შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუძლებელი სიყვარული (თავი 2)


12-04-2024, 17:22
ავტორი Nemo_m
ნანახია 892

სახლში მისვლამდე პანიკაში ვარ! რისი თქმა უნდოდა ალექსანდრეს? რამდენი გაიგო დაცვის თანამშრომელმა? საერთოდ გაიგო რამე? ან იეჭვა? ჯანდაბა, ჯანდაბაა, ჯანდაბა..

სახლში მისული ასე თუ ისე მშვიდად ვარ. დაღლილი დღის შემდეგ ჩემს კომფორტულ ტანსაცმელში გახვეული ვახშამს ვაცხელებ, პარალელურად ლილეს, ჩემს საუკეთესო მეგობარს ვურეკავ, ცოტა ხნის ლოდინის შემდეგ როგორც იქნა ყურმილს იღებს,

,,ჰეიი, ელლ...’’ ლილეს ხმა ძლივს ისმის, მიუხედავად იმისა, რომ ყურმილში ლამის ყვირის, მის ხმას ფონად არსებული მუსიკა ფარავს, კლუბშია..

,,ძვირფასო? გესმის ჩემი? მგონი ცუდ დროს გირეკავ’’

,,რა? მოიცადე, გარეთ გავალ...... აი ახლა გაიმეორე რას ამბობდი?’’

,,მე ვთქვი, ცუდ დროს ხომ არ გირეკავთქო?’’ სიცილით ვპასუხობ..

,,ოოო, არა, შენ არასდროს რეკავ ცუდ დროს, აბა, რა ხდება? ყველაფერი რიგზეა?’’ მპასუხობს ლილე ჭყიპინით...

,,ხო, რატომ მეკითხები?’’

,,რაღაცნაირი ხმა გაქვს. ჰეი, კარგად ხარ?’’

,,უბრალოდ დღეს ძალიან დავიღალე ლილ, როგორც ფიზიკურად ასევე ემოციურად, მაგრამ მაინც ყველაფერი კარგადაა’’

,,არა, რაღაც მოხდა, ამას ვგრძნობ’’ ლილე არ მეშვება

,,ძვირფასო მე მართლა კარგად ვარ’’ ვამბობ და ვამატებ ,, შემიძლია დაგიმტკიცო, მოვემზადები და ცოტახანში მოვალ’’

,,ჰმმმ, კარგი, ,,red light’’-ში ვარ, რომ მოხვალ მომწერე, ახლა ვთიშავ და ხო რამე ძალიან სექსუალური ჩაიცვი, ეს მოთხოვნაა’’ თვალებს ვატრიალებ, მობილურს იქვე ვაგდებ და ოთახისკენ მივდივარ.

არ ვიცი, ჩემი კარდიგანი და ქვედაბოლო რამდენად შეესაბამება ლილეს სექსუალურობის სტანდარტებს, მაგრამ როდესაც სარკეში საკუთარ თავს ვათვალიერებ, მომწონს.

კარდიგანის დეკოლტე მკერდს იდეალურად აჩენს, მაგრამ არა ზედმეტად, ქვედაბოლო და სტილეტოები იდეალურ კომბიანციას ქმნის, ბოლო ნაბიჯი მსუბუქი მაკიაჟი და კულულების შესწორება..

ადგილზე მალევე ვარ, შესასვლელთან ვდგავარ და სწრაფად ვუგზავნი ლილეს შეტყობინებას, პასუხი არ არის, 5 წუთის ლოდინისა და გონებაში მისი ლანძღვის შემდეგ, მოულოდნელად კარებიდან ძვრება, სახეზე დიდი ღიმილით...

,,ბოდიში, ბოდიში, ბოდიშიი... მე მაშინვე ვნახე შენი სმს, მაგრამ სანამ გიპასუხებდი ტელეფონი მოკვდა’’ ჩემს წინ გათიშულ ტელეფონს ატრიალებს..

,,რაც მთავარია აქ ხარ და არ მომიწევს შენი ძებნა’’ ვამბობ ღიმილით..

,,ხო, ნამდვილად... და მოიცადე, ელენე, როდესაც გითხარი ,,სექსუალური’’ ვიგულისხმე ის წითელი კაბა და ეს რა არის? კარდიგანი და ქვედაბოლო? სერიოზულად? კლუბში მოხვედი თუ ლექციის ჩასატარებლად? ’’ მისი ცალი წარბი იწევა და ზევით ქვევით მოჩვენებით სიმკაცრით მათვალიერებს..

,,კარდიგანს დეკოლტე აქვს, კაბა მოკლე და ქუსლებზეც ვდგავარ’’

ლილე ღრმად სუნთქვს, თვალებს ატრიალებს და ,,ჯანდაბას... კარგი, ხო ნუ მაინც სექსუალური ხარ ამას ვერ დაგიკარგავ’’ ამას ამბობს და იღიმის..

,,კარგი, ახლა მითხარი ხმაზე რა გჭირდა’’

,,იქნებ ხვ...’’

,,უკვე ხვალაა’’ ამბობს და მაჯის საათს მიფრიალებს

,,შენ იცი მე რას ვგულისხმობ’’

,,ხო ვიცი, მაგრამ უნდა მომიყვე, რომ განთავისუფლდე და გართობა შეძლო’’

,,ოიი’’

,,დაიწყე’’

...და მეც ვუყვები დღეს მომხდარს, თავისი დეტალებთ.

,,რა? მოიცადე რა? შენ რა? არა სერიოზულად, და ისე წამოხვედი მისი პასუხი არ გაგიგია? ახლა გავგიჟდები’’

,,კარგი მე გითხარი, შენც გაიგე რა მოხდა, ახლა იქნებ შევიდეთ და..’’ კლუბისკენ ვიღებ გეზს

,,მოიცა, მოიცა, მოიცააა...’’ ხელს მკიდებს და თავდაპირველ ადგილზე მაბრუნებს
,,ელენე, რატომ არ დაელოდე და რატომ არ გაიგე, ღმერთო ჩემო შენ მე გამაგიჟებ’’

,,ლილე ისიც საკმარისი, რომ საკუთარ სტუდენტს აუდიტორიაში, რომელშიც მადლობა ღმერთს კამერები არ არის, გრძნობებში გამოვუტყდი და სავარაუდოდ ეს დაცვის თანამშრომელმა გაიგონა, ნუ მეუბნები, რომ უნდა დავლოდებოდი ან რამე, შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ პანიკაში ჩავვარდი.. ხო, ნამდვილად მაინტერესებს რის თქმას აპირებდა, ღმერთო ჩემო ვკვდები ინტერესით, მაგრამ შესაძლოა არცაა საჭირო ვიცოდე, შეიძლება პასუხმა ძალიან მატკინოს და მე არ ვარ მზად ამისთვის’’

,,შეიძლება, შეიძლება, შეიძლება.... მასე ჰიტლერსაც შეეძლო ომი მოეგო მაგრამ ჰაა, ქნა?’’

,,ცუდი პარალელი იყო’’

,,იცი რაც ვიგულისხმე’’ მპასუხობს თვალმოჭუტული და აგრძელებს

,,გთხოვ მითხარი, რომ აპირებ ამ საკითზე მასთან ლაპარაკს’’

,,და რა ვუთხრა ლილე, ჰეი სან გახსოვს პარასკევს სათვალე რომ გაგიკეთე და გკითხე რას ხედავთქო? ხოდა რა უნდა გეპასუხა? ეს ვუთხრა? ჯანდაბა შეიძლება არც კი ახსოვდეს’’

,,ღმერთო ჩემო, ელენე, ორი შეყვარებული იდიოტი ხართ, რომლებიც ერთმანეთს წესიერად გრძნობებშიც ვერ უტყდებიან’’

,,ლილე ხმას დაუწიე, სხვებიც გაიგებენ’’ ვცრი კბილებიდან და ლილეს აბა ახლა არ გაგწიწკნო სახის შემხედვარე ენასაც ვიგდებ

,,კარგი, ახლა ჩვენ შევალთ, გავერთობით და შენ ორშაბათს ან იქამდე, როცა ნახავ კეთილს ინებებ და ამ საკითხზე დაელაპარაკები, გასაგებია? ‘’

,,ხო, მაგრამ ლილე’’

,,ელენე! გასაგებია?’’

,,კი, კარგი’’

,,მშვენიერი’’ ამბობს ლაღად ისე თთითქოს რამოდენიმე წუთის წინ დემონის რეჟიმზე არ ყოფილიყო..

,,იცი, ზოგჯერ მაშინებ’’ ვეუბნები ჩურჩულით მხარზე ჩამოკიდებული’’

,,მე თქვენი დედიკო ვარ, ზოგჯერ საჭიროა ჩემი ცოტათი გეშინოდეთ’’


როგორც იქნა შევდივართ კლუბში, ვესალმები ლილეს ახალ ,,ბიჭს’’, რომელსაც ვიცი, რომ ვეღარ ვნახავ, შემდეგ ყველანი ვცეკვავთ, ბოლოს, როცა წყვილების მუსიკა ირთვება ხელების ქნევით და ღიმილით ვშორდები მათ და სასმელების დახლისკენ მივემართები...

ბარის მაღალ სკამზე შემოსკუპებული ვაკვირდები სცენის შუაგულში მოცეკვავე ხალხს, ლილეც იქ არის თავის ახალ ,,ბიჭთან’’ ერთად ჩახუტებული ცეკვავს ნაზ და საკმაოდ სასიამოვნო მელოდიაზე, მეღიმება, ვბრუნდები, მარტინის ბოლო ყლუპს ვსვამ და ამჯერად ჭიქა წითელ ღვინოს ვუკვეთავ. სასიამოვნო მელოდიაზე ნელა ვირხევი, მეღიმება..

ღვინის ჭიქას ნაზად ვარხევ და ბარის თვალიერებას ვიწყებ, როცა დაჟინებულ მზერას ვაწყდები..
სიმპატიური მამაკაცი შავი თვალებით და საოცარი ღიმილით, რომელიც ნებისმიერი ქალის გულს დაიბყრობს, ჩემსასაც დაიბყრობდა, მაგრამ არა ახლა.
სიმპატიურია, მაგრამ მხოლოდ ერთი ღამის ურთიერთობისთვის შესაფერისი..
და რატომაც არა, მომენატრა ერთი ღამის ურთიერთობები, გართობა ერთი ღამით. თან ალექსანდრესთან შეიძლება ჩემი შანსები მაინც ნულის ტოლი იყოს, არ ჭირდება თავისზე 9 წლით უფროსი ქალი. გვერდით თანატოლი გოგო უნდა ჰავდეს, მაგრამ შევძლებ კი სხვა მამაკაცთან რაიმე ფიზიკურ აქტივობას, როდესაც 9 წლით უმცროს სტუდენტზე ფაქტობრივად შეყვარებული ვარ?...

საკუთარ ფიქრებზე მწარედ მეღიმება, რასაც ის ,,მწვანე შუქად’’ აღიქვამს, დგება და ჩემსკენ მოდის. გვერდით მიჯდება და მესალმება. არაფერი დაშავდება მასთან საუბრით და ცოტაოდენი ფლირტით ასე, რომ მეც ვესალმები, რამოდენიმე სიტყვას ვცვლით, დავითი რქმევია და ცოტასაც ვფლირტაობთ. ცოტახანში მოსაწევად გადის, მე ისევ მაგიდასთან ვზივარ და ღვინის ჭიქას ხელში ვათამაშებ..

მარჯვნიდან ნაცნობი ხმა მესმის და თავს ოდნავ ვაბრუნებ. გვერდზე ალექსანდრე დგას, ბარის მაგიდაზე აკაკუნებს და კუთვნილ შეკვეთას ელის, ჩემდაუნებურად მეღიმება, შემდეგ კი ღიმილის დასამალად ტუჩს ვკბენ, წინ ვიხედები, ის მამაჩნევს და შოკირებული ჩურჩული მესმის..

,,ქალბატონო ელენე?’’ ამჯერად მკვეთრად ვბრუნდები მისკენ და ვუღიმი

,, გამარჯობა კიდევ ერთხელ’’

ვხედავ, როგორ მათვალიერებს გაფართოებული თვალებით და ფანტაზიებში ვიძირები...

,,ჰეიი’’ ამბობს გაღიმებული

,,რამეს ამბობდი?’’ ვეკითხები

,,დიახ, ავღნიშნე, რომ საოცრად სექსუალურად გამოიყურებით’’ კვლავ იღიმის.

თავხედი!!! ვამბობ გონებაში, მაგრამ არ ვიცი ჩემი რეაქცია უკვე დიდი რაოდენობით მიღებული სასმლის ბრალია თუ მისდამი გრძნობების, თუმცა ვფიქრობ უფრო ორივესი, საკმაოდ სექსუალურად ვიღიმი და ვპასუხობ:
,,მმ, ძვირფსო, სასიამოვნოა თუ მოგწონს, უნდა ავღნიშნო, რომ შენც საკმაოდ სექსუალური ხარ’’ ბოლო სამ სიტყვას დაუფიქრებლად ვამბობ და მხოლოდ მას შემდეგ ვაანალიზებ ნათქვამს, როცა მის ლოყებზე სიწითლეს ვამჩნევ და სასწრაფოდ ვამატებ

,,მე.. მე ვგულისხმობ, რომ საკმაოდ კარგად გამოიყურები ახლა, ვგულისხმობ, რომ... მეე..’’ უაზროდ ვიქნევ ხელებს და ვცდილობ ავხსნა რას ვგულისხმობდი, რაზეც ეღიმება, აინტერესებს, როგორ გადავაკეთებ ნათქვამს...

,,და არა, მაინც არ გამოგდის’’ ამბობს და ცდილობს სიცილი შეიკავოს და მეც მეცინება...

ამის შემდეგ რამოდენიმე წამიანი პაუზა ისადგურებს, რის შემდეგაც ის იწყებს

,,ელენე, რას იტყვი, იქნებ მოგვიანებით გვეს...’

მოულოდნელად წელზე ხელს ვგრძნობ, ალექსანდრე კი საუბარს წყვეტს... უცებ ვიყინები, ჯანდაბა ის დაბრუნდა, ასე მალე როგორ მოწია..

ასე რომ მისი ხელი ჩემს წელზეა, თავისკენ მიზიდავს, ახლოს წევს თავს და მეუბნება ,,პატარავ, მგონი შეგვიძლია ჩემთან განვმარტოვდეთ’’

დარწმუნებული ვარ, რომ სახეზე ძალიან წითელი ვარ, მინდა დავარტყა, მაგრამ ამ მომენტში ალექსანდრეს რეაქციის ყურებით უფრო ვარ დაკავებული, მას ესმის დავითის თუ დემეტრეს თუ დიმის, მოკლედ რაღაც ხო ქვია ნამდვილად ვერ ვიხსენებ, და ვხედავ, მომენტალურად როგორ ეცვლება სახე, ვხედავ ბრაზის ძლიერ ტალღას, სახე ეჭიმება, შემდეგ ნერწყვს ყლაპავს, მაგიდაზე დადებულ სასმელებს იღებს და არც მიყურებს ისე, საკმაოდ სწრაფად მიდის, მაგრამ არ ავიწყდება დამშვიდობება

,,კარგი, მგონი სასაუბრო არაფერია,ხელს აღარ შეგიშლით, იმედია კარგად გაერთობით’’ ბოლოს სიტყვებს ზიზღით ამბობს.
სკამიდან ჩამოვდივარ, ჩანთას ვიღებ და ჩემს წელზე მოხვეულ მამაკაცს, რომლის სახელიც აღარ მახსოვს მივყვები ...


პ.ს
გამარჯობა ტკბილებო ????????????
მადლობა ყველა თქვენგანს ვინც წაიკითხა პირველი თავი????
იმედია მოგეწონებათ გაგრძელებაც და ისიამოვნებთ????
ველი შეფასებას ????????



№1 სტუმარი ეკა 5

არ გააგრძელებთ? ველოდები ❤️????

 


№2  offline წევრი Nemo_m

ეკა 5
არ გააგრძელებთ? ველოდები ❤️????
მადლობა გამოხმაურებისთვის ❤️ გაგრძელდება აუცილებლად...
შევეცდები რაც შეიძლება მალე დავდო შემდეგი თავი❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent