ჩვენი ჩრდილები თავი 1
გოგონა თეთრ კაბაში, დიდი ჭაღებით განათებულ კიბეებზე ადიოდა და კაბის უკანა მხარეც ნაზად მისრიალებდა საფეხურებზე. ხალხის და ჭიქების ერთმანეთში არეული ხმა შორიდან, მოგუდულად ესმოდა. როცა ხალხით სავსე დარბაზის კარი გაიღო, მხრებზე გადასული კაბა შეისწორა და დიდი დეკორაციებით მორთულ ოთახში შევიდა. რამდენიმე წამით ხმები მინელდა, ყველა თვალის ყურადღება მიიპყრო. გოგონამ ქერა, ტალღოვანი თმა ყურზე გადაიწია და ხალხს თვალი მოავლო. მამაკაცები მზერას არ აშორებდნენ, ქალები ერთმანეთს რაღაცას უჩურჩულებდნენ, მაგრამ რამდენიმე წამში ყველა თავის მაგიდას მიუბრუნდა. გოგონას ფიგურა მოხდენილად მოძრაობდა დარბაზში და მალე დანიშნულების ადგილამდე მივიდა, სავარძელში ჩაეშვა და ნაცნობ მამაკაცს მიესალმა. - დღეს ისე გამოიყურები, მზად ვარ დავივიწყო აქ რა საქმეზეც ვართ! - დღეს ჩვენი მიზანი ნაბიჯის გადადგმაა, დეტექტივო! ამაზე იფიქრე. - გაეღიმა გოგონას. - მართალი ხარ მილა, მაგრამ შეგვიძლია რამდენიმე წუთი ცეკვისთვის მოვიპაროთ. - თვალი ჩაუკრა და დარბაზის შუაგულში გავიდა. მილაც უკან მიჰყვა, თან ფიქრობდა ასე უფრო გავერევით ხალხშიო. - მალე დავბრუნდეთ უკან, არ უნდა დაგვავიწყდეს აქ რისთვის ვართ - დეტექტივი მე ვარ და შენ მეხმარები, ხო არ გავიწყდება? - დეტექტივო, ჩვენი სამიზნე კიბეებზე ადის, სხვათაშორის. - ისეთი ტონით უთხრა აშკარად ეწყინა, მეორეხარისხოვან როლში რომ აგრძნობინეს თავი. Ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ბიჭმა გააჩერა, ერთი წუთი დაველოდოთ, ეჭვი არ აიღოსო. Მილა ჩუმად დაეთანხმა და ორივე დაელოდნენ, სანამ კაცი ზემოთ სართულზე არ გაუჩინარდა. Რამდენიმე წამში უკან გაჰყვნენ, ფრთხილობდნენ, რომ ვინმეს ყურადღება არ მიექციათ. - ახლაც არ მეტყვი? - მილა, ჯერ არ დასრულებულა, უფროსწორად არც დაწყებულა. - თომა, მაინტერესებს რატომ დავსდევთ ამ კაცს. - როგორც დაგპირდი, გეტყვი როცა დავასრულებთ. ახლა როგორც შენ დამპირდი გაჩუმდი და ყურადღებით იყავი. Მილა ჩუმად მიჰყვებოდა თომას დერეფანში, ცოტახანში ერთ-ერთი ოთახიდან ხმა მოესმათ და ახლოს მივიდნენ. - უფრო ახლოს მივალ თომა, შენ მოშორებით იყავი. - კარგი, მაგრამ ფრთხილად უნდა იყო, იცოდე. გოგონამ გაფართოებული, ყავისფერი თვალებით დაუდასტურა დეტექტივს, კარგად ვიქნებიო და ოთახში ჩუმად შევიდა. შიგნით კაცთან ერთად კიდევ ვიღაც იყო: - გასაგებია, ჩვენ მზად ვიქნებით. მზად რისთვის, რას გეგმავენ? Მილამ მოახლოებული ნაბიჯები და გულის ცემა ერთად იგრძნო. უკვე თავდაცვისთვის ემზადებოდა, მაგრამ მამაკაცები ოთახიდან გავიდნენ. თომა კედელს ამოფარებული ელოდებოდა მილას დაბრუნებას. Არ იცოდა რომელი უფრო ედარდებოდა მილას უსაფრთხოება თუ რაც შიგნით ხდებოდა. Მაგრამ მილას ენდობოდა, იცოდა ძლიერი იყო, ამიტომაც აირჩია ამ საქმისთვის. თავისი ოთახში შესვლით მთელ გეგმას გარისკავდა, ამიტომ გარეთ დარჩა. მალევე ოთახიდან ორი კაცი გამოვიდა, - ეს მეორე ვინაა, - გაიფიქრა და ვეღარ ითმენდა, წამებს ითვლიდა გოგონა როდის დაბრუნდებოდა. მილამ Რამდენიმე წამი აცადა და თვითონაც დერეფანში დაბრუნდა თომასთან. - ჰე, რა ხდება, რაო? - არ ვიცი, ვიღაც კაცი იყო კიდევ, აქამდე არ მინახავს. - ხო დავინახე რო გამოვიდნენ, რა ილაპარაკეს? - იმ მეორემ უთხრა ჩვენ მზად ვიქნებითო. - ვინ ჩვენო? ან მზად რისთვის.. - არ ვიცი, მარტო ეგ მოვისმინე, მერე გავიდნენ. - კარგი, მთავარია ვერ დაგინახეს, შენც უსაფრთხოდ ხარ და ჩვენი გეგმაც. - გაეღიმა დეტექტივს და ისეთი უდარდელი გამომეტყველება დაუბრუნდა, როგორც თავიდან, მილას რომ ეცეკვებოდა, გეგონება ამ ადგილას მართლა გასართობად იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.