგონი მართალი ხარ
-აღარ მიდიხართ?
-ნწ ჯერ არა რაღაც საქმე მაქვს
-მაშინ კაფე შენ დაკეტე
-მირა სახლამდე გაგიყვან-მეუბნება საბა
-არა არ შეწუხდე
-მოტოთი ვარ
-მოვდივარ-არასდროს ვმჯდარვარ მოტოციკლზე და ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას არ ვაპირებდიი, საბას გარეთ მივყვები აქამდე არ შემიმჩნევია ასეთი ძვირადღირებული მოტოციკლით რომ ჰყავდა
-ჩაფხუტი გამომართვი
-დარწმუნებული ხარ რომ 800 ლარიანი ხელფასი საკმარისია შენთვის
-სრულებით
-მემგონი 800 ლარის მარტო საწვავს ასხამ
-მთლად მაგდენსაც არა
-მდიდარი მამიკოს შვილი ხარ რომელიც მშობლებს გაუბრაზდა და სახლიდან წამოვიდა
-შეიძლება, დაჯექი და კარგად მომეჭიდე
-მუცელზეც ხომ არ შემოგხვიო ხელები.
-შენთვის იქნება კარგიი
-კარგიი
მოტოცილზე ვჯდები და საბას ვხვევ ხელს. ბაიკს როგორც თვითონ უწოდებს ადგილიდან წყვეტს, საოცარი შეგრძნება შიში და ადრენალინი ერთიანად გიპყრობს, საბას უფრო ძლიერად ვეჭიდები ისიც არ აყოვნებს
-მირა თუ გეშინია შევანელებ
-არა მომწონს
-თან იმდენად მოგწონს რომ ვერც კი შეამჩნიე შენს სახლს რომ გავცდით
-მართლაც,
-როცა მოგბეზრდება მითხარი და სახლში დაგაბრუნებ
-მემგონი ეს არასდროს მომბეზრდება-სიცილით ვამბობ, იმდენად ვთამამდები რომ ხელებს ჰაერში ვწევ ძალიან მინდაა ვიყვირო მაგრამ თავს ვიკავბ
-პატარა ბავშვივით ხართ ახალ სათამაშოს რომ უყიდიან და უხარია
-მადლობა ამ შეგრძნებისთვის დაღლილობა მომეხსნა დღის იდეალური დასასრული იყოო-
საბა სახლთან მტოვებს რაც რა თქმა უნდა არ გამორჩენია ჩემი უბნის უხუცესთა საბჭოს, ალბათ როგორ უხარიათ საჭორაო თემა მიეცათ, ხვალ უბანში ძალიან პოპულარული ვიქნები.
ხვალ ვისვენებ ამიტომ გადავწყვიტე სახლში ჩემებთან წავსულიყავიი
-მამა უძღები შვილი დაბრუნდა-კარებთნ მეგებება ჩემი ძმა
-შეგიძლია ჯერ ჩამეხუტო, პატარა ხისთავიანო მომენატრე-ვეუბნები და ძალით ვხვევ ხელებს
-პატარა არ ვარ 23 წლის ვარ და მითუმეტეს არც ხისთავიანი, ხითავიანებს დიპლომს არ აძლევენ
-ნუ მეტლიკინებიი, სადარიან
- სავახშმოდ შევიკრიბეთ შემოგვიერთდი
-დათა როდიდან ვახშმობთ სახლში?
-საძმოს არეცალა დღეს
-დედა მამა როგორ ხართ
-კარგად შვილოო
-ეს ბავშვი თქვენი გაფუჭებულია, ჯერ ამერიკაში რომ გაგზავნეთ სასწავლებად, მერეც სამითვეა რაც დაბრუდა და ბაიკიც აჩუქეთ, ახლა საძმოც ყავს სად შეგვძლია
-ნუ გშურს ძვირფასო დაო
-სულაც არ მშურს, იმედი მაქვს სადმე არ აილეწები მაგ მოტოთი და საავადმყოფოში არ მოგვიწევს სირბილი
-სასმელით მოწამლვის გამო ხომ გვარბენინებ
-ჩემი ბრალი არა სუსტი ორგანიზმი რომ მაქვს
-ალბათ გინდოდა გეთქვა ღორივით რომ ვსვამ და გაჩერებას ვერ ვხვდებიოო
-საკმარისია კინკლაობა, რას შვრები როგორ მიდის კაფის საქმეები -მეკითხება მამაჩემი
-კარგად, მომხმარებელთა რიცხვმა იმატა ორი ახალი თანამშრომელი ავიყვანეთ
-კარგია ზაფხულში უფრო მეტი კადრის აყვანა მოგიწევს
-მორჩით საქმეზე საუბარს და მიირთვით სანამ ყველაფერი გაცივდა-გვაჩუმებს ყველას დედაჩემი
-აშკარაა სახლში ძალაუფლება ვის ხელშიცაა- იცინის დათა
-დათა გასაგებია ჯერ პატარა მისთვს დაოჯახება ადრეა და შენ არაპირებ ოჯახის შექმნას შვილიშვილები მინდა-აი რატომ არ მოვდიდიოდი სახლში
-დედა გეყოს ყველა ვახშამზე ჩემი გათხოვების გეგმის შედგენა, დათა რატომაა პატარა წეღან თვითონ თქვა 23 წლის დიდი ბიჭი ვაროო
-თემას ნუ ცვლიი
-როგორც კი იგებენ რომ დედაჩემი ნელი სამნიძეა ყველა ბიჭი მშორდება,
-ანუ ჩემი ბრალი ყოფილა
-რავქნა ბიჭებს აშინებთ პოტენციური სასიდედროები
-რაც უფრო იზრდები ფანტაზია რომ გიქვეთდება ხვდები-მკბენს დათა
-შენ შენს ფანტაზიას მიხედე

ვახშამმა იდეალურად ჩაიარა ვერაფერს ვიყვი, მომნატრებია დედაჩემიის ქოთქოთი ჩემს გათხოვებაზე, ჩემი ხისთავაანი ძმაც, რომელსაც სახლში იშვიათად ვხედავ ხოლმე და მამაჩემი ბატონი გურამი რომელიც საოცარი მამაა და ყოველთვის ვგრძნობ მის მხარდაჭერას. ვერსად ვერ იგრძნობ თავს ისე დაცულად როგორც საკუთარ სახლში. ადამიანებს ოჯახების არჩევა რომ შეგვეძლოს მე ისევ მათ ავირჩევდი, მათ გარეშე სამყაროო ვერ წარმომიდგენია. არამგონია ვინმეს თვალებში დავინახო ის სიყვარული რომელიც მათი თვალებიდან იღვრება.
სახლში მისულმა ვერ გადავწყვიტე ხვალ რა გამეკეთებინა. ბოლოს ქალაქ გარეთ გასვლა გადავწყვიტე, ადამიანი სიმშვიდეში პოულობს ძალას და ბედნიერებასო, მაინტერესებს ეს ვინ თქვა. სრული აბსურდია, მე რატომღაც მოწყენილობა უფრო მიპყრობს ვიდრე ბედნიერება.
დამავიწყდა მეთქვა ხატვა მიყვარს, ერთგვარი ჰობია, ინტერნეტში რაღაც საოცარი ადგილი ვნახე და მისი დახატვა მომინდა ამიტომ ავიღე ჩემი გუდა ნაბადი ტაქსი გამოვიძახე და გზას გავუდექი, ფეხით შორია.
ადგილზე მისულს მართლაც საოცრება დამხვდა უამრავი ფოტო გადავიღე რომელსაც ტილოზე აუცილებლად გავაცოცხლებდი. ფეხით სიარულისგან დაღლილმა როგორც კი ბარში ჩამოვედი განსატვირთად ბარს მივაშურე, ასეთი შრომის შემდეგ ჯილდოს ნამდვილად ვიმსახურებდი. მიმტანს ვთხოვე მარტინი მოეტანა.
ორი ჭიქა მარტნის დალევის შემდეგ ვიგრძენი რომ თავიდან დავიბადე, დაღლილობაც მომეხსნა, შეგიძლიათ ალკოჰლიკი მიწოდოთ ან თუნდაც ლოთი შეიძლება მართლაც ვარ. უკვე წასვლას ვაპრებდი მიმტანმა კიდევ ერთი სასმელი რომ მოიტანა
-ვარდისფერი ქალბატონი?
-დიახ
-კი მაგრამ მე არ შემიკვეთავს
-მთხოვეს მომეტანა
-ვინ გთხოვათ
-ამას ვერ გეტყვით
-კარგი მაშინ ანგარიში მომიტანეთ
-უკვე გადაიხადეს
-და ვინ გადაიხადა მაგასაც ვერ მეტყვით ხომ
-სამწუხაროდ ვერა
ბარიდან გაბრაზებული ვბრუნდები, ვინ იცოდა რომ ეს კოქტეილი მომწონდა, ვის შეეძლო მისი გამოგზავნა. ნინოს? სამსახურშია და არ იცოდა სად მივდიოდი. იოანე? შეუძლებელია დასანახად ვერ მიტანს ალბათ. ვახო? დავიჯერო სადმე აქაა, შეუძლებელია. სად მოვდიოდი მხოლოდ ჩემმა ძმამ იცოდა, მას კი დამალვა სულაც არ დასჭირდებოდა. მაშინ ვინ?

******************
ესეც მეორეთავი ცოტა დიდხნიანი შესვენება გამომივიდა. დაბადებისდღე მქონდა და ბევრი დრო წაიღო აწ უკვე დიდი გოგო ვცარ.. იმედია მოგეწონებათ ახალი თავი. მოუთმენლად ველი თქვენს შეფასებებს



№1  offline წევრი Ninit nini

ჯერ პირველ რიგში გილოცავ იუბილეს საუკეთესო სურვილებით <3 რაც შეეხება ამ 2 თავს შესანიშნავი იყოო.

 


№2 სტუმარი სტუმარი ლიკა

ცოტა დიდხანს კი მომიწია ლოდინი მაგრამ ამად ღირდა. ძალიან კარგი გამოვიდა. ვერ ვხვდები მირას იო მოსწონს თუ არაა

ძალიან კარგი იყო. მომეწონა მაგრამ ცოტა იყო არ მეყო. საბამ საიდან იცოდა მირას სახლის მისამართი? ან რატომ უთხრა მოტოციკლით ვარო? რა ხდება ევაკო?

 


№3  offline წევრი ეველინა

Ninit nini
ჯერ პირველ რიგში გილოცავ იუბილეს საუკეთესო სურვილებით <3 რაც შეეხება ამ 2 თავს შესანიშნავი იყოო.

მადლბა გენაცვალე <3 <3 მიხარია რომ მოგწონს რასაც ვწერ <3 <3

სტუმარი ლიკა
ცოტა დიდხანს კი მომიწია ლოდინი მაგრამ ამად ღირდა. ძალიან კარგი გამოვიდა. ვერ ვხვდები მირას იო მოსწონს თუ არაა

ძალიან კარგი იყო. მომეწონა მაგრამ ცოტა იყო არ მეყო. საბამ საიდან იცოდა მირას სახლის მისამართი? ან რატომ უთხრა მოტოციკლით ვარო? რა ხდება ევაკო?

მიხარია რომ მოგეწონა <3 <3 შევეცდები ცოტა გავავრცო მომდევნო თავები <3 <3 მირას ვინ ოსწონს ნელნელა გამოჩნდება <3 <3 საბასთან მიმართებაში ძალიან დაკვირვებული ხარ <3 <3 მახარებს ეგ ფაქტი<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent